Monday, June 3, 2013

საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 15-21 აპრილის ნომერში)

საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება განპირობებულია დიდ სახელმწიფოების სამხედრო და პოლიტიკური ინიციატივებით. ამ სახელმწიფოებს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ ამიერკავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონებში, აგრეთვე ახორციელებენ საკუთარი ხელმძღვანელობით შექმნილი ან მათთან კავშირში მყოფი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების, კავშირებისა და კოალიციების ინტერესებს. ზოგი მათგანი (ნატო), უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩამოყალიბებულია, ზოგმა (სენტო, სეატო) კარგა ხანია შეწყვიტა არსებობა, ზოგიც ახლა ყალიბდება. ასეთ პირობებში მეტად მნიშვნელოვანია, რომ თავად საქართველოსა და მის ხელისუფლებას, აგრეთვე ჩვენს საზოგადოებას, ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო-სტრატეგიული კონცეფცია და მისი რეალიზაციის კონკრეტული გეგმა.

წერილების ამ ციკლში შევეცდებით ჩვენს მკითხველს დავანახოთ, თუ როგორი იყო საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება ცივი ომის პერიოდში და მის მიწურულს, რა პროცესები ვითარდებოდა 1990-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, რა მდგომარეობაში ვართ დღეს და სწორად არის თუ არა განსაზღვრული ქვეყნის განვითარების მომავალი.

ცივი ომის პერიოდში, 1952 წლიდან, თურქეთი შედიოდა ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში, ხოლო 1947 წლიდან კი ორმხრივი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. იმ დროს აშშ და ფედერაციული გერმანია იყვნენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებლები თურქეთისთვის. ისინივე ეხმარებოდნენ მას საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებაში და აწვდიდნენ ტექნოლოგიებს ზოგიერთი ნიმუშის თანამედროვე შეიარაღების შესაქმნელად. თურქეთის სახმელეთო ჯარებში ცივი ომის მიწურულს ნაჩვენები იყო M-47, M-48 და “ლეოპარდ-1” სერიების საბრძოლო ტანკები, M-2/-3, M-58 და M-113 სერიების ჯავშანტრანსპორტერები, M-101, M-14, M-59 და M-115 სერიების ბუქსირებადი ჰაუბუცები, M-108, M-44 და M-110 თვითმავალი ჰაუბიცები, M-107 თვითმავალი ზარბაზნები, MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, “კობრას”, “თოუსა” და “მილანის” ტიპების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, “რაპირას”, “რედ აისა” და “სტინგერის” ტიპების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, AB-204, 205, 206 და 212, აგრეთვე OH-1, TH-55 და UH-1 სერიების საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენები; თურქეთის ძალებში შედიოდა F-104, F-4, F-5 და F-16 სერიების ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, C-130, C-160 და C-7 ტიპების ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, “ნაიქ ჰერკულესისა” და “რაპირას” ტიპების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები; საზღვაო ძალებში კი ნაჩვენები იყო “გაპის”, “თენგისა” და 209 ტიპების დიზელური წყალქვეშა ნავები, “გირინგის”, “სამნერისა” და “კარპენტერის” ტიპების საესკადრო ნაღმოსნები, MEKO-200, “კიონლისა” და “ბერკის” ტიპების ფრეგატები, “ლურსენისა” და “იაგუარის” ტიპების სარაკეტო და სატორპედო კატარღები, “თრექერის” ტიპის ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და სხვა შეიარაღება.

მთლიანობაში, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს თურქეთის შეიარაღებაში შედიოდა 3780-ზე მეტი საბრძოლო (საშუალო) და 115-მდე მსუბუქი ტანკი, 3560 ჯავშანტრანსპორტერი, 4185-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზაპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღსატყორცნი, სანაპირო არტილერიის 240 მმ ყალიბის 20 ზარბაზანი, 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 3430-მდე უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, დიდი რაოდენობით ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, საარმიო ავიაციის 435-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 1285 საზენიტო ავტომატური ქვემეხი და რამდენიმე ასეული ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 670 საბრძოლო თვითმფრინავი (გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელი და სადაზვერვო), 130-მდე შორი მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი “ნაიქ ჰერკულესი”, რომლებიც ჰაერიდან იფარავენ შავი ზღვის სრუტეების ზონას, 15 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 12 საესკადრო ნაღმოსანი, რვა ფრეგატი, 20-მდე სარაკეტო და სატორპედო კატარღა, 40-მდე ზღვაში სანაღმო ბრძოლის წარმოების ხომალდი (ოთხი ნაღმგადამღობი და 33 ტრალერი), შვიდი ტანკსადესანტო ხომალდი.

ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობრივი მონაცემების მიუხედავად, ხარისხობრივად თურქეთის შეიარაღება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებას. M-47 და M-48A1/A2 ტიპების საბრძოლო ტანკები ამ დროისთვის უკვე გვარიანად იყო მოძველებული, ასევე M-59 და M-2/-3 ტიპების ჯავშანტრანსპორტერები (უკანასკნელები წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნახევრადმუხლუხიან ღია მოჯავშნულ მანქანებს), F-104 და F-5 სერიების გამანადგურებელი თვითმფრინავები (F-104 მანქანებს, მათი ხშირი ავარიულობის გამო, ბუნდესვერის პილოტები “მფრინავ კუბოებსაც” უწოდებდნენ), “თენგისა” და “გაპის” ტიპების წყალქვეშა ნავები, “გირინგის”, “კარპენტერისა” და “სამნერის” ტიპების საესკადრო ნაღმოსნები და სხვა. შესაბამისად, თავად დასავლელი სამხედრო ექსპერტები თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს მაინცდამაინც დიდად არ აფასებდნენ. მაგრამ ცივი ომის პერიოდში, როგორც ნატო-ს ბლოკის, ისე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გეგმებით, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები უნდა გაშლილიყო ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანებს კი უფრო დამხმარე მნიშვნელობა ენიჭებოდათ.

საკუთრივ თურქეთის სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო ოთხი საველე არმიისა და ათი საარმიო კორპუსის შტაბები, 14 საბრძოლო დივიზია (ერთი მექანიზებული ქვეითი და 13 ქვეითი), 26 ცალკეული ბრიგადა (შვიდი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზენული ქვეითი, ათი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და ორიც სპეციალური დანიშნულების ჯარებისა /”კომანდოსების”/), საკორპუსო დაქვემდებარების ათი ცალკეული ბატალიონი, 30 ცალკეული საარტილერიო და 20 საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), აგრეთვე სანაპირო თავდაცვის ხუთი ცალკეული დივიზიონი.

ამ ძალების უმეტესი ნაწილი თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას 1980-იანი წლების მონაცემებით თავმოყრილი ჰყავდა ქვეყნის ტერტორის დასავლეთ ნახევარში 1-ლი და მე-4 საველე არმიების შემადგენლობაში: მექანიზებული ქვეითი და ცხრა ქვეითი დივიზია, 12 ცალკეული ბრიგადა (სამი ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, სამი ქვეითი და ხუთიც სანაპირო თავდაცვისა). თურქეთის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნახევარში კი მე-2 და მე-3 საველე არმიების შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ორი ქვეითი დივიზია, 19 ცალკეული ბრიგადა (ოთხი ჯავშანსატნკო, ხუთი მექანიზებული ქვეითი, შვიდი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და ორიც “კომანდოსებისა”). თუ ვიგულისხმებთ დივიზიაში სამ ბრიგადას, მაშინ თურქულ სარდლობას ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნახევარში 90-იანი წლების დასაწყისში განლაგებული ჰყავდა 14 ექვივალენტური დივიზია, აღმოსავლეთ ნახევარში კი რვა ექვივალენტურ დივიზიაზე ცოტათი მეტი. გარდა ამისა, ორი ქვეითი დივიზია დისლოცირებული გახლდათ კუნძულ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, იქ თურქული ინტერესების გასატარებლად და დასაცავად.

აღმოსავლეთ ანატოლიაში განლაგებული ორი ქვეითი დივიზიისა და 19 ცალკეული ბრიგადის წინააღმდეგ იმავე 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამიერკავკასიისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე განლაგებული ჰყავდა 15 დივიზია (13 მოტომსროლელი, საჰაერო-სადესანტო და საარტილერიო) და სხვადასხვა ტიპის 18 ცალკეული ბრიგადა/პოლკი (რვა საარტილერიო, ექვსი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, საჰაერო-სადესანტო, ორი სპეციალური დანიშნულების ჯარებისა და ერთიც დამრტყმელი ვერტმფრენების), აგრეთვე სხვა ჯარები. გარდა ამისა, აღნიშნული ორი სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო საბჭოთა საჰაერო ძალების 260 საბრძოლო და 470 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, პლიუს საჰაერო თავდაცვის ჯარების ავიაციის 300-ზე მეტი გამანადგურებელ-დამჭერი თვითმფრინავი; ხოლო საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში კი ნაჩვენები იყო 26 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 46 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (ჩვენი ლონდონური წყაროს მიხედვით – ერთი ავიამზიდი, ხუთი კრეისერი, ათი საესკადრო ნაღმოსანი და 30 ფრეგატი), ზღვაში სანაღმო ომის წარმოების 60 ხომალდი, 15 მსხვილი სადესანტო ხომალდი. საზღვაო ავიაციაში შედიოდა 150-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 85 საბრძოლო ვერმფრენი.

ძალებსა და საშუალებებში ასეთი დიდი უპირატესობის გამოყენებით, საბჭოთა სარდლობა გეგმავდა, რაც სხვა ქართველი მკვლევარებისგანაც გაგვიგონია (მირიან მირიანაშვილი, კახა კაციტაძე, თემურ ჩაჩანიძე), ნატო-ს ბლოკთან ომის შემთხვევაში შეტევითი საბრძოლო მოქმედებების წარმოებას სამხრეთის მიმართულებით, გარდა ამისა, მსხვილი საზღვაო დესანტის გადასხმას თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქ. სამსუნის რაიონში და შეტევითი მოქმედებების განვითარებას სამხრეთიდან მოქმედი სირიისა და ერაყის ჯარებთან შესაერთებლად.

ასეთ პირობებში თურქეთის სახმელეთო ჯარებსა და მათი გაძლიერებისთვის გადმოსროლილ ამერიკულ შენაერთებს გაუჭირდებოდათ აღმოსავლეთ ანატოლიაში გამაგრება, რის გამოც, სავარაუდოდ, დათმობდნენ ამ ტერიტორიას და შეძლებისდაგვარად მტკიცე თავდაცვის ორგანიზებას შეეცდებოდნენ სამსუნი-კაისერი-ადანას მიჯნაზე.

მეორს მხრივ, თურქულ-ბერძნულ და გაძლიერების ამერიკულ ძალებს შავი ზღვის სრუტეების ზონაში (თრაკიასა და ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში) შეუტევდნენ ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა, ბულგარეთისა და რუმინეთის ჯარები, აგრეთვე სსრკ-ის ოდესისა და, ნაწილობრივ, კიევის სამხედრო ოლქების სრულად დაკომპლექტებული და გაშლილი საჯარისო შენაერთები, და აქაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას ძალებსა და საშუალებებში შთამბეჭდავი რიცხობრივი უპირატესობა ექნებოდა. ასეთ ვითარებაში ევროპაში ჩვეულებრივი ომის გაჩაღების შემთხვევაში, სამხრეთ ფლანგზე, ისევე როგორც ცენტრალურ-ევროპულ და ჩრდილო-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრებზეც (ომთ), ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული რიცხობრივი უპირატესობა უნდა ჰქონოდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით. ხოლო აქ წარუმატებლობის პერსპექტივის შემთხვევაში ნატო-ს სარდლობა გეგმავდა ჯერ ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღის დამსწრებ გამოყენებას, ხოლო შემდეგ კი სტრატეგიულისაც, და შეზღუდული ჩვეულებრივი ომის გადაზრდას (ესკალაციას) შეზღუდულ ბირთვულ ან საყოველთაო სარაკეტო-ბირთვულ ომში (სტრატეგიული ბირთვული რაკეტებისა და ბომბდამშენი ავიაციის გამოყენებით), რასაც ითვალისწინებდა კიდეც 1960-იან წლებში აშშ-სა და ნატო-ში მიღებული “მოქნილი რეაგირების” სამხედრო სტრატეგია. ცხადია, რომ შესაბამის გეგმები ექნებოდა საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც.

ამის პარალელურად, როგორც იმდროინდელ საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში აღინიშნებოდა, საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ კონფრონტაციისა და ცივი ომის მდგომარეობა შეეცვალა ორი დაპირისპირებული მხარის მშვიდობიანი თანაარსებობის, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის, ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებათა შეზღუდვისა და შემცირების პოლიტიკით. ასეთი მიმართულებით აღებულ კურსს მსოფლიოში სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, იყო სამშვიდობო ინიციატივები და წინადადებები როგორც საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის მხრიდან, ისე შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ბლოკის მხრიდანაც. იდებოდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები სსრკ-სა და აშშ-ს შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების მიმართულებით, მიდიოდა მოლაპარაკებები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის) სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეუზღუდვისა და შემცირების თაობაზეც. გარდა ამისა, მიდიოდა მოლაპარაკებები ევროპაში დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკებს შორის ნდობის გაძლიერების გზით, რასაც პერსპექტივაში უნდა მოჰყოლოდა მოლაპარაკებები კონტინენტზე ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვა-შემცირების შესახებ. და ამას ეწოდა ჰელსინკის პროცესი, 1973 წელს ფინეთის დედაქალაქში შესაბამისი დასკვნითი აქტის ხელმოწერის აღსანიშნავად.

ამასთან ერთად საბჭოთა ავტორები გულისტკივილით აღნიშნავდნენ, რომ სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხრიდან წამოსული სამშვიდობო წინადადებების მიუხედავად, აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის მმართველი წრეები აგრძელებდნენ ცივი ომია და კონფრონტაციის კურსს, რაც გამოიხატებოდა, უწინარეს ყოვლისა, წლიდან წლამდე მათი სამხედრო ბიუჯეტების განუხრელ ზრდაში, შეიარაღებული ბრძოლის სულ უფრო და უფრო ახალი საშუალებების შემუშავებასა და წარმოებაში, გამალებული შეიარაღების დაჩქარებაში, რაშიც ისინი ხედავდნენ აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მმართველი წრეებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების ფინანსურ ინტერესებს, ლაპარაკობდნენ ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გლობალისტურ მისწრაფეებზეც, რისთვისაც ახდენდნენ მათი გამონათქვამების ციტირებას საჯარო გამოსვლებსა თუ პრესაში. მაგრამ, კლასთა ბრძოლის მარქსისტულ-ლენინური პრინციპებიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებდნენ იმას, რომ სრულად შეეფასებინათ მიმდინარე პროცესების ნამდვილი შინაარსი, ან სახელმწიფო ცენზურა არ მისცემდა მათ თავიანთი ნააზრევის შესაბამისი სისრულით გამოხატვის შესაძლებლობას. მაშინ ყველასთვის სავალდებული იყო ეღიარებინათ, რომ საბჭოთა კავშირში არსებული სოციალისტური წყობილება უფრო მოწინავე იყო კაპიტალისტურთან შედარებით როგორც ისტორიული, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც.

ამავე დროს, ჩვენთვის დღესდღეობით ცნობილია, რომ, სახელდობრ, 1980-იან წლებში განცდილმა ეკონომიკურმა მარცხმა, რასაც დიდად უწყობდა ხელს სწორედ გასული ათწლეულების განმავლობაში აშშ-ისა და მისი ნატო-ელი მოკავშირეების მიერ სამხედრო ხარჯების სისტემატიური ზრდა და გამალებული შეიარაღების პროცესის გაღრმავება, განაპირობა კიდეც 1980-90იანი წლების მიჯნაზე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლა. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ 1949 წელს ნატო-ს ბლოკის ქვენების საერთო სამხედრო ხარჯები შეადგენდა 18,7 მლრდ. ამერიკულ დოლლარს, 1977-ში – 174 მლრდ.-ს, 1990-ში კი – 504,4 მლრდ. დოლარს. 1970-იანი წლების შუახანებში აშშ-ის სამხედრო ხარჯები აღემატებოდა 120 მლრდ. დოლარს, ხოლო 1980-იანი წლების მიწურულს კი – უკვე 304 მლრდ.-ს. თავისთავად ცხადია, რომ სსრკ ასევე იძულებული იქნებოდა გაეზარდა საკუთარი სამხედრო ხარჯებიც, ხოლო იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მთლიანი ეროვნული პროდუქტი უტოლდებოდა 1990 წელს დაახლოებით 2,043 ტრილიონ (2042,73 მლრდ.) ამერიკულ დოლარს შეერთებული შტატების 5,423 ტრილიონი დოლარის წინააღმდეგ, ხოლო დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შესაბამისი მაჩვენებლების გათვალისწინებით კი – 10,187 ტრილიონი დოლარისა.

გარდა ამისა, საბჭოთა ეკონომიკაზე ძლიერი დარტყმს მიყენებისა და მისი ხერხემალში გადატეხვის მიზნით, 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ პრეზიდენტმა რ. რეიგანმა წამოაყენა სრატეგიული თავდაცვით ინიციატივის პროგრამა, რომელიც ივალისწინებდა შეერთებული შტატების ძლიერი რაკესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექნას მისი ცაკეული კომპონენტებს განლაგებით არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ კოსმომსშიც. სულ ახლახანს რუსეთის ერთერთ სატელევიზიო არხზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, თავად ამერიკელების მიერ გადაღებული, რომლის ერთერთ ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა ამ ქვეყნის ცენტრალური დაზვერვის (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, გნებავთ სააგენტოს) მაშინდელი დირექტორი უილიამ კეისი, რომელიც გახლდათ აღნიშნული ინიციატივის წამოყენების ერთერთი მაპროვოცირებელიც. და თუკი საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სერიოზულად მიიღებდა ახალ ამერიკულ ინიციატივას და მასთან ამ სფეროშიც მეტოქეობის გზას დაადგებოდა, ეს უთუოდ საბჭოთა ეკონომიკის კრახით უნდა დასრულებულიყო.

ფილმში ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა მეცნიერებმა უარყოფითი შეფასება მისცეს ამერიკული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას. საქმე ის არის, რომ კოსმოსურ ორბიტებზე განთავსებულ მძლავრ ლაზერებს, მათი შედარებით დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტის გამო, დატუმბვისთვის დასჭირდებოდათ თითქმის მთელი ელექტროსადგურები, რომელთა ატანაც კოსმოსში შეუძლებელია, ხოლო დედამიწიდან კოსმოსურ ორბიტებზე გაგზავნილი ელექტრო-მაგნიტური ენერგიები კი, მათი ბუნებრივი ჩახშობის (მილევის) გამო, იქამდე ვერ მიაღწევდა და სხვა. ასეთი დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, საბჭოთა უმაღლესმა ხელისუფლებამ და პარტიულმა ხელმძღვანელობამ არ დაუჯერეს თავისსავე მეცნიერებს და ამერიკელებთან მეტოქეობის გზას დაადგნენ. ამ ფილმში ნაჩვენები იყო, თუ როგორი აღტაცება და დამცინავი რეპლიკები გამოიწვია აშშ პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეკრებილ მაღალჩინოსნებში საბჭოთა მთავრობის საპასუხო განცხადებამ. შედეგიც ასევე ცნობილია ჩვენთვის – სულ რაღაც ათიოდე წელიწადში ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც. თითქოსდა ევროპაში ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბანაკს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას ბოლო უნდა მოღებოდა. ცენტრალურ ევროპაში, ანუ ნატო-ს ბლოკის ცენტრალურევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ), ეს ასეც განხორციელდა, ასევე ჩრდილოეთ ევროპაშიც (ჩრდილოევროპულ ომთ-ზე), მაგრამ სამხრეთ ფლანგზე კი, სამხრეთევროპული ომთ-ის აღმოსავლეთ რაიონში, აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელებმა სრულიად სხვა გზა აირჩიეს. ეს გამოიხატა თურქეთის ხელისფლების მიერ თავისი სამხედრო ხარჯების ზრდის გაგრძელებაში მაშინ, როდესაც ნატო-ს სხვა სახელმწიფოებმა 1990-იანი წლების განმავლობაშიეს ხარჯები საგრძნობლად შეამცირეს, და აშშ-ისა და გერმანიის მიერ თურქეთისთვის უფრო თანამედროვე (ან სულაც თითქმის უკანასკნელი ნიმუშების) იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის, აგრეთვე მათი წარმოების ტექნოლოგიების გადაცემაში, რაზედაც ზემოთ ნაწილობრივ უკვე გვქონდა საუბარი.

სახელდობრ, თურქეთის სამხედრო ხარჯები 1990 წელს, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შეადგენდა ეროვნულ ვალუტაში 5,0 მლრდ. ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას, პლიუს 0,5 მლრდ. დოლარამდე ამერიკული სამხედრო დახმარება. ხოლო 2000 წელს კი საკუთრივ თურქეთის სამხედრო ხარჯები უტოლდებოდა 10,8 მლრდ. დოლარის ექვივალენტურ თანხას. და ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მოწული მთლიანი შიდა პროდუქტის წილის საშუალო მაჩვენებლით (per capita) თურქეთი სულ უკანასკნელ ადგილზე იდგა ნატო-ს ბლოკში, და იმავე 2000 წელს ჩამოუვარდებოდა არა მხოლოდ თავის დასავლეთევროპელ პარტნიორებს, თუნდაც იმავე საბერძნეთსა და პორტუგალიას, არამედ ალიანსში ახლად გაწევრიანებულ უნგრეთს, ჩეხეთსა და პოლონეთსაც (თურქეთში მაშინ per capita უტოლდებოდა 6000 დოლარს, საბერძნეთში 13700, პორტუგალიში 15500, ესპანეთში 17900, პოლონეთში 7400, უნგრეთში 8000, ჩეხეთში 13200 ამერიკულ დოლლარს, ხოლო ნატო-ს სხვა სახელმწიფოებში კი გაცილებით უფრო მეტს – 22000-დან /იტალია/ 33100 /აშშ/ დოლარამდე /ეს, უფრო ზუსტად, გახლავთ 1999 წლის მონაცემები/).

1990 წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 5,61 %-ს, საფრანგეთის – 3,61 %-ს, გერმანიის – 2,86 %-ს, დიდი ბრიტანეთის – 3,97 %-ს, იტალიის – 2,27 %-ს და თურქეთისა კი – 4,37 %-ს. 1999 წელს აშშ-ში ეს მაჩვენებელი შემცირებულ იქნა 2,91 %-მდე, საფრანგეთში – 2,65 %-, გერმანიაში – 1,61 %-, დიდ ბრიტანეთში – 2,63 %-, იტალიაში – 1,57 %-მდე, ხოლო თურქეთში კი გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 5,43 %-მდე.

ამავე წლებში თურქეთის შეიარაღებაში გამოჩნდა ახალი ტიპების საბრძოლო ტექნიკა, ან კიდევ გაზრდილ იქნა უკვე მანამდე არსებული და კარგი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებმელის მქონე ნიმუშების რაოდენობა. რომელთა ნაწილს თურქები პიდაპირ ღებულობდნენ პენტაგონისა და ბუნდესვერის საწყობებიდან, ნაწილს კი თავად აწარმოებდნენ ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით. ესენია M-60 და “ლეოპარდ-1” სერიების საბრძოლო ტანკები, YPR-765 სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, განსაკუთრებით კი M-110A2 ტიპის 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები, 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები MLRS, საიდანაც შესაძლებელია ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვებაც (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), AH-1W/P “ქინგ კობრას” ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები, F-16C/D ტიპის ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, 209 ტიპის ტაქტიკური წყალქვეშა ნავები, MEKO-200, “ნოქსისა” და “ოლივერ ჰეზარდ პერის” ტიპების ფრეგატები (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები) მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შეიარაღებით. სწორედ ეს ნიმუშები შეადგენენ, M-48A5 საბრძოლო ტანკებთან, M-113A1/A2 ჯავშანტრანსპორტერებთან, F-4D/RF-4C გამანადგურებელ და სადაზვერვო თვითმფრინავებთან და სხვა სისტემებთან ერთად, თანამედროვე თურქეთის შეიარაღების საფუძველს, ხოლო თუ რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო ევროპაში შეიარაღებათა საყოველთაო შემცრების პარალელურად თურქეთის შეიარაღებული ძალების ასეთი შთამბეჭდავი გადაიარაღება და გაძლიერება, და როგორ მუქარებს შეიძლება შეიცავდეს ეს საქართველოსთვის, ამის თაობაზე შემდეგ წერილში გვექნება საუბარი.

ირაკლი ხართიშვილი

Saturday, June 1, 2013

რუსეთი – უკრაინა არ არის. რატომ არ მომწონს მე იუშჩენკო

“შეიძლება ატყუებდე ცოტას ხანგრძლივი დროით, შეიძლება ატყუებდე ბევრს ცოტა ხნით, მაგრამ არ შეიძლება ატყუებდე ყველას ყოველთვის” 

ფრანკლინ დელანო რუზველტი 

ეს ტექსტი გადავწყვიტე დამეწერა ერთი ჩემი მეგობრის გავლენით, რომელმაც, არის რა პუტინის დიდი მოძულე, კონტრასტზე განსაკუთრებით შეიყვარა “ნარინჯისფერი რევოლუცია” და იუშჩენკო.

ჯერ კიდევ უკრაინული კამპანიის სულ დასაწყისში მე დავწერე, რომ იუშჩენკო არ სჭირდება რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის სახით. იანუკოვიჩი ამასთან განიხილებოდა მხოლოდ როგორც ნაკლები ბოროტება. შემდგომმა მოვლენებმა მხოლოდ გამაძლიერეს მე საკუთარ სიმართლეში. მაგრამ არ შევუდგები აქ ყველა მსჯელობის გამეორებას კუჩმასეული პროექტის განსხვავებათა გამო (სინამდვილეში იანუკოვიჩისეულისაც) “უკრაინა როგორც არარუსეთი” და იუშჩენკოსეულისაც “უკრაინა როგორც ანტირუსეთი”. და არ დავიწყებ შეხსენებას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინისა და იანუკოვიჩის 12 მლნ. ამომრჩევლის შესახებ. ყოველივე ამის თაობაზე უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ბევრი რამ დაიწერა. ისევე როგორც იმის შესახებ, თუ რა შესანიშნავი რამაა “რევოლუცია” და განსაკუთრებით კი მაიდანი, რა გასაოცარია იუშჩენკო, რომელსაც “ხალხი” უჭერს მხარს, და როგორი მშვენიერი ცხოვრება დადგება ახლა ყოფილი უკრაინის სსრ ტერიტორიაზე.

რუსეთისა და საზღვარგარეთის პოლიტ არეულობათა მოსურნე განსაზღვრული ნაწილის დაჟინებული სურვილის გათვალისწინებით, რათა ნარინჯისფერი განწყობები გააღვიონ რუსეთშიც, აუცილებელია ბოლოს და ბოლოს გავერკვეთ იმაში, თუ რას წარმოადგენს იუშჩენკო სინამდვილეში.

რამდენადაც მე არ ვიცნობ ადამიანს სახელით ვიქტორ ანდრეის ძე იუშჩენკო და არ შემიძლია ვმსჯელობდე, თუ რამდენად ემთხვევა მისი პიროვნება საჯარო სახეს, ამიტომ ყველაფერი რაც იქნება ნათქვამი ქვემოთ “იუშჩენკოს” შესახებ, დაფუძნებულია მხოლოდ ჩემში ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებაზე იმის მიმართ, რასაც ამბობს და აკეთებს იგი საჯაროდ და რაც კეთდება მისი სახელით.

1. 

სინამდვილეში უკრაინა მართლაც რუსეთი არ არის. და საქმე აქ სულაც არ არის ბევრის მიერ “შენიშნულ” პოლიტიკური ისტორიის ჩამორჩენაში. ითვლება რომ უკრაინელები ორი-სამი-ოთხი წლის დაგვიანებით აწყდებიან იმავე პრობლემებს, რასაც რუსები და წყვეტენ მათ მსგავსი სახით. მაგრამ თუკი 1999 წლის არჩევნები, რომელზედაც კუჩმამ დაამარცხა კომუნისტი სიმონენკო, ჯერ კიდევ შეიძლება შედარებულ იქნას 1996 წლის რუსეთის არჩევნებთან, უკვე რადაში 1998 და 2002 წლების არჩევნები ცოტა რამით თუ ემსგავსებოდა სახელმწიფო სათათბიროს კამპანიას 1995, 1999 და მით უმეტეს 2003 წლებში. უფრო ზუსტად კი სულაც არ ემსგავსებოდა. ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ უკრანელებს არ ჰქონიათ არც თავისი 1993 წლის ოქტომბრის შეჯახება, არც ჩეჩნეთის ომები, არც დეფოლტი.

მით უმეტეს უაზრობაა ადარებდე ჩვენს უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებს. 1999 წელს დეფოლტის შემდეგ გამორკვეულმა რუსეთის ოლიგარქატმა, თუ გნებავთ, კოლექტიური გონის დონეზე, მიზანშეწონილად მიიჩნია რუსეთში “მეფის” შემოღება (завести в России «царя»). ეს პერსპექტივაში ნიშნავდა 1990-იანი წლების საშეჯიბრო ოლიგარქიის ტრანსფორმაციას რაღაც ახალ რეჟიმში, ნაკლებად კონკურენტულში, მაგრამ რას არ შეწირავ მსხვერპლად საკუთარ “დიდ შესაძლებლობათა მიწაზე” წესრიგის გულისთვის? პირველი პრეტენდენტი გამოცხადდა (გამოჩნდა) მომენტალურად – ლუჟკოვი. მართალია, გარკვეულ დრომდე მან ამჯობინა დამალვა პრიმაკოვის ზურგს უკან. მეორე წამოყენებულ იქნა კრემლის მაშინდელი გუნდის მიერ დიაჩენკოს, იუმაშევიჩისა და აბრამოვიჩის მოთავეობით რთული ქასთინგის შედეგების მიხედვით. ეს გახლდათ პუტინი. შემდგომი მოვლენები ძალზედ ცნობილია, რათა მათ ხელახლა მოყოლაზე დავხარჯოთ დრო. პრეტენდენტების წამოყენების ისტორიაც ასევე არავისთვის საიდუმლო არ არის, მაგრამ იგი აქ ჩვენ გვჭირდება, რათა გაჩვენოთ რუსეთისა და უკრაინის სიტუაციების განსხვავება.

უკრაინაში 1990-იან წლებში ასევე ჩამოყალიბდა შეჯიბრებითი ოლიგარქია, უფრო გაბედულიც კი, ვიდრე ჩვენთან. მიხეილ აფანასიევი იმასაც კი თვლის, რომ იქ ეტალონური ოლიგარქიაა “სიტყვის ზუსტი, არისტოკრატიული აზრით”. მაგრამ “მეფის” შემოღებას უკრაინული ოლიგარქატი არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი “შეჯიბრების” შედეგად მიმდინარე უმსგავსოებანი თავად მათ აყენებს ზარალს.

უფრო მეტიც, გაკეთებულ იქნა ყოველივე შესაძლებელი და შეუძლებელი, რათა ახალი პრეზიდენტი არასოდეს არ ქცეულიყო “მეფედ”. არ ჩავუღრმავდებით იმ მიზეზების ანალიზს, თუ რატომ მოხდა სწორედ ასე, თუმცა კი, თუ გავიხსენებთ, რომ უკრაინას სუვერენიტეტის მეტად უმნიშვნელო გამოცდილება აქვს, ხოლო ძლიერი, კონსოლიდირებული და პერსონიფიცირებული ხელისუფლების ტრადიციები კი სულაც არ გააჩნია, ბევრი რამ გასაგები გახდება.

კუჩმა იყო სუსტი პრეზიდენტი. ჯერ კიდევ 2001-2002 წლებში მის მიერვე დაბრუნებულმა ექსპრემიერმა იუშჩენკომ დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება, სპონსორებისა და მოკავშირეთა კოალიციის შეკრება. საპირწონის ძიებაში კუჩმა დაუახლოვდა უწინ არამეგობრულ დონეცკურ კლანებს, რომელთა წარმომადგენელმა იანუკოვიჩმა თავიდან მიიღო პრემიერის პოსტი, ხოლო შემდეგ კი გამოცხადებულ იქნა ოფიციალურ მენაცვალედ (მემკვიდრედ, преемником). სიტყვამ მოიტანა და, იანუკოვიჩს ობიექტურად ჰქონდა უფრო მეტი “სამეფო” პოტენციალი, ამიტომ ოლიგარქატს მისი არსებითად უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე იუშჩენკოსი. (ღრმად თეორიულად “დედოფლად” სავსებით შესაძლოა გამომდგარიყო ტიმოშენკოც, მაგრამ მას ხელს უშლის არა სქესი, არამედ ოდიოზურობა და ისიც, რასაც ადრე უწოდებდნენ “მოუთოკაობას” /«необузданность»/.) მიმავალი კუჩმას ცისფერი ოცნება გახლდათ საკონსტიტუციო რეფორმა, ე. ი. თავისი მენაცვალის პოლიტიკური კასტრაცია, ვინც არ უნდა ყოფილიყო საბოლოო ჯამში იგი. ეს ჩანაფიქრი ასე თუ ისე მხარდაჭერილ იქნა ოლიგარქების უმრავლესობის მიერ და საბოლოო ჯამში რეალიზებულიც.

თუკი ყოველივე ამის პროეცირებას მოვახდენთ 1999 წლის რუსეთზე, მაშინ, ძალზედ პირობითად, მივიღებთ სცენარს, რომლის დროსაც ლუჟკოვი ინიშნება პრემიერად, ხოლო შემდეგ კი ცხადდება ელცინის მემკვიდრედ. ხოლო მის წინააღმდეგ გამოდის რომელიმე სტეპაშინი ან კირიენკო, მის გარშემო იკრიბება ყველა ლუჟკოვზე განაწყენებული, და ფარულად კი მათ ეხმარებიან პრემიერის “მოკავშირეებიც”, იუმაშევისა და აბრამოვიჩის მსგავსები. ელცინი მთელ ამ დროში ინტრიგებს ხლართავს და ცდილობს ცვალებადი წარმატებით ყველას ერთმანეთისგან დაშორებას, ისახავს რა მიზნად კონსტიტუციის გადაწერას მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შეკვეცის მიზნით.

ეს ხომ სასაცილოდ უბრალოა... ასეთი რამ არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

რუსეთი – უკრაინა არ არის. და დიდება უფალს! 

2.

იუშჩენკოს პოლიტიკური პროგრამა და რიტორიკა ეკლექტიურია. იუშჩენკო, ისევე როგორც კუჩმაც, იანუკოვიჩიც, სააკაშვილიც, პუტინიც, ლუკაშენკოც – არც მემარჯვენეა და არც მემარცხენე, არც ლიბერალია და არც კონსერვატორი, არც ფაშისტია და არც სოციალ-დემოკრატი. ამომრჩევლებს მან შესთავაზა “მიქსი” (ნარევი) ლიბერალური და სოციალისტური იდეების, პროვინციული უკრაინული ნაციონალიზმისა და პროვინციულივე მედასავლეთეობის სრულ უგემოვნებამდე ჩახარშული ნაჭრებისგან. მაგრამ მთავარი კომპონენტი მაინც გახლდათ პროტესტი. პროტესტი არაპოპულარული “ვლადას” წინააღმდეგ, დაქუცმაცებულის, გაუბედავის, და ამიტომ არა საშიშისა, ე. ი. განსაკუთრებით მოხერხებულისა სამიზნის სახით.

შესაბამისად, ეროვნული ბანკის მმართველობის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი საკუთარ თავს სთავაზობდა როგორც ოპოზიციას. პირადად მისი და მისი გუნდის უეჭველ წარმატებებს უნდა მოვაკუთვნოთ კამპანიის საკუთარი დღის წესრიგის “ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ” მოწინააღმდეგისთვის თავზე მოხვევა. სიტყვამ მოიტანა და, ნებისმიერი სხვა კამპანიის დღის წესრიგისას იუშჩენკო გარდაუვალად წააგებდა ბრძოლას უკრაინელთა სიმპათიისთვის. ეს არის “პრორუსული კანდიდატიც პროდასავლურის წინააღმდეგ”, “აღმოსავლეთის კანდიდადიც დასავლეთის კანდიდატის [უკრაინის] წინააღმდეგ”, “მრეწველთაგან წამოყენებული კანდიდატიც სპეკულიანტთაგან წამოყენებული კანდიდატის წინააღმდეგ” და სხვა. 

მონდომებით ხდება იუშჩენკოს კამპანიაში დასავლეთის როლის დემონიზაციაც. დიახ, დასავლეთი დაეხმარა, ფულით, ხალხით (დიდი როლი ითამაშეს, მაგალითად, ევროპელმა “დამკვირვებლებმა”, რომლებიც ღიად გამოდიოდნენ იუშჩენკოს მხარეზე), მედიისა და პოლიტიკური რესურსით, მათ შორის დაზვერვათა არხებითაც. მაგრამ ძნელად თუ შეიძლება ვილაპარაკოთ აშშ-ისა და ევროკავშირის ხელისუფალთა რაღაც საერთო გეგმის შესახებ იუშჩენკოს ასარჩევად, რომლის რეალიზაციითაც დაკავებული იყო ერთიანი ცენტრი. სინამდვილეში “დასავლეთი” რუსული ან უკრაინული საშინაო პოლიტიკის კონტექსტში – ეს არის ერთმანეთისგან განსხვავებული არაფორმალურად დაკავშირებული, ზოგჯერ არამეგობრული (როგორც რესპუბლიკური პარტიისა და სოროსის სტრუქტურები) აქტორების ქსელი, როგორც ოფიციალურების, ისე არაოფიციალურებისა, არალეგალურებისაც კი. თითოეული მათგანი მოქმედებს ინდივიდუალური პროგრამით – მონიტორინგს უტარებს ელიტებს, თვალყურს ადევნებს და კორექტირებას უკეთებს საზოგადოებრივ აზრს, იძლევა გრანტებს, ატარებს პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა სწავლებებს. მაგრამ მათ გააჩნიათ საერთო სტრატეგიული მიზანი, მაგალითად, დსთ-ის ელიტების ვესტერნიზაცია. ასეთი ქსელური სტრუქტურები ადმინისტრაციულ პირამიდებსა და ოლიგარქიულ “სისტემებზე” არსებითად უფრო ეფექტურია. განსაკუთრებით ეს ვლინდება უშუალოდ არჩევნებზე და უშუალოდ მის წინ, როცა იწყება საერთო კანდიდატზე მუშაობა. ის, რომ იუშჩენკომ შეძლო მათთვის საკუთარი თავი “მიეყიდა” – ეს კიდევ ერთი მისი წარმატებაა. თუმცა კი, როგორც ამბობენ, უკან უკვე ვეღარ იყიდი (обратно уже не купишь).

და მესამე მნიშვნელოვანი მიღწევაც – ეს არის “პოსტინდუსტრიული ენის” – პოპ-მუსიკის, fashion-ის, ინტერნეტის გამოყენება. ბოჰემა ამაოდ არ მოდის აღტაცებაში კიევური ჰეპინგების გამო. იუშჩენკოს კონსულტანტმა იაროსლავ ლისიუკმა იღბლიანად შეარჩია ნარინჯისფერი (ყოფილმა ფსიქიატრმა, სიტყვამ მოიტანა და, ასევე მოიგონა სიმბოლიკაში ნალის გამოყენება, ხოლო სლოგანებში კი სიტყვისა “ასე”). რუსეთში პოლიტტექნოლოგები უკვე ერთი წელი არ არის, რაც თამაშობენ “კამპანიის ფერებით”, ატრიალებენ სააგიტაციო სიმღერებს, აწყობენ პოპ- და როკ-ვარსკვლავების კონცერტებს, აგიტატორებს პრანჭავენ ფორმის მაისურებითა და ქუდებით და სხვა. მაგრამ რაოდენობა და ხარისხი მაინც გადავიდა უკრაინაში. გავლენა იქონია კამპანიის მასშტაბმა, მაინც სახელმწიფოს მეთაურია, და არა რეგიონის ან ქალაქისა.

თუმცა კი, შესაძლოა საქმე მასშტაბშიც არ არის. პრეცედენტი, შესაძლოა მომხდარიყო უფრო ადრეც, ამასთან რუსეთში. 2003 წელს ბანკირი ვერემეენკო ცდილობდა ბაშკირეთის ხელში ჩაგდებას და ბიზნესში თავისი ყოფილი პარტნიორის პრეზიდენტ რახიმოვის ჩამოგდებას. ვერემეენკოს კონსულტანტები ე. წ. “პოსტინდუსტრიული ენის” მეშვეობით ამზადებდნენ საანტირახიმოვო “რევოლუციას”, რომლის სცენარიც ქართულისა და უკრაინულის მსგავსი იყო. ვერემეენკო გავიდა მეორე ტურში და ემზადებოდა ხალხის ქუჩაში გამოყვანისთვის გამარჯვებულად რახიმოვის გამოცხადების შემდეგ. მაგრამ შეშინებულმა ბაშკირეთის ხანმა შეძლო ერთ კვირაში მოელაპარაკა კრემლთან, რომელმაც უბრძანა ბანკირს კამპანიის დახურვა.

ბევრი წარმატებად თვლის აგრეთვე იმასაც, რომ იუშჩენკომ შეძლო თავის გარშემო “ანტიკუჩმასეული კოალიციის” ჩამოყალიბება, მიიზიდა რა არა მხოლოდ “სოციალურად ახლომდგარი” ტიმოშენკო, არამედ მოროზიც, ომელჩენკოცა და სხვებიც. მას გამოუვიდა ის, რისი გაკეთებაც თავის დროზე ვერ მოახერხა უკრაინელი ნაციონალისტების ავტორიტეტულმა ლიდერმა ჩორნოვილ-უფროსმა. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ ახლა “თანამგზავრების” ნაწილის გადაგდება მოუწევს, მაშინ ჯერ კიდევ უცნობია, თუ ისტორიულად როგორ შემოუბრუნდებათ ეს კოალიცია.

3. 

მაგრამ მაინც იუშჩენკომ მოიგო არა იმიტომ, რომ თავს მოახვია იანუკოვიჩს თავისი კამპანიის დღის წესრიგი, მიიღო დასავლეთის მხარდაჭერა და თავისი მომხრეები ნარინჯისფერებში გამოაწყო. ყველაფერი ეს შესაძლებელი იყო გაენეიტრალებინათ. დღის წესრიგი შესაძლებელი იყო შეეცვალათ, რუსეთი პუტინის სახით გაცილებით უფრო მეტად ეხმარებოდა, ვიდრე ამას უშვებს თვალთმაქცური საერთაშორისო პოლიტესი. სიმღერებსა და ყელსახვევებზე ხომ სალაპარაკოც არაფერია.

იუშჩენკომ მოიგო იმიტომ, რომ წააგო იანუკოვიჩმა.

მან წააგო, ჯერ ერთი, იმიტომ რომ როგორც უკვე იყო ლაპარაკი, უკრაინულ ოლიგარქატს, მათ რიცხვში უმაღლეს ჩინოსნებსაც, ეშინოდათ “მეფის” მიღებისა. და ამიტომ არ გამოიყოფოდა ფულები, ხდებოდა გადაწყვეტილებათა მიღების საბოტირება, არ აქცევდნენ რა ყურადღებას რისკებს, ბევრი ეხმარებოდა იუშჩენკოს და სხვა. რაზე-ღა უნდა ვილაპარაკოთ, როცა კუჩმა კამპანიის დროს საჯაროდ უკან ექაჩებოდა იანუკოვიჩს, აძლევდა მას საყვედურებს ცუდი მუშაობისთვის, აკრიტიკებდა წინადადებას, რომ რუსული ენისთვის მიეცათ სახელმწიფო ენის სტატუსი? პრეზიდენტი იძლეოდა სიგნალს, რომ იანუკოვიჩის მხარეზე ბოლომდე არ უნდა დამდგარიყვნენ. იუშჩენკო სულით გაცილებით უფრო ახლოს დგას კუჩმასთან, მხოლოდ მას ცნობილ მომენტამდე არ შეეძლო მიეღწია იმისთვის, რომ მიეღო ხელშეუხებლობის გარანტია.

(თუმცა კი, როგორც კარგად იცის ყველამ, ვინც მუშაობდა უკრაინაში – მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესში თუ პოლიტიკაში, რომ “დიახ” უკრაინელის ბაგეთაგან არ ნიშნავს არაფერს.) 

მეორეც, იანუკოვიჩსა და მის ხალხს არ ეყოთ ნებისყოფა და ინტელექტი. დამარცხება არ უნდა დარჩეს ობლად. ყველასთვის ცნობილი “იანუკოვიჩის შტაბის უფროსები” ტიგიპკო და ჩორნოვილ-უმცროსი – ესენი არიან “მოლაპარაკე თავები” მკითხველებისა და ტელემაყურებლებისთვის. სინამდვილეში კი იანუკოვიჩის კამპანიას ხელმძღვანელობდნენ ვიცე-პრემიერი по ТЭК ანდრეი კლიუევი და მისი ძმა სერგეი – მსხვილი დონეცკელი მესაკუთრენი, პრემიერის სპონსორები და მეგობრები, აგრეთვე მისი მრჩეველი ედუარდ პრუტნიკი, რადას დეპუტატი სერგეი ლარინი და პოლიტტექნოლოგი იური ლევენეცი. საკვანძო გადაწყვეტლებათა მიღებაში დაშვებული იყვნენ კონსულტანტები ვლადიმირ გრანოვსკი, ტიმოთე სერგეიცევი, ისკანდერ ვალიტოვი და დიმიტრი კულიკოვი.

მე მკითხავენ: და მაშინ სადღაა ყველგანმყოფი პავლოვსკი? განა ის არ მართავდა მთელი უკრაინის საჭეს? დასანანია. მომიხდება გლებ ოლეგის ძის როგორც არაკეთილმოსურნეთა, ისე თაყვანისმცემელთა იმედის გაცრუება. პავლოვსკი რეგულარულად ჩამოდიოდა კიევში, გადასცემდა თავის რაღაც წინადადებებს, ისმენდა იანუკოვიჩის შტაბისტების იგავ-არაკებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი კარგად მიდის და იწერდა მათ სურვილებს. “აქ ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო პატარა სიუჟეტი “პირველ არხზე”, აქ კი დაგეგმილი გვაქვს ასეთი საინფორმაციო საბაბი და მისი გაშუქებაა საჭირო, და კიდევ წაიმუშავეთ ჩვენს დიასპორასთან რუსეთში...” და უკანვე მოსკოვში ბრუნდებოდა. უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე არანაირი გავლენა პავლოვსკის არ ჰქონია. შეგვიძლია ვილაპარაკოთ მარატ გელმანის რაღაცნაირ მონაწილეობაზე, რომელიც მუშაობდა უშუალოდ მედვედჩუკისთვის. მაგრამ იანუკოვიჩის შტაბს გელმანი სძულდა და უკვე ივლისის ბოლოს მიაღწია მის განთავისუფლებას. კიდევ ცოტათი გაიელვა ვიაჩესლავ ნიკონოვმაც (იგი, სიტყვამ მოიტანა და, საერთოდ პოლიტკონსულტანტი კი არ არის, არამედ პოლიტოლოგია), რომელსაც პროტექციას უწევდა ევტუშენკოვი. მაგრამ ეს უკვე სულაც არ ყოფილა სეროზული.

