Friday, November 19, 2010

ნატო: ერთია სიტყვა და საქმე?!

(წერილი გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის თებერვლის ნომერში)

1990-იანი წლები ხასიათდებოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „ცივი ომის“ დასრულებით, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლით, ცენტრალურ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებით, შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შეზღუდვა-შემცირებით, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალტიისპირა სახელმწიფოებიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, ამიერკავკასიიდან და ყოფილი საბჭოთა შუა აზიის რესპუბლიკებიდან რუსული შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო აქტიურობის (სწავლებები, მანევრები და ა. შ.) შემცირებით, რაც შემდგომი მშვიდობიანი და ქვეყნების კეთილდღეობის აყვავება-განვითარებისკენ მიმართული ცხოვრების საწინდარი უნა ყოფილიყო; მაგრამ სინამდვილეში მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. როგორც ყველას გვეგონა და გვემედებოდა, რომ აშშ, კანადა და ევროპის სახელმწიფოები თავიანთ სამხედრო ხარჯებს შეამცირებდნენ, გამონთავისუფლებული სახსრები კი როგორც ამ ქვეყნების, ისე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სხვა დარგების გადაიარაღება-განვითარებას შეუწყობდა ხელს, მოვლენები ასეთნაირად არ განვითარდა. ჩვენში დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, კვლევითი ინსტიტუტები, დაქვეითდა სოფლის მეურნეობა, სამთო-საძიებო და სხვა სამუშაოები და სხვადასხვა დარგების კვალიფიციური სპეციალისტების უმეტესობა ან წვრილმანი ვაჭრობით დაკავდა, ან კიდევ დატოვა საქართველოს ფარგლები და უცხოეთში წავიდა ბედის საძიებლად.

მაგრამ ერთი რამ არის მეტად საყურადღებო: ასეთი ეკონომიკური დაქვეთება განიცადეს არა მხოლოდ საქართველომ, რუსეთმა და სხვა კოლეგა საბჭოთა რესპუბლიკებმა, არამედ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დასავლეთ ევროპის უმსხვილესმა სახელწიფოებაც _ საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ. ამის დასადასტურებლად ქვემოთ ცხრილში მოგვყავს სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემიდან „Military Balance“ აღებული აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახემწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლები 1989, 1990 და 1999 წლებში. იქვე ამ მაჩვენებლების გვერდით მოგვყავს მათგან გამომდინარე ჩვენს მიერ გამოანგარიშებული გარკვეული ფინანსური სიდიდეებიც, ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ლონდონური ინსტიტუტის გამოცემაში არსებული მონაცამები ქვემოთ მოგვყავს ჩვეულებრივი შრიფტით, ჩვენს მიერ გამოანგარიშებული კი _ დახრილით (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1
აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ფინანსური მონაცემები

ფინანსური მაჩვენებლები . . . აშშ . . . გერმანია . . . საფრანგე- . . დიდი . . . . . იტალია
(მლრდ. დოლარებში) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თი . . . . . . . . ბრიტ.–თი


მთლიანი შიდა პროდუქტი

1989 წ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5163,2 . . .1189,15 . . . . . . 955,86 . . . . 831,68 . . . . . 869,27
მთლიანი შიდა პროდუქტი

1990 წ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5423, 4 . . .1499,54 . . . . . 1187,15 . . . . 986,72 . . . .1090,75
სხვაობა მშპ-ებს შორის

ამ წლებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 260,2 . . . .310,39 . . . . . . 231,29 . . . . 155,04 . . . . . .221,48
როგორი იქნებოდა ამ სახე–

ლმწიფოთა მშპ 1999 წელს,
ეს სხვაობა რომ უცვლე–
ლად შენარჩუნებულიყო? . . . . . . 7765,2 . . 4293,5 . . . . . 3268,76 . . . . 2381,72 . . . . 3084,07
რეალური მთლიანი შიდა

პროდუქტი 1999 წელს . . . . . . . . 9200,0 . . .1900,0 . . . . .1400,0 . . . . 1400,0 . . . . . .1100,0
მშპ-ის საშუალო წლიური

მატება 1990-1999 წლებში . . . . . .416,6 . . . . . .44,5 . . . . . . . 23,65 . . . . . .45,92 . . . . . . . . 1,03

როგორც ცხრილიდან ჩანს, წერილის დასაწყისში დასახელებულმა პროცესებმა მკვეთრად გაზარდა შეერთებული შტატების შემოსავლები და ასევე მკვეთრად შეამცირა დასავლეთ ევროპის ისტორიულდ მსხვილი და წამყვანი სახელმწიფოების შემოსავლების ყოველწლიურ ზრდის ტემპი. ჩვენ ეკონომისტები არ გვაკლია, მაგრამ რატომღაც არ გაგვიგია ქართულ პრესასა და ტელევიზიაში ამის შესახებ რაიმე სერიოზული ანალიზი. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ამ სპეციალისტებსა და ექსპერტებს, რომლებიც სხვა საკითხებზე ასე კომპეტენტურად და თამამად მსჯელობენ, აშშ-ის წინაშე რაღაც სხვა ვალდებულებები აქვთ აღებული და მათი შესრულება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე საკუთარი ხალხის გაცნობიერება ასეთ მეტად საჭირბოროტო პრობლემებში?

90-იანი წლების განმავლობაში ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახემწიფოებმა შეამცირეს თავიანთი სამხედრო ხარჯები. სახელდობრ აშშ-მა ეს ხარჯები შეამცირა 304,1 მლრდ. დოლარიდან 275,5 მლრდ.-მდე, საფრანგეთმა _ 42,8 მლრდ. დოლარიდან 37,1 მლრდ.-მდე, გერმანიამ _ 35,6 მლრდ.-დან 31,1 მლრდ.-მდე, დიდმა ბრიტანეთმა _ 39,3 მლრდ. დოლარიდან 36,9 მლრდ.-მდე, იტალიამ _ 24,7 მლრდ.-დან 22,0 მლრდ.-მდე, ნიდერლანდებმა _ 7,4 მლრდ.-დან 6,3 მლრდ.-მდე, ნორვეგიამ _ 3,6 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 3,3 მლრდ.-მდე და ა. შ. ამის საპირისპიროდ თავიანთი სამხედრო ხარჯები გაზარდეს საბერძნეთმა და თურქეთმა, პირველმა 3,8-დან 5,3 მლრდ. დოლარამდე და მეორემ _ 5,0-დან 10,1 მლრდ დოლარამდე.

ამ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავიანთი არმიებისა და ფლოტების შეიარაღებიდან მოხსნა უკვე გვარიანად მოძველებული სამხედრო ტექნიკა, ხოლო ნაცვლად შეიარაღებაში მიიღო უფრო თანამედროვე და უკეთესი საბრძოლო მახასიათებლების მქონე ნიმუშები: M-60 და „ლეოპარდ-1“ სერიების საბრძოლო ტანკები, БМП-1, YPR-765 და M113 სერიების მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, თვითმავალი ქვემეხები, განსაკუთრებით კი M-110A1/A2 ტიპის 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები, ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), AH-1 და AH-64 სერიების დამრტყმელი ვერტმფრენები, F-4, F-16 და „მირაჟ-2000“ ტიპების საბრძოლო თვითმფრინავები, 209 ტიპის დიზელური წყალქვეშა ნავები, „ადამსის“ ტიპის საესკადრო ნაღმოსნები, „ნოქსის“, „პერის“, „ქორთენაუერის“, MEKO-200 ტიპების ფრეგატები და სხვა შეიარაღება.

ამათგან ჩვენთვის უფრო საყურადღებო უნდა იყოს თურქეთის შეიარაღებაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ცხრილის სახით მოყვანილია ქვემოთ (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2
თურქეთის შეიარაღების რაოდენობრივი მაჩვენებლები
(ფრჩხილებში მოცემულია 1990 და 2000 წლებში თურქეთის შეიარაღებაში არსებული შედარებით თანამედროვე ნიმუშების რაოდენობა; არტილერიის გრაფაში კი ფრჩხილებში მოცემულია თვითმავალი ქვემეხების რაოდენობა)

ძირითადი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა . . . . . 1991 წელს . . . . . . 2000 წელს

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3783 (2130) . . . . . .4205 (4205)
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3560 (2460) . . . . . 4293 (4293)
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4187 (528) . . . . . . .4268 (868)
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 37 (37)
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .650 (242) . . . . . . . . 505 (418)
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 (6) . . . . . . . . . . . . 14 (10)
მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . 20 (6) . . . . . . . . . . . . 22 (22)

ამ ცხრილიდან ნათლად ვხედავთ, რომ თუმცა კი საერთო რაოდენობის მიხედვით თურქეთის შეიარაღება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაგრამ ამ საერთო რაოდენობაში უფრო თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე საბრძოლო ტანკების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 1,97-ჯერ, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა (ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები) _ 1,75-ჯერ, საბრძოლო თვითმფრინავებისა _ 1,73-ჯერ, წყალქვეშა ნავებისა _ 1,67-ჯერ, მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდებისა (საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები) _ 3,67-ჯერ. და ეს იმ ფონზე, როდესაც დაიშალა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია და საბჭოთა კავშირი და თურქეთს მკვეთრად შეუმცირდა სამხედრო მუქარები როგორც შავი ზღვის სრუტეების ზონაში, ისე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაშიც.

თუმცა კი ნატო-ს ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თურქეთის შეიარაღებული ძალების ასეთ გაძლიერებას ხსნიდა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ზონაში მდგომარეობის არასტაბილურობით და, აქედან გამომდნარე, ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის არსებული მუქარებით, მაგრამ „ცივი ომის“ პერიოდში ეს მუქარები კიდევ უფრო მეტი იყო, ვინაიდან მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა უფრო ქმედით დახმარებას უწევდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას, სირიისა და ერაყის სახელმწიფო და სამხედრო მშენებლობას, თურქეთის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის შეიარაღებულ ფორმირებებს; 1990-იან წლებში კი რუსეთი ასეთ რამეს აღარ აკეთებდა და უფრო თავისი საშინაო პრობლემებით იყო დაკავებული.

გარდა ამისა, აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობას უნდა სცოდნოდა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ასე არაადექვატურად გაძლიერება რუსეთის შეშფოთებსა და მისი მხრიდან საპასუხო ზომების მიღებას გამოიწვევდა, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო სფეროშიც. მართლაც, 1996 წლის მაისში ეუთო-ს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ მიაღწია საფლანგო რაიონში (განსაკუთრებით ჩრდილო-კავკასიის სახედრო ოლქის ტერიტორიაზე) რუსეთისთვის მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობის (კვოტების) გაზრდას: საბრძოლო ტანკებისა _ 1300-დან 1800 ერთეულამდე, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა _ 1380-დან 3700 ერთეულამდე, საველე არტილერიის (100-მმ და მეტი ყალიბის ქვემეხების და ნაღმსატყორცნებისა) _ 1680-დან 2400 ერთეულამდე. ამ პერიოდში პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ იყვნენ ნატო-ს ბლოკში შესულნი და, შესაბამისად, ჩრდილოეთის ფლანგზე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მოელოდა სავარაუდო მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების შემოტევას. ამიტომ საფლანგო რაიონში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის გაზრდილი კვოტების შესაბამისად, ბუნებრივია, რომ რუსული სარდლობა ამ დამატებით ნებადართული საბრძოლო ტექნიკის უმეტეს ნაწილს განალაგებდა თავის სამხრეთ ფლანგზე _ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე. ხოლო რუსეთის ფედერაციისთვის საფლანგო რაიონში ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების გაზრდას 1996 წლის მაისში ვენაში მიმდინარე კონფერენციაზე ხელი შეუწყო ისევ აშშ-ის დელეგაციამ, რომელმაც დიდი მონდომება გამოიჩინა ეუთო-ს ხელმძღვანელობის ამ საკითხში დასარწუნებლად.

ამრიგად, ვაშინგტონის თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პენტაგონი ერთი ხელით თურქეთს აწვდიდნენ, გერმანიასთან ერთად, თანამედროვე ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებას, მეორე ხელით კი რუსეთის ფედერაციას უჭერდნენ მხარს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდეობის გასაზრდელად. ამ ღონისძიებების შედეგად ამიერკავკასია და, საქართველოც, აღმოჩნდნენ ახალი შეიარაღებული დაპირისირების ესკალაციის შუაგულში. ამის შემდეგ კიდევ გვიკვირს, თუ რატომ მოხდა ჩვენს თავზე ასეთი უბედურებები და განსაცდელები ჯერ კიდევ 1980-იანი წლების მიწურულიდან. ალბათ იმიტომ, რომ ამა ქვეყნის ძლიერთა საქმეები არ შეესაბაებოდა მათ მშვიდობისმოყვარულ და თითქოს-და სამართლიან განცხადებებს. ამ განცხადებების ნიღბის ქვეშ ისინი ატარებდნენ სულ სხვა პოლიტიკას, რომელიც სულაც არ არის მიმართული დემოკრატიის (სიტყვა-სიტყვით _ „ხალხის მმართველობის“), სამართლიანობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებისკენ. ძალიან ხშირად მათი საქმიანობა მიმართულია სწორედ ასეთი მიზნების საწინააღმდეგოდ.

ნატო-ს ბლოკის მესვეურები 1990-ინი წლების დასაწყისში აცხადებდნენ, რომ აღმოსავლეთიდან მუქარის ნიშვნელოვნად შემცირებასთან ერთად გამოჩნდა ახალი მუქარები ალიანსისთვის უკვე სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან, და ამიტომ დაიწყება განსაკუთრებით თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერება-ო. მაგრამ თურქულ სახელმწიფოს, მისი ეთნიკური, რელიგიური და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით თავისი გავლენის გავრცელების პრეტენზიები უპირატესად აქვს არა სამხრეთის, არამედ კავკასია _ ცენტრალური აზიის მიმართულებით _ „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე“ (ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, თურგუთ ოზალის ერთ-ერთი ინტერვიუდან 80-იანი წლების შუახანებში). ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად წარმოიქმნება მუქარა ამიერკაკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუქარა რუსეთის, ირანისა და ჩინეთისთვის. ასეთი მასშტაბის გეგმების რეალიზებას თავად თურქები, ცხადია, ვერ შეძლებდნენ და არც პენტაგონში სხედან ალბათ ისეთი უვიცი ადამიანები, რომ არ გაეთვალათ თურქეთის შეიარაღების გაძლიერების კვალდაკვალ რუსეთ-ირან-ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური დაახლოების მოსალოდნელი პერსპექტივის არსებობა, ან თუ გაითვლიდნენ, მხოლოდ თურქეთისთვის მიენდოთ მისი შეზღუდული ძალებით ამ უზარმაზარი მასშტაბის ამოცანის _ კავკასია - ცენტრალური აზიის მიმართულებით დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გავრცელების _ გადაწყვეტა. ანუ, თურქეთს უნდა დაეწყო, და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოებისთვისაც შეექმნა საომარ მოქმედებებში ჩარევის პირობები.

რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება დაიწყო 1990-იანი წლების პირველ ნახევარშივე, ხოლო 1999 წლის შემოდგომაზე მათ გვერდში დაუდგა ჩინეთიც. ალბათ ბევრს ემახსოვრება, რომ იმ დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა რუეთის ფედერაციის პრეზიდენტა ბორის ელცინმა სატელევიზიო გამოსვლაში მეტად მკვახე და მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ბილ კლინტონს, მათ შორის ბირთვული იარაღის მუქარითაც, თუკი შეერთებული შტატები არ შეწყვეტდა მძიმე ზეწოლის განხორციელებას რუსეთზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში. ასეთ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი პეკინიდან ჩინეთის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ალბათ ვერ გააკეთებდა.

ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, ამიერკავკასიასა და საქართველოსაც დროებით ასცილდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრად ყოფნის როლი და ამან გადაინაცვლა ცენტრალურ აზიაში _ ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე. როგორც ჩანს, ეს უნდა მომხდარიყო ისევ აშშ-ის სპეცსამსახურების ორგანიზებით, ვინაიდან ამ საქმეში გარეული გახლდათ უსამა ბენ ლადენი და ამერიკული ინტერესები, რომ განხეთქილება შეეტანათ რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციაში. საქმე იმაშია, რომ რუსეთისა და ჩინეთის იმ ხანად ჩამოყალიბებადი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი დასავლეთისთვის ადვილად მოსარევი ვეღარ იქნებოდა და ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამერიკული დაზვერვა შეეცდებოდა ამ კავშირის გახლეჩვას ან მისი სუსტი ადგილების გამოვლენა-გააქტიურებას. ცენტრალური აზია, განსაკუთრებით კი ყოფილი სსრკ-ის შუა აზია, სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთს, ჩინეთსა და ირანს გაყოფილი არ ექნებოდათ გავლენის სფეროებად, და ამიტომ იქ ნებისმიერი დესტაბილიზაცია მათ შორის განხეთქილების გაჩენისა და გაღრმავების მიზეზი გახდებოდა. ხოლო ასეთი დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად იქცა უსამა ბენ ლადენის მიერ თალიბების მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების მიწოდება ტაჯიკეთის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებისთვის.

ამდენად, უსამა ბენ ლადენის მიერ მწვავე ანტიამერიკული განცხადებების სისტემატიურად გაკეთების მიუხედავად, მისი ფულები ჯერ კიდევ 1999-2000 წლებში ამერიკულ საქმეს აკეთებდა. ამის შემდეგ ბ. ელცინი მალევე წავიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან და იგი შეცვალა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ამჯობინა ელცინისეული მუშტების მოღერების ნაცვლად დასავლეთთან, და უწინარეს ყოვლისა, აშშ-თან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გზას დასდგომოდა. და ეს ყოველივე ხდებოდა 2001 წლის 11 სექტებრის ცნობილ მოვლენებამდე, რომლებსაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, და რომლებიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართულ ტერაქტებად შეფასდა.

მაგრამ ამ საქმეს ახლავს სხვა მხარეც. საქმე იმაშია, რომ აშშ-ის კანონმდებლობით, ქვეყნის პრეზიდენტს ომის გამოცხადების უფლება არა აქვს. მას შეუძლია რომელიმე სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადების გარეშე ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიყვანოს ამერიკული ჯარები და აწარმოოს იქ საბრძოლო მოქმედებები 60 დღე-ღამის განმავლობაში. თუკი ამ დროის მანძილზე აშშ-ის კონგრესი არ გამოაცხადებს ომს და არ მისცემს სანქციას პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებაზე, მაშინ იგი ვალდებული ხდება შეწყვიტოს ეს მოქმედებები და გამოიყვანოს ჯარები უკან, რისთვისაც პრეზიდენტს ეძლევა კიდევ 30 დღე-ღამე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ უნდა რჩებოდეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ანუ საზღვარგარეთ ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის აშშ-ის პრეზიდენტს სჭირდება ქვეყნის კონგრესის მიერ სათანადო ომის გამოცხადება. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ომის გამოცხადებას კი, თავის მხრივ, სჭირდება შესაბამისი საფუძველიც. დასავლელი მკვლევარების ერთი სერიოზული ნაწილი ფიქრობს, რომ 1941 წლის შემოდგომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმა უკვე იცოდა დეკემბრის დასაწყისში იაპონიის საზღვაო ავიაციის მიერ ჰავაის კუნძულებზე და საერთოდ წყნარ ოკეანეში მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის პერლ-ჰარბორის დაბომბვის გეგმის შესახებ, მაგრამ დამალა ეს ინფორმაცია, რათა იაპონელებს ეს დაბომბვა განეხორციელებიათ და ამით აშშ კონგრესის შეძრწუნებულ და აღშფოთებულ წევრებს იაპონიისთვის ომის გამოსაცხადებლად ხმა მიეცათ. ამის შესახებ ჩვენ თავად წაგვიკითხავს გერმანელი ავტორის იან ვან ჰელზინგის წიგნის „საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში“ რუსულ თარგმანში. ხოლო მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ერთ-ერთ დასავლურ დოკუმენტურ ფილმში კი ვნახეთ, რომ მათი ვერსიით, რუზველტმა ეს ინფორმაცია არ იცოდა, მაგრამ იგი ცნობილი გახლდათ ბრიტანული დაზვევრვისთვის, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა არ შეატყობინა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, რათა ეს დაბომბვა მართლაც განხორციელებულიყო და ამის შემდეგ შეერთებული შტატები ჩაბმულიყო ომში იაპონიისა და მისი მოკავშირე ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ.

ასეა თუ ისე, 2001 წლის11 სექტემბრის მოვლენები თავისი ბუნებით ძალზედ ჰგავს 1941 წლის დეკემბრის პერლ-ჰარბორის მოვლენებს, და ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უშუალოდ ომის წარმოებით დაიწყო ცენტრალური აზიისა და სპარსეთის ყურის რაიონში თავისი საგარეო-პოლიტიკურ ინტერესების გატარება. მაგრამ ის პროცესები, რომელთა შესახებაც ჩვენ გვქონდა საუბარი ამ სტატის ძირითად ნაწილში, შეეხებოდა ამბებს 2001 წლის სექტემბრამდე. სწორედ მაშინ გაიზარდა მკვეთრად აშშ-ის ყოველწლიური შემოსავლები, დასავლეთ ევროპის წამყვნი სახელწიფოების შემოსავლების ზრდა კი ასევე მკვეთრად შემცირდა, სწორედ მაშინ იქნა გაძლიერებული მნიშვნელოვნად თურქეთის შეიარაღებული ძალები, თანაც იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნის მიმართ სამხედრო მუქარები ასევე მკვეთრად იყო შემცირებული, სწორედ მაშინ ლაპარაკობდნენ ბევრს „ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების“, „მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემის“ ჩამოყალიბებისა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების შესახებ და მატერიალურ ბაზასაც ქმნიდნენ ამისთვის, სამხედრო-ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით; სწორედ მაშინ ხდებოდა დასავლური პოლიტიკური, საფინანსო და სხვა ორგანიზაციების მიერ რუსეთისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაქცევა-დაქვეითებისკენ წაყვანა, რის შესახებაც ბევრს ლაპარაკოდნენ და წერდნენ ამ ქვეყნების მომავლით შეწუხებული წრეები, მათი მოსახლეობა, რაც საქვეყნოდ გააჟღერა ბ. ელცინმა პეკინიდან და რაც, სამწუხაროდ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფასდებოდა უკიდურესად ტენდენციურად _ მხოლოდ რუსეთის აგრესიულობის მორიგი გამოვლენისა და ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ იარაღის ჟღარუნის სახით. სინამდვილეში კი სატკივარი გაცილებით უფრო ღრმა, უფრო ფართო და უფრო მასშტაბურია, და რაკი ჩვენს საზოგადოებაში ამის დანახვა მაშინ არ უნდოდათ, ამიტომ ამ სატკივარმა ყველას მოგვიკაკუნა კარზე დანგრეული ეკონომიკის, დანგრეული განათლების, დანგრეული მეცნიერების, სოციალური გაჭირვების, ფეხით გათელილი ზნეობრივი ფასეულობების, ღვთის მიერ დაგმობილ უკუღმართობათა თავზე მოხვევისა და სხვა უბედურებების სახით. ამას ახლა ბევრი გრძნობს და პროტესტსაც გამოთქვამს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როდესაც ყოველივე ამ სიმახინჯეების გამტარებელი „ძია სემი“ და უფრო სწორად კი „მსოფლიო კულისებსმიღმა ძალები“ მშვენივრად გრძნობენ თავს და მნიშვნელოვან წილად მათ მიერვე არის დასმული ეს ხელისუფლებაც.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment