Saturday, January 28, 2012

Film "Tushetian Shepherd" Parts:1-2; ფილმი „თუში მეცხვარე“,

გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან

(ნ ა წ ი ლ ი IX)


(წერილი წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XI

დავით ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის წერილები იმპერატორ ალექსანდრე I-დმი. _ საკითხი საქართველოს შემოერთების შესახებ ხელახლა გადაეცა სახელმწიფო საბჭოს განხილვაზე. _ იმპერატორი ალექსანდრე I ეწინააღმდეგება თავისი დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებას. _ რესკრიპტი კნორინგისადმი და მისი გაგზავნა საქართველოში. _ რწმუნებულების მოსვლა ს.-პეტერბურგში და მათი თხოვნები. _ მოვლენები საქართველოში.
დავით ბატონიშვილი და დარეჯან დედოფალი, შეიტყვეს რა ტახტზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ასვლის შესახებ, ჩქარობდნენ წერილების გაგზავნას თავიანთი თხოვნისა და სურვილების განცხადებით. დავითი სთხოვდა იმპერატორს დაემტკიცებინა იგი საქართველოს მეფედ (Письмо Давида отъ 8-го апреля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи. Кн. I); დარეჯან დედოფალი კი ითხოვდა, რომ ეს ტახტი გადაეცათ მისი უფროსი ვაჟიშვილის, ბატონიშვილ იულონისთვის (Письмо царицы отъ 15-го апреля 1801 г. Тамъ же). დავითი მიუთითებდა იმაზე, რომ იგი დამტკიცებულია მემკვიდრედ ჯერ კიდევ გარდაცვლილი ხელმწიფის პავლე პეტრეს ძის მიერ, ხოლო დარეჯან დედოფალი ემყარებოდა მისი გარდაცვლილი მეუღლის ერეკლე II-ის ანდერძს, რომელმაც განსაზღვრა ტახტზე მემკვიდრეობის წესი, რომლის მიხედვითაც ტახტი უნდა გადადიოდეს გიორგის ძმებზე გვარში უფროსობის მიხედვით.

“გვიხსენით ჩვენ ტყუილისგან – წერდა დედოფალი – და უღირსობისგან (უპატიობისგან), რომლებიც გამოიჩინა ჩვენს მიმართ ჩვენმა გერმა მეფე გიორგიმ, და კეთილინებეთ (соблаговолите) დამტკიცება ჩვენი უფლებებისა, რომლებიც ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ერეკლე მეფის მიერ თავის სამეფო სახლში არის დადგენილი წერილობით”.

დავით ბატონიშვილმა წერილი გამოგზავნა კნორინგის მეშვეობით, დარეჯან დედოფალმა კი იგი გადასცა თავის ვაჟს მირიანს, რომელიც პეტერბურგში მოემგზავრებოდა. იგი იმედოვნებდა, რომ მირიანი პირადად იშუამდგომლებს თავისი დედისათვის და მიაქცევს იმპერატორის ყურადღებას მის უნუგეშო მდგომარეობაზე. დედოფალი ჩიოდა არა მხოლოდ თავისი გერის გიორგის უსამართლო საქციელზე: იგი ჩიოდა აგრეთვე იმაზეც, რომ მას ჩამორთმეული აქვს მამულების უმეტესი ნაწილიც და არ გააჩნია სახსარი არსებობისთვის.

“ყველას საერთო გამოცდილებით ცნობილია – წერდა დედოფალი – რომ ცოცხალ არსებათა პირველი საზრუნავი არის საკვების ქონა თავისი სიცოცხლის გაგრძელებისთვის, რასაც უნდა მივყვე მეც, მაგრამ არ გამაჩნია შესაძლებლობა, რომ ჩემთან მყოფთ ვაკმაყოფილებდე ყოველდღიურად თუნდაც მხოლოდ პურით. შემოსავლებით, რომლებიც კანონიერად მე მეკუთვნის, სარგებლობენ სხვები, ხოლო მე კი, რომელსაც არა მაქვს ძალები და დავრჩი საკვების გარეშე, მუდმივად ცრემლსა ვღვრი და ჩემს ცხოვრებას ვატარებ უკიდურეს მწუხარებაში. ხოლო ჩემს მამულებს, ჩემს საკუთარ ნაშრომსა და შეძენილ კმაყოფას, ფლობენ სხვები...”

ორი პირის თხოვნა მათი ერთი და იგივეთი დაკმაყოფილების შესახებ სიძნელეებს უქმნიდა იმპერატორ ალექსანდრეს მათ აღსრულებაში და აიძულებდა, რომ, არ მიეცა რა უპირატესობა არც ბატონიშვილისთვის, და არც დედოფლისთვის, კვლავ გადაეცა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხი სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად.

არ იყო რა პირადად განწყობილი ქვეყნის შემოერთების სასარგებლოდ, ალექსანდრემ შესთავაზა საბჭოს საკითხი: საქართველოს მიღებით რუსეთის ქვეშევრდომობაში ხომ არ მოვიქცევით უსამართლოდ იმ სამეფოს ტახტის მემკვიდრეებთან მიმართებაში? (Реестръ протоколамъ государственнаго совета 1801 г. Государственный архивъ) ხელმძღვანელობდა რა უმკაცრესი მიუკერძოებლობით და “უარყო რა სრულებით ანგარების მიზანი”, სახელმწიფო საბჭომ მაინც აღიარა აუცილებლად რომ შეენარჩუნებინათ ქვეყანა რუსეთის იმპერატორთა სკიპტრის ქვეშ. სამი საფუძველია მოყვანილი საბჭოს ჟურნალში 1801 წლის 11 აპრილს. პირველი ის, რომ უთანხმოებანი სამეფო სახლში სუსტ სამეფოს ემუქრება დამღუპველი შინაომებით. მეორე, რომ მფარველობა, რომელსაც დიდი ხნიდან უწევს საქართველოს რუსეთი, მოითხოვს, რათა იმპერიის საკუთარი ღირსებისთვის, საქართველოს სამეფო შენარჩუნებულ იქნას მთლიანობაში, და, მესამე საფუძველია ის, რომ ქვეყნის შემოერთებით ხდება რუსეთის საკუთარი საზღვრების მშვიდობის უზრუნველყოფა და მთიელი ხალხების თვითნებობის ალაგმვისთვის სრული მოხერხებულობის შეძენა.

ემყარებოდა რა ამას, სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა: 1) დაეტოვებინათ საქართველოში მთელი ჩვენი ჯარები, რომლებიც იქ უკვე იმყოფებოდნენ; 2) დაეწესებინათ ქვეყანაში დროებითი რუსული მმართველობა, დაჰყოფდნენ რა მთელ მიწას შვიდ მაზრად. სამოქალაქო ნაწილის მმართველობისთვის გაეგზავნათ საქართველოში გუბერნატორი, რომელიც საკუთარ თავში შეიერთებდა სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას.

იმპერატორის არაოფიციალური კომიტეტის* (*დაწვრილებითი ცნობები ამ კომიტეტის მოწყობისა და შემადგენლობის შესახებ იმყოფება მ. ი. ბოგდანოვიჩის წერილში “ალექსანდრე იმპერატორის გარდაქმნების პირველი ეპოქა”. «Вестнникъ Европы» 1866 г. Т. I, стр. 158) წევრები არ იზიარებდნენ სახელმწიფო საბჭოს დასკვნას; არ გაიზიარა იგი იმპერატორმა ალექსანდრემაც, რომელიც მათთან ერთად ვარაუდობდა, რომ მხოლოდ ძალა არ იძლეოდა არავითარ უფლებას იმპერიისთვის ამ ქვეყნის შემოერთებაზე, თუკი თავად მცხოვრებთ ეს არ სურდათ.

პოულობდნენ რა, ამაზე ზევით, ბევრ რამეს წამგებიანს მსგავსი შემოერთებისგან (Находя, сверхъ того, многiя невыгоды отъ подобного присоединенiя), კომიტეტის წევრებმა დაარწმუნეს იმპერატორი, რომ ეს საკითხი ხელმეორედ გადაეცა სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად, ამასთან ალექსანდრემ რწმუნება მისცა გენერალ-პროკურორ ბეკლეშოვს, რომ განეცხადებინა სენატისთვის “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მიერ უკიდურესად თავიდან აცილების შესახებ იმისა, რომ მიიღოს ის სამეფო თავის ქვეშევრდომობაში, მიიჩნევს რა უსამართლოდ სხვისი მიწის მითვისებას” («о крайнем отвращенiи Е. И. В. поступить на принятiе царства того въ подданство Россiи, почитая несправедливым присвоенiе чужой земли») (Государственный архивъ).

თავისი პირველი დადგენილებიდან ოთხი დღის შემდეგ, სახელმწიფო საბჭო, 15 აპრილს, კვლავ განიხილავდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ. საბჭო დარჩა თავის პირველ აზრზე.

მთელი ხალხის მიერ გამოთქმული სურვილი რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნაზე, ხსნიდა ძალადობის, თვითნებობისა და უსამართლობის ყოველგვარ შესახედაობას იმპერიისადმი მისი შემოერთების საქმეში. სპარსეთის შაჰების პრეტენზია უმაღლეს მმართველობაზე საქართველოში და ამის გამო ქვეყნის მუდმივად დარბევები აიძულებდა ხალხს, რომ ეძება რუსეთის მფარველობა და ამით აეცილებინა თავიდან ბარბაროსთა უღელი. და რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა საქართველოს მაშინ, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა თავისი სიხარული ახალი მდგომარეობის გამო, რომელშიც გადავიდა იმპერატორ პავლეს მანიფესტის შედეგად და რომელშიც იმედოვნებდა დაცვისა და სიმშვიდის მიღებას? დატოვებდა რა ქვეყანას მის საკუთარ ნებაზე (на собственный ея произволъ) და უარს იტყოდა რა მფარველობაზე, რუსეთი გადასცემდა მას მტაცებელი მეზობლის – სპარსეთის მთელ სისასტიკესა და შურისმაძიებლობას, რომელიც მხოლოდ მოსახერხებელ შემთხვევას ელოდებოდა იმისთვის, რათა ჩაეგდო იგი საკუთარ ხელში. რუსეთის დიდება და სამართლიანობა მოითხოვდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო მიტოვებული მხოლოდ საკუთარი ძალების ანაბარად, ხოლო მისი დატოვება მხოლოდ მფარველობის ქვეშ არახელსაყრელი იქნებოდა თავად იმპერიისთვის (а оставленiе ея только под покровительсивомъ было бы невыгодно для самой имперiи).

მართლაც, მფარველობას გაუწევდა რა საქართველოს, რუსეთს უნდა შეენახა იქ საკმარისი ჯარები მოწინააღმდეგის თავდასხმებისგან მის დასაცავად. ამ ძალის შენახვა ითრევდა სახელმწიფოს ზედმეტ და უსარგებლო ხარჯებში. ხოლო ჯარების გაგზავნა საქართველოში მხოლოდ მაშინ, როდესაც მათში აუცილებლობა შეიქნებოდა, შეუძლებელი იყო. მხოლოდ გზის მომზადებაზე ჯარის მოძრაობაზე, მთების გადავლით, აუცილებელი გახლდათ იმდენად ბევრი დრო, რამდენიც სულაც არ იყო საჭირო მეზობლებისთვის, რათა მოესწროთ ქვეყანაში შემოჭრა და საბოლოოდ გაჩანაგება.

“მაგრამ თავად რუსეთისთვისაც მავნეა საქართველოს დატოვება – ნათქვამია სახელმწიფო საბჭოს ჟურნალში. – საკუთარი ბედისთვის მინდობილი ეს მიწა შეიქნება თავისი მეზობლების აუცილებელ მსხვერპლად, და ქრისტიანული მფლობელობა იმ ქვეყანაში მოისპობა. მარტო ეს ერთი უკვე ემუქრება რუსეთის საზღვრებს ყველაზე უფრო დამღუპველი შედეგებით. აქამდე მათი სიმშვიდე, თუკი გამოვრიცხავთ საკუთრივ საჯარისო თავდაცვას, იმით იყო მნიშვნელოვნად მოზღუდული (დაცული), რომ საქართველო, აქვს რა თავისი მდებარეობა მთიელი ხალხების შუაში, ჰყოფდა მათ ფიზიკურად, ეწინააღდეგებოდა რა მათ უმცირესი შეთანხმების დროსაც კი თავისუფლად შეერთებაში. არანაკლებ ამისა ის სამეფო პოლიტიკური მოსაზრებებითაც უშლიდა ხელს შეერთებაში იმ ხალხებს, რომლებსაც ასე ხშირად აქვთ ურთიერთ შორის დავები და მტრობა, მაგრამ ასევე ხალისით ერთიანდებიან მეზობელთა მიწებზე თავდასხმებისთვის, ძარცვის გულისთვის”...

“შესაძლოა კიდევ მოხდეს, რომ ქართველი ხალხი, რათა თავიდან აიცილოს საბოლოო გაჩანაგება თავისი მეზობლებისგან, შევიდეს პორტას (თურქეთის – ი. ხ.) მფარველობაში და უკვე ამ შემთხვევაში, შედეგები, რომლებიც ამას შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის, წარმოგვიდგენს ჭეშმარიტად საშინელ სურათს”* (*ყაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე თურქები თუმცა კი მფლობელობდნენ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ტამანიდან თერგის შესართავამდე, მაგრამ მათი მფლობელბა იყო ნომინალური, ჩვენთვის არასაშიში. მხოლოდ რუსებმა მოახერხეს თავიანთი ძალაუფლების მტკიცედ დამკვიდრება კავკასიონის მთებში).

“ერთმორწმუნეობა შეაერთებს, რა თქმა უნდა, კავკასიონის მთების ყველა ხალხს თურქული მფლობელობის ქვეშ, და მაშინ რა უნდა დავუპირისპიროთ მათ ძალებს, პორტასთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რომელსაც ყოველთვის შესაძლოა მოველოდეთ, საკუთრივ თურქების არამყარობისა და სხვა დერჟავების ჩაგონებებისგან? როგორი საშუალებებით მოვზღუდოთ (დავიცვათ) 800 ვერსზე მეტი სივრცე, სადაც რუსეთის მხრიდან მოწინააღმდეგეს წარმოუდგება თავისუფალი შემოსასვლელი სწორ, არაფრით არ დაფარულ ადგილებში; მოწინააღმდეგის მხრიდან კი პირველივე ნაბიჯზე გვხვდება მიუდგომელი მთები”.

მთელი გადმოცემული მიზეზები აიძულებდა სახელმწიფო საბჭოს ამჯერადაც გადახრილიყო საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების სასარგებლოდ. თავისი აზრის უცილობლობაში უფრო მეტად დარწმუნებისთვის, საბჭო აუცილებლად ვარაუდობდა, რომ გაეგზავნა კნორინგი საქართველოში იმისთვის, რათა მას ადგილზე შეძლებოდა ქვეყნის მდგომარეობისა და მისი მოთხოვნილებების განსაზღვრა და მიუკერძოებლად გამოკვლევა იმისა, შეიძლება თუ არა საქართველო დატოვებულ იქნას დამოუკიდებელ სამეფოდ.

იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებით, რომელიც ახლა ეთანხმებოდა სახელმწიფო საბჭოს აზრს, კნორინგი გაემგზავრა საქართველოში, ჰქონდა რა ხელზე იმპერატორის შესანიშნავი (замечательный) რესკრიპტი.

“... ტახტზე ჩვენი ასვლისას – წერდა ალექსანდრე (Рескриптъ отъ 19-го апреля 1801 г. Весь рескриптъ этотъ напечатанъ вполне въ актахъ кавк. археогр. ком. Т. I, стр. 419) – ვპოვეთ ჩვენ, რომ ეს სამეფო ყველა სახელმწიფო აქტის მიხედვით უკვე შემოერთებულია იმპერიასთან და ამ სახით (ამ ხარისხში) გარემოცულია იგი ჩვენი ახალი ყველა ქვეშევრდომის მიერ ჩვენდამი დადებული ფიცის მთელი სიწმინდით. საქმეთა ასეთი მდგომარეობისას და ამ ქვეყანაში ჩვენი სამხედრო ძალის განლაგების (პირობებში) შეგვეძლო ჩვენი ძალაუფლება მასში ურყევად დამყარებულად ჩაგვეთვალა, მით უმეტეს, რომ ჩვენამდე მოღწეული წიანსწარი ცნობებით დავეწმუნდით, რომ უკან დაბრუნებული ელჩების სურვილები და რწმუნებანი მიღებულ ზომებთან სავსებით შესაფერისია. არ დავმალავთ ასევე თქვენგან, რომ იმპერიის ღირსება, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, ოტომანის პორტას სურვილები, მთიელი ხალხების თავდასხმები და მისწრაფებანი, საკუთრივ რუსეთის სარგებლისადმი მთელი პატივისცემა ძველი დროიდან აიძულებდა მთავრობას, რომ ეფიქრა ამ შემოერეთებაზე და ჰქონოდა ამის სურვილი.

ვზომავთ რა მის არსს მხოლოდ ჩვენი სარგებლით, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ მთელი მისი ძალა (ამ სარგებლისა), მაგრამ მიწიერ სამეფოთა სარგებლისათვის, მარადიულ წესებში, გათვალისწინებულია სხვა ზომა, ერთიანი, ჭეშმარიტი და გარდაუვალი: სამართლიანობა და საერთო-სახალხო სამართლის ხელშეუხებლობა. ჩვენს ყველა საშინაო და საგარეო საქმეში დავიდეთ რა უძრავ (ურყევ) საფუძვლად ეს ჭეშმარიტება, ამის შედეგად და საქართველოს შესახებ ახლანდელი განწყობის (დამოკიდებულების) დროს ჩვენ გვსურს უწინარეს ყოვლისა დანამდვილებით დავრწმუნდეთ:

პირველი, მართლა ისეთია ამ ქვეყნის საშინაო მდგომარეობა, რომ მხოლოდ თავისი ძალებით არ შეუძლია მას წინ აღუდგეს სპარსეთის ძალაუფლების-მოყვარულ პრეტენზიებს, ვერც მოიგერიოს მის გარშემო მყოფი მთიელი ხალხების თარეშები, ვერც ჩააქროს შინაური მტრობანი, რომლებიც მას ძმათაშორისი ომით ემუქრებიან, რომ მისი დატოვება ცალკეულ და თვითმყოფად სამეფოდ ბედის ანაბარა იქნებოდა შეუსაბამო იმპერიის დიდებულებისთვის, რომელიც მას ძველი დროიდან მფარველობს, და ჩვენი დიდსულოვნებისთვისაც.

მეორე, აუცილებლობისა და მამულისთვის სარგებლის მოტანის საკუთარ რწმენას ემყარებოდა თუ არა ამ სამეფოს მიერ მუხლის მოყრა რუსეთის დერჟავის ქვეშ, და ერთსულოვნად აღიარეს თუ არა მთელმა მაღალმა წოდებამ და ხალხმა ეს საქციელი თავიანთ გადასარჩენად, თუ ადამიანთა ცნობილი გვარეობის გერგილიანობას მიყოლილებმა, მათ უფრო მეტად დაუთმეს ჩანაფიქრების წინაშე შიშსა და სხვათა შეგონებებს, ვიდრე საკუთარი სარგებლის ჭეშმარიტ შეგნებას.

გაკისრებთ რა თქვენ, რომ თავად ადგილზე შეაგროვოთ მთელი ეს ცნობები, და ამჯერად გავალებთ რა თქვენ საქართველოში გამგზავრებას, ჩვენ უეჭველად ვიმედოვნებთ, რომ განმსჭვალული იქნებით რა იმ საწყისებით, რომლებიც ჩვენ ამ საქმეში გვხელმძღვანელობს, თქვენ ახვალთ მათ სულ პირველ სათავეებამდე, აწონით ამ სამეფოს ძალას და შეადარებთ მას საგარეო და საშინაო წინააღმდეგობებთან; ჩაწვდით ხალხის გონების განწყობას, შეიტყვეთ მისი საჭიროებანი და ამ საჭიროებათა შედეგები მის სურვილებში; და ბოლოს, დარწმუნდით, გულწრფელად არიან თუ არა ისინი დარწმუნებულნი, და არიან თუ არა იმ აზრზე, რომ მათი მიღება რუსეთის დერჟავის ქვეშ არის ერთადერთი საშუალება მათი გადარჩენისთვის (…что прiятiе ихъ подъ россiйскую державу есть единое средство къ ихъ спасенiю), და მაშინ ამ დარწმუნებით შეუდექით თქვენ სამაგალითო დებულების (განხორციელებას) ამ ქვეყანაში მომავალი მმართველობის შესაქმნელად (…и тогда по удостоверенiю сему займитесь вы примернымъ положенiемъ для образованiя будущаго въ стране сей управленiя). თქვენ ამასთან მხედველობაში გექნებათ, რომ რუსეთისთვის კი არ უერთდება ეს ხალხი იმპერიას, არამედ საკუთრივ მისთვის, რომ ჩვენს სარგებელს კი არ ვეძიებთ ამაში, არამედ მხოლოდ მის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, და ამიტომ თქვენს დებულებებში მისი მმართველობის შესახებ არ გამოგრჩეთ ის, რომ პატივი მიაგოთ მის უფლებებს (სამართალს), მიუსადაგოთ მის ზნე-ჩვეულებებს, ადათებსა და გონების მიდრეკილებებს (умоначертанiя); ერთი სიტყვით, თქვენ შეხედავთ ამ ქვეყანას არა ისე, როგორც ჩვენთვის სასარგებლო შენაძენების ქვეყანას, არამედ როგორც ხალხს, რომელიც ეძიებს იმპერიასთან შემოერთებას თავისი საკუთარი ბედნიერებისთვის და რათა მის წიაღში ჰპოვოს ამ ხალხმა მის თავს დატეხილ უბედურებათა დასასრული”.

შეკრებდა რა მთელ ცნობებს ადგილზე, კნორინგი უნდა ჩამოსულიყო პეტერბურგში იმპერატორისთვის (საქმის ვითარების) პირადად ასახსნელად. მის დაბრუნებამდე კი მთავრობა ვერ წყვეტდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ელჩები უკვე ჩამოვიდნენ ს.-პეტერბურგში ხალხისგან მიღებული რწმუნებით.

ეფუძნებოდა რა იმას, რომ საქართველო იმპერატორ პავლეს მანიფესტით უკვე მიღებულია რუსეთის ქვეშევრდომობაში “სამარადისოდ” («на вечныя времена»), რწმუნებულები ითხოვდნენ საზეიმო ორმხრივი აქტის დადებას, როგორც მათ მიღებული ჰქონდათ დაპირება გარდაცვლილი ხელმწიფისგან. ხალხის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ შეენახათ სამეფო “მამობრივი კეთილმზრუნველობით”, ეზრუნათ ხალხის კეთილდღეობაზე, რომელმაც ნებაყოფლობით მისცა თავი საუკუნო ქვეშევრდომობაში, მიეცათ მისთვის რუსეთის ძირძველ ქვეშევრდომთა უფლებები და უპირატესობანი, და, ბოლოს, დაეცვათ იგი გარეული და შინაური მტრებისგან”.

“ჩვენ კი, კისრად ვიღებთ რა ახალ ქვეშევრდომობას, ვალდებულებას ვიღებთ, რომ ამის მიხედვით ვეწეოდეთ და ვიცავდეთ, ჩვენი სამეფოს შესაძლებლობების თანახმად, ყველა იმ სამსახურს, რომლებიც ჩვენ გვექნება დავალებული” (Нота пословъ грузинскихъ въ апреле 1801 г. Арх. мин. иностр. делъ. 1-7, 1800-1805 г., № 1).

ემყარებოდნენ რა გიორგის სიგელსა და გრაფ როსტოპჩინის სიტყვებს, რომლებიც ელჩებს გადაეცა იმპერატორ პავლეს სახელით, რწმუნებულებმა მოიტანეს სათხოვარი, რომელშიც ითხოვდნენ ერთერთი ბატონიშვილის დანიშვნას მეფისნაცვლად, რომელსაც ეწოდებოდა საქართველოს მეფე, მისცემდნენ რა მას თანაშემწედ რუს მოხელეს. ახალ მმართებელს არ ჰქონდა უფლება, რომ გაეცა განკარგულება, ან გამოეცა კანონები თანაშემწის გარეშე და ვალდებული იყო ხელი მოეწერა ყველა ბრძანებისა და აქტისთვის მას შემდეგ, როცა ხელს მოაწერს მათ ის, ვინც იქნება დანიშნული მის თანაშემწედ. ზუსტად ასევე საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ დაწესებულებასა და მმართველობაში ნავარაუდევი ჰქონდათ ქართველებთან ერთად რუსი მოხელეების დანიშვნაც, როგორც ხელმძღვანელებისა.

რწმუნებულები ითხოვდნენ სამეფოში ხუთი სასამართლო ადგილის დაწესებას, რომელთაგან პირველს ეწოდებოდა საბჭო ან სენატის დეპარტამენტი, მეორეს სამეფოს მმართველობა, დანარჩენი სამი კი იქნებოდა პროვინციებში, უწოდებდნენ რა მათ სამაზრო სასამართლო ადგილებს.

ასეთი რიცხვი სასამართლოებისა მიიჩნეოდა საკმარისად “სამეფოს მცირე სივრცის” გამო, “ხოლო თუკი ვინმესთვის – წერდნენ რწმუნებულები – ვინც დედაქალაქის გარეთ ცხოვრობს, აუცილებელი შეიქნება, რომ რაიმე თხოვნით გამოემგზავროს დედაქალაქ ტფილისში, მაშინ არ არის ისეთი ადგილი, სადამდეც მანძილი აღემატებოდეს ოთხი დღის სავალს”.

ტფილისში ვარაუდობდნენ კიდევ ერთი სასამართლოს დაწესებას, სიტყვიერი სასამართლოს სახელწოდებით, კამათისა და სიტყვიერი თხოვნების სწრაფად გადაწყვეტისთვის. თავად ქართველებს შეგნებული ჰქონდათ პოლიციის მოწყობის აუცილებლობა იმისთვის, რათა ქალაქში “ღარიბ მაცხოვრებლებს შეეძლოთ მშვიდად ცხოვრება და გლეხებს აქ ქალაქისთვის საჭირო საქონლის მოტანა, ვინმესგან ყველანაირი შევიწროვების გარეშე, და თავისუფლად რეწოს ყველამ თავისი სარეწი, და არა ისე, როგორც ეს აზიური წეს-ჩვეულებით ხდება, ვინც უფრო ძლიერია, იმას მთელი ნავაჭრი რჩება, ხოლო უბრალო მაცხოვრებელს კი ავიწროვებენ”.

რადგანაც სასაზღვრო მამულების დიდი ნაწილი ეკუთვნოდა ბატონიშვილებს, ამიტომ ქვეყნის სიმშვიდისთვის სრულუფლებიანი წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ჩამოერთვათ მათთვის ეს მამულები და სანაცვლოდ მიეცათ სხვები საქართველოს შიდა მხარეებში. საზღვრების გაყოლებაზე აეგოთ ციხესიმაგრეები და საბაჟოები საბაჟო გადასახდელებისა და საქოლის შეკრებისთვის.

ქვრივი დედოფლებისა და მეფის ასულთათვის ითხოვდნენ პენსიების დანიშვნას, ხოლო მათი კუთვნილი მამულების სახაზინოდ მიღებას. ყველა იმ ბატონიშვილმა, “ვინც სუსტი ჯანმრთელობის ან მოხუცებულობის გამო დარჩება სამშობლოში, ისარგებლოს მისთვის კუთვნილი საკუთრებით, ხოლო ისინი კი, რომლებთაც ეჭვს გარეშე ექნებათ სურვილი, რომ ჩამოვიდნენ და პირქვე დაემხნენ თავიანთი ხელმწიფის ფეხებთან, მიღებულ იქნან სამსახურში და მათი იქაური მამულების სანაცვლოდ დასაჩუქრდნენ, რითაც კეთილსასურველი იქნება, ხოლო იქაური მამულები კი ჩაირიცხოს სახაზინოდ.

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ქართველებს სურდათ თავიანთი კეთილდღეობის მოწყობა რუსული ფულებით. ისინი ეძიებდნენ უფლებებსა და უპირატესობებს ძირძველი რუსი ქვეშევრდომების თანაბრად, და თუმცა კი უარს არ ამბობდნენ იმაზე, რომ სანაცვლოდ ეტვირთათ ზოგიერთი მოვალეობა, მაგრამ ამასთან ერთად ითხოვდნენ შეღავათებისა და პრივილეგიების მიღებასაც. შემოდიოდნენ რა ქვეშევრდომობაში, უწოდებდნენ რა საკუთარ თავს რუსეთის ქვეშევრდომებს, ისინი ითხოვდნენ გარკვეული დროით განთავისუფლებას ხარკისგან, რეკრუტების გაწვევისა და სამსახურში გამოყენებისგან “კავკასიონის მთების იქითა მხარეს, როგორც ეს არის შვედეთის, პრუსიისა და სხვათა მახლობლობაში სრულიად რუსეთის საზღვრებზე”.

ითხოვდნენ რომ თავადებისთვის, რომელთაც მეფეთა კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და რომლებიც მოხუცებულობის გამო აღარ მოისურვებენ სამსახურში შემოსვლას, ახალი მმართველობის დაწესებასთან ერთად, დაენიშნოთ პენსიები, ხოლო სამეფოს შემოსავლებზე კი ამბობდნენ, რომ მათ შესახებ ცნობებს გვიან მიაწვდიდნენ...

შემოსავლები იყო იმდენად უმნიშვნელო, რომ წარმოგზავნილები, როდესაც ითხოვდნენ საქართველოში 6.000-იანი რუსული ჯარის მუდმივად შენახვას, აუცილებლად მიიჩნევდნენ ეთქვათ, რომ პროვიანტი მათთვის მიღებულ უნდა იქნას რუსეთის მთავრობის განკარგულებით ფულადი საზღაურით და ბაზრებზე.

ქართველი ელჩების ყველა ეს თხოვნა და განცხადება დატოვებულ იქნა აღსრულების გარეშე კნორინგის ტფილისიდან ს.-პეტერბურგში ჩამოსვლამდე. მის ანგარიშს უნდა გაეწია საფუძვლის სამსახური საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას.

15 მაისს კნორინგი გაემგზავრა მოზდოკიდან საქართველოში. ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ კნორინგი გამოგზავნილია იმისთვის, რათა აღსრულებაში მოიყვანოს პავლე იმპერატორის წინასწარი მონახაზები, ყველგან ხვდებოდა მას სიხარულითა და აღტაცებით. დაწყებული საზღვრებიდან და თავად ტფილისამდე, გზაზე შეკრებილთა ბრბოები ხვდებოდნენ, მოელოდნენ და აცილებდნენ კნორინგს სიხარულის შეძახილებით (Донесенiе Кноринга государю императору 29-го iюля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

მიიღო რა ცნობები კნორინგის გამომგზავრების შესახებ, ლაზარევმა შეკრიბა ტფილისში ქვეყნის ყველაზე უფრო ცნობილი პირები. მათ პასუხებსა და მითითებებს კნორინგის შეკითხვებზე უნდა გაეწიათ ძირითადი მასალის სამსახური ანგარიშისა და მხარის შესახებ ცნობების შედგენისას.

როგორც კი კნორინგი ჩამოვიდა ტფილისში, დავით ბატონიშვილმა მას მიმართა თავისი უფლებების ახსნითა და განმარტებით საქართველოს ტახტზე. ბატონიშვილი წერდა, რომ მისმა მამამ გიორგიმ “მსხვერპლად მიუტანა თავისი სამეფო” გარდაცვლილ იმპერატორ პავლეს მხოლოდ იმ განზრახვითა და თხოვნით, რომ მემკვიდრე, მისი ძე, დარჩეს თავის კანონიერ ტახტზე (Письмо Давида отъ 27-го мая 1801 г.).

დავითი ნებართვას სთხოვდა კნორინგს, რომ გაეგზავნა დესპანი პეტერბურგში, რადგანაც ავადმყოფობის გამო მას თავად იქ გამგზავრება არ შეუძლია, იმპერატორისთვის მისი სათხოვარის წარსადგენად, და რაც მთავარია, იმისთვის, რათა შეეტყო ქართველი ელჩების საქციელის შესახებ და იმის თაობაზეც, თუ რა სთხოვეს მათ ჩვენს მთავრობას.

არ დააკმაყოფილა რა ბატონიშვილის თხოვნა, კნორინგმა, პირიქით, აუცილებლად მიიჩნია დავითის ჩამოშორება სამეფოს მმართველობის მთელი საქმეებისგან.

“მოვედი რა საქართველოში უმაღლესი ბრძანებით – წერდა იგი სრულიად სახალხო მიმართვაში – საქმეების აღსრულებისთვის, რომლებიც მონარქის ნდობით მე დამეკისრა, და განსაკუთრებით საქართველოს მიწის შინაგანი მდგომარეობის ზუსტად შესწავლისთვის, ვპოვე მე მრავალი ცვლილება, შემოღებული ნეტარხსენებული მეფის გიორგი ირაკლის ძის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საქართველოსადმი წმინდა მანიფესტისა და სხვა უმაღლეს ნებელობათა (соизволенiя) საწინააღმდეგოდ, რომლებიც ჩემდამი მოსულ რესკრიპტებში იყო ასახული.

“ზოგ მფლობელს წართმეული აქვს სამეფო ხელისუფლების მიერ მიღებული ღირსება; სხვებს იგი გამრავლებული აქვთ სოფლებისა და თანამდებობების ახალი დანიშვნით, რომლებიც შეუღლებულია შემოსავლებთან; ზოგმა დაკარგა თავისი ჩინი და მათი ადგილები სხვებმა დაიკავეს, და ერთი სიტყვით, გამოჩნდა ისეთი სიახლეები, რომლებიც, დამოკიდებული არიან რა მხოლოდ ხელმწიფის თვითმპყრობელობაზე, არღვევენ საიპერატორო ღირსებას სიტყვისა საქართველოს შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოშია გამოცხადებული. აქ ადგილი არ არის იმისთვის, რათა დაწვრილებით აღვწეროთ მთელი შემოპარული უწესრიგობანი: საქათველოს ყველა მაცხოვრებლისთვის ისინი ცნობილია; მაგრამ, ვალად მედვა რა, რომ ზუსტად დამეცვა უზენაესი ნება და გამეუქმებინა ჩემამდე მოსული ცნობების მიხედვით ყველაფერი, რაც იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანებებისადმი საწინააღმდეგოა, საერთოდ ყველასი და განსაკუთრებით თითოეულის, საქართველოს მიწის ყველა მცხოვრების უფლებების უაღესად დამკვიდრებისთვის, ვუცხადებ მათ სრულიად სახალხოდ ცნობად, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მომავალ ბრძანებებამდე საქართველოში ყველაფერი უნდა დარჩეს იმ მდგომარეობაში, როგორც იყო მისი უმაღლესობის საქართველოს მეფის გიორგი ერეკლეს ძის გარდაცვალებამდე უკანასკნელ საათს, და, ამის შედეგად, ყველა შემდგომში მოხდენილმა ცვლილებამ, აქამდე ხელისუფლების მიერ, რომელსაც საამისოდ უფლებანი არ ჰქონია, ამ შეტყობინების გამოცხადებასთან ერთად უნდა დაკარგოს თავის არსება. ამგვარი საქმეების განხილვა და დაუყოვნებლივ სათანადო წესრიგში მოყვანა მე დავაკისრე საგანგებო ჩინოსნებს, გენერალ-მაიორ ლაზარევის თავმჯდომარეობით...”.

თავადები მდივან-ბეგები: ზაალ ბარათაშვილი, ეგნატე თუმანიშვილი, იოანე ჩოლოყაშვილი, სულხან თუმანიშვილი და ტფილისის ობერ-პოლიცმეისტერი მელიქი დარჩია ბებუთაშვილი დანიშნულ იქნენ ახალი მთავრობის შემადგენლობაში. ეს მთავრობა ვალდებულებას კისრულობდა გაერჩია ყველა ის საქმე, რომელთა გადაწყვეტისთვისაც ქართველები უწინ მიმართავდნენ მეფეს. მას არ შეეძლო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების გადაწყვეტა, რომელთა შესახებაც ვალდებული იყო მიემართა კნორინგისთვის.

“საქართველოს მიწის ყველა მცხოვრებთაგანი – წერდა კნორინგი – იცის რა, რომ ხალხის სიმშვიდე ხელისუფლების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, დაასკვნის, რომ დაარსება მთავრობისა, შემდგარისა იმ მოხელეთაგან, რომლებმაც შეიძინეს თავიანთი სამშობლოს ნდობა, არის შედეგი აუცილებლობისა. და ამიტომ საქართველოს მიწის ხალხის თითოეული წოდება და მისი თითოეული მცხოვრები მოვალეა, უძველესი დროიდან დადგენილი წესრიგის მიხედვით, თავის საქმეებზე შედიოდეს არსად სხვაგან, თუ არა საქართველოს ამ მთავრობაში; იქცეოდეს მისი ბრძანებების მიხედვით და ყველა სხვა არასწორ მითვისებას იმ ძალაუფლებისა, რომელიც დაკისრებულია ამ მთავრობაზე, არ დაუჯეროს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ნებას”.

საქართველოს ახალ მთავრობს დაეკისრა ვალდებულებად ჩამოერთვა თავის განკარგულებაში მამულები, რომლებიც ეკუთვნოდა იმ ბატონიშვილებს, რომლებიც იმყოფებოდნენ იმერეთში, და დარიგებული იყო დავით ბატონიშვილის მიერ სხვადასხვა თავადისთვის. შემოსავლები ამ მამულებიდან, ბატონიშვილთა დაბრუნებამდე, შედიოდა საქართველოს საერთო შემოსავლებში საგანგებო მუხლით. გიორგი მეფის შვილებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ სოფლები და შემოსავლები, ბრძანება გაიცა მიეცათ ას-ასი მანეთი თვეში. დავით ბატონიშვილს, მისი კუთვნილი მამულებიდან შემოსავლების უმნიშვნელობის გამო, დაენიშა 500 მან. წელიწადში დამატებით საერთო ქართული შემოსავლებიდან. ზუსტად ასევე, იმავე შემოსავლებიდან დარეჯან დედოფალს დაენიშნა პენსია 300-300 მან. თვეში (Предписанiе Кноринга Лазареву 2-го იюня 1801 г., № 1324).

ამასთან ერთად, სიჩუმისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ტფილისში, მოწყობილ იქნა პოლიცია. მთელი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად: პირველი ორი თავად ქალაქში, მესამე კი შემოგარენში, რომელსაც ეწოდებოდა გარეთუბანი (Гаретубанъ). ავლაბარი კი, როგორც შემოგარენი, რომელიც ეკუვნოდა დარეჯან დედოფალს, მისდამი პატივისცემის გამო, დატოვებულ იქნა იმავე სახით, როგორიც იყო. თუმცა კი კნორინგმა უფლება მისცა ლაზარევს, რომ დედოფლის ნებაყოფლობით თანხმობის შემთხვევაში, დაეწესებინა იქაც ნაწილი (Предписанiе Кноринга Лазареву 31-го мая 1801 г.). წესდების მიხედვით, პოლიცია მოვალე იყო ჰქონოდა ზუსტი მონაცემები ქალაქის სახლებისა და მცხოვრებთა რიცხვის თაობაზე, აღმსარებლობის მიხედვით, ჩამოსულთა და გამგზავრებულთა რიცხვისა და წოდების შესახებ, მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საქმეებისგან ჩამოშორებული დავით ბატონიშვილი უკიდურესად უკმაყოფილო იყო კნორინგის განკარგულებებით. როდესაც იყო სამეფოს მმართველი, იგი თავის ინტერესებს აერთებდა (сливалъ) რუსეთის სარგებელთან. “თქვენთვის ცნობილია – წერდა იგი ერთ წერილში ლაზარევს (Отъ 18-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 298) – რომ საქართველო ახლა უკვე არ არის საქართველო, არამედ რუსეთი, და მისი მცხოვრებნიც ამიერიდან იმპერიის ქვეშევრდომები არიან”. ახლა კი, მმართველობისგან ჩამოშორების შემდეგ, იგი გახდა ჩვენი მთავრობის აშკარა მოწინააღმდეგე და მთელი ძალებით ცდილობდა ზარალის მოყენებას როგორც რუსებისათვის, ისე ახლად წარმოქნილი მთავრობისთვისაც.

“ოთხი თაღლითი და ერთი სულელი მართავენ მთელს აქაურ მიწას – წერდა იგი თავად ბეგლარ ორბელიანს (Въ iюне 1801 г. Тифл. арх. канц. наместника). – ამ სულელმა ორი ჭარელი ლეკის ბიჭი დაიჭირა, რის სამაგიეროდ მათ ერთი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხელები დააჭრეს, ცხვირი მოაჭრეს და გამოუშვეს* (*Всё это было несправедливо). ამას ლაზარევი მალავს. ამაზე ზევით რუსები გვჩაგრავენ (обижаютъ), ბაზარში ართმევენ, და თავადებს ცემენ. ახლა ბილეთებია დაწესებული, ვისაც ბილეთი არა აქვს, თავისთან არ იკარებენ* (*ბილეთები დადგენილი იყო იმ ოთახში შესაშვებად, სადაც იჯდა საქართველოს დროებითი მთავრობა). თავადები ქუჩებში ჰყრიან. ივანეს (ბატონიშვილ იოანეს) მისწერე, თუკი სექტემბრამდე არ იქნება, შემდეგ უკვე გუბერნია დარჩება, საქმე სამუდამოდ გაფუჭდება. აუცილებლად მისწერე, რათა შეცვალონ ძაღლის შვილი”.

ბატონიშვილი ჰყრიდა ხმებს ვითომდა მის მიერ პეტერბურგიდან მიღებული წერილის შესახებ, რომელშიც იმპერატორი ალექსანდრე ამტკიცებდა მას საქართველოს მეფედ; რომ კნორინგის მიერ გაკეთებული განცხადება თვითნებურია და ეწინააღმდეგება იმპერატორის სურვილს; რომ თავისი გამეფების შემდეგ შურს იძიებს იმათზე, ვინც ახლა მას არ ემორჩილებიან, და რომ, ბოლოს, ლეკები დაესხნენ თავს რუსულ ჯარებს, ბევრი დახოცეს და კიდევ უფრო მეტი ტყვედ წაიყვანეს. ერთი უკიდურესობიდან დავითი ვარდებოდა მეორეში: რუსეთის მომხრიდან, როგორიც იყო იგი დასაწყისში, ახლა იგი იქცა თითოეული რუსის შეურიგებელ მტრად. იგი ცილს სწამებდა კნორინგს იმის გამო, რომ მან ჩამოაშორა იგი მმართველობას; ცილს სწამებდა ლაზარევს, რომ მან გააჩანაგა და გაძარცვა მთელი საქართველო, რომ იგი წავიდა ერევნისკენ* (*ლაზარევის ერევნისკენ ამ მოძრაობის შესახებ იხ. ქვემოთ) თურქების, სპარსელებისა და ლეკების ამბოხებისთვის.

დავითი ჩიოდა ლაზარევზე, რომ იგი ართმევს მამულებს. ლაზარევი კნორინგის შეკითხვაზე (запросъ) პასუხობდა, რომ ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, ართმევს რა მათ, რომლებსაც დაურიგა დავითმა თვითნებურად, და უბრუნებს მათ, რომელთაც გააჩნიათ გარდაცვლილი მეფისგან სიგელები მათი მფლობელობის უფლებაზე.

დავითი ჯერ კიდევ იმედოვნებდა დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოხვედრის შესაძლებლობაზე. “გძინავთ თუ რა მოხდა მანდ, რომ არ ცდილობთ?” ეკითხებოდა იგი ნიკოლოზ ონიკაშვილს, რომელიც პეტერბურგში იმყოფებოდა ბატონიშვილებთან ერთად (Письмо царевича Давида Николаю Оникову 5-го iюня 1801 г.). “კნორინგი მოვიდა აქ და ჩამომაცილა მე ყველა საქმეს, ხოლო ლაზარევმა კი, აირჩია რა ოთხი თაღლითი, განამწესა ისინი საქართველოს მთავრობაში. საქმეებს ყველანი ისინი უძღვებიან, და მე კი ვერც ერთში ვერ ვერევი... ეგნატეს (თავად თუმანიშვილს) როგორც შეუძლია საქართველოს მართვა?”

აღელვებდა რა ხალხს ცრუ ხმების დაყრით, დავით ბატონიშვილი არწმუნებდა ყველას, რომ ლაზარევს აქვს, მაგრამ მალავს იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებას, რომელიც უარყოფს გარდაცვლილი იმპერატორის პავლეს მანიფესტს. ადვილად დამჯერებელი ხალხი ღელავდა; ჩვენდამი ერთგული თავადები და აზნაურები შიშობდნენ თავიანთი ხვედრის გამო, და ლაზარევიც არ მალავდა თავის შეშფოთებას (опасенiя) საგანთა მსგავსი მდგომარეობისგან შესაძლო ცუდი შედეგების გამო.

“ჩემი აზრით საუკეთესო საშუალებაა – მოახსენებდა იგი (Письмо Лазарева Кнорингу 6-го августа 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. , стр. 341) – რომ ბაგრატიონთა მთელი სახლი აქედან გავიყვანოთ; და სანამდე იგი აქ იქნება, უწესრიგობებს არ ექნებათ დასასრული”.

ბრალს დებდა რა რუსეთის წარმომადგენლებს, კნორინგსა და ლაზარევს, თვითნებურ ქცევებსა და შევიწროვებაში, დავითი ამბოხებდა ლეკებს და ურჩევდა მეზობელ ხანებს ემოქმედათ საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მეფობას აპირებდა.

ბატონიშვილის დარიგებანი და თხოვნები უსაქმოდ არ იკარგებოდა: ისინი აისახებოდა არახელსაყრელად ღარიბ ქართველებზე, რომლებიც განიცდიდნენ ძარცვა-რბევას თავისიანებისგანაც და მეზობლებისგანაც, რომელთაგან პირველთა რიცხვში, საქართველოსადმი არაკეთილმოსურნედ განწყობილთა, შეგვიძლია დავასახელოთ ერევნის ხანი.

ერევნის ხანის ქცევანი რუსეთთან მიმართებაში იყო განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივი. იგი ხან ეძიებდა იმპერატორის მფარველობას და გზავნიდა თავის ელჩებს (посланцевъ) ამ საქმეზე მოლაპარაკებებისთვის, ხან კიდევ არაკეთილმოსურნე მოქმედებებს მიმართავდა საქართველოს მიმართ, იცოდა რა, რომ იგი შედგება რუსეთის დაცვის ქვეშ (Рапортъ Лазарева Кнорингу 23-го марта 1801 г. Константиновъ , ч. I, 24 /рукопись/).
სარგებლობდა რა, ასე ვთქვათ, საქართველოს ორაზროვანი მდგომარეობით და მიჰყვებოდა რა ბატონიშვილთა თხოვნებს, მან თავისთან მოუწოდა ბამბაკის აღალარებს ანუ, (რუსულად) “სტარშინებს”, და დაიწყო მოხოვნა, რათა ყველა ბამბაკელი დაუყოვნებლივ შესულიყო მის ქვეშევრდომობაში. ერევნელმა მეჰმეტ-ხანმა იმდენი მოახერხა, რომ აღალარები დაეთანხმენ მის მოთხოვნას. ამის კვალდაკვალ ერევნის ხანმა ბამბაკში გამოგზავნა 400 ერევნელი მეომარი და თავის სამფლობელოებში გაიყვანა 14 სოფლამდე, რომლებშიც იყო დაახლოებით 6000 მცხოვრები, მათ აღალარებთან ერთად (Рапортъ Лазарева Кнорингу 10-го iюня 1801 г. Константиновъ , ч. I, 138).
ბამბაკელთა წასვლის მიზეზი იყო შევიწროვებანი, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ მოურავისგან თავად ორბელიანისგან, რომელიც მათ მართავდა გარდაცვლილი მეფის სიმამრის თავად ციციშვილის იქ არყოფნის გამო, რომელიც მაშინ პეტერბურგს იყო გამგზავრებული.

ლაზარევმა, როდესაც შეიტყო ბამბაკში მიმდინარე მღელვარებათა შესახებ, მაშინვე მისწერა ერევნის მფლობელს, რათა მას თავი დაენებებინა თავისი თავხედური ჩანაფიქრებისთვის. მაგრამ არ ჰქონდა რა იმედი მისი მოთხოვნის აღსრულებისა და შემდგომი უწესრიგობების თავიდან ასაცილებლადაც, ლაზარევი გავიდა ტფილისიდან (30 ივნისს) თავისი პოლკის ეგერთა ბატალიონით, მუშკეტერთა გენერალ-მაიორ ლეონტიევის 1-ლი პოლკის ბატალიონით, 19-ე ეგერთა პოლკის სამი მსუბუქი ქვემეხით, 100 კაზაკითა და რამდენიმე ასეული (500-მდე) ქართველით, ერთი ქართული ზარბაზნით, სარდლის თავად ივანე ორბელიანის მეთაურობით (Рапортъ Лазарева Кнорингу 26-го iюня 1801 г., № 338).
ერევნისა და ნახჭევნის ხანები, და სახანოთა უმნიშვნელოვანესი მოხელეები, შეიტყვეს რა ამ მოძრაობის შესახებ, სათათბიროდ შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ არ შეიძლებოდა ქრისტიანთა მფლობელობის დაშვება მუსლიმანებზე და ამიტომ საჭირო იყო დაეცვათ რუსებისგან ბამბაკის პროვინცია. ამ საფუძველზე გადაწყვეტილ იქნა ჯარების შეკრება.

საბჭოს ერთსულოვანი სურვილის მიუხედავად ემოქმედათ მტრულად რუსეთის წინააღმდეგ, მეჰმეტ-ხანს უკეთესად და თავისთვის უფრო მომგებიანად მიაჩნდა რომ თავიდან მოლაპარაკებები დაეწყო ლაზარევთან და თავისი შეხედულებით ამ გაუგებრობებისთვის ბოლო მოეღო შესაძლებლად მშვიდობიანი გზით.

მან ლაზარევთან გამოგზავნა თავისი წარგზავნილი იმის განმარტებით, რომ ბამბაკის პროვინცია ეკუთვნის მას, ხანს, რადგანაც მას გააჩნია ფირმანი აღა-მაჰმად-ხანისგან ამ ოლქის მისთვის წყალობის შესახებ საქართველოს დარბევის დროს, და ამიტომ შედის მის მმართველობაში.

– ხანს არა აქვს განზრახული, რომ რუსებთან ჰქონდეს მტრული მოქმედებანი – ამბობდა ერევნელი წარმოგზავნილი – პირიქით, იგი ეძიებს ხელმწიფე იმპერატორის მფარველობას და გთხოვთ, რომ თქვენ ბამბაკის პროვინციას არ გამოექომაგოთ. იმპერატორისთვის გაცილებით უფრო უკეთესია, რომ ქვეშევრდომობაში ჰყავდეს თავად ხანი, ვიდრე ბამბაკის პროვინცია.

ლაზარევი სთხოვდა გადაეცათ ხანისთვის, რომ ვალდებულია რა თვალყურს ადევნებდეს, რათა საქართველოს ყველა ქვეშევრდომი იმყოფებოდეს სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში, და ამიტომ გამოვიდა საზღვრებს გარეთ და მოითხოვს ხანისგან, რომ მან თავი ანებოს თავის ხრიკებს (Рапортъ Лазарева Кнорингу 13-го iюля 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 617).

გამოცხადდა რა რაზმით ბამბაკში და დარწმუნდა რა, რომ ხალხმა, რომელმაც დაუთმო ხანის მუქარებს, დატოვა თავისი სახლები, ლაზარევმა 11 ივლისის მოწოდებით, მოითხოვა, რათა მცხოვრებნი, ურჩობისთვის მკაცრი სასჯლის მიღების შიშით, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ საცხოვრებლებში.

მაშინვე მოწოდების შემდეგ გამოცხადდნენ ხუთი სოფლის მცხოვრებნი. დანარჩენთა უფრო მეტად გამხნევებისთვის, რაზმი დაიძრა უფრო შორს და გადავიდა ერევნის სახანოს საზღვარზე (Рапортъ Лазарева Кнорингу 15-го iюля 1801 г.). აქ ლაზარევთან გამოცხადდა მეორე წარმოგზავნილი მეჰმეტ-ხანისგან ახალი დარწმუნებებით იმაში, რომ ხანს არ სურს ჰქონდეს მტრული მოქმედებები რუსეთთან. თავადი თარხნიშვილი გაგზავნილ იქნა ერევანში დავალებით, რომ მოეთხოვა ხანისგან ერევანში მყოფი დანარჩენი აღალარების დაბრუნებაც. ერევნის ხანმა მაშინვე გაათავისუფლა პატიმრები და გამოუცხადა თარხნიშვილს, რომ აქვს რა უფლება ბამბაკზე, აღა-მაჰმად-ხანის ფირმანის საფუძველზე, მისი დაუფლებისთვის წაქეზებული გახლდათ ქართველი ბატონიშვილების მიერ.

ნამდვილად, დავით ბატონიშვილმა შეატყობინა ხანს, რომ მის წინააღმდეგ გაგზავნილია რუსული ჯარის 400 ადამიანი და არწმუნებდა მას არ მიეცა რუსებისთვის ბამბაკის პროვინცია, რომელსაც დავითი უთმობდა ხანს. ბატონიშვილი ითხოვდა ერევნის ხანის თანადგომას ტახტის დაუფლებაში, ჰპირდებოდა რა მას გადაეხადა მისთვის სწორედ ის ხარკი, რომელსაც ხანი უწინ უხდიდა საქართველოს მეფეებს. ვახტანგი, იულონი და ალექსანდრე ასევე სთხოვდნენ დახმარებას საქართველოს განთავისუფლებაში რუსებისგან. ერევნიდან ჩამოსული სომეხთა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი, რომელსაც მეჰმეტ-ხანი უჩვენებდა ბატონიშვილთა წერილებს, ადასტურებდა ამ მიმოწერის სარწმუნოებას (Рапортъ Лазарева Кнорингу 4-го августа и письмо его же 5-го августа).

ბატონიშვილები აიმედებდნენ ხანს, რომ თუკი იგი წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს, მაშინ მიიღებს დახმარებას იმერეთიდან; რომ იულონი და ალექსანდრე, შეუერთდებიან რა ახალციხელ შერიფ-ფაშასა და იმერეთის მეფეს, იმოქმედებენ ერთი მხრიდან, ხოლო ლეკები კი მოახდენენ თავდასხმას მეორე მხრიდან.

დავითი არ ურჩევდა ხანს რუსეთის მფარველობის ძიებას.

– შენ ხედავ რას უკეთებენ საქართველოს: შენც ასევე გაგაგდებენ, ეუბნებოდა ხანს ბატონიშვილის მიერ წარგზავნილი.

მაგრამ ჩვენი ჯარების სიახლოვემ აიძულა ხანი, რომ უარი ეთქვა ბატონიშვილთა თხოვნაზე და ლაზარევთან კიდევ ერთხელ გამოეგზავნა თავისი რწმუნებული დაპირებით, რომ შეწყვეტდა ყველანაირი პრეტენზიების წამოყენებას ბამბაკს პროვინციაზე.

დატოვა რა კარაკლისში მუშკეტერთა ბატალიონი, ეგერთა ასეული, არტილერია და კაზაკები, ლაზარევი ბორჩალოსა და ყაზახის გამოვლით დაბრუნდა ტფილისში. თავისი დაბრუნების წინ მას უნდა გაეგზავნა ყაზახებისგან შემდგარ რაზმი. თავად ჭავჭავაძისა და თავად სოლომონ ავალიშვილის უფროსობით, შამშადილელთა მორჩილებაში შენარჩუნებისთვის, რომლებიც დაიყოლია განჯის ხანმა, რომ მასთან გადასახლებულიყვნენ (Рапортъ Лазарева Кнорингу 18-го iюля 1801 г.).
ახალციხის მხრიდან საქართველოს საზღვარი ასევე არ იყო უზრუნველყოფილი.

1801 წლის მარტში საბუდ-ფაშა ახალციხელი, რუსეთისადმი კეთილად განწყობილი ადამიანი, რომელიც ლეკებსა და თურქებს აკავებდა საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან, განდევნილ იქნა ახალციხიდან თავისი ნათესავის შერიფ-ფაშას მიერ (Рапортъ Кноринга государю императору 19-го марта 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).
საბუდ-ფაშა წავიდა არზრუმში, სადაც იქნა კიდეც დანიშნული არზრუმისა და ჩილდირის გუბერნატორად.

ახალციხიდან შერიფ-ფაშას განდევნისთვის საბუდ-ფაშამ თხოვნით მიმართა დავით ბატონიშვილს, რომელმაც მას დასახმარებლად გაუგზავნა საქართველოდან ყაზახელნი, მელიქ აბოვის უფროსობით.

შეიტყო რა ამის შესახებ, კნორინგმა ბრძანა დაებრუნებინათ ქართული ჯარები და ურჩევდა დავით ბატონიშვილს არ ჩარეულიყო თურქულ საქმეებში (Предписанiе Кноринга Лазареву 31-го мая. № 1295).

დახმარებას მოკლებული საბუდ-ფაშა პაემანს ითხოვდა ლაზარევთან, რომელიც შედგა კიდეც 11 ივლისს (Рапортъ Лазарева Кнорингу 12-го iюля . № 325).
ცდილობდა რა დაერწმუნებინა ყოველთვის რუსეთისადმი თავის ერთგულებაში და უჩვენა რა სულთნის ფირმანი, რომელიც მას უბრძანებდა შერიფ-ფაშას თავის მისადმი გაგზავნას, საბუდი სთხოვდა ლაზარევს, რომ აღმოეჩინა მისთვის დახმარება ჩვენი ჯარებით და ამით სასურველი საქმე გაეკეთებინა რუსეთის მოკავშირე ოტომანის პორტასთვის.

ვერ მიიღო რა დროზე ლაზარევისგან პასუხი, საბუდ-ფაშას მოუხდა გადაეტანა ახალი განსაცდელები და დევნა.

ჰყავდა რა პირადი მტერი იუსუფ-ფაშას სახით, ჯარების უფროსისა, რომლებიც მაშინ მოქმედებდნენ საფრანგეთის წინააღმდეგ და რომლის მომადლიერებასაც (მოალერსებასაც) პორტა მთელი ძალებით ცდილობდა (Письмо Сабуда-паши Лазареву безъ числа. Тифл. арх. канц. нам.), საბუდმა მალევე, იუსუფის ხრიკებით დაკარგა გუბერნატორის ადგილი და იძულებული შეიქნა ეთხოვა ნებართვა, რომ საქართველოში დასახლებულიყო. ვერ მიიღო რა ამაზე ნებართვა, იგი წავიდა იმერეთში, მეფის სოლომონ II-ის მფარველობის ქვეშ. ფულების დახმარებით, შერიფ-ფაშამ მოახერხა იმერეთის მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მოსყიდვა. ლაზარევის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, საბუდსა და მასთან ყოფ ექვს ადამიანს თავები მოჰკვეთეს და გაუგზავნეს შერიფ-ფაშას. იმერეთის მეფემ ამ ვერაგული მოქმედებისთვის (злодейскiй поступокъ) მიიღო ათი ქისა პიასტრებით; დედოფალმა – ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატი; ალექსანდრე ბატონიშვილმა – ხუთი ქისა, და ორმა იმერელმა ჩინოსანმა – ოთხ-ოთხი ქისა პიასტრებით. გარდა ამისა სოლომონმა გაგზავნა შერიფ-ფაშასთან თავისი მოხელე, რომელსაც პირობის მიხედვით უნდა მიეღო კიდევ ოთხმოცი ქისა (Изъ рапорта Кноринга государю императору 26-го марта 1802 г.).
საბუდ-ფაშას განდევნა ახალციხიდან მეტად უსიამოვნო იყო ჩვენი მთავრობისთვის. მან დაკარგა მისი სახით რუსეთისადმი ერთგული ადამიანი, რომელიც აკავებდა ლეკებს მტაცებლური შემოჭრებისგან საქართველოში. საბუდ-ფაშისთვის ხანობის ღირსების ჩამორთმევა ხელებს უხსნიდა ლეკებს, რომლებიც უწინდებურად თავს არ ანებებდნენ მთელ საზღვრებზე თავდასხმების მოწყობასა და მტაცებლობას. ასე, 1801 წლის 29 მაისს ლეკების პარტიამ გაძარცვა ქართული სოფლები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, არცთუ შორს ტფილისიდან, ამასთან მათ ტყვედ წაიყვანეს მამრობითი და მდედრობითი სქესის 80 ადამიანი და გაირეკეს 300 თავი საქონელი.

6 ივნისს ლეკებმა თავდასხმა მოაწყვეს კაზაკთა რემაზე და გაირეკეს ცხენები.

დევნის შედეგად მათ ორივე შემთხვევაში მიატოვეს თავიანთი ნადავლი და ტყვეები, რომლებიც დაბრუნებულ იქნენ თავიანთ სახლებში (Рапортъ капитана Савельева Кнорингу 31-го мая, № 100, и рапортъ Лазарева 8-го iюня, № 317).

6 ივლისს ლეკების პარტიამ ხშირი ტყის გამოვლით ალაზნის მხრიდან შემოაღწია სოფელ ველისციხიდან ხუთ ვერსზე ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის საძოვარზე მყოფ ცხენებამდე, მაგრამ, ვერ მოასწო რა მათი გარეკვა, მიიმალა, და გაიმეორა, თუმცა კი ასევე წარუმატებლად, თავისი თავდასხმა 8 ივლისს, 400 ადამიანის რიცხვით.

იმყოფებოდნენ რა ახალციხის ფაშის სამსახურში და ღებულობდნენ მისგან ჯამაგირს, ლეკები ყველაზე უფრო ხშირად ახდენდნენ ამ მხრიდან შემოჭრას საქართველოში. 20 ივნისს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ლეკების მნიშვნელოვანი პარტია შემოიჭრა საქართველოს ფარგლებში იმ სოფლების დასარბევად, რომლებიც მდებარეობდა მტკვრის მანჯვენა ნაპირზე, ახალქალაქის მახლობლად. იმერეთის საზღვრებზე მდგარი ჯარების მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა, უბრძანა თავისი სახელობის ასეულს სოფელ ბრეთიდან წასულიყო ქარელში, ხოლო კაპიტან რეიხის ასეულს – გორიდან სოფელ დოესში. წაიყვანა რა ასეული ქარელიდან და მაიორ პლესტის 17-ე ეგერთა პოლკის ასეული, მასთან მყოფი კაზაკებითა და ქართველი თავადებით, სულ 79 გრენადერი, 48 ეგერი, 22 კაზაკი და 100 ქართველი, სიმონოვიჩი, გადაიარა რა მამცულარისა და გუჯარეთის ქედების მთებზე, ფიქრობდა კვალდაკვალ მიჰყოლოდა ლეკებს, ხოლო კაპიტან რეიხს დაავალა მეთვალყურეობა ახალქალაქის მხრიდან. 21 ივნისს სიმონოვიჩი რაზმით მოვიდა დარბეულ ქართულ სოფელ ზღუდერში, ხოლო შემდეგ კი, გაიარა რა მდინარე გუჯარეთი და გვერდი აუარა თურქეთის საზღვარს მდ. ქციას სათავესა და ბისკურის ტბასთან, მან მიაღწია ქართულ სოფელ სანიტსალომდე (Санитсало). 24 ივნისს, ავიდა რა სოფლის ზემოთ, მდინარე ქციის სათავეებთან, შეხვდა ლეკებს, რომლებიც ბრუნდებოდნენ ახალციხეში, 760 კაცს რიცხოვნებით.

ლეკები მდინარის კალაპოტისკენ გაუყვნენ. სიმონოვიჩი თავიდან მათ დაედევნა, მაგრამ შემდეგ თავი დაანება და თრიალეთის ველების გავლით მიმავალ დიდ გზაზე დაიკავა ხელსაყრელი პოზიცია. დაისვენა რა აქ, მდინარე ქციის გადალახვით იგი დაიძრა კოხადშების (Кохадшеби) სიმაღლეებისა და დეფილესკენ (ვიწრობისკენ), სადაც ერთად იყრის თავს ტფილისიდან, მანგლისიდან, მცხეთიდან, ახალქალაქიდან, ხოვლედან და სხვა ადგილებიდან მომავალი გზები. ეს მოძრაობა ლეკებმა მიიღეს უკანდახევად და შემოუტიეს სიმონოვიჩს, მაგრამ მოგერიებულ და უკუქცეულ იქნენ ახალციხის სამფლობელოებში, თავიანთ ბანაკში, რომელიც იმყოფებოდა არტაიურტის დეფილეში, ქალაქ ხერთვისის (Гертвизъ) მახლობლად, სადაც ისინი ინახავდნენ ტყვე ქართველებსა და საქონელს (Рапортъ Симоновича Лазареву 28-го iюня, № 361).

8 და 10 აგვისტოს ლეკები შემოიჭრნენ საქართველოში და, დაეშვნენ რა ხიობის ხეობაში (въ урочище Хiоби), ფიქრობდნენ თავს დასხმოდნენ სოფელ ხერცხიულის (Херцхiулы), მაგრამ, ჩვენი ჯარების მხრიდან დევნის გამო უკანვე გაბრუნდნენ (Рапортъ Кноринга государю императору 1-го октября 1801 г.).

თუმცა კი ლაზარევი სთხოვდა ფაშას, რომ აეკრძალა ლეკებისთვის მსგავსი თარეშები, მაგრამ შერიფ-ფაშა, მიიღებდა რა მსგავს წერილებს, მხოლოდ გამოსცემდა სხვადასხვანაირ ამკრძალავ ბრძანებებს, საქმით კი თავად ყიდულობდა მათგან ტყვეებს და ამარაგებდა მტაცებლებს პროვიანტით (სურსათით), საჩუქრებს აძლევდა ბელადებს, ლაზარევს კი სწერდა, რომ მას არ გადაეშვა ლეკები საზღვარზე (Рапортъ Лазарева Кнорингу 20-го сентября 1801 г.). ფაშა იტყობინებოდა, რომ მან გააძევა ლეკები, მაგრამ მათი ნაწილი ყარსის ფაშამ დაიქირავა თავისთვის (Письмо Лазарева Кнорингу 5-го августа).
ლეკები მტაცებლობდნენ და იმავე დროს ეძიებდნენ რუსეთის მფარველობას. სექტემბერში მათ რამდენჯერმე მოგვმართეს თხოვნით ქვეშევრდომობაზე და ბოლოს ლაზარევის მიერ კახეთის საზღვრის შემოვლისას ამავე თხოვნით გამოგზავნეს ორი დეპუტატი და ითხოვდნენ, რომ ლაზარევს მიეცა მთთვის წერილობითი პასუხი. ლაზარევი არ თანხმდებოდა და თავის აზრს ეუბნებოდა ზეპირად; მაგრამ დეპუტატებს არ უნდოდათ მისგან გამგზავრება წერილის გარეშე. მაშინ, დაუწერა რა მათ წერილი, ლაზარევი მოითხოვდა ამანათებს (მძევლებს) ერთგულების საწინდრად. წაიკითხეს რა წერილი, ლეკთა ბელედებმა დახიეს იგი, დაწვეს თავიანთ წარმოგზავნილთა სახლები, ერთი მათგანი მოკლეს და უარი თქვეს ჩვენი მოთხოვნების შესრულებაზე.

მიიღეს რა დაიმედება დახმარებაზე შუშის, შემახიისა და სხვა ხანებისგან, და იცოდნენ რა, რომ მსგავსი საქციელი არ შეიძლებოდა დარჩენილიყო სასჯელის გარეშე, ლეკებმა ქონების დიდი ნაწილი გაგზავნეს დაღესტანში და ნაწილიც მიწაში ჩამარხეს, ხოლო თავად გადაწყვიტეს რომ გაეწიათ წინააღმდეგობა. ლაზარევი ითხოვდა კნორინგის ნებართვას, რომ დაძრულიყო ჭარ-ბელაქანზე, მტაცებელთა გადაუდებლად დასჯისთვის, მით უმეტეს, რომ თოვლით დაფარული მთები არ აძლევდა მათ საიდანმე გარეშე დახმარების მიღების შესაძლებლობას (Рапортъ Лазарева Кнорингу 19-го ноября 1801 г., № 478. Тифл. арх. канцелярiи наместника). კნორინგმა უარყო ეს წინადადება და ურჩევდა ლაზარევს, რომ არ გაეკეთებინა არანაირი “მოპატიჟებანი ქვეშევრდომობისკენ, მით უმეტეს ლეკთა საზოგადოებებისთვის, როგორც არამდგრადი (непостоянный) ხალხისთვის” (Предписанiе Кноринга Лазареву 5-го декабря. Тамъ же).

ხედავდნენ რა ლეკების შემოსავლიან ხელობას, თურქებმაც ასევე დაიწყეს მონაწილეობა ლეკების ძარცვასა და თავდასხმებში ქართლზე. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა ეცნობებინათ პორტასთვის, რათა მას აეკრძალა შერიფ-ფაშასთვის თვითნებობანი; საქართველოში ჯარების უფროსს კი ებრძანა, რომ თუკი შემდეგშიც მტაცებლობანი არ შეწყდებოდა, მაშინ შემოჭრაზე ლეკების ყოველი მცდელობისას შურისძიებისთვის გადასულიყვნენ ფაშას მიწებზე (Высочайшiй рескриптъ Кнорингу 15-го октября 1801 г.).
დარეჯან დედოფალმა გამოაცხადა, რომ ხელმწიფისადმი გულმოდგინების გამო მას სურს დაიყოლიოს რუსეთის მფარველობაში შემოსვლაზე თავისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ II. ლაზარევი პასუხობდა, რომ ნებართვის გარეშე არ შეუძლია ამაზე დათანხმება. მაშინ სოლომონმა თავად მიმართა თხოვნით ლაზარევს და სთხოვდა ნების მიცემას, რათა თავისი წარგზავნილი გაემგზავრებინა პეტერბურგში. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა უარი ეთქვათ იმერეთის მეფის ასეთ განზრახვაზე (Высочайшiй рескриптъ Кнорингу 17-го сентября 1801 г. Протоколъ государственнаго совета 9-го сентября 1801 г. Госуд. арх.), პორტასთან თანხმობის შენარჩუნებისთვის, რომლისადმი დამოკიდებულებაშიც ითვლებოდა იმერეთი. იმპერატორმა დაავალა კნორინგს, რომ საერთოდ ყველა გარეშემო მყოფ ხანთან შეენარჩუნებინა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები.

იმერეთის მეფის, ერევნისა და ნახჭევნის ხანების გარდა, ხოელმა ჯაფარ-ყული-ხანმაც, რომელიც ბაბა-ხანის მიერ ჩამოშორებული იყო ხოის სახანოს მმართველობისგან, ლაზარევს გამოუგზავნა დესპანი რათა გამოეცხადებინა, რომ ეძიებს რუსეთის იმპერატორის მფარველობას ისე, რომ არ სურს თავისთვის არც ჯარებით დახმარება და არც ფულადი საზღაური (Рапортъ Лазарева Кнорингу 4-го февраля 1801 г. /თუ 1802 г. ?/).
ელისუს სულთანიც ასევე იწერებოდა, რომ სურს ემსახუროს რუს ხელმწიფეს, როგორც ემსახურებოდა გრაფ ვალერიან ზუბოვის დროს (Рапортъ Лазарева 7-го декабря).

კნორინგმა, მიიღო რა ცნობა ხანების სურვილის შესახებ, შეატყობინა ლაზარევს, არა თუ თავი შეეკავებინა ყველანაირი მოპატიჟებისგან ქვეშევრდომობაზე, არამედ მთიელი ხალხების დასჯისთვისაც კი სამეფოს საზღვრებზე თავდასხმების გამო თავი დაენებებინა იმ დრომდე, როდესაც თავად საქართველოში დამყარდება წესრიგი და ჩვენ უფრო მყარად გავამაგრებთ მასში ჩვენს მფლობელობას (Предписанiе Кноринга Лазареву 5-го декабря 1801 г.).

ამრიგად, ჯარების სარდლის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საზღვრების სრული უზრუნველყოფა და მათი დაცვა.

მოახდინა რა ჯარების სრული განთავსება მოთხოვნილებათა შესაბამისად, კნორინგმა* დატოვა საქართველო და გაემგზავრა ს.-პეტერბურგში. (შენიშვნა:*ჯარები განთავსებული იყო შემდეგნაირად:

კავკასიის გრენადერთა პოლკი: საშეფო ბატალიონი სამი ასეულით ტფილისში; პოდპოლკოვნიკ სიმონოვიჩის ბატალიონმა, სამი ასეულითა და ერთი ქვემეხით, დაიკავა გორი; თითო-თითო ასეული განლაგებული იყო სურამსა და ცხინვალში। სურამში იმყოფებოდა ერთი საველე ქვემეხიც.

ტფილისის მუშკეტერთა პოკლი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული საგარეჯოში და თითო-თითო ასეული სოფლებში: ხაშმში, პატარძეულში, მარტყოფსა და მანავში। პოდპოლკოვნიკ კუზენევის ბატალიონი ბორჩალოში და შულავერის სოფლებში.

ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული ქვემეხით ქ. თელავში, ერთი ასეული სოფელ ველისციხეში, ერთი ასეული ქვემეხით სოფელ ყვარელში და ერთი ასეულიც სოფელ შილდაში. პოდპოლკოვნიკ სოლენიუსის ბატალიონის: ასეული ქვემეხით სოფელ ჯიგანში (Джиганахъ, ჯუგაანი ?), თითო-თითო ასეული სოფლებში Сокаби, Мошнаре, Онаги (ანაგა) и Кардинаге (კარდენახი); უკანასკნელ სოფელში იმყოფებოდა ერთი ქვემეხიც.

17-ე ეგერთა პოლკი: საშეფო ბატალიონი ორი ქვემეხით ტფილისში. პოლკოვნიკ კარიაგინის ბატალიონისა: ორი ასეული დუშეთში, თითო-თითო ასეული სოფლებში ქარელსა (ქ. გორის ახლოს) და ფარსიანში (Парсiани) და ერთი ასეული ქვემეხით სოფელ კოდაში (ტფილისის ქვემოთ).

დონელ კაზაკთა შჩედროვ მე-2-ის პოლკი განთავსებული იყო იმავე ქალაქებსა და ადგილებში, სადაც იდგა სხვა ჯარებიც. კაზაკები გაფანტული იყვნენ მცირე პარტიებად – 10-დან 40 კაცამდე – და გამოიყენებოდნენ სხვადასხვა გვარი გაგზავნებისა და სადარაჯო სამსახურისთვის.)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Thursday, January 26, 2012

აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1994 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ბიულეტენის სახით /სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის ბიულეტენი, # 12/, ხოლო ტექნიკურად ეს განხორციელდა “ტექინფორმის” მიერ, რომელიც იმ ხანებში მჭიდროდ თანამშრომლობდა აღნიშნულ სამსახურთან. ეს გახლდათ ჩემს მიერ მეორე მომზადებული ნაშრომი პარლამენტისთვის. ვინაიდან მე მაშინ განწყობილი ვიყავი სიმპატიებითა და კეთილგანწყობით აშშ-ისა და დასავლეთისადმი, და სრულიად საწინააღმდეგოდ ისტორიული რუსეთისა და საბჭოთა კავშირისადმი, ამიტომ ეს განწყობა ასახულია ამ წერილშიც. სახელდობრ მასში არ არის მოყვანილი ის შეფასებები, რომლებსაც საბჭოთა ავტორები აძლევდნენ აშშ-სა და მის სამხედრო მანქანას. დღესდღეობით ასეთ დამოკიდებულებას უკვე აღარ ვიზიარებ და ვცდილობ მოვიყვანო საბჭოთა და რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებანიც მსგავსი თემების დამუშავებისას. ამის შესახებ მკითხველი ნახავდა სხვა წერილებში, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა 1999 წლის შემდეგ, და განსაკუთრებით 2003-05 წლებიდან. ნაშრომი გადმოტანილია მცირეოდენი სარედაქციო შესწორებებით.)

აშშ შეიარაღებული ძალების (შძ) მართვის უმაღლესი ორგანოები და თანამდებობის პირებია: ქვეყნის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ), შეიარაღებილი ძალების სახეობათა მინისტრები და შტაბები, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობები.

კონსტიტუციის მიხედვით აშშ პრეზიდენტი არის ქვეყნის შძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი, რომლის სამხედრო უფლებამოსილებანი განსაზღვრულია 1973 წლის ნოემბერში კონგრესის ორივე პალატის მიერ მოწონებული კანონით. ამ კანონის თანახმად პრეზიდენტი კონგრესს დასამტკიცებლად წარუდგენს სამხედრო ასიგნაციების წინადადებებს (ქვეყნის ბიუჯეტის ფარგლებში), განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზებსა და მიმართულებებს, ნიშნავს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას; სახელდობრ იგი ნიშნავს თავდაცვის მინისტრს (სამოქალაქო პირი), შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს (გენერალი ან ადმირალი, ორი წლით ერთი ვადის განმავლობაში, მშვიდობიანობის დროს ამ პოსტზე შეიძლება იყოს არაუმეტეს სამი ვადისა), შუკ-ის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (გენერალი ან ადმირალი, ორი წლით, მშვიდობიანობის დროს ამ პოსტზე შეიძლება იყოს მხოლოდ ორი ვადით), შძ სახეობათა მინისტრებსა (სამოქალაქო პირები) და შტაბების უფროსებს (გენერლები ან ადმირალები, ორი წლით, მშვიდობიანობის დროს არაუმეტეს ორი ვადისა). ყველა აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატების დამტკიცებისთვის აუცილებელია სენატის თანხმობა. ასეთი თანხმობის გარეშე აშშ-ის პრეზიდენტი ნიშნავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლებს (გენერალი ან ადმირალი). (შენიშვნა: აშშ–ის შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობის დროს არის ოთხი საგენერლო წოდება: ბრიგადის გენერალი /ერთვარსკვლავიანი გენერალი/, რომელსაც სახმელეთო ჯარებში შეესაბამება ბრიგადის მეთაურის თანამდებობა, გენერალ–მაიორი /ორვარსკვლავიანი გენერალი/ – დივიზიის მეთაური, გენერალ–ლეიტენანტი /სამვარსკვლავიანი გენერალი/ – საარმიო (საჰაერო–სადესანტო) კორპუსის მეთაური, გენერალი /სრული გენერალი, ანუ ოთხვარსკვლავიანი გენერალი/ –გაერთიანებული ან სპეციალური სარდლობის მთავარსარდალი, არმიის შტაბის უფროსი, შუკ–ის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. საზღვაო ძალებში შესაბამისი წოდებებია: უმდაბლესი და უმაღლესი კატეგორიის კონტრ–ადმირალი /შესაბამისად, ერთი ან ორი ვარსკვლავით სამხრეებზე/, ვიცე–ადმირალი – სამი ვარსკვლავით და ადმირალი ანუ სრული ადმირალი – ოთხი ვარსკვლავით სამხრეებზე).

პრეზიდენტი, თავის უფლებამოსილებათა შესაბამისად, ანიჭებს გენერალ-ლეიტენანტის, გენერლის, ვიცე-ადმირალისა და ადმირალის სამხედრო წოდებებს, რისთვისაც აუცილებელია სენატის მიერ დამტკიცება, აგრეთვე ბრიდაგის გენერლის, გენერალ-მაიორის, უმდაბლესი და უმაღლესი კატეგორიის კონტრ-ადმირალის წოდებებს, რასაც სენატის მიერ დამტკიცება არ სჭირდება.

კონგრესის მიერ ომის გამოცხადების ან შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, ენიჭება ომის წარმოების უფლება. მას შეუძლია შეიარაღებული ძალების გამოყენება ომის გამოცხადების გარეშეც. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია იქონიოს კონგრესთან კონსულტაციები შძ-ის გამოყენების თაობაზე, მისი გამოყენების დაწყებამდეც და შემდეგშიც, საომარ მოქმედებათა პერიოდში. ყველა შემთხვევაში, როცა პრეზიდენტს ჯარები შეჰყავს სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ან არსებითად ზრდის მათ რიცხვს საზღვარგარეთ, იგი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში წარუდგინოს კონგრესს შესაბამისი მოხსენება. თუ ამის შემდეგ 60 დღეღამის განმავლობაში კონგრესი არ გამოაცხადებს ომს ან შესაბამის საკანონმდებლო სანქციას არ გასცემს შძ-ის გამოყენებაზე, მაშინ ეს გამოყენება წყდება. მოცემული პერიოდის გახანგრძლივების აუცილებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი წერილობით ატყობინებს კონგრესს, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემდგომი ყოფნა ნაკარნახევია ქვედანაყოფების უსაფრთხოებისა და მათი შემდგომი გამოყვანის აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში 60-დღეღამიანი ვადა კიდევ შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღეღამით.

აშშ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე შტატში აჯანყების ან უწესრიგობათა შემთხვევაში, თუკი ისინი მიმართულია პრეზიდენტის მთვარობის წინააღმდეგ, მას შეუძლია შტატის საკანონმდებლო საკრებულოს ან გუბერნატორის თხოვნით, გამოიყენოს ეროვნული გვარდიის ან რეგულარული ჯარების ფორმირებები “ისეთი რიცხვითა და ისეთ ფარგლებში, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია აჯანყების ჩასაქრობად”. პრეზიდენტს ასევე უფლება აქვს თვითონ, შტატის ხელისუფლებისგან შესაბამისი თხოვნის გარეშე, გამოიყენოს სამხედრო ძალა სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციონირებისა და კანონების აღსრულებისადმი “უკანონო წინააღმდეგობათა” აღსაკვეთად. ამ შემთხვევაშიც მას შეუძლია გამოიყენოს ეროვნული გვარდია და რეგულარული ჯარები იმ მასშტაბებით, რომლებიც საჭიროდ მიაჩნია კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენისთვის.

პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეიარაღებული ძალები სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და მათი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებისთვის. ყველა ამ შემთხვევაში მას უფლება აქვს გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა არაუმეტეს 6 თვის ვადისა, რომლის შემდგომი გახანგრძლივებისთვის აუცილებელია კონგრესის ორივე პალატის შესაბამისი რეზოლუცია.

პრეზიდენტს მიცემული აქვს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ბრძანების გაცემის განსაკუთრებული უფლებაც.

ომიანობის დროისა და საგანგებო ვითარების პირობებში განსაკუთრებული ზომებისა და სამხედრო ხასიათის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება სპეციალური დირექტივით, რომელსაც ყოველი პრეზიდენტი გამოსცემს პრაქტიკულად თანამდებობის აღსრულების დაწყებისთანავე. ამ დირექტივებში, უმრავლეს შემთხვევებში ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასწრაფო ზომების მიღებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება (თვით საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელებაზეც) პრეზიდენტის დაღუპვის ან მასთან კავშირის არარსებობის შემთხვევაში გადაეცემა თანამიმდევრობის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ან შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს.

პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებათა რეალიზაცია ხორციელდება აღმასრულებელი აპარატის განტოტვილი ქსელის მეშვეობით. იგი მოიცავს რიგ სამინისტროებს, ფედერალურ უწყებებს, სააგენტოებსა და სამმართველოებს. ამათგან ნაწილი დაწესებულებებისა მხოლოდ სამხედრო საკითხებითაა დაკავებული (თავდაცვის სამინისტრო, შძ-ის სახეობათა სამინისტროები, შტაბების უფროსთა კომიტეტი), სხვები კი უფრო ფართო დიაპაზონის ორგანოებია – ეროვნული უშიშროების საბჭო, საგანგებო პირობებში მოქმედების ფედერალური სამმართველო და სხვა.

ეროვნული უშიშროების საბჭო (ეუს) არსებითად პრეზიდენტის მთავარი საკონსულტაციო ორგანოა სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. იგი აგრეთვე კოორდინაციას უწევს ყველა სამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციის, უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობას სამხედრო მშენებლობის სფეროში. მის შემადგენლობაში მუდმივი წევრის უფლებით შედიან: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი. ეუს-ის მუდმივი მრჩევლებია: შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე (სამხედრო პრობლემები) და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი (დაზვერვის საკითხები). ეუს-ის შემადგენლობაში უდმივი წევრებისა და მრჩევლების გარდა პრეზიდენტს შეუძლია შეიყვანოს სხვა პირებიც. ეუს-ის ცალკეულ სხდომებში შეიძლება მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებათა წარმომადგენლებიც, თუკი განსახილველი საკითხი უშუალოდ იქნება დაკავშირებული მათ საქმიანობასთან. საბჭოს შემადგენლობაში ჩართულია სამი თანამდებობის პირი – პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში (ხელმძღვანელობს ეუს-ის აპარატის მუშაობას), მისი მოადგილე და აღმასრულებელი მდივანი.

საგანგებო პირობებში მოქმედების ფედერალური სამმართველო (ფემა, FEMA) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის ფედერალურ პროგრამებს, აგრეთვე საომარი მოქმედებებისა და სტიქიური უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის ანალოგიურ პროგრამებსაც. მას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება აშშ-ის პრეზიდენტს. ეს დაწესებულება ორგანიზაციულად მოიცავს ცხრა სამმართველოს, რიგ ცენტრალურ და პერიფერიულ განყოფილებებს. უკანასკნელები განლაგებული არიან და მოქმედებენ სამხედრო-ეკონომიკური მობილიზაციის რაიონებში.

თავდაცვის მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი ოთხი წლის ვადით, სენატის თანხმობით. ის ხელმძღვანელობს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და პასუხს აგებს მის მშენებლობაზე, სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაზე, გამოყენებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამხედრო კვლევებისა და შემუშავებების ჩატარებაზე. თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია ყველა სამხედრო საკითხში და ეუს-ის წევრი.

თავდაცვის მინისტრთან შექმნილია საბჭო შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომელიც წარმოადგენს მის საკონსულტაციო ორგანოს. საბჭოს წევრებია: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების (შძ) სახეობათა მინისტრები და შტაბების უფროსები, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი. საბჭო განსაზღვრავს შძ-ის მშენებლობის მიმართულებებს და გამოიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

ჯარების მართვის ინტერესებიდან ამომდინარე, როგორც მშვიდობიანობის ისე ომის დროს, მათი ტექნიკური აღჭურვის, ყოველმხრივ უზრუნველყოფის, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ორგანიზაციისთვის, აგრეთვე მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში გაშლისა და სხვადასხვა ხასიათისა და მასშტაბის ომებში გამოყენებისთვის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად აშშ შძ-ში შექმნილია ორი პარალელური სტრუქტურა: ადმინისტრაციული და ოპერატიული.

ადმინისტრაციული ორგანიზაციის მიხედვით აშშ შძ იყოფა შძ-ის სამ სახეობად: სახმელეთო ჯარებად (არმია), საჰაერო ძალებად და საზღვაო ძალებად (შენიშვნა: საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი შედის საზღვაო ძალების შემადგენლობაში, მაგრამ აშშ–ში მისი მრავალრიცხოვნებისა და ტრადიციულად დიდი მნიშვნელობის გამო, ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც შძ–ის ცალკეულ სახეობას). ხოლო ესენი კი, სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის მიხედვით, იყოფა რეგულარულ ჯარებად (ძალებად) და ორგანიზებულ რეზერვად: სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძალებში – ეროვნული გვარდია და რეზერვი, საზღვაო ძალებში – რეზერვი. შძ-ის სახეობათა სათავეში დგანან მინისტრები და შტაბების უფროსები, რომლებიც თავიანთი აპარატებისა და შტაბების მეშვეობით ხელმძღვანელობენ შეიარაღებული ძალების შესაბამისი სახეობის მშენებლობას, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას, კადრების მომზადებას, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვას, სამხედრო გამოკვლევებსა და შემუშავებებს, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამობილიზაციო გაშლას.

მათ საერთო ხელმძღვანელობას (ადმინისტრაციული ხაზით) ახორციელებს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს ცენტრალური აპარატის, აგრეთვე არმიის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების სამინისტროების მეშვეობით. 1986 წელს აშშ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა განიცადა სტრუქტურული რეორგანიზაცია და მისი დღევანდელი სტრუქტურის შესახებ ზუსტი მონაცემები არ გაგვაჩნია. მანამდე არსებული ორგანიზაციის მიხედვით კი, თავდაცვის მინისტრს ჰყავდა პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე – სამხედრო პოლიტიკაში, აგრეთვე სამხედრო გამოკვლევებსა და ტექნიკაში; ორი სპეციალური თანაშემწე – ატომურ ენერგიაში და დაზვერვაზე მეთვალყურეობაში, თანაშემწეები სამხედრო კანონმდებლობაში, პირადი შემადგენლობის, სამხედრო ობიექტებისა და ზურგის, საზოგადოებასთან კავშირების, სამედიცინო უზრუნველყოფის, რეზერვების, ფინანსების საკითხებში, გენერალური ინსპექტორი, გენერალური იურისკონსულტი, დირექტორი პროგრამების ანალიზსა და შეფასებაში, სამხედრო მრჩეველი ნატო-ს საკითხებში. თითოეულ ამ თანამდებობის პირს ჰქონდა თავისი აპარატი, რომლის საორგანიზაციო სტრუქტურას განსაზღვრავდა მოქმედი კანონმდებლობა და თავდაცვის მინისტრი მის უფლებამოსილებათა ფარგლებში.

იმავე ორგანიზაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო შეიცავდა ათ ძირითად სამმართველოს. ესენი იყო: სადაზვერვო, ეროვნული უსაფრთხოების, კარტოგრაფიული, ბირთვული საბრძოლო მასალების, კავშირგაბმულობის, ზურგის, პერსპექტიული სამხედრო კვლევების, სამხედრო კონტრაქტებზე ფინანსური კონტროლის, სამხედრო დახმარებათა აღმოჩენის, გამოძიებათა.

შეიარაღებული ძალების სახეობათა მინისტრები შძ-ის შესაბამისი სახეობის ადმინისტრაციულ მართვას ახორციელებენ თავიანთი სამინისტროების ცენტრალური აპარატის მეშვეობით, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ანალოგიურად განაგებენ შძ-ის შესაბამის სახეობათა მთელ საკითხებს მათი საბრძოლო გამოყენების გარდა.

ოპერატიული ორგანიზაციის მიხედვით, აშშ შძ შეყვანილია გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებში, რომლებიც უკვე მშვიდობიანობის დროსაა შექმნილი შძ-ის გარკვეული დაჯგუფებების ომისთვის მოსამზადებლად; ქვეყანაში მიღებული სამხედრო სტრატეგიის, შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებისა და მისი შესაძლო ცვლილებების, ცალკეულ რაიონებში წარმოქმნილ კრიზისულ ან კონფლიქტურ სიტუაციებში ჯარების (ძალების) დაჯგუფებათა გამოყენებისთვის საომარ მოქმედებათა თეატრებზე სტრატეგიული ოპერაციების გეგმების წინასწარ შესამუშავებლად; სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებათა მსვლელობისას შეიარაღებული ძალების დაჯგუფებათა გამოყენების ვარიანტების შესამუშავებლად; სარდლობათა განკარგულებაში გადაცემული ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობის უზრუნველსაზოფად.

ჯარების (ძალების) ოპერატიულ მართვას თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის, გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობათა მთავარსარდლების მეშვეობით.

შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ) წარმოადგენს უმაღლეს სამხედრო საკონსულტაციო-აღმასრულებელ ორგანოს შძ-ის ოპერატიული მართვის სისტემაში. იგი უზრუნველყოფს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის საქმიანობას შძ-ის მართვაში როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროსაც. მის შემადგენლობაში შედიან: შუკ-ის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, არმიის (სახმელეთო ჯარების), საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების შტაბების უფროსები, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი. შუკ-ის თავმჯდომარე გახლავთ აშშ პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა (ეუს) და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი, კომიტეტის სხვა წევრები კი – პრეზიდენტის, ეუს-ისა და თავდაცვის მინისტრის მრჩევლები თავ-თავიანთ საკითხებში.

შუკ-ის თავმჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტი სენატის რეკომენდაციითა და თანხმობით რეგულარული შეიარაღებული ძალების გენერლების (ადმირალების) რიცხვიდან, რომელთაც მანამდე ეკავათ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შძ-ის რომელიმე სახეობის შტაბის უფროსის, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტის, გაერთიანებული ან სპეციალური სარდლობის მთავარსარდლის თანამდებობა (შენიშვნა: გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი შუკ–ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა ევროპულ ზონაში აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდლის /და, შესაბამისად, ევროპაში ნატო–ს გაერთიანებული /სამოკავშირეო/ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის/ თანამდებობიდან. მანამდე ეს ორივე თანამდებობა ეკავა გენერალ კოლინ პაუელს).

შუკ-ის თავმჯდომარე ინიშნება ორი წლის ვადით, რაც შეიძლება კიდევ ორი ორწლიანი პერიოდით გაგრძელდეს. იგი უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირია შეიარაღებულ ძალებში და ამასთან არ ითვლება უფროსად კომიტეტის სხვა წევრებისთვის.

თავმჯდომარე ორგანიზებას უკეთებს შუკ-ის რეგულარულ სხდომებს, განსაზღვრავს მათ დღის წესრიგს, იღებს გადაწყვეტილებას სხვა წევრების მიერ შემოთავაზებული საკითხების განსახილველად ჩართვაზე, ეხმარება მათ თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, განსაკუთრებით სადაო და საჩქარო საკითხების გადაწყვეტისას, არსებული პრობლემების მიხედვით (ადგენს ?) გადაწყვეტილებათა მიღების ვადებს. მის ფუნქციონალურ მოვალეობათა წრეში შედის: პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრისთვის შძ-ის მართვის საქმეში დახმარების აღმოჩენა; თავდაცვის მინისტრის მიერ გამოყოფილი რესურსებიდან გამომდინარე მიმდინარე და პერსპექტიული სტრატეგიული გეგმების შემუშავების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომპლექსური გეგმების შემუშავებისა და მათი შესრულების ინტერესებში სტრატეგიული გადასროლების ხელმძღვანელობა; თავდაცვის მინისტრისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავების ან დაზუსტების მსვლელობისას შძ-ში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების მოხსენება მათი გავლენის შეფასებითა და აღმოფხვრის რეკომენდაციებით; კონსულტაციების გაწევა თავდაცვის მინისტრისთვის სტრატეგიული გეგმების დებულებებთან შძ-ის სახეობათა მშენებლობის ძირითადი პროგრამების შესაბამისობაზე; ქვეყნის სამხდრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების გაწევა მორიგი ორი ფინანსური წლისთვის სამხედრო ბიუჯეტში გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სახსრებისა და შძ სახეობათა მშენებლობის პროგრამებით გათვალისწინებული სახსრების ჩართვაზე; გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ერთიანი სისტემის შემუშავება და მოქმედებაში მოყვანა; თავდაცვის სამინისტროს შესყიდვათა პროგრამების მომზადებისას შძ-ის მოთხოვნილებების შეფასება; სამხედრო სტრატეგიის, შძ-ის სახეობათა ან მთლიანად შძ-ის გამოყენების კონცეფციების შემუშავება და კორექტირება; შძ-ის სახეობათა ერთობლივი ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ორგანიზაციის პრინციპების, ჯარების (ძალების) მსხვილმასშტაბიან სწავლებათა მომზადებისა და მათი სახელმძღვანელო მითითებების ჩამოყალიბება; გაერო-ს სამხედრო-საშტაბო კომიტეტსა და სხვა საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციებში პენტაგონის წარომადგენლობის ორგანიზება; სამ წელიწადში ერთხელ მაინც თავდაცვის მინისტრისთვის შძ-ის სახეობათა როლის, დანიშნულებისა და ამოცანების მოხსენება აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის მუქარის შესაძლო ცვლილებების, სამხედრო საქმეში გამოსადეგი ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის, აგრეთვე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთ მოხსენებაში უნდა იყოს რეკომენდაციები შესაბამის აქტებში, დირექტივებში, წესდებებსა და სხვა დოკუმენტებში შესატანი ცვლილებებისა და დაზუსტებების შესახებ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შუკ-ის თავმჯდომარე (მისი არყოფნის დროს კი მოადგილე) ესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს მთავარი მრჩევლის სტატუსით. ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კავშირი პრეზიდენტსა (თავდაცვის მინისტრსა) და გაერთიენებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლებს შორის ხორციელდება შუკ-ის თავმჯდომარის მეშვეობით.

თავდაცვის მინისტრს შეუძლია დაავალოს შუკ-ის თავმჯდომარეს განახორციელოს კონტროლი გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საქმიანობაზე მისთვის რაიმე სამეთაურო უფლებების მინიჭების გარეშე, აგრეთვე დააკისროს მას გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავრსარდალთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, განსაკუთრებით ოპერატიული საკითხების გადაწყვეტისას და მათი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა.

შუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე ესწრება კომიტეტის ყველა სხდომას ხმის უფლების გარეშე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან იმ დროს, როცა ეს პოსტი დაკავებული არაა, მოადგილე ასრულებს შუკ-ის თავმჯდომარის ფუნქციებს და მას ეძლევა ხმის უფლება გადაწყვეტილებათა მიღებისას. რაიმე მიკერძოების თავიდან აცილებისთვის შუკ-ის თავმჯდომარე და მისი მოადგილე არ უნდა ეკუთვნოდნენ შძ-ის ერთსა და იმავე სახეობას. შუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე მეორე სამხედრო თანამდებობის პირია, მაგრამ არც კომიტეტის წევრებისთვის და არც შეიარაღებული ძალების სახეობებისთვის უფროსი არ არის.

შუკ-ის წევრები (შძ-ის სახეობათა შტაბების უფროსები და საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი) პასუხს აგებენ შეიარაღებული ძალების მათ მიერ წარმოდგენილ სახეობებზე, მონაწილეობენ მათი გამოყენების სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და ჯარების (ძალების) ოპერატიულ ხელმძღვანელობაში.

შუკ-ის წევრებს უფლება აქვთ მოახსენონ თავმჯდომარეს თავიანთი მოსაზრებები (რეკომენდაციები), რომლებიც შეიძლება ავსებდნენ ან ეწინააღმდეგებოდნენ თავმჯდომარის შეხედულებას. ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი ვალდებულია თავის აზრთან ერთად მოახსენოს პრეზიდენტს, ეუს-ს ან თავდაცვის მინისტრს კომიტეტის წევრების განსხვავებული მოსაზრებანიც. პრეზიდენტის, ეუს-ის ან თავდაცვის მინისტრის მოთხოვნით, შუკ-ის წევრებს შეიძლება მოუსმინონ პერსონალურად ან კოლექტიურად კონკრეტულ საკითხებზე.

შუკ-ის სამუშაო ორგანოს, რომელიც განკუთვნილია შუკ-ის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის, წარმოადგენს გაერთიანებული შტაბი. მასში სამუშაოდ კომიტეტის თავმჯდომარე არჩევს ოფიცრებს (დაახლოებით თანაბარი რაოდენობით სახმელეთო ჯარებიდან, საჰაერო ძალებიდან და საზღვაო ძალებიდან) შძ-ის სახეობათა მინისტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების რიცხვიდან. შუკ-ის წევრებთან რეკომენდაციების შემდეგ თავმჯდომარე ირჩევს კანდიდატურას გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე (გენერალ-ლეიტენანტი ან ვიცე-ადმირალი), რომლის დამტკიცებისთვის აუცილებელია თავდაცვის მინისტრის თანხმობა.

თავდაცვის მინისტრი უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის საორგანიზაციო და ოპერატიულ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელია შძ-ის სახეობათა ერთიანი ხელმძღვანელობის და გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობათა შემადგენლობაში მათი ეფექტურად გამოყენებისთვის. ამასთან ხელმძღვანელობის ეს ორგანო არ წარმოადგენს გენერალურ შტაბს და არ გააჩნია უფლება შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვაზე.

გაერთიანებული შტაბი მოიცავს შვიდ სამმართველოს, ესენია: პირადი შემადგენლობის; ოპერატიული; ზურგის; სტრატეგიული გეგმებისა და პოლიტიკის; ოპერატიული დაგეგმვისა და შძ-ის ერთობლივი გამოყენების; მართვისა და კავშირგაბმულობის; ძალების სტრუქტურის, რესურსებისა და შეფასების.

გაერთიანებული შტაბის ამოცანებში შედის, შუკ-ის თავმჯდომარის ან მოადგილის მითითებების თანახმად, კომიტეტის სხდომებისთვის მასალების მომზადება, შძ-ის გამოყენების სამობილიზაციო, სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების, აგრეთვე მისი ზურგის უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და დაზუსტება.

შტაბების უფროსთა კომიტეტი და გაერთიანებული შტაბი წარმოადგენენ სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემის მთავარ რგოლს. იგი ემსახურება შძ-ის მშენებლობის მიმართულებათა, შემადგენლობის, ამოცანებისა და გამოყენების შესაძლო წესების განსაზღვრას, სავარაუდო პოლიტიკისა და მსოფლიოში არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით. თავის მხრივ სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემა – ის ძირითადი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც შუკ-ი ახორციელებს თავის ფუნქციებს სტრატეგიულ დაგეგმვაში.

სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემის საქმიანობის მარეგულირებელ წესსა და პროცედურას ადგენს შუკ-ის მემორანდუმი, რომელშიც გადმოცემულია დაგეგმვის საფუძვლად ჩადებული შვიდი დოკუმენტის არსი და მოკლე შინაარსი, ამასთან დადგენილია პასუხისმგებლობა მათ მომზადებასა და გამოცემაზე. ძირითადი მგეგმავი დოკუმენტები მოიცავს 20 წლიან პერიოდს, რომელიც სამ დროით მონაკვეთად იყოფა: ორი წელი (მიმდინარის გათვალისწინებით) – დაგეგმვის მოკლევადიანი პერიოდი, მომდევნო რვა წელი – საშუალო- და შემდეგ კიდევ ათი წელი – გრძელვადიანი პერიოდი. მათ შეიმუშავებს შუკ-ის გაერთიანებული შტაბი და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო, რომელიც ამ შემთხვევაში გამოდის როგორც გაერთიანებული შტაბის ერთ-ერთი სამმართველო (გვიანდელი შენიშვნა: რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველო, ჩვენში ცნობილი ГРУ /Главное Разведывательное Управление/ საერთოდ არის არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში, თუმცა კი, როგორც ნახეთ, აშშ-შიც თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამართველო, ამერიკული აღნიშვნით DIA /Defense Intelligence Agency/, ზოგჯერ გამოდის, როგორც გაერთიანებული შტაბის შემადგენელი სტრუქტურა).

საბუთი, სადაც დაგეგმვის ინტერესებში არის მოცემული კომპლექსური სადაზვერვო შეფასება, მზადდება თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში ყოველწლიურად და შეიცავს უახლოესი პერსპექტივის შეფასების დაწვრილებით მონაცემებს. ძირითადი ყურადღება ეთმობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მდგომარეობის განვითარების შესაძლო ვარიანტების ანალიზს მოკლე და საშუალო პერიოდში.

თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო ასევე ყოველწლიურად ამზადებს სტრატეგიული დაგეგვის სადაზვერვო პრიორიტეტებს, რომელშიც განისაზღვრება სამხედრო დაზვერვის წინაშე მდგარი მიმდინარე და პერსპექტიული ამცანების ყველაზე უფრო არსებითი კატეგორიები და მათი გადაწყვეტის პრიორიტეტები.

ოთხ წელიწადში ერთხელ მუშავდება კომპლექსური სტრატეგიული გრძელვადიანი შეფასება, ყოველ ორ წელიწადში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით. მასში განიხლება მდგომარეობის განვითარების ვარიანტები მთლიანად მსოფლიოში და მის ცალკეულ რეგიონებში და შესაბამისად აშშ ინტერესების უზრუნველყოფის შესაძლო მოქმედებანი. იგი წარმოადგენს უახლოეს და ხანგრძლივ პერსპექტივაში შძ-ის სტრუქტურის განსაზღვრისა და დაზუსტების, აგრეთვე მისი მშენებლობის გეგმებისა და პროგრამების საფუძველს.

სტრატეგიული დაგეგმვის განზოგადებული წინადადებები მზადდება ყოველწლიურად და აშშ-ის ინტერესებისადმი მუქარის კომპლექსური შეფასებიდან ამომდინარე შეიცავს რეკომენდაციებს პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მინისტრისთვის, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მისაღწევად შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და სამხედრო სტრატეგიის გამოშავების საკითხებში.

ასევე ყოველწლიურად საშუალო პერიოდისთვის მზადდება პროგრამების შეფასების გაერთიანებული მემორანდუმი, სადაც მოცემულია შძ-ის დასაგეგმავი შემადგენლობის საკმარისობის, მისი შესაძლებლობებისა და მასთან დაკავშირებული რისკის ხარისხის შეფასება.

ყოველწლიურად საშუალო პერიოდისთვის მზადდება გაერთიანებული მემორანდუმი სამხედრო დახმარებათა აღმოჩენის შესახებ. მასში გადმოცემულია სხვა ქვენებისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევის დაფინანსებისთვის განზრახული პროგრამები და მითითებულია თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნილებანი მათ სარეალიზაციოდ პირად შემადგენლობასა და სამოქალაქო მოსამსახურეებში.

ყოველწლიურად მორიგი წლისთვის მზადდება სტრატეგიულ შესაძლებლობათა გაერთიანებული გეგმა, რომელიც მოიცავს გლობალური მასშტაბითა და მსოფლიოს ძირითად რეგიონებში შძ-ის გამოყენების სტრატეგიულ კონცეფციებს, აგრეთვე არსებული ძალებისა და საშუალებების შეფასებას. იგი შედგება ორი ნაწილისა: “დაგეგმვის კონცეფციები, ამოცანები და მითითებანი” და “ძალები და საშუალებები”, და მთელი რიგი დამატებებისგან, რომლებშიც შეფასებულია აშშ-ის შესაძლებლობანი და შემუშავებულია მითითებები დაზვერვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და სხვა საკითხებში.

სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემის ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს სახელმძღვანელო და ფუძემდებლურ ბაზას აშშ შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების, მისი გამოყენების ოპერატიული გეგმების შემუშავებისა და დაფინანსებისთვის.

შეიარაღებული ძალების მართვას შუკ-ი ახორციელებს გაერთიანებული შტაბისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული ძირითადი და სათადარიგო სამეთაურო ცენტრებისა და საჰაერო სამეთაურო პუნქტის მეშვეობით. ისინი ქმნიან ოპერატიული მართვის ეროვნულ სისტემას, რომელიც თავის მხრივ არის ოპერატიული მართვის გლობალური სისტემის ბირთვი. უკანასკნელი უზრუნველყოფს შძ-ის ცენტრალიზებულ მართვას აშშ უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროსაც.

შუკ-ის ძირითადი სამეთაურო ცენტრი მდებარეობს პენტაგონის მიწისქვეშა ნაწილში და ატომსაწინააღმდეგო დაცვა არ გააჩნია. იგი გამიზნულია შძ-ის ოპერატიული მართვისათვის მშვიდობიანობის პერიოდში და სადღეღამისოდ ფუნქციონირებს. მისი აღჭურვილობა იძლევა მიმდინარე ვითარების მონაცემებისა და ცალკეულ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებში საცნობარო მონაცემების ავტომატიზებული შეკრების, დამუშავებისა და ეკრანებზე ასახვის შესაძლებლობას.

შუკ-ის სათადარიგო სამეთაურო ცენტრი განთავსებულია ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთით (მერილენდის შტატში ცისფერი მთის ძირას), მიწისქვეშ, საკმაოდ ძლიერი ატომსაწინააღმდეგო დაცვითა და სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემებით. ომიანობის დროს შუკ-ის სათადარიგო სამეთაურო ცენტრი პრეზიდენტმა შეიძლება გამოიყენოს მართვის პუნქტად.

შუკ-ის საჰაერო სამეთაურო პუნქტი განკუთვნილია შძ-ის სამართავად მართვის სახმელეთო ორგანოების მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევაში და მუდმივ მზადყოფნაში იმყოფება ბორტზე პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის ან შუკ-ის თავმჯდომარის მისაღებად. საჰაერო სამეთაურო პუნქტად მოწყობილია E-4 ტიპის ოთხი თვითმფრინავი (ბოინგ 747-ის ბაზაზე), რომლებიც დისლოცირებულია ავიაბაზა ოფუთზე (ნებრასკას შტატი).

აშშ შეიარაღებული ძალების მართვის შემდგომი რგოლია გაერთიანებული და სპეციალური სარდლობები. გაერთიანებული სარდლობები შექმნილია ტერიტორიული ნიშნის ან მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და თავიანთ შემადგენლობაში მოიცავენ შძ-ის ორი ან მეტი სახეობის ძალებსა და საშუალებებს. სპეციალური სარდლობები შექმნილია უპირატესად მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და მოიცავენ შძ-ის მხოლოდ ერთი სახეობის ძალებსა და საშუალებებს. თითოეული სარდლობის განკარგულებაში შემავალი ძალებისა და საშუალებების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა ეკისრება ტიპიური სტრუქტურის მიხედვით შექმნილ შტაბს. ამასთან გაერთიანებული სარდლობის შტაბი დაკომპლექტებულია მასში შემავალი შძ-ის ყველა სახეობის წარმომადგენლებით.

აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ საარდლობას ევროპულ ზონაში (შტაბი ქ. შტუტჰარტში, გერმანია) თავის შემადგენლობაში ჰყავს სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების სადლობები. მისი პასუხისგებლობის ზონა მოიცავს მთელ დასავლეთ ევროპას, ხმელთაშუა ზღვასა და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას. მისი მთავარსარდალი ამავდროულად არის ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) უმაღლესი მთავარსადალიც ევროპაში.

80-იანი წლების ბოლოს სარდლობის შემადგენლობაში იყო სახმელეთო ჯარების ორი საარმიო კორპუსი (მე-5 და -7), ორი მექანიზებული ქვეითი (მე-3 და -8) და ორიც ჯავშანსატანკო (1-ლი და მე-3) დივიზია, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (მე-2 და 11-ე), ცალკეული ბრიგადები (მათ შორის დასავლეთ ბერლინის ცალკეული ქვეითი ბრიგადა), საკორპუსო დაქვემდებარების საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. გარდა ამისა, სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა საჰაერო ძალების სამი საჰაერო არმია (მე-3, 16-ე და 17-ე), რვა ტაქტიკური გამანადგურებელი და ერთი სადაზვერვო საავიაციო ფრთა, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. სარდლობის შემადგენლობაში შემავალი საზღვაო ძალები გამოიყოფა ატლანტის ოკეანის ფლოტის შემადგენლობიდან.

ევროპულ ზონაში აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობის განკარგულებაში 80-იანი წლების ბოლოს იმყოფებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 0,5 მლნ. ადამიანი, 5000 თანამედროვე ტანკი, 3100-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, საარმიო ავიაციის 1600 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, საჰაერო ძალების 700-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, 20-მდე ხომალდი ატლანტის ოკეანის ფლოტის შემადგენლობიდან.

ამჟამად აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავს ძალების მნიშვნელოვან შემცირებას ნახევარი მილიონიდან 100 ათას სამხედრო მოსამსახურემდე, მაგრამ ჯერერობით არაა სხვა ზუსტი მონაცემები ამ შემცრებათა შედეგად დარჩენილი ჯარების სტრუქტურის შესახებ.

აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობა ატლანტის ოკეანის ზონაში (შტაბი ქ. ნორფოლკში, ვირჯინიის შტატი) ძირითადად წარმოდგენილია აშშ საზღვაო ძალების ატლანტიკური ფლოტით ზღვაზე ამოცანების მთელი მოცულობის გადასაწყვეტად. მისი პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს ატლანტის ოკეანის, კარიბის, გრენლანდიის, ნორვეგიისა და ბარენცის ზღვების, მექსიკის ყურის აკვატორიებს, ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ნაწილსა და ლათინური ამერიკის დასავლეთ სანაპიროს მიმდევარე წყნარი ოკეანიის აკვატორიის ნაწილს.

მოცემულ სარდლობას ექვემდებარება საზღვაო ძალების მე-2 და -6 ოპერატიული ფლოტები და საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი საექსპედიციო დივიზია. ფლოტის ძალების შეიარაღებაში 80-იანი წლების ბოლოს შედგებოდა 200-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, მათ შორის 9 მრავალმიზნობრივი ავიამზიდი, დაახლოებით 70 ატომური წყალქვეშა ნავი და საზღვაო ძალების 900 საბრძოლო თვითმფრინავი.

საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო დივიზიის შეიარაღებაშია 70 ტანკი, 270 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ რიცხვში 120 ქვემეხს შეუძლია ბირთვული ჭურვების გამოყენება), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების 430-ზე მეტი გასაშვები დანადგარი (“თოუ” და “დრაკონი”), 350-ზე მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტერი, 400-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი (მათგან 100 ბირთვული იარაღის გადამტანი თვითმფრინავია).

მოცემულ სარდლობას მშვიდობიანობის დროს არ გააჩნია სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების შენაერთები და ნაწილები, მაგრამ აუცილებლობის სემთხვევაში შუკ-ის გადაწყვეტილებით მის განკარგულებში გადაეცემა ძალები აშშ-ის კონტინენტური ნაწილის სახმელეთო ჯარების სარდლობისა და საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის შემადგენლობიდან.

აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობა წყნარი ოკეანის ზონაში (შტაბი ქ. პერლ-ჰარბორში, ჰავაის კუნძულები) პასუხს აგებს აშშ ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაზე აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირომდე და არქტიკიდან ანტარქტიდამდე. სარდლობის შემადგენლობაში შედიან შძ-ის სამივე სახეობის კონტინგენტები. გარდა ამისა იგი მოიცავს ორ დაქვემდებარებულ გაერთიანებულ სარდლობას სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. სარდლობის განკარგულებაში არსებული სახმელეთო ჯარების ძირითად ნაწილს წარმოადგენს სამხრეთ კორეაში დისლოცირებული მე-2 ქვეითი დივიზია და ჰავაის კუნძულებზე განლაგებული 25-ე მსუბუქი ქვეითი დივიზია. გარდა ამისა, იაპონიის კუნძულებზე მოწყობილია მძიმე შეიარაღების საწყობები აშშ კონტინენტური ჯარების სწრაფი გადასროლის მიზნით.

სარდლობის დაქვემდებარებაშია აშშ საჰაერო ძალების მე-5, -7 და 13-ე საჰაერო არმიები, 326-ე ცალკეული საავიაციო დივიზია, აგრეთვე ალიასკის ზონის რეგიონული საჰაერო ძალების სარდლობა. აუცილებლობის შემთხვევაში წყნარი ოკეანის ზონაში ტაქტიკური ავიაციის დაჯგუფება შეიძლება გაძლიერდეს აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან დამატებითი საჰაერო ძალების გადასროლის ხარჯზე.

წყნარი ოკეანის ზონაში აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობის განკარგულებაშია საზღვაო ძალების მე-3 და -7 ოპერატიული ფლოტები, საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი საექსპედიციო დივიზია და საზღვაო ძალების რეზერვის საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი დივიზია. სულ სარდლობის პირადი შემადგენლობა 80-იანი წლების დასასრულს მოითვლიდა 470000 ადამიანს, სამ დივიზიას (მათ რიცხვში ერთ საზღვაო ქვეით დივიზიას), 1100-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავს, ძირითადი კლასების 150-მდე საბრძოლო ხომალდს.

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზონაში აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობის (შტაბი ფორტ-ამადორში, პანამა) ძირითად ძალას წარმოადგენს ფორტ-კლეიტონში დისლოცირებული 193-ე ცალკეული ქვეითი ბრიგადა. სარდლობის პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას. მის შემადგენლობაში არის 15-17 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ეს ძალები განკუთვნილია პანამის არხზე ამერიკული კონტროლის უზრუნველყოფისა და ლათინური ამერიკის რეგიონში დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერისთვის.

აშშ შძ-ის გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (შტაბი ავიაბაზა მაკ-დილზე, ფლორიდის შტატი) პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ინდოეთის ოკეანის აკვატორიის მიმდებარე ტერიტორიებს. სარდლობა შეიქმნა სწრაფი რეაგირების (გაშლის) ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის. სარდლობას მუდმივი შემადენლობა არ გააჩნია. მის განკარგულებაში გამოიყოფა მე-3 საველე და მე-9 საჰაერო არმიების შტაბები, 18-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსი (82-ე საჰაერო-სადესანტო, 101-ე საჰარო-საიერიშო და ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზიები, ცალკეული ბრიგადები), შვიდი ტაქტიკური გამანადგურებელი საავიაციო ფრთა, სტრატეგიული ბომბდამშენების ორი ავიაესკადრილია. სარდლობის ინტერესებში შეიძლება მოქმედებდნენ შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის AWACS სისტემის თვითმფრინავები E-3, სტრატეგიული თვითმფრინავ-მზვერავები, საჰაერო სამეთაურო პუნქტები; წყნარი ოკეანის მე-3 ოპერატიული ფლოტის შემადგენლობიდან შესაძლოა გამოიყოს სამ საავიამზიდო მრავალმიზნობრივ ჯგუფამდე, საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზია და ბრიგადა. საჭიროების შემთხვევაში შტაბების უფროსთა კომიტეტის გადაწყვეტილებით სარდლობის შემადგენლობაში შეიძლება გამოიყოს შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის 300 ათასიანი კონტინგენტი.

აშშ შძ–ის სტრატეგიული გადასროლების გაერთიანებული სარდლობის შემადგენლობაში შედის ჯარების სტრატეგიული გადასროლის ძალები და საშუალებანი, რომლებიც განკუთვნილია საჰაერო ან საზღვაო გზით პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და მატერიალურ საშუალებათა გადაზიდვისთვის აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან ზღვისიქითა ომის თეატრებზე, ან ერთი ომის თეატრიდან მეორეზე. მის განკარგულებაში 80-იანი წლების ბოლოს შედგებოდა სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, სატრანსპორტო და სატვირთო გემი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გაერთიანებულ სარდლობებს მიეკუთვნება ჩრდილო-ამერიკული კონტინენტის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობა (NORAD), რომელშიც აშშ-თან ერთად მონაწილეობს კანადაც; აშშ გაერთიანებული კოსმოსური სარდლობა და აშშ შძ სპეციალურ ოპერაციათა გაერთიანებული სარდლობა.

აშშ შძ-ის სპეციალურ სარდლობებს მიეკუთვნება: სტრატეგიული საავიაციო სარდლობა (შტაბი ავიაბაზა ოფუთზე, ნებრასკას შტატი), რომელიც მოიცავს აშშ საჰაერო ძალების ძალებსა და საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების დაზიანებისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (სკბრ), სტრატეგიული ბომბდამშენი, სადაზვერვო და ჰაერში საწვავით გამწყობი ავიაცია ორგანიზაციულად შეყვანილია ორ საჰაერო არმიასა და სასწავლო საჰაერო-კოსმოსურ დივიზიაში. საჰაერო არმიებში შედის 11 საავიაციო დივიზია, რომლებიც შედგებიან სკბრ და საავიაციო ფრთებისგან, ან მხოლოდ საავიაციო ფრთებისგან.

გარდა ამისა, სპეციალურ სარდლობებს მიეკუთვნება ტაქტიკური საავიაციო სრდლობა და აშშ კონტინენტურ ნაწილში სახმელეთო ჯარების სარდლობა.

უკანასკნელ წლებში მოხდა გარკვეული ცვლილებები, ნაწილი სარდლობებისა დაემატა და ნაწილიც სხვა კატეგორიაში გადავიდა, მაგრამ ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია ჯერ არ გაგვაჩნია.

(წერილი მომზადებულ იქნა ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1980-იანი წლების ნომრებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით).

ირაკლი ხართიშვილი
1994 წლის მარტი

Sunday, January 22, 2012

Крымская война

რუსეთში იზრდება ეკლესიის როლი (“Los Angeles Times”, აშშ)

ეკლესია, რომელიც ხელახლა იქცა მოთამაშედ პოლიტიკურ არენაზე ამასთან პირველად დამოუკიდებელ მოთამაშედ, ეძიებს თავისთვის შესაფერის როლს. სამხატვრო გამოფენის დარბევამ გვიჩვენა მისი ძალა.

როდესაც მოსკოვში ცნობილი სახაროვის მუზეუმი შეეხო რელიგიურ თემას სამხატვრო გამოფენაზე, არავის არ გაჰკვირვებია ამის მომდევნო მრისხანე პროტესტი.

მართლაც, ერთერთი ნამუშევარი წარმოადგენდა ხატის მოჭედილობას, რომელშიც ყველას შეეძლო თავის გაყოფა. მეორეზე ქრისტე რეკლამირებას უწევდა კოკა-კოლას სიტყვებით “ესე არს სისხლი ჩემი”.

ადგილობრივი ეკლესიის მღვდლის მრევლმა ექსპონატებს პატარა ბალონებიდან საღებავი შეასხა. რუსეთის პარლამენტმა დაჰგმო გამოფენა და მოუწოდა ხელისუფლებას “აუცილებელი ზომების მიღებისკენ”. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სულიერმა მოძღვარმა ამ მხატვრებს უწოდა “სნეულების მომტანი ბაქტერია”, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოება იყენებს ანტიგენებს”.

ბოლოს კი გამოყენებულ იქნა სახელმწიფოს ძალაც, რათა ზეწოლა მოეხდინა მუზეუმზე, რომელიც ახდენს გამოწვევის სიმბოლიზებას საბჭოთა წლების რეპრესიებისა და სარწმუნოების გამო დევნისათვის. სახაროვის მუზეუმის დირექტორს იური სამოდუროვს დღეს იძახებენ სასამართლოში. გამოფენის სხვა ორ ორგანიზატორთან ერთად მას ბრალად სდებენ “ეროვნებათაშორისი ან რელიგიური მტრობის” გაღვივებას.

ამ შემთხვევას თითქმის არ გამოუწვევია კამათი რუსეთში, სადაც შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე ბევრის მიერ აღიქმება როგორც დარტყმა რუსული სახელმწიფოს თავად არსებაზე (существо).

რუსეთის მეფეთა ეკლესია, რომელსაც ჩამორთმეული ჰქონდა მთელი თავისი ფასეულობანი და სამოცდაათი წლის მანძილზე იდევნებოდა უღმერთო საბჭოთა ხელისუფლების მიერ, ხელახლა იქცა საკვანძო პოლიტიკურ მოთამაშედ ქვეყანაში – ერთერთ არცთუ ბევრ ინსტიტუტთაგანად, რომელსაც მოეპოვება მომხრეები მთელს უკიდეგანო რუსეთში.

ამ წელს ჩატარებული გამოკითხვის მსვლელობისას, რუსეთის მცხოვრებთა 71%-მა განაცხადა, რომ ისინი მართლმადიდებლები არიან, ხოლო ნახევარზე მეტი თვლის თავის სარწმუნეობას მნიშვნელოვნად ან ძალზედ მნიშვნელოვნად. ეკლესია ინახავს საკუთარ ჟურნალს, რადიოსადგურს, ხოლო ახლახანს კი ჰქონდა გადაცემა სახელმწიფო ტელევიზიაშიც.

იგი ირიბად აკონტროლებს სახელმწიფო სათათბიროს არანაკლებ 40 დეპუტატს, რომელმაც ამ კვირაში მიიღო კანონი, რომელიც ეკლესიას აძლევს გარანტიას ათეულობით მილიონი დოლარის სახელმწიფო საკუთრების უფასოდ გამოყენებაზე, სადაც დგას საეკლესიო ნაგებობანი.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლოა, ის, რომ ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ერთგული მომხრეა – პრეზიდენტი პუტინი, თუმცა კი მის მოტივებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მისი წინამორბედის, ბორის ელცინისგან განსხვავებით, რომელსაც პოზიორს უწოდებდნენ ყოველთვის, როდესაც იგი ტელეკამერების წინ ხელში დაიჭერდა სანთელს და გაემართებოდა საკურთხევლისკენ, პუტინს ჰყავს თავისი საკუთარი სულიერი მოძღვარი, რომელსაც იგი აღსარებას აბარებს.

ეკლესიის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა სახაროვის მუზეუმის დევნას.

“საზოგადოება არ უნდა ითმენდეს (იწყნარებდეს) სიწმინდეთა და წმინდა სახელების შეურაცხყოფის ღია და პროვოკაციულ მცდელობებს, აგრეთვე რელიგიური თემებისთვის გამოწვევის საჯაროდ სროლას ისეთნაირად, რომ ამან, უეჭველად უნდა გამოიწვიოს ნეგატიური რეაქცია”, ინტერვიუში თქვა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა.

მამა ალექსანდრე შარგუნოვი, რომლის მომხრეებიც თავს დაესხნენ საღებავიანი პატარა ბალონებით გამოფენის ექსპონატებს 2003 წლის იანვარში, ერთი ნაბიჯით უფრო შორს წავიდა.

“ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულია უპრეცედენტო ომი – ეს არის ომი ადამიანის ღირსების წინააღმდეგ”, თქვა შარგუნოვმა, მტკიცე ადამიანმა მოზომილი სიტყვით, მიწამდე დაშვებულ შესამოსელში და მოკლე წვერით, რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებელი მღვდელმსახურის კლასიკური წვერის “შემსუბუქებულ ვარიანტს”. “ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გადავდივართ ათეიზმიდან სატანიზისკენ . . . და ეს შესაძლოა დასრულდეს სიტუაციით, რომლის დროსაც არ დარჩება არაფერი წმინდა. და მაშინ ГУЛАГ-ის, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებისა და ჰოლოკოსტის საშინელებანი უბრალო რამედ მოგვეჩვენება ბოროტების იმ უფსკრულთან შედარებით, რომელიც ჩვენს წინაშე გაიხსნის პირს”.

კვირა საღამოობით შარგუნოვის ეკლესიაში იკრიბება ასობით მორწმუნე. მიმდევრები იკრიბებიან მისი ამბიონის გარშემო დიქტოფონებით ხელში, რათა ჩაიწერონ მისი ქადაგებანი და ის, თუ იგი როგორ, фальшивя, გალობს ძველ ლიტურგიას. მიდიან და ეკლესიის ბაღის გავლით, ვარდებით სავსესი, საშუალო ასაკის ქალები თავსაფრებში მუხლს იყრიან მის წინაშე და ხელზე ემთხვევიან.

შარგუნოვი ამბობს, რომ რუსეთის მთავრობა არ ღებულობს საკმარის ზომებს ზნეობრივი ფასეულობების დასაცავად.

“მას შეუძლია თავი გამოაცხადოს ქრისტიანად და იყოს პირველი მღვდელმსახური, მაგრამ ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ მის შესახებ არა სიტყვების მიხედვით, არამედ საქმეებისა”, ამბობს იგი პუტინის შესახებ. “ნუთუ მას არ შეუძლია დაიცვას ჩვენი შვილები ნარკოტიკებით მასობრივი განადგურებისგან? ოფიციალური ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ორიდან ექვს მილიონამდე უსახლკარო ბავშვია. ზოგიერთ მათგანს მშობლებიც კი არა ჰყავს. სახელმწიფო კი ამაში არაფერს აკეთებს. ტიპიური სათაური, რომელიც შეიძლება ვნახოთ გაზეთში, ასეთია: “პორნოვარსკვლავი ცხრა წლის ასაკში”. სად არის სახელმწიფოს მეთაური – ქრიატიანი?”

კონსტიტუციის თანახმად რუსეთი – საერო სახელმწიფოა, და მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწია აეთვისებინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი, რაც არ ყოფილა არც ერთხელ მისი ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

1917 წ. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ეკლესია არანაკლებ სამასი წლის განმავლობაში უწყვეტად იყო დაკავშირებული სამეფო ხელისუფლებასთან. კომუნიზმის გარიჟრაჟზე დაიწყეს ეკლესიების ნგრევა, მღვდელმსახურთა დაწვა და დახვრეტა. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს ეკლესია პირველად თავის ისტორიაში იქცა დამოუკიდებელ მოთამაშედ სახელმწიფოში, რომელიც უკვე აღარ აძლევდა მას ოფიციალურ მანდატს.

“როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? როგორ აეგოთ ურთიერთობები ეკლესიის შიგნით, ურთიერთობები სახელმწიფოსთან? მათ არ შეეძლოთ იმის გაგება, თუ რა უნდა გაეკეთებინათ შემდეგ”, ამბობს ალექსანდრე შიპკოვი, რუსული პოლიტიკისა და რელიგიის ანალიტიკოსი. ზოგიერთი თვლის, რომ მოწოდებები გამოცხადებულიყვნენ არჩევნებზე, რომლებიც ჟღერდა ქვეყნის 25.000 სამრევლოში (ეს ციფრი ოთხჯერ გაიზარდა 1988 წ. შემდეგ) დაეხმარა პუტინს პრეზიდენტის პოსტზე არჩევაში 2000 წ.

მაგრამ უმრავლესობა – მათ რიცხვში, ეკლესიის ხელმძღვანელობა – თვლის, რომ ეკლესია გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ პუტინმა ოსტატურად შეასუსტა მის გავლენა, სარგებლობდა რა ამავდროულად მისი ძალით როგორც გამაერთიანებელი საერთოეროვნული ინსტიტუტისა.

ეკლესიის წარმომადგენლები ჩივიან, რომ მარტო ამ წელს მთავრობამ მნიშვნელოვნად ჩამოჭრა დაფინანსება კერძო რელიგიური სკოლებისთვის. განათლების სამინისტრომ უარი თქვა ეკლესიის მოთხოვნაზე შემოეღოთ მართლადიდებლური კულტურის სწავლება სახელმწიფო სკოლებში, თუმცა კი ზოგიერთი სკოლა დაბეჯითებით ითხოვდა იმას, რომ ეს კურსი წაკითხული ყოფილიყო არჩევის მიხედვით.

ჩაპლინი ჩივის, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ეკლესია თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქვს რა, მათ რიცხვში, სამხედრო კაპელანების ინსტიტუტი, რომლებადაც გახდომა არ შეუძლიათ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს რუსეთში.

“ძალზედ იგრძნობა აქ ის, რომ ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე თვლის, ვითომ ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსგან ნიშნავს ეკლესიის სრულ შეუმჩნევლობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქმიანობის ყველა სფეროში, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო, – თქვა მან. – არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან რელიგიას საბაზრო ეკონომიკის კიდევ ერთ ელემენტად და ამბობენ რელიგიური მოღვაწეობის ელემენტების შესახებ როგორც კონკურენციის სფეროების თაობაზე, რომელთა რეგულირებაც უნდა ხდებოდეს ბაზრის კანონებით”.

“მთლიანობაში მე ვთვლი, რომ პუტინი იმდენად ძლიერია, რომ იგი ახდენს ეკლესიისადმი პტივისცემის დემონსტრირებას, მაგრამ იმავე დროს არ საჭიროებს მას (ეკლესიას), როგორც ძალისმიერ რესურსს – დაუმატა მან. – პუტინი არ აყნებეს საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ეკლესიამ შესაძლოა მოახდინოს მასზე ზეწოლა”.

სახაროვის მუზეუმის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მათ სულაც არ ჰქონდათ განზრახული შეურაცხყოფის მიყენება ეკლესისთვის თავიანთი გამოფენით, რომელსაც ეწოდებოდა “ფრთხილად: რელიგიაა”.

“ჩვენი ერთადერთი კონცეფცია იყო მოგვეწვია მხატვრები და მიგვეცა მათთვის ნება თავისუფლად გამოეთქვათ საზოგადოებაში რელიგიისადმი დამოკიდებულების გამოხატვის შესახებ – პოზიტიურისა, ნეგატიურისა, მნიშვნელობა არა აქვს”, თქვა სამოდუროვმა.

“უნდა ვაღიარო, რომ ზოგიერთმა ნამუშევარმა – სამმა თუ ოთხმა – მე რამდენადმე დამძაბა, შესაძლოა ჩემში გამოიწვია რამდენადმე შოკიც. მაგრამ მე არ მინდოდა ამეკრძალა ამ ნამუშევართა ჩვენება. მე მქონდა სურვილი რომ გამეგო მათი”, თქვა მან.

თუკი სამოდუროვი დამნაშავედ იქნება ცნობილი, მაშინ იგი თითქმის ნამდვილად დაკარგავს სამსახურს და ხუთ წელიწადს გაატარებს ციხეში, ასევე ვალდებული იქნება გადაიხდოს 17.000 დოლარი ჯარიმა. სასამართლო შესაძლოა გადადებულ იქნას რამდენიმე კვირით გრაფიკების შეუთავსებლობის გამო, მაგრამ იგი ჩატარებულ იქნება წლის ბოლომდე.

“ერთერთ წერილში ნათქვამი იყო, რომ 1941 წელს მოსკოვთან მდგარმა გერმანელებმა ნაკლები მავნებლობა მოგვაყენეს, ვიდრე ამ გამოფენამ”, ამბობს ანა ალჩუკი, რომელსაც ბრალად ედება ის, რომ შეადგინა გამოფენის კატალოგი. გამოფენაზე წარმოდგენილი მისი საკუთარი ნამუშევარი შედგებოდა დიდი ხნის წინ გარდაცვლილ თანამემამულეთა ფოტოსურათებისგან ოთხი საფლავით, და მხოლოდ ერთ მათგანზე იყო ჯვარი. ტექსტში, რომელიც თან ახლდა ფოტოსურათს, დასმული იყო კითხვა: ნუთუ მხოლოდ ის ცხონდება, ვინც ჯვრითაა?

“მე ვკითხულობდი, რა მოუვათ სხვა ადამიანებს, მაგალითად, ომის გმირებს”, ამბობს ალჩუკი. “ამის გამო მე ბრალი დამდეს ქვეყნის დექრისტიანიზაციაში – ეს სრული სისულელეა”.

“გამოდის, რომ ჩვენ შევეხეთ მტკივნეულ საკითხს, და ამ გამოფენა გამოაკრისტალა ბევრი პროცესი, რომლებიც უკვე მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში”, თქვა სამოდუროვმა.

ჯერჯერობით კიდევ არის ლიბერალური ფასეულობები, და საზოგადოების რაღაც ნაწილი მათ მიჰყვება, მათთვის არ არის ადგილი ამ ქვეყანაში”, თქვა მან. “მომავალში საეკლესიო და საერო ორგანიზაციებს მოუწევთ ნულიდან შექმნა თანაარსებობის გამოცდილებისა საერო სახელმწიფოში – ამასთან ერთნი არ უნდა ცდილობდნენ მეორეთა საკუთარი თავისადმი დაქვემდებარებას. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება”.

კიმ მერფი (Kim Murphy)
წყარო: «ИноСМИ»
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 29. 01. 2007

თარგმნა და კომენტარი დაურთო
ირაკლი ხართიშვილმა

მცირე კომენტარი

გამოფენის ლიბერალურად მოაზროვნე ორგანიზატორები, როგორ წერილიდან ჩანს, თვლიდნენ, რომ ღმერთისა და რელიგიის შესახებ მათ უნდოდათ მეტი ცოდნა მიეღოთ ამ გამოფენის მოწყობით. მაგრამ თითოეული მათგანი რომ სერიოზულად ავად გამხდარიყო, განა ისინი შესაბამის სამხატვრო გამოფენას მოაწყობდნენ სამედიცინო თემატკაში? ალბათ არა, ალბათ ისინი წავიდოდნენ ექიმთან, ანუ სპეციალისტთან, რომელიც დაუდგენდა მათ დიაგნოზს და დაუნიშნავდა მკურნალობას, თერაპიულს ან ქირურგიულს. მაშინ რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ ღმერთის საიდუმლოსა და რელიგიის საკითხებში ჩაღრმავებისთვის საკმარისი და სასარგებლოა ასეთი გამოფენების მოწყობა? განა სამყაროს შემოქმედი ღმერთის შესახებ სწორი ცოდნის მიღებას კი არ სჭირდება ამ სფეროში კომპეტენტური სპეციალისტების, სასულიერო პირებისა და თეოლოგებისთვის მიმართვა, და არა უფრო მეტად გრძნობებს, და ხშირად არაჯანსაღ გრძნობებს აყოლილი მხატვრებისთვის ასეთი ასპარეზის მიცემა?

მე ერთერთ წერილში აღნიშნული მქონდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი ვარ 1992 წლიდან, ხოლო 1998-2000 წლებში ვსწავლობდი საპატრიარქოს სამრევლო სკოლაში, და ასეთნაირად მიღებული ცოდნის საფუძველზე ვწერდი, რომ მოძვრებას ღმერთის შესახებ, როგორც ვიცით, ეწოდება რელიგია. ეს არის შედგენილი ლათინური სიტყვა, რომლის შემადგენელი ნაწილებია “რე” და “ლიგა”. “რე” ნიშნავს ხელახლა, იმის მსგავსად, როგორც გამოიყენება სიტყვებში რეანიმაცია, რეგენერაცია, რესტრუქტურიზაცია, რეკომბინაცია და სხვა. “ლიგა” ნიშნავს კავშირს – ერთა ლიგა, საფეხბურთო ლიგა, საჭადრაკო ლიგა და ა. შ. ანუ რელიგია აზრობრივად ნიშნავს კავშირის განახლებას ღმერთთან, იმ კავშირისა რომელიც ჩვენმა უპირველესმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, და მათთან ერთად, კაცობრიობამაც, დაკარგეს სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ. სწორედ ამის გამოა, რომ მიწიერი ცხოვრება ადამიანისა არის მისი უკვდავი სულის მიერ ისეთი თვისებების შეძენა, რომელთა საფუძველზეც იგი სხეულთან გაყრის, ანუ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, სამარადისოდ დაემკვიდრება ან ნეტარებაში უფალთან, ან კიდევ სატანჯველში ეშაკთან. მესამე გზა არ არსებობს. სახარებაში, როდესაც მაცხოვარი აგზავნის თავის მოწაფეებს საქადაგებლად, ეუბნება “ვინც იწამოს სახარება და ნათელ იღოს, ცხონდეს, ვინც არა, დაისაჯოს”. სწორედ ამის საფუძველზე გვასწავლიან მართლმადიდებელი, ანუ სიმართლის მადიდებელი, ან მართლად მადიდებელი ეკლესიის მოძღვრები, რომ ვინც არ მიიღებს მართლმადიდებლურ ნათლობას, იგი ვერ ცხონდება, ანუ ვერ გადარჩება საუკუნო სიცოცხლისთვის, თუნდაც ძალზედ კეთილი, გულისხმიერი, ან მეგობრისთვის, ოჯახისთვის, სანათესაოსა და სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანი იყოს. რა თქმა უნდა, მას ყველა ამ სიკეთეს ჩაუთვლის უფალი და სათანადო სასიკეთო საზღაურსაც მისცემს, ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც, სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ იგი ვერ მიიღებს მთავარს – ვერ ცხონდება, საუკუნოდ ვერ იქნება უფლთან ნეტარებასა და უფლის დიდებაში, ვინაიდან სიცოცხლეში მან თავად არ ისურვა უფლის ნათელში შესვლა. მაგრამ ცნობილია ისიც, რომ ის მართლმადიდებლურად მონათლული, რომელიც არ დააფასებს იმ ნათელს, რომლითაც და რომელშიც მოინათლა, იცხოვრებს ანგარებით, სიხარბით, მოყვასის მიმართ ბოროტებიტა და სხვა თანამდევი ცოდვებით, არ შეინანებს და არ შეეცდება სულის ამაღლებით მათ დაძლევას, გარდაცვალების შემდეგ, საუკუნო სამყოფელში კიდევ უფრო მეტ სატანჯველში იქნება, ვიდრე მონათლავი და თუნდაც საქციელით მისი მსგავსი სხვა ცოდვილი, ვინაიდან ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოთხოვება. უფალი ჩვენი ყველას მშობელი მამაა და თავისი შვილებისგან მისდამი მამა-შვილურ, ხოლო ურთიერთ შორის კი და-ძმურ ურთიერთობებს მოითხოვს. და განა ყველა ეს ძირეული და უბრალო განწყობა ჩანდა იმ გამოფენის ორგანიზატორთა დამოკიდებულებაში, სიტყვებსა თუ დასახელებულ ექსპონატებში? რა თქმა უნდა, არა.

არის კიდევ ერთი საკითხიც. შესაძლოა ვინმეს არ აკმაყოფილებდეს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძველზე მისთვის ნათქვამი განმარტებანი, და უნდოდეს სხვა ქრისტიანულ კონფესიათა თუ რელიგიათა ცოდნის გაცნობაც. ესეც ალბათ გასაგებია, მაგრამ განა კი ამ ადამიანმა ისე კარგად იცის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, რომ რაღაც უკმარისობის გრძნობა გაუჩნდეს ამ მხრივ? ამიტომ სჯობს ჯერ საკუთარი კარგად შეისწავლოს, ხოლო შემდეგ კი თუ მაინც დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, ისევ საკუთარ მართლმადიდებლურ ცოდნაზე დაყრდნობით შეუდგეს მისთვის საინტერესო კონფესიებისა თუ რელიგიების შესწავლას იმ უკიდეგანო ოკეანეში, რასაც წარმოადგენს მთლიანად კაცობრიობის თანამედროვე თუ ისტორიული ცოდნა და შეხედულებები ღმერთის შესახებ. აქ შეგვიძლია შედარებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: როცა მყვინთავს გემიდან თუ წყალქვეშა ნავიდან შესაბამისი სკაფანდრითა და აღჭურვილობით უშვებენ უფრო ღრმად, ფსკერის ცალკეული უბნების შესასწავლად, მაშინ იგი თავის ხომალდთან დაკავშირებულია ტროსითა და ჰაერის მიწოდების შლანგით, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მისი სიცოცხლე წყალქვეშ და მისი დაბრუნება უკან ხომალდზე. თუკი ერთი ან მეორე გაწყდა, მაშინ მყვინთავს დიდი ალბათობით ელის დაღუპვა. სწორედ ასეთი ტროსის ან ჰაერის მიმწოდებელი სისტემის როლს თამაშობს, ჩვენს შემთხვევაში, საკუთარი მართლმადიდებელი სარწმუნოება იმ ქართველი და სხვა მართლმადიდებელი ადამანებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ სხვა აღმსარებლობათა შესწავლას.