იანუკოვიჩის შტაბის ხელმძღვანელები ჯერ კიდევ მაის-ივნისში ამტკიცებდნენ, რომ ქართული ვარიანტი უკრაინაში პრინციპულად შეუძლებელია, რომ ტიმოშენკოსთან კავშირი ძირს დასცემს იუშჩენკოს რეიტინგს, რომ იგი საერთოდ ვერასოდეს ვერ აიღებს 30 %-ზე მეტს და ა. შ. და რაც მთავარია – მოსახლეობის რიცხოვნების მიხედვით “იანუკოვიჩისეული” რეგიონები ორჯერ უფრო მეტია “იუშჩენკოსეულებზე”, ასე რომ შეგვიძლია განსაკუთრებით არც ვიღელვოთ...

პრემიერის მთელი კამპანია დაყვანილ იქნა ბანალურ რეკლამაზე: ფარებზე, ფურცლებზე, როლიკებზე, კონცერტებზე, საველე აგიტაციასა და ოფიციალური ღონისძიებების ტელევიზიით ჩვენებაზე. შტაბი ცდილობდა დაყრდნობას გუბერნატორებსა და იანუკოვიჩის პრეზიდენტობის კანდიდატად წამომყენებელ ცალკეულ პარტიებზე. მაგრამ გუბერნატორებმა – დანიშნულმა მოხელეებმა, რომელთაგან ბევრს თავად არასოდეს არ გაუვლია ცხოვრებაში არჩევნები (თუ არ ჩავთვლით სადეპუტატოს), უბრალოდ არც იციან წესიერად თუ რა არის ეს. ხოლო პარტიული გაერთიანებები კი უკრაინაში, ისევე როგორც რუსეთშიც, სინამდვილეში – ფიქტიური სტრუქტურებია, რომელთაგან თითოეულს გააჩნია აქტივის 20-30 ადამიანი და შეუძლია მხოლოდ სხდომების ჩატარება და გამოგზავნილი ფულების მოპარვა. 

სასაცილოა ვისმენდეთ იანუკოვიჩის ადმინისტრაციული რესურსის შესახებ, განსაკუთრებით კი “კონტროლქვეშ არსებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების” თაობაზე. დამახასიათებელი მაგალითია. უკრაინაში უკიდურესად არაპოპულარულმა ადამიანმა – კიდევ ერთმა ექს-პრემიერმა ლაზარენკომ (დონეცკელთა უბოროტესმა მტერმა), რომელიც აშშ-ში სასამართლოს ქვეშ იმყოფება, უეცრად განაცხადა, რომ მხარს უჭერს იანუკოვიჩის კანდიდატურას. ნათელია, რომ მან ეს გააკეთა იუშჩენკოს თხოვნით. ამ “მხარდაჭერის” შესახებ ხმამაღლა გაჰყვიროდა მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება, რომლებსაც ვითომდა აკონტროლებდნენ მედვედჩუკი და იანუკოვიჩი. ხოლო როდესაც მათ საყვედურები დაუწყეს, მასმედიის ხელმძღვანელებმა იდიოტებად მოაჩვენეს თავი: “ჩვენ რა, არასწორად მოვიქეცით? ეს ხომ მოვლენაა!” იუშჩენკოს ყველა საინფორმაციო საბაბს ასე თუ ისე ასახავდა მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება. და მერე რა, რომ ხშირად ნეგატიური გაშუქებით? ამომრჩეველმა იცოდა, რომ ხელისუფლება მას ნეგატიურად ასახავს, და ნეგატივს ყურს არ უგდებდა, სამაგიეროდ (და ეს უფრო მნიშვნელოვანია!) ადამიანები ხედავდნენ, ვინ “მიდის ხელისუფლების წინააღმდეგ”, ვინ “არ უყვარს ხელისუფლებას”, და როგორ ბევრს აკეთებს ის და როგორ არაფრის არ ეშინია.

იანუკოვიჩის შტაბმა უარი თქვა მუშაობის შეტევით მედთოდებზე და არ აწარმოებდა კამპანიას არა მხოლოდ დასავლეთ ტერიტორიებზე, არამედ ცენტრშიც კი. პრაქტიკულად “ბრძოლის გარეშე” იქნა ჩაბარებული კიევი, პოლტავა, ჟიტომირი, ვინიცა, ჩერნიგოვი, კიროვოგრადი. იმ დროს, როცა “იუშჩენკოელები” აქტიურად მუშაობდნენ აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. ყირიმშიც კი, სადაც მოსახლეობის 70 %-ზე მეტი – ეთნიკური რუსები არიან, იუშჩენკოს უკვე სექტემბერში ჰქონდა რეიტინგის 20 %-მდე. იანუკოვიჩი რეალურად აკონტროლებდა მხოლოდ დონეცკს, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეს.

ამ პირობებში მხოლოდ ფალსიფიკაციის იმედიღა დარჩა. მაგრამ “იუშჩენკოელები” ასეთი სცენარისთვისაც ემზადებოდნენ, მთელი ძალებით ჩააგონებდნენ და მუხტავდნენ ამომრჩევლებს, რომ მათმა კანდიდატმა არ შეიძლება წააგოს, და მაინც თუკი გამოაცხადებენ, რომ წააგო – ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებმა მოახდინეს არჩევნების შედეგების ფალსიფიკაცია და ყველანი უნდა გამოვიდნენ საპროტესტოდ “თვითნებობის” («беспредел») წინააღმდეგ. იანუკოვიჩის შტაბში თვით ოქტომბრის ბოლოსაც კი არ სჯეროდათ, რომ იუშჩენკო ქუჩებში გამოიყვანს მოიერიშეებს, და მით უმეტეს, გამოიყვანს მრავალ ათასობით მომხრეებს. ამასთან აღმოსავლეთში იანუკოვიჩის სასარგებლოდ ბიულეტენების ზედმეტად ჩაყრის ნიველირება ხდებოდა პარალელურად დასალეთში იუშჩენკოს სასარგებლოდ ბიულეტენების ასევე ზედმეტად ჩაყრით. და, როგორც გვიჩვენეს მეორე ტურის შემდეგ მომხდარმა მთელმა მოვლენებმა: მთავარი გამარჯვების მიღწევა კი არ არის, მთავარი მის შენარჩუნებაა.

4.

რას მოელიან იუშჩენკოსგან მისი ამომრჩევლები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც მისთვის იყინებოდნენ მაიდანზე, რომლებიც მზად იყვნენ “ბერკუტების” ხელკეტების წინააღმდეგ წასულიყვნენ, რომლებიც მას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევენ? 

“ნარინჯისფერთა” შორის ნათლად გამოიყოფა სამი ჯგუფი – მედასავლეთეები, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლები და ნაციონალისტები. რუსეთში, სიტყვამ მოიტანა და, პროტესტის გამომხატველი ელექტორატის ბევრ რამეში მსგავსი სტრუქტურაა, რაც, საკუთრივ, ამათრახებს კიდეც შინგაზრდილ “რევოლუციონერებს”. 

მედასავლეთეებს სურთ, რათა უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში, ე. ი. ევროპულ კავშირსა და ნატო-ში. მეორეთანრიგოსანი ევროპული პროვინციის მომავალი, პოლონეთის მსგავსად, მათ წარსულის “უმცროს ძმაზე” უფრო ღირსეული და ლამაზი ეჩვენებათ. მათ არ სჭირდებათ ერთიანი ეკონომიკური სივრცე (ეეს) რუსეთთან, ისინი მზად არიან შემოუშვან ქვეყანაში ნატო-ს ბაზები.

ნაციონალისტები ოცნებობენ ქვეყნის უკრაინიზაციაზე. უფრო სწორად კი – “დერუსიფიკაციაზე”. პრაქტიკაში ეს ნიშნავს პირველ რიგში რუსული ენის გამოდევნას (выдавливание), რომელსაც მათ არ სცხვენიათ რომ უწოდებდნენ “დამნაშავეთა სამყაროსა და პოპსის ენას”, სკოლებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. ამათვე უერთდებიან უნიატებიცა და რასკოლნიკ-ფილარეტელებიც, რომლებიც იმედოვნებენ მათ მხარდაჭერაზე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლაში.

სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლები კი დაჟნებით მოითხოვენ ეროვნული სიმდიდრის გადანაწილებას. რა თქმა უნდა, მათგან ყველა სულაც არ არის რადიკალურად განწყობილი და არ ოცნებობს ნაციონალიზაციის ან ოლიგარქებისა და ყოფილი მინისტრების საჯაროდ სიკვდილი დასჯის შესახებ. მაგრამ პოლიტიკის “სოციალური ორიენტაციის” აუცილებლობისა კი მათ სწამთ, ისევე როგორც იმისაც, რომ ამისთვის საფასურს უნდა იხდიდეს მსხვილი ბიზნესი.

ხოლო ყველა ისინი კი ერთად მოელიან იუშჩენკოსგან სახელისუფლებო ელიტის განახლებას, ოლიგარქების “თანაბრად ჩამოშორებასა” («равноудаления» олигархов) და საერთოდ ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს.

ვერ ეღირსებიან (НЕ ДОЖДУТСЯ).

ბარაქიანი ანშლუსის მოლოდინში, რა თქმა უნდა, მოუწევთ “გაევროპელება” (придётся «европеизироваться»). მიიღებენ ყველანაირი საერთაშორისო კანტორების “ექსპერტების” მიერ დაწერილ “პროგრესულ” კანონებსა და პროგრამებს, იქნება ბევრი სიტყვიერი მეძაობა “უკრაინის ევროპული გზის” თემაზე.

მაგრამ დასავლეთისთვის უკრაინა საინტერესოა პირველ რიგში როგორც “ანტირუსეთი”. როგორც რუსეთის საპირწონე, როგორც მისი გავლენის შემზღუდველი. ვაშინგტონსა და ბრიუსელს ძალიან მისცემს ხელს მოსკოველი ივან ივანის ძის დავა კიეველ ივან ნიკიფორეს ძესთან. ამ საქმისთვის იუშჩენკოს მოამარაგებენ ფულებით, ხელს მოუთათუნებენ მხარზე, ეტყვიან ყველანაირ სასიამოვნო სიტყვებს. მაგრამ შენგენის ზონაში უკრაინას არ შეუშვებენ. და ევროკავშირშიც მით უმეტეს არ დაუძახებენ. 

ევროპული კავშირი კიდევ დიდხანს მოუნდება 2004 წლის აღმოსავლეთევროპული შენაძენების მონელებას და სულაც არ არის ფაქტი, რომ დამატებას მოისურვებს. მოლაპარაკებები შესვლის თაობაზე – თავის თავად ასევე ხანგრძლივი საქმეა. აი თურქეთს, როგორც ჩანს, 15 წელი დასჭირდება მოლაპარაკებებისთვის. და შესაძლოა უშედეგოდაც, რამდენადაც საკითხი მიღების შესახებ შესაძლოა გამოიტანონ ეროვნულ რეფერენდუმებზე. უკრაინა, რა თქმა უნდა, ერაყს არ ესაზღვრება, არა გააჩნია მას კვიპროსულის მსგავსი პრობლემებიც და საერთოდ ისტორიულად ეს ქრისტიანული მიწაა. მაგრამ სოციალურ-ეკონომიკურად – ეს “პოსტსაბჭოთა სივრცეა”, სსრკ-ის ყოფილი ტერიტორია (და არა აღმოსავლური ბლოკისა; რომელიც საბჭოთა კავშირში შემოდიოდა მისი შექნიდანვე) აქედან გამომდნარე ყველა შედეგით. და რამდენადაც უკრაინა ამასთანავე უბრალოდ დიდი ქვეყანაა – ტერიტორისა და მოსახლეობის მიხედვით (იმავე პოლონეთზე უფრო დიდი) – ამიტომ ძნელია თუნდაც მიახლოებით შეაფასო კაპიტალდაბანდებათა მასშტაბი, რომლებიც აუცილებელია ევროპულ მნიშვნელამდე მისი მოყვანისთვის, თუნდაც ინფრასტრუქტურაში.

ზუსტად იგივეა ნატო-თანაც. რათა იქ მიიღონ, უკრაინელებს დასჭირდებათ თავიანთი არმიის რეაორგანიზება, რომელიც უფრო მეტადაა გახრწნილი, ვიდრე რუსული არმია. მთლიანობაში ეს ასევე ერთი და ორი წლის საკითხი არ გახლავთ. თუმცა კი ბაზებს, თუ ძალიან მოუნდებათ (если сильно приспичит), განალაგებენ. (სიტყვამ მოიტანა და, დარწმუნებული ვარ – განმეორდება ლიტვური ფარსი – ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ ნატო-ელი სამხედრო მოსამსაურეების რეგულარული ცემა.)

მეორეს მხრივ, უკრაინის სრული დამოკიდებულება რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდებებზე, გაღრმავებული ასეულ ათასობით უკრაინელის შრომითი მიგრაციით, საშუალებას არ მისცემთ, რომ “ანტირუსეთის” მშენებლობისას ჩავარდნენ ზედმეტ ფანატიზმში.

ასე რომ მოუხდებათ სთხოვონ მედასავლეთეებს, როგორც იმ მგზავრებს ლვოვის ბილეთებით მიხეილ ჟვანეცკის სკეჩიდან, რათა წავიდნენ აეროპორტიდან...

ახლა კი ნაციონალისტებზე. “დერუსიფიკაციაზე” ანუ ეკლესიის მასშტაბურ დევნაზე იუშჩენკო ვერ წავა. და არა იმიტომ, რომ ამას არასწორად ჩათვლის ან შედეგებისა შეეშინდება. იმისთვის რათა მოახდინო ქვეყნის უზარმაზარი ნაწილის, ათეულობით მილიონი ადამიანის არა მხოლოდ აწმყოს, არამედ წარსულის გადაფორმატირება, საჭიროა გაგაჩნდეს თუნდაც მუსტაფა ქემალ ათათურქის პიროვნების მასშტაბი. იუშჩენკო კი სულ სხვა ცომისგანაა.

სამაგიეროდ უნდა მზად ვიყოთ უკრაინის ხელისუფალთა მიერ ყველანაირი ანტირუსული სისაძაგლეების წაქეზებისა და გამოქომაგებისთვის: ტაძრების მიტაცებისა, დარბევებისა, ვანდალიზმისა, გაზეთების დახურვისა და სხვა. იქნება ყველანაირი სასაზღვრო ინციდენტებიც. მსგავსი რამ ხდებოდა კრავშუკის დროსაც, კუჩმას დროსაც, უბრალოდ იუშჩენკოს დროს მეტი იქნება.

ადრე თუ გვიან, მაგრამ, ალბათ (наверное), ყველაზე უფრო ჩლუნგი ბანდერელიც კი გაიგებს, რომ ის მოატყუეს.

დიდი იმედგაცრუება დაეუფლება იმათ, ვინც დაიჯერა, რომ იუშჩენკო მის წინამორბედებზე უფრო მეტად “სოციალურად სამართლიანი” იქნება. თავიდან იგი ნებას მისცემს, რომ ილაყბონ რადასა და მთავრობაში მისი საკუთარი დაპირებების შესახებ ხელფასებისა და პენსიების ამაღლების თაობაზე, შემდეგ კი ჩამოართმევს იმ “საჩუქრებს”, რომლებსაც იანკოვიჩი და მისი გუნდი არიგებდნენ არჩევნების მსვლელობისას, რადგანაც სულელურად იმედოვნებდნენ ადამიანთა მადლიერებაზე. საქმე იმაში არ არის, რომ იუშჩენკო – თანამიმდევრული ლიბერალია ან დაენანება ხაზინის ფულები. უკრაინას ისინი უბრალოდ იმდენი არა აქვს. ხოლო წყობილებისა და რეჟიმის შეცვლა კი, რომლის დროსაც ისინი სახელმწიფოს არც შეიძლება რომ ბევრი ჰქონდეს – მაპატიეთ...

თავად იუშჩენკო ლიდერია “ოლიგარქ-lights” კოალიციისა, (უფრო ძლიერთა მიერ) მიჭყლეტილებისა (отжатых) 1990-იან წლებში, ან უბრალოდ თავიანთი წილით უკმაყოფილოებისა. ტიმოშენკოს, პოროშენკოს, ვოლკოვს, გრიგორიშინსა და სხვებს სწყურიათ რევანში, ხოლო ზოგიერთ მათგანს კი – ასევე პირადი შურისძიებაც. გადანაწილებები გარდაუვალია თვით სტაბილური რეჟიმების დროსაც კი, ნათელია, რომ “განახლებული” უკრაინა ამას თავიდან ვერ აიცილებს. მაგრამ შედეგად მოხდება არა “ელიტის რადიკალური განახლება” და არა ოლიგარქატის “თანაბრად ჩამოშორება”, არამედ მხოლოდ მისი როტაცია. კუჩმასეული მინისტრები და გუბერნატორები წავლენ თავიანთი ბიზნესების მისახედად, ხოლო მათ ადგილებზე კი მოვლენ ახალი ბიზნესმენები. ინტელექტუალური მომსახურე პერსონალის რაღაც რაოდენობა წინ წამოიწევს პატრონების კვალდაკვალ, ცოტათი შეანჯღრევენ ძალოვნებს, და მორჩა. კორუფცია... თუკი გავითვალისწინებთ, რომ ახლა, მაგალითად, Transparency International-ის ვერსიის მიხედვით, უკრაინა იმყოფება 122-ე ადგილზე (145-დან), მაშინ სამუშაოების ფრონტი დიდია. თვით მეორე ვადამდეც კი შეიძლება ბრძოლა, შეხედავ და გამოვა 100-ე ადგილამდე წინ გადმოსვლა... არა, რაღაც წვრილფეხობას, რა თქმა უნდა, დაიჭერენ და გააკოტრებენ მდაბიო ხალხის სასეიროდ. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იუშჩენკოს ტემპერამენტს, ჩვენ ვერ ვიხილავთ ყოფილ მოხელეთა საჩვენებელ დაპატიმრებებსაც კი ნათესავების მიერ გამოსყიდვის შემდგომი მოთხოვნით ან საჯარო აუქციონებს მათ მიერ მოხვეტილის გასაყიდად და მათ მსგავს წარმოდგენებს ადრეული სააკაშვილის სტილში. 

ასე, რომ, უკრაინაში არ იქნება მეფე. საკონსტიტუციო რეფორმის გათვალისწინებით, რომელსაც იუშჩენკო დაეთანხმა, არსებითად ჩაიყენა რა საკუთარი თავის ცელის ქვეშ, პრეზიდენტი იქ შერიფიც კი არ იქნება, არამედ არბიტრი, რომლის რეალურ უფლებამოსილებათა მოცულობაც დამოკიდებულია რიგი ცვალებადი ფაქტორების ნაკრებზე. თუკი რუსეთში შეჯიბრებითი ოლიგარქია შეიცვალა საკონსესუნსო ოლიგარქიით (პუტინის ფიგურის გარშემო), უკრაინაში რბენები (забеги) გრძელდება, დაე ზოგიერთი ცვლილებით მონაწილეთა შემადგენლობაში. განსაკუთრებული მხიარულება იქნება, როცა ნარინჯისფერთა ლიდერები დაიწყებენ ურთიერთშორის ომს, მოიწვევენ რა მოკავშირეებად გუშინდელ “კუჩმისტებსა” და დონეცკელებს. და იუშჩენკოსგანაც ვერ ეღირსებიან ვერც წერტილოვან მუშაობას “კონვენციის დამრღვევებთან” პუტინის ნიმუშის მიხედვით – საზღვარგარეთ გასახლებით ან საჩვენებელი დაპატიმრებებითა და კონფისკაციებით, ვერც მით უმეტეს პერიოდულ წმენდებს, იმათ მსგავსებს, რომლებსაც აწყობს ხოლმე ლუკაშენკო.

შესაძლოა სურკისი, მედვედჩუკი და მათი პარტნიორები აიძულონ, რომ რაიმე დაუბრუნონ გრიგორიშინს, კიდევ ვინმესაც გაუყონ, ხოლო ახმეტოვი კი – რომ ბოლომდე გადაიხადოს “კრივოროჟსტალის” საფასური. შესაძლოა, ვიმეორებ. აი უკვე პინჩუკი, რომელიც მაიდანზე დასეირნობდა, ფილიპ ეგალიტეს მსგავსად, ხოლო ახლა კი მიიღო სტივენ სპილბერგის “კრიშა” (მფარველობა), უკვე ფაქტიურად ხელშეუხებელია... ხოლო შემდეგ კი – წინ, კიდევ ბევრი სახელმწიფო საკუთრებაა კარგი და სხვადასხვანაირი. უნდა ვემზადოთ რადაში ახალი არჩევნებისთვის. იქნება საიდუმლო არასაჯარო გარიგებები მონადირეთა სახლებისა და აბანოების სიჩუმეში, გაჟონვები, ღალატი, ახალი გარიგებები.

უკრაინა დარჩება უკრაინად. ნაკლებად თუ არის ეს დიდი მიღწევა...

5. 

“ნარინჯისფერი რევოლუციის” თაყვანისმცემლები იუშჩენკოს აღიქვამენ როგორც “ანტიპუტინს”. განსხვავებას ატარებენ პირველ რიგში ხელისუფლებაში მათი ასვლის მითოლოგიზებული ვერსიების მიხედვით. პუტინი ნაკლებად ცნობილი ბიუროკრატი გახლდათ, “ოჯახის” მიერ პოლიტიკოსად დანიშნული და ელცინის მემკვიდრედ აღზევებული, არჩეული პოლიტტექნოლოგიებისა და ადმინისტრაციული რესურსის მასირებული გამოყენების წყალობით. იუშჩენკოც კადრის ხელმძღვანელია, პოლიტიკოსად ქცეული, რომელმაც შეძლო მთელი უკრაინული ოპოზიციის გაერთიანება, გაიმარჯვა არჩევნებში მის წინააღმდეგ ამოქმედებული მთელი ადმინისტრაციული რესურსისა და პოლიტტექნოლოგიის მიუხედავად. ხოლო შემდეგ კი ასევე სათავეში ჩაუდგა სახალხო რევოლუციასაც. ასეთი ზედაპირული თვალის შევლებისას განსხვავებანი სახეზეა და ისინი აშკარად არ არის რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ. თუმცა კი აშკარაა, რომ სინამდვილეში იუშჩენკო – ისეთივე პროდუქტია პოლიტტექნოლოგიებისა, როგორც პუტინიც, ხოლო ინფორმაცია კუჩმას შეხედულებებისა და საქმიანობისგან მისი დაშორების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, გაზვიადებულია.

სინამდვილეში გარეგნულ განსხვავებათა ამ წინწამოწევასა და გაბერვას ჩვენი ყურადღება გადააქვთ უფრო შინაარსიანი გარჩევისგან.

პუტინი – ის არ გახლავთ, როგორადაც მას გვაჩვენებენ რუსეთის ცენტრალური ტელეარხების გადაცემები, და არც ისაა, როგორც მას მიიჩნევენ ოპოზიციური კოლუმნისტები. იგი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი არ არის, რომელიც მართავს ხალხის სახელითა და ხალხის ინტერესებში, და არც თვითმპყრობელი დიქტატორია. პუტინი ახლა – მსხვილი რუსეთელი ოლიგარქია, რომელსაც სხვა ოლიგარქებმა, ვინ ნებაყოფლობით, ვინ არც თუ მთლად ასე, დელეგირებით გადასცეს 1990-იან წლებში თავიანთი პრივატიზებული ძალაუფლების ნაწილი.

იუშჩენკო – ის არ არის, როგორადაც მას თვლიან “უბრალო სახალხო” მომხრეები უკრაინაში და თაყვანისმცემლები სხვა ქვეყნებში, და არც ის, როგორადაც მას წარმოგვიდგენენ რუსეთის ცენტრალური ტელეარხების გადაცემები. იგი “ხალხის ბელადი” არ არის და არც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, არც ბრბოს მიერ “ნაშობი”, რომელიც დაფინანსებული გახლავთ ორი “საოლქო კომიტეტის” (“ობკომის”) – ვაშინგტონისა და ბრიუსელის აგენტების მეცადინეობით. იუშჩენკო – “ჩვეულებრივი” უკრაინელი ოლიგარქია, რომელმაც ხანგრძლივი რთული საერთაშორისო ინტრიგის შედეგებით ხელიდან გამოგლიჯა საპრეზიდენტო უფლებამოსილებათა ნაწილი, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ მას, რომ მოახდინოს ძალაუფლებისა და საკუთრების გადანაწილება და შემდგომში განახორციელოს არბიტრაჟი ოლიგარქატის შიგნით.

6. 

ყოველივე ზემოთქმული ასე თუ ისე შეეხებოდა სათაურში გამოტანილ თემას – მე გიხსნიდით, თუ რითი განსხვავდება ურთიერთ შორის რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკური სიტუაციები. ახლა საჭიროა ბოლოს და ბოლოს ავხსნა ქვესათაურიც. 

პუტინი შეგვიძლია დავადანაშაულოთ ბევრ რამეში. მაგრამ მას ჯერ არასოდეს მოუწოდებია ხალხისთვის რომ ქუჩებში გამოსულიყო მის, პუტინის, პოსტის, ოლიგარქიულ community-ში მისი სტატუსისა და მისი პრეტენზიების დასაცავად. იგი არ მანიპულირებდა ტანჯვების გადატანისა და სიკვდილისთვის მზადყოფნით იმ იდეალების გამო, რომლებისა თავადაც არ სჯერა.

იუშჩენკო, რომელმაც მოაწყო “ნარინჯისფერი რევოლუცია”, ამით მანიპულირებდა. დიახ, მას არ ეყო გამბედაობა, რათა გაეგზავნა ხალხი სამთავრობო შენობებზე იერიშების მისატანად. მაგრამ მას ეყო სინდისი, რომ ადამიანებისთვის ერთი თვის მანძილზე აებნია თავგზა, მოეყოლა მათთვის, რომ დგანან რა მაიდანზე, ისინი იბრძვიან მისი ხელისუფლებისთვის და იქვე, თითქმის კუთხის უკან მოფარებით, ამ ხელისუფლებით ევაჭრა. კუჩმას საკონსტიტუციო რეფორმა, იუშჩენკომ რომ სცადოს უფლებამოსილებათა უკანვე წართმევა, სულ ერთია მაინც შევა სახელმძღვანელოებში როგორც გასაოცარი ნაძირლობის მაგალითი საკუთარ მომხრეებთან მიმართებაში.

გახლავთ რა მთლიანად ნაქსოვი მთავარი პოსტსაბჭოთა სისაძაგლეებისგან – ოლიგარქიზმის, პროვოინციალობისა და მედასავლეთეობისგან – იუშჩენკო პრეტენზიას აცხადებს არა უბრალოდ არჩევნებში გამარჯვებაზე, არამედ საკუთარ რევოლუციაზეც. შეიძლება სხვადასხვანაირად ვეკიდებოდეთ რევოლუციებს როგორც მოვლენას, მაგრამ მაგრამ იუშჩენკოს მცდელობები, რომ ფაქტიურად ჩაეწეროს ისტორიაში კრომველისა და აშშ-ის დამაარსებელ მამათა, ლენინისა და ჰომეინის გვერდით, ერთმნიშვნელოვნად წარმოგვიდგება აღმაშფოთებელ თავხედობად. იგი ელცინამდეც კი ვერ აღწევს, თუმცა კი მას მალე სწორედ ისევე შეიძულებენ, როგორც რუსეთის პირველ პრეზიდენტს.

სააკაშვილზე კიდევ შეიძლებოდა გვეცინა, თუ კი შევარდნაძის პენსიაზე ძალადობრივ გასტუმრების “რევოლუციად” გამოცხადებას მივაწერდით ცნობილ ქართულ მიდრეკილებას გაზვიადებისკენ. იუშჩენკო – ეს უკვე სასაცილო არ არის.

მე არ მსურს მისთვის ბოროტი როგორც ადამიანს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი იქნება, თუ კი იგი დიდხანს ვერ გაჩერდება საპრეზიდენტო სავარძელში

P. S. ერთადერთი, რაც უეჭველად აერთიანებს ყალბ და ნამდვილ რევოლუციებს, ეს არის “შვილების” შთანთქმა. ღორმუცელა “დედისგან” თავდაღწეულები ჩვეულებრივ წერენ სტატიებსა და წიგნებს “ნაღალატევი” ან “გაყიდული” რევოლუციის შესახებ. ველოდებით მემუარებს “მაიდანის ვეტერანებისგან”.

ვიტალი ივანოვი 
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 26. 01. 05

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა