Tuesday, December 25, 2012

“ცივილიზებული საზოგადოებრიობა” მხარს დაუჭერს ყველაფერს, რაც მომართულია რუსეთის წინააღმდეგ

სტრასბურგში ახლახანს ჩატარებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ესპა, ПАСЕ) სესიის შემდეგ ნ. ა. ნაროჩნიცკაიას პრეს-სამსახურს მიმართა ბევრმა გამომცემლობამ თხოვნით მისცეს საქართველოს მხარის მიერ ინიცირებული პლენარული სხდომის დღის წესრიგის მასალები – “რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობანი”. პრეს-სამსახურის თანამშრომელი ანდრეი ანტიპოვი შეეცადა გაერკვია ნატალია ალექსის ასულთან ამდენად დამაინტრიგებელი მოვლენის გარემოებანი.

“საქართველოს დელეგაციის პროვოკაცია ევროპის საბჭოში ვერ გამოვიდა” – თვლის ნატალია ნაროჩნიცკაია. უფრო მეტიც, ისარგებლა რა მომენტით, რუსეთმა წარუდგინა მსოფლიო საზოგადოებრიობას საქართველოში ახლანდელი კონფლიქტის ფესვების იურიდიული დასაბუთება.

“პირველივე პლენარულ სხდომაზე – ჰყვება ნატალია ნაროჩნიცკაია, – საქართველოს დელეგაციამ დღის წესრიგის სასწრაფო პუნქტის სახით შემოიტანა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობათა განხილვა. როგორც კულუარებში ამბობდნენ, მათ თავად მიიღეს ეს ინსტრუქცია, უკვე სტრასბურგში ჩამოფრენილებმა, და შეშფოთებულები და დარცხვენილები იყვნენ (и были обеспокоены и смущены), ვინაიდან ჩვენ დელეგაციეს ბევრ წევრთან არცთუ ცუდი ურთიერთობები გვქონდა, ისინი ყოველთვის ესწრებოდნენ ჩვენს “რუსეთის მეგობართა დღის” – მიღებას მუდმივ წარმომადგენლობაში, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ვხედავდით, რომ ბევრი პარლამენტარი გულწრფელად არ ისურვებდა ურთიერთობათა გაუარესებას”.

– მათ ინსტრუქცია მიიღეს თავისიანებისგან? საქართველოს მთავრობისგან?

– დიახ. დასმულ იქნა ამოცანა წასულიყვნენ ურთიერთობათა გამწვავებაზე და გამოეტანათ ისინი “ცივილიზებული ევროპის” სამსჯავროზე. პრეზიდენტი სააკაშვილი არცთუ უსაფუძვლოდ დარწმუნებული იყო, რომ ეგრეთ წოდებული ცივილიზებული საზოგადოებრიობა მხარს დაუჭერს ყველასა და ყველაფერს, რაც მომართულია რუსეთის წინააღმდეგ, და წინასწარ განიცდიდა კმაყოფილებას იმისგან, რომ, არ შეინიღბება რა დიპლომატიური ეთიკით, ღიად გამოთქვამს ყველაფერს, რასაც საქართველო ფიქრობს რუსეთის შესახებ, რისი გაკეთებაც შეუძლებელია ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების დროს ოფიციალურ განცხადებებში.

მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა, ახალგაზრდობის გამო, ალბათ, რომ ჩვენთვის სულაც არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი და სულაც არა ძალზედ საგრძნობი კიდევ ერთხელ მოსმენა “იმპერიული ბარბაროსული” რუსეთის დაგმობისა. ევროპის საბჭო მხოლოდ ამით თუ არის დაკავებული, ეს მისი ჟანრია. წინა დღე ჩვენთვის იყო უმძიმესი ჩეჩნეთის საკითხის გამო, როდესაც ლორდ ჯადს არც კი შერცხვენია ეწოდებინა დანაშაულებისთვის ბესლანში “კონტრპროდუქტიული აქცია”, გვიჩვენა რა, რომ ბანდიტები მისთვის – გმირები არიან და მათი საქმე – “სამართლიანია”, და იგი უბრალოდ ნანობს, რომ ისინი ზოგჯერ იქცევიან “უიღბლოდ”, რაც აძნელებს მისთვის მათ დაცვას.

ევროპის საბჭო საერთოდ წარმოადგენს სუფთად იდეოლოგიურ ორგანიზაციას, ერთგვარ “მაჩვენებელ თითს”, რაღაც მსგავსებას IV ლიბერალური და, სამწუხაროდ, ტოტალიტარული ინტერნაციონალისა, რომელიც იძლევა ცივილიზებულობის სერტიფიკატებს. და რუსეთი, როგორც არ უნდა ცდილობდეს თავი მოაწონის ევროპას, როგორც არ უნდა ცდილობდეს იგი აღარ იყოს სკუთრი თავი და იქცეს “ევროპად”, ვერასოდეს ვერ ეღირსება არანაირ თავზე ხელის გადასმას. ჩვენ ვთამაშობთ უცხო მოედანზე, უცხო ტერმინოლოგიით, ჩვენ განწირულები ვართ რომ იქ ვიყოთ მისატყეპი ბიჭი და ამისთვის ფულებიც ვიხადოთ. ხოლო ყველაზე დიდი შესატანი კი – რუსეთისაა – 25 მლნ. ევრო. ამ ფულებით, ისე რომ ღებულობს სადღეღამისო ანაზღაურებას ცხრაჯერადი ზომით (რისკის გამო) და არ უხდის არც ერთ კაპიკს ჩვენს სამხედროებს, რომლებიც მას აცილებენ იქ და იცავენ, საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასად, ბატონი ბინდიგი (ყველაზე უფრო ოდიოზური რუსოფობი – მომხსენებელი ჩეჩნეთის საკითხებში) და სხვები მგზავრობენ ჩეჩნეთში, საუბრობენ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა მემორიალი, ისეთ მოწმეებთან, როგორიც გახლავთ ანდრეი ბაბიცკი და შემდეგ ამტკიცებენ, რომ რუსეთს არ შეუძლია არც კავკასიის შეკავება და არც ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფა, და ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა მსოფლიო საზოგადოებრიობის ჩარევა. უფრო ზომიერი მომხსენებელი ჩეჩნეთში დევნილთა მდგომარეობის საკითხებში – პოლონელი ივინსკი, რომელმაც “გაბედა” ეღიარებინა გარკვეული ძვრა ამ სიტუციაში – კომპენსაციების დაწყებული გადახდა, ათასობით ადამიანის დაბრუნება მშობლიურ მხარეში, ბანაკების ნაწილის დემონტაჟი არასაჭიროობის გამო, პოლონურმა პრესამ უბრალოდ გააცამტვერა, ვინაიდან ივინსკიმ “უღალატა” დემოკრატიას და იგი არ არის პოლონელი, თუკი არ არის აგზნებული ზოოლოგიური სიძულვილით რუსეთისადმი.

ამრიგად, საქართველომ გადაწყვიტა “თვალები აეხილა” ევროპისთვის რუსეთზე. აშკარად ოკეანსიქითა უნივერსიტეტში აღზრდილი ჭაბუკი დელეგაციეს სახელით კარგი ინგლისურით, ცდილობდა, როგორც გამოცდაზე გასული სტუდენტი, მისთვის გამოყოფილ 5 წუთში ეთქვა რაც შეიძლებოდა მეტი რუსეთის “დამპყრობლური ავხორცობის” შესახებ. უბრალოდ, აკსაკოვის მიხედვით, რომელმაც შენიშნა: “როდესაც ატყდება სტვენა და ხმაური რუსეთის დამპყრობლური ავხორცობის საბაბით, იცოდეთ, რომ რომელიღაც დერჟავა თავად ამზადებს უცხო მიწის ყველაზე უფრო უსინდისო დაპყრობას”. ვითომდა, რუსეთი, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი იმპერიული ამბიციები, ყოველთვის მიმართავს დივერსიებს საქართველოს წინააღმდეგ, აქეზებს ოსებსა და აფხაზებს, სურს დაიპყროს პატარა საქართველო, რომელიც სამართლიანობას ევროპისგან ეძიებს. შამილ ბასაევიც რუსეთმა გაგზავნა საომრად აფხაზეთში, და აბაშიძის გადაყლაპვასაც არ ანებებდა, თუმცა კი ყველასთვის ცნობილია, რომ იგი გადაყლაპეს ოფიციალური რუსეთის სავსებით კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის დროს. ყველანი, ვინც არ ეთანხმებიან თბილისური რეჟიმის პოლიტიკას – რუსული იმპერიალიზმის აგენტები არიან, აფხაზეთისა და ოსეთის ლიდერები – მოსკოვის მარიონეტები. რუსეთის სამხედროთა სტატუსი – უხეში პროვოკაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მუქარაა.

ნინო ბურჯანაძე გამოვიდა, რა თქმა უნდა, მშვიდად და მომწიფებულად, – ეს ძლიერი პოლიტიკოსია, მაგრამ არა ნაკლებ მკვეთრად შინაარსით.

– გვინდოდა უფრო დაწვრილებით შეგვეტყო, რა უთხარით თქვენ ამ დროს ბურჯანაძეს.

– სცენარი, რომლის მიხედვითაც გამოვიდა რუსული დელეგაცია, საბოლოო ჯამში ძალზედ იღბლიანი გამოდგა. პრაქტიკულად არწამგებიანი. ჩვენ გამოვხატავდით სრულ გულმოწყალე სიმშვიდეს. ვიღიმებოდით, ვისხედით არა დაძაბულად, არამედ აუღელვებლად. თავიდან საპასუხო სიტყვით გამოვიდა დელეგაციის მეთაური კონსტანტინე კოსაჩოვი და ძალზედ კარგად, მშვიდი ტონით, ახდენდა რა იმის დემონსტრირებას, რომ განხილვა ჩვენ წყენას კი არ გვაყენებს, არამედ უფრო გვაოცებს იმით, თუ როგორ შეიძლება გამწვავების გაბერვა არაფრისგან. ევროპის საბჭო ის ფორუმი არ არის, რომელზედაც გამოაქვთ ორმხრივი ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის. ევროპის საბჭო განსაზღვრების მიხედვით დაკავებულია ადამიანის უფლებებით. კ. კოსაჩოვმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის გამოც პასიხისმგებლობის გადმოტანას თბილისი ცდილობს რუსეთზე, – ეს შიდა კონფლიქტია, დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევებთან ავტონომიებში. მან აღნიშნა საქართველოს მიერ კონკრეტული შეთანხმებებისა და ვალდებულებების არშესრულება, მაგრამ ამასთან ერთად მიუთითა არსებულ პრაქტიკაზე, მათ შორის ევროპის საბჭოს ფარგლებშიც – როცა ორმხრივი სამუშაო ჯგუფი შეძლებდა ემუშავა პოზიციების გარკვევაზე.

შემდეგ პროცედურის მიხედვით დაიწყო დებატები, რომლებიც ძალზედ მოკლე აღმოჩნდა, რასაც არ მოელოდა ქართული დელეგაცია. სიტყვა მიეცა პოლიტიკურ ჯგუფებს.

გამოვიდნენ სიციალისტების, ლიბერალების, ევროპელი დემოკრტების, გაერთიანებულ მემარცხენეთა ლიდერები (ეს უკანასკნელი რუსეთისადმი ყველაზე უფრო ლოიალური და კეთილსინდისიერი ჯგუფია ყველა დებატებზე, რომელთანაც არავინ არ მუშაობს სინამდვილეში /по настоящему/, ვინაიდან ჩვენ ახლა “დემოკრატები” ვართ) და ასე შემდეგ. მსოფლმხედველობით კონსერვატორები იქ საერთოდ არ არიან. ყველანი “გაერთიანებულ მემარცხენეთა” გარდა ლაპარაკობდნენ დიდი და მუდმივად აგრესიული რუსეთის შესახებ, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ჩეჩნეთსაც თრგუნავს და პატარა საქართველოს – პოსტსაბჭოთა სივრცეზე დემოკრატიის ფლაგმანის გადაყლაპვასაც ცდილობს. ერთმა “ციცერონმა” რუსეთი სპილოსაც კი შეადარა, რომელიც ცდილობს თაგვთან ერთად სადღაც გაძრომას და ჩივის მასზე, როგორც ხელის შემშლელზე. (დიდი სურვილი მიჩნდებოდა რომ მეხუმრა ამავე სულისკვეთებით, გამეფრთხილებინა სპილოსთან ანალოგიების გამო, ხომ არის კიდევ იგავარაკი “სპილო და ფინია”, მაგრამ ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ფორუმებზე არ შეიძლება).

შემდეგ მე გამოვედი. პატიოსნად რომ ვთქვათ, მე ამ ჩემს გამოსვლას ვაფასებ როგორც ძალზედ დიდ იღბალს. პირველად არა სტატიაში, არა სამეცნიერო კონფერენციაზე, არამედ ავტორიტეტულ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ესწრებოდნენ ელჩები და რომელზედაც მიჯაჭვული იყო საგარეო საქმეთა მინისტრების ყურადღება, მე არა მეცნიერის სახელით, არამედ რუსეთის პარლამენტიდან ყველას გასაგონად იურიდიულად დავასაბუთე ამ კონფლიქტის ფესვები.

მე დავიწყე ენაწყლიანად იქიდან, რომ “არც ისეთი ცუდია რუსეთი, თუკი ურთიერთობათა გაუარესების მიუხედავად, საქართველოს მოსახლობის 20 პროცენტზე მეტი გადმოსახლდა რუსეთში და იქ განიცდის აყვვებას, რომ უკვე აღარ ვილაპარაკოთ ქართული ინტელექტუალური და არტისტული ელიტის დიდ ნაწილზე, რომელიც სარგებლობს თავიანთი რუსი თაყვანისმცემლების უცვლელი სიყვარულით და არ გრძნობს (განიცდის) ადამიანის უფლებათა შივიწროვებას”.

“კონფლიქტი კი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მომდინარეობს საქართველოს მიერ თავისი ავტონომიების კონსტიტუციური უფლებების დარღვევიდან სსრკ-დან გასვლის დროს. კონსტიტუციის მიხედვით, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა, რომელსაც გააჩნდა თავის ტერიტორიაზე ავტონომიები, ვალდებული იყო, გამოაცხადებდა რა თავისი სურვილის შესახებ გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, მიეცა თითოეული ავტონომიისთვის ცალკე რეფერენდუმი თავისუფლად ნების გამოხატვისთვის სახელმწიფოებრივი მომავლის საკითხში. კონფლიქტი უკვე ცეცხლად იყო აგზნებული ჯერ კიდევ სსრკ-ის ფორმალურად დაშლამდე. 90 წელს იყო ომი ოსებსა და ქართველებს შორის, ამასთან ეს იყო კონფლიქტი სწორედ საქართველოს სსრკ-ის რესპუბლიკიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაქცევის საკითხის გამო. და რა ქნა მსოფლიო საზოგდოებრიობამ?

მსოფლიო საზოგადოებრიობამ დახუჭა თვალები ამ კონფლიქტზე, თითქოს და იგი საერთოდ არც ყოფილიყოს, აღიარა საქართველო სსრკ-ის რესპუბლიკის საზღვრებში, ხოლო შემდეგ კი გამოაცხადა კონფლიქტი სეპარატისტულად, ვითომდა როგორც იგი წარმოქმნილიყო უკვე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული და ლეგიტიმურად აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აი რატომ, (ვთქვი მე პროფესორისეული მიუკერძოებელი /безразличный/ ტონით, თითქოსდა გადმოვცემდი არა რუსული მხარის პოზიციას, არამედ უცილობელ იურიდიულ ფაქტს), მხარეები ამ შიდა (მე ამას ხაზი გავუსვი) კონფლიქტში საქართველოს ტერიტორიაზე არც თუ უსაფუძვლოდ თვლიან რესპუბლიკის ახლანდელ სტატუსს არასაბოლოოდ და იურიდიულად არცთუ უნაკლოდ. (მე შეგნებულად ავარიდე თავი ტერმინს “არალეგიტიმური”, რათა არ დაედოთ რუსეთის დელეგაციისთვის ბრალი საქართველოს მთლიანობის არაღიარებაში)

შემდეგ მივუთითე, რომ რუსეთი, “მიუხედავად ამისა, თანამიმდევრულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ოფიციალური განცხადება იწყება ამ საწყისი პოზიციის დადასტურებით. ამიტომ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს ეს სერიოზული პრობლემები თავის ავტონომიებთან. მაგრამ მაინც რატომ ვარაუდობენ ისეთ მადლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ავტონომიები თავის მომავალს აუტანლად? იქნებ იმიტომ, რომ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ახალგაზრდა დემოკრატია სულ უფრო ხშირად აცხადებს “ერის მტრებად”, რაც იწვევს ანალოგიებს სტალინის ხანასთან? იქნებ იმიტომ, რომ დამოკიდებულებანი ეროვნულ უმცირესობებთან უკვე გამომჟღავნებულია ისეთი ფორმით, რომ არ უტოვებს მათ იმედებს უკეთეს მომავალზე? თბილისმა უკვე სცადა უბრალოდ მოესპო აფხაზეთის ავტონომია, და ისიც, რაც მოხდა აჭარასთან მიმართებაში, სულაც არ არის აღმაფრთოვანებელი”.

დასასრულს მე ვთქვი: რუსეთისთვის არ არის არაფერი უფრო სასურველი რეგიონში, ვიდრე ერთიანი, მთლიანი და რუსეთის მიმართ მეგობრული საქართველო. და სურვილი გვექნებოდა, რათა მისი პოლიტიკა ყოფილიყო ნამდვილად დამოუკიდებელი (самостоятельная), ისევე როგორც ქართული სახელმწიფოს დეკლარირებული დამოუკიდებლობაც”.

კიდევ იყო ა. ფომენკოს გამოსვლა, რომელმაც ძალზედ ჯეროვნად გადმოსცა ბოლშევიკების მიერ აფხაზეთისა და ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ჩართვის ზოგიერთი ისტორიული გარემოება. სწორედ აქ გაისმა გონგის ხმა – საკითხზე გამოყოფილი ერთი საათი ამოიწურა. ჩვენმა ელჩმა ევროპის საბჭოში გამოიარა გასასვლელი და საჯაროდ გადამეხვია და გადამკოცნა.

ქართული დელეგაცია უბრალოდ გაოგნებული იყო. იგი ასე ბოლომდე, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებდა, რომ მთელი ეს მსჯელობა არ ვარაუდობდა რეზოლუციების, გადაწყვეტილებების გამოტანას. ევროპის საბჭოს არ შეუძლია დადგენილებების გამოტანა ორმხრივ და საერთოდ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ჩვენი მხარისთვის მათი ბრალდებები ევროპის საბჭოში არაფერი ახალი, გარემოება რომ შეეცვალა, არ ყოფილა, “ლორდ ჯადების” მხარდაჭერას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის საერთოდ არ გააჩნია მნიშვნელობა. მათ ითხოვეს მათთვის მოესმინათ – მათ მოუსმინეს, მოგვისმინეს ჩვენც. მათივე საკუთარი ინიციატივის შედეგად კი იქცა კონფლიქტის უდაო იურიდიული საფუძვლების გადმოცემა, რომლებსაც ისინი გულდასმით აჩუმათებენ, ვინაიდან ეს მათი ყველაზე უფრო მოწყვლადი ადგილია.

– და რატომ არ ყოფილა საზოგადოებრივი რეზონანსი, და ჩვენმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა პრაქტიკულად რატომ არ მოახდინეს ამ პოლემიკაზე რეაგირება?

– რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგადი სტრატეგიაა – ყველანაირად აქრობდეს კონფლიქტის გამო მხურვალე მსჯელობას პრესაში, არ ახდენდეს მის მუსირებას. მეორე, ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მთლიანობაში ძალიანაც არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესების პოზიცია. უკანასკნელი და მეორეხარისხოვანია, მაგრამ რასაც მაინც ადგილი აქვს, ის, რომ – (საპარლამენტო ფრაქცია) “როდინას” გაპიარება არ უნდათ (ნატალია ნაროჩნიცკაია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში ამ ფრაქციის წევრი გახლდათ – ი. ხ.).

ნატალია ნაროჩნიცკაიას ესაუბრებოდა
ანდრეი ანტიპოვი
14. 10. 04

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


მთარგმნელის კომენტარი

სამწუხარო რეალობაა ის, რაც ზემოთ მოყვანილ ინტერვიუშია გადმოცემული. უწინარეს ყოვლისა მინდა ყურადღება გავამახვილო იმ იურიდულ არგუმენტაციაზე, რომელიც ნატალია ალექსის ასულმა წარუდგინა ევროსაბწოს საპარლამენტო ასამლეას და მისმა წვრებმაც ამაზე საპასუხოდ ვერაფერი განაცხადეს, იმიტომ რომ ეს არგუმენტაცია სავსებით ჯდებოდა დასავლეთ ევროპული შეგნებისა და ცნობიერების ფარგლებში. საბჭოთა კავშირში კონსიტუციურად მართლაც იყო აღიარებული კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის უფლება, მაგრამ 80-იანი წლების ბოლომდე არ არსებობდა ამის საკანონმდებლო მექანიზმი და პროცედურები. 80-იანი წლების მიწურულს მართლაც იქნა შემუშავებული და ოფიციალურად დამტკიცებული ეს მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რაც აღწერილი აქვს თავის ინტერვიუში ნ. ნაროჩნიცკაის, და ეს მექანიზმი საქართველოსთან და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან მიმართებაში უგულვებელყოფილ იქნა სსრკ-ის ხელისუფლებაზე დასავლეთის ზეწოლის შედეგად. მაგრამ გარდა ამ იურიდიული მსჯელობისა, არის ისტორიული სინამდვილეც, ისტორიული სამართლიანობაც, რომელიც გვეუბნება, რომ ე. წ. სამხრეთელი ოსები საქართველოში ნებაყოფლობით ჩამოსახლებულნი და ისტორიული ქართული სახელმწიფოს ქვეშევრდომობაში საკუთარი ნებით შემოსულები არიან. ამის გამო ბევრი ლაპარაკი და დავა იყო 80-იანი წლების მეორე ნახევარშიც, მაგრამ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო თავისი სიმართლის დასაბურება ამ დავაში.

მე მახსოვს, 1991 წლის დასაწყისში, როცა ვამზადებდით ჩვენს მიერ დაარსებული (გარკვეულ წილად კი აღდგენილი) სამხედრო-ისტორიული ჟურნალის “მხედარის” პირველ ნომერს და გვიხდებოდა საბურთალოს ბოლოში ერთერთ კომპიუტერულ ცენტრში მგზავრობა, სადაც ჩვენი ჟურნალის მასალები კომპიუტერში შეჰქონდათ, ერთხელ ავტობუსში ყოფნისას ვუსმენდი მაშინდელი უზენაესი საბჭოს სხდომის ტრანსლაციას, სადაც “მრგვალი მაგიდის” ფრაქციის წევრი ალექსანდრე ქობულაშვილი, რომელსაც მანამდეც პირადად ვიცნობდი “სახალხო ფრონტიდან”, გულის ტკივილით ამბობდა დაახლოებით შემდეგს: ოსებთან კონფლიქტის გამო ჩვენს ისტორიკოსებს ვეკითხებოდით, თუ შეგიძლიათ რომ ოსებს სამეცნიერო არგუმენტებით დაუმტკიცოთ მათი პრეტენზიების უსამართლობაო. ესენი გვარწმუნებდნენ, რა თქმა უნდა შეგვიძლიაო, მოვაწყვეთ კიდეც ასეთი ღონისძიება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველი ისტირიკოსების ამ ომახიანი დაპირებების უკან მათი რეალური ცოდნა არ ყოფილა და მათ ვერ შეძლეს ჩვენი ოსი ოპონენტების არგუმენტაციის გაბათილებაო. ესეც ჩვენი სამწუხარო სინამდვილეა, და არა იმიტომ, რომ ასეთი მასალები არ არსებობდა ან არ არსებობს, უბრალოდ ქართველმა ისტორიკოსებმა ისინი არ იცოდნენ, უფრო სწორედ, არ იცოდნენ იმ დონითა და ისეთი საფუძვლიანობით, რომ ოსი მიმთვისებლები ჩვენი მიწისა გაეჩუმებინათ. და ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა.

სულ ახლახანს, ჩემთვის ძალიან მოულოდნელად და სასიხარულოდ, მე ვთარგმნე და ბლოგზეც გამოვაქვეყნე მცირე მასალა – ერთი თავის თარგმანი XIX საუკუნის რუსი სამხედრო ისტორიკოსის, აკადემიკოსისა და გენერალ-ლეიტენანტის, ნიკოლოზ დუბროვინის ვრცელი წერილისა «Осетины (Ироны)», რომელიც მოთავსებულია 1871 წელს პეტერბურგში გამოქვეყნებულ მის წიგნში «История войны и владычества русских на Кавказе» (т. I, книга I). წერილის ეს ნაწილი შეეხება ოსთა ვინაობასა და მათ განსახლებას XIX საუკუნის შუახანებში. ავტორს იქ ერთი აბზაცი მიძღნილი აქვს საკუთრივ სამხრეთელი ოსებისადმი და აი რას ამბობს იგი:

“მთიანი ოსეთის უმეტესი ნაწილის ნიადაგის მცირე მწარმოებლურობამ მიიყვანა მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბემდე. ოსები ყოველთვის განიცდიდნენ არა მხოლოდ იმ საგნების უკმარისობას, რომლებიც არ იყო საკუთარ ქვეყანაში, მაგალითად მარილისა, არამედ არსობის პურისაც კი. ხვნა-თესვისთვის მოსახერხებელ მიწას ამ დრომდეც კი გაუგონარი ფასი აქვს: ის იმ ცხოველის ფასი ღირს, რომელიც მასზე დაეტევა. მიწის ნაგლეჯი, რომელსაც დაიკავებს მწოლიარე ძროხა, ძროხის ფასი ღირს; მეორე ცხვრის ფასი და სხვა. ეს მცირემიწიანობა იყო იმის მიზეზი, რომ ოსების ნაწილი გადასახლდა მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე და ნებაყოფლობით მისცა საკუთარი თავი ქართველ მემამულეთა კაბალაში. დაიკავეს რა კუდარის (Кударовское), დიდი და პატარა ლიახვის, რეხულას, ქსნისა და მისი შენაკადების ხეობები, ოსები იქცნენ თავადების ერისთავებისა და მაჩაბლების ყმა-გლეხებად. ეს გადასახლებულები შეადგენენ კიდეც ეგრეთ წოდებული სამხრეთელი ოსების დასახლებებს და, თავის მხრივ, იყოფიან ასევე ბევრ წვრილ საზოგადოებად, რომლებიც ატარებენ მათი საცხოვრებელი ხეობების სახელებს. ასე, ისინი იყოფიან ქსნის, კუდარის, ლიახვის, ღუდუშაურის, მაღლადოლეთის (Магладолетскихъ, მაღრან-დვალეთის /?/), ჯამურისა და სხვა საზოგადოებებად. ბევრი ოსი დაესახლა მთიულეთსა და ხევის ხეობაში. სამხრეთ კალთის მხოლოდ არცთუ ბევრი საზოგადოებისა და დაბლობ (ზეგან) ადგილას მცხოვრებთა გამოკლებით, ყველა დანარჩენი ოსები ღარიბები არიან, თითქმის შიშვლები ან სულ უკანასკნელ ხარისხამდე ცუდად ჩაცმულნი; ცხოვრობენ მიწურებში ან დანგრეულ კოშკებში და მიტოვებულ სიმაგრეებშიც კი. მიუხედავად ამისა, ოსი ყოველთვის მხიარულია, ყოველთვის უდარდელი”.

იქვე მოყვანილი მაქვს ამ აბზაცის რუსული ორიგინალური ტექსტიც:

«Малая производительность почвы большей части горной Осетiи довела населенiе до крайней бедности. Осетины всегда терпели недостатокъ не только въ предметахъ, которыхъ не было въ собственной стране, напримеръ соли, но даже въ насущномъ хлебе. Земля, удобная для хлебопашества и до сихъ поръ имеетъ неслыханную цену: стоитъ того животнаго, которое можетъ на ней поместиться. Кусокъ земли, который займётъ лежащая корова, ценится въ корову; другой въ овцу и проч. Эта малоземельность была причиною, что часть осетинъ переселилась на южный склонъ Главнаго хребта и добровольно отдала себя въ кабалу грузинскихъ помещиковъ. Занявъ ущелья: Кударовское, Большой и Малой Лiяхви, Рехулы, Ксани и ея притоковъ, осетины стали крепостными князей Эристовыхъ и Мочабеловыхъ. Эти переселенцы и составляютъ поселенiя такъ называемыхъ южныхъ осетинъ и, въ свою очередь, делятся так же на многiя мелкiя общества, носящiя названiе по именамъ ущелiй ими обытаемыхъ. Такъ, они делятся на Ксанскихъ, Кударскихъ, Лiяхвскихъ, Гудошаурскихъ, Магладолетскихъ, Джамурскихъ и другихъ. Много осетинъ поселилось въ Мтiулетiи и Хевскомъ Ущелье. За исключенiемъ только немногих обществъ южнаго склона и живущихъ на плоскости, все остальные осетины бедны, почти голы или до последней степени плохо одеты; живутъ въ землянкахъ или развалившихся башняхъ и даже въ оставленныхъ укрепленiяхъ. Не смотря на то, осетинъ всегда веселъ, всегда безпеченъ».

და ნუთუ ასეთი და ამის მსგავსი არგუმენტები, რომლებიც მოდიოდა არ ქართველებისგან, არამედ ასეთი დამსახურებული და პატივცემული რუსი ისტორიკოსებისგან, ან კიდევ სხვა რუსი და ევროპელი ავტორებისგან, ვერ გააჩუმებდა ოს სეპარატისტებს? განა მაშინ კი იქნებოდა ამდენი სისხლი, მსხვერპლი და სხვა უბედურებანი? ალბათ არა, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშიცაა, მაშინ ქართველი ისტორიკოსები ზოგადად რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების გადმოცემაშიც უნდა დამდგარიყვნენ ჭეშმარიტად სამეცნიერო და პატიოსან პოზიციაზე, ხელი აეღოთ იმ ტყუილებსა და ცილისმწამებლობაზე ისტორიული რუსეთის მიმართ, რომლებსაც მაშინაც უხვად მიმართავდნენ და ახლაც არ აკლებენ ხელს, თუმცა კი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საკმაოდ შეშინდნენ და ალბათ პასუხისმგებლობის შესახებაც დაფიქრდებოდნენ. ქართველი ისტორიკოსები და საქართველოს მმართველი წრეები პატიოსნად და პროფესიულად რომ იქცეოდნენ, მაშინ არაფერი დაუდგებოდა წინ ნატალია ნაროჩნიცკაიას იმ საბოლოო სიტყვებს, რომლებიც მის ინტერვიუშია გადმოცემული და მეც მას, პირადად, სავსებით მხარს ვუჭერ: “დასასრულს მე ვთქვი: რუსეთისთვის არ არის არაფერი უფრო სასურველი რეგიონში, ვიდრე ერთიანი, მთლიანი და რუსეთის მიმართ მეგობრული საქართველო. და სურვილი გვექნებოდა, რათა მისი პოლიტიკა ყოფილიყო ნამდვილად დამოუკიდებელი (самостоятельная), ისევე როგორც ქართული სახელმწიფოს დეკლარირებული დამოუკიდებლობაც”.

ანუ აქ არის გამოთქმული სურვილი, რომ საქართველოს ხელისუფალნი ატარებდნენ მართლაც ქართულ პოლიტიკას, დაფუძნებულს ქართულ ინტერესებზე, და არა დასავლეთის გავლენიანი წრეების ინტერესებზე, რომლებიც გამოიყენებენ ხოლმე ამათ, ხოლო შემდეგ კი განზე გადასდებენ, როგორც უკვე უსარგებლოს, რა თქმა უნდა, შემდეგ გამოყენებამდე...

Sunday, December 23, 2012

საქართველოს აქლემებს შორის გამოჭყლეტილი კოზაკის ბედს უმზადებენ

(გამოქვეყნებულ იქნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის “გაუხმაურებელი ფაქტების” 2001 წლის ნოემბრის ნომერში /6 ნოემბერი-3 დეკემბერი/)

საქართველოს ტერიტორიის “გეოპოლიტიკურობაზე” გაუთავებელმა ლაპარაკმა თავიც კი შეგვაწყინა. გავიგეთ, რომ მსოფლიოს რუკაზე მცირე, მაგრამ ფრიად ხელსაყრელი ადგილი გვიჭირავს, მაგრამ ახლა საკითხავი ის არის, სწორედ ამიტომ ხომ არ ემუქრება საქართველოს ზესახელმწიფოთა შეჯახების პოლიგონად ქცევა? გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომელი სამხედრო საკითხებში ბატონი ი რ ა კ ლ ი ხ ა რ თ ი შ ვ ი ლ ი.

– ამ პოლიგონის მზადება ცივი ომის დასრულებისთანავე დაიწყო. 90-იან წლებში ევროპას აღარ ემუქრებოდა დიდი ომის გაჩაღების საშიშროება. ამიტომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ შეამცირა თავისი სამხედრო ხარჯები, თურქეთმა კი სამხედრო ხარჯები გააორმაგა არა თავდაცვითი, არამედ სხვა მიზნებით. თურგუთ ოზალმა თურქეთის პრემიერ-მინისტრობის დროს განაცხადა, რომ თურქული სახელმწიფო მას წარმოუდგენია ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე. ანუ ეს მოხელე თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოიაზრებდა ყველა იმ ტერიტორიას, სადაც თურქეთს ისტორიულ-კულტურული, ეთნიკური ან რელიგიური ფესვები გააჩნია. ამ ქვეყნებს შორის კი საქართველოც იგულისხმება. განსაკუთრებით საგულისხმო ის არის, რომ დასავლეთმა ასეთი მადის მქონე თურქეთს შედარებით თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექოლოგიები გადასცა.

– შესაძლოა, თურქეთისათვის საქართველო ანგარიშგასაწევ ძალას არც მაშინ წარმოადგენდა და არც – ახლა, მაგრამ ნუთუ თურქეთის უკან მდგომმა დასავლეთმა არ იცოდა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას?

– ადვილი მისახვედრია: თუკი დასავლეთს მართლა სურდა დიდი ომის თავიდან აცილება, ის თურქეთის შეიარაღებას არ დაიწყებდა, მაგრამ დასავლეთმა მაინც გააკეთა ეს. საპასუხოდ, თურქეთისგან აღმოსავლეთით მდებარე რუსეთმა და ირანმა დაიწყეს სამხედრო თანამშრომლობა. მოგვიანებით მათ ჩინეთიც შეუერთდა და აღმოსავლური კოალიციაც ძლიერ გაერთიანებად იქცა. დასავლეთმა კი, საპასუხოდ, ამ კოალიციაში განხეთქილების შეტანაზე დაიწყო ზრუნვა. ჩემი აზრით, ბენ ლადენის საშუალებით ეს მოხერხდა კიდეც.

– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკის გამოზრდილი ტერორისტი ბენ ლადენი ჯერ კიდევ არ გასულა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის “ორბიტიდან”?

– დიახ, თავის დროზე ბენ ლადენი სწორედ ამერიკის ცენტრალური დაზვერვის კაცი იყო. მისი გაურჩება რუსეთში ელცინის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდს ემთხვევა. როცა ელცინი კლინტონს ჩინეთიდან თავისი ატომური შეიარაღებით დაემუქრა. ცხადია, ასეთი განცხადება ჩინეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ გაკეთდებოდა. სწორედ ამის საპასუხოდ მოხდა ბენ ლადენის “გამოსვლა” ამერიკული დაქვემდებარებიდან, რაც იმაში გამოიხატა, რომ ისლამური ფასეულობების დაცვის ლოზუნგებით აღჭურვილმა და მდიდარმა ბენ ლადენმა თალიბებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია, რომლის შედეგადაც თალიბებმა გააქტიურეს თავიანთი მოქმედებები ცენტრალურ აზიაში. ეს რეგიონი კი ერთგვარი “განხეთქილების ვაშლია” რუსეთ-ირან-ჩინეთისათვის, რადგან ამ რეგიონში ყველას თავისი ლუკმის “დათრევა” უნდა. მოკლედ, თავისი მოქმედებებით დასავლეთმა, როგორც ჩანს, დაანახა რუსეთს, რომ ჩინეთთან მის კავშირში მნიშვნელოვანი განხეთქილების შეტანა შეეძლო. ამიტომ დღესაც მგონია, რომ ბენ ლადენის მიმართ ამერიკის წყრომა მოჩვენებითია.

– თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ამერიკამ 11 სექტემბრის მოვლენებამდე არ იფიქრა გაეყინა ბენ ლადენის ფინანსური ანგარიშები. ასე არ არის?

– დიახ ასეა, და რადგან ამერიკისადმი ბენ ლადენის გაურჩებას აღმოსავლურ კოალიციაში შემავალი სახელმწიფოების ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ბზარების გაჩენის საშიშროება მოჰყვა, ანუ ბენ ლადენი მაშინაც კი, როცა ამერიკას “განუდგა”, მის ინტერესებს ემსახურებოდა და “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს” დავალებას ასრულებდა.

– ბატონო ირაკლი, აღმოსავლურ კოალიციაში შემავალმა სახელმწიფოებმა – რუსეთმა და ჩინეთმა – ამერიკას მხარი დაუჭირეს და მისი სამხედრო მოქმედებები ავღანეთში გაამართლეს. ხომ არ გამოდის, რომ აღმოსავლურმა კოალიციამ დასავლურის უპირატესობა იგრძნო და შეშინდა, ან ხომ არ მოხდა ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო ომის თავიდან აცილება?

– აქ საქმე უფრო მარტივადაა: როცა მოწინააღმდეგეთაგან ერთერთი რაღაც ილეთს ამზადებს და მეორე მიუხვდება, მაშინ საჭირო ხდება ახალი ილეთის მომზადება, მიზანი კი ამით არ იცვლება. სწორედ ამიტომ, ომის საწყის ეტაპზე დაპირისპირებას “ტეროროზმის წინააღმდეგ ბრძოლა” დაერქვა და მასში ის ქვეყნებიც კი ჩაერთნენ, რომლებიც დასავლური კოალიციის სავარაუდო მოწინააღნდეგეებად მოიაზრებოდნენ. ამერიკა კი ისევ ბენ ლადენზე ალაპარაკდა. ჩემი აზრით, ცათამბჯენების დანგრევა და პენტაგონის შენობაზე დარტყმა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის მორიგი ოპერაცია იყო, რის შემდეგაც კონგრესის მხარდაჭერის გარდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ნატო-ელი პარტნიორების უპირობო თანხმობაც მოიპოვა. საწყის ეტაპზე რუსეთი და ჩინეთი “ანტიტერორისტული” ოპერაციის მომხრეებად გამოვიდნენ და, თითქოს, ირანსაც კი დაუპირისპირდნენ. მაგრამ, მკითხველს ვთხოვ, გულუბრყვილოდ ნუ მიენდობა ამ სახელმწიფოთა ლიდერების ოფიციალურ განცხადებებს, რადგან შესაძლოა, გულში მათ სულ სხვა რამე ედოთ.

– სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, თუ როგორ გამორჩა ამერიკულ საჰაერო თავდაცვას ბოსტონიდან აფრენილი თვითმფრინავის კურსიდან გადახვევა და მისი ცათამბჯენების მიმართულებით ასეთ დაბალ სიმაღლეზე ფრენა?

– გეთანხმებით, რომ ამ ეჭვსაც აქვს საფუძველი, რადგან ცნობილია, რომ დიდ ქალაქებს საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რკალი აქვთ. როცა თვითმფრინავებმა კურსიდან გადაუხვიეს, ისინი შეჯახებამდე 15-20 წუთის განმავლობაში მიფრინავდნენ ნიუ-იორკის მიმართულებით. ამ დროს დისპეჩერი აუცილებლად ეკითხება პილოტს, თუ რატომ გადაიხარა იგი კურსიდან.

– კი, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ტეროროსტების მიერ შეპყრობილი ეკიპაჟი დისპეჩერთან საუბარს ვერ გააბამდა?

– მართალია, მაგრამ ყოველ თვითფრინავს აქვს ამოცნობის მოწყობილობა, რომელიც დისპეჩერს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ექსტრემალური სიტუაციების წარმოქმნის საშიშროება. ასეთ შემთხვევებში ყოველგვარი ეჭვის დროს, თუნდაც თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლის ხარჯზე, მაგრამ დიდი ქალაქის მოსახლეობის გადარჩენის მიზნით, უნდა ამოქმედდეს გამანადგურებელი ავიაცია. სხვათა შორის, მოგვიანებით ასეც მოხდა ატომური რეაქტორისკენ მიმავალი თვითმფრინავის ჩამოგდებისას. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, უფრო ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ამერიკულ ადმინისტრაციას აწყობდა მოვლენათა ასეთი განვითარება. როგორც შემდეგ ვიხილეთ: ტრაგედიის შედეგად გამწარებულმა ამერიკელმა ხალხმა და კონგრესმა პრეზიდენტს ომში ჩართვის ნებართვა და შეუზღუდავი უფლებები მისცეს. რაც მთავარია, ამ “ტერაქტის” შემდეგ ამერიკამ სავარუდო მოწინააღმდეგეების მხარდაჭერაც მოიპოვა იმიტომ, რომ “ტერორისტებზე” თავდასხმისას ამერიკისთვის უარის თქმა ნიშნავდა, რომ თვითონ უარის მთქმელი ქვეყანა აღმოჩნდებოდა ეჭვის ქვეშ, თუ ის არ დაასაბუთებდა, რატომ იქცეოდა ასე.

– ბატონო ირაკლი, მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ რუსეთმა კარგად ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ამ ტალღაზე მშვენივრად გადააწყო გეგმები საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ასე არ არის?

– რუსეთს თავისი იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად შესანიშნავი საშუალება მიეცა. მან იცოდა, რომ მზადდებოდა დიდი ომი ამიერკავკასიაში და ამისათვის ემზადებოდა კიდეც. რუსი სამხედრო სპეციალისტები უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდანვე განსაზღვრავდნენ დასავლეთის მიერ კავკასიაში ომის გაჩაღების საშიშროებას. საბრძოლო დივიზიების გაშლასა და მოქმედებებს რუსული სარდლობა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე კარგა ხანია გეგმავდა. ამის შემდეგ მალევე ჩრდილო-კავკასიაში ვაჰაბიზმის დროშის ქვეშ მეორე ჩეჩნური ომი გაჩაღდა. როგორც ცნობილია, მებრძოლი ისლამის ეს მიმდინარეობა ფეხმოკიდებულია საუდის არაბეთსა და იორდანიაში, რომლებიც დასავლეთის მოკავშირეები არიან. იორდანიიდან ვაჰაბიზმისა და ვაჰაბიტი “ბოევიკების” რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დესტაბილიზაციის შექმნისა და მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების მცდელობა. უფრო ადრე აფხაზეთის კონფლიქტში ჩვენი დამარცხება და ცხინვალში ფაქტობრივად შესული ქართული ჯარების უკან გამოყვანა სწორედ ამ დიდი ომის მზადების ჭრილში უნდა განვიხილოთ. მოკლედ, რუსეთიცა და დასავლეთიც თავიდანვე ცდილობდნენ ამ ომისათვის ხელსაყრელი საწყისი პოზიციების დაკავებას.

– გამოდის, რომ ყველამ თავისი გაიტანა, საქართველოს კი ნამდვილ პოლიგონად ქცევის საშიშროება ემუქრება?

– ამერიკაში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ რუსეთის სამხედრო პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პეროდში დსთ-ის კოლექტიური თავდაცვის ძალებისა და რუსეთის შორეული ბომბდამშენი ავიაციის სწავლებები ანტინატოური და ანტიამერიკული სცენარების მიხედვით მიმდინარეობდა, რომლებშიც აგრესორებად მოიაზრებოდნენ აშშ და დასავლური კოალიცია. ამ სწავლებების შეწყვეტა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა ამერიკული ადმინისტრაციის თხოვნის საფუძველზე. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ თხოვნის სანაცვლოდ, კრემლი თავის პირობებს წაუყენებდა ბუშის ადმინისტრაციას. ასეთ შეთანხმებას შედეგად მოჰყვა გაურკვეველი მიზნითა და გაურკვეველი ძალებით ორჯერ უკვე წაგებული საბრძოლო მოქმედებების განახლება აფხაზეთში. ასეთი სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ რუსულ-ამერიკული გარიგების შედეგად, საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის ვექტორი კვლავ რუსეთში გადავიდა. ამავე დროს საქართველოში დასავლეთსაც აქვს საკუთარი დასაყრდენი, მაგრამ ორივე – რუსეთიცა და დასავლეთიც – ერთი ცენტრიდან იმართებიან.

– მაინც რა ცენტრია ასეთი?

– ამ ცენტრის შესახებ საუბრისას ხშირად მასონურ ლოჟებზე ლაპარაკობენ. უნდა ითქვას, რომ მასონები ამ ორგანიზაციის მხოლოდ ქვედა ფენას წარმოადგენენ, ხოლო მათ ლოჟებს პირამიდის უფრო ზედა ნაწილში მყოფი ილუმინატები ანუ “განათლებულები” მართავენ. სწორედ “ილუმინატებს” აქვთ პრეტენზია მსოფლიო პროცესების მართვაზე, რასაც რეალურად აკეთებენ კიდეც. ესენი არიან დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური წრეები, რომელთა სათავეშიც როტშილდების დინასტია დგას. დანარჩენი “განდობილი ძმებისა” და შესაბამისი ლოჟების საქმეში ჩახედულობის ხარისხი განისაზღვრება მასონურ-ილუმინატურ პირამიდაში მათი ადგილის და მიხედვით.

– ამ პირამიდის მმართველი წრის თვალთახედვით, ჩვენ როგორ მოვიაზრებით?

– უკანასკნელ წლებში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ნიკოლაი დობროლიუბოვის წიგნის “XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები” თარგმანი. აღნიშნული რუსული გამოცემის პირველწყაროს კი გერმანელი ავტორის იან ვან ჰელზინგის 1993 წელს გამოცემული წიგნი წარმოადგენს “საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში”. ამ უკანასკნელი ნაშრომის თანახმად, მასონურ-ილუმინატურ პირამიდაში უმდაბლესი საფეხურია ჰუმანიზმის იდეებით, უფრო მაღლა კი – ჩვენთვის კარგად ცნობილი კომუნიზმის იდეებით გაშლილი მოძრაობანი. ამავე არეალში მოიაზრებიან სოციალ-დემოკრატიული, მწვანეთა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, წითელი ჯვარი, მრავალგვარი დასავლური ჰუმანიტარული, რელიგიური და სხვა ორგანიზაციები. ხშირად ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდაც კი უპირისპირდებიან და ბევრი მათი წევრი გულწრფელადაა ჩაბმული ამ ბრძოლაში. აღნიშნული ლოჟების მხოლოდ ზედა ფენებმა და მაღალი ხარისხის “განდობილმა ძმებმა” იციან ზემდგომი ილუმინატების ნამდვილი მიზნები და სხვებისგან ფარულად მორჩილებით ასრულებენ მათ მოთხოვნებს. ზემოხსენებული რუსული გამოცემის ავტორის მტკიცებით, რუსეთის სამივე რევოლუცია და სამოქალაქო ომი, საბჭოთა კავშირის შექმნა და წითელი მოსკოვის მიერ რუსული იმპერიის აღდგენა სწორედ ამ ცენტრიდან იმართებოდა. იგივე ავტორი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირში მასონურ წრეებს მნიშვნელოვანი ფიგურა ჰყავდათ საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრისა და “გოსპლანის” უფროსის ბაიბაკოვის სახით, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში დანგრევის გზით მიჰყავდა ქვეყნის მეურნეობა. 80-იანი წლების მეორე ნახევარში გორბაჩოვ-იაკოვლევ-შევარდნაძის მიერ წარმოებული “პერესტროიკის” პოლიტიკაც სწორედ დასავლური ცენტრიდან იყო შეკვეთილი და სსრკ-ის ნგრევის ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აღზევებას დიდად შეუწყეს ხელი ჩვენთვის კარგად ცნობილი ბოროის ბერეზოვსკის გავლენამ და ფულებმა. ეს ის ბერეზოვსკია, რომელმაც ასლან მასხადოვის მტკიცებით, შამილ ბასაევს ჩეჩნეთში მეორე ომის დასაწყებად მნიშვნელოვანი თანხა გადასცა. ეს ორი უკანასკნელი აქტი მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გამოკვეთა დაიწყო. მართალია, ბერეზოვსკი და გუსინსკი შემდგომში კრემლის ადმინისტრაციამ რუსეთიდან განდევნა, მაგრამ როგორც ამბობენ, მათ მნიშვნელოვანი თანხების გატანის საშუალებაც მისცა. ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ რუსეთ-დასავლეთის ვითომდა დაპირისპირებული, სინამდვილეში კი ერთი ზემდგომი ცენტრიდან მართული თამაში კვლავაც გრძელდება და ამ თამაშში საქართველოს თავისი მოკრძალებული და მეტად სავალალო ადგილი აქვს მიჩენილი. მასონურ-ილუმინატური მოძრაობის ბუნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ამ ორგანიზაციების თვალსაჩინო წარმომადგენელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ხომ მკაფიოდ განაცხადა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ მათ პირველ მოწინააღმდეგედ მართლმადიდებელი ქრისტიანობა დარჩა. ცხადია, რომ ასეთი განცხადების შემდეგ მასონური წრეებისგან საქართველოსთვის მაინცა და მაინც სასიამოვნო პერსპექტივას არ უნდა მოველოდეთ.

– მაშ საქართველოს “მოჭიდავე აქლემების” შუაში გამოჭყლეტილი კოზაკის ბედი მოელის?

– ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებაში უფლისადმი რწმენა კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ხალხში. მიმდინარე პროცესებში კი, მიწიერი განზომილებებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან დიდი ძალებია ჩართული. საჭიროა ერის ღვთისკენ შემობრუნება, რადგან სახარებისეული ჭეშმარიტებით თითოეული ადამიანი (გნებავთ სახელმწიფო) ორიენტირებული უნდა იყოს არა რომელიმე სხვა ადამიანის (ან ქვეყნის, ან კიდევ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის) მფარველობაზე, არამედ ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, უწინარეს ყოვლისა, თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის. ამ დროს კი ჩვენ ერთი სახელმწიფოს მფარველობიდან მეორისკენ მივდივართ. საამისო მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა, რადგან ჩვენი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ყოველდღიური განცხადებები სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა.

– გამოდის, რომ ჩვენ ვერასოდეს ვეღირსებით დაკარგული მიწების დაბრუნებასა და სიმშვიდეს. სხვათა შორის, ახლა ეჭვობენ, რომ კოდორის ხეობასაც გალის ბედი მოელის და მას “ჩააბარებენ”. თქვენ რას ფიქრობთ?

– სამხედრო თეორიაში ცნობილია, რომ შემტევ მხარეს, სულ მცირე, სამჯერადი უპირატესობა მაინც უნდა გააჩნდეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კი ასეთი უპირატესობა აფხაზებთან შედარებით მხოლოდ რეზერვისტების რიცხვში თუ გააჩნია. საბრძოლო ტექნიკისა და საველე არტილერიის მონაცემებით, თბილისის უპირატესობა უმნიშვნელოა. ამიტომ აფხაზებთან შესაძლო სრულმასშტაბიანი ომის მოგებას ჩვენ მხოლოდ ცოცხალი ძალის უფრო მეტი მსხვერპლისა და შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის ხარჯზე თუ შევძლებთ, თუკი აფხაზების მონათესავე ჩრდილოკავკასიელი ხალხები ამ ომში არ ჩაერევიან. და ბოლოს, ჩვენი გამარჯვება მეტად საეჭვო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი კვლავინდებურად ანტიქართულ პოზიციას დაიკავებს. უკანასკნელ დღეებში განვითრებული მოვლენების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ცენტრის კარნახით, საქართველოზე გავლენის ვექტორმა ისევ რუსეთში გადაინაცვლა, რასაც შედეგად მოჰყვა ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში გააქტიურება. ამის საპასუხოდ, დასავლური ორიენტაციის ხალხი ალაპარაკდა, რომ ისინი ჩართული ყოფილან დიდი ძიების თამაშში, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტად საზიანო შეიძლება იყოს. სამწუხაროა, რომ მათ ასეთი განწყობა გაუჩნდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები ადგილობრივ დონეზე პრორუსული ძალების ხელში გადავიდა.

– შევარდნაძის ამერიკაში წასვლამდე ჩვენი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები რუსეთში ჩავიდნენ. ამ ყველაფერს კი აფხაზეთში ომის დაწყება მოჰყვა. თქვენი აზრით რა მოხდა?

– მოხდა ის, რომ დასავლეთმა რუსეთს ამიერკავკასიაში თავისი საქმეების მოსაგვარებლად ხელები გაუხსნა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საშიშროება ის კი არ არის, რომ რუსეთს ან ამერიკას აქ თავისი ინტერესები გააჩნია. როგორც ახლახანს ბატონმა მამუკა არეშიძემ ტელეინტერვიუში განაცხადა, გაცილებით უფრო საშიშია ის, რომ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში უმეტესად არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანები მუშაობენ და მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ აღმოსავლურ-დასავლური ინტერესების ჭიდილში საკუთრი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებებით საქართველოს უფლება აქვს ჰქონდეს მხოლოდ იმ რაოდენობის შეიარაღება, რომელიც საკმარისი იქნებოდა დასავლური ნიმუშის ოთხი-ხუთი საბრძოლო ბრიგადის დაკომპლექტებისთვის. ჩვენივე თანაზომად შვეიცარიას ომიანობის დროს გამოჰყავს სხვადასხვა ტიპის 39 საბრძოლო ბრიგადა და სხვა ჯარები, ფინეთს კი 26 საბრძოლო ბრიგადა და სხვა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმავე დასავლური ორიენტაციის ქართველი სახელმწიფო მოხელეები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული კვოტების გაზრდაზე ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე საკითხის დაყენებას.

– კი მაგრამ, ახლა ალბათ აღარც არსებობს მექანიზმი, რომელიც ჩვენი შეიარაღების კვოტას გაზრდიდა.

– 1990 წელს ხელმოწერილ საბაზო ხელშეკრულებაში ჩადებულია, ევროპაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, კვოტების გადახედვის მექანიზმიც – თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი. ამის შესახებ კარგად იციან ჩვენმა სახელმწიფო მოხელეებმაც, მაგრამ ისინი არა თუ ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე დაყენებას, ქართულ საზოგადოებაში მის სადისკუსიოდ გამოყანასაც კი ყველანაირად ხელს უშლიან.

– ვისი დამსახურებაა ამ ინფორმაციისთვის გზის ჩაკეტვა?

– ამ საქმეში ჩართულნი არიან სახელისუფლებო სტრუქტურები. ამის დასადასტურებლად ერთი კონკრეტული მაგალითიც საკმარისი იქნებოდა: ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია ყველა მონაწილე სახელმწიფოს შორის ინფორმაციის ყოველწლიური გაცვლა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროში სისტემატიურად მოდის დეტალური ინფორმაციები ევროპის ყველა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ. 90-იანი წლების შუახანებში ეს სამინისტროები ამ ინფორმაციას დაუბრკოლებლად იძლეოდნენ. მოგვიანებით კი, აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ამ ინფორმაციას კონფიდენციალურობის გრიფი დაადო. მღვრიე წყალში თევზის ჭერის მოსურნე ქართველი მოხელეები სულ უფრო მეტად ამცირებენ საზოგადოების მხრიდან მათზე კონტროლის შესაძლებლობებს, ხოლო მათი საქმიანობის ნიმუშად კი ერთი სამწუხარო მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის ერთერთმა წამყვანა თანამშრომელმა ამ ორიოდე წლის წინ კერძო საუბრისას დაახლოებით ასეთი ფრაზა მითხრა: ქვეყნის საზიანო საქმეების კეთებაში ამერიკის დაზვერვა კარგად გვიხდისო. უფრო მოგვიანებით კი, როდესაც პანკისის ხეობაში დაიწყო ადამანებისა და საქონლის მოტაცება, ქალების გაუპატიურება და სხვა უბედურებანი, იმავე ადამიანმა უგულოდ განმიცხადა, ეს იმ მოსახლეობის ხვედრია, ვინც იქ ცხოვრობსო. თავად ეს მოხელე იმ საქმეში ჩაუხედავი და არაკომპეტენტური ადამიანების ტიპიური წარმომადგენელია, რომლებიც სამხედრო სფეროში ფუსფუსებენ არა ამ სფეროს სიყვარულის, არამედ დასავლეთში “გულაობისა” და რაც შეიძლება მეტის “თქვლეფის” მიზნით. მათი საქმიანობის შედეგი კი ის რეალობაა, რომელიც დღეს სახეზეა. კონკრეტული გვარების დასახელებას დღეს მოვერიდები, რათა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობებზე მყოფ ასეთ ადამიანებს კიდევ მიეცეთ ქვეყნის სასიკეთოდ თავიანთი მდგომარეობის გამოყენების შესაძლებლობა.

– ოპოზიციას მაინც დაკავშირებოდით...

– ამის შესახებ ჯერ კიდევ წელიწდნახევრის წინ მათაც ვესაუბრე, მაგრამ რაიმე რეაქცია ან ქმედითი ღონისძიებანი მათი მხრიდან ჯერ არ დამინახავს. ეს კი სამწუხარო დასკვნის გაკეთების საბაბს იძლევა. საკვანძო თანამდებობებზე ყველგან ის ხალხია, ვინც რუსეთიდან ან დასავლეთიდან იმართება.

ელზა ჯმუხაძე

Wednesday, December 19, 2012

აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი საქართველოს მდგომარეობის შესახებ 1784-85 წლებში

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русских на Кавказе», т. II, 1886, С-Петербургъ, მეხუთე თავის თარგმანს)

თავი V

საქართველოს მდგომარეობა მეზობლებთან მიმართებაში. – ქვეყნის შინაგანი მდგომარეობა (состоянiе). – ერეკლეს განზრახვა თავის ნებას დაუქვემდებაროს განჯის ხანი. – ლეკების შემოჭრა და მათი მოგერიება რუსული ჯარების მიერ. – პორტას ინტრიგები და მათი შედეგები.

საქართველოში შემოყვანილ მხოლოდ ეგერთა ორ ბატალიონს არ შეეძლო ქვეყნის დაცვა გარეშე მტრებისგან, რომლებიც ყოველი მხრიდან გარს ერტყმოდნენ მას და არ შეეძლო დიდი გავლენის მოხდენაც შინაგან წესრიგსა თუ უწესრიგობაზე, რომელიც მაშინ იყო საქართველოში. მაჰმადიანური რჯულის ქვეშევრდომები ცუდად, ან სულაც არ ემორჩილებოდნენ მეფეს, ხოლო ქართლის თათრები კი მზად იყვნენ გასაქცევად. ადერბაიჯანში, ხოელი ხანის გაძლიერების შემდეგ, ერეკლემ დაკარგა თავისი უწინდელი გავლენა და ის საჩუქრებიც, რომლებსაც უწინ ღებულობდა; ერევნის ხანი აღარ იხდიდა ხარკს და, ჰქონდა რა მხარდაჭერა ხოის ხანისა და ახალციხის ფაშისგან, არ აღიარებდა საკუთარ თავზე საქართველოს მეფის ძალაუფლებას. ერეკლეს ძველმა მოკავშირემ, შუშელმა (ყარაბაღელმა) იბრაჰიმ ხანმა, ასევე თავის არიდება დაიწყო კავშირისგან, ხოლო საქართველოს მეზობელი ლეკები კი ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას, მიერეკებოდნენ საქონელს და ტყვედ მიჰყავდათ მცხოვრებნი. ქვეყნის დაცვა იმყოფებოდა დაქირავებულთა ხელში, რომლებიც ცუდად ზრუნავდნენ საქართველოს სარგებლობისთვის. თავისი ჯარების რიცხვის გაზრდას ერეკლე შესაძლებლად ვერ მიიჩნევდა, და გენერალ პოტიომკინის წინადადებაზე, გადაეხადა თავისი ჯარებისთვის ხელფასი და ეძლია სურსათი ხაზინიდან, მეფე პასუხობდა, რომ ეს ჩვეულებად არ არის მათ მიწაზე (მამულში). “თუკი ამ ანაზღაურებას, წერდა ერეკლე (Въ письме П. С. Потёмкину 29-го декабря 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 135, карт. 49), მივცემთ ჩვენს ხალხს, მაშინ შეუძლებელი იქნება ჩვენი ჯარების გამრავლება სხვა ხალხებით, და ამიტომ ვინახავთ ჩვენს ჯარებს ანაზღაურების გარეშე, და ამ ფულებით კი მათ რიცხვს ვამრავლებთ სხვა ხალხებით”.

თავისი უძლურების მიუხედავად, ერეკლე ცდილობდა მის მიერ დაკარგული გავლენის აღდგენას ადერბაიჯანში და თავისი ძალაუფლების განმტკიცებას ერევანსა და განჯაში. შეკრიბა რა თავისი ჯარები, მან ისინი გაგზავნა განჯისკენ იქ გუბერნატორად ნამყოფი თავად ანდრონიკაშვილისა და შამშადილელი ალი-სულთანის უფროსობით. განჯელები ქალაქის გარშემო გაშენებულ ბაღებში დახვდნენ ქართველებს, მაგრამ ხანმოკლე ორმხრივი სროლის შემდეგ იძულებული შეიქნენ ციხესიმაგრეში ჩაკეტილიყვნენ. ამ უმნიშვნელო წარმატებამ იმედი მისცა ერეკლეს, რომ განჯელები დაემორჩილებიან რუსული ჯარების დახმარების გარეშეც, თუკი მხოლოდ დარუბანდელი ფათჰ-ალი-ხანი ხელს არ შეუშლიდა შუშელ იბრაჰიმ-ხანს თავისი ჯარების გამოგზავნაში ქართველთა დასახმარებლად. ეშინოდა რა იმისა, რომ დარუბანდისა და შუშის ხანებს შორის წარმოქმნილ მტრობას ხელი არ შეეშალა იბრაჰიმისთვის განჯის დასამორჩილებლად დახმარების აღმოჩენაში, ერეკლე სთხოვდა ფათჰ-ალის ხელი აეღო თავის მტრულ მოქმედებებზე ყარაბაღის წინააღმდეგ. მეფის მიერ გაგზავნილი მირზა მისაილი დარუბანდელ ხანს შეხვდა ყარაბაღისკენ მიმავალი გზის შუაში, სალიანად წოდებულ ადგილას, სადაც იგი იძულებული შეიქნა გაჩერებულიყო თავის ჯართან ერთად სურსათის მარაგების უკმარისობის გამო. მირზა მისაილის მოსვლასთან თითქმის ერთდროულად მოვიდა ფათჰ-ალი-ხანთან ახალციხის ფაშის მიერ წარმოგზავნილიც, მისი ხაზინადარი სამი ათასი თუმნით, სიასამურის ქურქითა და ბრილიანტებით შემკული საათით. ფაშის წარმოგზავნილი არწმუნებდა დარუბანდელ ხანს აუცილებელ დახმარებაში თურქული სამეფო კარის მხრიდან და გადასცა მას წერილი, რომლითაც მოუწოდებდა მას მოქმედებებისკენ რუსეთის წინააღმდეგ.

“ქართლზე მოსულ წყალობასა და გამდიდრებას რუსეთის სამეფო კარის მხრიდან, აქვს ის მიდრეკილება, რათა დაეუფლონ მთელ ირანს. წინასწარ გატყობინებთ თქვენ ამის შესახებ; იყავით მზად საომარი მოქმედებების დაწყებისთვის ამ ზაფხულს, ხოლო მე კი პასუხს გაგცემთ ხაზინით. თქვენ მაგ ადგილებიდან დაიწყებთ თქვენს საქმეს, ხოლო ჩვენ კი აქედან დავესხმით თავს საქართველოს. გირჩევთ შეაერთოთ მთელი თქვენი ძალები; წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ და მალეც, როცა დასუსტდებიან მთელი თქვენი წევრები (ასოები)”.

ფათჰ-ალი-ხანს თუმცა კი არ სჯეროდა მთელი ამ დაპირებებისა, მაგრამ სურდა ამოეღო შესაძლო სარგებელი ამ გამოგზავნისგან. მან გამოუგზავნა გენერალ პორიომკინს თავისი მოხელე სადიკ-მირზა შეტყობინებით, რომ მასთან მოვიდა თურქი ფაშის მიერ გამოგზავნილი კაცი საჩუქრებით, რომლებიც მას არა თუ არ მიუღია, არამედ წერილებიც კი არ წაუკითხავს, რომ ის კაცი შემდეგ გაემართა ყარაბაღისკენ იბრაჰიმ-ხანთან, რომელმაც განსაკუთრებული პატივით მიიღო იგი, ზარბაზნების სროლით და ყველას თანდასწრებითაც ჩაიცვა მისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ხალათი.

“თქვენ ყოველთვის ინებებთ ხოლმე რომ მე მომწეროთ, ეუბნებოდა ფათჰ-ალი-ხანი თავის წერილში პ. ს. პოტიომკინს (Отъ 10-го января 1785 года. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, карт. 49), რომ იბრაჰიმ-ხანი შედგება მისი უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ, და რათა მას არ ვავიწროვებდე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ იგი უგზავნის თურქეთის სულთანს შიკრიკებს საიდუმლო მიმოწერებით და ამისთვის ღებულობს იქიდან საჩუქრებს და ერევა უჯერო საქმეებში, ხოლო მე კი დღემდე შემდგარი ვარ მისი უდიდებულესობის ერთგულებაში”.

იმედოვნებდა რა მოწონების მიღებაზე რუსეთისადმი მოჩვენებითი ერთგულების გამო, ფათჰ-ალი-ხანმა ამის ნაცვლად გენერალ პოტიომკინისგან მიიღო სინანულის გამოხატულება იმაზე, რომ გაუშვა წარმოგზავნილი, და არ დააკავა იგი თავის სამფლობელოებში, როგორც ეგებოდა რომ მოქცეულიყო რუსეთისადმი ერთგულ ადამიანს (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину отъ 22-го января, № 7). თავის ანგარიშებში შემცდარი დარუბანდის ხანი ხედავდა, რომ მისი ინტრიგა შუშელი იბრაჰიმ-ხანის წინააღმდეგ ვერ გამოვიდა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ მისი საომარი ღონისძიებანი იბრაჰიმის წინააღმდეგ ვერ შეიძლება იყოს წარმატებული, რადგანაც მისი ჯარების უმეტესმა ნაწილმა, არ ჰქონდათ რა გამოსაკვები საშუალებანი, სახლებში დაიწყო წასვლა, ხოლო ამასობაში კი, ყარაბაღის მცხოვრებნი, დატოვეს რა სოფლები მთელი თავინთი ქონებით, საქონლითა და სახლეულით, გაეშურნენ მთებში და, ჩასხდნენ რა გამაგრებულ ადგილებში, მზად იყვნენ მოწინააღმდეგის დასახვედრად. გაძნელებული მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა ფათჰ-ალი-ხანი, იყო მიზეზი იმისა, რომ იგი განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით შეხვდა ერეკლე მეფის წარმოგზავნილს. იგი არწმუნებდა მირზა მისაილს, რომ სურს ერეკლე მეფესთან მეგობრობისა და კეთილი თანხმობის შენარჩუნება და, არ გააჩნია რა არანაირი მტრული განზრახვები საქართველოს წინააღმდეგ, არ შეუძლია, მაინც, იბრაჰიმ-ხანთან შერიგება. დარუბანდის ხანი სთავაზობდა გაეყოთ ყარაბაღი ორ ნაწილად, – ერთი წაეღო თავისთვის, ხოლო მეორე კი დაეთმო ერეკლესთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ გაყოფაში რუსებს არ ჰქონოდათ არანაირი მონაწილეობა.

– ჩვენ გვჭირდება, ეუბნებოდა დარუბანდის ხანი მირზა მისაილს, განვამტკიცოთ კავშირი ერეკლე მეფესთან ფიცით, ამანათებით ან პაემნით. მე არ მოვითხოვ მისი უმაღლესობისგან ჯარების დიდ რიცხვს, არამედ მხოლოდ ხუთას ადამიანს ყარაბაღის დასაპყრობად. როდესაც მე ავიღებ და დავარბევ შუშას, მცხოვრებლებს დაბლობში ჩამოვასახლებ. საქართველოს კუთვნილ თათართა ურდოს დავაბრუნებ, ხოლო დანარჩენებს კი გავიყოფთ ურთიერთ შორის, ან კიდევ ასე: სომხები ერგებიან მის უმაღლესობას, მაჰმადიანები კი – მე. თუკი მეფისთვის ეს მისაღები იქნება, იბრაჰიმ-ხანის ძმას ყარაბაღის უფროსად გავხდით: დაე იგი ჩვენ ორივეს გვემსახუროს. თუკი ჩემი წინადადებები აღსრულდება, მე არ მინდა მქონდეს არანაირი მონაწილეობა განჯის საქმეებში და მაშინ მთელი ოლქი გადავა მეფესთან.

– მისი უმაღლესობა, პასუხობდა ამაზე მისაილი, იმყოფება რუსეთის იმპერატრიცის მფარველობაში და ამიტომ რუსი უფროსის რჩევის გარეშე არანაირი საქმის დაჭერას არ ინებებს.

ეს პასუხი არ მოეწონა ფათჰ-ალი-ხანს, რომელსაც სურდა ერეკლეს ჩამოშორება კავშირისგან იბრაჰიმ-ხანთან.

– დაგვირგვინებულ იქნა თქვენი მეფე? ჰკითხა ფათჰ-ალი-ხანმა, თითქოსდა სურდა შეეცვალა საუბრის თემა.

– გვირგვინი ჩვენთა მეფეთა საგვარეულოში სიახლე არ არის, პასუხობდა მისაილი; – ისინი უძველესი დროიდან ყოველთვის დაგვირგვინებულნი ყოფილან. შეჩერება ამაში მოხდა იმისგან, რომ უგანათლებულეს თავადს (პოტიომკინს) განზრახული აქვს ჩამოვიდეს მოზდოკში, ხოლო იქიდან კი ქართლში, რათა თავად დაადგას თავზე გვირგვინი მეფეს.

– მეფემ ამის წინაც შემოიყვანა რუსები თავის სამშობლოში, შენიშნა ფათჰ-ალი-ხანმა, – მაგრამ არანაირი სარგებელი მათგან არ უნახავს... რაღას ელოდებით თქვენ მათგან ახლა?

– ასეთი სიტყვები ეპატიება რომ თქვას ვინმე სხვამ, და არა თქვენ, როდესაც თქვენ არსებობთ ერთადერთი რუსეთის მხარდაჭერით.

– მე არა მაქვს განზრახული, პასუხობდა მათჰ-ალი-ხანი, – ვიქონიო რაიმენაირი საქმე რუსებთან და ვაქციო ისინი თანამონაწილეებად ჩემს საქმეებში. თუკი მისი უმაღლესობა ინახავს რუსეთის გარკვეულ ჯარებს თავისი დაცვისთვის (для своей стражи), დაე მან იკითხოს კიდეც მათი რჩევები, ხოლო მე კი ძალით შევეცდები ყარაბაღის დაუფლებას.

რამდენიმე დღის შემდეგ ფათჰ-ალი-ხანი ნამდვილად მიადგა ყარაბაღს. იბრაჰიმი გამოვიდა მოწინააღმდეგის დასახვედრად და განლაგდა რა ოთხ მილში მისგან, ერთ-ერთ თავის ციხესიმაგრეში, დახმარება სთხოვა ერეკლეს (Письмо мирзы Мисаила князю Гарсевану Чавчавадзе 7-го марта 1785 года. Госуд. Архивъ, XV, № 197). არ ჰყავდა რა თავის განკარგულებაში თავისუფალი ჯარები, საქართველოს მეფე იძულებული იყო გაეგზავნა ბრძანება ალი-სულთანისა და თავად ანდრონიკაშვილისთვის, რათა მათ მოეხსნათ განჯის ალყა და წასულიყვნენ იბრაჰიმ-ხანთან შესაერთებლად.

განჯელები ზეიმობდნენ, მით უმეტეს, რომ მიიღეს დარწმუნება ფათჰ-ალი-ხანის მხრიდან, რომ იგი გამოიყენებს მთელ თავის ძალებს დატყვევებული ხანის განთავისუფლებისა და მისთვის სამფლობელოს დაბრუნებისთვის. რათა უფრო სწრაფად მიეღწიათ სასურველისთვის და მხარში ამოსდგომოდნენ ფათჰ-ალი-ხანს, განჯელებმა დაიწყეს ერეკლეს ქვეშევრდომი შამშადილელი და შამქორელი თათრების თავიანთ მხარეზე გადახრა, რომლებსაც, ხედავდნენ რა განჯელთა დროებით წარმატებას, განზრახული ჰქონდათ ასევე გასულიყვნენ მეფის ძალაუფლებიდან. ერეკლემ მაშინ მიმართა რუსული ჯარების დახმარებას. იგი სთხოვდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს მხარი დაეჭირა მისთვის ექსპედიციაში განჯის წინააღმდეგ. ბურნაშოვმა უბრძანა სამთო ბატალიონის სამ ასეულს წასულიყვნენ სოფელ მუღანლუში; ბელორუსიის პოლკის (თუ ბატალიონის? – ი. ხ.) ერთ ასეულს სურამიდან და სამ ასეულს ქიზიყიდან ჩამოსულიყვნენ ტფილისში იმისთვის, რათა იქიდან გამოსულიყვნენ ქართულ ჯარებთან ერთად. ჩვენი ორივე რაზმის საერთო შეერთება დანიშნული იყო მდინარე ალგეთზე. საქართველოში დარჩა სამთო ეგერთა ბატალიონის მხოლოდ სამი ასეული, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ სურამში და აუცილებელნი გახლდნენ ქვეყნის დასაცავად ლეკებისგან, რომლებიც ახდენდნენ თარეშებს ახალციხის მხრიდან (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 22-го февраля № 7. Госуд. Архивъ XXIII, № 13, папка 49).

არ მიუტოვებია რა თავისი მტრული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, სულეიმან-ფაშა ინახავდა ლეკებს თავისი ჯამაგირით და, აძლევდა რა მათ თავშესაფარს ახალციხის საფაშოში, გზავნიდა მათ დრო და დრო საქართველოში. პოტიომკინის მოთხოვნაზე, რათა ფაშას არ გაეჩერებინა თავისთან ლეკები, სულეიმანი პასუხობდა, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა აუკრძალოს მათ ჩამოსვლა თავის სამფლობელოში და მთელ ბრალს აკისრებდა ერეკლესა და მის ქვეშევრდომებს.

“რისთვის ატარებენ ქართველები მათ, წერდა იგი (Въ письме П. С. Потёмкину 12-го марта 1785 года. Госуд. Архивъ , № 192), თავიანთი სამშობლოს გამოვლით და არ აუკრძალავენ მათ ქართლსა და კახეთში შემოსვლას, რომელთა გამოვლითაც ისინი შემოდიან კიდეც ჩემთან. როგორი სახით უნდა ავუკრძალო მე მათ შემოსვლა? მით უმეტეს, რომ ლეკები ჩვენთან ერთი რჯულისანი არიან, რომლის მიხედვითაც ურთიერთ მტრობა და ლანძღვა გვეკრძალება. თქვენთვის ასევე უცნობი არ არის ისიც, რომ დაღესტანი თავისი მდებარეობით შეადგენს საქართველოს უახლოეს სამეზობლოს და ჩემგან კი უფრო დაშორებულია; რომ უძველესი დროიდან როგორც ირანი, ისე ახალციხე და ქართლი უძლურნი იყვნენ ამ ხალხისთვის აეკრძალათ თავიანთ სამშობლოში შემოსვლა. საკმარისად ჩანს აქედან, რომ მე არ ვარ მიზეზი, და მე უძლური ვარ იმაშიც, რომ ორ დიდ ხელმწიფეს შორის დავარღვიო ამჟამად არსებული მშვიდობა”.

სულეიმანი წერდა, რომ ის კი არ არღვევს მშვიდობას, არამედ ერეკლე, რომელიც იჭრება რა თურქულ სამფლობელოებში, გაჰყავს მცხოვრებნი ქართლში, და რომ ასეთნაირად გადაასახლა მან თავისთან რამდენიმე ასეული გლეხი.

ფაშა თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა მოქცეულიყო ზუსტად ასევე და ამიტომ შეკრიბა თავის სამფლობელოებში საკმარისად მნიშვნელოვანი ბრბო (ოთხი ათასამდე) ლეკების და ახალციხელი თურქებისა, რომლებიც, როგორც “დანამდვილებითაა ცნობილი, წერდა თავადი პოტიომკინ-ტავრიდელი (Въ ордере П. С. Потёмкину 22-го мая № 146. Гсуд. Арх. XXIII, № 13, папка 49), მოწოდებულნი იყვნენ ამ ლაშქრობაში საჯარო მოძახურების მიერ (публичными кликунами).

1785 წლის აპრილში ეს კრებული (сборище) შემოიჭრა ქართლში, დაარბია სამი სოფელი და ტყვედ წაიყვანა 600 მცხოვრები. სურამში ყოფმა მაიორმა სენენბერგმა, საქართველოში მტაცებელთა მნიშვნელოვანი ბრბოს შემოჭრაზე ცნობების მიღების შედეგ, წაიყვანა 200 ეგერი ერთი ქვემეხით და იჩქარა მათი გამოდევნება. 16 აპრილს იგი დაეწია მათ ახალციხის გზაზე, შვიდ ვერსზე სურამიდან, მიიმწყვდია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირთან და ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ სასტიკად დაამარცხა ისინი. მოწინააღმდეგის 1300 ადამიანზე მეტი დაიღუპა ამ ბრძოლაში; ბევრი მათგანი, რუსული ტყვიებისა და ხიშტებისგან თავის გადასარჩენად, ვარდებოდა მტკვარში და იღრჩობოდა, არ შესწევდა რა ძალები საპირისპირო ნაპირამდე მისაღწევად; გვამების სიმრავლე მოჰქონდა მტკვრის წყალს თვით ტფილისამდეც. ყველაზე უფრო მეტი დანაკარგი მოვიდა თურქების წილად, რომელთაგან 200 ადამიანი ტყვედ იქნა აყვანილი (Рапорты Бурнашёва Потёмкину 22-го и 24-го апреля, за №№ 1, 18, 19). გამარჯვება სრული იყო და მას ზეიმობდნენ საქართველოსა და იმერეთში. “ჩვენი ჯარების მამაცობის მაგალითები (опыты), წერდა პოტიომკინი ამ გამარჯვების საბაბით პოლკოვნიკ ბურნაშოვს (Въ ордере отъ 2-го iюля, № 30), და მუდამჟამს დამარცხება ლეკებისა, რომლებიც თავხედობენ წინ აღუდგნენ ჩვენს მამაც ჯარებს, იმის დამტკიცებად გამოადგებათ მეფესა და მთელ ქართველებს, თუ რამდენად დიდი კეთილდღეობაა მათთვის იყვნენ რუსეთის მხედრობის ფარის ქვეშ”.

მალევე ერეკლეს თავად უნდა გაეცნობიერებინა პოტიომკინის სიტყვების სამართლიანობა, რამდენადაც ლეკები და თურქები, სურდათ რა შური ეძიათ სენენბერგის მიერ მათთვის მიყენებული დამარცხების გამო, 27 მაისს კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში 1200 ლეკისა და 500 თურქის რიცხვით. გამოვიდნენ რა ღამით ახალცხიდან და დაუყვნენ მდინარე მტკვარს, მათ გააჩანაგეს რამდენიმე სოფელი. იმავე მაიორმა სენენბერგმა წაიყვანა 300 ეგერი, 125 ქართველი და სამი ქვემეხი და, გამოვიდა რა სურამიდან, წავიდა მტაცებელთა შესახვედრად. 28 მაისს ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს. მოწინააღმდეგე სწრაფად თავს დაესხა ქართველებს, გადათელა ისინი (смялъ ихъ) და შემოუტია ეგერებს. ერთსაათიანი, მეტად შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, მაიორმა სენენბერგმა, ქართველთა დაბნეულობის მიუხედავად, გაფანტა მოწინააღმდეგე, რომელმაც ბრძოლის ველზე დატოვა 300 მოკლული და 63 ტყვე (Государств. Архивъ, ХХ, № 263).

თუმცა კი თურქებმა და ლეკებმა განიცადეს ხელმეორე დამარცხება, მიუხედავად ამისა სულეიმან-ფაშას ქცევებმა აიძულეს ჩვენი მთავრობა მოეთხოვა პორტასგან სრული დაკმაყოფილება, რომლის მოლოდინშიც პოტიომკინს დაევალა სერასკირ ჰაჯი-ალი-ფაშასთან გაეგზავნა თავისი წარგზავნილი “საჩივრით და დაჟინებით მოეთხოვა, რათა სულემან-ფაშას ისე მოქცეოდნენ, როგორც სამშვიდობო დადგენილებათა დამრღვევს, და რათა აღკვეთილ ყოფილიყო ამიერიდან სამუდამოდ მსგავსი თავხედობა”.

“ოტომანის პორტას ქვეშევრდომთა შეერთებას ლეკებთან, წერდა იმპერატრიცა ჩვენს ელჩს კონსტანტინოპოლში იაკ. ი. ბულგაკოვს (Въ рескрипте отъ 23-го мая 1785 г., № 363. Арх. Кабинета Его Величества, св. 441), მივათვლით მხოლოდ სულეიმან-ფაშის ანგარიშზე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა უკვე თავისი არაკეთილმოსურნეობა კეთილმეზობლური თანხმობის შენარჩუნებისადმი, და მცირეოდენი ეჭვიც არა გვაქვს, რომ აქ პორტას ჰქონდეს, ჩვენთან მშიდობის საწინააღმდეგოდ, რაიმე მიზნები”. ეკატერინე II-მ დაავალა ბულგაკოვს განეცხადებინა თურქეთის მთავრობისთვის, რომ იგი მოითხოვს ყველაზე უფრო ძლიერ დაკმაყოფილებას (требуетъ «наиусильнейшаго» удовлетворенiя) და “ჩვენი კეთილი აზრის განმტკიცებისთვის პორტას სამშვიდობო განზრახვების შესახებ, უდანაშაულო სისხლის დაღვრის თავიდან აცილებისა და უთანხმოებათა და თავად ურთიერთობების გაწყვეტის თავიდან აცილებისთვისაც კი – აუცილებელი იყო დაესაჯათ აღნიშნული ფაშა და სხვებიც, რომლებიც ჩვენი ვასალის ერეკლე მეფის მიწებზე ლეკებთან ერთად ოტომანის ქვეშევრდომთა გამოგზავნაში მონაწილეობდნენ”.

კონსტანტინოპოლში ჩვენი წარგზავნილის წარდგენები ყოველგვარი აღსრულების გარეშე რჩებოდა. თურქეთის მთავრობა გულგრილად ვერ უყურებდა ჩვენი ჯარების ყოფნას საქართველოში და საიდუმლოდ არა მხოლოდ იწონებდა ახალციხის ფაშის საქციელს, არამედ ცდილობდა კიდეც საქართველოს წინააღმდეგ მეზობელი მფლობელების აღშფოთებას და არ ზოგავდა ამისთვის არც ფულსა და არც საჩუქრებს. პორტა ცდილობდა საქართველოს დარბევას იმდენად, რომ მას არ შეძლებოდა რუსული ჯარების სურსათით უზრუნველყოფა, და დააშინებდა რა მეზობელ მფლობელებს მუდმივი შემოჭრებით საქართველოში, ჩამოეშორებინა ისინი რუსეთის მფარველობის ძიებისგან (Всеподдан. донесенiе кн. Потёмкина. Московс. Арх. Глав. Штаба. «Журналъ кн. Потёмкина подаваемымъ ея императорскому величеству запискамъ»). მთელს ამიერკავკასიაში, მოგზაურებისა და ვაჭრების სახელით, დადიოდნენ თურქული მთავრობის მიერ გამოგზავნილი პირები, ცდილობდნენ რა მთელი მაჰმადიანური მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთი დაპირდა ერეკლეს მთელი სპარსეთის დამორჩილებას. როგორი უადგილოც არ უნდა ყოფილიყო ეს ხმები, ისინი მაინც ახდენდნენ ზემოქმედებას და განსაკუთრებით, როცა 1785 წლის ზაფხულში ამიერკავკასიაში გამოჩნდა ყაფუჯი-ბაში, რომელსაც დაჰქონდა სულთანის ფირმანები, რომლებიც მოუწოდებდნენ მართლმორწმუნეებს რუსების ჩანაფიქრებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ.

მართლმორწმუნენი სათანადო პატივით ღებულობდნენ თავისთან წარმოგზავნილებს, სჯეროდათ პორტას უხვი დაპირებებისა რომ ხელს შეუწყობდა მათ ფულითა და ჯარებით და აჯანყდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ადერბაიჯანის მთელმა ხანებმა, ერევნელის გამოკლებით, შეკრეს კავშირი დაღესტნელებთან და ურთიერთ შორის იკისრეს ვალდებულება წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის დამპყრობლური გეგმებისთვის. ბევრი მათგანი მოვიდა საქართველოს საზღვარზე და მოითხოვდა, რათა ახალციხის ფაშა თავად მათთან ერთდროულად შემოჭრილიყო საქართველოში, ან მათთან გაეშვა მასთან მყოფი ლეკები (Моск. Арх. Глав. Штаба. «Журналъ кн. Потёмкина подаваемымъ ея императорскому величеству запискамъ»). აგვისტოში ერეკლე ყოველი მხრიდან ღებულობდა ცნობებს მის საზღვრებზე მრავალრიცხოვანი მტრების შეკრების შესახებ: ახალციხეში იკრიბებოდნენ ლეკები და თურქები, წაქეზებულნი და შემოკრებილნი სულეიმან-ფაშის მიერ; ავარელი ომარ-ხანი, რომელმაც შემოიერთა ჭარ-ბელაქნელები, ასევე ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად; ერეკლე მეფის მაჰმადიანი ქვეშევრდომები ღელავდნენ, მოელაპარაკენ ლეკებს და შეჰპირდნენ, რომ მეფეს განუდგებოდნენ და მათ მიემხრობოდნენ. ყაზახებმა პირობაც კი მისცეს, რომ ლეკების გამოჩენისთანავე შეიპყრობდნენ თავიანთ შორის მცხოვრებ გიორგი ბატონიშვილს და ხელში ჩაუგდებდნენ მათ. დაღესტანში გაგზავნილ მზვერავებს ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტი მუქარის შემცველი ცნობები მოჰქონდათ და ურჩევდნენ ქართველებს წინასწარ მოეძებნათ თავიანთი ცოლებისა და შვილებისთვის თავშესაფრები და უსაფრთხო ადგილებში დაემალათ თავიანთი ქონება (Рапорты подполковника Квашнина-Самарина Бурнашёву 3-го и 17-го августа 1785 года).

ეშინოდა რა ყველაზე უფრო მეტად ომარ-ხანის შემოჭრისგან, რომლის ძალებიც 15.000 ადამიანამდე ადიოდა, ერეკლე თუმცა კი მოუწოდებდა თავის სამსახურში ინგუშებსა და ოსებს, ჰპირდებოდა რა მათ კარგ ჯამაგირს, მაგრამ თავისი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავდა, და უკვე აღარ ფიქრობდა საზღვრების თავდაცვაზე, არამედ მოუწოდებდა მცხოვრებლებს შეგროვებულიყვნენ ოთხ მთავარ პუნქტში, რომელთა დაცვა ჰქონდა კიდეც განზრახული. ეს პუნქტები იყო ქალაქები: გორი, ტფილისი, თელავი და სიღნაღი. თუცა კი ეს ბრძანება შეუსრულებელი დარჩა. იმ დროს საქართველოში არ ყოფილა ერთიანობა და ბევრნი თავადთა და აზნაურთაგან, რომლებიც ამჯობინებდნენ საკუთარი ინტერესების მიყოლას, დარჩნენ თავიანთ პატარა ციხე-სასახლეებში (Рапортъ Бурнашёва 4-го октября, № 42). ქვეყნის მდგომარეობა კრიტიკული იყო: ქართველები სამშობლოს დასაცავად იკრიბებოდნენ ნელა, დუნედ და უხალისოდ, ასე რომ მიწინააღმდეგის მოგერიების წარმატებაზე დაიმედება ძნელი იყო.

“ვალდებულად ვრაცხ თავს წარმოგიდგინოთ, წერდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი (Рапортъ Бурнашёва Леонтьеву 17-го августа, № 38), რომ ჩემი ორი წლის გამოცდილების მიხედვით მე ნაკლები იმედი მაქვს ქართველებისა (что по испытанiю моему черезъ два года худую я имею надежду на грузинъ), რომლის მიზეზის ახსნის ადგილიც აქ არ არის. მე ცხენოსანი ჯარი სადაზვერვო ცხენოსანი რაზმებისთვისაც კი არა მყავს, მაგრამ რამოდენიმე რიცხვის მაინც ხომ უნდა მყავდეს იგი ამ შეთხვევისთვის; იმისთვისაც არის საჭირო, რათა სიკურსის გამოგზავნით გულგატეხილობისგან გავამხნეოთ სულით დაცემული აქაური მცხოვრებნი, ხოლო მოწინააღმდეგეთ კი ჩავუნერგოთ შიში ჩვენი ძალების გამრავლებით”.

ქართველები ნამდვილად დიდად იყვნენ შეშფოთებულნი (შეძრწუნებულნი, находились въ большомъ смятенiи), მით უმეტეს, რომ ლეკები ახალციხის მხიდან, არ დაელოდნენ რა ავარელ ომარ-ხანს, მცირე პარტიებით გაიფანტნენ მთელ საქართველოში და ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას. განსაკუთრებულმა სიცხეებმა დააშრო მთელი მდინარეები, ასე რომ მათზე გადასვლა არ წარმოადგენდა არანაირ სიძნელეს და თითქმის არ ყოფილა დღე, რომ ლეკებს არ გაეტაცათ სადმე საქონელი ან ადამიანები, ან არ დაეწვათ პური, რომელსაც ისინი აქამდე არასოდეს არ შეხებიან.

ერეკლე, არ ჰქონდა რა იმედი საკუთარი თავის დაცვისა, იმეორებდა თავის თხოვნას რუსული ჯარების საქართველოში გამოგზავნისა და 200 ფუთი დენთის სესხის სახით მოწოდების შესახებ. პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა ტფილისში თავი მოუყარა თავისი ბატალიონების რვა ასეულს, იმისთვის, რათა მათთან ერთად დაძრულიყო მოწინააღმდეგეზე, როცა კი შეიტყობდა ნამდვილ მიმართულებას, რომელსაც აირჩევდა იგი საქართველოში შემოჭრისას (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 19-го августа, № 33).

იმ ხანებში პოტიომკინს არ შეეძლო ერეკლესთვის არანაირი დახმარების აღმოჩენა, ვინაიდან კავკასიის ხაზზე განლაგებული მთელი ჯარები დაკავებულნი იყვნენ იმ მღელვარებათა დაწყნარებით, რომლებიც მოახდინა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ჩეჩნეთში გამოჩენილმა წინასწარმეტყველმა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Thursday, December 13, 2012

CFE ხელშეკრულება და საქართველო

(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2001 წლის 4 სექტემბრის ნომერში სათაურით “საქართველოს მხოლოდ სამი დამრტყმელი ვერტმფრენი ჰყავს?”)

CFE წარმოადგენს “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” ინგლისური დასახელების (The Treaty on Conventional Armed Forces in Europe) შემოკლებულ აღნიშვნას და ჩვენც ქვემოთ სიმოკლისთვის მას გამოვიყენებთ.

აღნიშნული ხელშეკრულება დადებულ იქნა 1990 წლის ნოემბერში, პარიზში, “ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის” (ევროთათბირის /ეუთთ/ ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით, ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს შორის, და მიზნად ისახავდა ამ ორი სამხედრო ბლოკის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რამდენადმე შემცირებასა და მათ შორის ძალთა ბალანსის უფრო დაბალ დონეზე დამყარებას.

ხელმომწერი სახელმწიფოების აზრით, ამას უნდა აეცილებინა ორხრივ და საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის ან ძალით მუქარის გამოყენება და უწინდელი კონფრონტაცია ევროპაში შეეცვალა მშვიდობიანი თანამშრომლობის საფუძველზე დამყარებული ახალი ხასიათის ურთიერთობებით, აგრეთვე მინიმუმამდე დაეყვანა რომელიმე მხარის მიერ მოულოდნელი თავდასხმის განხორციელებისა და კონტინენტზე მსხვილმასშტაბიანი შეტევითი მოქმედებების დაწყების პოტენციური შესაძლებლობები.

ამასთანავე ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებდნენ, რომ CFE ხელშეკრულება არ ისახავს მიზნად რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენას და ითვალისწინებს ევროპაში პოლიტიკური ვითარების შემდგომი განვიარების შედეგად სტაბილურობის მომავალი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის პროცესის გაგრძელების აუცილებლობას, თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი.

ასეთია მოკლედ CFE ხელშეკრულების მიზნები და ამოცანები, რომლებიც სიტყვით ძალზედ ლამაზად და დამაიმედებლად ჟღერს, საქმით კი 90-იან წლებში საპირისპიროდ შემოუბრუნდა საქართველოს. მაგრამ სანამ ამ საკიხებზე გადავიდოდეთ, ჯერ ორიოდე სიტყვით შევეხოთ ისევ აღნიშნულ ხელშეკრულებას.

ამ ხელშეკრულებით თითოეულ სამხედრო ბლოკს უფლება მისცეს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურად მოწყობილ და მონიშნულ საწყობებში მშვიდობიანობის დროს მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20000 საბრძოლო ტანკის, 30000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20000 საველე საარტილერიო სისტემის, 2000 დამრტყმელი ვერტმფრენის და 6800 საბრძოლო თვითმფრინავისა.

ამასთანავე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები გადაანაწილეს ევროპის ცალკეული რაიონების მიხედვით. პირველ რიგში გამოჰყვეს კონტინენტის ცენტრალური და საფლანგო რაიონები. საფლანგო რაიონში ნატო-ს ბლოკიდან შეიყვანეს ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის უმეტესი ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით; ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან კი – ბულგარეთი, რუმინეთი და სსრკ-ის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. ხოლო ევროპის მთელი დანარჩენი ნაწილი კი შეყვანილ იქნა ცენტრალურ რაიონში. ეს რაიონიც, მისი დიდი სივრცული განფენილობის გამო, ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე, დაყოფილ იქნა ცალკეულ ქვერაიონებად ორი სამხედრო ბლოკის შეხების ხაზიდან პერიფერიებისკენ (სულ სამი ასეთი ქვერაიონი). მაგრამ ამ წერილში ცენტრალურ რაიონს ჩვენ დეტალურად ვერ შევეხებით, რადგან საქართველო სწორედ საფლანგო რაიონში მდებარეობს, და ჩვენი წერილის თემაც ეს გახლავთ. ქვემოთ 1-ლ ცხრილში მოგვყავს CFE ხელშეკრულებით ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების განაწილება ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში.

ცხრილი 1

ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები და მათი განაწილება ცენტრალური და საფლანგო რაიონებისთვის

განლაგების . . რეგულარულ ნაწილებსა და . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე სა-
რაიონები . . . . სპეციალურ საწყობებში . . . . . . .ტანკები . . . . .საბრძოლო . . . . . არტილერიო 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . . სისტემები
/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
მთლიანად . . . სულ არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . 20000 . . . . . . . . . 30000 . . . . . . . . . . 20000
თითოეულ . . . მათგან რეგულარულ ნაწი-
ბლოკში . . . . . . .ლებში არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . 16500 . . . . . . . . .27300 . . . . . . . . . . .17000
//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
მათგან ცე- . . სულ არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . 15300 . . . . . . . . .24100 . . . . . . . . . . .14000
ნტრალურ . . .მათგან რეგულარულ ნაწი-
რაიონში . . . .ლებში არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . .11800 . . . . . . . . . 21400 . . . . . . . . . . .11000
/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
საფლანგო . . რეგულარულ ნაწილებში
რაიონში . . . . არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4700 . . . . . . . . . . 5900 . . . . . . . . . . . 6000
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

შენიშვნა: საგაზეთო წერილში ცხრილში მოყვანილი გვქონდა მთლიანად ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, სადაც ჯავშანსატანკო ტექნიკასა და საველე არტილერიაზე დამატებით, ნაჩვენები იყო არამეტეს 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა და 6800 საბრძოლო თვითმფრინავის კვოტებიც თითოეული სამხედრო ბლოკისთვის. მაგრამ, ვინაიდან ჰორიზონტალურად ერთ სტრიქონში ამდენი მონაცემის განთავსება ჩვენი ფაილის ფორმატში სიძნელეს წარმოადგენს და, გარდა ამისა, ცალკეული რაიონებისა და ქვერაიონების მიხედვით საბრძოლო ავიაციის განლაგება არ იყო ლიმიტირებული და ეს საკითხი მთლიანად გახლდათ მინდობილი თითოეული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, ამიტომ აქ უკვე ცხრილიც რამდენადმე გავამარტივეთ და ავიაციის მონაცემები ამოვიღეთ.

შემდეგ ეს კვოტები გადაუნაწილეს თითოეული სამხედრო ბლოკის შესაბამის რაიონებში განლაგებულ სახელმწიფოებს.

მალევე ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, შემდეგ საბჭოთა კავშირიც და დღის წესრიგში დადგა სსრკ-ის კვოტების მის ევროპულ ნაწილში წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის გადანაწილების საკითხიც. ეს პრაქტიკულად განახორციელეს 1992 წლის მაისში ტაშკენტში დადებული შეთანხმებით, რომლის თანახმადაც საქართველოს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანსაც, თითოეულს, საბჭოთა კავშირის საფლანგო კვოტებიდან არგუნეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს დღემდე არა აქვს ათვისებული თუნდაც ეს კვოტები მაინც, უფრო მეტიც, იგი უკანასკნელ ადგილზეა ამიერკავკასიის სახელმწიფოებს შორის თავისი სამხედრო ხარჟების, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, შეიარაღებათა რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით. ქვემოთ, მე-2 ცხრილში, მოყვანილია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ფინანსური და შეიარაღებული ძალების მონაცემები, შესაბამისად, 1999 და 2000 წლების მიხედვით.

ცხრილი 2

ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ფინანსური და შეიარაღებული ძალების მონაცემები (ფინანსური მონაცემები ნაჩვენებია 1999 წლის მიხედვით, ხოლო შეიარაღებული ძალებისა კი – 2000 წლის)

ფინანსური და სამხედრო მონაცემები . . . . აზერბაიჯანი . . სომხეთი . . საქართველო

მთლიანი შიდა პროდუქტი (მლრდ. დოლარი) . . . . . . . . 4,5 . . . . . . . . . . . . 1,85 . . . . . . . . . . . . 2,5
თავდაცვის ხარჯები (მლრდ. დოლარი) . . . . . . . . . . . . . . 0,20 . . . . . . . . . . . 0,16 . . . . . . . . . . . . 0,11
მშვიდობიანობის დროის რეგულარული
შეიარაღებული ძალები (ადამიანი) . . . . . . . . . . . . . . . . . 72100 . . . . . . . . . . 42000 . . . . . . . . . . 26900
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .220 . . . . . . . . . . . . 102 . . . . . . . . . . . . .79
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . .490 . . . . . . . . . . . . 204 . . . . . . . . . . . . 185
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . .282 . . . . . . . . . . . . 229 . . . . . . . . . . . . .109
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . . . . 3
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .50 . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . 7

ცხრილში ნაჩვენები 102 სომხური საბრძოლო ტანკიდან ყველა თანამედროვე Т-72 ტიპისაა, ხოლო 79 ქართული საბრძოლო ტანკიდან მხოლოდ 31 მანქანაა Т-72 ტიპის, ხოლო დანარჩენი 49 კი – მოძველებული Т-55 ტიპისაა. სომხეთის შეიარაღებაში არსებული 229 საველე საარტილერიო სისტემიდან 159 ჰაუბიცაა (ქვემეხი), მათგან 38 თვითმავალი. ქართულ ჯარებში კი სულ 76 ჰაუბიცაა და მათგან სულ სამია თვითმავალი. ბუქსირებადი ქვემეხებიდანაც სომხური არმიის შეიარაღებაში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შედარებით მაღალი 152 მმ ყალიბის მქონე ჰაუბიცები – 90 ერთეული, მაშინ როდესაც ქართულ ჯარებში მხოლოდ 13 ასეთი ქვემეხია, უმეტესობა კი 122 მმ ყალიბისაა. აღარაფერს ვამბობთ აზერბაიჯანული სახმელეთო ჯარების შეიარაღების უპირატესობაზე, რაც ცხრილიდანაც თვალნათლივ ჩანს.

ამჯერად ამ საკითხში ჩაღრავებას არ ვაპირებთ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეს გაცილებით უფრო სერიოზული და მასშტაბური პრობლემები აქვს. საქმე იმაშია, რომ თუნდაც CFE-ხელშეკრულებითა და ტაშკენტის შეთანხმებით ჩვენთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი საქართველო ვერ ჩამოყალიბდება თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ. ამას ადასტურებს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა და ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების სამხედრო მშენებლობის გამოცდილება და პრაქტიკა.

სახელდობრ, თანამედროვე ტიპიურ გერმანულ სატანკო ბატალიონში შედის 54 საბრძოლო ტანკი, თურქულში 56, ამერიკულში 58, ჰოლანდიურში 49 და ა. შ. რუსულ სატანკო ბატალიონში შედარებით ნაკლები საბრძოლო ტანკია 31-41, მაგრამ ტიპიურ რუსულ მოტომსროლელ დივიზიაში შტატით გავალისწნებულია სატანკო და სამი მოტომსროლელი პოლკი, ხოლო თითოეულ მოტომსროლელ პოლკში კი შედის თითო სატანკო ბატალიონიც. ამრიგად, რუსულ მოტომსროლელ დივიზიაში მოითვლება ექვსი სატანკო ბატალიონი, რაც საერთო ჯამში ქმნის მნიშვნელოვან სატანკო ბირთვს – 220 საბრძოლო ტანკამდე. სატანკო დივიზიაში კი საბრძოლო ტანკების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.

ასეთ პირობებში თუნდაც 220 საბრძოლო ტანკის კვოტის სრულად ათვისების შემთხვევაშიც ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ოთხი სრულფასოვანი სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი ვერ იქნება.

მოჯავშნული საბრძოლო მანქანები (მსუბუქი ტანკები, სადაზვერვო მანქანები მძიმე შეიარაღებით, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, დესანტის საბრძოლო მანქანები) წარმოადგენს მოტოქვეითი (მოტომსროლელი) ბატალიონების, აგრეთვე სადაზვერვო ასეულების ძირითად შეიარაღებას. გარდა ამისა, ჯავშანტრანსპორტერების გარკვეული რაოდენობა აუცილებელია სატანკო, საარტილერიო, საინჟინრო-მესაგრეთა და სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფებში. შესაბამისად, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტა კიდევ უფრო ცოტაა და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

CFE-ხელშეკრულებით საველე არტილერიაში იგულისხმება 100 მმ და მეტი ყალიბის ქვემეხები, ნაღმსატყორცნები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (ჩვენში ცნობილი რუსული “გრადების” ანალოგიური). მათი დანიშნულებაა მებრძოლი ქვედანაყოფებისა და ნაწილებისთვის საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენა. საველე არტილერია შედის როგორც ზოგადსაჯარისო (სატანკო, მოტოქვეითი, ქვეითი, სამთოქვეითი და სხვა) ბრიგადების, ისე დივიზიებისა და საარმიო კორპუსების შემადგენლობაში, აგრეთვე ომიანობის დროს მათ ბაზაზე შექმნილი საველე არმიების და არმიების ჯგუფებისა. არტილერიის გარკვეული რაოდენობა იმყოფება აგრეთვე უმაღლესი სარდლობის (მთავარსარდლობის) განკარგულებაში. ყოველ კონკრეტულ საბრძოლო ოპერაციაში მებრძოლ ქვედანაყოფებს განსხვავებული სიძლიერისა და სახეობის საარტილერიო მხადაჭერა ესაჭიროებათ, რისთვისაც იყენებენ როგორც საკუთარ საშტატო ქვემეხებსა და ნაღმსატყორცნებს, ისე დივიზიებისა და კორპუსების შემადგენლობიდან მიღებულ საშუალებებსაც.

80-იანი წლების ტიპიურ დასავლეთგერმანულ მოტოქვეით ბრიგადაში შედიოდა საველე არტილერიის 30 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, სატანკო ბრიგადაში – 24. მოტოქვეითი (სატანკო) დივიზიის შემადგენლობაში, მასში შემავალი ბრიგადების არტილერიაზე დამატებით, შედიოდა საარტილერიო პოლკი, რომლის შემადგენლობაშიც მოითვლებოდა 40 ქვემეხი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი. სულ მოტოქვეით დივიზიაში შედიოდა 136 საველე საარტილერიო სისტემა (78 155-მმ და 203,2–მმ თვითმავალი და ბუქსირებადი ჰაუბიცა, 42 120-მმ ნაღმსატყორცნი, 16 110-მმ 36 მიმმართველიანი ზალპური ცელხლის რეაქტიული სისტემა). სატანკო დივიზიაში ნაღმსატყორცნები შედარებით ნაკლები იყო – 36 ერთეული.

დასავლურ არმიებში სატანკო და მოტოქვეითი ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენისთვის იყენებენ 155 და 203,2 მმ ყალიბის ჰაუბიცებს, ქვეითი და სათოქვეითი ქვედანაყოფებისთვის – 105 მმ ყალიბისა. სამაგიეროდ ხშირ შემთხვევებში ქვეით ჯარებს უფრო მეტი საარტილერიო სისტემები სჭირდებათ მხარდასაჭერად სატანკო და მოტოქვეით (მექანიზებულ ქვეით) ჯარებთან შედარებით. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა თუნდაც საქართველოს საზღვრების მახლობლობაში განლაგებული ორი თურქული ბრიგადის მაგალითი. სახელდობრ, ქ. არტაანში განლაგებული 25-ე თურქული მექანიზებული ქვეითი ბრიგადის შეიარაღებაში 1998 წლის დასაწყისში შედიოდა 56 საბრძოლო ტანკი, 142 ჯავშანტრანსპორტერი და 53 საველე სარტილერიო სისტემა (25 ჰაუბიცა და 28 106,7-მმ ნაღმსატყორცნი), ხოლო ქ. ტრაპიზონში დისლოცირებულ 48-ე ქვეით ბრიგადაში ჯავშანსატანკო ტექნიკა არა ჰყოლიათ, სამაგიეროდ იქ ნაჩვენები იყო 78 საველე საარტილერიო სისტემა (24 ჰაუბიცა, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი).

ასეთ პირობებში საქართველოსთვის ნებადართული 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტა მხოლოდ ოთხი-ხუთი თანამედროვე საბრძოლო ბრიგადის შეიარაღებისთვის თუ იქნება საკმარისი, რომ არაფერი ვთქვათ სარეზერვო არტილერიის აუცილებლობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან ამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის გამოყოფილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება თანამედროვე ტიპის ორი ჯავშანსატანკო და ორი-სამი ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბება, სარეზერვო არტილერიის გარეშე. ხოლო თუკი შევადარებთ ამას ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს, მაშინ აღმოჩნდება, რომ ასეთი საბრძოლო შემადგენლობის სახმელეთო ჯარებით ვერანაირად ვერ შევძლებთ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას.

სახელდობრ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ომიანობის დროს ფინეთის სარდლობა გეგმავს 26 საბრძოლო ბრიგადის გამოყვანას – ორი ჯავშასატანკოსი, ათი “ეგერთა” ქვეითის (მექანიზებულის) და 14 ქვეითისა, პლიუს სანაპირო თავდაცვის ერთი საარტილერიო ბრიგადისა. მათ შეიარაღებაში, 2000 წლის მონაცემებით, ნაჩვენებია 230 საბრძოლო ტანკი, 1060-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის მანქანა (მათ შორის 670 მსუბუქი ჯავშანტრანსპორტერი), 1920-მდე საველე და სანაპირო არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ შორის 200-ზე მეტი სანაპირო არტილერიისა), პლიუს 800 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი, და სხვა შეიარაღება (საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა).

შვეიცარიის სარდლობა ფინურისგან განსხვავებით აქცენტს აკეთებს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარების მშენებლობასა და გამოყენებაზე და შესაბამისი შეიარაღებაც გააჩია. სახელდობრ, იმავე ლონდონური წყაროს 2000 წლის მონაცემებით, აქ ნაჩვენებია 560-მდე საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 გერმანული “ლეოპარდ-2”), 1540-მდე მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფისა), 1090-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (პლიუს 1470-მდე 81-მმ ნაღმსატყორცნი).

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან კარგად ჩანს, თუ როგორი და რა რაოდენობით შეიარაღებაა საჭირო მცირე ევროპული სახელმწიფოსთვის თანამედროვე ბრძოლისუნდარიანი სახმელეთო ჯარების შესაქმნელად. აქედან პირდაპირ გამომდინარეობს დასკვნა, რომ თუ საქართველოს ხელისფლებამ არ დაიწყო ზრუნვა ეუთო-ს ხელმძღვანელობისა და წევრი სახელმწიფოების წინაშე ამ ორგანიზაციის ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე საარტილერიო შეიარაღების კვოტების გადასინჯვაზე საკითხის დასაყენებლად და დარჩა ამ კვოტებით დადგენილ ჩარჩოებში, მაშინ საქართველო თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალბდება.

საკითხის ასეთნაირად დაყენების შესაძლებლობა და წინაპირობები ჩადებულია თავად CFE-ხელშეკრულების ტექსტში, სადაც შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ ეს ხელშეკრულება არ არის მიმართული რომელიმე სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და იგი მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებს შორის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობრივი განსხვავებების მოსპობას და რომელიმე ქვეყნის მიერ მეზობლების წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად პოტენციური შესაძლებლობების მინიმუმადე დაყვანას.

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ევროპაში პოლიტიკური ვითარების განვითარების და მიხედვით, სტაბილურობის მომავალი მოთხოვნების გათვალისწინებით, აუცილებელია შეიარაღებებზე კონტროლის პროცესის გაგრძელება თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი.

ასეთი შეხვედრები და მოლაპარაკებები სისტემატიურად მიმდინარეობს და ოფიციალურად მათ ეწოდება CFE-ხელშეკრულების ახალი პირობებისადმი ადაპტაციის პროცესი. საქართველოს წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ (თუკი ამის სურვილი ექნებათ) დააყენონ ჩვენთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი შეტევთი შეიარაღების კვოტების გაზრდის საკითხი, მით უმტეს, რომ ევროპის ორმა ნეიტრალურმა სახელმწიფომ – ავსტრიამ და ფინეთმა – 90-იან წლებში მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი ჯავშანსატანკო ტექნიკის რაოდენობა და ხარისხი, ასევე შვეიცარიამაც გაზარდა მოჯავშნული საბრძოლო მანქანების რიცხვი და ეს არავის აღუქვამს ევროპაში ამ სახელმწიფოთა მიერ აგრესიულობის გამოხატვად.

ამასთანავე უნდა ითქვას, რომ 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც) ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების გაზრდის წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოსულიყო თურქეთი, ვინაიდან მაშინ, ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, საქართველოს სამხედრო მოწყობის სფეროში შედარებით დიდი იყო რუსეთის გავლენა, და თურქეთი რომ დათანხმებოდა ჩვენი ქვეყნისთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის) კვოტების გაზრდას, მას არ ექნებოდა გარანტია, რომ მომავალში ეს ძალა რუსეთის ერთიანი სარდლობის ქვეშ არ გამოვიდოდა თურქეთის წინააღმდეგ.

დღესდღეობით საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კურსი, თუკი მას ასეთი შეიძლება ეწოდოს, რუსეთისგან მნიშვნელოვნადაა დაცილებული და უფრო დასავლეთისკენ იხრება. შესაბამისად, თურქეთის ხელმძღვანელობას აღარ უნდა ჰქონდეს არგუმენტები საქართველოსთვის ტაშკენტის შეთანხმებით გათვალისწინებული კვოტების გაზრდის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ჯერ ამ კვოტების გაზრდაზე დასაბუთებული წინადადებები დააყენოს საქართველოს მხარემ.

სამწუხაროდ, სწორედ დასავლეთსა და თურქეთზე ორიენტირებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბოლო სამი წლის განმავლობაში დაჟინებით გაურბის არა თუ ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე დაყენებას, არამედ თვით ჩვენს საზოგადოებაში მის სადისკუსიოდ გამოტანასაც კი. ხოლო ის სახელმწიფო მოხელენი, რომლებიც ყველანაირად ჩქმალავენ საქართველოს თავდაცვისთვის ამ მეტად საჭირბოროტო თემის წინ წამოწევას, სამაგიეროდ გაზვიადებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩეხეთიდან Т-55 ტიპის გვარიანად მოძველებული ორი-სამი ათეული საბრძოლო ტანკის შეძენისა და თურქეთისგან სამხედრო ფორმის ტანსაცმლის მიღების საკითხებს, ხოლო საქართველოს სამხედრო მშენებლობის უდიდეს მანკიერებად კი მიიჩნევენ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის ძვირადღირებულ “ჯიპებს”.

ეს ყველაფერი გარკვეულ ფარგლებში მტკივნეული და აქტუალურია, მაგრამ წმინდა ილია მართალს (ილია ჭავჭავაძეს) რომ დავესესხოთ, თანამედროვე სამხედრო მშენებლობის საქმეში გაუთვითცნობიერებელი ქართული საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბებერი დედაკაცის საპატარძლოდ გამოპრანჭვას უფრო მიაგავს. წმინდა ილია მართალი ასეთ დროს ხალხური ლექსით გვაფრთხილებს: “ბებერსა, სარძლოდ მორთულსა, უფრთხილდი, მოერიდეო”, და ჩვენც მეტი არაფერი გვეთქმის.

ირაკლი ხართიშვილი

Tuesday, December 11, 2012

აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი XIX საუკუნის შუახანებში ოსთა განსახლებისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ

(წიგნიდან Н. Дубровинъ, Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе, томъ I, книга I, Санктпетербургъ, 1871. ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აღნიშნულ წიგნში აკადემიკოს დუბროვინის მიერ ოსების შესახებ დაწერილი ვრცელი წერილის პირველი თავის თარგმანს /სულ მასში ოთხი თავია და წიგნში უჭირავს 282-366 გვერდები/. ამ თავების შინაარსი შემდეგია: თავი I. ოსების მიერ დაკავებული ადგილი და მათი დაყოფა საზოგადოებებად. – ოსის დახასიათება და მისი ეკონომიკური ყოფა. თავი II. ოსური აული. – ოსის სახლი. – ტანისამოსი. – რელიგია. – დღესასწაულები. – ექიმბაშები (Знахари и знахарки). – თილისმები. – ჯადოქრობა. – ცრურწმენა. – ლეგენდები. თავი III. ოსთა საქორწინო წეს-ჩვეულებები. – საკვები. – საოჯახო ყოფა. – შობა. – დაკრძალვა. – სახოტბო სიმღერები და იმპროვიზაცია. თავი IV. სახალხო მმართველობა. – წოდებათა წარმოშობა და მათი უფლებები. – სისხლის აღება. – საზღაური სისხლის დაღვრისა და სხვა ბოროტმოქმედებათა გამო. – სტუმართმოყვარეობა. შემდგომში ჩვენ შევეცდებით ამ წერილის ბოლომდე თარგმნას, მაგრამ ვინაიდან პირადად ჩვენს ინტერესებში არ შემოდის კავკასიის ხალხთა ზნე-ჩვეულებებისა და ადათების ასე დეტალურად შესწავლა, არამედ საკუთრივ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა, ამიტომ, შესაძლოა, ჩვენს მიერ ამ საქმის ბოლოდე მიყვანა რამდენადმე დაგვიანდეს, თანაც ეს თარგმანი ვერ იყოს იმდენად კვალიფიციური, როგორც ამას გააკეთებდა საქმეში ჩვენზე უფრო კარგად ჩახედული და მცოდნე სპეციალისტი, ან კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარი. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს მოვუწოდებთ უფრო მეტი ინიციატივის გამოჩენისკენ /მათ შორის ამ წერილის სრულად თარგმნის საკითხშიც/, ვინაიდან, ჩვენი აზრით, დღევანდელ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ამ საკითხებში სათანადო ცოდნისა და ინფორმაციის მიღება. უფრო მეტიც, ეს უნდა გაკეთებულიყო ამაზე გაცილებით უფრო ადრეც, რათა ჩვენს მიერ აქამდე გადატანილი სისხლისღვრები და უბედურებანი თავიდან აგვეცილებინა)

თავი I.

ოსების მიერ დაკავებული ადგილი და მათი დაყოფა საზოგადოებებად. – ოსის დახასიათება და მისი ეკონომიკური ყოფა

როდესაც ვმგზავრობთ საქართველოს სამხედრო გზაზე, ზმეისკის საფოსტო სადგურიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით, გზაზე გვხვდება ხეობა, რომელიც იქმნება ყარადაღის (ფსეხეშის) ქედისა და ყაბარდოს მთების მიერ. ამ ხეობიდან გამოსვლის შემდეგ იშლება ვრცელი სწორი ადგილი (ზეგანი), რომელიც მარჯვნიდან და წინიდან შემორკალულია ტყით დაფარული თვალწარმტაცი მთების დაუსრულებელი გრეხილით. შემდეგ ამ მთების უკან, რომლებიც ცნობილია შავი მთების სახელწოდებით, აღიმართება კავკასიონის თოვლით დაფარული მწვერვალები, რომელთა წინ ყველაზე უფრო მაღლა იყურება მარადიული თოვლით დაფარული დიდებული ყაზბეგი. ამ ზეგანის ნაწილი, კავკასიონის მთების მთავარი ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთები, დაწყებული ფასის-მთიდან (Пасисъ-мта), რომელიც სათავეს აძლევს მდინარე რიონს, და ყაზბეგის მთამდე, დაკავებულია ოსური ტომის მიერ, რომლის რიცხოვნებაც შეადგენს მოსახლეობის 65 ათას სულზე ცოტათი მეტს.

ამრიგად, ოსები შეადგენენ კავკასიონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან ტომს. მათგან ერთ ნაწილს უკავია ვლადიკავკაზის ნაყოფიერი ზეგანი, მაგრამ უმეტესი ნაწილი ცხობრობს მაღალ ადგილებში, დაწყებული ჩრდილოეთ კალთიდან, მდინარეების არდონის, ფიაგ-დონის, გიზელ-დონისა და თერგის სათავეებიდან, ხოლო სამხრეთ კალთაზე კი დიდი და მცირე ლიახვისა და ქსნის სათავეებიდან.

ოსურ ტომს ჩრდილოეთით ესაზღვრება მცირე ყაბარდო და ჩერქეზი ბეგების ყოფილი აგარაკის სახაზინო მიწები; აღმოსავლეთით – ჩეჩნური ტომის ნაზრანის საზოგადოება და მდინარე თერგი; სამხრეთით – ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრა და ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრა; დასავლეთით – ყაბარდოსა და დიდი ყაბარდოს მთიელთა საზოგადოებანი.

თავად ბუნებამ გაჰყო, როგორც ჩანს, ოსები ორ ნაწილად: ჩრდილოელებად მოსახლეობით 42.802 სული და სამხრეთელებად მოსახლეობით 19.324 სული. პირველები მიეკუთვნებიან ვლადიკავკაზის ოკრუგს, მეორენი კი შედიან ამიერკავკასიური პროვინციების შემადგენლობაში. ადგილმდებარეობის რელიეფის მიხედვით ოსეთი იყოფა მთისა და ზეგანის ოსეთებად. იმ მდინარეთა რიცხვიდან, რომლებიც რწყავენ ამ სივრცის უკანასკნელ ნაწილს (ანუ ზეგანის, დაბლობის ოსეთს – ი. ხ.), პირველი ადგილი უჭირავს თერგს, და შემდეგ კი მის შენაკადებს: არდონს, გიზელ-დონს* (*სიტყვა დონი ოსურ ენაზე ნიშნავს წყალს), ფიაგ-დონს, ურუხსა და სხვებს. ყველა ეს პატარა მდინარე, თერგის გარდა, ჩვეულებრივ დროს ოდნავ მოკამკამე ნაკადულის მსგავსია, მაგრამ, მთებში თოვლის დნობის ან წვიმების დროს, ისინი დიდდებიან რამდენიმე საათის განმავლობაში, და მაშინ არათუ მათზე გადასვლაა შეუძლებელი, არამედ წყლის მოწოლა იმდენად ძლიერია, რომ გლეჯს ხიდებს, მოაგორებს ქვის ლოდებს და ფესვიანად გლეჯს უზარმაზარ ხეებს. ასე, მდ. არდონი, ანუ არა-დონი, ოსურ ენაზე ნიშნავს: ცოფიან მდინარეს.

ტბები არ არის ამ ზეგანზე (მოსწორებულ ადგილას), მაგრამ შავი მთების ძირის გაყოლებაზე იმყოფება ბევრი დამპალი ჭაობი, რომლებიც ციებ-ცხელებით აავადებენ ადამიანებს. ოსეთში უკანასკნელ დრომდე არ ყოფილა არანაირი გზა, და მით უმეტეს თვლიანი ტრანსპორტისთვის. თითოეულს თავად გაჰყავს თავისთვის გზა და სიმძიმეები გადააქვს საპალნით იქ, სადაც შეუძლებელია ურმით გადატანა.

ოსები საკუთარ თავს უწოდებენ ირონებს, ესე იგი ირისგან წარმოშობილებს; მაგრამ ვინ იყო ირი – ხალხს ამის ახსნა არ შეუძლია. უწინდელ დროში, ხალხის სიტყვებით, ოსებთან გადმოესახლებოდა ბევრი სხვადასხვა გვარის ადამიანი: ქართველები და მთიელები, რომლებიც გამორბოდნენ სპარსელთა დევნისგან და თავს აფარებდნენ მთათა ჩრდილოეთ კალთებზე (Въ прежнее время, по словамъ народа, къ осетинамъ переселялось много разнаго рода людей: грузинъ и горцевъ, бежавшихъ отъ преследованiя персiянъ на северную покатость горъ).

კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც დაესახლნენ ოსები, დასერილია მრავალი ხეობით, რომლებიც ატარებენ სხვადასხვა სახელებს და ამ სახელებით აღინიშნებიან თითოეული ამ ხეობის მაცხოვრებლებიც. აქედან წარმოიშვა კიდეც ოსების დაყოფა რამდენიმე ცალკეულ მცირე საზოგადოებად* (*Дигорское, нарское, мамисонское, закинское, зрукское, донифарское, лесгорское, алагирское, куртатинское, тагаурское и проч.), რომელთაც გააჩნიათ ერთი საერთო ენა, მაგრამ ზოგიერთი განსხვავებანი ხასიათსა და ზნე-ჩვეულებებში. თუმცა კი მთელი ეს წვრილი საზოგადოებანი შეიძლება მიყვანილ იქნან ოთხ უმთავრეს შემადგენლამდე როგორც ცალკე მთლიანობა ანუ რაღაც დამახასიათებელი (Все мелкiя общества могутъ быть однакоже приведены къ четырёмъ главнейшимъ составляющимъ какъ бы отдельное целое или нечто характеристичное).

დაწყებული ზმეისკის სადგურიდან, მდ. ურუხისა და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადების ხეობები, დასახლებულია დიგორის საზოგადოებით, რომელიც იყოფა საკუთრივ დიგორად და უსტ-დიგორად (ანუ შორეულ დიგორიად). დიგორია შეადგენს პირველ ხეობას ვლადიკავკაზის ოკრუგში და, ემეზობლება რა ყაბარდოს, ოსეთის საზღვარს წარმოადგენს ბალყარეთის ოლქთან, ანუ ყაბარდოს მიწის სამხრეთ ნაწილთან, რომელიც განვრცობილია კავკასიონის მთების თვით ქედამდეც კი. მთები, რომლებიც წარმოქმნიან ამ ხეობას, მიემართებიან სამხრეთისკენ დაკლაკნილი მიმართულებით და განსაკუთრებით მრავალფეროვანი არიან თავიანთი შესახედაობითა და მცენარეული საფარით. შენაკადები ყოველ ნაბიჯზე მოედინებიან მთის კალთებზე და ეშვებიან მათგან ჩანჩქერებად. ქვისა და თოვლის ხერგილები აქ იშვიათობა არ არის და ერთნაირად დევს ისინი ზაფხულშიცა და ზამთარშიც. ყრუ ხმაური მთებში ჩვეულებრივ მათი ჩამოვარდნის წინასწარ მაუწყებელია.

სამხრეთისკენ, თერგის დინების ზემოწელისკენ, არდონისა და მისი შენაკადების ხეობებში, ცხოვრობს ალაგირის ანუ ვალაჯირის საზოგადოება. იგი შემოსაზღვრულია სამხრეთიდან თოვლიანი ქედით, რომელიც მოქცეულია მთებს, სტირსა და სონგუთი-ხოგს შორის; დასავლეთიდან პირდაპირი ხაზით, რომელიც გადის მთებს სონგუთისა და ხურუხა-ხოგს შორის შავი მთების ქედზე, მდინარეების კრუპშუსა და ურუსტანუს გადავლით, ხოლო აღმოსავლეთში კი იგი ებჯინება ქურთათის საზოგადოებას. უკანასკნელი იმყოფება მთებში მდინარეების სუა-დონისა და ფიაგ-დონის, აგრთვე მათი შენაკადების ხეობებში. ქურთათის საზოგადოება შემოსაზღვრულია: სამხრეთიდან თოვლიანი ქედით, დასავლეთიდან პირდაპირი ხაზით, რომელიც გადის მთებს სტირ-ხოგსა და უსტიუგს შორის, და მდინარე არდონით, ჩრდილოეთიდან მდინარე თერგით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი თაგაურის საზოგადოებით, რომელმაც თავისი სახელწოდება მიიღო თაგაურის ხეობისგან, რომელიც იქმნება მდინარეების პოგისა და ყიზილის შერწყმით. თაგაურელები დაესახლნენ მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე მდინარეების სანიბის, გიზელ დონისა და მათი შენაკადების პარალელურ ხეობებში, ლარსის საფოსტო სადგურამდე. ამ საზოგადოებას სამხრეთით ესაზღვრება თოვლიანი ქედი, დაწყებული მდ. თერგიდან და რეზის (ხილიაკის) მთამდე; დასავლეთით პირდაპირი ხაზი, რომელიც გადის რეზისა და ტაბაუს მთებსა და მდინარეებს მაირამა-ადეღესა და გიზელ-დონს შორის; ჩრდილოეთით ყაბარდოს ქედი, აღმოსავლეთით საქართველოს ძველი სამხედრო გზა, ელისაბედის სიმაგრემდე, მდ. კამბილეევკა ვლადიკავკაზამდე და მდ. თერგი.

კავკასიაში რუსების გამოჩენამდე ოსები ფლობდნენ მხოლოდ მთათა ხეობებს; ხოლო მდ. თერგის მთელი ხეობა კი, რედანტის საგუშაგომდე, ლარსის ხეობის შესართავის მახლობლობაში, იმყოფებოდა ყაბარდოეთა მფლობელობაში, რომლებიც ოსებს მხოლოდ საზღაურის სანაცვლოდ უშვებდნენ მთებიდან დაბლა. მომწყვდეულები თავიანთ ხეობებში, რომელთაგან გამოსასვლელები ჩაკეტილი იყო, ოსები მოწყვეტილი იყვნენ მთელი მსოფლიოსგან და გაველურდნენ. ხალხის მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია მოგონებები, როდესაც ოსები ვერ ბედავდნენ დაბლობზე გამოჩენას, ეშინოდათ რა ყაბარდოელებისა, რომლებიც არა მხოლოდ არ უშვებდნენ მათ დაბლობ ადგილებში, არამედ მათ მთიან სამფლობელოებშიც კი იჭრებოდნენ. ასეთი შემოჭრებისგან საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის, ოსები აშენებდნენ კოშკებს თავიანთი ხეობების შესართავებში და, თავის მხრივ არ ატარებდნენ ყაბარდოელებს მთებში გადასახადის გარეშე. ამ პირობებისგან გადახვევას საქმე მიჰყავდა სისხლიან ხოცვა-ჟლეტამდე, რომლებიც წამოიჭრებოდა ხოლმე ამ ორ ხალხს შორის. რუსებმა მთებისგან განზე გასწიეს ყაბარდოელები, და ზოგიერთნი ოსთაგან, ჩვენი მთავრობის წინადადებით, ჩამოვიდნენ მთებიდან და დაიკავეს ეგრეთ წოდებული ყაბარდოს ზეგანის ნაწილი მდ. თერგის ორივე გაშლილ ნაპირზე. ეს ნაწილი მეტად უმნიშვნელოა, და ამის გამო ოსეთის თითქმის მთელი ხალხმოსახლეობა, დაწყებული დიგორიიდან, ცხოვრობს მთებში.

მთელი ოსეთი შედგება ხეობებისგან, რომლებსაც წარმოქმნიან კავკასიონის მთავარი ქედის მაღალი განშტოებანი. არცთუ დიდი სწორი ადგილები მთებში, ან უკეთ რომ ვთქვათ, ბრტყელი მაღლობი ადგილები, მთიან ოსეთში გვხვდება მხოლოდ იშვიათად და მათგან ყველაზე უფრო ვრცელიც არ აღემატება 50 დესეტინას. მიწის ნიადაგი ყველგან თიხიანია, მაღლობ ადგილებში ყვითელი ფერიას, მთების ძირას კი ყავისფერი. რამდენჯერმე ნაკელმოყრილი სახნავ-სათესი ადგილი შავ ფერს ღებულობს. მიწის ფენა, რომელიც ფარავს მთათა ქვიან ქედებს, ექვს გოჯს არ აღემატება. კავკასიონის მეწინავე ქედებზე მიწის დაფენილი გრუნტი ხშირად სავსეა ქვებით. უტყეო ადგილებში, მთავარ ქედთან უფრო ახლოს, და უპიტარესად მის ჩრდილოეთ მხარეზე, იმ ნაკადულების გაყოლებაზე, რომლებიც წარმოქმნიან მდ. არდონს, მიწა უფრო მაგარი და ნაყოფიერია. სამხრეთში კი, მაგალითად ქართლის მოსაზღვრე და ტყით დაფარულ ადგილებში, მიწა უფრო რბილია, მაგრამ ნაკლებ ნაყოფიერი. ცივი კლიმატი მთავარ ქედთან და ოსეთის ამ ნაწილის მიწების მნიშვნელოვანი ამაღლებულობა არ იძლევა არანაირი ხვნა-თესვის შესაძლებლობას: იქ ბალახი იზრდება მხოლოდ მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.

ადგილმდებარეობის დადაბლებასთან და თოვლიანი მწვერვალებისგან ხეობების დაშორებასთან ერთად, კლიმატის სიმკაცრე თანდათანობით რბილდება. გარდა ამისა, კლიმატური პირობები ასეთ ადგილებში დამოკიდებულია ხეობების მიმართულებაზე, და იმაზეც, თუ როგორი ხარისხით, მაგალითად, არიან ისინი ჩაკეტილი ჩრდილოეთის და გახსნილი სამხრეთის ქარებისთვის და სხვა.

ბევრ ადგილებში თავისი სიმკაცრის მიუხედავად, ოსეთის კლიმატი, უხვად დაჭაობებული დგილების გარდა, ჯანსაღია და კარგი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე, რაც აისახება იქაური მაცხოვრებლის დღეგრძელობასა და სიძლირეზე. ასი წლის ასაკი ოსეთში თითქმის ჩვეულებრივად ითვლება. მთის ჰაერი კეთილისმყოფელად მოქმედებს მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე.

თავისი ბუნებრივი მდგომარეობის მიხედვით, ოსეთი სარგებლობს ორგვარი კლიმატით. ხეობათა ზემო მხარეებში, რომლებიც მთავარ ქედთან უფრო ახლოს იმყოფებიან, კლიმატი უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოსა და ყაბარდოსთან ახლო მდებარე ადგილებში. ზაფხული ოსეთის ამ ნაწილში მეტად მოკლეა და მისი ტემპერატურა ძლივს-ძლივობით თუ არის საკმარისი ქერის დასამწიფებლად. თოვლიან მწვერვალებთან ყველაზე უფრო მახლობელ ხეობებში ზამთარი იწყება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მაისამდე. ამ დროს დიდი თოვლი და ქარიშხლები აძნელებენ შეტყობინებას, რომელიც ბევრ ადგილას ხელმისაწვდომია მხოლოდ ფეხით მოსიარულესათვის, მარტოხელა მგზავრისთვის, და ისიც ნათელ ამინდში.

ასე, დიგორია ყოველი მხრიდან ჩაკეტილია მთებით და შორს იმყოფება შეტყობინების ყველა გზისგან. წელიწადის სამ მეოთხედში მასში შესვლა ან სრულებით შეუძლებელია ან კიდევ შეუღლებილია დიდ საშიშროებასთან. მისი კლიმატი ზომიერად ჯანსაღია, მაგრამ მთიან დიგორიაში საშუალო ტემპერატურა არ აღემატება 3⁰-ს; სიცივე და ყინვები მნიშვნელოვანი და მუდმივია. ამ ნაწილის მცენარეულობა ღარიბია, კლიმატი მკაცრია და არანაირად არ არის ხელსაყრელი მცენარეულობისთვის. იქ ზამთრის სამეფოა და დედამიწა ყველგან ატარებს სიცარიელისა (опустошенiе) და უნაყოფობის ანაბეჭდს; ყველგან დაღვრემილობა და პირქუშობაა (везде мрачно и угрюмо).

ზაფხული, რომელიც გრძელდება არაუმეტეს სამი თვისა, ისე მოკლეა, რომ პური ვერ მწიფდება. ძლივს თუ მოასწრებს მზე ამოსვლას, რომ მაშინვე იძირება მეწამულ ნისლში – ძლიერი სიცივის წინასწარ მაუწყებელში. “ქარიშხლები და უამინდობა მძვინვარებს ცხრა თვის განმავლობაში. შემოდგომა საშინელია, და თავად გაზაფხულიც ღებულობს მოღუშული შემოდგომის სახეს; და ამიტომ, საითკენაც არ უნდა მიმართო მზერა, ყველგან აწყდები მხოლოდ ყინულებს, რომლებიც ფარავენ შავი, კლდიანი მთების მწვერვალებს და მთელ გარემო მხარეს, რომელიც დაფარულია თოვლის ღრმა ნამქერებით”.

მკაცრმა ბუნებამ დიგორიელები აქცია უშიშრებად, ფიზიკურად ძლიერებად და მთებში კარგ მოსიარულეებად, სადაც ისინი ნადირობით არიან დაკავებულნი. ისინი არიან დიდი სიმაღლისა, გააჩნიათ სიტყვის თქმის ნიჭი და კარგი გონებრივი უნარ-ჩვევები; ბუნების მიერ მომადლებული მათი საღი გონება ჩანს ყველა ნაბიჯზე. დიგორელი სტუმართმოყვარე, პატიოსანი და ამაყია, ერთგულია სიტყვასა და ფიცში, გერგილიანია, მაგრამ ჯიუტი, შურისმაძიებელი და გულჩათხრობილი. სახე მას შავგვრემანი აქვს, თავს იპარსავს, მაგრამ ატარებს წვერს, რომელსაც ჩამოიპარსავს (подбриваетъ) ქვედა ყბებზე. დიგორელები უფრო მეტად სუფთები არიან (опрятны) და შედარებით უფრო მეტად შრომისმოყვარენიც, ვიდრე ოსთა ყველა დანარჩენი თემები (поколенiя), და არასოდეს არ ითვლებოდნენ მეომარ ტომად. დაკავებული არიან რა უფრო მეტად მიწათმოქმედებით და ჰყავთ რა არცთუ ბევრი საქონელი, ისინი თითქმის არასოდეს არ უშვებენ მას გასაყიდად, არამედ ცხვრის მატყლისგან აკეთებენ კარგ ნაბდებს, რომლებსაც ჰყიდიან კიდეც ან კავკასიის ხაზზე ან იმერეთში. ალაგირელი, ამის საპირისპიროდ, მოუქნელია, მისი თვალები უსიცოცხლო და მოდუნებულია, ჩაგაგონებენ აზრს ვერაგობისა და თავხედური ლაჩრობის შესახებ, რომლებიც დაფარულია მოჩვენებითი დიდსულოვნების ნიღბის ქვეშ. ეს ტომი თვითრჯულია, უმაღლეს ხარისხად ფეთქებადი, განსაკუთრებით იმაში, რომ უბრალო რამეზე ატეხონ ხმაური, იყვირონ, და სხვადასხვა სისულელე აკეთონ. თუმცა კი ალაგირელებისთვის უცხოა შარიანობა და მეტად კეთილი ხასიათი აქვთ, განსაკუთრებით თუკი მათ მოეფერები.

თაგაურელები გამოირჩევიან ყველაზე უფრო მეტი სიამაყით ოსი ხალხის ყველა ტომს შორის. თვლიან რა თავიანთ მამამთავრად თაგაურს, გადმოცემის მიხედვით სომხეთის ტახტის მემკვიდრეს, რომელიც, ვითომდა, გამოიქცა მთებში, საკუთარი ძმების დევნისგან თავის დასახსნელად, ისინი საკუთარ თავს მიათვლიან ოსთა უმაღლეს წოდებას, და ამიტომ ხალხს ისინი სძულს. ვ. ტოლსტოის სიტყვებით, თაგაურელები უწინ იყვნენ მამასახლისებად ოსურ აულებში, და ამან მისცა კიდეც მას აზრი იმის შესახებ, რათა ამტკიცებდეს, რომ საკუთრივ თაგაურელები არ არიან, არამედ არის მხოლოდ ოსი ხალხის უმაღლესი წოდება. უკანასკნელის დადასტურებისთვის იგი ამბობს, რომ თაგაურელები დგანან ყველა დანარჩენ საზოგადოებაზე უფრო მაღლა თავიანთი გონებრივი განვითარების მიხედვით, რომ ისინი არიან თავშეკავებულები, გულჩათხრობილები და, შედარებით უფრო განათლებულები, მოწინავე ხალხია ოსებს შორის.

ყველაზე უფრო პატიოსანი, პირდაპირი და გულგახსნილი ხალხია – ქურთათელები. ისინი რუსებისადმი ღრმად ერთგულნი არიან და ღრმად სწამთ, რომ მათ მიმართ არ იქნება გამოჩენილი რუსთა მიერ უსამართლობა. საერთოდ მთელი ოსები ჩვენი მთავრობისადმი ერთგული ხალხია და მის განკარგულებათა მეტად გულმოდგინე აღმსრულებლებიც. თუმცა კი ეს გულმოდგინება და სიბეჯითე არ ვრცელდება მათ შინაურ ცხოვრებაზე.

ოსზე უფრო ნაკლებად არავინ არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ხოლო მიმდინარე დღეს კი იგი ატარებს უსაქმურობასა და სიზარმაცეში, ზის სახლში ახრჩოლებულ ცეცხლთან, ჩიბუხით პირში, “ან სძინავს, დაეხეტება მთებში ველური თხის მსგავსად”, არ სურს რა არაფრის შეძენა და მინდობილი აქვს რა თავისი მარტივი მეურნეობა ცოლების მზრუნველობისთვის.

მთიანი ოსეთის უმეტესი ნაწილის ნიადაგის მცირე მწარმოებლურობამ მიიყვანა მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბემდე. ოსები ყოველთვის განიცდიდნენ არა მხოლოდ იმ საგნების უკმარისობას, რომლებიც არ იყო საკუთარ ქვეყანაში, მაგალითად მარილისა, არამედ არსობის პურისაც კი. ხვნა-თესვისთვის მოსახერხებელ მიწას ამ დრომდეც კი გაუგონარი ფასი აქვს: ის იმ ცხოველის ფასი ღირს, რომელიც მასზე დაეტევა. მიწის ნაგლეჯი, რომელსაც დაიკავებს მწოლიარე ძროხა, ძროხის ფასი ღირს; მეორე ცხვრის ფასი და სხვა. ეს მცირემიწიანობა იყო იმის მიზეზი, რომ ოსების ნაწილი გადასახლდა მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე და ნებაყოფლობით მისცა საკუთარი თავი ქართველ მემამულეთა კაბალაში. დაიკავეს რა კუდარის (Кударовское), დიდი და პატარა ლიახვის, რეხულას, ქსნისა და მისი შენაკადების ხეობები, ოსები იქცნენ თავადების ერისთავებისა და მაჩაბლების ყმა-გლეხებად. ეს გადასახლებულები შეადგენენ კიდეც ეგრეთ წოდებული სამხრეთელი ოსების დასახლებებს და, თავის მხრივ, იყოფიან ასევე ბევრ წვრილ საზოგადოებად, რომლებიც ატარებენ მათი საცხოვრებელი ხეობების სახელებს. ასე, ისინი იყოფიან ქსნის, კუდარის, ლიახვის, ღუდუშაურის, მაღლადოლეთის (Магладолетскихъ, მაღრან-დვალეთის /?/), ჯამურისა და სხვა საზოგადოებებად. ბევრი ოსი დაესახლა მთიულეთსა და ხევის ხეობაში. სამხრეთ კალთის მხოლოდ არცთუ ბევრი საზოგადოებისა და დაბლობ (ზეგან) ადგილას მცხოვრებთა გამოკლებით, ყველა დანარჩენი ოსები ღარიბები არიან, თითქმის შიშვლები ან სულ უკანასკნელ ხარისხამდე ცუდად ჩაცმულნი; ცხოვრობენ მიწურებში ან დანგრეულ კოშკებში და მიტოვებულ სიმაგრეებშიც კი. მიუხედავად ამისა, ოსი ყოველთვის მხიარულია, ყოველთვის უდარდელი.

(აქ მოვიყვანთ ზემო აბზაცის რუსულ ორიგინალურ ტექსტს: Малая производительность почвы большей части горной Осетiи довела населенiе до крайней бедности. Осетины всегда терпели недостатокъ не только въ предметахъ, которыхъ не было въ собственной стране, напримеръ соли, но даже въ насущномъ хлебе. Земля, удобная для хлебопашества и до сихъ поръ имеетъ неслыханную цену: стоитъ того животнаго, которое можетъ на ней поместиться. Кусокъ земли, который займётъ лежащая корова, ценится въ корову; другой въ овцу и проч. Эта малоземельность была причиною, что часть осетинъ переселилась на южный склонъ Главнаго хребта и добровольно отдала себя въ кабалу грузинскихъ помещиковъ. Занявъ ущелья: Кударовское, Большой и Малой Лiяхви, Рехулы, Ксани и ея притоковъ, осетины стали крепостными князей Эристовыхъ и Мочабеловыхъ. Эти переселенцы и составляютъ поселенiя такъ называемыхъ южныхъ осетинъ и, въ свою очередь, делятся так же на многiя мелкiя общества, носящiя названiе по именамъ ущелiй ими обытаемыхъ. Такъ, они делятся на Ксанскихъ, Кударскихъ, Лiяхвскихъ, Гудошаурскихъ, Магладолетскихъ, Джамурскихъ и другихъ. Много осетинъ поселилось въ Мтiулетიи и Хевскомъ Ущелье. За исключенiемъ только немногих обществъ южнаго склона и живущихъ на плоскости, все остальные осетины бедны, почти голы или до последней степени плохо одеты; живутъ въ землянкахъ или развалившихся башняхъ и даже въ оставленныхъ укрепленiяхъ. Не смотря на то, осетинъ всегда веселъ, всегда безпеченъ.)

ოსეთის ქარაფები და მთები გამოუსადეგარია მიწათმოქმედებისთვის, და ამიტომ იქაური მოსახლეობა დაკავებულია უპირატესად მესაქონლეობით. ღებულობენ რა პურს მეზობლებისგან, ოსები აწვდიან მათ, ამის სანაცვლოდ, რქოსან საქონელს, ცხვრებს, ცხენებს, რომლებიც ცნობილი არიან თავინთი ძალითა და მთებში მშვენიერი სიარულით. მაგრამ ეს მრეწველობა სრულებით უმნიშვნელოა და ძლივს-ძლივობითღა თუ აკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს* (*Тагаурцы Владимiра Толстаго Вест. Импер. Рус. Геогр. Общест. 1854 г. Ч. ХI. Краткiй обзоръ горскихъ племёнъ на Кавказе А. П. Берже Кавказс. Календарь на 1858 г. О состоянiи некогда бывшаго христiанства на Кавказе П. Хицунова Кавк. 1846 г. № 34. Дигорiя Н. Берзенова Заквк. Вест. 1852 г. № 39. То же Кавк. 1852 г. № 67. Изъ воспомин. Объ Осетiи Н. Берзеновъ Кавк. 1852 г. № 5. Кое что объ Осетинскомъ округе Красницкаго Кавк. 1865 г. № 29 и 32. Глав. свед. о горск. плем. Кавк. 1868 г. № 46. Объ обществахъ осетинскаго племени рукоп. доставленная мне П. В. Кузьминскимъ).

მართალია, დაბლობ და სწორ ადგილებში ნიადაგი განსაკუთრებულად ნაყოფიერია, და შეეძლო უხვი მოსავლით აენაზღაურებინა შრომა, მაგრამ იქაც ოსი, რომელიც შევიწროვებულია მიწის საკუთრებაში და ფლობს მცირე ნაკვეთებს, ნაკლებად სარგებლობს მისი ნობათით. თუმცა კი ზოგიერთ ადგილას, როგორც, მაგალითად, დიგორიაში, მაცხოვრებლებს ხელთ გააჩნიათ ბევრი საშუალება კეთილდღეობისთვის, მაგრამ, თავიანთი უდარდელობისა და სიზარმაცის გამო, ისინი იფარგლებიან ყველაზე უფრო აუცილებელის დამზადებითა და მომარაგებით შინაურ ყოფაში. მათი ერთადერთი მრეწველობაა – თაფლი, რომელსაც ღებულობენ მოზდოკში, ვლადიკავკაზსა და კაზაკთა სტანიცებში. დიგორიის ფუტკრების თაფლი გამოირჩევა არომატით, გემოთი და სითეთრით, მაგრამ დიგორიელები მისი მოპოვების უნარით ცუდი მეფუტკრენი აღმოჩნდნენ. მრგვალი ფორმის დაწნული სკა (ბათმანი), გარეშემო მოლესილი თიხისა და ძროხის ნაკელის ნაზავით, შეადგენს ფუტკრების საცხოვრისს, რომლების განკუთვნილი არიან განადგურებისთვის ყოველ ჯერზე, როდესაც კი ამოიღებენ თაფლს. ამოთხრის რა მიწაში მცირე ორმოს, ჩადებს რა იქ ხის სოკოს და მოუკიდებს ცეცხლს, პატრონი თავის სკას ამოაბრუნებს ფსკერით მაღლა. ფუტკრები კვამლისგან იღრჩობიან, ორმოში ეცემიან, ხოლო თაფლიანი სკა კი მიდის გაყიდვაში. ოსეთის ბევრ ადგილას გვხვდება ჩინებული სამშენებლო ხე-ტყე: მუხა, თელა, ფიჭვი, კაკლის ხეები (ან თხილნარი, орешникъ) იზრდება მრავლად, ხოლო მსხლის ხეები, ველური ვაშლი და ალუბალი ზოგჯერ მნიშვნელოვანი რაოდენობით მოჩანს თავად სოფლებსა და მინდორშიც. მესაქონლეობა შეადგენს მცხოვრებთა განსაკუთრებულ საქმიანობას, და ბევრი მათგანი თავის ფარაში მოითვლის ათასამდე ცხვარს, მაგრამ, თავიანთი სიძუნწის გამო, მსგავსი მფლობელები არაფრით არ ცხოვრობენ თავიანთ ღარიბ თანამოძმეებზე უფრო უკეთესად.

ყველა ოსი ფულზე მეტად ხარბია, რომელთა შეძენასაც ისინი ცდილობენ თუმცა კი სულაც არა გამოყენებისთვის, არა თავიანთი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, არამედ ცხრაკლიტულში შესანახად; მდიდრები და ღარიბები ერთნაირად დადიან თითქმის შიშვლები ჩამოძონძილი ტანსაცმლით. საყოველთაო სიღარიბეა გამეფებული ოსებს შორის. უსაქმურობა განუყოფელია მათგან; უსუფთაობაა ხალხისთვის დამახასიათებელი. კითხვაზე ასეთ უბედურებათა მიზეზის შესახებ, ოსი ღრმააზროვნად გპასუხობთ, რომ იგი ღარიბია პურის უმოსავლიანობის გამო, რომლის უმეტესობაც მიდის არყის მომზადებაზე, რომლის გარეშეც მათ ცხოვრება არ შეუძლიათ. ოსები ამბობენ, რომ ისინი უსაქმურები არიან სახნავ-სათესი მიწების არქონის გამო; ეს მართალია, მაგრამ სამართლიანია ისიც, რომ ზოგჯერ აულის სიახლოვეში ჩანს დიდი მინდვრები, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო დამუშავებული, მაგრამ დაუმუშავებელნი რჩებიან უდარდელობის გამო* (*Кое что объ Осетинскомъ округе К. Красницкаго Кавк. 1865 г. № 32. Изъ записокъ объ Осетiи Н. Берзеновъ Кавк. 1852 г. № 68. Также смотр. Дигорiя Н. Берзенова Закавк. Вест. 1852 г. № 40. Местечко Сачхеры Н. Дункель-Веллинга Кавк. 1854 г. № 66. Поездка на Кударское Ущелье Василiй Переваленко Кавк. 1849 г. № 40).

(აქვე მოვიყვანთ უკანასკნელი აბზაცის რუსულ ტექსტსაც: Все осетины весьма жадны до денегъ, которыя однакоже они стараются прiобрести не для употребленiя, не для улучшенiя своего быта, а для храненiя въ заперти; богатый и бедный одинаково ходятъ почти голые въ лохмотьяхъ. Всеобщая бедность царствует между осетинами. Праздность неразлучна съ ними; неопрятность присуща народу. На вопросъ о причине этихъ бедствiй, осетинъ глубокомысленно отвечаетъ, что онъ беденъ отъ неурожая хлеба, большинство котораго идётъ на приготовленiе араки (родъ водки), безъ которой они жить не могутъ. Осетины говорятъ, что они праздны по неименiю хлебопашныхъ местъ; это правда, но справедливо и то, что иногда вблизи аула видны большiя поляны, которыя могли бы быть возделаны, но остаются не обработанными по безпечности.)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა