Monday, March 24, 2014

უკრაინა: ისტორიული რეტროსპექტივა და გეოპოლიტიკური პერსპექტივა

"Наш Киев дряхлый, златоглавый,
Сей пращур русских городов,
Сроднит ли с буйною Варшавой,
Святыни всех своих гробов?"

ალექსანდრე პუშკინმა მისი იშვიათი ისტორიული გუმანით ნაპოლეონის შემოსევის მაგალითზე გაიგო, რომ რუსეთზე დასავლეთის ზეწოლის გადამწყვეტ მომენტებში მართლმადიდებლური სლავობისთვის ეს საბედისწერო საკითხი დგება. პოლონელები XVII საუკუნეში და კაიზერი ვილჰელმი – პირველ მსოფლიო ომში და ჰიტლერი – მეორეში თავიანთი “დრანგ ნახ ოსტენის” ცენტრალურ ამოცანად განსაზღვრავდნენ უკრაინის დაპყრობას. პოსტსაბჭოთა სივრცეზე მთავარი მიზნის – რუსეთისგან უკრაინის საბოლოოდ ჩამოცილების შესახებ, მოზეიმე ზბიგნევ ბჟეზინსკიც გვაფრთხილებდა 1991 წელს.

დღეს, თითქოსდა ისტორიის სარკეშიო, მოლაპარაკებებში შუამავლებად ჩნდებიან “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები” – ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები – კათოლიკური სახელმწიფოებისა, რომლებმაც მოსკოვის რუსეთის გაზრდასა და გაძლიერებამდე დიდი ხნით ადრე მართლმადიდებლური უკრაინა დაიმონეს და XVI საუკუნეში ეგრეთ წოდებული ბალტიკა – შავზღვის უნია (პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კავშირი – ი. ხ.) ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომელსაც მოსკოვეთი (მოსკოვის რუსეთი – ი. ხ.) ზღვებისა და “ცივილიზებული ევროპისგან” სანიტარული კორდონით უნდა გამოეყო. XX საუკუნეში პოლონეთი, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის უცოდველ მსხვერპლად გამოჰყავთ, მანამდე ნახევარი წლით ადრე ჰიტლერს უკრაინის დაპყრობისთვის თავის სამსახურს სთავაზობდა, რის შედეგადაც ფაშისტური გერმანიის მოკავშირე პოლონეთი “ზღვიდან ზღვამდე” გადაიჭიმებოდა.

* * *

სამყაროზე უკრაინული შეხედულების წყაროებისა და მოტივების სწორი შეფასება სრულებით აუცილებელია იმისთვის, რათა რუსულ-უკრინულ ურთიერთობათა მომავლის შესახებ ვიმსჯელოთ უკრაინაში კრიზისის ნებისმიერად დაბოლოების პირობებში, და დასავლეთის პოლიტიკაც გავიგოთ. უკრაინის პოლიტიკის გაორებულობა მის ახლანდელ საზღვრებში ბუნებრივია.

იძენს რა დამოუკიდებლობას, რატომ ხდება უეცრად უკრაინა სულაც არა ერთმნიშვნელოვნად ძმური და მეგობრული სახელმწიფო, რამდენადაც არ უნდა სურდეს ეს დღეს მილიონობით უკრაინელს? ეს ანტინომია საგანთა თავად ბუნებაშია ჩადებული. როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს – მიზეზი სწორედ ხალხების გენეტიკურ ერთობასა და უკიდურეს სიახლოვეშია. თუ რუსებსა და უკრაინელებს ერთიანი კულტურა და დიალექტიკური განსხვავებების მქონე ერთი ენა გააჩნიათ, თანაც ეს განსხვავებები უფრო ნაკლებია, ვიდრე ბავარიელებთან და საქსონელებთან, აგრეთვე საერთო ისტორიაც, მაშინ პირველობას სწორედ ის იდეოლოგები იგდებენ ხელში, რომლებიც ცალ-ცალკე ყოფნისა და ცხოვრების ლოგიკის სწრაფად დასაბუთებას შეძლებენ კონტრასტულად საპირისპირო სულიერი, იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ორიენტირებით, როგორი უაზროც (შეუსაბამოც) არ უნდა იყოს ისინი თავად უკრაინის ინტერესებისთვის.

“ძმური” ურთიერთობები – გამოგონილი არ არის, მაგრამ ეს ურთულესი და წინააღმდეგობრივი სოციო-სულიერი ფენომენია, ეს არის როგორც მიზიდულობის კომპლექსი, ისე განზიდვის და იჭვიანობისაც. პირველი მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც ადამიანმა დედამიწაზე ჩაიდინა – ეს ძმის მკვლელობაა, იჭვითა და შურით შეპყრობილმა კაენმა თავის გვერდით ღვთივსათნო აბელის ყოფნის ატანაც კი ვერ შეძლო. ცნობილია ასევე, რომ სამოქალაქო და რელიგიური ომები ერთი წარმოშობის ხალხებში პირადი სისასტიკის მიხედვით სახელმწიფოთაშორის დაჯახებებს აღემატებიან.

* * *

დღევანდელი მსოფლიოს გართულებასა და მის გრანდიოზულ სულიერ, გეოპოლიტიკურ და ცივილიზაციურ კატაკლიზმებს პარადოქსულად ახლავს თან თანამედროვე Homo Economicus-ის მიერ მათი აღქმის უკიდურესი გამარტივება. ამ უკანასკნელის ლიბერალური და მარქსისტული სახესხვაობანი დღეს წარმოდგენილი არიან თითქმის გასართობი (თავშესაქცევი) ვ. ანპილოვით, რომელიც უკრაინის საელჩოსთან გაჰკივის “გაუმარჯოს სსრკ”-სო, და პოსტსაბჭოთა ლიბერალ-მედასავლეთე ნემცოვით, რომელიც დამოუკიდებლობის მაედანზე მსოფლიო დემოკრატიისთვის იბრძვის. თუ ანპილოველებს, როგორც ჩანს, ბრმად სჯერათ კომუნისტური საზოგადოებრივი ინსტიტუტების ყოვლისშემძლეობისა და პურის ერთნაირი ნარით ბანდერელისა და კომკავშირელის შერიგების უნარისა, ნემცოვი არ თაკილობს მათ მხარდაჭერას, ვინც რუს ჟურნალისტებთან “საძულველ რუსულ ენაზე” ურთიერთიობაზე უარს აცხადებს. ბარბაროსული რუსეთისადმი ზიზღი გახლავთ კიდეც ჭეშმარიტი დემოკრატია, და, რამდენადაც ის (ჭეშმარიტი დემოკრატია – ი. ხ.) რუსეთში იღუპება რუსული ნაციონალიზმის გამო, ნემცოვმა იგი უნიატ ფაშისტებთან იპოვნა. მისთვის, ნემცოვისთვის, სასარგებლო იქნებოდა სცოდნოდა, რომ, მართლმადიდებელი უკრაინელებისა და რუსების სასტიკი ტანჯვა-წამების გარდა, რაც, შესაძლოა, მის თვალში დემოკრატიისთვის ბრძოლაა, მისი კერპების წინაპრები ვარსკვლავებს ამოჭრიდნენ ებრაელებს სხეულებზე, და მათი ზოოლოგიური ექსტაზი ესესელებსაც კი ანცვიფრებდა.

უკრაინაში გახურებული კრიზისის დროს რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები ფილმი “ბანდერელები. ომი წესების გარეშე” სამწუხაროდ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ისტორიის ცოდნა, თვით საზოგადოებრივი შეგნების დირიჟორებშიც კი, უკეთეს შემთხვევაში XX საუკუნით იფარგლება, ამასთან მხოლოდ ტოტალიტარიზმისა და თავისუფლების ბრძოლის კლიშეში ინტერპრეტირებულისა. ბანდერელები წარმოდგენილი არიან როგორც “უკრაინელი ნაციონალისტები”, რომლებიც თავიდან ომობდნენ პოლონეთის წინააღმდეგ, შემდეგ კი სტალინის და ბოლშევიკებისა. მაგრამ რანაირი უკრაინელი ნაციონალისტები იყვნენ ისინი? რატომ ამოჟლიტეს მათ საკუთარი უკრაინული მოსახლეობა? სად და ვისთან იყვნენ ისინი რევოლუციისა და სამოქალაქო ომის დროს, იყვნენ თუ არა ისინი საერთოდ უკრაინა წარსულ საუკუნეებში?

საბჭოთა სახელმძღვანელოებში, რომელთა მიხედვითაც ასე კარგად სწავლობდნენ ნემცოვიცა და ანპილოვიც, შეუძლებელი იყო იმის გაგება, რომ ესენი სულაც ის მალოროსები კი არ იყვნენ, რომელთაც გოგოლი თავის “დიკანკის მახლობლად ხუტორის საღამოებ”-ში უმღეროდა. უფრო მეტიც, ესენი ის უკრაინელი ნაციონალისტებიც კი არ ყოფილან, რომლებიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რევოლუციონერ-ათეისტებთან ერთად უკრაინის “ცარიზმისგან” განთავისუფლებას ფიქრობდნენ. ეს არც ის ნაციონალისტები იყვნენ, რომლებმაც გახურებული სამოქალაქო ომის დროს ცენტრალური რადა გამოაცხადეს და პეტლიურას მხარი დაუჭირეს.

გალიციასა და ბანდერელებს, მკაცრად რომ ვთქვათ, არ გააჩნიათ ურთიერთობა ყველაფერ იმასთან, რასაც შეიძლება უკრაინის ისტორია ეწოდოს მთელი მისი საერთორუსული და საკუთრივ ღრმად უკრაინული შეხედულებებით. 1349 წლიდან, ესე იგი იმ დროიდან, როცა არა მხოლოდ მალოროსიელი ხალხი არ ჩამოყალიბებულიყო, არამედ ჯერ კიდევ არ ყოფილა რუსი ხალხის ცნებაც, არამედ იყო მხოლოდ რუსული მიწის ცნება, გალიცია-ვოლინის სამთავრო კათოლიკური პოლონეთის მიერ იქნა მიტაცებული. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს უკვე არსებითად გაპოლონურებული გალიცია ავსტრიის შემადგენლობაში გადავიდა, სადაც პირველ მსოფლიო ომში ავსტრიულ-გერმანული ბლოკის განადგურებამდე იმყოფებოდა. რის შემდეგაც გამარჯვებულმა ანტანტამ გალიცია ისევ “პანების პოლონეთს” გადასცა. ამრიგად, გალიციას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არც ბოგდან ხმელნიცკის ჩიგირის რესპუბლიკის ცხოვრებაში, რომელიც რუსეთს შემოუერთდა, არც მალოროსიის ცხოვრებაში – რუსეთის იმპერიის ნაწილისა. მაგრამ მთავარი მოვლენა, რომელმაც გალიციისგან განსაკუთრებული ფენომენი შექმნა – ეს გახლავთ რელიგიური განსხვავება როგორც პოლონეთისგან, ისე მართლმადიდებლური მალოროსიისგანაც.


ნახატი 1. აქ უკრაინის რუკაზე გალიცია ცალკე ფერითაა გამოყოფილი

გალიციის ფენომენის გაგება შეუძლებელია, თუკი უკრაინული ანტიმოსკოვურობის მიზეზის ძიებას XX საუკუნის მოვლენებსა და იდეოლოგიებში დავიწყებთ და ისტორიული შეგნების რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ კი არაფერი გვეცოდინება. ერთერთი ასეთი თემა, რომლის იგნორირებასაც დღევანდელი Homo Economicus-ები ახდენენ, – ეს გახლავთ კათოლიკური დასავლეთის საძულველ “ბიზანტიურ სქიზმასთან” (ანუ მართლმადიდებლობასთან – ი. ხ.) დაპირისპირება და რუსული მართლმადიდებლობის მიუღებლობა, რაც ერთი ეთნოსის ცხოვრებაში ასე ტრაგიკულად თამაშდება. მოსკოვისგან კიევის მოწყვეტა, როგორც კონსტანტინოპოლისგან მიღებული მემკვიდრეობისა, და აღმოსავლეთ სლავობის გაკათოლიკება ვატიკანისა და დასავლეთის საუკუნოვანი მისწრაფებები გახლდათ: “ო, ჩემო რუსინებო! სწორედ თქვენი მეშვეობით ვიმედოვნებ მე აღმოსავლეთის მიღწევას...” – მოუწოდებდა გალიციელებს პაპი ურბან მერვე XVII ასწლეულის დასაწყისში მალევე უნიის (1596) შემდეგ (იგულისხმება ბრესტის უნია – ი. ხ.).

მიტროპოლიტი მიხეილ რაგოზა და ოთხი ეპისკოპოსი, რომლებმაც რჟეჩ პოსპოლიტის ზეწოლით ბრესტის უნიაში კათოლიკური დოგმატი მიიღეს მსახურების მართლმადიდებლური წესის შენარჩუნებით, მართლმადიდებელმა მალოროსებმა არ მიიღეს. მაგრამ უნიატები ზიზღით უარყვეს ასევე პოლონელებმაც – ადგილობრივმა კათოლიკებმა. უნიატობა წყალგამყოფად იქცა მართლმადიდებლურ-მალოროსიულ და პოლონურ-კათოლიკურ კულტურილ-ცივილიზაციურ ტიპებს შორის. ეს თვითგამორკვევა ყოველთვის არამდგრადი იყო, ვინაიდან ის უნიატები, რომელთაც პროპოლონური შეგნება ჰქონდათ, თანდათანობით კათოლიკობაში გადადიოდნენ და პოლონელდებოდნენ, ხოლო მერყევნი კი უკანვე მართლმადიდებლობაში ბრუნდებოდნენ. ამიტომ უნიატობის ვექტორი აღმოსავლეთისკენ იყო მომართული, ესწრაფვოდა რა მართლმადიდებლური მალოროსიის ჩათრევას, რისი წამქეზებელიც ყოველთვის პოლონეთი გახლდათ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მალოროსიაზე პრეტენზიას აცხადებდა. ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ სწორედ გალიციაში დაბადა კიდეც პოლიტიკური “უკრაინობა” («украинство») აშკარად გამოხატული “მოსკოვოფობიის” ფორმით.

სწორედ პოლონელები არიან ფუძემდებლები კონცეფციისა, რომ რუსები და მალოროსები ეს ერთიანი განტოვილი ხალხი (народ) კი არ არის, არამედ ორი ხალხია (народность), ხოლო შემდეგ კი თეორიამ ისინი უკვე ორ სლავ ხალხად (народ) გადააქცია. მაგრამ გალიციური იდეოლოგია უფრო რადიკალურ გადასინჯვას საჭიროებდა და იგი პრივინციელმა პოლონელმა ფრანციშეკ დუხინსკიმ წარმოადგინა, რომელიც XIX საუკუნის შუახანებში პარიზული კათედრებიდან იმის შესახებ იწყებს ენამჭევრობას, რომ რუსები – ეს საერთოდ სლავები კი არ არიან, არამედ უიღურულ-ფინური მოდგმის თათრებთან ნაჯვარს წარმოადგენენ. ამ ბარბაროსულმა ერმა კიევის ისტორია მოიპარა, რომელიც მხოლოდ მალოროსებს მიეკუთვნება, და მხოლოდ ესენი არიან კიდეც წმინდა ვლადიმირის ერთადერთი მემკვიდრენი. (სწორედ ეს გამოაცხადა ახლანდელმა პაპმაც იოანე პავლე II-მ ახლახანს უკრაინაში მისი ვიზიტის დროს). ვატიკანისა და ვენის მიერ გულუხვად სუბსიდირებულმა ამ თეორიამ შემდეგ ნატიფი ფორმით შეისხა ხორცი უკრაინელი ინტელექტუალური პატრიარქის მ. გრუშევსკის კაპიტალურ შრომაში – ცხრატომიან “უკრაინა-რუსეთის ისტორიაში” (1908), რომელიც ვენის სამეფო კარის გრანტებით დაფინანსდა.

პოლონეთისა და ავსტრიის მთელი ხუთსაუკუნოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ კიდეც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მალოროსიული კულტურის თვითმყოფადობა სულაც არ ნიშნავდა ანტირუსულ შეგნებას არა მხოლოდ მალოროსიაში, რომელსაც გოგოლი უმღეროდა, არამედ თავად გალიციურ და კარპატულ რუსეთშიც (но и в самой Галицкой и Карпатской Руси). 100 ათასზე მეტი ხელმოწერა იყო 1880 წელს გალიციელთა პეტიციის ქვეშ ვენის პარლამენტში რუსული ენის სწავლისა და სწავლების უფლების შესახებ: “გალიციელ-რუსი ხალხი თავისი ისტორიული წარსულის, კულტურისა და ენის მიხედვით მჭიდრო კავშირში იმყოფება გალიციის მომიჯნავე მიწაზე დასახლებულ მალოროსიულ ტომთან რუსეთში, რომელიც ველიკოროსულ და ბელოროსულ (ტომებთან) ერთად მთლიან ეთნოგრაფიულ ჯგუფს შეადგენს. ამ ხალხის ენას, რომელიც სამივე რუსული ტომის ათასწლოვანი შრომით იქნა გამომუშავებული და ამჟამად მსოფლიოს ენათა შორის ერთერთი პირველი ადგილი უჭირავს, გალიციის რუსეთი თავისად თვლის”. («Галицко-русский народ по своему историческому прошлому, культуре и языку стоит в тесной связи с заселяющим смежные с Галицкой землей малоросским племенем в России, которое вместе с великорусским и белорусским составляет цельную этнографическую группу. Язык этого народа, выработанный тысячелетним трудом всех трех русских племен и занимающий в настоящее время одно из первых мест среди мировых языков, Галицкая Русь считает своим».)

ყველაფერი ეს ქმნიდა გარუსებისა და, საბოლოო ჯამში, მართლმადიდებლურ მალოროსიასა და მოსკოვეთთან ერთიანობის იდეის გაჩენი მუქარას. ვენამ და ვატიკანმა საჩქაროდ დაიწყეს მსოფლიო ომის წინა ხანებში “უკრაინული პიემონტის” როლისთვის გალიციის მომზადება. საჭირო იყო რუსინების გალიჩელებად და უკრაინელებად გადაქცევა, მათთვის სრულიად უკრაინული ერთიანობის ლოზუნგის მიცემა, თანაც ანტირუსული ვექტორით, რომელიც, მომავალ ომში ავსტრო-გერმანული ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთისგან უკვე მთელი მალოროსიის მოგლეჯას პირდებოდათ.

ამით დაკავებული იყო “უკრაინულ-ავსტრიული პარტია”, რომლის ერთერთი ლიდერიც გახლდათ ავსტრიელი გრაფი და ოფიცერი, კათოლიკი, მომავალი უნიატი მიტროპილიტი ანდრეი შეპტიცკი, რომელმაც რუსეთის იმპერიის მართლმადიდებელი მალოროსების ისტორიული შეგნების დამახინჯების ზომები მოხაზა იმ მიზნით, რათა “როგორც კი ძლევამოსილი ავტრიული არმია რუსული უკრაინის ტერიტორიაზე შეაბიჯებს... ეს ოლქები რაც შეიძლება უფრო სრულად ჩამოვაცილოთ რუსეთს და მათ რუსეთისგან დამოუკიდებელი ეროვნული ოლქის ხასიათი მივცეთ, მეფეთა დერჟავისთვის უცხოსი”. («как только победоносная Австрийская армия вступит на территорию русской Украйны… эти области возможно полнее отторгнуть от России и придать им характер области национальной, от России независимой, чуждой державе царей»). გერმანულ ენაზე დაწერილი ეს გეგმა ლვოვში შეპტიცკის ამოქოლილ არქივში იქნა აღმოჩენილი და 1917 წელს პეტროგრადში გაზეთ «Общее дело»-ში დაიბეჭდა.

უკვე 1882 წელს მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ოლქებში კულტურულ რუსოფილური აღმავლობის საპასუხოდ ავსტრია-უნგრეთმა რეპრესიები დაიწყო იმ სასულიერო პირთა და ერისკაცთა წინააღმდეგ, რომლების მართლმადიდებლობაში გადმოდიოდნენ, და თვით რუსულად მოლაპარაკეთა წინააღმდეგაც კი. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად სასამართლო პროცესებიც დაიწყო კარპატისმიღმელ გლეხებზე, რომლებიც მთელი სოფლებით მართლმადიდებლობაში გადმოდიოდნენ (90 ადამიანზე მეტს მსჯავრი გამოუტანეს, ათასობით გლეხი კი საალყო მდგომარეობაში ცხოვრობდა). ერთერთ საკონცენტრაციო ბანაკში ავსტრიაში – ტალერჰოფში, 60 ათასზე მეტი ადამიანი იქნა განადგურებული, 100 ათასზე მეტი რუსეთში გამოიქცა, კიდევ დაახლოებით 80 ათასი რუსული არმიის პირველი უკანდახევის შემდეგ იქნა მოკლული, მათ რიცხვში დაახლოებით 300 “არასაიმედო” უნიატი მღვდელმსახური, რომლებზედაც მართლმადიდებლობისა და რუსეთის მიმართ სიმპატიებში ჰქონდათ ეჭვი მიტანილი.

მაინც ვინ ჩადიოდა ამ რეპრესიებს? საზღვარგარეთ აღმოჩენილი გალიციელი მართლმადიდებელი ისტორიკოსების სიტყვებით, “ავსტრომადიარულ ტერორს, რომელმაც კარპატისპირეთის რუსეთი მოიცვა”, ახორციელებდნენ არა თუ ვინმე სხვები, არამედ “ძმები, რომლებიც რუსული წიაღიდან ამოვიდნენ (вырекшиеся от Руси), და არა მხოლოდ ჰაბსბურგული მონარქიის მსახურები შეიქნენ, არამედ მშობლიური ხალხის უნაძირლესი ჯალათებიც”. («австро-мадьярский террор, охвативший прикарпатскую Русь», осуществляли не кто иные как «братья, вырекшиеся от Руси, ставшие не только прислужниками Габсбургской монархии, но и подлейшими палачами родного народа»). სწორედ “კარპატისპირელი უნიატები გახლდნენ ჩვენი სახალხო მარტიროლოგიის ერთერთი მთავარი დამნაშავენი ომის დროს” – წერს პ. გარდი წიგნში, რომელიც ნიუ-იორკში გამოვიდა 1960 წელს. ისინი ჯერ კიდევ 1912-1914 წლებში, როცა არც ბოლშევიკები იყვნენ და არც სტალინური რეპრესიები, ავსტრიელებთან ერთად ომობდნენ მართლმავიდებელი მალოროსებისა და რუსების წინააღმდეგ, ოცნებობდნენ რა იმაზე, რომ მთელი მართლმადიდებლური მალოროსია (დანარჩენი რუსეთისგან – ი. ხ.) მოეწყვიტათ და იგი უკრაინობის მათი გალიციური მოსკოვოფობიური ფორმისთვის დაექვემდებარებინათ (Они уже в 1912-1914 годах, когда не было ни большевиков, ни сталинских репрессий, воевали вместе с австрийцами против православных малороссов и русских, мечтая оторвать всю православную Малороссию и подчинить ее их галицийской москвофобской форме украинства). ყოველივე ეს ანგრევს მითებს იმის შესახებ, რომ, ვითომდა УПА-ისა და ОУН-ის ბანდერელები საბჭოებს ებრძოდნენ.

შეიძლება მხოლოდ გაგვაოცოს რუს პოლიტიკურ მოღვაწეთა სიბრძნემ, როდესაც ვკითხულობთ მინისტრ პ. ნ. დურნოვოს წერილს, ნიკოლოზ II-თვის 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის ზღურბლზე მომზადებულს: “ხელმწიფეო! ერთადერთ პრიზად ამ ომში შეიძლება იყოს გალიცია”, მაგრამ “მხოლოდ უგუნურს შეიძლებს სურდეს გალიციის შემოერთება. ვინც შემოიერთებს გალიციას, დაკარგავს იმპერიას...”.

გალიციელი უნიატების ნაციონალიზმს მხოლოდ ერთი ანალოგი გააჩნია – ხორვატების სიძულვილი მართლმადიდებლურიო სერბობისადმი – ოდესღაც ერთიანი სერბული ეთნოსის ნაწილისა, რომელიც XIV საუკუნეში უნგრელებმა გააკათოლიკეს. და ბანდერელების საქმიანობაც მეორე მსოფლიო ომის წლებში ძალზედ ჰგავს სერბების გენოციდს, რომელიც ვატიკანის კურთხევით ხორვატმა უსტაშებმა ჩაიდინეს.

მაგრამ გალიციურ იდეოლოგიას არაფერი საერთო არ გააჩნია მალოროსიული ნაციონალიზმის არც ერთ ფორმასთან, რაც, სხვათა შორის, რევოლუციის დროს გამოვლინდა. მეტად სიმპტომატურია მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის იოანე ტეოდოროვიჩის ბედი – ცენტრალური რადის საპოლკო მღდელმსახურისა. აღმოჩნდა რა 1924 წელს ემიგრაციაში, “გმირული” ნაციონალისტური წარსულის მიუხდედავად, იგი აბუჩად აგდებასა და იზოლაციას განიცდიდა უკრაინული საზღვარგარეთის მმართველ წრეებში გაბატონებული უნიატების მხრიდან. იგი სიმწრით წერდა: “იმიტომ რომ შენ ბერძენ-კათოლიკი არა ხარ, შენ არანაირად არ შეიძლება იყო უკრაინელი... შენ არ ხარ ბერძენ-კათოლიკი, ეს კი ნიშნავს, რომ შენ ხარ კაცაპი, მოსკალი, წყეული სქიზმატიკოსი (ესე იგი მართლმადიდებელი – ი. ხ.)”.

და რევოლუციის შემდეგ კი რა ხდებოდა? საბჭოთა ტოტალიტარიზმის მიერ უკრაინული იდენტურობის დათრგუნვის შესახებ მითების საწინააღმდეგოდ, “რადიანსკაია ვლადის” პირველი 20 წელიწადი გალიციური იდეოლოგიისთვის ოქროს საუკუნედ შეიქნა. ბოლშევიკებმა 1923 წელს საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება გამოსცეს აუცილებელი უკრაინიზაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ “დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების” გავლენა თავად მალოროსიელ ხალხში ჯერ კიდევ XX საუკუნის პირველ მეოთხედშიც სრულებით უმნიშვნელო იყო. 1917 წლის ზაფხულში უკრაინაში ჩატარებული ერთადერთი მუნიციპალური არჩევნების შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩეულ იქნა: სრულიად რუსეთის პარტიებიდან – 870 დეპუტატი, უკრაინული ფედერალისტური პარტიებიდან – 128, სეპარატისტებიდან – არც ერთი.

ტოტალური უკრაინიზაცია რუსული კულტურისა და ეკლესიის განადგურების (разгром), კონსერვატიული ინტელიგენციის მოსპობის (уничтожение) ფონზე ლენინური ნაციონალური პოლიტიკის შინაარსი გახლდათ. სწორედ ადრეული საბჭოთა ისტორიული მეცნიერება, რომელსაც წითელი პროფესურის ინსტიტუტის ბურჯები პოკროვსკი და ს. ა. პიონტკოვსკი ჰქმნიდნენ, გააფთრებით ახდენდა რუსული ისტორიის განგვირგვინებას – “დაპყრობათა და გაუმაძღარი დამპყრობლური ავხორცობის ნაყოფი” («плод захватов и ненасытной завоевательной похоти»). სწორედ ამ სკოლამ სავსებით მოახდინა უნიატური “ავსტრიულ-უკრაინული” პარტიის ტერმინოლოგიური და ცნებითი აპარატის ლეგალიზაცია, მიუსადაგა რა იგი უკრაინის კლასობრივი ბრძოლის საჭიროებებს “მეფეთა უცხო დერჟავისა” და “ხალხთა საპყრობილის” წინააღმდეგ. რელიგიურ-ისტორიული რიტორიკა კლასობრივი რიტორკით იქნა ვირტუოზულად შეცვლილი, მაგრამ მთელი რუსოფობიური მიმართულება კი შენარჩუნდა და გაიზარდა.

ეს გასაკვირი არ გახლავთ, ბოლშევიკური უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი ხომ მ. გრუშევსკი გახდა. ამ სნობს, რომელსაც არ ეშინოდა იმისა, რომ პროლეტარული წარმოშობის სტუდენტთა მიმართვაზე “ამხანაგო პროფესორო” სარკასტული გრიმასით ხმამაღლა ეთქვა “ბატი ღორის ამხანაგი არ არის”, მშვიდად შეეძლო თავის გალიციაში დარჩენილიყო, რომელიც ანტანტამ ისევ “პანების პოლონეთს” გადასცა. მაგრამ მან ამჯობინა მომავლის პერსპექტივისთვის კიევში ემუშავა “პროლეტარული კულტურისადმი” დაუფარავი ზიზღის მიუხედავად. გვიანსაბჭოთა ხანაში დაგვიანებით ცდილობდნენ დოქტრინის ანტირუსული ასპექტების კორექტირებას. მაგრამ საერთო შედეგი შეგნების ცვლილებებში იმის შესაძლებლობას აძლევთ, რომ 50-იან წლებში უნიატური ეკლესიის აკრძალვა, როგორც ჰიტლერელთა დამხმარისა, სტალინთან მებრძოლთა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ რეპრესიად წარმოადგინონ, თუმცა კი ბანდერელთა როლი და საქმეები სრულად იმეორებდა ავსტრიის სამსახურში მყოფი უნიატების 1912-1914 წლების ფენომენს.

პარალელურად გალიციაში უნიატები მთელი მართლმადიდებლური მალოროსიის დაუფლებისთვის ემზადებოდნენ, რომელიც ბოლშევიკების ქვეშ იყო. იმეორებდა რა პაპის ურბან VIII სიტყვებს, მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი გაცილებით უფრო ადრე მანამდე, სანამ სტალინი, რომელიც საკუთარ თავს დურნოვოზე უფრო ჭკვიანად თვლიდა, “გალიციის შემოერთებას” წინდაუხედავად ჩაიფიქრებდა, 1929 წელს მისდამი ჩაბარებულ სასულიერო წოდებას მიმართავდა: “ბევრ ჩვენგანს ღმერთი კიდევ მოუვლნს წყალობას რომ ვიქადაგოთ დიდი უკრაინის ეკლესიებში... ყუბანზე და კავკასიაში, მოსკოვსა და ტობოლსკში” (“Многим из нас Бог еще окажет милость проповедовать в церквах Большой Украины... по Кубань и Кавказ, Москву и Тобольск”).

სწორედ გალიციურ-უნიატური იდეოლოგიის მიერ არის გამოცხადებული საბჭოთა პერიოდი უკრაინელი ხალხის მონობის გაგრძელებად ახალი ბოლშევიკური ფორმით მოვლენილი რუსული იმპერიალიზმის უღელქვეშ. თვით “გოლოდომორსაც” კი (შიმშილით ადამიანთა მასოვრივ დახოცვას) – ზოგადრუსული მასშტაბის ტრაგედიას, რომელიც განკულაკებასთან ერთად სულაც არა დამოუკიდებელი უკრაინული ელემენტის მოსპობა იყო, არამედ ბოლშევიკების მიერ კონსერვატიული მართლმადიდებლური საწყისისა და ზოგადრუსული მსოფლმხედველობის მატარებელთა გეგმაზომიერი და შეგნებული განადგურება, ახლა განმარტავენ როგორც რუსების გენოციდს უკრაინელებზე! მაგრამ თვით ბოლეშევიკური ტერორის გეოგრაფიაც კი, “გოლოდომორის” ჩათვლით, მეტად მჭერმეტყველურად უარყოფს ამას. დღევანდელ უკრაინელებს უმალავენ, რომ ვ. ი. ჩუბარი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე (председатель СНК УССР) 1923 წლიდან, რომელმაც ხელი მოაწერა უსსრ-ის სახკმსაბჭოს დადგენილებას “პურის ქარხნებში საბოტაჟთან ბრძოლის შესახებ”, რის შემდეგაც დაიწყო კიდეც საშინელი შიმშილი უკრაინაში, ყველაზე უფრო მეტად ბოლშევიკური “უკრაინიზატორი” გახლდათ, და არა უკრაინული სულის წინააღმდეგ მებრძოლი.

რეპრესიებმა პირველ რიგში ყველაზე უფრო შეძლებული მხარეები მოიცვა – ვოლინი, პოლტავა, რომლებიც კონსერვატიული ძალების საყრდენს წარმოადგენდა. ვოლინს პრაქტიკულად არ შეხებია 1905 წლის რევოლუცია, მასში სრულიად არ არსებობდა ანტიმოსკოვეთური განწყობილებები, რომლებზედაც აკეთებდნენ ფსონს რევოლუციონერები, ეს როგორ გასაოცარიც არ უნდა იყოს დღეს. ვოლინში მოქმედებდა მთელი რუსეთის ერთერთი მთავარი სასულიერო ცენტრი – პოჩაევის (მიძინების – ი. ხ.) ლავრა. პოლტავის მხარეში ოდესღაც იფეთქა მარტინ პუშკარის აჯანყებამ ვიგოვსკის წინააღმდეგ, რომელიც მალოროსიის უკან პოლონეთისკენ მიბრუნებას ცდილობდა, სწორედ პოლტაველმა პოლკოვნიკმა ისკრამ საჯარო გახადა მაზეპას ღალატის ფაქტი, და სწორედ პოლტავის მხარეში საშინლად სცემეს გლეხებმა აგიტაციის გამო პ. ჩუბინსკის, ჰიმნის "Ще не вмерла Украიна" ავტორს, რომელიც აშკარად პოლონური ჰიმნიდან "Еще Польска не сгинела" იყო გადმოწერილი.

დღევანდელმა ობივატელმა ისიც არ იცის, თუ რა არის კარპატისმიღმა მხარე (Закарпатье). ეს უკვე გალიცია არ არის, ეს მართლმადიდებელი რუსინები არიან. საბჭოთა მთავრობამ ნამდვილად მოახდინა მათში რეპრესიები, როგორც ხსენებულ ფილმში იყო ნათქვამი. მხოლოდ იქ არ უთქვამთ, რომ ესენი სულაც არ ყოფილან ბანდერელთა მოკავშირენი. ფაქტიურად ამ რეპრესიებმა უნიატთა საქმეები გააგრძელა, რომელთა დამშვიდებისთვისაც იმიერკარპატელ რუსინებს “უკრაინელები” გადაარქვეს. ოპერაცია “ვისლის” შედეგად 230 ათასზე მეტი ლემკი იქნა დეპორტირტებული – კარპატორუსი ხალხი (карпаторусской народности), ტრადიციულად ზოგადრუსული ორიენტაციისა. მასობრივი რეპრესიები განიცადა დასავლეთ კარპატების მოსახლეობამ, რომელიც ყოველთვის რუსოფილური იყო. 1939 წელს დასავლეთ უკრაინის “შემოერთების” შემდეგ, როდესაც ბანდერელები უკვე დანებს ლესავდნენ, ხოლო მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი კი ესესის დივიზიის “გალიჩინას” კურთხევისთვის ემზადებოდა, იმიერკარპატეთის ადგილობრივ რეფერენდუმზე მოსახლეობის 82 % გამოვიდა რუსული ენის მხარდასაჭერად, და არა უკრაინულისა... ამიტომაც მათმა შთამომავლებმა დღეს იუშჩენკოს წინააღმდეგ მისცეს ხმა, რომელმაც იმიერკარპატების ოლქში სულ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, მაშინ როდესაც ლვოვის, ივან-ფრანკოს, ტერნოპოლისა და როვენის ოლქებში “გალიციურ” პროექტს ხმა 90 %-მა მისცა.

* * *

XX საუკუნის ბოლოსთვის უკრაინულ თვითშეგნებას იზიარებენ ის მილიონები, რომლებიც ნამდვილად მეგობრულად არიან რუსეთისადმი განწყობულნი. დიდი ხანია დროა დავუპირისპიროთ ანტიმოსკოვეთობას კონკურენტუნარიანი თანამშრომლობის ისტორიული იდეოლოგია. კომუნისტურ კავშირში ინტერნაციონალური ძმობის იდეამ ასეთი ალტერნატივის სახით თავი ვერ გაიმართლა.

უნიატობა ხომ დღესაც აცხადებს თავს “უკრაინული აღორძინების” ერთადერთ მებრძოლ “ჯვაროსნულ” ეკლესიად მართლმადიდებლობისა და უკრაინელთა პრორუსული მსოფლმხედველობის დამარცხების (განადგურების, сокрушить), და “რუსული დათვის ხარბ სიფათში სამკბილას ანთებული ჩირაღდნის ჩასობის” (დიმიტრი კორჩინსკის 1992 წლის ლექსიდან) მიზნთ. გაორების პროცესი უკვე შეეხო მართლმადიდებლობას, ყოფილ მთავარ სულიერ დაბრკოლებას. ჯერ კიდევ ვლ. ვინიჩენკო წერდა: “სწორედ მართლმადიდებლობამ შეიყვანა უკრაინა მოსკოვის მეფეთა ძალაუფლების ქვეშ. აუცილებელია დეკრეტით ავკრძალოთ იგი და შემოვიღოთ უნია, მიტროპოლიტად დავაყენოთ შეპტიცკი” («Именно православие завело Украину под власть Московских Царей. Необходимо декретом запретить его и ввести унию, митрополитом поставить Шептицкого»). საერთო მართლმადუდებლურ ბედზე უარის თქმა უკრაინის არა მარტო რუსეთისგან განცალკევებულად განვითარების ისტორიული ლოგიკის დასაბუთების საშუალებას იძლევა, არამედ სტრატეგიულად და სულიერად დასავლეთზე ორიენტირებულად განვითარებისაც. ხოლო სამერთოვანი რუსული მართლმადიდებლური ბირთვის გაყოფა, კიევის მოსკოვისგან ცივილიზაციური მოწყვეტა – არის სლავობის დამარცხება მართლმადიდებლობაზე ლათინობის მრავალსაუკუნოვანი შემოტევის შედეგად.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის დაშლის შემდეგ ერთადერთ სტრუქტურად რჩებოდა, რომელიც ყოფილ ერთიანობას სულიერ სფეროში აერთიანებდა (соединяющей в духовной сфере бывшую единую общность). ფინანსურად დამოკიდებული, სახელმწიფოს ხისტი კონტროლის ქვეშიდან გამომავალი საეკლესიო სტრუქტურები უკვე სხვა თვისების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ: ახალ სახელმწიფოებში ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა თავიანთი საკანონმდებლო და ფინანსური შესაძლებლობების გამოყენება დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გეგმების განხორციელებაში სასულიერიო წოდების მისაზიდად. აქეთკენვე წამოვიდა სახელმწიფოთა ინტერესებისა და ანტიმართლმადიდებლური ძალების სუბსიდიები და მონაწილეობა საზღვარგარეთიდან. კათოლიკური ფონდები (Кirche in Not, გფრ) აფინანსებენ ტაძრების მშენებლობასა და პრესტიჟულ “კოლეგიუმ-რუსიკუმ”-ში (ვატიკანი) განათლებას.

იმ დროს როცა მორწმუნეთა უდიდესი უმრავლესობა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაუნული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული დარჩა და განხეთქილებათა წინააღმდეგ მეტად აქტიურად გამოდის, სწორედ უნიატები და განხეთქილებაში მყოფნი სარგებლობენ ვატიკანისა და დასავლეთის ყურადღებით. ზ. ბჟეზინსკი, რომელიც არაერთხელ აფრთხილებდა, რომ სწორედ უკრაინასთან ერთად, ყოველივე დანარჩენის გარეშეც, რუსეთი ისევ იქცევა იმპერიადო, და მ. ოლბრაიტი ვიზიტებით სტუმრობდნენ დამხობილ ფილარეტს. ეს არც არის გასაკვირი, უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ანტიკომუნისტურ და ანტირუსულ განწყობათა მნიშვნელოვნება, ყოველთვის ამერიკული პოლიტიკისა და სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახლდათ.

აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ) 1958 წლის 4 მარტის დოკუმენტში, რომელიც სსრკ-ის შინაგანი სიმტკიცის შეფასებას ეძღვნება, ხდება პოტენციურად ოპოზიციური განწყობებისა და სტრუქტურების პოტენციალის გაანალიზება. დასკვნები მთლიანობაში დამამშვიდებელი არ არის, აღინიშნება, რომ არსებული წინააღმდეგობა უფრო მეტად ატარებს “ანტიკომუნისტურ ხასიათს, ვიდრე ანტირუსულს”, და პოტენციური ომის შემთხვევაში “უკრაინელი ჯარისკაცების უმრავლესობა გააფთრებით იბრძოლებს რუსეთის მხარეზე”, ხოლო “უკრაინული დისიდენტობა კი ძნელად თუ გაბედავდა საბჭოთა რეჟიმისადმი წინააღმდეგობას, თუკი მხოლოდ არ იქნებოდა სრულებით დარწმუნებული იმაში, რომ სსრკ ომს წააგებს”. ერთმანეთს უდარებს რა ანტირუსულ და ანტისაბჭოთა პოტენციალს, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ შესაბამისი განწყობები და აქტიურობა ნარჩუნდება უკრაინის დასავლეთ ოლქებში და (ცხოვრებაში) ძირითადად ინტელიგენციის მიერ ტარდება. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი გამოხატავს “იმედს”, რომ უკრაინული “ნაციონალიზმი შესაძლებელი იქნებოდა ცოცხლად შეგვენარჩუნებინა, რათა მან საფუძვლის სამსახური გაუწიოს თავისუფალ უკრაინას მომავალში” და იძლევა რეკომენდაციას, რომ “საბჭოთა რეჟიმისადმი ოპოზიციის წარმართვა სსრკ-ის დანაწევრების მოთხოვნებისკენ იქნებოდა შესაძლებელი”.

(В документе ЦРУ от 4 марта 1958 года, посвященном оценке внутренней прочности СССР, анализируются потенциальные оппозиционные настроения и структуры. Выводы в целом неутешительны, подчеркивается, что имеющееся сопротивление носит скорее «антикоммунистический, нежели антирусский характер», и в случае потенциальной войны «большинство украинских солдат будут яростно сражаться на русской стороне», а «украинское диссидентство вряд ли решилось бы на сопротивление советскому режиму, если бы только не было совершенно уверенно в том, что СССР проиграет войну». Сопоставляя антирусский и антисоветский потенциал, документ отмечает, что соответствующие настроения и активность сохраняются в западных областях Украины и проводятся в основном интеллигенцией. Тем не менее, документ выражает «надежду», что украинский «национализм можно было бы поддержать живым, чтобы он послужил основой для свободной Украины в будущем» и делает рекомендацию, что «оппозицию советскому режиму можно было бы естественно канализировать в требования расчленения СССР»).

მთელი მტრული ძალები და კათოლიციზმი დაუყოვნებლივ წარმოიქმნენ უკრაინის ტერიტორიაზე როგორც პოლიტიკური და იდეოლოგიური სუბიექტი მაშინვე სსრკ-ის დაშლის შემდეგ. თეორიები “არიელი უკრაინელების” “თურანული მოსკოვეთისგან” რასობრივი განსხვავების შესახებ, რომელმაც ვითომდა უკანონოდ მიითვისა აიასოფიის საეკლესიო შესამოსლებიცა და კიევის ისტორიაც, რომლებითაც წარსულში ენამჭევრობდა დუხინსკი, მაშინვე იქნა აღმართული გალიციურ დროშებზე. მაგრამ თვითშენარჩუნების ლოგიკამ კომუნისტურ ნომენკლატურასაც უკარნახა 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ მსგავსი ლოზუნგების ხელში სწრაფად ჩაგდება. ნოვოროსიის რუსულენოვანი სამრეწველო რეგიონები – ყველაზე უფრო მეტად ათეიზებულნი, 1991 წელს უუნარონი აღმოჩნდნენ იმ იდეური ალტერნატივის ჩამოყალიბებაში, რომელიც “გალიციურ გამოწვევაზე” სულ თავიდანვე ადექვატური პასუხი იქნებოდა. სსრკ-ის რესტავრაციის იდეა, როგორც აშკარაა, ასეთ პასუხს ვერ წარმოადგენს. კომუნისტების მიერ გავლენის დაკარგვა და მათი უტილიტარული ვაჭრობა ამ კრიზისში აშკარაა.

დღეს აღმოსავლეთს აქვს შანსი, რათა უკრაინისთვის თავისი ისტორიული პროექტი ჩამოაყალიბოს. საჭიროა გაიგონ, რომ სწორედ ზოგადრუსულ და ზოგადმართლმადიდებლურ ბედზე უარის თქმა იძლევა არა მხოლოდ რუსეთისგან გამოცალკევებული უკრაინის განვითარების ისტორიული ლოგიკის დასაბუთების შესაძლებლობას, არამედ სტრატეგიულად და სულიერად დასავლეთზე ორიენტირებულისაც. ასეთი ისტორიული პროექტის არარასებობა უმცროსი ძმის კომპლექსის გარეშე ხსნის კიდეც იმას, თუ რატომ იყო 90-იან წლებში ოფიციალური კიევი გამოჭყლეტილი მჭიდროდ დასახლებული სამრეწველო აღმოსავლეთის ეკონომიკურ მენტალიტეტსა და პასიონარულ ანტირუსულ დასავლეთს შორის. არანაირი პრორუსეთული ვექტორი 90-იან წლებში არ დაიმზირებოდა იმ ქვეყნის სახელმწიფოებრივ დოქტრინაში, სადაც მოსახლეობის მესამედზე მეტი – რუსები არიან, ხოლო ნახევარზე მეტი კი რუსულ ენას მშობლიურად თვლის. რადამ 1996 წელს უარი განაცხადა რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე ნოვოროსიასა და ყირიმშიც კი – მიწებზე, რომელთაც არანაირი ურთიერთობები არ ჰქონიათ იმ უკრაინასთან, რომელიც რუსეთს 1654 წელს შემოუერთდა (ეს მიწები მაშინაც და შემდეგშიც, 1770-იან წლებამდე, ყირიმის სახანოს შემადგენლობაში შედიოდა – ი. ხ.).


ნახატი 2. აღმოსავლეთ ევროპა XVI საუკუნის დასაწყისში

სწორედ ნამდვილად უკრაინული პროექტის არარასებობამ უზრუნველყო მსოფლმხედველობრივ და საინფორმაციო ველში გალიციური იდეების სრული ბატონობა. მთავარი შედეგია – ისტორიის ხელახლა გადაწერა იმპერიულ მჩაგვრელ რუსეთთან უკრაინის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის თვალთახედვით. სკოლებში ასწავლიან “მაზეპინშჩინას”, როგორც ისტორიულ იდეოლოგიას, მაგრამ თავის დროზე 16 ეპისკოპოსიდან, რომლებმაც მაზეპა ანათემას გადასცეს, 14 მალოროსი იყო. მოხდა უკვე ანტირუსულ პროექტში ცენტრალური უკრაინის – ჩერნიგოვის, პოლტავის, კიევის ჩართვაც. ახალგაზრდა კიეველები, რა თქმა უნდა, არ არიან აღსავსენი ასეთი რუსოფობიით, ისინი პროტესტით გამოდიან ბიუროკრატიის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ახალგაზრდობა დამოუკიდებლობის მაედანზე უკვე დარწმუნებულია, რომ უკრაინულ დამოუკიდებლობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რუსეთისადმი საწინააღმდეგო ორიენტირები. ისინი უკვე ათი წელია სწავლობდნენ ისტორიის სახელმძღვანელოებით, სადაც მაზეპა – გმირია სწორედ იმიტომ, რომ საძულველ მჩაგვრელ რუსეთს უღალატა, რომ ყირიმის ომი და სევასტოპოლის თავდაცვა, სადაც ვორონეჟისა და სხვა პოლკებთან ერთად ჩერნიგოვის, პოლტავის, ვოლინისა და ჟიტომირის “სახელობითი” პოლკებიც გმირულად იბრძოდნენ – ეს სამამულო ომის ეპიზოდი არ არის, და ბოლოს, რომ დიდი სამამულო ომი – ეს ნაცისტურ-ბოლშევიკური ომია და ბანდერელები კი – თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან.

მომაკვდინებელი დიაგნოზი დაუსვა მოსკოვოფობიას რუსული საზღვარგარეთის ისტორიკოსმა ნ. ულიანოვმა: “ოდესღაც თავის თავად ცხადად ითვლებოდა, რომ ხალხის ეროვნული არსება ყველაზე უფრო უკეთ გამოიხატება იმ პარტიის მიერ, რომელიც ნაციონალისტური მოძრაობის სათავეში დგას – ახლანდელი უკრაინული მოსკოვოფობია კი გვაძლევს უდიდესი სიძულვილის ნიმუშს “მალოროსიელი ხალხის ყველა სუფთა და ყველაზე უფრო ძველი ტრადიციისა და კულტურული ფასეულობისადმი: მან დევნა დაუწყო საეკლესიო-სლავურ ენას, რომელიც რუსეთში დამკვიდრდა ქრისტიანიბის მიღების დროიდან” და “საერთორუსულ ლიტერატურულ ენასაც, რომელიც ათასი წლის განმავლობაში საფუძვლად ედო კიევის სახელმწიფოს ყველა ნაწილის დამწერლობას, ცვლის კულტურულ-ისტორიულ ტერმინოლოგიას, გმირებისა და მოვლენათა ტრადიციულ შეფასებებს”. “ყოველივე ეს ნიშნავს ეროვნული სულის არა დამკვიდრებას, არამედ ამოძირკვას”.

(Убийственный диагноз поставил москвофобии историк зарубежья Н. Ульянов: «Когда-то считалось само собой разумеющимся, что национальная сущность народа лучше всего выражается той партией, что стоит во главе националистического движения, – нынешняя же украинская москвофобия дает образец величайшей ненависти ко «всем чтимым и наиболее древним традициям и культурным ценностям малороссийского народа: она подвергла гонению церковно-славянский язык, утвердившийся на Руси со времен принятия христианства» и «на общерусский литературный язык, лежавший в течение тысячи лет в основе письменности всех частей Киевского государства, меняет культурно-историческую терминологию, традиционные оценки героев и событий». «Все это означает не утверждение, а искоренение национальной души».)

სწორედ “უკრაინობის” გაიგივება ანტიმოსკოვურობასთან აძლევს მას წილად არასრულფასოვნების მარადიულ კომპლექსს, უმცროსი ძმის კომპლექსს, და მას არ შეუძლია თვითდამკვიდრების სტადიიდან გამოსვლა.

თავისი შემადგენელი ნაწილების საპირისპირო მხარეებზე მიზიდულობით პარალიზებული უკრაინა, გამოაცხადა რა საკუთარი თავის დსთ-ის “დამფუძნებლად”, ვერც კი გახდა დსთ-ის ნამდვილი წევრი – მან არ მოაწერა ხელი დსთ-ის წესდებასა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხეკლშეკრულებას. სულ თავიდანვე სწორედ უკრაინის პოზიციას მიჰყავდა საქმე იქითკენ, რომ არათუ ერთიანი შეიარაღებული ძალები არ შენარჩუნებულიყო, არამედ “გაერთიანებული” შეიარაღებული ძალებიც არ შექმნილიყო.

უკრაინა – აშშ-ის კოლოსალური პოლიტიკური და ფინანსური ძალისხმევის გამოყენებისა და “დემოკრატიული” არშიყობის ობიექტია. აშშ-ის კონგრესმა უკვე დიდი ხანია დაფინანსების სტრატეგია კიევზე გადაიტანა, რათა ყველა საშუალებით დაესწრო ნებისმიერი ინტეგრაციული ტენდენციებისთვის რუსეთთან, რომელიც უკრაინასთან ერთად ისევ “იმპერიად”, ანუ სუპერდერჟავად გადაიქცეოდა.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით – მართმადიდებლური უკრაინა უკვე ხდება ჩაჭერილი ნაცნობ ისტორიულ მარწუხებში “ლათინურ” გალიციასა და ყირიმელ თათრებს შორის, რომელთაც ლვოვიდან და სტამბულიდან ახალისებენ, საიდანაც მან ერთხელ მხოლოდ პერეიასლავის რადას მეშვეობით გამოაღწია. მაგრამ რუსებისა და უკრაინელების სრული გეოპოლიტიკური და სულიერი განცალკევების განხორციელება – ამ ძველი მიზნისა, რომელიც არაერთხელ ღიად ჩამოუყალიბებია ზ. ბჟეზინსკის, მხოლოდ რუსეთის გამოდევნით შეიძლება ყირიმიდან და სევასტოპოლიდან, რაც რუსეთისა და სლავობის საბოლოო დამარცხება იქნება. ეს მშვენივრად ესმოდათ XIX საუკუნეში – პოეტ დერჟავინიდან სევასტოპოლის თავდაცვის გმირებამდე და კანცლერ ა. მ. გორჩაკოვამდე.

დღეს შავ ზღვაზე რუსეთის პოზიციების დასუსტებას უკვე დრამატული შედეგები აქვს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ-ქრისტიანული სამყაროსთვისაც, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ბალკანეთისთვისაც. შემდგომი ცვლილებები, თუ კიევი გალიციური იდეოლოგიის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, არა მხოლოდ მსოფლიო დერჟავის მისეულ როლს უქმნიან მუქარას. ეს ტენდენციები – პროვოცირებული ჩეჩნური კონფლიქტის მთავარი წინაპირობებია. საბოლოო შედეგი, თუკი უკრაინა შევა დასავლურ არეალში – ეს არის ხანძარი უკვე მთელს კავკასიაში და სამხრეთ ტერიტორიების აგონია, ვინაიდან კავკასია და ყირიმი გეოპოლიტიკურად ყოველთვის იყვნენ აბსოლუტურად განუწყვეტლად დაკავშირებულნი და ემყარებიდნენ რუსეთის პოზიციებს შავ ზღვაზე. რუსეთი რომ არ ყოფილიყო ყირიმიდან გამოდევნილი, შეუძლებელი იქნებოდა ჩეჩნური ამბოხიცა და თურქული ფულებით საჩქაროდ გადმოსახლებული ყირიმელი თათრების პრეტენზიებიც. მართლმადიდებლური სლავობის ფრაგმენტაციის ირიბ შედეგად იქცა კოსოვოელი ალბანელების ამბოხებაც, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი – ეს გახლავთ ჩეჩნეთის შემდეგ მეორე აქტი დრამისა პოსტბიზანტიურ სივრცეში, აშკარად გულდასმით მომზადებული და მთელ ბალკანეთშიც კოორდინინებული.

* * *

ყველაფერი ეს გვახალისებს, რომ არ დავრჩეთ გულგრილნი იმისადმი, რაც უკრაინაში ხდება. მხურვალე თავები რუსეთში ლაპარაკობენ აღმოსავლეთ-სამხრეთ რაიონების გამოყოფის შედეგად მოსალოდნელი სარგებლის თაობაზე – იქ ხომ ყირიმი და სევასტოპოლია.

სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული დაშლისკენ მოწოდებების დაუშვებლობის გარდა, ეს პროექტი არა თუ ვერშსრულებადია, არამედ დღესაც თავის თავში ყველაზე უფრო სახიფათო შედეგებს შეიცავს. ჯერ ერთი, ეს გახლავთ წინაპირობა ვატიკანისა და რეჩ პოსპოლიტას საუკუნოვანი ოცნების განხორციელებისთვის – კიევის თავიდან სულიერად, ხოლო შემდეგ კი ფიზიკურად დაუფლებისა. ოქროსგუმბათოვანი მართლმადიდებლური კიევის სულიერი დაპყრობა გალიციური პროექტის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის გამაწონასწორებელი ზემოქმედების გარეშე – ეს არის კიევ-პეჩორის ლავრის – მართლმადიდებელი სლავების სიწმინდის, ბიზანტიური მემკვიდრეობითობის სიმბოლოსა და რუსული მართლმადიდებლობის აკვნის მოწყვეტა და დაღუპვა.

მეორე, დასავლეთი და აშშ, რომლებმაც მილიონები ჩადეს უკრაინაში, არასოდეს არ დაუშვებენ მათი მოკავშირეებისგან სტრატეგიული ნაწილის – შავი ზღვის სანაპიროს გამოყოფას. უკრაინასა და საქართველოს მათთვის არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ როგორც ასეთს, სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმის – ყირიმის, აფხაზური სანაპიროსა და ბათუმის პორტის გარეშე. ბრძოლა სინამდვილეში მიდის ხმელთაშუა და შავი ზღვების მთელ რეგიონში ბალანსის რადიკალურად შეცვლის მიზნით. რათა თავიდან აიცილოს თავისი 15-წლიანი სტრატეგიის ჩავარდნა, დასავლეთი ყირიმში გაითამაშებს სცენარს თვით ჰუმანიტარულ ინტერვენციამდეც კი. მისი ცენტრალური ელემენტი შეიქნება ყირიმელ თათართა მეშვეობით ყირიმის კოსოვოდ გადაქცევა. ყირიმში ისლამის პოლიტიკური სტრუქტურიზაციის პროცესებს აშკარაა, რომ არა რელიგიური, არამედ ღრმად ეთნო-პოლიტიკური ნიშნები გააჩნია და, სპეციალისტების შეფასებით, უკვე კოსოვოს სცენარის მიხედვით ტარდება.


ნახატი 3. უკრაინის რუკა მოსახლეობის ეროვნული (ენობრივი) შემადგენლობის ჩვენებით

მაგრამ უკრაინის ფედერალიზაციასა და სახელმწიფო ერთიანობის ფორმის შეცვლას კი, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ავტონომიითა და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობით – ამ ვარიანტს შეუძლია უკრაინელთა ინტერესების დაცვა, მართლმადიდებლობის შენარჩუნება, დასავლური რეგიონების ამბიციების დაწყნარება და უკრაინული სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება, რომელიც დაშლის ზღვარზე დგას. ამაში წარმოგვიდგება რუსეთის ინტერესებიც და უკრაინისაც.

ნატალია ნაროჩნიცკაია
2004 წლის 2 დეკემბერი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

იხილეთ ასევე

ანალიტიკა
ნატალია ნაროჩნიცკაია: “ცივილიზებული საზოგადოებრიობა” მხარს დაუჭერს ყველაფერს, რაც მომართულია რუსეთს წინააღმდეგ

საიტის სტუმარი
“უკრაინის წინაშე დგას ამოცანა – გამოიმუშაოს თავისი ისტორიული პროექტი, მომავლისკენ მისწრაფებული”
“უკრაინა სოციალური ან კლასობრივი მოტივების მიხედვით კი არ გაიხლიჩა, არამედ ცივილიზაციური მოტივებისა”
ორმაგი თამაში

(აქედან პირველი წერილის თარგმანი გამოქვეყნებულია ჩვენს ბლოგზე 2012 წლის დეკემბერში)

Thursday, March 20, 2014

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისა და მისი მახლობელი მოვლენების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/«Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი II

(აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრა საქართველოში. – ტფილისისა და მისი შემოგარენის დარბევა. – საქართველოს მდგომარეობა. – საქართველოს, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მფლობელთა სამოკავშირეო ტრაქტატი. – ერეკლეს თხოვნა დახმარების შესახებ. – იმპერატრიცის რესკრიპტები გუდოვიჩისადმი. – უკანასკნელის ვარაუდი სპარსეთში ლაშქრობის შესახებ. – რუსული ჯარების საქართველოში გამოგზავნა. – დაღესტანში გენერალ-მაიორ საველიევის რაზმის მოძრაობა.)

1795 წლის მეორე ნახევარში, ველისა და მთების გზებით საქართველოში, ყარაბაღიდან, ნახჭევნიდან, ერევნიდან და სხვა ადგილებიდან, ამ ოლქების მცხოვრებნი, როგორც ქრისტიანული, ისე მაჰმადიანური აღმსარებლობისა, უზარმაზარ ბრბოებად მოეშურებოდნენ. მათ შეიტყვეს, რომ აღა-მაჰმად-ხანი “ომით მოდის ერევანზე”.

ცდილობდნენ რა ძალადობისა და ძარცვა-რბევისგან თავი დაეღწიათ, რაც თითოეულ ასეთ შემოჭრასთანაა შეუღლებული, ისინი მთელი ქონებითა და საქონლით საქართველოს ფარგლებში გამორბოდნენ, იმედოვნებდნენ რა აქ მშვიდი თავშესაფრის პოვნას, და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აღა-მაჰმად-ხანი საქართველოს მეფეს ვერ მოერეოდა.

გადმოსახლებულები თავიანთ ვარაუდებში შეცდნენ. გრძელ მწკრივებად რომ იყვნენ გაჭიმულნი, უპირატესად მდინარე მტკვრის ხეობაში, მშობლიური ქალქებიდან და სოფლებიდან გამოქცეულნი, ისინი თვიანთი მოგზაურობის სულ დასაწყისიდანვე საკვების უკმარისობის წინაშე დადგნენ. გამოაცარიელეს რა პურის ყიდვაზე მთელი თავიანთი სახსრები, გადმოსახლებულებს, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი გაჭირვება უნდა გამოეცადათ და ყველაფრისთვის ძვირად გადაეხადათ. სამ გირვანქა პურში ისინი ცხვარს იძლეოდნენ, ლიტრაში (за лидеръ, 10 გირვანქა) – ცხენს; და ბოლოს, თავიანთი უკანასკნელი სამოსის გაყიდვაც მოუხდათ. მათი უბედურებანი ამით არ დასრულებულა. “ქართველებმა რისი წაღებაც (ფულით) ვერ მოახერხეს, მათ ძალით წაართვეს და ძალიან ბევრი მათგანი კი სრულებით გაძარცვეს, ე. ი. პერანგებიც კი გახადეს და შიშვლები დატოვეს. ასეთი უბედურებებით სასოწარკვეთილებამდე მიყვანილნი, შიმშილით გათანგულები და შიშვლები, ისინი აქაურ მდიდარ ქართველებს მონებად უდგებოდნენ, ოღონდ კი შიმშილით სიკვდილისგან თავი დაეღწიათ. ბევრი მათგანი, ასეთი უბედურებისგან მკვდარი, მინდვრებში დაუმარხავი ეყარა, ვინაიდან ამ მოსულებს არ ჰქონდათ ბარები, რათა თავიანთი მკვდარი თანამოძმენი მიწაში დაემარხათ”... (Артемiй Араратскiй, изд. 1813 г., ч. I, стр 282).

გადმოსახლებულთა კვალდაკვალ მოძრაობდა აღა-მაჰმად-ხანიც თავისი ჯარებით. მან ისინი სამ ნაწილად დაჰყო: თავისი ძმების, ჯაფარ-ყული-ხანისა და ალი-ყული-ხანის უფროსობით, ერთი რაზმი ერევნისკენ გაგზავნა, მეორე კი მუღანის ველზე, რომლის მახლობლადაც მდინარე მტკვარი, საქართვლოს ერთერთი საუკეთესო მდინარე, ერწყმის არაქსს, და სადაც ჩვეულებრივ სპარსეთის შაჰები უწინდელ დროში შაჰის ღირსებას ღებულობდნენ. დაიმორჩილებდნენ რა თალიშის, შირვანისა (შამახიისა) და შექის (ნუხის) ხანებს, ისინი საქართველოში უნდა შემოჭრილიყვნენ. თავად აღა-მაჰმად-ხანი კი მესამე რაზმით ყარაბაღში დაიძრა იბრაჰიმ-ხანის წინააღმდეგ, რათა დაესაჯა იგი, როგორც იმის გამო, რომ მან უარი თქვა მის შაჰად აღიარებაზე, ისე ერეკლე მეფესთან მისი კავშირის გამოც.

1795 წლის აგვისტოს უკანასკნელ რიცხვებში აღა-მაჰმად-ხანმა შუშის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა. ცნობა ყარაბაღში სპარსელთა შემოჭრის შესახებ მთელს ამიერკავკასიაში სწრაფად გავრცელდა. ერეკლე ითხოვდა მისთვის 3.000-იანი რუსული ჯარის გამოგზავნას. ამაზე უფრო ადრე, როგორც კი შეიტყო საქართველოში შემოჭრაზე აღა-მაჰმად-ხანის განზრახვის შესახებ, მეფემ თხოვნით მოგვმართა, რომ ჯარით ან ხაზინით მისთვის დახმარება აღმოგვეჩინა (Московск. Арх. Мин. Иностр. Делъ. дело № 455), ხოლო მისი მეუღლე, დარეჯან დედოფალი კი ევედრებოდა იმპერატრიცას “მიეცა მათთვის დახმარება უძლეველი მხედრობით” (Отъ 6-го iюня 1795 г. Тамъ же).

არ იფარგლებოდა რა ამით, ერეკლე ითხოვდა ნებართვას, რათა პირადად შეხვედროდა გუდოვიჩს და სიტყვიერად აეხსნა მისთვის მეტად სასარგებლო საქმეების შესახებ, “საჭიროსი და რომლებიც შეეხება როგორც უმაღლესი კარის ინტერესებს, ისე აქაური ქვეყნებისაც”.

“ამ ხერხით – წერდა ერეკლე თავად გარსევან ჭავჭავაძეს* (*იმ ხანად პეტერბურგში მყოფს, 1795 წ. 20 ივლისს. Тамъ же) – მინდა მე საქმით დავამტკიცო სამსახურისადმი ჩემი გულმოდგინება და ერთგულება. თუკი ჩემს თხოვნაზე იქნება ასეთი უზენაესი ნებართვა, რის იმედსაც მე არ ვკარგავ, მაშინ ის მე გამომიგზავნე, რათა მე, მოხერხებული შემთხვევის მოძებნისას, შემეძლოს მოხსენიებულ მთავარსარდალს შევხვდე და ვთხოვო მას, რათა მან ჩემს მისაღებად საზღვარზე სამხედრო რაზმი გამოგზავნოს, 300 ან 200 ადამიანისგან შემდგარი, სოფელ ჩიმში ან მოზდოკში, სადაც, ჩვენი პირობის მიხედვით, შეხვედრა უფრო მოსახერხებელი იქნება”.

პასუხის მოლოდინში მეფეს იმედი ჰქონდა, რომ თუ ყარაბაღელები ვერ მოიგერიებდნენ სპარსელებს, იმდენ ხანს მაინც დააკავებდნენ, რომ იგი თავდაცვისთვის მომზადებას მოასწრებდა. მეფემ ტფილისის მცხოვრებთ დაავალა, რომ მათ ქალაქის თავდაცვით მდგომარეობაში მოყვანის შესახებ თავიანთი მოსაზრება შეედგინათ, მაგრამ ქართველებმა, იმედს ამყარებდნენ რა უმთავრესად “რუსეთის ხელზე”, სთხოვეს ერეკლეს, რომ რუსული ჯარების გამოგზავნა ეთხოვა, რომელთაც მხოლოდ, თავად მცხოვრებთა სიტყვებით, შეეძლოთ მათი ხსნა “სირცხვილისგან” და რომელთა დახმარებითაც იმედოვნებდნენ 4.000 ან 5.000 ადამიანისგან გარნიზონის შედგენას.

საქართველო მაშინ ყველაზე უფრო სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფებოდა: არავის არ შეეძლო არც თავისი სიცოცხლის თავდებად გამოსულიყო, არც თავისი უსაფრთხოებისა. დედაქალაქის გარშემო მტაცებელ ლეკთა ხროვები დაძრწოდნენ, რომლებიც სოფლებს ძარცვავდნენ და არბევდნენ. ექვსი წლის განმავლობაში, დაწყებული 1789 წლიდან, ქართველებმა არ იცოდნენ მოსვენება. 1789 წლის ივლისში ისინი თურქებს ეომებოდნენ, რომლებმაც ქართლში ახალციხის მხრიდან შემოაღწიეს. ამ თვის ცხრა რიცხვი სამახსოვროა ქართველებისთვის; სამჯერ შეებნენ ისინი მტერს და მეფის შვილიშვილის, მამაცი ბატონიშვილის დავით გიორგის ძის წინამძღოლობით, ყვარლის მახლობლად მათზე გამარჯვებას მიაღწიეს (?, одержали надъ ними победу близъ Кварели). იმავე წლის ოქტომბერში ქურთები შემოიჭრნენ საქართველოში და მას აჩანაგებდნენ (производили въ ней опустошенiя). დავით ბატონიშვილმა იჩქარა ყაჩაღების გაფანტვა, მაგრამ მათ თურქები გამოექომაგნენ, ყარსის მცხოვრებნი აღიმართნენ და ალი-ბეგისა და მეჰმედ-ბეგის წინამძღოლობით, ექვსი ათასი ადამიანის რიცხვით, ქართველთა დასადევნად დაიძრნენ. დავით ბატონიშვილი თავგანწირვით იცავდა სამშობლოს, ერთერთი წინამძღოლი მოკლა, მაგრამ ამისთვის თავადაც ექვსი დარტყმით იქნა დაზიანებული; თავისი ჯაჭვის პერანგისგან იყო იგი დავალებული იმით, რომ მისთვის მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო არა ყოფილა, და იგი მალე გამოჯანმრთელდა კიდეც.

მომდევნო წელიწადს ლეკები კახეთში შემოიჭრნენ; ისინი აგვისტოში გამოჩნდნენ, სწორედ იმ დროს, როცა ნაყოფისა და ყურძნის აღებით დაკავებული მცხოვრებნი თავიანთ სოფლებს ტოვებენ და სახლიდან რამდენიმე ვერსზე მიდიან. მაშინ სოფლები ცარიელია და მძარცველებს სრული თავისუფლება და ფართო სივრცე ეძლევათ, რათა სხვის ქონებას როგორც უნდათ ისე განკარგავდნენ. მტაცებელთა პირველი თავდასხმა სოფელმა თიანეთმა (Тiонеты) განიცადა; გარემომცველი ბაღები, მინდვრები და ტყეები სავსე იყო წინდაუხედავ მცხოვრებთა გვამებით. სექტემბერში ლეკები ისევ ჩამოვიდნენ 3.000 ადამიანის რიცხვით კახეთში, და თუმცა ქართველებმა ჩასაფრება მოუწყვეს და მრავალი მტრის ადგილზე დახოცვა შეძლეს, მაგრამ ამან ვერ უშველათ – ლეკები ძარცვა-რბევას უწინდებურად ახდენდნენ. მათ არ აკრთობდა ის, რომ დავით ბატონიშვილმა 700 მოწინააღმდეგეს ცხვირები დააჭრა და ისინი ნადავლად ტფილისში გაგზავნა.

ლეკებს კი არ აკრთობდა ეს ნადავლი, არამედ ქართველებს მობეზრდათ მუდმივი თარეშები და მუდმივად განგაშით სავსე ცხოვრება; მცხოვრებნი სევდა-ნაღველს მიეცნენ. განუწყვეტელი ბრძოლითა და ძარცვა-რბევით ქართველები ხედავდნენ, რომ არაფერს და არავის, საკუთარი თოფისა და ხანჯლის გარდა, არ შეუძლია მათი დაცვა, რომ მიწათმოქმედებისა და საკუთრების შეძენის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. თითოეულმა საკუთარ თავზე დაიწყო ფიქრი, და საზოგადოების ინტერესები დავიწყებულ იქნა; მთლიანი ნაწილებად დაქუცმაცდა კავშირის, ძალისა და მნიშვნელობის გარეშე. საყოველთაო სიღარიბემ დანაშაული დაბადა; თავად ქართველებს შორისაც გამოჩნდნენ ყაჩაღები და მძარცველები; ბევრი მონასტერი გაიძარცვა, დაირბია და ნანგრევებად იქნა ქცეული. წესრიგის აღდგენაზე არავინ ფიქრობდა, გონებრივი განვითარების, ღირსებისა და მოვალეობის თაობაზე კი – მით უმეტეს; თითოეულისთვის უწინარეს ყოვლისა აუცილებელი იყო, საკუთარი თავის დასაცავად, ცხენის, ხანჯლის ან ხმლის ფლობის უნარი, ვიდრე მეურნეობის, ხვნა-თესვის, ვაჭრობისა და მეცნიერების მიყოლა. ხალხი დღითი-დღე კნინდებოდა, საზოგადოება იხრწნებოდა, და მასში არც ძალა, არც ერთიანობა აღარ იყო.

“დიდების დრონი გაჰქრა ხალხის მეხსიერებიდან, ხალხს მხოლოდ სპარსელთა უღელი, თურქთა უღელი, მუჰამედის უღელი ახსოვდა; ხაზინა იმდენად იყო გამოლეული, რომ მეფე ფულებს თავის ქვეშევრდომთაგან სესხულობდა” («Закавказскiй Вестникъ» 1850 г., №№ 10 и 11).

მეფის ოჯახში განხეთქილება და უთანხმოებანი არსებობდა. ბატონიშვილები სამშობლოს დასაცავად არ ჩქარობდნენ და არც მეფე-მამის თხოვნას ისმენდნენ. მისი უფროსი ვაჟი გიორგი, როგორც ვნახავთ, სულაც არ წავიდა მოწინააღმდეგის დასახვედრად. შეკრიბა რა 4.000 ადამიანამდე, იგი სიღნაღში დაფუძნდა, სადაც ქეიფობდა და ლოთობდა. ძალზედ კარგად ესმოდა რა თავისი მდგომარეობა და ხედავდა რა საზოგადოების განწყობას, ერეკლემ ყველა მცხოვრებს შესთავაზა, ტფილისი დაეტოვებინათ და მთებში დამალულიყვნენ; მაგრამ მოსახლეობამ არ მიიღო მთავრობის წინადადება, იმიტომ რომ მსგავს შემთხვევებში, როგორც ქართველები ამბობდნენ, “ქვეშევრდომები თავიანთ მემამულეებს ძარცვავდნენ, ხოლო მეზობლები კი თავიანთ მეზობლებს, ისე რომ საეკლესიო სამკაულებიც არ დატოვეს, და ყველაფერი ეს რომ სამართლიანია, ამის შესახებ თქვენი უმაღლესობისთვის, ისევე როგორც ყველასთვის ცნობილია” («Кавказъ» 1854 г., № 23).

ხმებმა იმის შესახებ, რომ ერევანში გაგზავნილმა ჯაფარ-ყული-ხანმა და ალი-ყული-ხანმა სომეხთა პატრიარქი ხელში ჩაიგდეს და მისგან გამოსასყიდს 80.000 მანეთსა და რვა გირვანქა ოქროს (Письмо Ираклiя II князю Чавчавадзе 29-го августа 1795 г. Арх. Главнаго Штаба въ С.-Петербурге) მოითხოვდნენ, და რომ თავად აღა-მაჰმადმა კი შუშას ალყა შემოარტყა, აიძულეს ერეკლე რომ სამეფოს თავდაცვისთვის აჩქარებულიყო. ემზადებოდა რა დასახვედრად, მეფემ სახელდახელოდ შეკრიბა ჯარი, და არ ჰქონდა რა თავისი ძალების იმედი, (მანამდე) დადებული სამოკავშირეო პირობების საფუძველზე, ქართველებთან ერთობლივი მოქმედებისთვის, იმერეთის მეფეც მოიწვია.

1790 წელს ტფილისში დადებულ იქნა სამოკავშირეო ტრაქტატი საქართველოსა და იმერეთის მეფეებს, აგრეთვე სამეგრელოსა და გურიის მთავრებს შორის.

“ჩვენ – ნათქვამია ტრაქტატში – ვართ რა ერთმორწმუნე ხალხი, რომლებიც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, და ერთი კათოლიკე ეკლესიის შვილები ვართ, კეთილგანვიზრახეთ რომ ჩვენს სამშობლოში ნანატრი სიმშვიდე დავამყაროთ, მასში აღიარებული რელიგია განვავრცოთ და სიყვარული აღვადგინოთ, რომლისკენაც ქრისტიანული რჯული და ნათესაობის მჭიდრო კავშირი მოგვიწოდებს” (Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ: «Переписка грузинскихъ царей съ императорским дворомъ», № 45).

ამ ტრაქტატის მიხედვით საქართველოს მეფე ჰპირდებოდა.

1) ხელშეკრულების დამდებთა ყველა მტერი საკუთარ მტრად ეღიარებინა.

2) იმერეთის მეფეზე და სამეგრელოსა და გურიის მთავრებზე უმაღლესი მზრუნველობა ეკისრა.

3) მათზე ისე ეზრუნა, როგორც მზრუნველ მამას შეჰფერის თავის შვილებთან დამოკიდებულებაში.

4) მოკავშირეთა ფარგლებში მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში, ერეკლეს უნდა ისინი თავისი ძალებით, ან შუამდგომლობით, ან კიდევ, ბოლოს, მეზობლებში დახმარების მოძიებით მოეგიერებინა.

5) თავისი შუამდგომლობით ხელმომწერთათვის რუსეთის მფარველობა მოეტანა.

თავიანთ მხრივ მეურვეობის ქვეშ მყოფნი კი ჰპირდებოდნენ:

1) თავიანთ თავზე ერეკლეს “მამობრივი” უმაღლესი ძალაუფლება ეღიარებინათ.

2) თავიანთ მტრად ეღიარებინათ ის, ვინც ერეკლეს მტერი იქნებოდა.

3) საქართველოს სამეფოს სიმშვიდისთვის ეზრუნათ და, თავიანთი ძალების და მიხედვით, მისი დამცველნი ყოფილიყვნენ; ასევე საქართველოს მეფისა და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვისაც ეზრუნათ.

4) მოწინააღმდეგეთა შემოჭრისას ყოფილიყვნენ დამჯერნი შემოთავაზებულ რჩევებში და მადლიერნი შუამდგომლობისთვის.

მალევე ამ ტრაქტატის დადების შემდეგ, მოკავშირეებმა რუსეთის მფარველობის ქვეშ მათი მიღების შესახებ საერთო თხოვნით მოგვმართეს.

“ძველი დროიდან ჩვენ გვსურდა – წერდნენ ისინი (Переводъ прошенiя отъ 10-го февраля 1793 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ) – და უზენაესი კარიდან წარმოგზავნილთა მეშვეობით ჩვენ ყოველთვის გვწერდნენ ჩვენი, სრულიად ივერიის მეფეთა შეერთების შესახებ. რისთვისაც ჩვენ ახლა ურთიერთ შორის მარადიული ტრაქტატით შევერთდით, შევთანხმდით რა დაგვედგინა და დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ, მეფენი და მთავარნი, ერთმორწმუნეობისა და მართლმადიდებლობის მიხედვით, ერთსულოვნად მონებრივ ვემსახუროთ და დავემორჩილოთ თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას, როგორც მართლმადიდებელ მონარქს. საერთოდ ყველა ქრისტიანი უგულმოდგინესად გთხოვთ, რათა დაგვიმტკიცოთ ეს ჩვენი მარადიული შეერთება და მიგვიღოთ თქვენს უავგუსტეს მფარველობაში, იმის მსგავსად, როგორ კეთილდღეობაშიც არის საქართველო (Все вообще христiане усерднейше просимъ, дабы подтвердить сiе наше вечное соединенiе и принять во всеавгустейшее ваше покровительство, сходственно такъ, какъ благоденствуетъ Грузiя).

მაგრამ თუ როგორი საშუალებით ან ძალით ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის აღმოჩენილი, ამას ჩვენ, ყველა ქრისტიანი, თქვენი უდიდებულესობის ყოვლადბრძნულ დედობრივ კეთილმზრუნველობას მივანდობთ და ერთსულოვნად გთხოვთ ჩვენ, თქვენი მონები, შეერთებულნი მეფენი და მთავარნი, სამსახურისთვის, თქვენი სკიპტრის ჩრდილქვეშ მიგვიღოთ და მაჰმადიანთა ძალაუფლების უღლისგან გაგვანთავისუფლოთ”.

სპარსელთა შემოჭრის მოსალოდნელი შესაძლებლობა იძლეოდა საბაბს იმისთვის, რათა სამოკავშირეო ტრაქტატი აღსრულებაში მოეყვანათ და საქმით დაედასტურებინათ. ერეკლემ იმერეთის მეფეს სოლომონს დახმარება სთხოვა და მისი ჯარების შესახვედრად მოემზადა.

ქალაქ ტფილისის კარებს გარეთ მცხოვრებთა სიმრავლე შეიკრიბა თავიანთ მოკავშირეთა – იმერლების შემოსვლის სანახავად. თავადი ზურაბ წერეთელი, იმერელთა ჯარის უფროსი, მოტყუების მეშვეობით, ფიქრობდა ჩაეგონებინა ერეკლე მეფისთვის აზრი თავისი რაზმის მრავალრიცხოვნების შესახებ. მან ის მთელს დაბლობზე წვრილ გუნდებად გაფანტა, ადამიანთა რაც შეიძლება მეტი რიცხვის ჩვენების მიზნით, რომლებიც სინამდვილეში 2.000-ზე მეტი არ ყოფილან.

ერეკლე II მათ სიხარულითა და ზეიმით შეხვდა, “რომელიც ზარბაზნებიდან და თოფებიდან რამდენიმე გასროლაში მდგომარეობდა”.

იმერული ჯარები ყაზახსა (Письмо Ираклiя къ князю Гарсевану Чавчавадзе, 29-го августа 1795 г.) და კრწანისში (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 6) განლაგდნენ.

საქართველოში ჯარების გამოსაკვებად პროვიანტის მომარაგების ჩვეულება არ ყოფილა; ამიტომ იმერელთა სურსათით უზრუნველყოფა მაცხოვრებელთა თითოეული სახლიდან გარკვეული რაოდენობის პურის, ღვინისა და სხვა სასიცოცხლო პროდუქტების შეგროვებით წარმოებდა.

ტფილისის მცხოვრებნი ხალისით უმასპინძლდებოდნენ თავიანთ მოკავშირეებს, მით უმეტეს, რომ ქალაქში გავრცელდა ხმები მოსული იმერული ჯარის რიცხვის შესახებ, რომელიც ვითომდა 8.000 ადამიანამდე ადიოდა, იმის დამატებით, რომ ის ურჩეულესი მეომრებისგანაა შემდგარი. ქართველები გამხნევდნენ; ხალხს თავიანთი ძალების მოწინააღმდეგეზე აღმატებულობისა სჯეროდა.

– დაე გამოჩნდეს ახლა აღა-მაჰმად-ხანი! გაიძახოდნენ ერთნი საკუთარი ღირსების შეგრძნებით, დადიოდნენ რა ქალაქში.

– ვის შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ დადგომა! ჰყვიროდნენ სხვები.

– თუმცა კი სპარსელები ბრძოლაში ლომებივით ესხმიან თავს – ისმოდა ქართველთა საუბრებში – მაგრამ მთელ წარმატებას მხოლოდ პირველ იღბალზე ამყარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაშინვე ზურგს გიჩვენებენ.

– შენ ხედავ – ამბობდნენ ტფილისის ქუჩებში შეხვედრილნი – რომ ქალაქი მაგარია და მცხოვრებნი ყველანი გმირები არიან; ამაზე ზევით, თითოეული საუფლისწულოდან ქართველი ბატონიშვილები 1.000-1.000 მეომარს გამოგზავნიან. ერევნის ხანი შაჰს უკვე, ჩვენი დახმარების იმედით, წინააღმდეგობას უწევს. არავითარი ეჭვი არ არის, რომ ჩვენ მთელ სპარსულ ჯარს გავანადგურებთ და მის ქონებას დავეუფლებით. ქალაქში მაშინ კარგი ცხოვრება და იაფობა იქნება. მე არაერთხელ ვყოფილვარ ბრძოლაში და ასე გამოცდილების მიხედვით ვმსჯელობ...

ქართველენი ძალზედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ ერთ მუჭა ჯარს, რომელიც მათ დასახმარებლად იმერეთის მეფის სოლომონის მიერ იყო გამოგზავნილი.

შემოიერთა რა ეს ჯარები და დაავალა რა ტფილისის მცხოვრებთ ქალაქის თავდაცვისთვის ზომების მიღება, ერეკლე სამეფოს საზღვრისკენ წავიდა, სადაც ბატონიშვილებსაც თავ-თავიანთი რაზმებით მოუწოდებდა. მათგან არავინ არ მოსულა დასახმარებლად, და მეფე მეტად მცირე რიცხვის ჯარის ანაბარა აღმოჩნდა, თან ისიც თითქმის არანაირად მოწყობილი არ ყოფილა. დასახმარებლად გამოგზავნილმა იმერულმა ჯარებმა, რამდენიმე დღით საზღვარზე რომ იდგნენ, სახლებში წასვლა დაიწყეს; მათ მაგალითს ბევრმა ქართველმაც მიბაძა. მტრების წარმატებით მოგერიების ალბათობა ყოველ საათს მცირდებოდა, მაშინ როდესაც საფრთხე საქართველოსთვის თანდათანობით იზრდებოდა.

აღა-მაჰმად-ხანის მოქმედებები შუშასთან წარმატებით ვერ დაგვირგვინდა, და ამ იუღბლობამ საქართველოსთან მიმართებით საქმეთა კვანძის გახსნა მხოლოდ დააჩქარა. მცირე პარტიებად მუდმივი თავდასხმებით შუშელები სპარსულ ჯარებს აწუხებდნენ, მათ საქონელს ერეკებოდნენ და ამით მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ. შუშის ციხესიმაგრის მდებარეობაც მისი დაუფლებისთვის არცთუ ცოტა სიძნელეს უქმნიდათ.

მაღლა, ღრუბლებამდეა აღმართული შუშის გრანიტის ციხესიმაგრე, ციცაბო მთებსა და კლდეებს შორის აგებული, რომლებიც მხოლოდ ერთ ვიწრო გასასვლელს წარმოადგენენ. “ციცაბო კლდის მწვერვალიდან ხედი შორს სამხრეთისკენ იშლება, ტყიანი მთებისა და მცხუნვარე ველების გავლით, თვით არაქსის ვერცხლისფერ დინებასა და ყარადაღის მუქ ქედებამდე. ჩრდილოეთისკენ უზარმაზარი თოვლიანი მთები ბრწყინავს, რომლებიც მადლიანი საქართველოს ფარგლებს აღნიშნავენ”.

განკარგულებაში ჰყავდა რა უპირატესად მხოლო კავალერიისგან შემდგარი ჯარები, აღა-მაჰმად-ხანს შეგნებული ჰქონდა, რომ მსგავსი სიმაღლის დაუფლება ადვილი არ იყო, და ამასთან, წააწყდა რა ძლიერ წინააღმდეგობას მცხოვრებთა მხრიდან, მას არ შეეძლო შუშის ციხესიმაგრის სწრაფად ჩაბარების იმედი ჰქონოდა. და არ სურდა რა დროის ამაოდ დაკარგვა, სპარსეთის მბრძანებელმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ყარაბაღი და თავისი წარუმატებელი მოქმედებები საქართველოში სწრაფი მოძრაობით აენაზღაურებინა.

“დაე ცნობილი იყოს შენთვის – წერდა არა-მაჰმად-ხანი თავის ზმას ჯაფარ-ყული-ხანს (Переводъ письма Аги-Магометъ-хана. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге) – რომ, თუმცა კი შუშის ოლქის ხალხები, ყარაბაღელები, ახლა კიდეც დასუსტდნენ, მაგრამ მე ძმაო ქალაქ შუშის უეცრად აღება არ მიბრძანებია, იმიტომ რომ აქ გამოზამთრებას ვაპირებ, ხოლო ამასობაში კი, დავტოვე რა იქ ჯარით სულეიმან-ხანი, განზრახული მაქვს 20.000-იანი ჯარით საქართველოზე წამოვიდე, რისთვისაც შენც გიბრძანებ, დატოვებ რა ერევანთან 4.000-იან ჯარს, მზადყოფნაში იყო დანარჩენი ჯარით ჩემთან მოსასვლელად და ამაზე ჩემს ბრძანებას ელოდე. სხვა მხრივ, თუ ერევნის ხანი ამანათად ცოლსა და ვაჟიშვილს მოგცემთ, შეგიძლიათ ერევანს თავი ანებოთ”.

ძმებისთვის გაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანის ბრძანება ხელშე ჩაიგდო ერეკლემ და გუდოვიჩს გამოუგზავნა; იქიდან მან შეიტყო იმ საფრთხის შესახებ, საქართველოს რომ ემუქრებოდა. მალევე მიღებულ იქნა ცნობა, რომ აღა-მაჰმად-ხანმა შუშის ბლოკადა მოხსნა და თავიდან ხათუნ-არხისკენ დაიხია, ხოლო შემდეგ კი განჯაში გადავიდა. ხათუნ-არხიდან მან მოწოდება გაუგზავნა ჭარ-ბელაქნელებს, რომელთაც ურჩევდა მასთან შეთანხმებულად ემოქმედათ, თითოეულს 100 მანეთის მიცემას ჰპირდებოდა და ხმებიც დაყარა, რომ ყველაფერი, რაც კი მის ძლევამოსლ ჯარებს გზაზე დახვდა, თვით განჯამდე, დაემორჩილა, ხოლო ურჩნი კი ცეცხლსა და მახვილს მიეცნენ.

გაჩერდა რა განჯაში, აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე მეფეს მორჩილების მოთხოვნით თავისი ელჩი გამოუგზავნა; მაგრამ მეფემ, რომელიც რუსეთის დახმარებას იმედოვნებდა, ეს მოთხოვნა უარყო (Конс., ч. II, стр. 188. Шагубатовъ, Летопись. ამ მატიანით სარგებლობისას აუცილებელია, რომ ფრთხილად ვიყოთ. შაგუბატოვი, თუმცა კი მოვლენათა თვალითმხილველი იყო, მაგრამ ისინი ძალზედ არასწორად აღწერა).

ერეკლეს მეუღლემ, დარეჯან გიორგის ასულმა, თავის მხრივ გუდოვიჩს დახმარების შესახებ თხოვნით მიმართა. აღწერდა რა, რომ აღა-მაჰმად-ხანი, დაეუფლა რა განჯასა და ერევანს, საქართველოს უახლოვდებოდა, იგი ატყობინებდა, რომ ერეკლე თავისი და იმერული ჯარებით სპარსელთა დასახვედრად, ერევნის მხარეს დაიძრა.

ჭექა-ქუხილი, რომელიც საქართველოს უნდა დასტეხოდა თავზე, დღითი-დღე იზრდებოდა. ავარის ხანი, რომელსაც თავის ქვეშევრდომობაში მნიშვნელოვანი რიცხვის ლეკები ჰყავდა, კახეთზე თავდასხმას ვარაუდობდა (Рап. гр. Гудовича Императрице 13-го сентября 1795 г. Письмо Ираклiя Гудовичу 29-го августа 1795 г. Георгiев. Воен. Арх.).

ერეკლე ამის შესახებ გუდოვიჩს წერდა და ატყობინებდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს გაცილებით უფრო მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე მას თავის მოკავშირე, იმერეთის მეფესთან ერთად. ერეკლე ისევ ითხოვდა მისთვის 3.000-იანი რუსული ჯარის გამოგზავნას (Рап. гр. Гудовича Императрице 13-го сентября 1795 г. Георг. Воен. Арх.).

ყველა თხოვნაზე გუდოვიჩი პასუხობდა ერეკლეს, რომ აღა-მაჰმად-ხანს საქართველოსთან მიმართებაში თავისი ჩანაფიქრების აღსრულებისთვის კიდევ საკმარისად დაბრკოლებებისა და სიძნელეების გავლა მოუწევს; რომ ქართველებისა და იმერელთა შეერთებული ძალები საკმარისად დიდია; მით უმეტეს, რომ მათ ჰყავთ კიდევ მესამე მოკავშირეც – შუშელი იბრაჰიმ-ხანი, რომელიც, მტკიცედ გადაწყვიტა რა აღა-მაჰმად-ხანის მოგერიება, ამაში თვით ერეკლე მეფესაც კი იყოლიებდა და აიმედებდა. გუდოვიჩი მხოლოდ ურჩევდა საქართველოს მეფეს სიფრთხილე დაეცვა და ქვეყნის შიგნით სპარსელთა შემოჭრა არ დაეშვა. იგი დაპირდა ასევე მოეხსენებინა იმპერატრიცისთვის იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საქართველო და იმერეთი იმყოფებოდნენ. ავარიის ხანს კი, რომელმაც რუსეთისადმი თავისი ერთგულება და გულმოდგინება რამდენჯერმე გამოხატა, გუდოვიჩი სწერდა და სთხოვდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არათუ მხოლოდ პირადად არაფერი ეღონა, არამედ ლეკებისთვისაც, რომლებზედაც მას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, იგივეს გაკეთება აეკრძალა.

ავარიის ხანი პასუხობდა, რომ, თუმცა კი იგი უკვე სავსებით მზად იყო საქართველოზე წასასვლელად, მაგრამ წერილის მიღების შემდეგ გაჩერდა. ხანი ამის სანაცვლოდ თავისთვის ანაზღაურებას ითხოვდა. გუდოვიჩმა მას საჩუქრად სიასამურის ქურქი გაუგზავნა და ურჩევდა მალე გამოეგზავნა დესპანი თხოვნით რუსეთის მფარველობის ქვეშ მისი მიღების შესახებ (Рапор. гр. Гудовича Императрице 23-го октября 1795 г. Георг. Воен. Арх. Полусгнившiй журналъ донесенiй).

ასეთი რჩევებისგან საქართველოს მდგომარეობა ვერ უმჯობესდებოდა.

შეგნებული ჰქონდა რა ეს, გუდოვიჩი აუცილებლად თვლიდა, რომ საქართველოს დასაცავად მისთვის ჩვენი ჯარებით დახმარება გაეწია.

“საქართველოში ჯარების შესაყვანად, წერდა იგი, თუმცა კი გადასვლა განსაკუთრებით ძნელია, მაგრამ შემოდგომაზე აგვისტოს შუა რიცხვებიდან და ნოემბრის თვემდე, ხოლო გაზაფხულზე კი აპრილიდან მაისის შუა რიცხვებამდე, გზის მომზადებით შესაძლებელია. მაგრამ ნოემბრის თვეში მთებში სიცივე იწყება, ხშირად დიდი თოვლი მოდის, საცხოვრებელი გზების გაყოლებაზე თითქმის არ არის, და საძოვარი ბალახის მოძებნაც შეუძლებელია (и фуража подгожнаго иметь нельзя), და მაშინ, უკიდურესი ქანცგაწყვეტის გარეშე, ჯარების გადაყვანა ვერ მოხერხდება, სხვა დროს, მაისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, წყალი მდინარე თერგში ძალზედ დიდი და სწრაფია, რომლის გასწვრივაც მთების გავლით მხოლოდ ერთი შესაძლებელი გზა მიემართება და რომელზე გადასასვლელადაც მხოლოდ ერთ მარშზე ექვსი ხიდის აგებაა საჭირო” (Рапор. Гудовича Императрице 23-го октября 1795 г. Георг. Воен. Арх., Полусгнившiй журналъ донесенiй).

მხოლოდ ახლა, როდესაც სპარსელებმა უკვე დაიწყეს სამეფოს საზღვრებთან მოახლოება, მის დამცველებს შორის წამოჭრილ იქნა საკითხი, რომელმაც მხურვალე კამათები გამოიწვია, იმის შესახებ, მკერდით დახვედროდნენ მტერს თუ ქვეყნის სიღრმეში დაეხიათ. ერთნი ამბობდნენ, რომ საჭიროა საზღვარზე თავდაცვა, მაგრამ უმრავლესობამ, და მასთან ერთად მეფე ერეკლემაც დაადგინეს, რომ ტფილისისკენ დაეხიათ. დასახმარებლად გამოგზავნილი იმერული ჯარები სახლებში წავიდნენ, გამოთქვამდნენ რა სპარსელებთან საბრძოლველად სურვილის არქონას. საზღვრებიდან უკანდახევასა და ტფილისთან მოახლოებასთან ერთად იმერლები თავს ესხმოდნენ მათ, ვინც თავის გადასარჩენად მთებში მიდიოდა და ძარცვავდნენ მათ ქონებას. სამეფოს საზღვრები ყოველგვარი თავდაცვის გარეშე დარჩა. აღა-მაჰმად-ხანი, შეიტყო რა ქართველებსა და იმერლებს შორის უთანხმოებისა და თავდაცვისთვის თავად ერეკლეს საშუალებათა უკმარისობის შესახებ, ისე, რომ არ გაჩერებულა, სწრაფად დაიძრა ტფილისისკენ ჯავად-ხან განჯელის მიერ ნაჩვენები გზით, რომელიც სპარსელთა საუკეთესო მეგზური გახლდათ (Рапортъ Гудовича Императрице 23-го сентября 1795 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

ცნობამ იმის შესახებ, რომ სპარსელები, გვერდი აუარეს რა შუშას, უკვე განჯის სახანოში შემოვიდნენ, საყოველთაო მღელვარება მოახდინა. ტფილისის სხვადასხვა-ხასიათიან მოსახლეობას ერთიანობა არ ჰქონდა (Разнохарактерное населенiе Тифлиса не имело единства). ერეკლე მოითხოვდა, რომ დედოფალი მთებში ყოფილიყო გაგზავნილი. მცხოვრებნი დაეთანხმენ, მაგრამ დედოფალს განზრახული ჰქონდა, რომ უზარმაზარი ამალით გამგზავრებულიყო. ამან საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც დამცველთა რიცხვს ამცირებდა. გაბრაზებულმა მეფემ გამოაცხადა, რომ ყველას შეუძლია გაემგზავროს, საითაც მოისურვებს, და ტფილისიც სწრაფად გაედინა (расползся) სხვადასხვა მხარეს: მოსახლეობის უმრავლესობამ ქალაქი დატოვა. სომხები, თათრები და თვით ქართველებიც კი ჩქარობდნენ მთებში ან არაგვის პირას მდებარე სოფლებში თავის შეფარებას. ტოვებდნენ რა სახლებს, მცხოვრებნი თავიანთ ძვირფას ნივთებს ქოთნებში მალავდნენ და მათ მიწაში მარხავდნენ. მცხეთისკენ მიმავალ გზაზე იმდენად უზარმაზარი ბრბო გარბოდა, რომ ქალები იძულებულნი იყვნენ თავიანთი შვილები ერთი-მეორეზე გადაებათ, რათა ისინი გაქცეულთა შორის არ დაკარგულიყვნენ. გადასახლებულთა უმრავლესობამ მთებში შეაფარა თავი ტფილისიდან არცთუ ძალიან შორს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოზდოკამდე მოვიდნენ და გეორგიევსკამდეც კი მოაღწიეს (Письмо Гудовича графу П. А. Зубову, 23-го сентября 1795 года). ერეკლემ დედოფალი მთიულეთში გაგზავნა; თითქმის ყველა ბატონიშვილი სხვადასხვა მხარეს წავიდ-წამოვიდა.

ტფილისში ძალზედ ცოტა მცხოვრები იყო დარჩენილი, როცა 9 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი ქალაქს მოუახლოვდა და მისგან შვიდ ვერსზე განლაგდა. მან თავის ბანაკს, ქართველთა მოსალოდნელი შემოტევისგან უზრუნველსაყოფად, გარშემო თხრილები შემოარტყა და მიწაყრილები ააგებინა («Кавказъ» 1850 г., № 87). სპარსეთის მბრძანებელი ფიქრობდა, რომ ქართველები ტფილისს მას იაფად არ დაუთმობდნენ და მის დასაცავად მთელ თავიან საშუალებებს გამოიყენებდნენ; მაგრამ ქალაქში თავდაცვაზე ცოტას თუ ზრუნავდნენ, ყველა იმედს, როგორც ერეკლე გუდოვიჩს წერდა, “მხოლოდ ერთადერთ რუსეთის ხელზე” ამყარებდა, და საომარ მოქმედებათა თეატრისგან თითოეული რაც შეიძლებოდა შორს წასვლას ცდილობდა.

მომდევნო დღეს, 1795 წლის 10 სექტემბერს, აღა-მაჰმად-ხანი ტფილისს მოუახლოვდა. მისი ჯარების ავანგარდი ერთი მუჭა ქართველების მიერ იქნა დამარცხებულ, რომლებმაც გადაწყვიტეს დაეცვათ თავიანთი სამშობლო და არ მიჰყვნენ თანამემამულეთა უმეტესი ნაწილის მაგალითს, რომლებიც ხსნას გაქცევაში ეძიებდნენ.

ტფილისიდან ყველა მხარეს გაფრინდნენ შიკრიკები ცნობით გამარჯვების შესახებ. ერთერთი მათგანი 11 სექტებერს სიღნაღში მოვიდა, სადაც გიორგი ბატონიშვილი ცხოვრობდა, რომელმაც მაშინვე გამარჯვება საზეიმოდ აღნიშნა. იგი ქალაქგარეთ მინდორზე გავიდა და სახალხო დღესასწაულს მისცა თავი, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ბატონიშვილი და ხალხი “იქ არსებული ოთხი ზარბაზნიდან ისროდნენ, ბევრ ახალ ღვინოს სვამდნენ, სასიხარულო სიტყვებს იძახდნენ და შაჰის დაღუპვას განსაზღვრავდნენ” (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 21).

განლაგდა რა შავ-ნაბადას მწვერვალზე (что означаетъ чёрная бурка), და განიცადა რა წარუმატებლობა, აღამაჰმად-ხანი მზად იყო უკან დაეხია, მაგრამ განჯის ხანი შაჰს ქართველების უძლურებასა და მათი ჯარის მცირერიცხოვნობაში არწმუნებდა. ეშინოდა რა ერეკლე მეფის სამხედრო ხერხიანობისა, აღა-მაჰმად-ხანი შეტევაზე გადმოსვლას მაინც ვერ ბედავდა, და მაშინ განჯის ხანმა ჭოგრიტში უჩვენა დიღმის ველი, რიმლითაც ტფილისის მცხოვრებნი ქალაქიდან დიდი უწესრიგობით მიდიოდნენ, ვინ ფეხით, ვინ ცხენზე ამხედრებული, ვინ კიდევ ურმებით («По пути на Ахталы». Газета «Кавказъ» 1876 г., № 123). მაშინ შაჰმა გადაწყვიტა ქალაქის იერიშზე დაძრულიყო. ერეკლე მის დასახვედრად თავისი ჯარებით გამოვიდა, რომელთა რიცხვიც 2.700 ადამიანს არ აღემატებოდა (Срав. «Отечественныя Записки» 1827 г., ч. 31, стр. 127: «Историческое известiе о походе россiйских войск въ 1796 г. въ Дагестан и Персiю подъ командою графа В. А. Зубова». ეს წერილი თუმცა კი ნასესხებია ერთერთი მონაწილის ჟურნალიდან, მაგრამ ბევრ რამეში სცოდავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ) აღა-მაჰმად-ხანის მიერ მოყვანილი 70.000 ადამიანის წინააღმდეგ. მეფემ ისინი სეიდაბადის ბაღებთან განალაგა და ოთხ რაზმად გაყო. მარჯვენა მხარეს, ტფილისის ზემო გზაზე, იქ, სადაც იგი სოლოლაკიდან და Табаклили-დან მომავალ გზებს კვეთს, დავით ბატონიშვილის რაზმი იდგა. გაივლის რა სეიდაბადს, ეს გზა ვიწროვდება къ Чорчкале და ქვემო გზას უერთდება. მთელი ეს ადგილმდებარეობა კლდოვანია, ხოლო გზები კი არასწორი და მოუხერხებელი იყო. ცენტრში თავად ერეკლე იდგა ვახტანგ ბატონიშვილთან და თავად ამილახვართან ერთად; მარცხენა ფლანგზე იდგა თავადი იოანე მუხრანბატონი თავისი რაზმით, ხოლო ავანგარდი კი მეფის შვილიშვილს, იოანე ბატონიშვილს ჰქონდა ჩაბარებული.

სპარსელთა ავანგარდი იმ დაბლობზე ჩამოვიდა, რომელიც ქართველთა მიერ დაკავებულ პოზიციას ებჯინებოდა, ხოლო დავით ბატონიშვილმა კი, ერეკლეს ბრძანებით, კრწანისი (Картсаниси) დაიკავა.

ისარგებლეს რა დილის ნისლით, ქართველები თავს დაესხნენ სპარსელებს და წინ გაირეკეს ისინი, მაგრამ როგორც კი ინათა, სპარსელებმა თავიანთ წინაშე მხოლოდ ერთი მუჭა მამაცნი იხილეს და სარგებლობდნენ რა თავიანთი მრავალრიცხოვნებით, შეტევაზე გადმოვიდნენ. დაყო რა თავისი ჯარები თოთხმეტ რაზმად და დაიკავა რა იერიშით სოღანლუღის, კასნაბადას (Каснабада), თელეთისა და კრწანისის სიმაღლეები, აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქზე იერიში გადაწყვიტა.

თავისი ჯარისკაცების მამაცობისკენ წახალისებისა და გამარჯვების მისაღწევად მათში განსაკუთრებული ძალისხმევის აგზნებისთვის სპარსეთის მბრძანებელმა მეტად უცნაურ ხერხს მიმართა. “მას ყოველთვის თავისთან დაჰყავდა 6.000-მდე თურქმენი, რომელთაც სპარსელები სძულდათ და უკანასკნელებშიც ზუსტად იმავე გრძნობას აღვივებდნენ. რელიგიით დაკავშირებული, მაგრამ ადათ-წესებითა და ჩვეულებებით გაყოფილი ეს ორი ხალხი აშკარად მტრობდა ერთმანეთს და სიძულვილით უყურებდა. აღა-მაჰმად-ხანმა ამ გარემოებით ისარგებლა, თურქმენები თავის გარშემო შემოიკრიბა, თავისი ჯარის ზურგში დააყენა და თითოეული სპარსელის მოკვლა უბრძანა, რომელსაც ბრძოლიდან გამოქცევის ხალისი მოუვიდოდა” («Кавказъ» 1850 г., № 89, стр. 355).

გარემოებებითა და თავიანთი წინამძღოლის გამომგონებლობით იძულებული სპარსელები შეუპოვრად უტევდნენ. ქართველთა ავანგარდმა, რომელიც დილის შვიდი საათიდან იბრძოდა და მოკლულებით ბევრი მებრძოლი დაკარგა, უკანდახევა დაიწყო, როდესაც მის გასაძლიერებლად გამოცხადდა ვახტანგ ბატონიშვილი, ერეკლეს მიერ რჩეული ჯარით გამოგზავნილი, რომელიც ქიზიყელების, არაგვის ნაპირებზე მცხოვრებთა, ფშავლებისა და ხევსურებისგან შედგებოდა. გაძლიერებული ავანგარდი გააფთრებით იბრძოდა და შეტევაზე გადავიდა მაშინ, როცა მეფის მიერ გამოგზავნილი ახალი დახმარება მიიღო, მასხარებისა და მუსიკოსების უფროსის, მაჩაბლის უფროსობით. აიღო რა თავისი ჩონგური და მხიარული სიმღერის რამდენიმე სტრიქონიც დაამღერა, მაჩაბელი იოანე და ვახტანგ ბატონიშვილების რაზმებს შეუერთდა და მათთან ერთად “სპარსულ დროშებამდე შეაღწია”, რომელთაგან ბევრი ქართველებს დარჩათ, წაართვეს რა ისინი აღა-მაჰმად-ხანის თვალწინ სპარსელებს.

– მე არ მახსოვს – წარმოთქვა მაშინ სპარსეთის მბრძანებელმა – რომ ოდესმე ჩემს მტრებს ასეთი ვაჟკაცობით ებრძოლათ.

რეზერვსა და არიერგარდში მყოფმა მაზანდერანის ქვეითმა ჯარმა შაჰის ბრძანება მიიღო, რომ შეტევაზე გადმოსულიყო. ერეკლემ თავისი უკანასკნელი და არცთუ მრავალრიცხოვანი რეზერვები დაძრა, და თუ არა ყველანი, მათი უმეტესი ნაწილი მაინც განუზომლად დიდი რიცხვის მოწინააღმდეგესთან ზედახორაში დაიღუპა (погибла въ свалке съ несоразмерным числом непрiятеля).

ბრძოლა დილიდან საღამომდე გრძელდებოდა. სპარსელები სამჯერ იქნენ ქართველთა მიერ უკუგდებულნი ქალაქის კედლებიდან; მაგრამ სპარსული ჯარების აღმატებულობამ ქართველთა უმნიშვნელო რიცხვი ჩაახშო, რომლებმაც ქალაქისკენ უკანდახევა დაიწყეს. ერეკლეს ბრძოლის ადგილის დატოვება მაინც არ სურდა.

– თითოეულმა შენმა ქვეშევრდომმა იცის, – ეუბნებოდნენ მეფეს მის გარშემო მყოფნი, – რომ შენ ზიზღით უცქერი სიკვდილს ხალხისა და სამშობლოს სარგებლობისთვის; მაგრამ თუ უკვე მკაცრმა ბედმა ზურგი გვაქცია, მაშინ არ გაზარდო შენი სიკვდილით მოწინააღმდეგეთა ზეიმი. შენ სამშობლოსთვის საჭირო ხარ.

მეფე არ ისმენდა შეგონებებს მაშინაც კი, როცა სპარსელები ვახტანგისა და იოანეს რაზმების ზურგში შემოვიდნენ, რათა გზებს დაუფლებოდნენ, და იმ პოზიციისკენ დაიძრნენ, რომელიც ერეკლეს ეკავა. მხურვალე შერკინება მოხდა. ერეკლე სპარსელებს ეძგერა და ალბათ დაიღუპებოდა კიდეც, “შვილიშვილს (რომ არ) გადაერჩინა თავისი სახელგანთქმული პაპა”.

იოანე ბატონიშვილი 300 ადამიანით შეიჭრა სპარსელთა ბრბოს სიღრმეში “და თავისი პაპა მათ თითქმის ხელიდან გამოგლიჯა”.

მიუხედავად ამისა ტფილისი აღებულ იქნა და საძარცვად მიეცა. ერეკლე, დატოვა რა ქალაქი, არაგვის ხეობაში მიეფარა. მასთან მხოლოდ 150 ქართველი იყო, უმეტეს წილად დაჭრილი.

“მეფე თვითონ კახეთშია, წერდა გუდოვიჩი (Въ письме графу П. А. Зубову отъ 23-го октября 1795 г. Московс. Арх. Глав. Штаба, дела графа Салтыкова), დედოფალთან და შვილებთან ერთად, მაგრამ ჯარი მას არ ახლავს; დიდ ბატონიშვილს გიორგის სამი ათასი ჰყავს; იგი აქვე კახეთში დგას, მაგრამ განკერძოებით. ქართველები ერთხმად დრტვინავენ, რომ ერთად შეკრებილი ქართული ჯარი საზღვრებზე მეფესთან არ ყოფილა და რომ ვითომ ეს მოხდა დედოფლის რჩევით, რომელიც იმედს თავის შვილიშვილზე – იმერეთის მეფეზე ამყარებდა; მაგრამ იმერლები, დაინახეს რა, რომ მხოლოდ მათ უხდებათ ბრძოლა, წავიდნენ”.

ტფილისიდან ერეკლეს წასვლასთან ერთად, ქალაქში საშინელი არეულობა მოხდა.

დარჩენილი მცხოვრებნი ხსნას ეძიებდნენ, ხოლო შემოჭრილი სპარსელები კი პატრონების მიერ მიტოვებულ სახლებს ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ. მხოლოდ ერთი დავით ბატონიშვილიღა იდგა მყარად თავის პოზიციაზე და რამდენჯერმე უკუაგდო თავდამსხმელი სპარსელები. “მაგრამ როდესაც მან იხილა, რომ მათი ბრბოები ქალაქს იკავებენ, როდესაც შეიტყო, რომ მეფემ თავისი დედაქალაქი დატოვა, მაშინ კი გადაწყვიტა ჩრდილოეთისკენ მთებში დაეხია. ვიწრო და ციცაბო ბილიკებით შეაღწია მან იქ, და სამი დღის შემდეგ არაგვზე მთიულეთში გამოცხადდა, იმ განზრახვით, რომ თავისი პაპა არ დაეტოვებინა, სანამ სპარსელები თავისთან არ წაეთრეოდნენ” (пока персiяне не уберутся восвояси).

დავით ბატონიშვილის წასვლასთან ერთად, ტფილისი მთლიანად სპარსელთა ხელში გადავიდა. “ეს ისე უცნაურად მოხდა, წერდა გუდოვიჩი (Графу П. А. Зубову, 28-го сентября 1795 года), რომ იმას ჰგავს, თითქოს არა თავად მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ, არამედ მასთან დაახლოებულმა პირებმა წინასწარგანზრახულად მისცეს იგი აღა-მაჰმად-ხანს”.

“აღა-მაჰმად-ხანი არ დაუფლებია ტფილისს, ნათქვამია ერთ კერძო თანამედროვე ჩანაწერში (Архивъ Главнаго Штаба), არამედ მას ტფილისი მისცა იქაურმა უთანხმოებებმა და ინტრიგებმა. ყველა იქიდან წამოსული ასე ამბობს, მეფეზე, და განსაკუთრებით კი დედოფალზე მოაქვთ მწარე საჩივრები. ამბობენ, რომ სულაც არ იცავდნენ, და არც დაცვის განზრახვა ჰქონდათ”.

ქართველებს რომ რამდენადმე მაინც სუროდათ თავიანთი დედაქალაქის დაცვა, მათ ადვილად შეეძლოთ ამის გაკეთება და თვით მოწინააღმდეგის მოგერიებაც. მეფისა და მთელი საქართველოსთვისაც დიდი ხანია ცნობილი იყო აღა-მაჰმად-ხანის მტრული განზრახვები, და ოთხ თვეზე მეტი დრო ჰქონდათ თავდაცვისთვის მოსამზადებლად. იერიშის დღეს ქალაქში ოცდათხუთმეტი ზარბაზანი იყო, მაშინ როდესაც აღა-მაჰმად-ხანის მთელ არმიაში მხოლოდ ორი ცუდი ქვემეხი თუ მოიძებნებოდა. რამდენად ხელუხლებელი იყო დაცვა, ჩანს იქიდან, რომ ტფილისის ციტადელი, “არანაირი მნიშვნელობის არმქონე და დარღვეული”, თავს იცავდა და მოწინააღმდეგის მიერ აღებული არ ყოფილა. ყველაფრიდან ჩანდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს ერეკლე მეფის ქვეშევრდომთა შორის თავისი ერთგულები ჰყავდა, მათთან მიმოწერა ჰქონდა და გაბედულადაც მოდიოდა, იცოდა რა წინასწარ, რომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა.

სპარსელები ექვსი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ ტფილისს; 10.000-ზე მეტი ადამიანი ტყვედ წაიყვანეს, 7.000-ზე მეტი ქართველი ქალი დააქვრივეს; 61.000 მოსახლეობიდან 35.000 ძლივსღა დარჩა. ქალაქი ნანგრევების გროვად იქნა გადაქცეული; ქრისტიანული ტაძრები დანგრეული, ავლაბრის გარეუბანი მთლიანად გადამწვარი, ხიდი მდინარე მტკვრზე დაწვარი და მთელს გარეუბანში ხანძარს მხოლოდ ერთი მელიქ თავად ბებუთოვის სახლი გადაურჩა* (*ჩაწერილია ჩემს მიერ თავად დ. ო. ბებუთოვის სიტყვებიდან).

აღა-მაჰმად-ხანი ტფილისში განჯელი ჯავად-ხანის თანხლებით შემოვიდა, რომელმაც მას ერეკლეს სასახლე უჩვენა. შაჰმა მთელი შიდა მოსასვენებლები დაათვალიერა, მთელი განძეულობა და სამკაულები მიითვისა, რომლებიც მას მოეწონა, ხოლო შემდეგ კი დანარჩენი სიმდიდრე დასატაცებლად თავის ჯარს მისცა, რომელსაც უწინარეს ყოვლისა ქრისტიანული ტაძრების გაძარცვა და დანგრევა უბრძანა.

შეიტყო რა ტფილისში სამეფო აბანოების არსებობის შესახებ, აღა-მაჰმად-ხანი მათ დასათვალიერებლად გაემართა. “მაგარი ქვისა და მარმარილოსგან აშენებული, ისინი მას თავიანთი მოწყობილობითა და სიმდიდრით მოეწონა. იგი მათში ხალისითა და სიამოვნებით ნეტარებდა, მინერალური წყლის თბილ ჭავლებში სნეულებათაგან განკურნებას ეძიებდა, ვერ ჰპოვა და აბანოების დანგრევა ბრძანა”.

აბანოებიდან იგი არსენალში გაემართა, იარაღი წაიღო, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ბრძანა დაენგრიათ და გაენადგურებინათ («Кавказъ» 1850 года, № 90, стр. 355).

ეშინოდა რა ღამით თავად ქალაქში დარჩენისა, აღა-მაჰმად-ხანი ბანაკად სოღანლუღში განლაგდა. ყოველი ახალი დღის გათენებისთანავე სპარსელთა ბრბოები, თავიანთ მბრძანებელთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში მოისწრაფვოდნენ, სადაც სრულ მძვინვარებას ეძლეოდნენ, ქალაქის თვით მუსლიმანურ მოსახლეობასაც კი არ ინდობდნენ. თათრები თავიანთ ერთმორწმუნეთა ხელით იხოცებდნენ. ბევრი მათგანი მეჩეთებში ჩაიკეტა და დანდობას ევედრებოდა; სპარსელები ჩაკეტილ კარებს ამტვრევდნენ.

– თავი დაგვანებეთ!.. ყვიროდნენ მოლები – ჩვენ ისეთივე მართლმორწმუნენი ვართ...

– გააღეთ!.. პასუხობდნენ მათ სპარსელები. ჩვენ მოვედით საქართველოს მეფის ქვეშევრდმთა ამოსაწყვეტად.

სპარსელენი მეჩეთში შეიჭრნენ. ერთმა ქალწულმა შეშინებულმა მამასთან მიირბინა; მოხუცმა გულში ჩაიკრა ქალიშვილი, მაგრამ სპარსელებმა მას ხელები მოკვეთეს; ქალიშვილმა თავის მხრივ ხელები მოჰხვია მამას, რომელსაც სპარსელებმა თავიც წააცალეს. ქალწულის სილამაზემ აიძულა სპარსელები რომ მისი სიცოცხლე დაენდოთ, მაგრამ, დარჩა რა ცოცხალი, იგი მაინც შეგინებას ვერ გადაურჩა (Закавказскiй Вестникъ 1859 г., № 15).

სპარსელები დედებს თოთო ბავშვებს ხელიდან სტაცებდნენ, ფეხებში წაავლებდნენ ხელებს და შუაზე ჩეხდნენ, რათა მოესინჯათ, კარგი იყო თუ არა მათი ხმლები; ისინი აბუჩად იგდებდნენ ქალებს, ისინი თავიანთ ბანაკში მიჰყავდათ, აიძულებდნენ რა, რომ ბავშვები გზაზე დაეგდოთ. გამოიტანეს რა მდინარე მტკვარზე აგებულ ხიდზე ღვთისმშობლის ხატი, სპარსელები ქართველებს აიძულებდნენ, რომ ეს ხატი შეურაცხეყოთ, და ვინც ამაზე არ თანხმდებოდა, იმას ხიდიდან მდინარე მტკვარში ისროდნენ, რომელიც გვამებს დაეგუბებინა. აბანოს კარის იქით გზა სამ წლამდე ასაკის ბავშვებით იყო მოფენილი, რომლებიც სპარსელთა მიერ გზაზე დაყრილნი, ტირილით თავიანთ დედებს უხმობდნენ (Кавказъ 1849 г., № 25). უბედურებას ზედ ერთვოდა ისიც, რომ მთებიდან ჩამოსული ლეკები და თითქოსდა დასახმარებლად მოსული იმერლები ქართველებს ძარცვავდნენ და მრავალნი ტყვედ მიჰყავდათ.

იმერელთა დახმარება იმდენადვე დამღუპველი იყო საქართველოსთვის, რამდენადაც მოწინააღმდეგის თავად შემოჭრაც. ცოტა იყო ის, რომ იმერლები მოწინააღმდეგეს გაექცნენ: ისინი, ამის გარდა, თავიანთი გაქცევის გზაზე ქართლს ძარცვავდნენ, არბევდნენ და ათასობით დაუცველი ოჯახი ტყვედ მიჰყავდათ.

ტფილისის აკვამლებულ ნანგრევებში ღამ-ღამობით, ჩრდილებივით, დაძრწოდნენ კახელები, რომლებიც ან თავიანთი ქონების მოძებნას ეშურებოდნენ, ანდა რაიმე საჭმლისა.

“შევედი რა ტფილისში თაფითაღის კარის გავლით – ამბობს თანამედროვე (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 39) – მე კიდევ უფრო მეტად შევძრწუნდი, ვნახე რა თვით ქალები და ჩვილი ბავშვებიც კი, მტრის მახვილით ორად გაკვეთილნი, რომ არაფერი ვთქვა უკვე უკვე მამაკაცებზე, რომლებიც ერთ კოშკში ვპოვე, თვალზომით, დაახლოებით ათასი გვამი. დავხეტიალობდი რა ქალაქში განჯის კარამდე, მე ვერც ერთ ცოცხალ ადამიანს ვერ შევხვდი, რამდენიმე გაწამებული მოხუცის გარდა, რომელთაც მტრები, დაკითხავდნენ, თუ სადა აქვთ დამალული სიმდიდრე ან ფული, და მათზე სხვადასხვანაირ ტირანობებს ჩადიოდნენ. ქალაქი თითქმის გადამწვარი იყო და კიდევ ბოლავდა, ჰაერი კი მოკლულთა ხრწნადი სხეულებისგან, თან ცხელი დროის გამოც, სრულებით აუტანელი და დამასნეულებელიც კი იყო”.

“საშინელი ჟამი იდგა, ამბობს თავის მატიანეში დეკანოზი ტერ-ოჰან ვოსკერჩიანცი («Кавказс. Старина», стр. 197), და ჩემს გონებას არ ძალუძს იმ საშინელი რისხვის დახატვა, რომელიც უფალმა მოუვლინა თავის პატარა სამწყსოს (ниспосланный Господомъ надъ своей маленькой паствой), ვინაიდან სანამ კეთილმაუწყებელი ხმა ისმოდა ქრისტიანული ეკლესიების ზარებიდან და ქრისტეს სამწყსოს ლოცვის ხმა ადიოდა ცაში კვამლის მსგავსად, იმავე დროს მოტირალი ქალაქის თავზე გავრცელდა ბაბილონის ღუმლის კვამლი, და ამიტომ დადუმდა ზარების ჟღერა და ამაღლდა ყვირილის ხმა; დამუნჯდნენ უფლის მადიდებელნი და გაისმა დედათა და ბავშვების მწუხარე ღაღადი..... ქალაქი თავიდან ბოლომდე წალეკეს ქრისტიანული სისხლის სწრაფი ნაკადით, ხოლო მცხოვრებთა რვადღიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს ქალაქს, დაწვეს და გაანადგურეს წმინდა ეკლესიების მორთულობანი და ქალაქის სამხიარულო სასახლენი და, დატოვეს რა ქალაქი როგორც აკვამლებული მუგუზალი, წავიდნენ.

წაიყვანეს რა ტყვედ საბურველში გახვეული მრავალი ქალი და საცოლე და თვალწარმტაცი ქალწული განაცალკევეს რა ცხოველთა ჯოგის მსგავსად ქალიშვილი დედისგან, ვაჟიშვილი მამისგან, მიჰყავდათ ისინი მტირალნი, ტან- და ფეხშიშველნი; საშუალო ასაკისა და სილამაზის არმქონე ასეთ ტყვეებს უახლოეს ქალაქებში ჰყიდდნენ სპარსელებზე, სომხებსა და თურქებზე, ხოლო ლამაზი ქალები კი სპარსეთში მიჰყავდათ, და იქიდან კი შიდა ხორასანზე უფრო შორსაც. მოკლულთა და ტყვეთა რიცხვი კი მხოლოდ იმან იცის, ვინც მათ სიცოცხლე მისცა”.

აღა-მაჰმად-ხანის ისტორიოგრაფი აღიარებს, რომ, ტფილისის ძარცვა-რბევის დროს მამაცმა სპარსულმა ჯარმა უჩვენა ურჯულო ქართველებს იმის ნიმუში ანუ მაგალითი, თუ რას უნდა მოელოდნენ ისინი სამსაჯავროს დღეს («Сынъ Отечества» 1835 г., т. 171, стр. 333).

მრავალი მცხოვრები გაიფანტა ყარსში, ახალციხესა და თურქულ სამფლობელოთა სხვა ადგილებში. ქალაქის ძარცვა-რბევა ისე დიდი იყო, რომ ერეკლეს პირველ ხანებში გაუჩნდა აზრი, რომ ტფილისი გაენადგურებინა, ხოლო მასში დარჩენილი მცხოვრებნი კი სხვა ადგილას გადაეყვანა, მაგრამ ქართველები ამაზე არ თანხმდებოდნენ (Прошенiе Тифлисскихъ жителей царю Ираклiю 16-го февраля 1796 года. См. газету «Кавказъ» 1849 г., № 24). თავად მეფეს მასში თავშესაფარი არ ჰქონდა; წაიღო რა თან წმინდანთა ნაწილები და ზოგიერთი ნივთი, იგი ქალაქიდან გაიქცა და თავი თავიდან მთიულეთის პროვინციაში (Письмо Ираклiя къ сыну его Мирiану, бывшему въ С.-Петербурге, отъ 15-го сентября 1795 г. Москов. Арх. Мин. Иностр. Делъ), ხოლო შემდეგ კი ანანურში შეაფარა. მდიდარი ნადავლი ერგო აღა-მაჰმად-ხანს.

“გარწმუნებთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ, – წერდა ერეკლე გუდოვიჩს (Письмо Ираклiя къ графу Гудовичу 14-го сентября 1795 года), – რომ როგორც ჩვენი წინაპრების მიერ შეძენილი ქონება, ისე თანაბრად ჩვენს მიერაც, ყოვლადმოწყალე ხელმწიფას მიერ ნაწყალობევი: გვირგვინი, სკიპტრა, პორფირა, დროშა, ზარბაზნები, ასევე ჩვენი შვილებისა და ერთგულ ქვეშევრდომთა, წმინდა ეკლესიებიდან ძვირფასი ხატები, ჯვრები, წმინდა შესამოსელთა საცავები და სხვა საეკლესიო სამკაულები, ერთი სიტყვით, ტფილისის მთელი სიმდიდრე მის ხელში ჩავარდა”.

საქართველო ერთსულოვნების არარსებობისგან იღუპებოდა, არა მხოლოდ ხალხს შორის, არამედ სამეფო ოჯახს შორისაც. ერეკლესთვის ხელის შეწყობისა და დახმარების ნაცვლად, ბატონიშვილები, მისი ვაჟები და შვილიშვილები აქეთ და იქით წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო მეფის უფროსი ძე და მისი მემკვიდრე გიორგი თუმცა კი კრებდა ჯარს, მაგრამ “მშობელთან შეერთების გარეშე კახეთში” იდგა (Письмо царя Ираклiя князю Чавчавадзе 9-го апреля 1796 года).

ჯერ კიდევ აღა-მაჰმად-ხანის მოახლოებამდე, ერეკლე დაბეჯითებით სთხოვდა გიორგისა* (*გიორგი მაშინ სიღნაღში ცხოვრობდა, მოურავის (მეფისნაცვლის /наместникъ/) სახლში, რომელიც მაშინ არ ყოფილა) და სხვა ბატონიშვილებს მისთვის ჯარების გამოგზავნით აჩქარებულიყვნენ. გიორგი მეფის თხოვნის შესრულებას ეშურებოდა. იგი სიღნაღში ჯარებს აყალიბებდა და მათ ქალაქიდან გზავნიდა; მაგრამ ქართველები, არ ზრუნავდნენ რა სამშობლოს დასაცავად, შემოვლითი გზებით უკანვე ბრუნდებოდნენ და სახლებში მიდიოდნენ, “რათა მინდვრებიდან პურის აღება, ღვინის დაყენება და ამით თავიანთი ოჯახებისთვის სარჩოს მოპოვება მოესწროთ” (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 13).

ტფილისის შემოგარენში დაიწყო გაჩანაგება. გზებზე დაიწყო ყაჩაღობა და ძარცვა. გაქცეული ქართველები ერთი-მეორის კვლას შეუდგნენ, რათა სხვისი ქონება მიეტაცებინათ.

ცნობამ ტფილისის დაცემის შესახებ მალე მიაღწია სიღნაღამდეც. იგი იქ 14 სექტემბერს მივიდა, დაახლოებით შუადღეზე. ქალაქის მცხოვრებლებმა ასევე დაიწყეს ქალაქის დატოვება და ხსნას გაქცევაში ეძიებდნენ; უნდა გაქცეულიყო გიორგიც, საქართველოს მომავალი მეფე.

მისი სკივრები (сундуки /яхтаны/) უკვე აკიდებული იყო ცხენებზე, როცა ხალხმა სიღნაღის დატოვებაზე ბატონიშვილის სურვილის შესახებ შეიტყო. შეიკრიბნენ რა უზარმაზარ ბრბოდ მისი სახლის გარშემო, ქართველები უყვიროდნენ გიორგის, რომ ისინი მას არ გამოუშვებენ. ისინი მას საყვედურობდნენ, რომ “მათი ხარების, ცხვრებისა და ღვინის კმაყოფად მიღება იცოდა, ხოლო როდესაც საფრთხე მოვიდა, მათი მიტოვება უნდა”.

– არა და არა – ისინი ყველანი ერთხმად იმეორებდნენ – ახლა ჩვენ შენ არ გამოგიშვებთ; მოკვდი ჩვენთან ერთად! როცა ჩვენი თავების ჭრას დაიწყებენ, დაე შენიც მოიჭრას.

გიორგი სთხოვდა სიღნაღელებს რომ გაეშვათ იგი ქალაქიდან, მაგრამ ხალხი არა თუ არ ისმენდა მის თხოვნებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, მის სახლს ყარაული დაუყენა. ბატონიშვილს ერთი საშუალებაღა რჩებოდა – მოესყიდა დარაჯნი, რაც მან კიდეც მოახერხა, თუმცა კი სამუდამოდ დაემშვიდობა მთელ თავის ქონებას, რომელიც თან ჰქონდა. იგი ერთი ხელი სამოსით თელავში გაიქცა.

მცხეთაც ასევე გადამწვარ იქნა სპარსელთა მიერ, რომელთაც მცხეთის სახელგანთქმული ტაძრის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ რაზმის უფროსის, ნახჭევნის ხანის მიერ იქნენ გაჩერებულნი.

– არა ჯერ არს სიწმინდისა და მეფეთა საძვალის შეურაცხყოფა, უთხრა მან თავის ჯარებს.

მონასტრის ქონება გაძარცვულ იქნა, და ყველგან მრავალი მოკლული ეყარა. მონაზვნები ყველანი გაიფანტნენ, დაუთმეს რა მონასტრის სიმდიდრენი საძარცვად.

წინამძღვარმა და მონაზვნებმა, თავიანთი გაქცევისას, მონასტრის განძეულობა საიდუმლო ადგილას დამალეს კედლის შიგნით, რომელში შესასვლელი ხვრელიც სულ მაღლა იყო გაკეთებული და ისეთივე ქვით იფარებოდა, როგორიც სხვები იყო. მაგრამ, დამალეს რა ისინი, სიჩქარის ან გულუბრყვილობის გამო, მონაზვნებმა სწორედ იმ ადგილთანვე დატოვეს კიბე, ამან კი საბაბი მისცა სპარსელებს იმის მისახვედრად, რომ აქ არის დამალული საგანძური, რომელიც მათ პირწმინდად დაიტაცეს კიდეც.

სპარსელთა რაზმებმა მუხრანსა და ჭალაში შეაღწიეს ისე, რომ იქ ერთი ადამიანიც კი არ შეხვედრიათ. სოფლები და დასახლებანი ცარიელი იყო. გორის მახლობლად რაზმი ციხესიმაგრის მხედველობის არეში გაჩერდა, და, იდგა რა რამდენიმე ხანს და არაფერი უღონია, უკან დაიხია. სპარსელები მთელ ზემო ქართლში დაძრწოდნენ (бродили), ცხინვალამდე მიაღწიეს და უკანვე დაბრუნდნენ, ვერ ჰპოვეს რა ვერსად ვერც ადამიანები, ვერც ჯოგები, და ვერც რაიმე მდიდარი ნადავლი იშოვნეს.

დარბეულ-გაძარცვული ხალხი, რომელსაც პური არ ჰქონდა, თხილ-კაკლითა და ბალახეულობით იკვებებოდა, როდესაც შეიტყო, რომ აღა-მაჰმად-ხანი საქართველოს ტოვებს და რომ მან უკვე განჯისკენ დაიხია.

დუშეთსა და ანანურს უკან ტყეებში დამალული ტფილისისა და სხვა ადგილების მაცხოვრებლებმა თავიანთ სოფლებში დაიწყეს გამოსვლა. ანანურში უზარმაზარი მომთაბარე დასახლება შეიკრიბა. მოსულნი, არ ჰქონდათ რა სადგომები, მთელ დღეებსა და ღამეებს ღია ცისქვეშ ატარებდნენ, უამინდობაში, ტანსაცმლისა და საზრდელის გარეშე. თითოეულ მათგანს ვიღაც ჰყავდა დაკარგული თავისი ოჯახიდან: მამამ დაკარგა ვაჟიშვილი, ვაჟიშვილმა არ იცოდა, თუ სად არის მისი მამა და რა დაემართა მას, დედებმა დაკარგეს ქალიშვილები, ცოლებმა ქმრები, და ყოველი მხრიდან კვნესა და ღაღადი აყრუებდა ანანურის ქუჩებს.

ანანურის ნახევრად დანგრეულ ძველ ქრთულ მონასტერში, ერთ ძველ სენაკში, რომელიც მონასტრის გალავნის კუთხეში იმყოფებოდა, შესაძლებელი იყო ერთი ადამიანის ნახვა, რომელიც კედლისკენ პირშექცეული იჯდა და ზემოდან ცხვრის უბრალო ტყაპუჭი ემოსა. ეს ადამიანი, ოდესღაც მთელი ამიერკავკასიის რისხვა, გახლდათ საქართველოს მეფე, ერეკლე II. მის მახლობლად კი მოხუცი სომეხი მსახური იდგა.

– ვინ ზის კუთხეში? კითხულობდნენ გამვლელნი.

– ის, ვისაც შენ ხედავ – ამოოხვრით პასუხობდა სომეხი – ოდესღაც დიდი დიდებით იყო მოსილი, და მის სახელს მთელს აზიაში პატივსა სცემდნენ. იგი თავისი ხალხის საუკეთესო მმართველი გახლდათ. როგორც მამა, იგი მისი კეთილდღეობისთვის ცდილობდა და ორმოცი წლის განმავლობაში, ამ დრომდე, თავისი სამეფოს მთლიანობის შენარჩუნება შეეძლო; მაგრამ სიბერემ, რომელმაც მას ძალები წაართვა, ყველაფერს საზღვარი და დასასრული დაუდო. რათა თავის ოჯახში უთანხმოება და ურთიერთმტრობა თავიდან აეცილებინა, რომლებიც მისი სიკვდიის შემდეგ შესაძლოა დაწყებულიყო, იგი თავისი ხალხისთვის უკანასკნელი სიკეთის გაკეთებას ფიქრობდა და უკეთესი მმართველობისთვის სამეფო ნაწილებად დაჰყო. უბედური მეფე ერეკლე თავის იმედებში შეცდა. თაჰმასპ-ყული-ხანის (ნადირ-შაჰის) საჭურისად ნამყოფი, იმ დროს, როცა ერეკლე სპარსეთის მხედართმთავრის წოდებას ატარებდა, ახლა მისი უძლური სიბერის დასამარცხებლად მოვიდა. საკუთარმა შვილებმა დახმარებასა და სამშობლოს გადარჩენაზე მას უარი უთხრეს, იმიტომ რომ ისინი ბევრნი იყვნენ, და თითოეული მათგანი ფიქრობდა, რომ თავისთვის კი არ ეცდება, არამედ სხვისთვის. საქართველოს მეფე იძულებული შეიქნა დასახმარებლად იმერეთის მეფისთვის მიემართა; მაგრამ თუ შენ ტფილისში იყავი, მაშინ, რა თქმა უნდა, ნახე მთელი სირცხვილი, როგორსაც წარმოადგენდა იქ მისი ჯარები. ერეკლე ერთი მუჭა ხალხით ებრძოდა ასი ათასს და იმის გამო დაკარგა ტახტი, რომ თავისი შვილების მიერ შეუბრალებლად იქნა მიტოვებული, და ვის სამსხვერპლოდ? – საჭურისისა, ადამიანისა, რომელიც ადრე მის წინაშე პირფერობდა!.. მისი მრავალწლოვანი დიდება გაფერმკრთალდა; დედაქალაქი ნანგრევებადაა ქცეული, ხოლო მისი ხალხის კეთილდღეობა კი მოისპო. აი ამ კედლის ძირში ხედავ შენ ყველა ადამიანისგან გარიდებულ საქართველოს დიდებულ მეფეს, დახმარების გარეშე და ცხვრის უბრალო ტყაპუჭით მოსილს!.. კარისკაცებმა და მასთან მყოფმა ყველა ახლობელმა და მისმა ბუნებრივმა ქვეშევრდომებმაც, რომელთაც იგი თავის წიაღში მოსვენებასა და საზრდელს მთელი სიუხვით აძლევდა, მიატოვეს იგი: არც ერთი მათგანი არ გამოჰყვა კვალში თავის მეუფეს, ჩემს გარდა, ყველაზე უკანასკნელი სომხისა.....

აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრისას, მთელი მომთაბარე ხალხები, რომლებიც ეგრეთ წოდებული “წითელი ხიდის” ზემოთ იმყოფებოდნენ, ყარსისა და ახალციხისკენ წავიდნენ, სადაც მცხოვრებლებმა ისინი გაძარცვეს. შემდგომში ისინი საქართველოში თითო-თითოდ ბრუნდებოდნენ (Письмо Ираклiя къ князю Чавчавадзе 8-го апреля 1796 г. Москов. Арх. Мин. Иностр. Делъ). ბევრი თავადი მათი ოჯახებით, ცოლები, შვილები და ქალები სპარსელებს დარჩათ ტყვეთა რიცხვში.

ერეკლე გუდოვიჩს დახმარების შესახებ ევედრებოდა; იგი იმედოვნებდა, რომ რუსეთი აღა-მაჰმად-ხანის საქციელს შურისძიების გარეშე არ დატოვებდა. საქართველოს მეფე არწმუნებდა მთავარსარდალს, რომ მას თუ რუსეთის იმედი არ ექნებოდა, “მაშინ, ამბობდა იგი, სხვა მოწვეული ჯარების მეშვეობით შევიარაღდებოდით მის (აღა-მაჰმად-ხანისა) წინააღმდეგ ან კიდევ სხვა ხერხით შევინარჩუნებდით ჩვენს სამეფოს; მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით დახმარებაში უზენაესი კარისგან და თქვენგანაც”. ერეკლე II გვთხოვდა საქართველოს “ამდენი ხალხი და ქალაქი” რუსეთისთვის სამუდამოდ არ დაგვეკარგა და სპრასელთა საქართველოდან განსადევნად მას ჯარებით დავხმარებოდით.

“..... მირიან და გარსევან (ჭავჭავაძე)! წერდა ერეკლე ს.-პეტერბურგში (Письмо Ираклiя къ сыну Мирiану, бывшему въ С.-Петербурге, отъ 15-го сентября 1796 г. Тамъ же). აი დროა, რათა ყველა შესაძლო შრომა იკისროთ თქვენი სამშობლოსთვის, ეკლესიისა და ქრისტიანი ხალხისთვის! ჩვენ უკვე აღარაფერი დაგვრჩა, ყველაფერი დავკარგეთ. თქვენ თავად იცით, ჩვენ ფიცით რომ არ ვყოფილიყავით დაკავშირებული უზენაეს კართან, არამედ აღა-მაჰმად-ხათან თანხმობაში ვყოფილიყავით, მაშინ ეს ყველაფერი თავზე არ გადაგვხვდებოდა.

უფლისთვის გამოიყენეთ ყველა შესაძლო მცდელობა, რათა ჯარების გამოთხოვა იჩქაროთ, სანამ დახმარების მოსვლამდე აღა-მაჰმად-ხანი არ გაძლიერდა, ყველაფრის დაუფლება და ჩვენთან მყოფი მომთაბარე ხალხების გაყვანა არ მოასწრო. ჯარი ღვთივბოძებულ სახელოვან გამარჯვებას მიიღებს, ამ ქვეყნებს კი სამუდამოდ თავისი დიდებით გაათავისუფლებს”.

მთიულეთიდან ერეკლემ ყველგან დააგზავნა ბრძანებები, რათა ომისთვის მომზადებულიყვნენ და დანიშნულ ადგილებში შეკრებილიყვნენ, ანანურიდან კი თავადი ქაიხოსრო ავალიშვილი წერილით აღა-მაჰმად-ხანთან გაგზავნა.

“თუ შენ საკუთარ თავს შაჰად მიიჩნევ, წერდა ერეკლე, და მთელი სპარსეთის მბრძანებლად, მაშინ რატომ გაძარცვე ჩემი დედაქალაქი, რატომ დაატყვევე ჩემი ქვეშევრდომები, რომელთაც შენს წინაშე არაფერი დაუშავებიათ? შეგეძლოს, რომ მეფურად მოიქცე. შენ ბრძოლის შემდეგ მშვიდობას უბოძებდი ტფილისის მცხოვრებთ და ამით მათ გულებს შენსკენ მიიზიდავდი. ახლა ჩემი წინადადება მოისმინე: თავისუფლება დაუბრუნე ტყვეებს, ხოლო შემდეგ კი ჩვენ ვიფიქრებთ კავშირის პირობებზე, დავდებთ მას, და მე მას დაურღვევლად აღვასრულებ, როგორც ამას ღირსება და სამართლიანობა მოითხოვს. თუკი შენ არ შეასრულებ ჩემს სურვილს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა სამშობლო გადავირჩინო, იმიტომ რომ ყველა ქართველის გული სავსეა აღშფოთებითა და შურისძიებით. ასევე გიცხადებ შენ, რომ ჩვენდამი ერთმორწმუნე რუსეთის იმპერატრიცა არ მოითმენს იმას, რასაც შენ გვიკეთებ” («Кавказъ» 1850 г., № 90).

ამაზე პასუხად აღა-მაჰმად-ხანი ერეკლესგან მოითხოვდა მის დასახმარებლად მოსულ ყარაბაღის მცხოვრებთა გაცემას (რომელთა მთებში გახიზვნაც, თუმცა კი, ერეკლეს უკვე მოესწრო); დიდ თეთრ ალმასს, რომელიც საქართველოს მეფეებს აზატ-ხანისგან დარჩათ, და საათს, რომელიც დივანში (საბჭოზე) ეკიდა* (*ეს საათი ერეკლესთვის თავად გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინის მიერ იყო საჩუქრად გამოგზავნილი), და ამანათების სახით რამდენიმე ადამიანს თავის ახლობელთაგან და ერეკლეს ერთ რომელიმე ძეს ან შვილიშვილს. აღა-მაჰმადი ამასთან ჰპირდებოდა, რომ თუკი ერეკლე ყველა მოთხოვნაზე დათანხმდებოდა, 30.000 ტყვე ქართველს გაათავისუფლებდა, ტფილისში ყველაფერს დამწვარსა და დარბეულს აღადგენდა და საქართველოს მეფესთან სამეგობრო კავშირსაც კი შეკრავდა (Письмо Ираклiя Гудовичу отъ 16-го сентября. Моск. Арх. Мин. Ин. Делъ).

თვლიდა რა თავის მდგომარეობას გამოუვალად, ერეკლე მზად იყო ამ მოთხოვნაზე დათანხმებოდა და სპარსელთა ბანაკში თავისი შვილიშვილის დავით ბატონიშვილის გაგზავნისთვისაც დაიწყო მზადება, რომელიც თავადვე აღზარდა, გააცნო იგი სპარსულ პოლიტიკას და უყვარდა მისი გონიერების, სიმამაცის, ენამჭევრობისა და ენერგიის გამო. შემთხვევითმა გარემოებებმა შეუშალეს ხელი მეფის გადაწყვეტილებას, რომ აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნებს დათანხმებოდა. როგორც კი განჯელმა ჯავად-ხანმა შეიტყო დასათმობად ერეკლეს მზადყოფნის შესახებ, მაშინვე გადაწყვიტა, სულ დასაწყისშივე ჩაეშალა ეს საქმე, რადაც არ უნდა დაჯდომოდა.....

– თუ კავშირი შედგება, ამბობდა ჯავად-ხანი, მაშინ მე, საქართველოს თავზე დატეხილი მთელი ეს ჭექა-ქუხილი ვინც შევთითხნე, ცუდად წამივა საქმე.....

იცოდა რა, რომ ერეკლე მას ანგარიშს გაუსწორებდა, როგორც კი გაძნელებული მდგომარეობიდან გამოვიდოდა, ჯავად-ხანმა ნამდვილად მოახერხა ერეკლე II-ის განზრახვათა სისუფთვეში სპარსეთის მბრძანებლის ნდობის შერყევა. განჯის ხანი ამბობდა, რომ საქართველოს მეფე არ ფიქრობს კავშირის შეკვრას; რომ იგი კახეთსა და მთიულეთში ჯარებს აგროვებს და რუსებსაც დახმარებისთვის თხოვნა გაუგზავნა. აღა-მაჰმად-ხანთან დაახლოებული პირებისადმი საჩუქრებით, ვითომდა მისდამი ერთგული ზოგიერთი ქართველისგან მიღებული ყალბი წერილებითა და სხვა გაიძვერობებით ჯავად-ხანმა თავის ხრიკებში იმდენი მოახერხა, რომ აღა-მაჰმად-ხანი ერეკლესთან რამდენიმე დესპანის გამოგზავნაზე დაითანხმა, იმ მიზნით, რათა მოლაპარაკებების საბაბით მათ საქართველოს ნამდვილი მდგომარეობა შეესწავლათ.

თავის მხრივ, ჯავად-ხანმა ახალ ეშმაკობას მიმართა. განჯის ხანი წერდა ერეკლეს, რომ იგი მისი უერთგულესი მონაა, რომ სპარსელები მოულოდნელად მოვიდნენ მის ქალაქში, რომელიც არაფრით არ იყო გამაგრებული, და ამიტომ მას თავის დაცვა არ შეეძლო, და აღა-მაჰმად-ხანს იგი ძალით რომ არ წამოეყვანა თავისთან, მაშინ ხანის მთელი ზრუნვა საქართველოს მეფისადმი ერთგულებაში თავის ქვეშევრდომთა გაძლიერებისკენ იქნებოდა მისწრაფებული. წერილის ბოლოში ჯავად-ხანი სთავაზობდა თავის შუამდგომლობას ერეკლესა და აღა-მაჰმად-ხანს შორის და სთხოვდა ზავის დადების მთელი საქმე მისთვის დაეკისრებინათ.

ერეკლემ, კარგად იცოდა რა განჯის ხანის ორპირობა და ის მონაწილეობა, რომელსაც იგი საქართველოში სპარსელთა შემოჭრისას ღებულობდა, არ მიიღო წერილი და მისი წარმოგზავნილებიც გააძევა. ჯავად-ხანსაც სწორედ ეს უნდოდა. გამოცხადდნენ რა სპარსელთა ბანაკში, მისი დესპანები, ხანის დარიგებით, ჰყვებოდნენ, რომ ერეკლემ უკვე შეკრიბა ჯარები და სულ მოკლე ხანში შემოუტევს სპარსელებს; რომ მათ თავად ნახეს ქართული ჯარის 5.000-მდე ადამიანი, და რომ ახალი ძალები მეფისკენ ყოველი მხრიდან იჩქარიან.

ამ ცნობის საბაბით, აღა-მაჰმად-ხანმა შეკრიბა საბჭო, რომელზედაც მასთან დაახლოებულნი, ეშინოდათ რა ნაძარცვის დაკარგვისა, უკეთესად თვლიდნენ რომ უკან დაეხიათ და ქართველთა თავდასხმას არ დალოდებოდნენ.

– ჩვენ ავიღეთ ტფილისი, ამბობდნენ ისინი, დავარბიეთ და გავძარცვეთ ყველაფერი, რაც უფრო ფასეული იყო. ახლა ტფილისი თითქმის აღარც არსებობს: მცხოვრებნი წავიდნენ; ქუჩები და ბაზრები გაუკაცურდა, სახლები ცარიელია და ქონებისგან გაწმენდილი. რაღა გვინდა მეტი? რატომ უნდა დაველოდოთ ქართველებს, ჩვენს დაუძინებელ მტრებს? ამასთან ჩვენ დიდხანს არ გვეყოფა პური და საბრძოლო მარაგები, საჭიროა სახლში წავიდეთ.

დატოვა რა სოღანლუღის ადგილები, აღა-მაჰმად-ხანმა ტფილისიდან უკან დაიხია, თუმცა კი ქალაქის შორიახლოს გაჩერდა და დაღესტნელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელთაც შეაგონებდა, რომ კახეთს დასხმოდნენ თავს და ამისთვის ბევრ ფულსაც ჰპირდებოდა.

ამასობაში, არ იცოდა რა საქართველოს დატოვებაზე სპარსელთა გადაწყვეტილების შესახებ, ერეკლემ, აღა-მაჰმად-ხანისგან მოთხოვნების მიღების შემდეგ, დახმარების შესახებ თხოვნით გუდოვიჩთან დესპანი გამოგზავნა. მეფე წერდა, რომ თუკი ახლო დროში არ აღმოუჩენდნენ მას ამ დახმარებას, მაშინ, არ გააჩნია რა ძალები სპარსელთათვის წინააღმდეგობის გასაწევად, იძულებული იქნება დაეთანხმოს აღა-მაჰმად-ხანის ყველა მოთხოვნას. ერეკლეს ასეთი გადაწყვეტილება არ ეთანხმებოდა ბევრის სურვილებს და, მათ რიცხვში, სომეხთა მთავარეპისკოპოსის იოსებისა. ჯერ კიდევ ოცნებობდა რა სომეხთა ერთ მთლიანობაში შეერთებაზე, იოსები საქართველოსა და ერეკლე მეფისთვის მხურვალე შუამდგომლად მოგვევლინა. მთავარეპისკოპოსი ამბობდა, რომ წინასწარ განჭვრიტა მთელი უბედურებანი, ამის შესახებ ბევრსაც მისწერა, მაგრამ მათ არ სურდათ ერწმუნათ “ქართული (სამეფო) სახლის გულწრფელობისა” (но они не хотели верить «искренности дома грузинскаго»).

“ღვთისმოსავო მეფევ, მწუხარე ხელმწიფევ! – წერდა ერეკლეს მთავარეპისკოპოსი იოსები (Въ письме отъ 27-го ноября 1795 года. «Кавказская Старина», стр. 29): – მე შევიტყვე თქვენს სამეფოზე დატეხილი საუბედურო შემთხვევის შესახებ, ჩემი სამშობლოს დარბევის, დაღუპვისა და დატყვევების შესახებ..... დაე გაიღვიძონ ჩვენმა წინაპრებმა და დაე შეთხზან ახლა სულისშემძვრელი გლოვა ბაგრატიდების სამეფოს დაცემაზე, რომელთა საგვარეულოზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ იგი გაუშვებს დიდ ტოტებსა და განშტოებებს, – მაგრამ ახლა უწინდელზე უარესი მდგომარეობა შეიქმნა. ახლა დაე თქვენთან ერთად სტიროდნენ დედამიწის ზურგზე გაფანტულნი სომეხნიც, ვინაიდან ისინი იმედებს მხოლოდ თქვენს ქვეყანასა და მეფობაზე ამყარებდნენ”.

იოსები დაჰპირდა მეცადინეობა არ დაეკლო საქართველოსთვის, არწმუნებდა მეფეს, რომ რუსეთი მას დახმარების გარეშე არ დატოვებს, და აცხადებდა, რომ მან ამის შესახებ უკვე მისწერა ვისაც ჯერ არს პეტერბურგში და მათ რიცხვში გრაფ პ. ა. ზუბოვსაც.

“დამნაშავეა გუდოვიჩი, უმატებდა იოსები სტეფანე დავიდოვისადმი გაგზავნილ წერილში (Отъ 15-го декабря 1795 года. Тамъ же, стр. 30). უბედურმა და ბედშავმა მეფემ ჯერ კიდევ მარტში (1795 წლისა) გამოუგზავნა მას და წერდა: დახმარებოდნენ ან უარი ეთქვათ (საქართველოს მფარველობაზე). თუმცა კი მე ბევრს ვეუბნებოდი მას, რომ ქვეყანა თქვენი (რუსული) დახმარების გარეშე დაიღუპებაო, მაგრამ მისმა მაგარმა თავმა არ მიიღო”.

არ ჰქონდა რა პირდაპირი ბრძანება, რომ შეტევითად ემოქმედა* (*იმპერატრიცის 4 სექტემბრის რესკრიპტი გუდოვიჩმა მხოლოდ 1 ოქტომბერს მიიღო), გუდოვიჩი ვერ ბედავდა, იმპერატრიცის ნებართვის გარეშე, ერეკლესთვის არსებითი დახმარების აღმოჩენას. ყოველივე ამასთან ერთად, იმ უკიდურესი მდგომარეობის ანგარიშგასაწევად, რომელშიც მაშინ ერეკლე იმყოფებოდა, გუდოვიჩმა ბრძანა რომ საქართველოსკენ მომავალი გზა დაეთვალიერებინათ, შეეკეთებინათ და ჯარების ნაწილი მოზდოკისკენ დაძრა, რათა ზოგიერთი მათგანი მდინარე თერგის მეორე ნაპირზე გადაეყვანა (Всеподд. рапортъ Гудовича Императрице 28-го сентября 1795 года). იგი იმედოვნებდა, რომ მხოლოდ ხმებიც კი საქართველოში შემოსვლაზე რუსების განზრახვის შესახებ აიძულებდა აღა-მაჰმად-ხანს, რომ თავისი სამფლობელოებისკენ უკან დაეხია.

თუმცა კი მთელ ამ ზომებს არ შეეძლოთ ერეკლეს დაკმაყოფილება, რომელიც ითხოვდა, რათა რუსული ჯარები მის დასახმარებლად მოსულიყვნენ არაუგვიანეს რვა დღისა – ვადისა, რომელშიც, თვით ყველაზე უფრო გაძლიერებული მარშებითაც კი, კავკასიის ხაზიდან ტფილისში გადმოსვლა შეუძლებელი იყო. მსგავსი მოძრაობისას, უკაცრიელ ადგილებში, ჯარებისთვის აუცილებელი იქნებოდა თან პროვიანტის ქონაც არა მხოლოდ მთელ გზაზე, არამედ, ადგილზე მოსვლის შემდეგაც მარაგის დატოვება, ვინაიდან საქართველოში მისი მიღების შესაძლებლობა არ იყო. ამასთან, მხოლოდ ქვეითი ჯარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დასახმარებლად გაგზავნილი, ხოლო კავალერიისა და არტილერიის მოძრაობა კი, მაშინდელი ცუდი გზებით, უკიდურესად გაძნელებული გახლდათ, და რაც უფრო მთავარია, მეტად ნელი.

გუდოვიჩი წერდა ერეკლეს, რათა მას მოლაპარაკებებით ეცადა დროის მოგება, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში კი თეთრი ალმასისა და საათის მიცემაზე დათანხმებოდა, თუკი მოახერხებდა მათ სანაცვლოდ ტფილისიდან უკანდახევაზე დაეყოლიებინა, რადგანაც ეს ნივთები დროთა განმავლობაში შესაძლებელია ისევ საქართველოს მეფისთვის დაებრუნებინათ.

ვაჟიშვილის ამანათად მიცემასთან მიმართებაში კი, მთავარსარდალი სთავაზობდა ერეკლეს ეპასუხა, რომ მას ამის აღსრულება არ შეუძლია, რადგანაც რუსეთის მფარველობის ქვეშ შედგება, და ამის თაობაზე რუს მთავარსარდალს დაუკავშირდება.

“ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, წერდა გუდოვიჩი (Графу П. А. Зубову отъ 8-го октября 1795 года), რომ, შეცვლილ, ასე ვთქვათ, მოულოდნელი გარემოებათა გამო, საქართველოში შინაგანი უთნხმოებისა და მასში არასაკმარის განკარგულებათა გამო, ყველა პუნქტში მისი (4 სექტემბრის რესკრიპტისა) ზუსტად აღსრულება მალე შეუძლებელია. როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ზარბაზნების გარეშე რვა დღეში დაეუფლა ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს და თავდაცვის გარეშე აიღო ტფილისი, განა შეეძლო აქ მოესწო რუსული ჯარებით გაძლიერებას, სიშორისა და უძნელესი გზის გამო თოვლიან მთათა ხეობების გამოვლით, და ვის გააძლიერებდნენ რუსული ჯარები, როცა ქართული ჯარებიც კი არ იყო შეკრებილი, ასე რომ ტფილისთან მეფეს სულ 200 ადამიანამდეღა რჩებოდა..... (?) ბევრი ქართველის მოწმობით მე უცნაური ცნობები მოვისმინე: პირველი ნამდვილად სამართლიანი, რომ, ბატონიშვილებზე უკმაყოფილების გამო თავადაზნაურთა დიდი ნაწილი არ მოვიდა მეფის ლაშქარში; შემდეგ, რომ იულონ ბატონიშვილი, მემკვიდრის შემდეგ უფროსი, დედოფლის საყვარელი ძე, რომელსაც ტფილისი ჰქონდა ჩაბარებული, იქაურობას თავის მშობელზე უფრო ადრე გაეცალა, და ბოლოს, რისიც არ მინდა რომ დავიჯერო, ვითომ დედოფალი, სურდა რა მემკვიდრედ იულონ ბატონიშვილი გაეხადა, გულგრილად უყურებდა იმას, რომ საქართველო აღა-მაჰმად-ხანის ხელში ვარდება, რათა ამის მეშვეობით მეფობისგან ჩამოეცილებინა მემკვიდრედ აღიარებული დიდი ბატონიშვილი გიორგი, (ერეკლეს ძე) პირველი ქორწინებიდან”.

(«Прискорбно мне чрезвычайно, писалъ Гудовичъ /Графу П. А. Зубову отъ 8-го октября 1795 года/, что, по переменившимся неожиданным, такъ сказать, обстоятельствамъ, отъ внутренняго несогласiя въ Грузiи и отъ распоряженiй въ ней недостаточных, во всехъ пунктахъ оный /рескриптъ отъ 4-го сентября/ въ точности теперь исполнить скоро невозможно. Когда Ага-Магометъ-ханъ без пушекъ въ восемь дней завладелъ знатною частью Карталиниiи и взялъ безъ обороны Тифлисъ, то могло ли тутъ поспеть отъ войск россiйскихъ подкрепленiе, по отдалённости и труднейшей дороге чрезъ ущелины снеговыхъ горъ, и кого же бы россiйскიя войска подкрепляли когда грузинскихъ въ собранiи не было, такъ что при царе у Тифлиса оставалось не более 200 человекъ... По свидетельству многихъ грузинъ, слышалъ я известiя странныя: первое действительно справедливое, что, по неудовольствiю на царевичей, большая часть дворянъ не поехпаи на ополченიе къ царю; потомъ, что царевичъ Юлонъ, старшiй по наследнике, любимый сынъ царицы, которому порученъ былъ Тифлисъ, уехалъ прежде своего родителя, и, наконецъ, чему я не даю веры, будто царица, желая сделать царевича Юлона наследникомъ, равнодушно глядела, что Грузiя попадается въ руки Ага-Магометъ-хана, чтобы черезъ то отдалить отъ царства признаннаго наследникомъ большаго царевича Георгiя, отъ перваго брака».)

საქართველოს მდგომარეობა მეტად კრიტიკული იყო. მეფე რუსული ჯარების დახმარებას საჭიროებდა არა მხოლოდ გარეშე მტრებისგან სამეფოს დასაცავად, არამედ ქვეყნის შიგნით სიმშვიდის დამყარებისთვისაც, ქვეშევრდომთა შორის, “რომლებიც მას ცუდად ემორჩილებიან”.

თუმცა კი ოქტომბრის შუახანებში აღა-მაჰმად-ხანმა განჯისკენ დაიხია, რომელიც ტფილისიდან 180 ვერსზე იმყოფება, მაგრამ, მაგრამ ქართველებს დედაქალაქში მისი უკან მობრუნებისა ეშინოდათ, რაც მით უფრო შესაძლებელი იყო, რომ ქვეყნის კლიმატურ თვისებებს არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ აღა-მაჰმად-ხანს მთელი თავისი ძალისხმევის გამოყენებაში საქართველოს საბოლოოდ დასამორჩილებლად.

ჰქონდა რა ბრძანება გამოეგზავნა საქართველოში ქვეითი ჯარის ორი ან ოთხი ბატალიონი, გუდოვიჩი ეკითხებოდა ერეკლე: სად იმყოფება აღა-მაჰმად-ხანი და ხომ არ შესულა იგი მასთან რაიმენაირი მოლაპარაკებებში? როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან სპარსული ჯარები და შეუძლია თუ არა მეფეს შეაკეთოს გზები და მოიტანოს სურსათი საქართველოში დანიშნული ჯარებისთვის? ერეკლე პასუხობდა, რომ აღა-მაჰმად-ხანი განჯაში იმყოფება; რომ მასთან არანაირი პირობები არ დაუდია; რომ თავად იგი დედოფალთან ერთად კახეთში იმყოფება; მაგრამ ჯარები მასთან არ არიან, არამედ რაოდენიმე ჯარია მის უფროს ვაჟთან გიორგისთან, რომელიც ასევე კახეთში იმყოფება, მაგრამ არა მასთან ერთად; რომ გზების შეკეთების სახსრები არ გააჩნია, მაგრამ სურსათის შოვნას 7.000 ან 8.000 ადამიანისთვის იმედოვნებს* (*სხვა წერილში იგი დაპირდა სურსათის მოტანას 10.000 ან 12.000 ადამიანისთვის), რომელთა გამოგზანაც ითხოვა რაც შეიძლებოდა სწრაფად, რადგანაც აღა-მაჰმად-ხანს განზრახული აქვს ზამთარში ისევ შემოიჭრას საქართველოში და მის დედაქალაქს თავზე ახალი ძარცვა-რბევა დაატეხოს.

ტფილისის დარბევამ აღა-მაჰმად-ხანის რუსეთისადმი აშკარა არაკეთილგანწყობა გამოავლინა, რომლის მფარველობისა და დაცვის ქვეშაც საქართველო იმყოფებოდა. მსგავსი საქციელის დაუსჯელად დატოვება ვერ იქნებოდა თანხმობაში რუსეთის ღირსებასთან და მეტად მავნე გავლენა შეიძლება ჰქონოდა ხანებსა და მათი მეზობელი ოლქების მფლობელებზე. უკანასკნელნი, ზრუნავდნენ რა თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, გულწრფელად არ იყვნენ ერთგულნი არც რუყსეთისადმი, არც სპარსეთისადმი, და ყოველთვის იმის მხარეზე იხრებოდნენ, ვინც უფრო ძლიერი იყო, ვისაც მათთვის უფრო მეტი ძარცვა-რბევის მიყენება შეეძლო. ამიტომ გუდოვიჩი აუცილებლად მიიჩნევდა, რომ იმ მხარის საქმეთა სარგებლისთვის, დაესაჯა აღა-აჰმად-ხანი რუსეთის წინააღმდეგ მისი ვერაგული და მზაკვრული მოქცევის გამო.

“თუკი კეთილინებებთ ბრძანოთ, წერდა იგი (Всеподданнейшее Донесенiе Гудовича, отъ 8-го октября 1795 года), რომ დამარცხებულ იქნას აღა-მაჰმად-ხანი და საიმედოდ და სარგებლით დამორჩილებულ უზენაესად ნავარაუდევი პროვინციები სპარსეთში, და განსაკუთრებით კი შუშის ხანი და ადერბაიჯანისა (სხვა ხანები), რომლებიც უფრო მოშორებულნი არიან, მაშინ აქაური მხარის მდგომარეობის ჩეთვის ნაცნობობის გამო, ჩემი ყოვლადუქვეშევრდომილესი მოსაზრება იმაში (მდგომარეობს), რათა გაზაფხულის სულ დასაწყისიდანვე გაიგზავნოს ჯარების არცთუ დიდი ნაწილი პირდაპირ მთების გავლით საქართველოში, თუკი არ გვექნება მოხერხებული შესაძლებლობა მისი ახლა იქ გაგზავნისთვის (ежели удобности не предстанетъ теперь оныя туда доставить), ხოლო ჯარების სხვა უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, არა უმცირესი, თუ არა თორმეტი სრული ბატალიონით, არტილერიის მნიშვნელოვანი ნაწილით, დრაგუნთა ოცდაათი ესკადრონით, კაზაკების ნაწილით – (კავკასიის) ხაზზე საჭირო ძალების დატოვებითაც – შევიდნენ მარტის თვეში სპარსეთში, კასპიის ზღვის ნაპირით და წავიდე მათთან ერთად ან მე, ან, როგორც კეთილინებებთ მიბრძანოთ, გილანში, ხოლო იქიდან კი უფრო შორსაც”.

ამ უკანასკნელი რაზმის მოძრაობა, მიიზიდავდა რა სპარსელთა მთავარ ძალებს, საშუალებას გვაძლევდა იმედი გვქონოდა, რომ საქართველოში გამოგზავნილი რუსული ჯარების უმნიშვნელო რაზმი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რათა მასში სათანადო წესრიგი და სიმშვიდე აღედგინა. ხოლო ჩვენს შეტევას კი მთავარი ძალებით სპარსეთის შიგნით შეეძლო რუსეთთან მოსაზღვრე ბევრი ხანი ჩვენს მხარეზე გადმოეხარა, ხოლო მივიდოდით რა გილანამდე, ჩვენ შეგვეძლო იქ რუსეთისადმი ერთგული მურთაზა-ყული-ხანი, თავისი ძმის აღა-მაჰმად-ხანის შეურიგებელი მტერი ხანის ღირსებაში აღგვედგინა.

ამასთანავე ექსპედიციის მიმართულება კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე, ჩვენი საზღვრების მაშინდელი მდგომარეობის დროს, ერთადერთი შესაძლებელი მიმართულება გახლდათ. აქ ექსპედიციისთვის შესაძლოა შემდგარი ყოფილიყო საკმარისად მნიშვნელოვანი რაზმი, რომლის წარმატებისთვის შეეძლო ხელი შეეწყო კასპიის ზღვის ფლოტილიასაც; აქ შესაძლებელი იყო, ისარგებლებდნენ რა საზღვაო შეტყობინების მომგებიანიობით, ზოგიერთ სანაპირო პუნქტში სურსათისა და საბრძოლო მასლების მნიშვნელოვანი მარაგებისთვის თავი მოეყარათ. ხოლო პირდაპირი გზით, მთების გავლით ყველანაირი მოძრაობა კი დიდ სიძნელეებთან იყო შეუღლებული. შეტყობინების გზების არარსებობა, აძნელებდა რა ჯარების მოძრაობას, სურსათისა და საბრძოლო მასალების მიტანას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. მხარის სახსრებით ჯარების გამოკვების შესაძლებლობაზე იმედის დამყარება კი უკიდურესი შეცდომა იქნებოდა: საქართველოს, როგორც ვნახავთ, მასში მყოფი ორი ბატალიონის გამოკვებაც კი არ შეეძლო.

კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებით ექსპედიციის გაგზავნის მხარეზე იდგა რუსეთში მცხოვრები ყველა სომხის ეპარქიული ეპისკოპოსი თავადი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვიც.

მთავარეპისკოპოსი იოსები ჩვენი მთავრობის ყურადღებითა და თავად პოტიომკინ-ტავრიდელის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. უკანასკნელი, იოსების შუამავლობით, სპარსეთსა და თურქეთში მცხოვრებ სომხებთან მუდმივ ურთიერთობებს ინარჩუნებდა. იოსებისთვის ცნობილი იყო რუსული მთავრობის შეხედულებანი და განზრახვები ამიერკავკასიის პროვინციებში მცხოვრებ ხალხებთან მიმართებით; მასვე დაევალა შემდგომში ის, რომ იმპერატრიცის მანიფესტი, მიმართული სპარსეთში მოსახლე ხალხებისადმი, სომხურ და სპარსულ ენებზე ეთარგმნა და ასტრახანში, თავის ტიპოგრაფიაში დაებეჭდა* (*იმ ხანებში პეტერბურგში არ იყო ისეთი ტიპოგრაფია, რომელშიც სომხური შრიფტი იქნებოდა, და ამიტომ მანიფესტის რუსული ტექსტი იოსებთან ასტრახანში იქნა გაგზავნილი, სადაც ითარგმნა და დაიბეჭდა კიდეც).

ნდობამ, რომელიც იოსებს გამოეცხადა, იგი იმდენად თავდაჯერებული გახადა, რომ იგი, როგორც ქვემოთ დავინახავთ, საკუთარ თავს უფლებამოსლად თვლიდა, რომ საქმეებში ჩარეულიყო და დაღესტნისა და მთელი ამიერკავკასიის მოსახლეობას შორის ზოგიერთი არეულობის მიზეზიც შეიქნა. როგორც კი შეიტყო იოსებმა სპარსეთში ნავარაუდევი ექსპედიციის შესახებ, მან მაშინვე გამოუგზავნა გრაფ პლატონ ზუბოვს მის მიერ შედგენილი ცნობები სომხეთისა და მისდამი კუთვნილი სპარსული პროვინციების შესახებ (Собранiе актовъ, относящихся къ обозренiю исторiи армянскаго народа. Москва. Изд. 1838 г. Т. III, 336) და საექსპედიციო რაზმის უფროსად სუვოროვის დანიშვნასაც სთხოვდა.

თუკი რუსული ჯარები, წერდა იოსები (Степану Давыдову, отъ 15-го декабря 1795 г. «Кавказская Старина», стр. 30), წამოვლენ “მხოლოდ ტფილისზე, მაშინ ვერაფერს ვერ მიეხმარებიან, მხოლოდ თუ ნანგრევებს ადვილად დაეუფლებიან, ვინიდან მოწინააღმდეგემ ერთადერთი იმათ გამო დაარბია (ტფილისი). ხოლო თუ დარუბანდზე, ბაქოსა და განჯაზე წამოვლენ, მაშინ პირველად ადვილად დაეუფლებიან შაქსა და შირვანს, ხოლო შემდეგ კი განჯასაც აიღებენ; იქიდან კი შეუძლიათ დაეხმარონ ერევნის სომხებსა და სხვებს, აგრეთვე სპარსეთში დატყვევებულთაც. ხოლო თუ შუშის ხანი ჯერ ისევ თავის ციხესიმაგრეში იმყოფება, იგი ჩვენებს შემოუერთდება დასასრულს დაუდებს საჭურისს (აღა-მაჰმად-ხანს). თუმცა კი ჩემს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე ჩემს მიერ შედგენილი პროექტი საქართველოსა და სომხეთის შესახებ პოპოვის მეშვეობით მე მივართვი გრაფს (პ. ა. ზუბოვს) ჩემს საკუთარ მსჯელობასთან და წერილთან ერთად, მაგრამ შესაძლოა ის დაკარგეს, და ამიტომ ხელახლა გიგზავნით; ვინაიდან მითითებებით სავსე ამ გეგმის ზევით არაგერი შეუძლიათ რომ იღონონ. მაგრამ თუ გამოგზავნიან გრაფ სუვოროვს, მაშინ მთელი საქმე ერთბაშად ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. ამ საქმეზე იგი 1780 წლის 1-ლ იანვარსაც იქნა დანიშნული; მაისში ჩამოვიდა და ტურჯინოვის სახლში ყველაფერი ჩაიწერა; მაშინ თავად მასაც სურდა იმ მხარეებში ყოფნა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩემგან სალამი გადაეცი მას კურთხევით და უთხარი: ო წმინდაო გიორგი, რომელიც სწრაფად მოფრინავ ტანჯულთა დასახმარებლად და ტყვეთა მხსნელო, იჩქარე საქართველოს ბედკრული სამეფოს დასახმარებლად და ჩემი სამშობლოსი, შენს მიერ შეყვარებულისა”.

ამდენად სწრაფ დახმარებაში საჭიროება არ ყოფილა. მიღებული ცნობების მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანმა დატოვა საქართველო და განჯისკენ დაიხია. გუდოვიჩი ვარაუდობდა, რომ, სურსათის უკმარისობის გამო, სპარსელები იძულებული იქნებიან კიდევ უფრო შორსაც დაიხიონ და, აქედან გამომდინარე, საქართველოში ხელმეორედ შემოჭრაზე უარი თქვან. ემყარებოდა რა ამ მოსაზრებებს, იგი წერდა ერეკლეს, რომ მეფის მიერ თხოვნილი 7.000 ან 8.000-იანი რუსული ჯარების გამოგზავნაში ახლა საჭიროება არ არის, მით უმეტეს, რომ ასეთი რიცხვის ჯარების სურსათით მომარაგების შესაძლებლობა არც გზაში და არც თავად საქართველოში არ არსებობს, რომელიც საფუძვლამდეა გაძარცვული, და ამიტომ თვლის კიდეც საკმარისად “მის სამეფოში მისი მაღალი პიროვნებისადმი სათანადო პატივისცემის შენარჩუნებისთვის”, ქვეითი ჯარის 2.000 ადამიანის გამოგზავნას ექვსი ქვემეხით. ამ ჯარების საქართველოში გამოგზავნა კიდევ იმიტომაც მიაჩნდათ აუცილებლად, რათა ჩვენდამი მეზობელი სპარსელი ხანებისა და სხვა მთიელი მფლობელებისთვის ეჩვენებინათ, “რომ აღა-მაჰმად-ხანის წარმატებები არაფერს არ ნიშნავს”, და რომ იგი რუსული ჯარების მოძრაობის შესახებ პირველივე ცნობის მიღების შემდეგ წავიდა.

“თქვენი მოხსენება, წერდა იმპერატრიცა გუდოვიჩს (Въ рескрипте отъ 16-го ноабря 1795 г.), აღა-მაჰმად-ხანის ჯარების ტფილისიდან განჯაში გასვლის შესახებ, მეფის ერეკლე თეიმურაზის ძისა და ავარიის ხანის თქვენდამი შემოხმიანების შესახებ, კავკასიის მთების გავლით ჯარების გადასვლისთვის თქვენდამი დაწყებული ღონისძიებების შესახებ, ნოემბრის პირველ რიცხვებში ქვეითი ჯარის ორი ბატალიონისა და ექვსი ქვემეხის კახეთში გაგზავნის შესახებ, ჩვენ ამა თვის 15-ე დღეს მივიღეთ, და ამიტომ სრულად ვიწონებთ რა თქვენს მიერ მოხდენილ განკარგულებებს, ასევე პასუხების გაცემას როგორც საქართველოს მეფისადმი, ისე ავარიის ხანისადმიც, კვლავ გაძლევთ ნებას, რომ ჯარები გარემოებების და მიხედვით თქვენი უკეთესი შეხედულებების შესაბამისად გამოიყენოთ, რამდენადაც მათი ხშირად ცვალებადობისას, აქედან თქვენი დაშორებულობის გამო, არა გვაქვს შესაძლებლობები, რათა თქვენ სათანადო დარიგებებით დროულად გამარაგებდეთ. მაგრამ ყოველივე ამასთან, თუკი ბრძანება თქვენამდე დანიშნული ბატალიონების კავკასიის მთების იქით გაგზავნამდე მოვა, და ამ ლაშქრობაში, განსაკუთრებით წლის გვიანდელი დროის მიზეზით, მათ დიდი სიძნელეები შესაძლოა შეხვდეთ, რომელთაგან ეს ჯარები შეიძლება ძლიერად დაიქანცონ, ასეთ შემთხვევაში, რადგანაც ტფილისის დარბევითა და აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმით საქართველოსთვის მიყენებული მოშლილობით, როგორც თავად თქვენ წინა მოხსენებებში ხედავდით საქმეთა მდგომარეობის სრულებით ცვლილებას მაგ ქვეყანაში, და ასკვნიდით, რომ ამის წინ თქვენთვის მოცემული ნებართვა საქართველოში ჯარების გაგზავნის თაობაზე უფრო მეტი სიფრთხილით უნდა იყოს აღსრულებულიო, ამიტომ ვთვლით რა, რომ ჯარების გაგზავნა საქართველოში უფრო სასარგებლო მომავალ გაზაფხულზე იქნება, და უფრო მეტად კი იმიტომ, რომ მათი გმირობები (გამარჯვებები, подвиги) შემსუბუქდება, როცა გაზაფხულის დადგომისას დარუბანდისკენ და კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებით ნავარაუდევი ლაშქრობითა და კასპიის ზღვის ფლოტილიის მათდამი დასახმარებლად მოქმედებით ძლიერი დივერსია იქნება მოხდენილი, გიბრძანებთ, გადადებთ რა ამ ლაშქრობას მომავალ გაზაფხულამდე, ეს ბატალიონები გამოზამთრებისთვის თქვენი განკარგულების და მიხედვით განალაგოთ, შეატყობინებთ რა მეფეს, რომ წლის გვიანი დრო და გზების გაუვალობა, რომელთა წინასწარ შეკეთებაზე მან უარი თქვა, არის ამის მიზეზი. თუკი მათ უკვე გაიარეს მთები, მაშინ მიმართეთ მთელი მზრუნველობა, რათა გაზაფხულამდე, ზამთრის გავლით, არანაირი უკმარისობა და დაქანცულობა მათ იქ არ განიცადონ. მოამარაგეთ ისინი საჭირო სურსათით, მშვიდი და უსაფრთხო, და აქედან გამომდინარე ერთობლივი ზამთრის ბინებით, რომლებიც, თქვენი მოხსენებით თუ ვიმსჯელებთ, მათ შეიძლება ჰქონდეთ კახეთში, რადგანაც მეფის ერეკლე თეიმურაზის ძის სამფლობელოების ამ ნაწილში აღა-მაჰმად-ხანის ჯარები არ შესულან, და ეს ოლქი, რჩებოდა რა ხელშეუხებლად, გაუძარცველი დარჩა. გრაფ სამოილოვს დავავალეთ ჩვენ, რათა თხუთმეტი ათასი მანეთი ოქროსა და ვერცხლის მონეტებით რაც შეიძლება მალე ჩამოიტანოს თქვენთან.

რაც შეეხება შემდგომ ვარაუდებს გაზაფხულის დადგომიდან ჯარების ლაშქრობასა და სპარსეთში მათ საქმიანობაზე, არ დავაყოვნებთ რათა მალევე მოგამარაგოთ საფუძვლიანი დარიგებებით, ვიმედოვნებთ რა მათ შორის მივიღოთ თქვენგან ყველაზე უფრო სარწმუნო ცნობები სხვადასხვა მფლობელთა პასუხებისა და განკარგულებათა შესახებ, და ამის თანაბრად თავად აღა-მაჰმად-ხანის შემდგომი მიზნების შესახებაც, ხოლო უფრო მეტად კი, თუ როგორი განზრახვებით გაბრუნდება იგი განჯიდან. ჩვენთვის ყველაზე უკეთესი იქნებოდა, თუ იგი ოტომანის პორტას საზღვრებისკენ მიმართავდა თავის მისწრაფებას; ამაში არც ხელის შეშლაა მისთვის საჭირო და არც მისი ყურადღების სხვაგან გადატანა. ხოლო თუ იგი ძარცვა-რბევისთვის ისევ ქართლის ან კახეთისკენ შემობრუნდება, მაშინ იქ მყოფმა ბატალიონებმა, დახმარებამდე და კასპიის ზღვის მხრიდან მოწინააღმდეგის ძლიერად უკუგდებამდე, ჩვენი იარაღის ღირსება და დიდება შეერთებულად უნდა შეინარჩუნონ (Если же обратится он вновь для грабежа въ Карталинiю или въ Кахетiю, то пребывающим тамъ баталiонамъ, до помощи и до сильнаго отворота отъ моря Каспiйскаго, соединённо удерживать честь и славу оружiя нашего); ხოლო თუ იგი შირვანში შემოვა და შამახიასა და ბაქოს დაიჭერს და ამით კასპიის ზღვასა და ჩვენს ფარგლებს მოუახლოვდება, მაშინ უკვე, მთელი საჭირო მომზადებისა და მთელი სათანადო ზომების მიღების შემდეგ, უნდა დაასწროთ როგორც შესაძლებელი იქნება მას დაღესტანში შესვლა და ჩვენი ჯარებისგან დარუბანდის დაკავებით უსაფრთხოებით შემოზღუდოთ და მფარველობის გარეშე არ დატოვოთ ჩვენი ქვეშევრდომი ტარკის შამხალი, ყარაყაიდაღის უცმი და თავად დარუბანდის ხანიც. შემდგომი ლაშქრობისას კი ეცადეთ, დამარცხებითა და დევნით უკუაგდებთ რა აღა-მაჰმად-ხანის ხროვას, ძირ-ფესვიანად ამოაგდოთ ეს მბრძანებელი, თუკი იგი გათავხედდება რომ ბოლომდე გაუწიოს წინააღმდეგობა ჩვენს სარგებელსა და ნებას (При дальнейшемъ же походе стараться, опрокинувъ скопище Аги-Магометъ-хана пораженiемъ и преследованiемъ, искоренить властителя сего, если дерзнетъ онъ до конца противиться пользамъ и воле нашей)”.

ეს რესპრიპტი გუდოვიჩის მიერ ნოემბრის ბოლოს იქნა მიღებული, როცა საქართველოში დანიშნული რაზმი უკვე კახეთისკენ მომავალ გზაზე იყო.

მალევე დაპირების შემდეგ რომ ერეკლეს დასახმარებლად 2.000 ადამიანი გამოეგზავნა, გუდოვიჩმა ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონი გზის შეკეთებისა და ქალაქ მოზდოკიდან 95 ვერსზე, საქართველოს გზაზე, პროვიანტისთვის სასაწყობო დეპოს მოსაწყობად გამოუშვა. გზის შეკეთების გარდა, ამ ბატალიონს მდინარე თერგზე 27 ხიდი უნდა აეგო. შემდეგ, დარიალის ხეობის იქით და თავად ტფილისამდეც, გზის შეკეთება და პროვიანტის დამზადება საქართველოს მეფის მზრუნველობას ეკისრებოდა, რომელსაც საამისოდ აუცილებელი ინსტრუმენტები და 100 ფუთი დენთი კიდეც გაეგზავნა.

2 ნოემბრისთვის გზა იმდენად იქნა შეკეთებული, რომ შესაძლებელი იყო მასზე საზიდრების ნაწილებად დაშლის გარეშე (безъ разборки повозокъ на части) (Рапортъ Гудовича Императрице 5-го декабря 1795 г. Московс. Арх. Минист. Иностр. Делъ) გავლა, ხოლო ნოემბრის ბოლოს კი ორი ბატალიონი, პოლკოვნიკ სიროხნევის უფროსობით, საქართველოსკენ გამოვიდა. სამწყობრო ჩინების 1.480 ადამიანის რიცხოვნების ეს რაზმი ქვეითი ჯარის ორი ბატალიონისგან (*კავკასიის გრენადერთა პოლკის ბატალიონი 750 ადამიანით და კავკასიის ეგერთა კორპუსის ბატალიონი 700 ადამიანით), ოცდაათი კაზაკისა და ექვსი საველე ზარბაზნისგან შედგებოდა.

სიროხნევს ნაბრძანები ჰქონდა არ შესულიყო ტფილისში სხვანაირად, თუ არა მაშინ, როცა მიიღებდა ერეკლესგან შეტყობინებას, რომ მასთან უკვე შეიკრიბნენ მისი შეიარაღებული ქვეშევრდომები, რადგანაც “ამის გარეშე ეს რაზმი გაძლიერება კი არ იქნებოდა, არამედ მხოლოდ რუსული ჯარების მოქმედება”. ტფილისში მოსვლის შემდეგ სიროხნევს ერეკლესგან მისი ქვეშევრდომების მიერ ქალაქის გაძლიერება უნდა მოეთხოვა, “რასაც დრო და გარემოებები ახლა ხელს უწყობს, მით უმეტეს, რომ აღა-მაჰმად-ხანმა განჯა დატოვა და მუღანის ველზე დაიხია, რომელიც მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს”.

(Сырохневу было приказано не входить въ Тифлисъ иначе, какъ тогда, когда получитъ отъ Ираклiя уведомленiе, что къ нему собрались его вооружённые подданные, иакъ какъ «безъ того не былъ бы сей отрядъ подкрепленiемъ, но единымъ действиемъ войскъ россiйскихъ». По приходе въ Тифлисъ, Сырохневъ долженъ былъ требовать отъ Ираклiя укрепленiя города его подданными, «на что время и обстоятельвтва ныне способствуютъ, темъ более, что Ага-Магометъ-ханъ оставилъ Ганжу и отступилъ на Муганскую степъ, на реке Куре лежащую».)

ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსულმა ჯარებმა უკვე მთები გადმოლახეს, აღა-მაჰმად-ხანამდეც მიაღწია. ჯავად-ხანის თხოვნის მიუხედავად, რომ იგი არ მიეტოვებინა, მან განჯა დატოვა და მუღანის ველზე დაიხია. საქართველოს მოსაზღვრე ხანებმა და კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე მდებარე მიწების მფლობელებმა უფრო თავისუფლად ამოისუნთქეს, მით უმეტეს, რომ მათმა უმეტესმა ნაწილმა გუდოვიჩის წერილები მიიღო, რომელიც მათ მალე დახმარებით აიმედებდა.

ტარკის შამხალმა, ყარაყაიდაღის უცმიმ, რომლის წარმოგზავნილმაც უკვე რუსეთის ქვეშევრდომობაზე დადო ფიცი, ჰამბუტაი ყაზიყუმუხელმა და დაღესტნის სხვა მფლობელებმა გადაწყვიტეს ერთხმად და საერთო ძალებით წინ აღდგომოდნენ აღა-მაჰმად-ხანს, ამასთან პირველი ორი მფლობელი, უკეთესი წარმატებისთვის, მათთვის დასახმარებლად რუსული ჯარების გამოგზავნას ითხოვდა.

დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანი, იცოდა რა, რომ აღა-მაჰმად-ხანმა მუღანის ველზე დაიხია და მის სამფლობელოებს მნიშვნელოვანი მანძილით დაშორდა, ასევე ამ მდგომარეობიდან შესაძლო სარგებლის გამოტანას ფიქრობდა. არ სურდა რა სულაც რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა, შეიხ-ალი-ხანი ყოველი შემთხვევისთვის აღა-მაჰმად-ხანისთვის საჩუქრებს ამზადებდა, და სწორედ იმავე დროს, არ თვლიდა რა მომგებიანად საკუთარ თავზე ჩვენი მთავრობის არაკეთილგანწყობის დატეხვას, გუდოვიჩს თავისი ერთგულების შესახებ უცხადებდა და აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ დახმარებას ფულის გამოგზავნით სთხოვდა, ამბობდა რა, რომ “ჯარები მას არ სჭირდება”.

ამასობაში, მუღანის ველზე გაჩერებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ხმები დაყარა, რომ კასპიის ზღვის პირას მდებარე პროვინციების დასამორჩილებლად მოდის, და რომ შამახიისკენ 20.000-იან ჯარს გზავნის ამ სახანოს დასაუფლებლად.

ამ ცნობებისა და მათ დასახმარებლად რუსული ჯარების გაგზავნაზე დაღესტნელ მფლობელთა თხოვნის მიღების შემდეგ, გუდოვიჩმა, ხელმძღვანელობდა რა იმპერატრიცის უკანასკნელი რესკრიპტით, მაშინვე შეკრიბა ყიზლართან რაზმი, გენერალ-მაიორ საველიევის უფროსობით, რომელიც ქვეითი ჯარის სამი ბატალიონის, ექვსი ქვემეხის, სალეგიონო კაზაკთა რაზმის ერთი რეგულარული ესკადრონის, 400 კაზაკისა და 500 ყალმუხისგან შედგებოდა. მთავარსარდალმა საველიევს უბრძანა რომ დაღესტანზე დაიძრას და ქალაქ ტარკის* (*საშამხლოს მთავარი ქალაქი) გავლით ბუინაკში მივიდეს, სადაც დაღესტნის ყველა მფლობელს თავისთან მოიწვევს და მათ სპარსელთა წინააღმდეგ საერთო თავდაცვისთვის ჯარების შეკრებას დაავალებს; გარდა ამისა უნდა ჩააგონოს ხანებს, რომ მათ სამფლობელოებში ჯარების შემოსვლა რუსეთის იმპერატრიცის მფარველობას ადასტურებს; რომ სპარსელთა ძალები უმნიშვნელოა რუსეთის ძალასა და ძალმოსილებასთან შედარებით, და რომ “აღა-მაჰმად-ხანის ამაყური ჩანაფიქრები და თავად ისიც მალე არარად გადაიქცევიან”.

დაითანხმებდა რა მფლობელებს საერთო თავდაცვაზე, საველიევი საჩქაროდ დარუბანდზე უნდა წასულიყო, ქალაქი დაეკავებინა და, შეიხ-ალი-ხანი, როგორც რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე სურვილის გამომთქმელი, თავისთან მოეთხოვა, აეძულებინა, “რათა იგი, მიატოვებდა რა თავის თავქარიან ქცევებს, რა თქმა უნდა, მოტყუების გარეშე, თავიანთი საკუთარი მიწების თავდაცვისთვის, დაღესტნელ მფლობელებთან საერთო კავშირში შესულიყო, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, რომელიც მათი ძარცვა-რბევისკენ ისწრაფვოდა”.

მდინარე თერგზე საველიევის გადასვლას კავკასიის ხაზზე დამდგარი უნახავი ყინვები აკავებდა, და მან მხოლოდ 19 დეკმბერს შეძლო გამოსვლა, ჰქონდა რა თან ორი თვის სურსათი. ტარკიში საველიევი სრული პატივით იქნა მიღებული, და შამხალის ვაჟმა, მეგთიმ, გამოთქვა სურვილი, რომ რუსულ რაზმს გაჰყოლოდა. ყარაყაიდაღის უცმი ამის თანაბრად გამოთქვამდა სურვილს, რომ რუსეთის ქვეშევრდომობაზე ფიცი მიეღო. ტაბასარანისა და აქუშის ყადიები და ჯანგუთაის სულთანი ასევე აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ საერთო ძალებით მოქმედებაზე დაეთანხმენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ წინაშე რუსულ ჯარებს ხედავდნენ. მიუხედავად ამისა, მათგან ერთ ნაწილში ჩვენდამი ერთგულებისა და მეორეში კი კეთილგნწყობის შენარჩუნებისთვის, გუდოვიჩმა უბრძანა საველევს, რომ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ სამოქმედოდ განკუთვნილი ჯარების შენახვაზე გასაწევი აუცილებელი ხარჯების საბაბით, ყარაყაიდაღის უცმისთვის 2.000 მანეთი, ხოლო ტაბასარანისა და აქუშის ყადიებისთვის კი 500-500 მანეთი მიეცა.

უკანასკნელმა, რჩებოდა რა ისევ მუღანის ველზე, შამახიის სახანოს დამორჩილებისთვის ოცათასიანი რაზმი გამოგზავნა. გადმოლახეს რა მდინარე მტკვარი, სპარსელებმა დაარბიეს და გაძარცვეს შამახია. ხანი მთებში გაიქცა, სპარსელები კი მის სამფლობელოებში ბატონკაცობდნენ. ისარგებლა რა ამ წარმატებით, აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ფირმანები გამოგზავნა დაღესტანში, დარუბანდისა და ბაქოს ხანებთან, და მათგან უპირობო მორჩილებასა და დამჯერობას მოითხოვდა. ერთი ასეთი ფირმანი ტარკის შამხალს ჩაუვარდა ხელში და ის მან საველიევს გამოუგზავნა.

“სპარსეთის მბრძანებლის უზენაესი ფირმანი იმაში მდგომარეობს, წერდა აღა-მაჰმადი, რათა თქვენთვის ცნობილი და დასანახი იყოს, რომ უკვე მხვდა მე პატივი, რათა სპარსეთში შაჰი ვიყო; ადერბაიჯანის ხანები და მფლობელები ყველანი მე დამემორჩილნენ, და მე ახლა ჯარით მოვედი ამ მხარეში იმისთვის, რათა მოწინააღმდეგენი დავსაჯო. რისთვისაც თქვენც შეგიძლიათ გამომიგზავნოთ თქვენი დესპანი თხოვნით და აგვიხსნათ ყველაფერი, რაც თქვენ გეხებათ, რასაც, რა თქმა უნდა, კეთილად მივიღებ. მხოლოდ თქვენი წარმოგზავნილი მომივლინეთ თქვენი საფუძვლიანი თხოვნით; ხოლო ამის აღსრულებისა და თქვენი სამსახურის და მიხედვით, თქვენც სამაგიერო ჯილდოს გარეშე არ დარჩებით”.

ამ ფირმანის მიღების შემდეგ დარუბანდის ხანმა აღა-მაჰმად-ხანს საჩუქრები გაუგზავნა, მაგრამ უკანასკნელი, არ კმაყოფილდებოდა რა ამით, მისთვის ფურაჟისა და 20.000 მანეთი ფულის გაგზავნას მოითხოვდა; ბაქოს ხანისგან სპარსეთის მბრძანებელი 10.000 მანეთ ხარკს მოითხოვდა, მაგრამ იგი არ პასუხობდა, ზუსტად ისევე, როგორც დაღესტნის მფლობელებმაც უარი თქვეს რომ საკუთარ თავზე მისი ძალაუფლება ეღიარებინათ.

ამრიგად, რუსეთისადმი აშკარა არაკეთილგანწყობას მხოლოდ ერთი შეიხ-ალი-ხანი გამოხატავდა. შეიტყო რა რუსული ჯარების დაღესტანში მოძრაობის შესახებ, იგი დარუბანდში ჩაიკეტა იმ განზრახვით, რომ საკუთარი თავი და თავისი დამოუკიდებლობა დაეცვა (съ намеренiемъ защищаться и отстоять свою независимость). საველიევის მოთხოვნაზე, რომ მას, როგორც რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის მსურველს, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ დაღესტნელ მფლობელებთან ერთობლივი მოქმედებებისთვის პირობების დასადებად რწმუნებული მოხელენი გამოეგზავნა, დარუბანდის ხანი უარით პასუხობდა. ამის გამო, გუდოვიჩმა აუცილებლად მიიჩნია გენერალ საველიევის რაზმის ორი ბატალიონით გაძლიერება* (*ამ ორი უკანასკნელი ბატალიონის მოსვლის შემდეგ საველიევის რაზმი შედგებოდა კავკასიის ეგერთა კორპუსის მესამე და მეოთხე ბატალიონებისგან, მოსკოვისა და კავკასიის მუშკეტერთა პოლკების ბატალიონებისგან, რომელთაგან თითოეული შედგებოდა მუშკეტერთა 4 და გრენადერთა 2 ასეულისგან. საველიევის კავალოერია შედგებოდა 100 მოზდოკელი, 100 გრებენელი და 200 თერგის კაზაკისგან, სალეგიონო რაზმის 116 კაზაკისა და 250 ყალმუხისგან) და დაავალა მას, მოაწყობდა რა ტარკიში საქმეებს, მაშინვე დარუბანდის მიმართულებით დაძრულიყო, იმ მიზნით, რომ მიუახლოვდებოდა რა შეიხ-ალი-ხანის სამფლობელოებს, იგი ჩვენი მოთხოვნების შესრულებაზე აეძულებინა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა