Saturday, July 28, 2012

არ დაივიწყოთ დიადი გამარჯვების შესახებ

(ამ გამოსვლამ გაიჟღერა ახალ რადიოგადაცემაში “ეკლესია და სამყარო”, რომელიც მომზადებულ იქნა მირქმის მონასტრის მიერ “სახალხო რადიოზე”).

დიდ სამამულო ომში გამარჯვების თითოეულ წლისთავს თან ახლავს მისი განგვირგვინების მცდელობებიც. დაიწყო ეს 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც ერი არიგებდა თავისი ათასწლოვანი ისტორიის შეგინებულ წინაპართა საფლავებს ტოტალიტარზმთან დამშვიდობების დროშის ქვეშ. ბოროტული კომენტარები, აქცენტები “ზაგრადოტრიადებზე” (გადამღობ რაზმებზე), რომლებიც ვითომდა ყველგან და ყოველთვის ზურგში ესროდნენ მებრძოლებს, თან ახლდა სტალინგრადის ბრძოლის იუბილესაც.

მებრძოლი მედასავლეთეებისთვის საძულველია რუსული დიდმპყრობელობის ნებისმიერი ფორმა და ისინი ისწრაფვიან მისი გაუფასურებისკენ, გადააბამენ რა მას რეპრესიებთან. მაგრამ, შეგახსენებთ, რომ სულაც არა რეპრესიებმა შექმნეს დიდი დერჟავა: რუსეთის მთელი ტერიტორია შემოკრებილ იქნა რევოლუციამდე, და პოტიომკინი გახდა ტავრიდელი, ხოლო სუვოროვი – რიმნიკელი არა სტალინის დროს, არამედ ეკატერინე დიდისა. პეტრე I-მა და არა ლენინმა გაჭრა ფანჯარა ევროპაში ბალტიკაზე. უფრო მეტიც, რევოლუციამდე რუსეთის ტერიტორიის გამო, რომელიც შემოკრებილ იქნა სრულ შესაბამისობაში თავისი ეპოქის იურიდიულ ნორმებთან, ვერ დაობდნენ თვით ყველაზე უფრო ხისტი მეტოქენიც კი.

და საბჭოთა დიდმპყრობელობისთვისაც საზღაური გაღებულ იქნა სულაც არა რეპრესიებით. ვერც რევოლუციამ, ვერც ყბადაღებულმა 1937 წელმა ვერ მისცეს სსრკ-ს როლი მსოფლიო არენაზე. დიდ დერჟავად სსრკ იქცა მხოლოდ ხალხის მიერ უდიდესი მსხვერპლის გაღებით წარმოებული ბრძოლის შემდეგ ფაშისტური აგრესიის წინააღმდეგ. დიადი რუსული გამარჯვების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია ომისშემდგომი სსრკ-ის ბედის გაგებაც. დიდი სამამულო ომი სსრკ-მა მოიგო თავის ჰიპოსტასში დიდი რუსეთისა.

იქცა რა სამამულოდ, ომმა ხელახლა მოითხოვა ეროვნული გრძნობა და სოლიდარულობა, დანგრეული კლასობრივი ინტერნაციონალიზმის მიერ, ძმათამკვლელობის სიბილწისგან განწმინდა და კვლავშეაერთა ადამიანთა სულებში, და ეს ნიშნავს, პოტენციურად სახელმწიფოებრივ მომავალშიც, თითქოსდა სამუდამოდ გაწყვეტილი ძაფი რუსული და საბჭოთა ისტორიისა. გამოეხმაურნენ რა “ძმებო და დებო”-ს და საეკლესიო კურთხევას “მართლმადიდებლებისა ჩვენი სამშობლოს წმინდა მიჯნების დასაცავად”, სტალინგრადის სანგრებში პარტიაში შევიდნენ ჩვეულებრივი მენიადაგე რუსი ადამიანები. და ისინი, ვისაც 20-იან წლებში ასწავლიდნენ, რომ დამცინავად ეწოდებინათ წმინდა კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველისთვის კლასობრივი მტერი, პროხოროვოს ველზე კვდებოდნენ “საბჭოთა სამშობლოსთვის” ტანკში “ალექსანდრე ნეველი”, ღებულობდნენ რა მისი სახელობის ორდენს.

საზოგადოებრივ შეგნებაში დასავლეთისა და სსრკ-ის დაპირისპირება ომის შემდეგ წინასწარგანზრახულად იყო დაყვანილი დემაგოგიაზე კომუნიზმისა და დემოკრატიის ბრძოლის შესახებ. ეს საჭიროა იმისთვის, რათა დაასაბუთონ მეორე მსოფლიო ომის შედეგების შეცვლის მართლზომიერება, რომელიც სსრკ-მა მოიგო, “ცივი ომის” შედეგებით, რომელიც სსრკ-მა წააგო, ამასთან წააგო კომუნისტური იდეის მატარებლის როლში. იდეაცა და მატარებელიც ძირს იქნენ დამხობილი აფიშირებული მსხვრევით.

ახლა დავფიქრდეთ, ეს სიხარული დასავლეთში ხომ უცნაურად არ შეესაბამებოდა კომუნიზმის იდეის აბსოლუტურ უვნებელობას დასავლეთისთვის მისი უკვე სრული არმიმზიდველობის ძალით XX საუკუნის ბოლოს. ტრიუმფის ზეიმი დაკავშირებულია იმასთან, რომ კომუნიზმის გარეგნული შესახედაობის ქვეშ, თითქოსდა, მოახერხეს კიდევ ერთხელ ჩანასახშივე დაესამარებინათ რუსეთის ისტორიული აღორძინების პოტენციური შესაძლებლობა.

ლიბერალ-მედასავლეთეები დღესაც შეუპოვრად თავზე გვახვევენ ვერსიას მეომარი “ორი მონსტრის” შესახებ, ჰიტლერისა და სტალინის მსოფლიო მიზნების იგივეობის შესახებ, ომის, როგორც ორი ტოტალიტარიზმის შერკინების შესახებ, რომლებიც მეტოქეობდნენ ბატონობისთვის. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ასეთი განმარტება გამოჩნდა სულაც არა “ცივი ომის” დროს. იგი წარმოიქმნა არცთუ შემთხვევით მხოლოდ 80-იან წლებში სსრკ-ის დანგრევის მომზადებისთვის. სწორედ მაშინ აშშ-მა დაიწყო ჰიტლერის წინააღმდეგ თავისი ომის ახსნა არა ფაშისტი დამპყრობლისგან ევროპელი ხალხების დამოუკიდებლობისთვის, არამედ “ამერიკული დემოკრატიის” ზეიმისთვის.

ამ “ზეიმის” გავრცელება იქცა ამერიკული სტრატეგიის იდეოლოგიურ მოტივად ევროპაში 80-90-იან წლებში, რომლის მიზანიც გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შედეგების შეცვლა “ცივი ომის” შედეგებით. ამასთან დაკავშირებით გრძელდებოდა კიდეც “ბრძოლა მსოფლიო იდეალებისთვის” “დარჩენილი ტოტალიტარული რეჟიმების” წინააღმდეგ – თავიდან სსრკ-ის, შემდეგ იუგოსლავიის, შემდეგ ავღანეთის, ერაყისა – შემდეგ კი ყველგან...

ამ მისამღერის ქვვეშ აშშ და ნატო თავად გამოემართნენ აღმოსავლეთისკენ, ამასთან ზუსტად ფაშისტური რაიხსვერის ნაკვალევზე და მისი განრიგითაც კი. ნატო-ს გაფართოების რუკა წვეთი წყალივით ჰგავს პანგერმანისტების 1911 წლის რუკას, როდესაც პირველი მსოფლიო ომის წინ კაიზერი ვილჰელმი აყენებდა პრაქტიკულად იმავე ამოცანებს, რასაც შემდეგ ჰიტლერი – ბალტიისპირეთი, უკრაინა, ყირიმი, კავკასია – მოკვეთა ორი ზღვისგან – ბალტიისა და შავი ზღვებისგან, რომლებმაც გახადეს რუსეთი თავის დროზე დერჟავად, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ ისროდა.

როგორც ჩანს, ჰიტლერთან ბრძოლა აშშ-ის მხრიდან იყო ოჯახური დავა ევროპაში მფლობელობის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული მსოფლიო მევახშის მიერ. ეს არის გამანადგურებელი დარტყმა ვლასოვისა და მისი “განმათავისუფლებელი” არმიის თაყვანისმცემელთა მთელ დოქტრინაზე. მისი ადვოკატები რუსული საზღვარგარეთიდან გამარჯვებას უსურვებდნენ ოკუპანტებს და დამარცხებას საკუთარ მთავრობას – ისევე როგორც ლენინი 1914 წელს.

აბსურდულია მსჯელობანი “უკეთესი” შედეგების შესახებ რუსებისთვის ფაშისტური გერმანიის მიერ დაპყრობის შემთხვევაში. ჰიტლერს ჰქონდა გეგმა “ოსტი” – რუსების, ბელორუსებისა და უკრაინელების – საერთორუსული ერის შემცირება 40 მლნ. ადამიანით, მონური სამუშაო ძალის ძალადობრივი გადანაცვლება. ასევე არასერიოზულია მსჯელობებიც ჰიტლერთან კავშირის დროებითობისა და ვლასოვის საცოდავი არმიის მომავალი ბრძოლის შესახებ (ტანკები და არტილერია საიდან მოვიდოდა?) უკვე რაიხისა და მისი კოლოსალური სამხედრო მანქანის წინააღმდეგ, რომლის გასატეხადაც საჭირო გახდა მილიონობით სიცოცხლე და უნახავი სულიერი და ფიზიკური დაძაბულობის ოთხი წელიწადი.

დაბოლოს, მთავარი – საკითხის ზნეობრივი და მსოფლმხედველობრივი მხარე: არ შეიძლება გავამართლოთ სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობები სამამულო ომის ზურგს უკან, რომელშიც თავის მიწაზე უცხოელთა წინააღმდეგ ხალხი ყველა დროში იბრძოდა მხოლოდ სამშობლოსთვის (Отечество), როგორი სიმბოლოებიც არ უნდა ყოფილიყო დროშებზე.

თანამედროვე რუსეთში “დემოკრატიის” სახით დანერგილ იქნა სახელმწიფოს როგორც ფასეულობის აბუჩად აგდება და ადამიანთა შეგნებაში სახელმწიფოს – მიწიერი ინსტიტუტის, ყოველთვის ცოდვიანისა და არასრულყოფილის გაიგივება სამშობლოსთან.

სიტყვა სამშობლო (Отечество) მოდის პავლე მოციქულის ეპისტოლედან: “ამის ჯერისათვის მოვიდრეკ მუხლთა ჩემთა მამისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა, რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ-არიან” (ეფესელთა, 3. 14-15). («Преклоняю колена мои пред Отцем Господа нашего Иисуса Христа, от которого именуется всякое отечество на небесах и на земле» /Еф. 3, 14-15/). სამშობლოს (მამულის) განცდა – არის წარმოებული ზეციური მამის განცდისგან. ევროპულ ენებზე თარგმანში ეს სიტყვა მოცემულია როგორც “მიწა” – land, და არა როგორც სახელმწიფო – state. აი რატომ იფიცებდნენ რუსი მთავრები რუსულ მიწას რამდენიმე საუკუნით ადრე მანამდე, სანამ ჩამოყალიბდებოდა რუსული სახელმწიფო.

სამშობლო – ეს ღვთის საჩუქარია (Дар Божий), ჩაბარებული უწყვეტი ეროვნულ-ისტორიული ქმნადობისთვის მისი აღმაფრენებითა და გარდაუვალი დაცემებით, რომლებიც არ აუცხოებენ საკუთარი ქვეყნისგან თვით კონკრეტულ ხელისუფლებაზე ღრმად გულაცრუებულსაც კი. ქრისტიანული მართლმადიდებლური შეგნება ბადებს ისტორიული მემკვიდრეობითობის გრძნობას, მწვავე შეგრძნებას კუთვნილებისა არა მხოლოდ და არა იმდენად კონკრეტული ეტაპის ან რეჟიმისადმი თავისი ხალხის ცხოვრებაში, რომლებიც შესაძლოა იწვევდნენ ხისტ კრიტიკას, არამედ სამშობლოს მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისადმი, მისი მომავლისადმი საკუთარი ცხოვრებისეული გზის ფარგლებს იქითაც.

პირველ ქრისტიანებს შორის ამაოა ვეძებოთ ისინი, ვინც მოუწოდებდნენ მსგავსად ლენინისა 1914 წელს და ვლასოვისა 1943 წელს, საკუთარი მთავრობის დამარცხებისკენ ომში იმ საფუძველზე, რომ სახელმწიფო არ შეესაბამება იდეალებს. თუმცა კი წარმართული რომის იმპერია დევნიდა ქრისტიანებს, ისინი არ მოუწოდებდნენ დეზერტირობისა და პაციფიზმისკენ – ათეისტური და ინდივიდუალისტური შეგნების მიერ ნაშობისკენ. სახელოვანი მეომრები წმინდა გიორგი ძლევაშემოსილი, ანდრია სტრატილატი, პროკოფი, თეოდორე სტრატილატი დაეჭვების გარეშე ემსახურებოდნენ მახვილით წარმართულ რომის სახელმწიფოს და პრინციპულად უარს ამბობდნენ მახვილის გაშიშვლებაზე საკუთარი თავის დასაცავად.

ასეთ განცდაში სამშობლო – სულაც არ არის გაღმერთებული კონკრეტული სახელმწიფო მისი ინსტიტუტებით, არასრულყოფილებებითა და ცოდვებით. მაგრამ სწორედ მათთან აიგივებენ “ამ ბარბაროსულ ქვეყანას” ან “წყეულ კაპიტალისტურ რეჟიმს” ლიბერალური და ულტრაწითელი “მსოფლიოს მოქალაქეები” – ლიბერალებისთვის ხომ “სადაც კარგად ვართ, იქ არის სამშობლოც”, ხოლო “პროლეტარებს კი სულაც არა აქვთ სამშობლო” სოციალიზმის გარდა.

დიდი სამამულო ომის მსვლელობისას გამოვლინდა, რომ “ქარწაღებულ” ლიბერალებს, რომლებიც თავის დროზე მიესალმენ მართლმადიდებლური რუსეთის დანგრევასა და რევოლუციას, ნაკლებად უყვარდათ რუსეთი, ვიდრე სძულდათ “ბოლშევიკები”, რომლებმაც მათ წაართვეს ამ რევოლუციის ნაყოფები.

მაგრამ მენიადაგეებს (почвенники), ა. დენიკინს, ს. რახმანინოვს, რომლებიც არასოდეს არ იყვნენ სიმპათიით განწყობილი რევოლუციური იდეებისადმი, მიუხედავად ამისა სურდათ წითელი არმიის გამარჯვება, ვინაიდან საყვარელი სამშობლოს შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის მათთვის უფრო მაღლა იდგა სურვილზე, რომ უკვე თავიანთ სიცოცხლეში ეხილათ საძულველი “რეჟიმის” კრახი. სიყვარული სიძულვილზე უფრო მეტი აღმოჩნდა, ისევე როგორც მოითხოვს მცნებაც... სწორედ ადამიანთა შეგნებაში ეროვნული ორგანიზმის ასეთი ტრადიციული ერთიანობის წინააღმდეგ იქნა მიმართული ათწლეულის მანძილზე “სამოქალაქო საზოგადოების” სრულებით ცრუ ინტერპრეტაციის ქადაგება.

მსოფლიოს ახალი გადანაწილების როგორც იდეოლოგიური, ისე გეოპოლიტიკური სქემაც გვაგონებს არა მხოლოდ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს. დღეს ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში დგება ნაპოლეონის შემოსევაც, ჯვაროსნული ლაშქრობებიც, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ხანაც, რომლებსაც თან ახლდა თვით მაშინდელი საზომებითაც კი უსაშინლესი ხოცვა-ჟლეტა ადგილობრივი მოსახლეობისა. ასე რომ გერმანული ისტორიის ჰიტლერული ეპიზოდი მნიშვნელოვან ხარისხად იყო მახინჯი გამოვლინება დასავლეთის სიღრმისეული ისტორიული შეგნებისა მთლიანობაში.

ეს ერთი და იგივე საწყისია, რომელიც შეიძლება ვპოვოთ ჰეროდოტესთან და ჰუმანის ფ. პეტრარკასთან, განმანათლებელ ი. გ. ჰერდერთან და ფილოსოფოსებთან ჰეგელთან და ჟ. დე მესტრთან – ყოველივე არადასავლურის უგულვებელყოფა და შეუკავებელი ლტოლვა ძალაუფლებისა და პურისკენ, რასაც ნეტარი ავგუსტინე უწოდებდა “libido dominandi”-ს – მბრძანებლობის ავხორცობას. ეს არის დაუძლეველი მიდრეკილება ჰყოფდნენ მსოფლიოს “უტყვ ქმნილებებად” და “უფლების” მქონეებად. ნაციზმმა მისი წარმართული ფესვებით ეს გამოხატა დაყოფაში პირველი და მეორე ხარისხის ერებად. დღეს ამას თავისებურდ გამოხატავს ამერიკული მესიანიზმი, რომელიც დაფუძნებულია კალვინისტურ დარწმუნებულობაზე თავის როლში “ღვთის იარაღისა” ისტორიაში.

საღვთო რომის იმპერიამ ჭეშმარიტებისადმი მსახურებით დაასაბუთა თავისი ექსპანსია ცეცხლითა და მახვილით. დღეს ვაშინგტონში მორიდების გარეშე აცხადებენ, რომ აშშ ძალით დაიცავს მთელ მსოფლიოში “დასავლურ ფასეულობებს”. აშკარაა, რომ თავად დასავლეთში ამ ფასეულობებს არაფერი და არავინ არ ემუქრება, მაგრამ მსოფლიოში დაახლოებით ხუთი მილიარდი ადამიანი აღიარებს თავის საკუთარ ფასეულობებს, რომლებიც ამოზრდილია სხვა რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ ფსევდოდემოკრატიული დასავლეთი ისევ როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, როგორც ფრანკების ევროპა, როგორც კათოლიკური ორდენები ცეცხლითა და მახვილით მოახვევს თავზე თავის “ფასეულობებს” დანარჩენებს, რომელთა არ გააჩნიათ უფლება ისტორიულ ინიციატივაზე.

ჩვენ კი – რუსებს არ უნდა გვავიწყდებოდეს საკუთარი ისტორია.

სამარადისო ხსენება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის! სამარადისო დიდება იმ ვეტერანებს, ვინც ცოცხალია!

და გვაპატიეთ ჩვენ, რომ ვერ მოვუფრთხილდით იმას, რაც თქვენ დაიცავით!

ნატალია ნაროჩნიცკაია
13/05/2003

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


იხილეთ ასევე:

ანალიტიკური მიმოხილვები:

ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური გეგმების მემკვიდრეობითობა ევროპასთან მიმართებით

ცივი ომი რუსეთის წინააღმდეგ

სჭირდება თუ არა ამერიკას ევროპა?

რუსეთი და გერმანია: ურთიერთ მიზიდულობა თავისუფალ ევროპაში

რუსეთი და დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში

ისტორიის დოკუმენტები:

სიტყვა გამარჯვების დღეს 1945 წლის 9 მაისს

(აღნიშნული ანალიტიკური მიმოხილვებიდან მეორის გარდა ყველას თარგმანი ქართულ ენაზე განთავსებული გვაქვს ჩვენს ბლოგში – ი. ხ.)

Wednesday, July 18, 2012

ხელშეკრულება, რომელმაც შეცვალა ომის მსვლელობა

 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანიის ჯარები შემოიჭრნენ საბჭოთა კავშირში. დაიწყო დიდი სამამულო ომი, რომელიც იქცა მეორე მსოფლიო ომის ცენტრალურ ნერვად, რომლის შედეგი და მომავალი მსოფლიოს გეოპოლიტიკური კონფიგურაცია პირდაპირ იყო დამოკიდებული სლავებსა და ტევტონებს შორის ბრძოლის შედეგზე.

გარკვეული დროიდან ჩვულებრივი გახდა მსჯელობები, ვითომ ამ ომში დამნაშავეა სსრკ – კიდევ უფრო უარესი ტოლატიტარული მონსტრი, რომელიც ვითომდა თავად ემზადებოდა გერმანიაზე თავდასხმისთვის, მაგრამ ჰიტლერმა უბრალოდ დაასწრო სტალინს. მათი გამოჩენა შემთხვევითი არ არის, არამედ ემსახურებოდა განსაზღვრულ გეოპოლიტიკურ მიზნებს.

ჰიტლერული ნაციზმისა და საბჭოთა კომუნიზმის იგივეობის ახლანდელი კლიშე წარმოიქმნა არა ცივი ომის პერიოდში, თუმცა კი ურთიერთობები ახლო წარსულში ყოფილ მოკავშირეებთან მკვეთრად იყო გამწვავებული. ასეთი ინტერპრეტაციისთვის მზად არ იყო თავად დასავლური საზოგადოებრივი შეგნება. მილიონთა სახლებში ჯერ კიდევ ინახებოდა ომის დროინდელი გაზეთები, რომლებიც აღსავსე იყო აღტაცებით სტალინგრადის დამცველთა მიერ გაღებული მსხვერპლის წინაშე, ხოლო ინგლისელმა მწერალმა ტოლკიენმა კი, რომელიც წერდა სწორედ ომის წლებში თავის სახელგანთქმულ ზღაპრებს, აღმოსავლეთში მდებარე შავი სამეფოს მორდორის ქვეშ, გამოიყვანა სულაც არა სსრკ, როგორც დარწმუნებულნი არიან ისტორიაში არჩახედული პოსტსაბჭოთა მედასავლეთენი, არამედ ჰიტლერული გერმანია.

“კამათი ისტორიის შესახებ” დაწყებულ იქნა მსხვილი გერმანელი ისტორიკოსის ერნსტ ნოლტეს მიერ, როდესაც “ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის” იდეოლოგიური ბრძოლა დაბეჯითებით მოითხოვდა მთელი უწინდელი მსჯელობების ინტერპრეტაციის გადახედვას მსოფლიო პოლიტიკის შესახებ. ასე, რუსეთის დადანაშაულება დაიწყეს თვით პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაშიც კი. დასავლურმა ისტორიოგრაფიამ, ისე რომ ეჭვიც არ შეუტანია, მიიღო მარქსისტ მ. პოკროვსკის განმარტება, რომლის მსუბუქი კალმის მოსმითაც პირველ მსოფლიო ომს ამ დრომდე ეწოდება იმპერიალისტური, თუმცა კი მას უფრო მეტად მოუხდებოდა მეორე სამამულო ომის სახელწოდება – სხვა რომ არაფერი იყოს, რუსეთს ემუქრებოდა ბალტიისპირეთის, უკრაინის ჩამოშორება და ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის წართმევა. ბოლშევიკებს კი სჭირდებოდათ “ომში საკუთარი მთავრობის დამარცხების” ლოზუნგის გამართლება. მაგრამ კომისიამ პირველი მსოფლიო ომის გამო პასუხისმგებლობის დასადგენად ვერსალში 1919 წელს ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ ბრალი ეკისრებათ გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს, მას დაეთანხმა ამერიკის კონგრესიც.

ბრძოლა “ბოროტების იმპერიასთან” მოითხოვდა ახალ იდეოლოგემებს, და მ. ჰაიდეგერის მოწაფის, ე. ნოლტეს ფუნდამენტური წიგნები სწორედ რომ საამისოდ გამოდგებოდა. მათში ვირტუოზულად იყო გადაწყვეტილი, გეგონებოდათ, შეუსრულებელი ამოცანა: განგვირგვინებულ იქნას სსრკ – მთავარი მებრძოლი ფაშიზმის წინააღმდეგ, და ამასთან არ მოხდეს თავად ფაშიზმის რეაბილიტაცია, არამედ განთავისუფლებულ იქნას დასავლეთი ბრალეულობისგან მის გამო. ე. ნოლტე ახდენდა მეორე მსოფლიო ომის ინტერპრეტაციას არა როგორც მარადიულ მისწრაფებათა გაგრძელებისა ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ბატონობისკენ, არამედ როგორც ოქტომბრის რევოლუციით დაწყებული “სრულიადევროპული სამოქალაქო ომისა” ორ “განხეთქილების იდეოლოგიას” შორის. ევროპა კი, ნოლტეს მიხედვით, ჩავარდა ფაშიზმის ცოდვაში მხოლოდ ლიბერალური სისტემის კომუნიზმისგან დასაცავად და მხოლოდ შემდეგ გადაიღო ტოტალიტარული სტრუქურები თავისი მეტოქისგან. ასეთ სქემაში აღშფოთებული შეგნების სამიზნედ იქცევა სტალინური პერიოდის საბჭოთა ტოტალიტარიზმი და ყბადაღებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომლებიც, ვითომდა იქცნენ მეორე მსოფლიო ომის მიზეზად.

ე. ნოლტეს აზრით, საზოგადოების სიღრმეებიდან, ყველაზე უფრო ტრადიციული გლეხური ფენებიდან გამოწვეული (გამოძახებული) ენერგია მიმართულ იქნა “ლიბერალური სახელმწიფოს გადასარჩენად”, რაც უკვე საეჭვოა. კათოლიკური ეკლესია ალბათ არ მიესალმებოდა “ლიბერალურ სისტემას”, რომელშიც მოხდა ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტისა და განათლების ლაიციზაცია, ხოლო ანტიკლერიკალური ძალები კი გაბატონდნენ სახელისუფლებო სტრუქტურებსა და პრესაში. მაგრამ “მწუხარე გერმანული გენია” და ჩახშობისა და ძალადობის დასავლეთევროპული პრომეთეული სული რატომღაც უუნარონი აღმოჩნდნენ ქრისტიანული ანტითეზის წამოყენებაში როგორც პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეის, ისე ლიბერალური ატომიზაციის მიმართაც, რის შედეგადაც “მგზნებარებამ” გამოავლინა ყველა ნიშანი დამახინჯებისა – დამოკიდებულება ეკლესიისა და ძალაუფლებისადმი, როგორც სამსახურეობრივი ინსტრუმენტისადმი, ძალადობა, ექსტრემიზმი, შოვინიზმი, ექსპანსია (Однако «сумрачный германский гений» и западноевропейский «прометеевский» дух подавления и насилия оказались почему-то неспособны на христианскую антитезу как идеологии пролетарского интернационализма, так и либеральной атомизации, в результате чего «порыв» проявил все признаки вырождения – отношение к Церкви и к власти как служебному инструменту, насилие, экстремизм, шовинизм, экспансия).

ნოლტეს კონცეფცია წინ ეფარება (заслоняет) პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხს: ლიბერალური სისტემისადმი ფაშიზმის დაპირისპირებაში ქრება განსხვავება იტალიური ტიპის ფაშიზმსა და ნაციონალ-სოციალიზმს შორის, და ორივე მათგანის მთავარი ცოდვა დაიყვანება “ამერიკული დემოკრატიის” არარსებობაზე. მაგრამ რომელიმე ხალხის მიერ სურვილის არქონა თავისთან დემოკრატიის დამყარებაზე არის მისი უფლება, და თავისთავად არ მოაქვს გამოწვევა მსოფლიოსთვის, თუკი მხოლოდ მას არ ახლავს თან ამ არჩევანის ძალადობრივად თავზე მოხვევა. მაინც რა იყო გამოწვევა და მუქარა მსოფლიოსთვის ჰიტლერული რაიხის მხრიდან, რომელმაც გააჩაღა ომი მთელ ევროპასთან?

ვერსალური სისტემის გადალახვის მცდელობა, რომელშიც ანგლოსაქსებმა სამაგალითოდ დასაჯეს გერმანელები პრინციპის მიხედვით “უბედურება დამარცხებულებს!”, თვით ანშლუსებისა და ლოკალური ომების გზითაც კი, იგი რომ მხოლოდ ამით შემოფარგლულიყო, მცირე რამით თუ იქნებოდა განსხვავებული წარსულის პერიოდული ომებისგან მომიჯნავე ტერიტორიებისთვის და ალბათ არ მიიყვანდა საქმეს ნიურნბერგის ტრიბუნალამდე. ჰიტლერმა გამოაცხადა პრეტენზიები იმ ტერიტორიებსა და ქვეყნებზე, რომლებიც არასოდეს ყოფილან გერმანულ სახელმწიფოთა ორბიტაში როგორც ევროპის დასავლეთში, ისე აღმოსავლეთშიც. ასეთი პროექტი საჭიროებდა გამართლებას, რომლიც მისცა ადამიანთა და ერების ბუნებრივი უთანასწორობის წარმართულმა ნაცისტურმა დოქტრინამ, რომელიც არ გააჩნდათ არც იტალიური ტიპის ფაშიზმსა და არც კომუნიზმს.

ერთად ეს იქცა კიდეც გრანდიოზულ საყოველთაო გამოწვევად – არა მხოლოდ ხალხთა სუვერენობისადმი, საერთაშორისო სამართლისადმი, არამედ, რაც არ ყოფილა წინამორბედ საუკუნეებში – მონოთეისტური ცივილიზაციის თავად ფუნდამენტალური ცნებისადმი ადამიანთა და ერების ეთიკური თანასწორობის შესახებ, რომლებზედაც ვრცელდება ერთი მორალი და რომლებიც არ შეიძლება იყვნენ საშუალებანი სხვებისთვის. სწორედ გამოწვევის უნივერსალურობა და მიზნების გამართლება არაისტორიული ხალხების თეორიით საშუალებას აძლევდათ ამოეწყვიტათ ხალხები, მოესპოთ კულტურა, გადაებუგათ მთელი ქალაქები და სოფლები. დროის ორი წინამორბედი საუკუნის არც ერთ ომში არ ყოფილა სამოქალაქო მოსახლეობის ასეთი დაღუპვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მიუხედავად ამისა, კომუნიზმს ყოველთვის აერთიანებენ ჰიტლერიზმთან – შედარება ფილოსოფიური თვალსაზრისით ზედაპირულია და ნაკარნახევია პოლიტიკური ამოცანით მოგვცენ მეორე მსოფლიო ომის ინტერპრეტაცია როგორც ომისა არა გეოპოლიტიკური სივრცეებისთვის, არა ხალხების ისტორიული სიცოცხლისთვის (ცხოვრებისთვის), არამედ როგორც ომისა “ამერიკული” დემოკრატიისთვის. ამერიკელი ავტორი უ. ლაკერი წიგნში “რუსეთი და გერმანია. ჰიტლერის დამრიგებლები” განსაზღვრავს “იტალიურ ფაშიზმს როგორც ნახევარ გზაზე დგომას” გერმანული შედეგისკენ. ლაკერი ცდილობს დაამტკიცოს ორი რეჟიმის ნათესაობა – ჰიტლერულისა და საბჭოთასი, ამიტომ მისთვის აუცილებელია, რომ გერმანული “ფაშიზმის” მთავარი საშინელება დაიყვანოს “ტოტალიტარიზმზე” – ესე იგი “ამერიკული დემოკრატიის” არარსებობაზე. ამიტომ იგი არც კი ახდენს ყურადღების აქცენტირებას რასობრივ თეორიასა და მის მომყოლ ებრაელთა წინააღმდეგ რეპრესიების, “ოსტარბაიტერების” მონური სამუშაო ძალის ძალადობრივი გადანაცვლების, სსრკ-ის შავმიწანიადაგიანი ოლქებისა და უკრაინის (გერმანელი) კოლონისტების მიერ დაკავებისა და მეორეხარისხოვანი რუსების, ბელორუსებისა და უკრაინელების 40 მლნ.-ით შემცირების პროგრამის საშინელ იდეურ დასაბუთებებზე.

მიზანი ნათელია – დაამტკიცონ, რომ XX საუკუნისა და საერთოდ მსოფლიო ისტორიის მთავარი ბოროტება – ეს არის რუსული და საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიალიზმი, რომლის ეტალონიც გახლდათ სტალინური პერიოდის სსრკ, და გამოყონ ყველაფერი, რაც შეიძლება გამოადგეთ მასთან მსგავსების საჩვენებლად ჰიტლერულ რაიხში.

ნაციზმისა და ბოლშევიზმის ტოტალიტარული იგივეობის ზედაპირული განმარტება (გადმოცემა) იქცა დასავლური საზოგადოებათმცოდნეობის კლიშედ, რომლით ოპერირებისაც არ რცხვენიათ ყველაზე უფრო განათლებულ და სახელმოხვეჭილ ავტორებს, ერთადერთ კრიტერიუმს რომელთათვისაც წარმოადგენს დემოკრატიის არარსებობა. საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ტ. დე მონბრიალი სარგებლობს ამ მოსიარულე ლოზუნგით ისევე როგორც უ. ლაკერიც. “ნაცისტური გერმანია განასახიერებს თანამედროვე ბოლშევიზმს”, – დააგდო სიტყვა თანამედროვე უმსხვილესმა ფრანგმა ისტორიკოსმა ფ. ფურიემაც. სწორედ ეს წიგნებია გადმოთარგმნილი რუსულ ენაზე.

მაგრამ თეზისი ნაციზმის “რუსეთის” კომუნიზმთან ნათესაობის შესახებ ვერ უძლებს ანალიზს. კომუნისტური ჩანაფიქრი სისხლისგან სცლიდა საკუთარ ქვეყანას მთელი კაცობრიობის კეთილდღეობის იდეისთვის, რომლის საკურთხეველზეც მიტანილია ყოველივე ეროვნული. ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების პრიზმის გავლით ასეთი მიზანი, აღებული იდეალურ კრიტერიუმებში, არის პროგრესის ფილოსოფიის მიერ ნაშობი, რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა ქრისტიანულ სამყაროში ქრისტიანობისგან უკანდახევის გზაზე. იგი გამოიყვანება ქილიაზმის ერესიდან – სწავლებისა ღვთის ათასწლოვანი სამეფოს შესაძლებლობის შესახებ დედამიწაზე მართალი ადამიანებით და იდეიდან მიწიერ ცხოვრებაში თანასწორობის დამკვიდრების თაობაზე.

გერმანულმა ნაციზმმა, რომელმაც დასაბამი მიიღო ვერსალური სისტემის გადალახვიდან (დაძლევიდან), გამოაცხადა უფლება სისხლისგან დაეცალა სხვა ერები იმისთვის, რათა კეთილდღეობა მიეცა თავის ერისთვის. ნაცისტური დოქტრინის მთელი ასპექტები დაფუძნებულია არა მხოლოდ (ცალკეული) ხალხების არაისტორიულობის იდეაზე, რაც დამახასიათებელია კლასიკური გერმანული ფილოსოფიისა და ენგელსისთვის, არამედ რასობრივ აღმატებულებაზეც, ადამიანთა ბუნებრივი და ეთიკური უთანასწორობის მტკიცებაზეც, რაც წარმოადგენს დაბრუნებას წარმართობაში, ფილოსოფიაში: “რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არ არის ნებადართული ხარისთვის”. ეს გახლავთ დაყოფა ხალხებისა “უტყვ არსებებად” და მათად “ვისაც უფლება აქვს”. ფილოსოფიის მიხედვით იგი განსხვავდება როგორც კომუნიზმისგან, ისე იტალიური ტიპის ფაშიზმისგანაც, რომელმაც მოგვივლინა მხოლოდ ახალი დროის “ბურჟუაზიული” სახელმწიფოს მახინჯი ვარიანტი, “ჰიპერ-ეტატიზმი”. ე. ნოლტეს მიერ ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის არგანსხვავებას მიჰყავს იგი ჰიტლერული დაპყრობების ირიბ გამართლებამდე, თუკი მეორე მსოფლიო ომი – ეს არის “იდეოლოგიათა სრულიად ევროპული ომი”, დაწყებული 1917 წელს სწორედ ბოლშევიზმის მიერ.

ასე, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ ჰიტლერის წინააღმდეგ ომი უკვე აღმოჩნდა, რომ თურმე წარმოებული ყოფილა არა იმისთვის, რათა ფრანგები და დანიელები დარჩენილიყვნენ ფრანგებად და დანიელებად, რათა ლატვიელები და პოლონელები არ გადაქცეულიყვნენ არიელთა ღორების მწყემსებად და შინამოსამსახურეებად, არამედ “ლიბერალური ამერიკული დემოკრატიის უნივერსალური ზეიმისთვის”, რომელიც გრძელდება დღემდეც. მაგრამ დოკუმენტები, განსაკუთრებით სულ ახლახანს განსაიდუმლოებულნი, კიდევ უფრო აშკარად უარყოფენ ახალ სქემებს, ვიდრე საბჭოთა შტამპები.

აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერ ჯონ საიმონის საიდუმლო მოლაპარაკებები ჰიტლერთან ბერლინში 1935 წლის მარტში, რომელთა ჩანაწერიც იქცა საბჭოთა დაზვერვის მონაპოვრად და გამოქვეყნებულ იქნა 1997 წელს. ჰიტლერი უარყოფს ნებისმიერ თანამშრომლობას ბოლშევიკურ რეჟიმთან, უწოდებს რა მას “ჭურჭელს შავი ჭირის ბაცილებით”. აქ არაფერი არ არის ისეთი, რაც წინასწარ გვაუწყებდა 1939 წლის მომავალი საბჭოთა-გერმანული პაქტის შესახებ. საიმონი კი ჩამოვიდა, რათა მოახდინოს ავსტრიის ანშლუსის სანქციონირება. როდესაც რიბენტროპი დაინტერესდა ბრიტანული შეხედულებებით ავსტრიის საკითხზე, საიმონმა პირდაპირ მოახდინა ფოსტულირება: “მისი უდიდებულესობის მთავრობა არ შეიძლება შეშფოთებული იყოს ავსტრიის გამო ისე, როგორც, მაგალითად, ბელგიის გამო, ესე იგი ქვეყნისა, რომელიც იმყოფება ყველაზე უფრო ახლო მეზობლობაში დიდ ბრიტანეთთან”. ჰიტლერმა გამოხატა თავისი აღტაცება და მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მთავრობას მისი “ლოიალური ძალისხმევისთვის” “და ყველა სხვა საკითხშიც, რომლებშიც მან დაიკავა ასეთი დიდსულოვანი პოზიცია გერმანიასთან მიმართებით” – ბრიტანეთი საერთაშორისო კონფერენციაზე წინ აღუდგა სანქციების გამოყენებას გერმანიისადმი ვერსალის ხელშეკრულების სამხედრო დებულებათა დარღვევების გამო.

ახლა მივუბრუნდეთ ყბადაღებულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომლისადმი დამოკიდებულებაც არ შეიძლება გასაგებ იქნას ევროპაში XX საუკუნის ანგლოსაქსონური სტრატეგიის ცოდნის გარეშე. მის ერთერთ მუდმივას (კონსტანტას) წარმოადგენდა გერმანიისა და რუსეთის ძალისხმევისთვის დასწრება. ამასთან სტრატეგია ამოდიოდა იმ თეზისიდან, რომ კონტინენტის ორგანიზატორის როლს გერმანიას ან რუსეთს აძლევს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპა. მსოფლიო პოლიტიკის მთელი ზიგზაგები ფასდება ამ თვალსაზრისიდან. ამ მიზნისთვის ბრიტანეთი და ვ. ვილსონი ვერსალის შემდეგ მიზნად ისახავდნენ “დემოკრატიისა და თვითგამორკვევის” საფუძველზე გერმანიასა და რუსეთს შორის წვრილ არადამოუკიდებელ სახელმწიფოთა იარუსის შექმნას ბალტიკიდან შავ ზღვამდე ისე, რათა ისინი არ შესულიყვნენ არც გერმანულ და არც რუსულ ორბიტაში. აღმოსავლეთ “სასიცოცხლო სივრცის” დაპყრობის გეგმები, თითქოსდა, სრულებით ამსხვრევდა ანგლოსაქსონურ დოქტრინას. მაგრამ ცნობილია, თუ ბრიტანეთი და აშშ ირიბად როგორ ყველანაირად უბიძგებდნენ ჰიტლერს სწორედ აღმოსავლეთისკენ.

საქმით (სინამდვილეში) ამაში არ ყოფილა წინააღმდეგობა. მას ქმნის მხოლოდ ცრუ თეზისი სახელმძღვანელოებიდან, რომ ბრიტანეთი, თანხმდებოდა რა ავსტრიის ანშლუსსა და ჩეხოსლოვაკიის დაპყრობაზე, ვარაუდობდა ჰიტლერის დაწყნარებას, მაგრამ, ვითომდა, ანგარიშებში შეცდა. პირიქით, ყველაზე უფრო საშინელი რამ ანგლოსაქსებისთვის მოხდებოდა მაშინ, თუკი გერმანია დაკმაყოფილდებოდა მიუნხენითა და ავსტრიის ანშლუსით. ეს იყო გერმანული პოტენციალის შეერთება ერთ სახელმწიფოში – კოშმარი ბრიტანეთისთვის ბისმარკის დროიდან, ამასთანავე ჰიტლერის აქტები აღიარებული იყო “დემოკრატიული საზოგადოებრიობის” მიერ, და ამიტომ მათი გაპროტესტება ძნელი იქნებოდა. ასევე ძნელი იქნებოდა შემდგომში ხმის ამაღლებაც ვერსალური სისტემის რევიზიის წინააღმდეგ, რამდენადაც ჩეხოსლოვაკია და ომისშემდგომი ავსტრია არ გახლდნენ 1914-1918 წლებში გერმანიის მიერ დაპყრობილი ქვეყნები. ესენი მრავალი საუკუნის მანძილზე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიები იყო და არასოდეს არავის მათ გამო დავა არ დაუწყია.

ბრიტანეთი იმედოვნებდა სულაც არა ჰიტლერის დამშვიდებას, არამედ ბიძგის მიცემას მისთვის შემდგომ ექსპანსიაზე, და პრინციპში ანგლოსაქსონელთა ანგარიში ნაცისტური იდეოლოგიის ამბიციების მოუთოკაობასა და დაბანგულობაზე (дурман) ზუსტი გახლდათ. მაგრამ ბრიტანეთისთვის საჭირო იყო მოემართა აგრესია მხოლოდ აღმოსავლეთისკენ, რაც მისცემდა საბაბს ჩარეულიყო და შემოსულიყო აღმოსავლეთ ევროპაში მის დასაცავად და დაესრულებინა გეოპოლიტიკური პროექტები, ესე იგი ამოეღო აღმოსავლეთ ევროპა როგორც გერმანიის კონტროლიდან, ისე სსრკ-ისაც. ბეჭდური სიტყვა და პოლიტიკური წრეები ინგლისში ღიად მსჯელობდნენ ჰიტლერის შემდეგ ნაბიჯზე – პრეტენზიების განცხადებაზე უკრაინასთან მიმართებაში.

ამ საკითხში აქტიური იყო პოლონეთი, რომელიც სთავაზობდა ჰიტლერს თავის სამსახურს. უკვე 1939 წლის იანვარში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეკმა განაცხადა ბერლინთან მოლაპარაკებების შემდეგ “საბჭოთა კავშირთან მიმართებით ინტერესთა სრული ერთიანობის” შესახებ, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა დაზვერვამ შეატყობინა რიბენტროპის მოლაპარაკებათა თაობაზე, რომელთა მსვლელობისას პოლონეთმა გამოხატა მზადყოფნა შეურთდეს ანტიკომუნისტურ პაქტს, თუკი ჰიტლერი მხარს დაუჭერს მის პრეტენზიებს უკრაინასა და შავ ზღვაზე გასასვლელზე. პოლონეთი არ ყოფილა უდანაშაულო მსხვერპლი. მისი ბედი დრამატულად იყო წინასწარ განსაზღვრული მისი განწყობა-დამოკიდებულებითაც და, არცთუ უკანასკნელ ხარისხად, მისი საუკუნოვანი მტრობითაც რუსეთისადმი, რის შესახებაც საბჭოთა სახელმძღვანელოები ყოველთვის დუმდნენ, ვინაიდან ეწეოდნენ სოციალისტური ბანაკის ხალხთა მარადიული და ურღვევი მეგობრობის პროპაგანდას, რომლებსაც ვითომდა წარსულში ხელს უშლიდნენ მხოლოდ ცარიზმი და კაპიტალიზმი. მთავარი პოლონური მისწრაფებები მომართული იყო, როგორც მრავალი საუკუნის წინაც, ლიტვასა და უკრაინაზე.

განსაიდუმლოებული დოკუმენტები გვიჩვენებს საძრახის კულისებსმიღმა ვაჭრობასა და ციებ-ცხელებიან მცდელობებს თავიანთი მცირეოდენი წილის მისაღებად ჰიტლერული დაპყრობებიდან. “პოლონეთი ინარჩუნებს უარყოფით დამოკიდებულებას გერმანიის წინააღმდეგ მიმართული მრავალმხრივი კომბინაციებისადმი”, – უცვლელად პასუხობდა ელჩი გჟიბოვსკი სახალხო კომისარ ლიტვინოვს და უარს ამბობდა მონაწილეობის მიღებაზე რამენაირი ფრონტის შექნაში გერმანიის წინააღმდეგ სსრკ-თან ერთად. როგორც კი ჰიტლერმა წაართავა ჩეხოსლოვაკიას სუდეტები, პოლონეთმა დაუყოვნებლივ განაცხადა პრეტენზიები ტეშინის სილეზიაზე, რომელიც ვერსალის ხელშეკრულებით ჩეხოსლოვაკიასთან გადავიდა ჰაბსბურგული იმპერიის შემადგენლობაში ოთხი საუკუნის მანძილზე ყოფნის შემდეგ. პოლონელი დიპლომატები მხურვალედ არწმუნებდნენ გერმანულ მხარეს იმაში, რომ ფსონი გაეკეთებინათ პოლონეთზე, და მაშინ “პოლონეთი თანახმა იქნება შემდგომში გამოვიდეს გერმანიის მხარეზე ლაშქრობაში საბჭოთა უკრაინაზე”.

მაგრამ ანგლოსაქსონური სტრატეგია არ ყოფილა წარმატებული. მიუნხენმა და “დემკრატიული ქვეყნების” პოზიციამ დაგვანახა ანგლოსაქსონური სტრატეგიის ფარვატერში ყოფნის უშედეგობა სსრკ-თვის. კოლექტიური უსაფრთხოების უსასრულო პროექტების ქრესტომათიული ისტორია გვიჩვენებს: ვერც ერთი პროექტი ვერ აძლევდა გარანტიას ბალტიის სახელმწიფოებს – სსრკ-ის დასავლეთ საზღვარს. როგორც კი მ. ლიტვინოვმა, რომელიც ითვლებოდა ანგლოსაქსონურ ლობიდ საბჭოთა ისტებლიშმენტში, დატოვა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი, დადებულ იქნა ყბადაღებული 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. აგრესია სსრკ-ის წინააღმდეგ გადადებულ იქნა დასავლეთ ევროპის განადგურებამდე (разгром).

ეს ხელშეკრულება დემონიზებულია დასავლური აზრისა და ისტორიოგრაფიის მიერ, თუმცა კი მასში სამარცხვინო არაფერია. ჰიტლერული გერმანია გახლდათ საყოველთაოდ აღიარებული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნდა ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობები უწინარეს ყოვლისა ყველა დასავლურ ქვეყანასთან. უძველესი დროიდან სახელმწიფოები დებდნენ ხელშეკრულებებს ისეთ პარტნიორებთან, რომელთა შინაგანი ცხოვრება მათ ანტიპოდს წარმოადგენდა. ქრისტიანულ სახელმწიფებს ჰქონდათ ურთიერთობები წარმართულ სახელმწიფოებთან, სადაც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ. თურქეთის მთავრობას, სადაც პირველი მსოფლიო ომის წინ ძელზე სვამდნენ, ხოლო ქრისტიანთა მოკვეთილ თავებს საჩვენებლად გამოჰფენდნენ, დიპლომატიურ ლექსიკონში ეწოდებოდა “ბრწყინვალე პორტა”. დაბოლოს, ბუკოვინის მცირე ნაჭრის გარდა, სტალინმა მხოლოდ დაიბრუნა ის ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც “მიტაცებულ” იქნა (были «отхвачены») რუსეთისგან რევოლუციისა და სამოქალაქო ომის ქაოსის პერიოდში. ამ ტერმინს იყენებს ჰ. კისინჯერი ვრცელ ნაშრომში “დიპლომატია”, როდესაც ავიწყდება, რომ რადენიმე გვერდის შემდეგ უნდა შეუდგეს “ნაცისტურ-საბჭოთა პაქტის” დემონიზაციას.

ე. ნოლტე უწოდებს “ჰიტლერ-სტალინის პაქტს” მეორე მსოფლიო ომის ევროპულ პრელუდიას. არჩევს რა საიდუმლო ოქმის ტექსტს გავლენის სფეროთა გაყოფის შესახებ, ნოლტე თავზე ატყდება (обрушивается) პუნქტს პოლონეთის თაობაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “საკითხი ორივე სახელმწიფოს ინტერესებისთვის დამოუკიდებელი პოლონური სახელმწიფოს სასურველობისა და იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ამ სახელმწიფოს საზღვრები, შესაძლებელია გარკვეულ იქნას მხოლოდ სიტუაციის მომავალი პოლიტიკური განვითარების მსვლელობისას”.

სტალნის მზადყოფნა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ომის გადავადების სანაცვლოდ თვალი დაეხუჭა ჰიტლერის მისწრაფებებზე პოლონეთთან მიმართებაში, რომელიც მანამდე სთავაზობდა ჰიტლერს თავის სამსახურს უკრაინის დასაპყრობად, ისევე როგორც ესარგებლა შემთხვევით რუსეთის იმპერიის ტერიტორიის აღდგენისთვის, რომელიც დაკარგულ იქნა რევოლუციის გამო, არაფრით არ განსხვავდებოდა პრაგმატულობის ანუ, თუ გნებავთ, ცინიზმის მიხედვით საიმონის სიტყვებისგან, რომელმაც გამოუცხადა ჰიტლერს, რომ ბრიტანეთი არ შეშფოთდება ავსტრიის გამო როგორც ამას გააკეთებდა ბელგიის გულისთვის. და თავად ბალტიისპირა სახელმწიფოები? როგორც დოკუმენტები მოწმობს, მათ ეკავათ ერთმნიშვნელოვნად პროგერმანული პოზიცია, “მიისწრაფვოდნენ დარჩენილიყვნენ გერმანიის წინააღმდეგ მიმართული კოალიციების გარეთ”, და, როგორც იტყობინებოდა ამერიკის ელჩი ლიტვაში, “უკიდურესად არაკეთილმოსურნედ ეკიდებოდნენ საგარეო საქმეთა საბჭოთა კომისრის წინადადებას, რომ დიდ ბრიტანეთს მოეხდინა ამ ბალტიის სახელმწიფოთა საზღვრის გარანტირება საბჭოთა კავშირთან”.

ნოლტე უწოდებს საბჭოთა-გერმანულ ხელშეკრულებას “ომის”, “გაყოფის”, “განადგურების” («уничтожение») პაქტს, რომელსაც ვითომდა არ შეიძლებოდა ჰქონოდა ანალოგები ევროპულ ისტორიაში, იმიტომ რომ ესენი იყვნენ “სრულებით განსაკუთრებული გვარის სახელმწიფოები”. ასეთ მტკიცებას მხოლოდ ირონიის გამოწვევა შეუძლია ისტორიკოსში. 1648 წლის ვესტფალიის ზავიდან დეიტონამდე არა მხოლოდ იმპერული წარსულის, არამედ დემოკრატიული აწმყოს ხელშეკრულებები და მრავალმხრივი ტრაქტატები წარმოადგენდა ერთი დერჟავების მიერ საზღვრების დახაზვას სხვებისთვის. ნაპოლეონი ტილზიტში სთავაზობდა ალექსანდრე I-ს პრუსიის მოსპობას (уничтожить Пруссию), ვენის კონგრესმა 1815 წელს დახაზა თანამედროვე შვეიცარიის ტერიტორია, დაუმატა რა მას სტრატეგიული სამთო უღელტეხილები, რათა უფრო მეტად დინამიურ სახელმწიფოებს არ შეძლებოდათ მაშინვე (ერთბაშად) დაუფლებოდნენ ბალტიის ზღვასაც და ხმელთაშუა ზღვასაც. ავსტრიამ 1908 წელს მოახდინა ბოსნიის ანექსირება, მიიღო რა ამაზე დერჟავების თანხმობა. 1905 წლის საიდუმლო შეთანხმებაში იაპონია უარს ამბობდა “აგრესიულ განზრახვებზე” ფილიპინებთან მიმართებით, ტოვებდა რა მას აშშ-ის სამეკვიდრეო მამულად (вотчина), ხოლო აშშ კი დაეთანხმა იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციას.

ვერსალში გამარჯვებულმა ანტანტამ დაანაწევრა ავსტრია-უნგრეთი, დაადგინა რა (предписав), თუ ვის და რომელ საზღვრებში შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოებრიობა, ხოლო ვის კი არა, ვინ, როგორც გალიცია გადავიდეს ერთი პატრონიდან მეორესთან, ვინ – სერბები, ხორვატები, სლოვენები – იყვნენ ერთად. პოტსდამში განსაზღვრულ იქნა ბევრი სახელმწიფოს საზღვრები და ყოფილ კოლონიათა ბედი. ამერიკული დიპლომატიის ბურჯმა ჯ. კენანმა 1993 წელს პირდაპირ მოუწოდა დაეხაზათ ახალი ტერიტორიული სტატუს-ქვო ბალკანეთში, “გამოეყენებინათ ძალა” და აეძულებინათ მხარეები მის დაცვაზე (соблюдение), რაც იქნა კიდეც გაკეთებული დეიტონში 1995 წელს.

ჰიტლერული გეოპოლიტიკური გეგმები ემთხვევა პანგერმანისტების გეგმებს პირველი მსოფლიო ომის წინ. კანცლერი ფონ ბიულოვი მის დაწყებამდე ჯერ კიდევ 20 წლით ადრე წერდა: “მომავალ ომში რუსეთთან ჩვენ უნდა განვდევნოთ იგი ორი ზღვიდან, რომლებმაც გადააქციეს რუსეთი დიდ დერჟავად – ბალტიისა და ევქსინის პონტოდან”. თვით მოხუცებულმა ბისმარკმაც კი გააკეთა მინდორზე შენიშვნა: “ამდენად ექსცენტრიული ესკიზების ქაღალდზე დატოვება არ შეიძლება”! გერმანიის საზღვრის ვოლგაზე დამყარებას 1914 წელს მოითხოვდნენ ბერლინელი ინტელექტუალები, ესროდნენ რა გამოწვევას არა “სამოქალაქო ომის კომუნისტურ იდეოლოგიას”, არამედ ქრისტიანულ რუსეთს.

ხელშეკრულება დემონიზებულია არა იმიტომ, რომ ვითომდა ხელს უწყობდა ომს. ომი ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალი იყო, და ჰიტლერი აპირებდა შელდას შესართავის დაპყრობას (ბელგია) – სტრატეგიული პუნქტისა ბრიტანეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულებამ შეცვალა ომის განრიგი, და, გამომდინარე, ომისშემდგომი კონფიგურაციაც, შეუძლებელი გახადა რა ანგლოსაქსებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში შემოსვლა როგორც ომის დასაწყისში, რამდენადაც საჭირო იყო დასავლეთ ევროპის თავდაცვა, ისე გამარჯვების შემდეგაც მისი ამოღებისთვის სსრკ-ის ორბიტიდან. 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი წარმოადგენს ინგლისური სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნას მთელი XX საუკუნის მანძილზე, და ყოველთვის მოახდენენ მის დემონიზირებას.

თუმცა კი ჰ. კისინჯერმა თავი ვერ შეიკავა მსჯელობისგან, რომ “რუსეთმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ორივე ომის გაჩაღებაში”-ო, მისივე მასალა ახდენს გულდაწყვეტისა და უნებური აღტაცების დემონსტრირებას. აღიარებს რა ჰიტლერის დასავლურ და აღმოსავლურ მისწრაფებებს, კისინჯერი თვლის “სტალინური მიღწევების საზომად იმას, რომ მან თუნდაც დროებით, ადგილები შეუცვალა ჰიტლერის პრიორიტეტებს”. მაგრამ ეს ხომ შესაძლებლის მაქსიმუმია და არ შეიძლება შეფასებულ იქნას სხვანაირად თუ არა დიპლომატიის გამოჩენილ (выдающийся) წარმატებად. კისინჯერი სწორედ ასე აფასებს კიდეც ამ ფაქტს, უწოდებს რა მას საშუალებების უმაღლეს მიღწევას, რომლებიც “შესაძლებელია ნასესხები იყოს ტრაქტატიდან სახელმწიფო მმართველობის ხელოვნების თემაზე XVIII საუკუნეში”.

იმ დროის თავად ბრიტანელი პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ სსრკ-ის მოქმედებებს რევოლუციამდელი ტერიტორის აღსადგენად აბსოლუტურად მართლზომიერად: ლორდმა ჰალიფაქსმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასე წარუდგინა ლორდთა პალატას საბჭოთა-გერმანული ხელშეკრულება და სსრკ-ის მოქმედებანი: “უნდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა მთავრობის მოქმედებები მდგომარეობდა საზღვრის გადმოტანაში არსებითად იმ ხაზამდე, რომელიც რეკომენდირებულ იქნა ვერსალის კონფერენციის დროს ლორდ კერზონის მიერ. მე მომყავს ისტორიული ფაქტები და ვვარაუდობ, რომ ისინი უდაოა”. 1939 წლის 10 ოქტომბერს ასეთივე შეფასება მისცა ჩერჩილმაც.

სსრკ-ზე ჰიტლერის თავდასხმიდან ორი თვის შემდეგ ანგლოსაქსები იწყებენ მომავალი მსოფლიოს დაგეგმვას ომის შემდგომი ხანისთვის. სტრატეგია იგივეა. მას ნათელს ჰფენს ორი დოკუმენტი – აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ატლანტიკური ქარტია, რომელიც მთელ მსოფლიოს გამოუცხადეს 1941 წლის 14 აგვისტოს, და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მემორანდუმი სახელმწიფო დეპარტამენტისადმი იმავე წლის 22 აგვისტოს, რომელიც ამ დრომდე დამალული აქვთ არქივებში. ქრესტომათიულ ქარტიაში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ვალდებულება იკისრეს ხელი შეეწყოთ “იმ ხალხების სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენისთვის, რომელთაც ეს წაერთვათ ძალადობრივი გზით”, ამასთან მითითება ჰიტლერულ აგრესიაზე დოკუმენტში არ ყოფილა. ეს დოკუმენტი რომ გაშიფრული ყოფილიყო მოთხოვნით დაბრუნებოდნენ “მდგომარეობას ომამდე”, მაშინ ეს ნიშნავდა მხოლოდ ჰიტლერული გერმანიის დაპყრობების გაუქმებას. მაგრამ ისინი აპირებდნენ სხვების “განთავისუფლებას” – რომლებიც იმყოფებოდნენ სუვერენულ სახელმწიფოთა შემადგენლობაში არეალში, რომელიც მოცული გახლდათ ომით. ვინ იყვნენ ესენი, ნათელი ხდება საიდუმლო დოკუმენტიდან სახელწოდებით “ამერიკული პოლიტიკის საკითხები, რომლებიც შეეხება ნაცისტურ-ბოლშევიკურ ომს”. მასში განიხილებოდა თემა “...უნდა მისცეს თუ არა აშშ-მა სანქცია ხალხთა მასობრივ გადასახლებაზე გერმანიასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის შესაქმნელად” და გაკეთებულ იქნა შემაჯამებელი რეკომენდაცია – გამოიყენონ ომი “ძალთა გადაჯგუფებისთვის ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე” და “აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზაციისთვის ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერული ზონის შესაქმნელად”.

იალტურ-პოტსდამური სისტემა, რომელმაც მოახდინა მეორე მსოფლიო ომის შედეგების დაფიქსირება, იქცა გამანადგურებელ დარტყმად მთელ ამ გეგმებზე. ახალი – ცივი – ომი ამიტომ გარდაუვალი იყო, ისევე როგორც დაუყოვნებლივ რეალიზაცია “ბუფერისა სლავებსა და ტევტონებს შორის” სსრკ-ის დანგრევის შემდეგ. შემთხვევითი არ არის, რომ ბუში დიდად აღტაცებული გახლდათ ლიტვის ნატო-ში მიღების გამო: “უკვე აღარ იქნება არც მიუნხენი, არც იალტა”.

ამრიგად, დანილევსკის საკრამენტული გამოთქმა რუსეთისა და ევროპის დაპირისპირების შესახებ XIX საუკუნეში, რომელსაც ბერლინის კონგრესამდე ნიღბავდნენ ერთგვარი ფანტასმაგორიით – თურქეთის იმპერიით, შესაძლოა პერეფრაზირებულ იქნას. სანამდე რუსეთსა და დასავლეთს შორის “იდგა კომუნისტური ფანტასმაგორია”, ცივი ომის ჭეშმარიტი მიზეზები შესაძლო იყო ვერც კი შეგვემჩნია, ხოლო როდესაც “მოჩვენება გაიფანტა”, “ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია, თუ არა შევხედოთ სინამდვილეს პირდაპირ თვალებში”. უწინარეს ყოვლისა, სასარგებლოა რომ საკუთარი, და არა სხვისი თვალებით ვუყურებდეთ ჩვენს ისტორიას. ვინაიდან დღეს ნგრევის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს მანიპულაცია ჩვენი ისტორიული და ეროვნული თვითშეგნებით.

ნატალია ნაროჩნიცკაია
22/08/2003
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 22.12.03

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Saturday, July 7, 2012

აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება

(ნაწილი II)

III. 7. აშშ “მძიმე” დივიზიის საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების საბრძოლო გამოყენება

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის ქვემდგომი საჯარისო რგოლია ბრიგადა (armoured/mechanized infantry brigade). მას მუდმივი შემადგენლობა არ გააჩნია და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით შეიძლება შედგებოდეს 2-4 საბრძოლო ბატალიონისგან, თვითმავალი ჰაუბიცების ერთი დივიზიონისგან, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის (სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, ქიმიური, სარემონტო, მომარაგების და სხვა) ქვედანაყოფებისგან.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის ძირიღადი დებულებების (ინიციატივა, სიღრმე, სისწრაფე და მოქმედებათა შეთანხმებულობა) ტაქტიკურ დონეზე უფრო სრულად რეალიზებისთვის ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი ჯართა სხვადასხვა გვარეობების (рода войск) ქვედანაყოფებისგან იქმნება საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები, რაც იძლევა მათ შეიარაღებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უფრო ეფექტურად გამოყენებისა და საბრძოლო ვითარების ყოველგვარ ცვლილებაზე უფრო მოქნილად რეაგირების შესაძლებლობას.

საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები (ბტჯ – battalion tactical group) იქმნება ბრიგადის მეთაურის გადაწყვეტილებით და ისინი განკუთვნილი არიან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებაში მოსასვლელად მისი ცოცხალი ძალისა და საცეცხლე საშუალებების განადგურების მიზნით, ცეცხლისა და მანევრის შეხამებით სახმელეთო ჯარების სხვადასხვა გვარეობისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან ერთობლივად მოქმედებებისთვის. შემადგენლობის მიხედვით ისინი შესაძლოა იყოს სამი ტიპის: მოტოქვეითი (როგორც წესი, მოტოქვეითი ბატალიონი ერთი ან ორი მიცემული სატანკო ასეულით), სატანკო (სატანკო ბატალიონი ერთი ან ორი მიცემული მოტოქვეითი ასეულით) და დაბალანსებული (მოტოქვეითი და სატანკო ასეულების თანაბარი რაოდენობით). გაძლიერების სახით ჯგუფს შეიძლება მიეცეს თვითმავალი საზენიტო დანადგარების “ვულკანი” ოცეული (ოთხი დანადგარი) და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “სტინგერი” სექცია (ხუთი საცეცხლე გათვლა), საინჟინრო ქვედანაყოფები (ოთხი სატანკო ხიდგამყვანი და ექვსამდე უნივერსალური საინჟინრო მიწისსათხრელი მანქანა), ქიმიური დაზვერვის ათეული და სხვა.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების გაანგარიშებით, ბტჯ-ის საბრძოლო შესაძლებლობები განისაზღვრება მისი საბრძოლო შემადგენლობით, მოქმედებათა ხასიათით, საბრძოლო მოქმედებების რაიონში ადგილმდებარეობის პირობებით, ამინდითა და დღეღამის დროით. სახელდობრ, მოტოქვეით ბტჯ-ს შეუძლია შეუტიოს 5 კმ-მდე სიგანის ფრონტზე (მოტოქვეით ბატალიონს 2-დან 3,5 კმ-მდე) და შექმნის რა სამჯერადზე მეტ უპირატესობას, გაარღვიოს მოწინააღმდეგის მომზადებული თავდაცვა 1 კმ-მდე სიგანის ზოლში. თავდაცვაში მას შესაძლოა დაენიშნოს თავდაცვის რაიონი (საცეცხლე პოზიცია ან საყრდენი პუნქტი) სიგანით 5-8 კმ (ბატალიონს 5 კმ-მდე) და სიღრმით 12 კმ-მდე (ბატალიონს 3 კმ). სატანკო ბტჯ-ის შეტევის ფრონტის სიგანე (სატანკო ბატალიონისთვის 3 კმ და მეტი), თავდაცვის რაიონის სიგანე და სიღრმე (3-5 კმ) მოტოქვეითი ბტჯ-ის ანალოგიურია.

შ ე ტ ე ვ ა წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების ძირითად სახეობას. აღინიშნება, რომ შემტევი სწრაფად უნდა მანევრირებდეს, ახორციელებდეს ღრმა გარღვევებს, წინ აღუდგებოდეს მოწინააღმდეგის საცეცლე ზემოქმედებასა და კონტრშემოტევებს, ინარჩუნებდეს შეტევის მაღალ ტემპს.

საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი შეტევითი მოქმედებების პირველ ეტაპზე (მოწინააღმდეგესთან მიახლოება და საკუთრივ შეტევა) შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლად ან ბრიგადის შემადგენლობაში, შემდეგ ეტაპებზე (წარმატების განვითარება და დევნა) – ჩვეულებრივ ბრიგადის შემადგენლობაში. გარდა ამისა, მას შეუძლია აწარმოებდეს დაზვერვას ბრძოლით, ახორციელებდეს რეიდებს მოწინააღმდეგის ზურგში, აყენებდეს ყურადღების გადამტან დარტყმებს, ასრულებდეს სადემონსტრაციო მოქმედებებს.

მოწინააღმდეგესთან მიახლოება მიზნად ისახავს მასთან უშუალო შეხების მიღწევას ან მის აღდგენას. შეტევითი მოქმედებების ეს ეტაპი ხასიათდება სისწრაფით, მოწინააღმდეგეზე საკმარისი მონაცემების არქონით და მოიცავს სალაშქრო რიგებში ქვედანაყოფების სწრაფ წინსვლას და შეტევისთვის მათ გაშლას. ასეთ პირობებში ბტჯ-ის საბრძოლო რიგები ეწყობა, როგორც წესი, კოლონებად ძლიერი სათავო (ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კი გვერდითი და ზურგის) საბრძოლო დაცვის გამოყოფით. მის შემადგენლობაში ჩვეულებრივ გამოიყოფა სადაზვერვო ოცეული, გაძლიერებული სატანკო ოცეულით. საბრძოლო დაცვა ძირითადი ძალებისგან დაშორებულია 4 კმ-მდე მანძილით, რაც ჯგუფის მეთაურს საშუალებას აძლევს დროულად შეაფასოს ვითარება, მიიღოს გადაწყვეტილება და ბტჯ-ის მთავარი ძალები გაშალოს მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებით მათი დაზიანების ზონის გარეთ.

საკუთრივ შეტევა შესაძლოა წარმოებდეს ორი ხერხით – სვლიდან ან წინასწარ მომზადებით. შეტევა სვლიდან თანამედროვე პირობებში წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ძირითად სახეობას და შეიძლება განხორციელებულ იქნას წინმომავალი ან სუსტად მომზადებულ პოზიციებზე თავდამცავი მოწინააღმდეგის მიმართ. პირველ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები კლასიფიცირდება როგორც შემხვედრი ბრძოლა, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები თავიანთი ამოცანების გადაწყვეტისკენ ისწრაფვიან შეტევით. მეორე შემთხვევაში შეტევას გააჩნია რიგი თავისებურებანი, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბტჯ-ის საბრძოლო რიგების მოწყობაზე და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საცეცხლე საშუალებების განადგურების თანამიმდევრობაზე. ითვლება, რომ საჩქაროდ თავდაცვაში გადასულ ქვედანაყოფებს 1 სთ-ის განმავლობაში შეუძლიათ ცეცხლის ეფექტური სისტემის (პირველ რიგში ტანკსაწინააღმდეგოსი) შექმნა, ტანკების შეტევის შესაძლო მიმართულებაზე დანაღმული ველების მოწყობა და მართვის სისტემის გაშლა. ამიტომ შემტევის უპირველესი ამოცანაა მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა ჩახშობა. მისი შესრულებისთვის შესაძლებელია ტანკსაწინააღმდეგო ასეულის, მხადამჭერი საარტილერიო ქვედანაყოფებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების გამოყენება. ბტჯ-ის საბრძოლო მოწყობა ამ შემთხვევაში შესაძლოა აიგოს ერთ ეშელონად, რომელშიც შედიან შემბოჭავი ჯგუფი და შემოვლის შემსრულებელი ქვედანაყოფები. რეზერვში გამოიყოფა მოტოქვეით (სატანკო) ოცეულამდე. მოტოქვეითი ჯარი მოწინააღმდეგეს უტევს ჩამოქვეითებულად ტანკების შემდეგ 300 მ დაშორებაზე. ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ქსმ) წინ მიიწევენ ქვეითი ჯარის უკან (400 მ დაშორებაზე) ან ასრულებენ თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის პოზიციის შემოვლას (ქსმ-ების მანევრული ჯგუფი) მის ზურგში გასვლის მიზნით.

წინასწარ მომზადებულ შეტევას ბტჯ აწარმოებს, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში, მოწინააღმდეგეზე, რომლის თავდაცვაც წინასწარ არის მომზადებული საინჟინრო მიმართებით და გაჯერებულია საცეცხლე და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით. ამერიკული სარდლობის შეხედულებებით, ასეთი თავდაცვის მომზდებას შესაძლოა დასჭირდეს 12 სთ და მეტი. შეტევითი მოქმედებების ასეთი ხერხით ორგანიზება ჩვეულებრივ წარმოებს სამ ეტაპად: გარღვევის უბანზე მოწინააღმდეგის იზოლირება, გარღვევა და თავდამცავი მოწინააღმდეგის განადგურება, წარმატების განვითარება. პირველ ეტაპზე ნავარაუდევია მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისა და ცოცხალი ძალის დაზიანება გარღვევის დანიშნულ ან მის მიმდებარე უბანზე, აგრეთვე სიღრმეში, საშტატო, მიცემული და მხარდამჭერი საშუალებებით, რათა გამოირიცხოს ბტჯ-ის ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების გადაჯგუფების შესაძლებლობა. მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად შეიძლება შეუტიონ გარღვევის უბნის გვერდით მიმდებარე პოზიციებსაც. მეორე ეტპზე ძირითადი ყურადღება ეთმობა მოწინააღმდეგის თავდაცვაში სუსტი ადგილების განსაზღვრას და იმ უბნის იზოლირებას, სადაც დაგეგმილია გარღვევის განხორციელება, დანაღმულ ღობურებში გასასვლელების გაკეთებას ან შემოვლის გზების ძიებასა და სხვა ღონისძიებათა ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ბტჯ-ს თავდაცვის დანიშნული უბნის გარღვევაში, და ამ გარღვევის სიღრმეში და ფლანგებისკენ გაფართოებას. მესამე ეტაპი ითვალისწინებს მოწინააღმდეგის თავდაცვაში ცალკეული ობიექტების დაპყრობას, მისი ზურგის უზრუნველყოფის სისტემის მოშლასა და რეზერვების განადგურებას.

წარმატების განვითარება და დევნა წარმოადგენს შეტევითი მოქმედებების ისეთ ეტაპებს, რომლებიც ხორციელდება მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისა და ცოცხალი ძალის განადგურების დასრულების, უზრუნველყოფის ზოლის სისტემის მოშლის, ადგილმდებარეობის (местность) საკვანძო უბნების დაპყრობისა და შეტევის მაღალი ტემპის მიღწევის მიზნით.

ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ხერხების ფარგლებში ამერიკული სარდლობა ბტჯ-თვის განიხილავს მოწინააღმდეგის წინა ხაზზე შეტევის ორ ვარიანტს: დარტყმის მიყენება ერთ მიმართულებაზე და დარტყმის მიყენება ორ და მეტ შეყრად მიმართულებაზე. ამასთან შეტევა შეიძლება წარმოებდეს ქვეითად ტანკებისა და ქსმ-ების მხარდაჭერით ან შერეული საბრძოლო მწყობრის გამოყენებით (ასეთი თანამიმდევრობით – ტანკები, ქვეითი ჯარი, ქსმ-ები ან ქვეითი ჯარი, ტანკები, ქსმ-ები).

საიმედო მართვისა და მეზობელ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფისთვის საბრძოლო ამოცანის დასმისას ბტჯ-ს მიეთითება შეტევის ობიექტი, გამყოფი ხაზები, შეტევის ზოლი და მიმართულება, შეტევის ამოსავალი (საწყისი) მიჯნა ან რაიონი და შეტევის მიჯნა.

შეტევის ობიექტი (ერთი ან ორი) ბტჯ-ს შესაძლოა დაენიშნოს წინა ხაზიდან 10 კმ დაშორებაზე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში. ამერიკელი სპეციალისტები ობიექტის ცნებაში გულისხმობენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საცეცხლე საშუალებათა განადგურებას, მისი თავდაცვის სიღრმეში ადგილმდებარეობის მომგებიანი უბნების დაპყრობასა და შენარჩუნებას.

შეტევის ამოსავალი (საწყისი) მიჯნა (исходный рубеж наступления /атаки/) განკუთვნილია შეტევის დაწყების დროის კოორდინაციისთვის. იგი უნდა განისაზღვრებოდეს ადგილმდებარეობაზე აშკარად ხილული ორიენტირებით, იყოს, როგორც წესი, შეტევის ძირითადი მიმართულებისადმი პერპენდიკულარული და მდებარეობდეს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის მწარმოებელ საშუალებათა საცეცხლე ზემოქმედების ზონის გარეთ. ბტჯ-ს შეტევის ამოსავალ მიჯნას უნიშნავს ბრიგადის მეთაური.

შეტევის მიჯნა (рубеж наступления /атаки/) ბტჯ-ის ქვედანაყოფებს ენიშნებათ მათი ძალებისა და საშუალებების მოქმედებათა შეთანხმებისთვის. ქვეითი რიგებით შეტევისას მას ამოირჩევენ მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზთან რაც შეიძლება ახლოს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში (ქსმ-ებით შეტევისას) ამთხვევენ ამოსავალ მიჯნას.

საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ქვედანაყოფების მიერ შეტევაში გამოყენებული მანევრის ძირითადი სახეობებია შემოვლა, გარღვევა და ფრონტალური შეტევა.

დიდი ყურადღება ექცევა შეტევითი მოქმედებების ღამით წარმოებას. ისინი უნდა წარმოებდეს ისეთივე ინტენსივობით, როგორც დღისით. ვარაუდობენ ქვეითი ჯარის მცირე მობილური ჯგუფების გაჟონვას მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგების გავლით მათი მომდევნო შეკრებით დანიშნულ რაიონში, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს წინა ხაზიდან 2-3 კმ დაშორებაზე. საბრძოლო ამოცანები ქვედანაყოფებს ეძლევათ ნაკლებ სიღრმეზე იმ ანგარიშით, რათა გათენებისთვის ისინი შესრულებულ იქნას, ხოლო ქვედანაყოფებმა კი შეძლონ გადაჯგუფება და დაპყრობილ მიჯნებზე განლაგება.

თ ა ვ დ ა ც ვ ა წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების სახეობას, რომელზედაც ჯარები გადადიან იძულებით, რიცხობრივად აღმატებული მოწინააღმდეგის შემოტევის ჩაშლის მიზნით, დროის მოსაგებად, არჩეულ მიმართულებაზე ძალების თავმოსაყრელად, ადგილმდებარეობის მნიშვნელოვან უბნებზე კონტროლის დასამყარებლად, შეტევაში გადასვლის წინ მოწინააღმდეგის მოქანცვისა და ტაქტიკურად მნიშვნელოვანი რაიონების შენარჩუნებისთვის.

ამერიკული წესდებები არ ითვალისწინებს თავდაცვითი მოქმედებების წარმოების ერთიან ხერხს. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პოზიციური თავდაცვა, რომელსაც აწარმოებენ ადგილის განსაზღვრული უბნის შენარჩუნების მიზნით. მისი წარმოების ძირითადი ხერხია – ცეცხლი დაკავებული პოზიციებიდან. მეორე შემთხვევაში ეს არის მობილური თავდაცვა, რომლის საფუძველსაც შეადგენს ძალებითა და საშუალებებით მანევრი შემომტევი მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგების დარღვევისა და მისი განადურების მიზნით. ერთი ან მეორე სახეობის ელემენტების სიჭარბე თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია საბრძოლო ამოცანაზე, არსებული ძალებისა და საშუალებათა შემადგენლობაზე, მათ ბრძოლისუნარიანობასა და ადგილის პირობებზე. სახელდობრ, თავდამცავი დაჯგუფების მოტოქვეით ქვედანაყოფებს შეუძლიათ დასერილ ადგილზე (на пересечённой местности) ქმნიდნენ თავდაცვის კვანძებსა და საყრდენ პიუნქტებს, ხოლო ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ტანკები კი შეადგენდნენ მოძრავ ელემენტებს.

ბტჯ თავდაცვით მოქმედებებს აწარმოებს, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში. ცაკლეულ შემთხვევებში იგი შესაძლოა აწარმოებდეს თავდაცვას დამოუკიდებლადაც (მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, მთებში, უდაბნოში, ჯუნგლებში და ა. შ.).

ბრიგადის შემადგენლობაში თავდაცვის წარმოებისას ბტჯ შეიძლება მოქმედებდეს პირველ ეშელონში ან იყოს მისი ზოგადსაჯარისო რეზერვი. ბრძოლის პერიოდში მას შესაძლოა დაენიშნოს თავდაცვის რაიონი, საბრძოლო პოზიცია ან საყრდენი პუნქტი. თავდაცვის რაიონი აღწევს 5-8 კმ ფრონტში და 8-12 კმ სიღრმეში. ასეთ რაიონში თავდაცვის წარმოებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას საბრძოლო მოქმედებების მობილური ხერხი. ამ შემთხვევაში ბტჯ-ის საბრძოლო რიგები ეწყობა ერთ-ორ ეშელონად საბრძოლო დაცვისა და რეზერვის გამოყოფით.

საბრძოლო პოზიციის თავდაცვის ორგანიზებისას (5-8 კმ ფრონტში და 5 კმ სიღრმეში) ბტჯ-ის საბრძოლო რიგები ჩვეულებრივ ეწყობა ერთ ეშელონად (სამ-ოთხ საასეულო ტაქტიკურ ჯგუფამდე) ოცეულის შემადგენლობის რეზერვის გამოყოფით.

საყრდენი პუნქტის თავდაცვაში ბტჯ-ის მოქმედებათა მთავარი მიზნებია: ადგილმდებარეობის შენარჩუნება, მოწინააღმდეგის სატანკო ქვედანაყოფებისთვის ზიანის მიყენება და მათი წინსვლის აღკვეთა, მათი იძულება მთავარი დარტყმის მიმართულების შესაცვლელად. საბრძოლო მოქმედებათა ჩანაფიქრის მიხედვით, საყრდენი პუნქტი იქმნება ბრიგადის თავდაცვის ზოლში უშუალოდ წინა ხაზზე ან სიღრმეში. საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს შეუძლია ასევე საყრდენი პუნქტის დაკავება დასახლებული პუნქტის ან ადგილმდებარეობის საკვანძო პუნქტის თავდაცვისას. ქვედანაყოფების განაწილება საყრდენი პუნქტის თავდაცვაში შეიძლება ხორციელდებოდეს ორ ვარიანტად: მთელი არსებული ძალები და საშუალებები პოზიციას იკავებენ საყრდენი პუნქტის ფარგლებში, ხოლო სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები, აგრეთვე მოტოქვეითი ქვედანაყოფების ქსმ-ების მანევრული ჯგუფები განლაგდებიან მის გარეთ. საყრდენი პუნქტი მზადდება საინჟინრო მიმართებით. არსებული ნორმატივებით ბტჯ-ს შეუძლია მოწინააღმდეგის ორი მოტომსროლელი (სატანკო) პოლკის იერიშის მოგერიება. ამისთვის საჭიროა არანაკლებ სამი დღეღამისა.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციისა და უწინარეს ყოვლისა “ღრმა დაზიანების” ძირითადი პრინციპების სარეალიზაციოდ ვარაუდობენ ბტჯ-ის (როგორც წესი, სატანკოსი) გამოყენებას ტაქტიკური მანევრული ჯგუფის სახით, რისთვისაც ტოვებენ შეტევაში გადმოსული მოწინააღმდეგის ზურგში. ამ მიზნით მოწინააღმდეგესთან შეხების გარეშე თავდაცვის ორგანიზაციის პერიოდში ბრიგადის მეთაურს ფარულად გაჰყავს საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი წინასწარ შერჩეულ რაონში დაფარვის ჯარების პოზიციებსა და წინა ხაზს შორის ამ უკანასკნელიდან 10 კმ დაშორებაზე. მისი განლაგების რაიონად აირჩევა ის უბანი, რომელიც არ მდებარეობს მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შემოტევის სავარაუდო მიმართულებაზე. თავდაცვითი ბრძოლის გაჩაღებისა და ბრიგადის თავდაცვის ძირითად რაიონში მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის შემოჭრისას ზემოაღნიშნული ტაქტიკური მანევრული ჯგუფი აწარმოებს კონტრშეტევას მოწინააღმდეგის ზურგში და ფლანგზე მისი მეორე ეშელონისა და საარტილერიო ქვედანაყოფების დაზიანების, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის სისტემის მოშლის მიზნით.

III. 8. აშშ “მძიმე” დივიზიის საბრძოლო ბატალიონები ბრძოლის ძირითად სახეობებში

ბრიგადის ქვემდგომი საჯარისო რგოლია ბატალიონი. იგი წარმოადგენს აშშ არმიის ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფს. “მძიმე” დივიზიაში არის ორი ტიპის საბრძოლო ბატალიონები – მოტოქვეითი და სატანკო.

მოტოქვეითი ბატალიონი (motorized infantry battalion) ორგანიზაციულად შედგება შტაბისა და ექვსი ასეულისგან (საშტაბო, ოთხი მოტოქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო). სულ მოტოქვეით ბატალიონში არის პირადი შემადგენლობის 896 ადამიანი, 54 ქსმ M2 “ბრედლი”, 6 საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა (ბდმ) M3 “ბრედლი”, 23 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1/A2, 12 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) M901, 6 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1, 110-ზე მეტი ავტომობილი, 250-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

შ ე ტ ე ვ ა შ ი მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებს, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში, პირველ ან მეორე ეშელნში (რეზერვში), მთავარ ან მეორეხარისხოვან მიმართულებაზე. ცალკეულ შემთხვევაში ბატალიონი საბრძოლო ამოცანას შესაძლოა ასრულებდეს დამოუკიდებლადაც. ამერიკული წესდების თანახმად მოტოქვეითი ბატალიონი შეიძლება უტევდეს 2-3,5 კმ სიგანის ფრონტზე, ცალკეულ შეხვევაში კი 5 კმ-მდეც (ასეულებს შორის შუალედების გადიდების ხარჯზე). ბატალიონს დაენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები), რომელთა დაშორებაც წინა ხაზიდან შესაძლოა აღწევდეს 3-4 და 6-8 კმ-ს. ბატალიონის შემადგენლობაში მეოთხე ასეულის დამატება საშუალებას აძლევს მას შეუტიოს ერთდროულად ორ ობიექტს.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებს ბრიგადის შემადგენლობაში, იმყოფება რა მის პირველ ან მეორე ეშელონში (რეზერვში). იგი შესაძლოა ასეულებდეს დამოუკიდებელ ამოცანასაც საერთო დაცვის ძალების შემადგენლობაში წინა ხაზიდან 8-10 კმ დაშორებაზე ან დაფარვის ჯარების შემადგენლობაში 25 კმ და მეტ დაშორებაზე. თავდაცვის ორგანიზებისთვის მოტოქვეითი ბატალიონი შესაძლოა გაძლიერებულ იქნას სატანკო, საინჟინრო, საარტილერიო და სხვა ქვედანაყოფებით. ბატალიონს დაენიშნება თავდაცვის რაიონი სიგანით 5 კმ-მდე და სიღრმით 3 კმ-მდე.

სატანკო ბატალიონი (tank battalion) შედგება შტაბისა და ხუთი ასეულისგან (საშტაბო და ოთხი სატანკო). მისი პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაა 523 ადამიანი, შეიარაღება: 58 ტანკი M1/M1A1 “აბრამსი”, 6 ბდმ M3 “ბრედლი”, 11 ჯტრ M113A1/A2, 6 106,6-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1, დაახლოებით 90 ავტომობილი, 170-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

ამერიკულ საველე წესდებებში აღინიშნება, რომ სატანკო ბატალიონს შეუძლია აწარმოებდეს ბრძოლას ბრიგადის შემადგენლობაში, იმოქმედებს რა მის პირველ ან მეორე ეშელონში, მთავარ ან, იშვიათად, მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, რეზერვში ან დაფარვის ჯარებში. ზოგიერთ შემთხვევაში ბატალიონი საბრძოლო ამოცანას შეიძლება ასრულებდეს დამოუკიდებლადაც. ბატალიონის საბრძოლო მოქმედებებს შესაძლოა მხარს უჭერდეს 155-მმ თვითმავალი ჰაუბუცების ბატარეა და (ან) დამრტყმელი ვერტმფრენების ქვედანაყოფი.

შ ე ტ ე ვ ა შ ი სატანკო ბატალიონის ფრონტის სიგანე შესაძლოა იყოს 3 კმ და მეტი, ცალკეულ შემთხვევებში კი 5 კმ-დეც. უახლოესი ამოცანა (ობუექტი) დაენიშნება 4-5 კმ სიღრმეში, მომდევნო 8-10 კმ-მდე. ბატალიონის წინასაბრძოლო და საბრძოლო რიგებში გაშლის მიჯნები შეადგენს მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზიდან შესაბამისად 5-6 და 2-3 კმ-ს, შეტევაში გადასვლის მიჯნები – არანაკლებ 1 კმ-ისა. ბრიგადის პირველ ეშელონში მოქმედ სატანკო ბატალიონს შეუძლია თავისი რიგების მოწყობა ერთ, ორ ან სამ ეშელონად, შვერით მარცხნივ ან მარჯვნივ, კუთხით წინ ან უკან. ისევე, როგორც მოტოქვეითი ბატალიონის შემთხვევაში, მეოთხე ასეულის დამატება განპირობებულია იმით, რომ სატანკო ბატალიონს შეეძლოს შეტევა ერთდროულად ორ ობიექტზე.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი სატანკო ბატალიონს დაენიშნება ფრონტსა და სიღრმეში 3-5 კმ ზომის რაიონი. საბრძოლო რიგები ეწყობა ორ ეშელონად. მეორე ეშელონის ქვედანაყოფებს დაენიშნებათ (მიეთითებათ) კონტრშეტევების მიჯნები. მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობის შემთხვევაში ბატალიონის თავდაცვის წინა ხაზიდან 9 კმ-მდე დაშორებაზე ეწყობა საბრძოლო დაცვის პოზიციები. სატანკო ბატალიონი შესაძლოა გაიგზავნოს წინ უზრუნველყოფის ზოლში დივიზიის თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა ხაზიდან 15-50 კმ დაშორებაზე – დაფარვის ჯარების შემადგენლობაში მოქმედებებისთვის.

ბატალიონის ქვემდგომი საჯარისო რგოლია ასეული.

მოტოქვეითი ასეული (motorized infantry company) შედგება მართვისა და სამი მოტოქვეითი ოცეულისგან. იგი მოითვლის პირადი შემადგენლობის 116 ადამიანს, 13 ქსმ M2 “ბრედლის”, ერთ ჯტრ M113A3-ს, 9 მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) “დრაკონი” გასაშვებ დანადგარს (გდ), 18 40-მმ ხელის ყუმბარსატყორცნს, 72 საიერიშო შაშხანას M16A2, 9 7,62-მმ ტყვიამფრქვევს M60, 18 5,56-მმ ტყვიამფრქვევს M249, 28 რადიოსადგურსა და სხვა შეიარაღებას.

მოტოქვეით ასეულს ბრძოლის წარმოება შეუძლია მოტოქვეითი ბატალიონის პირველ ან მეორე ეშელონში, რეზერვში ან კიდევ იგი შეიძლება მიეცეს სატანკო ბატალიონს ერთობლივი მოქმედებებისთვის.

შ ე ტ ე ვ ა შ ი მოტოქვეითი ასეულის ფრონტის სიგანეა 1,2-1,5 კმ. მას დაენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები) შესაბამისად 1,5-2 და 3-4 კმ სიღრმეში. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს, როგორც წესი, ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით. მოწინააღმდეგეზე ქვეითი ხერხით შეტევისას ქსმ-ები შესაძლოა გამოიყოს ცალკე მანევრულ ჯგუფში, რომელიც იმოქმედებს ქვეითი ჯარის ხაზის უკან 400 მ დაშორებაზე ან მოახდენს შემოვლას მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების ფლანგსა და ზურგში გასვლის მიზნით. მოტოქვეითი ასეული შესაძლოა გაძლიერებულ იქნას სატანკო ოცეულით, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს (გზრკ) “სტინგერების” საცეცხლე გათვლით, მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით, ასევე მას შეიძლება მხარი დაეჭიროს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეით.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი მოტოქვეითი ასეულის ზოლის სიგანეა 1,5 კმ-მდე, სიღრმე 1,1 კმ-მდე. ამ ფართობზე ეწყობა 300-400 მ სიგანისა და 200 მ-მდე სიღრმის საოცეულო საყრდენი პუნქტები. ქსმ-ებისთვის იქმნება ძირითადი და სათადარიგო პოზიციები, რომელთა შორის დაშორებაა 100-150 მ. მობილური თავდაცვის წარმოებისას ქსმ-ები შესაძლოა გამოყოფილ იქნას ცალკეულ სამანევრო ჯგუფში კონტრდარტყების მისაყენებლად. ასეული საბრძოლო რიგებს ჩვეულებრივ აწყობს ორ ეშელონად. მიცემული ტანკები რაიონში ისე უნდა იქნან განლაგებული, რომ მათ უზრუნველყონ პირველი ეშელონის საცეცხლე მხარდაჭერა და მონაწილეობა მიიღონ ასეულის ან ბატალიონის კონტრშეტევაში. უშუალო დაცვა იგზავნება წინა ხაზიდან 500 მ-მდე დაშორებაზე.

სატანკო ასეული (tank company) შედგება მართვისა და სამი სატანკო ოცეულისგან. იგი მოითვლის პირადი შემადგენლობის 61 ადამიანს, 14 ტანკს M1/M1A1 “აბრამსი”, ორ ავტომობილს, 16 რადიოსადგურსა და სხვა შეიარაღებას.

სატანკო ასეულს ბრძოლის წარმოება შეუძლია ბატალიონის პირველ ან მეორე ეშელონში, რეზერვში, აგრეთვე იგი შეიძლება მიეცეს მოტოქვეით ბატალიონს ერთობლივი მოქმედებებისთვის.

შ ე ტ ე ვ ა შ ი სატანკო ასეულის ფრონტის სიგანეა 1,5 კმ. მას დაენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები) შესაბამისად 3 და 5 კმ სიღრმეში. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს, როგორც წესი, ერთ ეშელონად (ოცეულების საბრძოლო ხაზი). საჭიროების შემთხვევაში სატანკო ასეული შეიძლება გაძლიერებულ იქნას მოტოქვეითი ოცეულით, გზრკ “სტინგერების” საცეცხლე გათვლით, მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით, აგრეთვე მას შესაძლოა მხარი დაეჭიროს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეით.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი სატანკო ასეულს შეიძლება დაენიშნოს რაიონი ფრონტსა და სიღრმეში 1,5 კმ-მდე ზომებით. ამ ფარგლებში ეწყობა 700 მ სიგანისა და 500 მ სიღრმის საოცეულო საყრდენი პუნქტები. ტანკებისთვის იქმნება ძირითადი და სათადარიგო საყრდენი პოზიციები, რომელთა შორის მანძილებია 100-200 მ, აგრთვე მათ მახლობლობაში თავშესაფრები პირადი შემადგენლობისთვის. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს ჩვეულებრივ ორ ეშელონად. უშუალო დაცვა იგზავნება წინა ხაზიდან 500 მ დაშორებაზე.

IV. აშშ “მძიმე” ფორმირებების საჰაერო თავდაცვა

“მძიმე” ფორმირებების საჰაერო თავდაცვა (Air Defense) ითვალისწინებს ჯარებისა და ობიექტების დაცვას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ავიაციის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ვერტმფრენების დარტყმებისგან. მისი ამოცანაა საჰაერო მოწნააღმდეგის მოქმედებათა ეფექტურობის ისეთ დონემდე შემცირება, რომელიც მისცემდა ჯარებს ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისა და მათზე დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულების შესაძლებლობას.

საარმიო კორპუსის მოწყობის ზოლში მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების ძირითადი ობიექტებია პირველი ეშელონის დივიზიები, მეორე ეშელონი (რეზერვები), საველე არტილერიის დაჯგუფება, მართვის პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები, ზურგის მნიშვნელოვანი ობიექტები, ინფრასტრუქტურის ელემენტები (აეროდრომები, ხიდები, გვირაბები, მშრალ და წყლის დაბრკოლებებზე გადასასვლელები, სარკინიგზო კვანძები და სხვა). ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ობიექტებს, რომლებსაც პირველ რიგში იფარავენ საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებები, წარმოადგენს ჯარების მართვის პუნქტები, საარმიო ავიაცია, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრ) “ატაკმსისა”და ზცრს MLRS-ის პოზიციები.

სულ საარმიო კორპუსის მოქმედების ზოლში შეიძლება იყოს ბატალიონის (დივიზიონის) ტიპის დაახლოებით 130 და ასეულის (ბატარეის) ტიპის 450-მდე ობიექტი. მათი საჰაერო თავდაცვა ხორციელდება კორპუსის საშტატო და ზემდგომი საჯარისო ინსტანციიდან მიღებული საზენიტო საშუალებებითა და გამანადგურებელ ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით.

საარმიო კორპუსის ჰთ-ის საშტატო საშუალებებია მასში შემავალი დივიზიებისა და ცალკეული ნაწილების საზენიტო არტილერია და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ზრკ), აგრეთვე ჰთ ბრიგადის საშუალებები, თუკი ასეთი შედის კორპუსში. სახელდობრ, მთავარ მიმართულებაზე მოქმედებისას კორპუსს შესაძლოა მიეცეს ჰთ-ის ბრიგადა ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” სამი-ოთხი დივიზიონისა და “ჩაპარელ-ვულკანების” ერთი-ორი შერეული დივიზიონის შემაგენლობით, ხოლო დიდ სიმაღლეებზე მფრენი ზებგერითი საჰაერო მიზნებისგან კორპუსის დასაფარავად შეიძლება გამოყოფილ იქნას საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) სახმელეთო ჯარების სარდლობის განკარგულებაში არსებული ზრკ “პეტრიოტების” ერთი-ორი დივიზიონი. გარდა ამისა, “მძიმე” დივიზიების, ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკისა და ცალკეული ბრიგადების ჰთ-ის საშტატო ქვედანაყოფები შედგება დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის საშუალებების – ზრკ “ჩაპარელებისა” და “ავენჯერების”, თზდ “ვულკანების”, გზრკ “სტინგერების” უფრო მცირე ქვედანაყოფებისგან.

ამრიგად, აშშ საარმიო კორპუსის მოწყობის ზოლში სულ შეიძლება მოითვლებოდეს 98 ზრკ “პეტრიოტი”, 75-102 ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქი”, 72-120 ზრკ “ჩაპარელი” და “ავენჯერი”, 72-120 თზდ “ვულკანი” და 400-450 გზრკ “სტინგერი” (საცეცხლე გათვლა).

ზრკ “პეტრიოტების” დივიზიონი (battalion) შედგება მართვის, ექვსი ბატარეისა და მომსახურების ქვედანაყოფებისგან. ეს დივიზონები იშლება კომუნიკაციების ზონაში ან კორპუსის ზურგის რაიონში მხარეთა შეხების ხაზიდან 40-50 კმ დაშორებაზე და ჯარებსა და ზურგის ობიექტებს იფარავს საშუალო და დიდ სიმაღლეებზე (24 კმ-მდე) მფრენი ავიაციის, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების დარტყმებისგან. თითოეულ ზრკ-ს შეუძლია რებ საშუალებათა ფართო გამოყენების პირობებში ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად ცხრა მიზანს, ხოლო თითოეულ დივიზიონს კი შეუძლია ცეცხლის დაშენა ერთდროულად 48-54 საჰაერო მიზანზე.

ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონებს გააჩნიათ ორი ტიპის ორგანიზაცია: სამბატარეანი და ოთხბატარეანი შემადგენლობისა. პირველი ტიპის დივიზიონში თითოეული ბატარეა შედგება ძირითადი და ორი მეწინავე საცეცხლე ოცეულებისგან და შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად 0,03-18 კმ სიმაღლეებზე მფრენ ცხრა მიზანს. მეორე ტიპის დივიზიონის თითოეულ ბატარეაში არის ორი ოცეული: ძირითადი და მეწინავე, რომლებსაც შეუძლიათ ცეცხლის დაშენა ერთდროულად რვა საჰაერო მიზნისთვის. ამრიგად, ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” თითოეულ დივიზიონს ორგანიზაციის ტიპის მიხედვით შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად 27 ან 32 საჰაერო მიზანს.

ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზონები განლაგდება უპირატესად დივიზიებისა და კორპუსების ზურგის რაიონებში, სადაც მონაწილეობენ ზონური საჰაერო თავდაცვის ზოგად სისტემაში, ან უშუალოდ იფარავენ კორპუსის რეზერვებს, მეორე ეშელონების ნაწილებს, მართვის პუნქტებს, ოტრ-ების პოზიციებს, საარმიო ავიაციის ბაზირების რაიონებს, საწყობებსა და სხვა ობიექტებს. ისინი ჩვეულებრივ იშლება ორ რიგად: წინა ხაზიდან 15-20 კმ და შემდეგ კი 20-40 კმ დაშორებაზე. ბატარეებს შორის ინტერვალები და დისტანციები აღწევს 20-30 კმ-ს. ასეთნაირად განლაგებული ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონები ქმნიან საჰაერო მოწინააღმდეგის დაზიანების მთლიან (უწყვეტ) ზონას 150 კმ-მდე სიღრმეზე.

დაბლამფრენ საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლას კორპუსის ინტერესებში აწარმოებენ ზრკ “ჩაპარელების” (“ავენჯერების”) და თზდ “ვულკანების” შერეული (სარაკეტო-საარტილერიო) დივიზიონები. ისინი განკუთვნილია, უწინარეს ყოვლისა, საარმიო კორპუსის საბრძოლო მოქმედებათა მართვის ცენტრის, ტაქტიკური რაკეტების სასტარტო პოზიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკორპუსო ობიექტების დასაფარავად. მათი საბრძოლო რიგები ეწყობა ისეთნაირად, რომ უზრუნველყოფდნენ არანაკლებ ორი კომპლექსის (დანადგარის) ცეცხლის თავმოყრას ნებისმიერი მიმართულებიდან მფრენ თითოეულ საჰაერო მიზანზე. ზრკ “ჩაპარელები” (“ავენჯერები”) პოზიციებს იკავებენ დასაფარავი ობიექტებიდან 4-6 კმ დაშორებაზე, თზდ “ვულკანები” 0,5-1,5 კმ-ზე.

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის ინტერესებში დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლას აწარმოებს დივიზიის საშტატო საზენიტო დივიზიონი (air defense battalion), რომელიც ორგანიზაციულად შედგება შტაბისა და ექვსი ბატარეისგან: საშტაბო, სამი შერეული თზდ “ვულკანი” – გზრკ “სტინგერების”, თითო-თითო ზრკ “ჩაპარელებისა” (“ავენჯერებისა”) და გზრკ “სტინგერების”. დივიზიონის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაა 860 ადამიანი, მათ შორის 46 ოფიცერი. მის შეიარაღებაშია: 18 ზრკ “ჩაპარელი” ან “ავენჯერი”, 36 თზდ “ვულკანი”, 75 გზრკ “სტინგერი” (საცეცხლე გათვლა), მცირე და ზღვრულად მცირე სიმაღლეებზე მფრენი საჰაერო მიზნების აღმომჩენი რადიოსალოკაციო სადგური (რლს) FAAR, 21 ჯტრ M113A3, სხვადასხვანაირი სასროლი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ავტომობილები, რდიოსადგურები და სხვა.

თზდ “ვულკანი” – გზრკ “სტინგერების” შერეული ბატარეა (battery) ორგანიზაციულად შეიცავს მართვასა და ოთხ ოცეულს: სამი თზდ “ვულკანებისა” და ერთიც გზრკ “სტინგერების”. თზდ “ვულკანების” ოცეულში არის ოთხი საცეცხლე გათვლა თითოში თითო საზენიტო დანადგარით. გზრკ “სტინგერების” ოცეულში არის სამი სექცია თითოში ხუთ-ხუთი კომპლექსით (საცეცხლე გათვლით). სულ “ვულკან-სტინგერების” შერეულ ბატარეაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 148 ადამიანი (ამათგან ცხრა ოფიცერი), 12 თზდ “ვულკანი”, 15 გზრკ “სტინგერი”, ოთხი ჯტრ M113A3, სხვადასხვანაირი სასროლი იარაღი, 39 ავტომობილი, 54 რადიოსადგური.

ზრკ “ჩაპარელების” ბატარეა ორგანიზაციულად შედგება მართვის, სამი სექციისა და ოთხი საცეცხლე ოცეულისგან. მათ შორის სამი ოცეული არის ოთხგათვლიანი შემადგენლობისა, ერთი კი ექვსგათვლიანი შემადგენლობის. თითოეულ საცეცხლე გათვლაში შედის თითო ზრკ. ამრიგად, ზრკ “ჩაპარელების” ბატარეაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 160 ადამიანი (მათ შორის ექვსი ოფიცერი), 18 ზრკ “ჩაპარელი”, ხუთი ჯტრ M113A3, ტყვიამფრქვევები, საიერიშო შაშხანები, ყუმბარსატყორცნები, 22 ავტომობილი, 64 რადიოსადგური.

გზრკ “სტინგერების” ბატარეა შედგება მართვის სექციისა და გზრკ-ების ორი ოცეულისგან. თითოეულ ოცეულში არის სამი სექცია ხუთ-ხუთი საცეცხლე გათვლით. სულ ბატარეაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 83 ადამიანი, 30 გზრკ “სტინგერი” (საცეცხლე გათვლა), სასროლი იარაღი, 40 ავტომობილი, 50 რადიოსადგური.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ საზენიტო დივიზიონისა და მასში შემავალი ბატარეების ასეთი ორგანიზაცია თანამედროვე საზენიტო საშუალებებით მათ აღჭურვასთან ერთად მნიშვნელოვნად ამაღლებს მოწინააღმდეგის საავიაციო დარტყმებისგან “მძიმე” დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვის სამედობას საბრძოლო მოქმედებათა მთელ ზოლში.

საზენიტო დივიზიონის მეთაური (იგივე დივიზიის ჰთ-ის უფროსი) ორგანიზებას უკეთებს შენაერთის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვას დივიზის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, შექმნილი ვითარების შესაბამისად და არსებული (საშტატო და მიცემული) ძალებისა და საშუალებათა გათვალისწინებით. საზენიტო ქვედანაყოფების საბრძოლო რიგების მოწყობისას ითვალისწინებენ დაფარვის მთლიანი (უწყვეტი) ზონის შექმნის აუცილებლობას ჯარების შეტევის (თავდაცვის) მთელ ზოლში. მაგრამ ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, დივიზიის ასეთი ეფექტური ჰთ-ის შესაქმნელად მხოლოდ საზენიტო დივიზიონის ძალები და საშუალებები საკმარისი არ არის. ამიტომ მიცემული საზენიტო საშუალებების გარეშე “მძიმე” შენაერთის საჰაერო თავდაცვას გააჩნია კეროვანი ხასიათი – პირველ რიგში დაიფარება დივიზიისა და ბრიგადების საკომანდო (სამეთაურო) პუნქტები, ბატალიონების საბრძოლო რიგები, საველე არტილერიის დივიზიონები, საარმიო ავიაციის ვერტმფრენების ბაზირების პუნქტები, კავშირგაბმულობის კვანძები, საწყობები, საბრძოლო მასალების შევსებისა და საწვავით გაწყობს პუნქტები. შეტევაში პირველ რიგში დაიფარება მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოქმედი ნაწილები და ქვედანაყოფები, თავდაცვაში – ზურგის ობიექტები, საველე არტილერიის ქვედანაყოფები, სამეთაურო პუნქტები და რეზერვები.

დივიზიის საჰაერო თავდაცვის ორგანიზებისას საზენიტო დივიზიონის მეთაური, ჰთ-ის საცეცხლე საშუალებათა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მობილური ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვას ახორციელებს მოძრავი საზენიტო საშუალებებით (თზდ “ვულკანები” და გზრკ “სტინგერები”), ხოლო ზრკ “ჩაპარელებით” კი იფარავს ნაკლებად მოძრავ და სტაციონარულ ობიექტებს. ზოგადი გეგმით საზენიტო საშუალებათა განაწილება შესაძლოა იყოს შემდეგი: “ვულკან-სტენგერების” თითოეული შერეული ბატარეა მიეცემა ბრიგადებს; ზრკ “ჩაპარელების” ბატარეა იფარავს დივიზიის სამეთაურო პუნქტს (ექვსდანადგარიანი ოცეულით) და ზურგის სტაციონარულ ობიექტებს; გზრკ “სტინგერების” ბატარეა გამოყოფს საცეცხლე გათვლებს საველე არტილერიის დივიზიონების დასაფარავად.

ამა თუ იმ ობიექტის დაფარვის ორგანიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დივიზიის მეთაური ღებულობს ამომდინარე შექმნილი საჰაერო და მიწისზედა ვითარების შეფასებიდან, დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებათა ხასიათიდან, საცეცხლე საშუალებების, საბრძოლო მასალების არსებობიდან და სხვა ფაქტორებიდან. ასე, ოთხბატალიონიანი შემადგენლობის ბრიგადის დასაფარავად გამოყოფილი “ვულკან-სტინგერების” შერეული ბატარეა შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი საზენიტო საშუალებების განაწილების სხვადასხვა ვარიანტებით. მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან შეტევაში გადასვლისას პირველი ეშელონის ორი ბატალიონის დაფარვა რეკომენდირებულია გზრკ “სტინგერების” ქვედანაყოფებით (ერთი სექცია ბატალიონზე), ხოლო მეორე ეშელონის თითოეული ბატალიონის დაფარვა კი თზდ “ვულკანების” ოცეულით (ორი დანადგარი პირველი ეშელონის ასეულზე). თზდ-ების მესამე ოცეულის გამოყენება ნავარაუდევია ბრიგადის სამეთაურო პუნქტისა და საზენიტო ბატარეის სამეთაურო პუნქტის ჰთ-ის უზრუნველყოფისთვის, ხოლო გზრკ-ების მესამე სექციისა კი – ბრიგადის ზურგის ობიექტების დასაფარავად.

სვლიდან შეტევის ორგანიზებისას მთავარ მიმართულებაზე მოქმედი ორი ბატალიონის დაფარვა რეკომენდირებულია თითოეულისა თზდ “ვულკანების” ოცეულით, ხოლო მეორეხარისხოვან მიმართულებაზე მყოფი მესამე ბატალიონისა – გზრკ “სტინგერების” სექციით. დანარჩენი ძალები და საშუალებები გამოიყენება ბრიგადისა და საზენიტო ბატარეის სამეთაურო პონქტებისა და ბრიგადის ზურგის ობიექტების ჰაერიდან დასაფარავად.

დივიზიის ზურგის რაიონების დაფარვისას საზენიტო საშუალებების მოქმედებათა ყველაზე უფრო მაღალი ეფექტურობა მიიღწევა ზრკ “ჩაპარელების” (“ავენჯერების”), თზდ “ვულკანებისა” და გზრკ “სტინგერების” ბაზაზე შემდგარი შერეული ქვედანაყოფების ერთობლივი გამოყენებით, რაც იძლევა ცეცხლის საკმარისად საიმედო სისტემის შექმნის შესაძლებლობას. ამიტომ ბრიგადებში ბრძოლის პედიოდისთვის შექმნილი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების დასაფარავად გამოიყოფა შერეული ქვედანაყოფები თზდ “ვულკანების” ოცეულისა და გზრკ “სტინგერების” სექციის შემადგენლობით. შეტევისას თზდ “ვულკანების” ოცეული მიეცემა პირველი ეშელონის ასეულებს (ორი დანადგარი ასეულზე), ხოლო მეორე ეშელონის ასეულების, ბტჯ-ის სამეთაურო პუნქტისა და ზურგის რაიონების დაფარვისთვის კი გამოიყენება გზრკ “სტინგერების” საცეცხლე გათვლები. თავდაცვაში თზდ “ვულკანების” ოცეული გამოიყენება ცენტრალიზებულად, ხოლო დანადგარები კი განლაგდება მოწინააღმდეგის ავიაციის თავდასხმების ყველაზე უფრო საშიშ მიმართულებაზე, ჩვეულებრივ ბტჯ-ის ფლანგებზე, ასეულებს შორის შუალედებში, აგრეთვე ისეთ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელია ეფექტური ცეცხლის წარმოება როგორც საჰაერო, ისე მიწისზედა მიზნებზეც. გზრკ-ების თითო საცეცხლე გათვლა მიეცემა ასეულებს, ხოლო ხოლო დანარჩენები კი გამოიყენება ბტჯ-ის სამეთაურო პუნქტისა და ზურგის ობიექტების დასაფარავად.

დაბლამფრენი საჰაერო მიზნების აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგურები (რლს) FAAR შესაძლოა მიცემულ ქნას საცეცხლე ბატარეების, ოცეულების ან შერეული ქვედანაყოფებისთვის, მაგრამ საჰაერო მოწინააღმდეგის დაზვერვის ყველაზე უფრო მაღალი ეფექტურობა მიიღწევა მათი ცენტრალიზებულად გამოყენებისას. მათი განლაგება რეკომენდირებულია თანაბრად დივიზიის შეტევის (თავდაცვის) მთელ ზოლში ისე, რომ შეიქმნას ამ რაიონის მთლიანი (უწყვეტი) რადიოლოკაციური ხედვა. საჰაერო მიზნების შესახებ მონაცემები გადაეცემა საცეცხლე ქვედანაყოფებსა და დივიზიონის სამეთაურო პუნქტს (ოპერატიულ ან ცეცხლის მართვის სექციებს). ორგანიზაციისა და ურთიერთმოქმედების სექციის მეშვეობით დივიზიონის სამეთაურო პუნქტზე ინფორმაცია საჰაერო მოწინააღმდეგის შესახებ მოდის საარმიო კორპუსის ჰთ-ის ნაწილებიდანაც. საჰაერო ვითარების ანალიზის შემდეგ დივიზიონის საბრძოლო მოქმედებების მართვის ცენტრიდან რადიო- და მავთულიანი კავშირგაბმულობის საშუალებებით საცეცხლე ქვედანაყოფებს ეძლევათ ბრძანება მიზნების განადურებაზე. მოწინააღმდეგის ავიაციის მასირებული თავდასხმის პირობებში დივიზიონის ყველა საზენიტო ქვედანაყოფი მზად უნდა იყოს საჰაერო მიზნების დამოუკიდებლად აღმოჩენისა და ცეცხლის წარმოებისთვის.

ზრკ “ჩაპარელების” პოზიციები შ ე ტ ე ვ ა შ ი (თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი) შეირჩევა საჰაერო მიზნების შესაძლო დაჭერის (перехват) გათვალისწინებით მოწინააღმდეგის ავიაციის თავდასხმების ყველაზე უფრო მეტად შესაძლო მიმართულებიდან, ამასთან უზრუნველყოფილ უნდა იქნას ობიექტების წრიული დაფარვა. ურთიერთმხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის დანადგარები პოზიციებს იკავებენ ერთიმეორისგან 3-4 კმ მანძილზე. საზენიტო საშუალებათა არასაკმარისი რაოდენობისას ზრკ “ჩაპარელების” საბრძოლო ქვედანაყოფების რიგები შესაძლოა მოეწყოს დაზიანების ზონების ურთიერთგადაფარვის გათვალისწინებით, რაც მიიღწევა დანადგარების ერთმანეთისგან 5 კმ-მდე მანძილებზე განლაგებით. გზრკ “სტინგერების” საცეცხლე გათვლების განლაგება მიზანშეწონილია უშუალოდ დასაფარავი ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში ან მათ უკან. ამასთან, საცეცხლე პოზიციები შეირჩევა ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად იქნას გამორიცხული მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა ზემოქმედების შესაძლებლობა. თუკი ქვედანაყოფების საბრძოლო მოწყობა და მათი დამფარავი გზრკ გათვლების რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას, საჰაერო თავდაცვა ეწყობა მეზობელი საცეცხლე გათვლების ურთიერთმხარდაჭერის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ეს მიიღწევა მათი ერთმანეთისგან 2-3 კმ-მდე დაშორებით. საცეცხლე პოზიციები უნდა უზრუნველყოფდეს დაბლამფრენი საჰაერო მიზნების ვიზუალურ აღმოჩენას არანაკლებ 6 კმ დაშორებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, საცეცხლე გათვლებს მოწყვლადობის გათვალისწინებით, გზრკ სექციების უფროსებმა შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება საცეცხლე გათვლების განთავსებაზე სადაზვერვო, საინჟინრო და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფების ჯავშანტრანსპორტერებში. ამოსავალ რაიონში გზრკ “სტინგერების” გათვლები განლაგდება მოწინააღმდეგის ავიაციის დარტყმებისგან ქვედანაყოფების წრიული დაფარვისა და მოძრაობის დაწყებისთანავე კოლონებში მათი სწრაფი ჩართვის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საცეცხლე პოზიციები ეწყობა დასაფარავი ქვედანაყოფებისგან 400-600 მ დაშორებაზე საჰაერო მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმების მიმართულებაზე.

თზდ “ვულკანების” საცეცხლე პოზიციები განლაგდება ისეთნაირად, რომ უზრუნველყოფდეს მიზნების დაჭერის შესაძლებლობას მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოქმედებათა ძირითად მმართულებებზე, ურთიერთშორის საცეცხლე კავშირის შენარჩუნებით. საზენიტო დანადგარებს შორის მანძილები ამ დროს არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ზრკ “ჩაპარელები” (“ავენჯერები”), თზდ “ვულკანები” და გზრკ “სტინგერები” გამოყენებულ უნდა იქნას ოცეულებისა და ბატარეების შემადგენლობაში, ვინაიდან ამ დროს მიიღწევა მათი მოქმედებების ყველაზე უფრო მეტი ეფექტურობა, უმჯობესდება მართვა, მაღლდება ობიექტების დაფარვის საიმედობა. საზენიტო საშუალებების საბრძოლო მოქმედებათა რაონებისა და მათი მოძრაობის მარშრუტების დანიშვნისას გაივალისწინება მათი შესაძლებლობები, აგრეთვე საჰაერო მიზნების ფარულის შემოსვლის ან მოწინააღმდეგის დესანტის გადმოსხმის სავარაუდო მიმართულებათა დაფარვის შესაძლებლობებიც.

შერეული საზენიტო ქვედანაყოფების მოქმედებებისას მიზანშეწონილი არ არის საცეცხლე საშუალებების ერთ პოზიციაზე განლაგება, ვინაიდან ეს მნიშნელოვნად დააქვეითებს არა მარტო მათ მათ საცეცხლე შესაძლებლობებს, არამედ შეამცირებს მთლიანად საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ეფექტურობასაც. ამერიკული სარდლობის შფასებით, გზრკ-ების საცეცხლე გათვლების პოზიციები ზრკ-ებისა და თზდ-ების პოზიციებსგან დაშორებული უნდა იყოს 1,5-2 კმ-ით, ხოლო თზდ-ებისა ზრკ-ებისგან 1 კმ-ის ფარგლებში. ასეთ პირობებში უზრუნველყოფილი იქნება დაზიანების ზონების ურთიერთგადაფარვა და ყველაზე უფრო სახიფათო საჰაერო მიზნებისთვის ცეცხლის ერთობლივი დაშენა. გარდა ამისა, გამოირიცხება თვითმავალი საზენიტო დანადგარების ჭურვების ტრასაზე საზენიტო-მართვადი რაკეტების თვითდამიზნებაც.

დასკვნა და მომავლის პერსპექტივები

საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზაციისა და წარმოების ზემოთ მოყვანილი ნორმები შემუშავებულ იქნა 80-იან წლებში “საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის საფუძველზე ევროპულ ომის თეატრზე უშუალო სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში. თუმცა კი მისი უმთავრესი ელემენტები (მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების გარდა) უფრო ნაკლები მასშტაბებით წარმატებით იქნა განხორციელებული ერაყის წინააღმდეგ ომშიც (1991 წლის თებერვალი).

90-იანი წლების დასაწყისიდან ევროპაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურმა ცვლილებებმა განაპირობეს დასავლეთისა და აღმოსავლეთის პირობით საზღვარზე დაპირისპირებისა და შემდეგ კი თავად ამ საზღვრის მოხსნა, პოტენციურ მოწინააღმდეგეებს შორის ბუფერული ზონის შექმნა, ჯარების საჰაერო და სახმელეთო (მიწისზედა) დაჯგუფებების მნიშვნელოვანი შემცირება, ტაქტიკური ბირთვული და ქიმიური იარაღის ევროპიდან გატანა და ა. შ. აღნიშნული ცვლილებები აისახა ომის თეატრზე სავარაუდო საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში შეიარაღებული ძალების სახეობათა გამოყენების ოპერატიულ-ტაქტიკურ კონცეფციებზეც. ამის დადასტურებას წარმოადგენს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებული რომში 1991 წლის ნოემბერში კავშირის საბჭოს სესიაზე მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მიერ.

ამავე დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სპეციალისტებზე დიდი გავლენა მოახდინა სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში შეერთებული შტატების მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის იარაღის მაღალმა ეფექტურობამ. საერთო შეფასებით მაღალი სიზუსტის იარაღი დამაზიანებელი მოქმედებით ფაქტიურად უტოლდება ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ხოლო მისი გამოჩენით კი იცვლება თანაფარდობა შეტევასა და თავდაცვას შორის. მომავალში თავდაცვაში მყოფ მხარეს, მის შეიარაღებაში არსებული მაღალი სიზუსტის სისტემების გამოყენებით აუნაზღაურებელი ზარალის მიყენება შეეძლება მოწინააღმდეგის შემომტევი ძალებისთვის ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებებში მათ შემოყვანამდე, ხოლო ასეთი იარაღის მქონე შემომტევი მხარე კი შეეცდება საპასუხო დარტყმების მოყენებას. შესაბამსად მნიშვნელოვნად შეიცვლება “შეტევისა” და “თავდაცვის” ცნებები და განსხვავება მათ შორის გარკვეული აზრით წაიშლება. ახლა ნებისმიერი მხარე შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებასა და შენარჩუნებას (ამისთვის აუცილებელი აღარ იქნება შეტევაში გადასვლა).

დასავლური წყაროები აღნიშნავენ, რომ სახელდობრ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის აზრით, მომავალი ომის მსვლელობისას განხორციელდება მაღალი ინტენივობის სწრაფი საჰაერო-სახმელეთო ოპერაციები, რომლებიც მოიცავენ დიდ სივრცეებს კოსმოსის ჩათვლით.

ტაქტიკური დონის საბრძოლო მოქმედებები გახდება უწინდელზე უფრო მეტად დაძაბული და ექნება კეროვანი ხასიათი. ფრონტის ხაზი გაქრება და ისეთი მოძველებული ცებები, როგორიცაა “თავდაცვის წინა ხაზი”, “საკუთარი ჯარების წინა ხაზი” და “მოწინააღმდეგის ჯარების წინა ხაზი” შეიცვლება ცნებით “საბრძოლო მოქმედებების ზონა”. გაქრება აგრეთვე ღრმა ზურგის ცნებაც. შეტევა გადაიქცევა თავდაცვის ნაწილად.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი შეხედულებები ექნებათ დასავლელ სამხედრო სპეციალისტებსაც. ისინი მომავალში საფუძვლად უნდა დაედოს სახმელეთო ჯარებისა და სახელდობრ მის “მძიმე” ფორმირებათა საბრძოლო გამოყენების ახალ ოპერატიულ-ტაქტიკურ კონცეფციებს, რომლებიც ექსპერტების აზრით იქნება ძირითადად ევოლუციური ხასიათის და მათში განსაზღვრული იქნება ამ ფორმირებათა გამოყენების ხერხები 2000 წლამდე და მის შემდეგაც.

ირაკლი ხართიშვილი
23. 01. 1996

ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ცნობარში The Military Balance 1993-1994, ჟურნალების NATO Review და Зарубежное Военное Обозрение სხვადასხვა წლების ნომრებში, აგრეთვე სრულიად რუსეთის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (ВИНИТИ) პერიოდული გამოცემის Зарубежная Печать об Экономическом, Научно-Техническом и Военном Потенциале Государств – Участников СНГ и Технических Средствах их Выявления, 1992 წლის ნომრებში გამოქვეყნებული მასალები.

ავტორი მადლობას უხდის ყველა კერძო პირსა და ორგანიზაციას აღნიშნული მასალების მოწოდებისთვის.

აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება

(ნაწილი I)

(ნაშრომი გამოქვეყნებულ იქნა საქართველოს პარლამენტის კვლევითი სასახურის კვლევითი ნაშრომის სახით 1996 წლის 23 იანვარს. თავისი შედარებით დიდი მოცულობის გამო იგი განკუთვნილი იყო, არა დეპუტატთა მთელი კორპუსისთვის, არამედ უპირატესად თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტისთვის, აგრეთვე შესაბამისი ორგანოებისთვის როგორც საქართველოს პრეზიდენტის აპარატში, ისე თავდაცვის სამინისტროშიც. ახლა ნაშრომს ვაქვეყნებთ მცირე სარედაქციო შესწორებებითა და დამატებებით, სახელდობრ დამატებულია ცალკეული სამხედრო ტერმინები რუსულ ენაზე, რაც თავდაპირველ ვარიანტში არ ყოფილა.)

შესავალი

აშშ “მძიმე” ფორმირებებს მიეკუთვნება მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიები, რომელთა საფუძველზეც იქმნება საარმიო კორპუსები. 80-იანი წლების მეორე ნახევარში აშშ სახმელეთო ჯარებში იყო 14 “მძიმე” დივიზია (heavy division – 10 რეგულარულ ჯარებში და ოთხიც არმიის ეროვნულ გვარდიაში)*, რომელთაგან ოთხი (ორი მექანიზებული ქვეითი და ორიც ჯავშანსატანკო) დისლოცირებული იყო გფრ-ის ტერიტორიაზე, დანარჩენი კი აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში. ევროპაში უშუალო სამხედრო დაპირისპირების პირობებში ეს დივიზიები ძირითადად განკუთვნილი იყო ევროპულ ომის თეატრზე სამოქმედოდ, სადაც არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა, ხოლო ადგილმდებარეობის პირობები კი იძლევა ღრმად ეშელონირებული მექანიზებული და ჯავშანსატანკო დაჯგუფებების შექმნის შესაძლებლობას. თუმცა კი აშშ “მძიმე” ფორმირებები წარმატებით იქნა გამოყენებული ერაყის წინააღმდეგ ომშიც (1991 წლიე თებერვალი). (*შენიშვნა: უფრო დაწვრილებით აშშ “მძიმე” დივიზიების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურისა და შეიარაღების შესახებ იხ. ჟურნალი “მხედარი”, 1994, # 1-4 /ეს წერილი ასევე დადებული გვაქვს ბლოგზე სათაურით “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია /ბრძოლა/ კონცეფციის რეალიზაციის პირობები”/. აშშ შეიარაღებულ ძალებში ტერმინი არმია /Army/ აღნიშნავს სახმელეთო ჯარებს, უფრო მეტად კი მის რეგულარულ კომპონენტს. მზადმყოფი რეზერვის /Ready Reserve/ – არმიის ეროვნული გვარდიისა /Army National Guard – ANG/ და არმიის რეზერვის /Army Reserve – AR/ ფორმირებები საბრძოლო და სამობილიზაციო მზაყოფნის მხრივ ჩამოუვარდებიან რეგულარულ სახმელეთო ჯარებს. ისინი განკუთვნილია მობილიზაციის შემთხვევაში რეგულარული არმიის შემადგენლობაში გადაცემისთვის და ასევე ახალი ფორმირებების შესაქმნელად).

90-იანი წლების დასაწყისში ევროპაში გლობალური ომის საშიშროების შენელების შემდეგ აშშ სახმელეთო ჯარებში გატარებულ იქნა სათანადო შემცირებები. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1993 წელს აშშ არმიაში მოითვლებოდა 11 “მძიმე” დივიზია (შვიდი რეგულარულ ჯარებში, ოთხი არმიის ეროვნულ გვარდიაში), რომელთაგან ორი (მე-8 მექანიზებული და მე-3 ჯავშანსატანკო), აგრეთვე 11-ე ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (ცჯკპ) და მათ საფუძველზე შექმნილი მე-5 საარმიო კორპუსი დისლოცირებული იყო გერმანიის ტერიტორიაზე. კორპუსის შტაბი იმყოფება ქ. მაინის ფრანკფურტში, მე-8 მექანიზებული დივიზია ქ. ბად-კრაიცნახში, მე-3 ჯავშანსატანკო დივიზია ქ. მაინის ფრანკფურტში, 11-3 ცჯკპ ქ. ფულდაში. როგორც ადრე, “მძიმე” ფორმირებების უდიდესი ნაწილი განლაგებულია აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში და განკუთვნილია პირველ რიგში ჯარების ევროპული დაჯგუფების გაძლიერებისთვის ომის ან კრიზისული სიტუაციის წარმოქნის შემთხვევაში, აგრეთვე “სწრაფი გაშლის ძალებში” ან სხვა საომარ მოქმედებათა თეატრებზე სამოქმედოდ.

I. აშშ სახმელეთო ჯარების ფორმირებათა საბრძოლო გამოყენების საფუძვლები

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” (Airland Battle) კონცეფციის* შესაბამისად, თანამედროვე ზოგადსაჯარისო ოპერაცია ითვალისწინებს მოწინააღმდეგის ერთდროულ დაზიანებას მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში. ამ მიზნით პირველ რიგში ამოქმედდება დაზვერვისა და მიზანჩვენების მაღალეფექტური საშუალებები, მართვისა და კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და მდგრად მართვას, აგრეთვე დროის რეალურ მასშტაბში მონაცემების გადაცემას. ასეთ პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს აღნიშნული კონცეფციის ისეთი შემადგენელი დებულებები, როგორებიცაა ინიციატივა, მოქმედებათა სიღრმე, სისწრაფე და შეთანხმებულობა (*შენიშვნა: ამ კონცეფციის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ჟურნალი “მხედარი”, 1993, # 1-2; აგრეთვე ეს წერილი დადებული გვაქვს ბლოგზეც სათაურით “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია /ბრძოლა/”).

საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ოპერაციის შემადგენელი ნაწილებია მარში, შემხვედრი ბრძოლა, შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები. ამასთან დაკავშირებით აშშ არმიის სარდლობა ისწრაფვის იქითკენ, რათა აამაღლოს სახმელეთო ჯარების მობილურობა, მოამზადოს იგი რთულ პირობებში მარშების ჩატარებისა და ბრძოლის ველზე მანევრის უნარიანად (ოსტატურად) შესრულებისთვის. ამიტომ უკანასკნელ ათწლეულებში ჯარების საბრძოლო მომზადებისა და სხვადასხვანაირ სწავლებათა ჩატარებისას დიდი ყურადღება ეთმობა შენაერთების სამარშო მომზადებასა და სხვადასხვა სახეობათა საბრძოლო მოქმედებების წარმოების უნარის ამაღლებას. როგორც სპარსეთის ყურის რაიონში მიმდინარე ომმა და მრავალრიცხოვანმა სწავლებებმა დაადასტურა, 80-იან წლებში “არმია-90” და “დივიზია-86” პროგრამების შესაბამისად გატარებულმა “მძიმე” ფორმირებების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფამ და ახალი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით გადაიარაღებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი ბრძოლისუნარიანობის, აგრეთვე მოწინააღმდეგის ავიაციის, საჰაერო დესანტებისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების უშუალო ზემოქმედების პირობებში მნიშვნელოვან მანძილებზე მარშების წარმატებით შესრულებისა და შემხვედრი ბრძოლების წარმოების უნარის ამაღლებას.

შენაერთებისა და ნაწილების მ ა რ შ ე ბ ი (march, марш) წარმოადგენს ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ყველა სახეობის შემადგენელ ელემენტს. მათი ორგანიზებისა და ჩატარების ძირითადი მიზანია დანიშნულ რაიონში (მითითებულ მიჯნაზე) ჯარების დროულად გაყვანა მათი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებითა და მოწინააღმდეგესთან სვლიდან ბრძოლაში ჩაბმის შესაძლებლობით.

გადაადგილების პირობებისა და ვითარების, სატრანსპორტო საშუალებებისა და არჩეული წესის (ხერხის) მიხედვით, აშშ არმიაში ჯარების მიერ შესრულებული მარშები იყოფა ორ სახეობად: ადმინისტრაციულ და ტაქტიკურ მარშებად.

ადმინისტრაციული მარშები (administrative march, административный марш) გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მათი განხორციელების მსვლელობისას მოწინააღმდეგის სახმელეთო (მიწისზედა) ჯარებთან შეჯახება ნაკლებ სავარაუდოა ან სავსებით გამოირიცხება. სახელდობრ, ნაწილების წინსვლის დროს მეორე ეშელონის დივიზიების (კორპუსების) თავმოყრის რაიონებისკენ. მათი შესრულებისას მთავარი ყურადღება ეთმობა შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისა და მატერიალური ნაწილის შენარჩუნებას. ადმინისტრაციული მარშის შესრულებისთვის ერთნაირი სამარშო სიჩქარის მქონე ქვედანაყოფები ჩაირთვება, როგორც წესი, ერთ კოლონაში. სხვადასხვა სამარშო სიჩქარის მქონე კოლონებს ჩვეულებრივ ენიშნებათ სხვადასხვა მარშრუტები.

ტაქტიკური მარშები (tactical march, тактический марш) სრულდება ძირითადად მიწისზედა მოწინააღმდეგესთან შეხვედრის მოლოდინში მარშის შესრულების პერიოდში ან მითითებულ რაიონში შენაერთების (ნაწილების) მისვლისას. სახელდობრ, ფორმირებების წინსვლისას საბრძოლო მოქმედებების რაიონში კონტრდარტყმების მისაყენებლად ან საბრძოლო მოქმედებათა მწარმოებელი ჯარების ძალისხმევის გაზრდისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯარებისადმი ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა მათი მუდმივი მზაყოფნა ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისა და დასმული საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის. ამიტომ ტაქტიკური მარშის ორგანიზებისას იქმნება ისეთი სალაშქრო კოლონები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემხვედრი ბრძოლისთვის ჯარების საბრძოლო რიგებად სწრაფად გაშლას.

მარშზე ამოცანების წარმატებით შესრულება ბევრადაა დამოკიდებული მისი ჩატარების პირობებზე. ჯარების დაზიანების ძირითად საშუალებას ამ დროს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ავიაცია. ამის გათვალისწინებით შენაერთებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ ასრულებდნენ მარშს ფართო ფრონტზე განწერტილ (рассредоточенные) სალაშქრო რიგებში, უპირატესად ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში.

ამერიკულ წესდებებში აღინიშნება, რომ შენაერთებისა და ნაწილების მარში შესაძლოა დასრულდეს მათი მთავარი ძალების დანიშნულ რაიონში გამოსვლით ან შემხვედრი ბრძოლით.

შ ე მ ხ ვ ე დ რ ი ბ რ ძ ო ლ ა (encounter battle, встречный бой) ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, წარმოიქმნება მაშინ, როცა ჯარები ასრულებენ მარშს მოწინააღმდეგესთან შესახვედრად, შეტევის მსვლელობის დროს წინსვლისას მისი რეზერვების კონტრშემოტევის მოგერიებისთვის ან თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე თავისი ჯარების მიერ კონტრშეტევების (კონტრდარტყმების) მიყენებისას, როცა ეს უკანასკნელი ანვითარებს თავის შემოტევას.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, თანამედროვე, როგორც გლობალურ ისე ლოკალურ ომებში, განსაკუთრებით მათ საწყის პერიოდში, შემხვედრი ბრძოლები იქნება საკმარისად ხშირი მოვლენა. მათთვის დამახასიათებელი იქნება ჯარების დიდი ძვრადობა, მიწისზედა მოქმედებების სწრაფმდინარება, მაღალი მანევრულობა, ვითარების სწრაფი ცვალებადობა, მოწინააღმდეგეზე საჭირო ინფორმაციის არარსებობა და ბრძოლის ორგანიზაციისთვის დროის უკმარისობა.

შემხვედრ ბრძოლაში წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია ყველაზე უფრო მიზანშეწონილი სალაშქრო რიგების მოწყობა, ჯარების გაშლასა და საბრძოლო მზადყოფნაში მოწინააღმდეგის დასწრება, სვლიდან მასზე გაბედულად შეტევა, ფართო და სწრაფი მანევრის გამოყენება მოკლე ვადებში მის მიმართ უფრო ხელსაყრელი მდგომარეობის დასაკავებლად, ინიციატივის ხელში ჩასაგდებად და მოწინააღმდეგისთვის საკუთარი ნების თავზე მოსახვევად. ყველა დონის მეთაურებმა უნდა შეძლონ შემჭიდროებულ ვადებში ვითარების შეფასება, გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ხელქვეითებისთვის საბრძოლო ამოცანების დასმა, ნაწილებისა და ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებიდან გაშლა და სვლიდან მათი ბრძოლაში შეყვანა. ამასთან მეთაურები უნდა ხელმძღვანელობდნენ საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების ოთხი ფუძემდებლური პრინციპით, რომელთა არსიც მდგომარეობს ინიციატივის გამოჩენაში, მოქმედებების სიღრმეში, სისწრაფესა და შეთანხმებულობაში.

შ ე ტ ე ვ ა (offensive, наступление) წარმოადგენს ჯარების მოქმედებათა გადამწყვეტ სახეობას, ინიციატივის ხელში აღებისა და მოწინააღმდეგისთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევის ძირითად საშუალებას. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები შეტევითი მოქმედებების არსს განმარტავენ შემდეგნაირად: დარტყმა მიეყენოს მოწინააღმდეგეს მისთვის მოულოდნელი მიმართულებიდან, შემტევის სასარგებლოდ დაირღვეს ძალთა ბალანსი, წარმატების სწრაფი განვითარების ხარჯზე არ მიეცეს მოწინააღმდეგეს თავისი ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვის მთლიანობის აღდგენის საშუალება. შეტევითი მოქმედებებისას პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე და დარტყმითი დაზიანება. იგი ტაქტიკური ავიაციის, სარაკეტო და საველე არტილერიის ძალებით განხორციელებულ ღრმა საცეცხლე დაზიანებასთან ერთად მოიცავს საარმიო ავიაციის, საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და აერომობილური ფორმირებების მოქმედებებს. ძალებისა და საშუალებათა ურთიერთმოქმედება მიმართული უნდა იყოს მოწინააღმდეგის ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში მისი საკვანძო ობიექტების ერთდროული დაზიანების მიღწევაზე, რაც უზრუნველყოფს მოულოდნელობას, ძალებისა და საშუალებათა მთავარ მიმართულებაზე თავმოყრას, მოქმედებების გადამჭრელობას, გაბედულებასა და მოქნილობას.

შეტევაში გადასვლა ხდება სვლიდან (сходу) ან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან. პირველი ხერხის გამოყენება შეიძლება შეტევისას თავდაცვაში საჩქაროდ გადასულ მოწინააღმდეგეზე, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო თავდაცვითი პოზიციების სათანადო საინჟინრო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა მიმართებით მოწყობა და გამაგრება, მეორესი – შეტევაში გადასვლისას ძლიერად გამაგრებული თავდაცვის წინააღმდეგ.

შეტევაში მანევრის ძირითადი ფორმებია შემოვლა, გარღვევა და ფრონტალური შეტევა, თუმცა კი ამერიკულ სამხედრო წესდებებში განიხილება მანევრის ისეთი ფორმებიც, როგორიცაა ღრმა შემოვლა და გაჟონვა.

შემოვლა (outflanking ან envelopment, охват) მდგომარეობს ერთდროულად დარტყმების მიყენებაში უკან დახევის აღმკვეთი მიჯნის (ობიექტის) დაპყრობის მიზნით და ფრონტიდან დამხმარე დარტყმის მიყენებაში მოწინააღმდეგის დაკავებულ პოზიციაზე მისაჯაჭვად. შემოვლა შეიძლება იყოს ორმაგი (დოუბლე ენველოპმენტ, двойной охват), როცა ხდება მოწინააღმდეგის ორივე ფლანგის შემოვლა ვიწრო ფრონტზე.

შემოვლის ნაირსახეობას წარმოადგენს ღრმა შემოვლა (wide enveloping movement ან turning movement, обход), – მანევრი უფრო მეტ სიღრმეზე და დამხმარე დატრყმის მიმართულებაზე მოქმედ ძალებსა და საშუალებებთან საცეცხლე ურთიერთმოქმედების გარეთ), რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის შებოჭვისა და ალყაში მოქცევის მიზნით და ითვალისწინებს მისი თავდაცვის სიღრმეში ობიექტების დაუფლებას.

გარღვევა (break-through ან penetration, прорыв) მდგომარეობს მოწინააღმდეგის თავდაცვის შეტეხვაში არტილერიის ცეცხლით და ტაქტიკური და საარმიო ავიაციის დარტყმებით, ბირთვული და ქიმიური იარაღით (მათი გამოყენების შემთხვევაში) და ამავდროულად მოტოქვეითი და სატანკო ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეტევით მისი განლაგების სიღრმეში და ფლანგების მიმართულებით.

გაჟონვა (infiltration, просачивание) – ეს არის რაღაც შუალედური გარღვევასა და შემოვლას შორის. მისი წარმატებით ჩატარების შემთხვევაში შეიძლება მოწინააღმდეგის ჯარების განლაგებაში ხელსაყრელი პოზიციების დაკავება მისი თავდაცვის სიღრმეში ფარულად წინსვლისა და ბრძოლისგან თავის არიდების ხარჯზე. გაჟონვის განხორციელება რეკომენდირებულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მოწინააღმდეგის ჯარების საბრძოლო როგების მოწყობაში შუალედების არსებობისას და ადგილის (ადგილმდებარეობის, местность) ძნელადმისადგომ უბნებზე.

ფრონტალური შეტყევა (frontal attack, фронтальное наступление) ხორციელდება მოქმედების ზოლში სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და შესაძლოა გამოყენებულ იქნა წარმატების განვითარების, დევნისა და შემოვლის დროს.

შეტევა ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ ეტაპებს: მოწინააღმდეგესთან მიახლოება, საკუთრივ შეტევა (სვლიდან ან წინასწარ მომზადებით), წარმატების განვითარება და დევნა.

მოწინააღმდეგესთან მიახლოების ეტაპი (to close with the enemy, сближение с противником) იწყება მასთან შეხების დროებით დაკარგვისას ან შეტევითი მოქმედებების დასაწყისში. სახმელეთო ჯარების შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები მიახლოებაზე მიდიან კოლონებად, რომელთა სალაშქრო მოწყობა მოიცავს დაფარვის ჯარებს, საბრძოლო დაცვასა (მეწინავე, გვერდითი და ზურგის დაცვა) და მთავარ ძალებს.

საკუთრივ შეტევა (attack,offence, атака, наступление), როგორც წესი, წარმოადგენს მოწინააღმდეგესთან მიახლოების ლოგიკურ გაგრძელებას. შეტევა სვლიდან მიზანშეწონილად ითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე ჩამოუვარდებათ ძალებსა და საშუალებებში, საჩქაროდ გადავიდა თავდაცვაში, აგრეთვე მოულოდნელობის მისაღწევად. სვლიდან შეტევის წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღრმა ერთდროული დაზიანება, გამხორციელებული თავდაპირველად ბრძოლის ველის იზოლაციის უზრუნველყოფის, მოწინააღმდეგის მობილურობის დაქვეითებისა და თავდაცვის დასუსტების მიზნით. შემდგომში ღრმა დაზიანება უზრუნველყოფილი იქნება ჯარების წინსვლის მაღალი ტემპის შენარჩუნების, მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებების განადგურებისა და მისი თავდაცვის აღდგენის არდაშვების, საშიშ მიმართულებებზე მისი მეორე ეშელონების (რეზერვების) გამოსვლის აღკვეთის გზით.

წინასწარ მომზადებული შეტევა ჩვეულებრივ წარმოებს იმ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგის თავდაცვა მომზადებულია საინჟინრო მიმართებით და გაჯერებულია დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებებით; მოწინააღმდეგემ დაასწრო გაშლა; ადგილის (ადგილმდებარეობის) არახელსაყრელი პირობებისა და შემტევი ჯარების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სირთულეების შემთხვევაში. შეტევით მოქმედებებზე გადასვლის ასეთი ხერხი მოითხოვს დეტალურ დაზვერვას, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებების გამოყენებასა და მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად ღონისძიებების გატარებას. დასახული ამოცანების შესრულების შემდეგ შემტევ ჯარებს შეუძლიათ გამაგრდნენ დაპყრობილ მიჯნაზე და თავიანთი მოქმედებებით უზრუნველყონ ზემდომი საჯარისო ინსტანციის მეორე ეშელონის (რეზერვის) ბრძოლაში შემოყვანა ან მიიღონ ახალი ამოცანა შემდგომი შეტევის გაგრძელებაზე (წარმატების განვითარებაზე) დამოუკიდებლად ან აღნიშნულ რეზერვთან ერთად.

წარმატების განვითარება (exploitation, развитие успеха) დაიყვანება შემტევი ჯარების სწრაფ წინსვლაზე მოწინააღმდეგისწ თავდაცვის სიღრმეში. წარმატების განვითარებისას მაღალი ტემპის უზრუნველყოფა გაითვალისწინება მეწინავე ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებებით ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე, აგრეთვე საჰერო და აერომობილური დესანტების გამოყენებით.

დევნა (pursuit, преследование) წარმოადგენს შეტევითი მოქმედებების ისეთ ეტაპს, რომელიც მოიცავს წარმატების განვითარებას და მდგომარეობს მოწინააღმდეგისთვის უკანდასახევი გზის მოჭრაში, მისი დაჯგუფების დანაწევრებაში, ცალცალკე მათ გარემოცვასა და განადგურებაში.

ჯარების შეტევა შესაძლოა წარმოებდეს კოლონებად ან ხაზში. კოლონა (column, колонна) იძლევა ძალებისა და საშუალებათა დაეშელონების, აგრეთვე ძალისხმევის მოკლე ვადებში გაზრდის შესაძლებლობას, მანევრირების დროს მოქნილობის მნიშვნელოვნად გაზრდისა და ფლანგების უსაფრთხოების მაღალ ხარისხს. ძალებისა და საშუალებათა კოლონებად ეშელონირება (დაეშელონება) ითვალისწინებს სიღრმეში მათ განაწილებას. იგი გამოიყენება, როგორც წესი, ღრმად ეშელონირებულ და არასაკმარისად დაზვერილ თავდაცვაზე შეტევისას, ვიწრო უბნებზე ან შეზრუდული ხილვადობის პირობებში მოქმედებებისას, აგრეთვე მოწინააღმდეგესთან მიახლოების ეტაპზე. ხაზი (line, линия) წარმოადგენს საბრძოლო მწყობრს, რომლის დროსაც ნაწილები (შენაერთები) უტევენ გვერდიგვერდ. იგი უზრუნველყოფს ჯარების ყოველმხრივ ურთიერთმოქმედებას, სწრაფ თავმოყრასა და შუალედების გამოყენებას. ასეთი საბრძოლო მოწყობის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ უშვებს მოწინააღმდეგის კონტრშემოტევებისთვის ფლანგების მოწყვლადობას (уязвимость). იგი რეკომენდირებულია მოწინააღმდეგის მცირე სიღრმისა და სუსტად მომზადებულ თავდაცვაზე შეტევისას.

სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური ხასიათის მოსაზრებებმა შეიძლება მოითხოვოს თ ა ვ დ ა ც ვ ი თ ი (defencive, оборонительные) მოქმედებების წარმოებაც. თავდაცვა ითვლება საბრძოლო მოქმედებების იძულებით სახეობად. იგი გამოიყენება მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევის ჩაშლისთვის ან შესაჩერებლად, აგრეთვე მისთვის ინიციატივის წართმევის, დროის მოგების, ძალებისა და საშაუალებათა ეკონომიის, კონტრშეტევის მომზადებისა და მთავარ მიმართულებაზე მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მიღწევისთვის.

კონკრეტულად შექმნილი ვითარების-და მიხედვით, თავდაცვა შესაძლოა იყოს მობილური ან პოზიციური (რაიონის თავდაცვა). ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება თავდაცვითი მოქმედებების წარმოების ხერხებით, ჯარების საბრძოლო რიგების მოწყობით, ადგილის (местность) საინჟინრო აღჭურვითა და ა. შ. თავდაცვის ამა თუ იმ სახეობის არჩევა განისაზღვრება, პირველ რიგში, მიღებული ამოცანით, არსებული ძალებითა და საშუალებებით, თავდაცვაში გადასვლის პირობებითა და ადგილის ხასიათით.

ამერიკული სამხედრო წესდებების მიხედვით, მობილური თავდაცვა (mobile defense, мобильная оборона) მიზნად ისახავს არა ტერიტორიის გარკვეული უბნის შენარჩუნებას, არამედ მოწინააღმდეგის პირისპირ მდგომი ჯარების განადგურებას. ამისთვის გაითვალისწინება თავდაცვის პირველ ეშელონში ძალებისა და საშუალებათა მინიმალური რაოდენობის გამოყოფა, რომელთა მთავარი მიზანია – დროულად შეატყობინონ თავის ჯარებს შემოტევის შესახებ, აიძულონ მოწინააღმდეგე დროზე ადრე გაშალოს საბრძოლო რიგები, შეაჩერონ შემოტევა და მოახდინონ მისი ბლოკირება წინასწარ მომზადებულ რაიონში თავისი ჯარების ძირითადი ძალებით მოწინააღმდეგის შემდგომი განადგურების მიზნით. ამავე დროს თავდაცვაში მყოფი შენაერთის (ნაწილის) ძირითადი ძალები გამოყოფა მეორე ეშელონში (რეზერვში), რომელსაც დაესმება ამოცანა ყველაზე უფრო ხელსაყრელ მომენტში, ყველაზე უფრო მოსახერხებელ და წინასწარ მომზადებულ ადგილას გადავიდეს კონტრშეტევაში და გაანადგუროს თავდაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგე.

აშშ არმიის “მძიმე” ფორმირებებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დიდი საცეცხლე სიმძლავრე და მაღალი მობილურობა, რეკომენდირებულია ძირითადად სწორედ მობილური თავდაცვითი მქმედებების წარმოება.

პოზიციური (რაიონის) თავდაცვის (area defense, позиционная оборона или оборона района) მიზანია ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტების შენარჩუნება, მეწინავე მიჯნებზე მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური დაზიანების მიყენება და თავდაცვის სიღრმეში მისი შემოჭრის არდაშვება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს პოზიციის საინჟინრო აღჭურვას, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებებით გაჯერებას. ამავე დროს ძალებისა და საშუალებათა უდიდესი ნაწილი გამოიყოფა პირველ ეშელონში. მეორე ეშელონის მიზანია ზრდიდეს თავდაცვის სიღრმეს, საჭიროების შემთხვევაში ბლოკირებას უკეთებდეს და ანადგურებდეს შემოჭრილ მოწინააღმდეგეს.

ამერიკელი სამხედრო სპეციალიეტების აზრით, ასეთი თავდაცვითი მოქმედებები დამახასიათებელია ძირითადად ქვეითი და მსუბუქი ქვეითი ფორმირებებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) შენაერთებისა და ნაწილებისთვის დამახასიათებელი მაღალი საცეცხლე სიმძლავრე და მობილურობა და განკუთვნილი არიან დასერილ ადგილზე (на пересечённой местности) საშუალო და დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ გარკვეულ პირობებში “მძიმე” ფორმირებებსაც მოუხდეთ პოზიციური თავდაცვის წარმოება.

II. ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი ბრძოლის ძირითად სახეობებში

ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (ცჯკპ – armoured cavalry regiment) წარმოადგენს მეწინავე ფორმირებას საარმიო კორპუსის საბრძოლო რიგების მოწყობაში. იგი განკუთვნილია შემდეგი ძირითადი ამოცანების გადასაწყვეტად: დაზვერვის წარმოება, ბრძოლასა და ოპერაციაში ზოგადსაჯარისო შენაერთებისა და გაერთიანებების დაფარვისა და დაცვის განხორციელება, ზოგადსაჯარისო რეზერვის სახით მოქმედება, საარმიო კორპუსის ზურგის რაიონების დაცვა და თავდაცვა, დამხმარე მიმართულებაზე დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოება.

ცჯკპ ორგანიზაციულად მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, სამ სადაზვერვო ბატალიონს, საარმიო ავიაციის ბატალიონს, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონს (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონს), საზენიტო ბატარეას, სამ ცალკეულ ასეულს (სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლისა /რებ/, საინჟინროსა და მასობრივი დაზიანების იარაღისგან /მდი/ დაცვის), ზურგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონს.

სულ ცჯკპ-ის შემადგენლობაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 5092 ადამიანი, 123 ტანკი M1/M1A1 “აბრამსი”, 114 სადაზვერვო-საბრძოლო მანქანა (ბდმ) M3 “ბრედლი”, 80 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1/A2, 24 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A1/A2/A6, 18 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1/A2, 30 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) “დრაკონი” გასაშვები დანადგარი, 12 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) “ვულკანი”, 52 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (გზრკ) “სტინგერი”, 77 ვერტმფრენი (32 სადაზვერვო, 26 დამრტყმელი, 16 მრავალმიზნობრივი და სამიც რებ-ის), 1150-ზე მეტი რადიოსადგური, დაახლოებით 560 ღამური ხედვის ხელსაწყო 900-ზე მეტი ავტომობილი და სხვა შეიარაღება.

ცჯკპ წარმოადგენს საარმიო კორპუსის საჯარისო დაზვერვის ძირითად საშუალებას. სადაზვერვო ამოცანებს იგი, როგორც წესი, წყვეტს მიმართულებების მიხედვით ან მითითებულ ზოლში მოწინააღმდეგეზე ან ადგილის (ადგილმდებარეობის) ხასიათზე მონაცემების მოპოვების მიზნით, საარმიო კორპუსის მიერ შესასრულებელი საბრძოლო ამოცანების მთელ სიღრმეზე. პოლკის დაზვერვის ზოლი ჩვეულებრივ ემთხვევა საარმიო კორპუსის შ ე ტ ე ვ ი ს ზოლს და სიგანეში აღწევს 80 კმ-მდე. პოლკის მიწისზედა საშუალებებით დაზვერვის წარმოების სიღრმეა 70-80 კმ-მდე, საჰაეროთი – 150 კმ-მდე. დღეღამის განმავლობაში პოლკს შეუძლია დაზვეროს 80 ობიექტამდე. დასმულ ამოცანებს პოლკის ქვედანაყოფები ასრულებენ ბრძოლით, მეთვალყურეობით, სადაზვერვო რაზმებისა და ჯგუფების (საჰაერო და მიწისზედა) მოქმედებებით, ძიებითა და მიყურადებით.

საარმიო კორპუსის (army corps) სვლიდან შეტევის დროს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას პოლკის წინაშე ისმება ამოცანა მოვიდეს შეხებაში მოწინააღმდეგის მთავარ ძალებთან, განსაზღვროს მათი საბრძოლო შემადგენლობა, დაადგინოს თავდაცვის წინა ხაზის მოხაზულობა და საბრძოლო რიგების მოწყობა, გამოავლინოს სუსტი მხარეები მოწინააღმდეგის თავდაცვაში, გამოავლინოს მისი ცეცხლის სისტემა.

ცჯკპ-ის სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო ასეულმა ამ დროს შეიძლება გამოჰყოს ოთხ სადაზვერვო ჯგუფამდე (თითოეული ორი ტანკისა და ორი ბდმ-ის შემადგენლობით) და აწარმოოს ორი-ოთხი მარშრუტის დაზვერვა დანიშნულ ზოლში ან მიმართულებაზე. სიღრმივი დაზვერვის წარმოებისას ან შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში ასეული შესაძლოა გაძლიერებულ იქნას საზენიტო, საინჟინრო და ქიმიური ქვედანაყოფებით და შეადგინოს სადაზვერვო რაზმი, რომელიც აწარმოებს დაზვერვას ერთი მარშრუტით. ასეულის დაზვერვის ზოლი ჩვეულებრივ ემთხვევა პირველი ეშელონის ბრიგადის შეტევის ზოლს (10-15 კმ).

მოწინააღმდეგის წინა ხაზის დაუფლებისთვის კორპუსის მთავარი ძალების საბრძოლო მოქმედებებისას პოლკის ქვედანაყოფები აწარმოებენ დაზვერვას ფლანგებზე, ან იყენებენ ინტერვალებს შემტევ ნაწილებსა და შენაერთებს შორის მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში შესასვლელად. ასეთი მოქმედებების ძირითადი მიზანია, მოწინააღმდეგის კონტრშემომტევ დაჯგუფებათა შემადგენლობის, მოქმედებათა მიჯნებისა და მიმართულებების გარკვევა. საარმიო კორპუსის მთავარი ძალებით ოპერატიულ სიღრმეში წარმატების განვითარებისას ცჯკპ-ის ქვედანაყოფები აწარმოებენ იმ რაიონის დაზვერვას, სადაც კორპუსის მეთაურის შეფასებით, შემდგომი წინსვლა შესაძლოა შეჩერებულ იქნას.

საარმიო კორპუსის შეტევისთვის მზადების პერიოდში პოლკმა შეიძლება მიიღოს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან ბრძოლით დაზვერვის ჩატარების ამოცანა. იგი ტარდება მხოლოდ საარმიო კორპუსის მეთაურის მითითებით, მომზადდება და განხორციელდება კორპუსი შტაბის კონტროლქვეშ. დაზვერვა ბრძოლით წარმოებს პოლკის ქვედანაყოფების ძალებით (ასეულიდან ბატალიონამდე) ერთდროულად საარმიო კორპუსის მოქმედების ზოლის რამდენიმე მიმართულებაზე.

ცჯკპ, კორპუსის დაფარვის ჯარების (войска прикрытия) შემადგენლობაში ყოფნისას, კორპუსის მიერ ოპერატიული წარმატების განვითრების დროს, თავის საბრძოლო რიგებს აწყობს, როგორც წესი, ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით. პოლკის საბრძოლო რიგების მოწყობა უნდა უზრუნველყოფდეს მეწინავე ნაწილებისა და ქვედანაყოფების წინსვლის ძირითადი მიმართულებების დაფარვას იმ ანგარიშით, რომ თითოეულ მარშრუტზე მოდიოდეს ერთი-ორი სადაზვერვო ოცეული.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ცჯკპ-ს თავისი ორგანიზაციითა და შეიარაღებით შეუძლია დამოუკიდებელი შეტევითი მოქმედებების წარმატებით წარმოებაც დამხმარე მიმართულებებზე საარმიო კორპუსის ფლანგებსა და იმ მიმართულებებზე, სადაც მოწინააღმდეგის თავდაცვა სუსტადაა ორგანიზებული. პოლკის საბრძოლო მოწყობა პირველ რიგში დამოკიდებული იქნება მოწინააღმდეგის თავდაცვის ხასიათზე და შესაძლოა მოეწყოს ერთ ან ორ ეშელონად. საარტილერიო დივიზიონი და საარმიო ავიაციის ბატალიონი ჩვეულებრივ გამოიყენება ცენტრალიზებულად. ქვედანაყოფებს დაესმება ამოცანები ობიექტების მიხედვით. პოლკს, როგორ წესი, დაენიშნება ერთი ან რამდენიმე ობიექტი, მართვისა და ბრძოლაში შეთანხმებული მოქმედებების უზრუნველსაყოფად ბატალიონებს შეიძლება მიეთითოს შეალედური პუნქტებიც.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი ცჯკპ გამოიყენება დაზვერვის წარმოებისთვის, აგრეთვე საბრძოლო დაცვისა და კორპუსის მთავარი ძალების დაფარვის ამოცანების გადასაწყვეტად. მას ასევე შესაძლოა დაენიშნოს თავდაცვის ცალკეული უბანი, დამხმარე მიმართულებაზე. პოლკის ძირითადი ამოცანებია: მოწინააღმდეგესთან უწყვეტი შეხების დამყარება და შენარჩუნება, მთავარი და სხვა დარტყმების მიმართულებებისა და ამ მიმართულებებზე მისი ძალების შემადგენლობის გამოვლენა.

თავდაცვაში პოლკის სადაზვერვო ასეულების შემადგენლობიდან გამოიყოფა სათვალთვალო საგუშაგოები და სადაზვერვო რაზმები. მათი რაოდენობა და შემადგენლობა დამოკიდებულია მოწინააღმდეგის მოქმედებათა ხასიათზე, ადგილმდებარეობასა და თავისი ჯარების თავდაცვითი საბრძოლო რიგების მოწყობაზე.

როდესაც საარმიო კორპუსს უკავია თავდაცვა მოწინააღმდეგესთან წინასწარი შეხების გარეშე, მისი წინა ხაზის წინ იქმნება უზრუნველყოფის ზოლი 15-75 კმ სიღრმით, რომელსაც იკავებენ დაფარვის ჯარები. ჩვეულებრივ ცჯკპ წარმოადგენს ამ ჯარების საფუძველს (გარდა ამისა, მათ შემადგენლობაში შესაძლოა გამოყოფილ იქნას პირველი ეშელონის დივიზიების ქვედანაყოფებიც). დაფარვის ჯარების მთავარი ამოცანაა მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა თავდაცვის ძირითად რაიონში წინა ხაზის მოხაზულობისა და მთავარი ძალების დაჯგუფებათა შეფასებაში, მისი იძულება ნაადრევად გაშალოს თავისი ძალები და შემოუტიოს დანაწევრებული საბრძოლო რიგებით თავდაცვაში მყოფთათვის საჭირო მიმართულებაზე.

უზრუნველყოფის ზოლში საარმიო კორპუსის მეთაური დაფარვის ჯარების მოქმედებისთვის ნიშნავს, როგორც წესი, სამ პოზიციას (მიჯნას), რომლებზედაც ეწყობა საასეულო საყრდენი პუნქტები, იქმნება დანაღმული ღობურები (заграждения), მზადდება მოსაკვეთი და ცრუ პოზიციები, განისაზღვრება დისტანციური დანაღმვის რაიონები და მიჯნები. მოწინააღმდეგის შემოტევის დაწყებიდან პოლკის ქვედანაყოფები ბრძოლას აწარმოებენ თითოეულ პოზიციაზე შემკავებელი მოქმედებების მეთოდით. უპირატესობა ენიჭება მობილურ თავდაცვას, რომელიც უზრუნველყოფს პოლკის საბრძოლო შესაძლებლობების ყველაზე უფრო სრულ რეალიზაციას. უზრუნველყოფის ზოლში პოლკის ქვედანაყოფების ბრძოლას ხელმძღვანელობს კორპუსის მეთაური და მხოლოდ მისი ნებართვით ხდება პოზიციებისა და მიჯნების შეცვლა. უკანასკნელი პოზიციიდან პოლკის ქვედანაყოფები გამოჰყავთ ზურგში. წინა ხაზიდან 6-8 კმ-ით დაშორებული მიჯნიდან ცჯკპ-ის ქვედანაყოფების გამოყვანას მართავს პირველი ეშელონის დივიზიის მეთაური, იმ ზოლში, სადაც ეს ქვედანაყოფები გამოდიან.

საარმიო კორპუსის მთავარი ძალების შემადგენლობაში თავდაცვის წარმოებაზე ბრძანების მიღების შემდეგ ცჯკპ-ს შეუძლია დაიკაოს ადგილმდებარეობის მისთვის დანიშნული უბანი კორპუსის პირველ ეშელონში. ამ დროს პოლკი შესაძლოა აწარმოებდეს მობილურ ან პოზიციურ (რაიონის) თავდაცვას, როგორც წესი, დამხმარე მიმართულებაზე. ცჯკპ-ის თავდაცვის რაიონის სიგანე დამოკიდებულია მოწინააღმდეგის ძალებზე, ადგილმდებარეობაზე, არსებულ ძალებსა და საშუალებებზე, მიღებულ საბრძოლო ამოცანაზე და შეიძლება აღწევდეს დივიზიის თავდაცვის ზოლის სიგანეს.

სადარაჯო დაცვის (караульное охранение) ამოცანების შესრულებისას ცჯკპ-ის სადაზვერვო ასეულები, როგორც წესი, მიეცემა პირველი ეშელონის დვიზიების ბრიგადებს და მათი დაცვის უზრუნველყოფისთვის თითოეული ასეული გამოჰყოფს სამ სალაშქრო საგუშაგომდე – სათავო, გვერდით და ზურგის საგუშაგოებს. ისინი ბრიგადის მთავარი ძალებისგან დაშორებული არიან 3-4 კმ-ით, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი საარტილერიო მხარდაჭერა მოწინააღმდეგის შემომტევ ქვედანაყოფებთან ბრძოლაში ჩაბმისა და თავისი ნაწილებია და ქვედანაყოფების ორგანიზებულად ბრძოლაში შესვლისას.

III. მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია ბრძოლის ძირითად სახეობებში

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია (mechanized infantry /armoured/division) წარმოადგენს აშშ სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს და შედის, როგორც წესი, საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. იგი მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, ბრიგადების სამ შტაბს (საშტაბო ასეულებით), ხუთ მოტოქვეით და ხუთ სატანკო ბატალიონს (ჯავშანსატანკო დივიზიაში შესაბამისად ოთხი მოტოქვეითი და ექვსი სატანკო ბატალიონი), საველე არტილერიას, საარმიო ავიაციის ბრიგადას, საზენიტო დივიზიონს, სამ ბატალიონს (დაზვერვისა და რებ, კავშირგაბმულობის, საინჟინრო)*, ზურგის სარდლობას, ორ ცალკეულ ასეულს (მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვისა და სამხედრო პოლიციის) (*შენიშვნა: უკანასკნელი მონაცემებით აშშ “მძიმე” დივიზიაში საინჟინრო ბატალიონის ნაცვლად შეყვანილია საინჟინრო ბრიგადა). მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიაში მოითვლება პირადი შემადგენლობის დაახლოებით 17000 ადამიანი, 290 (348) ტანკი M1/M1A1 “აბრამსი”, 270 (216) ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) M2 “ბრედლი”, 118 საბრძოლო სადაზვერვო მანქანა M3 “ბრედლი”, 72 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A1/A2/A6, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) MLRS ცხრა თვითმავალი გასაშვები დანადგარი, 60 (48) თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) “თოუ” M901A1/A2, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების 276 (240) გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ) “დრაკონი”, 66 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1/A2, 18 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (ზრკ) “ჩაპარელი”, 36 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი (თზდ) “ვულკანი”, 75 გადასატანი ზრკ “სტინგერის” საცეცხლე გათვლა, საარმიო ავიაციის 127 ვერტმფრენი (მათ შორის 50 დამრტყმელი), სხვადასხვა ტიპის 4000-ზე მეტი ავტომობილი, 5000-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

გაძლიერების სახით, დასმული ამოცანის შესაბამისად, დივიზიამ კორპუსიდან შეიძლება მიიღოს 50-მდე ბირთვული საბრძოლო მასალა, ცჯკპ-ის ერთი-ორი სადაზვერვო ბატალიონი, საველე არტილერიის ბრიგადა (155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ოთხ დივიზიონამდე), სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების ასეული, ერთი-ორი საინჟინრო ბატალიონი. მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმებისგან დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაფარავად მას შეიძლება მიეცეს ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონი, “ჩაპარელ-ვულკანების” შერეული დივიზიონები და სხვა ქვედანაყოფები. გარდა ამისა, დივიზიისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად ბრძოლის ერთ დღეღამეზე შესაძლოა გამოყოფილ იქნას დაახლოებით 100 თვითმფრინავ-გაფრენა, ამათგან 10-20 საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის.

III. 1. მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის მარში

მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიას შეუძლია მარშის შესრულება საარმიო კორპუსის მთავარი ძალების შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად (რეზერვში ყოფნის დროს ან ცალკეულ მიმართულებაზე მოქმედებისას). მარშის შესასრულებლად დივიზიას ენიშნება 20-30 კმ სიგანის ზოლი, რომელშიც მიეთითება სამი-ოთხი მარშრუტი. ისინი შეირჩევა ერთიმეორისგან 4-5 კმ დაშორებით, რათა გამოირიცხოს ერთდროულად ორი სალაშქრო კოლონის დაზიანება საშუალო სიმძლავრის ერთი ბირთვული მასალის აფეთქებით. გარდა ამისა, დანიშნულ ზოლში დივიზიას მიეთითება სათადარიგო მარშრუტები, ძირითადების მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევისთვის. მოძრაობის მარშრუები შეირჩევა ისეთნაირად, რომ იყოს არა მხოლოდ მსხვილი დასახლებული პუნქტების შემოვლის შესაძლებლობა გზის არსებითად გაგრძელების გარეშე (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდროდ დასახლებული ცენტრალური ევროპის საომარ მოქმედებათა თეატრისთვის /ომთ/), არამედ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მსხვილგაბარიტიანი და მძიმე სისტემების ტრანსპორტირების შესაძლებლობაც.

აშშ სახმელეთო ჯარების საველე წესდებებში აღინიშნება, რომ მარშის უზრუნველყოფასა და ჩატარებასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მისი გულმოდგინე დაგეგმვა. დივიზიის სალაშქრო რიგების მოწყობა იგეგმება ვითარების, მიღებული ამოცანის, მეთაურის ჩანაფიქრის, დღეაღამის დროის, ადგილმდებარეობის პირობების, ჯარების მომზადების ხარისხისა და საგზაო ქსელის მდგომარეობის შესაბამისად იმ ანგარიშით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოწინააღმდეგესთან სვლიდან ბრძოლაში ჩაბმის შესაძლებლობა. მოძრაობის დაგეგმილი დროითი გრაფიკი უნდა გამორიცხავდეს ჭედვების შექმნას და უზრუნველყოფდეს მანქანების საწვავით დროულად გაწყობასა და მძღოლების დასვენებას. მარშის დაგეგვისას დივიზიის მეთაური გაიანგარიშებს სამარშო ცხრილს, რომელშიც განისაზღვრება ნაწილებისა და ქვედანაყოფების სალაშქრო მოწყობა და დროითი პარამეტრები. ამისთვის იგი იყენებს საველე ტრანსპორტაბელურ კომპიუტერს, რომელსაც ასეთი ამოცანისთვის გააჩნია სპეციალური მათემატიკური უზრუნველყოფა. გადაადგილების მსვლელობისას გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სალაშქრო ცხრილი ოპერატიულად შესაძლოა იქნას კორექტირებული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის (ეგმ, საველე კომპიუტერის) დახმარებით, ხოლო შესაბამისი განკარგულებანი გადაიცეს დაქვემდებარებულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებში.

წესდებებში აგრეთვე აღინიშნება, რომ მარშის განხორციელების სამუშაო იწყება დაზვერვის ორგანიზებითა და წარმოებით დივიზიის წინსვლის მთელ ზოლში და მის ფლანგებზე, აგრეთვე მოძრაობის ორგანიზაციით. პირველ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადაზვერვო ორგანოების აქტიურ მოქმედებას მოწინააღმდეგესთან უშუალო დაახლოების პირობებში, რათა დროულად მოუპოვონ დივიზიის მეთაურს აუცილებელი მონაცემები მოწინააღმდეგის საბრძოლო შემადგენლობაზე, დაზიანების საცეცხლე საშუალებებსა და მოქმედებათა შესაძლო ხასიათზე. ამ მიზნით დივიზიის სადაზვერვო ბატალიონისგან იქმნება სადაზვერვო რაზმები, რომლებსაც შეუძლიათ დაზვერვის წარმოება დივიზიის მთავარი ძალებისგან 50 კმ და მეტ დაშორებაზე. გარდა ამისა, გაითვალისწინება მოწინააღმდეგის სავარაუდო წინწამოსვლის გზასა და მისი შესაძლო თავმოყრის რაიონებში სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადასროლაც. სადაზვერვო ვერტმფრენები შესაძლოა გამოყენებულ იქნას დაზვერვის წარმოებისთვის კოლონების მსვლელობის წინ (150 კმ-მდე მანძილზე) და ფლანგებზე, ხოლო რადიოდაზვერვისა – ჯერ კიდევ შორეულ მოსადგომებზე მოწინააღმდეგის მომუშავე რადიოსადგურების დაჭერის მიზნით.

ტაქტიკური მარშის შესრულებისას, მოწინააღმდეგის ჯარებთან შესაძლო შეხვედრის მოლოდინში, მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია ჩვეულებრივ წინ მიიწევს სალაშქრო კოლონებად, რომელთაგან თითოეული შეიცავს ერთი და იმავე მარშრუტით მოძრავ ჯართა სხვადასხვა გვარეობის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. ამ დროს დივიზიის სალაშქრო მოწყობის ელემენტებს შეადგენს დაფარვის ჯარები, დაცვა და მთავარი ძალები.

დაფარვის ჯარები (войска прикрытия) იგზავნება მთავარი ძალებისგან 50 კმ დაშორებაზე ან დივიზიის გაშლის დანიშნულ მიჯნაზე. ისინი მოქმედებენ მთელ ზოლში უმთავრესად დივიზიის მთავარი ძალების მოძრაობის უსაფრთხოებისა და მათი დროულად გაშლის უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, მათ ეკისრებათ ადგილისა (местность) და წინმომავალი მოწინააღმდეგის დაზვერვის, მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიჯნების (ადგილის უბნების) დაპყრობისა და მთავარი ძალების მოსვლამდე მათი შენარჩუნების, ან ერთერთ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ძალების შებოჭვის ამოცანები. დაფარვის ჯარების შემადგენლობა დამოკიდებულია დივიზიის კონკრეტულ ამოცანებზე, შექმნილ ვითარებასა და მარშის შესრულების პირობებზე. მისი სახით შესაძლოა გამოიყოს სატანკო (მოტოქვეითი) საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი ან არტილერიითა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაძლიერებული სადაზვერვო ბატალიონი. რეკომენდირებულია აგრეთვე დაფარვის ჯარების მხარდაჭერა ტაქტიკური და საარმიო ავიაციით. მათი მართვა უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად, დივიზიის მეთაურის მიერ, თუმცა კი ფართო ფრონტზე მარშის შესრულებისას იგი შეიძლება შეიცვალოს დეცენტრალიზებული მართვითაც.

თუ დივიზია მარშს ასრულებს თავისი ჯარების მიერ დაკავებულ რაიონში, რომლებიც აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს (ასეთ ვარიანტს დასავლელი სამხედრო სპეციალისტები ყველაზე უფრო შესაძლებლად მიიჩნევენ გაძლიერების ჯარების გაშლისას ცენტრალურ ევროპულ ომთ-ზე), მაშინ დაფარვის ჯარები შესაძლოა არ იქნა გამოყოფილი. ამ შემთხვევაში მყარდება ურთიერთმოქმედება პირველი ეშელონის შენაერთებთან და დივიზიის მეწინავე ნაწილების გაშლა ხორციელდება უშუალოდ მათი დაფარვის ქვეშ.

წინმიმავალ ნაწილებში ევროპულ ომის თეატრზე ნავარაუდევია წინასწარ ჩართულ იქნას დივიზიის მეწინავე სამეთაურო პუნქი, კავშირგაბმულობის ქვედანაყოფები, დაზვერვისა და რებ საშუალებები, საერთო მხარდაჭერის არტილერია, საინჟინრო ქვედანაყოფები, აგრეთვე ვერტმფრენების საბრძოლო კომპლექტის შევსებისა და საწვავით გაწყობის მეწინავე პუნქტები. ეს ნაწილები განლაგდება და ინიღბება თავმოყრის რაიონში. ისინი უზრუნველყოფენ დივიზიის მთავარი ძალების გავლას პირველი ეშელონის შენაერთების საბრძოლო რიგებს შორის და ბრძოლისთვის მათ გაშლას, აგრეთვე ახორციელებენ ბრძოლაში შემავალი ბრიგადების საცეცხლე მხარდაჭერას.

მთავარი ძალების მოძრაობის უზრუნველყოფისთვის წინსვლის მარშრუტებზე წინასწარ განლაგდება სამხედრო პოლიციის ასეული (რომელსაც შეუძლია მოძრაობის რეგულირების 21 მარშრუტის გაშლა), საწვავ-საცხები მასალებით მომარაგების პუნქტები და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებები.

მთავარი ძალებით მარშის შესრულებისას დივიზია მზად უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებიდან მოწინააღმდეგის შესაძლო შემოტევის მოგერიებისთვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საბრძოლო მწყობრის გაშლისა და მარშიდან შეტევისთვის. ამ მიზნით ხდება ჰთ-ის სისტემის ორგანიზება და გამოიყოფა სამარშო კოლონების დაცვა (охранение).

დაცვა მარშის დროს მოიცავს სათავო (ანუ მეწინავე), გვერდით და ზურგის დაცვას.

სათავო დაცვა (ავანგარდი, головное охранение, авангард) იგზავნება დივიზიის მთავარი ძალების თითოეული სალაშქრო კოლონიდან, ე. ი. პრაქტიკულად ყოველი ბრიგადიდან, რომლებიც მარშს ასრულებენ ერთი მარშრუტით. მისი შემადგენლობა დგინდება ადგილმდებარეობის ხასიათის, დასმული ამოცანის, მარშის პირობების, მოსალოდნელი მოწინააღმდეგის მიხედვით. ჩვეულებრივ ეს გახლავთ საასეულო ან საბატალიონი ტაქტიკური ჯგუფი (სატანკო ან მოტოქვეითი) არტილერიით, მესანგრეთა და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფებით. იგი შესაძლოა იგზავნებოდეს მთავარი ძალებისგან 10-15 კმ დაშორებაზე. თავის მხრივ, სათავო დაცვა, როგორც წესი, მოძრაობის დროს 3-5 კმ დაშორებაზე გზავნს წინ სათავო სალაშქრო საგუშაგოს (головной походный пост, გაძლიერებულ ოცეულამდე), ხოლო მისგან 1-3 კმ დაშორებაზე იგზავნება სადაზვერვო სათავო რაზმი (разведывательный головной дозор) ათეულამდე (ტანკი) შემადგენლობისა. მათ ევალებათ მოწინააღმდეგის ღობურებისა (заграждения) და მარშრუტებზე არსებული სხვა დაბრკოლებების შესახებ მეთაურთა დროულად ინფორმირების ამოცანები.

დივიზიის მთავარი ძალების ფლანგებისა და ზურგის დაცვა ხორციელდება გვედითი და ზურგის დაცვის (боковое и тыловое охранения) ქვედანაყოფებით (გვერდითი და ზურგის დაცვის რაზმები). მათი შემადგენლობა დამოკიდებულია მარშის შესრულების ხასიათსა და პირობებზე და შეიძლება იყოს გაძლიერებულ ოცეულ-ასეულამდე (ხოლო ზოგჯერ) კი ბატალიონ-საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფამდე). გვერდითი დაცვა (боковое охранение ჩვეულებრივ მიუყვება მთავარი ძალების პარალელურ მარშრუტებს, მათი სათავო კოლონების დონეზე და გადაადგილდება “ნახტომებით”, იკავებს რა თანამიმდევრულად მოძრაობის მარშრუტზე ადგილის (ადგილმდებარეობის) მნიშვნელოვან უბნებს. ზურგის დაცვა (тыловое охранение) უკან მოისდევს მთავარ ძალებს, კოლონების მეთაურებისთვის ზურგიდან მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმაზე შეტყობინების მიზნით.

მთავარი ძალები (главные силы) შეადგენენ დივიზიის დამრტყმელი ძალის საფუძველს. ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რათა ჩაებან ბრძოლაში წინმომავალ მოწინააღმდეგესთან, დაასწრონ მას გაშლა, დარტყმა მიაყენონ მის სათავო დაჯგუფების ღია ფლანგსა და ზურგს, ხელში ჩაიგდონ ინიციატივა და ყველა საცეცხლე საშუალების გამოყენებით გაანადგურონ პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგე.

მთავარი ძალების სალაშქრო რიგების მოწყობა დამოკიდებულია დასახულ ამოცანასა და მოსალოდნელი შემხვედრი ბრძოლის შესახებ დივიზიის მეთაურის გადაწყვეტილებაზე. მან უნდა უზრუნველყოს საბრძოლო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენების საკმარისი მოქნილობა და სვლიდან ბრძოლაში შესასვლელად მათი სწრაფი გაშლის შესაძლებლობა. დივიზიის მთავარი ძალები მარშზე ქმნიან ჩვეულებრივ რამდენიმე სალაშქრო კოლონას, რომელთაგან თითოეულს უნდა შეეძლოს აუცილებლობის შემთხვევაში დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაც. ამასთან დაკავშირებით საგანგებო ყურადღება ეთმობა ჯარების სწორ ურთიერთმიყოლას მარშზე შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში და დივიზიის ძალებისა და საშუალებების ოპტიმალურ განაწილებას.

“მძიმე” დივიზიის ზოგადსაჯარისო ქვედანაყოფების საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები იქმნება ჩვეულებრივ “სამი ერთთან” წესის მიხედვით (მაგალითად სამი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ასეულებისგან, ან პირიქით). ამერიკელ სპეციალისტთა შეხედულებებით, ტაქტიკური ჯგუფების სტანდარტიზაცია ბატალიონების დონეზე იძლევა ვითარების ან მოქმედებათა ჩანაფიქრის ცვლილების შემთხვევაში ბრიგადებს შორის მათი ოპერატიულად გადაქვემდებარების შესაძლებლობას. ისინი ამოდიან იმ პრინციპიდან, რომ თანამედროვე მანევრული ჩქაროსნული სავრძოლო მოქმედებების პირობებში კარგად განსწავლული ქვედანაყოფი ალბათ უფრო უკეთესად იომებს, ვიდრე მარშზე მოძრაობისთვის კარგად ორგანიზებული, მაგრამ ახლად შექმნილი ფორმირება. ამიტომ მნიშვნელოვნად ითვლება მოძრაობის დროს ბატალიონების (საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების) მთლიანობის შენარჩუნება. ასეთი მიდგომით, მაგალითად, ჯავშანსატანკო დივიზიის ტაქტიკური ორგანიზაციის ყველაზე უფრო ოპტიმალურ ვარიანტს მარშზე, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, წარმოადგენს ერთი “დამრტყმელი” ბრიგადის შექმნა სამი სატანკო საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფისა და ერთი მოტოქვეითი ტაქტიკური ჯგუფისგან, აგრეთვე ორი ბრიგადისა სამ-სამი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობით.

დივიზიის საშტატო და მიცემული არტილერია მარშის შესრულებისას ერთვება დაფარვისა და დაცვის ჯარების შემადგენლობაში, აგრეთვე ნაწილდება სალაშქრო კოლონებში იმ ანგარიშით, რომ მოწინააღმდეგესთან შეხვედრის შემთხვევაში მან შეძლოს სწრაფი გაშლა, ხელსაყრელი პოზიციის დაკავება და თავისი ცეცხლით დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისა და წარმატებულ მოქმედებათა წარმოების უზრუნველყოფა. 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონები სასურველია შედიოდეს ბრიგადების შემადგენლობაში, ხოლო ზცრს MLRS-ების ბატარეა და კორპუსიდან მიღებული შერეული საარტილერიო დივიზიონები (155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცებისა) დარჩეს დივიზიის მეთაურის განკარგულებაში. ისინი შეასრულებენ მარშს შენაერთის მთავარი ძალების შემადგენლობაში და შემხვედრი ბრძოლის გაჩაღებისას განახორციელებენ ბრიგადების საერთო საცეცხლე მხარდაჭერას.

საჰაერო თავდაცვა იგეგმება დივიზიის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება საშტატო და მიცემული საჰაერო თავდაცვის საშუალებათა სალაშქრო კოლონებში განაწილების წესი, მათი ამოცანები და მარშზე მსვლელობის თანამიმდევრობა. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით და მრავალრიცხოვან სწავლებათა შედეგების საფუძველზე, საარმიო კორპუსის ჰთ ბრიგადის შემადგენლობიდან, დივიზიას შეიძლება მიეცეს ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონი (სამი ბატარეა ცხრა-ცხრა კომპლექსით), რომელიც გადაადგილდება ბატარეებად და დაიფარავს ნაწილებსა და ქვედანაყოფებს საშუალო სიმაღლეებიდან მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებათა დარტყმებისგან. ასევე კორპუსის დაქვემდებარებიდან დივიზიამ შესაძლოა მიიღოს “ჩაპარელ-ვულკანების” შერეული ქვედანაყოფები დაბლამფრენი საჰაერო მიზნების დარტყმებისგან ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაფარავად. ხოლო დივიზიის საშტატო საზენიტო საშუალებები, რომლებიც მთლიანად განკუთვნილია მცირე და ზღვრულად მცირე სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, მარშის შესრულებისას ნაწილდება დასაფარავი ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში.

სახელდობრ, მექანიზენული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის ზრკ “ჩაპარელების” ბატარეის ქვედანაყოფები მარშის შესრულებისას შეიძლება განლაგებულ იქნას წინასწარ დანიშნულ პოზიციებზე დივიზიის მარშრუტის გასწვრივ, საჰაერო დარტყმებისგან ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილებში, როგორც წესი, ზრკ-ებს შორის 2-2 კმ ინტერვალების დაცვით.

თზდ “ვულკანი” – გზრკ “სტინგერის” შერეული ბატარეები დივიზიის მიერ მარშის შესრულებსას მოძრაობენ დასაფარავი ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში თზდ “ვულკანებს” შორის 1 კმ-მდე და გზრკ “სტინგერებს” შორის 3 კმ-მდე ინტერვალების დაცვით.

“მძიმე” დივიზიის საზენიტო დივიზიონის გზრკ “სტინგერების” ბატარეის საცეცხლე გათვლები მარშის შესრულებისას ჩვეულებრივ მოძრაობენ დასაფარავი ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება განლაგდნენ მოძრაობის მარშრუტის გასწვრივ, ჰაერიდან მოწინააღმდეგის დარტყმებისთვის ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილებში.

მარშზე საჰაერო თავდაცვის ეფექტურობის ამაღლებისთვის შესაძლებელია საშტატო ძალებისა და საშუალებებისგან შერეული საცეცხლე ბატარეების ჩამოყალიბებაც.

შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში მარშის ორგანიზებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლას. ამასთან დაკავშირებით ტსმრ “თოუს” გასაშვები დანადგარებით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები მოძრაობენ თავიანთი მოტოქვეითი ბატალიონების სალაშქრო რიგების სათავო ნაწილებთან რაც შეიძლება ახლოს, რათა შეძლონ დროულად გაშლა და მოულოდნელად გამოჩენილი მოწინააღმდეგის ტანკებისთვის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტერებისთვის დაზიანების მიყენება.

sაინჟინრო ქვედანაყოფების ჩართვა რეკომენდირებულია არა მხოლოდ მთავარი ძალების, არამედ დაფარვისა და დაცვის ჯარების შემადგენლობაშიც. მათ ეკისრებათ მარშრუტის დაზვერვის, მოძრაობის გზაზე ღობურების მოშლის, შემოვლითი გზების ძიებისა და მათი მოწყობის, ბირთვული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის, წყლის დაბრკოლებებზე გადასასვლელების მოწყობის, დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლაში შეყვანის ამოცანების შესრულება.

რადიოკავშირგაბმულობის საშუალებები მარშზე მუშაობენ მხოლოდ მიღების რეჟიმში (მუშაობა გადაცემაზე ბრძოლის დაწყებამდე კატეგორიულად აკრძალულია). ამიტომ კავშირი ჩვეულებრივ ხორციელდება მოძრავი საშუალებებისა და ტერიტორიული ორგანოების კავშირგაბმულობის სტაციონარული მავთულიანი ქსელების დახმარებით. შემხვედრი ბრძოლის გაჩაღებისას კავშირგაბმულობის საშუალებები სწრაფად იშლება და უზრუნველყოფს კავშირსა და ჯარების მართვას.

დივიზიის ზურგის ნაწილები და ქვედანაყოფები მარშის შესრულებისას დამოუკიდებელი კოლონების სახით უკან მიჰყვებიან მთავარ ძალებს ერთი რომელიმე (ზოგჯერ კი ორი) მარშრუტით.

მარშრუტზე ეფექტური მოძრაობისთვის იქმნება სამარშო ჯგუფები და სამარშო ეშელონები. სამარშო ჯგუფი ჩვეულებრივ მოიცავს ქვედანაყოფებს ასეულის (ბატარეის) შემადგენლობით. ყველაზე უფრო ოპტიმალურად ითვლება 20-25 მანქანისგან შემდგარი სამარშო ჯგუფი. ერთნაირი სიჩქარით მოძრავი სამარშო ჯგუფები ქმნიან სამარშო ეშელონებს. თითოეული სამარშო ეშელონი შეესაბამება ბატალიონს (დივიზიონს) და შესაძლოა შეიცავდეს ათამდე სამარშო ჯგუფს. ერთ მარშრუტზე მოძრავი სალაშქრო კოლონა შესაძლოა შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სამარშო ეშელონისგან.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მარშზე წარმატებით მოძრაობისა და ბრძოლაში ჩასაბმელად გაშლის მიზნით მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიას უნდა ჰქონდეს წინსვლის სულ მცირე სამი მარშრუტი, ხოლო დივიზიის მოძრაობის საშუალო სიჩქარემ მარშზე საგზაო ქსელის კარგი ხარისხის პირობებში შეიძლება შეადგინოს 30 კმ/სთ დღისით და 25 კმ/სთ ღამით. ეს სიჩქარეები ითვალისწინებს შესვენებებზე დახარჯულ დროსაც. მძღოლების დასვენებისა და მანქანების ტექნიკური დათვალიერების მიზნით მოძრაობის ყოველ 1 სთ-სა და 45 წთ-ში კეთდება შევენებები 15 წთ-ით, ხოლო 7-8 სთ-ის შემდეგ გათვალოისწინებულია დასვენება 2 სთ-მდე, თუმცა კი შექმნილი ვითარებისდა მიხედვით უკანასკნელი შესაძლოა სულაც არ მოეწყოს, შეჩერებების რაოდენობა კი შემცირებულ იქნას მინიმუმამდე.

დივიზიის სალაშქრო კოლონები ვითარებისდა მიხედვით შეიძლება იყოს გაჯრილი (разомкнутые, მოწინააღმდეგის სავარაუდო საცეცხლე ზემოქმედების პირობებში) ან მიჯრილი (сомкнутые, ღამით ან კარგად განვითარებულ საგზაო ქსელზე მოძრაობისას). პირველ შემთხვევაში ინტერვალები მოძრავ მანქანებს შორის შეიძლება იყოს 100 მ და მეტი, მეორეში – არ აღემატებოდეს 50 მ-ს. ევროპული ომის თეატრისთვის დასავლელი სამხედრო სპეციალისტები მიზანშეწონილად მიიჩნევენ მარშის შესრულებას მიჯრილ სალაშქრო კოლონებში (დღეღამის ბნელ დროსა და ცუდი ხილვადობის პირობებში). ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კოლონების სიღრმესა და მოძრაობის დროს, აუმჯობესებს ტაქტიკურ ურთიერთმოქმედებას და ამაღლებს დარტყმის მოულოდნელობას, თუმცა კი ამ დროს იზრდება დივიზიის მოწყვლადობა საავიაციო და სარაკეტო იარაღის დარტყმებისგან. მანქანებს შორის ინტერვალების გაზრდა რეკომენდირებულია მარშის დასკვნით სტადიაზე საბატალიონო ტაქტიკურ კოლონებად გაშლისას. სამარშო ჯგუფებს შორის დისტანციამ შესაძლოა შეადგინოს 1 კმ-მდე (მოძრაობის 2 წთ), ხოლო სამარშო ეშელონებს შორის – არანაკლებ 2,5 კმ-ისა (5 წთ). აშშ სახმელეთო ჯარების სპეციალისტების გაანგარიშებით, სამი მარშრუტით მარშის შესრულებისას დივიზიის სალაშქრო მოწყობის საერთო სიღრმე შეადგენს 200 კმ-ს, ხოლო თითოეულ მარშრუტზე მოძრაობის რეგულირების საგუშაგოს შორიახლო მთელი კოლონის გავლის დრო – 7 სთ-ს (ოთხი მარშრუტით მოძრაობისას შესაბამისად 150 კმ და 5 სთ). ორი მარშრუტით მოძრავი ბრიგადის სალაშქრო მოწყობის სიღრმე შესაძლოა აღწევდეს 70-75 კმ-ს.

აშშ სახმელეთო ჯარების “მძიმე” შენაერთების დღეღამური გადასვლის სიდიდემ შეიძლება შეადგინოს 500 კმ-მდე, თუმცა კი ევროპული ომის თეატრისთვის სავსებით საკმარისია დღეღმეში 100-200 კმ-ის დაფარვა.

როგორც ამერიკულ სამხედრო წესდებებში აღინიშნება, მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის მარში შეიძლება დასრულდეს მისი მთავარი ძალების დასახულ რაიონში გასვლით ან შემხვედრი ბრძოლით.

აშშ სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მარშის ყველაზე უფრო რთულ ეტაპს წარმოადგენს სალაშქრო კოლონების საბრძოლო მწყობრად გაშლა, ვინაიდან წამოიჭრება დამატებითი მარშრუტების მოთხოვნილება. ითვლება, რომ ბრძოლაში შესაყვანი თითოეული ბატალიონის ნორმალური გაშლისთვის აუცილებელია არანაკლებ ორი მარშრუტისა ან ვაკე ადგილის ვრცელი უბანი, რომელზეც შეიძლება საბრძოლო ტექნიკის გავლა. ამ პირობების არარსებობისას “მძიმე” ფორმირებების გამოყენება, რომელთა საცეცხლე და დარტყმითი სიმძლავრის რეალიზაცია დამოკიდებულია ძირითადად მანევრირებისა და დარტყმის მიყენებისთვის ძალებისა და საშუალებების სწრაფად თავმოყრის მათეულ უნარზე, ნაკლებეფექტური იქნება და შეიძლება გამოიწვიოს გაუმართლებლად დიდი დანაკარგები. ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ფორმირებების მიერ ტაქტიკური მარშების შესრულების გულდასმით მომზადებას, ტერიტორიის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით ეფექტურ ორგანიზაციას, სწრაფ და ფარულ განხორციელებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია მოწინააღმდეგესთან შემხვედრ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად.

III. 2. მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია შემხვედრ ბრძოლაში

აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობა თვლის, რომ შემხვედრი ბრძოლის წარმოების მოთხოვნებს ყველაზე უფრო სრულად პასუხობენ მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) შენაერთები, რომელთაც გააჩნიათ საიმედო საჯავშნე დაცვა, მაღალი ძვრადობა და საცეცხლე სიმძლავრე; შეუძლიათ მოკლე ვადებში საჭირო მომენტსა და ხელსაყრელ მიმართულებაზე ძალებსა და საშუალებებში მოწინააღმდეგეზე აუცილებელი უპირატესობის შექმნა.

შემხვედრ ბრძოლაში მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებაში პირველად მოდიან სადაზვერვო ქვედანაყოფები (ჩვეულებრივ ესენი შესაძლოა იყვნენ ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკის ქვედანაყოფები, რომლებიც აწარმოებენ დაზვერვას საარმიო კორპუსის ინტერესებში), რომლებიც დივიზიის მეთაურს აწვდიან ინფორმაციას მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფების შემადგენლობაზე, მისი მოქმედებების შესაძლო ხასიათზე და ა. შ. მოწინააღმდეგესთან მიახლოების კვალდაკვალ მის მეწინავე ქვედანაყოფენთან და ნაწილებთან ბრძოლაში შედიან დივიზიის დაფარვის ჯარები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც წესი, ფართო ფრონტით საველე არტილერიის, დამრტყმელი ვერტმფრენებისა და ტანკებთან ბრძოლის სხვა საშუალებათა საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ, დარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგეს მისი მაქსიმალური დაზიანებისა და ხელსაყრელ მიჯნებზე ბრძოლისთვის ორგანიზებულად გაშლის აღკვეთის მიზნით.

დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს შემდეგ მხარს უჭერს ავანგარდი (მეწინავე დაცვა), რომელიც მოწინააღმდეგეზე შეტევისთვის იშლება უშუალოდ სალაშქრო კოლონებიდან. მისი საბრძოლო რიგები ეწყობა, როგორც წესი, ერთ ეშელონად მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური სავარაუდო ზარალის მიყენების ან ადგილმდებარეობის, მიჯნის უმნიშვნელოვანესი უბნის დაუფლების, აგრეთვე დაფარვის ჯარებთან ერთობლივად დივიზიის მთავარი ძალების მოსვლისა და მათი გაშლისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით. დაფარვის ჯარებისა და ავანგარდის ბრძოლას მხარს უჭერენ ტაქტიკური და საარმიო ავიაცია, ლულიანი არტილერია და სხვა საშუალებები. მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებთან შეხვედრის, აგრეთვე დაფარვის ჯარებისა და ავანგარდისთვის არახელსაყრელი ვითარების შექმნისას მათ შეუძლიათ შემკავებელი მოქმედებების წარმოება ან ტაქტიკური თვალსაზრისით მომგებიან მიჯნებზე დროებით თავდაცვაში გადასვლა დივიზიის მთავარი ძალების გეგმაზომიერი გაშლისა და ბრძოლაში შესვლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით.

მეწინავე ჯარებს ბრძოლაში მართავს უშუალოდ დივიზიის მეთაური, ხოლო დივიზიისა და ბრიგადების შტაბები კი ბრძოლის მსვლელობისას აფასებენ შექმნილ ვითარებას, მოწინააღმდეგეზე მიღებულ მონაცემებს, ნაწილებს შორის პირაპირების (стыки), ღია ფლანგების, მთავარი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებისა და ა. შ. განსაზღვრის მიზნით. ვითარების, მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და მოქმედებათა შესაძლო ხასიათის შეფასების საფუძველზე დივიზიის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანაზე, განსაზღვრავს საბრძოლო რიგების მოწყობას, ნაწილებს განუსაზღვრავს გაშლის მიჯნასა და შეტევის ზოლებს, აგრეთვე ამოცანების შესრულებისას მოქმედების ხასიათს, აზუსტებს შემდგომ მოქმედებებს.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შექმნილი ვითარების შესაბამისად, დივიზიის მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანა შესაძლოა ხორციელდებოდეს ერთდროულად ე. ი. ხანმოკლე შესვენებისა და მათი წინასწარ გაშლის შემდეგ, ან უშუალოდ მარშიდან (ნაწილ-ნაწილ) ჯარების მოსვლისდა მიხედვით.

მთავარი ძალების ბრძოლაში ერთდროულად შეყვანას ითვალისწინებენ მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებთან შეხვედრისას. ამასთან მოსული ნაწილები თავს იყრიან გარკვეულ რაიონში, მოკლე ვადებში ახორციელებენ ბრძოლისთვის მომზადებას და შემდეგ გადადიან შეტევაში, რომელიც შეიძლება დაიწყოს ავანგარდის ბრძოლაში შესვლიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში დივიზიის საბრძოლო რიგების მოწყობა რეკომენდირებულია ორ ეშელონად. პირველში ჩვეულებრივ გამოიყოფა ორი ბრიგადა, მეორეში ერთი. თითოეული ბრიგადის ერთ მარშრუტზე მსვლელობისას შემხვედრი ბრძოლისთვის მათი გაშლა ხორციელდება თანამიმდევრობით საბატალიონო, საასეულო და საოცეულო კოლონებში მოწინააღმდეგისგან შესაბამისად 10-12, 6-8 და 2-3 კმ დაშორებაზე. მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოქმედი ბრიგადის შემადგენლობაში ითვალისწინებენ ორი სატანკო და ორი მოტოქვეითი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ჩართვას, გაძლიერებულებისა საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფებით. მიუთითებენ, რომ მთავარი დარტყმა მიყენებულ უნდა იქნას მოწინააღმდეგის წინმომავალი დაჯგუფების ფლანგზე ან ზურგში, საბრძოლო რიგებად მის გაშლამდე. ერთეშელონიანი მოწყობა გამოიყენება დივიზიის მოქმედებისას ფართო ფრონტზე.

მთავარი ძალების ბრძოლაში უშუალოდ სვლიდან შეყვანა რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, როცა დამსწრები საცეცხლე დაზიანების მიყენების ხარჯზე მიღწეულია უპირატესობა მოწინააღმდეგეზე ძალებსა და საშუალებებში, აგრეთვე მაშინ, როცა აუცილებელის სწრაფი მოქმედება, რათა არ მიეცეს წინმომავალ მოწინააღმდეგეს სტაბილიზაციისა და საბრძოლო მოქმედებების რაიონში თავისი ძალების მოზიდვის შესაძლებლობა. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში დივიზიის გადასვლა შეტევაში აუცილებელია ავანგარდის ბრძოლაში შესვლიდან 40-60 წთ-ის შემდეგ.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მანევრის ძირითად ფორმას შემხვედრ ბრძოლაში წარმოადგენს შემოვლა (და მისი სახესხვაობანი – ღრმა შემოვლა და ალყის შემორტყმა) მოწინააღმდეგის ფლანგსა და ზურგში დარტყმის მიყენების მიზნით. ცალკეულ შემთხვევებში, როცა მოწინააღმდეგემ დაასწრო გაშლა და ხელსაყრელ მიჯნებზე დაიკავა თავდაცვა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მანევრის ისეთი სახეობანი, როგორებიცაა გარღვევა და ფრონტალური შეტევა. მათი არჩევა განისაზღვრება საბრძოლო მოქმედებათა რაიონის თავისებურებებით, მოწინააღმდეგის დაჯგუფებითა და მოქმედებათა ხასიათით.

შეტევის ფრონტის სიგანე შემხვედრ ბრძოლაში დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, საბრძოლო შემადგენლობაზე, გაძლიერების საშუალებებზე, ადგილმდებარეობის პირობებზე, მოწინაღმდეგის წინმდგომი ჯარების შემადგენლობასა და მდგომარეობაზე და შეიძლება იყოს დივიზიისთვის 20-30 კმ, ბრიგადისთვის 8-12 კმ, საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფისთვის 5 კმ-მდე. საბრძოლო მოქმედებების სიღრმე და ხასიათი, აგრეთვე შეტევის ტემპი განისაზღვრება კონკრეტული საბრძოლო ვითარების პირობებით.

მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანას წინ უსწრებს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე (ბირთვული) დაზიანება მის ჯარებზე, მათი გაშლის მიჯნებზე მძლავრი საცეცხლე დარტყმების მიყენების გზით. ასეთივე დარტყმები მიეყენება მოწინააღმდეგის რეზერვებსაც. სახელდობრ, მეწინავე ბატალიონების მოწინააღმდეგესთან მიახლოებისას არტილერია იკავებს საცეცხლე პოზიციებს და დაუყოვნებლივ ხსნის ცეცხლს, რითაც უზრუნველყოფს სატანკო (მოტოქვეითი) ქვედანაყოფების გაშლასა და შეტევას. დივიზიის მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაცია ბრძოლის დაწყებისთანავე არა მარტო დარტყმებს აყენებს ჯართა დაჯგუფებებს, არამედ წყვეტს საბრძოლო მოქმედებათა რაიონის იზოლაციისა და მოწინააღმდეგის რეზერვების მოსვლის აღკვეთის ამოცანებსაც. დიდი ყურადღება ეთმობა დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენებს გამოყენებას, რომელთა ძირითად ამოცანას შეადგენს დივიზიის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის განადგურება, აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებასაც.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის ძირითადი დებულებების თანახმად დივიზიის მეთაური, უშუალო შეხებაში მყოფ მოწინააღმდეგის ძალებთან შემხვედრი ბრძოლის ხელმძღვანელობის გარდა, ორგანიზებას უკეთებს და თავისი ძალებითა და საშუალებებით ახორციელებს მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფების მეორე ეშელონის (რეზერვის) ნაწილებისა და ქვედანაყოფების განადგურებას, დეზორგანიზაციასა და შეყოვნებას. ამ ამოცანების გადასაწყვეტად დივიზიის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში (15-70 კმ მოწინააღმდეგის სიღრმეში) შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები (უპირატესად მოიერიშეები), დამრტყმელი ვერტმფრენები, ლულიანი არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (ზცრს). ამასთან, ბრიგადის ბრიგადების მეთაურებმა ორგანიზება უნდა გაუკეთონ და დარტყმები მიაყენონ მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის ქვედანაყოფებსა და პირველი ეშელონის ნაწილებს.

შემხვედრი ბრძოლის მსვლელობისას შეიძლება გადაისხას ტაქტიკური საჰაერო დესანტები (მოტოქვეით ბატალიონამდე) მხარეთა შეხების ხაზიდან 15-20 კმ სიღრმეში მნიშვნელოვანი მიჯნების (ადგილმდებარეობის უბნების) დაპყრობის, თავისი ჯარების მანევრის უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის რეზერვების მოსვლის აღკვეთის ამოცანებით, აგრეთვე დაფარვის ჯარებისა და ავანგარდისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დანაღმული ველების შექნას მოწინააღმდეგის ჯარების წინსვლის გზებზე მათი მანევრის შებოჭვისა და მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით, რისთვისაც გამოიყენება დისტანციური დანაღმვის საშუალებები.

აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობა მიიჩნევს, რომ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანით შემხვედრი ბრძოლა მთავრდება და ჯარები გადადიან შეტევაში ან კონკრეტული ვითარების პირობების შესაბამისად – სხვა მოქმედებებზე.

III. 3. მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია შეტევაში

აშშ არმიის წესდებების თანახმად, საარმიო კორპუსი შეტევას აწარმოებს გადამწყვეტი მიზნებით და მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე, დივიზია კი – შეზღუდული მიზნებით. დივიზიის როლი შეტევაში განისაზღვრება მის წინაშე დასმული საბრძოლო ამოცანითა კორპუსის ოპერატიულ მოწყობაში მისი ადგილით (პირველ ან მეორე ეშელონში, მთავარი დარტყმის ან დახმარე მიმართულებაზე).

შეტევაში მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის უახლოესი ამოცანის შინაარსია – მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა, მისი პირველი ეშელონსა და უახლოესი რეზერვების დამარცხება, მოწინააღმდეგის ჯარების განლაგებაში 15-20 კმ სიღრმეზე მიჯნის (ობიექტის) დაპყრობა. საბოლოო ამოცანის მიზანია – მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის განადგურება, მისი უახლოესი ოპერატიული რეზერვების დამარცხება (დაზიანება), 40-70 კმ სიღრმეში მიჯნის (ობიექტის) დაუფლება, მეორე ეშელონის (კორპუსის რეზერვის) ბრძოლაში შეყვანისთვის პირობების შექმნა.

“მძიმე” დივიზიის შეტევის ზოლის სიგანემ კორპუსის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე შეიძლება შეადგინოს 20-30 კმ, დამხმარე მიმართულებაზე 40 კმ-მდე.

როგორც წესი, დივიზია შესაძლოა საწყის მიჯნაზე გამოვიდეს და ბრძოლაში ჩაებას უშუალოდ მარშიდან ან ხანმოკლე დროით წინასწარ დაკავებული თავმოყრის რაიონიდან, რომელიც მდებარეობს მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 30-80 კმ დაშორებაზე. დივიზიის გაშლის უზრუნველყოფისთვის ავიაცია და არტილერია ცეცხლს აწარმოებენ 40-50 წთ-ის განმავლობაში.

შეტევაში მანევრის ფორმის (შემოვლა, ღრმა შემოვლა, გარღვევა, გაჟონვა, ფრონტალური შეტევა) არჩევა დამოკიდებულია დასმულ ამოცანასა და კონკრეტული საბრძოლო ვითარების პირობებზე. შესაძლებელია კომბინირებული მანევრის გამოყენებაც. კერძოდ, მოწინააღმდეგის პოზიციის გარღვევის შესრულებისას მექანიზებულ (ჯავშანსატანკო) დივიზიას შეიძლება დაენიშნოს 4-6 კმ სიგანის გარღვევის უბანი (საინჟინრო თვალსაზრისით მომზადებული თავდაცვისა) და 10 კმ-მდე სიგანისა (თავდაცვაში საჩქაროდ გადასული მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგების გასარღვევად).

შეტევის თითოეულ ეტაპზე (მოწინააღმდეგესთან მიახლოება, შეტევა, წარმატების განვითარება და დევნა) დივიზიის საბრძოლო რიგების მოწყობა განისაზღვრება ძალებისა და საშუალებების, ცეცხლისა და მანევრის რაციონალურ თანაფარდობათა უზრუნველყოფის, შეტევის მაღალი ტემპის შენარჩუნების, აგრეთვე შენაერთის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამერიკელი სამხედრო სპეციუალისტები ყველაზე უფრო მიზანშეწონილად თვლიან დივიზიის მოწყობას ორ ეშელონად. ამასთან პირველი ეშელონი უნდა იყოს ძლიერი და უზრუნველყოფდეს მძლავრი თავდაპირველი დარტყმის მიყენებას. ისინი გამოყოფენ შეტევაში დეივიზიის საბრძოლო მოწყობის შემდეგ ელემენტებს: პირველი ეშელონი, მეორე ეშელონი (რეზერვი), ტაქტიკური საჰაერო (აერომობილური) დესანტი, დივიზიის საველე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, საარმიო ავიაციის დაჯგუფებები, რეზერვები (ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო, ქიმიური), დაფარვის ჯარები (თუკი მათ აგზავნიან).

პირველი ეშელონი განკუთვნილია მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისა და დივიზიის უახლოესი ამოცანის შესრულებისთვის. იგი, როგორც წესი, შედგება ორი ბრიგადისგან 5-6 მოტოქვეითი და 2-3 სატანკო ბატალიონების შემადგენლობით. მეორე ეშელონის (რეზერვების) გამოყენება გათვალისწინებულია წარმატების განვითარების, საბოლოო ამოცანის შესრულებისა და მოწინააღმდეგის კონტრშემოტევის მოგერიებისთვის. ჩვეულებრივ მასში შედის ბრიგადა, რომელიც შეიცავს სამ ბატალიონს (მოტოქვეითსა და სატანკოს). ბატალიონამდე შემადგენლობის საჰაერო (აერომობილური) დესანტი ამ პირობებში წყვეტს ადგილის (местность) მნიშვნელოვანი უბნების, მდინარეებზე გადასასვლელების დაპყრობისა და მთავარი ძალების მოსვლამდე შენარჩუნების, აგრეთვე უკანდახეული მოწინააღმდეგის ან მისი წინმომავალი რეზერვის შებოჭვის ამოცანებს. საველე არტილერიის დაჯგუფება ჩვეულებრივ შედგება 4-5 დივიზიონისგან, საჰაერო თავდაცვისა – საშტატო და მიცემული საშუალებებისგან, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო და ქიმიური რეზერვები იქმნება დივიზიის საშტატო ქვედანაყოფების ხარჯზე. შენაერთების საბრძოლო რიგების საერთო სიღრმე ორეშელონიანი მოწყობის შემთხვევაში შესაძლოა აღწევდეს 50 კმ-ს.

შეტევითი მოქმედებების მწარმოებელ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს დაესმებათ საბრძოლო ამოცანები, შეტევის ან საწყისი (ამოსავალი) მიჯნები, მოქმედების ზოლები, მთავარი დარტყმების მიმართულებები, თავმოყრის რაიონები და კოორდინაციის პუნქტები. მოქმედების ზოლში იქმნება ძალებისა და საშუალებათა დაჯგუფებები: მთავარ და უზრუნველმყოფელ (მეორეხარისხოვან) მიმართულებებზე, ზოგადსაჯარისო რეზერვი, საერთო მხარდაჭერის, საველე არტილერიისა და სხვა.

შეტევითი მოქმედებების დაგეგმვისა და ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს ბრძანება და მეთაურის გადაწყვეტილება. უკანასკნელი შეიცავს მანევრის სქემას, ღრმა დაზიანების გეგმებს, ზურგის რაიონების დაცვისა და თავდაცვის (გამოყოფილი ძალები და საშუალებები, მართვის სისტემები), საცეცხლე მხარდაჭერის (პრიორიტეტები მის განხორციელებაში), საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ღონისძიებებს. მასში გადმოიცემა ცეცხლის წარმოების მიზნები და ხერხები, მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების შემთხვევაში საკუთარი ჯარების უსაფრთხოების მოთხოვნილებები და ა.შ.

III. 4. მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია თავდაცვაში

კონკრეტულად შექმნილი ვითარებისდა მიხედვით დივიზია შესაძლოა გადავიდეს თავდაცვაში. მისი ორგანიზებისთვის იქმნება უზრუნველყოფის ზოლი, თავდაცვის ძირითადი და ზურგის რაიონები. უზრუნველყოფის ზოლი ეწყობა კორპუსის ძალებით მოწინააღმდეგესთან შეხების არარსებობის შემთხვევაში. იგი იწყება თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა ხაზიდან და განფენილია 15-70 კმ-ზე მოწინააღმდეგის მხარაეს და შეიცავს დაფარვის ჯარების, საერთო და საბრძოლო დაცვის პოზიციებს.

დაფარვის ჯარების (войска прткрытия) შემადგენლობაში გამოყოფა სადაზვერვო ბატალიონები, რომლებსაც ეკისრებათ შემდეგი ამოცანები: მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა თავისი ჯარების წინა ხაზის ნამდვილი მოყვანილობის დაფარვით, მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და მთავარი დარტყმის მიმართულების გამოვლენა, მისი წინსვლის შეჩერება და დეზორგანიზაცია, დანაკარგების მიყენება და სხვა.

საერთო დაცვა (общее охранение) გამოიყოფა დივიზიის მეთაურის განკარგულებით წინა ხაზიდან 8-16 კმ დაშორებაზე. ჩვეულებრივ ეს არის საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. საბრძოლო დაცვა (боевое охранение) თითო ასეულის შემადგენლობით იგზავნება პირველი ეშელონის ბრგადებიდან წინა ხაზიდან 1-3 კმ დაშორებაზე.

ზურგის რაიონი იშლება ძირითადის შემდეგ (საერთო სიღრმე 10-15 კმ და მეტი). მასში განლაგდება მეორე ეშელონები (რეზერვები), ზურგის ორგანოები და დივიზიის ადმინისტრაციული სამსახურები.

ამერიკული სარდლობის შეხედულებათა შესაბამისად, თავდაცვითი მოქმედებების წარმოება ითვალისწინებს მოწინააღმდეგის დაზიანებას თავდაცვის შორეულ მოსადგომებზე (ღრმა დაზიანება), დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებებს თავდაცვის ძირითად და ზურგის რაიონებში.

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია თავს იცავს საარმიო კორპუსის პირველ ეშელონში (ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის ან სხვა მიმართულებაზე), მოქმედებს მეორე ეშელონში ან ზოგადსაჯარისო რეზერვში. საგანგებო პირობებში დივიზია შესაძლოა მოქმედებდეს დამოუკიდებელ მიმართულებაზეც. ამისდა მიხედვით, საბრძოლო რიგები შეიძლება ეწყობოდეს ერთ ან ორ ეშელონად. კერძოდ, მობილურ თავდაცვაში პირველი ეშელონის ბრიგადებში გამოიყოფა ძალებისა და საშუალებათა მცირე ნაწილი, უმთავრესად მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით გაძლიერებული მოტოქვეითი ბატალიონები, ხოლო მეორე ეშელონის ბრიგადებში – სატანკო; პოზიციური (რაიონის) თავდაცვისთვის დამახასიათებელია ერთეშელონიანი მოწყობა რეზერვის გამოყოფით, ამასთან სატანკო ბატალიონები შესაძლოა განაწილებულ იქნას თითქმის თანაბრად.

დივიზიის თავდაცვის ზოლის სიგანე დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, ადგილის ხასიათზე, მიღებულ გაძლიერების საშუალებებზე, შემომტევი ჯარების შემადგენლობაზე. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, იგი შეიძლება იყოს 60 კმ-მდე ფრონტში და 20-50 კმ სიღრმეში. ამასთან პირველი ეშელონის ბრიგადების საბრძოლო რიგების მოწყობა ნავარაუდევია ორ ეშელონად. ბრიგადის თავდაცვის ზოლის სიგანეა 20-30 კმ და სიღრმე კი 10-25 კმ. ბრიგადის პირველ ეშელონში მოქმედ თითოეულ ბატალიონს, რომელსაც ასევე გააჩნია ორეშელონიანი საბრძოლო მოწყობა, დაენიშნება თავდაცვის რაიონი 3-5 კმ ფრონტში და 3 კმ სიღრმეში. ითვლება, რომ თავდაცვის ყველა სახეობაში თავდაცვის სისტემა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უზრუნველყოფდეს დასმული ამოცანის შესრულებას, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული ყველა საშუალების გამოყენებით შემომტევ მოწინააღმდეგეზე უწყვეტი და მზარდი საცეცხლე ზემოქმედების მიზნით.

თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მოწინააღმდეგის ღრმა დაზიანებას, რომელიც სრულდება ტაქტიკური და საარმიო ავიაციის, საველე არტილერიის, საჰაერო (აერომობილური) დესანტებისა და სპეციალურ ოპერაციათა ძალების ძალებითა და საშუალებებით.

ამერიკულ სამხედრო წესდებათა მოთხოვნების თანახმად, თავდაცვით ბრძოლას თავიდან იწყებენ უზრუნველყოფის ზოლში განლაგებული ჯარები. ისინი აწარმოებენ შემკავებელ მოქმედებებს, ისწრაფვიან რა ამ დროს მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფების გამოვლენისკენ, მისთვის მაქსიმალური დანაკერგების მიყენებისკენ, მისი დეზორგანიზაციის მოხდენისა და წინსვლის შეჩერებისკენ. თავიანთი ამოცანების შესრულების შემდეგ დაფარვის ჯარები, საერთო და საბრძოლო დაცვის ნაწილები და ქვედანაყოფები გამოჰყავთ ბრძოლის ველიდან და განალაგებენ დივიზიის საბრძოლო რიგებში დანიშნულ ადგილებზე.

მოწინააღმდეგის განადგურება ხორციელდება ღრმა დაზიანების წარმოებისას, რომელიც წარმოადგენს შემომტევი ჯარების, მეორე ეშელონების (რეზერვების) შეთანხმებულ დაზიანებასა და ჩახშობას დივიზიის, საარმიო კორპუსისა და მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაციის მთელი არსებული ძალებითა და საშუალებებით.

თავდაცვაში საბრძოლო მოქმედებების ყველაზე უფრო დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ბრძოლა თავდაცვის ძირითადი რაიონის შენარჩუნებისთვის, ამიტომ მასთან მოწინააღმდეგის მოახლოებისას დივიზიის პირველი ეშელონის ნაწილებს ეძლევათ რეკომენდაცია ცეცხლის ინტენსივობის გაზრდაზე, რათა შეაჩერონ მოწინააღმდეგის წინწამოსვლა და არ დაუშვან მისი ორგანიზებულად შემოტევა.

III. 5. “მძიმე” დივიზიების საველე არტილერია ბრძოლის ძირითად სახეობებში

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საველე არტილერიის ბრიგადა (artillery brigade) ორგანიზაციულად შეიცავს შტაბს, სამ ბატარეას (საშტაბო, საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების /ზცრს/ MLRS) და 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამ დივიზიონს. სულ ბრიგადაში არის პირადი შემადგენლობის 2470 ადამიანი, 72 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A1 (A2, A6), 72 მოჯავშნული მანქანა საარტილერიო ჭურვების ტრანსპორტირებისთვის M992, 36 მეწინავე საარტილერიო დამკვირვებელთა მოჯავშნული მანქანა M981, ცხრა ზცრს MLRS, 72 მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) “დრაკონი”, 45 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1/A2, 42 სამეთაურო-საშტაბო მანქანა M572, 450-ზე მეტი ავტომობილი, 780-მდე რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შესაბამისად, ამერიკული არმიის სარდლობა საველე არტილერიის გამოყენებას განიხილავს, როგორც მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე დაზიანების შემადგენელ ნაწილს. ამასთან ზცრს MLRS ბატარეა (ცხრა გასაშვები დანადგარი) განკუთვნილია დივიზიის ინტერესებში საერთო მხარდაჭერის ამოცანის გადასაწყვეტად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთავარ მიმართულებაზე მოქმედი ბრიგადებისა და ბატალიონების საერთო მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონი (24 ქვემეხი) წარმოადგენს პირველი ეშელონის ბრიგადების საბრძოლო ზემოქმედების ზონაში საცეცხლე ამოცანების გადაწყვეტის ძირითად საშუალებას. ამავე დროს ლულიანი არტილერიის დივიზიონები შესაძლოა გამოყენებულ იქნას საცეცხლე დარტყმების მიყენებისთვისაც დივიზიის ინტერესებში. რეაქტიული დანაგარების გამოყენებას ითვალისწინებენ ოცეულებად (სამ-სამი გასაშვები დანადგარი /გდ/ MLRS), ჰაუბიცებისა – ბატარეებად (რვა-რვა ქვემეხი). საცეცხლე პოზიციების მოწყობა რეკომენდირებულია წინა ხაზთან რაც შეიძლება ახლოს, რათა საცეცხლე საშუალებებს ჰქონდეთ ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა სროლის მაქსიმალურ სიშორეზე. წინა ხაზიდან მათი ოპტიმალური დაშორებაა: ლულიანი არტილერიისთვის შეტევაში 4 კმ-მდე, თავდაცვაში 4-6 კმ, რეაქტიული დანადგარებისთვის 5-15 კმ.

ქვედანაყოფების საბრძოლო რიგები ეწყობა ისეთნაირად, რომ უზრუველყოფდეს მოწინააღმდეგის მიზნების დაზიანების ეფექტურობას, ცეცხლის საიმედო მართვასა და საშუალებებით მანევრს ფრონტსა და სიღრმეში. სახელდობრ, ჰაუბიცების ბატარეა საცეცხლე პოზიციაზე იშლება ოცეულებად: თითოეული ოცეული იკავებს ადგილს 400 მ ფრონტში. ოცეულებს შორის მანძილი შესაძლოა იყოს 400-1600 მ. ჰაუბიცებს შესაძლოა განალაგებდნენ ხაზში ან შვერით მარცხნივ ან მარჯვნივ. უკანასკნელ შემთხვევაში ოცეულის საბრძოლო მოწყობის სიღრმე შეადგენს 200 მ-ს. მთელი ბატარეა განლაგდება ადგილმდებარეობის უბანზე 1200-2400 მ ფრონტში და 300-600 მ სიღრმეში.

ძირითადი საცეცხლე პოზიციების გარდა ბატარეებში მზადდება სათადარიგო პოზიციებიც (არანაკლებ ერთისა) და, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საცეცხლე პოზიციებიც. პოზიციის შეცვლამ არ უნდა დაარღვიოს საცეცხლე მხადაჭერის უწყვეტობა.

საცეცხლე ქვედანაყოფებში მონაცემთა დამუშავების თანამედროვე საშუალებების არსებობას შეუძლია უზრუნველყოს ამოსავალი მონაცემების მომზადება ცალ-ცალკე თითოეული ქვემეხისა და გასაშვები დანადგარისთვის, რაც იძლევა ადგილზე ქვემეხების განცალკევებულად (განწერტილად, рассредоточенно) განლაგებისა და ცეცხლის მართვის შესაძლებლობას. ამასთან ოცეულებს შეუძლიათ იცვლიდნენ პოზიციებს დამოუკიდებლად და არა ბატარეის შემადგენლობაში, რაც რამდენიმე წუთამდე ამცირებს საცეცხლე პოზიციის დაკავებისა და ცეცხლის გახსნის (რაკეტების გაშვების) დროს.

დივიზიის არტილერიის საბრძოლო მოქმედებებისთვის დამახასიათებელია საცეცხლე პოზიციების სწრაფი დაკავება, ცეცხლის გახსნა და პოზიციების შეცვლა გასაშვები დანადგარებისა და თვითმავალი ჰაუბიცების ფართო განცალკევებით (განწერტვით). ამასთან სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ცეცხლი და დარტყმა ცალკეულ მნიშვნელოვან მიზნებზე ბატარეებით, ოცეულებითა და ცალკეული დანადგარებითაც კი.

აშშ არმიის სპეციალისტები შ ე ტ ე ვ ა შ ი გამოყოფენ ოთხ პერიოდს, რომელთა დროსაც საველე არტილერია გამოიყენება საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად: ჯარების წინგამოსვლისა და გაშლის საარტილერიო უზრუნველყოფა, შეტევის საარტილერიო მომზადება, შეტევის საარტილერიო მხარდაჭერა და შეტევის საარტილერიო თანხლება.

პირველი პერიოდის ამოცანების გადაწყვეტისას სადივიზიო არტილერია გამოიყენება ნაწილობრივ, უპირატესად ზცრს MLRS-ები.

შეტევის საარტილერიო მომზადების საფუძველს შეადგენს საშტატო და მიცემული საშუალებების მასირებული დარტყმები. მისი მსვლელობისას გაივალისწინება ცეცხლის წარმოება უწყვეტად. შესვენებები დაიშვება მხოლოდ ცეცხლის ერთი მიზნიდან მეორეზე გადატანისას. 155-მმ ჰაუბიცებისთვის ისინი არ უნდა აღემატებოდეს 1 წთ-ს, ხოლო რეაქტიული დანადგარებისთვის კი 2 წთ-ს. დივიზიის პირველი ეშელონის შეტევაში გადასვლის მიჯნაზე გამოსვლისას ცეცხლის გადატანა ხდება მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში.

მესამე პერიოდის მიმდინარეობისას საველე არტილერიას ევალება პირველი ეშელონის ქვედანაყოფებისთვის სწრაფი შეტევის პირობების შექმნა, იმ მიზნების განადგურების, ნეიტრალიზაციისა და ჩახშობის გზით, რომელთაც შეუძლიათ წინ აღუდგნენ შემტევ ჯარებს დასახული ამოცანების შესრულებისას.

შეტევის საარტილერიო თანხლება წარმოადგენს საარტილერიო დაზიანების დამამთავრებელ პერიოდს, რომლის მსვლელობისას საველე არტილერია ცეცხლითა და მანევრით მხარს უჭერს ჯარების შეტევას. ამ დროს მისი საცეცხლე საშუალებები ზოგადსაჯარისო ფორმირებების მიერ გამოიყენება ისეთი ამოცანების შესრულებისთვის, როგორებიცაა მეორე ეშელონებით წარმატების განვითარება, კონრშემოტევებისა და კონტრდარტყმების მოგერიება, წყლის დაბრკოლებების გადალახვა, დაპყრობილ მიჯნებზე განლაგება და სხვა. შემტევი ბრიგადების საარტილერიო თანხლების განხორციელება იგეგმება დივიზიონებით, რომელთა თვითმავალ ჰაუბიცებსაც შეუძლიათ წინსვლა უშუალოდ მათი საბრძოლო რიგების კვალდაკვალ და მცირე შესვენებებით ცეცხლის წარმოება. თუმცა კი ბრიგადას უშუალო მხარდაჭერისთვის ეძლევა 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი დივიზიონი, ამერიკულ წესდებებში გაითვალისწინება, რომ ზოგიერთ შეთხვევაში მთავარ მიმართულებაზე მოქმედებისას იგი შესაძლოა გაძლიერებულ იქნას კიდევ ერთი დივიზიონით, აგრეთვე ზცრს MLRS-ების ოცეულით.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი საველე არტილერია, როგორც წესი, საბრძოლო ამოცანებს წყვეტს ამომდინარე დივიზიის პირველ ეშელონში მყოფი ნაწილების ინტერესებიდან და ამავდროულად გამოიყენება მოწინააღმდეგის წინმომავალი მეორე ეშელონების (რეზერვების) ღრმა საცეცხლე დაზიანების განხორციელებისთვისაც.

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის არტილერია თავდაცვაში წყვეტს შემდეგ ამოცანებს: მოწინააღმდეგის ჯარების დეზორგანიზაცია და მისი საცეცხლე საშუალებების ჩახშობა, მოწინააღმდეგის მიერ ორგანიზებულად შეტევაში გადმოსვლის ჩაშლა ან შეჩერება, მისი მართვის, დაზვერვის, მეთვალყურეობისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებათა ჩახშობა, მოწინააღმდეგის შემოტევის მსვლელობისას მისი ჯარების საბრძოლო რიგების დაზიანება, მის მიერ არჩეული მიმართულებით შემოტევის აღკვეთა და სხვა.

თავდაცვაში “მძიმე” დივიზიის საველე არტილერიის საშტატო საშუალებები გამოიყენება ძირითადად ცენტრალიზებულად. ამავე დროს არ არის გამორიცხული მათი განაწილებაც პირველი ეშელონის ბრიგადებსა და დაფარვის ჯარების ქვედანაყოფებს შორის. სადივიზიო არტილერია მონაწილეობს კორპუსის მიერ წარმოებულ ღრმა საცეცხლე დაზიანებაში, ახორციელებს ზოგადსაჯარისო ფორმირებათა საერთო მხარდაჭერას და ნაწილობრივ გამოიყოფა საერთო დაცვაშიც (общее охранение). ხდება არტილერიის პოზიციების ეშელონირება, რათა უზრუნველყოფილ იქნას წინა ხაზის წინ ყველა საცეცხლე ქვედანაყოფით ცეცხლის წარმოება, აგრთვე თავდაცვაში მყოფი ნაწილებისა და ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერის მოქნილობა და უწყვეტობა.

მთლიანობაში “მძიმე” დივიზიის საველე არტილერიის ქვედანაყოფების არსებული ორგანიზაცია და შეიარაღება საშუალებას აძლევს მას წყვეტდეს ჯარების საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს ბრძოლის წარმოების თანამედროვე პირობებში.

III. 6. “მძიმე” დივიზიების საარმიო ავიაციის საბრძოლო გამოყენება

აშშ “მძიმე” დივიზიების საარმიო ავიაციის ბრიგადაში (ავიატიონ ბრიგადე) არის 146 ვერტმფრენი, ამათგან 50 დამრტყმელი AH-1S “ჰიუ კობრა” და AH-64A “აპაჩი”, 30 მრავალმიზნობრივი UH-1B, D და H “იროქეზი” და UH-60A “ბლექ ჰოქი”, 54 სადაზვერვო OH-6A “კეიუსი” და OH-58A, C და D “კაიოვა” და 12 რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/ EH-1H “იროქეზი” და EH-60A “ბლექ ჰოქი”* (*შენიშვნა: უკანასკნელი მონაცემებით, აშშ არმიის შეიარაღებაში აპირებენ მიიღონ მოდერნიზებული ვარიანტი AH-1ჭ “სუპერ კობრა”, რომელიც თავიდან განკუთვნილი იყო საზღვაო ქვეითი ჯარის შეიარაღებისთვის, აგრეთვე შეიარაღებაში მიღებულია ახალი მოდიფიკაცია AH-64B “ლონგბოუ აპაჩი”, რომელიც აღჭურვილია მიწისზედა და საჰაერო მიზნების აღმოჩენის სისტემით “ლონგბოუ”).

ამერიკულ სამხედრო წესდებებში აღინიშნება ბრძოლაში (ოპერაციაში) საარმიო ავიაციის ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენების შემდეგი პრინციპები: საბრძოლო მოქმედებების წარმოება, როგორც წესი, ზოგადსაჯარისო ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში; ცეცხლისა და მანევრის შეხამება; ჯარების სხვა გვარეობათა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენება; მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების ჩახშობა; მოქმედებათა მოულოდნელობა; ძალებისა და საშუალებათა ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში და გადამწყვეტ მიმართულებაზე თავმოყრა; ადილმდებარეობის უნარიანად გამოყენება, მოქმედებათა მოქნილობის შენარჩუნება; თავმოყრის რაიონების, საბრძოლო მასალებითა და საწვავით შევსების მეწინავე პუნქტების პერიოდულად შეცვლა; მიწისზედა ჯარებთან და ტაქტიკურ ავიაციასთან ურთიერთმოქმედება; მართვის ცენტრალიზაცია; შეუფერხებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

შ ე ტ ე ვ ა შ ი სავერტმფრენო ქვედანაყოფები შესაძლოა მოქმედებდნენ დივიზიის დაფარვის ჯარების, მთავარი ძალების ან ზოგადსაჯარისო რეზერვის შემადგენლობაში.

დაფარვის ჯარების შემადგენლობაში ყოფნისას ისინი ასრულებენ მოწინააღმდეგის განლაგების, შემადგენლობისა და მოქმედებათა ხასიათის გამოვლენის, აგრევე მისთვის მაქსიმალური შესაძლო დანაკარგების მიყენების, თავიანთი ძალების გაშლისა მანევრის უზრუნველყოფის ამოცანებს. სავერტმფრენო ქვედანაყოფებს შეუძლიათ თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის ჯარების ბლოკირება მათ მიერვე დაკავებულ პოზიციებზე შემტევი ნაწილებით (ქვედანაყოფებით) მათი შემდგომი შემოვლის მიზნით. საარმიო ავიაციის ქვედანაყოფების გადანაცვლება წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე წარმოებს ისეთი ანგარიშით, რათა უზრუნველყოფდეს დივიზიის წინმიმავალი ძალებისა და საშუალებების ეფექტურ საცეცხლე მხარდაჭერას.

შეტევის განვითარებასთან ერთად სავერტმრენო ქვედანაყოფების ძირითადი ძალისხმევის თავმოყრა ნავარაუდევია თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის, განსაკუთრებით კი მისი სატანკო ქვედანაყოფების დაზიანებისთვის. ამ დროს მათი მიზანია მოწნააღმდეგის აღნიშნული ქვედანაყოფების დაზიანება, მათი საბრძოლო რიგების დანაწევრება, მეორე ეშელონების (რეზევების) წინწამოსვლის აღკვეთა და ბრძოლისუნარიანობის აღდგენის არდაშვება. საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე დაზიანების ინტერესებში შეუძლიათ ატარებდნენ მისი თავდაცვითი პოზიციების ვერტიკალურ (ჰაერიდან) შემოვლას ან იყენებდნენ მის რიგებში წარმოქმნილ შუალედებს. მოწინააღმდეგეზე ასეთი საცეცხლე ზემოქმედების ხანგრძლივობა და სიღრმე დამოკიდებულია მის შემადგენლობასა და თავდაცვის მოწყობაზე, ადგილის (ადგილმდებარეობის) ხასიათზე, მეტეოპირობებზე, ვერტმფრენების საბრძოლო მასალებითა და საწვავით უზრუნველყოფის ხარისხზე.

ზოგადსაჯარისო რეზერვში მყოფი სავერტმფრენო ქვედანაყოფების გამოყენება ნავარაუდევია, უწინარეს ყოვლისა, ტანკების კონტრშემოტევების მოსაგერიებლად.

წარმატების განვითარებისა და მოწინააღმდეგის დევნისას საარმიო ავიაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას დარტყმების მისაყენებლად, უკანდახეული მოწინააღმდეგის ფლანგებზე სწრაფი მანევრის შესრულებისთვის, ზოგადსაჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაკავებულ პოზიციებზე გამაგრებაში მხარდაჭერის აღმოსაჩენად, აგრეთვე ტაქტიკური აერომობილური დესანტების გადასხმისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა გადასროლისთვის, მართვისა და კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან ერთად, შეტევის მსვლელობისას საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებს შეუძლიათ მოწინააღმდეგის ზურგში განხორციელებულ რეიდებში მონაწილეობის მიღება, ბრძოლით დაზვერვის წარმოება, სადემონსტრაციო და ყურადღების გადამტანი მოქმედებების ჩატარება. აღინიშნება, რომ მანევრის გამოყენებული ფორმებისგან დამოუკიდებლად ეს ქვედანაყოფები განუწყვეტლივ უნდა აწარმოებდნენ დაზვერვასა და მეთვალყურეობას, ახშობდნენ მოწინააღმდეგის აღმოჩენილ საცეცხლე საშუალებებსა და ცოცხალ ძალას, თავს უყრიდნენ ძირითად ძალისხმევას ტანკებისა და სხვა მოჯავშნული მიზნების, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, მართვის სისტემების ელემენტების განადგურებაზე, ხოლო თავიანთ მოქმედებებს დაწვრილებით ათანხმებდნენ საველე არტილერიის ცეცხლსა და ტაქტიკური ავიაციის დარტყმებთან.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებს შეუძლიათ წყვეტდნენ შემდეგ ძირითად ამოცანებს: მოწინააღმდეგის ნაწილებისა და ქვედანაყოფების (განსაკუთრებით სატანკოსი) წინგამოსვლისა და გაშლის შეჩერება (შენელება); მოწინააღმდეგის წინგამოსული ფორმირებების დანაწევრება, იზოლირება და დაზიანება; მისი მეორე ეშელონებნის (რეზერვების) ბრძოლაში შემოყვანის დეზორგანიზაცია და აღკვეთა. ამერიკული სარდლობის შეხედულებებით მათი შესრულების უზრუნველყოფა უნდა ხდებოდეს დაზვერვის უწყვეტად წარმოებით, ღრმა საცეცხლე დაზიანების პროცესში მოწინააღმდეგის მეწინავე და მომდევნო ეშელონებზე ერთდროული დარტყმების მიყენებით, მისი ჯარების წინწამოსვლის გზებზე დანაღმული ველების დისტანციურად დაყენებით, რებ საშუალებების გამოყენებით, მოწინააღმდეგის ზურგში ან ფლანგზე სწრაფი მანევრის შესრულებით, ტაქტიკური აერომობილური დესანტების გადასხმით, ურთიერთმოქმედი ზოგადსაჯარისო ნაწილების (ქვედანაყოფების) საცეცხლე სიმძლავრის ამაღლებით.

დივიზიის უზრუნველყოფის ზოლში მოქმედებებისას სავერტმფრენო ქვედაყოფები შესაძლოა გამოყენებულ იქნას თავდაცვის ფრონტის წინ ან ფლანგებზე დაზვერვისა და მეთვალყურეობის წარმოებისთვის, დარტყმების მისაყენებლად, ზოგადსაჯარისო ფორმირებების გასაძლიერებლად ან ადგილის მეორეხარისხოვანი უბნების დასაფარავად, რათა ამ უბნებიდან გამოთავისუფლებულ იქნას დივიზიის ძალები და საშუალებები მთავარ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიებისთვის გადასაყვანად.

შენაერთის თავდაცვის ძირითადი რაიონის შენარჩუნებისას მიზანშეწონილია საარმიო ავიაციის გამოყენება შემომტევი სატანკო (მოტოქვეითი) ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის დაზიანების მისაყენებლად, თავისი ჯარების განლაგების სიღრმეში მოწინააღმდეგის შემოჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ფლანგების დასაფარავად, ზოგადსაჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გასაძლიერებლად და მათი მანევრულობის ასამაღლებლად, აგრეთვე მეორეხარისხოვანი უბნების (მიმართულებების) გაკონტროლებისთვის.

ზოგადსაჯარისო რეზერვის შემაგენლობაში მოქმედებებისას სავერტმფრენო ქვედანაყოფები აძლიერებენ დივიზიის ზურგის რაიონის დაცვისა და თავდაცვისთვის გამოყოფილი მიწისზედა ჯარების ფორმირებებს, მონაწილეობენ კონტრშეტევების წარმოებაში, ლოკალიზაციას უკეთებენ მოწინააღმდეგის ტანკების გარღვევას და ანადგურებენ ტაქტიკურ საჰაერო (აერომობილურ) დესანტებს.

საარმიო ავიაციის ფორმრებათა მ ო ქ მ ე დ ე ბ ე ბ ი ს ტ ა ქ ტ ი კ ა დამოკიდებულია შექმნილ საბრძოლო ვითარებასა და გადასაწყვეტი ამოცანების ხასიათზე. მათ შეუძლიათ მოქმედებდნენ ტაქტიკური ჯგუფების (ზოგადსაჯარისო, სავერტმფრენო, ვერტმფრენ-თვითმფრინავებისა) შემადგენელი კომპონენტების სახით, აგრეთვე ისინი შესაძლოა მიეცემოდნენ ბრიგადებს, ბატალიონებს, ხოლო ზოგჯერ კი თავიანთ ოპერატიულ დაქვემდებარებაში ღებულობდნენ ჯართა სხვა გვარეობების ძალებსა და საშუალებებს. ამერიკელ სამხედრო სპეციალისტთა შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ყველაზე უფრო მიზანშეწონილია სავერტმფრენო ქვედანაყოფების ჩართვა ზოგადსაჯარისო ტაქტიკურ ჯგუფებში. ურთიერთშევსების შედეგად ხდება მათი მათი პოტენციური შესაძლებლობების ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენება. მაგალითად, ტიპიური საბრიგადო ტაქტიკური ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) ბრიგადისგან, დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენების ბატალიონისა და სხვა ქვედანაყოფებისგან. საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი – სატანკო (მოტოქვეითი) ბატალიონის, მოტოქვეითი (სატანკო) ასეულის, დამრტყმელი ვერტმფრენების ასეულისა და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფებისგან. მაქსმალური საბრძოლო ეფექტურობა მიიღწევა სავერტმფრენო ქვედანაყოფების, განსაკუთრებით დამრტყელი ვერტმფრენების ბატალიონებად გამოყენებისას. საარმიო ავიაციის ყველაზე უფრო მცირე სავერტმფრენო ერთეული, რომელიც შეიძლება შეყვანილ იქნას ზოგადსაჯარისო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში ან მიეცეს სხვა ჯარების ფორმირებას, არის სავერტმფრენო ასეული.

ამერიკული ჯარების სწავლებათა გამოცდილებით, დამრტყმელი ვერტმფრენების ბატალიონის საშტატო ძალები და საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას სამი ხერხით – მოწინააღმდეგეზე ერთდროული, უწყვეტი ან ეტაპობრივი საცეცხლე ზემოქმედებით. პირველ შემთხვევაში ბატალიონის სამივე სავერტმფრენო ასეული ერთდროულად იშლება დანიშნულ საბრძოლო პოზიციებზე განსაზღვრულ უბანზე მაქსიმალური შესაძლო საცეცხლე სიმძლავრის თავმოყრის მიზნით. მეორეში (უწყვეტი საცეცხლე ზემოქმედება, ანუ “ერთი მესამედის” ხერხი) ერთი დარტყმელი ასეული აზიანებს მოწინააღმდეგის მიზნებს, მეორე იმყოფება საცეცხლე დარტყმების მისაყენებელ მარშრუტზე, ხოლო მესამე კი – საბრძოლო მასალებისა და საწვავის შევსების მეწინავე პუნქტებზე. მესამე ხერხი ითვალისწინებს საცეცხლე ზემოქმედების თანდათანობით ზრდას: მოწინააღმდეგეზე დარტყმების მიმყენებელი ასეული ეტაპიბრივად ძლიერდება მეორეთი; ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ასეულთაგან ერთერთს საბრძოლო მასალები ან საწვავი ამოეწურება, საბრძოლო მოქმედებებში ერთვება მესამე ასეულიც.

დამრტყმელი ვერტმფრენების ბატალიონის ასეულები მოქმედებენ, როგორც წესი, სავერტმფრენო ტაქტიკური ჯგუფების სახით. ასეთ ჯგუფს (სამი სადაზვერვო და ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენი) შეუძლია დასმული ამოცანების შესრულება სრული შემადგენლობით ან დაყოფა ორ ჯგუფად (თითოეულში ერთი-ორი სადაზვერვო და ორი-სამი დამრტყმელი ვერტმფრენი). უკანასკნელ შემთხვევაში ჩნდება დასახული მიზნის რაიონზე ორი მიმართულებიდან დარტყმების შეთანხმებულად მიყენების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ასეთი ქვეჯგუფების საცეცხლე მიჯნაზე ერთდროულად მოქმედებამ შესაძლოა უზრუნველყოს თავმოყრილი ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლის წარმოება დიდ ფართობზე და დროის მცირე შუალედში მოწინააღმდეგისთვის მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენება. მაგრამ ასეთი ტაქტიკის გამოყენებისას არსებითად მცირდება უწყვეტი საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია საბრძოლო მასალებისა და საწვავის შევსებასთან (საცეცხლე მიჯნაზე ვერტმფრენების ხელმეორედ გასვლა შეიძლება მხოლოდ 40-60 წთ-ის შემდეგ).

საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის დამრტყმელი ვერტმფრენების გაშლას ჩვეულებრივ აქვს ასეთი თანამიმდევრობა: გაფრენა მოსაცდელ რაიონში, სადაზვერვო ვერტმფრენებთან ურთიერთკავშირის დამყარება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და მიზნებზე მონაცემების მიღება, ობიექტების აღმოჩენა და დაზიანება, სათადარიგო საცეცხლე პოზიციების დაკავება ან მოსაცდელ რაიონში დაბრუნება. პოზიციებზე ერთმანეთის ცვლით დამრტყმელი ვერტმფრენები უწყევეტ საცეცხლე ზემოქმედებას ახდენენ მოწინააღმდეგეზე. ითვლება, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ ფარულად და დაზიანებას აყენებდნენ მოწინააღმდეგეს საბორტო იარაღის მაქსიმალური მისაღწევი დაშორებიდან, ხოლო თავად კი იმყოფებოდნენ მისი საცეცხლე საშუალებებისთვის მიუღწეველ მანძილზე.

სადაზვერვო ვერტმფრენები საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე სამეთვალყურეოდ და მოწინააღმდეგის დასაზვერად, აუცილებელი საბრძოლო ამოცანების შერჩევისა და დამრტყმელი ვერტმფრენების მოქმედებათა კოორდინაციისთვის, დასახული საცეცხლე პოზიციებიდან ცეცხლის გამოძახებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კორექციისთვის, დამრტყმელი ვერტმფრენების მიერ მოწინაღმდეგის მიზნების დაზიანებისას ჰაერიდან და დედამიწიდან მათ დასაფარავად.

საარმიო ავიაციის ვერტმფრენების გამოყენების თავისებურებანი თვითმფრინავ-ვერტმფრენების ჯგუფების შემადგენლობაში დაიყვანება შემდეგზე. სადაზვერვო ვერტმფრენები აზუსტებენ დარტყმის ობიექტებს, რის შემდეგაც დამრტყმელი ვერტფრენები საველე არტილერიასთან ურთიერთმოქმედებით ანადგურებენ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ხოლო შემდეგ კი A-10A მოიერიშე თვითმფრინავების ჯგუფი იწყებს განსაზღვრულ მიზნებზე დარტყმების მიყენებას. დამრტყმელი ვერტმფრენების განმეორებითი შეტევა წარმოებს საბრძოლო ამოცანის მთლიანად (ბოლომდე) შესრულების მიზნით. ასეთი ერთობლივი ჯგუფების მოქმედებათა ეფექტურობა ორ-სამჯერ იზრდება, ხოლო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების დანაკარგები კი ამ დროს ორჯერ მცირდება.

სხვადასხვანაირი ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში ამოცანების გადაწყვეტასთან ერთად სავერტმფრენო ქვედანაყოფები (განსაკუთრებით ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებისა) ასრულებენ დანაღმული ველების დისტანციურად დაყენების ამოცანებს, ხოლო დამრტყმელი და სადაზვერვო ვერტმფრენების შეიარაღებაში კი “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტების გამოჩენით შესაძლებელი შეიქნა მოწინააღმდეგის ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან საჰაერო ბრძოლის წარმოებაც.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

ირაკლი ხართიშვილი