Tuesday, November 12, 2013

მღვდელმოწამე დეკანოზი მიხეილ ლეკტორსკი

(ეს წერილი გააზიარა ფეისბუქში კუზმა იონოვმა და მოგვცა შესაძლებლობა, რომ ქართულად გვეთარგმნა და ჩვენი მკითხველებისთვისაც გაგვეცნო. შეგვეწიოს მამა მიხეილის წმინდა ლოცვა. დიდება უფალს!)

დეკანოზი მიხეილ ლეკტორსკი დაიბადა 1872 წლის 9 ნოემბერს, ყუბანელი მღვდელმსახურის ოჯახში. შევიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში და წარმატებით დაასრულა მისი კურსი სტუდენტის წოდებით 1892 წელს. მას ხელი დაასხა ყოვლადუსამღვდელოესმა ევგენიმ და განამწესა სადიაკვნო-სამასწავლებლო ადგილზე სტანიცა დინსკაიაში, სადაც ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებელი გახლდათ. 1893 წლის აგვისტოში ხელდასხმულ იქნა მღვდლად და გამწსებულ სოფელ ბლაგოდატნოეში, სადაც 1896 წლის თებერვლამდე შედგებოდა ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის გამგედ და საღვთო რჯულის მასწავლებლად. მოგვიანებით, თხოვნის თანახმად, გადაყვანილ იქნა სტანიცა ვორონეჟსკაიაში, სადაც იყო სამინისტროს ვაჟთა ორკლასიანი და ქალთა ერთკლასიანი სასწავლებლების გამგე და საღვთო რჯულის მასწავლებელი. 1906 წლის 13 მაისიდან თხოვნის თანახმად გადანაცვლებულია სტანიცა ნოვოტიტოროვსკაიას ანდრია პირველწოდებულია სახელობის ეკლესიაში. შედგებოდა ადგილობრივი სამრევლო ეკლესიის წინამძღვრად და 1913 წლის 5 აპრილიდან იყო მეორე ოკრუგის საოკრუგო სასულიერო წოდების სულიერი მოძღვარი.

მამა მიხეილი გახლდათ მშვენიერი მეოჯახე. მისმა ცოლმა ეკატერინე ვლადიმირის ასულმა – 1872 წლის 24 ნოემბერს დაბადებულმა, უშვა მას ოთხი შვილი: ალექსანდრე (1895 წ.), ნადეჟდა (1898 წ.), ოლღა (1905 წ.), ვლადიმირი (1910 წ.).

დეკანოზი მიხეილ ლეკტორსკი სამწყემსო გულმოდგინებისთვის აღნიშნულ იქნა შემდეგი ჯილდოებით: ენქერით 1900 წელს, სკუფიათი 1905 წელს, მამა მიხელს, სასწავლებელთა საბჭოს წარდგინებით, ასევე ჰქონდა მწყემსმთავრის კურთხევა და სიგელი მოძიებული და ადგილობრივი სახსრებით საეკლესიო-სამრევლო სკოლასთან 1908 წელს სამკითხველო-ბიბლიოთეკის გასახსნელად გაწეული შრომისა და ზრუნვისთვის. 1910 წლის 6 მაისს იგი ჯილდოდ ღებულობს კუნკულს.

მამა მიხეილი მონაწილეობას ღებულობდა რუსეთის იმპერიის მოსახლეობის პირველ საყოველთაო აღწერაში სააღმწერო უბნის გამგის ხარისხში, რისთვისაც შეიქნა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მადლობის ღირსი, და ამაზე გააჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრის 1897 წლის 1 აგვისტოს შეტყობინება # 6644 და ბრინჯაოს მედალი 1897 წლის 27 აგვისტოს მოწმობით.

1921 წლის 26 სექტემბრის გათენების ღამეს სტანიცა ნოვოტიტოროვსკაიაში ბუდიონის ჩონგარსკის საკავალერიო დივიზიის პირველი საკავალერიო ბრიგადის მიერ, დეკანოზი მიხეილ ლეკტორსკი დაპატიმრებულ იქნა კონტრრევოლუციურ აგიტაციაში ბრალდებით, და ბევრ სხბა დაპატიმრებულ კაზაკთან ერთად მოყვანილ იქნა სტანიცა ბრიუხოვეცკაიაში მე-9 ბოლშევიკური არმიის საგანგებო განყოფილებაში. აქ თველახევრის მანძილზე დაპატიმრებულები ცხოვრობდნენ არაადამიანურ პირობებში, თივაზე ეძინათ და რწყილებისა და მკბენარებისგან იყვნენ გაწამებულნი, ისე რომ მამა მიხეილის შემთხვევით მნახველებმა, რომელიც მაშინ 49 წლისა იყო, იხილეს იგი უკიდურესად გამხდარ და გამოფიტულ მოხუცად, რომელიც ძლივსღა დადიოდა. ბუდიონის საკავალერიო დივიზიის საგანგებო განყოფილების სამეულის განაჩენი იყო მოკლე – დ ა ხ ვ რ ე ტ ა.

როდესაც 40 ადამიანისგან შემდგარი მძევლების ჯგუფი раздели до исподнего, კაზაკებმა თხოვნა დაუწყეს – “მამაო, აღსარება მიიღე ჩვენგან”. მამაომ ჩაიბარა აღსარებანი და ცოდვებიც მიუტევა, თაბაც უთხრა: “თქვენი სისხლით კი ეზიარებით, და ახლა მაპატიეთ, რაშიც დამნაშავე ვარ”. ხოლო როდესაც იგი ლოცვის აღვლენას შეუდგა, მათ კონდახებით დაუწყეს ცემა, განსაკუთრებით ძლიერად კი მამა მიხეილს ურტყამდნენ. შემდეგ მათ ხელები შეუკრეს საზიდრებზე დაყარეს და სტანიცის იქით თიხის კარიერზე წაიყვანეს. მამა მიხეილის გვერდით მწოლარე კაზაკმა მოახერხა საკუთარი ხელების გათავისუფლება და მამა მიხეილსაც გაუხსნა საბელი. “ახლა კი გავიქცეთ” – წასჩურჩულა კაზაკმა. მაგრამ მამაომ უპასუხა: “შენ გაკურთხებ გაქცევაზე, მე კი უკვე ძალები აღარ მაქვს”. გაზაკი გაიქცა. როდესაც ბოლშევიკებმა დახვრეტისთვის მსჯავრდებულთა შორის გახსნილი ხელები მხოლოდ მღვდელმსახურს უნახეს, მას საშინელი წამება დაუწყეს. 

1921 წლის 27 ოქტომბერს საღამოს 10 საათზე ყველა მძევალი დახვრიტეს, და გვამების მთაში თავისი დასახიჩრებული შესახედაობით გამოირჩეოდა მამა მიხეილის სხეული. იყვნენ ადამიანები რომლებმაც ეს ნახეს.


Священномученик протоиерей Михаил Лекторский 

Протоиерей Михаил Лекторский родился 9 ноября 1872 года, в семье кубанского священника. Поступил и успешно закончил курс Ставропольской Духовкой семинарии со званием студента в 1892 году. Был рукоположен Преосвященным Евгением и определен но дьяконо-учительское место в станицу Динскую, где состоял учителем одноклассной церковно-приходской школы. В августе 1893 года был рукоположен во иереи и определен в село Благодатное, где состоял заведующим и законоучителем одноклассной церковноприходской школы до февраля 1896 года. Позже, согласно прошению переведен в станину Воронежскую, где состоял заведующим и законоучителем двухклассного мужского и одноклассного женского министерских училищ. С 13 мая 1906 года перемещен согласно прошению к Андреевской церкви станицы Новотиторовской. Состоял настоятелем местной приходской церкви и был духовником окружного духовенства второго округа с 5 апреля 1913 года.

Отец Михаил был прекрасным семьянином. Его жена Екатерина Владимiровна - 24 ноября 1872 года рождения, родила ему 4-х детей: Александра (1895 г), Надежду (1898г), Ольгу (1905 г), Владимiра (1910 г).

Протоиерей Михаил Лекторский за пастырское усердие был отмечен следующими наградами: набедренником в 1900 году, скуфьей в 1905 году, Отец Михаил также имел Архипастырское благословение с выдачей грамоты по представлению училищного Совета за труды я заботы по открытию библиотски-читальни при церковноприходской школе на изысканные и местные средства 1908 года. В 1910 году 6 мая он получает в награду камилавку.

Отец Михаил принимал участие в первой всеобщей переписи населения Российской империи в качестве заведующего переписным участком, за что был удостоен Его Императорского Величества благодарности, в чем имел уведомление Министра внутренних дел от 1 августа 1897 года № 6644 и бронзовую медаль со свидетельством от 29 августа 1897 года.

В ночь с 25 на 26 сентября 1921 года в станице Новотиторовской первой кавбригадой Чонгарской кавдивизии Буденного, протоиерей Михаил Лекторский был арестован по обвинению в контрреволюционной агитации, и привезен со многими арестованными казаками в станицу Брюховецкую во особый отдел 9-ой большевистской армии. Здесь полтора месяца заключенные жили в нечеловеческих условиях, спали на соломе и были изъедены блохами и вшами, так что случайно увидевшиe о. Михаила, которому было 49 лет, нашли его крайне исхудавшим, еле ходившим стариком. Приговор тройки особого отдела кавдивизии Буденного был коротким - РАССТРЕЛ.

Когда группу заложников из 40 человек раздели до исподнего, казаки стали просить - «Батюшка поисповедуй нас». Батюшка поисповедал и отпустил их грехи, сказав: «А кровью Вы приобщитесь своею, и теперь простите меня, в чем я повинен». Когда же он стал служить молебен, их стали бить прикладами, особенно сильно били о. Михаила. Затем связали им руки, бросили в телеги и повезли за станицу в глиняный карьер. Лежавший с о Михаилом казак сумел развязать себе руки и развязал их о. Михаилу. «А теперь давай бежать»- шепнул казак. Но батюшка ответил: «Благословляю тебя бежать, а я уже не в силах». Казак бежал. Когда большевики среди приговоренных к расстрелу нашли развязанными руки только у священника, подвергли его страшным истязаниям.

27 октября 1921 года в 10 часов вечера всех заложников расстреляли, и среди горы трупов выделялось своим изуродованным видом тело о. Михаила. Были люди которые это всё видели.

No comments:

Post a Comment