Tuesday, May 13, 2014

საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით

(ნაწილი I)

განსაკუთრებულ პირობებში საბრძოლო მოქმედებებს მიეკუთვნება საბრძოლო მოქმედებები ქალაქში, მთებში, ტყიან ადგილას, უდაბნოში, არქტიკულ პირობებში, ღამით და სხვა. ისინი წარმოებს ზოგადად მიღებული პრინციპების საფუძველზე, მხოლოდ თიუთოეული მათგანისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით გვექნება საუბარი. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებათა წარმოებას ჩვეულებრივ (საველე) პირობებში, ამის შესახებ ბლოგის მკითხველს შეუძლია იხილოს ძირითადად ჟურნალ «Зарубежное Военное Обозрение»-ს მასალების საფუძველზე ჩვენს მიერ მომზადებული წერილები: „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)“ (ბლოგზე გამოქვეყნდა 2012 წლის მაისში), „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა) კონცეფციის რეალიზაციის პირობები“ (2012 წლის მაისში) და „აშშ მძიმე ფორმირებების საბრძოლო გამოყენება“ (ნაწილი I და II, 2012 წლის ივლისში).

საბრძოლო მოქმედებები ქალაქში 

1970-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, პენტაგონი, აგრესიული მოქმედებების გასაჩაღებლად თავის მზადებებში ევროპას განიხილავდა როგორც ომის ერთერთ ძირითად თეატრს, რომელიც საომარ მოქმედებათა სამი თეატრისგან – ჩრდილო-, ცენტრალური და სამხრეთევროპული საომარ მოქმედებათა თეატრებისგან (ომთ) შედგებოდა. ევროპულ ომთ-ებზე ყოველწლიურად ამერიკული ჯარების ათეულობით სწავლება ტარდებოდა. მათი მსვლელობისას კი დასახლებულ პუნქტებში ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა. ამ თემის განხილვას აშშ არმიის წესდებებსა და დარიგებებშიც დიდი ადგილი ეთმობოდა.

1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის მმართველობაში მოვიდა პრეზიდენტ რ. რეიგანის ადმინისტრაცია, რომელმაც სსრკ-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დასავლური ბანაკის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა და უწინდელი “რეალისტური დაშინების (შეკავების)” სამხედრო სტრატეგიის ნაცვლად შეერთებულ შტატებში “პირდაპირი დაპირისპირების” სტრატეგიაზე გადასვლა გამოაცხადა. ამავე დროს აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენებაშიც უწინდელი “აქტიური თავდაცვის” ოპერატიულ-სტრატეგიული კონცეფციის ნაცვლად მიღებულ იქნა “საჰაერო-სახმელეთო ოპერაციის (ბრძოლის)” ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა ვარშავის პაქტის სახმელეთო ჯარებსა და ტაქტიკური ავიაციის აეროდრომებზე დროსა და სივრცეში შეთანხმებული ღრმა დარტყმების მიყენებას (შესაბამისი ლონცეფცია შემუშავებულ იქნა ნატო-ს ბლოკშიც მოწინააღმდეგის “ღრმა დაზიანების” კონცეფციის სახელწოდებით).

ამის შემდეგ საბჭოთა ავტორები უკვე ხაზს უსვამდნენ, რომ აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აიღო რა კურსი მილიტარისტული პოლიტიკის შემდგომ გასასტიკებაზე, გამალებული შეიარაღების ხელოვნურ გამძაფრებზე, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის ჩაშლაზე, ახორციელებდა ღონისძიებათა ფართო კომპლექსს, რომლებიც მიმართული იყო სახმელეთო ჯარების საბრძოლო ძლიერების ზრდაზე, მისი მოქმედებების ტაქტიკის სრულყოფაზე როგორც ჩვეულებრივ პირობებში, ისე განსაკუთრებულშიც, რომელსაც მიეკუთვნებოდა საბრძოლო მოქმედებები ქალაქში, მსხვილ დასახლებულ პუნქტში (მთებში, ტყიან ადგილას, ჯუნგლებში, არქტიკულ და უდაბნო ადგილებში, აგრეთვე ღამით და ცუდი ხილვადობის პირობებში საბრძოლო მოქმედებებთან ერთად).

აშშ-ის კვალდაკვალ, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ემზადებოდა რა ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა წინააღმდეგ აგრესიული ომისთვის, დიდ ყურადღებას უთმობდა ტაქტიკის საკითხებს. ამ მიზნით ტარდებოდა ბლოკის მონაწილე სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარების მრავალრიცხოვანი სწავლებები, რომლებზედაც ამუშავებდნენ საბრძოლო მოქმედებათა სხვადასხვანაირ ვარიანტებს.

ნატო-ს ბლოკის ფარგლებში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მიჰყვებოდა რა აშკარად აგრესიულ მიზნებს, განსაკუთრებით გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უთმობდა მნიშვნელოვან ყურადღებას ბუნდესვერის სახმელეთო ძალების საბრძოლო ძლიერების ამაღლებას. ამასთანავე, ჯარების თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვასთან ერთად, განსაკუთრებულ პირობებში (ღამით, მთებში, ქალაქში) შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკის სრულყოფის საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა. ითვლებოდა, რომ საბრძოლო მოქმედებები ქალაქში (მსხვილ დასახლებულ პუნქტებში) როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი ოპერაციების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა, რისი მიზეზიც გახლდათ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ტერიტორიის ძლიერი ურბანიზაცია.

1990-იანი წლების დასაწყისში რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებში, უკვე გაცილებით ნაკლები იყო აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის საწინააღმდეგო შეფასებები, თანაც რუს ავტორებს შემოჰქონდათ უკვე შესაბამისი დასავლური ტერმინოლოგიის ნიმუშები, რასაც მანამდე უფრო ერიდებიდნენ. სახელდობრ, მათი სიტყვით, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების სარდლობების, მეორე მსოფლიო ომის, ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილებიდან, აგრეთვე ევროპული ომთ-ების თავისებურებებიდან ამომდინარე, 1990-იანი წლების დასაწყისში ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების (urban battle) წარმოებისთვის ჯარების მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობოდა.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსახლეობის ზრდამ და მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარებამ ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში გამოიწვია არსებული ქალაქების, სამრეწველო ცენტრებისა და მსხვილი დასახლებული პუნქტების მნიშნელოვანი ზრდა და ახლების წარმოქმნა. მათთან ერთად იცვლებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურაც: შენდებოდა ახალი შენობა-ნაგებობები, აეროპორტები; გადიოდა გზატკეცილები, არხები, მილგაყვანილობები, რკინიგზები და სხვა.

ყოველივე ამას, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა საბრძოლო მოქმედებათა წარმოებაზე, უწინარეს ყოვლისა შეტევითისა, ომის ისეთ თეატრზე, როგორიც ევროპული ომის თეატრი გახლდათ, განსაკუთრებით კი მისი ცენტრა;ლირი ნაწილი – ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრი.

სახელდობრ, 70-იან წლების მონაცემებით, აღნიშნულ ომის თეატრზე მოსახლეობის დაახლოებით 70 % ცხოვრობდა ქალაქებში, რომლებიც ზრდას განაგრძობნენ და მთლიან რაიონებადაც კი ერთიანდებოდნენ. იმხანად დემოგრაფები წინდაწინ ვარაუდობდნენ, რომ 1980 წლისთვის რურის რაიონი რამდენიმე ქალაქისგან შემდგარ მთლიან დასახლებულ პუნქტად გადაიქცეოდა, ბონიდან ჰოლანდიის საზღვრამდე, 300 კმ-მდე განფენილობით. მსხვილ ურბანიზებულ ობიექტებს მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე ჰამბურგი, ჰანოვერი, კასელი.

დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ყოველ 200-300 კვ. კმ-ზე, 1970-იან წლებში, ერთი ან ორი ქალაქი მოდიოდა. ეს კი იმას ნაშნავდა, რომ ევროპულ ომთ-ებზე (განსაკუთრებით ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე) საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას შემტევი ჯარები იძულებული იქნებოდნენ ქალაქის დაუფლებისთვის ბრძოლები ყოველი 40-60 კმ-ის შემდეგ ეწარმოებინათ. მსხვილი დასახლებული პუნქტები, როგორც წესი, მნიშვნელოვან მიმართულებებზე იყო განლაგებული და ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ძირითად როლს თამაშობდა. რაც შეეხება მოსახლეობის კონცენტრაციას, საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ შემდეგი მონაცემები: 1970-იანი წლების მეორე ნახევარში 24 ასეთ რაიონში, რომლებიც გფრ-ის ტერიტორიის 7 %-ს შეადგენდა, ქვეყნის მოსახლეობის 55 % ცხოვრობდა და მუშაობდა.

დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებით, მაგალითად, საბრძოლო მოქმედებათა 40 % წარმოებული იყო დასახლებული პუნქტებისთვის. 1970-80-იან წლებში კი ურბანიზაციის დონე კიდევ უფრო მაღალი გახლდათ. სახელდობრ, იმხანად ჩატარებულ გამოკვლევათა მონაცემების თანახმად, დასავლეთ ევროპაში ქალაქების შემდგომი ზრდა მიმდინარეობდა, რომელთაგან ბევრი, ერწყმოდა რა გარეუბნებს, მრავალ ათეულ კილომეტრზე განეფინებოდა და შესაძლო იყო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოჰყოლოდა. გფრ-ში, მაგალითად, საშუალოდ ყოველ 12 კვ. კმ-ზე ერთი დასახლებული პუნქტი მოდიოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბრიგადის თავდაცვის რაიონში შესაძლოა ყოფილიყო დაახლოებით 25 დასახლებული პუნქტი, თითოეული 3000 ადამიანამდე მოსახლეობით, ხოლო მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში კი – 40-მდე (დივიზიის ზოლში მყოფი ქალაქებისა და მსხვილი დასახლებული პუნქტების გაუთვალისწინებლად, რომლებიც აქ ყოველი 10-15 კმ-ის შემდეგ გვხვდებოდა).

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ დასავლელი სპეციალისტების გამოკვლევების თანახმად, იმხანად ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა ტერიტორიის თითქმის 15 % ქალაქის (“ურბანიზებულ”) და 40 %-მდე “დახურულ” ადგილს წარმოადგენდა*, ხოლო XXI საუკუნის ზღურბლზე კი ეს თანაფარდობები შესაბამისად 30 და 75 %%-მდე უნდა გაზრდილიყო (*დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ ლიტერატურაში ქალაქის /“ურბანიზებულ”/ ტერიტორიად ესმოდათ არა მხოლოდ ტერიტორია სხვადასხვა დანიშნულების შენობებით ან ნაგებობებით, არამედ ნებისმიერი ადგილი, რომლის სახეც ხელოვნურად იყო შეცვლილი ადამიანის მიერ; ხოლო აშშ შტაბების უფროსთა კომიტეტის სამხედრო ტერმინოლოგიის ლექსიკონში “დახურული” ადგილი /closed area/ განმარტებული იყო შემდეგნაირად: ესაა არასაკმარისად დათვალიერებადი ადგილმდებარეობა, რომელზე გავლაც /ან რომლის გავლით წინსვლაც/ შეუღლებულია დაბრკოლებათა გადალახვასთან /это недостаточно просматриваемая местность, продвижение по /через/ которой сопряжено с преодолением препятствий/).

ამერიკელი ექსპერტი ჯ. მაჰენი, კერძოდ, აღნიშნავდა, რომ “უკვე დღესდღეობით ბრიგადის მოქმედების ზოლის ფარგლებში საშუალოდ 25 დასახლებული პუნქტი იმყოფება თითოეული 3 ათასამდე მცხოვრებით”. უფრო მეტიც, “ურბანიზაციის” ინტენსიურმა და შეუქცევადმა პროცესმა, დასავლეთგერმანელი სპეციალისტების მონაცემებით, 90-იანი წლების დასაწყისისთვის უკვე საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ცენტრალურ ევროპაში მიზნების დაახლოებით 55 %-ის დათვალიერება შეიძლებოდა 500 მ-ზე უფრო ნაკლები მანძილიდან, ხოლო 17 და 10 %%-ისა – შესაბამისად 1500 და 2000 მ მანძილიდან. დასავლელი სპეციალისტების აზრით, შესაძლო ომში ჯარების მიერ ჩატარებადი ოპერაციების ხასიათი ბევრად იქნებოდა განსაზღვრული განსაკუთრებით მსხვილი დასახლებული პუნქტების არსებობით. ისინი სისტემატიურად იზრდებოდა და შესაძლებელი იყო, რომ ჯარების წინსვლაზე არსებითი გავლენა ჰქონოდათ. გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებები მათში ბრძოლის (ოპერაციის) წარმოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და მის ორგანიზებაში ყველა რანგის მეთაურებს გარკვეულ სიძნელეებს უქმნიდა.

1970-იანი წლების შუახანებში საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ დასახლებულ პუნქტში ქვეითი ჯარი უტევდა შედარებით უფრო ვიწრო ფრონტზე, ვიდრე ჩვეულებრივ (საველე) პირობებში. ზოგიერთ მიმართულებაზე და ცალკეულ კვარტლებში კი საბრძოლო მოქმედებების წარმოება მოუხდებოდათ ერთიმანეთისგან იზოლირებულ ტაქტიკურ ჯგუფებს ან მცირე ქვედანაყოფებს.

მსხვილ დასახლებულ პუნქტში არტილერიის მასირებული გამოყენება გაძნელებული იქნებოდა მეთვალყურეობის (დაკვირვების, наблюдение), მიზნების არჩევისა და ცეცხლის კორექტირების სირთულეთა გამო. შეზღუდული იქნებოდა აგრეთვე საარტილერიო ქვედანაყოფების ცეცხლით მანევრიც.

ტანკებისთვის, რომლებსაც სწავლებების მსვლელობისას ძირითადად დეცენტალიზებულად იყენებდნენ, შესაძლო იყო დაესვათ ქვეითი ჯარისთვის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენისა და დაბრკოლებათა გადალახვის ამოცანები.

1980-იან წლებში, უკვე გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, შესაძლებელი ხდებოდა საკითხების უფრო ძირეულად და ფართოდ გაშუქება, და, შესაბამისად, დასავლურ ღია სამხედრო გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ მთლიანობაში განაშენიანებულ ადგილს შესაძლო იყო შეექმნა სირთულეები ბრძოლის ველზე ჯარების წინსვლაში, შეეზღუდა მანევრის შესაძლებლობები, გაეძნელებინა ქვეითი ჯარისა და ტანკების მსხვილი ძალების ერთდროულად გამოყენება, შეებოჭა დაზვერვის მოქმედებები, გაერთულებინა მართვა, შეეზღუდა ხედვა და დაშენა, შეემცირებინა რადიოსაშუალებებისა და მიზანჩვენების მოქმედებათა ეფექტურობა და სხვა. ამასთან ერთად ქალაქის ნაგებობები და კომუნიკაციები, განსაკუთრებით კი თავდაცვაში, შესაძლო იყო გადაექციათ საყრდენ პუნქტებად, წინააღმდეგობის კვანძებად, თავდაცვით რაიონებად და ა. შ.

ეს და სხვა თავისებურებები ედებოდა საფუძვლად ამერიკული ჯარებისთვის შემუშავებულ რიგ რეკომენდაციებს ქალაქში საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის, რომელთა დებულებებიც მოწმდებოდა ყოველდღიური საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მსვლელობისას, ასევე სწავლებებსა და მანევრებში.

როგორც უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, ქალაქში ბრძოლა – ეს გახლდათ საბრძოლო მოქმედებების (შეტევითის ან თავდაცვითის) წარმოება უშუალოდ განაშენიანებული ადგილის საზღვრებში.

ამერიკელების გარდა, ქალაქში საბრძოლო მოქმედების წარმოების საკითხების კვლევითა და გაშუქებით დაკავებული იყვნენ დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტებიც. მათი აზრითაც, ურბანიზაცია ზღუდავდა ჯარების მობილურობას, აძნელებდა მუქარის მიმართულებებზე ძალისხმევის თავმოყრის მიზნით მანევრის ჩატარებას, ბოჭავდა დაზვერვის მოქმედებებს, ართულებდა ბრძოლის მსვლელობისას ქვედანაყოფების მართვას, ამცირებდა რადიოსაშუალებებისა და მიზანჩვენების საშუალებათა მოქმედების ეფექტურობას, ზღუდავდა ცეცხლის დაშენას (обстрел), ხედვასა (обзор) და სხვა. ამასთან ერთად დანგრეული საქალაქო ნაგებობები და შენარჩუნებული შენობები ხელსაყრელ პირობებს ჰქმნიდა, განსაკუთრებით თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისას, პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის შესაფარებლად, საინჟინრო მიმართებით კარგად აღჭურვილი თავდაცვითი რაიონების საყრდენი პუნქტებისა და წინააღმდეგობის კვანძების შესაქმნელად.

აქედან ამომდინარე, ბუნდესვერის სარდლობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ასეთ სპეციფიურ პირობებში მოქმედებებისთვის ჯარების მომზადებას. ქალაქში ბრძოლის ორგანიზაციის ძირითადი დებულებები შესაბამის წესდებებში გახლდათ ასახული და ისინი დასავლეთგერმანული სამხედრო ბეჭდური გამოცემების ფურცლებზეც ფართოდ შუქდებოდა. ტაქტიკის კონკრეტული საკითხების დამუშავება ხორციელდებოდა სპეციალურ სასწავლო ცენტრში ვიმდფლენემში (Вимдфленнем) და სახმელეთო ძალების მრავალრიცხოვან სწავლებებში, რომლებიც ტარდებოდა როგორც საბრძოლო მომზადების ეროვნული გეგმებით, ისე ნატო-ს ბლოკის ფარგლებშიც. 

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ქალაქში საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფის საკითხებს, რომლის თაობაზეც საბჭოთა ავტორები უცხოურ ღია სამხედრო ბეჭდურ გამოცემებზე დაყრდნობით, 1980-იანი წლების შუახანებში აღნიშნავდნენ, რომ მთლიანობაში განაშენიანებული ადგილები არსებით გავლენას ახდენდნენ ჯარების მოქმედებათა ხასიათზე. მათ შესაძლო იყო შეექმნათ სიძნელეები ბრძოლის ველზე ძალებისა და საშუალებათა წინსვლაში, შეებოჭათ დაზვერვის მოქმედებები, გაერთულებინათ მართვა, შეეზრუდათ ხედვა (обзор) და დაშენა, შეემცირებინათ ჯარების მანევრის საინჟინრო უზრუნველყოფის ეფექტურობა და სხვა. 

ქალაქის თავდაცვის ორგანიზებისას დიდი შესაძლებლობები ჩნდებოდა თავშესაფრებისა (შესაფარებლების, укрытия) და საცეცხლე პოზიციების მომზადებისა და საინჟინრო აღჭურვისთვის, აგრეთვე ღობურების მოწყობისთვის, მსუბუქდებოდა შენიღბვისა და ჯარების დაცვისთვის აუცილებელ საინჟინრო ღონისძიებათა ჩატარება, მაღლდებოდა საინჟინრო ღობურების ეფექტურობა და ა. შ.

ისინი თავიანთ წერილებში, უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მასალებზე დაყრდნობით, უფრო დაწვრილებით განიხილავდნენ ნატო-ს ბლოკის მონაწილე ძირითადი ქვეყნების სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების ბრძოლის საინჟინრო უზრუნველყოფის ორგანიზაციის საკითხებს.

1990-იანი წლების დასაწყისში, ერთის მხრივ, წინა ათწლეულებში უკვე გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ხოლო მეორეს მხრივ კი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ცენტრალურ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მკვეთრად შემცირების შედეგად, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში აღინიშნებოდა, რომ ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე იმდროინდელმა შეხედულებებმა ამერიკული შეიარაღებული ძალების ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტებში ჰპოვა ასახვა, როგორებიცაა “How-to-Fight” სერიის საველე წესდებები, “თეთრი წიგნი ქალაქში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების საკითხებში” და სხვა. ამ საკითხებს შეუსუსტებელი ყურადღება ეთმობოდა ნატო-ს მრავალრიცხოვან სწავლებებშიც ამერიკული და ბლოკური კონცეფციების “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” და “მეორე ეშელონებთან (რეზერვებთან) ბრძოლა” სხვადასხვა ასპექტების დამუშავებისას. 

ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში FM 90-10 საველე წესდებაზე (დარიგებაზე) მითითებით ტერმინის ქვეშ “საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ტერიტორიაზე” (MOUT – military operations on urbanized terrain) ესმოდათ “ზოგადსაჯარისო ბრძოლა, რომელსაც გეგმავენ და აწარმოებენ რთულ ადგილმდებარეობაზე, გაჯერებულზე ხელოვნურად აგებული შენობა-ნაგებობებით, რომელთა არსებობაც არსებით გავლენას ახდენს მეთაურის მიერ მოცემულ პირობებში მისაღები გადაწყვეტილების არჩევაზე”* (*“თეთრ წიგნში ქალაქში საბრძოლო მოქმედებების საკითხებში” გამოიყენება ტერმინი “ბრძოლა განაშენიანებულ რაიონში” /combat in build-up area/, რომელიც გამოიყენება უფრო ვიწროდ – იმ საბრძოლო მოქმედებების აღსანიშნავად, რომლებიც წარმოებს როგორც შენობებს შორის, ისე მათ შიგნითაც. გვხვდება სხვა ტერმინებიც, რომლებიც აკონკრეტებენ საბრძოლო მოქმედებების სპეციფიკას: ბრძოლა ქალაქის ტიპის დაბაში, ბრძოლა სოფელში, ბრძოლა სოფელ ადგილას, ბრძოლა დასერილ ადგილას /ადგილმდებარეობაზე/ და ა. შ.). სამხედრო სპეციალისტები 1990-იანი წლების დასაწყისში გამოყოფდნენ რიგ თავისებურებებს, რომლებიც ქალაქში ბრძოლას განასხვავებდა სხვა პირობებში საბრძოლო მოქმედებებისგან. უწინარეს ყოვლისა აღინიშნებოდა, რომ დანგრეული საქალაქო ნაგებობები და შენარჩუნებული შენობები ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისთვის, პირადი შემადგენლობის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შეფარებისთვის, საყრდენი პუნქტების, თავდაცვის რაიონებისა და წინააღმდეგობის კვანძების საინჟინრო მიმართებით აღჭურვისთვის. ამასთან ერთად “ურბანიზაცია” ზღუდავდა ჯარების მობილურობას, ეწინააღმდეგებოდა “მძიმე” ტექნიკის წინსვლას, აძნელებდა მუქარის მიმართულებებზე ძალისხმევის თავმოყრის მიზნით მანევრის ჩატარებას, ბოჭავდა დაზვერვის მოქმედებებს, ასუსტებდა ჰაერიდან დარტყმების შედეგიანობას, ართულებდა ბრძოლის მსვლელობისას ქვედანაყოფების მართვას, ამცირებდა რადიოსაშუალებებისა და მიზანჩვენების საშუალებების მოქმედების ეფექტურობას, ზღუდავდა ხედვასა და დაშენას (სროლის სიშორე 500 მ-ს იშვიათად აღემატებოდა) და ა. შ.

ქალაქზე (მსხვილ დასახლებულ პუნქტზე) შეტევა

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ქალაქი (მსხვილი დასახლებული პუნქტი) შ ე ტ ე ვ ი ს მსვლელობისას შესაძლოა შემოვლილი ყოფილიყო ჯარების მიერ მისი იზოლაციის მიზნით, ან ქცეულიყო შეტევის მთავარ ობიექტად, რომლის დაპყრობითაც მიღწეულ იქნებოდა კონკრეტული საბრძოლო ამოცანის შესრულება. ხაზს უსვადნენ იმასაც, რომ დასავლეთ ევროპაში არსებულ საომარ მოქმედებათა თეატრებისთვის (ომთ) საბრძოლო მოქმედებათა ყველაზე უფრო ტიპიური სახეობა იქნებოდა შეტევა, ქალაქების ბლოკირების ან დაპყრობის ამოცანების გადაწყვეტით. ამ შემთხვევაში ქალაქზე შეტევა შესაძლო იყო ეწარმოებინათ სამი ხერხით: ფრონტალური დარტმით, მარშიდან შეტევითა და გასასვლელების გაწმენდით. პირველის მიზანი გახლდათ მთავარი დარტყმის მიყენება მოწინააღმდეგის თავდაცვის ყველზე უფრო მოწყვლად ადგილას ამავდროულად ფლანგების შებოჭვით იმ ჯარებით, რომლებიც დასახლებული პუნქტის გარეთ შეუტევდნენ. მეორე ხერხის დროს ჯარებს ეძლეოდათ რეკომენდაცია, რომ სწრაფად წაეწიათ წინ ძირითად მიმართულებაზე, დაეპყროთ ქალაქის ფარგლებში მყოფი საკვანძო ობიექტები და მათზე გამაგრებულიყვნენ. გასასვლელების გაწმენდის (рсчистка проходов) ხერხის გამოყენება მაშინ იყო მიზანშეწონილი, როცა ქალაქი კარგად იყო მომზადებული თავდაცვისთვის. ამ შემთხვევაში შემტევი ჯარები უნდა დაუფლებოდნენ ერთ-ორ ძირითად ობიექტს ქალაქის ფარგლებში იმ მიზნით, რათა მომდევნო ეშელონებს წარმოქმნილი (наметившиеся) “გასასვლელებისა” (შეტევის მიმართულებებისა) და დაპყრობილი ობიექტების მიჯნების გამოყენებით შეძლებოდათ მიღწეული წრმატების განვითარება და ქალაქის დაუფლებაზე დასმული ამოცანის შესრულება.

მთლიანობაში, როგორც ამერიკელი ექსპერტები თვლიდნენ, ქალაქზე შეტევის ორგანიზებისას ძირითადი უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგის თავდაცვაში სუსტი ადგილების მაქსიმალურად გამოყენების პრინციპი. რეკომენდირებული გახლდათ ძლიერი საყრდენი პუნქტების შეძლებისდაგვარად ღრმად შემოვლა და იზოლაციაში მოქცევა, იმ ობიექტების დაპყრობისა და შენარჩუნებისკენ მისწრაფება, რომლებიც შემტევ ჯარებს ქალაქში შემდგომი წინსვლისთვის უპირატესობას მისცემდა.

ზოგჯერ მიზანშეწონილად ითვლებოდა მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე შეტევის ჯართა ორი დაჯგუფებით წარმოება. ეს დამოკიდებული იყო ქალაქის თავისებურებებზე, თავდაცვისთვის მისი მომზადებულობის ხარისხსა და საბრძოლო ვითარების კონკრეტულ პირობებზე. ასეთ შემთხვევაში პირველი (შემომვლელი) დაჯგუფება განკუთვნილი იყო ქალაქის გარშემო საკვანძო პოზიციების დაპყრობისა და მისი იზოლირებისთვის (ალყაში მოქცევისთვის), რათა მოწინააღმდეგისთვის ქალაქის მოსახლეობისა და მისი ჯარებისთვის რეზერვების გამოგზავნისა და მატერიალურ საშუალებათა მოწოდების გზები მოეჭრა. მასში შეჰყავდათ ყველაზე უფრო მოძრავი ნაწილები და შენაერთები, რომელთა მოქმედებებისთვისაც შესაძლო იყო მხარი დაეჭირათ ტაქტიკური საჰაერო დესანტებით.

მეორე დაჯგუფების მიზანი გახლდათ (მიაყენებდა რა ფრონტალურ დარტყმას) – ქალაქის განაშენიანებული რაიონების დაპყრობა და მისი გარნიზონის განადგურება. იგი იქმნებოდა მოტოქვეითი ნაწილებისგან, რომელთა შემადგენლობაშიც რთავდნენ ტანკებს, არტილერიას, საინჟინრო და სხვა ქვედანაყოფებს.

მსხვილ დასახლებულ პუნქტზე შეტევა რეკომენდირებული იყო განეხორციელებინათ სამ ეტაპად. პირველი ეტაპის ამოცანა იქნებოდა პუნქტის იზოლაცია საკვანძო პოზიციებისა და გაბატონებული რაიონების დაუფლების გზით, რაც უზრუნველყოფდა მოწინააღმდეგის რეზერვებით მანევრის აღკვეთას, აგრეთვე შეტევისთვის საწყისი პოზიციების დაკავებას. მეორე ეტაპი მდგომარეობდა შემტევი ძალების ნაწილების დასახლებულ პუნქტთან გასვლაში და მის გარეუბანში ცალკეული შენობების ან მათი ჯგუფების დაპყრობაში მოწინააღმდეგისთვის ქალაქის მისადგომებზე მეთვალყურეობისა და პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის წარმოების შესაძლებლობის წართმევის მიზნით. მესამე ეტაპი ითვალისწინებდა ბრძოლას ქალაქის შიგნით: თითოეული სახლის, ქუჩისა და კვარტლის თანამიმდევრობით დაუფლებას.

აშშ სარდლობის შეხედულებებით, შეტევის ფრონტის სიგანე ქალაქში რამდენადმე ნაკლები იქნებოდა საველე პირობებში მომზადებულ თავდაცვაზე შეტევის ფრონტის სიგანესთან შედარებით. მაგალითად, ქალაქში დივიზიის (ბრიგადის) შეტევის ზოლი იფარგლებოდა ამ ქალაქის ზომებით, ბატალიონის (საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის /ბტჯ/) შეტევის ფრონტი – ორი-სამი კვარტლით, ხოლო მჭიდროდ განაშენიანებულ რაიონებში კი – ნაკლებითაც. შეტევის ფრონტის საზღვრები რეკომენდირებული იყო დაენიშნათ ქუჩების გაყოლებაზე.

შემტევი ჯარების საბრძოლო ამოცანის სიღრმე დამოკიდებული იქნებოდა მათი მოქმედებების ხასიათზე, ვითარების პირობებსა და დასახლებული პუნქტის სიდიდეზე. უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ მცირე ფართობის დასახლებულ პუნქტზე შეტევისას დივიზიის (ბრიგადის) უახლოესი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მას მთლიანად დაუფლებოდა და საპირისპირო გარეუბანში ან მის ფარგლებს გარეთაც გასულიყო. მსხვილ დასახლებულ პუნქტზე შეტევისას კი დივიზიის უახლოესი ამოცანის სიღრმე შესაძლო იყო სამი-ოთხი გარდიგარდმო მიმავალი ქუჩითა და მათი მიმდებარე ქალაქის კვარტლებით ან რაიონით შეეზღუდათ, ბრიგადისა – ერთი-ორი ქუჩით. ბატალიონის (ბტჯ-ის) უახლოესი ამოცანა იქნებოდა – შეტევის ობიექტის, მაგალითად, ერთი კვარტლის შემოვლა (охват), შემდგომი ამოცანა – სხვა კარტლების დაპყრობა (захват). მოტოქვეითი ასეული (საასეულო ტაქტიკური ჯგუფი) უახლოეს ამოცანას იღებდა კვარტლის დასაწყისში ობიექტის ან რამდენიმე შენობის დაპყრობაზე, ხოლო შემდგომ ამოცანას კი – მის მოპირდაპირე მხარეს უკანასკნელი შენობების დაპყრობაზე. ოცეული ღებულობდა მხოლოდ ერთ ობიექტს – ასეულის უახლოესი ამოცანის ნაწილს (ორ-სამ მცირე შენობას ან ერთ მსხვილ შენობას მთლიანად). 

ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო წყობა იგებოდა, როგორც წესი, ორ ეშელონად, ხოლო თუ ქალაქს მოწინააღმდეგე სუსტი ძალებით იცავდა – ერთ ეშელონად. მსხვილ დასახლებულ პუნქტზე შეტევის თავისებურებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ძალებისა და საშუალებების, აგრეთვე ჯართა გვარეობებისა და ავიაციის გამოყენებაზე.

ქალაქში ბრძოლის წარმოებისას წამყვანი როლი ენიჭებოდა მოტოქვეით ჯარებს, რომლებიც მოქმედებდნენ მცირე ჯგუფებით ან საასეულო ან კიდევ საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში, რომელთა საბრძოლო მოქმედებებისთვისაც შესაძლო იყო მხარი დაეჭირათ საველე არტილერიის, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების (ტსმრ გდ), საზურგჩანთე ან თვითმავალი ცეცხლსატყორცნების, საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების ქვედანაყოფებით. ჯარების წინსვლა დამოკიდებული იქნებოდა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ხარისხზე. შეუპოვარი წინააღმდეგობის შემთხვევაში შენობების დაპყრობის შემდეგ გულდასმით უნდა ეწარმოებინათ მათი გაწმენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი ეშელონის ქვედანაყოფები უნდა წასულიყვნენ წინ, მისწრაფებული იქნებოდნენ რა ქალაქის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტებისკენ, ხოლო მოწინააღმდეგისგან შენობების საბოლოო გაწმენდის ამოცანა კი რეზერვებს დაკისრებდათ. მოწინააღმდეგის განლაგებაში შეღწევისა და მის საყრდენ პუნქტებზე ზურგიდან შეტევისთვის რეკომენდირებული იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების, განსაკუთრებით კი მეტროს გამოყენება.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ სატანკო ჯარების მასირებული გამოყენება ქალაქის პირობებში გაძნელებული იქნებოდა. ამიტომ ტანკების გამოყენება რეკომენდირებული იყო მოწინააღმდეგის განადგურებისთვის ქალაქის მისადგომებზე ან მისი ბლოკირებისთვის ფლანგებიდან შემოვლის მიზნით. უშუალოდ თავად დასახლებულ პუნქტში ბრძოლის მსვლელობისას კი მიზანშეწონილი გახლდათ ტანკების მიცემა ქვეითი ჯარისთვის მისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ ქალაქზე შეტევის მსვლელობისას უნდა მოეხდინათ საველე არტილერიის მართვის დეცენტრალიზაცია, ხოლო თავად საშუალებები კი შემტევ ქვედანაყოფებს შორის გაენაწილებინათ. მაგალითად, მიზანშეწონილად ითვლებოდა თითოეული საასეულო ტაქტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ბატარეით, რომლის ქვემეხებიც დაანგრევდნენ გამაგრებულ შენობებს, ჩაახშობდნენ და გაანადგურებდნენ მათში ცოცხალ ძალასა და საცეცხლე საშუალებებს, ბარიკადებსა და ჩამონაქცევებში გააკეთებდნენ გასასვლელებს, აგრეთვე მოიგერიებდნენ მოწინააღმდეგის კონტრშემოტევებს. ზემდგომი უფროსების განკარგულებაში არსებულ საველე არტილერიას კი რეკომენდირებული იყო დაკისრებოდა შეტევის მსხვილი ობიექტების დანგრევის, მათი გარნიზონების, მოწინააღმდეგის არტილერიისა და ნაღმსატყორცნების ჩახშობის ამოცანები.

მესანგრეთა ქვედანაყოფები ჩვეულებრივ მოქმედებდნენ შემტევი ქვედანაყოფების პირველ ეშელონთან ერთობლივად და ისინი გამოიყენებოდნენ ღობურებში გასასვლელების გასაკეთებლად, ნაღმების დასაზვერად, ნაღმ-ხაფანგების ჩათვლით, მათი გაუვნებელყოფისთვის, ბარიკადების, ჩამონაქცევებისა და ნანგრევების გასაწმენდად, აგრეთვე ხანძრების ლიკვიდაციაში მონაწილეობის მისაღებად.

საზენიტო საშუალებების გამოყენება რეკომენდირებული გახლდათ შემტევი ჯარების საავიაციო დარტყმებისგან დასაფარვად და ალყაშემორტყმული ქალაქის ჰაერიდან ბლოკირებისთვის. მაგალითად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (ზრკ) “რედ აის” გათვლები მიზანშეწონილი იყო განელაგებიათ გაბატონებულ შენობათა სახურავებზე მოწინააღმდეგის ავიაციასთან, მათ შორის ვერტმფრენებთან ბრძოლის უფრო ეფექტურად წარმოებისთვის. დივიზიის “ჩაპარელ-ვულკანის” საშტატო დივიზიონი შესაძლო იყო გაეშალათ მოედნებზე და პარკებში მაღალი შენობებისგან მოშორებით. ბრძოლის მსვლელობისას კი ის თანამიმდევრობით გადაადგილდებოდა შემტევი ჯარების უკან.

ტაქტიკური ავიაცია გამოიყენებოდა ობიექტების დანგრევისთვის როგორც ქალაქის მისადგომებზე, ისე მის შიგნითაც. იერიშის დაწყებისთანავე იგი აყენებდა დარტყმებს ქალაქში მოწინააღმდეგის ჯარებსა და საცეცხლე საშუალებათა პოზიციებს, მის რეზერვებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, მართვის პუნქტებსა და სხვა. შემტევი ჯარების ინტერესებში შესაძლო იყო გამოეყენებინათ საარმიო ავიაციაც.

შემტევ ჯარებთან მდგრადი კავშირგაბმულობის უზრუნველყოფისთვის რეკომენდირებული იყო ულტრამოკლეტალღოვანი (უმტ) რადიოსადგურების გამოყენება, რომელთა განთავსებაც სასურველი გახლდათ გაბატონებულ შენობებსა და სხვა ობიექტებში.

მსხვილი დასახლებული პუნქტის დაუფლების შემდეგ აუცილებლად ითვლებოდა ჯარების ძირითადი მასის მაშინვე გამოყვანა მის ფარგლებს გარეთ.

სხვა წერილში უფრო დეტალურად იყო მოთხრობილი ბატალიონის საბრძოლო მოქმედებებზე ქალაქზე (მსხვილ დასახლებულ პუნქტზე) შეტევისას. სახელდობრ, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ დასახლებულ პუნქტში შ ე ტ ე ვ ი ს ა ს ქვეითი (მოტოქვეითი) ბატალიონი, როგორც წესი, იმოქმედებდა ბრიგადის შემადგენლობაში, იქნებოდა რა მის პირველ ან მეორე ეშელონში (რეზერვში), მთავარ ან დამხმარე მიმართულებაზე. ცალკეულ შემთხვევებში ბატალიონს შეეძლო დამოუკიდებლადაც შეესრულებინა საბრძოლო ამოცანა, დაექვემდებარებოდა რა უშუალოდ დივიზიის მეთაურს.

ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობას განსაზღვრავდა დივიზიის მეთაური, რომელიც შეტევის ორგანიზებისას აძლევდა მას ჯარების სხვადასხვა გვარეობათა ქვედანაყოფებს. ქვეითი (მოტოქვეითი) ბატალიონის საფუძველზე ჩვეულებრივ იქმნებოდა საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (ბტჯ), გაძლიერებული ბატალიონი ორი-სამი ქვეითი (მოტოქვეითი) ასეულის, საარტილერიო ბატარეის, სამამდე სატანკო ოცეულის, მესანგრეთა ოცეულის, აგრეთვე გაძლიერებისა და უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფების შემადგენლობით. ტაქტიკურ ჯგუფებს ასევე აყალიბებდნენ ასეულებისა და ოცეულების საფუძველზეც. ბატალიონს განესაზვრებოდა უახლოესი ობიექტი (უახლოესი ამოცანა) – ერთი უბნის ან მისი ნაწილის დაპყრობა და საბოლოო ობიექტი (შემდგომი ამოცანა) – შემდეგი ან რამდენიმე უბნის დაპყრობა.

დასახლებულ პუნქტში მოქმედებებისას ბატალიონის მეთაური საბრძოლო წყობას ყველაზე უფრო ხშირად აგებდა ორ ეშელონად: პირველში შედიოდა ორი გაძლიერებული ასეული, მეორეში კი ერთი (ნახატი 1). გარდა ამისა, შესაძლებელი იყო შეექმნათ რეზერვიც, როგორც ბატალიონში, ისე ასეულებშიც. ასეული ღებულობდა ამოცანას, რომ დაუფლებოდა უახლოეს ობიექტს (რამდენიმე შენობას უბანში) და საბოლოო ობიექტს (დანარჩენ შენობებს უბანში). ოცეულს უსვამდნენ რამდენიმე მცირე ან ერთი მსხვილი შენობის დაპყრობის ამოცანას, ხოლო მისი შესრულების შემდეგ კი მას შესატევად განესაზღვრებოდა მორიგი ობიექტი.



 ნახატი 1. მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო მოწყობა და ამოცანები დასახლებულ პუნქტში შეტევისას (ვარიანტი) 

დასახლებულ პუნქტში ბატალიონის შეტევის ფრონტის სიგანე დამოკიდებული იქნებოდა უწინარეს ყოვლისა ნაგებობათა ტიპებზე, უბნების ზომებზე, ქუჩების სიგანეზე, მოწინააღმდეგის თავდაცვის ხასიათსა და სხვა ფაქტორებზე. ითვლებოდა, რომ ჩვეულებრივ პირობებში შეტევასთან შედარებით იგი რამდენადმე ნაკლები უნდა ყოფილიყო.

ტანკების გამოყენებას ვარაუდობდნენ ძირითადად დეცენტრალიზებულად. ისინი განკუთვნილი იქნებოდნენ, როგორც წესი, შემტევი ქვეითი (მოტოქვეითი) ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

საველე არტილერიის ქვედანაყოფებს, სწავლებების მსვლელობისას, ძირითადად აძლევდნენ პირველი ეშელობის ასეულებს, ხოლო მათი დამკვირვებლები კი იყვნენ წინა ხაზზე საბრძოლო რიგებში. მიცემული მესანგრეთა ქვედანაყოფები ჩვეულებრივ წინ მიიწევდნენ ბატალიონის პირველ ეშელონთან ერთობლივად, უზრუნველყოფდნენ რა მის წინსვლას სხვადასხვანაირი ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების განადგურების ან გაუვნებელყოფის ან კიდევ დაბრკოლებებში გასასვლელების გაკეთების გზით.

შეტევის მსვლელობისას პირველი ეშელობის ასეულები ყველაზე ხშირად მოქმედებდნენ ერთმანეთთან ხედვითი კავშირის გარეშე, თითოეული თავის მიმართულებაზე. ასეულის ბრძოლა აიგებოდა ოცეულებისა და ათეულების ბრძოლებისგან, რომლებიც ობიექტებამდე ფარული მისვლის მიზნით, შესაძლოა წინ წასულიყვნენ გვერდითი ქუჩების, სკვერების, პარკების, გასასვლელი ეზოების, მიწისქვეშა კომუნიკაციების ან შენობათა სახურავების გავლით.

დასახლებულ პუნქტში შეტევისას ქვედანაყოფები მოქმედებდნენ მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის და მიხედვით. შეუპოვარი წინააღმდეგობისას ახდენდნენ მის თანამიმდევრულ განადგურებას შენობის ყველა სართულზე. თუკი მოწინააღმდეგე უმნიშვნელო წინააღმდეგობას უწევდა, მაშინ პირველი ეშელონის ქვედანაყოფები სწრაფად მიიწევდნენ წინ დასახლებული პუნქტის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტებისკენ. ზურგში დარჩენილ შენობებსა და სხვა ობიექტებს წმენდნენ ასეულებისა და ბატალიონების რეზერვები. მოწინააღმდეგეზე ზურგიდან შეტევისთვის რეკომენდირებული გახლდათ სხვადასხვანაირი მიწისქვეშა ობიექტების ფართო გამოყენება.

თუ მოწინააღმდეგე შეუპოვრად იცავდა მეწინავე პოზიციას, მაშინ შესაძლოა წარმოქმნილიყო ყველა სახეობის იარაღის ცეცხლის თავმოყრის აუცილებლობა, რათა შემტევ ქვედანაყოფებს მისცემოდათ ერთ ადგილას თავდაცვის გარღვევის შესაძლებლობა. დასახლებულ პუნქტში თავდაცვაში შეჭრისა (вклинение) და ბრძოლის დაწყების შემდეგ ხდებოდა არტილერიის მართვის დეცენტრალიზაცია. მას ანაწილებდნენ ქვედანაყოფებს შორის. როგორც წესი, ასეულს ეძლეოდა ბატარეა, რომელიც ქვემეხებად (поорудийно) უზრუნველყოფდა ცეცხლით ოცეულების მოქმედებებს. ცეცხლი ჩვეულებრივ წარმოებდა პირდაპირი დამიზნებით. არტილერია ანგრევდა გამაგრებულ ნაგებობებს, ახშობდა რა საცეცხლე საშუალებებსა და ანადგურებდა რა მათში ცოცხალ ძალას, ბარიკადებში აკეთებდა გასასვლელებს, შენობებში კი რღვეულებს (შენანგრევებს), მხარს უჭერდა ქვეითი ჯარისა და ტანკების შეტევას, მონაწილეობდა კონტრშემოტევების მოგერიებაში.

დასახლებული პუნქტის სიღრმეში ბრძოლის დროს პირველი ეშელონის ასეულები აგრძელებდნენ წარმატების განვითარებას და ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდნენ ობიექტებს. ამასთან რეკომენდირებული იყო საბრძოლო მოქმედებათა სხვადასხვანაირი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება, მათ შორის სხვადასხვაგვარი კომუნიკაციების გავლით მოწინააღმდეგის ზურგში ერთეული ჯარისკაცებისა და მცირე ჯგუფების გაჟონვის, იქ მათი თავმოყრისა და მნიშვნელოვან ობიექტებზე მოულოდნელი დარტყმების მიყენების.

მეორე ეშელონს (რეზერვს), თუკი მას აამოქმედებდნენ, ბატალიონის მეთაური იყენებდა დარტყმის გასაზრდელად წარმატების განვითარებისა და მოწინააღმდეგის კონტრშემოტევის მოგერიების მიზნით.

ქვედანაყოფებში რეკომენდირებული იყო რომ დაენიშნათ რაზმები (команды) ხანძრების ჩასაქრობად, აგრეთვე წყალსადენისა და გაზის მაგისტრალების დანგრეული ობიექტების გადასაკეტად, დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ვერტმფრენებით მოწინააღმდეგის ზურგში გადასასროლად.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ზოგჯერ დასახლებულ პუნქტში შეტევისას მიზანშეწონილი იქნებოდა მოიერიშე რაზმების შექმნა გამაგრებული ობიექტების დასაპყრობად. მოიერიშე რაზმის შემადგენლობის ყველაზე უფრო გავრცელებულ ვარიანტად ითვლებოდა გაძლიერებული ქვეითი (მოტოქვეითი) ოცეული. იგი იყოფოდა ორ ჯგუფად: მოიერიშედ და უზრუნველყოფისა. პირველში ჩვეულებრივ რთავდნენ ოცეულის ძირითად შემადგენლობას მეთაურით სათავეში, რომელსაც უსვამდნენ აქტიური და გაბედული მოქმედებებით დასახული ობიექტის დაპყრობის ამოცანას. უზრუნველყოფის ჯგუფში შედიოდა პირადი შემადგენლობის დანარჩენი ნაწილი მიცემული საცეცხლე საშუალებებით, საყრდენ პუნქტში მოწინააღმდეგის განადგურებისა და მოიერიშე ჯგუფის შეტევის დაფარვისთვის. 

დასახლებული პუნქტის (ქალაქის ნაწილის) დასაპყრობად დასმული ამოცანის შესრულების შემდეგ ბატალიონი ჩვეულებრივ მაგრდებოდა (закреплялся) მიღწეულ მიჯნაზე ან კიდევ შეუდგებოდა ახალი ამოცანის შესრულებას.

გარდა ამისა, 1980-იან წლების შუახანებში გამოქვეყნებული იყო წერილი ქალაქში საბრძოლო მოქმედებათა წარმოებაზე ბუნდესვერის სპეციალისტების შეხედულებებით. სახელდობრ, დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ შ ე ტ ე ვ ი ს მსვლელობისას შესაძლო იყო ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, როდესაც ქალაქისთვის (მსხვილი დასახლებული პუნქტისთვის) ამა თუ იმ მოსაზრებით ჯარებს შესაძლო იყო გვერდი აევლოთ მისი იზოლირების მიზნით, ან კიდევ შეტევის ობიექტად გადაექციათ, რომლის დაპყრობითაც საბრძოლო ამოცანის შესრულება იქნებოდა მიღწეული. ყოველივე ეს განაპირობებდა რიგ თავისებურებებს ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებაში ქალაქზე შეტევისას, რომელიც, როგორც წესი, რეკომენდირებული იყო სვლიდან (сходу) ეწარმოებინათ. ასეთ შემთხვევაში მეწინავე ნაწილებისთვის შესაძლებელი იყო დაესვათ სვლიდან ქალაქის დაუფლების ამოცანა, ანდა, თუ მოწინააღმდეგე წინააღმდეგობას გაუწევდა, მისთვის შემოვლის ამოცანა ქალაქის იზოლირებისა და რეზერვების მოსვლის არდაშვების მიზნით. ჯარები სწრაფად უნდა წასულიყვნენ წინ დასახული მიმართულებით, დაიპყრობდნენ და გაამაგრებდნენ რა ობიექტებს, რომლებიც ქალაქის შიგნით ან მის გარეუბანში იმყოფებოდა. ჯარების მოქმედებათა ინტერესებში ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებაზე ან მნიშვნელოვანი ობიექტების დასაპყრობად შესაძლო იყო ტაქტიკური საჰაერო დესანტების გადასხმაც.

ბუნდესვერის სარდლობა თვლიდა, რომ მსხვილ დასახლებულ პუნქტზე შეტევის ორგანიზებისა და მსვლელობისას მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული ქალაქზე მისადგომებთან თავდაცვაში არსებული შუალედები და სუსტი ადგილები, აგრეთვე საცეცხლე დაზიანების შედეგები. რეკომენდირებული გახლდათ ძლიერი საყრდენი პუნქტების ღრმა შემოვლა (обход), თუკი მათი ჩახშობა შეუძლებელი იქნებოდა, ქალაქის იმ რაიონების დაპყრობა და შენარჩუნება, რომლებიც შემტევებს ქალაქში შემდგმი წინსვლის მიზნით ძალისხმევის გაზრდის შესაძლებლობას მისცემდა. 

თუ ქალაქი სატრანსპორტო მაგისტრალის გაყოლებით მდებარეობდა და მისი შემოვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რეკომენდირებული გახლდათ ორი დაჯგუფების შექმნა. პირველი განკუთვნილი იყო ქალაქის გარშემო საკვანძო პოზიციების დაპყრობისა და მისი იზოლირებისთვის, რათა მოწინააღმდეგისთვის რეზერვების მოსვლის, ქალაქის დამცავი ჯარებისა და მოსახლეობისთვის მატერიალურ საშუალებათა მიწოდების გზები მოეჭრათ და თავდამცავი ჯარების უკანდახევაც აღეკვეთათ. მის შემადგენლობაში რთავდნენ ყველაზე უფრო მობილურ ნაწილებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ტაქტიკური საჰაერო (აერომობილური) დესანტებით.

მეორე დაჯგუფება გაანგარიშებული გახლდათ ქალაქის განაშენიანებული რაიონის დაპყრობისა და მისი გარნიზონის განადგურებისთვის. მის საფუძველს შეადგენდნენ მოტოქვეითი ნაწილები მათ შემადგენლობაში ტანკების, არტილერიისა და საინჟინრო ქვედანაყოფების ჩართვით.

ქალაქის (დასახლებული პუნქტის) დაპყრობისთვის განკუთვნილი დაჯგუფების შემადგენლობაში იქმნებოდა ასეულიდან ბატლიონამდე რიცხოვნების ე. წ. მოიერიშე რაზმები, რომლებსაც სატანკო, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფებით აძლიერებდენ. მათი აუცილებელი ელემენტი, დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, უნდა ყოფილიყო ძლიერი ზოგადსაჯარისო რეზერვი, რომელსაც ესმებოდა რომელიმე მოიერიშე რაზმის წინსვლის ტემპის შენელების შეთხვევაში შეტევის განვითარების ამოცანა.

ბუნდესვერის სარდლობის შეხედულებებით, ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მის ზომებზე, განაშენიანების ხასიათსა და მის სიმჭიდროვეზე იქნებოდა დამოკიდებული. აქედან ამომდინარე, ქალაქი შესაძლოა შესულიყო ბრიგადის ან დივიზიის შეტევის ზოლში და მისი დაუფლება შეიძლება ერთერთ მათგანს დაკისრებოდა. ხაზს უსვამდნენ, რომ დივიზიის (ბრიგადის) შეტევის ზოლის სიგანე მსხვილ დასახლებულ პუნქტში ჩვეულებრივ პირობებში შეტევასთან შედარებით რამდენადმე ნაკლები იქნებოდა, ხოლო საბრძოლო ამოცანის სიღრმე კი მოქმედებების ხასიათით, ვითარების პირობებითა და მოცემული დასახლებული პუნქტის მახასიათებლებით განისაზღვრებოდა.

უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ მცირე ზომის დასახლებულ პუნქტზე შეტევისას დივიზიის (ბრიგადის) უახლოესი ამოცანა შესაძლოა ყოფილიყო მისი მთლიანად დაუფლება და მის მოპირდაპირე გრეუბანში ან მის ფარგლებს გარეთ გასვლა, ხოლო მსხვილ დასახლებულ პუნქტზე შეტევისას კი – ერთი-ორი გადამკვეთი ქუჩისა და მათი მიმდებარე კვარტლების დაპყრობა (ბრიგადისთვის) ან სამი-ოთხი გადამკვეთი ქუჩის ან რაიონის დაპყრობა (დივიზიისთვის).

ბატალიონს მიეთითებოდა უახლოესი ამოცანა (ობიექტი), მაგალითად კვარტლის დაუფლება, და მომდევნო ამოცანა – შემდეგი კვარტლის ან რამდენიმე კვარტლის დაპყრობა. შეტევა ჩვეულებრივ წარმოებდა ერთი-ორი მაგისტრალური ქუჩის გაყოლებაზე მიმდებარე კვარტლების გავლით.

ასეულისთვის შესაძლო იყო უახლოეს ამოცანად დაესვათ ობიექტისა და რამდენიმე შენობის დაპყრობა, ხოლო მომდევნო ამოცანად კი – კვარტლის მოპირდაპირე მხარეზე უკანასკნელი ნაგებობების დაპყრობა. ოცეული ღებულობდა მხოლოდ ერთ ობიექტს – ასეულის უახლოესი ობიექტის ნაწილს (ორი-სამი მცირე შენობა ან მსხვილი შენობა მთლანად). ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო რიგები, როგოც წესი, აიგებოდა ორ ეშელონად, ხოლო თუ თავდამცავთა ძალები შემტევთათვის დიდ მუქარას არ წარმოადგენდნენ – ერთ ეშელონად.

დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტები 1980-იანი წლების შუახანებში ხაზს უსვამდნენ იმას, რომ დასახლებულ პუნქტში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების სპეციფიური პირობები გარკვეულ გავლენას ახდენდა ძალებისა და საშუალებათა, აგრეთვე ჯართა გვარეობებისა და ავიაციის გამოყენებაზე. ითვლებოდა, რომ ქალაქში ტანკები, როგორც წესი, იმოქმედებდნენ მოტოქვეითო ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში, რადგანაც მათი მასირებული გამოყენება გაძნელებული ან სულაც გამორიცხული იქნებოდა. სატანკო ქვედანაყოფებისა და ნაწილების სრული შემადგენლობით გამოყენება ივარაუდებოდა ქალაქის მისადგომებზე მოწინააღმდეგის განადგურების ან ბლოკირების მიზნით მისთვის ერთი ან ორივე მხრიდან შემოსავლელად.

ქალაქში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას წამყვანი ადგილი ეთმობოდა მოტოქვეით ჯარებს. როგორც წესი, ისინი იმოქმედებდნენ მცირე ქვედანაყოფებით, რომლებისთვისაც შესაძლო იყო მხარი დაეჭირათ საცეცხლე და საინჟინრო საშუალებებით, საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებითა და სხვა. ასე, მოტოქვეით ასეულს შესაძლო იყო ბრძოლა ეწარმოებინა ერთი ან ორი მოიერიშე ჯგუფით. შეტევის საცეცხლე მომზადების დროს ამ ჯგუფებისთვის მიცემული ქვემეხები და ტანკები ანაგურებდნენ მოწინააღმდეგეს, ხოლო მოტოქვეითი ქვედანაყოფები კი კედლებში არსებული ან გაკეთებული შენატეხების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, შეტყობინების გზებისა და სხვა მისასვლელების გამოყენებით ობიექტისკენ წინ მიიწევდნენ და მას საცეცხლე საშუალებების დაფარვით იპყრობდნენ. თუ მოწინააღდეე არ უწევდა შეუპოვარ წინააღდეგობას, მაშინ პირველი ეშელონის ქვედანაყოფები წინ ქალაქის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაგებობებისკენ მიდიოდნენ. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგისგან შენობების საბოლოო გაწმენდის ამოცანა რეზერვებს ეკისრებიდა. მოწინააღმდეგის განლაგებაში შეღწევისა და მის საყრდენ პუნქტებზე ზურგიდან შეტევისთვის რეკომენდირებული გახლდათ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოყენება. 

უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ დივიზიის არტილერიის გამოყენება რეკომენდირებული იყო დეცენტრალიზებულად, შემტევი ქვედანაყოფების გაძლიერებისთვის. მაგალითად, ბატალიონისთვის შესაძლო იყო მხარი დაეჭირათ საველე არტილერიის დივიზიონით, მოტოქვეითი ასეულისთვის – ბატარეით, ოცეულისთვის – ერთი ან რამდნიმე ქვემეხით. მოწინააღმდეგეზე ცეცხლი წარმოებდა, როგორც წესი, პირდაპირი დამიზნებით. ზემდგომი უფროსის განკარგულებაში დარჩენილი არტილერიის გამოყენება რეკომენდირებული იყო შეტევის მსხვილი ობიექტების დანგრევისა და მათი გარნიზონების ჩახშობისთვის, აგრეთვე მოწინააღმდეგის არტილერიისა და ნაღსატყორცნების ჩახშობისთვისაც.

მესანგრეთა ქვედანაყოფები ჩვეულებრივ მოქმედებდნენ მოიერიშე რაზმებთან ან შემტევი ქვედანაყოფების პირველ ეშელონებთან ერთობლივად. მათ იყენებდნენ ნაღმებისა და ნაღმ-ხაფანგების დაზვერვისა და იმათ გაუვნებელყოფაში დახმარების აღმოჩენისთვის; ამასთანავე ისინი ასრულებდნენ ასაფეთქებელ სამუშაოებს კედლებში, ან სხვა წინააღმდეგობებსა და ღობურებში გასასვლელების გაკეთების მიზნით, წმენდნენ ბარიკადებს, ჩამონაქცევებსა და ნანგრევებს. მათ შესაძლო იყო ცეცხლსატყორცნებიც გამოეყენებიათ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების განადგურებისთვის. 

ტაქტიკური და საარმიო ავიაციის გამოყენება ხდებოდა ობიექტების დანგრევის, ხანძრების შექმნისა და ნაგებობებში თავდამცავი ჯარების ჩახშობისთვის. იერიშის დაწყების შემდეგ იგი დარტყმებს აყენებდა უკვე ქალაქის არტილერიისა და ჯარების პოზიციებს, რეზერვებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, მართვის პუნქტებსა და სხვა.

საზენიტო საშუალებათა გამოყენებას ვარაუდობდნენ შემტევი ჯარების მოწინააღმდეგის ავიაციის დარტყმებისგან დაფარვისა და ალყაში მოქცეული გარნიზობის ჰაერიდან ბლოკირებისთვის. ამ მიზნით ისეთი საშუალებები, როგორიცაა გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (გზრკ) “ფლიგერფაუსტი”, რეკომენდირებული იყო მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან და ვერტმფრენებთან ბრძოლის წარმოების ამოცანით, გაბატონებული შენობების სახურავებზე განეთავსებიათ. დივიზიის საშტატო საზენიტო საარტილერიო პოლკი შესაძლებელი იყო მოედნებზე ან პარკებში მაღალი შენობებისგან მოშორებით გაეშალათ. საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას იგი შემტევი ნაწილების კვალდაკვალ თანამიმდევრულად გადაადგილდებოდა.

შემტევ ჯარებთან მდგრადი კავშირგაბმულობის უზრუნველყოფისთვის მიზანშეწონილი გახლდათ ულტრამოკლეტალღოვანი (უმტ) რადიოსადგურების გამოყენება, ხოლო თავად ისინი ან მათი ანტენები კი სასურველი იყო გაბატონებულ შენობებში ან სხვა ობიექტებში განეთავსებიათ.

ქალაქში ბრძოლის მსვლელობისას მნიშვნელოვანი ძალებისა და საშუალებათა ერთად შეჯგუფებისთვის თავი უნდა აერიდებინათ, ხოლო მისი დაუფლების შემდეგ კი ჯარების ძირითადი მასა მის ფარგლეს გარეთ გაეყვანათ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოთ ნაღმების, ფუგასებისა და სხვა მგავსი საგნების აღმოჩენისთვის, აგრეთვე ხანძრების შემდგომი წარმოქმნის აღკვეთისა და უკვე წამოქმნილების ჩაქრობისთვის.

ქალაქის (მსხვილი დასახლებული პუნქტის) თავდაცვა

აშშ არმიის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალაქის თ ა ვ დ ა ც ვ ა ს. მისი ორგანიზება ხდებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც მოწინააღმდეგეზე რეალური უპირატესობის მიღწევა შესაძლებელი იყო მისი ჯარების ძირითადი დაჯგუფების მოქმედებათა შებოჭვის ხარჯზე ან როდესაც ქალაქის თავდაცვა წარმოადგენდა თავდაცვითი პოზიციის ერთერთ შემადგენელ ნაწილს. ხაზი ესმებოდა იმას, რომ იგი შედგებოდა გარე თავდაცვისა და თავად ქალაქის თავდაცვისგან. პირველის ორგანიზება ჩვეულებრივ ხდებოდა ადგილმდებარეობაზე თავდაცვის ორგანიზაციის მსგავსად, ე. ი. იქმნებოდა უზრუნველყოფის ზოლი, თავდაცვის ძირითადი რაიონი და ზურგის რაიონი. დაფარვისა და დაცვის ჯარებს (войска прикрытия и войска охранения) განალაგებდნენ დასახლებულ პუნქტთან მოსასვლელ გზებზე თავდაცვის ძირითადი რაიონის წინ. თავად ქალაქში ხდებოდა თავდაცვის დაეშელონება სიღრმეში თავდაცვითი პოზიციებისა და რაიონების (მსხვილ ქალაქებში ორი-სამის, მცირეში ერთის) შექმნის გზით, რომლებშიც საყრდენ პუნქტებს ამზადებდნენ წრიული თავდაცვისთვის. მათი ურთიერთშორის შეერთება ხდებოდა კედლებში გაკეთებული შენატეხების (проломы) მეშვეობით შექმნილი შეტყობინების გზებით, რის შედეგადაც მათგან იქმნებოდა თავდაცვის კვანძები. თითოეულ მათგანში ცეცხლის ორგანიზაცია ხდებოდა რამდენიმე იარუსად. მიზანშეწონილი გახლდათ იმ შენობა-ნაგებობების დანგრევა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ცეცხლის დაშენას, რათა ჰქონებოდათ თავდაცვის მეზობელ უბნებთან ცეცხლის გადაფარვის ზონების შექმნის შესაძლებლობა. 

თავდაცვის წინა ხაზის მოწყობა რეკომენდირებული იყო ქალაქის გარეთა ხაზის იქით, იმისთვის რათა წინ აღდგომოდნენ მის გარეუბანში მოწინააღმდეგის შემოღწევას და თანაც იქ არსებული ნაგებობები პირადი შემადგენლობისა და საცეცხლე საშუალებების შესაფარებლად გამოეყენებინათ. მას არ უნდა ჰქონოდა მკაფიო მონახაზი, რათა მოწინააღმდეგეს მასზე ცეცხლის თავმოყრა ვერ შეძლებოდა.

უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემები ხაზს უსვამდნენ, რომ დივიზიას, ქალაქის ზომებისდა მიხედვით, შეიძლებოდა დაეცვა ან მთლიანად ქალაქი, ან კიდევ მისი ნაწილი. მეორე შემთხვევაში მას შესაძლო იყო მიეღო თავდაცვის ზოლი (სექტორი), ბრიგადას – თავდაცვის რაიონი, რომელსაც სიღრმეში ექნებოდა რამდენიმე პოზიცია, საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს – თავდაცვის კვანძი, საასეულო ტაქტიკურ ჯგუფს – საყრდენი პუნქტი, რომელშიც შევიდოდა ორი-სამი კვარტალი ან მსხვილი შენობა. 

ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო რიგები ჩვეულებრივ ეწყობოდა ორ ეშელონად: პირველში – ძალების ორი-მესამედი, მეორეში (რეზერვში) კი – ერთი-მესამედი. ქვედანაყოფებში საცეცხლე საშუალებების დაეშელონება რეკომენდირებული იყო არა მხოლოდ სიღრმეში, არამედ სიმაღლეშიც, და ამით იქმნებოდა ცეცხლის სისტემის მრავალიარუსიანი მოწყობა. რეზერვებს (მეორე ეშელონებს) ისეთ ადგილებში განალაგებდნენ, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მუქარის რაიონებისკენ მათი სწრაფი წინსვლა, თავდაცვის გაძლიერებისთვის ან კონტრშეტევების ჩასატარებლად.

უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ ქალაქის თავდაცვისას თითოეული ქვის შენობა, ან ქვის სახლებისგან შემდგარი კვარტალი უზრუნველყოფდნენ თავდაცვაში მყოფი ჯარების ისეთ შეფარებას, რომლებიც არც თუ ყოველთვის აძლევდნენ შემომტევ მოწინააღმდეგეს კონკრეტულ სექტორსა ან რაიონში მათი შემადგენლობისა და ძალების ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას.

ქალაქში იქმნებოდა დანაღმული ველები, ბარიკადები და სხვა ღობურები. წვრილი ქვედანაყოფებით მანევრისთვის მზადდებოდა შეტყობინების გზები, ხოლო შენობების კედლებში კი კეთდებოდა შენატეხები. შენობებს შორის, ეზოებში, სკვერებში, პარკებში ეწყობოდა სანგრები, ხვრელები, (траншеи, щели, окопы), შეტყობინების გზები.

ყველა თავდაცვითი ნაგებობა და საცეცხლე პოზიცია (ძირითადი და სათადარიგო) ისეთნაირად იქმნებოდა, რომ ჰქონოდათ წრიული ხედვა და დაშენა. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა განთავსება რეკომენდირებული იყო შენობებსა და სხვა თავშესაფრებში.

მიაჩნდათ, რომ ტანკების განლაგება მიზანშეწონილი იყო პოზიციებზე პირდაპირი დამიზნებით სროლისთვის, საიდანაც ისინი დაიფარავდნენ მოწინააღმდეგის შემომტევი ჯარების გამოჩენის შესაძლო მიმართულებებს.

როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობდნენ, საველე არტილერიის საცეცხლე საშუალებები თავდაცვაში ისე უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ მიეღწიათ მოწინააღმდეგის ეფექტური დაზიანებისთვის. მაგალითად, ქალაქის მოსადგომებზე ბრძოლისას რეკომენდირებული იყო, რომ მისი ძირითადი ძალისხმევისთვის თავი მოეყარათ შემომტევი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დაზიანებაზე და სხვა. უშულოდ ქალაქში ბრძოლისას კი ქვემეხების განლაგება მიზანშეწონილი გახლდათ შემოტევის ყველაზე უფრო სავარაუდო მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ტანკებისა და სხვა მოჯავშნული მიზნების განადგურების, მათგან ცოცხალი ძალის მოწყვეტის (отсекать), საცეცხლე საშუალებათა ჩახშობისა და სხვა ამოცანებით. შესაძლო იყო არტილერიის გამოყენება შენობებისა და სხვა ობიექტების დასანგრევადაც თავიანთი ჯარების თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლების მიზნით. თავმოყრილი ცეცხლის მზადება წარმოებდა მოწინააღმდეგის შესაძლო შეჯგუფების რაიონებზე, ხოლო გადამღობი ცეცხლისა კი – თავდაცვის ღია უბნების, მოედნებისა და ფარული მოსადგომების მქონე რაიონების გამოვლით მოწინააღმდეგის შემოღწევის შესაძლო მიმართულებების დაფარვისთვის.

დივიზიის საველე არტილერიის საშტატო საშუალებათა გამოყენება რეკომენდირებული იყო შემდეგნაირად: 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონები ნაწილებოდა პირველი ეშელონის ბრიგადებს შორის თითოეულ ბრიგადაზე ერთი-ორი დივიზიონის (ბატალიონებს შორის ერთი-ორი ბატარეის) ანგარიშით. 203-2-მმ ჰაუბიცების დივიზიონი ჩვეულებრივ რჩებოდა დივიზიის მეთაურის განკარგულებაში და მისი გამოყენება ხდებოდა საერთო მხარდაჭერის განხორციელებისთვის.

მესანგრეთა ქვედანაყოფების გამოყენება მიზანშეწონილი გახლდათ შენობებისა და თავშესაფრების თავდაცვისთვის მოსამზადებლად, ნაგებობათა და მიწისქვეშა კომუნიკაციების დასანაღმად, სხვადასხვანაირი ღობურების მოსაწყობად და ა. შ., აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მისაღებად, რადგანაც ხანძრებს შესაძლო იყო ქალაქი თავდაცვისთვის გამოუსადეგარი გაეხადათ.

საზენიტო არტილერია რეკომენდირებული იყო განელაგებიათ შედარებით ღია ადგილას ქალაქის ფარგლებში ან მის უშუალო მახლობლობაში ისეთი ანგარიშით, რომ უზრუნველეყოთ ცეცხლის აუცილებელი სექტორის შექმნა და საჰაერო თავდასხმებისგან ყველაზე უფრო მოწყვლადი ნაწილები და ქვედანაყოფები დაეფარათ. ქალაქში თავდამცავი ჯარები საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლის მიზნით იყენებდნენ უმთავრესად საშტატო საშუალებებს (სახელდობრ, გადასატან ზრკ-ებს “რედ აი”, “ჩაპარელ-ვულკანის” დივიზიონის საზენიტო დანადგარებსა და ზრკ-ებს).

ტაქტიკური ავიაცია ახორციელებდა თავდაცვაში მყოფი ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერას. იგი გამოიყენებოდა მოწინააღმდეგეზე დარტყმების მიყენებისთვის და იმ მიზნების ჩასახშობად, რომლებიც შეიძლებოდა არტილერიით ან სხვა საშუალებებით ვერ განადგურებულიყო.

ამერიკელ სამხედრო სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ საარმიო ავიაციის ძირითად ამოცანად თავდაცვაში შეიძლებოდა ქცეულიყო ქვეითი ქვედანაყოფებისა და შეიარაღების მუქარის უბნებზე გადასროლა, რათა შემომტევი ჯარების წინსვლა აღეკვეთათ და დაკარგული მდგომარეობა აღედგინათ. ცალკეულ შემთხვევებში მისთვის შესაძლო იყო თავდამცავი ქვედანაყოფებისა და ნაწილების საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფის, აგრეთვე ჯარების მართვის ამოცანების დაკისრებაც. 

უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ თავდაცვითი ბრძოლა ქალაქში იყოფოდა ბრძოლად ქალაქთან მოსადგომების შენარჩუნებაზე (წარმოებდა ზოგად საფუძვლებზე) და ბრძოლად თავად ქალაქში. ბრძოლა ქალაქში წარმოებდა არა მთლიან ფრონტზე, არამედ ცალკეული მნიშვნელოვანი მიმართულებების (ქუჩების, შესახვევების, მოედნების, სკვერების) გაყოლებით, ნაწევრდებოდა რა რიგ ადგილობრივ ბრძოლებად. დიდ მნიშვნელობას იძენდა ბრძოლა ცალკეული შენობებისა და ნაგებობებისთვის, ხოლო შენობების შიგნით კი – ცალკეული სართულების, სარდაფებისა და სხვენებისთვის, აგრეთვე კიბის უჯრედებისთვის.

საცეცხლე მხარდაჭერა ითვალისწინებდა ნაღმსატყორცნების გამოყენებას დახურული საცეცხლე პოზიციებიდან ახლო განლაგებულ მიზნებზე ცეცხლის წარმოებისთვის, რამდენადაც ქალაქის ტიპის დასახლებულ პუნქტებში არსებულ შენობებს შესაძლო იყო შეეზღუდათ მსხვილი ყალიბების საველე არტილერიის ეფექტური გამოყენება. 

თავდაცვის ძირითად რაიონში მოწინააღმდეგის შემოჭრისას ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძალისხმევას მიმართავდნენ შემომტევი ჯარების განადგურებაზე. თუკი პირველი ეშელონების რეზერვის ძალებით ვერ ხერხდებოდა შემოჭრილი ჯარების დაჯგუფების ლიკვიდაცია, მაშინ ჯარები (მეორე ეშელონი) წინასწარ დასახული და მომზადებული ფარული მარშრუტებით წინ მოიწევდნენ გაშლის მიჯნაზე იარაღის ყველა სახეობის ცეცხლით მხარდაჭერილი კონტრშეტევის ჩატარებისთვის. კონტრშეტევები ქალაქში, რომელთაც გააჩნდათ მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული შენობების იერიშის (штурм) ხასიათი, რეკომენდირებული იყო ჩაეტარებინათ მცირე ძალებით, შეერთებად მიმართულებებზე.

ასეთი გახლდათ, 1980-იანი წლების დასაწყისში, უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, აშშ არმიის სარდლობის შეხედულებები ქალაქში საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზაციასა და წარმოებაზე.

დასახლებული პუნქტის თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ა ს ბატალიონი ღებულობდა რაიონს 3-4 კმ ფრონტში და 3 კმ-მდე სიღრმეში, რომლის ფარგლებშიც ქმნიდა თავდაცვის კვანძს 2 კმ-მდე ფრონტში და 1,5 კმ-მდე სიღრმეში (ნახატი 2). მისი საბრძოლო წყობა შედგებოდა, როგორც წესი, ორი ეშელონისგან: პირველში ორი გაძლიერებული ასეული და მეორეში კი ერთი (ზოგჯერ იქმნებოდა რეზერვიც). მეორეხარისხოვან მიმართულებაზე ან მცირე დასახლებული პუნქტის გარეუბანში თავდაცვისას ბატალიონს შესაძლო იყო ჰქონოდა ერთეშელონიანი მოწყობაც რეზერვის გამოყოფით. 



ნახატი 2. ქვეითი ბატალიონის თავდაცვა დასახლებულ პუნქტში (ვარიანტი)

ქვეითი (მოტოქვეითი) ასეული აწყობდა (აღჭურავდა) საყრდენ პუნქტს 500-700 მ ფრონტსა და 600 მ-მდე სიღრმეში. იგი ჩვეულებრივ მოიცავდა ორ-სამ მცირე უბანს ან რამდენიმე მსხვილ შენობას და შედგებოდა საოცეულო საყრდენი პუნქტებისგან, რომელთაგან თითოეული მოწყობილი და აღჭურვილი იყო წრიული თავდაცვისთვის. 

ქვედანაყოფების საბრძოლო რიგების დაეშელონება ხდებოდა არა მარტო სიღრმეში, არამედ სიმაღლეშიც (მაღალი შენობების არსებობისას), რაც უზრუნველყოფდა მოწინააღმდეგისთვის ცეცხლის ერთდროულ დაშენას ყველა სართულიდან. საცეცხლე საშუალებებისთვის ძირითადი და სათადარიგო პოზიციების გარდა, შესაძლო იყო დანგრეული შენობებისგან მოეწყოთ დამატებითი პოზიციებიც, მტვრით ან კვამლით დაბრმავების შემთხვევისთვის. ყველა ქვედანაყოფში ხდებოდა მრავალიარუსიანი ცეცხლის ორგანიზება მეზობელი სექტორების გადაფარვით. ტყვიამფრქვევებს ამზადებდნენ საყრდენი პუნქტების ფრონტის წინ და ფლანგებზე გვერდიდან დაშენილი და ჯვარედინი ცეცხლის წარმოებისთვის. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს აყენებდნენ როგორც შენობების შიგნით, ისე მათ გარეთაც მოწინააღმდეგის ტანკების მოქმედებათა სავარაუდო მიმართულებებზე.

ტანკებს ჩვეულებრივ განალაგებდნენ საასეულო საყრდენ პუნქტებზე ან პოზიციების სხვა რაიონებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პირდაპირი დამიზნებით სროლის წარმოება. თავიანთი ცეცხლით ისინი იფარავდნენ ბარიკადებს, გზაჯვარედინებს, მოედნებსა და სხვა უბნებს (участки), საიდანაც შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგის შემოტევა.

საინჟინრო ქვედანაყოფებს ძირითადად იყენებდნენ თავდაცვისთვის შენობების მოსამზადებლად, თავშესაფრების, ბარიკადებისა და სხვადასხვა ღობურების შესაქმნელად, მათ შორის შენობების დანაღმვისა და დანაღმული ველების შექმნის, აგრეთვე ნაღმ-სიურპრიზების დაყენებისთვის. მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეკავების მიზნით დანაღმულ ველებს აყენებდნენ ხშირად რაიმე განსაზღვრული სისტემის გარეშე, დიდ სირმეზე და უპირატესად შეტყობინების გზების გაყოლებით. 

ტანკსწინააღმდეგო დანაღმულ ველებს განალაგებდნენ უმთავრესად ქვედანაყოფების პოზიციების წინ დასახლებული პუნქტების გარეუბანში. მათ საერთო სიღრმეს შესაძლო იყო მიეღწია 100 მ-მდე, ხოლო სიმკვრივეს კი 1100-1500 ნაღმამდე ღობურების ფრონტის 1 კმ-ზე. ველის სიღრმეში ნაღმებს განათავსებდნენ 3-5 რიგად არანაკლებ 18 ნაბიჯის ინტერვალით რიგებს შორის და ექვსი ნაბიჯისა ნაღმებს შორის. ნაღმების 10 %-მდე აყენებდნენ ვერამოღებად მდგომარეობაში და მათ აძლიერებდნენ დიდი რაოდენობით ქვეითსაწინააღმდეგო და გამანათებელ-სასიგნალო ნაღმებით, რაც აძნელებდა ღობურების დაზვერვას, განნაღმვასა და გადალახვას.

როცა გაითვალისწინებოდა ბატალიონის უკანდახევა (отход) დაკავებული პოზიციებიდან, მაშინ აწარმოებდნენ საცხოვრებელი ნაგებობების დანაღმვას, უწინარეს ყოვლისა ნაღმ-სიურპრიზებით, რომელთა დატოვებაც რეკომენდირებული იყო როგორც სადგომებისა და სათავსოებიოს შიგნით, ისე მათთან უშუალო მახლობლობაშიც (მაგალითად, სახლში შესასვლელთან ან ფანჯრების ახლოს, კარებთან, ეზოს ნაგებობებში, სავალ ბილიკებზე და ა. შ.). შენობებს შიგნით ნაღმ-სიურპრიზები ყენდებოდა პირველ რიგში ისეთ ადგილებში, სადაც ისინი ამუშავდებოდა კარებების, ფანჯრებისა და კარადების გაღებისას.

ქვედანაყოფებით მანევრისთვის კვარტლებს შიგნით ეწყობოდა შეტყობინების გზები, კედლებში კეთდებოდა შენატეხები, გარდა ამისა, ეზოებში, სკვერებსა და მოედნებზე ითხრებოდა სანგრები (траншеи, окопы) და შეტყობინების გზები. საცეცხლე საშუალებებისთვის ეწყობოდა რამდენიმე სათადარიგო პოზიცია, თანაც ისე, რომ მათგან შესაძლებელი ყოფილიყო ცეცხლის წარმოება ყველა მიმართულებით. მათ აეშელონებდნენ როგორც სიღრმეში, ისე ვერტიკალზეც (განალაგებდნენ შენობების სხვადასხვა სართულებზე). მეთვალყურეობისა და ცეცხლის ყველა სექტორი გადაიფარებოდა, ადგენდნენ ქვედანაყოფების პასუხისმგებლობას ქუჩაზე, მოედანზე, შენობაზე, სართულზე.

ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ პირველი ეშელონის ასეულებში უნდა შექმნილიყო მცირე რეზერვები, რომლებსაც უნდა გაენადგურებინათ ასეულის თავდაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგე. უფრო ძლიერ მოძრავ რეზერვს კი გამოჰყოფდნენ ბატალიონში. მის შემადგენლობაში შესაძლოა შესულიყო ერთი-ორი ქვეითი (მოტოქვეითი) ოცეული, ტანკები, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები. ბატალონის რეზერვს განალაგებდნენ ისეთ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მუქარის ქვეშ მყოფი თავდაცვის უბნებისკენ სწრაფი წინსვლა. მისი ძირითად ამოცანა გახლდათ თავდაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგის მისი ძირითადი ძალებისგან მოკვეთა და განადგურება, აგრეთვე მოულოდნელად წამოჭრილი სხვა ამოცანების გადაწყვეტისთვის მზადყოფნა. რიგ შემთხვევებში სარეზერვო ოცეულები შესაძლო იყო წინ წაეწიათ მეწინავე ასეულებისკენ მათი გაძლიერებისთვის ან კიდევ სხვადასხვანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოყენებით კონტრშეტევების ჩასატარებლად.

უცხოურ ბეჭდურ გამცემებში იტყობინებოდნენ, რომ დასახლებული პუნქტისთვის საბრძოლო მოქმედებები მოიცავს მასთან მისადგომების შენარჩუნებას და მის კვარტლებში მოწინააღმდეგის განადგურებას.

მისადგომებზე ბრძოლას აწარმოებდნენ ჩვეულებრივი ხერხებით. თუ მეწინავე პოზიცია არ იყო, მაშინ დასახლებულ პუნქტში თავდაცვაში მყოფი ბატალიონი თავდაცვის წინა ხაზიდან 3 კმ-მდე დაშორებაზე წინ გზავნიდა საბრძოლო დაცვას (боевое охранение). უკანასკნელის შემადგენლობაში ვითარების და მიხედვით, შესაძლო იყო შეეყვანათ ოცეულიდან გაძლიერებულ ასეულამდე. საბრძოლო დაცვის მოქმედებებს ცეცხლით მხარს უჭერდა არტილერია ძირითადი პოზიციიდან.

სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ყველაზე უფრო გააფთრებული ბრძოლა იქნებოდა დასახლებულ პუნქტში შენობებს შიგნით, ქუჩებისა და შესახვევების გაყოლებით, მოედნებზე, დანაწევრდებოდა რა ადგილობრივ ბრძოლებად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ცალკეული სახლებისა და ნაგებობების, სართულების, სარდაფების, სხვენებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შენარჩუნებას. 

თუკი მოწინააღმდეგე შემოიჭრებოდა ბატალიონის თავდაცვაში, ქვედანაყოფების მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნებოდა იმაზე, რათა გაეჩერებინათ მისი წინსვლა და გაენადგურებინათ მთელი არსებული საცეცხლე საშუალებების ცეცხლით. 

კონტრშეტევები უფრო ხშირად ტარდებოდა მცირე ჯგუფებით ან ქვედანაყოფებით, მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული შენობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაბრუნების მიზნით.

ბუნდესვერის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თ ა ვ დ ა ც ვ ა ს, როდესაც საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას ბირთვული იარაღი არ გამოიყენებოდა. ხაზი ესმებოდა იმას, რომ მისი ორგანიზება უნდა მომხდარიყო მოწინააღმდეგის ჯარების ძირითადი დაჯგუფების მოქმედებათა შებოჭვის ხარჯზე მასზე უპირატესობის მოპოვების მიზნით. დასავლეთგერმანულ წესდებებში აღინიშნებოდა, რომ ქალაქის ან მსხვილი დასახლებული პუნქტის თავდაცვის ორგანიზებისას უნდა გაეთვალისწინებინათ ვითარების პირობები და დასმული ამოცანების მიხედვით შეექმნათ უზრუნველყოფის ზოლები, საყრდენი პუნქტები, წინააღმდეგობის კვანძები და ა. შ.

დაცვის ჯარებს (войска охранения) დასახლებულ პუნქტში (ქალაქში) მომავალ გზებზე დივიზიის პირველი ეშელონის ბრიგადების თავდაცვითი პოზიციების წინ განალაგებდნენ, უშუალოდ ქალაქის შიგნით კი რამდენიმე თავდაცვით მიჯნას ამზადებდნენ: მსხვილში – ორ-სამს, მცირე ქალაქში – ერთს.

თუ ივარაუდებოდა, რომ ქალაქს რამდენიმე დივიზია დაიცავდა, მაშინ თითოეულ მათგანს ენიშნებოდა თავდაცვის ზოლი ან სექტორი, ბრიგადას – თავდაცვის რაიონი, ბატალიონს, ასეულს – საყრდენი პუნქტი, რომელსაც შეიძლებოდა ორი-სამი კვარტალი ან რამდენიმე შენობა მოეცვა.

საყრდენი პუნქტების შესაქმნელად რეკომენდირებული იყო ნახევრადსარდაფული და სარდაფული სადგომების (ან სათავსოების) მქონე შენობების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მიმდებარე ქუჩებსა და მოედნებზე ცეცხლის წარმოების შესაძლებლობას. ყოველი მათგანის მომზადება ხდებოდა წრიული თავდაცვისთვის, დაშენისა და მეთვალყურეობის სექტორების გადაფარვით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო საყრდენი პუნქტების თავდაცვის (წინააღმდეგობის) კვანძებად გაერთიანება. მცირე ქვედანაყოფების მანევრისთვის კეთდებოდა შეტყობინების გზები, ხოლო შენობათა კედლებში კი – შენატეხები. შენობებს შორის, ეზოებში, სკვერებსა და პარკებში ითხრებოდა ტრანშეები, საფარი თხრილები, სანგრები და ა. შ.

ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო რიგები ეწყობოდა ჩვეულებრივ ორ ეშელონად: პირველში ძალების 2/3-ის გამოყოფით, მეორეში კი 1/3-ისა.

მრავალსართულიან შენობებში თავდამცავ ქვედანაყოფებში საცეცხლე საშუალებათა დაეშელონება მიზანშეწონილი გახლდათ არა მარტო სიღრმეში, არამედ სართულების მიხედვითაც, შეიქმნებიდა რა ე. წ. მრავალიარუსიანი მოწყობა ზედა და ქვედა სართულებიდან მოწინააღმდეგისთვის ერთდროულად ცეცხლის დასაშენად. ამასთან საცეცხლე საშუალებების დიდი ნაწილის, მათ შორის ცალკეული ქვემეხების, განლაგება ან განთავსება შენობების ქვედა სართულებსა და ნახევრადსარდაფებში ხდებოდა. რეკომენდირებული იყო დაშენისთვის ხელისშემშლელი ნაგებობებს წინასწარ დანგრევა. საცეცხლე პოზიციები ჩვეულებრივ მზადდებოდა ქვის ღობეებისა და კედლების უკან, რომლებშიც პირადი შემადგენლობის მიერ კედებოდა ამბრაზურები და თანაც ისინი გულდასმით ინიღბებოდა.

დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ქალაქში თავდაცვის ორგანიზებისას როგორც მის მისადგომებზე, ისე ქალაქის ქუჩებშიცა და მოედნებზეც საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას მოწინააღმდეგის ეფექტურად დაზიანებისთვის დიდი ყურადღება უნდა დაეთმოთ საშტატო და მიცემული საცეცხლე საშუალებების სწორი განაწილებისთვის, ტანკების, ვერტმფრენების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და სხვა საბრძოლო ტექნიკის უნარიანი გამოყენებისთვის. 

ითვლებოდა, რომ მოტოქვეითი ქვედანაყოფებისთვის მიცემული ტანკების, საშტატო ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტერების (ჯტრ) განლაგება მიზაშეწონილი გახლდათ ისეთ საცეცხლე პოზიციებზე, რომლებიც იძლეოდნენ ქუჩის გასწვრივ დამიზნებული ცეცხლის წარმოების შესაძლებლობას, ან კიდევ მოწინააღმდეგის შემოტევის სავარაუდო მიმართულებებზე. საველე არტილერიის საცეცხლე საშუალებები, ბუნდესვერის სარდლობის აზრით, ისე უნდა გამოეყენებინათ, რომ მოწინააღმდეგის ეფექტური დაზიანება ყოფილიყო მიღწეული. კერძოდ, დასახლებულ პუნქტთან მოსადგომებზე არტილერიის ცეცხლის თავმოყრას ვარაუდობდნენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დაზიანებისთვის. ქალაქში ბრძოლის დროს ქვემეხების განლაგება რეკომენდირებული იყო მოწინააღმდეგის წინწამოსვლის შესაძლო მიმართულებებზე. თავმოყრილი ცეცხლი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შესაძლო შეჯგუფებათა რაიონებზე უნდა მოემზადებინათ, ხოლო გადამღობი ცეცხლი კი – თავდაცვის ღია უბნების დასაფარავად. ყველა შემთხვევაში იძლეოდნენ რეკომენდაციას საერთო (ზოგადი) მხარდაჭერის არტილერიის დივიზიის მეთაურის განკარგულებაში დატოვებაზე, რომელშიც შესაძლო იყო 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბუცებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) დივიზიონები ჩაერთოთ.

თავდაცვის ორგანიზებისას მოწინააღმდეგის ტანკებთან და სხვა მოჯავშნულ მიზნებთან ბრძოლის საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა. მასში ტანკების, არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებისა და საინჟინრო ღობურების სისტემის (პირველ რიგში სანაღმო ღობურებისა) გარდა იგეგმებოდა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებისა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების თვითმავალი და გადასატანი გასაშვები დანადგარების (ტსმრ გდ) ფართო გამოყენებაც. ბუნდესვერის სარდლობა თვლიდა, რომ შენაერთების თავდაცვის ზოგად სისტემაში ასეთი საშუალებების სწორი განლაგების პირობებში ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შეეძლებოდათ მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლის ეფექტურობის არსებითად ამაღლება. ამისთვის ვარაუდობდნენ მათი საცეცხლე პოზიციების მოწინააღმდეგის გამოჩენის შესაძლო მიმართულებებზე განლაგებას, ხოლო ბრძოლის მსვლელობისას კი ამ საშუალებებით მანევრის გამხორციელებას.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ქალაქში (დასახლებულ პუნქტში) თავდაცვისას საარმიო ავიაციის ძირითადი ამოცანები იქნებოდა ქალაქის მოსადგომებზე მოწინააღმდეგის დაზიანება, მუქარის მიმართულებებზე ქვედანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის სწრაფად გადასროლა. ცალკეულ შემთხვევებში კი მას შესაძლო იყო მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ რაიონებზე საცეცხლე დარტყმების მიყენების, ცალკეული მიმართულებების დანაღმვისა და სხვა ამოცანები დაკისრებოდა.

ჯარების სხვა გვარეობათა გამოყენება (рода войск) არსებული ვითარებითა და საბრძოლო მოქმედებების განვითარებით განისაზღვრებოდა.

თავდაცვითი ბრძოლა ქალაქში იყოფოდა ბრძოლად ქალაქთან მოსადგომების შენარჩუნებისთვის და ბრძოლად თავად ქალაქში. პირველი წარმოებდა ზოგადი ტაქტიკური დებულებების საფუძველზე, მეორე კი ცალკეული მნიშვნელოვანი მიმართულებების, მაგალითად ქუჩების, შესახვევების, მოედნების, სკვერების გაყოლებით, რიგ ადგილობრივ ბრძოლებად ნაწევრდებოდა. დიდ მნიშვნელობას იძენდა ბრძოლა ცალკეული შენობებისა და ნაგებობებისთვის, ხოლო შენობების შიგნით კი – ცალკეული სართულების, სარდაფებისა და სხვენებისთვის, კიბეთა უჯრედებისთვის. 

თავდაცვაში მყოფი ჯარების საცეცხლე მხარდაჭერა ნაღმსატყორცნების გამოყენებას ითვალისწინებდა დახურული საცეცხლე პოზიციებიდან ახლოს განლაგებულ მიზნებზე ცეცხლის წარმოებისთვის, ვინაიდან ქალაქის ტიპის დასახლებულ პუნქტებში შენობებს შესაძლო იყო საველე არტილერიის ქვემეხების გამოყენება შეეზღუდათ. კონტრშეტევების ჩატარებას, რომლებსაც მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული შენობების იერიშის ხასიათი ჰქონდა, მცირე ძალების გამოყენებით ვარაუდობდნენ, შეერთებად მიმართულებებზე.

თავდაცვის ძირითად რაიონში მოწინააღმდეგის შემოჭრისას ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძალისხმევა მიემართებოდა მოწინააღმდეგის განადგურებაზე მისი შემდგომი წინწამოსვლის არდაშვების მიზნით. თუკი შემოჭრილი მოწინააღმდეგის ლიკვიდირება პირველი ეშელონის რეზერვის ძალებით ვერ ხერხდებოდა, მაშინ მისი განადგურებისთვის მეორე ეშელონის ქვედანაყოფები და ნაწლები გამოიყენებოდა. ბრძოლა, დასავლეთგერმანელი სპეციალისტების აზრით, შეიძლებოდა დასრულებულიყო ან ქალაქში დაკარგული მდგომარობის აღდგენით, ან კიდევ მისი დატოვებით.

ქალაქში საბრძოლო მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფა

წერილის დასაწყისში უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობა “ცივი ომის” წლებში დიდ ყურადღებას უთმობდა ტაქტიკის საკითხებს, რისთვისაც ტარდებოდა ბლოკის მონაწილე სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარების მრავალრიცხოვანი სწავლებები, რომლებზედაც ამუშავებდნენ საბრძოლო მოქმედებათა სხვადასხვანაირ ვარიანტებს. ამასთან მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ბრძოლის ველზე შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო უზრუნველყოფის პრობლემებს, მათ შორის საინჟინრო უზრუნველყოფისაც.

ნათქვამი იყო ისიც, რომ მთლიანობაში განაშენიანებული ადგილები არსებით გავლენას ახდენდნენ ჯარების მოქმედებათა ხასიათზე. მათ შესაძლო იყო შეექმნათ სიძნელეები ბრძოლის ველზე ძალებისა და საშუალებათა წინსვლაში, შეებოჭათ დაზვერვის მოქმედებები, გაერთულებინათ მართვა, შეეზრუდათ ხედვა (обзор) და დაშენა, შეემცირებინათ ჯარების მანევრის საინჟინრო უზრუნველყოფის ეფექტურობა და სხვა. 

ქალაქის თავდაცვის ორგანიზებისას დიდი შესაძლებლობები ჩნდებოდა თავშესაფრებისა (საფრების, укрытия) და საცეცხლე პოზიციების მომზადებისა და საინჟინრო აღჭურვისთვის, აგრეთვე ღობურების მოწყობისთვის, მსუბუქდებოდა შენიღბვისა და ჯარების დაცვისთვის აუცილებელ საინჟინრო ღონისძიებათა ჩატარება, მაღლდებოდა საინჟინრო ღობურების ეფექტურობა და ა. შ.

შემდეგ უკვე საბჭოთა ავტორები, უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემათა მასალების საფუძველზე, განიხილავდნენ ნატო-ს ბლოკის მონაწილე ძირითადი ქვეყნების სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების ბრძოლის საინჟინრო უზრუნველყოფის ორგანიზაციის საკითხებს ქალაქში (მსხვილ დასახლებულ პუნქტში) საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას.

მათი სიტყვით, 1980-იანი წლების დასაწყისში უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, მსხვილ დასახლებულ პუნქტზე ჯარების შ ე ტ ე ვ ა განპირობებული იქნებოდა თავდაცვისთვის მისი მოწყობის (приспособление) ხარისხით. ქალაქის დაპყრობის ხერხები სხვადასხვანაირი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და ისინი დამოკიდებული იქნებოდა ვითარების კონკრეტულ პირობებზე. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ თანამედროვე პირობებში ქალაქისა და მსხვილი დასახლებული პუნქტების დაპყრობას შეეცდებოდნენ სვლიდან (с ходу). შეტევა რეკომენდირებული იყო ისეთნაირად ეწარმოებინათ, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო მათი ღრმა შემოვლის (обход) შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა შექმნილიყო ორი დაჯგუფება: შემომვლელი (охватывающая) და ფრონტალური (მთავრი) დარტყმის მიმყენებელი. მეორე დაჯგუფების საბრძოლო მოქმედებებს მხარს უჭერდნენ ძირითადი ძალებითა და საშუალებებით, მათ შორის საინჟინროთიც.

თუ სვლიდან ქალაქის დაუფლება ვერ მოხერხდებოდა, იგი უნდა დაეპყროთ უმოკლეს ვადებში მომზადებული იერიშით (штурм), რასაც ჩვეულებრივ წინ უსწრებდა მისი ღრმა შემოვლა და ბლოკირება. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა საცეცხლე მომზადებას, რომელსაც გააჩნდა შემდეგი ამოცანები: თავდაცვაში მყოფი ჯარებისთვის არსებითი დანაკარგების მიყენება, თავშესაფრებში (საფრებში) შესვლაზე მათი იძულება და ამით საკუთარი საინჟინრო ქვედანაყოფებისთვის ნაღმ-ასაფეთქებელ და სხვა სახის ღობურებში გასასვლელების გასაკეთებლად სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. 

საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ქალაქში ნაწევრდებოდა (расчленялись) ცალკეულ ბრძოლებად, რომლებსაც აწარმებდნენ გაძლიერებული მოტოქვეითი (სატანკო) ქვედანაყოფები კვარტლების, ქუჩების, ცალკეული სახლებისა და ნაგებობათა დასაუფლებლად. შეტევა წარმოებდა ძირითადი მაგისტრალების გასწვრივ, რომლებიც მიემართებოდნენ ქალაქის ცენტრისკენ და შემდგომ კი მის გარეუბნებში. საყრდენი პუნქტების შემოვლა და ღრმა შემოვლა ხორციელდებოდა როკადული ქუჩებით, შესახვევებითა და გასასვლელი ეზოებით. რეკომენდირებული იყო, რომ ქალაქში ობიექტის დასაპყრობად ბრძოლა ეწარმოებინათ განთიადზე, ხოლო დღის განმავლობაში კი – საკვამლე ფარდების საფარველ-ქვეშ. მოწინააღმდეგისგან გაწმენდილ და ნაღმების (ფუგასების) არსებობაზე შემოწმებულ შენობებს აღნიშნავდნენ ცარცით, ნაჭრის ზოლებითა და სხვა საშუალებით, ან კიდევ ასეთ შენობებთან აყენებდნენ დაცვას. 

დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ქალაქში წარმატებული საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად ჯარებისთვის აუცილებელი იქნებოდა ქალაქების მსხვილმასშტაბიანი გეგმები ქუჩების დასახელებითა და სახლების ნომრების მითითებით, აგრეთვე საქალაქო კომუნიკაციათა ყველა სახეობის ჩამონათვლით, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გაზ-, წყალ- და ენერგომომარაგების სისტემების ჩათვლით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ ფართო მიწისქვეშა მეურნეობის, სარკინიგზო მისასვლელების, ბაზებისა და საწყობების მქონე მსხვილი სამრეწველო ცენტრებისთვის. ამ რაიონებში განაშენიანების ზუსტი გეგმების არმქონე ჯარების მოქმედებები დიდ სიძნელეებთან იქნებოდა შეუღლებული.

უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ქალაქისთვის ბრძოლის ძირითადი სიმძიმე დააწვებოდა ქვეით და საინჟინრო ჯარებს. უკანასკნელნი წყვეტდნენ შემტევი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის რთულ ამოცანებს, რომელთაგან ძირითადად ითვლებოდა: ღობურების, საყრდენი პუნქტებისა და თავდაცვის სექტორების საფორტიფიკაციო აღჭურვილობის ხასიათის, აგრეთვე შენობებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა საინჟინრო დაზვერვა; დანაღმულ ველებში, ჩამონაქცევებში, ბარიკადებსა და ნანგრევებში გასასვლელების გაკეთება; შენობების კედლებსა და ღობეებში შენატეხების გაკეთება; ძლიერად გამაგრებული შენობებისა და საყრდენი პუნქტების დანგრევა; ქუჩების გაწმენდა; შენობების, სარკინიგზო ნაგებობების, სამრეწველო საწარმოებისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტების განნაღმვა; მოწინააღმდეგის კონტრშემოტევათა მიმართულებებზე ღობურების (заграждения) მოწყობა. ეს ამოცანები წყდებოდა ქვეითი ჯარისა და საშტატო საინჟინრო ბატალიონების ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც შემტევი ჯარების საბრძოლო რიგებში მოქმედებდნენ და სხვადასხვანაირ საინჟინრო ტექნიკას აქტიურად იყენებდნენ. 

საინჟინრო დაზვერვა ქალაქის დაუფლებისას ძირითად ყურადღებას უთმობდა ღობურებისა და ჩამონაქცევების (заграждения и завалы) ადგილმდებარეობისა და ხასიათის, დასანგრევად მომზადებული ხიდებისა და დანაღმული შენობების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ნაგებობათა არსებობის, ხასიათისა და მდგომარეობის (состояние) გამოვლენას.

ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების დასაზვერად იყენებდნენ მესანგრეთა ქვედანაყოფების სატაბელო საშულებებს, რომლებსაც მიეკუთვნებოდა გადასატანი ნაღმმაძიებლები. გარდა ამისა, შენობებისა და სხვა ობიექტების დანაღმვაზე შემოწმების ჩატარებისას გამოიყენებოდა სპეციალური საშუალებებიც. ასე, ძნელადმისადგომ ადგილებში ნაღმებისა და ასაფეთქებელ ნივთიერებათა აღმოსაჩენად ნატო-ს არმიებში შემუშავებული ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებების მაძიებლები სერიული ნაღმების ძიებისთვის, ავტომატური გაზოანალიზატორები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებათა ორთქლებს, ხელსაწყოები სხვადასხვა დიამეტრის ჩაღრმავებული ჯავშანკაბელების (заглублённые бронекабели) აღმოსაჩენად, აგრეთვე სხვადასხვანაირი აღჭურვილობანი ჭებში, შახტებში, მიწისქვეშა კომუნიკაციებში და ა. შ. ნაღმებისა და ასაფეთქებელ ნივთიერებათა აღმოსაჩენად. აღინიშნებოდა, რომ ვიეტნამში ომის მსვლელობისას, ასევე ასაფეთქებელ ნივთიერებათა და ნაღმების აღმოჩენისთვის სპეციალური ოპერაციების ჩატარებისას წარმატებით იყენებდნენ გაწვრთნილ ძაღლებსაც.

დასავლელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მსხვილ დასახლებულ პუნქტზე შეტევის პირობებში, და განსაკუთრებით კი მეწინავე ნაწილების მოწინააღმდეგის გარეთა თავდაცვით პოზიციებთან მისვლისას, ფართო გამოყენება შეიძლება ჰქონოდა ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების გადალახვის სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც შედიოდა მესანგრეთა ქვედანაყოფების შეიარაღებაში. აშშ არმიაში მათ მიეკუთვნებოდა განნაღმვის დაგრძელებული მუხტები, აგრეთვე სატკეპნი (საგორებელი) ტრალები. ანალოგიური საშუალებები იყო ნატო-ს სხვა ქვეყნების სახმელეთო ჯარებშიც.

როდესაც ქალაქზე სვლიდან წარმოებდა შეტევა, მოწინააღმდეგის დანაღმული ველების განადგურებას ვარუდობდნენ დისტანციური განნაღმვის სისტემების გამოყენებით, რომლებსაც შედარებით მცირე დროში შეეძლოთ შემტევი ჯარების გასატარებლად საკმარისი გასასვლელების გაკეთება.

შენობების კედლებსა და ქვის ღობეებში შენატეხების მოწყობისთვის, ბარიკადებში გასასვლელების გაკეთებისა და ნაგებობათა დანგრევისთვის აშშ არმიის საინჟინრო ჯარების მიერ გამოიყენებოდა მესანგრეთა ტანკები (165-მმ ქვემეხითა და ბულდოზერული აღჭურვილობით). შენობების შიგნით გასასვლელების გასაკეთებლად (ერთი სადგომიდან ან სათავსოდან მეორეში გადასასვლელად) კი – ასაფეთქებელი ნივთიერებები (სტანდარტული მუხტები). 1980-იანი წლების დასწყისში ამ ამოცანის გადაწყვეტა შემტევ ქვედანაყოფებს საკუთარი საშუალებებითაც შეეძლოთ. ასე, შენობებისა და ბეტონის ნაგებობათა კედლების გასატანად (გასახვრეტად) მათში განთავსებული პირადი შემადგენლობის (გათვლების) ერთდროული განადგურებით, შექმნილი იყო სარაკეტო იარაღი, რომელიც ისროდა სპეცილური ჭურვებით (მათში ერთმანეთის მიყოლებით /ტანდემურად/ განთავსებული იყო ორი მუხტისგან შემდგარი ქობინი, სროლის სიშორე კი შეადგენდა 200 მ-მდე).

ჯარების წინსვლის უზრუნველყოფისთვის მიზანშეწონილად ითვლებოდა განღობვის (разгражденгие) საინჟინრო რაზმების შექმნა, რომლებიც შეიცავდნენ შემდეგ ქვედანაყოფებს: სათავოს (головной, თვითნაკეთი და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მოსახსნელად), განღობვის, ღობურებში გასასვლელების მონიშვნის, გაძლიერების, დაცვის (охранения). იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელი ხდებოდა გარღვევის განხორციელება, რეკომენდირებული იყო, რომ შეექმნათ მოიერიშე ჯგუფები სატანკო, ქვეითი და საინჟინრო ქვედანაყოფების შემადგენლობით. მათ უნდა ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა ქვედანაყოფების ცეცხლი. საინჟინრო ქვედანაყოფებს იყენებდნენ ნაგებობების დანგრევის, ღობურების გადალახვისა და ჩამხერგავი ნატეხებისგან გზების გაწმენდისთვის. ამ მიზნებით რეკომენდირებული იყო მძიმე საინჟინრო ტექნიკის (ბულდოზერების, ციცხვიანი ჩამტვირთავების, თვითმცლელებისა და სხვა) გამოყენება, რომლებიც იმყოფებოდა ძირითადი შემტევი ქვედანაყოფების უკან მომავალ საკორპუსო დაქვემდებარების საინჟინრო ქვედანაყოფებში.

უცხოელი სპეციალისტების აზრით, შემტევი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის ერთერთი ამოცანა იქნებოდა მოწინააღმდეგის კონტრშემოტევათა შესაძლო მიმართულებებზე ნაღმ-ასაფეთქვებელი ღობურების დაყენება. მათ გადასაწყვეტად ბლოკის მონაწილე ქვეყნების არმიებში შეიარაღებაში ჰქონდათ და შეიმუშავებდნენ სხვადასხვა ტიპის დისტანციური დანაღმვის სისტემებს. 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში, გფრ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში არსებობდა დისტანციური დანაღმვის მიწისზედა, საარტილერიო, სარაკეტო და სავერტმფრენიო სისტემები. აღინიშნებოდა, რომ მათი დახმარებით ნაღმების დაყენებას შესაძლო იყო შეებოჭა მოწინააღმდეგის მოქმედებები, შეეჩერებინა კონტრშემომტევი ნაწილების შემდგომი წინწამოსვლა და აეძულებინა ისინი რომ მოქმედებათა თავდაპირველ ჩანაფიქრზე უარი ეთქვათ.

აშშ არმიის წესდებებსა და დარიგებებში განაშენიანებულ ადგილმდებარეობაზე შეტევისას ივარაუდებოდა დივიზიის საშტატო მესანგრეთა ბატალიონის დეცენტრალიზებულად გამოყენება და პირველი ეშელონის ბრიგადებისთვის მესანგრეთა თითო-თითო ასეულის მიცემა. დივიზიის მეთაურის რეზერვში შეიძლებოდა დაეტოვებინათ ერთი სახიდო და ერთი მესანგრეთა ასეულები, რომლებსაც გამოიყენებდნენ მთავარი ძალების შეტევის წარმატების განვითარების უზრუნველყოფისთვის. სულ მესანგრეთა ბატალიონში მოითვლებოდა 50 მცურავი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), მესანგრეთა რვა ტანკი, ოთხი სატანკო ხიდგამყვანი (ტხგ), თვითმავალი საპონტონო ფარეხი, გასაბერი სადესანტო და სადაზვერვო ნავები, განნაღმვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები, აგრეთვე სხვა საინჟინრო ტექნიკა. არსებულ საშუალებათა დახმარებით დივიზიის მესანგრეთა ბატალიონის ქვედანაყოფებს შეეძლოთ დანაღმულ ველებსა და ღობურებში გასასვლელების საკმარისად ეფექტურად გაკეთება, ჯარების მიერ დანგრეული შენობებისგან წარმოქმნლი ჩამონაქცევების გადალახვის უზრუნველყოფა, ხანძართა კერების ჩაქრობა, წყლის დაბრკოლებებზე გადასასვლელების მოწყობა და შენახვა (შენარჩუნება, содержать).

გფრ-ის სახმელეთო ძალებში მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე შეტევისა და მათში ბრძოლის საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები ეკისრებოდათ ბრიგადების (ქვეითი, სატანკო და სხვა) მესანგრეთა ასეულებსა და დივიზიების მესანგრეთა ბატალიონებს, ამასთან ძირითადი სიმძიმე აწვებოდათ პირველი ეშელონის ნაწილებისა და შენაერთების მესანგრეთა საშტატო ქვედანაყოფებს.

შემტევი ჯარების ძალისხმევის გასაზრდელად შესაძლო იყო საარმიო კორპუსების მესანგრეთა მძიმე ბატალიონების, საინჟინრო-მესანგრეთა ცალკეული ქვედანაყოფებისა და ნაწილების, საინჟინრო მანქანების ბატალიონებისა და დაბრკოლებათა გადალახვის სხვადასხვანაირ საშუალებათა გამოყენება და სხვა.

თ ა ვ დ ა ც ვ ი თ ი ბ რ ძ ო ლ ი ს ორგანიზებისა და წარმოების საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები დაიყვანებოდა მსხვილი დასახლებული პუნქტების თავდაცვის მდგრდობისა და აქტიურობის ამაღლებაზე. ჩასატარებელი საინჟინრო ღონისძიებები მიზნად ისახავდა მასობრივი დაზიანების იარაღისა (მდი) დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებისგან ჯარების დაცვის (защита) გაძლიერებას, მოწინააღმდეგის მოტოქვეითი ჯარისა და ტანკების შემოტევის მოგერიებისთვის ხელის შეწყობას.

უცხოელი ექსპერტების შეხედულებებით, ქალაქის თავდაცვა დამოკიდებული იყო მის ზომებზე, თავდაცვის ზოგად სისტემაში მის მდგომარეობასა (მდებარეობასა, положение) და იმაზე, იყო თუ არა მასში ჯარებისთვის საიმედო თავშესაფრები.

დასავლურ სამხედრო ლიტერატურაში ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ქალაქის თავდაცვის საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანების ძირითადი სიმძიმე ეკისრებოდა საინჟინრო ჯარებს, რომლის ძალებსა და საშუალებებსაც იყენებდნენ შენობებისა და თავშესაფრების თავდაცვისთვის მოსამზდებლად, დანაღმული ველების დასაყენებლად, ბარიკადების მოსაწყობად, სხვადასხვა ნაგებობათა, სამრწეველო საწარმოებისა და კომუნალურ მეურნეობათა დანგრევისთვის მოსამზადებლად, ნაღმ-სიურპრიზების დასაყენებლად, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესასრულებლად.

უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ის ქალაქები, რომლებსაც გააჩნდათ ღრმა სამალავების მქონე ქვის შენობები და მიწისქვეშა ნაგებობათა კარგად განვითარებული ქსელი, ადვილად შეიძლებოდა მოემზდებინათ შეუპოვარი თავდაცვისთვის. ისინი უზრუნველყოფდნენ თავდაცვაში მყოფი ჯარებისთვის საიმედო დაცვას ავიაციის დარტყმების, არტილერიის ცეცხლისა და ბირთვული იარაღისგან. ნატო-ს სარდლობის აზრით, თავდაცვისთვის მომზადებული მსხვილი ქალაქები გადაიქცეოდა თავისებურ გამაგრებულ რაიონებად, რომელთა საფუძველიც უნდა შეედგინათ წრიული თავდაცვისთვის მომზადებულ საყრდენ პუნქტებსა და ცალკეულ ობიეტებს.

მსხვილი ქალაქის თავდაცვის ორგანიზებისას გაითვალისწინებოდა მასთან მისადგომებზე გარეთა თავდაცვითი პოზიციების, ხოლო უშუალოდ ქალაქის ფარგლებში კი საყრდენი პუნქტების, თავდაცვის კვანძებისა და სექტორების თავდაცვისთვის პოზიციების შექმნა. პირველები ეწყობოდა ქალაქიდან მნიშვნელოვან დაშორებაზე (30 კმ-მდე), რათა უკვე შორეულ მოსადგომებზე მიეყენებინათ დაზიანება შემომტევი ჯარებისთვის და აეძულებინათ ისინი, რომ მათთვის არახელსაყრელ პირობებში და მეორეხარისხოვან მიმართულებებზე შემოეტიათ. ამ პოზიციების აგება ხდებოდა რაიონის თავდაცვის პრინციპით წინა ხაზის წინ და ფლანგებზე ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების ფართოდ განვითარებული სისტემით. ვიეტნამში ომის გამოცდილებით, ამერიკული ჯარები ჯარების განლაგების რაიონებისა და სხვადასხვანაირი ბაზების თავდაცვისას 50 კმ-მდე რადიუსში ქმნიდნენ ე. წ. უსაფრთხოების ზონებს, რომლებშიც აწყობდნენ ღობურებით დაფარულ (დაცულ, прикрываемые) საასეულო და საოცეულო საყრდენ პუნქტებს. ამ ზონების მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან კი ახდენდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას. 

უშუალოდ ქალაქის წინ მნიშვნელოვანი მიმართულების დაფარვის მიზნით შესაძლო იყო შეექმნათ მეწინავე პოზიცია მასზე წრიული თავდაცვისთვის მომზადებული საოცეულო და საასეულო საყრდენი პუნქტებით, ამასთან პირველი პოიზიციის წინა ხაზი ეწყობოდა ქალაქის გარეთა კონტურზე.

უშუალოდ დასახლებულ პუნქტში მოსაწყობი თავდაცვითი პოზიციები (მათი რაოდენობა დამოკიდებული იქნებოდა დასახლებული პუნქტის სიდიდეზე, დაგეგმარებასა და შენობების სიმტკიცეზე) შემდგარი უნდა ყოფილიყო ცეცხლის სისტემასთან მიბმული (увязанный), ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების, ბუნებრივ და ხელოვნურ დაბრკოლებათა განვითარებული ქსელის მქონე, წრიული თავაცვისთვის მომზადებული ცალკეული კვარტლებისგან. დაბრკოლებათა დაყენება გაითვალისწინებოდა სკვერებში, ბულვარებზე, ფართო ქუჩებსა და პროსპექტებზე, მდინარეთა და არხების ნაპირებზე.

ქალაქის შიგნით თავდაცვის აგება რეკომენდირებული იყო საკვანძო ობიექტების გარშემო, რომელთა შენარჩუნებაც თავდაცვის მდგრადობასა და ქვედანაყოფებით მანევრს უზრუნველყოფდა. ითვლებოდა, რომ სახლები, ქალაქის კვარტლები, სამრეწველო საწარმოები, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვანი პოტენციურ სიმაგრეებს (укрепления) წარმოადგენდნენ და ისეთ თავშესაფარს (укрытие) უზრუნველყოფდნენ, რომ მათში თავდამცავების შემადგენლობისა და ძალების განსაზღვრა ძნელი იქნებოდა. ხოლო ეს კი, სპეციალისტების აზრით, აიძულებდა შემომტევს, რომ მოეხდინა თავისი ცეცხლის განწერტვა (გაფანტვა, рассредоточение) საბრძოლო და მასალების მნიშვნელოვანი რაოდენობაც დაეხარჯა.

ქალაქის ფრგლებში ბევრი ღია მოედნის არსებობისას მათ აწყობდნენ და აღჭურავდნენ ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების დასაჯდომად. სათვალთვალო პუნქტებს აწყობდნენ სხვენებსა და ზედა სართულებში, კარგად ნიღბავდნენ და იცავდნენ.

ქალაქის პირობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ შენობების სარდაფებში, ზედა სართულებსა და აივნებზე, სხვენის სათავსოებში, ქვის ღობეების უკან ფარულად განელაგებიათ ტანკსაწინააღმდეგო საცეცხლე საშუალებები, რათა მათ მოკლე დისტანციებიდან, ფაქტიურად მიბრჯენით მოულოდნელად ეფექტური ცეცხლი გაეხსნათ. ამასთან თითოეული საცეცხლე საშუალებისთვის ეწყობოდა ერთი-ორი სათადრიგო პოზიცია და მანევრის გზები, რისთვისაც შენობების კედლებსა და ქვის ღობეებში შენატეხები (проломы) კეთდებოდა. ამავე მიზნებით ითვალისწინებდნენ მიწისქვეშა საქალაქო კომუნიკაციების (კავშირგაბმულობის გვირაბების, კანალიზაციის) გამოყენებასაც.

საცეცხლე წერტილები ეწყობოდა ზედა და ქვედა სართულებზე, რითაც ხდებოდა მრავალიარუსიანი ცეცხლის შექმნის უზრუნველყოფა. სარდაფის სათავსოებში იქმნებოდა თავშესაფრები დაზიანების თანამედროვე საშუალებებისგან პირადი შემადგენლობის დასაცავად.

რეკომენდირებული იყო ზედა სართულების იატაკებისა და, განსაკუთრებით, კიბეების ბაქნების ქვიშიანი ტომრებით გაძლიერება, რათა ქვემოდან სროლისას სასროლი იარაღის ცეცხლით პირადი შემადგენლობის დაზიანება თავიდან აეცილებინათ. 

თავდაცვისთვის პირველ რიგში რეკომენდირებული იყო ყველაზე უფრო მტკიცე და მომგებინად განლაგებული შენობების მომზადება, ეზოებისა და სახლების კედლებში გაკეთებული შენატეხების გავლით, აგრეთვე მიწისქვეშა გზების გავლითაც (გვირაბების, კოლექტორების) თუკი ასეთები იქნებოდა, ამ შენობების ურთიერთშორის შეერთება. 

შემომტევი მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანისთვის თავდაცვითი ნაგებობები ისეთნაირად იქმნებოდა, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ გამორჩეული კვარტლებისა და ქუჩების საერთო ფონზე და უზრუნველეყოთ მეზობელი საყრდენი პუნქტების საიმედო საცეცხლე დაფარვა და ზემოდან ქვემოთ, ფრონტის გასწვრივ და ზურგის მხარეს საფლანგო ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა.

გაუშენიანებელ უბნებში სანგრების, შეტყობინების გზებისა და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების გათხრისას ფართოდ იყენებდნენ სხვადასხვანაირ მიწისსათხრელ მანქანებს. შენობათა კედლების, ღობეების გაყოლებაზე და სხვა პირობებში მიწის სამუშაოების შესასრულებლად გფრ-ის სახმელეთო ძალების მესანგრეთა ქვედანაყოფები აღჭურვილი იყვნენ ექსკავატორისა და საბრუნავი ფრთის (ბულდოზერის) მქონე მიწისმთხრელი მანქანებით.

თავდაცვისთვის ქალაქის მომზადებისას დიდი ყურადღება ეთმობოდა საინჟინრიო ღობურების მოწყობას. რკომენდირებული იყო მათი შექმნა გზაჯვარედინებზე, სკვერებში, ქუჩებსა და გაუშენიანებელ უბნებში. ღობურების რაოდენობა და ხასიათი დამოკიდებული იყო დროის, მასალებისა და აღჭურვუილობის არსებობაზე, პირადი შემადგენლობის რიცხოვნებასა და თავდაცვაში მყოფთა ინიციატივაზე. ითვლებოდა, რომ გაუაზრებლად დაგეგმილ და ცუდად დაყენებულ ღობურებს შესაძლო იყო გაეძნელებიათ თავიანთი ჯარების მანევრი, მომარაგება და ევაკუაცია, აგრეთვე მოწინააღმდეგისთვის მიეცათ თავდაცვის ორგანიზაციის გამოვლენის შესაძლებლობა. 

ქალაქში ღობურების ძირითად სახეობებს უცხოელი სპეციალისტები მიაკუთვნებდნენ დანგრეულ შენობებს, სახლების ჩამონაქცევებსა და მათი ნანგრევებისგან გაკეთებულ ბარიკადებს, გადაბრუნებულ ტრამვაისა და სარკინიგზო ვაგონებს, აგრეთვე სხვა ადგილობრივ მასალებს. მათი გაძლიერება ხდებოდა ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო დანაღმული ველებით, მავთულხლართიანი ღობურებით. 

ითვლებოდა, რომ ნაღმ-ასაფეთქებელი და სხვა ღობურებით გაძლიერებული ნამტვრევები (обломки) და ნანგრევები მნიშვნელოვნად გააძნელებდნენ შემომტევი ჯარების წინწამოსვლას და ხელსაყრლ პირობებს შექმნიდნენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის განადგურებისთვის. მიჩნევდნენ, რომ ნაღმების 10 % დაყენებული უნდა ყოფილიყო ვერამოღებაზე (на неизвлекаемость). ცალკეულ შემთხვევებში მავთულხლართიან ღობურებში შესაძლებელი იყო ელექტრული დენის გატარებაც. ფართოდ გამოიყენებოდა აგრეთვე ყველანაირი შესაძლო “სიურპრიზები” და “ხაფანგები” («ловушки»), ყოვნადი მოქმედების ნაღმები, ნაპალმისა და ქიმიური ფუგასები. ხე-ტყის ხერგილების მოწყობა, რომლებიც შესაძლებელი იყო დაენაღმათ, რეკომენდირებული იყო პარკების ადგილებში.

მთავარი დარტყმის სავარაუდო მიმართულებაზე ხდებობა ტანკსაწინააღმდეგო ღობურების დიდ სიღრმეზე დაეშელონება. მაგალითად, 3 კმ სიგრძის გზის უბნებზე მათ აყენებდნენ არანაკლებ სამი ადგილისა, რომელთაგან თითოეულში სიღრმეს შესაძლო იყო მიეღწია 500-700 მ-მდე. ასაფეთქებელ ტანკსაწინაღმდეგო ღობურებად შესაძლო იყო გამოეყენებინათ მსხვილი საავიაციო ბომბების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ორმოები. მდინარეებსა და არხებზე გადებულ ხიდებს, გვირაბებსა და კოლექტორებში შესასვლელებს დასანგრევად ამზადებდნენ (ნაღმავდნენ), ხოლო მოწინააღმდეგის მიერ მათი დაპყრობის მუქარისას კი ხდებოდა მათი აფეთქებაც.

ქალაქის თავდაცვისას დიდი ყურადღება ეთმობოდა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას, რადგანაც გაზგაყვანილობის, ელექტროგადაცემის სისტემის დანგრევისა და ქალაქში ადვილაალებადი ობიეტების არსებობის გამო შესაძლებელი იყო ხანძრების გაჩენა. მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლგამჩენი საშუალებების გამოყენებით გამოწვეულ ხანძრებს შესაძლო იყო ქალაქი თავდაცვისთვის უვარგისად ექციათ. თავდაცვაში მყოფ ჯარებს უნდა გაეთვალისწინებინათ მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმის, შენობების შესაძლო ჩამონგრევისა (обвалы) და ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების ზომები. ხანძარსაწინაღმდეგო აღჭურვილობა მუდმივ მზადყოფნაში უნდა ჰქონოდათ. აალებადი მასლები უნდა მოეშორებინათ ან ერთმანეთისგან დაეშორებინათ. ჯარების მიერ დაკავებული სარდაფებისა და ბლინდაჟების ჭერები ნოტიო მიწითა და ქვებით უნდა გაეძლიერებინათ და აალებისგანაც დაეცვათ. 

დასასრულს საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ქალაქში საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებასა და წარმოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების გამო, ნატო-ს სამხედრო სპეციალისტები საჯარისო სწავლებებსა და მანევრებში, და ყოველდღიური მეცადინეობების მსვლელობისას სათანადო ყურადღებას უთმობდნენ ამ საკითხების პრაქტიკული დამუშავების აუცილებლობას. როგორც უცხოური პრესა მოწმობდა, ნატო-ს ქვეყნების არმიების ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში არსებობდა დასახლებული პუნქტების საიმიტაციო სასწავლო ველები (პოლიგონები). აქ ამუშავებდნენ ჯარების მოქმედებების ტაქტიკას, საბრძოლო და მატერიუალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მათ შორის საინჟინროსაც. გფრ-ში, მაგალითად, ბუნდესვერის განკარგულებაში გადაცემული იყო პატარა ქალაქი ბონდლანდი, რომელიც 1964 წლიდან გადაქცეულ იქნა სასწავლო ცენტრად ქუჩებში ბრძოლების წარმოების პრაქტიკის დახვეწისთვის. მასში ყოველწლიურად გადიოდა მომზადებას გფრ არმიის 24 ბატალიონი და პერიოდულად ტარდებოდა საინსპექტორო საჩვენებელი მეცადინეობები დასავლეთ გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების მეთაურებისთვისაც. ამ ქალაქ-პოლიგონში ბუნდესვერის გამოცდილი ისტრუქტორების დახმარებით სწავლობდნენ სახლების დაპყრობის, შენობების შიგნით ბრძოლის წარმოების, მოწინააღმდეგის შემოტევათა მოგერიებისა და სხვა ილეთებსა და ხერხებს. 

საბჭოთა ავტორების დასკვნით, მნიშვნელობა, რომელსაც დასავლლი სპეციალისტები ანიჭებდნენ მსხვილი დასახლებული პუნქტების პირობებში ჯარების მოქმედებათა ტაქტიკის, მათი საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სრულყოფას, მთელი სიაშკარავით მოწმობდა აგრესიული ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მიზანმიმართულ მზადებას ომისთვის საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ.

ქალაქში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მომზადება 

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში დაიბეჭდა ასეთი სათაურის წერილი, რომლის დასაწყისი ნაწილი ზემოთ, ჩვენი წერილის შესავალში უკვე გვქონდა მოყვანილი. ახლა გავიხსენებთ, რომ ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში FM 90-10 საველე წესდებაზე (დარიგებაზე) მითითებით ტერმინის ქვეშ “საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ტერიტორიაზე” (MOUT – military operations on urbanized terrain) ესმოდათ “ზოგადსაჯარისო ბრძოლა, რომელსაც გეგმავენ და აწარმოებენ რთულ ადგილმდებარეობაზე, გაჯერებულზე ხელოვნურად აგებული შენობა-ნაგებობებით, რომელთა არსებობაც არსებით გავლენას ახდენს მეთაურის მიერ მოცემულ პირობებში მისაღები გადაწყვეტილების არჩევაზე” (*“თეთრ წიგნში ქალაქში საბრძოლო მოქმედებების საკითხებში” გამოიყენება ტერმინი “ბრძოლა განაშენიანებულ რაიონში” /combat in build-up area/, რომელიც გამოიყენება უფრო ვიწროდ – იმ საბრძოლო მოქმედებების აღსანიშნავად, რომლებიც წარმოებს როგორც შენობებს შორის, ისე მათ შიგნითაც. გვხვდება სხვა ტერმინებიც, რომლებიც აკონკრეტებენ საბრძოლო მოქმედებების სპეციფიკას: ბრძოლა ქალაქის ტიპის დაბაში, ბრძოლა სოფელში, ბრძოლა სოფელ ადგილას, ბრძოლა დასერილ ადგილას /ადგილმდებარეობაზე/ და ა. შ.)

ნათქვამი იყო ისიც, რომ სამხედრო სპეციალისტები გამოჰყოფდნენ რიგ თავისებურებებს, რომლებიც ქალაქში ბრძოლას განასხვავებდა სხვა პირობებში საბრძოლო მოქმედებებისგან. უწინარეს ყოვლისა აღინიშნებოდა, რომ დანგრეული საქალაქო ნაგებობები და შენარჩუნებული შენობები ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისთვის, პირადი შემადგენლობის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შეფარებისთვის, საყრდენი პუნქტების, თავდაცვის რაიონებისა და წინააღმდეგობის კვანძების საინჟინრო მიმართებით აღჭურვისთვის. ამასთან ერთად “ურბანიზაცია” ზღუდავდა ჯარების მობილურობას, ეწინააღმდეგებოდა “მძიმე” ტექნიკის წინსვლას, აძნელებდა მუქარის მიმართულებებზე ძალისხმევის თავმოყრის მიზნით მანევრის ჩატარებას, ბოჭავდა დაზვერვის მოქმედებებს, ასუსტებდა ჰაერიდან დარტყმების შედეგიანობას, ართულებდა ბრძოლის მსვლელობისას ქვედანაყოფების მართვას, ამცირებდა რადიოსაშუალებებისა და მიზანჩვენების საშუალებების მოქმედების ეფექტურობას, ზღუდავდა ხედვასა და დაშენას (სროლის სიშორე 500 მ-ს იშვიათად აღემატებოდა) და ა. შ.

ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ნატო-ს ქვეყნების ბევრი ახლად შემუშავებადი ან უკვე ჯარებში მიწოდებადი იარაღის “დახვეწილი” სახეობა ვერ შეიძლებოდა ეფექტური ყოფილიყო ქალაქის პირობებში გამოყენებისთვის. მათ მიეკუთვნებოდა, მაგალითად, ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები (fiber-optic guided – FOG), თვითდამიზნების ლაზერული თავაკის მქონე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები (“ჰელფაირი”), რომლებიც განკუთვნილია სტაციონარული და მოძრავი მცირეზომიანი მიზნების დაზიანებისთვის, “ჰაერი-მიწა” კლასის მართვადი რაკეტები (“მეივერიკი”) და თვითდამიზნების სისტემის მქონე საარტილერიო ჭურვები, რომლების მიზნების სპეციალურ შენათებას არ საჭიროებენ (SADARM).

როგორც აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში უკვე საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში არსებული იარაღის ბევრი სისტემა 90-იანი წლების დასაწყისში თანამედროვე მოთხოვნებს უკვე ვეღარ პასუხობდა. პუბლიკაციათა უემტესობის ავტორები ეთნხმებოდნენ ერთმანეთს ქვედანაყოფებისა და ნაწილების სპეციალურად აღჭურვის მიზანშეწონილობაში ქალაქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. ასე, მაგალითად, ასეთ პირობებში ხედვისა და დაშენის შეზღუდულობის გათვალისწინებით, ისინი აუცილებლად მიიჩნევდნენ პირადი შემადგენლობის გაუმჯობესებული სნაიპერული სამიზნეების მქონე უხმაურო სასროლი ავტომატრური შაშხანებით შეიარაღებას. საცეცხლე პოზიციების დემასკირების (განნიღბვის) არდაშვების მიზნით რეკომენდაციას იძლეოდნენ არ გამოეყენებინათ მგეზავი საბრძოლო მასალები. ვარაუდობდნენ შეემუშავებინათ და შეიარაღებაში მიეღოთ ახალი მაღალეფექტური, ექსპლუატაციაში მარტივი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ზურგჩანთით სატარებელი და თვითმავალი ცეცხლსატყორცნები (მათ შორის დისტანციური მართვითაც). გაითვალისწინებოდა იაფი და ადვილად დასაყენებელი ავტონომიური კვების მქონე სენსორული და ვიდეოწყობილობების, აკუსტიკური გადამწოდების, კავშირგაბმულობის, მეთვალყურეობის, მიზანჩვენებისა და ამოცნობის სპეციალური აპარატურის, აგრეთვე განათების საშუალებებისა და ღამური ხედვის ხელსაწყოების ფართო დანერგვაც. ქალაქში ბრძოლის თავისებურებებიდან ამომდინარე, მეტად მნიშვნელოვნად ითვლებოდა ახალი საარტილერიო სისტემების შექმნა ან არსებულების მოდერნიზაცია, რათა ისინი უფრო მეტად ეფექტურები ყოფილიყვნენ პირდაპრი დამიზნებით სროლისას და შესაბამისობაში მოსულიყვნენ პრინციპთან “ვისროლე-დავივიწყე”. უცხოური სამხედრო გამოცემების შეტყობინებებით, ანალოგიური მოთხოვნები უნდა წაეყენებინათ ქალაქის პირობებში მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლველად სპეციალურად განკუთვნილი იარაღისთვისაც – ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისთვის (ტსრკ), ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებისა და ხელის ყუმბარსატყორცნებისთვის.

ქალაქში საბრძოლო მოქმედებების სპეციფიკა, აგრეთვე ადგილმდებარეობის პირობების მოულოდნელი ცვლილებები კიდევ უფრო მეტი “ურბანიზაციის” მხარეს, დასავლელი სპეციალისტების აზრით, ახალ მოხოვნებს კარნახობდათ ნატო-ს ქვეყნების უწინარეს ყოვლისა ცენტრალურ ევროპაში დისლოცირებული სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურაშიც. ასე, ადასტურებდნენ რა ცნობილ თეზისს, რომ “თვით XXI საუკუნის დასაწყისამდე “მძიმე” შენაერთები დარჩებიან ძირითად ძალად ევროპაში შესაძლო ომში”, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიები სრულად არ იყვნენ შეგუებულნი (приспособлены) ქალაქში საბრძოლო მოქმედებებისთვის. ბევრ პუბლიკაციასა და თეორიულ შემუშავებაში ტარდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ “მძიმე” შენაერთების, აგრეთვე ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკების შემადგენლობაში აუცილებელი იყო ჰყოლოდათ “მსუბუქი” მობილური ქვეითი ბატალიონები, რომელთა პირადი შემადგენლობა სპეციალურად იქნებოდა მომზადებული, ხოლო იარაღი, საბრძოლო ტექნიკა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საშუალებები კი გამიზნული ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. ჩვეულებრივ წამოაყენებდნენ ხოლმე წინადადებას “მძიმე” დივიზის თითოეულ ბრიგადაში ერთი ასეთი ბატალიონის ჩართვის შესახებ (ნახატი 3). მაგრამ, სხვა თვალსაზრისის თანახმად, კონკრეტული დივიზიის ან ჯავშანსაკავალერიო პოლკის შემადგენლობაში “მსუბუქი” მობილური ბატალიონების ამა თუ იმ რაოდენობის ჩართვის საკითხს, მოცემული მომენტისთვის ჩამოყალიბებული ვითარების პირობების შესაბამისად, მოქნილად უნდა მიდგომოდნენ, და მის სტანდარტულ გადაწყვეტას ერიდებოდნენ. არსებობდა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იყო რეზერვის სახით და საარმიო კორპუსების მეთაურთა განკარგულებაში ასეთი ცალკეული “მსუბუქი” მობილური ქვეითი ბატალიონები ჰყოლოდათ.

[ნახატზე სათავეში ნაჩვენები იყო დივიზიის მეთაური და შტაბი, რომელთაც ექვემდებარებოდნენ: ბრიგადების სამი შტაბი, საარმიო ავიაციის ბრიგადა, დივიზიის არტილერიის უფროსი, დივიზიის ზურგის სარდლობა, სამი ბატალიონი: დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო; საზენიტო დივიზიონი; ორი ასეული: მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვისა და სამხედრო პოლიციის. თითოეული საბრძოლო ბრიგადის სავარაუდო სტრუქტურაში ნაჩვენები იყო ოთხი ბატალიონი: სატანკო, ორი მოტოქვეითი და „მსუბუქი“ მობილური ქვეითი]

ნახატი 3. ქალაქში საბრძოლო მოქმედებებისთვის განკუთვნილი აშშ მექანიზებული დივიზიის ორგანიზაცია (ვარიანტი) 

იმავდროულად იმ ფაქტსაც ადასტურებდნენ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში არსებული სატრანსპორტო საშულებები, უწინარეს ყოვლისა კი ჯავშანტრანსპორტერები (ჯტრ), სათანადო ზომით ვერ პასუხობდნენ იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებიც “დახურულ” და მით უმეტეს ქალაქის ტერიტიორიაზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოების პირობებში წაეყენებოდათ. ასე, ამ პირობების შესაბამისდ მსგავსი სატრანსპორტო საშუალება შესაძლოა ყოფილიყო სპეციალურად კონსტრუირებული თვლიანი მოჯავშნული მანქანა (თმმ), ადვილი მართვაში და მარტივი მომსახურებაში. მას უნდა დაეტია სამხედრო მოსამსახურეთა ორ ათეულამდე და უზრუნველეყო მათი სწრაფად ჩასხდომა და ჩამოქვეითება, აგრეთვე სასროლი იარაღის ცეცხლისა და ნამსხვრევებისგან მინიმალური დაცვა. მოცემული მოთხოვნების შესრულება, მაგალითად ჰოლანდიელი სპეციალისტების აზრით, გარდა ამისა, დანიშნულ რაონში პირადი შემადგენლობის სწრაფი გადასროლის საშუალებასაც მისცემდათ, მათ შორის ჰაერით გადასროლისა.

მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიების რეორგანიზაცია მათ შემადგენლობაში “დახურულ” ადგილმდებარეობაზე მოქმედებებისთვის სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩართვით, დასვლელი სპეციალისტების აზრით, “მძიმე” შენაერთების გამოყენების ვარიანტების დიაპაზონს მნიშვნელოვნად გააფართოებდა, განსაკუთრებით ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ცე ომთ) პირობებში გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან იმასაც ესმებოდა ხაზი, რომ შეთავაზებული სიახლეები სრულად ეთანხმებოდა ნატო-ში მიღებული “ღრმა დარტყმების” კონცეფციას, რომლის შესაბამისადაც ითვალისწინებდნენ მოწინააღმდეგის მართვის პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძების, საცეცხლე მხარდაჭერის ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური საშუალებების ლოკალიზაციასა და განადგურებას, რაკეტების საცეცხლე პოზიციებზე განადგურების ჩათვლით, მთლიანობაში კი – თავისი მეწინავე ეშელონებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში მისი შესაძლებლობების ნეიტრალიზაციას. “მძიმე” ნაწილებისა და შენაერთებისთვის შესაძლო იყო დაესვათ მოწინააღმდეგის მოქმედებათა შებოჭვის ამოცანა მის მეორე ეშელონებსა და რეზერვებზე ღრმა დარტყმების მიყენების გზით, ასევე “დახურულ” ადგილმდებარეობაზე მისი შედენის (оттеснение) ამოცანა, სადაც მსუბუქი ქვეითი ჯარი, საცეცხლე და სანჟინრო საშუალებათა, აგრეთვე საარმიო ავიაციის მხარდაჭერით, აქტიური შეტევითი მოქმედებებით, აუცილებლობის შემთხვევაში “კომანდოსების” ქვედანაყოფებთან ერთობლივად, მის განადურებას დაასრულებდა. “მძიმე” და “მსუბუქი” ქვედანაყოფებისა და ნაწილების მოქმედებათა ასეთი ტაქტიკა მათი ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას მაღალ მოთხოვნებს უყენებდა. ამასთან დაკავშირებით ქალაქში ბრძოლის ორგანიზებისა და წარმოებისთვის პირადი შემადგენლობისა და მეთაურთა კადრების წინასწარ გულდასმით მომზადების აუცილებლობის საკითხი წინა პლანზე გამოჰქონდათ.

უწინარეს ყოვლისა, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, დაწვრილებით უნდა ყოფილიყო შესწავლილი მოწინააღმდეგის შეხედულებები ქალაქის პირობებში ბრძოლის წარმოებაზე, მისი მოქმედებების ტაქტიკის თავისებურებანი, მათ შორის ბიურთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, აგრეთვე ახლო ბრძოლის საშუალებათა გამოყენებისას. ამ მიზნით “სოლიდურ საფუძველზე უნდა დაეყენებინათ” პირველ რიგში ოფიცერთა პროფესიული მომზადების სრულყოფის პროცესი, რომლებსაც ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფბის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ და რომლებიც სერჟანტთა და რიგითი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეთა მეცადინეობებს ხელმძღვანელობდნენ. თუმცა კი მომავალი ომის ხასიათი ქალაქში ბრძოლის ხელოვნების დაუფლებას პირადი შემადგენლობის პრაქტიკულად ყველა კატეგორიისგან მოითხოვდა, ძირითადი ყურადღების თავმოყრა მაინც მცირე ქვედანაყოფების მოქმედებათა შეთანხმებულობაზე უნდა მომხდარიყო. ასეთი თვალსაზრისის მომხრეები ამას იმით ხსნიდნენ, რომ ქალაქში ბრძოლას “ოცეული-ბატალიონის” რგოლის ქვედანაყოფების მოქმედებები ედო საფუძვლად, რომლებიც რეალური ვითარების პირობებში ხშირად იძულებული იქნებოდნენ რომ ხანგრძლივად ეწარმოებინათ ბრძოლა ალყაში, ძირითადი ძალებისგან მოწყვეტით, როდესაც ზემდგომ მეთაურს არ შეეძლებოდა ქალაქის განსაზღვრულ კვარტალში ან რაიონში კონკრეტული ბრძოლისთვის პირადად ეხელმძღვანელა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნლოვნად იზრდებოდა უმცროს მეთაურთა პასუხისმგებლობა და ამავდროულად მაღლდებოდა მოთხოვნებიც პირადი შემადგენლობის ინდვიდუალური მომზადებისადმი. მასში შედიოდა: დამიზნებული ცეცხლის წარმოების უნარი საშტატო იარაღის ყველა სისტემიდან, ხელჩართული ბრძოლის უნარ-ჩვევების ფლობა, ფიზიკური გაწვრთნილობა და ამტანობა, შენიღბვისა და მეთვალყურეობის თავისებურებებისა და ილეთების ცოდნა, ექსტრემალურ და სტრესულ სიტუაციებში ინიციატივის გამოჩენა. 

1986 წელს აშშ-ში შემუშავებულ იქნა წესდების (დარიგების) პროექტი (Division Manual 1110-1-7), რომელიც შეიცავდა სპეციალური ცენტრების ორგანიზების რეკომენდაციას (კალიფორნიაში ფორტ-ირვინში არსებული უდაბნოში საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადების ცენტრის მსგავსად) სამხედრო მოსამსახურეთა მოსამზადებლად ქალაქის პირობებში მოქმედებებისთვის როგორც დამოუკიდებლად, ისე ქვედანაყოფების შემადგენლობაშიც. ამ დოკუმენტის შესაბამისად, შეთავაზებული იყო ორი სასწავლო ზონის შექმნა: “დაბრკოლებათა ზოლისა” (ნახატი 4) და “სასწავლო ქალაქის”, რომელსაც ქალაქის კვარტლის საიმიტაციოდ 16 ან 32 სპეციალურად აშენებული შენობა-ნაგებობა ექნებოდა (ნახატი 5).



ნახატი 4. “დაბრკოლებათა ზოლის” სქემა (a – გამყოფი მოედანი): 1 – დაბრკოლების ნახტომით გადალახვა; 2 – შენობის შიდა სადგომების “გაწმენდა”; 3 – ყუმბარის ტყორცნა; 4 – კარის ღიობის გადალახვა; 5 – შენობა-ნაგებობებს შორის გადაადგილება; 6 – ცეცხლის წარმოებისთვის თავდაცვითი პოზიციის დაკავება; 7 – მიწისქვეშა კომუნიკაციებში მოქმედებები.

“დაბრკოლებათა ზოლზე” სწავლების კურსის მიზანი გახლდათ ქალაქის პირობებში მოქმედებებისთვის პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური უნარ-ჩვევების სრულყოფა, მისი მოხერხებულობის (ловкость), ამტანობის, მამაცობის განვითარება. იგი სირთულის სხვადასხვა ხარისხის შვიდ ელემენტს შეიცავდა, რომელთაგან ხუთი საბრძოლო სროლის წარმოების შესწავლისთვის იყო აუცილებელი. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის უკვე შემუშავებული ჰქონდათ ელემენტების პროექტები შემდგომში “დაბრკოლებათა ზოლზე” საბრძოლო ხელყუმბარების ტყორცნით სწავლების კურსში მათ ჩასართველად. ამისთვის მოცემულ სასწავლო ზონაში ვარაუდობდნენ დამატებითი ნამსხვრევმშთანთქავი ღობურების აგებასა და არსებული ნაგებობების კონსტრუქციათა გაძლიერებას.



ნახატი 5. 32-ნაგებობებიანი “სასწავლო ქალაქის” სქემა: 1 – სასტუმრო; 2 – საცხოვრებელი შენობა; 3 – სკოლა; 4 – ერთსართულიანი ნაგებობა; 5 – ფირმის შენობა; 6 – კანცელარიის შენობა, 7 – საწყობი; 8 – ავტომობელების ტექნიკური მომსახურების სადგური; 9 – ბანკის შენობა; 10 – კოტეჯი; 11 – მავთულხლართიანი ღობური; 12 – ბეტონის ღობე 

“სასწავლო ქალაქი” განკუთვნილი გახლდათ სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებისთვის ოცეულიდან ასეულამდე ქვედანაყოფების შემადგენლობაში სამოქმედოდ. ზოლზე განლაგებული დაბრკოლებების კონფიგურაცია და შეხამება, აგრეთვე “ქალაქის” სტრუქტურა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისა და მეთაურებისთვის “ურბანიზებულ” ტერიტორიაზე სხვადასხვანაირი ობიექტების დასაუფლებლად ან მათ დასაცავად არაშაბლონური მოქმედებები ესწავლებინათ, ასევე შექმნილი ვითარებისდა მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებების ვარირება მოეხდინათ. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ცენტრში შესაძლებელი იყო აგრეთვე მოქმედი წესდებებისა (დარიგებებისა) და ტაქტიკური ნორმატივების დებულებათა შემოწმება, საშტატო შეიარაღების ეფექტურობის გამოცდების ჩატარება და სხვა.

1990-იანი წლების დასაწყისში უკვე შექმნილი იყო სამი მსგავსი სასწავლო ცენტრი: ფორტ-ჰუდში, ფორტ-ვიკეტსა და ფორტ-ორდში. გეგმავდნენ კიდევ რამდენიმეს შექმნას, ამასთან სწავლების კურსი უნდა გაევლოთ რეგულარული ჯარების და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებს. ქალაქის პირობებში მოქმედებათა ტაქტიკის კონკრეტული საკითხების პრაქტიკული დამუშავება აგრეთვე ნატო-ს სხვა ქვეყნების სახმელეთო ჯარებშიც წარმოებდა, კერძოდ ბუნდესვერის სპეციალურ სასწავლო ცენტრში ბონლანდში. უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში 1990-იანი წლების დასაწყისისთვის წამოსწიეს საკითხი ეროვნული და ბლოკური გეგმების მიხედვით რეგულარულად ჩატარებადი საჯარისო და სამეთაურო-საშტაბო სწავლებებისა და რუკებზე ვარჯიშების მსვლელობისას, აგრეთვე ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით (კომპიუტერებით) ქალაქში საბრძოლო მოქმედებების მოდელირების გზით, ქალაქის პირობებში მოქმედებებისთვის ჯარების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღების მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობის შესახებ, რაც ოპტიმალური ვარიანტების არჩევაში უნდა დახმარებოდათ. ამასთან ხაზი ესმებოდა იმას, რომ პირველ რიგში ყურადღებას მოითხოვდა “მძიმე” და “მსუბუქი” ფორმირებების ურთიერთმოქმედების საკითხების დამუშავება.

ამერიკელი სპეციალისტები მიზანშეწონილად თვლიდნენ პირადი შემადგენლობის სწავლებისადმი ანალოგიური მიდგომების ასევე სამხრეთ კორეაში აშშ შტაბებისა და ჯარების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებაზე გავრცელებასაც, რომლის ტერიტორიის ნაწილიც “ურბანიზაციის” თვალსაზრისით ცენტრალური ევროპის რეგიონს ემსგავსება.

აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო თეორეტიკოსები და სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ქალაქში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების მეთოდების დაუფლება “სხვა პირობებშიც ომისთვის მზადყოფნასა და უნარში გარდაუვალად ტრანსფორმირდება”. მათი აზრით, ევროპის კონტინენტის უწყვეტი და მზარდი ურბანიზაციის ფაქტის გაცნობიერება და სამხედრო დაგეგმარებაში მისი გათვალისწინება იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის თანამედროვე სახეობათ უნარიან გამოყენებასთან შეხამებით, შესაძლო მოწინააღმდეგესთან მომავალ ომში გარანტიას წარმოადგენდა.

ქალაქში, აგრეთვე მთა-გორიან და ძლიერად დასერილ ადგილმდებარეობაზე (на сильно пересечённой местности) საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ერთერთი ყველაზე უფრო შესაფერისი ჯართა გვარეობაა მსუბუქი ქვეითი ჯარი. ამ ტიპის შენაერთების ჩამოყალიბება ამერიკულმა სარდლობამ დაიწყო 1980-იან წლებში. ქვემოთ მოგვყავს თარგმანი შესაბამისი წერილისა საბჭოთა სამხედრო პერიოდიკიდან.

აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზია 1980-იანი წლების მეორე ნახევარში 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1980-იანი წლებში, პენტაგონის მილიტარისტული ჩანაფიქრების რეალიზაციაში თვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა სახმელეთო ჯარებს – აშშ შეიარაღებული ძალების ერთერთ ძირითად სახეობას. უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ 80-იანი წლების პირველ ნახევარში მან მნიშვნელვანი ცვლილებები განიცადა. მის მშენებლობას იმ დროისთვის საფუძვლად ედო გრძელვადიანი პროგრამა “არმია-90” (1981-1990), რომლის შესაბამისადაც ატარებდნენ ინტენსიურ კვლევებსა და პრაქტიკულ ღონისძიებებს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ხარისხობრივად ახალი სისტემების შემუშავებისა და შეიარაღებაში მიღების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფისა და საბრძოლო გამოყენების ოპტიმალური ხერხების ძიების სფეროში.

საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის პლანში ამერიკული სარდლობა ე. წ. მძიმე და მსუბუქი შენაერთების დაბალანსებულობის მიღწევის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მითითებული ტიპების ფორმირებათა ისეთი თანაფადობის მიღწევა იგეგმებოდა, რომელიც საშუალებას მისცემდათ შეენარჩუნებინათ ძლიერი მეწინავე დაჯგუფებები და სწრაფად გაეზარდათ ისინი, აგრეთვე მსუბუქი დივიზიების მაღალი სტრატეგიული მობილურობის გამოყენებით უფრო მოკლე ვადებში მოეხდინათ რეაგირება აშშ-ის მიერ “თავისი ეროვნული ინტერესების ზონებად” გამოცხადებულ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ცვლილებებზე და იქ თავიანთი აგრესიული ჩანაფიქრები განეხორციელებინათ.

მძიმე დივიზიებს 1980-იანი წლების შუახანებში აშშ-ში მიეკუთვნებოდა სახმელეთო ჯარების მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიები, რომლებიც განკუთვნილი იყო მაღალი და საშუალო ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის პირველ რიგში საომარ მოქმედებათა ევროპულ თეატრებზე. მსუბუქ შენაერთებს მიეკუთვნებოდა იმ ხანებში ახლად შექმნილი მსუბუქი ქვეითი დივიზიები, აგრეთვე მანამდე არსებული საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიები.

მსუბუქი ქვეითი დივიზია, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით, წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების ზოგადსაჯარისო შენაერთების ხარისხობრივად ახალ ტიპს. იგი განკუთვნილი გახლდათ ჰაერით სწრაფად გადასროლისა და დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ძირითადად სუსტად აღჭურვილ საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში (სამხრეთ-დასავლეთ აზიის მთები და უდაბნოები, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტყეები, აფრიკა და წყნარი ოკეანის ზონა). მიდიოდა აგრეთვე ასეთი ტიპის დივიზიების საბრძოლო გამოყენების საკითხების კვლევა ევროპულ ომის თეატრზეც აშშ შეიარაღებული ძალების მეწინავე დაჯგუფების შემადგენლობაში “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შესაბამისად საშუალო და მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წარმოების პირობებშიც.

[ნახატზე, რომლის სახელწოდებაც იყო „აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ორგანიზაცია“, სათავეში ნაჩვენები იყო დივიზიის მეთაური და შტაბი; მათ ექვემდებარებოდნენ: ბრიგადების სამი შტაბი, ცხრა ქვეითი ბატალიონი, დივიზიის არტილერიის უფროსი (საველე საარტილერიო ბრიგადა), საარმიო ავიაციის ბრიგადა, ზურგის სარდლობა (ზურგის უზრუნველყოფის ბრიგადა), აგრეთვე ცალკეული ბატალიონები: დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის, საინჟინრო, კავშირგაბმულობის; საზენიტო დივიზიონი და ასეულები: საშტაბო და სამხედრო პოლიციისა. თითოეული ბრიგადის მეთაურობის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო საშტაბო ასეული; თითოეული ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში – ოთხი ასეული: საშტაბო და სამიც ქვეითი. დივიზიის არტილერიის შემადგენლობაში – საშტაბო ბატარეა და სამი დივიზიონი: ერთი 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიუცების და სამიც 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუცებისა. საზენიტო დივიზიონში ნაჩვენები იყო სამი ბატარეა: საშტაბო, თვითმავალი საზენიტო დანადგარების „ვუკლანის“ და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „სტინგერისა“. საარმიო ავიაციის ბრიგადაში – სამი ასეული: საშტაბო და ორიც ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებისა, და ორი ბატალიონი: სადაზვერვო და ტანკსაწინააღმდეგო სავერტმფრენო; სადაზვერვო ბატალიონში შედიოდა ხუთი ასეული: საშტაბო, სადაზვერვო, დაზვერვისა და რებ, და ორიც სადაზვერვო აერომობილური; ტანკსაწინააღმდეგო სავერტმფრენო ბატალიონში კი ნაჩვენები იყო ოთხი ასეული: საშტაბო და სამიც ტანკსაწინააღმდეგო სავერტმფრენო. დივიზის ზურგის სარდლობის დაქვემდებარებაში შედიოდა: საშტაბო ასეული და ოთხი ბატალიონი: სარემონტო, სატრანსპორტო და მომარაგების, სამედიცინო, საავიაციო ტექნიკის მომსახურებისა და რემონტის] 

ნახატი 6. აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ორგანიზაცია 1980-იანი წლების უახანებში

ორგანიზაციულად მსუბუქი ქვეითი დივიზია (ნახატი 6) 1980-იანი წლების შუახანებში მოიცავდა: შტაბსა და საშტაბო ასეულს, ბრიგადების სამ შტაბს საშტაბო ასეულებით, ცხრა ქვეით ბატალიონს, ოთხ საარტილერიო დივიზიონს, საზენიტიო დივიზიონს, საარმიო ავიაციის ბრიგადას, სამ ცალკეულ ბატალიონს (დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/, კავშირგაბმულობისა და საინჟინროს), ზურგის სარდლობას (შტაბი და საშტაბი ასეული, ოთხი ბატალიონი: სარემონტო, სატრანსპორტო და მომარაგების, სამედიცინო, საავიაციო ტექნიკის მომსახურებისა და რემონტის), სამხედრო პოლიციის ასეულს. სულ დივიზიაში იყო (ცხრილი 1) პირადი შემადგენლობის 10768 ადამიანი, რვა 155-მმ და 54 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა, 36 106,7-მმ და 54 60-მმ ნაღმსატყორცნი, 44 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა “თოუს” გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ) ავტომობილებზე M966, 162 ტსმრ გდ “დრაკონი”, რვა 25-მმ ავტომატური ზარბაზანი, 18 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) “ვულკანი”, 90 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (გზრკ) “სტინგერი”, 99 ვერტმფრენი (მათგან 31 სადაზვერვო, 29 საცეცხლე მხარდაჭერის, 36 ზოგადი დანიშნულების), 870 1,25-ტ მაღალი გამავლობის ავტომობილი, 135 მოტოციკლი და სხვა შეიარაღება* (*უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების 1986 წლის პირველი ნახევრის შეტყობინებებით, მსუბუქ ქვეით დივიზიაში იყო 155-მმ ჰაუბიცების ბატარეა /ტექსტში დივიზიონი/ და საავიაციო ტექნიკის მომსახურებისა და რემონტის ასეული /ტექსტში ბატალიონი/).

ცხრილი 1

აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 

(ცხრილის დიდი მოცულობის გამო ქვემოთ იგი მოცემულია სამ ნაწილად)

(ნაწილი I)

პირადი შემადგენლობა და . . .დივიზიის . . . . ბრიგადის . . . . . ქვეითი . . . . .დივიზიის 
ძირითადი შეიარაღება . . . . . მეთაურობა, . . მეთაურობა, . ბატალიონი . . არტილერია 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .შტაბი და . . . . . შტაბი და . . . . . . (ცხრა) . . . . . . . . . . . . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საშტაბო . . . . . საშტაბო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ასეული . . . . . . ასეული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 236 . . . . . . . . . . 105 . . . . . . . . . . 561 . . . . . . . . 1441 . . 
155-მმ ჰაუბიცები მექანიკური 
გაწევით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .8 . . .
105-მმ ჰაუბიცები მექანიკური 
გაწევით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .54 . . . 
106,7-მმ ნაღმსატყორცნები 
ავტომობილებზე M966 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . – . . . . 
60-მმ ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . – . . . . 
25-მმ ავტომატური ზარბაზნები 
ავტომობილებზე M966 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . 
ტანკსაწინააღმდეგო საშუალე- ბები: 
– ტსმრ გასაშვები დანადგარე- 
. . ბი “თოუ” M966-ზე . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . .– . . . . . 
– ტსმრ გასაშვები დანადგარე- 
. . ბი “დრაკონი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .18 . . . . . . . . . . – . . . . . 
– ხელის ტანკსაწინააღმდეგო 
. . ყუმბარსატყორცნები M203 . . . . . . .– . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 58 . . . . . . . . . . .– . . . . . . 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .80 . . . . . . . . . . – . . . . . . 
ტყვიამფრქვევები M60 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .18 . . . . . . . . . . – . . . . . . 
საზენიტო საშუალებები: 
– თზდ-ები “ვულკანი” . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .– . . . . . 
– გზრკ-ები “სტინგერი” . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . 18 . . . . . 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . 18 . . . . 
ვერტმფრენები: 
– საცეცხლე მხადაჭერის . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .– . . . . 
– ზოგადი დანიშნულების . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . 
– სადაზვერვო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . 
– რადიოელექტრონული 
. . ბრძოლის (რებ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . 
მაღალი გამავლობის 1,25-ტ 
ავტომობილები M966 . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . 34 . . . . . . . . . . 86 . . . 
მრავალმიზნობრივი თვლიანი 
და სატვირთო ავტომობილები, 
მისაბმელები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .* . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . . . . 20 . . . . 
მოტოციკლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . . . . – . . . . 

(ნაწილი II)

პირადი შემადგენლობა და . . . . . საზენიტო . . . საარმიო . . . დაზვერვისა . . . კავშირგაბ- 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . დივიზიონი . .ავიაციის . . . . და რებ-ის . . . . . მულობის . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბრიგადა . . .ბატალიონი . . . . ბატალიონი 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 322 . . . . . . . . 1091 . . . . . . . . . . 313 . . . . . . . . . . 470 . . . . 
155-მმ ჰაუბიცები მექანიკური 
გაწევით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . 
105-მმ ჰაუბიცები მექანიკური 
გაწევით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .– . . . . . 
106,7-მმ ნაღმსატყორცნები 
ავტომობილებზე M966 . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . 
60-მმ ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . 
25-მმ ავტომატური ზარბაზნები 
ავტომობილებზე M966 . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . 
ტანკსაწინააღმდეგო საშუალე- 
ბები: 
– ტსმრ გასაშვები დანადგარე- 
. . ბი “თოუ” M966-ზე . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .– . . . . . 
– ტსმრ გასაშვები დანადგარე- 
. . ბი “დრაკონი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .– . . . . . 
– ხელის ტანკსაწინააღმდეგო 
. . ყუმბარსატყორცნები M203 . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . – . . . . 
ტყვიამფრქვევები M60 . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . 
საზენიტო საშუალებები: 
– თზდ-ები “ვულკანი” . . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . 
– გზრკ-ები “სტინგერი” . . . . . . . . . . . . . 40 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .58 . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . 
ვერტმფრენები: 
– საცეცხლე მხადაჭერის . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .29 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . 
– ზოგადი დანიშნულების . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .36 . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .– . . . 
– სადაზვერვო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .31 . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . 
– რადიოელექტრონული 
. . ბრძოლის (რებ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .99 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . 
მაღალი გამავლობის 1,25-ტ 
ავტომობილები M966 . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . 110 . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . * . . 
მრავალმიზნობრივი თვლიანი 
და სატვირთო ავტომობილები, 
მისაბმელები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . .30 . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . .* . . 
მოტოციკლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . 

(ნაწილი III)

პირადი შემადგენლობა და . . . საინჟინრო . . . სამხედრო . . . ზურგის . . . . . . სულ . . . . 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . ბატალიონი . . პოლიციის . . სარდლობა . . დივიზიაში 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ასეული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 284 . . . . . . . . . . . . 77 . . . . . . . 1181 . . . . . . . . 10768 
155-მმ ჰაუბიცები მექანიკური 
გაწევით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . 8 
105-მმ ჰაუბიცები მექანიკური 
გაწევით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 54 
106,7-მმ ნაღმსატყორცნები 
ავტომობილებზე M966 . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . .36 
60-მმ ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . .54 
25-მმ ავტომატური ზარბაზნები 
ავტომობილებზე M966 . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .8 
ტანკსაწინააღმდეგო საშუალე- 
ბები: 
– ტსმრ გასაშვები დანადგარე- 
. . ბი “თოუ” M966-ზე . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 44 
– ტსმრ გასაშვები დანადგარე- 
 . ბი “დრაკონი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . 162 
– ხელის ტანკსაწინააღმდეგო 
. . ყუმბარსატყორცნები M203 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .522 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .728 
ტყვიამფრქვევები M60 . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .162 
საზენიტო საშუალებები: 
– თზდ-ები “ვულკანი” . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 18 
– გზრკ-ები “სტინგერი” . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 90 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 108 
ვერტმფრენები: 
– საცეცხლე მხადაჭერის . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . 29 
– ზოგადი დანიშნულების . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .36 
– სადაზვერვო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . 31 
 – რადიოელექტრონული 
. . ბრძოლის (რებ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 3 
. . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .99 
მაღალი გამავლობის 1,25-ტ 
ავტომობილები M966 . . . . . . . . . . . . . . . . . . . *. . . . . . . . . . . . . . .* . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . 870 
მრავალმიზნობრივი თვლიანი 
და სატვირთო ავტომობილები, 
მისაბმელები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . .616 
მოტოციკლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . 135

იმ ხანად არსებული გეგმებს თანახმად, სახმელეთო ჯარებში ვარაუდობდნენ ხუთი მსუბუქი ქვეითი დივიზიის ყოლას (ოთხი დივიზიისა რეგულარულ ჯარებში და ერთისაც ეროვნულ გვარდიაში). სახელდობრ, მე-7 ქვეითი დივიზიის ბაზაზე (ფორტ-ორდი, კალიფორნიის შტატი) 1986 წლის მაისისთვის უკვე ჩამოყალიბებული იყო მე-7 მსუბუქი ქვეითი დივიზია, უახლოეს წლებში კი 25-ე ქვეითი (ჰავაის კუნძულები) და უწინ მე-6 ქვეითი (ფორტ-რიჩარდსონი, ალიასკის შტატი), ასევე 10-ე სამთოქვეითი (ფორტ-დრამი, ნიუ-იორკი) და ეროვნული გვარდიის 29-ე ქვეითი (ფორტ-ბელეორი, ვირჯინია) დივიზიების ბაზაზე იგეგმებოდა ასეთივე ნომრების მსუბუქი ქვეითი დივიზიების შექმნა.

როგორც უცხოელი სპეციალისტები მიიჩნევდნენ, არსებული ორგანიზაციის ქვეით დივიზიასთან შედარებით, მსუბუქი ქვეითი დივიზიის ძირითად უპირატესობას წარმოადგენდა მისი მაღალი სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური მობილურობა. ასე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მისი გადასროლისთვის, გაანგარიშებათა მიხედვით, საჭირო იქნებოდა C-141B ტიპის სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების არაუმეტეს 500 თვითმფრინავ-რეისისა (ჩვეულებრივი ქვეითი დივიზიისთვის აუცილებელი 1450 რეისის ნაცვლად). ამასთან ერთად, მე-7 მსუბუქი ქვეითი დივიზიის ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან ჩატარებულმა საცდელმა სწავლებებმა გამოავლინა სუსტი მხარეებიც მის საორგანიზაციო სტრუქტურაში, საბრძოლო გამოყენებასა და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფაში. ასევე აღინიშნებოდა, რომ მას ჰქონდა შედარებით დაბალი საცეცხლე და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები, არასაკმარისი ტაქტიკური მობილურობა (ცხრა ქვეითი ბატალიონიდან მხოლოდ სამის გადასროლა იყო შესაძლებელი მისი საბრძოლო მოქმედებების რაიონის ფარგლებში საშტატო ვერტმფრენებითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით), საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შეზღუდული შესაძლებლობანი (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვლყოფის /მტუ/ საშყუალებები გათვლილი იყო 2-3 დღე-ღამეზე). სუსტად აღჭურვილ ომთ-ებზე ამ ტიპის შენაერთების საბრძოლო გამოყენების საკითხების განხილვისას სახმელეთო ჯარების სარდლობა თვლიდა, რომ ოპერატიული დანიშნულების რაიონში მსუბუქი ქვეითი დივიზიის გადასროლისას შესაძლოა წამოჭრილიყო განსაზღვრული სიძნელეები, დაკავშირებული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღებასა და ფრენების დროს მათ საწვავით გაწყობასთან, მათ შორის ჰაერშიც, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა აუცილებელი მარაგების შექმნასთან და ა. შ. ამ და სხვა ფაქტორებს, მისი აზრით, შესაძლო იყო შეემცირებინათ დივიზიის შესაძლებლობები თავისი ძალისხმევის გაზრდის საქმეში.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, პენტაგონი, ქმნიდა რა მსუბუქ ქვეით დივიზიებს პირველ რიგში როგორც “ძალის პოზიციიდან” თავისი აგრესიული პოლიტიკის გატარების საშუალებას უპირატესად “მესამე მსოფლიოს” ქვეყნების წინააღმდეგ, აგრეთვე ევროპულ ომის თეატრზე მათი საბრძოლო გამოყენების გეგმებსაც ამუშავებდა. აშშ სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის გენერალ ჯ. უიქჰემის სიტყვებით, მაღალი სტრატეგიული მობილურობის მქონე მსუბუქ ქვეით დივიზიებს შეეძლოთ უმოკლეს ვადებში გაეძლიერებინათ ნატო-ს “შეკავების ძალები” ევროპაში სამხედრო კონფლიქტის საწყის პერიოდში და არსებული გეგმების შესაბამისად უზრუნველეყოთ ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) სტრატეგიული გაშლა. შემდგომში, საშუალო და მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებათა წარმოების პირობებში, მათი გამოყენება საშუალებას მისცემდათ მნიშვნელოვნად აემაღლებინათ მექანიზებული და ჯავშანსატანკო შენაერთების საბრძოლო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ადგილმდებარეობის (местность) რთულ პირობებში მოქმედებებისას. 

ევროპულ ომის თეატრზე მსუბუქი ქვეითი დივიზიების ოპერატიული გაშლის ყველაზე უფრო სავარაუდო რაიონები, 1980-იანი წლების უცხოური პრესის მონაცემებით, შესაძლოა ყოფილიყო ნატო-ს გშძ-ის დაჯგუფების ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგები, სადაც ადგილმდებარეობის პირობებს შესაძლო იყო მაღალი ეფექტურობს მიღწევის საშუალება მიეცათ ამ ფორმირებების გამოყენებისას. ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე მსუბუქი ქვეითი დივიზიების გაშლის ყველაზე უფრო სავარაუდო რაიონებად ასახელებდნენ მთა-გორიან და ტყიან უბნებს აშშ მე-5 და მე-7 საარმიო კორპუსების მოქმედებათა ზოლებში, აგრეთვე რურის სამრეწველო რაიონის ურბანიზებულ ზონებსაც. გარდა ამისა, მსუბუქი ქვეითი ბრიგადები მათი შემადგენლობიდან შესაძლო იყო მიეცათ მძიმე დივიზიებისთვის მათი შემდგომი გამოყენების მიზნით მეორეხარისხოვან მიმართულებებსა და ისეთ ადგილმდებარეობაზე (местность), სადაც მექანიზებული და ჯავშანსატანკო შენაერთების გამოყენება გაძნელებული იქნებოდა. 

ევროპულ ომის თეატრზე მსუბუქი ქვეითი დივიზიების საბრძოლო გამოყენების საკითხებს 80-იანი წლების შუახანებში ამერიკული სარდლობა განიხილავდა “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის ფარგლებში. ასე, შეტევაში მსუბუქი ქვეითი დივიზიის ნაწილები და ქვედანაყოფები შესაძლო იყო გამოეყენებინათ მეორეხარისხოვნ მიმართულებებზე, აგრეთვე ადილმდებარეობის ძნელადსავალი უბნების გავლით მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში შეღწევისა და ფლანგებსა და ზურგში მისთვის დაზიანების მიყენების საბრძოლო ამოცანების შესრულება დაეკისრებინათ. გარდა ამისა, მათ შესაძლო იყო ემოქმედათ მოწინააღმდეგის ზურგში 70 კმ-მდე სიღრმეში გადასხმული აერომობილური დესანტების სახით, მისი ობიექტების განადგურების ან დაპყრობის მიზნით (თითოეულ დივიზიაში იქნებოდა 850 სამხედრო მოსამახურე, რომლებიც “რეინჯერების” პროგრამით გაივლიდნენ მომზადებას). 

თავდაცვაში მსუბუქი ქვეითი დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენება იგეგმებოდა ძირითადად მეორეხარისხოვან მიმართულებებზე, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის დასახლებულ პუნქტებში, ტყიან და მთა-გორიან მასივებში და ადგილმდებარეობის დაჭაობებულ უბნებში.

დიდი ყურადღება ეთმობოდა ამ დივიზიების გამოყენების საფუძვლების შემუშავებას მოტოქვეით და სატანკო ქვედანაყოფებთან, აგრეთვე საცეცხლე ხარდაჭერის ვერტმფრენებთან ურთიერთმოქმედებით ზურგის რაიონების დაცვისა და თავდაცვის ამოცანების შესრულებისას. ითვლებოდა, რომ მძიმე და მსუბუქი შენაერთების ძალებისა და საშუალებათა ერთობლივი გამოყენება უდიდეს ეფექტს მოიტანდა დივიზიებისა და საარმიო კორპუსების თავდაცვის რაიონებში მოქმედი მოწინააღმდეგის საჰაერო და აერომობილური დესანტების, სატანკო და მოტოქვეითი ნაწილებისგან შემდგარი მანევრული ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებებში.

მსუბუქი ქვეითი დივზიების ნატო-ს გშძ-ის შემადგენლობაში დამოუკიდებელ მიმართულებებზე საბრძოლო გამოყენების შემთხვევაში მათ შესაძლო იყო გაძლიერების სახით მიეღოთ სამ ცალკეულ ბრიგადამდე (მექანიზებული ან ჯავშანსატანკო, საველე არტილერიისა და საარმიო ავიაციის). გარდა ამისა, ვარაუდობდნენ მსუბუქი ქვეითი დივიზიების ჩართვას საარმიო კორპუსის, არმიების ჯგუფის ან ნატო-ს გშძ-ის ოპერატიული ან სტრატეგიული რეზერვის შემადგენლობაში.

როგორც ამერიკული სარდლობა 1980-იანი წლების შუახანებში თვლიდა, სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მსუბუქი ქვეითი დივიზიების არსებობას შესაძლო იყო ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უზრუნველეყო ძალების მაღალმობილური კონტინგენტით დედამიწის ნებისმიერ წერტილში მათი სწრაფი გადასროლისთვის იქ მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულების მიზნით. 

(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

ირაკლი ხართიშვილი 

გამოყენებული ლიტერატურა 

1) Полковник Н. Никитин, «Бой батальона США в населённом пункте», Зарубежное Военное Обозрение, 1977 г. № 10.

2) Полковник запаса Ю. Королёв, кандидат военных наук, доцент; полковник запаса В. Шамшуров, кандидат военных наук, доцент, «Инженерное обеспечение боевых действий в городе» (По взглядам иностранных военных специалистов), Зарубежное Военное Обозрение, 1981 г. № 3.

3) Полковник А. Рыжков, кандидат военных наук, доцент, «Боевые действия в городе» (по взглядам американских военных специалистов), Зарубежное Военное Обозрение, 1981 г. № 6. 

4) Полковник А. Рыжков, кандидат военных наук, доцент, «Боевые действия в городе» (По взглядам военных специалистов Бундесвера), Зарубежное Военное Обозрение, 1986 г. № 5.

5) Подполковник К. Володин, «Лёгкая пехотная дивизия США», Зарубежное Военное Обозрение, 1986 № 5.

6) Подполковник С. Печоров, кандидат военных наук, «Подготовка к ведению боевых действий в городе» (По взглядам специалистов США и НАТО), Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 5.

No comments:

Post a Comment