Monday, June 20, 2011

ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970–იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

(ნ ა წ ი ლ ი II)

III. გფრ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

III. 1. გფრ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების პირველ ნახევარში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური კურსის შინაარსისა და მიმართულების განმსაზღვრელ ფაქტორს, 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა მისი მონაწილეობა ნატო-ს ბლოკში. ამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ფარგლებში გფრ-ის სამხედრო პოლიტიკა მის ძირითად ასპექტებში ემთხვეოდა აშშ-ის გეგმებს და გამოდიოდა როგორც ამერიკული გლობალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ეს მოსაზრება თავის დადასტურებას ნახულობდა შეერთებული შტატებისა და დასავლეთ გერმანიის მმართველი წრეების შეხედულებების ერთიანობაში უმნიშვნელოვანეს სართაშორისო პრობლემებში.

გფრ-ის მმართველი წრეების წარმომადგენლები უცვლელად გამოდიოდნენ ნატო-ს პოლიტიკური ერთიანობის განმტკიცებისა და ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) საბრძოლო ძლიერების ამაღლების მომხრედ. ისინი ცდილობდნენ დამტკიცებინათ ამერიკული ჯარების ევროპაში ყოფნის აუცილებლობა და მოუწოდებდნენ მონაწილე ქვეყნებს თავიანთ თავზე აეღოთ ხარჯები მათ შესანახად. ფედერაციული გერმანია აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ნატო-ს ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ღონისძიებაში რომელთა ძირითადი მიზანიც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მდგომარეობდა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების წინააღმდეგ ომის მზადებაში.

ამასთან ერთად, ემყარებოდა რა აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებთან პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობას, გფრ-ის ხელმძღვანელობა ისწრაფოდა თავისი პოზიციების განმტკიცებისა და წამყვანი მდგომარეობის დაკავებისკენ დასავლეთევროპულ პოლიტიკაში. ამასთან იგი ამოდიოდა იმ წინაპირობიდან, რომ ამის მიღწვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ისეთი შეიარაღებული ძალების ყოლით, რომელიც რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიმართებით აღმატებული იქნებოდა ნატო-ში ევროპელი მოკავშირეების არმიებზე.

1970-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობის შესუსტების მიუხედავად, დასავლეთგერმანული სამხედრო სარდლობა ატარებდა თავისი შეიარაღებული ძალების განმტკიცების ღონისძიებებს. შეიმუშავებდა მართვის უმაღლესი სამხედრო ორგანოების, შენაერთებისა და ნაწილების ორგანიზაციის უფრო სრულყოფილ ფორმებს. ჯარებს აღჭურავდა შიარაღებული ბრძოლის თანამედროვე საშუალებებით. ყოველწლიურად იზრდებოდა ქვეყნის სამხედრო ხარჯები. 1970 წ. გფრ-ის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენდა 20 მლრდ. მარკას, 1973 წ. კი მან მიაღწია 27 მლრდ.-ს.

ნატო-ს მშძ-ში ფედერაციული გერმანიის წილის, ქვეყნის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისა და მისი ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ბუნდესვერის სარდლობას პრეტენზია ჰქონდა ერთერთ მთავარ როლთაგანზე ამ ბლოკში. უკვე 70-იანი წლების შუახანებისთვის, ალიანსის ორგანოებში სამხედრო წარმომადგენლების რაოდნობის მიხედვით გფრ-ს ეჭირა მესამე ადგილი შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. ასე, ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ), სადაც თავმოყრილი იყო ბლოკის მშძ-ის ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფება ევროპაში, 70-იანი წლების შუახანებისთვის წარმოადგენდა დასავლეთგერმანელი გენერალი ფერბერი. ბუნდესვერის წრმომადგენლებს ეკავათ არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის შტაბის უფროსის, შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კ. ფიუნენზე სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების სარდლის, ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში სამოკავშირეო სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლისა და რიგი სხვა თანამდებობები.

ბუნდევერის უმაღლესი ოფიცრები აქტიურად მონაწილეობდნენ ნატო-ს ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაში. დასავლეთგერმანული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნით ჩრდილოატლანტიკურ კავშირში მიღებული იყო „მეწინავე მიჯნების“ სტრატეგიული კონცეფცია, რომლის თანახმადაც ბლოკის მშძ-ის გაშლის განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებდნენ აღმოსავლეთ გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის საზღვრებთან უშუალო მახლობლბაში. ფედერაციული გერმანიის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ნატო-ს ბლოკის ბირთვული თავდაცვის კომიტეტისა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის შემადგენლობაში.

1974 წ. დასაწყისისთვის გფრ-ის შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება შეადგენდა დაახლოებით 475 ათას ადამიანს (სახმელეთო ძალები _ 334 ათასი, სამხედრო-საჰაერო ძალები _ 104 ათასი და სამხედრო-საზღვაო ძალები _ 37 ათასი ადამიანი). გარდა ამისა, სასაზღვრო დაცვის ჯარებში, რომელიც ემორჩილებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იყო დაახლ. 21 ათასი ადამიანი, ბუნდესვერის „სამოქალაქო სფეროში“ _ დაახლ. 180 ათასი მოსამსახურე და მუშა. ნატო-ს მშძ-ში გადაცემული რეგულარული ჯარების შენართების რაოდენობის მიხედვით ფედერაციულ გერმანიას პირველი ადგილი ეკავა ამ ალიანსის მონაწილე ქვეყნებს შორის.

გფრ-ის შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობით აკომპლექტებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე (სამსახურის ვადა შეაგენდა 15 თვეს), აგრეთვე მოხალისეთაგან. მისი ორგანიზაციისა და აღჭურვილობის მიხედვით, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შფასებით, ბუნდესვერის სადლობა ორიენტირებული იყო უწინარეს ყოვლისა სარაკეტო-ბირთვული ომის წარმოებაზე. ამასთან ერთად იგი ღებულობდა ზომებს ჯარების შესაძლებლობების გაფართოებისთვის საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით.

სახმელეთო ძალები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების საფუძველს. იგი შეიცავდა სახმელეთო (საველე) ჯარებსა და ტერიტორიულ ჯარებს.

სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1970-იანი წლების შუახანებისთვის მოითვლებოდა 33 საბრძოლო ბრიგადა (12 მოტოქვეითი, 13 სატანკო, სამი ქვეითი, ორი სამთოქვეითი და სამიც საჰარო-სადესანტო), რომლებიც შყვანილი იყვნენ 12 დივიზიაში (ოთხი სატანკო, ოთხი მოტოქვეითი, ორი ქვეითი, სამთოქვეითი და საჰაერო-სადესანტო). დივიზიები კი, თავის მხრივ, შყვანილი იყო სამ საარმიო კორპუსში. 1-ლ საარმიო კორპუსში (შტაბი მიუნსტერში) შედიოდა: 1-ლი, მე-6, -7 და 11-ე მოტოქვეითი და მე-3 სატანკო დივიზიები; მე-2 საარმიო კორპუსში (შტაბი ულმში) _ მე-4 ქვეითი (ეგერთა), 1-ლი სამთოქვეითი, 1-ლი საჰაერო-სადესანტო და 10-ე სატანკო დივიზიები; მე-3 საარმიო კორპუსში (შტაბი კობლენცში) _ მე-2 ქვეითი (ეგერთა), მე-5 და 12-ე სატანკო დივიზიები.

ს ა ა რ მ ი ო კ ო რ პ უ ს ი ითვლებოდა სახმელეთო ძალების უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთად. მის მუდმივ საშტატო ერთეულებს წარმოადგენდნენ კორპუსის მართვა (მეთაურობა, შტაბი, ჯართა გვარეობების სარდლები და სამსახურების უფროსები) და ცალკეული საკორპუსო ნაწილები და ქვედანაყოფები: სატანკო პოლკი (შტაბი და საშტაბო ასეული, ორი სატანკო ბატალიონი თითოეული 54 ტანკით „ლეოპარდი“ (შენიშვნა: ამ საბრძოლო ტანკმა შემდგომში მიიღო აღნიშვნა „ლეოპარდ“1, ან „ლეოპარდ-1“, მისი უფრო გვიანდელი მოდიფიკაციები აღინიშნებოდა ასე: „ლეოპარდ-1“A1, A2... და ა. შ. 1980-იან წლებში ბუნდესვერის სახმელეთო ძალების შეიარარებაში ძირითად ადგილს იკავებდა საბრძოლო ტანკის ახალი მოდელი „ლეოპარდ-2“ და მისი მოდიფიკაციები), 32 ქვეითთა საბრძოლო მანქანით (ქსმ) „მარდერი“ და ექვსი 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნით), მართვადი რაკეტების (მრ) „სერჟანტი“ დივიზიონი (ოთხი გასაშვები დანადგარი /გდ/), საარტილერიო პოლკი (155-მმ ჰაუბიცების ორი დივიზიონი და 203,2-მმ ჰაუბიცების დივიზიონი, დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი (სამი საცეცხლე ბატარეა ხუთ-ხუთი ოცეულისგან, სულ 45 40-მმ საზენიტო ზარბაზანი L70), მესანგრეთა ორი მძიმე ბატალიონი, კავშირგაბმულობის ორი ბატალიონი, სამხედრო პოლიციის ბატალიონი, ABC (ატომსაწინააღმდეგო, ბიოლოგიასაწინააღმდეგო და ქიმიასაწინააღმდეგო დაცვის) ბატალიონი, სატრანსპორტო ვერტმფენების ორი პოლკი, სარემონტო პოლკი, სატრანსპორტო ბატალიონი, საწვავ-საცხები მასალების ბატალიონი, მომარაგების ბატლიონი, სიღრმივი დაზვერვის ასეული, ფსიქოლოგიური ომის წარმოების ბატალიონი, სანიტარული ბატალიონი და ზურგის უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფები.

70-იანი წლების პირველი ნახევრის დასავლეთგერმანული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, სამი დივიზიისგან შემდგარი საარმიო კორპუსის რიცხოვნება ომიანობის დროს შესაძლოა ასულიყო დაახლ. 130 ათას ადამიანამდე.

დ ი ვ ი ზ ი ა წარმოადგენდა სახმელეთო ძალების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს. მის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიოდა: შტაბი, სამი ბრიგადა, შერეული საარტილერიო პოლკი (შტაბი, საარტილერიო ინსტრუმენტული დაზვერვის /აიდ/ დივიზიონი, მძიმე საარტილერიო დივიზიონი, რომელიც შედგებოდა 175-მმ თვითმავალი ზარბაზნების M107 ორი ბატარეისგან ექვს-ექვსი ქვემეხით და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების M110 ბატარეისგან ექვსი ქვემეხით, სარაკეტო დივიზიონი, რომელშიც შედიოდა 110-მმ 36-ლულიანი რეაქტიული დანადგარების „ლარსი“ ორი ბატარეა რვა-რვა გასაშვები დანადგარით /გდ/, და უმართავი რაკეტების /ურ/ „ონესთ ჯონი“ ბატარეა ოთხი გდ-ით), საზენიტო საარტილერიო დივიზიონი (საშტაბო და მომარაგების ბატარეა, სამი საცეცხლე ბატარეა 12-12 40-მმ საზენიტო ზარბაზნით L70), სადაზვერვო ბატალიონი (საშტაბო და მომარაგების ასეული, ორი სადაზვერვო ასეული და მძიმე იარაღის ასეული, 28 ტანკი „ლეოპარდი“ ან M48A2), მესანგრეთა ბატალიონი, კავშირგაბმულობის ბატალიონი, სანიტარული ბატალიონი, მომარაგების ბატალიონი, სამხედრო პოლიციის ასეული, სარემონტო ასეული, საჯარისო ავიაციის ესკადრილია, სიღრმივი დაზვერვის ოცეული, ორი საველე სათადარიგო ბატალიონი. ყველა დივიზიაში, საჰაერო-სადესანტოს გარდა, სადივიზიო დაქვემდებარების ბატალიონებისა და ასეულების ორგანიზაცია და შეიარაღება ერთი ტიპისა იყო.

ბუნდევერის დივიზიები ერთიმეორისგან განირჩეოდა მხოლოდ მათ შემადგენლობაში შემავალი ბრიგადების ტიპის მიხედვით. მაგალითად, სატანკო დივიზიას ჰყავდა ორი სატანკო და ერთი მოტოქვითი ბრიგადები. მასში მოითვლებოდა დაახლ. 16500 ადამიანი. მის შიარაღებაში შედიოდ დაახლ. 300 ტანკი, რაკეტების „ონესთ ჯონი“ ოთხი გასაშვები დანადგარი, ექვსი ჰაუბიცა M110, 12 ზარბაზანი M107, 54 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109, 16 დანადგარი „ლარსი“, დაახლ. 60 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და 30-ზე მეტი ტანკსწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) გდ (შენიშვნა: 1980-იან წლებში მათ უწოდებდნენ უკვე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს და აბრევიატურაც შესაბამისად შეიცვალა ტსმრ-თი), 650-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი და 15 ვერტმფრენი. ბუნდესვერის სარდლობის გეგმების მიხედვით, სატანკო დივიზია განკუთვნილი იყო უწინარეს ყოვლისა საარმიო კორპუსის მთავრი დარტყმის მიმართულებაზე გამოყენებისთვის.

მოტოქვეითი დივიზიის შემადგენლობაში შედიოდნენ ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბრიგადები. დივიზიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 20 ათასზე მეტი ადამიანი იყო (ომიანობის დროს, როგორც დასავლეთგერმანულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, იგი უნდა გაეზარდათ). დივიზიაში მოითვლებოდა დაახლოებით 250 ათასი ტანკი, რაკეტების „ონესთ ჯონი“ ოთხი დანადგარი, ექვსი ჰაუბიცა M110, 12 ზარბაზანი M107, 54 ჰაუბიცა M109, 80-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, 16 დანადგარი „ლარსი“, ტსმრჭ-ების 30-ზე მეტი დანადგარი, დაახლ. 700 ჯავშანტრანსპორტერი და 15 ვერტმფრენი.

ქვეითი (ეგერთა) დივიზია განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის უპირატესად დასერილ და ტყიან ადგილზე. მე-4 ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში შედიოდნენ ორი ქვეითი და სატანკო ბრიგადები, ხოლო მე-2 ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში _ ქვეითი, მოტოქვეითი და სატანკო ბრიგადები. ქვეითი დივიზიების საორგანიზაციო სტრუქტურა მეტად ემსგავსებოდა მოტოქვეითი დივიზიებისას. მაგრამ მის ქვეით ბრიგადებში მნიშვნელოვნად უფრო მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები იყო, ვიდრე მოტოქვეითი დივიზიის მოტოქვეით ბრიგადებში. ქვეითი ბრიგადა შედგებოდა ორი ქვეითი ბატალიონის, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონის, სამი ცალკეული ასეულისგან: მესანგრეთა, მომარაგებისა და სარემონტოსი.

ქვეითი დივიზიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება იყო დაახლ. 20 ათასი ადამიანი (ომიანობის დროს უნდა კიდევ გაეზარდათ). დივიზიაში შედიოდა დაახლ. 140 ტანკი, 75 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი, ტსმრჭ-ების 35 დანადგარი, 180-ზე მეტი ქსმ „მარდერი“, საველე არტილერიის 70-ზე მეტი სხვადასხვანაირი ქვემეხი და სხვა შეიარაღება.

სამთოქვეითი დივიზია განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მთიანი ადგილის პირობებში, და გააჩნდა ორი სამთოქვეითი და მოტოქვეითი ბრიგადები. მასში მოითვლებოდა 17500 ადამიანი. დივიზიის შეიარაღებაში იყო დაახლ. 90 ტანკი, რაკეტების „ონესთ ჯონი“ ოთხი დანადგარი, ექვსი ჰაუბიცა M110, 12 ზარბაზანი M107, 12 ჰაუბიცა M109, 36 105-მმ სამთო ჰაუბიცა, 16 დანადგარი „ლარსი“, დაახლ. 600 ჯავშანტრანსპორტერი.

საჰაერო-სადესანტო დივიზია ითვლებოდა საჰაერო-სადესანტო ჯარების უმაღლეს შენაერთად. იგი განკუთვნილი იყო უმთავრესად საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მოწინააღმდეგის ზურგში, აგრეთვე თავის ჯარების ფლანგების დასაფარვად.

მშვიდობიანობის დროს საჰაერო-სადესანტო დივიზიაში შედიოდნენ შტაბი და სამი საჰაერო-სადესანტო ბრიგადა. სადივიზიო ნაწილები და ქვედანაყოფები მას არ გააჩნდა. ომიანობის დროს ითვალისწინებდნენ საჰერო-სადესანტო ბრიგადების გადაცემას საარმიო კორპუსების მეთაურების გნკარგულებაში (თითო ბრიგადა თითო კორპუსზე) მათი გამოყენებისთვის მაღალმოძრავი რეზერვის სახით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტისას.

როგორც იტყობინებოდნენ დასავლეთგერმანულ ბეჭდურ გამოცემებში, საჰარო-სადესანტო ბრიგადის შემაგენლობაში შდიოდნენ: შტაბი და საშტაბო ასეული, სამი საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი, საშტაბო და მომარაგების ასეული, 20-მმ ზარბაზნების ოცეულით, კავშირგაბმულობის ბატალიონი, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმსატყორცნების, მომარაგების, სატრანსპორტო და სანიტარული ასეულები, აგრეთვე საველე სათადარიგო ბატალიონი. ბრიგადის პირადი შემადგენლობი რიცხოვნება (სათადარიგო ბატალიონის გარეშე) იყო 2 ათასზე მეტი ადამიანი; საომარი დრის შტატების მიხედვით _ 2700-ზე მეტი ადამიანი.

ტერიტორიული ჯარები განკუთვნილი იყო გფრ-ის ტერიტორიაზე მყოფი ნატო-ს ჯარების საბრძოლო მოქმედებებისა და ოპერატიული მანევრის უზრუნველსაყოფად, ზურგში „წესრგის“ შესანარჩუნებლად, ეროვნული სამოალაქო ორგანოებისთვის საგანგებო ღონისძიბების განხორციელებაში დახმარების აღმოსაჩენად, აგრეთვე ნატო-ს შემაგენლობაში გამოყოფილი ჯარების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველსაყოფად.

70-იანი წლების შუახანებისთვის ტერიტორიულ ჯარებში (სულ 60 ათასი ადამიანი) შედიოდა 13% დაკომპლექტებული და 87% კადრირებული ნაწილების და ქვედანაყოფებისა (უკანასკნელთა გაშლას ითვალიწინებდნენ მობილიზაციის შემდეგ ომიანობის დროს). ტერიტორიული ჯარები შეყვანილი იყო სამ ტერიტორიულ სარდლობაში („შლეზვიგ-ჰოლშტაინის“ /შენიშვნა: ამ ტერიტორიული სარდლობის შტაბი იმავდროულად წარმოადგენდა 1-ლი სამხედრო ოლქის შტაბსაც/, „ჩრდილოეთისა“ და „სამხრეთის“), ექვს სამხედრო ოლქში, რომლებიც შეიცავდა თავდაცვის 30 საოლქო და 71 რაიონულ შტაბებს, „ჰაიმატშუტცის“ ჯარების ხუთ სარდლობას, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ოთხ სარდლობას. გარდა ამისა, ტერიტორიული ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში იყო კავშირგაბმულობის ბრიგადა, კავშირგაბმულობის ორი პოლკი, მესანგრთა ორი პოლკი, აგრეთვე რიგი კადრირებული ნაწილების და ქვედანაყოფებისა, მათ შორის 15 ქვეითი (ეგერთა) ბატალიონი და დაახ. 180 დაცვის ასეული.

საბრძოლველად ყველაზე უფრო მზადმყოფ ნაწილებად ითვლებოდა „ჰაიმატშუტცის“ ჯარების ნაწილები. მათ ეკისრებოდათ რეზერვისტების სწავლების (70-იანი წლების პირველ ნახევარში იყო დაახლ. 1,8 მლნ. სამხედროგანსწავლული რეზერვისტი), მნიშვნლოვანი ობიქტების დაცვის, მოწინააღმდეგის დესანტებთან ბრძოლის, საველე ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისა და სხვა ამოცანები. მშვიდობიანობის დროს ასეთ სარდლობაში მოითვლებოდა დაახლ. 2500 ადამიანი, ომიანობის დროს კი უნდა ყოფილიყო დაახლ. 8 ათასი.

გფრ-ის სახმელეთო ძალებს ნატო-ში გამოყოფილი ჰქონდა ბლოკის სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების ძირითადი დამრტყმელი ძალის როლი ცენტრალურ ევროპაში. ამასთან დაკავშირებით დიდ ყურადღებას უთმობდნენ მისი საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით აღჭურვას. 1973 წ. ბოლოსთვის ბუნდესვერის შეიარაღებაში იყო: 3250 ტანკი (მათ შორის 2200 „ლეოპარდი“ და 1050 M48A2), 5200 ჯავშანტრანსპორტერი M113, „გოჩკისი“ და HS-30, 1500 ქსმ „მარდერი“, 1100 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი, 280 105-მმ ჰაუბიცა, 650 155-მმ ჰაუბიცა, 75 203,2-მმ ჰაუბიცა, 150 175-მმ თვითმავალი ზარბაზანი, 200 დანადგარი „ლარსი“, რაკეტების „ონესთ ჯონი“ 86 დანადგარი, რაკეტების „სერჟანტი“ 19 დანადგარი, 460-ზე მეტი ვერტმფრენი UH-1D, „ალუეტ“2 და CH-53G, 18 მსუბუქი თვითმფრინავი Do-27.

სახმელეთო ძალების მშენებლობის გეგმებში ბუნდესვერის სარდლობა მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა მის შემდგომ ხარისხობრივ გაძლიერებას. ასე, უახლოეს ხანებში გეგმავდნენ სახმელეთო ჯარების შენაერთების გადაიარაღების დასრულებას ტანკებით „ლეოპარდი“. იმდროინდელი დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, მხოლოდ 1974 წელში უნდა მიეღო ბუნდესვერს დამატებით 200-ზე მეტი ტანკი „ლეოპარდი“. გარდა ამისა, ითვალისწინებდნენ ჯარებში 408 საბრძოლო სადაზვერვო მანქანის, 432 35-მმ საზენიტო თვითმავალი შეწყვილებული დანადგრის „ჰეპარდი“, ტსმრჭ „მილანებისა“ და „ჰოთების“ დიდი რაოდენობით მიწოდებას. მოელოდნენ აგრეთვე ურ „ონესთ ჯონებისა“ და მრ „სერჟანტების“ შეცვლას ამერიკული მრ „ლანსებით“. სახმელეთო ჯარების საზენიტო ნაწილების შეიარაღებაში აწვდიდნენ საზენიტო-მართვად რაკეტებს (ზმრ) „ფლიგერფაუსტი“ („რედ აი“).

სამხედრო-საჰაერო ძალებს 1974 წლის დასაწყისისთვის საბრძოლო შემადგენლობაში ჰყავდა 26 ესკადრილია, მათგან: გამანადგურებელ-ბომბდამშენების ათი ესკადრილია (180 თვითმფრინავი F-104G), მათ რიცხვში ბირთვული იარაღის მატარებელი ექვსი ესკადრილია (108 თვითმფრინავი); რვა მსუბუქი გამანადგურებელ-ბომდამშენი ესკადრილია (168 თვითმფრინავი G.91 R/3); გამანადგურებელ-დამჭერების ოთხი ესკადრილია (72 თვითმფრინავი F-104G) და ოთხი სადაზვერვო ესკადრილია, რომელთაც შეიარაღებაში ჰყავდათ თვითმფრინავები RF-4E (სულ აშშ-ში შესყიდული ჰქონდათ ამ ტიპის 88 თვითმფრინავი). სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების „პერშინგი“ ორი ესკადრილია (72 გდ) (შენიშვნა: შემდეგში მიიღეს აღნიშვნა „პერშინგ-1“, ვინაიდან აშშ-ში შემუშავებულ იქნა ახალი მართვადი სარაკეტო კომპლექსები „პერშინგ-2“ /საშუალო სიშორისა, ზოგიერთი მონაცემით სროლის სიშორით 2500 კმ-მდე/), სროლის დიდი სიშორის ზმრ „ნაიქ ჰერკულესების“ 24 ბატარეა (216 გდ) და სროლის საშუალო სიშორის ზმრ „ჰოქების“ 36 ბატარეა (216 გდ).

სჰძ-ის საბრძოლო ნაწილები და ქვედანაყოფები გაერთიანებული იყვნენ ოთხ საავიაციო დივიზიაში (ორი _ საავიაციო მხარდაჭერისა და ორიც _ საჰაერო თავდაცვის), ხოლო ეს უკანასკნელნი კი შეყვანილი იყვნენ ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში. საავიაციო მხარდაჭერის დივიზიის შემადგენლობაში შედიოდნენ გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაციისა და მრ-ების „პერშინგი“ ნაწილები და ქვედანაყოფები. საჰარეო თავდაცვის (ჰთ) დივიზიები შეიცავდა გამანადგურებელ-დამჭერებისა და საზენიტო მართვადი რაკეტების „ნაიქ ჰერკულესი“ და „ჰოქი“ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.

გარდა ამისა, სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა სატრანსპორტო ავიაცია, რომელიც შეიცავდა სატრანსპორტო თვითმფრინავების ოთხ ესკადრილიასა (დაახლ. 100 თვითმფრინავი, უმთავრესად „ტრანსალი“ C.160) და ვერტმფრენების ოთხ ესკადრილიას (92 UH-1D).

დასავლეთგერმანულ სამხედრო სარდლობას შემუშავებული ჰქონდა სჰძ-ის მოდერნიზების ფართო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა რიგი გამანადგურებელი და გამანადგურებელ-ბომბდამშენი ესკადრილიების გადაიარაღებას ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით F-4 „ფანტომი“ (შესყიდული ჰქონდათ დაახლ. 175 ასეთი თვითმფრინავი), G.91 თვითმფრინავების შეცვლას უფრო სრულყოფილი „ალფა ჯეტებით“, რომლთა სერიული წარმოებაც იგეგმებოდა 1977 წელზე. 1977-1978 წლებში მოელოდნენ ჯარებში „პანავია-200“ თვითმფრინავის პირველი ნიმუშების მიწოდებას (გეგმავდნენ დაახლ. 200 ასეთი თვითმფრინავის შესყიდვას), რომლებითაც უნდა შეეცვალათ თვითმფრინავები F-104G.

სამხედრო-საზღვაო ძალებს საბრძოლო შემადგენლობაში გააჩნდა: 13 წყალქვეშა ნავი, 11 საეკადრო ნაღმოსანი (მათ შორის სამი სისტემით „ტარტარი“), ექვსი სადარაჯო ხომალდი, 17 მომარაგების ტრანსპორტი, 61 ტრალერი, 38 სარაკეტო და სატორპედო კატარღა, ორი დიდი სადესანტო ხომალდი, 22 მცირე სადესანტო ხომალდი.

სზძ-ის ავიაციაში იყო 90 საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებიც ორგანიზაციულად შედიოდნენ ოთხ გამანადგურებელ-ბომბდამშენ და სადაზვერვო ესკადრილიებში (72 თვითმფრინავი F-104G) და ორ საპატრულო ესკადრილიაში (12 თვითმფრინავი „ატლანტიკი“); იყო ასევე 23 სამაშველო ვერტმფრენი S-58 და კავშირგაბმულობის 20 თვითმფრინავი Do-28. სზძ-ის ავიაციის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება იყო დაახლ. 6 ათასი ადამიანი.

როგორც იტყობინებოდნენ დასავლეთგერმანულ ბეჭდურ გამოცემებში, სულ სზძ-ში 1970-იანი წლების დასაწყისში მოითვლებოდა დაახლ. 180 საბრძოლო ხომალდი, 100 დამხმარე გემი და დაახლ. 190 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. უხალოეს ხანებში გეგმავდნენ რიგი ღონისძიებების განხორციელებას სზძ-ის მოდერნიზებისთვის. კერძოდ, „ჰამბურგის“ ტიპის ოთხი საესკადრო ნაღმოსანი უნდა შეეიარაღებინათ „ხომალდი-ხომალდი“ კლასის რაკეტებით, „იაგუარის“ ტიპის 20 სატორპედო კატარღის შეცვლას ვარაუდობდნენ 148 ტიპის სატორპედო კატარღებით. აწარმოებდნენ 143 ტიპის ათი სატორპედო კატარღის მშენებლობას. 1976 წლისთვის გფრ სზძ-ს უნდა ჰყოლოდა 24 წყალქვეშა ნავი.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ბუნდესვერის საომარი მზადებების სისტემაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ ჯარების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას. ბუნდესვერის სარდლობები (მეთაურობები) და შტაბები სისტემატიურად მონაწილეობდნენ ოპერატიულ-სტრატეგიულ სწავლებებში, რომლებსაც ატარებდნენ ნატო-ში მიღებული „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის მოთხოვნების შესაბამისად. 70-იანი წლების დასაწყისის ყველაზე უფრო მსხვილ სწავლებებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ ბუნდესვერის სარდლობები (მეთაურობები) და შტაბები, მიეკუთვნებოდა სწავლებები პირობითი დასახელებით „ვინტექს-73“ და „ლომი-72“.

სტრატეტიულ საკომანდო-საშტაბო სწავლებას „ვინტექს-73“ ატარებდნენ 1973 წლის მარტში. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, მასში მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოები, ბლოკის მშძ-ის სარდლობები და შტაბები ევროპაში, ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში, ატლანტიკურ და ევროპულ ომთ-ებზე, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული ნატო-ს გაერთიანებები და შენაერთები. გარდა ამისა, ალიანსის მონაწილე რიგი ქვეყნებიდან, მათ რიცხვში გფრ-დანაც, სწავლებაში მიწვეული იყვნენ თავდაცვის სამინისტროები, გენერალური (მთავარი) შტაბები, შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და სამხედრო ოლქების შტაბები, აგრეთვე ის სამოქალაქო სამინისტროები და უწყებები, რომლებიც დაკავებული იყვნენ სახედრო დაგეგმარებით. სწავლების მსვლელობისას ამუშავებდნენ შეიარაღებული ძალების მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაში გადაყვანის, აგრეთვე ოპერაციების წარმოების საკითხებს შეზღუდული ომისა (ბრძოლის ჩვეულებრივი საშუალებებისა და ბირთვული იარაღის გამოყენებით) და საყოველთაო ბირთვული ომის პირობებში. დიდ ყურადღებას უთმობდნენ ურთიერთმოქმედებას ნატო-ს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ორგანოებსა და ბლოკის მონაწილე ქვეყნების მთავრობებსა და სამოქალაქო უწყებებს შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომუშავების, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის, კავშირგაბმულობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში მუქარის პერიოდში და ომის საწყისი პერიოდის ოპერაციების მსვლელობისას.

ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლება რუკებზე პირობითი სახელწოდებით „ლომი-72“ ჩატარებულ იქნა ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე 1972 წლის აპრილის შუაში ამ ომთ-ზე ალიანსის მშძ-ის მთავარსარდლის დასავლეთგერმანელი გენერლის ბენეკეს ხელმძღვანელობით. მასში მონაწილეობდნენ ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სარდლობები (მეთაურობები) და შტაბები ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე, არმიების ცენტრალური და ჩრდილოეთ ჯგუფების სარდლობები (მეთაურობები) და შტაბები, მე-2 და -4 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობები (მტას), მათი მეთაურობები და შტაბები, აგრეთვე ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე მდებარე ბლოკის მონაწილე ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებისა და გენერალური (მთავარი) შტაბების წარმომადგენლები. „ლომის“ ტიპის სწავლებებში, რომლებსაც ატარებდნენ წელიწადგამოშვებით, „ვინტექსის“ ტიპის სწავლებებთან მონაცვლეობით, ამუშავებდნენ შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმვისა და წარმოების საკითხებს შეზღუდული შეიარაღებული კონფლიქტისა და საყოველთაო ბირთვული ომის წარმოების პირობებში. ამასთან დიდ ყურადღებას უთმობდნენ მეთაურებისა და შტაბების ვარჯიშს (წვრთნას) გადაწყვეტილებების დროულად მიღებასა და ჯარებამდე მათ მიტანაში რთული, სწრაფად ცვალებადი ვითარების პირობებში.

ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო მომზადებას (საარმიო კორპუსის ჩათვლით) ორგანიზებას უკეთებდნენ და ატარებდნენ, როგორც წესი, ეროვნულ ფარგლებში ბუნდესვერის სარდლობის გეგმებისა და დირექტივების შესაბამისად. ამასთან სახელმძღვანელო მითითებებში, წესდებებსა და დარიგებებში ხაზს უსვამდნენ, რომ შეიარაღებაში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშების უწყვეტი მიწოდება, ჯარების გაზრდილი მობილურობა, თანამედროვე ბრძოლის სწრაფმდინარება და მანევრულობა, რომელიც ხასიათდება ვითარების მკვეთრი ცვლილებით, მოითხოვენ ჯარების სწავლების ახალ მეთოდებსა და ფორმებს, ბევრ წილად განსაზღვრავენ მათი საბრძოლო მომზადების შინაარსსა და მიმართულებას. ითვლებოდა, რომ ჯარების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. აქედან გამომდინარე, ნაწილებისა და შენაერთების სწავლებებს ჩვეულებრივ იწყებდნენ განგაშით მათი ფეხზე წამოყენებით, მათ ატარებდნენ ორმხრივს ან მონიშნული მოწინააღმდეგით. შეტევისა და თავდაცვის საკითხების დამუშავებასთან ერთად სწავლებებზე დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჯარების განსწავლას მარშების სწრაფ შესრულებაში, შემხვედრი ბრძოლის წარმოებაში, წყლის დაბრკოლებების ფორსირებაში, ღამით და შეზღუდული ხილვადობის პირობებში მოქმედებაში. ჯარების საბრძოლო მომზადების დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა სადივიზიო და საკორპუსო სწავლებები, რომელთა მსვლელობისას ნაწილები და ქვედანაყოფები ემზადებოდნენ მოქმედებებისთვის ჩველებრივი და ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში „მეწინავე მიჯნების“ კონცეფციის დებულებების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით სწავლებების უმეტესობას ატარებდნენ გდრ-სა და ჩსსრ-თან საზღვრისპირა რაიონებში.

ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადის 18-დან 15 თვემდე შემცირებასა და პირადი შემადგენლობის სწავლების სისტემის რეორგანიზებასთან დაკავშირებით 1972-1973 წლებში საბრძოლო მომზადებაში ძირითად საყრდენს აკეთებდნენ ქვედანაყოფებისა და ნაწილების შეკავშირება-შეკვრაზე. ამიტომ საბრიგადო და სადივიზიო სწავლებებში ტაქტიკური საკითხების დამუშავებასთან ერთად ამოწმებდნენ პირადი შემადგენლობის მომზადების დონესა და მის უნარს მოქმედებდეს ქვედანაყოფების შემადგენლობაში.

იმ ხანებში ბუნდესვერის სწავლებების მსვლელობისას დიდ ყურადღებას უთმობდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკითხებს ნატო-ში მოკავშირეთა არმიების ნაწილებთან და შენაერთებთან ერთობლივად. ამას ადასტურებდა სწავლება „ბიგ ფეროუ“, რომელიც ჩაატარეს 1973 წლის ოქტომბერში (რაიონში ლუნებურგი, ჰანოვერი და ბრემენი) ნიდერლანდების 1-ლი საარმიო კორპუსისა და გფრ-ის 1-ლი საარმიო კორპუსის შტაბების, შენაერთებისა და ნაწილების, აგრეთვე ამერიკული ქვედანაყოფების მონაწილეობით.

ბუნდესვერის ნაწილები და ქვედანაყოფები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს მობილური ძალების სწავლებებში. ასე, სწავლებაში „ალექსანდრიის ექსპრესი“ (1973 წ. ივნისი) გფრ-ის ქვედანაყოფები (მოტოქვეითი ბატალიონი და ავიაესკადრილია) ნატო-ს მობილური ძალების შემადგენლობაში ამუშავებდნენ „კრიზისულ სიტუაციებში“ ბერძნული ჯარების გაძლიერებისა და თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების ერთობლივად წარმოების ამოცანებს. სწავლების „აბსალონ ექსპრესი“ მსვლელობისას 1973 წ. ნოემბერში დასავლეთგერმანულ ქვედანაყოფებს გადაისროდნენ ნატო-ს მობილური ძალების შემადგენლობაში ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში დანიური ჯარების გაძლიერების მიზნით კ. ზელანდიაზე დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზებისა და წარმოებისას.

გფრ-ში განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ შეიარაღებული ძალებისთვის კადრების მომზადებას. ქვეყანაში იმ ხანად ფუნქციონირებდა 50-ზე მეტი სხვადასხვა სამხედრო-სასწავლო დაწესებულება.

ოფიცერთა შემადგენლობას სახმელეთო ჯარებისთვის ამზადებდნენ სამ სამხედრო სკოლაში: ჰანოვერში, ჰამბურგსა და მიუნჰენში. მათში სწავლების ვადა შეადგენდა ცხრა თვემდე. მათ აკომპლექტებდნენ იმ პირებით, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ ჯართა გვარეობების ერთერთი სპეციალურ სასწავლო დაწესებულებათაგანი. უნტერ-ოფიცრების მომზადებას ახორციელებდნენ ორ სკოლაში (ზონტჰოფენი და აახენი), სწავლების ვადა რომლებშიც ორი წელი იყო.

სჰძ-ის ოფიცრები სწავლობდნენ როგორც დასავლეთგერმანულ სამხედრო სკოლებში, ისე აშშ-ის საავიაციო ბაზებშიც, სადაც საფრენოსნო შემადგენლობა ითვისებდა ახალ ამერიკულ თვითმფრინავებს.

სზძ-ის ყველა სპეციალობის ოფიცერთა შემადგენლობის მომზადებისთვის იყო სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (ქ. ფლენსბურგ-მიურვიკში) სწავლების ვადით ორ წელზე მეტი. უნტერ-ოფიცრებს ამზადებდა სკოლა პლიონში. კილსა და ბრემენსჰაფენში მდებარეობდა ორი სკოლა, რომლებიც უშვებდნენ ტექნიკურ პერსონალს ფლოტისთვის. გარდა ამისა, იყო სკოლები სხვადასხვა სპეციალისტების მოსამზადებლად _ კავშირგაბმულობის, რადიოტექნიკური სამსახურის, წყალქვეშა იარაღის, სანაღმო და ნაღმსაწინააღმდეგო იარაღის, საარტილერიო სკოლა და სხვა.

ოფიცერთა შემადგენლობის უმაღლეს სამხედრო მომზადებას შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის ახორციელებდნენ ოთხ აკადემიაში: შეიარაღებული ძალების აკადემიაში, საშტაბო აკადემიაში (ორივე იყო ჰამბურგში), ადმინისტრაციულ-ტექნიკურ აკადემიასა (მანჰაიმი) და სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში (მიუნჰენი).

1960-იანი წლების მიწურულსა და 70-იანების დასაწყისში ბუნდესვერის სარდლობამ გააფართოვა ღონისძიებები პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური დამუშავების შემდგომი სრულყოფის საქმეში. 1972 წლის აგვისტოში ამოქმედებულ იქნა დარიგება ZDv 10/1, რომელიც წარმოადგნდა სახელმძღვანელოს პირადი შემადგენლობის დამუშავებისთვის. მასში პირველად და ყველაზე უფრო სრულად იყო ჩამოყალიბებული ჯარებში იდეოლოგიური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ასევე იყო ასახული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები, რომლებსაც ატარებდა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახაგაზრდობას შორის სამხედრო სამსახურის პოპულარიზებისა და არმიაში დისციპლინის განმტკიცების მიზნით. დარიგებით გათვალისწინებული იყო სამხედრო პროპაგანდის გაძლიერება მოსახლეობას შორის, რისთვისაც ქვედანაყოფებსა და ნაწილებში ატარებდნენ „ღია კარის დღეებს“, ახდენდნენ შეფობის ორგანიზებას სხვადასხვანაირ საბავშვო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე, ატარებდნენ ერთობლივ დისპუტებსა და შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

1973 წლის იანვრის ბოლოს თავდაცვის მინისტრმა ლებერმა დაამტკიცა ბუნდესვერის ახალი დარიგება (ZDv 12/1) ქვედანაყოფებსა და ნაწილებში პოლიტიკური მომზადების ორგანიზებაში. იდეოლოგიური დამუშავების პროგრამა შეიცავდა ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის მიერ რიგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემების შესწავლას, უნტერ-ოფიცრებისა და ოფიცრების, მეცადინეობათა ხელმძღვანელების პოლიტიკური მომზადების ორგანიზებას, ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მომზადების ერთიანობის უზრუნველყოფას ქვეყნის მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავების ღონისძიებებთან.

შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურის შემდგომი სრულყოფისა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნებით დასავლეთგერმანული სარდლობა გეგმავდა 70-იანი წლების მეორე ნახევარში ბუნდესვერის რეფორმის ჩატარებას. 1973 წლის ნოემბრის მიწურულს დასავლეთგერმანული ბუნდესტაგის სხდომაზე განცხადებით „შიარაღებული ძალების სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ“ გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ლებერი. საბჭოთა ავტორების შეფასებით, გადმოსცა რა ბუნდესვერის მომავალი რეფორმის არსი, იგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი ჩატარება გამოწვეულია ვითომდა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების „საომარი მზადებებით“. საბჭოთა ავტორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი პროპაგანდისტული ილეთი ახალი არ არის, რომ მას გფრ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების მილიტარისტული წრეები მიმართავდნენ ყოველთვის, როდესაც სურდათ ბლოკის ფარგლბში წარმოებული გამალებული შეიარაღების კიდევ უფრო დაჩქარება.

რეფორმის ძირითადი მიზანი, ლებერის გაცხადებით, მდგომარეობდა ბუნდსვერის საბრძოლო მზადყოფნისა და დამრტყმელი ძლიერების ამაღლებაში მისი პირადი შემადგენლობის რიცხოვნების რამდენადმე შემცირებასთან ერთად. სხვა სიტყვებით, პირადი შემადგენლობის შენახვაზე სახსრების შემცირების ხარჯზე ითვალისწინებდნენ ჯარების უახლესი შეიარაღებით აღჭურვაზე ასიგნებების გაზრდას.

დასავლური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მასალებზე დაყრდნობით, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ასკვნიდნენ, რომ დასავლეთგერმანულმა სამხედრო სარდლობამ შესთავაზა 1975 წლიდან ბუნდესვერის საერთო რიცხოვნება დაედგინა 465 ათასი ადამიანის დონეზე მშვიდობიანობის დროს და 1,2 მლნ. ადამიანისა საომარი დროის შტატებით. გარდა ამისა, მშვიდობიანობის დროს იმ პირთა ხარჯზე, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ ნამდვილი სამხედრო სამსახური, ითვალისწინებდნენ ე. წ. „მუდმივი მზადყოფნის რეზერვის“ ყოლას 30 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, რომელიც შესაძლო იქნებოდა დაუყოვნებლივ გამოეყენებინათ შენაერთებისა და ნაწილების შესავსებად.

ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სარდლობასთან ურთიერთმოქმედების გაუმჯობესების მიზნით გეგმავდნენ გფრ-ის სახმელეთო ძალების მართვის ორგანოების რეორგანიზებას. ექვსი სამხედრო ოლქისა და სამი საარმიო კორპუსის მმართველობის ბაზაზე გეგმავდნენ სამი მთავარი სარდლობისა და შლეზვიგ-ჰოლშტაინში ერთი სარდლობის შექმნას. ტერიტორიული სარდლობები „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“ უნდა შეენარჩუნებინათ, ხოლო სამხედრო ოლქების მმართველობები კი დაეშალათ. სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო 11 დივიზია (საჰაერო-სადესანტო დივიზიის ბრიგადებს გადასცემდნენ მთავარი სარდლობების დაქვემდებარებაში). ბრიგადების რაოდენობა უნდა გაეზარდათ 33-დან 36-მდე.

რეფორმით გათვალისწინებული იყო რიგი საორგანიზაციო ცვლილებების გატარება სახმელეთო ჯარების შენაერთებსა და ნაწილებში, მაგალითად ბრიგადებში მოტოქვეითი და სატანკო ბატალიონების რაოდენობის გაზრდა, ზოგიერთი ქვედანაყოფების კადრირებულ მდგომარეობაში გადაყვანა. გეგმავდნენ არსებითად გაეფართოებინათ ჯარების შესაძლებლობები ბრძოლის ველზე მოჯავშნულ მიზნებთან ბრძოლაში. კერძოდ, ითვალისწინებდნენ ვერტმფრენების ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას ტანკებთან საბრძოლველად. სახმელეთო ძალების შენაერთებისთვის უფრო სრულყოფილი იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებათა ხარჯზე ვარაუდობდნენ ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ზომით ამაღლებას. სჰძ-სა და სზძ-ში კი მსხვილი საორგანიზაციო ცვლილებების გატარებას არ ითვალისწინებდნენ.

დასავლეთგერმანული სამხედრო სარდლობა თავისი შეიარაღებული ძალების რეორგანიზების საქმეში ძირითადი ღონისძიებების დასრულებას გეგმავდა 1975-1978 წლების პერიოდში.

რიგი ასპექტებისა, რომლებიც ახასიათებდნენ გფრ-ის შეიარაღებული ძალების შემდგომი განვითარების გეგმებს, დაცული იყო ე. წ. „თეთრ წიგნში“ (1973-1974 წლები), რომელიც გამოქვეყნებულ იქნა ბონში 1974 წლის დასაწყისში. მასში გადმოცემული იყო მთავრობის სამხედრო პოლიტიკა, აგრეთვე შეჯამებული იყო შეიარაღებული ძალების მშენებლობის შედეგები. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ამ გამოცემის პროპაგანდისტული მიზანი შედგებოდა იმაში, რომ გაემართლებინათ გფრ-ის მონაწილეობა ნატო-ს ბლოკში და მისი სამხედრო ხარჯების ყოველწლიური ზრდა.

წიგნის ავტორებმა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, ვერ შეძლეს მდუმარედ აევლოთ გვერდი იმ პოზიტიური ცვლილებებისთვის, რომლებიც 60-იანი წლების მიწურულსა და 70-იანების დასაწყისში მოხდა მსოფლიოში. ამასთან ერთად ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ გფრ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შეიარაღებული ძალების ძლიერების გაძლიერებისა და მთლიანობაში ნატო-ს ბლოკის განმტკიცების აუცილებლობა. არგუმენტების სახით მოჰყავდათ უკვე დიდი ხნიდან ცნობილი მოსაზრებები „სამხედრო მუქარის ზრდის“ თაობაზე საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნების მხრიდან. ეს და მსგავსი ასეთი განცხადებები, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მოწმობდა იმის შესახებ, რომ სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების ინიციატივით დაწყებული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის მიუხედავად, გფრ-ის რეაქციული წრეები აგრძელებდნენ სიცრუისა და ცილისწამების თესვას სოციალისტური ქვეყნების შესახებ, უნდოდათ ხელი შეეშალათ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სსრკ-სა და გფრ-ს შორის, გამოდიოდნენ შემდგომი გამალებული შეიარაღების მომხრედ და მთელ ძალისხმევას მიმართავდნენ იქეთკენ, რათა აეღორძინებინათ „ცივი ომის“ პოლიტიკა.

ამ პოლიტიკის გატარებაში, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, დასავლეთგერმანელი მილიტარისტები ღებულობდნენ მხარდაჭერას ნატო-ს ხელმძღვანელების მხრიდან. ასე, ნატო-ს გენერალური მდივანი ლუნსი 1974 წლის მარტში ალიანსის მონაწილე რიგ ქვეყნებში სტუმრობისას მოუწოდებდა „არ მინდობოდნენ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვას“ და ყოველმხრივ განემტკიცებინათ ნატო-ს ბლოკის (საბჭოთა ავტორების სიტყვით _ „ამ აგრესიული ბლოკის“) სამხედრო მანქანა. ალიანსის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში ამერიკელი გენერალი გუდპეისტერი, რომელიც მუდმივად გამოდიოდა ბლოკის ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდის მომხრედ, კვლავ აცხადებდა, რომ ნატო-თვის ერთერთ უმთავრეს საშიშროებათაგანს წარმოადგენს „მოლაპარაკებები შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ ევროპაში“.

ყოველივე ეს, საბჭოთა ავტორების აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ „ცივი ომის“ მომხრეებს არ დაუყრიათ იარაღი და არ უთქვამთ უარი თავიანთ აგრესიულ გეგმებზე.

ამის საპასუხოდ, სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი, საბჭოთა კავშირის მარშალი ა. ა. გრეჩკო აცხადებდა, რომ იმისთვის „რათა მშვიდობა დამყარდეს მთელ პლანეტაზე... საჭიროა შემდეგშიც განვამტკიცებდეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ვამაღლებდეთ არმიისა და ფლოტის სამხედრო ძლიერებას. იმპერიალიზმის აგრესიული ძალები მუდმივად უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ“.

III. 2. ბუნდესვერის სრულყოფის გეგმები 1970-იანი წლების შუახანებში

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვა იმპერიალისტური ქვყნების მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა პოლიტიკამ დამარცხებულ გერმანიასთან მიმართებით, მისი დემილიტარიზაციისა და დემოკრატიზაციის შესახებ ბერლინის კონფერენციის გადაწყვეტილებების მიუხედავად, გამოიწვია დასავლეთგერმანული სეპარატიული სახელმწიფოს წარმოქმნა, მასში მონოპოლიებისა და ბანკების ძალაუფლების აღორძინება, მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერის, Bundeswehr) შექმნა.

ბუნდესვერის შექმნის სამართლებრივ საფუძვლად იქცა ე. წ. პარიზის შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს 1954 წლის დეკემბერში დასავლეთევროპული კავშირის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა. ამ შეთანხმებებით, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ითვალისწინებდნენ არა მხოლოდ დასავლეთ გერმანიაში მილიტარიზმის აღდგენას, არამედ ნატო-ს ბლოკში მის ჩართვასაც, რომლის აგრესიული პოლიტიკაც მიმართული იყო უწინარეს ყოვლისა საბჭოთა კავშირისა და ევროპის სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ (იმ ხანად ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია ოფიციალური სახით ჯერ კიდევ არ არსებობდა).

მას შემდეგ, რაც 1955 წელს გფრ გახდა ნატო-ს წევრი, მისი მმართველი წრეები, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, სპეკულირებდნენ რა „აღმოსავლეთიდან მუქარით“, შეუდგნენ ბუნდესვერის დაკომპლექტებას დასავლეთის სახელმწიფოთა აქტიური პოლიტიკური, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერით. უნტერ-ოფიცერთა და ოფიცერთა კადრები კი თავად გერმანელებს ბევრი ჰყავდათ, მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე გამოწრთობილი. ამის შედეგად, დაიწყეს რა თითქმის ნულიდან, დასავლეთ გერმანელმა რევანშისტებმა შეძლეს შედარებით მოკლე დროში გაეშალათ ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბრძოლისუნარიანი არმია, გადასცეს რა 1965 წლის აპრილში ბლოკის სამოკავშირეო (გაერთიანებულ) შეიარაღებულ ძალებში უკანასკნელი, სრულად დაკომპლექტებული დივიზია (12-ე სატანკო).

დასავლეთის სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 70-იანი წლების შუახანებში ფედერაციულ გერმანიას გააჩნდა ნატო-ს დასავლეთევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელიც შედგებოდა სახმელეთო ძალების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. რიცხოვნებით, რომელმაც 1976 წლის დასაწყისისთვის მიაღწია 495 ათას ადამიანს, და საბრძოლო შემადგენლობით, ბუნდესვერს წამყვანი ადგილი ეკავა ალიანსის ქვეყნების შეიარაღებული ძალების სისტემაში. გარდა ამისა, როგორც დასავლეთის სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღნიშნავდნენ, ბუნდესვერის საბრძოლო შესაძლებლობების შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინათ არა მხოლოდ მისი რეგულარული ჯარები, არამედ არსებული მომზადებული რეზერვების დიდი რაოდენობაც, რომელიც იმ ხანად მოითვლიდა დაახლ. 2 მლნ. ადამიანს.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა რა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე უფრო აგრესიული წრეების ნაშიერს, ბუნდესვერი თავისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე განიწყვეტლივ განიცდიდა სრულყოფას ამ ბლოკის სარდლობის მოთხოვნების შესაბამისად. უმჯობესდებოდა მისი საორგანიზაციო სტრუქტურა და პირადი შემადგენლობის საბრძოლო გაწვრთნილობა, მაღლდებოდა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საცეცხლე და დამრტყმელი ძალა. ჯარებს გამუდმებით აღჭურავდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის თანამედროვე ნიმუშებით, რომლებსაც თავიდან ღებულობდნენ დასავლეთის სახელმწიფოებისგან, ხოლო შემდეგ კი დასავლეთგერმანული მონოპოლიებისგანაც, რომლებმაც მიაღწიეს პარიზის შეთანხმებათა ცალკეული დებულებების გადასინჯვას და ქვეყანაში გაშალეს მსხვილი სამხდრო წარმოება. უკვე 70-იანი წლების შუახანებში, როგორც დასავლელი მიმომხილველები აღნიშნავდნენ, გფრ-ის მონოპოლიები, საკუთარ ძლიერ სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო ბაზაზე დაყრდნობით, ბუნდესვერის მოთხოვნილებებს შეიარაღებაში აკმაყოფილებდნენ 80%-ით.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში მსოფლიოში მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის მიუხედავად, რომლის ინიციატორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირი და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნები, ბუნდესვერის სრულყოფის პროცესი არა თუ არ სუსტდებოდა, არამედ პირიქით ძლიერდებოდა კიდეც.

არ უარყოფდნენ რა სიტყვით საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმავალი გზების ძიების აუცილებლობას, ბონის მმართველი წრეების მაღალჩინოსნები აგრძელებდნენ იმის მტკიცებას, რომ ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება შესაძლოა მიღწეული ყოფილიყო ვითომდა „ატლანტიკური სოლიდარობის“ განმტკიცების, ნატო-ს, და უწინარეს ყოვლისა ბლოკის წამყვანი ქვეყნების სამხედრო ძლიერების ამაღლების შედეგად. ასეთი აზრი მკაფიოდ იყო დაფიქსირებული, მაგალითად, 1976 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტში სახელწოდებით „თეთრი წიგნი გფრ-ის უსაფრთხოებისა და 1975-1976 წლებში ბუნდესვერის განვითარების საკითხებში“. ამის თაობაზე არაერთხელ აცხადებდა თავის გამოსვლებში გფრ-ის თავდაცვის მინისტრი ლებერი. ეს დებულება კვლავ დადასტურებულ იქნა 1976 წლის ივლისის შუახანებში ვაშინგტონში მიმდინარე აშშ-სა და გფრ-ს შორის უმაღლეს დონეზე სამთავრობო მოლაპარაკებების დროს.

მთლიანობაში ნატო-სა და კერძოდ გფრ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ძლიერების შემდგომი ამაღლების ღონისძიებებს დასავლეთ გერმანიის მილიტარისტული წრეები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამართლებდნენ დაუსაბუთებელი მითითებებით „საბჭოთა სამხედრო არსენალის ზრდაზე“. საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, მსგავსი არგუმენტაცია სხვა არაფერი იყო თუ არა მორიგი პროპაგანდისტული ტრიუკი, რომელიც გათვლილი იყო მსოფლიო საზოგადოებრიობის დეზორიენტირებაზე, თავისი ქვეყნის გადასახადების გადამხდელთა წინაშე სამხედრო-სამრეწველო მონოპოლიების ინტერესების სასარგებლოდ გამალებული შეიარაღების გატარების გამართლებაზე, საომარი მზადებებისთვის ასიგნებების გაზრდის მიღწევაზე.

1974 წლის დასაწყისში დასავლეთგერმანულმა პარლამენტმა მოიწონა კანონი სამხედრო რეფორმის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვარაუდობდნენ 1975-1978 წლებში. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში მოყვანილი მონაცემებიდან ჩანდა, მისი ძირითადი მიზანი მდგომარეობდა ბუნდესვერის საბრძოლო მზადყოფნისა და დამრტყმელი ძალის ამაღლებაში მისი საორგანიზაციო სტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის სრულყოფის, საბრძოლველად მზადმყოფი რეზერვების შექმნის, ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების გაუმჯობესების, ჯარებში დისციპლინის განმტკიცების, უნტერ-ოფიცერთა და ოფიცერთა შემადგენლობის მომზადების სისტემის რამდენადმე გარდაქმნის გზით. რეფორმით ითვალისწინებდნენ ბუნდესვერის მშვიდობიანობის დროის რეგულარული ჯარების რიცხოვნების რამდენადმე შემცირებასა და მის შენარჩუნებას 465 ათასი ადამიანის დონეზე (საომარი დროისთვის საშტატო რიცხოვნება განსაზღვრული იყო 1,2 მლნ. ადამიანით). ამასთან ერთად ითვალისწინებდნენ „მუდმივი მზადყოფნის რეზერვის“ შექმნას 30 ათასი ადამიანისგან, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად, მობილიზაციის გამოცხადების გარეშე, გამოეყენებინათ რეგულარული შენაერთებისა და ნაწილების შესავსებად. მის დაკომპლექტებას ვარაუდობდნენ ნამდვილი სამხედრო სამსახურგავლილი ადამიანების ხარჯზე.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ სამხედრო რეფორმა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ბუნდესვერის საბრძოლო მზადყოფნისა და დამრტყმელი ძალის ამაღლებას. დასავლეთგერმანელი მიმომხილველების აზრით, ბუნდესვერის სრულყოფას ხელი უნდა შეეწყო საერთაშორისო არენაზე ფედერაციული გერმანიის პრესტიჟისა და გავლენის ამაღლებისთვის. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამ თეზისს ბონის რეაქციული წრეები ფართოდ იყენებდნენ იმ ხანად წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიაში, რომლის მსვლელობისას ქვეყანაში გაძლიერებულ იქნა ანტისაბჭოთა პროპაგანდა.

როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რეფორმა უნდა შეხებოდა ძირითადად სახმელეთო ძალებს _ დასავლეთგერმანული შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას.

1970 წლიდან გფრ-ის სახმელეთო ძალები შეიცავდა საველე (282 ათასი) და ტერიტორიულ (63 ათასი) ჯარებს (სულ 345 ათასი ადამიანი). საველე ჯარებში რეფორმის გატარების დაწყებამდე იყო 33 ბრიგადა (უმთავრესად მოტოქვეითი და სატანკო) და 100-ზე მეტი ცალკეული ბატალიონი და დივიზიონი სადივიზიო დაქვემდებარების ნაწილების შემადგენლობაში. ყველა ისინი შეყვანილი იყვნენ 12 დივიზიაში (ორი ქვეითი, ოთხი მოტოქვეითი, ოთხი სატანკო, სამთოქვეითი და საჰაერო-სადესანტი). გარდა ამისა, უშუალოდ კორპუსებს (ისინი ბუნდესვერში იყო სამი) ემორჩილებოდა გაძლიერების დაახლ. 50 ცალკეული პოლკი, ბატალიონი და დივიზიონი, აგრეთვე მომარაგების 30 ცალკეული ბატალიონი. საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილების რიცხოვნება აღებატებოდა 50 ათას ადამიანს, რაც შეესაბამებოდა დაახლ. სამი დივიზიის რიცხოვნებას.

1976 წლის დასაწყისისთვის გფრ-ის სახმელეთო ძალებში, რომელსაც ნატო-ში უთმობდნენ ცენტრალურ ევროპაში ბლოკის სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების ძირითადი დამრტყმელი ძალის როლს, მოითვლებოდა 3700 საშუალო ტანკი (2300 „ლეოპარდი“ და 1400 M48A2), 2100 ქსმ „მარდერი“, 5600-ზე მეტი ჯტრ (M113, „გოჩკისი“, HS-30), 1120 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი (90-მმ ზარბაზანი და ტსმრჭ SS-11), 280 105-მმ, 680 155-მმ და 80 203,2-მმ ჰაუბიცა, 150 175-მმ თვითმავალი ზარბაზანი (სულ 1190 ბუქსირებადი და თვითმავალი ქვემეხი), 210 რეაქტიული დანადგარი „ლარსი“, 20, 30 და 40 მმ ყალიბის საზენიტო ლულიანი არტილერიის 1800 თვითმავალი დანადგარი. ჯარების შეიარაღებაში შედგებოდა ტსმრჭ-ების „კობრას“, „მილანისა“ და „თოუს“ უზარმაზარი რაოდენობა, 1000-ზე მეტი ზმრი-ების მსუბუქი სისტემა „რედ აი“, აგრეთვე 70 ურ გდ „ონესთ ჯონი“, 20 მრ გდ „სერჟანტი“. გარდა ამისა, იყო საარმიო ავიაციის 450-ზე მეტი ვერტმფრენი და სხვა საბრძოლო ტექნიკა. თავისი ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით ბუნდესვერის სახმელეთო ძალები, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების მოწმობით, უკვე მაშინ ბევრად აღემატებოდა სხვა დასახვლეთევროპული სახელმწიფოების არმიებს.

რეფორმის შესახებ კანონის შესაბამისად სახმელეთო ძალებში გასატარებელ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს, დასავლელი სამხედრო მიმომხილველების აზრით, მიეკუთვნებოდა უწინარეს ყოვლისა საარმიო კორპუსების შტაბების გაუქმება და მათ ბაზაზე სამი მთავარი სარდლობისა და სარდლობის „შლეზვიგ-ჰოლშტაინი“ შექმნა. ოპერატიული მიმართებით ისინი უნდა დაქვემდებარებოდა სახმელეთო ძალების მთავარ შტაბს, ადმინისტრაციული მიმართებით კი _ ტერიტორიულ სარდლობებს „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“. როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ასეთ საორგანიზაციო სტრუქტურაზე გადასვლა მშვიდობიანობის დროს საშუალებას მისცემდათ გაეუმჯობესებინათ სახმელეთო ძალების მართვა. ომიანობის დროს ზემოთ მოხსენიებული მთავარი სარდლობებისა და სარდლობის „შლეზვიგ-ჰოლშტაინი“ შემადგეგენლობიდან ვარაუდობდნენ ოპერატიული გართიანებების შტაბების გამოყოფას.

სამი ახალი სატანკო ბრიგადის ჩამოყალიბების შემდეგ ბრიგადების საერთო რაოდენობა სახმელეთო ძალებში უნდა გაზრდილიყო 36-მდე. ამავდროულად შეჰქონდათ ცვლილებები ზოგიერთი შენაერთისა და ნაწილის ორგანიზაციაში. კერძოდ, როგორც განაცხადა გფრ სახმელეთო ძალების ინსპექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ჰილდებრანდტმა, 1976 წლის ივლისში ბუნდესვერში დაიწყეს ახალი საორგანიზაციო სტრუქტურის _ „ბრიგადა 80“-ის შემოწმება. მას ატარებდნენ ერთდროულად სამ სატანკო და ორ მოტოქვეით ბრიგადაში. სატანკო „ბრიგადა 80“-ის შემადგენლობაში იყო სამი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები, საარტილერიო დივიზიონი. მოტოქვეით „ბრიგადა 80“-ში შედიოდა ორი სატანკო, ორი მოტოქვეითი და ერთი ქვეითი (კადრირებული) ბატალიონები, საარტილერიო დივიზიონი. ამრიგად, სატანკო ბატალიონების რაოდენობა ახალი ორგანიზაციის ბრიგადებში გაზრდილ იქნა _ სატანკო ბრიგადაში სამამდე, მოტოქვეითში ორამდე. ამასთან თითოეულ სატანკო ბატალიონში შედიოდა არა 54, არამედ 33 საშუალო ტანკი. ამის შედეგად ბრიგადების ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად ამაღლდა. ახალი საორგანიზაციო სტრუქტურის ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ ბუნდესვერის სარდლობა ვარაუდობდა მასზე მთელი თავისი ბრიგადების გადაყვანას.

საჰაერო-სადესანტო დივიზია უნდა დაეშალათ, ხოლო მისი სამი საჰაერო-სადესანტო ბრიგადა გადაეცათ მთავარი სარდლობების დაქვემდებარებაში. რეორგანიზაციის ჩატარების შემდეგ სახმელეთო ძალებში უნდ ყოფილიყო 17 მოტოქვეითი, ქვეითი და სამთოქვეითი ბრიგადა, ასევე 16 სატანკო და სამი საჰაერო-სადესანტო ბრიგადა.

რეფორმის გატარებისას დიდ ყურადღებას უთმობდნენ სახმელეთო ძალებში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის _ ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, სადაზვერვო მანქანების, სარაკეტო და რეაქტიული დანადგარების, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებების, საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების, აგრეთვე სხვა თანამედროვე შეიარაღების _ რაოდენობის გაზრდას. 70-იანი წლების შუახანებში ჯარებში უკვე აწვდიდნენ ტანკების „ლეოპარდი“ გაუმჯობესებულ ნიმუშებს 120-მმ გლუვლულიანი ქვემეხით. მათით ვარაუდობდნენ ამერიკული ტანკების M48 შეცვლას, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით რჩებოდა ბუნდესვერის შეიარაღებაში. 1975 წლის სექტემბრიდან ჯარებში აწვდიდნენ ახალი ტიპის „ლუქსის“ საბრძოლო სადაზვერვო მანქანებს. შეიარაღებაში იყო მიღებული საზენიტო იარაღის საყოველამინდო სისტემა „ჰეპარდი“, რომელიც შემუშავებული იყო ტანკ „ლეოპარდ“-ის ბაზაზე. სულ უფრო მზარდი მასშტაბებით იზრდებოდა ქსმ-ების „მარდერი“ გამოშვება. ნაწილებსა და ქვედანაყოფებს აღჭურავდნენ ასევე სპეციალური დანიშნულების ახალი მოჯავშნული მანქანებით _ სატანკო ხიდგამყვანებით „ბიბერი“, სარემონტო-საევაკუაციო მანქანებით „სტანდარტი“, მესანგრეთა ტანკებით. ქმნიდნენ ქვედანაყოფებს, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ამერიკული რაკეტებით „ლანსი“. ამ რაკეტებით გეგმავდნენ უკვე მოძველებული ამერიკული რაკეტების „ონესთ ჯონისა“ და „სერჟანტის“ შეცვლას, და მათ პირველ ნიმუშებს იმ ხანად უკვე ითვისებდა ბუნდესვერის პირადი შემადგენლობა. ჯარები ღებულობდნენ მრავალლულიან რეაქტიულ სისტემებს „ლარსი“, რომელთა დახმარებითაც დიდი დისტანციებიდან შესაძლებელი იყო ნაღმური ღობურების დაყენება, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგოებისაც.

ახლო აღმოსავლეთში 1973 წლის ომში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნდესვერის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და საზენიტო იარაღის მსუბუქი საჯარისო სისტემების სრულყოფას. ჯარებში ზრდიდნენ ტსმრჭ-ების „მილანისა“ და „ჰოთის“ რიცხვს. ასეთ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს ამონტაჟებდნენ მუხლუხიან და თვლიან მანქანებზე, მათით აირაღებდნენ ასევე ვერტმფრენებს, რომლებსაც მოაწყობდნენ აგრეთვე ჰაერიდან ნაღმების დასაყენებლადაც. ვარაუდობდნენ აგრეთვე პრინციპულად ახალი ფორმირების _ სავერტმფრენო ტანკსაწინააღმდეგი პოლკის შექმნას, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა ბრძოლის ველზე ტანკებთან და სხვა მოჯავშნულ მანქანებთან საბრძოლველად.

რიცხოვნების მიხედვით გფრ-ის შეიარაღებული ძალების მეორე სახეობად ითვლებოდა სამხედრო-საჰაერო ძალები (111 ათასი ადამიანი). მის შემადგენლობაში იყო ოთხი საავიაციო დივიზია (ორი საავიაციო მხარდაჭერისა და ორიც საჰაერო თავდაცვის). საავიაციო ესკადრების გარდა ამ შენაერთებში შედიოდა ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი რაკეტების „პერშინგ“1A ორი ესკადრა, საზენიტო მართვადი რაკეტების „ნაიქ-ჰერკულესი“ სამი პოლკი და საზენიტო მართვადი რაკეტების „ჰოქი“ სამი პოლკი, აგრეთვე რადიოსალოკაციო უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის ოთხი პოლკი, რიგი დამხმარე ნაწილების და ქვედანაყოფებისა. მთელი ჩამოთვლილი ელემენტები ორგანიზაციულად გაერთიანებული იყო ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში (ტას), სადაც შედიოდა გფრ სჰძ-ის სასწავლო სარდლობაც აშშ-ში.

სულ ტას-ის შეიარაღებაში შედგებოდა დაახლ. 470 თვითმფრინავი (მათ შორის გამანადგურებლები F-104G „სტარფაიტერი“, F-4F „ფანტომ“ 2 და G.91), 72 გასაშვები დანადგარი მრ-თვის „პერშინგ“ 1A, 216 ზმრ-თვის „ნაიქ-ჰერკულესი“ და 216 ზმრ-თვის „ჰოქი“. ტას-ის ძირითადი ძალები გამოყოფილი იყო ნატო-ს სარდლობის განკარგულებაში და შედიოდა ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე განლაგებული მე-2 და -4 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობების (მტას) შემადგენლობაში.

ტას-ის გარდა დასავლეთგერმანულ სჰძ-ში იყო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საერთო საკითხებში მართვის სარდლობები. უკანასკნელის ამოცანაში შედიოდა სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაცია და მასზე კონტროლი, კადრების შერჩევა, აგრეთვე საჰაერო გადაზიდვების უზრუნველყოფა ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის ინტერესებში. ამ მიზნისთვის განკუთვნილი იყო 76 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-160 „ტრანსალი“, 100-ზე მეტი ვერტმფრენი UH-1D, რამდენიმე თვითმფრინავი ბოინგ 707, HFB-320 „ჰანზა“, C-140 და „კონვერ“ 440.

სჰძ-ში ჩასატარებელი სარეორგანიზაციო ღონისძიებები ითვალისწინებდა მისი დამრტყმელი ძალის ამაღლებას ძირითადად ტას-ის საავიაციო და სარაკეტო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გადაიარაღების ხარჯზე ახალი ტექნიკითა და უფრო სრულყოფილი იარაღით. კერძოდ. გამანადგურებელი საავიაციო ესკადრები უკვე გადაიარაღებული იყო თვითმფრინავებით F-4F „ფანტომ“ 2. უშუალო საავიაციო მხარდაჭერისა და დაზვერვის წარმოების თვითმფრინავები G.91 უნდა შეეცვალათ თვითმფრინავებით „ალფა ჯეტი“ (გფრ-ისა და საფრანგეთის წარმოების). F-104G გამანადგურებელ-ბომბდამშენების ნაცვლად გეგმავდნენ მრავალმიზნობრივი გამანადგურებლების „ტორნადოს“ („პანავია-200“) შეიარაღებაში მიღებას, რომელსაც გააჩნდა ცვლადი გეომეტრიის ფრთა. ეს თვითმფრინავი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ფედერაციული გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ფირმები, იმხანად დასრულებული საფრენოსნო გამოცდების შემდეგ ჩაშვებული იყო სერიულ წარმოებაში. გეგმავდნენ 322 ასეთი თვითმფრინავის აგებას, მათ შორის 210-ისა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და 112-ისა საზღვაო ავიაციისთვის.

ახალი საავიაციო ტექნიკის წარმოებასთან ერთდროულად რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად ფართო ფრონტით მიმდინარეობდა ახალი საავიაციო შეიარაღების _ საავიაციო ზარბაზნების, „ჰაერი-მიწა“ და „ჰაერი-ჰაერი“ კლასების მართვადი რაკეტების, აგრეთვე ბრძოლის ველზე მოჯავშნული მიზნების დასაზიანებლად ბომბებით აღკაზმული კასეტების შექმნის სამუშაოები. შეიარაღებაში არსებულ ზმრ „ჰოქების“ კომპლექსებს უტარებდნენ მოდერნიზებას, განიხილავდნენ საკითხს აშშ-ში ახალი საზენიტო რაკეტების SAM-D (თანამედროვე სისტემა „პეტრიოტი“ – ი. ხ.) შესყიდვის თაობაზე.

ასევე სრულყოფდნენ ავიაციის მართვის საშუალებებს, რადიოლოკაცია-საწინააღმდეგო იარაღს, ჰთ-ის რადიოსალოკაციო სისტემებს.

როგორც აღინიშნებოდა დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში, ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების ზოგად სისტემაში დასავლეთგერმანულ სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკისრებოდა საზღვაო ოპერაციების წარმოების ამოცანები ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე მისი სამოკავშირეო სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში. ითვლებოდა, რომ გფრ სზძ-ის მოქმედებების მთავარი რაიონები იქნებოდა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვები, ბალტიის ზღვის სრუტეების ზონა. ასეთი დანიშნულება და საომარ მოქმედებათა სავარაუდო თეატრის ხასიათი ბევრ წილად განსაზღვრავდა დასავლეთგერმანული სზძ-ის მაშინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს.

გფრ სზძ მოიცავდა ფლოტსა და ავიაციას. ფლოტის შემადგენლობაში იყო შემდეგი ესკადრები: სამი _ საესკადრო ნაღმოსნების, ერთი _ ფრეგატების, ოთხი _ სატორპედო კატარღების, ორი _ წყალქვეშა ნავების, ექვსი _ სანაღმო ტრალერებისა და ერთიც _ სადესანტო ხომალდების. სზძ-ის ავიაციაში ირიცხებოდა გამანადგურებელ-ბომბდამშენების ოთხი ესკადრილია, საბრძოლო-საპატრულო თვითმფრინავების ორი ესკადრილია, აგრთვე სამაშველო ვერტმფრენების რამდენიმე ქვედანაყოფი.

უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში 70-იანი წლების შუახანებში მოითვლებოდა დაახლოებით 170 ხომალდი, მათ რიცხვში 11 საესკადრო ნაღმოსანი (მათგან ზოგიერთი რაკეტებით „ტარტარი“), 21 წყალქვეშა ნავი, 12 ფრეგატი და მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, 57 ტრალერი, 40 სარაკეტო და სატორპედო კატარღა, 22 სადესანტო ხომალდი, აგრეთვე 100-ზე მეტი დამხმარე გემი. საზღვაო ავიაციაში იყო დაახლ. 200 თვითმფრინავი (მათგან ნახევარზე მეტი F-104G ტიპისა) და ვერტმფრენი. სზძ-ის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 1976 წლის დასაწყისისთვის აღწევდა 39 ათას ადამიანს.

ბუნდესვერის სარდლობის გეგმების თანახმად, 70-იანი წლების მეორე ნახევარსა და 80-იანების დასაწყისში მსხვილი საორგანიზაციო ცვლილებები გფრ სზძ-ში მოსალოდნელი არ იყო. ფლოტის სამხედრო ძლიერების გაზრდას ითვალისწინებდნენ არსებული ხომალდების მოდერნიზებისა და ახალი ტიპის ნიმუშების აგების გზით, მათ შორის სარაკეტო იარაღით აღჭურვილებისაც (მათ მიეკუთვნებოდნენ 143 პროექტის სარაკეტო კატარღებიც), საზღვაო ავიაციის საბრძოლო ძლიერების ამაღლებას კი ვარაუდობდნენ მისი გადაიარაღების გზით „ტორნადოს“ ტიპის თვითმფრინავებით.

როგორც იუწყებოდა დასავლური პრესა, იმ ხანებში ფედერაციული გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა სზძ-ის გადაიარაღების პროგრამა. კერძოდ, გამოყოფილ იქნა 2,5 მლრდ. მარკა ექვსი ფრეგატის ასაგებად. 1980 წლითვის ითვალისწინებდნენ „ლუტიენსისა“ და „ჰამბურგის“ ტიპების საესკადრო ნაღმოსნების მოდერნიზაციის დასრულებას. სახელდობრ, „ლუტიენსის“ ტიპის ნაღმოსნები უნდა შეეიარაღებინათ „ხომალდი-ხომლდი“ კლასის მრ-ების გასაშვები დანადგარებით, „ჰამბურგის“ ტიპის ნაღმოსნებზე კი ვარაუდობდნენ მრ „ეკზოსეტების“ გასაშვები დანადგარებისა და ნავსაწინააღმდეგო ტორპედოებით სროლისთვის 305-მმ აპარატების დამონტაჟებას. უცხოელი სპეციალისტების აზრით, საესკადრო ნაღმოსნებზე ამ და სხვა გაუმჯობესებების რეალიზებას მნიშვნელოვნად უნდა აემაღლებინა მათი საბრძოლო შესაძლებლობები და გახანგრძლივებინა ამ ხომალდების სამსახურის ვადა 80-იანი წლების შუახანებამდე.

ბუნდესვერის სრულყოფის ვრცელი პროგრამის შესრულებას თან ახლდა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, რომლის მოცულობაც ნატო-ში ჩამოუვარდებოდა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტს. 1976 წელში თავდაცვის სამინისტროს ხაზით დაგეგმილი იყო დაახლ. 31,8 მლრდ. მარკის ხარჯები, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა წლის შესაბამის ასიგნებებს. თუკი გავითვალისწინებთ გამოყოფილ ფულად ფონდებს სამოქალაქო თავდაცვაზე, სასაზღვრო დაცვის ჯარებზე, პენსიებზე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, უცხოური ჯარების შენახვაზე გფრ-ისა და დასავლეთ ბერლინის ტერიტორიაზე, სამხედრო დახმარებაზე სხვა ქვეყნებისა და დასავლეთ ბერლინისთვის, მაშინ საერთო სამხედრო ხარჯები, დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, 1976 წ. მიაღწევდა დაახლ. 48 მლრდ. მარკას.

70-იანი წლების შუახანებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა ასიგნებები შეიარაღების შესყიდვაზე, მისი ახალი ნიმუშების შემუშავებაზე, სამხედრო მშენებლობაზე. ასე, შეიარაღების შესყიდვაზე 1976 წელს ბიუჯეტის მიხედვით ასიგნებული იყო 6,48 მლრდ. მარკა (რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატებოდა 11,4%-ით), სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე _ 1,49 მლრდ. (მეტი 4,7%-ით), სამხედრო მშენებლობაზე _ 1,49 მლრდ. (15,1%-ით), ნატო-ს ხაზით ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა სამუშაოებზე _ 880 მლნ. მარკა (11,6%-ით). ამასთან საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ხარჯები შეიარაღებული ძალების შენახვის მუხლის მიხედვით შენარჩუნებული იყო უწინდელ, ხოლო ზოგიერთი მუხლის მიხედვით რამდენადმე უფრო ნაკლებ დონეზეც კი, წინა წელთან შედარებით.

სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ძირითად მიმართულებებად, დასავლეთგერმანული ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, რჩებოდა სამუშაოები ტანკ „ლეოპარდის“ ახალი ნიმუშებისა და რაკეტებით „როლანდი“ აღჭურვილი საზენიტო თვითმავალი დანადგარების შესაქმნელად, აგრეთვე იარაღის სარაკეტო და რეაქტიული სისტემების, „ალფა ჯეტისა“ და „ტორნადოს“ ტიპების თვითმფრინავების, ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემების, საარმიო თვლიანი მანქანების გაუმჯობესებისთვის (სრულყოფისთვის).

70-იანი წლების შუახანებისთვის გფრ-ის სამხედრო სარდლობამ დიდი ყურადღების მიქცევა დაუწყო ბუნდესვერის აღჭურვის გრძელვადიან დაგეგმვას იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი და გაუმჯობესებული სისტემებით. როგორც იტყობინებოდნენ დასავლეთგერმანულ ბეჭდურ გამოცემებში, უკვე შემუშავებული ჰქონდათ ბუნდესვერის მატერიალური უზრუნველყოფის გეგმა 1988 წლამდე. მის რეალიზებაზე სრული მოცულობით დახარჯული უნდა ყოფილიყო დაახლ. 100 მლრდ. მარკა. მათგან 1977-1981 წლებში უნდა დაეხარჯათ დაახლ. 46 მლრდ. მარკა.

ამ გეგმით განსაზღვრული ჰქონდათ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარების რვა ძირითადი მიმართულება: შესაძლებლობების გაფართოება ჯარების მართვის, დაზვერვის წარმოების, ჯარების საბრძოლო საქმიანობის უზრუნველყოფის, ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ უშუალოდ ბრძოლის ველზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების, მოწინააღმდეგეზე მის ზურგში საცეცხლე ზემოქმედების მოხდენის საკითხებში, აგრეთვე ჰთ-ის, ზღვაში ბრძოლისა და მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების პირობებში ომის წარმოების არსებული საშუალებების სრულყოფა და ახლების შექმნა. ამასთან იმ სამუშაოების ჩატარებაზე, რომლებიც დაკავშირებული იყო იმ შეიარაღების შექმნასა და სრულყოფასთან, რომელსაც ნაწილები და ქვედანაყოფები იყენებდნენ უშუალოდ ბრძოლის ველზე, ვარაუდობდნენ გეგმით გათვალისწინებული ფულადი სახსრების დაახლ. 1/3-ის დახარჯვას (ზემოთ აღნიშნული მიმართულებებიდან ზოგიერთზე _ თითოეულზე 10-15%-ისა).

საერთო საომარი მზადებების გეგმებში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ბუნდესვერის სარდლობა იძულებული იყო განსაკუთრებული ყურადღება მიექცია პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური დამუშავებისთვის, ჯარებში დისციპლინის განმტკიცებისთვის. და ეს შემთხვევითი არ იყო. საქმე იმაში იყო, რომ საერთაშორისო დაძაბულობის შესუსტება, პროგრესული ხალხების ბრძოლა მშვიდობისა და გამალებული შეიარაღების შეწყვეტისთვის, ყაზარმებში დემოკრატიისა და სოციალიზმის იდეების შეღწევა ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის გარკვეულ ნაწილში იწვევდა უკმაყოფილებას გფრ-ის მილიტარისტებისა და მთლიანობაში ნატო-ს ბლოკის კურსით, რომელიც მიმართული იყო ომისთვის მზადებაზე. ამასთან დაკავშირებით, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სულ უფრო ძნელი ხდებოდა ჯარისკაცთა მასის შეკავება უკმაყოფილების გამოხატვისგან ქვეყნის მილიტარიზაციის გამო, მისი შემოზღუდვა პროგრესული იდეების ზემოქმედებისგან. მოქმედებაში უშვებდნენ პროპაგანდისტულ ილეთებს, რომელთა მიზანიც შედგებოდა იმაში, რათა დაემახინჯებინათ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების პოლიტიკა, წარმოედგინათ ისინი „პოტენციური აგრესორების“ სახით.

აწარმოებდა რა მზადებას ომისთვის მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენებით, ბუნდესვერის სრდლობა განსაკუთრებული სიმწვავით სვამდა საკითხს პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური და საბრძოლო მედეგობის უზრუნველყოფის შესახებ, მისი ამტანობის, მნიშვნელოვანი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური გადატვირთვების გადატანის უნარის ამაღლების შესახებ.

ამავდროულად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ღებულობდნენ ზომებს, რომლებსაც დასავლური პროპაგანდა რეკლამირებას უწევდა როგორც „სამხედრო სამსახურის ლიბერალიზაციას“. სახელდობრ, უზრდიდნენ შეღავათებს სამხედრო მოსამსახურეთა გარკვეულ კატეგორიებს. ამ ღინისძიებების მიზანი შედგებოდა ახალგაზრდობის დაინტერესებაში შეიარაღებულ ძალებში სამსახურით, და ამ ახალგაზრდობის გადაქცევაში ბრძოლისუნარიან და მორჩილ იარაღად მილიტარისტული წრეების ხელში.

1970-იანი წლების შუახანებისკენ ბუნდესვერის სარდლობა იძულებული შეიქმნა ეღიარებინა, რომ დისციპლინის მდგომარეობა ჯარებში რჩება დაბალი: დიდი იყო გაცდენების რიცხვი, რომლებიც დაკავშირებული იყო ნაწილის განლაგებიდან განთავისუფლებასა და თვითნებურ წასვლებთან, თვითმკვლელობების ან მათი ჩადენის მცდელობების შემთხვევებისა. როგორც აღინიშნებოდა ზემოთ მოხსენიებულ თეთრ წიგნში, ჩატარებულმა გამოკვლევებმა უჩვენეს, რომ ბუნდევერის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დისციპლინის დარღვევების მიზეზები აიხსნებოდა პირველ რიგში იმ სოციალური გარემოს პირობებით, რომელშიც ვითარდებოდა დასავლეთგერმანელი ახალგაზრდობა. ამასთან დაკავშირებით ბუნდესვერის სარდლობა ღებულობდა განსაზღვრულ ზომებს ჯარებში დისციპლინის განსამტკიცებლად.

70-იანი წლების შუახანებისთვის შემუშავებული ჰქონდათ და ნერგავდნენ საბრძოლო მომზადების ახალ სისტემას. კერძოდ, უნტერ-ოფიცრების საბრძოლო მომზადება შეხამებული ჰქონდათ მათთვის სამოქალაქო პროფესიების სწავლებასთან. ამის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რათა მიეზიდათ ახალგაზრდობა არმიაში სამსახურისთვის. სრულყოფდნენ ასევე ოფიცერთა კადრების მომზადების სისტემას, ზრდიდნენ მსმენელების რიცხვს უმაღლეს სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში. დასავლეთგერმანული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მოსწავლეთა რაოდენობა, მაგალითად, ჰამბურგისა და მიუნხენის სამხედრო სკოლებში 1974-1975 წლების მანძილზე ხუთჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, და 1975 წლის ბოლოსთვის მიაღწია დაახლ. 3200 ადამიანს.

დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სრულყოფას. მას ატარებდნენ ნატო-ში მიღებული „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის შესაბამისად. სწავლებების რაოდენობა იზრდებოდა. ასე, 1974 წლის განმავლობაში მხოლოდ სახმელეთო ძალებში ჩატარებულ იქნა 37 საბრიგადო, სადივიზიო და საკორპუსო სწავლება. ეროვნული პროგრამების მიხედვით ჩატარებული სწავლებების გარდა, ბუნდესვერის ნაწილები და შენაერთები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს ხაზით ჩატარებულ სწავლებებშიც. 1975 წელს ნატო-ს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებულ იქნა სხვადასხვა მასშტაბის 100-ზე მეტი სწავლება. დაახლოებით ამდენივეს გეგმავდნენ 1976 წელზეც.

ამ სწავლებების მსვლელობისას სრულყოფდნენ ჯარისკაცებისა და ოფიცრების საბრძოლო გაწვრთნილობას, იძენდნენ ჯარების მართვის გამოცდილებას სწრაფად ცვალებადი ვითარების პირობებში, ამუშავებდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ხერხებს როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. ამოწმებდნენ ასევე შენაერთებისა და ნაწილების სამობილიზაციო მზადყოფნას, მათ უნარს შეზღუდულ ვადებში ახორციელებდნენ გაშლასა და მომზადებას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. საბჭოთა ავტორები ხაზს უსვამდნენ ნატო-ს ფარგლებში ჩატარებული სამხედრო სწავლებების ისეთ თავისებურებასაც, როგორიც იყო გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მისწრაფება ბუნდესვერის გაზრდილი როლის დემონსტრირებისკენ ბლოკის შეიარაღებული ძალების ზოგად სისტემაში. ამით გამოირჩეოდა, კერძოდ, ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სწავლებების სერია პირობითი სახელწოდებით „ოთემ ფორჯი“, რომლებშიც დასავლეთგერმანული ჯარები ღებულობდნენ ყველაზე უფრო აქტიურ მონაწილეობას.

ნატო-ს მთელი სამხედრო სწავლებები და მანევრები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ბუნდესვერის ჯარები (მაგალითად, „რეფორჯერ-76“), საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდნენ სახიფათო მილიტარისტულ დემონსტრაციებს. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ევროპაში დაძაბულობის განმუხტვის ინტერესებს და მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი წყობილების მქონე სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების ცხოვრებაში გატარებას, რომლებიც წამოყენებული იყო სსრკ-ისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების მიერ.

ახასიათებდა რა იმდროინდელ ვითარებას ევროპის კონტინენტზე, საბჭოთა ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, რომ იგი შეიცვალა უკეთესობისკენ. მაგრამ, მისი სიტყვით, რეაქციისა და ომის ძალები აგრძელებდნენ წინააღმდეგობის გაწევას ასეთი პოზიტიური ცვლილებებისთვის. სახელდობრ, გფრ-ის მილიტარისტული წრეები ნატო-ს აგრესიულ ბლოკში თავიანთ პარტნიორებთან ერთობლივად, აგრძელებდნენ მშვიდობისა და მსოფლიოსთვის საშიშ გამალებულ შეიარაღებას, ზრდიდნენ თავიანთი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერებას, რომელიც ბევრად აღემატებოდა თავდაცვით მიზნებს. ყოველივე ეს აიძულებდა საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ თანამეგობრობას მთლიანობაში განემტკიცებინა თავისი თავდაცვისუნარიანობა.

სასასრულს საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ საბჭოთა შეიარაღებული ძალების მეომრები მოვალენი იყვნენ, რომ დაჟინებით სრულეყოთ თავიანთი მომზადება და მაღალ დონეზე შეენარჩუნებინათ საბრძოლო მზადყოფნა სამშობლოს ინტერესების დაცვაში თავიანთი ამოცანების შესასრულებლად.

III. 3. გფრ-ის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები 70-იანი წლების მიწურულს

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის განმტკიცების აუცილებლობის საბაბით, სინამდვილეში არარსებულ „აღმოსავლეთიდან მუქრასთან“ დაკავშირებით, გფრ-ის ხემძღვანელობამ შესძლო გადაექცია ბუნდესვერი რიცხოვნებისა და ჩვეულებრივი შეიარაღების მიხედვით ყველაზე უფრო ძლიერ არმიად ევროპის კონტინენტზე კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის, შეექმნა საკუთარი სამხედრო მრეწველობა, რომელსაც შეეძლო თანამედროვე შეიარაღების თითქმის ყველა სახეობის წარმოება, ხელში ჩაეგდო მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი თანამდებობები ნატო-სა და სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებში, მიეღწია ფქტიურად ლიდერის მდგომარეობისთვის დასავლეთ ევროპაში। ეყრდნობოდა რა განვითარებულ ეკონომიკასა და თანამედროვე შიარაღებულ ძალებს, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებდა ბრძოლას თავისი პოზიციებისა და გავლენის შემდგომი გაძლიერებისთვის ნატო-ში იმისთვის, რათა ხელსაყრელ პირობებში გამოეყენებინა ეს აგრესიული ბლოკი თავისი რევანშისტული მიზნებისთვის.

70-იანი წლების მიწურულისთვის გფრ-ის შეიარაღებული ძალები მოიცავდა სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს। მისი მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროს იყო თავდაცვის მინისტრი, ომიანობის დროს კი იქნებოდა ფედერალური კანცლერი. მმართველობის უმაღლესი სამხედრო ორგანო იყო _ თავდაცვის სამინისტრო. იგი შეიმუშავებდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმებს, დაკავებული იყო მისი ორგანიზაციის, პირადი შემადგენლობით, შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტების, საბრძოლო მომზადების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საკითხებით, გამოსცემდა წესდებებს, დარიგებებსა და სასწავლო სახელმძღვანელოებს, გეგმავდა და აკონტროლებდა შეიარაღებათა გამომუშავებაში მონაწილე მრეწველობის საქმიანობას, შეიმუშავებდა სამხედრო ბიუჯეტსა და ახორცილებდა მის შესრულებაზე კონტროლს.

მთელი ბუნდესვერის მასშტაბით ზოგადი დაგეგმარებითა და შეიარაღებული ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობით დაკავებული იყო ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი, რომლის სამუშაო ორგანოს წარმოადგენდა მთავარი შტაბი (ნახ. 1). შეიარაღებულ ძალთა სახეობების მშენებლობისა და ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელობა ეკისრებოდათ მათ ინსპექტორებს (სარდლებს) და მათდამი დაქვემდებარებულ მთავარ შტაბებს.

[1-ლ ნახატზე რომლის სახელწოდებაცაა გფრ-ის შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენები იყო ფედერალური კანცლერი, რომლის საკონსულტაციო ორგანოსაც წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო; ფედერალურ კანცლერს ექვემდებარებოდა ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი ბუნდესვერის მთავარი შტაბით, რომლის საკონსულტაციო ორგანოსაც წარმოადგენდა სამხედრო საბჭო; თავდაცვის მინისტრისა და ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის დაქვემდებარებაში შედიოდნენ სახმელეთო ძალების, სჰძ-ისა და სზძ-ის ინსპექტორები თავ-თავიანთი მთავარი შტაბებით; სახმელეთო ძალების მთავარ შტაბს ექვემდებარებოდნენ: სახმელეთო ძალების ცენტრალური სამმართველო, სახმელეთო ჯარების საარმიო კორპუსები მათში შემავალი დივიზიებით, და სახმელეთო ჯარების მე-6 მოტოქვეითი დივიზია, აგრეთვე სამი ტერიტორიული სარდლობა და მათდამი დაქვემდებარებული ნაწილები და ქვედანაყოფები; სჰძ-ის მთავარ შტაბს ექვემდებარებოდნენ: ზოგადი საკითხების სამმართველო, ტაქტიკური საავიაციო სარდლობა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობა; ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას ექვემდებარებოდნენ საავიაციო მხარდაჭერის ორი დივიზია და საჰაერო თავდაცვის ორი დივიზია; მტუ-ის სარდლობას კი – მტუ-ის ორი ჯგუფი: „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“; სზძ-ის მთავარი შტაბის დაქვემდებარებაში შედიოდნენ: ცენტრალური სამხედრო-საზღვაო სამმართველო, ფლოტის სარდლობა და სზძ-ის მხარდაჭერის სარდლობა; ფლოტის სარდლობის დაქვემდებარებაში შედიოდნენ, ერთის მხრივ, ფლოტილიები, ხოლო მეორეს მხრივ, სზძ-ის სარდალი ჩრდილოეთის ზღვაში, რომელსაც ასევე ექვემდებარებოდნენ შესაბამისი შენაერთები და ნაწილები; სზძ-ის მხარდაჭერის სარდლობას ექვემდებარებოდნენ: ბაზირების რაიონების სარდლობები ჩრდილოეთის ზღვაში და ბალტიის ზღვაში].

ყველა ინსპექტორი ექვემდებარებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს. გენერალურ ინსპექტორს უფლება ჰქონდა მითითებები მიეცა ინსპექტორებისთვის ცალკეულ საკითხებში, რომლებიც ეხებოდა მთელ შეიარაღებულ ძალებს, თანაც მხოლოდ თავდაცვის მინისტრის სახელით.

დასავლეთგერმანული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, გფრ-ის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება მშვიდობიანობის დროს 70-იანი წლების მიწურულში აღწევდა დაახლ. 490 ათას ადამიანს, მათ შორის: სახმელეთო ძალების _ 342 ათასს, სჰძ-ის _ 110 ათასსა და სზძ-ის _ 38 ათასს. გარდა ამისა, რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა ცენტრალურ და მედიკურ-სანიტარულ დაწესებულებებში. ბუნდესვრში დაკავებული იყო თითქმის 176 ათასი სამოქალაქო თანამშრომელი (მუშა და მოსამსახურე).

პირადი შემადგენლობის დაახლოებით 50% იყვნენ ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები (სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა შეადგენდა 15 თვეს, ყოველწლიურად იწვევდნენ დაახლ. 200 ათას ადამიანს), 13%-მდე შეადგენდნენ კადრის სამხედრო მოსამსახურეები, დაახლოებით 32% მსახურობდა 3-15 წლიანი კონტრაქტებით და დაახლ. 5% _ ორი წლის ვადით. ბუნდესვერში მოითვლებოდა დაახლ. 40 ათასი ოფიცერი და 128 ათასი უნთერ-ოფიცერი. ზოგიერთი საშტატო თანამდებობა (თითქმის 0,5%) დაკომპლექტებული იყო სამოქალაქო სპეციალისტებით.

გფრ-ში იყო აგეთვე ფედერალური საზღვრის დაცვის ჯარები, რომელიც ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს (რიცხოვნება დაახლ. 22 ათასი ადამიანი) და მზადყოფნის პოლიცია (დაახლ. 15 ათასი).

სახმელეთო ძალები (ნახ. 2) _ შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სახეობა _ მოიცავდა სახმელეთო ჯარებს, რომლის შენაერთებიც განკუთვნილი იყო ომიანობის დროს ნატო-ს ბლოკის სარდლობის ოპერატიულ დაქვმდებარებაში გადასაცემად, და ტერიტორიულ ჯარებს, რომელიც რჩებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში.

[მე-2 ნახატზე, რომლის სახელწოდებაც არის ბუნდესვერის სახმელეთო ძალების ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია სახმელეთო ძალების ინსპექტორი სახმელეთო ძალების მთავარი შტაბით, რომელთა დაქვემდებარებაშიც შედიოდნენ 1-ლი, მე-2 და მე-3 საარმიო კორპუსები, მე-6 მოტოქვეითი დივიზია ტერიტორიული სარდლობები: „ჩრდილოეთი“, „სამხრეთი“ და შლეზვიგ-ჰოლშტაინი (I სამხედრო ოლქი); 1-ლი საარმიო კორპუსის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო საკორპუსო ნაწილები, 1-ლი, მე-7 და 11-ე მოტოქვეითი დივიზიები, მე-3 სატანკო დივიზია და, აგრეთვე, ნაწილობრივ, მე-6 მოტოქვეითი დივიზიაც; მე-2 საარმიო კორპუსის შემადგენლობაში შედიოდნენ საკორპუსო ნაწილები, მე-4 ქვეითი დივიზია, 1-ლი სამთოქვეითი დივიზია, 1-ლი საჰაერო-სადესანტო დივიზია და 10-ე სატანკო დივიზია; მე-3 საარმიო კორპუსის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო: საკორპუსო ნაწილები, მე-2 ქვეითი დივიზია, მე-5 და 12-ე სატანკო დივიზიები; ტერიტორიული სარდლობა „ჩრდილოეთის“ დაქვემდებარებაში შედიოდა II და III სამხედრო ოლქები, ხოლო ტერიტორიული სარდლობა „სამხრეთის“ დაქვემდებარებაში IV, V და VI სამხედრო ოლქები (როგორც ზემოთ ვთქვით, ტერიტორიული სარდლობა შლეზვიგ-ჰოლშტაინი თავა წარმოადგენდა I სამხედრო ოლქის სარდლობასაც)].

ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ი, დასავლური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მოითვლიდა 12 დივიზიას (ოთხ სატანკოს, ოთხ მოტოქვეითს, ორ ქვეითს, სამთოქვეითსა და საჰაერო-სადესანტოს), რომლებიც შეყვანილი იყვნენ სამ საარმიო კორპუსში. თითოეული მათგანი შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი დივიზიები: 1-ლ საარმიო კორპუსში _ 1-ლი, მე-7 და 11-ე მოტოქვეითი და მე-3 სატანკო; მე-2 საარმიო კორპუსში _ მე-4 ქვეითი, 1-ლი სამთოქვეითი, 1-ლი საჰაერო-სადესანტო; მე-3 საარმიო კორპუსში _ მე-2 ქვეითი, მე-5 და 12-ე სატანკო. მე-6 მოტოქვეითი დივიზია ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა 1-ლ საარმიო კორპუსს, ხოლო ოპერატიულად _ ნატო-ს სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების სარდლობას შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კ. ფიუნენზე.

თითოეულ საარმიო კორპუსში შედიოდა კავშირგაბმულობის ორი ბატალიონი, რადიოტექნიკური ბატალიონი, მრ „ლანსების“ დივიზიონი (ექვსი გასაშვები დანადგარი) (შენიშვნა: შლეზვიგ-ჰოლშტაინში დისლოცირებულ მრ „ლანსების“ ცალკეულ დივიზიონში შედიოდა ოთხი გასაშვები დანადგარი), სამი საარტილერიო დივიზიონი (18-18 ქვემეხით, მათგან ორი იყო კადრირებული), საზენიტო საარტილერიო დივიზიონი (45 40-მმ საზენიტო ზარბაზანი L70), ოთხი საინჟინრო-მესანგრეთა და ორი საპონტონო სახიდო ბატალიონი, საარმიო ავიაციის სარდლობა (საშტაბო და სადაზვერვო ესკადრილიები, საშუალო სატრანსპორტო ვერტმფრენების პოლკი), სამხედრო პოლიცის ორი ბატალიონი, აგრეთვე უზრუნველყოფისა და მომსახურების სხვა ნაწილები.

მოტოქვეითი დივიზია შედგებოდა ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბრიგადისგან, სატანკო _ ერთი მოტოქვეითი და ორი სატანკო ბრიგადისგან (გამონაკლისს შეადგენდნენ 7 მქდ, რომელიც შეიცავდა ერთ მოტოქვეით და ორ სატანკო ბრიგადებს, და 10 ტდ, რომელშიც იყო სამი სატანკო ბრიგადა), სამთოქვეითი _ ორი სამთოქვეითი და ერთი მოტოქვეითი ბრიგადისგან, მე-2 ქვეითი _ მოტოქვეითი, ქვეითი და სატანკო, 1-ლი საჰაერო-სადესანტო _ სამი საჰაერო-სადესანტო ბრიგადისგან.

თითოეულ დივიზიაში (საჰაერო-სადესანტოს გარდა) იყო: კავშირგაბმულობის ბატალიონი; სადაზვერვო ბატალიონი (28 ტანკი „ლეოპარდ“ 1 ან M48, ექვსი 120-მმ ნაღმსატყორცნი); საარმიო ავიაციის ესკადრილია (12 ვერტმფრენი, მე-6 მოტოქვეით დივიზიაში _ საარმიო ავიაციის ბატალიონი, 36 ვერმფრენი); საზენიტო საარტილერიო დივიზიონი (36 40-მმ თზდ, ზოგიერთ დივიზიაში, მათ რიცხვში 1-ლი საარმიო კორპუსის ყველა შენაერთში, დივიზიონები გადაიარაღებული იყო 35-მმ თზდ-ებით „ჰეპარდი“, და ისინი რეორგანიზებული იყო პოლკებად, თითოეულში 36 დანადგარი); საარტილერიო პოლკი, რომელიც შედგებოდა საარტილერიო (ექვსი 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა და 12 175-მმ თვითმავალი ზარბაზანი) და სარაკეტო (ოთხი ურ გდ „ონესთ ჯონი“ და 16 36-ლულიანი 110-მმ რეაქტიული დანადგარი „ლარსი“) დივიზიონების, აგრეთვე აიდ-ის დივიზიონისგან (ბატარეისგან; ხუთ დივიზიაში _ დივიზიონები, ექვსში _ ბატარეები); ცალკეული ბატალიონები (მესანგრეთა, სარემონტო, მომარაგებისა და სანიტარული) და ასეულები (სამხედრო პოლიციის, ABC და სხვები); დაცვის ბატალიონი და ორი სათადარიგო ბატალიონი (სამივე იყო კადრირებული). საჰაერო-სადესანტო დივიზიაში შედიოდნენ საშტაბო ასეული, კავშირგაბმულობის ბატალიონი და სამხედრო პოლიციის ასეული.

დივიზიების მოტოქვეითი ბრიგადები შედგებოდა ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონებისგან (54 ტანკი „ლეოპარდ“ 1 ან M48), საარტილერიო დივიზიონისგან (18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა), სადაზვერვო ოცეულისა და შემდეგი ასეულებისგან: საშტაბოსი, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგოსი (16 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი და რვა თვითმავალი ტსმრჭ დანადგარი), მესანგრეთა, სანიტარულის, აგრეთვე სათადარიგო ბატალიონისგან (კადრირებულისა). სატანკო ბრიგადას გააჩნდა ერთი მოტოქვეითი და ორი სატანკო ბატალიონი (54-54 ტანკით „ლეოპარდ“ 1 ან M48), დანარჩენი შემადგენლობა ისეთივე იყო, როგორიც მოტოქვეით ბრიგადაში (მაგრამ გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ასეული აღჭურვილი იყო 13 თვითმავალი ტსმრჭ დანადგარით). ქვეითი (სამთოქვეითი) ბრიგადა შეიცავდა საშტაბო ასეულს, სამ ქვეით (სამთოქვეით) ბატალიონს (ერთი მათგანი კადრირებული), გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონს (64 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი და რვა თვითმავალი ტსმრჭ დანადგარი), საარტილერიო დივიზიონსა (18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა) და სხვა ქვედანაყოფებს. საჰაერო-სადესანტო ბრიგადა მოითვლიდა სამ საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონსა (ერთერთი მათგანი კადრირებული) და ექვს ასეულს: საშტაბოს, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგოს (30 ტსმრჭ გდ „თოუ“), ნაღმსატყორცნების (16 120-მმ ნაღმსატყორცნი), მესანგრეთა, მომარაგებისა და სანიტარულს.

ტ ე რ ი ტ ო რ ი უ ლ ი ჯ ა რ ე ბ ი ს შემადგენლობაში შედიოდა სამი ტერიტორიული სარდლობა („შლეზვიგ-ჰოლშტაინი“, „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“), ექვსი სამხედრო ოლქი (ტერიტორიული სარდლობის შლეზვიგ-ჰოლშტაინის შტაბი ამავდროულად წარმოადგენდა 1-ლი სამხედრო ოლქის შტაბსაც), 29 საოლქო და 72 რაიონული თავდაცვის შტაბი, „ჰაიმათშუთცის“ ჯარების ექვსი სარდლობა, ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები (კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, ქვეითი, დაცვის, ABC, სამხედრო პოლიციის, სატრანსპორტო, სარემონტო და სხვები). ტეროტორიული ჯარების მშვიდობიანობის დროის საერთო რიცხოვნება 70-იანი წლების ბოლოს შეადგენდა 65 ათას ადამიანს. ნაწილებისა და შენაერთების უმეტესობას ინახავდნენ კადრირებულ მდგომარეობაში. ომიანობის დროს ტერიტორიული სარდლობების სარდლებს, თავიანთი ძირითადი ამოცანების გარდა, ნატო-ს ბლოკის ხაზით, უნდა შეესრულებინათ საბრძოლო მოქმედებების ზონის ზურგის რაიონების სარდლების ფუნქციები. ტერიტორიული სარდლობების შტაბებს რანგის მიხედვით ათანაბრებდნენ საარმიო კორპუსების შტაბებთან, სამხედრო ოლქების შტაბებს _ დივიზიების შტაბებთან, საოლქო შტაბებს _ ბრიგადების, ხოლო რაიონულებს _ პოლკების შტაბებთან.

სამხედრო-საჰაერო ძალებს სათავეში ედგა ინსპექტორი (სარდალი), რომელიც მის ხელმძღვანელობას ახორცილებდა მთავარი შტაბის, ტაქტიკური საავიაციო სარდლობისა და მტუ-ის სარდლობის შტაბების, აგრეთვე ზოგად საკითხებში სამმართველოს მეშვეობით.

ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას თავის შემადგენლობაში გააჩნდა აავიაციო მხარდჭერის ორი (1-ლი და მე-3) დივიზია, ჰთ-ის ორი საავიაციო (მე-2 და -4) დივიზია და აშშ-ში გფრ სჰძ-ის სასწავლო სარდლობა.

საავიაციო მხარდაჭერის 1-ლი დივიზია თავის შემადგენლობაში შეიცავდა მრ „პერშინგების“ 1-ლ ესკადრას (36 გდ), 32-ე, 33-, 34- და 35-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენ და 51-ე სადაზვერვო საავიაციო ესკადრებს; ჰთ-ის მე-2 დივიზია _ 74-ე გამანადგურებელ საავიაციო ესკადრას, ზმრ-ების 1-ლ და მე-2 პოლკებს, კავშირგაბმულობის 31- და 32-ე პოლკებს; საავიციო მხარდაჭერის მე-3 დივიზია _ მრ „პერშინგების“ მე-2 ესკადრას (36 გდ), 31- და 36-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენ ესკადრებს, 41- და 43-ე მსუბუქ საბრძოლო და 52-ე სადაზვერვო სავიაციო ესკადრებს; ჰთ-ის მე-4 დივიზია _ 71-ე გამანადგურებელ საავიაციო ესკადრას, ზმრ-ების მე-3, -4, 13- და 14-ე პოლკებს, კავშირგაბმულობის 33- და 34-ე პოლკებს. აშშ-ში გფრ სჰძ-ის სასწავლო სარდლობას ექვემდებარებოდნენ სარაკეტო სკოლა (ფორტ-ბლისი, ტეხასის შტატი) და საავიაციო სასწავლო ცენტრი (ავიაბაზა ლიუკი, არიზონა).

სამმართველოს სჰძ-ის ზოგად საკითხებში სასწავლო სარდლობის, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების, სასწავლო ნაწილების, კავშირგაბმულობის 71- და 72-ე პოლკებისა და სხვა დაწესებულებების გარდა ემორჩილებოდა სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ 61-, 63- და 64-ე ესკადრები, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ცალკეული ჯგუფი (ესკადრილია). მტუ-ის სარდლობა დაკავებული იყო სჰძ-ის ზურგის უზრუნველყოფის საკითხებით და შეიცავდა მართვასა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორ ჯგუფს („ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“).

დასავლურ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ გფრ სჰძ-ის შეიარაღებაში 70-იანი წლების მიწურულს, იმყოფებოდა მრ „პერშინგების“ 72 გდ, 500-მდე საბრძოლო და დაახლ. 90 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, აგრეთვე 300-ზე მეტი დამხმარე და სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი და ვერტმფრენი. 16 გამანადგურებელ-ბომბდამშენ ესკადრილიაში იყო 288 თვითმფრინავი (ოთხში _ 60 F-4F, რვაში _ 144 F-104G, ოთხში _ 84 G.91), ოთხ გამანადგურებელ საავიაციო ესკადრილიაში _ 60 F-4F. ზმრ „ნაიქ-ჰერკულესების“ 24 ბატარეაში მოითვლებოდა 216 გდ, ზმრ გაუმჯობესებული „ჰოქების“ 36 ბატარეაში _ ასევე 216 გდ.

სამხედრო-საზღვაო ძალებს სათავეში ედგა ინსპექტორი (სარდალი). მისი მართვის უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენდა მთავარი შტაბი, ცენტრალური სამხედრო-საზღვაო სამმართველო, ფლოტის სარდლობა, სზძ-ის მხარდაჭერის სარდლობა. იმხანად მიღებული (არსებული) ორგანიზაციის შესაბამისად სზძ შეიცავდა ფლოტსა და ავიაციას.

ფლოტი შედგებოდა ოთხი ფლოტილიისა (საესკადრო ნაღმოსნების, წყალქვეშა ნავების, სარაკეტო და სატორპედო კატარღებისა და ნაღმსატრალო ძალების) და ამფიბიური ჯგუფისგან.

ფლოტილიებს თავიანთ მხრივ გააჩნდათ შემდეგი ესკადრები: საესკადრო ნაღმოსნების (1-ლი, მე-2 და -3), საესკორტო ხომალდების (მე-2), წყალქვეშა ნავების (1-ლი და მე-3), სარაკეტო (მე-2, -3, -5) და სატორპედო (მე-7) კატარღების, სარეიდო ტრალერების (1-ლი, მე-3, -5, -7), აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვის ნაღმსაწინააღმდეგო ესკადრა.

ამფიბიური ჯგუფი მოიცავდა სადესანტო ხომალდების ესკადრას, საბრძოლო მცურავების ასეულს, გადასხმის უზრუნველყოფის ასეულსა და სხვა ქვედანაყოფებს.

სზძ-ის ავიაციაში შედიოდა 1-ლი, მე-2 და მე-3 საბრძოლო ესკადრები და მე-5 დამხმარე ესკადრა.

ფლოტის ძალები მოითვლიდა 188 საბრძოლო ხომალდსა და კატარღას, მათ შორის 11 სასკადრო ნაღმოსანს (მათგან შვიდი მრი – ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით აღჭურვილი), ექვს ფრეგატს, ხუთ მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდს, 24 წყალქვეშა ნავს, 30 სარაკეტო და 10 სატორპედო კატარღას, აგრეთვე 116 დამხმარე გემს.

საზღვაო ავიაციას გააჩნდა 120 გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავი F-104G, 20 ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავი „ატლანტიკი“, 20 სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის თვითმფრინავი Do-28, 22 საძიებო-სამაშველო ვერტმფრენი „სი კინგი“.

ცენტრალური სამხედრო-საზღვაო სამმართველო დაკავებული იყო სზძ-თვის კადრების მომზადების საკითხებით და ხელმძღვანელობდა სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების საქმიანობას. სზძ-ის მხარდაჭერის სარდლობის ამოცანებში შედიოდა ფლოტის შენაერთების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას 1970-იანი წლების მიწურულისთვის შემუშავებული ჰქონდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის მოდერნიზაციის ფართო პროგრამა, რომლის დასრულებასაც, დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების მიხედვით, გეგმავდნენ ძირითადად 80-იანი წლების პირველ ნახევარში. იგი ითვალისწინებდა შეიარაღებული ძალების უწინდელი საერთო რიცხოვნების შენარჩუნებით როგორც მისი საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფას, ისე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვან განახლებას.

დასავლეთგერმანული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ძ ა ლ ე ბ ი ს რეორგანიზაციისა და გადაიარაღების გეგმები, რომლებსაც მრავალი წლის მანძილზე შეიმუშავებდნენ, საბოლოოდ მოიწონეს 1987 წლის ნოემბერში. მასში ძველებურად უნდა ყოფილიყო 36 საბრძოლველად მზადმყოფი ბრიგადა, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ნატო-ს სარდლობის განკარგულებაში გადასაცემად, მათ შორის 17 სატანკო, 16 მოტოქვეითი, სამი საჰაერო-სადესანტო (არ ჩანს სამთოქვეითი ბრიგადები _ ი. ხ.). სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო სამი საარმიო კორპუსი თითოეულში საკორპუსო ნაწილებითა და საჰაერო-სადესანტო ბრიგადით (სულ ხუთი სატანკო და ექვსი მოტოქვეითი დივიზია და ყოფილი საჰაერო-სადესანტო დივიზიის შტაბი, რომელიც რამოდენიმე დროით უნდა შეენარჩუნებინათ საჰაერო-სადესანტო ნაწილების საბრძოლო მომზადების კოორდინირებისთვის). გათვალისწინებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი ცვლილებები საკორპუსო და სადივიზიო ნაწილების შემადგენლობაში, აგრეთვე ბრიგადების ორგანიზაციაში. ადრე დაგეგმილი სამი მთავარი სარდლობისა და სარდლობა „შლეზვიგ-ჰოლშტაინის“ შექმნისგან, რომლის დროსაც ერთმანეთთან უნდა შერწყათ საარმიო კორპუსებისა და სამხედრო ოლქების შტაბები, გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავი შეეკავებინა.

საკორპუსო რგოლში გეგმავდნენ ხუთი სარდლობის შექმნას: ჯარების მართვისა და დაზვერვის, საცეცხლე მხარდაჭერის, საბრძოლო მხარდაჭერის, საარმიო ავიაციის, ზურგის უზრუნველყოფის.

კორპუსის საარმიო ავიაციის სარდლობისთვის მსუბუქი და საშუალო სატრანსპორტო ვერტმფრენების პოლკების გარდა გეგმავდნენ ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენების პოლკის დაქვემდებარებასაც (ორი ესკადრილია თითოეულში 28 ვერტმფრენით BO-105, რომლებსაც დასავლეთ გერმანიაში ეწოდებათ აგრეთვე PAH-1) და შლეზვიგ-ჰოლშტაინში დისლოცირებული ჯარების შემადგენლობაში _ სავერტმფრენო ესკადრილიის შეყვანას, რომლის შემადგენლობაშიც უნდა ყოფილიყო ტსმრჭ „ჰოთებით“ აღჭურვილი 21 ვერტმფრენი.

მოელოდნენ, რომ კორპუსის მეთაურის განკარგულებაში შევიდოდა 280-მმ რეაქტიული დანადგარების დივიზიონი (18 გდ „მარსი“) და ზმრ „როლანდების“ ორი დივიზიონი (თითოეულში 18 ზრკ-ით). ვარაუდობდნენ აგრეთვე საარტილერიო დივიზიონების შეიარაღებაში არსებული 155- და 105-მმ ჰაუბიცების შეცვლას 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცებითა და 175-მმ თვითმავალი ზარბაზნებით. შლეზვიგ-ჰოლშტაინში ჯარების საცეცხლე მხარდაჭერისთვის განკუთვნილი ნაწილების შემადგენლობაში ვარაუდობდნენ ორი დივიზიონის ყოლას: მრ „ლანსებისა“ (ოთხი გასაშვები დანადგარი) და საარტილერიოსი (18 175-მმ თვითმავალი ზარბაზანი).

დივიზიის რგოლში ითვალისწინებდნენ სადაზვერვო, საარტილერიო და საზენიტო საარტილერიო ნაწილების გაძლიერებას. იმხანად არსებული სადაზვერვო ბატალიონების გაშლას ვარაუდობდნენ სადაზვერვო პოლკებად (31 ტანკი), საზენიტო არტდივიზიონებისა _ პოლკებად იმავდროულად მათი გადაიარაღებით თანამედროვე 35-მმ თზდ-ებით „ჰეპარდი“ (ორი დივიზიონი 18-18 თზდ-ით). დასავლურ პრესაში აღნიშნვდნენ, რომ ეს ღონისძიებები უკვე ტარდებოდა საზენიტო ნაწილებში დაწყებული 1978 წლიდან. დივიზიების საარტილერიო პოლკების შემადგენლობაში 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები და 175-მმ თვითმავალი ზარბაზნები ექვემდებარებოდნენ შეცვლას 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცებით FH70, 110-მმ რეაქტიული დანადგარების რაოდენობა დივიზიაში უნდა გაეზარდათ 16-დან 18 ერთეულამდე, ხოლო მოძველებული ურ-ები „ონესთ ჯონი“ მოეხსნათ შეიარაღებიდან.

დივიზიის სადაზვერვო პოლკში საორგანიზაციო-საშტატო განრიგის მიხედვით უნდა შესულიყო საშტაბო ასეული, სატანკო სადაზვერვო ბატალიონი და ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი. სატანკო სადაზვერვო ბატალიონი შემდგარი უნდა ყოფილიყო ოთხი ასეულისგან: საშტაბო და მომარაგებისა და სამი სატანკო სადაზვერვოსი (თითოეულში 10 ტანკი „ლეოპარდი“ და 10 ბდმ „ლუქსი“). ტექნიკური დაზვერვის ბატალიონში გეგმავდნენ ჰყოლოდათ ოთხი ასეული: საშტაბო და მომარაგების, რადიოტექნიკური (14 ჯტრ რადიოტექნიკური აპარატურით), უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების (სადაზვერვო სისტემა CL.289 _ ორი გასაშვები დანადგარი და 12 თვითმფრინავი), რადიოსალოკაციო (ცხრა ჯტრ რლს-ებით RASIT).

მშვიდობიანობის დროს პოლკი უნდა ყოფილიყო კადრირებული. პირადი შემადგენლობით დააკომპლექტებდნენ სატანკო სადაზვერვო ბატალიონს (435 ადამიანი, მათ რიცხვში 16 ოფიცერი, 127 უნტერ-ოფიცერი, 292 რიგითი). მასში უნდა ყოფილიყო ხუთი ასეული: საშტაბო და მომარაგების, სამი სატანკო სადაზვერვო და ერთიც სასწავლო (უკანასკნელი მიცემული იყო ბატალიონისთვის პოლკის ყველა ქვედანაყოფის სპეციალისტების მოსამზადებლად).

დივიზიებში ახალი ორგანიზაციის საარტილერიო პოლკის შექმნას გეგმავდნენ სამი დივიზიონის შემადგენლობით: საარტილერიოსი (ოთხი ბატარეა _ საშტაბო და მომარაგების, სამი საცეცხლე ექვს-ექვსი 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცით FH70), სარაკეტოსი (ოთხი ბატარეა _ საშტაბო და მომარაგების, ორი რეაქტიული დანადგარების ცხრა-ცხრა გდ-ით „ლარსი“, თანხლების), საარტილერიო ინსტრუმენტული დაზვერვის (აიდ; სამი ბატარეა _ საშტაბო და მომარაგების, ბგერამეტრული და რადიოსალოკაციო); მშვიდობიანობის დროს ამ დივიზიონს მიეცემოდა ასევე უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ასეული კადრირებული სადაზვერვო პოლკის ტექნიკური დაზვერვის ბატალიონის შემადგენლობიდან). გარდა ამისა, საარტილერიო პოლკში უნდა ყოფილიყო ორი ცალკეული ბატარეა (საშტაბო და სასწავლო).

ბრიგადის რგოლში საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა უნდა გაეზარდათ სამიდან ოთხამდე (მეოთხე ბატალიონი იქნებოდა კადრირებული).

სატანკო ბრიგადას ეყოლებოდა მოტოქვეითი და სამი სატანკო ბატალიონი (მათგან ერთი კადრირებული), საარტილერიო დივიზიონი და სხვა ქვედანაყოფები (სულ 108 ტანკი). საარტილერიო დივიზიონს 80-იანი წლების შუახანებში უნდა მიეღო 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები PzH-70 (18 ქვემეხი). ბრიგადის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება მშვიდობიანობის დროს იქნებოდა 2800 ადამიანი, ომიანობის დროს _ 3350.

მოტოქვეითი ბრიგადა შემდგარი უნდა ყოფილიყო ორი მოტოქვეითი და ორი სატანკო ბატალიონებისგან (მათგან ერთი კადრირებული), საარტილერიო დივიზიონისა და სხვა საბრიგადო ქვედანაყოფებისგან. მშვიდობიანობის დროს მასში იქნებოდა 3000 ადამიანი, ომიანობის დროს _ 3600. მოტოქვეითი და სატანკო ბრიგადების სრულად დაკომპლექტების განხორციელებას ომიანობის დროს გეგმავდნენ „მუდმივი მზადყოფნის“ რეზერვის ხარჯზე, რომლის რიცხოვნების მნიშვნელოვნად გაზრდასაც ვარაუდობდნენ (იმ ხანად იგი უტოლდებოდა დაახლ. 30 ათას ადამიანს; /შენიშვნა: „მუდმივი მზადყოფნის“ რეზერვში შესაძლო იყო ჩაერიცხათ ერთი წლის ვადით ყველა სამხედრო მოსამსახურე ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან მათი განთავისუფლებისას. რეზერვისტების ამ კატეგორიას გიწვევდნენ არმიაში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მობილიზაციის გამოცხადებამდე/).

საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში უნდა შესულიყო საშტაბო ასეული (ორი ტსმრჭ გდ „თოუ“, ორი 20-მმ ზარბაზანი), ნაღმსატყორცნების ასეული (რვა 120-მმ ნაღმსატყორცნი), მომარაგების ასეული, ორი საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი (20-20 ტსმრჭ გდ „მილანი“ და ცხრა-ცხრა 20-მმ ზარბაზანი), ორი გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი (24-24 ტსმრჭ გდ „თოუ“ და 12-12 20-მმ ზარბაზანი).

მომავალი რეორგანიზაციის მსვლელობისას ბუნდესვერის სარდლობა ითვალისწინებდა აგრეთვე ტ ე რ ი ტ ო რ ი უ ლ ი ჯ ა რ ე ბ ი ს მნიშვნელოვან გაძლიერებასაც. მის შემადგენლობაში გეგმავდნენ ჰყოლოდათ სამი ტერიტორიული სარდლობა, ექვსი სამხედრო ოლქი (ტერიტორიულ სარდლობას „შლეზვიგ-ჰოლშტაინი“ უწინდებურად უნდა შეედგინა იმავე დროს I სამხედრო ოლქიც), 29 საოლქო და 77 რაიონული თავდაცვის შტაბი. გეგმავდნენ „ჰაიმათშუთცის“ ჯარების ყველა სარდლობის რეორგანიზებასა და გადაიარაღებას, ექვსი კადრირებული მძიმე ქვეითი პოლკის ხელახლა ჩამოყალიბებას, ხოლო დაცვის არსებული ბატალიონებისა და ასეულების ბაზაზე დაცვის 15 კადრირებული პოლკის შექმნას. ამით ვარაუდობდნენ ტერიტორიული ჯარების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და ომიანობის დროს დამატებითი შენაერთების ჩამოყალიბების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

დასავლეთგერმანული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, „ჰაიმათშუთცის“ ახალი ორგანიზაციის ჯარების მეთაურობას თავის შემადგენლობაშო ეყოლებოდა ორი სატანკო ბატალიონი (41-41 ტანკი), ქვეითი ბატალიონი ჯავშანტრანსპორტერებზე, ქვეითი ბატალიონი ავტომობილებზე, საარტილერიო დივიზიონი (18 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა), აგრეთვე მართვის, უზრუნველყოფისა და მომარაგების ქვედანაყოფები.

მძიმე ქვეით პოლკს უნდა ჰყოლოდა სატანკო ბატალიონი (41 ტანკი), ორი ქვეითი ბატალიონი ავტომობილებზე, საარტილერიო დივიზიონი (18 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა), აგრეთვე მართვისა და მომარაგების ქვედანაყოფები.

დაცვის პოლკში უნდა ყოფილიყო დაცვის სამი ბატალიონი ავტომობილებზე და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.

„ჰაიმათშუთცის“ ჯარების მეთაურობების გამოყენებას ითვალისწინებდნენ ნატო-ს ბლოკის ჯარების პირველი ეშელონის გასაძლიერებლად, მძიმე ქვეითი პოლკები განკუთვნილი იყო კორპუსის ზურგის რაიონსა და საბრძოლო მოქმედებების ზონის ზურგის რაიონში საბრძოლო გამოყენებისთვის, დაცვის პოლკები _ ზურგის რაიონებში ადგილის განსაზღვრული უბნების დასაცავად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაცვისთვის გეგმავდნენ დაცვის 150 მოტორიზებული ასეულისა და 300-მდე ოცეულის ყოლას.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სახმელეთო ძალების რეორგანიზება უნდა განეხორციელებინათ რამდენიმე ეტაპად. ბრიგადების გადაყვანას ახალ ორგანიზაციაზე დაიწყებდნენ 1980 წელს. საკორპუსო და სადივიზიო ნაწილების რეორგანიზება და გადაიარაღება მოხდებოდა ახალი საბრძოლო ტექნიკის მიწოდების-და მიხედვით. ტერიტორიულ ჯარებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას დასჭირდებოდა ხუთი-ექვსი წელიწადი.

ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი ს შემდგომი განვითარებისა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების განხორციელებას ბუნდესვერის სარდლობა გეგმავდა ძირითადად საავიაციო ტექნიკისა და იარაღის განახლების ხარჯზე.

სჰძ-თვის უნდა შეესყიდათ 212 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი „ტორნადო“ (მიწოდებები უნდა დაწყებულიყო 1881 წელს), 175 მსუბუქი მოიერიშე „ალფა ჯეტი“ (ჯარებში აწვდიდნენ უკვე 1978 წლიდან), 175 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „როლანდ“ 2 (უნდა მიეწოდებინათ 1983-დან 1989 წლის ჩათვლით).

ახალი საბრძოლო ტექნიკის მიწოდებასთან ერთად 31-, 32-, 33- და 34-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი საავიაციო ესკადრების (ბაზირებულისა ნერვენიხში, ლეხფელდში, ბიუჰელსა და მემინჰენში), რომლებიც აღჭურვილი იყო თვითმფრინავებით F-104G, გადაიარაღებას გეგმავდნენ თვითმფრინავებით „ტორნადო“, ხოლო 41- და 43-ე მსუბუქი საბრძოლო საავიაციო ესკადრებისა (ჰუზუმსა და ოლდენბურგში) და 50-ე საავიაციო სკოლის (ფიურსტენფელდბრუკში) გადაიარაღებას _ თვითმფრინავებით „ალფა ჯეტი“ (G.91-ების ნაცვლად). ამასთან 50-ე საავიაციო სკოლა გარდაიქმნებოდა 49-ე გამანადგურებელ-ბომბდამნშენ საავიაციო ესკადრად (მისი ამოცანები რჩებოდა უწინდელი, ხოლო ამ თვითმფრინავებისთვის მფრინავების მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, მისი გადაიარაღება უნდა მომხდარიყო თითქმის პირველ რიგში), 41- და 43-ე ესკადრები მიიღებდნენ ასეთსავე დასახელებას. 35- და 36-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი, აგრეთვე 71- და 75-ე გამანადგურებელი საავიაციო ესკადრების (შესაბამისად პფერდფელდში, ჰოფსტენში, ვიტმუნდჰაფენსა და ნოიბურგში) შეიარაღებაში რჩებოდა თვითმფრინავები F-4F, 51- და 52-ე სადაზვერვო საავიაციო ესკადრებისა (ბრემენჰარტენსა და ლექში) _ თვითმფრინავები RF-4E.

80-იანი წლების მეორე ნახევარში გეგმავდნენ ზმრ-ების „ნაიქ-ჰერკულესი“ შეცვლას, რისთვისაც ვარაუდობდნენ ახალი ამერიკული ზრკ-ების „პეტრიოტი“ შესყიდვას.

ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ძ ა ლ ე ბ შ ი ც, სჰძ-ის მსგავსად, რაიმენაირი არსებითი საორგანიზაციო ცვლილებების გატარებას არ ითვალისწინებდნენ. საბრძოლო ტექნიკის განახლების მიზნით გეგმავდნენ 112 თვითმფრინავის „ტორნადო“ შესყიდვას (F-104G-ების შესაცვლელად), ასევე 28 ზრკ-ისა „როლანდ“ 2 (მიწოდება უნდა დაეწყოთ 1985 წლიდან), გარდა ამისა გეგმავდნენ 122 პროექტის 12 მრი ფრეგატის აგებას (პირველი ოთხი წყალში უნდა ჩაუშვათ 1981-1982 წლებში), ასევე ახალი ტიპის ათი სარაკეტო კატარღის (მათ უნდა შეეცვალათ დარჩენილი სატორპედო კატარღები) და ტრალერების ექვსი სისტემისა „სამეული“, გარდა ამისა, უნდა შეეკვეთათ 12 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი 122 პროექტის მრი ფრეგატებისთვის.

მთლიანობაში, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ბუნდესვერის მოდერნიზებაზე 80-იანი წლების პირველ ნახევარში გეგმავდნენ 40 მლრდ. მარკაზე მეტის დახარჯვას. ბუნდესვერის სარდლობა იმედოვნებდა, რომ დასახული საორგანიზაციო ღონისძიებები საშუალებას მისცემდათ გაეუმჯობესებინათ ჯარების ოპერატიული ხელმძღვანელობა და შენაერთებისა და ნაწილების ბრძოლაში მართვის მოქნილობა, ხოლო შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის იარაღის ახალი სისტემებით გადაიარაღების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდებოდა მათი მანევრულობა, დამრტყმელი და საცეცხლე ძლიერება. ამავდროულად ტერიტორიული ჯარების გაძლიერებისა და „მუდმივი მზადყოფნის“ რეზერვის რიცხოვნების გაზრდის ხარჯზე ვარაუდობდნენ ბუნდესვერის სამობილიზაციო შესაძლებლობების შემდგომი ზრდის უზრუნველყოფას.

(გაგრძელება იხ. ნაწილი III)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment