Saturday, September 8, 2012

ნიკოლოზ დუბროვინი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისა და საქართველოს მეზობელთა შესახებ


(ქვემოთ შემოთავაზებული მასლა წარმოადგენს აკადემიკოს ნ. დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе». Н. Дубровина. томъ II. С-Петербургъ, 1886, პირველი და მეორე თავების თარგმანს, რომლებშიც გადმოცემულია აღმოსავლეთ საქართველოზე სრულიად რუსეთის იმპერიის მფარველობითი ხელშეკრულების /გეორგიევსკის ტრაქტატის/ მომზადებისა და ოფიციალურად გაფორმების ამბები, შემდეგ მეზობელ მაჰმადიან მფლობელთა განწყობანი ამასთან დაკავშირებით და, ბოლოს, ყარაბაღის ხანისა და იქაური სომხური მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულებისა და რუსეთის მთავრობასთან მათი მოლაპარაკებების საკითხები)


თავი I

საქართველოს მეფის ერეკლეს თხოვნა რუსეთის მფარველობის ქვეშ მისი მიღების შესახებ. – პირობები, რომლებზედაც მას სურდა ეღიარებინა იმპერატრიცას უმაღლესი ძალაულფლება. – ამ საქმეში თავად პოტიომკინ-ტავრიდელის მონაწილეობა. – გენერალ-პორუჩიკ პ. ს. პოტიომკინის დანიშვნა ჯარების სარდლად მოზდოკის ახალ ხაზზე. – პოლკოვნიკ ბურნაშოვისა და პოდპოლკოვნიკ ტამარას საქართველოში გამგზავრება. – ამ პირთა გაგზავნის მიზანი. – ტრაქტატის დადება მფარველობის შესახებ. – საქართველოში გზის შეკეთება. – ტფილისში რუსული ჯარების მოსვლა. – ზეიმი ტფილისში ტრაქტატის რატიფიკაციისა და ინვესტიტურის ნიშნების გამოგზავნის გამო. – მეფე ერეკლე II-ის ფიცი. – იმპერატრიცას მიერ ნაწყალობევი ჯილდოები და საჩუქრები. – ერეკლეს ორი ვაჟიშვილისა და მინისტრის სახით თავად ჭავჭავაძის პეტერბურგში მოსვლა.

მუდმივად საგანგაშო მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფებოდა საქართველო, გარშემორტყმული ყოველი მხრიდან მისდამი მტრულად განწყობილი მეზობლებით, და ქვეყნის შინაგანმა მოუწყობლობამ აიძულეს მეფე ერეკლე II, რომ ეძებნა ძლიერი დახმარება და დაცვა მისი უახლოესი და ერთმორწმუნე რუსეთის სახით. 1782 წლის ბოლოს მეფემ გამოგზავნა წერილი უმაღლეს სახელზე, რომელშიც ითხოვდა მიეღოთ საქართველო რუსული დერჟავის უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ და დაედოთ მასთან საზეიმო ტრაქტატი მფარველობის შესახებ.

იმპერატრიცას თანხმობის შემთხვევაში, ერეკლე ითხოვდა დაემტკიცებინათ იგი მის შთამომავლობასთან ერთად სამეფო ღირსებაში, დაეტოვებინათ საქართველოში კათოლიკოსის წოდება, როგორც სასულიერო წოდების მეთაურისა; მის სამშობლოში გამოეგზავნათ 4.000-იანი რუსული ჯარები, აუცილებელი მტრებისგან დაცვისა და მისგან ჩამოშორებული პროვინციების დამორჩილებისთვის, და ბოლოს, მოემარაგებინათ იგი ფულებით ჯარების შესანახად, და ვალდებულებას კისრულობდა, რომ მთელ მისთვის ნაწყალობევ თანხას დააბრუნებდა რამდენიმე წლის განმავლობაში.

თავის მხრივ მეფე, აზიური ჩვეულებით, ჰპირდებოდა პეტერბურგში ამანათებად (ერთგულების საწინდრად /მძევლებად/) ერთ-ერთი თავისი ძისა და რამდენიმე თავადისა და აზნაურის გამოგზავნას; ჰპირდებოდა შემოეტანა ხაზინაში მადნების დამუშავებისგან მიღებული მოგების ნახევარი, გადაეხადა ხარკი სამოცდაათი კაპიკი თითოეული კომლიდან, მოეხადა სარეკრუტო ვალდებულება რუსეთის ქვეშევრდომთა თანაბრად, ყოველწლიურად იმპერატრიცის კარისთვის გამოეგზავნა ორი ათასი ვედრო საუკეთესო კახური ღვინო და თოთხმეტი საუკეთესო ბედაური. იმ ოლქებისა და პროვინციების მცხოვრებთაგან, რომლებიც შესაძლოა შემდგომში ყოფილიყო დამორჩილებული და საქართველოსთვის დაბრუნებული, ერეკლე II ვალდებულებას იღებდა შემოეტანა ყოველწლიურად ორას-ორასი ფუთი აბრეშუმი, გადაეხადა ასევე სამოცდაათი კაპიკი თითოეული კომლიდან და, ამაზე ზევით, ნახევარი იმ გადასახადისა, რომელიც შემოჰქონდათ სულზე რუს საბატონო გლეხებს.

თანხმდებოდა რა საქართველოს მიღებაზე თავისი მფარველობის ქვეშ, იმპერატრიცა ეკატერინე II თავის მზერას განავრცობდა იმ წვრილმან პირობებზე გაცილებით უფრო შორს, რომლებსაც სთავაზობდა მას მეფე ერეკლე. რუსეთი არ განიცდიდა საჭიროებას ვალდებულებებში, რომლებიც ემსახურებოდა მისი ხაზინის გაზრდას, მით უმეტეს, რომ საქართველოსა და მისი ხალხმოსახლეობის მაშინდელი მდგომარეობისას მეფეს, ყველაზე უფრო მომგებიან პირობებში შეეძლო შემოეტანა რუსულ ხაზინაში არაუმეტეს 250.000 მანეთისა, ესე იგი ისეთი თანხა, რომელიც არ იყო საკმარისი თვით მის მიერ თხოვნილი რუსული ჯარების შენახვისთვისაც კი. ფულადი ხარკი კი არ იზიდავდა იმპერატრიცას ყურადღებას, არამედ სურვილი მოეწყო ზნეობრივი და ქონებრივი კეთილდღეობა ამიერკავკასიის მისი ერთმორწმუნე მოსახლეობისა. ეკატერინე II ოცნებობდა კავკასიონის მთების იქითა მხარეს ერთი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელიც არავიზე არ იქნებოდა დამოკიდებული, გარდა რუსეთისა. იგი ზრუნავდა მთელი ქრისტიანული მოსახლეობის განთავისუფლებაზე მისთვის აუტანელი სპარსელებისა და თურქების მაჰმადიანური უღლისგან და ამიტომ ხალისით დათანხმდა ერეკლე II-ის თხოვნაზე მფარველობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს მეფის სურვილში ხედავდა პირველ ნაბიჯს კავკასიონის იქით ჩვენი გავლენის განმტკიცებისა და თავისი ვარაუდების განხორციელებისთვის.

იმპერატრიცას უახლოესი თანამოაზრე, თავადი გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, როგორც ადამიანი, რომელმაც სხვებზე უწინ გაიგო ეკატერინე II-ის ხედვანი და განზრახვები, არჩეულ იქნა მისი ნებისა და წინასწარმონახაზების აღმსრულებლად. აძლევდა რა თავად პოტიომკინის უშუალო განმგებლობაში მთელ საქმეებს სპარსეთთან და საქართველოსთან, იმპერატრიცამ ამით მას ხელთ გადასცა მთელი ჩვენი ურთიერთობებიც აღმოსავლეთთან. მან მისცა თავადს ფართო უფლებამოსილება, რათა განეკარგა საქმეები როგორც ძალაუფლების მქონეს, თავისი შეხედულებისდა მიხედვით, და დაავალა დაედო საბოლოო ტრაქტატი ერეკლე მეფესთან. თავადი გრიგოლ ალექსანდრეს ძე საქმეს შეუდგა მისთვის დამახასიათებელი მგზნებარებითა და გატაცებით. გზავნიდა რა თავის ბიძაშვილს გენერალ-პორუჩიკ პავლე სერგის ძე პოტიომკინს ახალ მოზდოკის ხაზზე განლაგებული ჯარების სარდლობისთვის, ასე მისწერა მას (Въ секретномъ предписанiи отъ 6-го сентября 1782 года. Госуд. Арх., XXIII, № 13):

“როგორც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ნებაა, რათა გვქონდეს კავშირი ჩვენი საზღვრების მომიჯნავე მფლობელებთან, როგორც ესაა: საქართველოსთან, სომხებთან, რომლებიც იმყოფებიან ყარაბაღსა და ყარადაღში, ამიტომ თქვენ, სხვადასხვა საბაბით, ხშირი ურთიერთობები უნდა გქონდეთ მათთან და ააწყოთ ნაცნობობა, რის მეშვეობითაც მოემზადებით კიდეც მომავალში დანიშნული გეგმებისა და ღონისძიებებისთვის.

თქვენი ყოფნის ადგილზე კი თქვენ უნდა მიიღოთ ზუსტი ცნობები დიდი და მცირე ყაბარდოს ხალხებზე, რასთან შეხებაში მყოფ მთელ საქმეებსაც მიიღებთ ჩემი სალაშქრო კანცელარიიდან. თქვენ მოგიწევთ დააკავშიროთ ისინი მათი საკუთარი სარგებლით რუსეთთან და გახსნათ უკვე დიდი ხნიდან ფესვგადგმული ურთიერთბრძოლების კვანძები; დაზვეროთ ვინ არის მათგან უფრო ძლიერი თავადებს შორის და ვინ უფრო საიმედო; როგორია კავშირი მათსა და მდაბიო ხალხს შორის და ეს ორი ნაწილი ცუდი არ იქნება იყოლიოთ გარკვეული შურის მდგომარეობაში ურთიერთ შორის”.

შეუდგა რა მეტად ვრცელი პოლიტიკური პროგრამის აღსრულებას, თავად პოტიომკინს სურდა აღენიშნა თავისი საქმიანობის დაწყება განსაკუთრებული წყალობებით ერეკლე მეფისადმი, წყალობებით, რომლებსაც შეეძლოთ მიეთითებინათ სხვა მფლობელებისთვისაც, რომ რუსეთის მფარველობის ძიებას მიჰყავს ისინი მრავალრიცხოვანი სარგებლისა და უპირატესობისკენ. მისი შუამდგომლობით იმპერატრიცა არა მხოლოდ დაეთანხმა დაეკმაყოფილებინა ერეკლეს ყველა მოთხოვნა, არამედ მისცა მას გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე თავად მას შეეძლო სურვილი ჰქონოდა. მეფეს ნება მიეცა გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ ის ხარკი, რომლის შემოტანასაც იგი ვალად კისრულობდა ქვეშევრდომობის ნიშნად და ჯერ კიდევ ტრაქტატის დადებამდე ერეკლეს ერთ-ერთი ვაჟიშვილი დაჯილდოებულ იქნა წმ. ანას ორდენით* (*ერეკლემ აღტაცებით მიიღო ეს ჯილდო და მადლობას უხდიდა მისთვის პოტიომკინს: “თქვენს წერილთან ერთად, წერდა მეფე 18 მაისს, მივიღეთ ჩვენ ისეთი სიხარული, რომელსაც არ მოველოდით. თქვენი მეშვეობით ყოვლადმოწყალე ჩვენი ხელმწიფისგან მივიღეთ გამოგზავნილი ორდენი ჩვენი ძისთვის. თუმცა კი ჩვენ არ დაგვიმსახურებია, რომ თქვენ ჩვენდამი ასეთი მეგობრობა გამოიჩინოთ, მაგრამ რა თქმა უნდა შევეცდებით, ყველა თქვენს მიერ გამოჩენილი კეთილგანწყობისთვის სამსახური გაგიწიოთ. რადგანაც ჩვენი უმცროსი ვაჟებიდან უფრო ასაკოვანია იულონი, ამიტომ განვსაჯეთ, რომ ეს ბაფთი მისთვის გაგვეკეთებინა”).

1783 წლის დასაწყისში თავადი პოტიომკინი, ატყობინებდა რა ერეკლეს, რომ მას აქვს დავალებული მთელი საქმეები საქართველოსთან, წერდა, რომ მეფესთან ტრაქტატის დასადებად მან რწმუნებები გადასცა თავის ბიძაშვილს პ. ს. პოტიომკინს, ხოლო მის დასახმარებლად კი დანიშნა პოდპოლკოვნიკი ტამარა, რომლის ხელითაც უგზავნის მას ტრაქტატის პროექტს (Ордеръ генералъ-поручику Потёмктну 3-го апреля 1783 года, № 106. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45). რადგანაც მეფის ყველა თხოვნა იყო არა მარტო დაკმაყოფილებული, არამედ გაკეთებულია გაცილებით უფრო მეტიც, ვიდრე მას სურდა, ამიტომ თავადი გამოხატავდა დარწმუნებას, რომ ერეკლე, რა თქმა უნდა, არ წააწყდება სიძნელეს (ტრაქტატის) პირობების დადებაში და სულ უახლოეს მომავალში გამოგზავნის თავის სრულუფლებიან წარმომადგენლებს კავკასიის ხაზზე, იმ ადგილას, რომელიც დანიშნულ იქნება გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის მიერ. უკანასკნელს იმავე დროს დაევალა საქართველოში გამგზავრებისთვის მოემზადებინა ორი ბატალიონი, სამთო და ყაბარდოსი (Горскiй и Кабардинскiй), ოთხი ქვემეხით, მაგრამ ბრძანების მიღებამდე ისინი არ გაეგზავნა, არამედ ეზრუნა მხოლოდ გზის შეკეთებისთვის, ამასთან მისი ერთი ნახევარი შეკეთებულ უნდა ყოფილიყო ჩვენს მიერ, ხოლო მეორე ნახევარი კი – ქართველებისა (То же отъ 3-го апреля, № 103. Тамъ же).

1783 წლის მაისის შუა რიცხვებში პოდპოლკოვნიკმა ტამარამ დატოვა კავკასიის ხაზი და გაემგზავრა საქართველოში ტრაქტატის პროექტით. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გაატანა მას წერილი ერეკლე მეფისადმი, რომელშიც სთხოვდა გამოეგზავნა გეორგიევსკში არანაკლებ ორი სრულუფლებიანი წარმომადგენლისა და მოეზადებინა პროვიანტი საქართველოში გასაგზავნად დანიშნული ჯარებისთვის (Письмо П. С. Потёмкина Ираклiю отъ 9-го мая 1783 г.). მან დაავალა ტამარას დაერწმუნებინა მეფე აჩქარებულიყო სრულუფლებიან წარმომადგენელთა გამოგზავნაში და არ დაექუცმაცებინა თავისი სამფლობელოები ვაჟიშვილებს შორის თანაბრად განაწილებით.

ღებულობდა რა საქართველოს თავის მფარველობაში სამარადისოდ (на вечныя времена), რუსეთის მთავრობას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო დაეშვა სამფლობელოთა დანაწევრება სხვადასხვა პირებს შორის, რომლებიც იშვიათად იყვნენ ერთსულოვანნი, და ამიტომ სწერდა პ. ს. პოტიომკინი პოდპოლკოვნიკ ტამარას (Въ ордере отъ 9-го мая, Государствен. Арх., XXIII, № 13, карт. 45): “რეკომენდაციას გაძლევთ, აუხსნით რა ერეკლე მეფეს ტრაქტატის შინაარსს, მოიხსენიოთ, – თუკი ნამდვილად ეს არის მისი განზრახვა, – რომ მის საქმეთა და მისი სახელის დიდება და მისი ხალხის სარგებელი მოითხოვს იმას, რომ მისი ოლქი სამუდამოდ ერთიანი დარჩეს. პირდაპირი საუბარი თქვენი ამ საკითხზე და გარემოებანი გამოავლენს, საჭირო გახდება თუ არა ტრაქტატის დადებისას შედგენილ იქნას ამაზე სეპარატიული არტიკული”.

ტამარასთვის ძნელი არ ყოფილა ამაში ერეკლეს დარწმუნება, მაგრამ გაცილებით უფრო ძნელი იყო მისი დათანხმება სრულუფლებიან წარმომადგენელთა უსწრაფესად დანიშვნასა და გეორგიევსკში მათ გაგზავნაზე. თავად ერეკლეს ერთგულება რუსეთისადმი უსაზღვრო იყო; ყველა წინადადებაზე ჩვენი მხრიდან იგი პასუხობდა მხოლოდ უპირობო თანხმობით და ამასთან მეტად ხშირად იმეორებდა თავის სურვილს რაც შეიძლებოდა სწრაფად ეხილა რუსული ჯარები საქართველოში. მეფე იმედოვნებდა, რომ ივნისის შუახანებისთვის ისინი უკვე მის სამფლობელოებში იქნებოდნენ და, არ დაედო რა ჯერ კიდევ ტრაქტატი, სურდა საზეიმოდ ედღესასწაულა ტფილისში თავისი შესვლა რუსეთის მფარველობის ქვეშ. თუმცა კი ასეთი აჩქარებულობა განპირობებული იყო პოლიტიკური მიზნებით, ვინაიდან მეფეს სურდა ამ ზეიმურობით დაენახვებინა სპარსეთისთვის, რომ ჰყავს ძლევამოსილი მოკავშირე, მიუხედავად ამისა გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი იძულებული იყო შეეკავებინა ერეკლე ზედმეტი აჩქარებისგან. იგი სწერდა მეფეს, რომ ჯარების მოსვლა საქართველოში შეიძლება მოხდეს არაუადრეს იმისა, რაც ხელმოწერილ იქნება ტრაქტატი, და სთხოვდა ერეკლეს გადაედო სადღესასწაულო აღნიშვნები მოლაპარაკებათა დასრულებამდე და აჩქარებულიყო სრულუფლებიან წარმომადგენელთა გამოგზავნაში (Ордеръ генералъ-поручика Потёмкина Тамаре отъ 4-го iюня и письмо его царю Ираклiю отъ 7-го iюня 1783 года). პოდპოლკოვნიკი ტამარაც იგივეს მოითხოვდა დაჟინებით, მაგრამ ერეკლე მეფე სრულუფლებიან წარმომადგენელთა დანიშვნის საქმეში გახლდათ უკიდურესად გაუბედავი და ისე იქცეოდა, რომ მეტი დაყოვნება უკვე შეუძლებელი იყო. ამისი მიზეზი იყო მეფისა და მისი გარემომცველი წრის მიერ იმ წესებისა და პირობების სრულებით არცოდნა, რომლებსაც ჩვეულებრივ იცავენ ევროპული სამეფო კარები სახელმწიფო ხელშეკრულებების დადებისას. ტამარას მოუწია თავად შეედგინა მეფის სახელით სრულუფლებიანობის სიგელი (полномочiе), რამდენჯერმე აეხსნა და განემარტა მასში დაწერილი თითოეული სიტყვა, როგორც თავად მეფისთვის, ისე მისი მრჩევლებისთვისაც. ერეკლეს თანდაყოლილ უნდობლობას თავის ქვეშევრდომთა მიმართ, რომელიც შეადგენს ყველა აზიელი მფლობელის დამახასიათებელ თავისებურებას, ადგილი ჰქონდა საქართველოშიც და იყო მეორე მიზეზი აუჩქარებლობისა სრულუფლებიან წარმომადგენელთა დანიშვნის საქმეში. ერეკლე არა თუ არ ენდობოდა თავის თანაშემწეებს მმართველობაში, არამედ არ სჯეროდა თავისი უახლოესი ნათესავებისაც კი, ასე რომ დიდ ხანს არ შეეძლო ჩამოყალიბებულიყო რწმუნებულ პირთა არჩევანში, “რომლებშიც, მოახსენებდა ტამარა (Генералъ-поручику Потёмкину, 27-го мая 1783 года), თუნდაც მხოლოდ გარეგნული ფორმისთვის ამ შემთხვევაში გასაგზავნებში, ეძიებს წინასწარ ამოცნობას მათი ფიქრებისა იმისთვის, რომ ეშინია ლაპარაკებისა, რომლებმაც თვლის რომ არაერთხელ გაუფუჭეს მას საქმე”. მეფე დანიშნავდა ხან ერთს, ხან მეორეს, ცვლიდა, ხელახლა ნიშნავდა და ამით აჭიანურებდა საქმეს. ჰქონდა რა თავად პოტიომკინის დავალება, რომ ჩასულიყო იმერეთში სოლომონ მეფის დარწმუნებისთვის მისდამი რუსული მთავრობის კეთილგანწყობაში, და ჩაეტანა უგანათლებულესი თავადის წერილი*, პოდპოლკოვნიკმა ტამარამ გადაწყვიტა გამგზავრებულყო ქუთაისში, ისე, რომ არ დალოდებია ერეკლე მეფის საბოლოო გადაწყვეტილებას. მან მხოლოდ მოახერხა დაპირების მიღება, რომ დროის იმ შუალედში, რომელსაც იგი გამოიყენებს იმერეთში მგზავრობისა და უკან დაბრუნებისთვის, ერეკლე აუცილებლად დანიშნავს სრულუფლებიან წარმომადგენლებს და მოამზადებს ყოველივე აუცილებელს მათი გამგზავრებისთვის იმდენად, რათა მათ შეეძლოთ ტამარასთან ერთად კავკასიის ხაზზე გამგზავრება (*იმერეთის მეფე სოლომონი სთხოვდა იმპერატრიცას რომ დაეცვა იგი თურქებისგან, რომლებმაც, მისი სიტყვებით, გამოგზავნეს თავიანთი მოხელეები იმერეთის საზღვრების დათვალიერებისა და იქ ციხესიმაგრეთა მოწყობისთვის. იხ. Письмо астраханскаго губернатора П. С. Потёмкину 11-го октября 1782 года. Государствен. Арх., XXIII, № 13).

უკანასკნელის მოგზაურობა იმერეთში გაგრძელდა იმაზე გაცილებით უფრო დიდხანს, ვიდრე ვარაუდობდნენ. საშინელმა უგზოობამ განუწყვეტელი და ძლიერი წვიმებისგან და პოდპოლკოვნიკ ტამარას თანმხლები ზოგიერთი პირის ავადმყოფობამ შეაჩერეს ჩვენი ელჩობა გზაში, აიძულეს ემგზავრათ ნელა და მაინც დაეტოვებინათ რამდენიმე ავადმყოფი ადამიანი სხვადასხვა ადგილას. ქუთაისში ტამარა მოვიდა 5 ივნისს, ხოლო მისი მოსვლიდან მესამე დღეს ავად გახდა მეფე სოლომონიც. ასე რომ ტამარა იძულებული იყო ეცხოვრა იქ ცხრა დღეს და უკან გამომგზავრება შეძლო მხოლოდ 14 რიცხვში.

ტფილისში დაბრუნების შემდეგ მან შეიტყო, რომ სრულუფლებიან წარმომადგენლებად დანიშნულნი არიან თავადი ოტია ანდრონიკაშვილი და თავადი სულხან თუმანიშვილი, მაგრამ 24 ივნისის დილას ერეკლემ გამოგზავნა კაცი სათქმელად, რომ მან შეცვალა თავისი არჩევანი და საბოლოოდ ნიშნავს: პირველ სრულუფლებიან წარმომადგენლად თავის სიძეს, მთავარ მრჩეველს ერევნის პროვინციის საქმეებში და მარცხენა ხელის ჯარების გენერალს თავად იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონს, ხოლო მეორე წარმომადგენლად – თავის გენერალ-ადიუტანტსა და ყაზახის პროვინციის უფროსს, თავად გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძეს, ასისტენტად მათთან დანიშნულ იქნა არქიმანდრიტი გაიოზი, რომელმაც იცოდა რუსული ენა, ელჩობის ერთი მდივანი და ამალის ოცი ადამიანი. ერეკლე დაჰპირდა მიეცა გასაგზავნი პირებისთვის უფლებამოსილება, რომლის ძალითაც, თითოეულ მათგანს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, შეეძლებოდა ტრაქტატზე ხელის მოწერა თავისი ამხანაგის გარეშეც (Рапортъ Тамары генералу Потёмкину 21-го iюня 1783 года).

გზავნიდა რა თავადებს ბაგრატიონსა და ჭავჭავაძეს გეორგიევსკში, მეფემ დაავალა მათ გადაეცათ გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინისთვის თავისი სურვილი, რომ მას შეხვედროდა, თუნდაც ნახევარ გზაზე კავკასიონის მთებში, იქ, სადაც გზას ამუშავებდნენ ჩვენი მუშები. ეს წინადადება განპირობებული იყო რამდენადაც სურვილით პირადად გაეცნო მოსაზღვრე რუსი უფროსი, იმდენადვე უნდობლობით სრულუფლებიან წარმომადგენელთადმი და შიშით, რათა რაიმე არ ყოფილიყო გამორჩენილი ტრაქტატში. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, რომ ერეკლეს სურვილი ამ შემთხვევაში დაკმაყოფილებულ იქნა გაცილებით უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე მას შესაძლო იყო მოლოდინი ჰქონოდა. ტრაქტატის დადების შემდეგ პოტიომკინი ესტუმრა მას ტფილისში და ჰქონდა შემთხვევა გაცნობოდა საქართველოს სამეფო სახლის ყველა წევრს. ახლა კი გაგზავნილ იქნა საქართველოში კომისიონერის ანუ რუსეთის მთავრობასთან მეფის ურთიერთობებში შუამავლის სახით, პოლკოვნიკი ბურნაშოვი, რომლისთვისაც ერეკლეს შეეძლო მიემართა ყველა თავისი თხოვნითა და სურვილით.

პოლკოვნიკი ბურნაშოვი გაგზავნილ იქნა ტფილისში თითქმის ერთდროულად პოდპოლკოვნიკ ტამარასთან. ნიშნავდა რა მას ერეკლე მეფის კარზე ყოფნისთვის, თავადმა პოტიომკინმა აუცილებელ პირობად დაუყენა ბურნაშოვს უფრო ახლოს გაცნობოდა როგორც საქართველოსა და იმერეთის საშინაო მდგომარეობას, ისე მათ პოლიტიკურ მდგომარეობასაც მეზობლებთან მიმართებაში. ბურნაშოვს უნდა დაეთვალიერებინა ორივე სამფლობელოს საზღვრები, შეედგინა საქართველოსა და იმერეთის შეძლებისდაგვარად სწორი რუკა და აღწერა და განესაზღვრა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პუნქტები სტრატეგიული მიმართებით, იმისთვის, რათა შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მის მიერ მითითებულ ადგილებში აეგოთ რიგი სიმაგრეებისა მოწინააღმდეგის შემოჭრისგან ქვეყნის უზრუნველყოფისთვის. არ აძლევდა რა მათ ვრცელი მშენებლობების ხასიათს, თავადმა პოტიომკინმა დაავალა ბურნაშოვს დაეპროექტებინა არცთუ დიდი, მაგრამ საკმარისად ძლიერი სიმაგრეები (укрепленiя) მეზობელთა თავდასხმების მოსაგერიებლად* (*პოლკოვნიკ ბურნაშოვს აუცილებლად მიაჩნდა ორი სიმაგრის აგება: ერთისა იმერეთში, ახალციხის გზაზე, მდინარე ცხენისწყალზე, ბაღდადის ციხესიმაგრის მახლობლად, ხოლო მეორესი კი – საქართველოში, მდინარე ალაზანზე, при урочище Кумбатъ. თუმცა კი მის მიერ წარმოდგენილი პროექტები და სმეტა თავადმა პოტიომკინმა ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვა).

საქართველოსა და იმერეთის მეფეთა ერთობლივ და ერთსულოვან მოქმედებებს საერთო მტრის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შეეძლოთ მნიშვნელოვნად შეემსუბუქებინათ მათი სამფლობელოების დაცვა, მაგრამ საგვარეულო ინტერესების გამო წარმოშობილი ურთიერთ მტრობა არ უშვებდა ერთსულოვნებას. პოლკოვნიკ ბურნაშოვს, როგორც შუამავალს რუსეთის მთავრობასა და ორივე მეფეს შორის, რომლებიც ერთნაირად იყვნენ ერთგულები რუსეთისადმი და ისწრაფოდნენ ერთი და იგივე მიზნისკენ, უნდა მიეღო ზომები შერიგებისა და მათ შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის.

მაისის ბოლოს პოლკოვნიკი ბურნაშოვი დოქტორისა (იაკობ რაინეგსის – ი. ხ.) და თარჯიმნის თანხლებით საქართველოში გაემგზავრა, თან ახლდა რა ოცდაორი კაზაკი, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ მასთან მუდმივად ყოფნისთვის ტფილისში (Ордеръ П. С. Потёмкина полковнику Бурнашёву 21-го iюня 1783 г. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45). ერეკლე II-მ იგი მეტად ალერსიანად მიიღო და გამოუცხადა, რომ მისი თანხმობისა და მოწონების გარეშე არ ექნება არანაირი ურთიერთობები და მიმოწერა მეზობელ მფლობელებთან (Рапортъ Бурнашёва генералу Потёмкину 16-го мая. Тамъ же).

მალევე ბურნაშოვის ტფილისში მოსვლის შემდეგ, სრულუფლებიანი წარმომადგენლები პოდპოლკოვნიკ ტამარასთან ერთად გაემგზავრნენ გეორგიევსკში. მიიღეს რა უპირობოდ ტრაქტატის ყველა პარაგრაფი, ისინი ითხოვდნენ მხოლოდ იმას, რომ დაეტოვებინათ მეფისთვის ტიტული უმაღლესობა, (оставить царю титулъ Умаглесо – «высочества»), რომელიც მას ეძლეოდა მთელ აზიაში, და დაეტოვებინათ მეფეთათვის უფლება ტახტზე ასვლისას თავზე დაედგათ გვირგვინი; შექმნილი ყოფილიყო საქართველოში ცალკე ეპარქია (образовать в Грузiи отдельную епархiю), მიეცათ მათთვის საკუთარი მონეტის ქონის უფლება და დაუყოვნებლივ შეეყვანათ მათ სამშობლოში რუსული ჯარების ორი ბატალიონი (См. параграфъ 4 секр. Условiй. Воен.-Уч. Арх., отд. I, дело № 183). გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი დაპირდა ეშუამდგომლა სრულუფლებიანი წარმომადგენლების თხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ და ამით მოხსნა ყველა გაუგებრობა.

1783 წლის 24 ივლისს ტრაქტატი ხელმოწერილ იქნა. საქართველოს მეფემ, თავს არიდებდა რა (устраняясь) ურთიერთობებს სპარსეთთან და მასზე ვასალურ დამოკიდებულებას, ვალდებულება იკისრა საკუთარ თავზე და თავის მენაცვალეებზე (преемники), არ ეღიარებინათ არანაირი სხვა დერჟავული ძალაუფლება, რუსეთის იმპერატორთა ძალაუფლების გარდა. იგი დაპირდა დახმარებოდა რუსული სახელმწიფოს სარგებელს ყველა იმ შემთხვევაში, როცა მისგან მოთხოვნილ იქნებოდა ასეთი დახმარება (содействiе). ერეკლე II-მ ვალდებულება იკისრა რუს მოსაზღვრე უფროსობასთან წინასწარი ურთიერთობისა და მის კარზე აკრედიტებულ რუს მინისტრთან ბჭობის გარეშე, არ შესულიყო რაიმენაირ ურთიერთობებში გარემომცველ მფლობელებთან, არ მიეღო მათი ელჩები (დესპანები) ან წერილები და არ მიეცა მათთვის დაპირებები, არც დაიმედებანი და პასუხებიც კი. მას უნდა დაეკმაყოფილებინა მოსაზღვრე (რუსი) უფროსების ყველა მოთხოვნა და დაეცვა თავის სამფლობელოებში რუსი ქვეშევრდომები ყველანაირი წყენისა და შევიწროვებისგან.

თავის მხრივ იმპერატრიცა, კისრულობდა რა თავდებობას ერეკლე II-ის სამფლობელოთა მთლიანობის შენარჩუნებაზე, დაპირდა გაევრცელებინა ეს თავდებობა ისეთ სამფლობელოებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში იქნებოდა მის მიერ შეძენილი და მტკიცედ დამკვიდრებული. იმპერატრიცა დაპირდა შეენარჩუნებიბა ტახტი მემკვიდრეობით ერეკლე II-ის შთამომავლობაში, იმ პირობით, რომ მისი მენაცვალეები, ავლენ რა ტახტზე, ატყობინებდნენ მაშინვე რუსეთის მთავრობას, ითხოვდნენ რუსეთის იმპერატორების დამტკიცებას და, ნებართვისა და ინვესტიტურის ნიშნების მიღების შემდეგ*, დებდნენ ფიცს ერთგულებაზე (*ინვესტიტურას შეადგენდა: სიგელი, დროშა რუსეთის ღერბით, რომელსაც თავის შიგნით ჰქონდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ღერბები, ხმალი, სამბრძანებლო კვერთხი /სკიპტრა/ და მანტია ანუ მოსასხამი გაწყობილი ყარყუმის ბეწვით).

ჰპირდებოდა რა დაეცვა საქართველო მოწინააღმდეგეთა ყველანაირი თავდასხმებისგან და მიეჩნია ამ ქვეყნის მტრები თავის საკუთარ მტრებად, იმპერატრიცა აძლევდა საქართველოს ქვეშევრდომებს რუსებთან ერთნაირ უფლებებსა და უპირატესობებს ვაჭრობასთან მიმართებაში, უფლებას დასახლებულიყვნენ რუსეთში, შესულიყვნენ მასში და უკანვე დაბრუნებულიყვნენ. იგი დაპირდა არ ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო მმართველობაში, მეფისთვის მიეცა სასამართლო, დამნაშავეთა დასჯა და ხარკის აკრეფა მის სასარგებლოდ. უფრო მეტად მოსახერხებელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის რუსეთის მთავრობამ დაადგინა ჰყოლოდა ერეკლე მეფესთან თავისი მინისტრი ან რეზიდენტი, ზუსტად ისევე როგორც მიეღო მისი რეზიდენტი ან მინისტრი სხვა მფლობელი მთავრების მინისტრების თანაბრად (наравне съ прочими владетельныхъ князей министрами). სასულიერო საქმეებთან მიმართებაში დადგენილ იქნა შექმნილიყო საქართველოში ცალკე ეპარქია (образовать въ Грузiи отдельную епархiю), იმ პირობით, რათა კათოლიკოსს, ანუ საქართველოს უფროს მთავარეპისკოპოსს, ექნებოდა რა სამუდამოდ (на вечныя времена) წმ. სინოდის წევრის ტიტული, დაეკავებინა ადგილი სხვა რუს მღვდელმთავრებს შორის მე-8 ხარისხში, სახელდობრ ტობოლსკელის შემდეგ (Полн. Соб. Закон., Т. XXI, № 15.835).

გარეშე მტრებისგან ქვეყნის დასაცავად, თუმცა კი დადგენილ იქნა საგანგებო საიდუმლო მუხლებით შეენახათ საქართველოში, ადგილობრივ კმაყოფაზე, რუსული ჯარების ორი სრული ბატალიონი საპოლკო არტილერიის ოთხი ქვემეხით, ამასთანავე ერეკლეს ერჩია, ყველაზე უფრო მეტი დამოუკიდებლობის შეძენისთვის (для приобретенiя найбольшей самостоятельности), შეენარჩუნებინა მეგობრობა და ჰქონოდა მუდმივი კავშირი იმერეთის მეფე სოლომონთან და ამიერკავკასიის სხვა ქრისტიან მოსახლეობასთან. იქნებოდა რა კავშირსა და სრულ თანხმობაში, ქრისტიანულ მოსახლეობას, მოქმედებებში ერთსულოვნებისას, შეეძლო გაეწია საკმარისად ძლიერი წინააღმდეგობა ყველანაირი თავდასხმებისთვის მათ თავისუფლებაზე, სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე. ამიტომ, პირობების დადებისას, რუსეთის მთავრობა დაჟინებით მოითხოვდა (настаивало), რათა ერეკლე II-ს მოეხსნა ყველა გაუგებრობა, რომლებიც იყო მასსა და იმერეთის მეფეს სოლომონს შორის, რომ იგი შერიგებოდა მას და ემოქმედათ ერთსულოვნად. მეფე დაპირდა მოთხოვნის შესრულებას და მისცა პირობა, რომ მომავალში ყველა შესაძლო წარმოქმნილ გაუგებრობას უთმობდა გადასაწყვეტად იმპერატრიცას.

თავის მხრივ რუსეთის მთავრობა, საქართველოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად (для обезпеченiя независимости и самостоятельности Грузiи), დაპირდა არ შემოეფარგლა თავისი დახმარება მხოლოდ ორი ბატალიონით, არამედ გაეზარდა ჯარების რიცხვი საჭიროებისდა მიხედვით და მეფის მოსაზღვრე რუს უფროსთან ურთიერთ შეთანხმების მიხედვით. “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა”, ნათქვამია ტრაქტატში (Смотри параграфъ 4 секретныхъ условiй. Военно.-Учен. Архивъ, Отд. I, дело № 183), “ჰპირდება, ომის შემთხვევაში, მიმართოს ყველა შესაძლო მცდელობას იარაღის დახმარებით, ხოლო მშვიდობიანობის შემთხვევაში კი დაჟინებული მოთხოვნით მიწებისა და ადგილების დაბრუნებაზე, რომლებიც უძველესი დროიდან ქართლსა და კახეთს ეკუთვნოდა, და რომლებიც დარჩება კიდეც იქაურ მეფეთა მფლობელობაში მათზე სრულიად რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების შესახებ დადებული ტრაქტატის საფუძველზე”.

“სრულუფლებიან წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილმა ტრაქტატმა საქართველოს ქვეშევრდომობის შესახებ პეტერბურგში ჩააღწია 17 აგვისტოს. “გუშინდელ დღეს”, წერდა იმპერატრიცა თავად პოტიომკინს (Въ письме отъ 18-го августа 1783 года. Письмо это съ пропускомъ напечатано въ «Русской Старине» 1876 года, № 5), მე ამა თვის 5 რიცხვის შენი წერილი მივიღე პოლკოვნიკ ტამარას მეშვეობით, რომელმაც მომიტანა ქართული საქმეც, რისთვისაც ისევ შენვე გმადლობ. პირდაპირ შენ – ჩემო გულითადო მეგობარო! Voila bien des choses de faites en peu de temps. ევროპის შურს მე მეტად მშვიდად ვუყურებ, დაე ილაზღანდარონ, ჩვენ კი საქმეს ვაკეთებთ. შენი წარმოდგენებით საქმეები ადგილზე არ ჩაწვება, კეთილი ინებე და გამოგვიგზავნე ხოლმე”.

მიიღო რა კმაყოფილებით ცნობა ტრაქტატის დადების შესახებ, რომელიც უტოლდებოდა “მისგან მიღებულ დიდებასა და უეჭველად მოსალოდნელ სარგებელს”, იმპერატრიცამ უწყალობა გენერალ-პორუჩიკ პავლე პოტიომკინს 6.000 მანეთი და სათუთუნე პორტრეტით, ხოლო მასთან ერთად მშრომელ მოხელეებს კი ორი ათასი მანეთი (Рескриптъ князю Потёмкину. Архивъ кабинета Его Величества, св. 440).

ტრაქტატთან ერთად პოლკოვნიკმა ტამარამ წარადგინა ქართველ რწმუნებულთა დამატებითი თხოვნებიც, რომელთაც ეღირსათ კიდეც უმაღლესი დამტკიცება. იმპერატრიცამ დაუტოვა ერეკლე II-ს “უმაღლესობის” ტიტული, უწყალობა მას გვირგვინი და ტრაქტატის საგანგებო პარაგრაფით* (*რომელიც დამტკიცებულ იქნა 1783 წლის 30 სექტემბერს. Полн. Соб. Закон., Т. XXI, № 15840) მისცა უფლება როგორც ერეკლეს, ისე მის მენაცვალეთაც აღესრულებინათ დაგვირგვინებისა და მირონცხების წესი* (*ერეკლე მეფემ, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა სრულუფლებიანი წარმომადგენლის, გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის დაპირებით, და ეშინოდა, რომ დაგვირგვინებაზე ნებართვა არ იქნებოდა ტრაქტატში შეტანილი, მისი დადებიდან მალევე თავად პოტიომკინთან გააგზავნა თავისი პირველი მდივანი და საყვარელი მოხელე თავადი სულხან თუმანიშვილი. “თავადი თუმანოვი”, მოახსენებდა უგანათლებულესი იმპერატრიცას 7 ოქტომბერს, კეთილგონიერი ადამიანია, მეტად კარგი განათლებისა და მრავალი ნიჭის მქონე. არ შეიძლებოდა, თითქოსდა, ასეთად წარმოგვედგინა ტფილისელი მაცხოვრებელი. ამ წარმოგზავნის მიზეზია – მეფის დაგვირგვინება, რაც სურს ერეკლეს და რის შესახებაც განაახლებს თავის სათხოვარს თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ტახტისადმი. რადგანაც უკვე არის ამაზე თქვენი უზენაესი იმპერატორობითი ნება, ამიტომ ვაგზავნი კიდეც მას უკანვე საქართველოში, ვუდასტურებ რა მეფეს დაიმედებას ყოვლადმოწყალე ნებართვის შესახებ”. მაგრამ მიუხედავად ერეკლეს სურვილისა შეენარჩუნა თავისთვის და თავისი შთამომავლობისთვის დაგვირგვინების უფლება, თავად იგი მოკვდა ისე, რომ არ ყოფილა დაგვირგვინებული). ამაზე ზევით, საქართველოს მეფეებს მიეცათ უფლება მოეჭრათ საკუთარი მონეტა “მათი გამოსახულებით და უკანა მხარეზე ქართლისა და კახეთის სამეფოს გერბით, რომლის თავზეც მხოლოდ გამოსახული იქნება ორთავიანი არწივი ამ მფლობელებსა და მათ ქვეშევრდომებზე რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების ნიშნად” (Полн. Соб. Закон., Т. XXI, № 15.841).

აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობამ ტრაქტატის დადების შესახებ მოაღწია ტფილისამდე და იმავე თვის 20 რიცხვში ქართველები საზეიმოდ დღესასწაულობდნენ ამ მოვლენას (Рапортъ генерала Потёмкина князю Потёмкину, 6-го сентября. Госуд. Арх. XXII, № 13, карт. 45). მოსახლეობის საყოველთაო სიხარული ძლიერდებოდა კიდევ იმ ცნობით, რომ რუსული ჯარები დაიძრებიან საქართველოსკენ სულ ახლო ხანებში, როგორც კი მზად იქნება ხიდები მდინარე თერგზე და შეკეთდება გზა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ მაისის თვიდან გზა საქართველოსკენ მოჰყავდათ უკეთეს მდგომარეობაში. მალევე ტფილისში ჩამოსვლის შემდეგ პოლკოვნიკი ბურნაშოვი მოახსენებდა, რომ იგი შეუდგა ხიდების მშენებლობას ტფილისიდან უღელტეხილამდე კავკასიონის მთების ჩრდილოეთ კალთებისკენ და რომ, პირობის თანახმად, მეფე ერეკლე II ჰპირდება მას 1.500 მუშის მიცემას (Рапортъ полковника Бурнашёва генералу Потёмкину, 11-го iюля. Тамъ же). ჩვენი მხრიდან კი გზებისა და თერგზე ხიდების მოწყობისთვის ზუსტად ასევე მაისის თვეში გაგზავნილ იქნა ობერ-კვარტერმაისტერი ფოხტი 800 მუშა ადამიანითა და გრენადერთა ბატალიონით მათ დასაფარავად. ამ დავალების შესრულება მოითხოვდა არცთუ მცირე ძალისხმევას, ვინაიდან მაშინდელი გზა საქართველოსკენ ძლივს-ძლივობით თუ იქნებოდა სავალად ვარგისი ერთი ფეხით მავალისთვისაც. 32 ვერსის სიგრძეზე, სოფელ ბალთადან ყაზბეგამდე, ფოხტს მოუხდა 27 ხიდის აგება მდინარეებზე ჯარების გადაყვანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაღმართების მოსაწყობად უხდებოდა დენთით მთათა ქვიანი კალთების აფეთქება, რომ ყველა ხიდი იგებოდა მტკიცედ, საყრდენებზე, ფოხტმა ოქტომბრისთვის მოასწრო თავისი ძნელი დავალების დასრულება იმდენად წარმატებით, რომ გენერალ პოტიომკინს, ამ გზის დათვალიერებისას, სიძნელეების გარეშე შეეძლო ემგზავრა ეტლით, რომელშიც რვა ცხენი იყო შებმული, და ისეთ ადგილას, “სადაც ადამიანს არ შეეძლო მარტოს ფეხით გაევლო ყოველ წუთს უფსკრულში გადაჩეხვის საფრთხის გარეშე” (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 7-го сентября. ეს იყო პირველი გზა საქართველოში, რომელიც გაყვანილ იქნა 1.500 რუსი ჯარისკაცის შრომით, სამი თვის განმავლობაში, და არაფერი არ დაჯდა რამდენიმე ზედმეტი ხორცისა და ღვინის პორციის გარდა).

ჰპოვა რა გზა სავსებით დამაკმაყოფილებლად, პოტიომკინმა მაშინვე გაგზავნა საქართველოში ეგერთა ორი ბატალიონი, სამთო და ბელორუსიისა, ორი მარტორქითა და ორი ზარბაზნით*. 3 სექტემბერს ბატალიონები მოვიდნენ ტფილისში, სადაც მათ დახვდა ხალხის უზარმაზარი რაოდენობა, და შევიდნენ ერეკლე მეფის განკარგულებაში და პოლკოვნიკ ბურნაშოვის უფროსობის ქვეშ. ქართველები დღესასწაულობდნენ ამ დღეს განსაკუთრებული გატაცებით და ტფილისი იყო ილუმინებული (განათებული), უჩვეულო სიცივის მიუხედავად, რითაც აღინიშნა რუსების შემოსვლა საქართველოში (*მარტორქა /единорогъ/ ეწოდებოდა ქვემეხს, რომელიც, ზარბაზნისგან /пушка/ განსხვავებით, ისროდა არა მასიურ ბირთვებს /ядро/, არამედ ყუმბარებს /граната/. ეს უკანასკნელები წარმოადგენდა ასევე სფეროს ფორმის ფოლადის გარსებს, რომელთა შიდა ცარიელი ადგილი ავსებული გახლდათ ბრიზანტული ასაფეთქებელი ნივთიერებით, სახელდობრ ტროტილით. ფოლადის გარსში ერთ ადგილას გაკეთებული იყო ნახვრეტი, სადაც იდგმებოდა ხის პატარა მილი მასში ჩადებული ფიტილით. გასროლისას ფიტილს ეკიდებოდა ცეცხლი იმ ანგარიშით, რომ ყუმბარის მიზანში მოხვედრის დროს ცეცხლის ალს ტროტილამდე მიეღწია და აეფეთქებინა იგი, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ყუმბარის ფოლადის კორპუსის მრავალ მცირე ნაჭრებად დამსხვრევა და დიდი ენერგიის მქონე ეს ნამსხვრევები აზიანებდნენ კიდევაც გარკვეულ რადიუსში მყოფ ცოცხალ ძალას. ამ ქვემეხებს ტრადიციულად ოსტატები უსვამდნენ ცალრქიანი ცხოველის დამღას, რის გამოც მათ ეწოდებოდა მარტორქები /единороги/. ახლო მანძილებზე /500 მ-მდე/ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დაზიანებისთვის მაშინდელი არტილერისტები ზარბაზნებიდანაც ისროდნენ კარტეჩს /ფინდიხს, картечь/. ეს გახლდათ ადვილად აალებადი ქსოვილისგან შეკერილი პატარა პარკები, რომლებიდ გატენილი იყო ლითოლისა და ქვის უამრავი პატარა ბურთულებით, ლურსმნებითა და სხვა. კარტეჩის გასროლისას პარკის ქსოვილი ადვილად იწვოდა, ხოლო მის შიგნით არსებული უამრავი პატარა ნივთი კი იმავე ნამსხვრევების ნაირად დიდ ენერგიით იფანტებოდა მის არეში მყოფ მოწინააღმდეგეს აზიანებდა /ი. ხ./).

– რუსებმა ჩვენ ზამთარი მოგვიტანეს, აბობდნენ ტფილისის მცხოვრებნი, თბებოდნენ რა თავიანთ სახლებში მაყლებთან.

თითქოსდა იქაურთა სიტყვების დასამტკიცებლად, 24-დან 25 დეკემბრის გათენების ღამეს და მთელ 26 რიცხვში ისეთი თოვლი მოდიოდა, რომ ტფილისში დაიდო ერთნახევარი არშინის სიმაღლეზე და ქალაქის ქუჩების სივიწროვის გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში ეზოდან ეზოსკენ გასვლა თითქმის შეუძლებელი იყო. 1784 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე ტფილისლები, მათთვის უკიდურესად გულდასაწყვეტად, იძულებულნი იყვნენ სახლებში მჯდარიყვნენ, ან კიდევ ქუჩებში სხვანაირად ვერ გაევლოთ, თუ არა ცხენზე ამხედრებულებს, ხოლო ამასობაში კი, მიმდინარე მოვლენები იწვევდა ხშირ შეტყობინებას, თითოეულს იზიდავდა ქუჩისკენ, რათა შეეტყოთ ახალი ამბები და მიეღოთ მონაწილეობა მოსალოდნელ ახალ ზეიმსა და დღესასწაულებში (Рапортъ Бурнашёва П. С. Потёмкину 16-го января 1784 года. Госуд. Арх., XXII, № 13. карт. 47).

ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში, მალევე შობის დღესასწაულის შემდეგ, ქალაქში დადიოდა ხმები, რომ პოლკოვნიკი ტამარა გამოგზავნილია საქართველოში უმაღლესი წყალობითა და საჩუქრებით; რომ მას თან მოაქვს იმპერატრიცა ეკატერინე II-ის რატიფიკაცია დადებულ ტრაქტატზე და ინვესტიტურის ნიშნები. ღებულობდა რა საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ, იმპერატრიცას სურდა აღენიშნა ეს მოვლენა მრავალი წყალობით, როგორც სამეფო სახლის წევრებისთვის, ისე ტრაქტატის დადებაში უშუალოდ მონაწილე პირთათვისაც. “რაც შეეხება საჩუქრებს”, წერდა თავადი პოტიომკინი გენერალ-მაიორ ბეზბოროდკოს, “ელჩებისა და მათი ამალისთვის დანიშნულსა და მეფის სრული უფლების აღმნიშვნელი (ინვესტიტურის ნიშნების) გარდა, ზედმეტად არ მიმაჩნია ზოგიერთი ჯილდოს მიცემა სამეფოს უპირველესი ადამიანებისთვის. რადგანაც კათოლიკოსს აქვს ჯვრიანი კუნკული, ამიტომ შეიძლება მას ეწყალობოს ასეთი ჯვარი თვლებით. ჯერ კიდევ პეტერბურგში ყოფნის დროს მოვახსენებდი მის იმპერატორობით უდიდებულესობას ამ ხარისხისთვის ერეკლეს ძის (ანტონის) მზადების შესახებ, რომელიც უკვე ატარებს დიაკონის ღირსებას* (*როდესაც თავადი პოტიომკინი წერდა ამ წერილს, ბატონიშვილს უკვე ჰქონდა არქიმანდრიტის ღირსება); ხომ არ იქნება უმაღლესი ნება, რომ ებრძანოს მოსკოვში მისი ეპისკოპოსად კურთხევა და ასეთ შემთხვევაში მდიდრული ჯვარი და პანაღია მეტად მნიშნელოვანი საჩუქარი იქნება. დედოფლისთვის არ არის უკეთესი საჩუქარი, თუ არა წმ. ეკატერინეს ორდენი; სამეფო სახლის სხვა წევრებისთვის – ნივთები ბრილიანტებით”.

თავად პოტიომკინის აზრი სავსებით მოწონებულ იქნა იმპერატრიცას მიერ და პოლკოვნიკი ტამარა გაემგზავრა საქართველოში რამდენიმე ფუთა საჩუქრებით. 2 იანვარს იგი გავიდა მოზდოკიდან და ექვსი გადასასვლელის შემდეგ მიაღწია თოვლიანი მთების ძირს. გადავიდა რა კავკასიონის მთების მოპირდაპირე მხარეს, მან ნახა, რომ ამიერავკასიაში მიმავალი გზები ისეთი უჩვეულო რაოდენობის თოვლით იყო დაფარული, რომ მეტად ნელა მიიწევდა წინ, მის დასახვედრად გამოგზავნილი თავადებისა და აზნაურთა მთელი ძალისხმევის მიუხედავად. უკანასკნელნი, სურდათ რა მოგზაურობის დაჩქარება, ინაწილებდნენ ტამარს ნივთებს და ძნელ ადგილებში თავიანთი ცხენებით გადაჰქონდათ (Рапортъ Тамары генералу Потёмкину 30-го января 1784. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47). ბოლოს, 1784 წლის 17 იანვარს ტფილისში შეიტყვეს, რომ ერეკლე მეფემ, მიიღო რა ცნობა ტამარას მოახლოების შესახებ, მის შესაგებებლად გაგზავნა თავადი იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონი რამდენიმე თავის კარისკაცთან ერთად, და რომ ისინი, შეხვდნენ რა უკანასკნელს, ინკოგნიტოდ მოუძღვებოდნენ მას ქალაქისკენ* (*დედაქალაქის გარეთ ისეთი სახლების არარასებობის გამო, რომლებიც რამდენადმე მაინც მოსახერხებელი იქნებოდა განთავსებისთვის, პოლკოვნიკი ტამარა მიცილებულ იქნა ტფილისში ოფიციალური დახვედრის გარეშე).

ტამარა ნამდვილად ამ დღეს ჩამოვიდა ტფილისში* (*ბუტკოვი თავის თხზულებაში (ნაწ. II, 129) ამბობს, რომ ტრაქტატის რატიფიკაცია და ინვესტიტურის ნიშნები ჩამოტანილ იქნა საქართველოში 1783 წლის ნოემბერში, მაგრამ ეს სწორი არ არის), ხოლო მეორე დღეს კი ჰქონდა პრივატული აუდიენცია ერეკლესთან. მან გადასცა მეფეს თავად პოტიომკინის წერილი და მოელაპარაკა მომავალ ცერემონიებთან დაკავშირებით. რუსეთის დესპანის საქართველოს დედაქალაქში საზეიმოდ შემოსვლისთვის არჩეულ იქნა 22 იანვარი, და წინა დღეს მეფემ დააგზავნა ქალაქში თავისი ჰეროლდები, რომელთაც ეცვათ ბეგთარი “ძველი სპარსელი მეომრების მსგავსად”, საუკეთესო ცხენებზე, მდიდრული აღკაზმულობით. მუსიკოსთა გუნდისა და აზნაურთა მნიშვნელოვანი რიცხვის თანხლებით, ჰეროლდები, ჩაივლიდნენ რა ტფილისის უმთავრეს ქუჩებს, ატყობინებდნენ ხალხს მომავალი ზეიმის შესახებ.

22 იანვრის გათენებისთანავე, ას ერთმა გასროლამ რუსული ქვემეხებიდან ამცნო ცერემონიის დაწყების შესახებ, და ტფილისის მოედნები ხალხით დაიფარა, შეტყობინებაში არსებული სიძნელეების მიუხედავად. ქუჩების სივიწროვის გამო, რომლებიც ამასთანავე ღრმა თოვლით იყო დაფარული, ცერემონიალურ კორტეჟს სვლა შეეძლო მხოლოდ უმთავრესი ქუჩების გავლით, და ამიტომ ცერემონიაში მონაწილეთა შეკრებისთვის არჩეულ იქნა პოლკოვნიკ ბურნაშოვის სახლი, რომელიც უფრო მეტად მოსახერხებელი გახლდათ და თანაც განლაგებული იყო ქალაქის უკეთეს ნაწილში. აქედან შეკრებილები გაემართნენ სამეფო სასახლისკენ ქუჩების გავლით, რომელთა ორივე მხარეზე ჩამწკრივებულიყვნენ ტფილისის შეიარაღებული მცხოვრებნი.

წინ მიდიოდნენ ცხენებზე ამხედრებული ჰეროლდები, მათ უკან კი ცხენოსანი ბადრაგი ქართველთაგან, უმცროსი ცერემონმაისტერისა და მეფის გენერალ-ხაზინადარის თანხლებით. მათ უკან მიჰყვებოდა რუსული ჯარების ორი ოცეული, ხოლო მათ კვალდაკვალ კი სამეფო კარის 24 აზნაური, უფროსი ცერემონმაისტერისა და მეფის პირველი მდივნის თავად ბეგთაბეგიშვილის წინამძღოლობით.

კარისკაცთა შემდეგ ცხენზე ამხედრებული მიდიოდა პოდპოლკოვნიკი მერლინი, ხოლო მას კი უკან მიჰყვებოდნენ ობერ-ოფიცრები, რომელთაც მიჰქონდათ თანამიმდევრობით: დროშა, ხმალი, სამეფო მანტია, სკიპტრა, გვირგვინი და სიგელი. რეგალიებს ორივე მხარეზე მიუყვებოდნენ სამეფო კარის აზნაურები. სიგელის უკან მიდიოდა პოლკოვნიკი ტამარა, რომელსაც ერთ მხარეს ჰყავდა ობერ-შტალმაისტერი თავადი აბაშიძე, ხოლო მეორე მხარეს – მეფის გენერალ-ადიუტანტი თავადი ბარათაშვილი. პროცესიას კეტავდა ეგერთა ორი ოცეული და ცხენოსან ქართველთა ბადრაგი.

მიუახლოვდა რა მეფის სასახლეს, კორტეჟს მუსიკით დახვდნენ რუსული ბატალიონები, რომლებიც მწყობრად იყვნენ ჩამწკრივებულნი, “ხოლო სამეფო კარზე კი – საყვირების ხმით, წინწილითა და სხვა მუსიკალური საკრავებით”.

მეფის სასახლის ჭიშკართან პროცესიას დახვდნენ პოლკოვნიკი ბურნაშოვი და ბატონიშვილი მირიანი, ხოლო პარმაღთან, კიბეებზე და დარბაზის შესასვლელში – უპირველესი სამეფო ჩინოსნები.

აუდიენც-დარბაზში დადგმული იყო ტახტი რუსული სამეფო კარიდან გამოგზავნილი მდიდრული ბალდახინით. ტახტის წინ იდგა მეფე, ხოლო მის გვერდებზე ბატონიშვილები, მეფის შვილიშვილები, კათოლიკოსი, მღვდელმთავრები, მინისტრები და მრავალრიცხოვანი ამალა დიდგვაროვან პირთაგან. პოლკოვნიკმა ტამარამ, მისი უმაღლესობისადმი მისალმების შემდეგ, გადასცა მას რიგის მიხედვით ყველა რეგალია, და ბოლოს სიგელი.

მეფე ღებულობდა მათ ტახტის საფეხურებთან მდგომი. დროშა და ხმალი მან ჩააბარა უფროსებს თავადთა საგვარეულოებს შორის, რომელთაც ძველი დროიდან ჰქონდათ უფლება, რომ ეტარებინათ ისინი მეფეთა უკან; მანტია მიიღეს სასახლის კარის მოხელეებმა; გვირგვინი და სკიპტრა მეფემ ბრძანა დაესვენებინათ ბალიშებზე მის სიახლოვეს, ხოლო სიგელი კი უფროსი ბატონიშვილის მეშვეობით გადასცა თავადებს ორბელიანსა და ბაგრატიონს. უკანასკნელის გადაცემას თან ერთვოდა ზარბაზნების ას ერთი გასროლა. სიგელის მიღებისა და პოლკოვნიკ ტამარას სიტყვის დასრულების შემდეგ, – რომელშიც მან დაუდასტურა ერეკლეს იმპერატრიცას აუცილებელი სურვილი გაეწია მფარველობა საქართველოსთვის, – მეფე ავიდა ტახტზე, რომლის საფეხურებზედ დააყენა თავისი შვიდი ძე და ორი შვილიშვილი.

“ყოველვე ეს”, მოახსენებდა პოლკოვნიკი ტამარა (Генералу Потёмкину отъ 30-го января 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), “თავად მოქმედებით წარმოდგენილია მის მიერ ისეთი მნიშვნელობითა და გამოხატულებით, თითქოს დაასრულა მან ტახტის საფეხურებთან თავისი ცხოვრების განვლილი ხანა და საწყისი მისცა ახალს”.

რჩებოდა რა ტახტზე, ერეკლემ გამოუხატა ტამარას ყველაზე უფრო ღრმა მადლიერება იმპერატრიცასა და მისი წყალობისადმი, ხოლო შემდეგ კი ღებულობდა მილოცვებს იქ მყოფთაგან, ამასთან მეფის ყველა ქვეშევრდომი მას ხელზე ემთხვეოდა (Описанiе торжества и пр. Бурнашёва. Тамъ же).

რეგალიების მიღების ზეიმი დასრულდა სასახლეში მდიდრული სადილით, რომელზედაც მოწვეული იყო ორივე რუსული ბატალიონის ყველა ოფიცერი. მრავალრიცხოვანი სადღეგრძელოები, მუსიკა და ქვემეხთა გასროლები თან ახლდა ნადიმს* (*იმპერატრიცას სადღეგრძელოს თან ახლდა ას ერთი გასროლა; საიმპერატორო სახლის წევრებისა და ერეკლეს სადღეგრძელოზე მოახდინჯეს 51-51 გასროლა, დედოფლის, სამეფო სახლის წევრებისა და უგანათლებულესი თავადის პოტიომკინის სადღეგძელოზე – 31-31 გასროლა). მთელი დღის განმავლობაში ქალაქში გაისმოდა ზარების რეკვა, ხოლო საღამოს და მთელ ღამეს ტფილისის ქუჩები იყო ილუმინებული. შემდეგ დღეს რუსული ჯარების მოძრაობამ მეფის სასახლისკენ მიიპყრო ცნობისმოყვარეთა ახალი ბრბოები.

დილის ათ საათზე პოლკოვნიკები ბურნაშოვი და ტამარა გაემართნენ სასახლეში და, შევიდნენ რა დარბაზში, ჰპოვეს იქ მეფე, გარშემორტყმული სამეფო სახლის წევრებით, მინისტრებითა და სხვა დიდებული პირებით. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსვლის შემდეგ, მეფე, რომელსაც წინ უძღოდა რეგალიები, გაემართა ეკლესიაში ფიცის დასადებად.

ავიდა რა ტახტზე, რომელიც ეკლესიის შუაში იყო დადგმული, ერეკლემ მოისხა სამეფო მანტია, ხოლო მის ორივე მხარეს კი განლაგდნენ პირები, რომელთაც ხელთ ეპყრათ დანარჩენი რეგალიები; ტახტის საფეხურებზე დადგნენ მეფის ძენი და მათი შვილები. ტახტის წინ და რამდენადმე მის მარჯვნივ, ოქროსფერი ფარჩით გადაფარებულ მაგიდაზე, იმპერატრიცა ეკატერინე II-ის რატიფიკაცია, ხოლო ამ უკანასკნელის მარცხნივ, ხავერდით გადაფარებულ მაგიდაზე, ერეკლე II-ის რატიფიკაცია.

კათოლიკოსმა აღასრულა ღვთისმსახურება. ლიტურგიის დროს, რუსეთის იმპერატრიცის სახელის პირველი მოხსენიებისას, ტფილისის ყველა ეკლესიაში გაისმა ზარების რეკვა, ხოლო წირვის დამთავრების შემდეგ ერეკლე ხელი მოაწერა რატიფიკაციას და შეუდგა ფიცის დადებას. სამეფო ტახტის წინ დასვენებულ იქნა ჯვარი და სახარება. მეფის მარჯვენა მხარეს დადგა პოლკოვნიკი ბურნაშოვი, მარცხენა მხარეს – პოლკოვნიკი ტამარა, და ფიცის მიცემის წესიც დაიწყო.

– მე, ქვემოთ სახელდებული, წარმოთქვამდა მეფე ყველა იქ მყოფის წინაშე, პირობას ვდებ და ვფიცავ ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით, მისი წმინდა სახარების წინაშე იმას, რომ მსურს და მევალება ვიყო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლადუგანათლებულესი, უმპყრობელესი, დიდი ხელმწიფა იმპერატრიცასა და სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის ეკატერინე ალექსის ასულის და მისი უსაყვარლესი ძის, ყოვლადუგანათლებულესი ხელმწიფე ცესარევიჩისა და დიდი მთავრის პავლე პეტრეს ძის, სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის კანონიერი მემკვიდრისა და იმ ტახტის ყველა მაღალი მენაცვალის ერთგული, გულმოდგინე და კეთილმოსურნე, ვაღიარებ რა ჩემი სახელით, ჩემი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა და ყველა ჩემი სამეფოსა და ოლქის სახელით სამარადისოდ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეების უზენაეს მფარველობასა და უმაღლეს ხელისუფლებას ჩემზე და ჩემს მენაცვალეებზე, ქართლისა და კახეთის მეფეებზე. ამის შედეგად, უარვყოფ რა ჩემზე და ჩემს სამფლობელოებზე, როგორი ტიტულით ან საბაბითაც არ უნდა იყოს, სხვა ხელმწიფეთა და დერჟავების ყველანაირ ბატონობას ან ძალაუფლებას, და უარს ვამბობ რა მათ მფარველობაზე, ვალდებულებას ვიღებ ჩემი სუფთა ქრისტიანული სინდისით, რუსეთის სახელმწიფოს მოწინააღმდეგენი მიმაჩნდეს ჩემს საკუთარ მოწინააღმდეგეებად, ვიყო დაჯერი და მზადმყოფი ყველა შემთხვევაში, სადაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და სრულიად რუსეთის სახელმწიფოს სამსახურში საჭირო ვიქნები, და ამაში ყველაფერში არ დავიშურო საკუთარი სიცოცხლე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. მისი უდიდებულესობის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებთან და მის სამსახურში მყოფებთან ვიყო გულწრფელ თანხმობაში; და თუკი მისი უდიდებულესობისა და მისი იმპერიის სარგებელისა და დიდებისადმი რაიმენაირ საძრახის საქმეს ან განზრახვას შევიტყობ, მაშინვე გავაგებინო ამის შესახებ; ერთი სიტყვით, ვიქცეოდე ისე, როგორც რუსეთის ხალხებთან ჩემი ერთმორწმუნეობისა და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების წინაშე ჩემი ვალდებულებისთვის სათანადო და ჯეროვანია. ამ ჩემი ფიცის დასასრულს ვემთხვევი სიტყვასა და ჯვარს მაცხოვრისა ჩემისა. ამინ.

ფიცის დადების შემდეგ მოხდა ტრაქტატების გაცვლა: პოლკოვნიკმა ტამარამ ვახტანგ ბატონიშვილს გადასცა ტრაქტატი, რატიფიცირებული იმპერატრიცას მიერ, ხოლო ბატონიშვილმა კი ტამარას გადასცა ტრაქტატი, ხელმწირილი ერეკლეს მიერ.

ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მეფემ ხელმეორედ გაუმართა სადილი რუს ოფიცრებს, და საღამოს მთელი ქალაქი ილუმინებული იყო. “მეფის კარზე”, მოახსენებდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი, “იყო განსაკუთრებული ილუმინაცია სავაჭროებში, რომლებიც მორთული იყო ფარჩით, სხვადასხვანაირი სპარსული და ინდური მატერიებით. ტფილისელი ვაჭრები ვახშმობდნენ და ერთობოდნენ მუსიკითა და ცეკვებით; მრავალი ხალხით ავსებულ მოედანზე ბევრ ადგილას უკრავდა მუსიკა; ერთი სიტყვით, მთელი ხალხი ცდილობდა გამოეხატა თავისი სიხარული, მისთვის ასეთი კეთილსასურველი ცვლილების გამო”.

ასე დასრულდა ეს ორი დღე, რომლებიც აღინიშნებოდა იმპერატრიცის მრავალი წყალობით. ერეკლეს მეუღლეს, დარეჯან დედოფალს, ეწყალობა წმ. ეკატერინეს ორდენი ძვირფასი თვლებით შემკული ვარსკვლავით (Грамота императрицы царю Ираклiю отъ 30-го сентября 1783 года. ეს ორდენი თავად ერეკლემ დაჰკიდა მას ეკლესიაში, სადაც დარეჯან დედოფალი პირველად იყო დაუფარავი სახით. თადარიგში გაგზავნილ იქნა კიდევ სამი უბრალო ვარსკვლავი და ორი ბაფთი), 5.500 მანეთიანი ბეჭედი და მდიდრული კაბა, “რომელიც თუ როგორ უნდა ატაროს, ეგზავნება თოჯინაც”. ერეკლეს უფროსი ვაჟის გიორგი ბატონიშვილის მეუღლეს ეწყალობა ბრილიანტის საყურეები 3.500 მანეთისა. რადგანაც ერეკლეს ორმა უფროსმა ძემ, გიორგი და იულონ ბატონიშვილებმა, ორდენები ჯერ კიდევ ტრაქტატის დადებამდე მიიღეს, ამიტომ მესამე ძეს, ვახტანგ ბატონიშვილს გამოეგზავნა ტროსტის ბუნიკი ბრილიანტებით. ერეკლეს უფროსობით მეოთხე ძე, ბატონიშვილი ანტონი, რომელიც შედგა მონაზვნობაში და დაბადებიდან სულ ოცი წლისა იყო, მოწოდებულ იქნა მოსკოვში მთავარეპისკოპოსად ხელდასხმისთვის (*“მისი უგანათლებულესობის ნებით”, წერდა ერეკლე მეფე გენერალ პოტიომკინს 1784 წლის 26 იანვარს, “თქვენი აღმატებულება კეთილინებებს შემატყობინოს მე ჩემი ძის არქიმანდრიტ ანტონის შესახებ, რომ იგი გამოვაგზავნო სატახტო ქალაქში ეპისკოპოსის ღირსებაში ხელდასხმისთვის. ეს ახალი სიკეთე ემატება ყოვლადუავგუსტესი ხელმწიფის მრავალ გულუხვობათა რიცხვს და მისი წყალობა ყველანაირ მადლობაზე უფრო მაღლაა”). მისი მომდევნო ძმა, მირიან ბატონიშვილი, ჩვიდმეტი წლის ახალგარზრდა ადამიანი, აღყვანილია პოლკოვნიკის წოდებაში (Указъ военной коллегiи 18-го августа 1783 года. Архивъ Кабинета Его Императорскаго Величества, св. 440) და დანიშნულია ყაბარდოს ქვეითი პოლკის მეთაურად. საქართველოს კათოლიკოსმა ანტონიმ მიიღო ბრილიანტის ჯვარი და ბარტყულა (Письмо Антонiя генералу Потёмкину отъ 31-го января 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, пап. 47. См. также указъ кн. Потёмкину 30-го сентября 1783 года. Арх. Кабинета Его Императорскаго Величества, св. 440) 2.500 მანეთისა, ხოლო მეფის გენერალ-ადიუტანტი თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მეტად ქმედით მონაწილეობას ღებულობდა ტრაქტატის დადებაში, მიღებულ იქნა პეტერბურგის კარზე მინისტრის ხარისხში. ქართულ უწარჩინებულეს საგვარეულოთა მრავალმა პირმაც ასევე მიიღო სხვადასხვა საჩუქრები, რომელთა საერთო ღირებულებაც ვრცელდებოდა 30.500 მანეთამდე (*თავადებს ორბელიანსა და ჩოლოყაშვილს ეწყალობათ თითო სათუთუნე ბრილიანტებით, თავად ბეგთაბეგაშვილს – ბრილიანტის ბეჭედი /См. Реестръ подаркамъ. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 48/).

ყველა ზეიმის დასრულების შემდეგ, ერეკლემ გამოხატა აუცილებელი სურვილი გამგზავრებულიყო პეტერბურგში და პირადად გადახადა მადლობა იმპერატრიცასთვის, მაგრამ ეკატერინე II-მ უარყო მეფის სურვილი და ურჩევდა გამოეგზავნა მის დედაქალაქში მისი ვაჟიშვილები.

23 მაისს, იმპერატრიცას სურვილის თანახმად, ერეკლეს ორივე ძე, თავად გარსევან ჭავჭავაძის თანხლებით, გაემგზავრა რუსეთისკენ* (*გზავნიდა რა თავის შვილებს, ერეკლე წერდა იმპერატრიცას: “ყოვლადმოწყალე მფარველობა, რომელიც ებოძა ჩემს სახლს მზრუნველობის გამო, იქამდეც კი ვრცელდება, რომ თქვენმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ კეთილინება ებრძანებინა ჩემი შვილებისთვის წარსდგნენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტის წინაშე. ამიტომ ყოვლადუმდაბლესად წარმოგიდგენთ რა მათ როგორც ყველაზე უკანასკნელ მონებს, სურვილი მაქვს რათა თავიანთი ერთგული და მონებრივი სამსახურით ღირსნი შეიქნენ შეიძინონ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დედობრივი მოწყალება და რათა მეც შევიქნა ყოვლად უბედნიერესი ჩემს ახლანდელ მდგომარეობაში” /Письмо Ираклiя отъ 23-го мая. Московск. Арх. Министерства Иностранныхъ делъ. Переписка владетельныхъ особъ съ высочайшимъ дворомъ, д. № 455/). იყვნენ რა კრემენჩუგში თავად პოტიომკინთან, მათ სექტემბერში მიაღწიეს პეტერბურგს, სადაც მიღებულ იქნენ იმპერატრიცას მიერ. თავად გარსევან ჭავჭავაძეს, როგორც მინისტრის ხარისხში ჩამოსულს, დაენიშნა საგანგებო აუდიენცია (Письмо Безбородко канцлеру 18-го сентября 1784 года. Московск. Архивъ Министерства Иностранныхъ делъ).

პარასკევს 20 სექტემბერს, საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ, თავადი ჭავჭავაძე შეყვანილ იქნა ზამთრის სასახლის აუდიენც-დარბაზში, სადაც იმყოფებოდნენ ორივე სქესის პირები, რომლებიც დაშვებულნი იყვნენ შიდა მოსასვენებლებში. სამჯერ მოიდრიკა რა ქედი, საქართველოს ელჩმა მიმართა იმპერატრიცას საგანგებო სიტყვით ერეკლე II-ის სახელით.

– ქართლისა და კახეთის მეფემ, თქვა მან, აკმაყოფილებს რა თავის ვალდებულებებს და იმ კეთილგანწყობას, რომელსაც იგი, თავისი სახლითა და მის მფლობელობაში მყოფი მთელი ხალხებით, განიცდის უზენაესი თავისი ხელმწიფისა და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველისადმი, ამირჩია მე, რათა ვიყო მოწმე მისი ასეთი გრძნობებისა. უღრმესია ჩემი ბედნიერება, როცა ვიყავი რა ერთერთი მონაწილე საზეიმო ხელშეკრულების დადებაში, რომლითაც ჩემი სამშობლოს სრულიად რუსეთის იმპერიაზე დამოკიდებულების დამტკიცებასთან ერთად, საუკუნოდაა დამტკიცებული ჩვენი კეთილდღეობაცა და უსაფრთხოებაც, ღირსი შევიქენი ახლა ჩემი მფლობელისა და ჩვენი ყველა თანამემამულის სახით მოვუახლოვდე წმინდა ტახტს თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და დავემხო თქვენს ფერხთა წინაშე.

– მის იმპერატორობით უდიდებულესობას, პასუხობდა ამაზე კანცლერი, განსაკუთრებული კეთილსასურველობის სამსახურს უწევს ქართლისა და კახეთის მეფისა და მის მფლობელობაში მყოფი მთელი ხალხების მიერ მსხვერპლის გაღება, რომელიც ეფუძნება მათ საკუთარ კეთილდღეობას. მისი უდიდებულესობა, უბოძებს რა მის უმაღლესობასა და მის ქვეშევრდომებს თავის მფარველობას, და იშვილებს რა მათ ერთხელ თავისი მადლმოსილი სკიპტრის ქვეშ, არ მიატოვებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზრუნველობას მათი მუდმივი კეთილდღეობისთვის. მისი ტახტის წინაშე იმ მოწიწებისა და გულმოდგინების გამომხატველი პირი, რომელთაც განიცდიან ქართლის მეფე და მისი ქვეშევრდომები, განსაკუთრებულად სასიამოვნოა მისი უდიდებულესობისთვის, იმიტომ რომ იგი თავად გახლდათ მონაწილე საზეიმო ხელშეკრულების დადებაში, რომლითაც, მისი სამშობლოს სრულიად რუსეთის იმპერიაზე დამოკიდებულების დამტკიცებასთან ერთად, საუკუნოდაა დამტკიცებული მისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ამიტომ იგი უნდა იმედოვნებდეს მისი უდიდებულესობის განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და წყალობაზე.

იმპერატრიცასთვის ხელზე მთხვევის შემდეგ თავადმა ჭავჭავაძემ სამჯერ სცა მას თაყვანი და ისე რომ მის მიმართ ზურგით არ შებრუნებულა, გამოვიდა დარბაზიდან. ამ აუდიენციით დასრულდა საქართველოს შემოსვლის აქტი რუსეთის მფარველობის ქვეშ.


თავი II

შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა ამიერკავკასიელ მფლობელებზე საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ შემოსვლამ. – სომხების მდგომარეობა ამიერკავკასიაში. – მათი თხოვნა ყარაბაღის ხანის მიერ შევიწროვებისგან დაცვის შესახებ. – თავად პოტიომკინის განზრახვა, რომ მოეწყო სომეხთა მომავალი და შეექმნა განსაკუთრებული (საგანგებო) ქრისტიანული სახელმწიფო კავკასიონის მთების იქეთა მხარეს. – სომეხთა მთავარეპისკოპოსის იოსების საქმიანობა და ამაში მონაწილეობა. – მოლაპარაკებები ყარაბაღის ხანთან.

ტრაქტატის დადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავადმა პოტიომკინმა აცნობა ყველა ადერბაიჯანელ ხანსა და სხვა მეზობელ მფლობელებს, რომ საქართველომ აღიარა თავის თავზე უმაღლესი მფარველობა რუსეთის იმპერატრიცასი. იქაურმა მოსახლეობამ ეს ცნობა მიიღო დიდი მღელვარებით, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, როდესაც ამიერკავკასიაში შეიტყვეს, რომ რუსები აკეთებენ გზას საქართველოსკენ, აგებენ ხიდებს და აქეთკენ თავიანთი ჯარების ნაწილიც კი დაძრეს. მომიჯნავე მფლობელთაგან თითოეული უყურებდა რუსეთს უკიდურესად არაკეთილმოსურნეობითა და შიშით. ამის საბაბი გახლდათ მოკლე ხანში აღსრულებული მსხვილი მოვლენები: რუსეთისადმი ყირიმისა და ყუბანის შემოერთება და საქართველოს დაქვემდებარება.

შიშობდნენ რა თავიანთი მომავლის გამო, ხანებმა და მფლობელებმა ჩვენი ჯარების მოძრაობა ამიერკავკასიაში ახსნეს რუსული მთავრობის აუცილებელი სურვილით მიეტაცებინა თავის ხელში ნაწილი სამფლობელოებისა, რომლებიც ეკუთვნოდა სპარსეთსა და თურქეთს. საქართველოს მოსაზღვრე ყველა მფლობელი, რომელიც საკუთარ ქცევას არცთუ უცოდველად მიიჩნევდა რუსეთთან მიმართებაში, ჩქარობდა მიეღო ზომები მისი დამპყრობლური სურვილების წინააღმდეგ. ურთიერთშორის არაერთჯერადი თათბირების შემდეგ, ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა რუსული ჯარების მოახლოებასთან ერთად დაეცვა საკუთარი თავი უკანასკნელ შესაძლებლობამდე, ხოლო სხვები კი ამჯობინებდნენ საკუთარი სამფლობელოების დატოვებასა და მეზობლებთან თავის შეფარებას. დარუბანდელი ფათჰ-ალი-ხანის გარემომცველი პირები არწმუნებდნენ მას, რომ საქართველოში რუსული ჯარების მოსვლასთან ერთად იგი აუცილებლად დამხობილ იქნება ხანობიდან “და იქნები შენ, ამბობდნენ ისინი, რუსებთან ღორების მწყემსად” (Секретное известiе отъ 18-го августа 1783 года. Государств. Арх., XXIII, № 13, карт. 45). ფათჰ-ალი-ხანი შიშობდა და გამოთქვამდა განზრახვას, რომ უკიდურეს შემთხვევაში გაიქცეოდა სპარსეთში.

ყველა დანარჩენზე უფრო მეტად შეშფოთებული გახლდათ ახალციხელი სულეიმან-ფაშა, რომლის სამფლობელოთა ნაწილიც ოდესღაც შედიოდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. წარმოდგებოდა რა ქართველ თავადთა ძველი საგვარეულოდან, სულეიმან-ფაშა საკუთარ თავს თვლიდა საათაბაგოს (ახალციხის) – საქართველოს უძველესი პროვინციის – მემკვიდრეობით მფლობელად. სურდა რა გამხდარიყო დამოუკიდებელი პორტასგან და თურქეთის მთავრობის მაშინდელი სისუსტის გამო იმედოვნებდა ამის მიღწევას, სულეიმანი მტრულად შეხვდა ცნობას საქართველოს რუსეთის მფარველობაში შემოსვლის შესახებ. ყველა აზიელი ხალხისთვის დამახასიათებელი ყბედობის (болтливость) გამო ქართველებმა ვერ შეძლეს დაეფარათ ტრაქტატის უმთავრესი მუხლები, და სულეიმანმა, თავისი მომავლისადმი არცთუ შიშის გარეშე, შეიტყო საიდუმლო პირობების მეორე პარაგრაფის არსებობის შესახებ, რომელშიც რუსეთის იმპერატრიცა არა მხოლოდ თავდებად გამოდიოდა ერეკლე მეფის ახლანდელ სამფლობელოთა მთლიანობაში შენარჩუნებისთვის, არამედ ჰპირდებოდა ამ თავდებობის გავრცელებას ყველა იმ სამფლობელოზეც, რომლებიც შემდგომში მის მიერ იქნებოდა შეძენილი. სულეიმან-ფაშას ისე ეჩვენებოდა, რომ ამ პარაგრაფის შედგენისას რუსებს მხედველობაში ჰქონდათ უწინარეს ყოვლისა ახალციხის საფაშოს დაუფლება და საქართველოს მეფის ძალაუფლებისადმი მისი დაქვემდებარება. ბუნებრივია, რომ ასეთი განწყობისას სულეიმანმა, როგორც კი მიიღო ცნობა რუსული ჯარების საქართველოსკენ მოძრაობის შესახებ, მაშინვე გაგზავნა შიკრიკი კონსტანტონოპოლში პორტას დახმარების სათხოვნელად.

წარგზავნილი გამოცხადდა სულთანის რეზიდენციაში მოხსენებით, რომ რუსული ჯარების მოძრაობამ საშინელ განცდებში ჩააგდო მთელი ანატოლია და მცირე აზიაში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსებს გამზრახული აქვთ თურქების განადგურება საქართველოს მხრიდან. ჩვენი ჯარების გამარჯვებებმა ევროპულ და აზიურ თურქეთში, უკანასკნელი ომების დროს, იმდენად დიდი შიში მოჰგვარეს მცხოვრებლებს, რომ ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს რუსული ჯარების ყველანაირ მოძრაობას და ხშირად აძლევდნენ მათ გადაადგილებას მეტად გაზვიადებულ მნიშვნელობას. პანიკა მოიცავდა მოსახლეობას ყოველ ჯერზე, როდესაც იგი გებულობდა რუსების გამოჩენის შესახებ. ასე, 1783 წლის ივნისში, ტრაპიზონის ყველა ზღვისპირა მცხოვრები გაიქცა ქვეყნის სიღრმეში მხოლოდ ერთი ცნობისგან, რომ რომ ჩვენი ფლოტი გამოჩნდა ნაპირების მახლობლად. თუმცა კი შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს იყო მცურავ ფრინველთა გუნდი, მაგრამ იქაური მცხოვრებნი ძნელად და უხალისოდ ბრუნდებოდნენ მათ მიერ მიტოვებულ სოფლებში (Отношенiе генералъ-поручика Потёмкина полковнику Бурнашёву отъ 13-го августа 1783 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45). რუსების მალე გამოჩენის მოლოდინმა აიძულა არზრუმისა და მისი შემოგარენის მცხოვრებნი გადასულიყვნენ გამაგრებულ ადგილებში და წაახალისა სულეიმა-ფაშა ხელმეორედ ეთხოვა პორტასთვის მისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.

– ერელე მეფე, ამბობდა სულეიმანის მიერ წარგზავნილი, მოყანყალე კლდეა, რომლის დაცემისაც უნდა გვეშინოდეს. მას მხარს უჭერენ რუსული ჯარები, იმიტომ რომ ეძიებს ჩვენს დანგრევას, და თუკი არ გვექნება დახმარება, მაშინ უეჭველად დავიღუპებით. დაგვეხმარეთ...

– ჩვენ რუსეთთან მშვიდობა გვაქვს, პასუხობდა პორტა წარგზავნილს, მაგრამ თუკი თქვენ შეამჩნევთ რაიმენაირ მტრულ მოქმედებებს მისი მხრიდან ან შეხვდებით მტრებს, მაშინ უკუ უნდა აქციოთ ისინი.

საქართველოს მიღება რუსეთის მფარველობის ქვეშ არ იყო ოტომანის პორტასთან სამშვიდობო ტრაქტატების დარღვევა, ვინაიდან საქართველო დამოუკიდებელი გახლდათ თურქეთისგან. არ ჰქონდა რა საბაბი ღია ჩარევისთვის ჩვენს საქმეებში ამიერკავკასიაში და შეგნებული ჰქონდა რა თავისი სისუსტე, თურქული მთავრობა მაინც უარს არ ამბობდა საიდუმლო მოქმედებებსა და ინტრიგებზე. ოფიციალურად უარი უთხრა რა დახმარებაში ახალციხის ფაშის მიერ წარგზავნილს, კონსტანტინოპოლის კარმა საიდუმლოდ დააიმედა თავის მხარდაჭერაში არა მხოლოდ სულეიმანი, არამედ ყველა ადერბაიჯანელი ხანიც. ემისრები სულთანის ფირმანებით გაიფანტნენ მთელს დაღესტანსა და ამიერკავკასიაში და მოუწოდებდნენ ყველას გაერთიანებულიყვნენ სარწმუნოების დაცვისა და საქართველოს დარბევისთვის. პორტა ურჩევდა ახალციხის ფაშას შესულიყო ურთიერთობებში სპარსელ ხანებთან და თავისთან მოეწვია ლეკები, რომელთა შესანახადაც გამოუგზავნა მას ორმოცდაათი ქისა ფული. უკანასკნელმა მაშინვე გაუგზავნა შიკრიკი სპარსეთში იმ ხანად მბრძანებელ ალი-მურად-ხანს და დაუგზავნა წერილები ყველა ადერბაიჯანელ ხანსა და დაღესტნელ მფლობელს.

მოუწოდებდა რა მათ ერთობლივი მოქმედებისკენ საერთო მტრის წინააღმდეგ, სულეიმანი სთხოვდა გაეხსენებინათ, რომ “ყოველი, ვინც თავის მოშურნეობაში ეძიებს მტრების ამოწყვეტას, სათნოა ღმერთისთვის, ხოლო ვინც მოკლავს ერთ ურწმუნოთაგანს, ჰპოვებს მთელი ცოდვების მიტევებას და სამუდამო სამოთხე იქნება მისთვის საზღაური” (Письмо Сулеймана уцмiю Каракайдагскому. Государ. Арх., XXIII, № 13, карт. 47).

“ცრემლებით გევედრებით თქვენ, წერდა ფაშა სხვა წერილში (Къ народамъ дагестанскимъ. Тамъ же), დაგვეხმარეთ, დაგვიცავით ჩვენ. მიიღეთ ზომები ურწმუნოთა უკუგდებისთვის ჩვენი საზღვრებიდან.

სულეიმანი სთხოვდა ლეკებს გამოეგზავნათ მისთვის 3.000-მდე ადამიანი, ჰპირდებოდა რა მიეწოდებინა მათთვის სურსათი და მიეცა ისეთი ანაზღაურება, რასაც თავად დანიშნავდნენ. დაღესტნელ მფლობელთა უმეტესობა, რომელთაც არ სურდათ რაიმენაირი ვალდებულებებით საკუთარი თავის შეზღუდვა, თავის არიდებით პასუხობდა. ისინი ამბობდნენ, რომ რუსებსა და ქართველებს არასოდეს არ დაეთანხმებიან და რომ მზად არიან ემსახურონ სულთანს, როგორც თავიანთ ერთმორწმუნე ხელმწიფეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებენ მისგან ფაქტიურ დახმარებას. ხედავდა რა, რომ მოლაპარაკებები დაღესტნელებთან ვერ მიდის სასურველ შედეგებამდე და არ ჰქონდა ლეკების დახმარების იმედი, სულეიმანი ცდილობდა თავის მხარეზე ადერბაიჯანელი ხანების მიმხრობას. იგი სთავაზობდა მათ გაერთიანებულიყვნენ და მაშინ, ამბობდა იგი, ჩვენ ვიქნებით ძლიერნი, რათა გავფანტოთ ქარიშხალი, რომელიც ჩვენს გასანადგურებლად იკრიბება.

“წყეულმა რუსებმა, წერდა სულეიმანი იბრაჰიმ-ხან შუშელს (ყარაბაღელს) (Государ. Арх., XXIII, № 13, карт. 47), გზა გამოიყვანეს კავკასიონზე გადმოვლით, და მათ მიერ გაკეთებული ეს გზა იძლევა არა მხოლოდ საჭირო საგნების გადმოტანის საშუალებას, არამედ არტილერიისაც, და ყველაფრისა, რაც ჯარების მომარაგებისთვის არის საჭირო. მათი ჯარები თანდათან შემოდიან საქართველოში და ზაფხულის მიწურულს ისინი შეიკრიბებიან, რათა შემოიჭრან სპარსეთში და ოტომანის საზღვრებში და შთანგვთქან ჩვენ, როგორც ზაფხულის მდინარის სწრაფი დინება შთანთქავს ყველაფერს, სადაც კი გაივლის”.

ახალციხის ფაშა ურჩევდა იბრაჰიმს თვალი მოევლო თავისი მდგომარეობისთვის, მიეღო ზომები მოულოდნელი უბედურების წინააღმდეგ და ეცადა ცეცხლის ჩაქრობა, რომელსაც ფაშას სიტყვებით, მათი შთანთქმისთვის ამზადებდნენ.

უგზავნიდა რა თავის წერილს შუშის ხანს, სულეიმანმა იცოდა, თუ საით უნდა მიემართა მას დარტყმა. იბრაჰიმ-ხანი ყველაზე უფრო მეტად დაინტერესებული პირი გახლდათ ამ საქმეში. მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა უმეტესი ნაწილი შედგებოდა სომხებისგან, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტიანულ რელიგიას, სძულდათ ხანი და იხრებოდნენ რუსეთის მხარეზე.

ჩავარდნენ რა შუშის (ყარაბაღისა) და ყარადაღის ხანების ძალაუფლების ქვეშ, სომხები იმყოფებოდნენ უკიდურეს დამონებაში და, პირადი შეურაცხყოფების ზევით, მეტად ხშირად ჰკარგავდნენ მატერიალურ კეთილდღეობასა და თვით სიცოცხლესაც. თითოეული სომეხი იძულებული იყო გულდასმით დაემალა თავისი ქონება, იმიტომ რომ, თუკი ხანი გებულობდა მის შესახებ, მაშინ ან ძალით ართმევდა, ან კიდევ კლავდა სომეხს, რათა მის სიმდიდრეს დაუფლებოდა. ასე, 1781 წელს, იბრაჰიმმა სიცოცხლე მოუსწრაფა დიზახის მელიქს ისაიას და დაეუფლა მის საგანძურს, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ კი ზუსტად ასევე მოექცა მის მემკვიდრესაც.

ასეთი საქციელით დაშინებული დანარჩენი მელიქები ჩაიკეტნენ მტკიცე ადგილებში და გადაწყვიტეს ხანისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ისინი დაცვას ეძიებდნენ მეფე ერეკლე II-თან, როგორც იბრაჰიმის მოკავშირე და გამორჩეულ ძლიერ მფლობელთან ამიერკავკასიაში. მაგრამ, ვერ მიიღეს რა მისგან დაკმაყოფილება, სომხებმა საიდუმლოდ გამოგზავნეს თავიანთი დეპუტატები რუსეთში, დაავალეს რა შევედრებოდნენ იმპერატრიცას მათ განთავისუფლებას აუტანელი უღლისგან.

სომეხი ერის წარმომადგენლები პეტერბურგში მიღებულ იქნენ დიდი თანაგრძნობითა და სრული მზადყოფნით ხელი გაეწვდინათ დაჩაგრული ხალხისთვის. მაგრამ წარსულ დროთა გამოცდილება უჩვენებდა ჩვენს მთავრობას, რომ მფლობელებთან მხოლოდ წერილობითი ურთიერთობის მეშვეობით შეუძლებელი გახლდათ სომეხთა დახსნა იმ უთვალავი შევიწროვებისგან, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ, და რომ მათი სრული განთავისუფლებისთვის აუცილებელია მაჰმადიან მმართველთა გაყრა და ამიერკავკასიის მთელი ქრისტიანი მოსახლეობის ერთ მთლიანად შეერთება. ასეთი შეერთება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთსულოვნების, საკმარისი წილი ვაჟკაცობის, ენერგიისა და თავგანწირვის დროს იქაური მოსახლეობის მხრიდან. რამდენად ჰქონდა ერთსაც და მეორესად ადგილი სომეხთა შორის, ამის თაობაზე მსჯელობა ძნელი იყო პეტერბურგში, და ამიტომ თავადმა პოტიომკინმა, გზავნიდა რა (მოზდოკის) ხაზზე თავის ძმას, პ. ს. პოტიომკინს, დაავალა მას უფრო ახლოს გაცნობოდა სომხებს, მათ პოლიტიკურ განწყობილებას, ხასიათსა და მატერიალურ სახსრებს.

ისარგებლა რა იმ მუდმივი ურთიერთობებით, რომლებსაც რუსეთში მყოფი სომეხთა ეპისკოპოსი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი ინარჩუნებდა თავის თანამემამულეებთან, პ. ს. პოტიომკინმა მიმართა მას როგორც ადამიანს, რომელიც სხვებზე უფრო ახლოს იცნობდა საქმის მდგომარეობასა და ხალხის ხასიათს. აძლევდა რა იოსებს რიგ შეკითხვებს, მოზდოკის ხაზზე ჯარების სარდალი სწერდა მას, რომ მათზე პასუხების მიღების სურვილი გამოწვეულია არა უბრალო ცნობისმოყვარეობით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით იმ მიწასთან მიმართებაში, “რომელიც სიძველით ამდენად სახელგანთქმულია და რომელიც აჟამად წარმოადგენს შესაბრალის სამარცხვინო ყოფას (жалостное позорище), რაც კაცობრიობას ახსენებს საგანთა ამაოობას” (Записка Потёмкина архiепископу Iосифу отъ 21-го декабря 1783 года, № 64).

“დიდი სომხეთის მიწა, ეკითხებოდა პ. ს. პოტიომკინი მთავარეპისკოპოსს, ჩავარდა რა ურჯულო (нечистыхъ по закону) თურქებისა და სპარსელების ხელში, ამდენად ხანგრძლივი ტყვეობის გამოვლით ინარჩუნებს თუ არა სულის ძალას (силу духа), რომელიც საჭიროა თავისუფალი სულისთვის (для свободной души)? დამონებამ და სხვადასხვა შევიწროვებებმა ხომ არ მოსპეს გულებში კეთილშობილი გრძნობები? გონების ძალა, კანონი და რწმენის სიძლიერე იმდენად მოქმედებს, რათა გულების შინაგანი განწყობა იხრებოდეს მათი მჩაგვრელი უღლის გადასაგდებად?”

ჰქონდა რა მხედველობაში, რომ სომეხთა მთავარ საქმიანობას შეადგენდა ვაჭრობა და რეწვა (торговля и промысли), გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი კითხულობდა: მოისურვებენ კი ისინი დღევანდელი მდგომარეობის შეცვლას უკეთესი მომავლით, “ვინაიდან, ამბობდა იგი, გენერალური შენიშვნაა გაკეთებული, რომ ყველა ადამიანი, ვინც მიმართავს ვაჭრობას, ყველანაირ სხვა გრძნობას იხშობს, გარდა თავისი ანგარებისადმი სიხარბისა. ძლიერად კი მოქმედებს რწმენა სომეხ ხალხში და შეიძლება კი ღვთისმოსაობა იყოს საბაბი ხალხის გამოღვიძებისთვის? პატრიარქის ღისრება როგორ პატივისცემაშია მათ შორის? ინარჩუნებენ თუ არა მელიქები სასულიერო წოდებისადმი სათანადო მოწიწებას, ხოლო ხალხი კი მელიქებისადმი მორჩილებას, და ბოლოს როგორი საშუალებებით უნდა ვასიამოვნოთ ხალხს, შემოვიერთოთ მელიქთა ერთგულება და დავიკავშიროთ სასულიერო წოდება?”

შეეხო რა სომეხი ხალხის პოლიტკურ თავისებურებებს, არ შეიძლებოდა ყურადღების გარეშე დაეტოვებინა მისი გარემომცველი მეზობლებიც. “მე ვთხოვ თქვენს ყოვლად უწმინდესობას, წერდა პ. ს. პოტიომკინი იოსებს, გამიკეთოთ შენიშვნა, თუ რამდენად შორს ვრცელდება საქართველოს მეფის ერეკლეს კავშირი სომხებთან და რა აღმატება გააჩნია მას იმ ხანებზე, რომლებიც მისი მიწების ფარგლებს ესაზღვრებიან. სომხების კუთვნილი მიწა ამჟამად ვის ეკუთვნის მფლობელობაში? რამდენი მელიქია ყარაბაღის პროვინციაში და რამდენი ხალხი შეიძლება ვივარაუდოთ? რომელი უმნიშვნელოვანესი ადგილები გვხვდება, თუკი წავალთ ტფილისის გავლით, ისევე როგორც სხვა მხრიდან, თუკი გზას ავიღებთ დარუბანდიდან? რამდენად შეიძლება ვეყრდნობოდეთ იმ ადგილების თავადთა და მფლობელების სამსახურსა და დაპირებებს და ხალხსაც, თუკი იქითკენ საჭირო იქნებოდა წასვლა?”

პოტიომკინი სთხოვდა მიეთითებინა მისთვის უფრო მეტად გამაგრებული ადგილები, რომლებიც მდებარეობდა გზაზე ტფილისიდან ერევნისკენ და დარუბანდიდან შამახიის გავლით ნახჭევნისკენ. მას სურდა ჰქონოდა ცნობები კავკასიონის მთების იმ მხარეზე მდებარე პროვინციების მფლობელთა ხასიათისა და ბუნებრივ სიმდიდრეთა შესახებ. “შეიძლება კი, კითხულობდა პ. ს. პოტიომკინი, ვღებულობდეთ სურსათს ჯარებისთვის, პურს, ფურაჟსა და სხვა? რომელია სანაოსნო მდინარეები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა პროვიანტის მიტანის შემსუბუქება? რომელ მიწაზე (პროვინციაშია) უფრო მეტი ასეთი რამ, და რომელში ნაკლები; რომელ ადგილებში და როგორი პური იზრდება, ვინაიდან ეს არის საქმეთა საფუძველი: სადაც ჯარი მაძღარია, იქ იგი ნამდვილია. ვაი იმ უფროსს, რომელიც ჯარების გამოკვებაზე არ ფიქრობს”.

მთავარეპისკოპოს იოსებისთვის შეთავაზებული კითხვები მალე ცნობილი გახდა ყველა სომხისთვის და მოახდინა მათზე ყველაზე უფრო სასიხარულო შთაბეჭდილება. ჩვენს მიერ შესაგროვებელ ცნობებში, და თანაც მეტად ვრცელში, იქაური მცხოვრებნი ხედავდნენ რუსული მთავრობის სურვილს აღედგინა ძველი სომხეთი და სამუდამოდ დაეხსნა მოსახლეობა მაჰმადიანი მმართველების შევიწროვებათაგან. კოლექტიურ წერილში, რომელიც ხელმოწერილი გახლდათ ორი პატრიარქის (იოანესა და ლუკას), ყველა მელიქისა და სხვა უდიდგვაროვანეს პირთა მიერ, სომხები სთხოვდნენ აჩქარებულიყვნენ მათ დასახსნელად მოსვლაში და ჰპირდებოდნენ რუსული ჯარისთვის ყველაზე უფრო უხვი სურსათის მიწოდებას; ისინი არწმუნებდნენ, რომ მათ ნაყოფიერ სამშობლოში შეიძლებოდა ხუთი წლის განმავლობაში ოცდაათ ათასამდე ადამიანისა და მეტის შენახვაც.

თავადმა პოტიომკინმა, რომელიც ყველაზე უფრო ცხოველ მონაწილეობას ღებულობდა სომეხი ხალხის ბედში, იმპერატრიცას სახელით დააიმედა სომხები და გამოუცხადა დეპუტატებს, რომ ახლო ხანებში მათი სურვილები აღსრულებულ იქნება.

“შუშის (ყარაბაღის) ხანი იბრაჰიმი უნდა დამხობილ იქნას, წერდა ტავრიდელი თავადი თავის ძმას პ. ს. პოტიომკინს (Въ ордере отъ 6-го апреля 1783 года. Арх. Главн. Штаба), ვინაიდან ამის შემდეგ ყარაბაღი შეადგენს სომხურ, რუსეთის გარდა არავისზე არ დამოკიდებულ ოლქს. თქვენ აქ გამოიყენეთ ყველა მცდელობა, რათა ეს ახალი ოლქი მოწყობილ იქნას ხალხისთვის ყველაზე უფრო მომგებიანი სახით; ამის მეშვეობით სხვა ძლიერი სომხური პროვინციებიც მოჰყვებიან მათ მაგალითს”.

იბრაჰიმი თავად არ თვლიდა თავის მდგომარეობას მყარად და უზრუნველყოფილად: თავისი ორპირობის გამო მას არ შეეძლო პეტერბურგული კარის მისდამი კეთილგანწყობის იმედი ჰქოოდა. ხანი ზოგჯერ თავს აჩვენებდა რუსეთისადმი გუწრფელად ერთგულად, წერდა პირფერულ წერილებს ჩვენს მოსაზღვრე უფროსებს და გამოთქვამდა იმპერატრიცის მფარველობის ქვეშ შემოსვლის სურვილს, ზოგჯერ კი უეცრად იცვლიდა თავის ქცევას, გადადიოდა ჩვენს მოწინააღმდეგეთა მხარეზე, ძარცვავდა და ავიწროვებდა ქრისტიანული აღმსარებლობის თავის ქვეშევრდომებს. ასეთი გახლდათ ხანის საქციელი, და არ არის გასაკვირი, რომ როდესაც მან შეიტყო ჩვენს მთავრობასთან სომეხთა ურთიერთობების შესახებ, მაშინ, ეშინოდა რა თავისი ქცევებისთვის სასჯელის გამო, კვლავ თავი მოიკატუნა რუსეთისადმი ერთგულად და მისწერა, რომ უკვე დიდი ხანია სურდა შემოსულიყო მისი მფარველობის ქვეშ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდა თავისი სურვილის გამოთქმას. “უკვე დიდი ხანია, წერდა იბრაჰიმი, მქონდა მე განწყობა ვყოფილიყავი ერთგული და გულმოდგინე მონა ყოვლად უმოწყალესი სრულიად რუსეთის ტახტისა და უთვალავი გულუხვობით მმართველი იმპერატრიცასი. არ გამაჩნდა რა არც ნაცნობები, არც უმცირესი კავშირი, როგორ შეეძლო მე გამებედა იმ გზაზე დადგომა, რომელსაც მივყავართ ასეთი ნეტარებისკენ. მოველოდი რა ყოვლადუზენაესი განგებისგან ღირსეულ შემთხვევას ჩემი მოშურნეობის გამოცხადებისთვის, ვწუხდი ჩემს სულში”. იბრაჰიმს შეატყობინეს, რომ მისი წუხილი და მორცხვობა ამაო იყო, ვინაიდან ამ დრომდე არავინ რუსეთის მფარველობის მაძიებელთაგან არ ყოფილა ჯერ უარყოფილი იმპერატრიცას მიერ და ყველას მდგომარეობა, ვინც კი მიმართავდა მის დაცვას, უზრუნველიყოფოდა საუკეთესო სახით.

– იყო დიდი ეკატერინეს ძალაუფლების ქვეშ, ეუბნებოდა პ. ს. პოტიომკინი ყარაბაღის ხანს, – ნიშნავს ისესხო იმ სხივთა ბრწყინვალება, რომლებიც ამკობენ მის წმინდა გვირგვინს. მისი სკიპტრისადმი დაქვემდებარება არა თუ არ შეამცირებს, არამედ დაამტკიცებს თქვენს მფლობელობას, რის მაგალითადაც შეიძლება გამოდგეს ყირიმელი შაგინ-გირეი-ხანი, რუსული იარაღის დახმარებით ორჯერ აღდგენილი მფლობელობაში.

პოტიომკინი ურჩევდა იბრაჰიმს აჩქარებულიყო მორჩილების გამოხატვით და ეთხოვა რუსეთის მფარველობის ქვეშ მისი მიღების შესახებ. ხანი პასუხობდა, რომ მას გულწრფელად სურს ასეთი მფარველობა და ხარკის მიცემაზედაც კი მზად არის. ყარაბაღის მფლობელის უწინდელი ქცევის მიუხედავად, რუსეთისადმი მტრული ქცევისა, იმპერატრიცა ეკატერინე II მზად იყო დათანხმებოდა ყარაბაღის მფლობელის თხოვნას. “რაც შეეხება იბრაჰიმის თხოვნას, წერდა იგი თავად ტავრიდელს (Въ рескрипте отъ 5-го мая 1783 года. Госуд. Арх.), თუკი რუსეთის მფარველობის ქვეშ მის მიღებაში არ შეგხვდებათ რაიმე სიძნელე ან საეჭვოობა, როგორც ჩანს შეგიძლიათ მიიღოთ სახელმძღვანელოდ ის, რაც გაკეთებულია მეფე ერეკლესთან, და ასეთ შემთხვევაში თქვენ არ დააყოვნებთ დაავალოთ გენერალ პოტიომკინს დადოს მასთან ხელშეკრულება რუსეთის საიმპერატორო ტახტისადმი მისი დაქვემდებარების შესახებ, და მის მიერ მასზე და მის მენაცვალეებზე ჩემი და ჩემს მენაცვალეთა უმაღლესი ძალაუფლების აღიარების შესახებ. მსგავს პირობებზე მიღება შესაძლოა გამოდგეს აქაური მოკრძალებული მფლობელობის დამტკიცებად (доказательствомъ кроткаго здешняго обладанiя) ბევრი იქაური ჩვენი მეზობლის წამახალისებლად ამ ორი მფლობელის მაგალითის მიბაძვისთვის”.

თავადმა პოტიომკინმა, რომელიც ახლოს იცნობდა იბრაჰიმ-ხანის ხასიათს, არ სჯეროდა მის განზრახვათა გულწრფელობისა და ხარკის მიცემისთვის მზადყოფნისა, დაავალა ეპასუხათ ხანისთვის, რომ ყველაზე უკეთესი ხარკი, რომელსაც პატივს სცემს რუსეთის იმპერატრიცა – არის ერთგულება, და თუკი იბრაჰიმი შეინარჩუნებს მას და ყოველთვის მზად იქნება უზენაესი ბრძანებების აღსრულებისთვის, მხოლოდ მაშინ შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ მიღებული იქნება რუსეთის ქვეშევრდომობაში (Ордеръ князя Потёмкина-Таврическаго генералу Потёмкину, отъ 19-го мая 1783 года).

ასეთი პასუხის სიმშრალემ შეაშინა იბრაჰიმი და იგი აჩქარდა ქალაქ შუშის გამაგრებისა და საკუთარი თავის თავდასხმისგან უზრუნველყოფისთვის. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა განუცხადა ხანს, რომ მისი სიმაგრეები არ არის საშიში რუსული ჯარებისთვის, მაგრამ ხანის ორპირობა უხერხული იქნება თავად მისთვის და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი იგი არ აჩქარდება განაცხადოს თავისი მორჩილების შესახებ (Письмо П. С. Потёмкина царю Ираклiю 28-го iюня 1783 года). მაგრამ ყარაბაღის ხანმა ამჯობინა არ განეახლებინა საკითხი ქვეშევრდომობის თაობაზე და შემდგომში თავისი ქცევის ცვლილებას ხსნიდა წყენით, რომელიც მას მიაყენა მეფე ერეკლემ ტრაქტატის დადებისას, რადგანაც არ ჩართო საქართველოსთან ერთად ყარაბაღიც. გენერალი პოტიომკინი პასუხობდა, რომ ამ საქმის გამოსწორება ადვილია, თუკი ხანი გამოგზავნის თავის რწმუნებულ პირს მის მიერ სასურველი პირობების დასადებად. იბრაჰიმი რწმუნებულებს არ გზავნიდა, და თავადი ტავრიდელიც, რომელსაც არცთუ განსაკუთრებით სურდა მისი ქვეშევრდომობა, მეტად მოხარული გახლდათ გარემოებათა ასეთი მიმდინარეობისგან. უგანათლებულესს მხედველობაში ჰქონდა, რომ მოსახერხებელ შემთხვევაში ჩამოერთმია იბრაჰიმისთვის ხანის ღირსება და მთელი მისი ოლქი, დასახლებული უპირატესად სომხებით, მმართველობაში გადაეცა ერთერთი ყველაზე უფრო პატივცემული სომეხი მელიქისთვის. “ამის მეშვეობით, წერდა იგი იმპერატრიცას (Отъ 19-го мая 1783 года), განახლდება აზიაში ქრისტიანული სახელმწიფო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაეს დაპირებათა მსგავსად, რომლებიც ჩემი მეშვეობით მიეცით სომეხ მელიქებს”.

“თქვენო აღმატებულებავ, კეთილი ინებეთ და მოეფერეთ სომხებს, წერდა ამასთან ერთად თავადი ტავრიდელი თავის ძმას პ. ს. პოტიომკინს (Въ ордере отъ 19-го мая 1783 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45), და კვებეთ მათში რუსეთისადმი კეთილი განწყობა, რათა ვიყოლიოთ ისინი ყოველთვის გულმოდგინედ და მზადმყოფად იმ საქმეთა აღსრულებისთვის, რომლებსაც გარემოებანი და ჩვენთა საქმეთა სარგებელნი მოითხოვენ”.

ეს გარემოებანი იხრებოდა განსაკუთრებულად (исключительно) სომეხი ხალხის მხარეზე და ამიტომ ბუნებრივად აღაგზნებდა მოსახლეობაში საყოველთაო მოზიდულობას რუსეთისადმი. არა მხოლოდ ამიერკავკასიელი სომხები, არამედ ისინიც, რომლებიც ცხვრობდნენ ყუმიხებს, ყაბარდოელებსა და იმიერყუბანელ ჩერქეზებს შორის, ზრუნავდნენ ქრისტიანული მოსახლეობის ერთ მთლიანობაში შეერთების საგანზე. ისინი თხოულობდნენ ნებართვას, რათა გადმოსახლებულიყვნენ (მოზდოკის) ხაზზე და დაეფუძნებინათ საგანგებო სომხური კოლონია. თავადმა პოტიომკინმა, თანხმდებოდა რა ამ სათხოვარს, დაავალა გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს რათა აერჩია და დაენიშნა ადგილი მათი დასახლებისთვის, რომლისთვისაც ეწოდებინათ კიდეც წმ. გრიგოლ სომხის, უგანათლებულესის პატრონის სახელი. “იქითკენ ხალხის მოდინებაზე, ამბობდა იგი, და ამ დასახლების გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული მანდ ქალაქის დაარსებაც”.

ამასობაში ყარაბაღელმა სომხებმა, იცადეს რა მთელი 1783 წელი და განიცდიდნენ რა შევიწროვებებს ხანისგან, გაბედეს და გადაწყვიტეს ხელმეორედ თავის შეხსენება. მათ გაუგზავნეს წერილი მთავარეპისკოპოს იოსებს, სთხოვდნენ რა მას შუამდგომლობას რუსეთის მფარველობის ქვეშ მათი უსწრაფესად მიღების თაობაზე (Государственный Архивъ, XXIII, № 13, карт. 47). სომხები წერდნენ მას, რომ იბრაჰიმ-ხანმა, შეიტყო რა რუსეთის მთავრობასთან მათი ურთიერთობების შესახებ, კიდევ უფრო მეტად დაიწყო მათი შევიწროვება; რომ მათი საბედურო მდგომარეობაა იმის მიზეზი, რომ მათ გადაწყვიტეს ამ წერილთან ერთად თავიანთი დეპუტატის გამოგზავნა კავკასიის ხაზზე გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინთან თხოვნით დაცვისა და დახმარების შესახებ. სომხები ითხოვდნენ მათთვის ორი პოლკის გამოგზავნას, რომლებიც საქართველოში მყოფ ორ ბატალიონთან და თავად სომხურ ჯარებთან შეერთებით, იქნებოდა საკმარისი, მათი აზრით, ქრისტიანთა განთავისუფლებისთვის აუტანელი მაჰმადიანური უღლისგან, “ვინაიდან, წერდნენ ისინი (Въ письме генерал-поручику Потёмкину отъ 30-го мая 1784 года. Государственный Архивъ, XXIII, № 13, карт. 47), ახლა დრო თავისუფალია ყველანაირი ღონისძიებისთვის, იმიტომ რომ ლომებს სოროებში სძინავთ, ისევე როგორც მელიები მინდვრებში უშიშრად დანავარდობენ”.

ყარაბაღელი სომხების დეპუტატი, დანიელ ავამესოვი, არწმუნებდა პ. ს. პოტიომკინს, რომ პირველი ცნობის მიღებისთანავე რუსული ჯარების მოძრაობის შესახებ სომეხი მელიქები შეკრებენ არანაკლებ ხუთი ათასი ყველაზე უფრო მამაცი მეომრისა, როგორც ქვეითის, ისევე ცხენოსნისაც; რომ ისინი მთელ თავიანთ მცდელობას გამოიყენებენ იბრაჰიმ-ხანის დასამხობად, რომლის ზოგიერთი ნათესავი ასევე იმყოფება თანხმობაში სომხებთან; რომ რუსებს შეუძლიათ თავიანთი ჯარების გამოგზავნისას არ შეზღუდონ მათი რიცხვი და დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ რამდენი ჯარიც არ უნდა იყოს გამოგზავნილი, ყველა ისინი ჰპოვებენ უხვ სურსათს განუსაზღვრელი დროით. ავამესოვის სიტყვებით, მცხოვრებლებს ბეღლებში დამალული ჰქონდათ ბევრი პური და დამზადებული მნიშვნელოვანი რაოდენობით თევზები საკუთრივ რუსული ჯარებისთვის (Показанiя Данiила Авамесова. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47). მთავარეპისკოპოსი იოსები ადასტურებდა სომეხი დეპუტატის უკანასკნელ სიტყვებს და საერთოდ უჩვეულოდ ენერგიულად საქმიანობდა. იგი საგანგებოდ გაემგზავრა ასტრახანიდან კავკასიის ხაზზე, რათა პირადად ენახა პ. ს. პოტიომკინი და ესაუბრა მასთან; რადენიმე წერილი მისწერა თავად გ. ა. პოტიომკინს და, ბოლოს, სთხოვდა ექვსი თვით სომხეთში გამგზავრების ნებართვის მიცემას, რათა შეხვედროდა პატრიარქსა და მელიქებს. იოსები ოცნებობდა არა მხოლოდ მაჰმადიანთა უღლის დამხობაზე, არამედ დაცემული გვირგვინის აღდგენაზეც და ევედრებოდა თავად პოტიომკინს დახმარების ხელი გაეწოდებინა სომხებისთვის. “იყავით, თქვენო უგანათლებულესობავ, წერდა იგი (Въ письме отъ 10-го сентября 1784 года. Государственный Архивъ, XV, № 149), ბრალეული მათ გამოხსნასა და დიდი იმპერატრიცას წმინდა პორტრეტის არარატის მთის თავად წიაღში გამოსახვაში, მთელი ქვეყნიერების მონუმენტში, დაე გაიძახოდნენ განუწყვეტლივ მთელი ხალხები, რომ ეს არის სომეხთა გადამრჩენელი და განადიდებდნენ თქვენი უგანათლებულესობის სახელს უკუნისამდე”. იოსები სთხოვდა, რათა შუშელი იბრაჰიმ-ხანის რუსეთის მფარველობაში მიღების შემთხვევაში, არ დაექვემდებარებინათ მისთვის სომეხი მელიქები. ეს თხოვნა იყო, რა თქმა უნდა, იბრაჰიმ-ხანის დამხობის თანაბარი, რადგანაც ყარაბაღის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ მელიქებისადმი დაქვემდებარებული სომხები. ხანის ხელისუფლებისადმი მათი დაქვემდებარების გარეშე იბრაჰიმი არ დათანხმდებოდა შემოსულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ. სომეხთა მთავარეპისკოპოსმა ეს სხვებზე უკეთ იცოდა, მაგრამ იგი ხომ ისწრაფვოდა კიდეც დიდი სომხეთის სამეფოს აღდგენისკენ! იგი ვარაუდობდა თავისი იმედების განხორციელების შესაძლებლობას, მით უმეტეს, რომ სომხები, რომლებიც ცხოვრობდნენ სპარსეთის სხვა ადგილებში და თურქეთშიც კი, ისწრაფვოდნენ გაერთიანებისა და მათი სამშობლოს აღდგენის განხორციელებისკენ და ეძიებდნენ რუსეთის დახმარებას. ასე, 1784 წლის მაისში, ტფილისში მოვიდა ურუმიაში მცხოვრებ ასირიელ ქრისტიანთა დეპუტატი. მელიქ სარგოშევის ვაჟიშვილი, ასირიელი ილია, თავიდან გამოცხადდა მეფე ერეკლესთან, ხოლო შემდეგ კი პოლკოვნიკ ბურნაშოვთან თხოვნით მის თანამემაულეთა განთავისუფლებაზე მაჰმადიანთა უღლისგან.

ილიას მოწმობით, ურუმიაში იმყოფებოდა ასირიელი ქრისტიანების ათასამდე ოჯახი, ანუ ხუთი ათასამდე ადამიანი ნესტორიანული კანონისა, და ოცი ათასამდე ოჯახი ცხოვრობდა თურქულ სამფლობელოებში (Рапортъ Бурнашёва генералу Потёмкину 26-го мая, № 46). ყველა მათგანს სურდა გამოსულიყო მაჰმადიანთა ძალაუფლებიდან და მზად იყო გადმოსახლებულიყო საქართველოში, მაგრამ რუსეთში გადმოსახლების სურვილს კი არ გამოთქვამდნენ (Показанiе Ильи Саргошева на заданные вопросы 10-го iюня 1784).

სურდა რა დახმარებოდა სომხებს მათი სამშობლოს აღდგენაში, თავადი პოტიომკინი სთავაზობდა გაეგზავნათ რუსული ჯარების რაზმი ყიზლარიდან და დაეკავებინათ თავიდან დარუბანდი, იმ მიზნით, რომ სომხეთის განთავისუფლებისთვის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ეს ქალაქი ყოფილიყო სამედო თავშესაფარი სომხებისთვის. დამკვდრდებოდნენ რა დარუბანდში, ვარაუდობდნენ ემოქმედათ ორი მხრიდან: ჯარების ერთი რაზმი დაეძრათ საზღვაო ნაპირის გაყოლებაზე თვით გილანამდე, ხოლო მეორე კი მიემართათ საქართველოს მხრიდან. გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს გამოეყო თანხები, რათა ასტრახანში დაემზადებინა პროვიანტი ექვსი ათასი ადამიანისთვის და ფურაჟი ათას ხუთასი ცხენისთვის. ამ პროვიანტის მიტანას, როგორც დარუბანდში, ისე შემდეგაც, ვარაუდობდნენ კასპიის ზღვის ესკადრის გემებით (Ордеръ князя Таврическаго генералу Потёмкину отъ 6-го апреля. Архивъ Главнаго Штаба).

მაგრამ ამ ვარაუდებს განხორციელება არ ეწერა. ჩვენი დაწყებული ურთიერთობები ალი-მურად-ხან ისპაჰანელთან, რომელიც იმ ხანად ფლობდა სპარსეთის უდიდეს ნაწილს, აძლევდა თავად პოტიომკინს სომეხთა საქმის დასრულების იმედს უფრო მსუბუქი მშვიდობიანი ხერხით; რუსული ჯარების ლაშქრობა გაუქმებულ იქნა, მაგრამ მისთვის მზადებანი ვერ დარჩა საიდულოდ და ბევრიც დააშინა.

სხვებზე უწინ შეშინდა, რა თქმა უნდა, იბრაჰიმ-ხანი, რომელმაც მიიღო ახალციხელი სულეიმან-ფაშას წერილი შეტყობინებით რუსული ჯარების ნაწილის საქართველოში შემოსვლისა და ახლების მალე მოსვლის შესახებ. ვერ თვლიდა რა საკუთარ თავს საკმარისად ძლიერად, რათა წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის, იბრაჰიმი ცდილობდა უზრუნველეყო საკუთარი თავი კავშირით მეზობლებთან. შევიდა რა თანხმობაში ხოის, შაქისა და ბაქოს ხანებთან, მან დადო მათთან პირობა ემოქმედათ ერთობლივად და ერთსულოვნად რუსეთის ყველანირი თავდასხმის დროს, ვის მიმართაც არ უნდა ყოფილიყო ეს გაკეთებული (Письмо армянскаго дiакона Василiя Попова 15-го апреля. Государственный Архивъ, XXIII, № 13, картонъ 47).

მაგრამ მოკავშირეებმა დაადგინეს, რომ დრომდე არ გაემჟღავნებინათ თავიანთი შეთანხმება და რუსეთისადმი გამოეხატათ თავიანთი კეთილმოსურნეობის ყველა ნიშანი. მათ გადაწყვიტეს ესარგებლათ გარემოებებით და გამოეგზავნათ ტფილისში თავიანთი დესპანები არა იმდენად რუსეთის მფარველობაში შესვლის გამო ერეკლესთვის მილოცვის მიზნით, რამდენადაც შეეტყოთ მომხდარის შესახებ და განეცხადებინათ პოლკოვნიკ ბურნაშოვისთვის იმპერატრიცას მიმართ თავიანთი ერთგულების თაობაზე. არწმუნებდა რა ერეკლე მეფეს მისდამი მეგობრულ განწყობაში, იბრაჰიმი სთხოვდა მას დახმარებას ლეკების წინააღმდეგ, რომლებიც არბევდნენ მის საფლობელოს.

მოიწვია რა თავისთან თორმეტი ათასი ლეკი ნუხისა და დარუბანდის ხანების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, და მიიღო რა ცნობები რუსული ჯარების მოძრაობის შესახებ, იბრაჰიმმა გადადო თავისი დაპყრობლური გეგმები და სურდა შეკრებილი ჯარების გაშვება, მაგრამ ლეკები მოითხოვდნენ ჯამაგირს და არ მიდიოდნენ შეპირებული ანაზღაურების მიღების გარეშე. იბრაჰიმს არაფერი ჰქონდა რომ მათთვის გადაეხადა, და ლეკები, გაიფანტნენ რა ყარაბაღში, ძარცვავდნენ მის მცხოვრებლებს. ერეკლე II-ს არ შეეძლო ამჯერად დაეკმაყოფლებინა თავისი უწინდელი მოკავშირის თხოვნა და ურჩევდა მას ეძია რუსეთის მფარველობა. 1784 წლის იანვარში იბრაჰიმმა გამოგზავნა თავისი დესპანი კავკასიის ხაზზე, ითხოვდა რა მიეღოთ იგი რუსეთის ქვეშევრდომობაში, დაეტოვებინათ იგი ხანად და არ ჩარეულიყვნენ (მისი სახანოს) საშინაო საქმეებში. ამაზე თავადი პოტიომკინი კვლავ პასუხობდა, რომ სასურველი იქნებოდა, რათა ხანს ამდენად მნიშვნელოვან საქმეში დაეტოვებინა ყველანაირი უნდობლობა და მინდობოდა იმპერატრიცას დიდსულოვნებას. მაინც ჯერ კიდევ შიშობდა რა თავისი მომავლის გამო, იბრაჰიმი სთხოვდა ერეკლე მეფეს, რათა მას შეეფიცა მისთვის იმაში, რომ თუკი იგი შევა რუსეთის ქვეშევრდომობაში, დატოვებული იქნება ხანად, დამტკიცებული იქნება მფლობელად სამარადისოდ და რომ მის სამფლობელოთა არც ერთი ნაწილი არანაირი სახით არავისთან არ გადავა. იბრაჰიმი კითხულობდა, შეუძლია თუ არა მას ამასთან ჰქონდეს იმედი, რომ მისი პატივი და ღირსება არ იქნება დამცირებული. პოლკოვნიკ ბურნაშოვის მეშვეობით ერეკლე პასუხობდა ხანს, რომ შედის რა რუსეთის მფარველობაში, ხანს შეუძლია მოელოდეს მხოლოდ კეთილდღეობას, მაგრამ ყველაფერში უნდა მიენდოს იმპერატრიცას გულუხვობასა და დიდსულოვნებას, მისცემს რა საკუთარ თავს მისი ნების ქვეშ ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვების გარეშე (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 12-го мая и письмо Ираклiя ему же отъ 13-го мая. Госуд. Арх., XXIII, № 135, карт. 47).

“თქვენი წერილი, პასუხობდა იბრაჰიმი მეფე ერეკლე II-ს ( Въ письме полученномъ 6-го мая 1784 года), რომელშიც მატყობინებთ თქვენი კეთილდღეობის შესახებ და მიბრძანებთ რათა მე გავაგზავნო ჩემი მოხელე რუსეთის ხელმწიფის უმაღლეს კარზე, ჩემს მიერ მიღებულია.

მთელი ხალხისთვის უკვე ცნობილია, რომ უწინ მთელი ქვეყანა დაიღუპება, დღე უკვე დღედ ვეღარ იქნება, ვიდრე ჩვენს შორის ძმური სიყვარული და მეგობრული კავშირი შეიძლება შეწყდეს. თქვენ იმყოფებით უზენაესი კარის მფარველობის ქვეშ და მას ერთგულებას აღმოუჩენთ. მე ამის თანაბრად მზად ვარ ღვთის შეწევნით მივცე ჩემი თავი მათ რიცხვში, რომელნიც ერთგულნი არიან რუსეთის ხელმწიფის უზენაესი და ცათა სწორი კარისა და დროთა განმავლობაში კაცს გავაგზავნი”.

თუმცა კი 1784 წლის ივლისში იბრაჰიმ-ხანმა გამოგზავნა თავისი ელჩი რუსეთში თხოვნით ქვეშევრდომობის შესახებ (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 6-го iюля 1784 года, № 535), მაგრამ მასთან მოლაპარაკებებს ამ საქმეში არანაირი შედეგები არ მოჰყოლია.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა