Sunday, June 22, 2014

პოლონეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებული წერილის თარგმანს)


I პერიოდი. ტომობრივი და წარმართული პოლონეთი 

VI საუკუნის დასასრულს ქრისტეს შობიდან ვისლის, ოდერისა და ელბის აუზებიდან გერმანული ტომების წასვლის კვალდაკვალ ხდებოდა სლავების მიგრაცია დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ კარპატების კალთებზე და ვისლის ზემოწელში არსებული მათი ევროპული სადგომიდან. ამ ეგრეთ წოდებული სლავების “დასავლეთ” ჯგუფის ტომებს შორის გამოიყოფოდა ლიახების ანუ პოლონური ქვეჯგუფი, ტერიტორიაზე ოდერსა და ვისლას შორის, ბალტიის ზღვასა და ჩეხეთის ჩრდილოეთ მთათა ქედებს შორის. დასავლეთში პოლონური ტომები ემეზობლებოდნენ და ერწყმოდნენ მათთან ახლოს მყოფ პოლაბელ სლავებს, ბოდრიჩებს, ლიუტიჩებსა და სერბებს (სორაბებს); სამხრეთში – ჩეხებს; აღმოსავლეთში – აღმოსავლელ ანუ რუს სლავებს; იქვე და ჩრდილოეთშიც მათ ემეზობლებოდნენ ინდოევროპელთა ბალტიკური ჯგუფები – პრუსები, ლიტვინები, იატვაგები. პოლონელთა მიერ დაკავებული ტერიტორია წარმოადგენდა უზარაზარ დაბლობს (კარპატების მთისძირების გამოკლებით), რომელიც დაფარული იყო საუკუნოვანი ტყეებით, აჭრელებული მრავალრიცხოვანი მდინარეებით, ჭაობებითა და ტბებით. კოლონისტი სლავები გამდინარე წყლების გაყოლებაზე ამოძირკვავდნენ და გადაწვავდნენ ტყეებს, დაკავებული იყვნენ მეცხოველეობით, მხეცების ჭერით, მეფუტკრეობით, მეთევზეობით და, უფრო სუსტად, მიწათმოქმედებით. მალევე გამოჩნდა გაცვლითი ვაჭრობა კულტურულ ცენტრებთან, რომლებიც განლაგებული იყო ბალტიის ზღვისკენ ქარვისათვის მიმავალთა გზებზე: იტალიიდან – ჩეხეთის გავლით, შავ ზღვაზე ბერძნული კოლონიებიდან კი – რუსეთის გავლით. საზოგადოებრივი ყოფიერების პირველი ფორმა, ოჯახის კვალდაკვალ, იყო გვარი (родъ), რომელიც აარსებდა დასახლებებს (wies) გვაროვნული საკუთრებით, განკარგავდა ამ საკუთრებას, შურს იძიებდა თავის წევრთა მოკვლის გამო ან იღებდა მათთვის გამოსასყიდს (głowszczyzna), და რომელსაც უხუცესი მართავდა. გვარები ერთიანდებოდა “ოპოლიეებად” (opole, vicinium, შეესაბამება რუსულ ვერვს, სამხრეთ-სლავურ “ბრატსტვოს”, ჩეხურ “osada”-ს), ორი ფუნქციით: დაემოწმებინა სასაზღვრო დავებში და პასუხი ეგო მოცემულ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებათა გამო. ოპოლიეები იმართებოდა გვარის უხუცესთა კრების მიერ. ოპოლიეები ერთიანდებოდა ტომებად, რომელთა სათავეშიც იდგნენ ჟუპანები და ვეჩე (wiece); ჟუპანებიდან ზოგჯერ გამოიყოფოდა თავადი (князь, ksiąźe). პოლონური ტომებიდან ცნობილია: პოლიანები ვარტას აუზში, მაზოველები (мазовшане, მაზურები) შუა ვისლაზე, ხორვატები (ვისლელები, висляне) ვისლას ზემოწელზე და სანები Сане, слензане (კერძოდ дедошане, бобране, ополяне და სხვები) ოდერის ზემოწელში, პომორიელები (поморяне) ბალტიის ზღვის სანაპიროზე (დასავლელი და აღმოსავლელი ანუ კაშუბები, რომელთა შორის საზღვარი მდინარე პერსანტაზე გადიოდა). ტომები ორგანული გზით არ ერთიანდებოდნენ, პირიქით – ომებს აწარმოებდნენ ურთიერთშორის. საზოგადოების შინაგანი ორგანიზაცია მეტად მარტივი იყო: ყველა თავისუფალი იყო და მიწას ფლობდა. პოლონური ტომების წარმართული რელიგია მცირედ იყო განვითარებული, ზოგადსლავური კოსმოსური და ანიმისტიკური ხასიათით. პოლონური ტომების შიგნით უკვე ისახება საზოგადოებრივი დიფერენციაცია ეკონომიკურ საფუძველზე; მისი განვითარება, იურიდიული ნიშნების შემოტანით, დაკავშირებულია ახალი ეპოქის დაწყებასთან პოლონური ტომების ცხოვრებაში. სახელმწიფოებრიობის ჩასახვა და ქრისტიანობის გამოჩენა ახალ ეპოქას წარმოშობს პოლონეთის ისტორიაში.


  II პერიოდი. ტომობრივი და წარმართული პოლონეთის გადასვლა პატრიარქალურ-სახელმწიფოებრივ და ქრისტიანულ პოლონეთში  

1. საგარეო ურთიერთობანი 

პოლონური ტომების სახელმწიფო გაერთიანება დაიწყეს პოლიანებმა. მათ შორის დაემკვიდრა პოპელიდების (Попелъ) მთავართა დინასტია, რომელიც შემდგომში შეიცვალა პიასტების მიერ. პიასტი (Пястъ /«пястъ» = ფრანკულ pedagogus, nutritor-ს, რუსულ кормилецъ, дядя, дедко-ს; ხორვატულ дедъ-ს/) ითვლება პოპელ II-ის ვაჟიშვილად, პოპელ III-ის ძმად; მას მოჰყვებოდნენ ზემოვიტი (870-890), ლეშეკი, ზემომისლი – გნეზნენ-პოზნანის პირველი ისტორიული მთავრები. დაახლოებით 963 წ. ტახტზე ავიდა მეშკო (მეჩისლავ) I, ზემომისლის ვაჟიშვილი. იგი შეეჯახა აღმოსავლეთ გერმანელ მარკგრაფებს – ჰერონს, ვიხმანსა და ოდონს, აღიარა საკუთარი თავი იმპერატორების მოხარკედ, მაგრამ თავისი ცოლის, ბოლესლავ II ჩეხის დის დომბროვკას (დუბროვკას) დაჟინებული თხოვნის შედეგად ლათინური ქრისტიანობის აღიარებით იხსნა თავი დამონებისგან (966), პოზნანში დააარსა საეპისკოპოსო, რომელიც მაგდებურგის მთავარეპისკოპოსისადმი იყო დაქვემდებარებული. მისი ძალაუფლება გავრცელდა კრაკოვზე, ჩერვენის ქალაქებზე, რომლებიც მას 981 წ. წაართვა ვლადიმირ სვიატოსლავის ძემ. მეშკო გარდაიცვალა ლიუტიჩებთან ომის დროს, და სახელმწიფო გადავიდა მისი შვილების ხელში. მათგან ბოლესლავ I-მა მამაცმა (962-1025) განდევნა ნათესავები; ინარჩუნებდა რა კეთილგანწყობას გერმანელებისადმი, მან 995 წ. დაიმორჩილა პომორიე, დააწყნარა პრუსები და პოლონეთს გზა გაუხსნა ბალტიის ზღვისკენ, ჩეხებს წაართვა დასავლეთ ხორვატია და დაიქვემდებარა მორავია და სლოვაჩინა. იმპერატორმა ოტონ III-მ, ჩამოვიდა რა გნეზნოში წმ. ვოიტეხის ნეშთის თაყვანსაცემად, 1000 წ. თავისი გვირგვინით დააგვირგვინა ბოლესლავი და მისცა მას რომის იმპერიის პატრიციუსის ტიტული. პაპმა სილვესტრ II-მ დააარსა პოლონეთის დამოუკიდებელი მიტროპოლია გნეზნაში და საეპისკოპოსოები კრაკოვში, ვროცლავსა და კოლობრეგში. ბოლესლავი ცდილობდა დიდი დასავლურ-სლავური დერჟავის შექმნას, აღადგინა რა მთავარი ბოლესლავ III ქერა ჩეხეთის ტახტზე (1002), ხოლო შემდეგ კი თავად დაიკავა ის და დაიპყრო ლუჟიცები (ლუზაცია) და თვით მაისენიც (მისნია) კი. ეს გეგმები დაარღვია იმპერატორმა ჰაინრიხ II-მ, რომელიც ბოლესლავის წინააღმდეგ აწარმოებდა ომს (1002-1018) ლიუტიჩებთან კავშირში: ბუდიშინში (ბაუცენი) დადებული ზავის მიხედვით ბოლესლავმა შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა, მაგრამ დაპყრობებიდან მხოლოდ ლუჟიცები (ბუდიშინთან ერთად) და მორავია შეინარჩუნა. მაშინ ბოლესლავმა მიმართა აღმოსავლეთისკენ და ჩაერია კიევისთვის სვიატოპოლკ წყეულისა და იაროსლავის ბრძოლაში: მან ისევ დაიკავა (1018) ჩერვენის ქალაქები და კიევის ტახტზე აღადგინა სვიატოპოლკი, თავისი სიძე, რომელიც, თუმცა კი მალე, საბოლოოდ იქნა განდევნილი იაროსლავის მიერ. 1024 წ. პოლონელმა ეპისკოპოსებმა ბოლესლავს პოლონეთის მეფის გვირგვინი დაადგეს თავზე. ბოლესლავის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟიშვილი და მენაცვალე მეშკო II (1025-34) ებრძოდა ძმებს, ბეზპრიმსა და ოტონს; უნგრელებმა პოლონეთს წაართვეს იმიერკარპატების სლოვაჩინა, ჩეხებმა – მორავია, დანიელებმა – პომორიე, იაროსლავმა – ჩერვენის ქალაქები, იმპერატორმა კონრად II-მ – ლუჟიცები. მეშკო II-ის სიკვდილის შემდეგ პოლონეთში დაიწყო რეაქცია სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ; ტომთა მთავრების შთამომავლები დამოუკიდებლად მმართველობენ ყველა მხარეში და წარმართობა ანადგურებს საეკლესიო ორგანიზაციას. ამით ისარგებლა ჩეხეთის მთავარმა ვრეტისლავმა, რომელიც ისწრაფვოდა ბოლესლავ მამაცის იცნებათა განხორციელებისკენ დასავლურ-სლავური დერჟავის შესახებ, მაგრამ იძულებული შეიქნა შემოფარგლულიყო პოლონეთის ექვსწლიანი გაჩანაგებებით (1034-40). ვრეტისლავს ხელი შეუშალა იმპერატორმა ჰაინრიხ III-მ, რომელმაც პოლონეთის ტახტზე დასვა (1040) მეშკო II-ის ვაჟიშვილი, კაზიმირი, განდევნილი პოლონეთიდან უფროსი ძმის, ბოლესლავის მიერ, კაზიმირ I-მა განმაახლებელმა (1040-58), რომელიც დაქორწინებული იყო წმინდა ვლადიმირის ქალიშვილზე, მარია-დობროგნევაზე, აღიდგინა თავისი სამთავრო უფლებები, დაამარცხა რა ტომთა მთავრები, დაიბრუნა მაზოვია, 1054 წ. ჩეხეთისგან შეიძინა ვროცლავი. ქრისტიანობამ წარმართობაზე გაიმარჯვა. კაზიმირის უფროსმა ვაჟმა და მენაცვალემ, ბოლესლავ II მამაცმა (1057-80), განაახლა საომარი საქმიანობა ბოლესლავ მამაცის სულისკვეთებით, მაგრამ მისი შორსგამიზნული პოლიტიკური გეგმების გარეშე: უნგრეთში იგი ეხმარებოდა ბელას ანდრიას წინააღმდეგ (1051), ჰაიზეს – სოლომონის წინააღმდეგ (1074); რუსეთში ორჯერ აღადგინა კიევის ტახტზე იზიასლავ იაროსლავის ძე; გააჩანაგა ჩეხეთი და პომორიე. 1077 წ. ბოლესლავი დაგვირგვინებულ იქნა პოლონელ ეპისკოპოსთა მიერ, მაგრამ 1079 წ. თავისი ხელით მოკლა კრაკოვის ეპისკოპოსი სტანისლავი, რომელიც ამხელდა მას თავის დრუჟინასთან უხეშ (ხისტ) მოქცევასა და ქრისტიანული ზნეობის დარღვევაში (სტანისლავი XIII ს. გამოცხადებულ იქნა წმინდანად და იქცა მრავალი ლეგენდის გმირად). ამის შედეგად ბოლესლავ მამაცი უნდა გაქცეულიყო უნგრეთში, სადაც აღესრულა კიდეც. ტახტზე ავიდა მისი ძმა ვლადისლავ I გერმანი (1080-1102), რომელიც ჩავარდა ვოევოდა სეცეხის გავლენის ქვეშ, დაკარგა ჩერვენის ქალაქები, წარუმატენლად ომობდა პომორელებთან, და გერანელების საამებლად, არ დაგვირგვინებულა მეფედ. მის წინააღმდეგ აჯანყდნენ ვაჟიშვილები – უკანონო ზბიგნევი და კანონიერი ბოლესლავ ბაგემრუდე (Болеславъ Кривоустый); 1097 წ. მათ დაამარცხეს მამა, მისცეს მას მაზოვია, ხოლო დანარჩენი მიწები კი ურთიერთშორის გაიყვეს. მამის სიკვდილის შემდეგ ძმები ერთმანეთს წაეჩხუბნენ: ბოლესლავ III ბაგემრუდეს (1102-39) ძალაუფლებისთვის უნდა ებრძოლა ზბიგნევთან და მის მოკავშირე გერმანელებთან (ჰაინრიხ V), ჩეხებთან (სვიატოპოლკი) და პომორელებთან, წაართვა მას მაზოვია, ტყვედ ჩაიგდო და თვალები დაუბნელა. კიეველი სვიატოპოლკის ქალიშვილის, ზბისლავას ქმარი, ბოლესლავი ებრძოდა ვლადიმირ მონომახს, მონაწილეობდა უნგრეთის მეფეთა და ჩეხეთის მთავართა ტახტის გამო წამოჭრილ დავებში, მაგრამ არცთუ ყოველთვის იღბლიანად, მოაწყო რიგი ლაშქრობებისა პომორელი მთავრების გნევომირის, სვიატოპოლკისა და ბარცისლავის წინააღმდეგ და აიძულა ისინი რომ მისი უფროსობა (верховенство) ეღიარებინათ, მაგრამ ისინი ყოველ მოხერხებულ შემთხვევაში ჯანყდებოდნენ. პოლონეთთან პომორიეს კავშირების განმტკიცებისთვის ბაგემრუდე იქ ავრცელებდა ქრისტიანობას ეპისკოპოს ოტონ ბამბერგელის მისიონერული შრომით და დააარსა საეპისკოპოსო ვოლინში (დასავლეთ პომორიე); აღმოსავლეთ პომორიე ჩარიცხულ იქნა კუიავის საეპისკოპოსოში (1148). ბოლესლავ ბაგემრუდემ დატოვა ხუთი ვაჟიშვილი, რომლებთაგან იწყება კიდეც პოლონეთის ისტორიის სამემკვიდრეო მამულთა პერიოდი (съ которыхъ начинается удельный перiодъ польской исторiи).

2. საშინაო ურთიერთობები

სამხედრო მთავართა ხელისუფლების გამოჩენამ და გაძლიერებამ პოლონეთის ტომობრივი ყოფა-ცხოვრება პატრიარქალურ-სახელმწიფოებრივ ყოფა-ცხოვრებად გარდაქმნა. თავიდან გერმანიასთან ლენურ დამოკიდებულებაში მყოფი, ხოლო შემდეგ კი დამოუკიდებელი პოლონეთის მეფე გახლდათ მთელი ტერიტორიის ბატონ-პატრონი, უმაღლესი მოსამართლე, ხალხის სამხედრო ბელადი და ქრისტიანული ეკლესიის მფარველი (jus ducale). მრავალრიცხოვანმა ომებმა შემოიყვანა პოლონეთში სამხედრო ტყვეები, რომლებიც, ნაყიდ ადამიანებთან ერთად, ქმნიდნენ მონების (servi, familia) ახალ საზოგადოებრივ კლასს. მონები შეადგენდნენ უპირატესად მთავრის საკუთრებას, რომელიც სვამდა მათ მიწაზე და ხშირად აძლევდა ხოლმე მათ – მიწით ან მიწის გარეშე – სამსახურისთვის თავისი დრუჟინის რომელიმე წევრს; ისინი ვალდებული იყვნენ გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც კი უბრძანებდნენ (quidquid ets precipitur, laborant). მთავრის გავლენისგან დამოუკიდებლად, თავისუფალი მოსახლეობის მასაში, ეკონომიკურ ნიადაგზე მადიფერენცირებელი პროცესი აღესრულებოდა. ძველი საგვარეულო საკუთრების დაცემა და მის პარალელურად საკუთრების ინდივიდუალიზაცია იწვევდა მნიშვნელოვან ქონებრივ განსხვავებას ერთ ნაწილში სამეურნეო იღბლიანობისა (წარმატებებისა) და მეორეში კი უდარდელობის, შემთხვევითი უბედურებების, ოჯახის გამრავლებისა და გაყოფათა შედეგად. ეკონომიკურად ძლიერები მიისწრაფვოდნენ თავიანთი მეურნეობის გაფართოებისკენ თავიდან მონების მეშვეობით – ნაყიდის ან სამხედრო ტყვეებისა, შემდეგ კი თავიანთი სუსტი ნათესავების (сородичи) მეშვეობითაც, რომლებიც მათთან საყრდენს ეძიებდნენ და დამოკიდებულებაში კი ჩავარდნენ. ამას შეუერთდა მთავართა სახელმწიფოებრიობის მოქმედება. საგვარეულო აზნაურობას იყენებენ სამხედრო სამსახურში, რომელიც ავსებს მთავრის კარის დრუჟინას (milites, nobiles, რაინდები) ან ქმნის მფლობელთა («влодыкъ») კლასს, რომელთაც ბინები აქვთ “ქალაქებში” (milites gregarii). თავიანთი სამხედრო სამსახურისთვის ისინი მთავრისგან ღებულობდნენ ჯამაგირს (содержанiе); ეხმარებოდნენ რა მას მმართველობაში, სარგებლობდნენ მისგან შემოსავლებით; მთავრისგან ღებულობდნენ მიწის ნაკვეთებს – ზოგჯერ მონებთან ერთად, რომელთა მეშვეობითაც ეწეოდნენ კიდეც მეურნეობას. თავისუფალ ადამიანთა მეორე, უფრო მეტი ნაწილის მდგომარეობა კი თანდათანობით უარესდებოდა. მთავართა სამხედრო ხელისუფლების გამოჩენა მათ მთელ რიგ ხარკებსა და საზოგადოებრივ ვალდებულებებს აკისრებდა. პირველებს (თავიდან ნატურით, ხოლო შემდეგ კი ფულით) მიეკუთვნებოდა: “გროდების” («гроды») გარნიზონებისთვის სურსათისა და სხვა საცხოვრებელი საგნების (содержанiе) მიწოდების, აგრეთვე სოფლების, გროდებისა და ხელმწიფის კარის დარაჯობის (დაცვის) ვალდებულება, ხელმწიფის მოგზაურობის დროს, მთავრის კარისთვის სურსათის მიწოდება; მეორე ვალდებულებებს – სამხედრო სამსახური, გროდებისა და ხიდების აგება და შეკეთება (კარგ მდგომარეობაში მოყვანა – исправленiе), ტყეებში გზების შეკეთება. მთავრის ქონების გადასაზიდად გადამტანების მიწოდება (მხოლოდ ცხენებისა, ხოლო ზოგჯერ კი გამცილებლებითაც), მთავრის ნადირობაში მონაწილეობა. პირადად თავისუფალი ადამიანები თანდათანობით, ფისკალური მიზნებით, მიწაზე მიემაგრებოდნენ. მთელი სოფლები ჩარიცხულ იქნა “გროდებთან” გარნიზონებისთვის საჭირო მომსახურების მორიგეობით გასაწევად: საქონლისა და ცხენების სამწყემსოდ, საჭმლის მოსამზადებლად, იარაღის მოსამზადებლად და ა. შ. ასეთივე სოფლები მიწერილი იყო საეპისკოპოსო კათედრების, მონასტრებისა და კოსტიოლებისადმი; თუმცა კი ისინი არ კარგავდნენ კავშირს მთავრის მთავრობასთან (съ княжескимъ правительствомъ), მხოლოდ აძლევდნენ რა სასულიერო დაწესებულებებს სამთავრო ხარკს და ეწეოდნენ მცირე ბეგარას საზოგადოებრივ მოვალეობათა ნაცვლად. ზოგჯერ მთავრები, აძლევდნენ რა თავიანთ მსახურებს უკვე დამუშავებულ მიწას, იქიდან ასახლებდნენ გლეხებს და ამასთან არც თუ ყოველთვის უნაზღაურებდნენ მათ ამ დანაკარგს, ხან სვამდნენ რა ახალ ადგილებში (in cruda radice), ხანაც კი აძლევდნენ გადაადგილების სრულ თავისუფლებას. ასეთი მიწადაკარგული გლეხებით, შემდეგ გლეხთა შვილებით, რომლებიც არ იყვნენ მიწაზე დამაგრებულნი უფროსი შვილის გარდა, აზნაურთა და სასულიერო წოდებიდან გამოსულებით (ჯერ კიდევ რომ ქორწინდებოდა), უცხოელებით ნარჩუნდებოდა პერიოდის მიწურულისთვის თავისუფალთა არცთუ მრავალრიცხოვანი კლასი (hospites = liberi, haeredes, lazęki). ემყარებოდნენ რა თავიანთი დრუჟინებისა და “ვლოდიკების” სამხედრო ძალას, გლეხობის ეკონომიკურ სახსრებს, პოლონელი მთავრები თვითმპყრობელურად მართავდნენ თავიანთო სახელმწიფოს საშინაო საქმეებს; სამართალსაც მხოლოდ ისინი აწარმოებდნენ. მმართველობა იყოფოდა ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობებად. ხელმწიფის კარზე (პოზნანში, კრაკოვში, პლოცკში, ვროცლავში) თავმოყრილი იყვნენ უმაღლესი ჩინოსნები: ვოევოდა (palatinus), რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ომსა და მშვიდობაში, თავად ხელმწიფეს ცვლიდა; ხაზინადარი (thesaurarius), რომელიც ყველა ფინანსური მოხელის უფროსი გახლდათ; კანცლერი (cancellarius – ჩვეულებრივ სასულიერო წოდებიდან), კანცელარიისა და დიპლომატიის გამგე; коморникъ-ები (camerarii), რომლებიც ბრძანებებსა და სასამართლოში გამოძახებებს აგზავნიდნენ; კარის უმაღლესი მოსამართლე (magnus judex curiae, summus judex, judex generalis) თავისი თანაშემწეებით (judices pedanei); მეთასე (чашникъ, picerna), მემაგიდე (стольникъ, dapifer), მემახვილე (мечникъ, ensifer), ხორუნჟი (хорунжiй, vexilifer). ამ ჩინოსნებისგან ხელმწიფე, საჭიროების შემთხვევაში, ადგენდა თავის საბჭოს (думу), მათგანვე ნიშნავდა უმაღლეს საპროვინციო კომესებს (comites), მოგვიანებით კაშტელიანებს (каштеляновъ, castellanus). კაშტელიანები გროდიდან (castellum) მართავდნენ საკაშტელიანოს (castellatura), რომელიც რამდენიმე ოპოლიეს მოიცავდა. თავისი თანაშემწეების მეშვეობით კაშტელიანი ახორციელებდა jus ducale-ს: მოსახლეობისგან კრებდა ხარკს, “ვლოდიკების” გარნიზონებზე უფროსობდა, იწვევდა სახალხო ლაშქარს (ополченiе, militia). მისი იურისდიქცია მოიცავდა: 1) მთელ გლეხურ მოსახლეობას (მიწაზე მიმაგრებულს, მონებსაც და თავისუფალთაც) სახელმწიფო მოწებზე; 2) ყველა მიწაზე მიმაგრებულსა და თავისუფალს საეკლესიო მიწებზე და 3) მისი საკაშტალიანოს ვლოდიკ-მეომრებს. ახდენდნენ რა სახელმწიფოს ორგანიზებას, პოლონელმა ხელმწიფეებმა უმაღლესი ძალაუფლება წაართვეს ძველ ტომობრივ დინასტიებს; ძველი მთავრების შთამომავლებს მათ მხოლოდ მათ უზარმაზარ მიწებზე მონური შრომით მეურნეობის წარმოების შესაძლებლობა დაუტოვეს, თავიანთ კარზე ამყოფებდნენ, ნიშნავდნენ კაშტალიანებად, ახალი მიწებით ასაჩუქრებდნენ, მაგრამ წყვეტდნენ მათ კავშირს მათსავე ძველ ტერიტორიებთან. ეს მთავრები (principes, duces), ახსოვდათ რა თავიანთი წარმოშობა, ინახავდნენ რუნულ გერბებსა და დევიზებს, ცდილობდნენ (მაგალითად სეცეხში ვლადისლავ-გერმანის დროს) მაიორდომების როლის თამაშს მეროვინგებთან, მაგრამ იძულებული იყვნენ შემოფარგლულიყვნენ ძალმოსილი მიწათმფლობელების («можновладцы») მდგომარეობით სილეზიაში, და განსაკუთრებით ხრობაციაში (მოგვიანებით – მცირე პოლონეთი). მომდევნო სამემკვიდრეო სამამულო პერიოდში (Удульный перiодъ) მსხვილ მიწათმფლობელთა კლასი («можновладство») გამოვიდა პოლონური ისტორიის უმსხვილეს ფაქტორად, მთავართა სამხედრო ხელისუფლების მოწინააღმდეგის სახით. ამავე შედეგამდე მიიყვანა საქმე სხვა საზოგადოებრივი კლასის განვითარებამ, რომელიც თავისი არსებობით მთავართა კლასისგან იყო დავალებული – სასულიერო წოდებისა. პოლონელი ხელმწიფეები, აწყობდნენ რა ეკლესიას, ხედავდნენ მასში სახელმწიფო დაწესებულებას; მფარველობას უწევდნენ რა მასა და მის წარმომადგენლებს (თავიდან – უპირატესად გერმანელება და ჩეხებს), აძლევდნენ რა წყალობებს საეპისკოპოსო კათედრებს, ეკლესიებს, მონასტრებს (ბენედიქტელები, ცისტერციანელები), ნებას რთავდნენ რა სასულიერო წოდებას “მეათედის” აღებაზე ყველასა და ყველაფრისგან, ისინი უარს არ ამბობდნენ იმაზე, რომ ეკლესიის მიმართ გამოეყენებინათ jus decale, ნიშნავდნენ ეპისკოპოსებსა და თავისუფლად განკარგავდნენ საეკლესიო ქონებას. XI საუკუნის მიწურულს პოლონეთში ჩნდებიან უკვე პაპის ლეგატები, იწყება მუდმივი ურთიერთობები რომთან, ინერგება სასულიერო წოდების უქორწინობა და კაპიტულების მიერ ეპისკოპოსთა არჩევა. პოლონური (უკვე ეროვნული) სასულიერო წოდება შემდგომ პერიოდში შეეცადა სახელმწიფოზე ეკლესიის აღმატების (უპირატესობის) შესახებ თეორიის განხორციელებას.


III პერიოდი. პოლონეთის დაქუცმაცება სამემკვიდრეო მამულებად და ერთიანი წოდებრივი სახელმწიფოს შექმნა 

1. საგარეო ურთიერთობები

ხედავდა რა პოლონეთში მთავრის საგვარეულოს საკუთრებას, ბოლესლავ ბაგემრუდემ თავისი სახელმწიფო ვაჟიშვილებს შორის დაჰყო: ვლადისლავს მისცა კრაკოვის მხარე (ხრობაციაში, მცირე პოლონეთში) და სილეზია, ბოლესლავ ხუჭუჭთმიანს – მაზოვია და კუიავა (Куявы, ვისლას შუაწელზე და ვარტასკენ), მჩისლავს (მოხუც მეშკოს) – დიდი პოლონეთი (ვერტას გაყოლებით), ჰაინრიხს – სანდომირის მხარე (მცირე პოლონეთში, ვისლას გაყოლებაზე), მცირეწლოვანი კაზიმირი კი ძმების მზრუნველობას ჩააბარა. პოლონეთის ერთიანობისა და უსაფრთხოების დასაცავად ბოლესლავმა თავის ვაჟიშვილებს სათავეში მათ შორის უფროსი, ვლადისლავი, დაუყენა დიდი მთავრის სახით (სენიორატი), რომელიც კრაკოვისა და პომორიეს მფლობელი უნდა ყოფილიყო. დიდი მთავრობის ღირსება საგვარეულოში უფროსობის მიხედვით უნდა გადასულიყო. სამემკვიდრეო მამულების მთავართა ძალაუფლებისმოყვარეობამ, სასულიერო და საერო მოჟნოვლადობისა და მეზობელთა ჩარევამ სენიორატისა და დიდი მთავრობისთვის ბრძოლა გამოიწვიეს და მისი მნიშვნელობა მოსპეს. ეს ყველაფერი, მთავართა ოჯახების გაზრდასა და გაყოფასთან ერთად, პოლონეთს წვრილ სამფლობელოთა ფედერაციად გადააქცევდა, ჩეხეთის მსგავსად, და კიდევ უფრო მეტად კი – სამემკვიდრეო სამფლობელოთა ეპოქის რუსეთისა. მცირე პოლონეთში ვლადისლავ II (გარდ. 1159), რომელიც მამის სულისკვეთებით მართვას ცდილობდა, ძმებისა და მცირე პოლონეთის მოჟნოვლადების წინააღმდეგობას წააწყდა და გერმანიაში გაიქცა (დაახლ. 1142-1145); იმპერატორების კონრად III-ისა და ფრიდრიხ ბარბაროსას წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ადგილი ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანმა დაიკავა; მხოლოდ 1163 წ. მიიღო უკანვე ვლადისლავის სამმა ვაჟიშვილმა თავიანთი სამემკვიდრეო მამულები სილეზიაში. ხუჭუჭთმიანის სიკვდილის შემდეგ (1173) დიდი მთავრის ღირსება მეშკო III მოხუცთან გადავიდა (ჰაინრიხი მოკვდა 1166 წ.), რომელმაც მეშკოს, ხუჭუჭთმიანის ვაჟიშვილს, მაზოვია მისცა. მეშკოს თვითმპყრობელობამ კრაკოველი მოჟნოვლადები მის განსადევნად წაახალისა (1177); მან დიდი პოლონეთიც დაკარგა (1180 წ.-მდე) და გერმანიაში წავიდა. კრაკოვის ტახტზე სანდომირიდან მოწოდებულ იქნა კაზიმირ II სამართლიანი (სასულიერო წოდებისთვის), რომელიც მაზოვიასაც დაეუფლა (1186). ეპისკოპოსთა ლენჩიცის კრებამ (1180) კაზიმირის შთამომავლობის ღირსებად სენიორატი აღიარა, რაც (ქვეშევრდომობის აღიარების სანაცვლოდ) იმპერატორმაც დაამტკიცა. მეშკო ორჯერ (1184 და 1189) წარუმატებლად ეცადა კაზიმირის დამხობას. კაზიმირის სიკვდილის შემდეგ (გარდ. 1194) უფლებებში აღიარებულ იქნენ მისი შვილები ლეშეკ თეთრი და კონრადი, 1200 წ. მეშკომ განდევნა ისინი კრაკოვიდან მათ მეურვე დედასთან ერთად და დიდ მთავრად აღესრულა (1202). კრაკოვში მთავარი გახდა მისი ვაჟიშვილი ვლადისლავ თხელფეხიანი; მაგრამ წაეჩხუბა რა გნეზნის მთავარეპისკოპოსსა და კრაკოვის ეპისკოპოსს მამის სულისკვეთებით მმართველობის გამო, მას ადგილი უნდა დაეთმო ლეშეკ თეთრისთვის სანდომირიდან (1206-1227). კაზიმირი და ლეშეკი მუდმივად ერეოდნენ გალიჩ-ვლადიმირის რუსეთის საქმეებში, მაგრამ მათი მნიშვნელობა იქ მცირდებოდა დანიილა რომანის ძის გაძლიერებასთან ერთად. ლეშეკის სიკვდილის შემდეგ, რომელიც სვიატოპოლკ პომორელის მიერ იქნა მოკლული (პისტებისთვის უცხო დინასტიისა), მისმა ქვრივმა, ვაჟიშვილთან, ბოლესლავ მორცხვთან ერთად, კრაკოვის ტახტი დაუთმო ჰაინრიხ წვეროსანს სილეზიიდან, რომელმაც, როგორც მეურვემ, ბოლესლავს სანდომირი მისცა. წვეროსნის შემდეგ კრაკოვი გადადის (1239) მის ვაჟთან, ჰაინრიხ ღვთისმოსავთან, მაზოვია და კუიავია კი მიიღო კონრადმა, ლეშეკის ძმამ (1191-1247). უძლურმა იმაში, რომ თავისი ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრები შემოეზღუდა (დაეცვა) პრუსებისა (ლიტველების) და იატვაგების თავდასხმებისგან, კონრადმა დახმარებისთვის ტევტონთა ორდენს მოუწოდა (1228), რომელსაც ჰელმისა და ლობავას მიწები აჩუქა. ორდენმა წარმატებით გაანადგურა პრუსები, მათ მიწებზე ტორუნი (ტორნი) და ჰელმნი დააარსა, ასევე აღმოსავლეთ პომორიეს მთავრებს ემუქრებოდა; გაერთიანდა რა მახვილოსანთა ორდენის რაინდებთან (1235), ორი მხრიდან ემუქრებოდა ლიტვის ჟმუდას. დიდ პოლონეთში კრაკოვიდან განდევნილი ვლადისლავ თხელფეხიანი (1209-1231) ედავებოდა სასულიერო წოდებას, რომელსაც მხარს ლეშეკ თეთრი, კონრად მაზოვეცკი (მაზოვიელი) და თხელფეხიანის ბიძაშვილი, ვლადისლავ ოდონიჩი უჭერდნენ, რომელმაც 1210 წ. სასულიერო წოდებას პრივილეგიები მისცა. ამ ბრძოლის დროს დამოუკიდებლობა მოიპოვა სვიატოპოლკ პომორელმა. ოდონიჩმა, რომელიც თხელფეხიანის სიკვდილის შემდეგ მთელ დიდ პოლონეთს დაეუფლა, საკუთარი თავი პაპის მოხარკედ გამოაცხადა, მაგრამ პანების მიერ მოხმობილმა ჰაინრიხ წვეროსანმა სილეზილმა მას მის სამფლობელოთა უმეტესი ნაწილი წაართვა (1235), და მხოლოდ კალიში დაუტოვა (მოკვდა 1239). სილეზიაში ვლადისლავ II-ის შვილიშვილმა ჰაინრიხ წვეროსანმა (1201-1238) თავის ხელში მთელ ოლქს მოუყარა თავი (1229), გერმანელებით მისი კოლონიზაცია მოახდინა, აგრეთვე მცირე და დიდ პოლონეთსაც დაეუფლა (იხ. ზემოთ). მან წარმატებით გადაიტანა ბრძოლა სასულიერო წოდებასთან და თავისი საქმე ვაჟს, ჰაინრიხ ღვთისმოსავს დაუტოვა. 1241 წ. თათრები კიევიდან უნგრეთში გაემართნენ, მცირე პოლონეთი გააჩანაგეს, სანდომირი აიღეს, ხმელნიკთან პოლონელი რაინდობა დაამარცხეს, კრაკოვი და ვროცლავი გაძარცვეს, ხოლო დიგნიცთან კი ჰაინრიხ ღვთისმოსავიც დაამარცხეს, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. დაიწყო შინაური აშლილობის, სულ უფრო გახშირებული გაყოფისა და საგარეო საფრთხების ეპოქა. ჰაინრიხის სიკვდილის შემდეგ სილეზიას უკვე აღარ შეეძლო პოლონეთის გაერთიანების საწყის პუნქტად გამოსვლა. მისი შვილები, რომლებმაც პაპის შენაძენები დაკარგეს, და შვილიშვილები სილეზიას მრავალ წვრილ სამთავროდ ჰყოფენ, რომლებიც თანდათანობით გერმანულდებოდნენ და პოლონეთისთვის იკარგებოდნენ. დაქუცმაცების იმავე გზით წავიდა მაზოვეც-კუიავსკის მიწაც, რომელიც კონრადის ვაჟიშვილების დროს დაიყო მაზოვიად – ზემოვიტისა და კუიავიად – კაზიმირისა. ეს ნაწილები შემდგომშიც ქუცმაცდებოდა; კუიავიაში, მაგალითად, 1268 წ.-დან მთავრობდნენ ლეშეკ შავი (მოკვ. 1288) სერაძში და ვლადისლავ ლოკოტოკი (მოკვ. 1333 წ.) ბრესტ კუიავსკში. მაზოვეცისა და კუიავის მთავრები ეხმარებოდნენ ტევტონის ორდენს პრუსების ამოწყვეტაში, სვიატოპოლკის აღმოსავლეთ პომორიეს გაჩანაგებაში (დასავლეთ პომორიე ჯერ კიდევ 1181 წ. შევიდა იმპერიის შემადგენლობაში), აგრეთვე მინდოვგის ლიტვის გაჩანაგებაშიც; პოლონელები ამის გამო სასკიკი თავდასხმებით იხდიდნენ საზღაურს. ბოლესლავ მორცხვმა (მოკვ. 1278), შემოუერთა რა ჰაინრიხ ღვთისმოსავის სიკვდილის შემდეგ, კრაკოვი თავის სანდომირს, მცირე პოლონეთი გააერთიანა. თათრების შემოსევებმა (1259-60), რომლებსაც ლიტველები, იატვაგები და რუსები ეხმარებოდნენ, მისი საქმე დაღუპა; ლიუბლინი დანიილ გალიციელის ხელში გადავიდა. ბოლესლავის მემკვიდრემ ლეშეკ შავმა გარეშე მტრები დაამარცხა, მაგრამ, მოჟნოვლედობასა და თათრებთან ბრძოლაში, შთამომავლობის გარეშე გარდაიცვალა (1288). დიდ პოლონეთში ოდონიჩის შემდეგ მთავრობდნენ მისი ვაჟები, პრჟემისლავ I და ბოლესლავ ღვთისმოსავი; უკანასკნელი, მიიღო რა მეურვეობა თავის ძმისწულზე პრჟემისლავ II-ზე, მთელ მიწას (მხარეს) ფლობდა და, მესტვინ (მშჩუგ) პომორელთან კავშირში ბრანდენბურგის მარკგრაფები მოიგერია, რომლებმაც ლიუტიჩების ტერიტორიაზე ახალი მარკა დააარსეს და დიდ პოლონეთს არბევდნენ. 1278 წ.-დან უკანასკნელს ფლობდა პრჟემისლავ II, რომელმაც ანდერძით მიიღო (1294) მესტვინისგან და ასეთნაირად დაუბრუნა პოლონეთს აღმოსავლეთ (გდანსკის) პომორიე, დროებით დაეუფლა (1290) კრაკოვს, მაგრამ იქიდან გამოგდებულ იქნა (1291) ვაცლავ II-ის, ჩეხეთის მეფის მიერ, გერმანელი მეშჩანებისა და “მოჟნოვლადობის” დახმარებით, და პაპის თანხმობით დაგვირგვინდა პოლონეთის მეფედ; იგი მოკლულ იქნა ბრანდენბურგის მარკგრაფების ჩაგონებით. დაეუფლა რა კრაკოვს, ვაცლავმა აიძულა თავისი მეტოქე ლოკოტოკი რომში, შემდეგ კი უნგრეთში გაქცეულიყო, დაეუფლა დიდ პოლონეთს, გნეზნში პოლონეთის მეფის გვირგვინი დაიდგა (მაზოვიის გამოკლებით) და მას თავისი “სტაროსტების” მეშვეობით მართავდა. მაგრამ კარლ-რობერტ უნგრელის თანადგომამ (1304), ვაცლავ II-ისა და მისი ვაჟიშვილის ვაცლავ III-ის სიკვდილმა (შესაბამისად 1305 და 1306 წწ.) ლოკოტოკს კრაკოვისკენ გზა გაუხსნეს (1306). იმავე წელს ლოკოტოკმა პომორიე დაიკავა; 1310 წ. იგი აღიარებულ იქნა დიდ პოლონეთში. 1319 წ. მან გვირგვინი დაიდგა კრაკოვში, პაპის საიდუმლო თანხმობით (პოლონეთის გვირგვინზე იოანე ლუქსემბურგელ ჩეხის პრეტენზიების გამო). პოლონეთის ეროვნული გაერთიანება ტევტონთა ორდენთან პომორიესთვის ლოკოტოკის ბრძოლაში გამოიხატა, რომელიც მოღალატურად მოსტაცეს პოლონეთს (1309) და იმპერატორის მიერ ორდენისთვის იყო დამტკიცებული (1313). ბრძოლის პირველ პერიოდში – დიპლომატიურში – ლოკოტოკმა პაპის იოანე XII-ის წინაშე აღძრა პროცესი ორდენის წინააღმდეგ და მიაღწია პაპის სასამართლოს გადაწყვეტილებას (1321), რომელიც უბრძანებდა ორდენს პომორიეს პოლონეთისთვის დაბრუნებასა და ზარალის 300.000 გრივენის გადახდას. ორდების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების არაღიარებას შედეგად მოჰყვა ლოკოტოკის ღია ბრძოლა ორდენთან. ლოკოტოკის მხარეზე იყვნენ კარლ-რობერტ უნგრელი ელისაბედის, ლოკოტოკის ქალიშვილის ქმარი, გედიმინ ლიტველი, რომელმაც თავისი ქალიშვილი ალდონა კაზიმირს, ლოკოტოკის ვაჟს მიათხოვა, და დასავლეთ პომორიეს მთავრები; ორდენის მხარეზე – იოანე ლუქსემბურგელი ჩეხი, მაზოვეცის მთავრები, იური გალიციელი და ჰაინრიხ ვროცლაველი (სილეზია). პლოვცებთან ორდენზე გამრჯვებისა (1331) და პოზნანში იოანეს წარუმატებლობის მიუხედავად, ლოკოტოკი სიკვდილის წინ, 1333 წ., იძულებული იყო ზავი დაედო ორდენთან, დატოვა რა მის ხელში პომორიე, კუიავის ბრესტი და დობრჟინის მიწა (მხარე). მისმა ვაჟმა და მენაცვალემ, კაზიმირ დიდმა (1333-70), უნგრეთის ვიშეგრადში ორდენთან დადო სამშვიდობო ხელშეკრულება (1336), რომელიც საბოლოოდ იქნა დამტკიცებული კალიშში (1343), და რომლის მიხედვითაც პოლონეთს უბრუნდებოდა კუიავია და დობრჟინის მიწა, ხოლო ორდენს კი ეთმობოდა ჰელმის, პომორიისა და მიხალოვის მიწები (perpetua eleemosyna, შესაძლოა ხარკის გადახდის ვალდებულებით). განიცადა რა წარუმატებლობა დასავლეთში, პოლონეთი მობრუნდა აღმოსავლეთისკენ, ჩერვონის (გალიჩის) რუსეთისკენ, სადაც დანიელის შთამომავლობის შეწყვეტის შემდეგ მთავრად შეიქნა ბოლესლავ ტრონდენის ძე მაზოვეცკი (1327-1340), იური I-ის დის შვილი, კაზიმირის პირველი ცოლის დის, მარია გედიმინის ასულის ქმარი. ბოლესლავის სიკვდილის შემდეგ კაზიმირმა, რომელიც მეტოქეობას უწევდა ლიტვას, თათრებსა და უნგრელებს, დაიპყრო გალიჩის რუსეთი (1340) და თათრებისგან იცავდა მას ლუბლინთან (1341); ლიუბარტს, გედიმინის ძეს, ვოლინელსაც დიდხანს ებრძოდა იგი პოდოლიესთვის, რომელიც ლიტველი კორიატოვიჩების ხელში იყო დარჩენილი; უნგრელების მხარდაჭერით ვოლინში მიიღო ხოლმი და ვლადიმირი. თუმცა კი ლუდოვიკ უნგრელთან 1350 წ. დადებული ხელშეკრულებით, გალიჩის რუსეთი კაზიმირს მხოლოდ მის სიკვდილამდე უნდა მიკუთვნებოდა, ხოლო შემდეგ კი უნგრეთის შემადგენლობაში დაბრუნებულიყო. აგრძელებდა რა პოლონური მიწების გაერთიანებას, კაზიმირმა, კარლ IV ჩეხთან შეთანხმებით, მიაღწია ლენურ ფიცს მაზოივიის მთავრის ზემოვიტ III-გან (1335) და ბრანდენბურგელი მფლობელების დრეზდენკისა და სანტოკისგან (1365); 8.000 კაპიკის პრუსიულ გროშებად ორდენს მიაგირავა დობრჟინის მიწა. კაზიმირი ისე მოკვდა, რომ მამრობითი სქესის შთამომავლობა არ დუტოვებია. სილეზიელი, კუიაველი და მაზოვიელი პიასტების არსებობის მიუხედავად, კაზიმირმა, კარლ-რობერტთან დადებული ხელშეკრულებით (1339), რომელიც მცირე პოლონეთის “მოჟნოვლადებმაც” დაადასტურეს (1335 /?/), თავის მემკვიდრედ აღიარა მისი ვაჟი ლუდოვიკი, რომელიც დაგვირგვინებულ იქნა კიდეც პოლონეთის მეფედ (1370-1382), და კრაკოვში მმართველად გამოგზავნა თავისი დედა ელისაბედ ლოკოტოკის ასული, რომელმაც აქ გარს “მოჟნოვლადები” შემოირტყა. უკანასკნელთა მიერ ბოროტად გამოყენებანი, დიდი პოლონეთის შლიახტის ბრძოლა მაზოვიელი ზემოვიტის სასარგებლოდ, ლიტვის თავდასხმები (თარეშები), ჩერვონნაია რუსის მმართველობაში ვლადისლავისთვის, ოპოლიეს მთავრისთვის გადაცემა, ხოლო უკანასკნელის კუიავიაში წასვლის შემდეგ კი უნგრეთის საკუთრებაში მისი მიტაცება (დაპყრობა) – ლუდოვიკის მმართველობას სრული არეულობის ხანად გადააქცევს. პრივილეგიებს, რომლებიც მან კოშიცში (1373 და 1374) შლიახტას, სასულიერო წოდებასა და მეშჩანებს (1375) მისცა, მიზნად პოლონეთში ტახტის მემკვიდრეობაზე უფლების მისი შთამომავლობისთვის უზრუნველყოფა ჰქონდა. მას ვარაუდობდა პოლონეთის თავისი ქალიშვილის მარიასა და მისი ქმრის სიგიზმუნდისთვის, ბრანდენბურგის მარკგრაფისთვის მიცემას; მაგრამ სიგიზმუნდი უნგრეთის ტახტზე იქნა არჩეული და ამიტომ იგი უარყვეს მცირე პოლონეთის პანებმა, რომლებმაც ლუდოვიკის ქვრივის ელისაბედისგან მიიღეს თანხმობა ტახტის მემკვიდრედ მისი მეორე ქალიშვილის, იადვიგას არჩევაზე. 1384 წ. იადვიგა კრაკოვში ჩამოვიდა და თავზე გვირგვინი დაიდგა. ზემოვიტი წარუმატებლად ცდილობდა ძალით მისი ხელის მოპოვებას; იგივეს ესწრაფვოდა კრაკოვში გამოცხადებული ვილჰელმ ავსტრიელიც, ოდესღაც იადვიგაზე დანიშნული, მაგრამ განდევნილ იქნა პანების მიერ, რომლებიც მისთვის სხვა ქმარს ამზადებდნენ – იაგაილოს, ლიტვის დიდ მთავარს.

2. საშინაო ურთიერთობები

ბოლესლავ ბაგემრუდის შემდეგ პოლონელი ხელმწიფეები კარგავენ თავიანთ jus ducale-ს, ათავისუფლებენ რა მისგან თავიდან ცალკეულ პირებს, ხოლო შემდეგ კი მოსახლეობის მთელ ჯგუფებსაც, რომელთა სხვადასხვა წოდებებად ორგანიზება ხდება; ხელმწიფის ამ ჯგუფებისადმი დამოკიდებულებანი ეფუძნება ხელშეკრულებებს, რომლებიც პრივილეგიებშია გამოხატული; პატრიარქალური სახელმწიფოსგან ყალიბდება წოდებრივი სახელმწიფო. სამემკვიდრეო მამულების დაქუცმაცება, შინაომები, მეზობლების თავდასხმა პოლონეთის წვრილ მთავრებს აკოტრებდა. მინდვრებიდან გამოქცეულ და დარბეულ მოსახლეობას აღარ სურდა ისევ მიწაზე დაჯდომა და მძიმე ხარკისა და სხვა ვალდებულებათა გადახდა. მთავრები (განსაკუთრებით ბოლესლავ მორცხვი და ბოლესლავ ღვთისმოსავი) გერმანიიდან იწვევენ ახალმოსახლეებს ლოკატორების (locators, advocati, sculteti) – პოლონეთში უფრო ადრე დასახლებული გერმანელების – მეშვეობით, რომელთაც აძლევენ კიდეც პრივილეგიებს. ზუსტად ასევე იქცევიან შემდეგ ეკლესიაცა და მომსახურე კლასიც (служилый классъ), ხელმწიფეთა ნებართვით. პრივილეგიებში მიეთითებოდა მიწის ნაკვეთი დასასახლებლად, მიცემული იყო თავისუფლება პოლონური სამართლისა და მთავართა მოხელეების მმართველობისგან, უზრუნველყოფილი გახლდათ თვითმმართველობა და ლოკატორის მემკვიდრეობითი პრივილეგირებული მდგომარეობა. კოლონისტების თვითმმართველობა მაგდებურგულ სამართალზე ემყარებოდა და ქალაქებსა და სოფლებში განსხვავებული იყო. ქალაქებში იყო: 1) საქალაქო საბჭოები (consultatus), ვოიტის (advocatus) ან ბურგომისტრისა და რატმანებისგან, რომლებიც განაგებდნენ სანოტარო ნაწილს, ადმინისტრაციას, პოლიციას და გამოსცემდნენ განკარგულებებს (wilikühre); 2) лавникъ-ების სასამართლოებს (scabini), რომელთაც სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ. სოფლებში მხოლოდ лавникъ-ების სასამართლოები არსებობდა, რომლებიც სოლტისის (scultretus) მეთაურობით საბჭოს ფუნქციებსაც უძღვებოდნენ. მიმდინარე საქმეთა სასამართლოების გარდა წელიწადში სამჯერ დიდი სასამართლოებიც (judicium magnum bannitum) ეწყობოდა. ამ სასამართლოებზე აპელაციები კი მთავრის კარის სასამართლოში მიდიოდა; საეჭვო შემთხვევებში ხდებოდა მაგდებურგისა და ჰალეს სასამართლოებისთვის მიმართვა გადაწყვეტილების მისაღებად. კაზიმირ დიდმა მოაწყო (1361? 1365?) უმაღლესი პროვინციული სასამართლოები და უმაღლესი სასამართლო კრაკოვის სასახლეში, არსებულ სასამართლოებზე აპელაციების განსახილველად, რათა უკანასკნელთა გერმანიასთან ურთიერთობები შეეწყვიტა. ქალაქმა შროდამ, სილეზიაში, პირველმა მიიღო პრივილეგიები (1175) ბოლესლავ მაღლისგან; შემდეგ პრივილეგიები ვრცელდება მთელ პოლონურ მიწებზე (მხარეებში), ხოლო კაზიმირის დროს კი – ჩერვონნაია რუსშიც. გერმანული მოსახლეობისა და სამართლის მქონე ქალაქები პოლონეთის სამრეწველო და სავაჭრო განვითარებას აფართოებდნენ. ორი სავაჭრო გზა: 1) ვროცლავიდან და კრაკოვიდან და 2) გდანსკიდან (დანციგი) და პლოცკიდან, ლვოვში ერთდებოდა და შავ ზღვაზე გენუის კოლონიებისკენ მიდიოდა. გერმანელი კოლონისტების სოფლის მოსახლეობა პოლონეთში ტყის სივრცეების კულტივირებას ახდენდა და პოლონელი გლეხობის მდგომარეობაზე კეთილსასურველი გავლენას იქონია. აძლევდნენ რა გერმანელ ახალმოსახლეებს პრივილეგიებს, მთავრები ზოგიერთ უფლებას თავიანთთვის ინარჩუნებდნენ: 1) დასახლებულნი ვალდებულნი იყვნენ გარკვეული ჩინში (census) ეხადათ ლენიდან (30 მორგ. = 15 დესეტინა) და განუსაზღვრელი შენატანები (collecia, pomonce) მთავრის დაქორწინების, მთავრის შვილების დაოჯახების, მთავრის სახლის წევრთა (ან მისი სამფლობელოების) მოწინააღმდეგისგან გამოსყიდვის, ახალი მიწების შეძენის ან რაინდად კურთხევის შემთხვევაში; 2) ისინი ვალდებულნი იყვნენ მთავრებისთვის შემოსავალი ეძლიათ ცნობილი კატეგორიების სასამართლო საქმეებიდან, მოეხადათ სამხედრო სამსახური თავიანთი დასახლების ფარგლებში, შეენარჩუნებინათ ქალაქის სიმაგრეები (поддерживать городскiя укрепленiя), ხოლო კაზიმირ დიდის კანონების მიხედვით კი участвовать въ «посполитомъ рушеньи» (войты и солтысы, какъ шляхта). ქალაქებისთვის ზოგადად პრივილეგიების დამტკიცება, ვიაჩესლავ ჩეხიდან და ლოკოტოკიდან დაწყებული, მეშჩანობას პრივილეგირებულ წოდებად, პოლიტიკურ საკითხებში მეფის კონტრაგენტად გადააქცევს. მდგომარეობა უარესდება ამ ქალაქების უცხოტომობრივი ხასიათით, განსაკუთრებით როცა პოლონეთში გამოჩნდებიან ებრაელები, რომლებმაც პრივილეგიები ბოლესლავ ღვთისმოსავისა და კაზიმირ დიდისგან მიიღეს, აგრეთვე სომხები (კაზიმირის დროს). წოდებრივი განკერძოების იგივე პროცესი ხდება სასულიერო წოდებასთან მიმართებაშიც. რელიგიურობის ზოგადი განვითარება, მძიმე დროებათა გავლენით (წმინდანთა სიმრავლე, წმ. სტანისლავის კანონიზაცია 1254 წ.) და ფრანცისკანელთა და დომინიკანელთა საქმიანობა, ეკლესიისადმი პატივისცემას ზრდიდა. მთავართა სიძნელეები, რომლებიც დახმარებისთვის პაპის ტახტს მიმართავდნენ და რომს ხარკსაც უხდიდნენ, სასულიერო წოდების (ახლა უკვე უქორწინებელის) მყარი კავშირების დამკვიდრება რომთან ნიადაგს უქმნიდნენ ინოკენტი III-ის იდეებს ეკლესიის სახელმწიფოზე აღმატებულობის შესახებ. უკვე ლენჩის ყრილობამ (ленчицкий съездъ, 1180) ჩამოართვა მთავარს jus spolii გარდაცვლილი ეპისკოპოსის შემდეგ. 1207 წ. ეპისკოპოსს კრაკოვში ირჩევს უკვე არა მთავარი, არამედ კაპიტული. ყრილობამ ბარჟიკოვში (1210) სასულიერო წოდება საერო იურისდიქციისგან გაათავისუფლა. 1215 და 1217 წწ. ეკლესიამ შეიძინა თავისუფლება მთავართათვის გადასახდელი ხარკისგან, სხვა ვალდებულებათაგან და მთავართა სასამართლოებისგან; ეკლესიის პატრიმონიალური იუსტიცია (патримонიальная юстицiя) უკანასკნელს აძლევს შემოსავლების მთელ მასას და – რაც უფრო მნიშვნელოვანია – წყვეტს (прерываетъ) გლეხობის კავშირს მთავართა ხელისუფლებასთან. საეკლესიო პოლიტიკის ეს გამარჯვებანი ცხოვრებაში თანდათანობით შემოვიდა, მთავართა კერძო პრივილეგიების გზით, რომლებიც მთელი XIII ს. განმავლობაში გაიცემოდა. თავიდან მხოლოდ მიწაზე დამაგრებული გლეხები (крепкие земле) გამოირიცხებოდნენ იმ მოსამართლეთა იურისდიქციიდან, რომლებსაც კაშტელიანები და ვოევოდები ნიშნავდნენ, შემდეგ – თავად კაშტელიანების იურისდიქციიდან, მერე კი – მთავრებისაც, ნაკლები მნიშვნელობის საქმეებში. საეკლესიო მიწებზე მოსახლე თავისუფალი ადამიანებიც მთავართა ნებართვით, ასევე ექვემდებარებოდნენ პატრიმონიალურ საეკლესიო იუსტიციას, თუკი ისინი მამულში სამზე მეტნი არ იყვნენ, ხოლო შემდეგ კი ასეთი შეზღუდვის გარეშეც. გერმანულ სამართალზე მოწყობილი დასახლებები, რომელთაც საკუთარი სასამართლოები გააჩნდათ, საეკლესიო მამულებში თავიდან მთავართან კავშირს არ წყვეტდნენ: მათ დიდ, ბურგრაფულ სასამართლოებზე წელიწადში სამჯერ ცხადდებოდა მთავრის ელჩი (ნუნცია, პროკურატორი, ასესორი) პენის ასაკრებად; შემდეგ ელჩების გამოგზავნა შეწყდა, და ბოლოს პენების აკრებაც: jus ducale მთლიანად სასულიერო წოდების ხელში გადავიდა. მეფეები, ლოკოტოკიდან დაწყებული, ამტკიცებდნენ ადრე გაცემულ პრივილეგიებს მთელი სასულიერო წოდებისთვის (для всего духовенства, какъ сословiя). სასულიერო წოდების უმაღლესი წოდებრივი ორგანო გახლდათ ეროვნული სინოდები, გნეზნის მთავარეპისკოპოსის თავმჯდომარეობით. აწყობდა რა საკათედრო და პარაფიალურ (სამრევლო) სკოლებს, აშენებდა რა კოსტიოლებსა და მონასტრებს, ძალმოსილი პოლონური ეკლესია იწყებდა შეჯახებას გაძლიერებულ სამეფო ხელისუფლებასთან (კაზიმირ დიდის საეკლესიო ფიცი და მის მიერ ქსენძის ბარიჩკას წყალში დაღრჩობა, რომელმაც მას ეს ფიცი გადასცა), რომელიც, კაზიმირ დიდის სახით, ავალდებულებს ეკლესიას მონაწილეობდეს въ «посполитомъ рушенiи» (მოადგილეთა მეშვეობით). ასევე ხდებოდა სამხედრო-მსახური კლასის (военно-служилый классъ) პრივილეგირებულ წოდებად ორგანიზება. გაღარიბებულ ადგილობრივ მთავრებს (удельные князья) ამ კლასის წევრთა დაჯილდოვება მხოლოდ მიწებით შეეძლოთ. დრუჟინების წევრები და რაინდები, ღებულობდნენ რა უწინდელზე უფრო მეტ მიწებს, სვამდნენ რა მიწაზე თავიანთ მონებს, “მეუფეებზე” უფრო მდიდრებიც შეიქნენ, რომლებიც საკუთარი ხელებით მუშაობდნენ (стали богаче «владыкъ», работавшихъ собственными руками); ისინი უკვე გამოჰყოფდნენ თავიანთ თავს ამ მეუფეთაგან “შლიახტის” სახელწოდებით (სავარაუდოდ, სიტყვიდან Geschlecht /ქართულად ნიშნავს თაობას – ი. ხ./), დევიზებით, გერბებით (ემბლემის რუნული ნიშნების ნაცვლად – ცულების, ნალების – დასავლეთევროპული ნიმუშის მსგავსად), სამთავრობო თანამდებობების დაკავების პრივილეგიით, სამმაგი ჯარიმებით ერთერთი მათგანის მოკვლისთვის, საგვარეულო ორგანიზაციით.

XIII ს. მეორე ნახევარში შლიახტურმა საგვარეულოებმა მთავრებისგან მიიღეს თავიანთ მიწებზე თავისუფალი გლეხებისა და გერმანელი კოლონისტების დასახლების უფლება, რომლებიც შემდეგ მთავართა სასამართლოების, ხარკისა და ბეგარისგან განთავისუფლებულ იქნენ. ვლადისლავ მორცხვის პრივილეგია რუშჩელი კლემენსისადმი (1252) უცხო ხელმწიფის სამსახურში ჩადგომის უფლებასაც კი აძლევდა. ზოგადად ხელმწიფეები თავიანთთვის სამხედრო სამსახურისა და ზოგიერთ სასამართლო შემოსავალში მონაწილეობის უფლებას იტოვებდნენ. მსგავსი გვარეობის პრივილეგიების საერთო დამტკიცება მოგვცა ვაცლავმა, 1291 წ. შლიახტის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ლოკოტოკის დროს გამოჩნდა, თუმცა კი უფრო ადრე მზადდებოდა. სამემკვიდრეო სამთავროებში მთავართა ძალაუფლების დაქვეითება დიდებულებსა და მოხელეებს შორის თვითმოქმედებისა და დამოუკიდებლობის სულს აღვიძებდა, რომლებიც საკუთარ თავს სულ უფრო მეტად ერისკაცებად შეიგრძნობდნენ, ვიდრე კარისკაცებად (пробуждалъ духъ самодеятельности и самостоятельности въ сановникахъ и чиновникахъ, которые чувствовали себя всё более земскими, а не придворными): სასახლის კარის მოსამართლე (judex curiae) პროვინციულ მოსამართლედ (judex provincialis) გადადის, ხოლო XIII ს. ბოლოსა და XIV ს. დასაწყისში – საერო მოსამართლედ (въ судью земскаго, judex terrae). სამთავროთა გაერთიანება ლოკოტოკის დროს აღსრულდა მათ მიერ ძველი ორგანიზაციისა და სამოხელეო იერარქიის შენარჩუნებით, რომელიც ხელმწიფის არარსებობისას და მისი ხელმძღვანელობის გარეშე მოქმედებას ეჩვეოდა, თავისი მიწის (მხარის) ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავისი წოდების ინტერესებში. მოსამართლე, ქვემოსამართლე (подсудокъ) და მწერალი ცხენებით მგზავრობდნენ თავიანთ მხარეში და на «рочкахъ» (termini parvi) წყვეტდნენ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს; აპელაციები მათ გადაწყვეტილებებზე, უფრო მნიშვნელოვანი პროცესები და ზოგადი საკითხები განიხილებოდა на «великихъ рокахъ», ვეჩეებზე (wiece, colloquium), ე. ი. ყველა საერო მოხელის (ჩინოსნის) კრებებზე. ასე წარმოიქმნებოდა შლიახტის ავტონომიური communitates terrarum, მიწათმფლობელთა და მოხელეთა “მოჟნოვლადობის” მეთაურობით. მათი ორგანოები გახლდათ სეიმიკები (იხ. პოლონური სეიმი), რომელთა განვითარებაც უკვე შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება. კაზიმირ დიდის დროს ხელმწიფეს კიდევ უფრო ძლიერი გავლენა ჰქონდა ამ ორგანიზაციაზე: იგი ცხენით მოივლიდა სასამართლო ვეჩეებს, თავისი სასახლის კარის სასამართლოში ღებულობდა აპელაციებს ამ ვეჩეებზე, ყრილობაზე იწვევდა ყველა მიწის დიდებულებს (сановниковъ) მათი საქმიანობის გასაერთიანებლად; ასეთ ვეჩეებსა და ყრილობებზე გაატარა ვისლიცკო-პიოტროვსკის სტატუტი; ზუსტად და მკაცრად განსაზღვრა შლიახტის მონაწილეობა ახლად ორგანიზებად “პოსპოლიტის რუშენიეში” («посполитомъ рушенiи»). მაგრამ იმავე კაზიმირის დროს, 1360 წ. იფეთქა პოზნანის ვოევოდის, მაცკო ბორკოვიცის ამბოხებამ, რომელმაც პირველი კონფედერაციის ორგანიზება მოახდინა. კაზიმირის სიკვდილის შემდეგ შლიახტა საკუთარ თავს უკვე პრივილეგირებულ წოდებად თვლიდა, რომელიც მეფესთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში ცხოვრობდა. საქმის ასეთი მდგომარეობა კოშიცკის პრივილეგიაში (1374) გამოიხატა, რომელიც შლიახტას ლუდოვიკმა ანდრია უნგრელის ოქროს ბულის (1222) ნიმუშის მიხედვით მისცა. პრივილეგია უზრუნველყოფდა პოლონური სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობას; ავალდებულებდა მეფეს დაკარგული მხარეების (პომორიეს) დაბრუნებას; მოჟნოვლადობისა და შლიახტის მთელ სამფლობელოებს ყველა სახელმწიფო გადასახადისგან (отъ всехъ государственныхъ тягостей) ათავისუფლებდა, ლანიდან ორი გროშისა და სახედრო სამსახურის გამოკლებით; ადგენდა სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ ომებში განცდილი დანაკარგების ანაზღაურებას; თანამდებობებსა და გროდებს მხოლოდ არამთავრული საგვარეულოს პოლონელებს უმტკიცებდა (ვლადისლავ ოპოლსკის წინააღმდეგ), სასამართლო გროდებს კი – მხოლოდ ადგილობრივ მიწათმფლობელ აზნაურებს (terrigense); აუქმებდა გამაკოტრებელ სამეფო “ბანაკებს”. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა გლეხობის მდგომარეობაშიც. სამემკვიდრეო მამულების პერიოდის არეულობებმა მიწას მასზე მიმაგრებულთა მასები მოწყვიტა; მიწაზე დამაგრებულობა ქრებოდა თავისი სამთავროს საზღვრებს გარეთ გასვლის შემდეგ. “თავისუფალთა” რიცხვი, რომლებიც მთავრებისა და ეკლესიის მიწებზე ხელშეკრულებების მიხედვით, განსაზღვრული ჩინშით სხდებოდნენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთავართა ნებართვით საერო მიწათმფლობელებიც ღებულობდნენ ასეთ “თავისუფალთ”. გერმანული კოლონიზაციის გამოჩენასთან ერთად, რომელიც მიწის მყარ იჯარასა და პირად თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული, პოლონელი გლეხები ავსებენ გერმანულ დასახლებებს, ეშინიათ რა არათავისუფალი მოსახლეობის მასაში გაქრობისა. რათა თავიანთ მიწაზე მყოფი გლეხები შეენარჩუნებინათ, სასულიერო წოდებამ, ხოლო მის შემდეგ კი საერო მიწათმფლობელებმაც (XIII ს. მეორე ნახევარი), მოახდინეს გლეხური მოსახლეობის ავტონომიურ გმინებად (Gemeinde) ორგანიზება, გერმანული ნიმუშის მიხედვით; ამას ეწოდებოდა “პოლონური დასახლების პოლონური სამართლიდან გერმანულზე გადაყვანა”. ასეთი გადაყვანის პროცესი განსაკუთრებული ძალით კაზიმირ დიდის დროს და მისი ქმედითი მონაწილეობით აღესრულებოდა. “გლეხკაცთა მეფე (kròl chłopkòw)” აშკარად უჭერდა მხარს გლეხობას, შესაძლო იყო ხედავდა რა მასში მონარქიული ხელისუფლების დასაყრდენს პრივილეგირებულ წოდებათა წინააღმდეგ. ვისლიცკო-პიოტროვსკის სტატუტის მიხედვით გლეხს (kmiet) უფლება აქვს, რომ წელიწადში ერთხელ წავიდეს მიწათმფლობელისგან; უკანონო ვადაში წასვლის შემთხვევაში იგი შეიძლება უკან მოთხოვნილ იქნას მხოლოდ წელიწადის განმავლობაში; შეუძლია ტოვებდეს მიწათმფლობელს უკანასკნელის მიერ მასზე ჩადენილი ძალადობის ან მის თავზე დატეხილი ექსკომუნიკაციის შემთხვევაში; არ არის ვალდებული, რომ მიწათმფლობელის ნაცვლად ვალები იხადოს. გერმანული სამართლის პროვინციული სასამართლოების დაარსებით კაზიმირმა ყველა სოლტისი და მათი დასახლებები თავის იურისდიქციას დაუქვემდებარა. ხელმწიფის ძალაუფლება სამემკვიდრეო მაულების პერიოდში თეორიულად ისეთივე დარჩა, რაც წინამორბედ პერიოდში იყო, მაგრამ ფაქტიურად იგი დაეცა, ჯერ ერთი – მისი გამგებლობის ქვეშ დარჩენილი ტერიტორიის შეზღუდვის შედეგად (სამემკვიდრეო მამულებად და მათში კი საიმუნიტეტო ტერიტორიებად დაქუცმაცება), მეორე – ხელისუფლების ორგანოების გაქრობის შედეგად (მოხელენი ხდებოდნენ “საერონი”; იხ. ზემოთ). რადგანაც მთავრის ძალაუფლება de jure უწინდელი დარჩა, ამიტომ კაზიმირი ცდილობდა, და არცთუ წარუმატებლად, მისთვის ძველი ზომების დაბრუნებას. წოდებრივი ავტონომიის ზემოთ მან დააყენა სახელმწიფო, სამეფო ადმინისტრაცია. მან დააარსა სასახლის კარის თანამდებობები: подскарбიя, რომელიც განაგებდა მეფის მამულებსა და შემოსავლებს, ასევე საფინანსო მოხელეებსაც; პოდკანცლერისა, რომელიც მართავდა მეფის ადმინისტრაციას, სასამართლო და დიპლომატიურ კანცელარიას; მარშალკისა, რომელიც თვალყურს ადევნებდა სამეფო კარზე წესრიგს და სხვა. სამეფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებად პროვინციებში კიდევ უფრო ადრე იქცნენ “სტაროსტები”, რომლებიც განაგებდნენ სამხედრო ძალებს და ეწეოდნენ უაპელაციო სამართალწარმოებას სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს საქმეებში; დიდ და კრაკოვისგან მოშორებულ პროვინციებში, კიდევ ქალაქებში არსებობდა “გენერალ-სტაროსტებისადმი” დაქვემდებარებული ბურგრაფები. აერთიანებდა რა წოდებებსა და პროვინციებს თავისი ადმინისტრაციით, კაზიმირს სურდა სახელმწიფოსთვის ერთიანი კანონების მიცემაც (იხ. პოლონური სამართალი). მან კრაკოვში, 1364 წ. დააარსა იურიდიული ხასიათის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტის ნიმუშის მიხედვით, რაც შუა ევროპაში მეორე გახლდათ პრაღის უნივერსიტეტის (1348) შემდეგ. ამრიგად, კაზიმირ დიდმა დაიწყო პოლონეთის გარდაქმნა ძლიერ მონარქიულ სახელმწიფოდ. იაგელონების ტახტზე ასვლამ ძირი გამოუთხარა ამ პროცესს, მაგრამ ვერ შეცვალა საგარეო პოლიტიკა, რომელიც ლოკოტოკისა და კაზიმირის სულისკვეთებით გრძელდებოდა.


IV პერიოდი. პოლონეთის წოდებრივი მონარქიის უნიალურ შლიახტურ რეჩ პოსპოლიტად (რესპუბლიკად) გარდაქმნა იაგელონების დროს 

1. საგარეო ურთიერთობები

იაგაილო, ლიტვის დიდი მთავარი, პოლონეთში ეძიებდა საყრდენს გერმანული ორდენის წინააღმდეგ; პოლონეთი თავის მხრივ ასევე საჭიროებდა ლიტვის მხარდაჭერას იმავე ორდენის წინააღმდეგ. იაგაილოს მართლმადიდებლობიდან კათოლიკობაში გადასვლამ, ვლადისლავის დარქმევით, იადვიგაზე მისმა ქორწინებამ და პოლონეთის მეფედ დაგვირგვინებამ პოლონეთისა და ლიტვის პირადი უნია განახორციელეს (კრევში, 1385 წ.). თავდაპირველად იაგაილო და იადვიგა ვიტოვტთან თანხმობით მოქმედებდნენ, რისი წყალობითაც უნგრეთს წაერთვა ჩერვონნაია რუსი, მაგრამ შემდეგ ვიტოვტმა კავშირი შეკრა ორდენთან, სიცოცხლის ბოლომდე იქცა პოლონეთისადმი ლენურ დამოკიდებულებაში მყოფ ლიტვის დიდ მთავრად (კუნძულის უნია) და უზარმაზარი პოლონურ-ლიტვური სახელმწიფო დააარსა. 1399 წ. იგი დამარცხებულ იქნა ედიგეის მიერ მდინარე ვორსკლასთან, რასაც შედეგად, ვილნოსა და რადომში ჩატარებული ყრილობების შემდეგ, პოლონეთისა და ლიტვის უფრო მჭიდრო კავშირი მოჰყვა (1401). ახლახანს განმტკიცებული ფედერაცია ორდენის წინააღმდეგ მიემართა, რომელმაც უკვე 1401 წ. პოლონეთს დობრჟის მიწა დაუთმო (კალიშის ზავი), რომელიც უფრო ადრე ვლადისლავ ოპოლსკისთვის იყო წართმეული. პოლონელებმა და ლიტველებმა 1410 წ. ტანენბერგთან (გრიუნვალდი) სასტიკად დაამარცხეს რაინდები: ორდენმა სამუდამოდ დაკარგა თავისი ძალა, მაგრამ გამარჯვებულებმა ვერ შეძლეს თავიანთი გამარჯვებით სარგებლობა და ორდენთან ზავი დადეს (ტორნში, 1411 წ.). 1413 წ. გოროდლში დამტკიცებულ იქნა ლიტვის უნია პოლონეთთან, ამასთან დაუშვეს ლიტვური შლიახტისა და პანების პოლონურ საგვარეულოებსა და გერბებში მიღება, აგრეთვე მეფის თანხმობით, მათი საერთო ყრილობებიც პარჩოვსა და ლიუბლინში. ამასობაში ორდენთან ბრძოლამ ხელახლა იფეთქა (1414); მისი გადაწყვეტა კონსტანცას საეკლესიო კრებაზე იქნა გადატანილი. თუმცა კი საეკლესიო კრებამ ორდენის ქცევა დაგმო, იმპერატორმა სიგიზმუნდმა, რომელიც მტრებს შუამავლად მოევლინა, დაადგინა განაჩენი (ვროცლავში), რომელიც 1343 წ. დადებული კალიშის ზავის პირობებს ანახლებდა. ამან იაგაილოსა და ვიტოვტის აღშფოთება გამოიწვია. 1420 წ. პრაღელებმა და ტაბორიტებმა იაგაილოსა და ვიტოვტს ჩეხური გვირგვინის შეთავაზებით მიმართეს და სასიამოვნო, თუმცა კი გაურკვეველი პასუხი მიიღეს. სიგიზმუნდი ჭექა-ქუხილის თავიდან აცილებას, სილეზიის დათმობით, ამაოდ ცდილობდა: 1422 წ. ვიტოვტმა ჩეხეთში თავადი კორიბუტი, ჯარით, თავისი ნაცვლის სახით გაგზავნა. სიგიზმუნდმა ლიტვის წინააღმდეგ გერმანული ორდენი აღმართა, მაგრამ ვიტოვტმა რაინდები დაამარცხა და აიძულა ისინი, რომ მელნენის ზავი დაედოთ (1422), რომელიც სიგიზმუნდის სამეფო განაჩენს აუქმებდა. თუმცა კი, პოლონეთისა და ლიტვის სლავურ პოლიტიკას მალე დასასრული დაედო. პაპი ერეტიკოსთა (მწვალებლების) მხარდაჭერის წინააღმდეგ მრისხანე წერილებს გზავნიდა; კორიბუტმა ჩეხეთში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო; პოლონური სასულიერო წოდება, კრაკოვის ეპისკოპოსის, ზბიგნევ ოლესნიცკის მეთაურობით, ეშინოდა რა თავისი ბატონობის დაკარგვისა, პოლონეთში ჰუსიტობის გამოვლინებებს დევნიდა და იაგაილოც თავის მხარეზე გადახარა. 1423 წ. მან ზავი დადო სიგიზმუნდთან ჩეხი ერეტიკოსების დასაწყნარებლად, ორდენთან პოლონეთის ურთიერთობებში ჩაურევლობის სანაცვლოდ. ვიტოვტმა, დაკარგა რა იმედები სამეფო ტახტზე იაგაილოს ვაჟიშვილის, ვლადისლავის დაბადების შემდეგ (1424), რომელიც “მოჟნოვლადობამაც”, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, მემკვიდრედ აღიარა, პოლონეთთან უნიის გაუქმება და, სიგიზმუნდის თანადგომით, ლიტვის დამოუკიდებელ მეფედ გახდომა გადაწყვიტა. მან, ოლესნიცკის წინააღმდეგობის მიუხედავად, იმავე იაგაილოს თანხმობასაც მიაღწია, და მხოლოდ ვიტოვტის სიკვდილმა (1430) შეუშალა ხელი იმ საქმეს, რომლის მიმართაც უკვე “მოჟნოვლადების” შეიარაღებული წინააღმდეგობა მზადდებოდა. პოლონელებმა მაშინვე შემოუერთეს პოლონეთს პოდოლიე, როგორც პირველი ნაბიჯი ლიტვის ინკორპორაციისკენ. ამან აჯანყების საბაბი მისცა ლიტვის ნაწილსა და ყველა რუსულ ოლქს სვიდრიგაილოს მეთაურობით, იაგაილოს ძმისა, რომელმაც საკუთარი თავი ლიტვის მემკვიდრეობით დიდ მთავრად გამოაცხადა და იმპერატორ სიგიზმუნდთან, ორდენთან და მოლდავეთთან კავშირი შეკრა. მართლმადიდებლობისა და რუსული ხალხურობის ამ ბრძოლაში კათოლიციზმისა და პოლონიზმის წინააღმდეგ (1431 წ.-დან) პოლონელებმა ორდენის წინააღმდეგ ტაბორიტების სამსახურით ისარგებლეს, სიგიზმუნდის, ვიტოვტის ძმის სიცოცხლის ბოლომდე დიდ მთავრად აღიარებით (პოლონეთისთვის ვოლინისა და პოდოლიეს დათმობის სანაცვლოდ), ასევე უნგრეთსა და ორდენში წოდებათა ურთიერთ მტრობითაც; 1432 წ. მათ სქიზმატიკოსთა (მართლმადიდებელთა) კათოლიკებთან თანასწორუფლებიანობა გამოაცხადეს. სვიდრიგაილო ორჯერ იქნა დამარცხებული (1431 და 1432 წწ.) ოშმიანასთან სიგიზმუნდის მიერ და მხოლოდ აღმოსავლეთშიღა შეძლო გამაგრება. ორდენმა 12-წლიანი ზავი დადო (1433) ლენჩიცში დიდ მთავრად სიგიზმუნდის აღიარებისა და სვიდრიგაილოსთან ურთიერთობების გაწყვეტის პირობით. ამ დროს (1434) მოკვდა იაგაილო და პოლონეთის ტახტზე ავიდა მისი ვაჟიშვილი ვლადისლავ ვარნენჩიკი (1434-44), რომლის მცირეწლოვანების გამოც de facto მცირე პოლონეთის “მოჟნოვლადობა” მმართველობდა ოლესნიცკებისა და ტენჩინსკების მეთაურობით; de jure თითოული პროვინციის სათავეში მეურვეები (tutores) იდგნენ. ლიტვაში სიგიზმუნდმა, ვილკომერჟთან გამართულ ბრძოლაში (1435) საბოლოოდ დაამარცხა სვიდრიგაილოსა და ინფლიანტის (მახვილოსანთა, ლივონიის) ორდენის შეერთებული ძალები. სვიდრიგაილომ მხოლოდ ვოლინი შეინარჩუნა, როგორც პოლონეთის მოხარკემ, ხოლო ორდენმა კი ბრესტში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით (1436), მის ურთიერთობებში პოლონეთთან პაპისა და იმპერატორის ჩარევაზე უარი განაცხადა. იმპერატორ სიგიზმუნდის სიკვდილმა (1438) და ჩეხეთის ტახტზე მეორე იაგელონის, კაზიმირის მიწვევამ, პოლონეთში სლავური პოლიტიკა, ოლესნიცკის წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ წინ წამოსწია. თუმცა კი კაზიმირის სუსტი მცდელობა, რომ ალბრეხტ ავსტრიელისთვის ჩეხეთი წაერთმია, ვერ გამოვიდა, რამაც მელშტინსკების ჰუსიტური პარტიისა და ოლეშნიცკის კათოლიკური პარტიის შეიარაღებული შეჯახება (გროტნიკთან) გამოიწვია, რომელშიც გამარჯვება უკანასკნელს ხვდა წილად (1438). ოლესნიცკი, რომელსაც სურდა, რომ ლიტვაში რუსული ხალხურობა და მართლმადიდებელი სარწმუნოება საბოლოოდ გაეტეხა, საეკლესიო უნიისთვის მხურვალე მებრძოლად გამოვიდა (ფლორენციაში, 1439), მიტროპოლიტ ისიდორესა (კათოლიკების პრივილეგიები 1443 წ. უნიატებზეც გავრცელდა) და მთავარ სიგიზმუნდს უჭერდა მხარს, რომელიც მართლმადიდებელ ოლგერდოვიჩებს ავიწროვებდა. როცა ერთერთმა მათგანმა, ჩარტორიჟსკიმ, სიგიზმუნდი მოკლა (1440) და ლიტვის დიდ მთავრობაზე პრეტენდენტებად მოკლულის ვაჟი, მიხაელი, და მოხუცი სვიდრიგაილო გამოჩნდნენ, ოლესნიცკიმ ლიტვაში დიდ მთავრად მეფის ძე კაზიმირი გაგზავნა. ეს უკანასკნელი ლიტვაში პოლიტიკაზე მონარქისტულ შეხედულებებში, აგრეთვე ლიტვურ სეპარატიზმში განმტკიცდა. მეფე ვლადისლავი, რომელმაც ალბრეხტის სიკვდილის შემდეგ უნგრეთის გვირგვინი მიიღო (1440), უნგრეთში წავიდა, უნიადთან ერთად თურქეთის წინააღმდეგ იღბლიან ლაშქრობებს აწარმოებდა, მაგრამ ვარნასთან (1444) დამარცხება განიცადა და დაიღუპა. პოლონეთი სილეზიელი მთავრებისა და თათრების თავდასხმებს განიცდიდა, რაც ოლესნიცკის წინააღმდეგ აღშფოთებას იწვევდა, და რაც, უნგრეთში პოლონური პოლიტიკის წარუმატებლობის გამო, კიდევ უფრო გაძლიერდა. 1444-დან 1447 წ. ჩათვლით კაზიმირ ლიტველის ბრძოლა მიმდინარეობს პოლონურ “მოჟნოვლადობასთან”: ოლესნიცკის პარტია კაზიმირისგან პოდოლიესა და ვოლინის პოლონეთთან შემოერთებას მოითხოვდა, კაზიმირი კი ამაზე არ თანხმდებოდა, მაგრამ არც პოლონეთის ტახტზე ამბობდა უარს. დაბოლოს, 1447 წ. კაზიმირ იაგელონჩიკი დაგვირგვინებულ იქნა პოლონეთის მეფედ, რჩებოდა რა ამასთან ერთად ლიტვის ცალკეულ დიდ მთავრად: 1452 წ. სვიდრიგაილოს სიკვდილის შემდეგ მან ვოლინი ლიტვას შემოუერთა და 1453 წ. პიოტრკოვსკის ყრილობაზე იმ დაპირებით შემოიფარგლა, რომ პოლონეთს მასთან შემოერთებულ ლიტვას, რუსს, პოდოლიესა და მოლდავეთს არ მოწყვეტდა. ასე იქნა შენარჩუნებული პოლონეთისა და ლიტვის პირადი უნია. ამ ფედერაციას კაზიმირმა, 1454-66 წწ. ომის შემდეგ, ორდენის სამფლობელოთა ნაწილი შემოუერთა. ორდენის წოდებები – აზნაურობა (მნიშვნელოვანწილად პოლონური) და ქალაქები – რომლებსაც ორდენის ხარკი ამძიმებდა, ამბოხდნენ და კაზიმირთან მივიდნენ. “პოსპოლიტას რუშენიე” ორდენის სამფლობელოებში შევიდა, მაგრამ ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის კი უძლური აღმოჩნდა (დამარცხება ჰოინიცთან, 1454); კაზიმირი, სეიმიკების მეშვეობით, უზარმაზარ გადასახადებს კრეფდა და მათზე დაქირავებულებს ინახავდა. ორდენის ჩეხი დაქირავებულები 436 ათასი ოქროს მონეტის ფასად კაზიმირის მხარეზე გადავიდნენ და მას ორდენის დედაქალაქი, მალბორგი გადასცეს. ჰოინიცის ციხესიმაგრის აღებამ აიძულა ორდენი რომ ტრონში ზავი დაედო (1466); პოლონეთმა თავისი ძველი მიწები – პომორიისა (აღმოსავლეთ ნაწილი), ჰელმისა და მიხალოვსკისა, საერთოდ მთელი დასავლეთ პრუსია მიიღო; ორდენმა კი მხოლოდ აღმოსავლეთ პრუსია დაინარჩუნა; მისმა გროსმაისტერებმა ვალად იკისრეს, რომ პოლონეთის მეფეებისთვის ლენური ფიცი ეძლიათ, მათთვის სამხედრო დახმარება აღმოეჩინათ და პოლონეთის სენატში მეფეთა გვერდით მჯდარიყვნენ. კაზიმირმა დაპყრობილ ოლქებში წოდებათა პრივილეგიები დაამტკიცა, რომლებიც ჰელმის, პომორიესა და მალბორგის სავოევოდოებად იყოფოდა (ავტონომიური ვოევოდებითა და კაშტელიანებით); დააარსა გენერალ-სტაროსტებისა და სტროსტების სამეფო ადმინისტრაცია. პომორიესა და პრუსიის შემოერთებასთან ერთდროულად პოლონეთის წინაშე ჩეხეთთან და უნგრეთთან ფედერაციის შექმნის იდეები იშლებოდა. ვლადისლავ პოსტუმის, ალბრეტხ ავსტრიელის ვაჟიშვილის, სიკვდილის შემდეგ ჩეხეთში მეფედ გიორგი პოდებრადი შეიქნა, უნგრეთში კი – მათე კორვინი. პაპი და გიორგის კათოლიკი ქვეშევრდომები კაზიმირს ჰუსიტი მეფის წინააღმდეგ მოწოდებდნენ, მაგრამ კაზიმირი ცდილობდა, რომ გიორგისთვის დიპლომატიურად მხარი დაეჭირა. გრძნობდა რა თავის სისუსტეს მტრების წინაშე, რომლებმაც ჩეხეთის მეფედ მათე უნგრელი გამოაცხადეს, გიორგიმ, სიკვდილის წინ (1471), ჩეხეთის სეიმისგან მის მეკვიდრედ კაზიმირის ძის, ვლადისლავის, აღიარებას მიაღწია, რომელიც გახდა კიდეც ჩეხეთის მეფე. მისმა ძმამ კაზიმირმა, რომელიც უნგრელმა მეამბოხეებმა მათეს წინააღმდეგ მიიწვიეს, უნგრეთში დასამკვიდრებლად თავის მცდელობაში წარუმატებლობა განიცადა. უკანასკნელმა გარემოებებმა და ჩეხეთის ტახტზე მათეს პრეტენზიებმა წაახალისეს კაზიმირ იაგაილოს ძე, რომ თავის ვაჟთან, ვლადისლავ ჩეხთან კავშირში, სილეზიაში მათეს წინააღმდეგ ომი ეწარმოებინა, მაგრამ წარუმატებლად (1474). ამასობაში ვლადისლავი (1478), მამისთვის შეუტყობინებლად და დიდი დათმობებით, მათეს შეურიგდა. ჩეხეთთან და უნგრეთთან პოლონეთის უნიის საქმე საბოლოოდ დაეცა, როცა 1491 წ. კაზიმირის ვაჟი, ოლბრახტი, უნგრეთის ტახტის დაკავებას ცდილობდა, მაგრამ თავისი ძმის, ვლადისლავ ჩეხის მიერ იქნა განდევნილი, რომელიც უნგრელმა პანებმა მისი სუსტი ხასიათის გამო აირჩიეს. კაზიმირ იაგელონჩიკის დროს მისი სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვრებზე ორი მრისხანე ძალა გამოჩნდა, მოსკოვის სახელმწიფო და თურქები, თათრებთან ერთად. 1449 წ. კაზიმირმა, ვასილი ვასილის ძესთან ხელშეკრულებით, სმოლენსკი და მინსკი შეინარჩუნა, მაგრამ რჟევის დათობა მოუხდა. კაზიმირის დახმარებამ მთავარ მიხეილ ოლელკოვიჩის სახით, ნოვგოროდი შელონიში დამარცხებისა (1471) და საბოლოო დაცემისგან (1477) ვერ გადაარჩინა. ივანე III-მ ლიტვის მოკავშირე ოქროს ურდო გატეხა, თავის მოკავშირეს ყირიმელ მენგლი-გირეის კი პოლონეთზე თავდასხმებისთვის აქეზებდა; ასევე თავისი ვაჟი მოლდავეთის გოსპოდარის, სტეფანეს ქალიშვილზე დააქორწინა, რომელიც პოლონეთის მოლენე დახლდათ; ურთიერთობები ჰქონდა მათე უნგრელთან და ავსტრიულ სახლთან (ფრიდრიხთან და მაქსიმილიანთან), რათა უნგრეთში იაგელონების დამკვიდრება არ დაეშვა; ცოლად მოიყვანა რა სოფიო პალეოლოგი, საკუთარ თავს “სრულიად რუსეთის ხელმწიფეს” უწოდებდა; ტვერი და ვერეა შემოიერთა მას შემდეგ, რაც კაზიმირმა მათ მთავრებთან შეკრა კავშირი. თურქებისგან, რომლებიც 1453 წ. კონსტანტინოპოლს დაეუფლნენ, პოლონეთი თავიდან გამოყოფილი იყო მოლდავეთით, სადაც გოსპოდარი სტეფანე (1458-1501), თავის წინამორბედთა მაგალითით (იაგაილოს დროიდან), ლენურ ურთიერთობებში იდგა პოლონეთთან. 1474-75 წწ. სულთანი მუჰამედ II, რომელიც უნგრელებმა უკუაგდეს, მოლდავეთისკენ შემობრუნდა, დაარბია ის და აიძულა სტეფანე რომ მთებში გაქცეულიყო, რომელსაც კაზიმირი მხოლოდ დიპლომატიურად თუ გამოექომაგა. ბაიაზეთმა 1484 წ. დაიქვედებარა ყირიმი გენუის კოლონიებთან ერთად, აკერმანსა და კილიას, დნესტრისა და დუნაის შესართავებთან; სავაჭრო გზები გადაჭრა ყირიმიდან კიევის, ვილნოს, კენიგსბერგისა და რიგისკენ, აკერმანიდან სუჩავას (მოლდავეთის დედაქალაქი) ლვოვის, კრაკოვის გავლით, ვროცლავისა (ბრესლავლი) და გდანსკისკენ (დანციგი); მოლდავეთსა და პოლონეთ-ლიტვის საზღვრებს ემუქრებოდა. მეფის ძის ოლბრახტის ლაშქრობებისთვის (1487 და 1489) კაზიმირის მხარდაჭერის წყალობით, სტეფანე მოლდავეთში ისევ თავს იმაგრებდა. კაზიმირის სიკვდილის შემდეგ ლიტველები ტახტზე მის ძეს ალექსანდრეს (1492-1506) მოუწოდებენ, პოლონელები კი – იან ოლბრახტს (ალბრეხტს, 1492-1501). ოლბრახტმა, შეუთნხმდა რა კავშირის შესახებ ძმებს ყრილობებზე ლევოჩისა (1494) და პარჩოვში (1496), მიმართა ლაშქრობას თურქების წინააღმდეგ კილიასა და აკერმანზე; ხოლო როდესაც გოსპოდარმა სტეფანემ საკუთარი თავი სულთნის ქვეშევრდომად გამოაცხადა, ოლბრახტი მოლდავეთზე გაემართა და სუჩავას ალყა შემოარტყა. ალყის უიღბლობამ, თავად ოლბრახტის ავადმყოფობამ და უნგრელთა მტრულმა დამოკიდებუკლებამ აიძულეს პოლონელები, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ; უკანა გზაზე, ბუკოვინის ტყეში, სტეფანე, თურქებთან და უნგრელებთან ერთად, მოღალატურად თავს დაესხა ოლბრახტს და მას საშინელი დამარცხება მიაყენა (1497), რომელსაც შედეგად პოლონეთზე თურქების ორი გამაჩანაგებელი თავდასხმა მოჰყვა (1498), თვით სანდომირამდე და კრაკოვამდეც. თურქებისა და თათრების თავდასხმები იმ დროიდან სულ უფრო ხშირდებოდა. ოლბრახტი თურქების წინააღმდეგ უნგრეთთან, ვენეციასთან, საფრანგეთთან და რომთან კავშირში შევიდა, მაგრამ იძულებული შეიქნა ბაიაზეთს დაზავებოდა (1501), რადგანაც ემზადებოდა, რათა ორდენის ახალი გროსმაისტერი, ფრიდრიხ საქსონელი ლენური ფიცის დადებაზე ძალით აეძულებინა. ამ მომზდების დროს იგი მოკვდა, და პოლონელებმა ტახტზე ალექსანდრე ლიტველს მოუწოდეს (1501-06), დადეს რა უნიის ახალი აქტი (მელნიკში), რომლის მიხედვითაც პოლონელებსა და ლიტველებს მეფე ამიერიდან ერთად უნდა აერჩიათ, საერთო საელექციო ყრილობაზე, ერთმანეთს ომებში დახმარებოდნენ, საერთო ზავები დაედოთ, ერთად მიეღოთ პრივილეგიების დამტკიცება და საერთო მონეტაც ჰქონოდათ. ახალი ნაბიჯი რეალური უნიისკენ გამოწვეული იყო მოსკოვისა და ლიტვის ურთიერთობებით ალექსანდრეს მმართველობის ხანაში. ალექსანდრემ მაშინვე, ლიტვის ტახტზე ასვლის შემდეგ, ივანე III-სა და მენგლი-გირეისთან ომი დაიწყო, მაგრამ, 1494 წ. ზავის მიხედვით უარი თქვა პრეტენზიებზე ფსკოვსა და ნოვგოროდზე, დათმო ვიაზმა, ალეკსინი, ვენევი, ობოლენსკი, კოზელსკი, ვოროტინსკი, ოდოევი, ცოლად შეირთო ივანეს ქალიშვილი, ელენე (1495), უზრუნველყო რა მისთვის მართლმადიდებლური რწმენის თავისუფლება; მფარველობდა რუსებსა (პრივილეგიები პოლოცკსა და მინსკს, მიხეილ გლინსკის გავლენა) და მართლმადიდებელ ეკლესიას ლიტვაში, თავისი ლიტვური სენატის უკმაყოფილების პირობებშიც კი; ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც იგი იძულებული შექნა ეომა (1500), რომელშიც მცენსკი, სერპეისკი, ბრიანსკი და პუტივლი დაკარგა (ოსტროჟსკის დამარცხება ვედროშთან). დაგვირგვინდა რა კრაკოვში პოლონეთის მეფედ, ალექსანდრე ლიტვაში დაბრუნდა, სადაც აგრძელებდა ომს ივანეს წინააღმდეგ ინფლიანტის გროსმაისტერ პლეტენბერგთან კავშირში; ომი დასრულდა (1503) ექვსწლიანი ზავითა და ივანესთვის ბევრი ჩრდილოური ქალაქის დათმობით, მათ შორის ჩერნიგოვისაც. სენატის მმართველობის ქვეშ დატოვებული პოლონეთი მენგლი-გირეისა და სტეფან მოლდაველის თარეშებს განიცდიდა, რომელმაც პოკუტიე დაიკავა (1502) და მხოლოდ მისთვის მეფის ასულის ელისაბედის მითხოვების შესახებ ხელშეკრულებით იქნა დამშვიდებული. გროსმაისტერ ფრიდრიხს უწინდებურად ალექსანდრესთვის ფიცის მიცემა არ სურდა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ლიტვისა (1506) და პოლონეთის ტახტებზე მისი ძმა სიგიზმუნდ I ანუ მოხუცი (1507-1548) ავიდა. მას ლიტვის რუსული სამფლობელოების ვასილი III-გან დაცვა მოუხდა (1508), ამასთან გლინსკი მოსკოვის მხარეზე გადავიდა. ვასილი ორშასთან ოსტროჟსკის მიერ იქნა დამარცხებული (1508), მაგრამ შემდეგ მან სმოლენსკი აიღო (1513), ალბრეხტთან, ტევტონთა ორდენის გროსმაისტერთან შეკრა კავშირი, და მხოლოდ დაზავებებზე თანხმდებოდა (1522 და 1527), თანაც სმოლენსკს ინარჩუნებდა. დაკარგულის დაბრუნების მცდელობა ელენა გლინსკაიას მმართველობის დროს წარუმატებლად დასრულდა. გალიციის რუსზე, ვოლინსა და პოდოლიაზე თარეშებს ახდენდნენ მოლდაველი გოსპოდარები (მოსკოვთან შეთანხმებით) და ყირიმელი თათრები, რომელთათვისაც “მოსახსენებლების” («поминки») მიცემა უხდებოდათ. სიგიზმუნდმა ჩეხეთსა და უნგრეთში ჰაბსბურგებთან მეტოქეობის ტრადიციული პოლონური პოლიტიკიდან უკან დაიხია, მაგრამ აქედან ვერანაირი სარგებელი ვერ გამოიტანა. თუმცა კი, მისი ურთიერთობანი ჰაბსბურგებთან ორსახოვანი იყო. 1512 წ. სიგიზმუნდმა ცოლად შეირთო ბარბარა, უნგრელი მაგნატის, ჰაბსბურგების მტრის, ზაპოლიას ქალიშვილი, მაგრამ 1518 წ. ხელმეორედ იქორწინა ჰაბსბურგების ნათესავზე, ბონა სფორცაზე. 1526 წ. მოგაჩთან დაიღუპა ლუდოვიკ ჩეხ-უნგრელი; ფერდინანდ ჰაბსბურგმა ორივე ტახტი დაიკავა, იმ დროს, როცა ოპოზიციურად გამწყობილმა უნგრელებმა ზაპოლია აირჩიეს. დამარცხებულმა ზაპოლიამ პოლონეთს შეაფარა თავი, ლასკებს, რომლებმაც, სიგიზმუნდისთვის შეტყობინებით, იგი კვლავ უნგრეთში დაამკვიდრეს (1529) სულთან სოლიმანის დახმარებით, რომელთანაც სიგიზმუნდმა მანამდე (1528) დადო ტრაქტატი. პაპმა ზაპოლიას ექსკომუნიკაცია დაადო და პროცესი აღძრა პრიმას ლასკის წინააღმდეგ, რომელიც სიგიზმუნდსაც სცხებდა ჩირქს. 1539 წ. სიგიზმუნდმა თავისი ქალიშვილი იზაბელა ზაპოლიას მიათხოვა, ხოლო 1543 წ. კი ვაჟიშვილი, სიგიზმუნდ-ავგუსტი, ფერდინანდ ჰაბსბურგის ქალიშვილზე, იზაბელაზე დააქორწინა. ჩეხეთსა და უნგრეთზე უარის თქმისა და ამავდროულად ჰაბსბურგების გაღიზიანების პოლიტიკა უკანასკნელებს მოსკოვისა და ალბრეხტ ბრანდენბურგელის, მხარდაჭერისკენ იწვევდა, ორდენის ახალი გროსმაისტერისა, რომელსაც სიგიზმუნდისთვის ლენური ფიცის მიცემა არ უნდოდა. სიგიზმუნდმა 1520 წ. დაიწყო ომი ალბრეხტის წინააღმდეგ და თავად კენიგსბერგამდე ორდენის მიწები გააჩანაგა, მაგრამ, პოლონეთისთვის მათი შემოერთების ნაცვლად, ორდენის სეკულარიზაციაზე დაეთანხმა, პოლონეთისადმი ლენურ პროტესტანტული აღმსარებლობის სამთავროდ მისი გადაქცევით; უშვებდა რა მემკვიდრეობაზე ალბრეხტის ძმებს, იგი პოლონეთს ორდენის სამფლობელოთა ნარჩენების ოდესმე თავისთან შემოერთების იმედს ართმევდა. 1526 წ., მთავარ იანუშ მაზოვეცკის სიკვდილის შემდეგ, სიგიზმუნდმა მაზოვიის პოლონეთთან ინკორპორცია მოახდინა, დაამტკიცა რა ეს სტატუტით (1529); მაზოვიელები პოლონეთის სენატში გამოჩნდნენ და მოგვიანებით, სიგიზმუნდ-ავგუსტის სიკვდილის შემდეგ, დიდ როლსაც თამაშობდნენ. სიგიზმუნდ I-ის შემდეგ პოლონეთისა და ლიტვის ტახტებზე სიგიზმუნდ II ავგუსტი (1548-1572) ავიდა. მის დროს პოლონეთში რეფორმაციამ თავისი ოქროს ხანა განიცადა (იხ. რეფორმაცია), რომელიც, პრუსიის ლენური სათავროდან, ჯერ კიდევ სიგიზმუნდ I-ის დროს გავრცელდა; ამის მიზეზები გახლდათ სასულიერო წოდების დემორალიზაცია, ჰუსიტური მოგონებები და სხვა. მცირე პოლონეთსა და ლიტვაში წარმატებები ჰქონდა კალვინიზმს, დიდ პოლონეთში – ჩეხი ძმების რჯულისმოძღვრებას, პრუსიაში – ლუთერანობას; პროტესტანტული გასხვავებული სარწმუნოებების გაერთიანებას ცდილობდნენ “სახალხო ეკლესიის” პროგრამით (“Kościoł narodowy”). შლიახტის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო “სახალხო ეკლესიის” იდეა, როგორც “უფლებათა ეგზეკუციის” საერთო პროგრამის შემადგენელი ნაწილი (იხ. ქვემოთ – საშინაო ურთოერთობები). თუმცა კი, რომისა და პაპისგან განთავისუფლების გატარება ვერ მოხერხდა. პროტესტანტების უთანხმოებანი (არიოსელები /арiане/ გამორიცხულნი იყვნენ 1570 წ. სანდომირის შეთანხმებიდან), სასულიერო იურისდიქციის მოსპობით შლიახტის დაკმაყოფილება (1562-63), პოლონური პროტესტანტიზმის განსაკუთრებით შლიახტური ხასიათი, თავად მეფის მერყეობა (მისი ინტერიმები, გერმანული ნიმუშების მიხედვით), პოლონური სასულიერო წოდების რეორგანიზაცია (Гозiй, “Confessio fidei”, 1551), ნუნციების ჩამოსვლები (ლიპომონო, კამერინო და განსაკუთრებით კი კომენდონე, 1563-65 წწ., ტრიენტის საეკლესიო კრებაზე მიღებული დადგენილებებით, რომლებიც მეფემაც მიიღო), იეზუიტების გამოჩენა ბრაუნსბერგში (1565), პულგუსკსა და პოზნანში (1570) – აი ფაქტორები, რომლებმაც პოლონეთი რომისა და მომავალი კათოლიკური რეაქციისთვის შეინარჩუნეს. საგარეო პოლიტიკაში სიგიზმუნდ-ავგუსტი, ისეთივე გაურკვეველი ურთიერთობების პირობებში ავსტრიაში, როგორც მამამისს ჰქონდა (1549 წ. ზავი ჰაბსბურგებთან; ბიძაშვილის, ზაპოლიას მხარდაჭერა ფერდინანდის წინააღმდეგ უნგრეთში; 1553 წ. ქორწინება ეკატერინეზე, ფერდინანდის მეორე ქალიშვილზე; მისი (ეკატერინეს უკანვე გაგზავნა), თათრების მხრიდან შედრებით სიმშვიდის დროს (მათი ლაშქრობები მოსკოვზე, კაზაკობის გამოჩენა), ასევე თურქების მხრიდანაც (თუმცა კი პოლონელი პანები ამხობენ და ტახტზე აჰყავთ მოლდავეთის გოსპოდარები), – მთავარ ყურადღებას მოსკოვს მიაქცევდა, ინფლიანტის (ლივონიის) ორდენის საქმეებთან დაკავშირებით. ტევტონთა ორდენის სეკულარიზაციის შემდეგ დემორალიზებული და დასუსტებული ლივონიის ორდენი რიგის მთავარეპისკოპოსს ედავებოდა, რომელმაც დასახმარებლად სიგიზმუნდ-ავგუსტს მოუწოდა (1557), ხოლო ხოლო უკანასკნელმა კი აიძულა გროსმაისტერი ფიურსტენბერგი, რომ მასან შეტევით-თავდაცვითი კავშირი დაედო. ამან გამოიწვია საომარი მოქმედებების დაწყება ივანე მრისხანის მხრიდან, რომელმაც ნარვა, დერპი და სხვა პუნქტები აიღო (1558). ახალმა მაგისტრმა კეტლერმა მოსპო ორდენი, აიღო რა თავისთვის კურლანდია მემკვიდრეობითი, პოლონეთისადმი ლენური სამთავროს სახით, ხოლო ლიფლანდია კი პოლონეთისა და ლიტვისადმი იქნა შეერთებული (1561), ინარჩუნებდა რა აუგსბურგული აღმსრებლობის თავისუფლებასა და ავტონომიას, მოგვიანებით კი – თან ლიტვის სეიმზე ელჩებსაც აგზავნიდა (1566). ორდენის მემკვიდრეობაზე პრეტენზიებს გამოთქვამდნენ შვედეთი (1561 წ. ერიკ XIV-მ დაიპყრო ესტონეთი და რეველი) და დანია (მეფის ძემ მაგნუსმა დაიკავა ოზილიისა და პილტინის საეპისკოპოსოები); მაგრამ სიგიზმუნდმა წააჩხუბა ისინი, ხოლო შემდეგ კი შვედეთს დაუახლოვდა, მიათხოვა რა თავისი და ეკატერინე იოანეს, ფინეთის ჰერცოგს, 1568 წ.-დან კი შვედეთის მეფეს. მოსკოვური ჯარები დამარცხებულ იქნენ პოლონელთა მიერ ნევლემთან (1561) და ულასთან (1568), მაგრამ სიგიზმუნდს არ შეეძლო ივანესთვის პოლოცკის წართმევა და 1571 წ. მას სამწლიანი ზავი დაუდო. ივანე მრისხანესთან ომის დროს სიგიზმუნდმა, პოლონური შლიახტის ზეწოლით, ლიუბლინში ჩატარებულ ყრილობაზე (1569) აიძულა ლიტველი პანები, რომ ლიტვის პოლონეთთან მის მიერ გამოცხადებული უნია ეღიარებინათ (იხ. XVIII, 214). მისმა მთავარმა პირობებმა: ორივე სახელმწიფოს განუყოფელობა; ერთობლივად არჩეული და დაგვირგვინებული მეფე; საერთო სეიმები და სენატი, ხელშეკრულებები და მონეტა, ლიტვიდან გვირგვინში და პირიქით გადასახლების თავისუფლება, ცალ-ცალკე ადმინისტრაცია და ცალ-ცალკე სტატუტები. მხოლოდ საკანონმდებლო, მაგრამ არა ადმინისტრაციულმა ცენტრალიზაციამ შემდგომში ბევრი სამწუხარო შედეგი გამოიწვია, მაგრამ ეს ლიტველი პანებისადმი დათმობა იყო. იმავე ლიუბლინის სეიმზე მოხდა საპარლამენტო უნია პოლონეთთან და სამეფო პრუსიასთან (произошла парламентарная унiя съ Польшею и королевской Пруссiи). პოლონეთის (გვირგვინის), ლიტვის, პრუსიისა და ინფლიანტის ფედერაციამ შეადგინა უნიალური “რეჩ პოსპოლიტა”, რომელსაც ბოლოს პრუსიის ჰერცოგმა ალბრეხტ-ფრიდრიხმაც შეჰფიცა.

2. საშინაო ურთიერთობები

იაგაილოს დროს მიცემულ იქნა ორი პრივილეგია, რომლებიც კოშიცის პრივილეგიებს აფართოებდა: ნოვი კორჩინში, მცირე პოლონეთისთვის (1386), და პიოტრკოვში – დიდი პოლონეთისთვის (1388). მცირე პოლონეთის პრივილეგია უზრუნველყოფდა თანამდებობებს ადგილობრივი შლიახტის ხელში, არ უშვებდა უცხოელებს (ე. ი. ლიტველებს) კაშტელიანური თანამდებობების დასაკავებლად; დიდი პოლონეთის პრივილეგია კი ათავისუფლებდა შლიახტის მამულებს отъ «стана» (სამხედრო ბანაკისგან /?/, სამხედრო სამსახურისგან /?/ - ი. ხ.) და ხუთ-ხუთ გრივენს ჰპირდებოდა დროშაზე (на «стягъ») დასაჩუქრებას საზღვარგარეთული ლაშქრობისთვის. მეფის მიერ დაშვებული თანამდებობები ეძლეოდა სხვადასხვა საგვარეულოს ადამიანებს, მაგრამ თითოეული მიწის “მოჟნოვლადობის” რჩევათა მიხედვით. “მოჟნოვლადები” ღებულობდნენ წყალობებს (получали пожалованiя) და გირაოში ღებულობდნენ სამეფო მამულებს, როგორც საზღაურს მათ მიერ მიწოდებული სამხედრო რაზმებისთვის (უკანასკნელი ძლიერდება იაგაილოს სიკვდილის შემდეგ, მისი ვაჟიშვილების ჩეხეთისა და უნგრეთის ტახტებზე დასმის მცდელობებისას); ბოლოს, პოლონეთის ტახტზე ლიტველი ბარბაროსის დაბნეულობის დროს (при растерянности литвина-варвара на польскомъ престоле), ისინი ხელმძღვანელობდნენ მთელ უმაღლეს პოლიტიკას, როგორც სამეფო საბჭოში (Rada, მოგვიანებით სენატი), ისე პანების ყრილობებზეც. საერო “მოჟნოვლადობის” გვერდით და მასზე უფრო მაღლაც, ნეოფიტი მეფისა და მისი ვაჟიშვილის ვლადისლავის დროს, იდგა სასულიერო “მოჟნოვლადობა” – ეპისკოპატი (პეტრე ვიში, იასტშემბეცი, ოლესნიცკი), რომელიც რადაში და ყრილობებზე იჯდა. სასულიერო წოდება, რომელიც საზოგადოების ყველა წოდებიდან ივსებოდა, იდგა რა თანამედროვე მეცნიერების სიმაღლეზე (კრაკოვის იაგელონისეული უნიის განახლება 1400 წ., იადვიგას ანდერძის მიხედვით და მის სახსრებზე, საღვთისმეტყველო სულითა და სასულიერო წოდების გავლენის ქვეშ), ყოველ ახალ პრივილეგიაში თავის უპირატესობათა დატკიცებას ღებულობდა. 1420 წ. ველუნ-კალიშის სინოდი ამტკიცებს ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას საერო ხელისუფლებისგან, მეათედის აუცილებელ გადახდას, ეპისკოპოსებისა და კანონიკოსების კაპიტულების მიერ არჩევასა და შიდა საეკლესიო დისციპლინას; 1424 წ., ველუნის ედიქტში, სასულიერო წოდება ღებულობს მწვალებლობათა შესახებ საქმეებში მისი განაჩენების სამთავრობო ეგზეკუციას. პოლონეთის სასულიერო წოდება დიდ როლს თამაშობს კონსტანცისა და ბაზელის საეკლესის კრებებში, აღიარებს რა საეკლესიო კრებების პაპებზე აღმატებულობას, მაგრამ ჰგმობს ჰუსიტობას; ბრძოლას აწარმოებს მართლმადიდებლობასთან (უნიატი მიტროპოლიტი ისიდორე ლიტვაში, და უნიატებისთვის მიცემული პრივილეგია 1443 წ.) და მუსლიმანობასთან (ვლადისლავი უნგრეთში და მასთან ნუნცია ჩეზარინი). კაზიმირ იაგელონის ძის დროს მონარქიული ხელისუფლება ცდილობს ბრძოლას თავისი პრეროგატივებისთვის მოჟნოვლადობის პრივილეგიების წინააღმდეგ, საეროსიც და სასულიეროსიც. საჭიროებს რა სახსრებს დაქირავებულთა შესანახად პრუსიული ომისთვის, კაზიმირი ვერ ნახულობს მათ თავის მამულებში და გადასახადებს აკისრებს მოსახლეობას, მათ რიცხვში მოჟნოვლადობასაც, ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად (1456 წ. რადა გრუდონძში). დიდგვროვანთა მეფისადმი დამოკიდებულება იცვლება: იგი მხოლოდ უფრო მეტად ერთგულებს უშვებს თავის საიდუმლო საბჭოში, სტაროსტებსა და ვოევოდებს კატეგორიულ ბრძანებებს უგზავნის (ნაკელის კაშტელანის ვლოდკას სიკვდილით დასჯა), განასხვავებს განკარგულებებს კანცლერის მოხსენების მიხედვითა და თავისი საკუთარი ინიციატივით (dominus rex per se). კიდევ უფრო მეტადაა დამცრობილი სასულიერო წოდების პოლიტიკური მნიშვნელობა. კაზიმირი ჰგმობს ოლესნიცკის მისთვის შეუტყობინებლად კარდინალის ღირსების მიღების გამო; აღიარებს პაპს ნიკოლოზ V-ს, ბენეფიციების დარიგების უფლების მეფისთის დათმობის გამო (1447); არ აღიარებს რა არც კაპიტულად არჩეულს, არც პაპის მიერ დანიშნულ კრაკოვის ეპისკოპოსს, ძალით, უგულვებელყოპფს რა პაპის ფიცს, ეპისკოპოსად აყენებს გრუშჩინსკის (1460). ის, რასაც ებრძოდა კაზიმირი პოლონეთში, მის დროსვე მკვიდრდება ლიტვაში: 1447 წ. პრივილეგია, რომელიც ლიტვის შლიახტას პოლონეთის შლიახტის უფლებებს ანიჭებს, ფაქტიურად მხოლოდ “მოჟნოვლადობაზე” ვრცელდება, და არა უბრალო შლიახტაზე («путные бояре»). ებრძვის რა პოლონურ “მოჟნოვლადობას”, კაზიმირი მიმართავს უბრალო შლიახტის დახმარებას, მოუწოდებს რა მას პოლიტიკური ცხოვრებისკენ სეიმიკებში მონაწილეობის ფორმით (въ формахъ сеймикованья). შლიახტა ამ დრომდე საკუთარ მხრებზე ატარებდა საომარ ლაშქრობათა მთელ სიმძიმეს, მათი გულისთვის ტოვებდა საკუთარ მწირ მიწებს, იხდიდა ხარკსა და მეათედს, თავად კი არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არ გააჩნდა. ჯერ კიდევ XIV ს. ბოლოს მან მოახდინა ორგანიზება communitates terrarium-ებად, ერობებად (земства), მათი ორგანოებით – სეიმიკებით (იხ. პოლონეთის სეიმი). თავიდან ამ სეიმიკებზე საქმეები მიჰყავდა “მოჟნოვლადობას”. უბრალო შლიახტა მხოლოდ ემზადებოდა აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის. გამოდის რა სცენაზე, იგი მოითხოვს არა პოლიტიკურ უფლებებს, არამედ მეფეთა მფარველობას და იაგაილოს დროს აღწევს პრივილეგიებს ამ აზრით. მაგალითად, 1422 წ. ჩერვენის პრივილეგია უმსუბუქებს შლიახტას მარილის იაფად ყიდვასა და სამეფო ტყეებში შეკრებებს (сборы въ королевскихъ лесахъ), უზრუნველყოფს მას ქონების თვითნებური (არასასამართლო) კონფისკაციისგან, მოხელეთა თვითნებობისგან (სასამართლო და აღმასრულებელი /სტაროსტის/ ხელისუფლების გაყოფა). ერთადერთ პოლიტიკურ უპირატესობას ღებულობს შლიახტა, მოჟნოვლადობასთან ერთად, ედლინურ-კრაკოვურ პრივილეგიაში (1430-1433): ეს არის – non captivablimus, ე. ი. პირად თავისუფლებას. კაზიმირის პირველ წლებში შლიახტა ძველებურად ხედავდა მეფეში თავის მფარველს “მოჟნოვლადობის” წინააღმდეგ; მაგრამ კაზიმირმა ვერ შეძლო შლიახტის თავის ხელში შენარჩუნება, და ამ უკანასკნელმაც, ვერ ღებულობდა რა მისგან კანონიერი სურვილების დაკმაყოფილებას (სამართლის კოდიფიკაცია, სასამართლოების რეგულირება, მოხელეთა თავიანთ ადგილებზე ყოფნა, ქალაქების პრივილეგიათა შეზღუდვა), ნეშავის ველებზე იძულებით მოაცემინა პრივილეგია, დამტკიცებული თითოეული მიწისთვის (სავოევოდოსთვის), ცალ-ცალკე (1454); ნეშანის პრივილეგიას (1493 წ.-დან Statuta Nyeszoviensia), შლიახტაზე “მოჟნოვლადობის” გავლენით, ცხოვრებაში შემოაქვს მონარქიული ხელისუფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვები: 1) მეფეს არ შეუძლია საზღვარგარეთ ლაშქრობის მოწყობა თუ არ მიიღებს წინასწარ იმ მიწების სეიმიკების თანხმობას, რომელთა «посполитое рушенiе»-ც იქნება დაძახებული ომში (ისიც საზღაურით); 2) მას არ შეუძლია ცვლიდეს არსებულ (შლიახტურ) უფლებებს სეიმიკების თანხმობის გარეშე; 3) ვალდებულებას კისრულობს ამიერიდან გირაოში აღარ დებდეს სამეფო მამულებს; 1454 წ. შემდეგ გირაოში ჩადებული ყველა მამული უნდა ჩამოერთვას სამეფო კრედიტორებს ანაზღაურების გარეშე. სამეფო ხელისუფლების შეზღუდვის ერთდროულად, საკანონმდებლოსი და (ნაწილობრივ) აღმასრულებლისც (ფინანსები), იდება პოლონეთის სეიმის (იხ.) საფუძვლებიც. კაზიმირის მენაცვალე ოლბრახტი (იოან ალბრეხტი) აგრძელებს ბრძოლას “მოჟნოვლადობის” წინააღმდეგ, შლიახტის დახმარებით. რათა ხელქვეით ჰყავდეს მთელი შლიახტა, იგი სეიმიკების განვითარების სისტემას აბოლოვებს “მთლიანი” სეიმით (завершаетъ систему сеймикованья «вальнымъ» сеймомъ): 1493 წ. პიოტრკოვში ჩამოდიან საერო სეიმიკების ელჩები: იგივე ხდება პიოტრკოვში 1496 წ.-საც. ეს “მთლიანი” სეიმები, შემდგარი მეფის, რადასა და შლიახტისგან, თანხმდებიან ყველა გადასახადზე (ხარკზე, подати), რომელსაც ახლა ერთი საგადასახადო (სახარკო) უნივერსალი ახმიანებს ყველა მიწისთვის. სეიმზე ელჩების მეფის ნებისადმი ასეთი დაქვემდებარება შეძენილ იქნა შლიახტის კანონიერი უფლებების დაკმაყოფილებით (სასამართლოების მოწესრიგება). 1496 წ. ოლბრახტმა, შლიახტის დამთმობლობის სანაცვლოდ, უნდა გადაუხადოს მას ახალი პრივილეგიებით, სხვა წოდებათა საზიანოდ: მიწათმფლობელობის განსაკუთრებული უფლებით ქალაქების საზღვრის იქით და უმაღლესი სასულიერო თანამდებიბების დაკავებისა, აგრეთვე შლიახტის მიწაზე გლეხების მიმაგრებით. ბუკოვინასთან დამარცხების შემდეგ მეფე აძლიერებს თავის ხელისუფლებას, ღებულობს რა “პოსპოლიტის რუშენიეს” მოწვევის უფლებას სეიმიკების თანხმობის გარეშე. ოლბრახტის შემდეგ უმეფობამ შესაძლებლობა მისცა “მოჟნოვლადობას”, რომელსაც ეშინოდა სამეფოი ხელისუფლების გაძლიერებისა, 1501 წ. ალექსანდრესგან გამოეძალა მელნიცის პრივილეგია, რომელიც ოლიგარქიას უფრო უკეთეს მთავრობად აღიარებს, ვიდრე მონარქიას, სამეფო ხელისუფლებას ზღუდავს სენატში თავმჯდომარეობით და მისი (სენატის) მოსაზრებების შესახებ დასკვნებით, სენატის წევრებს აღიარებს მხოლოდ სენატის სასამართლოსადმი დაქვემდებარებულებად, განსაზღვრავს მკაცრ თანამიმდევრობას თანამდებობათა დაკავებაში და სტაროსტების მათი პრივინციების სენატორებისადმი დაქვემდებარებას, გვირგვინს გადასცემს სენატის მეთვალყურეობის ქვეშ. სამეფო ხელისუფლებისგან მხოლოდ სახელწოდებაღა დარჩა. თუმცა კი შემდეგ ალექსანდრემ მთლიანობაში არ დაამტკიცა ეს პრივილეგიები, მაგრამ სენატის მიერ სამეფო ხელისუფლების შეზღუდვა, უკვე შლიახტასთან კავშირში, უფრო შორს მიდის იმავე სულისკვეთებით: 1501 წ. სამონეტო საქმე ამოღებულია მეფის აბსოლუტური ძალაუფლებიდან; 1504 წ. პიოტრკოვის სეიმზე გვირგვინის (სამეფო) მამულები მიცემულია სენატის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელმაც მალევე გამოყო თავისი შემადგენლობიდან სენატორ-რეზიდენტების მეფესთან არსებული სპეციალური კომისია; კანცლერისა და ქვეკანცლერის დანიშვნა უნდა ხდებოდეს სენატის რჩევის მიხედვით. სენატის უფლებათა ასეთი გაზრდის სანაცვლოდ შლიახტამ სეიმზე მიაღწია ორ დადგენილებას თავის ინტერესებში: 1) სენატორებისთვის რამდენიმე თანამდებობის შეთავსების აკრძალვასა და 2) საქონელზე საბაჟო გადასახადებისგან თავისუფლებას შლახტისთვის, რომელიც პურს აწარმოებს. მეფის საკანონმდებლო ხელისუფლების შეზღუდვასა და ამასთან ერთად პოლონეთის “მთლიანი” სეიმის დასრულების ლეგალიზაციას იძლევა 1505 წ. კონსტიტუცია “Nihil novi”. იგი აცხადებს, რომ მომავალ დროში მეფე და მისი მემკვიდრეები ვერაფერ ახალს ვერ დაადგენენ სენატორებისა და საერო ელჩების საერთო თანხმობის გარეშე (1449 წ. ჩეხური კონსტიტუციისა და უნგრული პრაქტიკის გავლენით). მეფის ხელში კიდევ რჩებოდა სასამართლო და ადმინისტრაციული (ფინანსები, ჯარი, მოხელეობა) ხელისუფლება. ამ საფუძვლებზე ალექსანდრეს მენაცვალენი ცდილობდნენ სამეფო და საერთოდ სახელმწიფო ხელისუფლების ხელახლა შექმნას; მაგრამ ისინი ან სეიმების წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, ან კიდევ თავად უშვებდნენ მსხვილ შეცდომებს. სიგიზმუნდ I ორჯერ (1512 და 1527) ეცადა მუდმივი არმიისა და მუდმივი საერთო გადასახადების დაარსებას, მაგრამ მისი მცდელობები სეიმების შეუპოვარ წინააღმდეგობას აწყდებოდა; იგივე ხვედრი ხვდა წილად სიგიზმუნდის მიერ შეთავაზებულ ტიშიცკის კოდიფიკაციასაც (1533-45). ჯარი ძველებურად დგებოდა ან დაქირავებულთაგან ან კიდევ “პოსპოლიტის რუშენიესგან”, რომელიც ძალზედ უხალისოდ და გაუმართავად იკრიბებოდა. ხარკი (გადასხადები, подати) უწინდებურად განსაკუთრებული დარჩა და თითოეულ მოცემულ შემთხვევაში მისი ვოტირება ხდებოდა სეიმის მიერ. თუმცა კი ამ სფეროში მოხდა ერთი დამახასიათებელი ცვლილებაც. ოლბრახტისა და ალექსანდრეს დროს ხარკი იყო შემდეგი: 1) მიწისა (ლანისა), გლეხობისგან სამეფო, საეკლესიო და შლიახტის მიწებზე; 2) საშემოსავლო მეშჩანებისგან; 3) ჩინშისა, ჩინშებისგან, რომელსაც ღებულობდნენ მეფე, სასულიერო წოდება და შლიახტა; 4) чоповая, ცხელი სასმელებიდან, და 5) საბაჟო, შემოტანიდან და გატანიდან. უკვე ალექსანდრეს დროს (1504) შლიახტამ მიიღო ნედლი პროდუქტების უბაჟოდ გატანის პრივილეგია. სიგიზმუნდის დროს პრაქტიკიდან გამოვიდა ჩინშის ხარკი (გადასახადი, чиншевая подать) შლიახტისგან, ხოლო სასულიერო წოდება კი მხოლოდ ექსტრაორდინალურ “ნებაყოფლობით სუბსიდიებს” აძლევდა. ხედავდა რა შლიახტის არასაიმედობას, სიგიზმუნდი სენატზე დაყრდნობას ცდილობდა, მაგრამ ეს ისე გააკეთა, რომ მისი დამჯერი ადმინისტრაცია დაკარგა: მან საქალაქო სტაროსტები შეიყვანა სენატში, რათა ის თავის იარაღად ექცია, ხოლო ისინი კი აქ ოპოზიციური სულისკვეთებით განიმსჭვალნენ; ამრიგად, პროვინციები სენატის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდნენ, ხოლო მეფემ კი უკანასკნელი ადგილობრივი ხელისუფლებაც დაკარგა. სიგიზმუნდმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ დაქირავებულ ჯარზე უფროსობა გენერალ-სტაროსტისთვის ჩამოერთვა ის და ახალი თანამდებობის პირის, გეტმანისთვის გადაეცა. აღიარებდა რა მეფის ძეს სიგიზმუნდ-ავგუსტს პოლონეთის ტახტის მემკვიდრედ, კრაკოვის სეიმმა, 1530 წ. პოლონეთის ტახტი, მეფის თნხმობით, არჩევითად სცნო. 1537 წ., ვალახეთზე ლაშქრობის დროს, შლიახტა უკვე იწყებს ამბოხს მეფის წინააღმდეგ, ხოლო 1548 წ. კი მისგან ტახტიდან გადადგომას მოითხოვს. მოსპო რა მეფის პოლიტიკური მნიშვნელობა და მიითვისა რა სეიმზე მთელი სახელმწიფო ძალაუფლება, შლიახტა სისტემატიურად ჩაგრავს სხვა წოდებებს. სასულიერო წოდების ზედა ფენები მხოლოდ შლიახტის გარემოდან ივსება: 1504 წ. დამტკიცებულია შლიახტის განსაკუთრებული უფლება საკათედრო კაპიტულებად შესვლაზე, არცთუ ბევრი გამონაკლისების ჩათვლით; 1505 წ. კანონი სრულებით გამორიცხავს არაშლიახტიჩებს საეპისკოპოსოებისა და პრედატურების დაკავებიდან. უმაღლესი სასულიერო თანამდებობები სინეკურად იქცა შლიახტისთვის (განსაკუთრებით მისი ზედა ფენებისა). ამას შედეგად მოჰყვა კლირის მორალური დაქვეითება, არც თუ გვიანი იტალიური ჰუმანიზმის პოლონეთზე გავრცელების გავლენის გარეშე. დანარჩენი შლიახტა, ჰუსიტური მოგონებებითა და გავრცელებული პროტესტანტიზმის გავლენის ქვეშ, იწყებს ბრძოლას სასულიერო წოდების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი სასულიერო სასამართლოებისა, და 1543 წ. აღწევს საეკლესიო იურისდიქციის შეზღუდვას. მაგრამ ეს გახლდათ სეიმში შინაური ბრძოლა. გაცილებით უფრო გადაჭრითა და წარმატებით გამოვიდა შლიახტა ქალაქების წინააღმდეგ, მეშჩანობის წინააღმდეგ, რომელიც მდიდრდებოდა, და რომელიც თავის ზედა ფენებში ჯერ კიდევ გერმანული გახლდათ, თავს არიდებდა საზოგადოებრივ ვალდებულებებს და უხალისოდ გზავნიდა სეიმებზე თავის წარმომადგენლებს (კრაკოვი, ლვოვი და არცთუ ბევრი სხვა ქალაქი). ჯერ კიდევ კაზიმირ იაგელონჩიკმა დაარღვია კრაკოვის პრივილეგია, დაუსწრებლად დააკისრა რა მას ჯარიმა და სიკვდილით დასაჯა რა რამდენიმე მოქალაქე შლიახტიჩ ტენჩინსკის მკვლელობის გამო (1461). 1538 წ. შლიახტა აიძულებს მეშჩანებს თავიანთი მიწების გაყიდვას ქალაქების გარეთ, კრაკოვის მეშჩანთა გამოკლებით, რომელთაც დაუტოვეს აგრეთვე სეიმზე დეპუტატების გაგზავნის უფლებაც. შლიახტა ქალაქების ეკონომიკურ ცხოვრებასაც ძირს უთხრიდა: მიიღო რა თავისი ნედლი პროდუქტების საბაჟო გადასახადის გარეშე გატანის ნებართვა, იგი ამცირებდა ქალაქის მოსახლეობას გლეხების ქალაქებში გადასახლების აკრძალვითა და იმ შლიახტიჩებისთვის შლიახტის წევრობის ღირსების ჩამორთმევით, რომლებიც ხელოსნობას ან ვაჭრობას მიჰყოფდნენ ხელს. კიდევ უფრო უარესი გახლდათ გლეხობის მდგომარეობა. 1493 წ. სეიმის კონსტიტუციის მიხედვით, თითოეულ გლეხს შეუძლია მიწის დატოვება მის მფლობელთან ანგარიშის გასწორების შემდეგ, ხოლო გლეხის შვილებს კი თავისუფლად შეეძლოთ თავიანთი ბედის განკარგვა; 1496 წ. გლეხის მხოლოდ ერთ ვაჟიშვილს ეძლევა მშობლიური სოფლის დატოვების ნება, ხოლო 1503 წ. კი – მხოლოდ მემამულის ნებართვით. განსაკუთრებით სიგიზმუნდ I-ის მმართველობაა აღნიშნული გლეხთა ხვედრის გაუარესებით. მემამულეებს, ყიდულობენ რა деревенскiя солтыства-ს, თავიანთი თვითნებობა შეაქვთ лавническiе სასამართლოებსა და ვალდებულებათა შესრულებაში. 1510, 1519 და 1520 წწ. სეიმები კრძალავენ გლეხების გადასვლას, მოითხოვენ გაქცეული გლეხების გაცემას, მოითხოვენ მათ სანაცვლოდ 10 გრივენ ანაზღაურებას სხვა მემამულეთა მიერ მათი გაყვანის შემთხვევაში, შემდეგ (1543) მას საბოლოოდ კრძალავენ, უფრო ადრე (1519 და 1520) მისი გაძნელებით ლანისგან კვირაში ერთი დღის ზოგადსავალდებულო ბეგარით, რომელიც ბატონყმური მდგომარეობის ნიშანს წარმოადგენს, ბეგარის ჩინშზე გადაყვანის ნებართვით მხოლოდ სამეფო მამულებში. კრაკოვის სამეფო სასამართლო 1518 წ. მემამულეზე გლეხის საჩივრის მიღებაზე უარს აცხადებს. ჯერჯერობით გლეხებს კიდევ შეეძლოთ გაქცევა მაზოვიაში, პოლონურ პრუსიაში, მით უმეტეს – ლიტვასა და რუსეთში. სიგიზმუნდ II ავგუსტის დროს სუვერენული сеймикующая შლიახტა, რეფორმაციული მოძრაობის გავლენით, რომელიც მას აიძულებს მტრულად ეკიდებოდეს სენატის სასულიერო ნაწილს (ნაწილობრივ კი საეროსაც), ცდილობს “უფლებათა ეკზეკუციის” პოლიტიკური პროგრამის (“Naprawa Rzeczypospolitiej”) გატარებას, საკმარისად ჭრელი შინაარსით: სრული უნია ლიტვასთან; “სახალხო ეკლესია”, შექმნილი ყველა აღმსრებლობის ურთიერთშეთანხმებით, სათავეში მეფით; გვირგვინისთვის მისი მამულების დაბრუნება, 1504 წ. კანონის შემდეგ დატაცებულისა, ჯარის შენახვაზე ხარჯების დასაფარავად; თანამდებობათა “შეთავსებადობის” მოსპობა და სამეფო კონტროლიორთა მეთვალყურეობით მათი გამართულად აღსრულება; თავისუფალი შემოტანითი და გატანითი ვაჭრობა და სხვა. ამ პროგრამის პუნქტებს შორის იყო ისეთებიც, რომლებიც კეთილსასურველად მოქმედებდა საერთოდ მთავრობისა და კერძოდ სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე; მეფეს შეეძლო მათით ესარგებლა მხოლოდ ერთი პირობის დაცვით – თავისი ავტორიტეტით “სახალხო ეკლესიის” პროგრამის გატარებისა, ე. ი. პაპობასთან ურთიერთობების გაწყვეტისა. რადგანაც მან ეს არ გააკეთა და რელიგიური მოძრაობა დაქვეითების გზაზე მიმართა (რომელიც იმის გარეშეც ღრმა არ ყოფილა; იხ. რეფორმაცია), ამიტომ მთელი შლიახტური პროგრამა შეთხელდა და, მეფის თანადგომით, მხოლოდ მისი მთელი კონსერვატიული პუნქტები იქნა გატარებული. შლიახტა მოითხოვს მეფის განქორწინებას ცოლთან, ბარბარა რადზივილთან (1548), ე. ი. მეფისთვის იმ უფლების წართმევაც კი უნდა, რომელიც თითოეულ მის ქვეშევრდომს გააჩნია. შლიახტური სუვერენულობის სრულ განვითარებას მხარს უჭერს თავად მეფე, რომელიც პოლონური სეიმიკების სისტემას ლიტვაზეც ავრცელებს (1559, 1564, 1565, 1566 წწ.); სამეფო ხელისუფლების იდეისთვის ძირის უკანასკნელ გამოთხრას, ამ ხელისუფლების სცოცხლის ბოლომდე არჩევით რესპუბლიკურ პრეზიდენტობაზე გადასვლას ახდენს ასევე მეფე, რომელმაც ლიტვაში თავისი ხელისუფლების მემკვიდრეობითობაზე უარი განაცხადა (1566). სიგიზმუნდ-ავგუსტს არ სურდა ფინანსების, ადმინისტრაციისა და სასამართლოს სფეროში სამეფო ხელისუფლების უკანასკნელი ნარჩენებით ესარგებლა. მოახდინა რა 1561 წელს, შლიახტის სურვილით, გვირგვინის დაკარგული მიწების დაბრუნება, იგი მათ უმეტეს ნაწილს სიცოცხლის ბოლომდე იჯარით აძლევს შლიახტას, მინიმალური ჩინშის საზღაურად. 1565 წელს სიგიზმუნდ-ავგუსტი უარყოფს შლიახტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელიც მეფის კონტროლიორების (ზედამხედველობას) ითვალისწინებს პროვინციული ადმინისტრაციის საქმიანობაზე. სასამართლოს რეაორგანიზაციის ნაცვლად, განსაკუთრებით სააპელაციოსი (“სამეფო” სასამართლო, რომელიც იშლებოდა “სეიმის” სასამართლოდ, სააპელაციო სასამართლოდ, სასამართლო “ვეჩეებისთვის” და სეიმის შემდგომი “ასესორული”, სააპელაციო გერმანული სამართლის უმაღლესი სასამართლოებისთვის), რომელიც საქმეებით გახლდათ დამძიმებული, სიგიზმუნდი, სეიმების სურვილის მიუხედავად, 1568 წელს ნიშნავს სპეციალურ სასამართლოებს მხოლოდ ამ ერთ ჯერზე; მის დროსვე იღებს სათავეს ჰერბურგის კანონების კერძო კრებული (იხ. პოლონური სამართალი). შლიახტა აგრძელებს საზოგადოების მწარმოებლური კლასების ექსპლუატაციას. გლეხობის მდგომარეობა უარესდება შევიწროვებათაგან მაზოვიასა (1563) და მეფის პრუსიაში (1576) მისი წასვლის შესაძლებლობის დახურვასთან ერთად; ისინი გარბიან პოლონეთის დასავლეთში – ქალაქებში, გულტაების სახელწოდებით, და აღმოსავლეთში კი – “ველურ ველებზე”, კაზაკების სახელწოდებით. 1565 წლის სეიმზე შლიახტას გააქვს მეშჩანების მიერ საქონლის საზღვარგარეთ გატანის აკრძალვა და უცხოელი ვაჭრებისთვის კი პოლონეთში თავიანთი საქონლის უბაჟოდ შემოტანაზე ნებართვის მიცემა; ამით პოლონური მრეწველობა იქნა მოკლული. ქალაქების შიდა ადმინისტრაცია ვოევოდების მეთვალყურეობის ქვეშ მიეცა, რომლებიც საქონელზე ფასების ტაქსას განსაზღვრავდნენ; ქალაქებში დასახლებულ (1530 წლიდან) შლიახტასა და იმ მეშჩანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ მიწას ქალაქების კედლებს გარეთ, წვრილი მრეწველობა და ვაჭრობა აეკრძალათ, რომლებიც ებრაელთა ხელში გადადის. სამეფო მამულები, იჯარის ფორმით, შლიახტას მიეცა ექსპლუატაციაში; საეკლესიო სასამართლოთა განაჩენების სამთავრობო ეკზეკუციის აკრძალვამ (1562 და 1565) შლიახტას მისცა შესაძლებლობა, რომ არ გადაეხადა საეკლესიო მეათედი და მოკლე დროით უზრუნველყო რჯულის შემწყნარებლობა. ამრიგად, პერიოდი მთავრდება პოლონეთში განსაკუთრებულად შლიახტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებით, მხოლოდ “ხალხის” ცნება ჩანაცვლებულ იქნა “შლიახტის” ცნებით.


V პერიოდი. რეჩ პოსპოლიტას გახრწნა არჩეული მეფეების დროს

1. საგარეო ურთიერთობები

სიგიზმუნდ-ავგუსტის სიკვდილის შემდეგ პოლონეში დადგა პირველი “უმეფობა” (1572-1574). ტახტზე ბევრი კანდიდატიდან, რომლებიც ვარშავაში შეიკრიბნენ (ავსტრიის ერცჰერცოგი ერნსტი, იოანე, შვედეთის მეფე, ივანე მრისხანე, მრავალრიცხოვანი პიასტები), შლიახტამ, პრიმას უხანსკის მეთაურობით, მეფედ საფრანგეთის პრინცი ჰაინრიხ ვალუა (1574-75) აირჩია, რომელმაც “Pacta conventa” და “ჰაინრიხის არტიკულები” მიიღო. ჰაინრიხის ხანმოკლე მმართველობა, მისთვის უცხო ადამიანებსა და პირობებში, საფრანგეთში მისი გაქცევით დასრულდა, ძმის, კარლ IX-ის სიკვდილის შემდეგ ტახტის დასაკავებლად. მას შემდეგ, რაც დანიშნული ვადისთვის ჰაინრიხი არ დაბრუნდა, ვაკანტურ ტახტზე ორი კანდიდატი გამოცხადდა: იმპერატორი მაქსიმილიანი, არჩეული სენატის მიერ, და სედმიგრადის ვოევოდა სტეფანე ბატორი. უკანასკნელმა, რომელიც შლიახტამ აირჩია “მეფე ანას” ქმრად (სიგიზმუნდ-ავგუსტის დისა), მიიღო “Pacta conventa” და გახდა მეფე (1576-1586). მან დააწყნარა ქალაქ გდანსკის (დანციგის) ამბოხება, სიკვდილით დასაჯა კაზაკების ატამანი პოდკოვა, რომელიც ვალახეთში თავისი ლაშქრობებით პოლონეთს თურქეთთან აჩხუბებდა, და ომი დაიწყო (1577-1582) ივანე მრისხანესთან. მრისხანემ, აგრძელებდა რა ლივონიის მემკვიდრეობისთვის სიგიზმუნდ-ავგუსტთან წარმოებულ უწინდელ ომს, 1577 წ. დაიპყრო მთელი ლივონია, რეველისა და რიგის გარდა. ბატორიმ პოლონელი პანების კავალერიით, დაქირავებული უნგრელების, გერმანელებისა და სამეფო გლეხების არტილერიითა და ქვეითი ჯარით, რომელთა დაქირავებაც სეიმების მიერ ვოტირებული სახსრებით მოხდა, უკვე 1577 წ. აიღო დინაბურგი და კესი, 1579 წ. ივანეს წაართვა პოლოცკი, 1580 წ. – ველიჟი, ველიკიე ლუკები და უსვიატი, ხოლო 1581 წ. კი ალყა შემოაერტყა ფსკოვსაც. ალყა გაჭიანურდა, სეიმებს ხარჯები ემძიმებოდათ, და ბატორიც იძულებული იყო მრისხანესთან ზავი შეეკრა კივეროვოს ბორცვზე (запольскiй миръ) იეზუიტ პოსევინის შუამავლობით. ზავი აძლევდა პოლონეთს პოლოცკსა და ველიჟს და უზრუნველყოფდა ლივონიაში მის მფლობელობას. მრისხანეს სიკვდილის შემდეგ (1584), ბატორი მოსკოვის დაუფლებასაც ფიქრობდა, ხოლო “მოსკოვის გავლით კი თურქეთზე ლაშქრობას”: მან უკვე მიიღო თავისი გეგმების მოწონება პოლონური შლიახტის მხრიდან და – პოსევინის მეშვეობით კი – პაპის სიქსტ V-ის მხრიდანაც, მაგრამ მზადებების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. დაწყებული უმეფობა დასრულდა შვედი უფლისწულის მეფე იოანესა და ეკატერინე იაგელონსკას ძის, სიგიზმუნდ III-ის (1587-1632) არჩევით. იეზიუტების მიერ აღზრდილმა და შვედეთის ტახტის მემკვიდრემ, სიგიზმუნდმა, ავსტრიელ და ესპანელ ჰაბსბურგებთან კავშირში, პოლონეთი კათოლიკური რეაქციის იარაღად გადააქცია, ასევე შვედეთან მიმართებაში თავისი დინასტიური პრეტენზიების იარაღადაც. კანცლერმა და გეტმანმა ზამოისკიმ მოახერხა მოლდავეთისა და ვალახეთის პოლონეთისადმი ძველი ლენური ურთიერთობების აღდგენა; პირველში (1595) ის მხარს უჭერდა იერემია მოგილას, მეორეში კი (1600) – სიმონ მოგილას. ნალივაიკოს კაზაკების თავდასხმებმა ვალახეთსა და უნგრეთზე, ხოლო კონაშევიჩ-საგაიდაჩნის კაზაკებისა კი სინოპზე, ტრაპიზონსა და კონსტანტინოპოლის გარეუბნებზე; პანების – პოტოცკების, კორეცკისა და ვიშნევეცკის თვითნებურმა ლაშქობებმა მოლდავეთზე კონსტანტინე მოგილას მხარდაჭერისთვის (1608, 1610, 1612 წწ.); სიგიზმუნდის კავშრმა (1613) ფერდინანდ ჰაბსბურგელთან და უკანასკნელისთვის პოლონეთში კაზაკ-ლისოვჩიკების დაქირავებაზე ნების დართვა ჩეხეთისა და უნგრეთის შვიდქალაქის (Седмиградiе) რბევა-გაჩანაგებისთვის, რომელსაც თურქეთის მოკავშირე ბეტლენ გაბორი ფლობდა – ყოველივე ამან საქმე მიყვანა ღია ომამდე თურქეთთან, რომელმაც მოლდავეთის, ვალახეთისა და დნეპრის ქვემოწელის დაკავება გადაწყვიტა. გეტმანი ჟოლკევსკი იძულებული იყო 1617 წ. ბუშაში ტრაქტატი დაედო, რომლის ძალითაც პოლონელებმა ვალად იკისრეს კაზაკების დაწყნარება, ყირიმელი თათრებისთვის “მოსაგონებლის” («поминки») გადახდა და მოლდავეთსა და ვალახეთზე უარის თქმა. როცა ჟოლკევსკი ისევ გამოცხადდა ჯარით ვალახეთში, მისი გოსპოდარის გრაციანის მიწვევით, ცეპორასთან თურქებისგან სრული დამარცხება განიცადა (1620); პოლონეთის რბევა-გაჩანაგება შეჩერებულ იქნა მხოლოდ ხოდკევიჩისა და უფლისწულ ვლადისლავის ვაჟკაცური თავდაცვით ხოციმთან (ხოტინი, 1621 წ.) და ბუშას ტრაქტატის დადასტურებით, თუმცა კი თათრებმა შემდეგ ის დაარღვიეს (1626 და 1629 წწ.). დაიწყო რა თავისი მმართველობა ავსტრიის ერცჰერცოგის ერნსტისთვის პოლონეთის დათმობის (ვერშემდგარი) გეგმებით ესტონეთის მიმართ პოლონელთა პრეტენზიებზე შვედეთის სასარგებლოდ უარის თქმის საზღაურად (1589), სიგიზმუნდმა აიძულა პოლონეთი რომ შვედეთთან ეომა, როცა უკანასკნელმა უარი განაცხადა იგი მეფედ ეღიარებინა (1599), პროტესტანტიზმის არმიღებისა და ქვეყანაში არყოფნის გამო. ომის გამოწვევისთვის სიგიზმუნდმა ესტონეთი პოლონეთს მისცა. შვედეთის მმართველმა (1604 წ.-დან მეფე კარლ IX) პოლონეთის ინფლიანტაში (ლიფლანდიაში) შეჭრით უპასუხა. პირველ შვედურ ომში (1601) პოლონეთმა თავიდან თითქმის მთელი ინფლიანტა დაკარგა, მაგრამ, კირჰოლმთან კარლის დამარცხების შემდეგ (1602), თითქმის ყველა თავისი დანაკარგი დაიბრუნა. რადგანაც სიგიზმუნდი შვედეთის ტახტზე თავის პრეტენზიებს აცხადებდა კარლ IX-ის ვაჟიშვილისა და მონაცვალის, გუსტავ-ადოლფის დროსაც, ამიტომ წარმოიშვა მეორე შვედური ომიც (1617-1629). გუსტავ-ადოლფმა ისევ დაიპყრო მთელი ინფლიანტა, 1626 წ. საომარი მოქმედებები სამეფოს პრუსიაში გადმოიტანა და ის მთლიანად დაიპყრო, გდანსკისა და ტორნის გარდა. განიცადა და რამდენიმე წარუმატებლობა და ისწრაფვოდა რა გერმანიისკენ, გუსტავ-ადოლფმა, საფრანგეთისა და ინგლისის შუამავლობით, სიგიზმუნდს შესთავაზა, შვედეთის მეფის ტიტულზე უარის თქმის სანაცვლოდ, მისთვის ესტონეთში მთელი შვედური დაპყრობები დაეთმო. სიგიზმუნდმა ისე, რომ ტიტულზე უარი არ უთქვამს, შვედეთთან ალტმარში 5-წლიანი ზავი დადო, რომლის მიხედვითაც შვედეთს დარჩა მისი დაპყრობები ინფლიანტაში, ზღვისპირა ქალაქები პრუსიაში, საბაჟო მოსაკრებლები გდანსკში, ხოლო მალბორგი და შტურმი კი სეკვესტრში მიეცა პრუსიის მთავარს, რომელიც ვალდებული იყო ისინი შვედეთისთვის გადაეცა, თუ დაზავება სამშვიდობო ხელშეკრულებით ვერ დასრულდებოდა. 1618 წ. სიგიზმუნდმა, 1563 წ. ხელშეკრულების საფუძველზე, ლენური სამთავრო პრუსიის ბრანდენბურგის კურფიურსტის იოჰან-სიგიზმუნდის ხელში გადასვლა აღიარა; ახალმა ძლიერმა მოლენეებმა იმ დროიდანვე დაიწყეს მისწრაფება თავიანთი სამფლობელოების გაერთიანებისკენ სამეფო (პოლონეთის) პრუსიის შეძენის გზით. სიგიზმუნდ III-ის დროს პოლონეთი მოსკოვის სახელმწიფოს საქმეებში ჩაერია. 1603 წ. მთავარ ადამ ვიშნევეცკის კარზე გამოჩნდა თვითმარქვია დიმიტრი, რომელიც მეფისწულად იქნა აღიარებული როგორც იეზუიების მიერ – კათოლიკობაში გადასვლისა და მასში მოსკოვის სახელმწიფოს გადაყვანის დაპირების სანაცვლოდ, ისე სიგიზმუნდის მიერაც – პოლონეთის სასარგებლოდ ტერიტორიული დათმობის დაპირების სანაცვლოდ. ავანტიურის წინააღმდეგ ზამოისკის პროტესტების მიუხედავად («комедiя Плавта или Теренцiя»), დიმიტრიმ მიიღო ფულადი სუბსიდია სიგიზმუნდისგან და, უკანასკნელის თანხმობით, პანების ვიშნევეცკების, მნიშკოვების, როჟინსკებისა და სხვების სამხედრო დახმარებაც; მათი დახმარებით ის მოსკოვში გამეფდა (1605) და გზა გაუხსნა იქ პოლონურ გავლენას. დიმიტრის დაღუპვამ და მოსკოვში ვასილი შუისკის გამეფებამ, ერთის მხრივ, ზებრჟიდოვსკის “როკოშმა” კი (1606-1608, იხ. ქვემოთ), მეორეს მხრივ, ხელი შეუშალეს პოლონური გეგმების მშვიდობიან განხორციელებას. მარინას დაპატიმრებამ და მოსკოვში პოლონელთა ამოხოცვამ, ტუშინელი თვითმარქვიას გამოჩენამ, რომელსაც პოლონელმა პანებმა დაუჭირეს მხარი (მთავრები რომან როჟინსკი, იან საპეგა, ალექსანდრე ლისოვსკი) სიგიზმუნდს მისცეს საბაბი რომ ომი გამოეცხადებინა მოსკოვისთვის (1609-1618), რომელმაც კავშირი შეკრა შვედეთთან. თუმცა კი სიგიზმუნდი ამაოდ კარგავდა დროს, როცა ალყად ედგა სმოლენსკს (1609-1611), მაგრამ ჟოლკევსკიმ მოახერხა კლუშინთან შუისკის ჯარების დამარცხება (1610), ტუშინელი თვითმარქვიის პარალიზება, შუისკის ტყვედ ჩაგდება, პოლონური გარნიზონით მოსკოვის დაკავება, მოსკოვის ტახტზე პოლონეთის მეფის ძის ვლადისლავის აყვანის შესახებ მოსკოველ ბოიარებთან ხელშეკრულების დადება და სმოლენსკის კედლებთან მდგარ სიგიზმუნდთან ამ საბაბით მოსკოვიდან რუსული ელჩობის გაგზავნა. სიგიზმუნდის მოქმედებათა ხასიათმა, რომელიც თავიდან არ თანხმდებოდა ვლადისლავის მართლმადიდებლობაში გადმოსვლაზე, ხოლო შემდეგ კი თავისი კანდიდატურაც წამოაყენა, მოსკოველი ელჩები დააპატიმრა, ჟოლკევსკი მოსკოვიდან გაიწვია, ხოლო შემდეგ კი რუსულმა რელიგიურ-ეროვნულმა მოძრაობამ, არა მხოლოდ შეუშალეს ხელი მოსკოვთან უნიას, არამედ საქმე მიიყვანეს მიხეილ თეოდორეს ძის გამეფებამდე (1613). პოლონური მხედრობის სამმა კონფედერაციამ, რომლებმაც ვერ მიიღეს ჯამაგირი, არ მისცა საშუალება სიგიზმუნდს, რომ მოსკოვის სისუსტით ესარგებლა. 1617 წ. მეფის ძემ ვლადისლავმა სცადა მოსკოვის ტახტის დაუფლება, მაგრამ, მოსკოვის უიღბლო იერიშის შემდეგ, იძულებული შეიქნა, ისე რომ მოსკოვის მეფის ტიტულზე უარი არ უთქვამს, დეულინში 16-წლიან ზავს დათანხმებოდა (1618), რომლის მიხედვითაც პოლონეთმა მიიღო, სხვათა შორის, სმოლენსკი, ნოვგოროდ-სევერსკი და ჩერნიგოვი. სიგიზმუნდ III-ის საგარეო პოლიტიკას აგრძელებდა ხანმოკლე უმეფობის შემდეგ პოლონეთის ტახტზე ასული მისი ვაჟიშვილი ვლადისლავ IV (1632-1648). დაიწყო ახალი ომი მოსკოვთან (1632-34), რომელიც, შეინის კაპიტულაციის შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა პოლიანოვში, მეფის ტიტულზე უარის თქმის პირობით ვლადისლავის მხრიდან და ინფლიანტაზე, ესტონეთსა და კურლანდიაზე უარის თქმისა – მიხეილ თეოდორის ძის მხრიდან. უწინდებურად იწოდებოდა რა შვედეთის მეფედ და არ კარგავდა რა იმედს შვედეთის ტახტზე, ვლადისლავმა შვედეთს ომი გამოუცხადა, მაგრამ სეიმის სურვილის მიხედვითა და საფრანგეთის, ინგლისისა და ჰოლანდიის შუამავლობით, იგი შეწყვეტილ იქნა 26-წლიანი დაზავებით შტუმდორფში (1635), რომლის მიხედვითაც პრუსია უბრუნდებოდა პოლონეთს, ინფლიანტაში კი რჩებოდა Status quo ante bellum. მოგვიანებით ვლადისლავი თავისი მიზნის მიღწევას ცდილობდა ხან ავსტრიის მეშვეობით, ხანაც საფრანგეთისა. ასეთ მერყეობას ერთმანეთისადმი მტრულ ორ დერჟავას შორის და აქტიური პოლიტიკის არქონას 30-წლიან ომში შედეგად მოჰყვა ის, რომ პოლონეთი სრულებით არ მონაწილეობდა ვესტფალიის ზავის დადებისას (1648) და უკვე აღარ წარმოადგენდა პოლიტიკურ ძალას ევროპაში. მოსკოვთან ომის ერთდროულად პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებმა განიცადეს თურქეთისა და მისდამი დაქვემდებარებული ყირიმელი თათრების თავდასხმები, რომლებიც კაზაკების მოთოკვასა და ხარკს მოითხოვდნენ. გეტმანმა კონეცპოლსკიმ დაამარცხა ბუჯაყელი თათრები სასოვი როგთან (1635) და ვიდინის ფაშა აბასი პონიოვცისთან (1633); პოლონეთზე შემოსევისთვის მზადებაში მყოფმა სულთანმა მურად IV-მ დადო ვლადისლავთან ტრაქტატი, რომლის ძალითაც ვალად იკისრა კაზაკების შეკავების სანაცვლოდ გაეყვანა თათრები ბუჯაკიდან და პოლონეთის ცნობილი (განუსაზღვრელი) გავლენა დაეშვა მოლდავეთსა და ვალახეთში (1634). კაზაკების მოთოკვაზე მიმართულმა ზომებმა (კუდაკის ციხესიმაგრის აშენება, 1638 წ. სეიმის კონსტიტუცია თვისუფალი კაზაკების “ხლოპებად” გადაქცევის შესახებ, “რეესტრელთა” დამოუკიდებელი ორგანიზაციის მოსპობა, მათი მმართველობის პოლონელი “კომისრის” ხელში გადაცემა), გამოიწვიეს სულიმას, პავლიუკის, ოსტრანიცისა და გუნის ამბოხებანი, რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი. ვლადისლავს უნდოდა კაზაკთა საკითხის გადაწყვეტა, გამოიყენებდა რა კაზაკების ძალას რომის პაპთან და ვენეციასთან კავშირში მის მიერ ყირიმთან და თურქეთთან ჩაფიქრებულ დიდ ომში. როცა სეიმმა 1646 წ. აიძულა ვლადისლავი უარი ეთქვა ამ ჩანაფიქრზე, ბოგდან ხმელნიცკიმ აღმართა კაზაკების ახალი მრისხანე აჯანყება და დაამარცხა პოლონელები ყვითელ წყლებთან და კორსუნთან (1648). აჯანყებასთან ბრძოლა წილად ხვდა ვლადისლავის ძმას – იან II კაზიმირს, რომელიც ხანმოკლე უმეფობის შემდეგ, იეზიუტობიდან და კარდინალობიდან მეფედ შეიქნა (1648-1668), რა თქმა უნდა, პაპის ნებართვით. ჯერ კიდევ უმეფობის პერიოდში გრძელდებოდა პოლონელებისა და კაზაკების ბრძოლა: იმ დროს, როცა კისელი (რუსი), სეიმის დავალებით, ცდილობდა მოლაპარაკებათა დაწყებას კაზაკებთან, იერემია ვიშნევეცკი სასტიკად აწყნარებდა აჯანყებულებს, ხოლო სამი კომისრის წინამძღოლობით გამოსული დაქირავებული ჯარი და “პოსპოლიტას რუშენიე” პანიკური შიშით შეპყრობილი გაიფანტა პილავცებთან ზამოსტიეზე დაძრული ხმელნიცკის წინაშე. იან კაზიმირმა ხმელნიცკისგან მიაღწია ნებაყოფლობით უკანდახევას უკრაინაში, პერეიასლავში კისელთან მოლაპარაკებებისთვის; მაგრამ ხმელნიცკის პირობები (უნიის მოსპობა, იეზუიტების გაყვანა, გეტმანობაზე ვიშნევეცკის არდაშვება) მიღებული არ ყოფილა. 1649 წ. გაზაფხულზე დაწყებულ კაზაკების მეორე ომში ხმელნიცკიმ, ყირიმის ხან ისლამ-გირეისთან ერთად, ალყა შემოარტყა პოლონელებს ზბარაჟთან, ხოლო შემდეგ კი თავად მეფესაც ზბოროვთან. ხანის ღალატმა (200.000 ტალერის სანაცვლოდ) აიძულა ხმელნიცკი ზბროვის ხელშეკრულებას დათანხმებოდა, რომლის მიხედვითაც: 1) რეესტრის კაზაკთა რიცხვი 40.000-მდე დაიყვანებოდა, გეტმან ხმელნიცკით (სათავეში); 2) რეესტრის კაზაკებს ეძლეოდათ შლიახტური პრივილეგიები, ბრაცლავის (პოდოლიე), კიევისა და ჩერნოგვის სავოევოდოების ტერიტორიითა და ჩიგირინით გეტმანისთვის; 3) აღნიშნული ადგილებიდან განიდევნებოდნენ იეზუიტები და ებრაელები; 4) კიევის მიტროპოლიტი (მართლმადიდებელი) დაიშვებოდა სენატში, ხოლო ყველა თანამდებობა კაზაკურ სავოევოდოებში ეძლეოდა მართლმადიდებლურ შლიახტას. ხმელნიცკისთვის ამ პირობებით ყველა აჯანყებულის დაკმაყოფილების შეუძლებლობამ 1651 წ. გამოიწვია მესამე ომი: მცირე და დიდ პოლონეთში გლეხობის აჯანყების მცდელობის (ნაპერსკის ამბოხება), ხანის, სილისტრიის ფაშის, აგრეთვე მოლდავეთისა და ვალახეთის გოსპოდარების მხარდაჭერის მიუხედავად (ხმელნიცკი სულთანს დაექვემდებარა), კაზაკებმა ბერესტეჩკთან დამარცხება განიცადეს (1651) და ბელოცერკოვსკის ხელშეკრულება უნდა მიეღოთ, რომელიც თუმცა კი სეიმს არ დაუმტკიცებია მიუხედავად იმისა, რომ ის კაზაკებისთვის გაცილებით უფრო ნაკლებ მომგებიანი იყო ზბოროვსკის ხელშეკრულებასთან შედარებით. შემდგომში მომყოლმა მეოთხე ომმა, ბატოგთან (1652) და ჟვანცთან (1653) კაზაკების გამარჯვებათა მიუხედავად, ხანის ღალატის შედეგად, ვერ მისცა კაზაკებს ახალი სარგებელი და წაახალისა ხმელნიცკი, რომ უკრაინა “მცირე რუსეთის” («Малая Россiя») სახელწოდებით მოსკოვის მეფისთვის ალექსი მიხეილის ძისთვის მიეცა (1654). ამის შემდეგ დაწყებულმა პოლონეთის ომმა მოსკოვთან (1654-1656) უკანასკნელს ხელში ჩაუგდო დოროგობუჟი, ჩერნიგოვი, კიევი, სმოლენსკი; პოლონელთა ერთადერთ გამარჯვებას ოხმატოვთან (1655) არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, ახალი შვედური ომის გამო (1655-1660). შვედეთის მეფემ კარლ X გუსტავმა ომი გამოუცხადა იან-კაზიმირს, რომელიც შვედეთის მეფედ იწოდებოდა. კარლის სამი არმია, რომლებმაც თავიანთ მხარეზე მიიზიდეს შლიახტაცა (ოპალინსკი დიდ პოლონეთში და რაძივილი ლიტვაში) და გეტმანებიც ჯარებით შეიჭრა პოლონეთში და ვარშავა და კრაკოვი დაიპყრო. ბრანდენბურგის კურფიურსტმა ფრიდრიხ-ვილჰელმმა სამეფოს პრუსია დაიკავა; იან-კაზიმირი სილეზიაში გაიქცა (1655). უცხო ტომისა და უცხო სარწმუნოების ჯარისკაცთა ბატონობამ პოლონეთში პატრიოტული მოძრაობა გამოაღვიძა; დაიწყო აჯანყებები დიდ პოლონეთში (ჟეგოცკი), მცირე პოლონეთში (იური ლიუბომირსკი), ლიტვაში (გონსევსკი და საპეგა), ჩენსტოხოვის თავდაცვა, კონფედერაციები ტიშოვცებსა და ლანჩუტში; იან-კაზიმირი ლვოვში გამოჩნდა და ჩერნეცკის სახით მშვენიერი მხედართმთავარიც შეიძინა, მაგრამ ისევ განდევნილ იქნა კარლის მიერ ვარშავიდან (1656). დიპლომატიამ შეუმსუბუქა იან-კაზიმირს შემდგომი ბრძოლა შვედეთთან: 1656 წ. ალექსი მიხეილის ძემ, პოლონეთში მემკვიდრეობის დაპირების სანაცვლოდ, უკანასკნელთან კავშირი შეკრა შვედეთის წინააღმდეგ; 1657 წ. ავსტრია, ველიჩკოში მარილის საბადოებიდან შემოსავლების სანაცვლოდ, სამხედრო დახმარებას დაჰპირდა; 1657 წ. დანიამ და ბრანდენბურგის კურფიურსტმა (ველავის ხელშეკრულება სამთავრო პრუსიის ლენობის შეწყვეტის შესახებ) ასეთივე დაპირება მისცეს. შვიდქალაქის მთავრის (князь семиградскiй) იური II რაკოცის თავდასხმა (აიღეს კრაკოვი და ვარშავა) მოგერიებულ იქნა თავად პოლონელთა მიერ (1657), ავსტრიელთა დახმარებით; კარლ X-ს პოლონეთი უნდა დაეტოვებინა შვედური პომორიეს დანიელთაგან დასაცავად, სადაც პოლონელებიც წარმატებით მოქმედებდნენ (ჩარნეცკი). კარლის სიკვდილის შემდეგ პოლონეთმა, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XIV-ის შუამდგომლობით, შვედეთთან ზავი დადო ოლივში (1660): იან-კაზიმირმა უარი განაცხადა მემკვიდრეობით უფლებებზე შვედეთთან მიმართებაში, დაუთმო მას ინფლიანტა დვინის გაყოლებით და სამთავრო პრუსიის სრული დამოუკიდებლობა აღიარა. ამასობაში კაზაკურმა საქმეებმა პოლონეთი ახალ ომში ჩართო მოსკოვთან. გეტმანი ვიგოვსკი დაექვემდებარა პოლონეთს (отдался Польше) გალიჩში დადებული ხელშეკრულებით (1658), რომელმაც უკრაინაში შლიახტური წყობილება დაამყარა 1569 წლის ლიუბლინის უნიის პრინციპების მიხედვით. მოსკოვმა ომი გამოუცხადა პოლნეთს, ემყარებოდა რა უკრაინის დემოკრატიულ ელემენტებს. გონსევსკიზე მოსკოველთა გამარჯვების შემდეგ, პოლონელებმა მოწინააღმდეგე დაამარცხეს კონოტოპთან (1659), ლიახოვიცასთან და ჩუდნოვოსთან, რამაც გამოიწვია ახალი გეტმანის იური ხმელნიცკის პოლონეთისადმი დაქვემდებარება (1660), რომელიც მანამდე მოსკოვის ერთგული იყო. თუმცა კი ბრძოლა გრძელდებოდა: კაზაკები ხან ერთ მხარეზე გადადიოდნენ, ხანაც მეორეზე, ამასთან საქმეში ყირიმელი თათრებიც ერეოდნენ. 1665 წ. მარჯვენა ნაპირის გეტმანი დოროშენკო თურქეთის ძალაუფლების ქვეშ შევიდა, რამაც პოლონეთი მიიყვანა ანდრუსოვში 13-წლიან დაზავებამდე მოსკოვთან (1667); მოსკოვმა ინფლიანტაზე, ვიტებსკზე, პოლოცკზე უარის თქმის სანაცვლოდ, მიიღო სმოლენსკი, სვერშჩინა, ჩერნიგოვი და მარცხენა ნაპირის უკრაინა კიევთან ერთად (უკანასკნელი – 2 წლით). მარჯვენა ნაპირის უკრაინისთვის ომი (1666-67) თათრებთან (თურქეთის იარაღთან) დაიწყო მახოვსკის დამარცხებით; მაგრამ იან სობესკის ბრწყინვალე თავდაცვას პოდგაიცასთან და ზაპოროჟიელი ატამანის სირკოს თარეშებს ყირიმში შედეგად მოჰყვა ზავის დადება თათრებთან (“მოსაგონარის” გადახდა) და დოროშენკოს პოლონეთისადმი დაქვემდებრება (1667). 1668-1668 წწ. უმეფობა დასრულდა მეფედ “პიასტის”, მიხეილ ვიშნევეცკის (1669-1673) არჩევით, იერემიას ვაჟისა. შლიახტის მიერ არჩეული მეფე, მისდამი სენატორების მტრობის პირობებში, რომლებიც ფრანგული კანდიდატურის მომხრენი იყვნენ, ავსტრიას ემყარებოდა. უკანასკნელმა გარემოებამ და დოროშენკოს თურქეთისადმი ახალმა დაქვემდებარებამ პოლონეთ-თურქეთის ახალი ომი გამოიწვია (1671-1672). სულთანმა მუჰამედ IV-მ დაარბია პოდოლიე, დაიპყრო კამენეცი და ლვოვამდეც მოვიდა; პოლონეთმა მშვიდობა ბუჩაგში დადებული სამარცხვინო ხელშეკრულებით იყიდა, უკრაინის დოროშენკოსადმი დათმობის სანაცვლოდ, თურქეთის უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ, ასევე პოდოლიესა და კამენეცის თურქეთისადმი დათმობის, ერთდროულად 80.000 ტალერის გადახდისა და სულთანისადმი მუდმივი ხარკის გადახდის სანაცვლოდ (1672). პოლონეთი მაშინვე შეეცადა ბრძოლა დაეწყო აღსრულებულ ფაქტთან: იან სობესკი ამარცხებდა თათრებს, ხარკს სულთანს არ უხდიდნენ; როდესაც თურქები, ჰუსეინ-ფაშის უფროსობით, პოლონეთზე დაიძრნენ, სობესკიმ ხოციმთან სასტიკად დაამარცხა ისინი (1673). სამხედრო მოუწყობლბამ პოლონელებში და ახალმა უმეფობამ (1673-1674) ხელი შეუშალა მათ იმაში, რომ გამარჯვებით ესარგებლათ. ავსტრიული და ფრანგული პარტიების გაუბედავი ბრძოლის შემდეგ სეიმმა თავისი არჩევანი გეტმან იან სობესკიზე (1674-1696) შეაჩერა. ახალი მეფე აგრძელებდა ომს თურქეთთან (1674-1676): დაეუფლა პოდოლიეს (ციხესიმაგრეების გარდა) და უკრაინას (1675), დაამარცხა თათრები ლვოვთან (1675), მოიგერია თურქები ჟურავნთან (1676). ჟურავნის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით პოლონეთმა მიიღო უკრაინის 2/3 (1/3 კაზაკებს რჩებოდათ, რომლებიც თურქეთს ექვემდებარებოდნენ), თურქული და თათრული ჯარებით დახმარების დაპირებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში. ჟურავნის ტრაქტატი დადებულ იქნა ლუდოვიკო XIV-ის შუამდგომლობით, რომელმაც მოახერხა სობესკის მიმხრობა საფრანგეთთან და შვედეთთან ერთად დაგეგმილი ბრძოლისთვის ავსტრიისა და ბრანდენბურგის წინააღმდეგ: იავოროვში საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულებით (1675), სობესკი დაპირდა ეომა კურფიურსტთან; შვედეთთან გდანსკში დადებული ხელშეკრულებით კი (1677), პოლონეთზე შვედური ჯარების გატარების ნება მისცა ბრანდენბურგის პომორიეს წინააღმდეგ. ლუდოვიკო დაპირდა სობესკის სილეზიას, სამთავრო პრუსიასა და უნგრეთს, სადაც ავსტრიის წინააღმდეგ აჯანყდა ტეკელი. თუმცა კი საფრანგეთმა ნიმვეგენის ზავი დადო ავსტრიასთან (1679) და პოლონეთმა ლუდოვიკო XIV-თან კავშირისგან ვერაფერი სარგებელი ვერ გამოიტანა. მაშინ სობესკი, პაპის შუამდგომლობით, ავსტრიასთან კავშირისკენ გადაიხარა, რატა ასეთნაირად წაერთვა თურქეთისთვის პოდოლიე (სობესკის ცოლის მარია-კაზიმირას გავლენა, რომელსაც პირადი მტრობა ჰქონდა ლუდოვიკო XIV-თან). როდესაც დიდმა ვეზირმა ყარა-მუსტაფამ ალყა შემოარტყა ვენას, იმპერატორ ლეოპოლდ I-თან ხელშეკრულების ძალით, სობესკი უკანასკნელის დასახმარებლად მოვიდა; შეუერთდა რა ავსტრიელ მხედართმთავარს კარლ ლოტარინგიელს, მან სასტიკად დაამარცხა თურქები ვენასთან (1683), დაედევნა მათ უნგრეთში, დაამრცხა პარკანთან, მაგრამ, მტრულად მიღებული იმპერატორის მიერ, პოლონეთში დაბრუნდა. ამასთან ერთდროულად ანდრეი პოტოცკიმ პოლონეთს დაუბრუნა თითქმის მთელი პოდოლიე და თურქეთის მიერ დაპყრობილი მარჯვენა ნაპირის უკრაინა (1683), რომელიც თურქეთსა და მოსკოვს შორის ბახჩისარაიში დადებული ზავის მიხედვით (1681) res nullius-ს შეადგენდა. ავსტრიასთან კავშირის ერთგულმა სობესკიმ რიგი ლაშქრობებისა მოაწყო (1684, 1685, 1686, 1687) კამენცისკენ და მოლდავეთში, მაგრამ მყარი წარმატების გარეშე; “წმინდა ლიგაში” (თურქეთის წინააღმდეგ) მოსკოვის მისაზიდად მან მეფის ასულ სოფიოს 1,5 მლნ. ტალერად სამარადისოდ დაუთმო ყველაფერი, რაც რუსეთმა ანდრუსოვის ხელშეკრილებით მოიპოვა. რუსები დუნედ ეხმარებოდნენ; იმპერატორი მხოლოდ თავის სამხედრო გეგმებს მიჰყვებოდა და, დაპირების მიუხედავად, თავისი ქალიშვილი სობესკის ძეს, იაკობს არ მიათხოვა. 1691 წ. სობესკიმ ავსტრიელებისთვის ახალ დივერსიას მიმართა მოლდავეთში, მაგრამ წარუმატებლად. თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში სობესკი კამენეცის თურქული გარნიზონისთვის პოროვიანტის შეჩერებით იფარგლებოდა, იმ დროს როცა თათრები დაუბრკოლებლად აჩანაგებდნენ ჩერვონნაია რუსს. საქმეთა ასეთი სამწუხარო მდგომარეობისას პოლონეთს სობესკის სიკვდილის შემდეგ ახალი უმეფობა უნდა გადაეტანა (1697-1698), რომლიდანაც გამოსავლად შეიქნა საქსონიის კურფიურსტის ფრიდრიხ-ავგუსტ II-ის არჩევა (1697-1733), რაც ავსტრიის, ბრანდენბურგისა და მოსკოვის ელჩების მხარდაჭერით მოხდა. გადავიდა რა პროტესტანტიზმიდან კათოლიკობაში, ავგუსტ II, ავსტრიასთან კავშირში, აგრძელებდა ომს თურქეთის წინააღმდეგ: პოტოცკიმ თურქები დაამარცხა პოდგაიცებთან. კრაკოვის ტრაქტატის მიხედვით (1699), პოლონეთმა დაიბრუნა უკრაინა (მარჯვენა ნაპირისა) და პოდოლიე, კამენეცთა ერთად, იმავე დროს თავიდან მოიშორა თათრების თარეშები და “მოსაგონარის” გადახდა. შვედეთისგან ინფლიანტის დაბრუნებისა და თავისი აბსოლუტისტური მისწრაფებების განხორციელების სურვილმა, საქსონური ჯარების დახმარებით, რომლებიც ომის საბაბით პოლონეთში შემოჰყავდა, ავგუსტი კარლ XII-თან ომში ჩაითრია, რუსეთთან და დანიასთან კავშირში (ავგუსტის პაემანი პეტრე დიდთან რავა რუსსკაიაში და ინფლიანტელი ემიგრანტის პატკულის შუამავლობა). ამით, უწინარეს ყოვლისა, ისარგებლა ბრანდენბურგის კურფიურსტმა ფრიდრიხმა საკუთარი თავის პრუსიის მეფედ გამოცხადებისთვის (1701). მას შემდეგ, რაც დამარცხებულმა დანიამ კარლს XII-თან ზავი დადო ტრავენდალში, ხოლო პეტრემ კი ნარვასთან დამარცხება განიცადა (1700), კარლმა საქსონელები რიგასთან დაამარცხა, დაიპყრო კურლანდია, შევიდა ლიტვაში და პოლონელებისგან ავგუსტის დამხობა მოითხოვა; მათი უარის შემდეგ იგი პოლონეთში შეიჭრა, დაიპყრო ვარშავა, კრაკოვი (საქსონურ-პოლონური ჯარების დამარცხების შემდეგ კლიშოვთან, 1702) და ტორნი (1703, პულტუსკთან საქსონელთა დამარცხების შემდეგ) და ვარშავის კონფედერაციისგან (დიდი პოლონეთისა) მიაღწია ავგუსტის დამხობას, რომელსაც თუმცა კი, სანდომირის კონფედერაცია ისევ უჭერდა მხარს. კარლის ზეწოლით ვარშავულმა კონფედერაციამ პოლონეთის ტახტზე აირჩია პოზნანის ვოევოდა სტანისლავ ლეშჩინსკი (1704). კარლის მიერ საქსონიის დაპყრობამ აიძულა ავგუსტი, რომ ალტრანშტედტში დადებული ზავით (1706), უარი ეთქვა პოლონეთზე. კარლის დამარცხებამ პოლტავასთან და მისმა გაქცევამ თურქეთში საშუალება მისცა ავგუსტს, რომ ეს ხელშეკრულება დაერღვია: იგი კვლავ გამოცხადდა პოლონეთში (1709), პეტრეს მიერ მხარდაჭერილი, აიძულა ლეშჩინსკი რომ შვედეთის პომორიეში წასულიყო და მოიგერია კარლის მიერ გამოგზავნილი გრუდზინსკი (კალიშთან, 1712). ნიშტადტის ზავმა (1721) პეტრეს ხელში მისცა მთელი შვედური სამფლობელოები ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე, მათ შორის ინფლიანტაც; პოლონეთი რუსეთის გავლენის ქვეშ ჩავარდა. ეს გამოჩნდა კიდევ უფრო ადრე პეტრეს ჩარევით შლიახტის ტარნოგროდსკის გენერალური კონფედერაციის ბრძოლაში (1715) მეფე ავგუსტ II-სა და მის შფოთიან (буйные) საქსონურ ჯარებთან. დოლგორუკიმ, 18.000-იანი რუსული ჯარის წინამძღოლმა, მტრული მხარეები ვარშავის შეთანხმებამდე მიიყვანა: საქასონურ ჯარებს 25 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ რეჩ პოსპოლიტა; კონფედერაციები იკრძალებოდა; საჯარისო ადმინისტრაცია გეტმანებიდან უნდა გადასულიყო საგანგებო ფინანსური ტრიბუნალების ხელში; ჯარები უნდა შემცირებულიყო 24.000-მდე, ე. ი. 18.000 გვირგვინისთვის (პოლონეთი) და 6.000 ლიტვისთვის (ხელშეკრულების საიდუმლო პუნქტი). 1717 წ. “მუნჯმა” სეიმმა მდუმარედ დაამტკიცა ეს პირობები. პოლონეთისადმი ლენური კურლანდია პეტრეს, ეკატერინე I-ისა და პეტრე II-ის დროს რუსეთის უპირატესი გავლენის ქვეშ იყო, სანამ 1727 წ. ლიტვურმა ჯარებმა საჰერცოგო არ დაიკავეს. 1733-1735 წწ. უმეფობა ტახტზე ორი პრეტენდენტის ბრძოლით აღინიშნებოდა: ავგუსტ II-ის ვაჟის, ფრიდრიხ-ავგუსტისა, და სტანისლავ ლეშჩინსკისა. ლეშჩინსკი ემყარებოდა საფრანგეთს, ჩარტორიჟსკებისა («фамилiя») და პოტოცკების ძლიერ პარტიას, მის ამრჩევ სეიმსა და დზიკოვის კონფედერაციას (1734); ფრიდრიხ-ავგუსტს მხარს უჭერდა შლიახტის უმნიშვნელო უმცირესობა, მაგრამ მის მხარეზე იყვნენ ავსტრია (პრაგმატული სანქციის აღიარების სანაცვლოდ) და რუსეთი (კურლანდიის რუსი კანდიდატისთვის მიცემის დაპირების სანაცვლოდ), 40.000-იანი ჯარით; ლეშჩინსკიმ ძლივს გაასწრო გდანსკიდან რუსებს. საფრანგეთის მიერ ავსტრიის წინააღმდეგ წარმოებულმა “ომმა პოლონეთის მემკვიდრეობისთვის” (1733-1738), ლეშჩინსკის მხოლოდ ლოტარინგია (და ბარი) მოუტანა. ავგუსტ III-ის დროს (1735-1763) პოლონეთი უკვე ვეღარ თამაშობდა აქტიურ როლს საერთაშორისო პოლიტიკაში და ყველაფერში რუსეთს ექვემდებარებოდა. თურქული ომის დროს (1737-1739) რუსი ფელდმარშალი მინიხი თავისუფლად ატარებდა თავის ჯარებს პოლონეთის გავლით; კეტლერთაგან უკანასკნელის, ფერდინანდის, სიკვდილის შემდეგ იმპერატრიცა ანამ კურლანდია მისცა თავის ფავორიტს ბირონს (1737). ავსტრიული მემკვიდრეობისთვის ომში (1740-48) ავგუსტი მონაწილეობას ღებულობდა როგორც ფრიდრიხ II პრუსიელის მტერი, მაგრამ მხოლოდ საქსონიის კურფიურსტის სახით. შვიდწლიან ომში (1756-63) პოლონეთი ასევე არ მონაწილეობდა; მაგრამ რადგანაც რუსებისთვის იგი საომარ მოქმედებათა ბაზისს წარმოადგენდა (რუსული ჯარების დგომა, მაღაზიების აშენება), ამიტომ ფრიდრიხ II საკუთარ თავს უფლებამოსილად თვლიდა, რომ პოლონეთში შეჭრილიყო, მოსახლეობისთვის კონტრიბუცია დაეკისრებინა, პოლონელი გლეხები ჯარებში დაექირავებინა, მით უმეტეს, რომ ავგუსტ III, ფრიდრიხ II-ის მიერ პირნასთან მისი საქსონური ჯარების დამარცხების შემდეგ (1750), პოლონეთში მიიმალა, სადაც უწინ იგი არ ცხოვრობდა. ძალასა და ქმედითობას მოკლებული პოლონეთი მეზობლებისთვის იოლ და მაცდუნებელ ნადავლს წარმოედგენდა. უკვე 1763 წ. ეკატერინე ძალით აძევებს კურლანდიიდან ჰერცოგს (1758 წ.-დან) კარლს, ავგუსტ III-ის ვაჟს, და მას ისევ ბირონს აძლევს. ავგუსტ III-ის მონაცვალის, სტანისლავ პონიატოვსკის დროს, ხდება პოლონეთის გაყოფები, თუმცა კი მან იმ ხანებში შინაგანი სიცოცხლისუნარიანობის ნიშნები კიდეც გამოავლინა.

2. საშინაო ურთიერთობები

სიგიზმუნდ II ავგუსტის სიკვდილის შემდეგ და ავგუსტ III-ის სიკვდილამდე დროის პერიოდში პოლონეთში სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი შემოქმედება არ შეინიშნებოდა. სახელმწიფიებრივი, საზოგადოებრივი და მორალური ანარქია – ამ პერიოდის მანძილზე პოლონეთის შინაგანი ცხოვრების განმასხვავებელი ნიშანია. მეფის არჩევის (viritim, ე. ი. უშუალოდ მთელი შლიახტის ხმებით) ადგილის ვარშავასთან გადატანამ უმაღლესი ძალაუფლება ხელში ჩაუგდო გაუნათლებელ და ფანატიკურად-კათოლიკურ მაზურულ შლიახტას, რომელიც იარაღად გადაიქცა მაგნატებისა და კათოლიკური სასულიერო წოდების (იეზუიტების) ხელში. პირველად გამოჩენილმა 1573 წ. “კონვოკაციურმა” სეიმმა, პრიმას უხანსკისთვის აღიარა რა interrex-ის მდგომარეობა ელექციის ხელმძღვანელობის უფლებით და მეფის ნომინაციის მდგმმარეობაც ხმის მიცემის შემდეგ, ხოლო გვირგვინის მარშალს ფირლეის (პროტესტანტების წარმომადგენელს) დაუტოვა რა მეფის გამოცხადების უფლება, ამით დამარცხება მიაყენა სხვა სარწმუნოების წრეებს. შემდგომ “ელექციურ” სეიმს, რომელმაც ჰაინრიხ ვალუა, ბართლომეს ღამის მონაწილე აირჩია, ასეთივე მნიშვნელობა გააჩნდა. ჰაინრიხმა უარი განაცხადა “დისიდენტების” (ასე პირველად მაშინ იქნენ სახელდებულნი სხვა სარწმუნოების ადამიანები) რელიგიური თავისუფლების დაცვის ფიცით დამტკიცებაზე, თუმცა იგი “კონვოკაციურ” სეიმს უკვე აღიარებული ჰქონდა (მართალია, ეპისკოპოსების უარისა და პროტესტანტების ვარშავული კონფედერაციის მხრიდან მუქარის პირობებში). ყველაფერი ეს იყო წინამორბედი პერიოდის ერთერთი ფაქტის – სახელდობრ სიგიზმუნდ II ავგუსტის დროს რელიგიური რეფორმაციის წარუმატებლობის შედეგი, თუმცა კი ჯერჯერიბით ბოლომდე ვერ გარკვეული. იმავე დროის მეორე ფაქტის, ე. ი. სამეფო ხელისუფლების სრული დაცემის შედეგად იქცა პოლონეთის საბოლოო გადასვლა მონარქიიდან რესპუბლიკაში, არჩეული მეფით. პოლონეთის ტახტზე ჰაინრიხის დაშვების პირობა გახლდათ მის მიერ სეიმის მიერ გამომუშავებული Pacta cenventa-სა და Articuli Henrycyani-ს მიღება. Pacta conventa ჰაინრიხისგან მოითხოვდა: მარადიულ მშვიდობას საფრანგეთთან; საფრანგეთის მეფისა და პოლონეთის არჩეული მეფის მიერ, ომის შემთხვევაში, ქვეითი ჯარის მიწოდებასა და უკანასკნელის მიერ თავისი სახსრებით ფლოტის აგებას; მის მიერ ქვეყნის საჭიროებისთვის საკუთარი სახსრებიდან 40.000 ფლორინის გამოყენებას; სიგიზმუნდ ავგუსტის ვალების გადახდას. ეს პუნქტები, რომლებსაც შემდგომი მეფეებიც იღებდნენ, თუმცა კი შეცვლილი სახით, თითქოს და იმ ფასს წარმოადგენდა, რის სანაცვლოდაც შლიახტა პოლონეთის ტახტს ჰყიდდა; ხშირად ვერშესრულებადნი მეფეებისთვის, ისინი აფართოებდნენ უფსკრულს ხელმწიფესა და ხალხ-შლიახტას შორის. ჰაინრიხის არტიკულები განსაზღვრავდა სამეფო ხელისუფლების მდგომარეობას: მეფე აღიარებდა თავისუფალ ელექციას და მემკვიდრეობით ხელისუფლებაზე უარს ამბობდა; დისიდენტებისთვის უზრუნველყოფდა აღმსარებლობის თავისუფლებას; უარს ამბობდა უფლებაზე, რომ სეიმების დადგენილებებზე დასკვნები გაეკეთებინა. ვალდებულებას კისრულობდა რა დარჩენილიყო იმ აზრზე, რომლებიც პოლონურ უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხებოდა (соответствуетъ правамъ и вольностямъ польскимъ), იზღუდებოდა სენატის ნებით საკითხში ომისა და მშვიდობის შესახებ და სეიმის ნებით “პოსპოლიტას რუშენიეს” მოწვევაში, რომელიც, ამასთან, წვრილ ნაწილებად არ იყოფოდა; ექვემდებარებოდა მასთან მუდმივად მყოფი 16 სენატორ-რეზიდენტის კონტროლს; კარგავდა ქვეშევრდომთა მხრიდან მისდამი მორჩილების უფლებას (პუნქტი de non praestanda obedientia), ხალხ-შლიახტის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შემთხვევაში. ელექცია იყო მონარქიულობის დაღუპვა და მეფეთა მხრიდან მისკენ მისწრაფებულობისადმი საყვედური; ვრცელდებოდა რა უცხოელ ხელმწიფეებზე, იგი ხშირად იზიარებდა თავად მათ და პოლონელი ხალხის ინტერესებს; პერიოდულად მეორდებოდა რა, ის გახლდათ სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ცვლიდა სახელმწიფო პოლიტიკას, გზას უცვლიდა უცხოურ გავლენასა და ჩარევას, რომელიც ახდენდა ამომრჩეველი-შლიახტის დემორალიზებას. სენატისა და სეიმისადმი დაქვემდებარება, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების პარალიზებას ახდენდა, მეფეებს ძალაუფლების უკანასკნელ ჩრდილსაც კი ართმევდა (ყველა იაგელონი, თვით სიგიზმუნდ II ავგუსტიც კი de facto სარგებლობდა veto-ს უფლებით სეიმების დადგენილებებთან მიმართებაში); ეს მეფეებს ახალისებდა კონსტიტუციისთვის არალეგალურად გვერდის ავლისა და დარღვევისკენ. არტიკული ქვეშევრდომთა უფლების შესახებ უარი ეთქვათ მეფისთვის მორჩილებაზე, უმაღლესი ხელისუფლების არსს უარყოფდა, რომელიც მხოლოდ თავისი მინისტრების შუამავლობაზეა პასუხუისმგებელი; მას შედეგად მოჰყვა თავისებური მოვლენა – როკოში, ე. ი. სამართლებრივი შეიარაღებული წინააღმდეგობა მეფის განკარგულებებისადმი; მან ანარქიული ხასიათი მისცა კონფედერაციებს, ე. ი. საგანგებო კავშირებს, რომელთა ორგანიზებას ახდენდნენ მეფე ან სეიმი სამშობლოს სასიკეთოდ, რაც მიუღწეველი იქნებოდა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ჩვეულებრივი დინებისას (კონფედერაციებს ჰყავდათ თავიანთი სეიმები, რომლებიც ხმათა უმრავლესობით ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს, მარშალკის აღმასრულებელი ხელისუფლება). მალევე კნფედერაციების შექმნა დაიწყეს კერძო პირებმაც, თავიანთი პირადი, ხშირად ანგარებიანი მიზნების მისაღწევად. ჰაინრიხ ვალუამ არ დაამტკიცა შლიახტის პრივილეგიები და თავის აბსოლუტიზმში ზბოროვსკების შფოთიან საგვარეულოზე აპირებდა დაყრდნობას; მისი მოქმედებების არალეგალურმა ხასიათმა ხალხ-შლიახტის სიძულვილი გამოიწვია, რამაც მმართველობის 5 თვის შემდეგ საქმე პოლონეთიდან მისი გაქცევამდე მიიყვანა. სტეფანე ბატორის არჩევა, რომელიც კათოლიციზმში გადავიდა, იეზუიტების ახალი გამარჯვება გახლდათ. ისინი მთელ ქვეყანაში გავრცელდნენ, ქმნიდნენ რა ორდენის პოლონურ პროვინციას, და ხალხის აღზრდას ახდენდნენ ტრიენტულ კათოლიციზმში ქადაგების, ლიტერატურისა და სკოლის მეშვეობით. ბატორი იეზიუტებს მფარველობდა (მათი ვილნოს სკოლა მის მიერ აკადემიად შეიქნა სახელდებული, 1579), რომლებიც ხალხში რელიგიურ შეუწყნარებლობას ავითარებდნენ და საგარეო პოლიტიკაშიც მხარს რელიგიურ-საეკლესიო საწყისებს უჭერდნენ. მაგნატურ ანარქიასთან ბრძოლა კერძო რეპრესიებზე დაიყვანებოდა – სამუილ ზბოროვსკის სიკვდილით დასჯაზე, ქრისტეფორე ზბოროვსკის განდევნაზე – და სეიმზე მეფისადმი ოპოზიციის მოსპობა არ შეეძლო. ბატორის დროს ორგანიზებულ იქნა უმაღლესი სასამართლოები შლიახტის სამოქალაქო საქმეებისთვის, ეგრეთ წოდებული ტრიბუნალები – 1578 წ. გვირგვინისთვის, 1581 წ. ლიტვისთვის; გვირგვინის ტრუბუნალს უნდა ჰქონოდა ორი სესია: ერთი პიოტრკოვში, დიდი პოლონეთისთვის, მეორე – ლიუბლინში, მცირე პოლონეთისთვის (მოგვიანებით გვირგვინის ტრიბუნალმა თავისი კომპეტენცია განავრცო სამეფოს პრუსიაზე და რუსულ სავოევოდოებზე – ვოლინის, კიევის და ბრაცლავისა); ლიტვის ტრიბუნალი მორიგეობით მართავდა სხდომებს ვილნოსა და გროდნოში. ტრიბუნალები, მარშალკის თავმჯდომარეობით, შედგებოდა სეიმიკებზე შლიახტის მიერ არჩეული დეპუტატებისა და საკათედრო კაპიტულებისგან არჩეული (6) დეპუტატებისგან, სასულიერო საქმეთა გარჩევის შემთხვევაში; საქმეები ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ტრიბუნალების დაარსება, ყოველწლიურად არჩეული მოსამართლეებით, სასამართლოს ადგილობრივი პარტიების გავლენის ქვეშ აძლევდა და მას დამოუკიდებლობასა და ერთიანობას ართმევდა; ეს იყო შლიახტის ახალი გამარჯვება სამეფო ხელისუფლებაზე, რომელმაც 1588 წ. კიდევ გაუკეთა შლიახტას დათმობა: სეიმის სასამართლოებში (სისხლის სამართლის საქმეებზე – შლიახტის წევრის /შლიახტიჩის/ სიცოცხლისა და ღირსების შესახებ) შევიდნენ სეიმის დეპუტატები, მარშალკის მიერ დანიშნულნი. შემოიღო რა სეიმის დახმარებით, ზოგიერთი გაუმჯობესება გადასახადების აკრეფის ხერხში, ბატორიმ 1582 წ. სეიმზე წარუმატებლობა განიცადა ელექციის გაუმჯობესების მისეული პროექტით. მესამე უმეფობას უკვე თან ახლდა ღია ბრძოლა მაქსიმილიანის მომხრეთა – ზბოროვსკებისა და სიგიზმუნდ III მომხრე – ზამოისკის შორის; ბიჩინასთან პოლონური სისხლიც დაიღვარა (1588). სიგიზმუნდი აბსოლუტიზმისკენ მიისწრაფვოდა; მაგრამ როდესაც ზამოისკი 1589 წ. სეიმზე საქმეთა ხმების უმრავლესობით გადაწყვეტისა და ელექციის გაუმჯობესების პროექტით გამოვიდა, სიგიზმუნდი პირველი შეეცადა ამ პროექტის მოშორებას: იგი ამჯობინებდა კონსტიტუციის დარღვევას, ისარგებლებდა რა თავისი სატელიტების სამსახურით (უწინარეს ყოვლისა – უცხოელებისა). ასეთი საქციელი ოპოზიციას აღაგზნებდა. უკვე 1592 წ. სეიმზე სიგიზმუნდს უნდა გაემართლებინა თავისი საქციელი და მიეღო პრიმასისგან შეხსენება, რომ ის – “შლიახტიჩების ხელმწიფეა”, რომელთა მსგავსიც არც ერთ ხალხში არ არის, და არა გლეხებისა, როგორც მისი მამა იოანე შვედი. 1606-08 წწ. ხდება ზებრჟიდოვსკის (რადზივილის, ჰერბურტის, სტადნიცკის) “როკოში”: სანდომირში შეკრებილი შლიახტა 67 ბრალდებას უგზავნის მეფეს; იანოვცასთან (1606) ჟოლკევსკის მიერ დამარცხებული “როკოშელები” ეზარნასთან მეფეს მორჩილებაზე უარს უცხადებენ, გუზოვთან ხელმეორედ დამარცხებულები (1607), ისინი ბედს ურიგდებიან, მაგრამ დაუსჯელნი რჩებიან. 1620 წ. პეკარსკიმ მოახდინა თავდასხმა მეფის სიცოცხლეზე. სამთავრობო ანარქიის ასეთი მდგომარეობა აჰყავთ იდეალში “ოქროს თავისუფლების” (“złota wolność”) სახელით რეჩ პოსპოლიტასთვის, რომელიც «стоитъ безпорядкомъ» (“Polska nierządem stoi”). იეზუიტები, უწინ მონარქისტები, ახლა მხარს უჭერენ “ოქროს თავისუფლების” თეორიას, ამტკიცებენ რა მის მჭიდრო კავშირს კათოლოციზმთან. ისინი საკუთარ ხელში იგდებენ განათლების მონოპოლიას, ცდილობენ სხვა სარწმუნოებათა სკოლების მოსპობას, პრივილეგიებისთვის ბრძოლას იწყებენ კრაკოვის უნივერსიტეტთან და, თუმცა კი იძულებულნი არიან აღიარონ მისი უფლებები, მაგრამ ახერხებენ განათლების მთელ სისტემაში ვიწრო კონფესიური სულის შთაბერვას: კრაკოვის უნივერსიტეტი უზარმაზარ თანხებს ხარჯავს წმ. იანის კანონიზაციასა და წმ. ანას კოსტიოლის აშენებაზე, იმ დროს, როცა პროფესორები სიღატაკეში ცხოვრობენ; კოპერნიკის სისტემას ერეტიკულად მიიჩნევენ. “ოქროს თავისუფლებამ” დაბადა სასტიკი და უაზრო საეკლესიო და შლიახტური ცენზურა: ისპობა რეფორმაცული XVI ს.-ის ლიტერატურული ძეგლები; 1627 წ. ცხადდება ინფამია ერეტიკული წიგნის დაბეჭდვისთვის; ჰერბურტს ეკრძალება დლუგოშის დაბეჭდვა; ისტორიოგრაფია (სტაროვოლსკი, ლიუბენსკი) ახდენს თანამედროვეობის რეაბილიტირებას.

იეზუიტურ წრეებში (სკარგა და მისი წიგნი: “O jedności Kościola Božego”, 1577) წარმოიშვა აზრი რეჩ პოსპოლიტის ფარგლებში, რომთან უნიის გზით, მართლმადიდებელი ეკლესიის მოსპოვის შესახებ, და შემდეგ, შესაძლო იყო, მოსკოვის სახელმწიფოშიც. დემორალიზებული რუსული ეპისკოპატის კამათებმა საეკლესიო “საძმოებთან” (ლვოვური სტავროპიგია) და კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან, ისევე როგორც სურვილმა, რომ პრივილეგირებულ კათოლიკურ ეპისკოპატთან გათანაბრებულიყვნენ, გამოიწვია რუსი ეპისკოპოსების მიერ იეზუიტური გეგმის მიღება, რასაც სიგიზმუნდმაც დაუჭირა მხარი. ეპისკოპოსებმა პოციუსმა და ტერლეცკიმ, და მათ კვალდაკვალ კიევის მიტროპოლიტმა რაგოზამაც 1595 და 1596 წწ. ბრესტის საეკლესიო კრებებზე რომთან უნიის აქტს ხელი მოაწერეს. მართლმადიდებელმა ეკლესიამ რეჩ პოსპოლიტაში ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა; მაგრამ ეპისკოპოსებმა ბალაბანმა და კოპისტინსკიმ, თავადმა ვასილი ოსტროჟსკიმ და მთელმა მცირე რუსეთმა (მთელი რუსული მოსახლეობის დაახლოებით 1/3-მა) არ აღიარეს უნია, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ კი აღადგინა მართლმადიდებელი მიტროპოლია. ამრიგად, უნიამ მოახდინა ახალი მტრობა მოსახლეობას შორის, მით უმეტეს, რომ უნიატი ეპისკოპოსები არ იქნენ დაშვებული სენატში. უკანასკნელი გარემოების ძალით, უნია იქცა დაბალი ხარისხის, “ხლოპების” სარწმუნოებად, რომლის მიღებაც არ სურდათ რუს პანებს და ისინი პირდაპირ კათოლიციზმში გადადიოდნენ. უნიატების – მიტროპოლიტ რუტსკის, პოლოცკის მთავარეპისკოპოს კუნცევიჩის, ბაზილიელი მონაზვნების (монаховъ-базiлианъ) – ძალისხმევის მიუხედავად მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავი შეინარჩუნა (удержалась) პოლოცკის მთავარპისკოპოსის მელეტი სმოტრიცკის (რომელიც, თუმცა კი, უნიატად გარდაიცვალა), კიევ-პეჩორის ლავრის, მანიავის სკიტისა და განსაკუთრებით საეკლესიო საძმოების მოღვაწეობის წყალობით. მართლმადიდებელთა შევიწროვებანი (ამას აღიარებენ 1608, 1609, 1618, 1623 და 1631 წლების სეიმებიც), განაწყობენ მათ პოლონური მთავრობის წინააღმდეგ და ახალისებენ, რომ ეძიონ კავშირი პროტესტანტებთან (კონფედერცია ვილნოში 1599 წ.) და მხარდაჭერა მოსკოვის მხრიდან. მართმადიდებლობის ყველაზე უფრო ძლიერ დამცველს წარმოადგენს კაზაკობა, რომლის წრმოშობაც უმჭიდროესად არის დაკავშირებული გლეხობის მდგომარეობასთან პოლონეთში. იეზუიტურ-შლიახტური “ოქრს თავისუფლება” ცხოვრობა ჩაგრული გლეხობის ხარჯზე. ბატონყმური სამართალი საბოლოოდ იქნა დამყარებული 1573 წ. კანონით, როცა გლეხის წასვლა მემამულისგან აიკრძალა sub praetextu religionis-აც. დაყმევებული გლეხები გარბოდნენ მემამულეებისგან, რის შედეგადაც ხშირდებოდა დადგენილებანი გაქცეულ გლეხთა წინააღმდეგ: 1578 წ. ამის გამო ურთიერთშორის შეთანხმებებს დებენ რუსული, პოდოლიესა და ვოლინის სავოევოდოები; 1616 წ. – პრუსია მორავიასთან და პოდლიასთან; 1567 და 1609 წწ. დადგენილ იქნა სასჯელი სამეფო პრუსიაში გაქცევისთვის, ხოლო 1616 წ. – სამთავრო პრუსიაში გაქცევისთვისაც (ამ შემთხვევაში დადგენილება მკვდრადშობილად დარჩა); 1611, 1626, 1635, 1638 და 1641 წწ. ასეთივე ზომებს ღებულობდნენ სმოლენსკისა და ჩერნოგოვის მხარეებში. დადგენილებებმა გლეხთა გაქცევების წინააღმდეგ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწია: ყმები გარბოდნენ სახელმწიფის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებისკენ, დნესტრის, ბუგისა და დნეპრის ქვემოწელში (ველური ველები, ქვემო მხარე /Низъ/, ზაპოროჟიე), სადაც მიდიოდა ლატიფუნდიების მაგნატური კოლონიზაცია და გამოქცეულებს მიწაზე სვამდნენ ყველაზე უფრო უმნიშვნელო ჩინშის სანაცვლოდ. ჭრელი ეთნოგრაფიული შემადგენლობის ახალმა მოსახლეობამ (პოლონელები, უნგრელები, ვოლოხები, თვით თათრებიც, ხოლო უპირატესად კი რუსები) მიიღო “კაზაკების” სახელწოდება; იგი თანდათანობით წინ მიიწევდა სტეპში, იძენდა მეომრულ სულს თათრებთან ბრძოლაში და არღვევდა მაგნატური მეურნეობის სწორ მსვლელობას, ართულებდა რა ამასთან ერთად პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობებსაც. კაზაკობის პირველივე გამოჩენასთან ერთად პოლონეთის მთავრობა, შლიახტის მოთხოვნით, ცდილობდა მის თავის ხელში აყვანას: ჯერ კიდევ სიგიზმუნდ II ავგუსტის დროს გეტმანმა იაზლოვეცკიმ (1572) მოახდინა კაზაკობის ნაწილის ორგანიზება სარეესტრო კაზაკების («регистровыхъ») სასაზღვრო მილიციაში, სამეფო ჯამაგირითა და “უფროსის” მმართველობის ქვეშ; იგივე გრძელდებოდა ბატორის დროსაც. მაგრამ რეესტრის კაზაკობა უნდა გათანაბრებოდა ძირეული პოლონეთის გლეხობას, და ამიტომ უკმაყოფილოთა ნაწილი უფრო ღრმად წავიდა სტეპში, სადაც ისინი “სეჩში” (въ «Сечахъ») ხელმიუწვდომელი იყვნენ პოლონური მთავრობისთვის. გლეხობის შევიწროვება უკრაინაში კიდევ იმითაც ძლიერდებოდა, რომ მაგნატები, რომლებიც თავად იმ ადგილებში არ ცხოვრობდნენ, თავიან სამფლობელოებს იჯარით აძლევდნენ (ეკლესიებზე პატრონატის უფლებით) წვრილ შლიახტას, და ებრაელებსაც კი. დაიწყო კაზაკთა აჯანყებანი – კოსინსკისა (1592), ნალივაიკოსი და ლობოდასი (1596), რომლებიც სასტიკად დააწყნარა ჟოლკევსკიმ. ვლადისლავის ტახტზე ასვლა აღინიშნა სამეფო ხელისუფლების მხრიდან შლიახტისადმი ახალი დათმობებით: გაუქმებულ იქნა შლიახტისგან მუდმივი ხარკის საცოდავი ნარჩენიც კი, ე. ი. 2 გროში ლანიდან კოშიცის პრივილეგიის მიხედვით (1632); შემოიღეს სეიმზე დამტკიცებული გადასახადების “რეგიონული” სეიმიკების მიერ დამტკიცებაც (1635); მეფესთან სენატორ-რეზიდენტების რიცხვი 16-დან 28-მდე გაიზარდა (1641). 1646 წ. ვლადისლავს საჯაროდ უნდა მოესმინა კანცლერ კორიცინსკისგან მისი შედარება ქსერქსესთან; მთელმა რიგმა სეიმებმა უარი უთხრეს მეფეს სახსრების მიცემაზე მოსკოვთან ომისთვის აღებული ვალების დასაფარად. ვლადისლავი წყვეტს ურთიერთობებს იეზუიტებთან, აღწევს პაპისგან ყველა ეპისკოპოსისა და 12 აბატის დანიშვნის უფლებას; 1633 წ. მართლმადიდებლები ისევ ღებულობენ სამართლებრივ (უფლებრივ) მდგომარეობას; ვლადისლავი ნებას აძლევს მათ რომ საეპისკოპოსო კათედრები გახსნან – ლვოვის, პრიჟემისკის, ლუცკისა და მოგილიოვსკის; დანარჩენი რუსული საეპისკოპოსოები უნიატებს დარჩათ. ეს ნახევარზომა ვერ წყვეტს მართლმადიდებელთა ბრძოლას უნიატებთან. ვლადისლავის მიერ მოწყობილმა მცდელობამ პროტესტანტების შერიგებისა კათოლიკებთან (Colloquium charitativum, 1646) ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. უფრო ადრე, 1638 წ., ძალადობრივად იქნა დახურული არიანული სკოლები რაკოვში. რათა თავიდან აეცილებინა სოციალური რევოლუცია უკრაინაში და, შესაძლოა, თავისი ხელისუფლებაც გაეძლიერებინა, ვლადისლავმა ჩაიფიქრა კაზაკების ორგანიზება ისლამთან საბრძოლველად; მისი გეგმები განადგურებულ იქნა სეიმების წინააღმდეგობით, რომლებსაც მაგნატები ხელმძღვანელობდნენ. რადზივილების, ოპალინსკების, ლიუბომირსკების, პოტოცკების, ვიშნევეცკების, ოსტროჟსკებისა და კალინოვსკების მაგნატური საგვარეულოები თავიანთ ხელში იკრებენ ნამდვილ სამთავროებს და ისე იქცევიან, როგორც “მეფის შვილები” («королята» /კაზაკური გამონათქვამია/). ისინი აშენებენ ქალაქებს (კონეცპოლსკიმ – 50-მდე), ციხესიმაგრეებს, ინახავენ ჯარებს, აწარმოებენ თავიანთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას: პირველი დაიყვანება მეფის დაუძლურებასა და მისგან წყალობათა მიღებაზე (მეფე – “დედა ფუტკარია” /король – «матка пчелъ»/), დაბალი კლასების ჩაგვრაზე, მასაზე შლიახტის მეთაურობაზე, მდიდარი მემკვიდრე ასულების ხელის სათხოვნელად ურთიერთშორის ბრძოლაზე; მეორე – აბსოლუტურ მშვიდობაზე, თუნდაც ქვეყნის სირცხვილის ფასადაც კი. “ოქროს თავისუფლება” მხოლოდ მათთვის არსებობს. ვლადისლავის სიკვდილი და იან-კაზიმირის ტახტზე ასვლა ემთხვევა ამ მიმართულების გამო საზღაურის გადახდას (ხმელნიცკის აჯანყება და მეზობელი დერჟავების დაპყრობები). იან-კაზიმირმა და სენატორებმა ღიად განაცხადეს რეჩ პოსპოლიტას უბედურებანი “გლეხების მოტყუებისა და მათი ცრემლების გამო” («за слёзы и кривды крестьянамъ» /1656/), დაპირდნენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას; სენატმა და შლიახტამაც ასევე აღიარეს სახელმწიფო წყობილების გამოსწორების, სეიმის სეიმიკებისგან განთავისუფლების, მეფის აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერების აუცილებლობა. ყოველივე ამან ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა. Liberum veto-ს გამოყენება ხშირდება; რელიგიური შეუწყნარებლობა შვედების შემოსევის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება: 1658 წ. სეიმი პოლონეთიდან დევნის არიოზელებს (изгоняетъ из П. арiанъ); 1661 წ. კათოლიკები ცდილობენ სეიმიდან დისიდენტ რადზივილის გარიცხვას. როცა იან-კაზიმირი, 1661 წ. სეიმზე ცდილობდა თავისი მემკვიდრის (ფრანგი პრინც კონდეს ვაჟის) ელექციის ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში ჩატარებას, ამის წინააღმდეგ ამბოხდნენ ფრედო და ლიუბომირსკი, რომლებმაც მხარდაჭერა ჰპოვეს ჯამაგირის არმიმღები ჯარის კონფედერაციაში. თუმცა კი მთავრობამ შეთანხმება დადო ჯართან, ხოლო სეიმის სასამართლომ ლიუბომირსკის განდევნა მიუსაჯა (1664), მაგრამ, ლიუბომირსკიმ მეფის წინააღმდეგ აღმართა “როკოში” (1664-66), სილეზიაში შეგროვებული ჯარებით ჩენსტოხოვთან და მონტვასთან დაამარცხა მეფე და ლენგონიცში მისგან მიაღწია შეთანხმ,ებას, რომლის მიხედვითაც მეფემ თავის გეგმაზე უარი თქვა. უარს ამბობდა რა ტახტზე 1668 წ. სეიმზე, იან-კაზიმირმა პოლონეთის გარდაუვალი დაღუპვა იწინასწარმეტყველა. ვიშნევეცკის, ღარიბი და უუნარო შლიახტიჩის არჩევა იყო შლიახტის ყოვლადძლიერების დამტკიცება, მაგრამ იმავე დროს მისი პოლიტიკური უგუნურებისაც: ამან გამოიწვია შლიახტის ბრძოლა მაგნატების ფრანგულ პარტიასთან, რომლებიც ფრანგული ფულებით ისწრაფვოდნენ მეფის დამხობისკენ. ამ ბრძოლის მსვლელობისას ჩაშლილ იქნა დაგვირგვინებისა (საკორონაციო) და სამი მომდევნო სეიმი; ურთიერთშორის თითქმის ღია ომამდე მივიდა 1672 წ. ორი კონფედერაცია – შლიახტისა, ქ. გოლომბაში, და ჯარისა, შჩებრჟეშინში. პოლონეთის შინაგანი გახრწნა (დაშლა, разложенiе) სობესკის დროსაც გრძელდებოდა. წინამორბედის მსგავსად, მას უნდა ებრძოლა მაგნატების ფრანგულ და ავსტრიულ პარტიებთან, რომლებიც მორიგეობით ჩაიფიქრებდნენ ხოლმე ტახტიდან მის დამხობას (1678, 1683, 1688); სეიმები, განსაკუთრებით სობესკის ბოლო წლებში, ერთი-მეორის მიყოლებით იშლებოდა (1688 წ. – ჯერ კიდევ მარშალკის არჩევამდე): ისინი ან ფრანგული პოლიტიკის იარაღი გახლდნენ (მაგნატებისთვის გადახდილი მუდივი პენსიები), ან კიდევ მაგნატების სიხარბისა (დავა კაროლინა რადზივილის მზითვის გამო, ზამოისკების, ოსტროჟსკების მაიორატების გამო). ხალხის განწყობა სულ უფრო მეტად კათოლიკურ-ფანატიკური ხდებოდა: უზარმაზარ მამულებს დაუფლებულ იეზუიტებს თავიანთ ხელში ეჭირათ მეფე (სულიერი მოძღვარი, იეზუიტი ვოტა) და მაგნატები; დაბალი შლიახტა ბერნარდინებისა და კაპუცინების გავლენის ქვეშ იყო. სწორედ ამ დროს აღესრულა პოლონეთში პირველი Auto da fe (ლუშინსკისა, რომელსაც ათეიზმში დაედო ბრალი). პრჟემსკის (1692), ლვოვის (1700), ლუცკის (1702) მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა და ლვოვის სტავროპიგიამ (1708) მიიღეს უნია: მართლმადიდებლებად დარჩნენ მხოლოდ მოგილიოვის ეპარქია და მანიავსკის სკიტი (სავანე). რუსი მდაბიო ხალხი უნიისა და ახალი მემამულური ჩაგვრის წინააღმდეგ სასტიკი აჯანყებებით გამოდიოდა, რომლებიც “გაიდამაჩინისა” და “კოლიივშჩინის” სახელებითაა ცნობილი. პოლონელი გლეხობა უკვე სავსებით აღარ ამჟღავნებდა სიცოცხლის ნიშან-წყალს. საქსონური სახლის ორი მეფის დროს პოლონეთი ანარქიის უკიდურეს ხარისხამდე მივიდა. ავგუსტ II, რომელმაც ტახტი ფულებით მოიპოვა, და ავგუსტ III, რომელმაც ის რუსული ჯარების დახმარებით დაიკავა, ყველაფრის მიმართ გულგრილნი იყვნენ, საკუთარ სიამოვნებათა გარდა; ამ მიმართებით ისინი მაგალითს აძლევდნენ შლიახტას მისი დევიზით: “Za króla Sasa jedz, pij I popuszczaj pasa”. ეს დევიზი უწინარეს ყოვლისა მიღებულ იქნა წვრილი შლიახტის მიერ, რომელიც თავის უმრავლესობაში მიწის გარეშე იყო და მაგნატების კარზე ეძიებდა წყალობას; მის კვალს მიჰყვა საშუალო შლიახტაც, რომელმაც, დამოუკიდებლობის გამოვლენის შემთხვევაში, პანების შეიარაღებული თავდასხმები (вооружённые «наезды») განიცადა; დაბოლოს მაგნატებიც, ოჯახების მრავალრიცხოვნებისა და თავაშვებული ცხოვრების გამო ყოველთვის ძარცვა-რბევის მუქარის ქვეშ რომ იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ სამეფო კარზე იჯარებისა და მომგებიანი თანამდებობებს მიღწევას, თუნდაც მეფეებისთვის თავიანთი ცოლებისა და ქალიშვილების მიცემითა და მეფეთა ხარჭებთან და უკანონო შვილებთან დანათესავებით. ასეთ მორალურ ანარქიას შეესაბამებოდა პოლიტიკურიც: ავგუსტ II-ის დროის განზრახული 18 სეიმიდან 11 ჩავარდა და 2-ც უშედეგოდ დასრულდა; ავგუსტ III-ის დროს კი სვეკეთილად მხოლოდ 1736 წ. სეიმი დასრულდა. სრულებით შეწყდა კანონმდებლობა, შეუძლებელი შეიქნა გადასახადების დანიშვნა, ფინანსების კონტროლი, ჯარის გაზრდა. სეიმის უმაღლესმა სასამართლომ ფუნქციონირება შეწყვიტა; მოქმედებდა მხოლოდ სეიმიკები, როლებიც მოსყიდვებით ირყვნებოდა და ასევე ხშირად “იშლებოდა”; დაიწყო “ტრიბუნალების” “ჩაშლაც” (1749, პიოტრკოვში). იეზუიტური კათოლოციზმის ბატონობამ აპოგეას მიაღწია: 1730 წ. საეკლესიო კრებაზე, ზამოსტიეში, უნიატური ეკლესია კიდევ უფრო მეტად იქნა დაახლოებული სუფთა კათოლიციზმთან; 1743 წ. იეზუიტური სულისკვეთებით რეფორმირებულ იქნა ბაზილიანური ორდენი. მაგრამ, კათოლიკური სასულიერო წოდების განსაკუთრებულობა იმდენად დიდი იყო, რომ უნიატური სასულიერიო წოდება ძველ, დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საერთოდ ყველა დისიდენტი განიცდიდა შევიწროვებას ღვთისმსახურების აღსრულებაში და ფაქტიურად ჩამოცილებული იყო თანამდებობების დაკავებას (ჯერ კიდევ სიგიზმუნდ III-ის დროიდან); 1717 და 1733 წწ. სეიმები, არღვევდნენ რა 1573 წ. კანონს, ღიად ართმევდნენ დისიდენტებს სეიმების სხდომებზე, კომისიებსა და ტრიბუნალებში მონაწილეობის უფლებას. 1724 წ. იეზუიტებმა ტორნში გამოიწვიეს პროტესტანტების აღშფოთება; სასამართლომ, კათოლიკური ეპისკოპატის დაჟინებული მოთხოვნით, სიკვდილით დასაჯა სრულებით უდანაშაულო ბურგომისტრი რესნერი და კიდევ ათი ადამიანი, რამაც რუსეთისა და პრუსიის ჩარევა გამოიწვია. ავგუსტ III-ის მართველობის დროს წარმოიქმნება აზრი, რომ სრული შინაგანი მოშლილობა და საერთაშორისო დაქვეითება სახელმწიფოს დაღუპვით ემუქრება; ჩნდება პირველი მისწრაფებანი რადიკალური რეფორმისკენ. რეფორმის შესახებ აზრს შეიმუშავებს პოლიტიკური ლიტერატურა: ლეშინსკის “Głos wolny” (1733); პონიატოვსკის “List szlachcica polskiego” (1740); კონაროვსკის “O skutecznym rad sposobie” (1760-63). რეფორმების იდეებით შლიახტის აღზრდას ემსახურებიან პიარების, განსაკუთრებით კი, კონაროვსკის მიერ დაარსებული სკოლები (“Collegia nobilium”, 1740 წლიდან). იქმნება რეფორმების ორი პარტია: პოტოცკები (“სახალხო”, “პატრიოტები” /«народовые», «патрiоты»/) და ჩარტორიჟსკები (“საგვარეულო” /«фамилiя»/); პირველებს სურთ რეფორმის მოხდენა რუსეთის გავლენისგან განთავისუფლებით, მეორეებს კი – მასზე დაყრდნობით. ჩარტორიჟსკების მცდელობა იწყება პოლონეთის ტახტზე სტანისლავ პონიატოვსკის ასვლით.


რეჩ პოსპოლიტას დაცემა; პოლონეთის გაყოფები 

შეიქნენ რა მდგომარეობის ბატონ-პატრონები, ავგუსტ III-ის სიკვდილის შემდეგ უმეფობის ხანაში, ჩარტორიჟსკებმა, ეკატერინე II-ის ჯარებზე დაყრდნობით, ტახტზე აიყვანეს თავიანთი ნათესავი, სტანისლავ პონიატოვსკი (1764-1795) და კონვოკაციურ სეიმზე გაატარეს შემდეგი რეფორმები: 1) სეიმური წესრიგის დამყარება, 2) სეიმის დეპუტატების ვალდებულების მოსპობა რომ სეიმიკებს მიჰყოლოდნენ, 3) საფინანსო და სამხედრო კომისიების დაარსება, 4) ტრიბუნალების რეფორმა, 5) შლიახტის თვითნებობისგან ქალაქების დაცვა, 6) კერძო საბაჟო მოსაკრებლების მოსპობა და საერთოს დაარსება. ფიქრობდა რა liberum veto-ს მოსპობას, პონიატოვსკიმ 1766 წ. სეიმზე მისცა ამ აზრით წინადადება (პირველ ჯერზე – ფინანსურ საკითხებში); მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, ეკატენინე II-ის წარგზავნილის რეპნინის პროტესტის გამო, ვინაიდან რუსეთის იმპერატრიცას ჯერ კიდევ 1761 წ. ჰქონდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-თან დადებული ხელშეკრულება პოლონეთის სახელმწიფო წყობილებაში ცვლილებების დაუშვებლობის შესახებ. როცა მეფეს, ჩარტორიჟსკების მხარდაჭერით, არ სურდა დისიდენტენის კათოლიკებთან პოლიტიკურ უფლებებში გათანაბრების გატარება, რეპნინმა შლიახტა აღაგზნო მეფის აბსოლუტიზმთან საბრძოლველად, და მისი დახმარებით მრავალი სავოევოდო კონფედერაციიდან ამოიზარდა რადომსკის კონფედერაცია (1767-1768), რომლის მხარდასაჭერადაც გამოჩნდა 30-ათასიანი რუსული ჯარი. რეპნინმა მოითხოვა კონფედერაციის მეფესთან შერიგება, დისიდენტების უფლებებისა და იმპერატრიცის გარანტიების აღიარება რეჩ პოსპოლიტას “კარდინალური უფლებების” შენარჩუნებასთან მიმართებაში. კონფედერაციის სეიმის ოპოზიციური წევრები, სოლტიკი, ზალუსსკი რჟევუსსკები (მამა და ვაჟიშვილი), კალუგაში იქნენ გადასახლებულნი; სეიმის სრულუფლებანმა დელეგაციამ აღიარა რუსეთის ყველა მოთხოვნა და მოსპო კონვოკაციური სეიმის რეფორმები, საფინანსო კომისიის გარდა. ამაზე საპასუხოდ კრასინსკებმა და პულავსკებმა მოაწყვეს კონფედერაციები ბარში (პოდოლიეში, 1768-1772) რუსეთისა და მოღალატე მეფის წინააღმდეგ. კრეჩეტნიკოვის რუსულმა და ბრონიცკის პოლონურმა ჯარებმა კონფედერატები მოლდავეთში განდევნეს; უკანასკნელთა საქმიანობა პარალიზებულ იქნა “უმანსკის ხოცვა-ჟლეტვითაც” (ჟელეზნიაკი, გონტა; 1768). კონფედერატებმა მხარდაჭერა ჰპოვეს თურქეთში, რომელმაც რუსეთს ომი გამოუცხადა, საფრანგეთში, რომელმაც ფული და ოფიცრები (დიუმურიე) გამოგზავნა, და ავსტრიაში, სადაც, въ мст~Белой, კონფედერატებმა შექმნეს «генеральность», რომელიც ყველა კერძო კონფედერაციას აერთიანებდა. კონფედერაციის ბელადები ურთიერთშორის მტრობდნენ, დამარცხებებს განიცდიდნენ (1771): სოვა – შრენსკთან, სუვოროვისგან, დიუმურიე – ლანცკორონასთან, სუვოროვისა და დრევიჩისგან; ოგინსკის აჯანყება ლიტვაში ასევე ჩახშობილ იქნა სუვოროვის მიერ. 1770 წ. კონფედერატებმა პონიატოვსკი დამხობილად გამოაცხადეს, ხოლო 1771 წ. კი ვარშავაში მისი ხელში ჩაგდების მცდელობას მიმართეს, რამაც მათი კომპრომეტაცია მოახდინა ავსტრიისა და საფრანგეთის თვალში. რუსეთის წარმატებებმა თურქეთის წინააღმდეგ ომში და მისმა განზრახვამ მოლდავეთისა და ვალახეთის დაუფლებაზე, წაახალისეს ავსტრია, რომ დათანხმებოდა ფრიდრიხ II-ის პროექტს (1769), რომელიც რუსეთის პოლონეთის ხარჯზე დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა. 1772 წ. რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის დადებულ იქნა კონვენცია პოლონეთის პირველი გაყოფის შესახებ. რუსეთმა მიღო ინფლიანტის დიდი ნაწილი და ბელორუსია დვინის, დრუჩისა და დნეპრის გაყოლებაზე; ავსტრიამ – მცირე პოლონეთის ნაწილი და ჩერვონნოაია რუსის უმეტესი ნაწილი, კრაკოვის გამოკლებით; პრუსიამ – ვარმია და სამეფო პრუსია მდინარე ნოტეცამდე, დანციგისა და ტორნის გამოკლებით; 780.000 კვ. კმ-დან პოლონეთს დარჩა 554.000. სამი სახელმწიფოს ჯარებმა მოახდინეს თავიანთი ტერიტიორიების ოკუპაცია; ბარის კონფედერატები იძულებულნი იყვნენ თავიანთი უკანასკნელი პუნქტებიც (ჩენსტოხოვო, ლანცკორონა, ტინეცი) დაეტოვებინათ. პროტესტების მიუხედავად, პონიატოვსკის უნდა შეეკრიბა სეიმი (1772-1775) რეჩ პოსპოლიტას გაყოფის აქტის დამტკიცებისა და მისი ახალი მოწყობისთვის. სეიმის სრულუფლებიანმა დელეგაციამ დაამტკიცა გაყოფა და, დერჟავების პროექტის თანახმად, დაადგინა რეჩ პოსპოლიტას “კარდინალური უფლებები”, რომელთა შემადგენლობაშიც შევიდა ძველი სახელმწიფო წყობილების უმთავრესი ნაკლოვანებები: მეფის არჩევითობა, liberum veto, მეფისადმი წინააღმდეგობის უფლება და სხვანი. სიახლე გახლდათ “მუდმივი საბჭოს” (“Rada Nieusającà”) დაარსება 18 სენატორისა და 18 შლიახტიჩისგან (სეიმის არჩევის მიხედვით), რომელიც გაყოფილი იყო ხუთ დეპარტამენტად, აღმასრულებელი ხელისუფლებითა და მეფის თავმჯდომარეობით. სამეფო მამულების იჯარით გაცემის უფლება მეფემ “საბჭოს” დაუთმო; საბჭო წარუდგენდა მეფეს სამ კანდიდატს თანამდებობაზე, ერთერთი მათგანის დასამტკიცებლად. ჯარის რიცხოვნება განისაზვრებოდა 30.000-ით, გეტმანის შეზღუდული ძალაუფლების ქვეშ; შემოღებულ იქნა ირიბი გადასახადები, მოხელეთათვის ჯამაგირი და სხვა. ეკატერინე II საკუთარ თავზე იღებდა ამ წყობილების გარანტიას. პირველი გაყოფის შემდეგ პოლონეთში დაიწყო უკეთესისკენ მობრუნება. იზრდებოდა განათლება კონარსკის რეფორმირებული სკოლების დახმარების, საჯარო ბიბლიოთეკების გახსნის (ზალუსკი), აღორძინებად პოლონურ ლიტერატურაზე ფრანგული ლიტერატურის გავლენის გზით, რომლის პოლიტიკური განწყობაც უპირატესად მონარქისტული იყო. განსაკუთრებული დამსახურებანი განათლების სარბიელზე ჰქონდათ “საედუკაციო კომისიასა” (1778-1791) და მის წევრებს (პრიმასი პონიატოვსკი, ხრეპტოვიჩი, ეგნატე პოტოცკი, ზამოისკი, პირამოვიჩი, კოლონტაი, სნიადეცკი). კრაკოვისა და ვილნოს რეფორმირებუოლ უნივერსიტეტებს “კომისიამ” ახალი საშუალო სკოლები დაუქვემდებარა, ხოლო ამათ კი – უმდაბლესი სკოლები; კომისიის განკარგულებაში მიცემულ იქნა შემოსავლები იეზუიტებისთვის ჩამორთმეული მამულებიდან (იხ. Поიезуитскიя именიя); გამოიცა ბევრი კარგი სახელმძღვანელო წიგნი. “მუდმივმა საბჭომ” პოლონეთს ნამდვილი ხელისუფლება მისცა; ჯარი, ფინანსები, მიწათმოქმედება, მრეწველობა და ვაჭრობა მუდმივად უმჯობესდებოდა. პოლიტიკური ლიტერატურა (სტაშიცი) შემდგომი პოლიტიკური და სოციალური რეფორმების იდეას ანვითარებდა, საზოგადოების თანაგრძნობის მუდმივად ზრდის პირობებში. წარმოიქმნა რეფორმების ორი პარტია: 1) “პატრიოტული” (მალახოვსკი, ეგნატე და სტანისლავ პოტოცკები, ადამ ჩარტორიჟსკი და სხვები), რუსეთისადმი მტრული და 2) “სამეფო”, რომელიც რუსეთის მხარეს იხრებოდა; იყო კიდევ “გეტმანური” პარტია (ბრანიცკი, ფელიქს პოტოცკი), რომელიც ყველანაირ რეფორმებს ეწინააღმდეგებოდა და რუსეთთან მშვიდობას თანაუგრძნობდა. “ოთხწლიან სეიმზე” (1788-92) იმძლავრა “პატრიოტულმა” პარტიამ. რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტისთვის, რომელმაც ავსტრიასთან კავშირში მე-2 თურქული ომი დაიწყო (1787), მას ახალისებდა პრუსია, რომელსაც სურდა დანციგისა და ტორნის მიღება და 1790 წ. დადო კავშირი პოლონეთთან. “ოთხწლიანმა სეიმმა” უწინარეს ყოვლისა დაადგინა არმიის გაზრდა 100.000-მდე; შემდეგ მოსპო “მუდმივი საბჭო”; მეფე, ეკატერინეს მიერ გარანტირებული კონსტიტუციის ასეთი დარღვევის მიუხედავად, “პატრიოტებს” შეუერთდა; მაგრამ რადგანაც სეიმმა საკუთრ თავზე აიღო აღმასრულებელი ხელისუფლებაც, ხოლო “გეტმანური პარტია” კი ამ მუშაობის დეზორგანიზებას ცდილობდა, ამიტომ ჯარი ფაქტიურად მხოლოდ 40.000-მდე იქნა აყვანილი. ბოლოს სეიმი, გაორმაგებული შემადგენლობით, შეუდგა “კარდინალური უფლებების” რეფორმას და გაატარა: 1) “უფლება სეიმიკების შესახებ” (უმიწაწყლო შლიახტის გამორიცხვა, რომელიც მაგნატების იარაღს წარმოადგენდა) და 2) “უფლება მეშჩანების შესახებ” (მათი უფლებებში გათანაბრება შლიახტასთან). ამასობაში საერთაშორისო ურთიერთობები შეიცვალა: ავსტრიამ თურქეთთან ზავი დადო; რუსეთიც ახლოს იყო ამასთან და უკვე დადო ზავი შვედეთთან (1790). ეშინოდათ რა რუსეთის შურისძიებისა, “პატრიოტებმა” გადაწყვიტეს მოეხდინათ პოლონეთში ძლიერი მთავრობის ორგანიზება; ისარგებლეს რა ელჩების უმრავლესობის სააღდგომოდ თავიანთ ქვეყნებში გამგზავრებით, მათ სეიმზე, par acclamation, გაატარეს 1791 წ. 3 მაისის კონსტიტუცია (იხ. Польская конституцiя 3 мая 1791 г.). “ოთხწლიანმა სეიმმა” გადაწყვიტა “რუსული საკითხიც”, აღიარა რა რუსი ეპისკოპოსებისთვის სენატის სხდომებში მონაწილეობის უფლება, დაუნიშნა მათ ჯამაგირი და დააპროექტა რუსული სასულიერო სემინარიები. ამასობაში რუსეთმა დაამთავრა თურქეთის ომი (1792). პროტესტს გამოთქვამდა რა მომხდარი გადატრიალების წინააღმდეგ და მფარველობას უწევდა რა “გეტმანურ” პარტიას, რომელმაც ტარგოვიცაში კონფედერაცია ჩამოაყალიბა, ეკატერინემ პოლონეთში დაძრა 64.000-იანი ჯარი გენერალ კოხოვსკის უფროსობით. სეიმის ლიტვური არმია (15.000 ადამიანი) განადგურებულ იქნა, უკრაინისამ კი, იოზეფ პონიატოვსკის, კოსტიუშკოსა და ზაიონჩკას მეთაურობით, პოლონთან, ზელენცებთან და დუბენკასთან დამარცხებათა შემდეგ, ბუგისკენ დაიხია. მეფე, ვერ მიიღო რა პრუსიიდან დახმარება, ტარგოვიცის კონფედერაციას შეუერთდა; გენერლები და “პატრიოტები” საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდნენ, ჯარი და ქვეყანა კი ტარგოვიცის კონფედერაციის ხელმძღვანელობისა და რუსეთის ძალაუფლებას ჩაბარდნენ. მოხდა პოლონეთის მეორე გაყოფა, რომელიც გროდნოში ჩატარებულმა სეიმმა დაადასტურა (1793): რუსეთმა მიიღო მთელი დანარჩენი ბელორუსია, უკრაინა, პოდოლიე და პოლესიესა და ვოლინის აღმოსავლეთ ნაწილი, ხაზის გაყოლებაზე დინაბურგიდან (დვინსკიდან) პინსკისაკენ ზბრუჩამდე; პრუსიამ აიღო დანციგი, ტორნი, დიდი პოლონეთი, კუიავია და მაზოვია, მაზოვეცის სავოევოდოს გამოკლებით. პოლონეთს დარჩა სულ მხოლოდ 254.000 კვ. კმ; მას დაუბრუნეს ის წყობილება, რომელიც პირველ გაყოფამდე იქნა გამომუშავებული; ჯარი შეამცირეს 15.000-მდე. 1794 წ. იფეთქა აჯანყებამ ვარშავაში; უფრო ადრე დაიწყო ახალი ომი, რომელიც დასრულდა პრაღის აღებითა და ვარშავის კაპიტულაციით. ამას მოჰყვა პოლონეთის მესამე გაყოფა (1795): რუსეთმა აიღო ლიტვა, პრუსიამ – ტერიტორია მდინარეების პილიცის, ვისლის, ბუგისა და ნემანის დასავლეთით, ვარშავასთან ერთად, სამხრეთ პრუსიის სახელით, ავსტრიამ – ტერიტორია ბუგს, ვისლასა და პილიცას შორის, დასავლეთ გალიციის სახელწოდებით. პონიატოვსკიმ ტახტზე უარი თქვა; რეჩ პოსპოლიტამ არსებობა შეწყვიტა.


რეჩ პოსპოლიტის შემადგენლობაში შემავალი ოლქების შემდგომი ბედი 

რეჩ პოსპოლიტას ნაწილები, რომლებიც რუსეთს ერგო, დაყოფილ იქნა გუბერნიებად (კურლანდიისა, ვილნოსი, გროდნოსი). შენარჩუნებულ იქნა ლიტვური სტატუტი; მოსამართლეები აირჩეოდა სეიმიკების მიერ (სამ წელიწადში ერხელ), რომლებიც ასევე ირჩევდნენ მარშალკებს მთავრობასთან ურთიერთობებისთვის; ეპისკოპოსების სესტრენცევიცისა და სადოვსკის დახმარებით, მიტროპოლიტ როსტოცკისა და მთავარეპისკოპოს ლისოვსკის წინააღმდეგობის მიუხედავად, ვოლინში, პოდოლიესა და უკრაინაში მართლმადიდებლობას შემოუერთა (возсоединила съ православiемъ) თითქმის ყველა უნიატი (9300 სამრევლო 9500-დან). იმპერატორმა პავლემ, რომელიც არ თანაუგრძნობდა თავისი დედის პოლიტიკას პოლონურ საკითხში, უნიატებისთვის სამთავარეპისკოპოსოს აღდგენის ნება მისცა (1798) პოლოცკში, და საეპისკოპოსოებისა ლუცკსა და ბრესტ ლიტოვსკში; მან ასევე განდევნილებს პოლონეთში დაბრუნების ნება დართო. მხარე, რომელიც ავსტრიას აქვს დაკავებული პირველი გაყოფის შემდეგ, გალიციისა და ლოდომერიის სახელწოდებით, გაყოფილ იქნა 6 ოკრუგად; მათ მესამე გაყოფის შემდეგ დაემატა კიდევ დასავლეთ გალიციის 6 ოკრუგი, რომლებიც ავსტრიის ხელში მხოლოდ 1795-დან 1809 წ. ჩათვლით იყო. გერმანული მოხელეობა, გერმანული სკოლები (1784 წ.-დან – ლვოვის უნივერსიტეტი), ავსტრიული სამართალი, მონასტრების დახურვა, სასულიერო წოდებაზე პაპის გავლენის შეზღუდვა, სამთავრობო სასულიერო სემინარიების გახსნა, პატრიმონიალური იუსტიციის შეზღუდვა – ასეთი იყო “იოზეფიზმის” გამოვლენები გალიციაში, რომლებიც თუმცა კი ლეოპოლდ II-მ მოსპო. პრუსიაში ყოფილი პოლონური მიწებისგან ორგანიზებულ იქნა სამი პროვინცია: დასავლეთ პრუსია, სამხრეთ პრუსია და ახალი აღმოსავლეთ პრუსია. სამთავრობო ენად იქცა გერმანული; შემოღებულ იქნა პრუსიული საერო სამართალი (прусское земское право, Allgem. Lalndrecht); მოეწყო გერმანული სკოლები; შლიახტური მამულების დავალიანება და გაყიდვა შემსუბუქებულია იპოთეკების მოწყობით (1797); სამეფო და სასულიერო მამულები ხაზინაშია ჩამორთმეული. 1794 წ. აჯანყების ბელადებმა და სხვა მრავალრიცხოვანმა ემიგრანტებმა, საფრანგეთზე დაიმედებით, შექმნეს “პოლონური ლეგიონები” (იხ.). როცა პრუსიის განადგურების (разгромъ) შემდეგ, ნაპოლეონი ვარშავაში გამოჩნდა, მას იქ ენთუზუიაზმით შეხვდნენ. ტილზიტის ზავის მიხედვით (1807) შეიქმნა ვარშავის დიდი საჰერცოგო, რომელიც საქსონიის კურფიურსტს მიეცა, მაგრამ საფრანგეთის იმპერატორის უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა (იხ. V, 564). ვენის კონგრესზე 1815 წ. პოლონური მიწების ბედი გადაწყვეტილ იქნა ახალი (მეოთხე) გაყოფით: ავსტრიისთვის დაბრუნებულ იქნა 1809 წ. დანაკარგების ნაწილი; კრაკოვმა, მცირე ოლქით წარმოქმნა რესპუბლიკა, რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის მეურვეობით; პრუსიამ დაიბრუნა მხარე მდინარე პროსნას იქით, კალიშის გარდა, “პოზნანის დიდი სამთავროს” საერთო სახელწოდებით, ასევე დანციგი და ტორნი; რუსეთმა მიიღო ვარშავის საჰერცოგოს დანარჩენი 4/5 პოლონეთის სამეფოს სახელით. იხ. Царство Польское, Польскiя конституцiи 1791 и 1815 г., Польскiя возстанiя, Польская эмиграцiя, Велепольскiй, Польская партiя въ Австрiи, Польская партiя въ Германiи.

(შემდეგ მოდის პოლონეთის შესახებ ისტორიოგრაფიის მოკლე მიმოხილვა და იმხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)

ნ. იასტრებოვი 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა  

No comments:

Post a Comment