Tuesday, July 15, 2014

1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ

1991 წლის განმავლობაში ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს ნომრებში ქვეყნდებოდა წერილები ერაყის წინააღმდეგ აშშ-ის მეთაურობით შექმნილი ანტიერაყული კოალიციის ჯარების მოქმედებათა მზადებისა და წარმოების შესახებ. ეს წერილები ერთმანეთს ავსებდა თემატურად, ვინაიდან კონფლიქტის სხვადასხვა სფეროებსა და ეტაპებს შეეხებოდა, და, მთლიანობაში, მასზე კარგ მოზაიკურ სურათს იძლეოდა. ქვემოთ შემოთავაზებული მასალა სწორედ ამ წერილების მიხედვით გახლავთ მომზადებული, რაც ჩვენს მკითხველს, ვიმედოვნებთ, საკმარისად სრულ სურათს შეუქმნის ამ კონფლიქტის წარმოშობის, მიმდინარეობისა და უახლოესი შედეგების თაობაზე. მასალის დიდი მოცულობის გამო ის ბლოგზე ორ ნაწილად ავტვირთეთ.

(ნაწილი I)


I. აშშ შეიარაღებული ძალების ოპერაცია “დეზერთ შილდი” 

1990-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო განვითარების განმსაზღვრელ ტენდენციას, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა მრავალწლიანი “ცივი ომიდან” გადასვლა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვასა და წამყვანი სოციალურ-პოლიტიკური სისტემების სამხედრო დაპირისპირების დონის შემცირებაზე. მაგრამ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაში დასახულ პროგრესს თან ახლდა “მესამე მსოფლიოში” როგორც არსებული, ისე პოტენციური სამხედრო კონფლიქტების შენარჩუნება. ყველაზე უფრო სახიფათო და ვერპროგნოზირებადი კრიზისული სიტუაცია კი სპარსეთის ყურის ზონაში იქნა ჩამოყალიბებული 1990 წლის 2 აგვისტოს ქუვეითში ერაყის შეჭრის შედეგად. აგრესიამ განაპირობა ამ რეგიონში აშშ-ის ეგიდით თავისი მასშტაბისა და ეროვნული შემადგენლობის მიხედვით ჯარების (ძალების) სხვადასხვაგვარი კონტინგენტების უპრეცედენტო თავმოყრა ე. წ. ოპერაციის “დეზერთ შილდი” (“უდაბნოს ფარი”) ფარგლებში.

ოპერაციის ძირითად სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში მიაკუთვნებდნენ უახლოეს და შემდგომ მიზნებს. პირველი – ეს გახლდათ საუდის არაბეთის ტერიტორიის დაცვა, ოკუპირებული ტერიტორიიდან ერაყული ჯარების უსიტყვო გაყვანის განხორციელება და ქუვეითის დამხობილი ხელისუფლების აღდგენა; მეორე კი – ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებული ძალების წონასწორობის დამყარება, ნავთობით მდიდარ მნიშვნელოვან რაიონებზე ამერიკული კონტროლის შენარჩუნება და რეგიონში გრძელვადიან საფუძველზე შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის გაფართოება. ამ მიზნების მიღწევას ურთიერთშემავსებელ ღონისძიებათა კომპლექსის ჩატარების გზით ითვალისწინებდნენ: ერაყზე პოლიტიკური ზეწოლიდან და მისი ეკონომიკური ბლოკადიდან ძლიერების დემონსტრირებამდე და კოალიციური საომარი მოქმედებების შესაძლო გაჩაღებამდე.

ოპერაცია “დეზერთ შილიდის” საერთო ხელმძღვანელობა ეკისრებოდა აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტს (შუკ), უშუალო ხელმძღვანელობა კი – გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის შტაბს.

ოპერაციის ფარგლებში შეერთებული შტატების მიერ მიღებულ და დასახულ ზომებს შორის, რომლებიც ფაქტიურად შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის შესაბამის ელემენტებს წარმოადგენდა, უცხოელი სპეციალისტები გამოყოფდნენ შემდეგს: რეგულარული ჯარების (ძალების) ნაწილის მშვიდობიანობის დროის მდგომარეონიდან ომიანობის დროის მდგომარეობაში გადაყვანა და ყველა სახეობის დაზვერვის გააქტიურება; “სწრაფი გაშლის ძალების” (სგძ) პირველი ეშელონის კონფლიქტის ზონაში საკონტინენტთაშორისო გადასროლა; სარეზერვო ფორმირებების ამორჩევითი მობილიზაცია, მთავარი ძალების ახლო აღმოსავლეთში გადაბაზირება (პერებაზირება), მათ მიერ ომის თეატრის თავისებურებათა ათვისება და შესაძლო თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებებისთვის მომზადება.

უცხოური საინფორმაციო სააგენტოების შეტყობინებებით, 1990 წლის 2 აგვისტოს (ერაყის მიერ ქუვეითზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ) დაიწყო ამერიკული იმ მაღალმობილური შენაერთებისა და ნაწილების პირადი შემადგენლობის შეტყობინება და განგაშით ფეხზე დაყენება, რომლებიც შემდგომში ოპერაციაში “დეზერთ შილდი” მონაწილეობდნენ. აშშ-ის მზადყოფნის დემონსტრირების მიზნით დაუყოვნებლივ წინ აღდგომოდა ერაყის აგრესიას და აგრეთვე სგძ-ის მთავარი ძალების შემდგომი გაშლისთვის პირობების უზრუნველყოფის მიზნითაც 1990 წლის 9 აგვისტოს საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გადასროლილ იქნა მისი მეწინავე ეშელონი – 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გაძლიერებული ბრიგადა, F-15C და D ტაქტიკური გამანადგურებლების ორი ესკადრილია, რაზმი შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის AWACS სისტემის ხუთი E-3 თვითმფრინავის შემადგენლობით და ორი გუნდი, რომელთაგან თითოეულში კავშირგაბმულობის სათანამგზავრო სისტემის 20 ტექნიკური სპეციალისტი შედიოდა.

წითელი და არაბეთის ზღვების, ომანისა და სპარსეთის ყურეების აკვატორიებში მოახდინეს აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) სამი საავიამზიდო დამრტყმელი (90-მდე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი თითოეული ავიამზიდის ბორტზე) და ერთი სახომალდო (ექვსი-რვა ხომალდი, მათ შორის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების “თომაჰოქების” მატარებლები) ჯგუფების საბრძოლო პატრულირება.

აშშ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ მიმართა აგრეთვე ძალისხმევას ჩასატარებელი ოპერაციის სადაზვერვო უზრუნველყოფის განტოტვილი სისტემის შესაქმნელად. კოსმოსურ ხედვით და რადიოტექნიკურ დაზვერვაზე (KH-11 და “ლაკროსის” ტიპის თანაგზავრები) დამატებით ყველა სახეობის დაზვერვის ძალები და საშუალებები იქნა ამოქმედებული U-2, TR-1 და RF-4 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების, რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის სახომალდო და მიწისზედა სისტემების ჩათვლით. სპარსეთის ყურის ზონაში საჰაერო სივრცის კონტროლის საქმეში ჩართულ იქნა AWACS სისტემის შრლა და მართვის თვითმფრინავები E-3, რომელთაც ჰაერში საბრძოლო მორიგეობა ჰქონდათ როტაციულ საფუძველზე. საუდის არაბეთში გაშლილ იქნა საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) უპილოტო საფრენი აპარატების (უფა) სამი რაზმი, რომლებიც მიზნების დაზვერვას, აგრეთვე მართვისა ინფორმაციის დამუშავების შესაბამის პუნქტებში დროის რეალურ მასშტაბში მონაცემების გადაცემას უზრუნველყოფდნენ.

კონფლიქტის ზონაში ჯარების (ძალების) ამერიკული დაჯგუფების სტრატეგიული გაშლისა და შესაძლო საბრძოლო გამოყენებისთვის დამატებითი ადამიანური და მატერიალური რესურსების ჩართვის (привлечение) მიზნით აშშ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჩატარებულ იქნა ამორჩევითი მობილიზაცია. სამობილიზაციო ღონისძიებები განახორციელეს ორ ეტაპად: პირველი (1990 წლის 22-31 აგვისტო) – ძირითადად რეზერვის სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილიების საფრენოსნო ეკიპაჟების, მიწისზედა სატრანსპორტო და სამედიცინო ქვედანაყოფებისა და 50-ზე მეტი სარეზერვო გემის მობილიზაცია; მეორე – (1990 წლის 1 სექტემბერი – 1 ოქტომბერი) – რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფების გადაყვანა. სულ 50 ათასამდე რეზერვისტი იქნა მობილიზებული. ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვეული რეზერვისტები სპარსეთის ყურის რაიონში გაგზავნის წინ, როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ ინტენსიურ მომზადებას ეროვნულ სასწავლო ცენტრში ფორტ-ირვინში (კალიფორნიის შტატი), სადაც ითვისებდნენ სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების ხერხებს მთაგორიანი და უდაბნო ადგილმდებარეობის პირობებში.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ჩატარებული სამობილიზაციო ღონისძიებების მსვლელობისას გამოვლენილ იქნა რიგი ნაკლოვანებებისა, რომელთაგან მთავარი გახლდათ – აშშ სზძ-ის სარეზერვო ფლოტის გემების მზადყოფნის დაბალი დონე და წაყენებული მოთხოვნებისადმი შეუსაბამო მდგომარება. დამახასიათებელი იყო, რომ მობილიზებული სარეზერვო გემების მხოლოდ 20-25 % იქნა თავის დროზე შეერთებული შტატებიდან საუდის არაბეთში შესაბამისი ტვირთების გადაზიდვისთვის სათანადო მზადყოფნაში მოყვანილი და ჩატვირთვის პორტებშიც დადგენილ ვადებში მივიდა. სარეზერვო გემების შემადგენლობის არცთუ მაღალი სამობილიზაციო მზადყოფნის ძირითადი მიზეზების რიცხვში აღინიშნებოდა ეკიპაჟების დაუკომპლექტებლობა და არასაკმარისი პროფესიული მომზადება, კონსერვაციაში გემების დაძველება და უხარისხო მომსახურება.

ამასთან ერთად ადგილი ჰქონდა ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევით უკმაყოფილების გამოვლენისა და კონფლიქტური სიტუაციის ზონაში ამერიკული ჯარების (ძალების) კონტინგენტის შემადგენლობაში ფუნქციური მოვალეობების შესრულებაზე რეზერვისტების მიერ უარის თქმის შემთხვევებსაც. აღინიშნებოდა აგრეთვე აშშ რეგულარული შეიარაღებული ძალებიდან დეზერტირობის ცალკეული შემთხვევები, რათა კრიზისულ რაიონში გაგზავნისგან თავი აერიდებინათ. ასეთი მდგომარეობის ერთერთ მიზეზად ითვლებოდა საბრძოლო დანაკარგების მაღალი ალბათობა საომარ მოქმედებათა გაჩაღების შემთხვევაში. გარდა ამისა, ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ ამერიკის პრეზიდენტის კაბინეტში არავის არ ჰყავს ისეთი შვილები, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულზე აშშ შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შემადგენლობაში იქნებოდნენ სამსახურში. როგორც ჟურნალი “თაიმი” 1990 წლის ნოემბერში იტყობინებოდა, ქვეყნის 535 კონგრესმენიდან მხოლოდ ორის შვილები მონაწილეობდნენ ოპერაციაში “დეზერთ შილდი” (შედარებისთვის – 1970 წელს ვიეტნამსა და სხვა ქვეყნებში სამსახურს კონგრესის 74 წევრის შვილები გადიოდნენ).

აშშ-დან კონფლიქტის ზონაში მთავარი ძალების (სახმელეთო ჯარების 1-ლი საკავალერიო /ჯავშანსატანკო – ი. ხ./, მე-2 ჯავშანსატანკო, 24-ე მექანიზებული ქვეითი, 82-ე საჰაერო-სადესანტო და 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიები; 197-ე ცალკეული მექანიზებული ქვეითი ბრიგადა და მე-3 ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი; საზღვაო ქვეითი ჯარის 1-ლი, მე-4 და -7 საექსპედიციო ბრიგადები) სტრატეგიული გადასროლა ხორციელდებოდა კომბინირებული ხერხით (ჰაერითა და ზღვით) და ძირითადად 1990 წლის 1 ნოემბრისთვის იქნა დასრულებული.

პირადი შემადგენლობისა და სხვადასხვანაირი სამხედრო ტვირთების საკონტინენტთაშორისო გადასროლებში ამოქმედებულ იქნა 250 სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-5 და C-141 (სამხედრო-საჰაერო ძალების /სჰძ/ სათვითმფრინავო ფარეხის 80 %-მდე), რომლებმაც 3500 რეისის მსვლელობისას ჩაიყვანეს 150 ათასზე მეტი ადამიანი და ჩაიტანეს 80 ათასი ტ ტვირთი. მათი გამოყენების ინტენსივობა ერთ თვითმფრინავზე დღეღამეში ნაფრენის (налёт) 11-15 სთ-ს აღწევდა, რაც საომარი დროისთვის დაგეგმილ ნორმატივებს შეესაბმებოდა (ყოველდღიური სასწავლო-საბრძოლო საქმიანობის მსვლელობისას – დაახლოებით 5 სთ). აშშ სჰძ-ის სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობის (მტას, ВТАК – военно-транспортное авиационное командование) მფრინავის საშუალო ნაფრენი შეადგენდა 120-150 სთ-ს თვეში (50 სთ-ის ნაცვლად ჩვეულებრივ პირობებში). გარდა ამისა, დასავლეთ ევროპიდან სპარსეთის ყურის ზონასა და მის ფარგლებში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ჩაყვანასა და მატერიალური საშუალებების ჩატანას ტაქტიკური სამხედრო-საჰაერო ძალების C-130 ტიპის 50 თვითმფრინავი უზრუნველყოფდა. 

ჯარებისა და ტვირთების მასობრივ გადასროლაში აშშ რეგულარული სჰძ-ის სატრანსპორტო თვიოთმფრინავების ფარეხის შესაძლებლობების ასამაღლებლად ასევე 124 სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო თვითმფრინავი იქნა გამოყენებული ქვეყნის სამოქალაქო ავიაკომპანიებიდან. გარდა ამისა, მოახდინეს აშშ სჰძ-ის მტას-ის რეზერვის 38 სატრანსპორტო თვითმფრინავის მობილიზაცია. სულ სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა შეასრულეს 3000-ზე მეტი რეისი და ჩაიყვანეს 100 ათასი ადამიანი და ჩაიტანეს 140 ათასი ტ ტვირთი.

აშშ კონტინენტური ნაწილიდან საუდის არაბეთში თვითმფრინავების გადაფრენის მარშრუტის სიგრძე შეადგებდა 12-15 ათას კმ-ს, რომელსაც ისინი 20-25 სთ-ში ფარავდნენ. მათი დაჯდომის შუალედური პუნქტების სახით გამოიყენებოდა ავიაბაზები (აეროდრომები) აზორის კუნძულებზე, გფრ-ში, ესპანეთში, სადაც საფრენოსნო ეკიპაჟებს დასვენების საშუალება ეძლეოდათ ან იცვლებოდნენ. 

თავდაპირველად (1990 წლის აგვისტო-სექტემბრის განავლობაში) სრულდებოდა უპირატესად პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო მასალების ტრანსპორტირება, ხოლო შემდგომში კი – სხვადასხვანაირი მატერიალური საშუალებების, მათ შორის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სისტემებისთვის სათადარიგო ნაწილებისა. 

სატრანსპორტო თვითმფრინავების ავიაბაზებში (აეროდრომებზე) ყოფნის ხანგრძლივობის შემცირების მიზნით საწვავით მათი ბოლომდე გაწყობა (дозапрвка) წარმოებდა, როგორც წესი, ჰაერში, დაჯდომის წინ ან მაშინვე აფრენის შემდეგ. 

სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საჰაერო გადასროლების პარალელურად გასაშლელი მთავარი ძალების შემადგენლობიდან განხორციელებულ იქნა აგრეთვე სპარსეთის ყურის ზონაში დაახლოებით 600 თვითმფრინავის გადაბაზირება აშშ სჰძ-ის ტაქტიკური და სტრატეგიული ავიაციის 20 სხვადასხვა საავიაციო ფრთიდან B-52 ბომბდამშებნებისა და “სთელთ” ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი F-117A უახლესი ტაქტიკური გამანადგურებლების ჩათვლით. აშშ კონტინენტური ნაწილიდან საუდის არაბეთში ტაქტიკური გამანადგურებლებისა და მოიერიშეების დაუჯდომელი გადასროლის ხანგრძლივობა (მარშრუტის სიგრძე 12-15 ათასი კმ, ჰაერში საწვავით 10-12 გაწყობა) საშუალოდ 15 სთ-ს შეადგენდა. კონფლიქტის ზონაში გადასროლილი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების ბაზირებისა და განწერტვისთვის (рассредоточение) 20-ზე მეტი ადგილობრივი ავიაბაზა (აეროდრომი) იქნა გამოყენებული.

ზღვით მიეწოდებოდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე სისტემები (ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, ვერტმფრენები, საარტილერიო ქვემეხები) და მატერიალური საშუალებანი ჯარების (ძალების) გასაშლელი დაჯგუფების უზრუნველსაყოფად. ამ ტვირთების გადასროლისთვის აშშ სზძ-ის საზღვაო გადაზიდვების სარდლობამ გამოიყენა დაახლოებით 120 საშტატო და დაქირავებული სატრანსპორტო გემი, მათ შორის 53 მობილიზებული ფლოტის პირველი რიგის რეზერვიდან. შეერთებული შტატების პორტებიდან კონფლიქტური სიტუაციის ზონაში საზღვაო ტრანსპორტების გადასვლის ხანგრძლივობა (მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 12 ათასი მილი) 21-27 დღეღამეს შეადგენდა. მათ სულ 2 მლნ. ტ-მდე სხვადასხვა ტვირთები ჩაიტანეს.

სპარსეთის ყურის ზონაში 8-14 დღეღამის განმავლობაში მოახდინეს ასევე სზძ-ის სამი ესკადრის გადაბაზირება 13 გემ-საწყობის შემადგენლობით წინასწარ შექმნილი შეიარაღებისა და მომარაგების სხვადასხვანაირი საგნების მარაგებით. ამ გემ-საწყობებში ინახებოდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მარაგები საზღვაო ქვეითი ჯარის სამი საექსპედიციო ბრიგადისთვის (საერთო რიცხოვნებით 50 ათას ადამიანამდე) საბრძოლო მოქმედებათა 30 დღეღამის ანგარიშით.

სულ აშშ შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის პროცესში სპარსეთის ყურის ზონაში 1991 წლის იანვრის შუახანებისთვის თავი მოუყარეს 400 ათასზე მეტ ადამიანს (ხომალდებსა და გემებში მყოფი პირადი შემადგენლობის გათვალისწინებით), ათ დივიზიას, სამ ბრიგადას, 2500-ზე მეტ ტანკს, საველე არტილერიის დაახლოებით 2000 ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს, 1500-მდე თვითმფრინავსა და 80 ხომალდს (გემს), ექვსი ავიამზიდის ჩათვლით.

ამ პერიოდისთვის ჩამოყალიბებულ ამერიკული ჯარების (ძალების) დაჯგუფებას, და უწინარეს ყოვლისა სჰძ-ისა და სზძ-ის კომპონენტებს, გააჩნდათ საკმარისი საბრძოლო შესაძლებლობები არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ შეტევითი ამოცანებისთვისაც. მაგრამ, ერაყისთვის სამხედრო ძლიერებით მუქარის შესაქმნელად ამერიკული მხარის მიერ გამოჩენილი ძალისხმევის მიუხედავად, ერაყის ხელისუფლების პოზიცია უცვლელი დარჩა. ამიტომ აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება 1990 წლის ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში 200 ათასი რეზერვისტის დამატებით მობილიზაციაზე შეიარაღებულ ძალებში მათი ყოფნის ექვსიდან 12 თვემდე გაგრძელებით, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში 150 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მეტი საერთო რიცხოვნების შენაერთებისა და ნაწილების გადასროლის შესახებ როგორც ჩრდილოამერიკული კონტინენტიდან, ისე დასავლეთევროპული ზონიდანაც. ამის შედეგად აშშ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ამ რეგიონში სავარაუდოდ მოითვლებოდა 350-400 ათასი, ხოლო მოკავშირეთა ჯარების გათვალისწინებით კი – დაახლოებით 500 ათასი ადამიანი. გადასროლისთვის გათვალისწინებული შენაერთებისა და ნაწილების კონტინგენტში ჩართული იყვნენ: მე-7 საარმიო კორპუსის შტაბი, 1-ლი მექანიზებული ქვეითი, 1-ლი და მე-3 ჯავშანსატანკო დივიზიები, 48-ე და 256-ე ცალკეული მექანიზებული ქვეითი და 155-ე ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადები, მე-2 ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, სახმელეთო ჯარების ზურგის მე-2 ცალკეული საკორპუსო სარდლობა, სამი საავიამზიდო და ერთი სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფები, ზქჯ-ის მე-2 და მე-5 საექსპედიციო ბრიგადები, აშშ სზძ-ის მე-3 ამფიბიურ-სადესანტო ჯგუფი.

კონფლიქტის ზონაში უკვე გადასროლილი ამერიკული ჯარების დიდი ნაწილი თავმოყრილი იყო საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. უშუალოდ ქუვეითთან მოსაზღვრე რაიონებში აშშ-ისა და მის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების დაჯგუფება შემდეგნაირად ხასიათდებოდა. პირველ ეშელონში თავდაცვით და შეკმავებელ პოზიციებზე, რომლებიც უმთავრესად ერაყული ჯარების შესაძლო მოქმედებათა არცთუ მრავალრიცხოვან ძნელადმისადგომ და სხვა მიმართულებებს კეტავდნენ, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, სირიისა და მაროკოს ნაწილები და ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ. ამასთან ქვეყნის ტერიტორიასთან მომიჯნავე 10 კმ-იან ზოლს საუდის არაბეთის საჯარისო ფორმირებები აკონტროლებდნენ. ჯარების კოალიციური დაჯგუფების მეორე ეშელონს ამერიკული შენაერთები და ნაწილები შეადგენდნენ, რომლებიც ძირითადად ოპერატიული მიმართებით მნიშვნელოვან გზებს, საზღვაო პორტებსა და ნავთობმომპოვებელ რაიონებს იფარავდნენ.

სპარსეთის ყურის ზონაში გადასროლილი აშშ შეიარაღებული ძალების კონტინგენტების საქმიანობის შინაარსი (იანვრის დასაწყისის მდგომარეობით) ერაყის წინააღმდეგ შესაძლო საომარი მოქმედებებისთვის მზადებაზე დაიყვანებოდა. ამერიკული სახმელეთო ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები პერიოდულად საკომანდო-საშტაბო და ტაქტიკურ-სწავლებებს ატარებდნენ ოპერატიული გეგმების დაზუსტებისა და უდაბნო ადგილმდებარეობის (местность) პირობებში სავარაუდო მოქმედებათა ხერხების დამუშავებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქიმიური იარაღის გამოყენების პირობებში საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტისთვის მომზადებას, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებთან და საარმიო ავიაციის ვერტმფრენებთან, აგრეთვე მოკავშირეების ჯარებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზებასა და შენარჩუნებას.

აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების საავიაციო ნაწილები და ქვედანაყოფები ერაყის ნაწილობრივ საჰაერო ბლოკადას ახორციელებდნენ, საფრენოსნო-ტაქტიკურ სწავლებებს ატარებდნენ მიწისზედა ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერის, მეწინავე საავიაციო მეთვალყურეებთან (დამკვირვებლებთან) და მოკავშირეთა ავიაციასთან ურთიერთმოქმედების ამოცანების გადაწყვეტაში. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სისტემების გარღვევის ხერხების ათვისებას, მიწისზედა მიზნებზე დარტყმების მიყენებას, მათ შორის ღამის პირობებშიც, აგრეთვე უდაბნო ადგილმდებარეობაზე ორიენტირების საკითხებს. F-15 და F-117A ტიპის მორიგე გამანადგურებლების საფრენოსნო ეკიპაჟები საუდის არაბეთის სჰძ-ის თვითმფრინავებთან ერთობლივად ქუვეითთან მოსაზღვრე საჰაერო სივრცეში საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდნენ.

AWACS სისტემის შრლა და მართვის E-3 თვითმფრინავები U-2, TR-1 და RF-4 ტიპის თვითმფრინავ-მზვერავებთან ერთობლივად მუდმივად აკონტროლებდნენ ერაყის შეარაღებული ძალების საქმიანობას. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, კონფლიქტის ზონაში გაშლილ დაზვერვის სისტემას აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გაფრთხილება ერაყის მიერ საომარი მოქმედებების გაჩაღების შესახებ შეეძლო მათ დაწყებამდე 12-24 სთ-ით ადრე.

აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითი ჯარი (სულ რეგიონში თავმოყრილი გახლდათ დაახლოებით 90 ათასი საზღვაო ფეხოსანი, ე. ი. ზქჯ-ის მთელი პირადი შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი) აკონტროლებდა მნიშვნელოვან პორტებსა და ნავთობმომპოვებელ რაიონებს, იფარავდა ქუვეითიდან საუდის არაბეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ არსებული ნავთობმომპოვებელი საწარმოებისკენ მიმავალ ძირითად მარშრუტებს, პერიოდულად ატარებდა საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ცალკეული ელემენტების დამუშავებისთვის საჭირო სწავლებებს.

აშშ სზძ-ის ხომალდები ახორციელებდნენ ერაყის საზღვაო ბლოკადასა და მისი სანაპიროს გაყოლებით ნაღმების დაყენებას. ჩატარებული სწავლებების მსვლელობისას ამუშავებდნენ საგემბანო ავიაციის თვითმფრინავებითა და “თომაჰოქის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით ერაყის საკვანძო ობიექტებზე დარტყმების მიყენების, აგრეთვე ზღვისპირა მიმართულებებზე მიწისზედა ძალების მოქმედებათა მხარდაჭერის ამოცანებს.

ამასთან ერთად ახორციელებდნენ კავშირგაბმულობის სათანამგზავრო, მოკლეტალღოვანი (მტ) და ულტრამოკლეტალღოვანი (უმტ) ხაზების გამოყენებით შექმნილი მართვის სისტემის სრულყოფის, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ღონისძიებებს. იგროვებდნენ მომარაგების სხვადასხვანაირი საგნების, და პირველ რიგში საბრძოლო მასალების მარაგებს 30 დღეღამისა და მეტის საბრძოლო მოქმედებათა ანგარიშით. კონფლიქტის ზონაში ამერიკული ჯარების (ძალების) მატერიალურ საშუალებებში მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ როგორც აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან მიწოდებების ხარჯზე, ისე ამ რეგიონში “სწრაფი გაშლის ძალებისთვის” 80-იანი წლების დასაწყისში შექმნილი მარაგების გამოყენების გზითაც.

სერიოზულ პრობლემად, რომელსაც შეეჯახნენ ამერიკული ჯარები სპარსეთის ყურის ზონის რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში, იქცა წყალი. წყლის ხარჯვის საშუალო ნორმა ერთ სამხედრო მოსამსახურეზე შეადგენდა დაახლოებით 76 ლიტრს დღეღამეში (დალევის, საჭმლის მომზადების, ჰიგიენისა და ძრავების გაციების სისტემებში გამოყენების გათვალისწინებით). აშშ შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ნაწილების წყლით მომარაგებისთვის გაშლილი იყო რამდენიმე ტიპის წყალგამწმენდი დანადგარები (მიწასა და ბარჟებზე): მცირე მწარმოებლურობისა – 1,6 ათას ლ/სთ-მდე და დიდი მწარმოებლურობისა – 500 ათასი ლ/დღე.

1991 წლის იანვრის მდგომარეობით, სპარსეთის ყურის ზონაში ამერიკული ჯარების (ძალების) სტრატეგიული გაშლისა და საქმიანობის პროცესში დაიღუპა დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურე (მათმა ნაწილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) და ავიაკატასტროფა განიცადა 20-მდე თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებების თანახმად, სპარსეთის ყურის ზონაში თავმოყრილი აშშ-ისა და მის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების დაჯგუფება თავისი საბრძოლო შესაძლებლობების მიხედვით უკვე ნოემბრის ბოლოს მზად იყო სხვადასხვა სახეობის კოალიციური საომარი მოქმედებების წარმოებისთვის ერაყის წინააღმდეგ, რომელთა გაჩაღების შესაძლო ხერხები და ხასიათი დამოკიდებული გახლდათ ამ რეგიონში კონკრეტულად ჩამოყალიბებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე. ინფორმაციის საზღვარგარეთულ საშუალებებში მოჰყავდათ ასეთი მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტები, რომელთა ძირითადი შინაარსიც შემდეგზე დაიყვანებოდა. დაპირისპირებულ მხარეთა უშუალო შეიარაღებული შეჯახება შეიძლებოდა დაწყებულიყო ერაყის მაპროვოცირებელი აქციების, მისი საოკუპაციო ჯარების ქუვეითში შემდგომი ყოფნის ან აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დამსწრები დარტყმის მიყენებაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად. საბრძოლო მოქმედებები შესაძლო იყო ჩაეტარებინათ საჰაერო-მიწისზედა (საჰაერო-სახმელეთო) და საზღვაო სადესანტო ოპერაციების სახით რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ ეტაპად.

ოპერაციის პირველ ეტაპზე გაითვალისწინებოდა ღამის საფარველქვეშ სჰძ-ის, სზძ-ის ავიაციითა და “თომაჰოქის” ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით მასირებული და შერჩევითი სარაკეტო-საბომბე დარტყმების მიყენება საკვანძო ობიექტებსა და ჯარებზე როგორც ერაყის ტერიტორიაზე, ისე ქუვეითისაც. დაზიანების პირველი რიგის ობიექტების სახით განისაზღვრებოდა საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებები, ავიაბაზებში (აეროდრომებზე) მყოფი საბრძოლო ავიაცია, “მიწა-მიწა” კლასის რაკეტების სასტარტო პოზიციები, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის უმნიშვნელოვანესი ობიექტები, სატანკო და მექანიზებული ქვეითი ფორმირებების თავმოყრის რაიონები. ეტაპის მთავარი მიზანი გახლდათ – ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩახშობა, მისი მართვის სტრუქტურის პარალიზება და მისი შეტევითი ძალებისა და საშუალებების მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობის შემჭიდროვებულ ვადებში განადგურება. ითვლებოდა, რომ ერაყული ავიაციისა და სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულების სარაკეტო სისტემების საბრძოლო მოქმედებათა უკვე პირველ საათებში მწყობრიდან გამოყვანაზე იქნებოდა დამოკიდებული მთლიანობაში მთელი ოპერაციის წარმატება. განთიადისთვის მოწინააღმდეგეს შესაძლო იყო მთლიანად დაეკარგა საპასუხო დარტყმის მიყენებისა და შემდგომი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამ ამოცანების გადაწყვეტაში განსაკუთრებული როლი ეთმობოდა სტრატეგიულ ბომბდამშენებს B-52, საზღვაო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს “თომაჰოქი”, გამანადგურებელ-ბომბდამშებნებს F-111, ახალ ტაქტიკურ გამანადგურებლებს F-117A, F-15 და F-16, საგემბანო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავებს, აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) თვითმფრინავებს.

მეორე ეტაპის მსვლელობისას სისტემატიური საავიაციო დარტყმებისა და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმების სერიით იგეგმებოდა ერაყის ინფრასტრუქტურისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ელემენტების მწყობრიდან გამოყვანა, საუდის არაბეთთან საზღვრების გასწვრივ განლაგებული მისი სატანკო და მექანიზებული ქვეითი ფორმირებების განადგურება. დარტყმების მიყენებისთვის პირველი რიგის მიზნებად განიხილებოდა ქიმიური და ბირთვული მრეწველობის საწარმოები, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების ქარხნები, სხვადასხვანაირი საწყობები და კომუნიკაციათა ძირითადი ელემენტები. ამასთან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ერაყული სარდლობის შეცდომაში შეყვანას დეზინფორმაციისა და უწყვეტი რადიოელექტრონული წინააღმდეგობის ღონისძიებათა განხორციელების გზით.

მესამე ეტაპზე ვარაუდობდნენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის გაერთიანებული ძალისხმევით, ტაქტიკური და საგემბანო ავიაციის მხარდაჭერითა და საჰაერო და აერომობილურ დესანტებთან, აგრეთვე სპაციალური დანიშნულების ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით. მისი ძირითადი მიზანი იყო – ერაყული ჯარების თავდაცვის გარღვევა, ქუვეითს მოკვეთა და იზოლირება, ქუვეითის ტერიტორიაზე და საზღვრისპირა ზოლში მყოფი ერაყული შენაერთებისა და ნაწილების განადგურება. მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა საბრძოლო ავიაციის თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და სატანკო ფორმირებების შეთანხმებულ საბრძოლო გამოყენებას.

შეტევითი საბრძოლო მოქმედებები შესაძლო იყო ეწარმოებინათ ფართო ფრონტის ზოლებში, ისინი შეიძლებოდა გამორჩეული ყოფილიყო მაღალი მობილურობითა და ავტონომიურობით, ასევე მათთვის დამახასიათებელი ყოფილიყო ხშირი შემხვედრი ბრძოლები. მათი წარმოებისას ძირითად საორგანიზაციო-საბრძოლო ერთეულებად შეიძლებოდა ქცეულიყვნენ შერეული მოტოქვეითი, სატანკო და სავერტმფრენო ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც ჰაერიდან დაიფარავდნენ ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები.

ამერიკელი სპეციალისტების პროგნოზების თანახმად, სავარაუდო საბრძოლო მოქმედებებისთვის შეიძლებოდა დამახასიათდებელი ყოფილიყო უარის თქმა შემტევი ჯარების თავდაცვაში მყოფებზე ძალებსა და საშუალებებში სამჯერადი და მეტი უპირატესობის ტრადიციულ შექმნაზე. ასეთ უპირატესობა შესაძლოა კომპენსირებულ ყოფილიყო სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის გულდასმით კოორდინირებული მოქმედებებით მაღალ მობილურობასთან, საცეცხლე ძლიერებასთან და სხვა ფაქტორებთან შეხამებაში.

მეოთხე ეტაპის შინაარსი მდგომარეობდა სახმელეთო ჯარებისა და ზქჯ-ის შენაერთებითა და ნაწილებით შეტევითი მოქმედებების განვითარებაში ქუვეითში ერაყული ჯარების განადგურების დასრულების ინტერტესებში, მისი სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

დასახული ოპერაციის ყველა ეტაპის ჩატარების შედეგად, როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, ერაყის შეიარაღებულ ძალებს განცდილი (გადატანილი) ექნებოდა გამოუსწორებელი დანაკარგები ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკაში, ხოლო სამხედრო-ეკონომიკურ პიტენციალს კი არსებითად ძირი გამორთხრებოდა, რაც საბოლოო ჯამში საქმეს ერაყული რეჟიმის სრულ კაპიტულაციამდე მიიყვანდა. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, მხარეთა დაპირისპირებას ოპერაციის მსვლელობისას შესაძლო იყო თან დიდი საბრძოლო დანაკარგები მოჰყოლოდა, მათ შორის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებშიც (30 ათას ადამიანამდე). ქიმიური იარაღისა და მასობრივი დაზიანების სხვა საშუალებათა გამოყენების შემთხვევაში ასეთი მაჩვენებლები შეიძლებოდა მნიშვნელოვნად გაზარდილიყო კიდეც. გარდა ამისა, 1990 წლის ნოემბერში გარემოს დაცვის პრობლემებში ჟენევაში შემდგარ საერთაშორისო კონფერენციაზე აღინიშნებოდა, რომ სპარსეთის ყურეში ომს შესაძლო იყო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია. ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების, აგრეთვე ნავთობის საბადოებისა და ნავთობსაცავების განადგურების შედეგად შესაძლოა მტვრისა და გაზების ღრუბლის წარმოქმნა მომხდარიყო, აგრეთვე 750 კმ და მეტი რადიუსის სივრცეზე მისი გავრცელება, რომელიც ქუვეითის, ერაყის, კატარის, გაერთიანებული არაბული საამიროების, საუდის არაბეთის, იორდანიის, ირანისა და სირიის თავზე საჰაერო სივრცეს დაფარავდა.

მთლიანობაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ოპერაციას სპარსეთის ყურის ზონაში “დეზერთ შილდი” თავისი გაქანების (размах), სამხედრო-პოლიტიკური მიზნების, მონაწილეთა შემადგენლობის, გადასაწყვეტი ამოცანებისა და ხანგრძლივობის მიხედვით არ გააჩნდა მსგავსი ანალოგები ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ. ამასთანავე, მისთვის დამახასიათებელი იყო რიგი თავისებურებებისა, რომელთა შორისაც უცხოელი სპეციალისტები გამოყოფდნენ შემდეგს.

ოპერაციაში ამოქმედებული იყო ამერიკული რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნების დაახლოებით 20 %. ჯარებისა და სხვადასხვა ტვირთების გადასროლისთვის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ფარეხის გამოყენების მასშტაბები და ინტენსივობა საომარი დროის ნორმატივებს შეესაბამებოდა. აშშ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის შენაერთებისა და ნაწილების ფაქტიურად მნიშვნელოვანი კონტინგენტი იძენდა ამოცანების გადაწყვეტის აუცილებელ პრაქტიკას ახლოაღმოსავლეთის საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში, ხოლო ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტის უშუალო გაჩაღების შემთხვევაში კი სრულყოფდა გრენადაზე და პანამაში აგრესიული მოქმედებების დროს მიღებულ საბრძოლო გამოცდილებას. სპარსეთის ყურის ზონაში გაშლილ ამერიკულ ჯარებს (ძალებს) გააჩნდათ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შექმნილი და შემუშავებადი პერსპექტიული სისტემების ეფექტურობის საბრძოლო პირობებში გამოცდისა და შეფასების შესაძლებლობები. გარდა ამისა, არ გამოირიცხებოდა (წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შედეგის მიუხედავად) ამ რეგიონში ამერიკული სამხედრო ყოფნის განმტკიცებისა და გაფართოების შესაძლებლობა გრძელვადიან საფუძველზე. ამის შედეგად იქმნებოდა ხელსაყრელი პირობები აშშ შეიარაღებული ძალების კონტინგენტებით სამხრეთში “სტრატეგიული ვაკუუმის” შევსებისთვის დასავლეთსა და აღმოსავლეთში ამერიკული ჯარების (ძალების) მსხვილ დაჯგუფებათა შენარჩუნებასთან ერთად. ჯერ კიდევ 1990 წლის ოქტომბერში აშშ თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ ჩეინიმ განაცხადა, რომ “არავინ არ უნდა ეკიდებოდეს უნდობლად (ზერელედ, никто не должен недооценивать) ამერიკული ჯარების მზადყოფნას გრძელვადიანი ოპერაციებისთვის. პენტაგონი ნამდვილად ემზადება საუდის არაბეთის უდაბნოებში მისი ხანგრძლივად ყოფნისთვის”. 

შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთისა და სხვა სახელმწიფოთა ჯარებთან ერთობლივად 1991 წლის 17 იანვრის ღამეს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ერაყის წინააღმდეგ. მსოფლიო საზოგადოებრიობის უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, სპარსეთის ყურის ზონაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. კრიზისულმა სიტუაციამ რეგიონში მიიღო ტრაგიკული შემობრუნება ერაყული ხელმძღვანელობის უარის შედეგად გაეყვანა თავისი ჯარები ქუვეითიდან.


II. დასავლეთ ევროპა და კრიზისი სპარსეთის ყურეში 

1989 წლის დეკემბერში აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯ. ბეიკერმა, გამოდიოდა რა დასავლეთ ბერლინში, აუდიტორიას გააცნო “ახალი ატლანტიზმის” კონცეფცია. მსჯელობდა რა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ახალი სახის შესახებ, ამერიკის საგარეოპოლიტიკური უწყების მეთაურმა დაწვრილებით გადმოსცა ნატო-ს ტრანსფორმაციის გზები, ბლოკის ახალი ამოცანები სწრაფად ცვლად ვითარებაში ევროპაში. ამიერიდან ალიანსი, განაცხადა ჯ. ბეიკერმა, გაძლიერებულად შეუწყობს ხელს ჰელსინკის პროცესის განვითარებას, საკუთარ თავზე აიღებს ინიციატივიანი პარტნიორის როლს მოლაპარაკებებში შეიარაღებებზე კონტროლის სფეროში. მოკლედ რომ ვთქვათ, ნატო-ს ბლოკი გრძნობს ცვლილებების აუცილებლობას და მზად არის მათ მიმართ ადაპტაციისთვის.

სახელმწიფო მდივნის ვრცელი მსჯელობის ფონზე ალიანსის პოლიტიზაციის შესახებ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ჯ. ბეიკერის მიერ გაკვრით ნასროლ ფრაზას იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაფართოებადი თანამშრომლობის პირობებში ნატო შესაძლოა შეეჯახოს ახალ მუქარებს თავისი უსაფრთხოებისთვის – რეგიონულ კონფლიქტებს. რათა უსაფრთხო ჰყოს მოკავშირეები მსგავსი გამოწვევებისგან, იგი გამოვიდა ბლოკში აქტიური კონსულტაციების მომხრედ ასეთ სიტუაციებში დასავლურ სახელმწიფოთა ერთიანი მიდგომის გამომუშავების მიზნით. მაგრამ ნათქვამის აზრი სავსებით გასაგები იყო: ევროპაში დაძაბულობის შემცირების პირობებში ალიანსს მისი შემდგომი არსებობის გამართლებისთვის სასწრაფოდ სჭირდება “ახალი მტრის სახე”, რათა შესაძლებელი იყოს დაეჭვებული პარტნიორებისა და იმათიც, ვინც იწყებს ფიქრს თავისი სამხედრო ხარჯების შემცირებაზე, კვლავ “ატლანტიკური სოლიდარობის” დროშების ქვეშ შეკრება-შემჭიდროვება.

ერაყის მიერ ქუვეითის ანექსია, რომელიც ერთსულოვნად დაგმო მსოფლიო საზოგადოებრიობამ, მოხერხებულ საბაბად იქცა იმ პოლიტიკოსებისთვის ატლანტიკურ წრეებში, რომლებიც დაუღალავად ამტკიცებდნენ სიფხიზლის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, იმის შესახებ, რომ ნატო-ს გარეშე სტაბილურობა და წესრიგი მსოფლიოში ვერ იქნება. ჯ. ბეიკერის მიერ მსგავსი შემთხვევებისთვის შეთავაზებული კონსულტაციები დაუყოვნებლივ შედგა. სასწრაფოდ შეიკრიბნენ რა 1990 წლის 10 აგვისტოს ბრიუსელში ნატო-ს საბჭოს საგაგებო სესიაზე, ბლოკის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოიწონეს პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები ბაღდადის წინააღმდეგ, გამოხატეს მხარდაჭერა აშშ პოლიტიკისადმი და განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ შეეტანათ შესაბამისი წვლილი კონფლიქტის დარეგულირებაში. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის ზონაში სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილების გაგზავნაზე. მოკავშირეთა უმეტესობამ თავი შეიკავა ასეთი ნაბიჯისგან, თუმცა კი ზოგიერთი მათგანი დაეთანხმა ძალების გამოყოფაზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში პატრულირებისთვის აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) მე-6 ფლოტის ხომალდების ნაცვლად, რომლებიც სპარსეთის ყურის ზონაში წავიდნენ. სესიამ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი თავდასხმა თურქეთზე განხილულ იქნება როგორც სამხედრო აქცია ნატო-ს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ.

ასეთნაირად, ერაყის აგრესიის პირველი დღეებიდანვე ჩრდილოატლანტიკური კავშირი გამოვიდა იმ ორგანოს სახით, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა მისი მონაწილე ქვეყნების პოლიტიკური კურსისა და პრაქტიკული ღონისძიებების შეთანხმება. აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ ამჯერად ნატო-ს მაკოორდინირებელი როლი შევსებულ და გამაგრებულ იქნა დასავლეთევროპული კავშირის (დეკ) მეტად ენერგიული საქმიანობით, რომელმაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღო.

როგორც ცნობილია, ნატო-ს საქმიანობა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 და -6 მუხლების შესაბამისად ფორმალურად იზღუდება ე. წ. “პასუხისმგებლობის ზონით”, სადაც შედის ის რაიონები, რომლებიც განლაგებულია კიბორჩხალის ტროპიკის ჩრდილოეთით. იმავე დროს პარიზისა და ბრიუსელის შეთანხმებები დასავლეთევროპული კავშირის შესახებ არ ადგენს რაიმენაირ გეოგრაფიულ ფარგლებს მისი მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყენებისთვის. ამ პირობებში დასავლეთევროპული კავშირი გამოვიდა როგორც ნატო-ს ბლოკის საიმედო პარტნიორი სპარსეთის ყურის ზონაში. აქედან ამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ დასავლური თანამშრომლობის ორი დონე: ტრანსატლანტიკური და ევროპული. 

ჩრდილოატლანტიკური კავშირის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ერაყთან მიმართებაში მოკავშირეთა ერთიანი კურსის გამომუშავებას, ბლოკის ქვეყნებს შორის ძალისხმევის განაწილებასა და ამერიკული ჯარების გადასროლისთვის ღონისძიებების უზრუნველყოფას. ყურადღებას იქცევდა ის, რომ უკვე კონფლიქტის საწყის სტადიაზე აშშ-ის ინიციატივით, რომელიც მასში მოკავშირეთა მაქსიმალურად ჩართვისკენ ისწრაფვოდა, აქტიურად იქნა ამოქმედებული ნატო-ს მთავარი კომიტეტი სამოქალაქო სფეროში საგანგებო გეგმების შემუშავებაში. ამერიკულმა ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რათა კომიტეტს, ურთიერთიმოქმედებდა რა შემდგომში დეკ-თან, საკუთარ თავზე აეღო სპარსეთის ყურის ზონაში ჯარებისა და ტვირთების საზღვაო და საჰაერო გადასროლების კოორდინაცია. ამ მიზნებში ბლოკის ქვეყნებმა გამოყვეს დაახლოებით 100 სატრანსპორტო გემი. ამერიკული ჯარების გადასროლის ინტერესებში შეერთებულ შტატებს მისცეს თავიანთი ბაზების გამოყენების უფლება დასავლეთ ევროპაში. ვაშინგტონის წინადადებით ერაყის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში ჩაერთვნენ AWACS სისტემის თვითმფრინავები E-3A, რომლებიც მოქმედებდნენ თურქეთის ტერიტორიიდან. თავის მხრივ, ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში გენერალმა ჯ. გელვინმა 1990 წლის ნოემბერში ესპანეთში ვიზიტის მსვლელობისას გამოთქვა წინადადება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს სზძ-ის შენაერთების ძალებით მუდმივ საფუძველზე პატრულირების ორგანიზების შესახებ.

სპარსეთის ყურის რაიონში ჩამოყალიბებული კრიზისული სიტუაცია და ამით გამოწვეული ბლოკის ქვეყნების გადაწყვეტილება ამ რეგიონში მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტების გაგზავნის თაობაზე, იქცა საბაბად მისი გშძ-ის საბრძოლო და ოპერატიული მომზადების გეგმების კორექტირებისთვის. უწინარეს ყოვლისა ეს გამოვლინდა იმ სწავლებების რაოდენობისა და მასშტაბების შემცირებაში, რომელთა ჩატარებაც იგეგმებოდა ერაყ-ქუვეითის კონფლიქტის ზონიდან დაშორებულ რაიონებში. იმავე დროს ნატო-ს სარდლობამ გაააქტიურა საბრძოლო სწავლება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ისწრაფვოდა რა ყველა შესაძლებლობის გამოყენებისკენ იმ საკითხების პრაქტიკული დამუშავებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო ბლოკის ქვეყნების საქმიანობასთან მისი პასუხისმგებლობის ზონის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, 1990 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში სპარსეთის ყურის რაიონში მოვლენების რეალურად განვითარების ფონზე გაიშალა ნატო-ს გშძ-ის მსხვილმასშტაბიანი სწავლებები “დისფლეი დეტერმინეიშნი” აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის შენაერთებისა და ნაწილების ჩართვით. შექმნილი დაჯგუფება მოითვლიდა დაახლებით 110 საბრძოლო ხომალდსა და დამხმარე გემს, ტაქტიკური, საბაზო და საგემბანო ავიაციის 190-მდე თვითმფრინავს, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალებსა და საშუალებებს. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეფასებებით, არ გამოირიცხებოდა ამ სწავლებებში მონაწილეობისთვის გაშლილი ძალების გამოყენების შესაძლებლობა სპარსეთის ყურის რაიონში ბლოკის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ოპერატიული გაზრდის, აგრეთვე ერაყის საზღვაო და საჰაერო ბლოკადის განხორციელების მიზნით.

გარდა ამისა, ოქტომბრის ბოლოს, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს გაერთიანებული სზძ-ის დაწყებული სწავლება “დეთერენთ ფორს 90/2” აშშ-ის თხოვნით 1990 წლის დეკემბრის შუარიცხვებამდე იქნა გაგრძელებული.

მთელი კრიზისის მანძილზე შეერთებული შტატები მუდმივად და არცთუ წარუმატებლად მიმართავდა ღია ზეწოლას დასავლეთევროპულ ქვეყნებზე, მოითხოვდა რა მათგან ოპერაციისთვის “დეზერთ შილდი” მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერებას. ასე, 1990 წლის ნოემბერში იტყობინებოდნენ ბონის მიერ სპარსეთის ყურის ზონაში განლაგებული ამერიკული ჯარებისთვის 1 მლრდ. მარკის საერთო ღირებულების აღკაზმულობის (снаряжение) გამოყოფის შესახებ. ამასთან გეგმავდნენ ყოფილი გდრ-ის სამხედრო საწყობებში შენახული მარაგების გამოყენებასაც. 1990 წლის დეკემბერში ნატო-ს ქვეყნებმა გამოაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილება გამოეყოთ 9 მლრდ. დოლარი სპარსეთის ყურეში ღონისძიებათა გასატარებლად. და მაინც, ვაშინგტონისთვის მთავარ საკითხად ერაყის ეკონომიკური ბლოკადის უზრუნველყოფასა და მის წინააღმდეგ შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების რეალური მონაწილეობა რჩებოდა.

დასავლეთევროპული კავშირის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალები სპარსეთის ყურის ზონაში პირველად 1987 წლის ბოლოს გამოჩნდნენ, როცა ირან-ერაყის ომის მსვლელობისას ნაოსნობის თავისუფლების დაცვის საბაბით იქ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, იტალიისა და ბელგიის ხომალდები იქნა გაგზავნილი. იმავე წლის ოქტომბერში დეკ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით ინგლისური სარდლობის ქვეშ ჩამოაყალიბეს დეკ-ის სზძ-ის გაერთიანებული ესკადრა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ხომალდების შემადგენლობით, მაშინ როდესაც საფრანგეთმა და იტალიამ დამოუკიდებლად მოქმედება ამჯობინეს. რაც შეეხება “შვიდეულის” (რომელიც ესპანეთისა და პორტუგალიის მიერთებით “ცხრიანი” გახდა) ორ დანარჩენ მონაწილეს, გფრ-მა თავისი ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნა და იქ აშშ სზძ-ის მე-6 ფლოტის ხომალდები შეცვალა, რომლებიც სპარსეთის ყურეში წავიდნენ, ხოლო ლუქსემბურგი კი ერთობლივ ოპერაციას ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენდა.

კვლავ გამოჩნდა რა ყურის წყლებში სამი წლის შემდეგ, დასავლეთევროპულმა კავშირმა უნარიანად გამოიყენა დაგროვილი გამოცდილება. როგორც დეკ-ის ასამბლეის ერთერთი კომიტეტის მოხსენებაში აღინიშნებოდა, ამჯერად ბლოკის ქვეყნები შეეჯახნენ ნაკლებ სიძნელეებს ორთიერთმოქმედების ორგანიზებაში და შეძლეს სწრაფად მისულიყვნენ ურთიერთმისაღებ შეთანხმებამდე. ძირითადი როლი ამაში ითამაშა დეკ-ის საბჭოს საგანგებო სესიამ, რომელიც 1990 წლის 21 აგვისტოს შედგა პარიზში და რომელზეც დამკვირვებლის სახით აგრეთვე ევროპული ეკონომიკური საზოგადოებრიობის (ეეს) ის ქვეყნები იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც კავშირის წევრებს არ წარმოადგენდნენ – საბერძნეთი, თურქეთი, დანია, ნორვეგია და ირლანდია (უკანასკნელი ორი სესიის მუშაობაში არ მონაწილეობდა). მის უმნიშვნელოვანეს შედეგად იქცა იტალიის, ესპანეთის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და საბერძნეთის თანხმობა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სზძ-ის შენაერთებზე დამატებით კონფლიქტის ზონაში თავიანთი ხომალდების გაგზავნაზეც (იხ. რუკა და ცხრილი). მათი მოქმედებების უზრუნველყოფისთვის დიდი ბრიტანეთის წინადადებით ჩამოყალიბებულ იქნა სამუშაო ჯგუფი საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების შემადგენლობით დეკ-ის ქვეყნების სზძ-ის გამოყენების გეგმის მომზადების, “პასუხისმგებლობის ზონის”, ამოცანების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესის განსაზღვრისა და ფლოტის ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ორგანიზების მიზნით. გარდა ამისა, გადაწყვიტეს თავდაცვის სამინისტროებში შეექმნათ სპეციალური ჯგუფები დეკ-ის ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსების თათბირის მომზადებისთვის.

ეს თათბირი, რომელშიც სახმელეთეო ჯარების შტაბების ოთხი უფროსი (საფრანგეთი, გფრ, ბელგია, ლუქსემბურგი) და სზძ-ის შტაბების ექვსი უფროსი (საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პორტუგალია) მონაწილეობდნენ, 27 აგვისტოს შედგა პარიზში. თათბირის მსვლელობისას დაკონკრეტებულ იქნა იმ ხომალდების საბრძოლო პატრულირების რაიონები, რომლებიც განახორციელებდნენ ერაყის ბლოკადას, და ჩამოყალიბებულ იქნა საკოორდინაციო ცენტრი სპარსეთის ყურის რაიონში ვითარების ანალიზისთვის ეროვნული სარდლობებისთვის რეკომენდაციათა გამომუშავების მიზნით. კერძოდ, კონფლიქტის მთელი რაიონი თავდაპირველად დაყვეს სამ საოპერაციო ზონად, რომელთაგან ერთი იმყოფებოდა ომანის ყურეში, ხოლო ორი დანარჩენი კი – ორმუზის სრუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში. პარიზში თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი მუდმივ კავშირს ინარჩუნებდა ეროვნულ ცენტრებთან. გარდა ამისა, დეკ-ის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ატაშეები პარიზში ღებულობდნენ საფრანგეთის სზძ-ის ოპერატიული ცენტრის ყოველდღიურ ცნობას სპარსეთის ყურის რაიონში ვითარებისა და იქ გაგზავნილი ძალების მოქმედებათა შეფასებით.

ცხრილი

დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალების დაჯგუფება კონფლიქტის ზონაში 

(ცხრილის დიდი ზომის გამო, კომპაქტურად ჩაწერისთვის, ვამჯობინეთ ის ქვემოთ მოყვანილი სახით გადმოგვეცა)

შეიარაღებული ძალები: 

პირადი შემადგენლობა (ადამიანი): ნატო-ს მობილური ძალები – 1000, დიდი ბრიტანეთი – 35000, საფრანგეთი – 12000, იტალია – 1500, ნიდერლანდები – 400, საბერძნეთი – 200, ესპანეთი – 450, ბელგია – 300, გფრ – 600, დანია – 100, ნორვეგია – 50;

მათ შორის:

სახმელეთო ჯარები:
პირადი შემადგენლობა (ადამიანი): დიდი ბრიტანეთი – 30000, საფრანგეთი – 9000; 
დივიზიები: დიდი ბრიტანეთი – 1, საფრანგეთი – 1;
ტანკები: დიდი ბრიტანეთი – 270, საფრანგეთი – 40;
ქვემეხები და ნაღმსატყორცნები: დიდი ბრიტანეთი – 120, საფრანგეთი – 45; 
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები: დიდი ბრიტანეთი – 130, საფრანგეთი – 70; 
გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები: დიდი ბრიტანეთი 130, საფრანგეთი – 48; 
საბრძოლო ვერტმფრენები: დიდი ბრიტანეთი – 36, საფრანგეთი – 70.

სამხედრო-საჰაერო ძალები: 
პირადი შემადგენლობა (ადამიანი): ნატო-ს მობილური ძალები – 1000, დიდი ბრიტანეთი – 3000, საფრანგეთი – 1000, იტალია – 200, გფრ – 200; 
საბრძოლო თვითმფრინავები: ნატო-ს მობილური ძალები – 18, დიდი ბრიტანეთი – 100, საფრანგეთი – 55, იტალია – 8;
მათ შორის:
სტრატეგიული მზვერავები: დიდი ბრიტანეთი – 5;
ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები: ნატო-ს მობილური ძალები – 18, დიდი ბრიტანეთი – 95, საფრანგეთი – 55, იტალია – 8.

სამხედრო-საზღვაო ძალები: 
პირადი შემადგენლობა (ადამიანი): დიდი ბრიტანეთი – 2000, საფრანგეთი – 2000, იტალია – 1000, ნიდერლანდები – 400, საბერძნეთი – 200, ესპანეთი – 450, ბელგია – 300, გფრ – 400, დანია – 100, ნორვეგია – 50;
საბრძოლო ხომალდები:
დიდი ბრიტანეთი – 12, საფრანგეთი – 11, იტალია – 5, ნიდერლანდები – 2, საბერძნეთი – 2, ესპანეთი – 3, ბელგია – 4, გფრ – 5, დანია – 1, ნორვეგია – 1;
საბრძოლო თვითმფრინავები: საფრანგეთი – 3.

შემდგომში ოპერატიული ურთიერთმოქმედების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით კონფლიქტის ზონაში ჩატარებულ იქნა რიგი თათბირებისა. მათგან უმნიშვნელოვანესად იქცა აშშ-ის, დეკ-ისა და არაბულ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა საკოორდინაციო თათბირი, რომელიც შედგა ბაჰრეინში 1990 წლის 9 სექტემბერს, და რომელმაც დაადგინა საბრძოლო პატრულირების რაიონები თითოეული მხარისთვის, რათა ერაყის ბლოკადის რეჟიმი გაეძლიერებინა. შემდეგ დღეს, ერთერთი ფრანგული ფრეგატის ბორტზე ტირანას ყურეში ჩაატარეს კიდევ ერთი ამერიკულ-დასავლეთევროპული საკოორდინაციო შეხვედრა კავშირგაბმულობის, ურთიერთმოქმედებისა და სატრანსპორტო გემების დაკავების პროცედურის ორგანიზაციის მიზნით. ამ თათბირების შედეგად იქცა დეკ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ბლოკის ქვეყნები პასუხს აგებენ “სანქციების განსახორციელებელი საერთო ინტერესების ზონისთვის”, რომელიც მოიცავდა საზღვაო რაიონებს ორმუზის სრუტის ორივე მხარეზე.

დასავლეთევროპული კავშირის ძალების პრაქტიკული თანამშრომლობა სპარსეთის ყურეში მდგომარეობდა ხომალდების შეცვლის ვადების წინასწარ შეთანხმებაში, ინფორმაციის გაცვლასა და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენაში (მაგალითად, უზრუნველყოფის იტალიური ხომალდი “სტრომბოლი”, რომელმაც შეცვალა ფრანგული “დიურანსი”, მოქმედებდა დეკ-ის მთელი სახომალდო ძალების ინტერესებში, რომლებიც დადგენილ ზონებში პატრულირებდნენ). ასეთნაირად, როგორც დეკ-ის ასამბლეის მოხსენებაში მიუთითებდნენ, ფაქტიურად სრუტის ზონაში მოქმედებდა დეკ-ის გაერთიანებული სზძ.

დეკ-ის ქვეყნების სამხედრო ყოფნას საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოკლებით, მთელი კრიზისის განმავლობაში სიტუაციის გათვალისწინებით მთლიანობაში უცვლელ დონეზე ინარჩუნებდნენ (მრი ფრეგატები, ტრალერები და უზრუნველყოფის ხომალდები): გფრ – ხუთი ხომალდი, ბელგია – სამი-ოთხი, იტალია – სამი-ოთხი, ნიდერლანდები – ერთი-ორი, ესპანეთი – სამი-ოთხი. პორტუგალიამ გამოთქვა მზადყოფნა აუცილებლობის შემთხვევაში სრუტის ზონაში გაეშვა რამდენიმე სატრანსპორტო გემი. იმ დასავლეთევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ დეკ-ს, სპარსეთის ყურის რაიონში თავიანთ ხომალდებს გზავნიდნენ დანია (ერთი ფრეგატი), საბერძნეთი (ერთი ფრგატი) და ნორვეგია (სანაპირო დაცვის ერთი ხომალდი).

კრიზისის განვითარებასთან ერთად ხდებოდა ინგლისური და ფრანგული შეიარაღებული ძალების ზრდა რეგიონში ძირითადად სახმელეთო ჯარების კონტინგენტების გადასროლის ხარჯზე. 1990 წლის 14 სექტემბერს ქუვეითში საფრანგეთის საელჩოში ერაყელ სამხედრო მოსამსახურეთა შეჭრის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის ზონაში სახმელეთო ჯარების ნაწილების გაგზავნაზე (ოპერაცია “დაგე”). უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებით, კერძოდ, გადასროლილ იქნა „სპაგი“-ს 1-ლი ჯავშანსაკავალერიო პოლკი, უცხოური ლეგიონის მე-2 მოტოქვეითი პოლკი, საჰაერო თავდაცვისა და უზრუნველყოფის ასეულები, და, გარდა ამისა, 30-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი (“მირაჟ-2000” RD1, “იაგუარ-A”, “მირაჟ-F.1CR”) და საწვავით გამწყობი რამდენიმე თვითმფრინავი C-135F. სულ, დეკ-ის მონაცემებით, გადასროლილ იქნა 4000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 1991 წლის იანვრის შუახანებისთვის ფრანგული ჯარების საერთო რიცხოვნებამ სპარსეთის ყურის ზონაში 12000 ადამიანს გადააჭარბა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 1990 წლის 29 ნოემბერს 678-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ, რომელიც ქუვეითის მთავრობასთან თანამშრომლობაში მყოფ სახელმწიფოებს აძლევდა უფლებას 1991 წლის 15 იანვრის შემდეგ გამოეყენებინათ ყველა აუცილებელი საშუალება სპარსეთის ყურეში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის, ფრანგულმა სარდლობამ, გაზეთ “მონდის” შეტყობინების თანახმად, შეიმუშავა რიგი ზომებისა, ფრანგული კონტინგენტის საცეცხლე ძლიერების გაძლიერებისთვის. ისინი შეიცავდა საბრძოლო მოქმედებათა სავარაუდო რაიონში მძიმე ტექნიკის, კერძოდ საველე არტილერიის 155-მმ ქვემეხებისა და AMX-30 B2 ტანკების გადასროლას. გარდა ამისა, ითვალისწინებდნენ საუდის არაბეთში “ორქიდეას” ტიპის რადიოსალოკაციო სადგურებით (რლს) აღჭურვილი “სუპერ პუმას” ტიპის ვერტმფრენების ჩაყვანას, რომელთაც, გაზეთის მონაცემებით, შეეძლოთ მიზნების აღმოჩენა 3000 მ სიმაღლიდან 150 კმ-მდე დაშორებაზე. როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, ამ შეიარაღების მიწოდებით აქ შექმნილ ფრანგულ დაჯგუფებას შეეძლებოდა შეტევითი მოქმედებების წარმოება.

1990 წლის დეკემბრის დასაწყისში სარანგეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის რაიონში თავისი ჯარების დაჯგუფების გაზრდის შესახებ. სპარსეთის ყურის ზონაში 1991 წლის 15 იანვრამდე გადასროლილ იქნა საარტილერიო პოლკი მე-9 ქვეითი დივიზის “მარინის” შემადგენლობიდან, სატანკო პოლკი 10-ე ჯავშანსატანკო დივიზიიდან, საარმიო ავიაციის ვერტმფრენების ოთხი და გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავების ექვსი საავიაციო ესკადრილია. 

ჯარებისა და ტვირთების გადასროლებისა და საუდის არაბეთში ფრანგული ჯარების მტუ-ის ორგანიზების მიზნით, საფრანგეთის სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის ზურგის სამმართველომ შექმნა სპეციალური სამსახური “სინტროფსი”. ემყარებოდა რა 1969 წელს მიღებულ კანონს, ამ სამსახურმა სავაჭრო ფლოტის სამინისტროსთან ურთიერთმოქმედებით დაიქირავა აუცილებელი რაოდენობის ხომალდები ოპერაცია “დაგეს” უზრუნველყოფისთვის. კერძოდ, შეიარაღებული ძალებისთვის პირველ ეტაპზე ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 11 გემი იქნა გამოყოფილი.

ინგლისური ჯარების დაჯგუფება ერაყ-ქუვეითის კონფლიქტის პირველსავე დღეებში საუდის არაბეთში წარმოდგენილ იქნა 1-ლი ჯავშანსატანკო დივიზიის მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადით, რომლის გფრ-დან კონფლიქტის რაიონში გადასროლის გადაწყვეტილებაც 1990 წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღეს. ინგლისური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ბრძანების მიღების შემდეგ ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ დაიწყო ინტენსიური საბრძოლო მომზადება. ამავდროულად ხორციელდებოდა ბრიგადის სრულად დაკომპლექტება საომარი დროის შტატების მიხედვით, მათ შორის არაბული ენის თარჯიმნებითაც, რომლებიც სასწრაფო წესით მოვიდნენ სხვა ნაწილებიდან. დასავლეთგერმანულმა ხელისუფლებამ ბრიგადის ინტერესებში მოხსნა აკრძალვა სატანკო პოლიგონების გამოყენებაზე გამოსასვლელ დღეებში, ხოლო ამერიკული და ჰოლანდიური ნაწილების მათაურობებმა კი უარი თქვეს პოლიგონებზე ჩასატარებლად დაგეგმილ წვრთნებზე ინგლისელების სასარგებლოდ. ბეჭდურ გამოცემებში მიუთითებდნენ, რომ თითოეულ ასეულზე მოდიოდა 500 გასროლამდე დღეში.

როგორც ჟურნალი “სოლჯერი” აღნიშნავდა, 8000-ზე მეტი ადამიანისა და ტექნიკის (120 ტანკი “ჩელენჯერი”, საველე არტილერიის 24 155-მმ ქვემეხი, 13 ვერტმფრენი “ლინქსი” და “გაზელი”) გადასროლის გეგმების შემუშავებამ დაახლოებით ორი კვირა დაიკავა. პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ოქტომბრის შუახანებში საუდის არაბეთში ჰაერით იქნა ჩაყვანილი. სამხედრო ტექნიკას კი უპირატესად ზღვით გადაისროდნენ ბრემენჰაფენიდან (გფრ) სამი კვირის განმავლობაში, რისთვისაც, ინგლისური სზძ-ის სატრანსპორტო გემების გარდა, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნიდერლანდების, იტალიის, კვიპროსის, პანამისა და შვედეთის 15 სავაჭრო გემიც იქნა დაქირავებული. მთლიანობაში ბრიგადის (ორი სატანკო და ერთი საარტილერიო პოლკები, მოტოქვეითი ბატალიონი, საბრძოლო უზრუნველყოფისა და დაცვის ნაწილები და ქვედანაყოფები) გადასროლაზე ერთი თვე გახდა საჭირო.

ნოემბრის დასაწყისში ლონდონში შედგა მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მ. ტეტჩერსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯ. ბეიკერს შორის, რომლის მსვლელობისას მიღწეულ იქნა შეთანხმება (договорённость) სპარსეთის ყურის ზონაში ბრიტანული სამხედრო ყოფნის გაზრდის შესახებ. თავდაცვის მინისტრის ტ. კინგის განცხადებით, 1991 წლის იანვარში, ინგლისური ჯარების რიცხოვნება რეგიონში შეადგენდა 30000 ადამიანს. კერძოდ, გფრ-დან დეკემბრის მეორე ნახევრის განმავლობაში გადასროლილ იქნა მე-3 ჯავშანსატანკო დივიზიის მე-4 ჯავშანსატანკო ბრიგადა. დაჯგუფების ზრდის გათვალისწინებასთან ერთად მისი შენახვის ხარჯები, გაზეთ “თაიმსის” შეფასებით, კვირაში 14 მლნ. გირვანქა სტერლინგიდან 24 მლნ.-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, დასავლეთევროპული ქვეყნების საკმარისად შთამბეჭდავი სამხედრო წილი ვერ იწვევდა ვაშინგტონის დაკმაყოფილებას. როგორც ამერიკული ჟურნალი “თაიმი” წერდა, “თუმცა კი ჯ. ბუშის მსოფლიო ანტიისლამური ლიგა ახდენს ერთიანობის რაღაც მსგავსების დემონსტრირებას, იგი უფრო მეტად სკოლის კლასს მოგვაგონებს, რომელიც მზად არის მოწყდეს და სპორტულ მოედანზე გავარდეს მაშინვე, როგორც კი მასწავლებელი მისკენ ზურგით შებრუნდება”. აშშ-ის პარტნიორები სულაც არ ისწრაფვოდნენ სპარსეთის ყურეში კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ. ეკავათ რა საკმაოდ ხისტი პოზიცია ერაყთან მიმართებაში და მიმართავდნენ რა აუცილებელ ზომებს, ისინი მაინც აშშ-თან შედარებით უფრო მეტ მიდრეკილებას იჩენდნენ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების, ან კიდევ ერაყზე ეკონომიკური ზეწოლის მოხდენისკენ. ასე, პარიზში ხაზს უსვამდნენ, რომ საფრანგეთი მონაწილეობას მიიღებს ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების უზრუნველყოფაში მანამდე, “სანამ ეს საჭირო იქნება”, ე. ი. წარმატებით დასრულებამდე. ყოველ შემთხვევაში, ნატო-ს ქვეყნების უმეტესობამ გამოთქვა წინადადებები ქუვეითის სუვერენიტეტის აღდგენის მომხრედ, მაგრამ არა ერაყის განადგურებისა.

აშშ-ის კმაყოფილებას არ იწვევდა ის ფაქტიც, რომ მას უხდებოდა საომარ მზადებათა ძირითადი ტვირთის ტარება სპარსეთის ყურის რაიონში. არცთუ შემთხვევით ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტისა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე 1990 წლის დეკემბერში აშშ თავდაცვის მინისტრმა რ. ჩეინიმ კვლავ მოითხოვა მოკავშირეებისგან დახმარების აღმოჩენა გფრ-დან ამერიკული ჯარების ზღვითა და ჰაერით გადასროლაში, აგრეთვე კრიზისის რაიონში მძიმე შეიარაღებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნა.

კრიზისმა სპარსეთის ყურეში უშუალო ზემოქმედება მოახდინა იმ კოალიციური სამხედრო სტრატეგიის გადასინჯვაზეც, რომელიც იმჟამად ნატო-ს ფარგლებში ხორციელდებოდა. უცხოური ბეჭდური გამოცემების მოწმობით, ახალი სტრატეგიის პროექტში აღინიშნებოდა, რომ, საბჭოთა კავშირის მხრიდან, თუმცა კი ნაკლები მასშტაბით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული მუქარის გარდა, წარმოიქმნებოდა ახალი მუქარები დასავლეთის უსაფრთხოებისთვის სხვა მიმართულებებიდან, უწინარეს ყოვლისა კი სამხრეთიდან. გენერალმა ჯ. გელვინმა კიდეც განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებლად თვლიდა, “ახალი ფრონტის ხაზის (წარმოიქმნას) ბლოკის სამხრეთ ფლანგზე ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ორგანიზაციის პრაქტიკულად დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის პირობებში”.

1991 წლის დასაწყისში საბჭოთა ავტორები გვახსენებდნენ, რომ 80-იანი წლების მეორე ნახევრის განმავლობაში ნატო-ს ხელმძღვანელ ორგანოებში უცვლელად ღებულობდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართული იყო შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფაზე ევროპის სამხრეთში. მაშინ კი, ჯ. გელვინის სიტყვებით, “ახლანდელი სიტუაცია სპარსეთის ყურეში მხოლოდ გვიბიძგებს დამატებითი ზომების მიღებისკენ ამ მიმართულებით”. ლაპარაკი იყო უმთავრესად აეროდრომებისა და ნავთობსადენთა ქსელების გაფართოებასა და მოდერნიზაციაზე.

ევროპის სამხრეთში ნატო-ს სამხედრო ძალისხმევაში პირველ ადგილზე გამოდიოდა თურქეთი, რომელიც, ბლოკის სარდლობის აზრით, მაშინ ალიანსის მეწინავე მიჯნად იქცეოდა. როგორც ჩანდა, უარს ამბობდნენ რა “მეწინავე თავდაცვის” კონცეფციაზე ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ცე ომთ), ნატო-ში განზრახული ჰქონდათ ამ კონცეფციით ეხელმძღვანელათ სამხრეთ ფლანგზე. ამაზე, კერძოდ, მიუთითებდა თურქეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერების გეგმები ცენტრალური ევროპიდან თანამედროვე შეიარაღებათა გადმოსროლის ხარჯზე, რომელთა შემცირებაც ხდებოდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად (დაიდო პარიზში 1990 წლის 19 ნოემბერს – ი. ხ.). უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ თურქეთში უკვე დაწყებული იყო ბლოკის მიერ გადაცემული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის პირველი პარტიების მიღება. ვარაუდობდნენ, რომ მას შესაძლო იყო მიეღო 1000-მდე თანამედროვე ტანკი (ძირითადად დასავლეთგერმანული “ლეოპარდ-1”-ბი) და 700 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევდა პრეზიდენტ თ. ოზალის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული ზომების შედეგად თურქეთს ეყოლება “ერთერთი უძლიერესი არმია რეგიონში ისე, რომ მის შეიარაღებაზე ერთ გროშსაც კი არ დახარჯავს”.

1990 წლის დეკემბრის მიწურულს თურქეთმა მიმართა ნატო-ს თხოვნით გადაესროლათ ქვეყნის სამხრეთ რაიონებში ბლოკის მრავალეროვნული სჰძ-ის ქვედანაყოფები მისი საზღვრების დაცვის უზრუნველსაყოფად სპარსეთის ყურის ზონაში საბრძოლო მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში. ლაპარაკი იყო თურქეთის აეროდრომებზე ტაქტიკური ავიაციის ესკადრილიების გამოჩენის შესახებ ნატო-ს მობილური ძალების შემადგენლობიდან. როგორც ცნობილია, 10 ათას ადამიანამდე რიცხოვნების ეს ძალები განკუთვნილი გახლდათ ეროვნული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევებში ბლოკის “პასუხისმგებლობის ზონაში”, უმთავრესად კი მის ფლანგებზე. საბჭოთა ავტორების სიტყვით, სპარსეთის ყურეში კრიზისის გამოცდილებისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირისთვის ახალი პოტენციური მუქარების გათვალისწინებით, ნატო-ს სარდლობა 1991 წლის დასაწყისში აქტიურად ცდილობდა (добывается) გაერთიანებული “სწრაფი გაშლის ძალების” შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც პირველ ეტაპზე შეიძლებოდა შესულიყვნენ ასეთი ძალების ის ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც ბლოკის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მანამდეც იყო ჩამოყალიბებული.

ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის ხელმძღვანელობამ მიმართა ბლოკის “პასუხისმგებლობის ზონის” გაფართოების აქტურ მცდელობებს იმის გამო, რომ ნატო “ვერ უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების იმ წყაროების დაცვას, რომლებზეც არის დამოკიდებული ჩრდილოატლანტიკური კავშირი”. ვაშინგტონის მხრიდან ღია ზეწოლის მიუხედავად მისმა პარტნიორებმა უარყვეს ალიანსის გლობალიზაციის იდეა, წამოაყენეს რა იმავე დროს “შრომის განაწილების” კონცეფცია. 1980 წლის დასაწყისში გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰ.-დ. გენშერმა აღნიშნა, რომ, თუმცა კი ალიანსს გააჩნია საერთო ინტერესები იმ კრიზისების დარეგულირებაში, რომლებიც ნატო-ს ზონის გარეთ წარმოიქმნება, “პირველ რიგში აუცილებელია ერთიანი და შეთანხმებული სტრატეგია, რომლის შესაბამისადაც ბლოკის თითოეული წევრი საკუთარ თავზე აიღებს ისეთ ამოცანას, რომლის შესრულებისთვისაც იგი ყველაზე უფრო უკეთ არის მომზადებული. აუცილებელია შრომის განაწილება”.

ამის შედეგად ბლოკის უმაღლეს ინსტანციებში მოწონებულ იქნა შემდეგი ფორმულირება: “იმ მოკავშირეებს, რომელთავ შეუძლიათ ძალების გაშლის უზრუნვეყოფა ხელშეკრულების მოქმედების ზონის ფარგლეს გარეთ, შეუძლიათ ამის გაკეთება ეროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე”. ამის გათვალისწინებით 1982 წლის მაისში სამხედრო დაგეგმვის კომიტეტმა განსაზღვრა ბლოკის წევრების მოქმედებათა კოორდინაციის წესი და მათში მონაწილეობის ხარისხი მისი ზონის ფარგლებს გარეთ. ამან საშუალება მისცათ, კერძოდ, დაედოთ შეთანხმება ნატო-ში ინფრასტრუქტურის ელემენტების გამოყენების შესახებ დასავლეთევროპულ ქვეყნებში ამერიკული “სწრაფი გაშლის ძალების” აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან ახლო და შუა აღმოსავლეთის რაიონში გადასროლის უზრუნველყოფის ინტერესებში.

ნატო-ს ათმა ქვეყანამ ვალდებულება აიღო მიეცათ 600 სავაჭრო გემი ამერიკული ჯარებისა და ტვირთების გადაზიდვისთვის, თუ წარმოიქმნებოდა ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობა ევროპაში. ბლოკის ცხრა ქვეყანამ გამოყო სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის 50-მდე მძიმე თვითმფრინავი ახლო და შუა აღმოსავლეთში გადასროლებისთვის ამერიკული ავიაციის გამონთავისუფლების მიზნით. იტალიამ და გფრ-მა მიიღეს გადაწყვეტილება მოეხდინათ აშშ სზძ-ის მე-6 ფლოტის ხომალდების გაყვანის კომპენსაცია ხმელთაშუა ზღვაში თავიანთი სზძ-ის გაშლით. ბელგიამ, ნიდერლანდებმა და გფრ-მა შეთანხმება დადეს აშშ-თან ომიანობის დროს ამერიკული ჯარების დამატებით მატერიალურ-ტექნიკური და ზურგის უზრუნველყოფის შესახებ.

ერაყ-ქუვეითის კონფლიქტმა ისევ დააყენა დღის წესრიგში ნატო-ს “პასუხისმგებლობის ზონის” პრობლემა. ის მოქმედებები, რომლებსაც ბლოკის დასავლეთევროპულმა ქვეყნებმა მიმართეს, შეესაბამებოდა “შრომის განაწილების” კონცეფციის ძირითად დებულებებს და არა ვაშინგტონის მოთხოვნებს. “მე ვთვლი, ალიანსმა უნდა შეიგნოს, რომ ნატო-ს მთელი ტერიტორიის თავდაცვა აუცილებელია გვესმოდეს ფართო აზრით. ესა თუ ის მოვლენები შესაძლოა სინამდვილეში ემუქრებოდნენ ბლოკის ტერიტორიას თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ მოხდება ნატო-ს ტერიტორიაზე”, – განაცხადა, კერძოდ, ჯ. გელვინმა. მაგრამ ნატო-ურ ინსტანციებში გაშლილი მწვავე დისკუსია ამ საკითხზე 1991 წლის დასაწყისისთვის ამერიკელებისთვის სასურველი შედეგით არ იყო დასრულებული. იმავე დროს საბჭოთა ავტორები შენიშნავდნენ, რომ დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში არ იღლებოდნენ დეკ-ის უპირატესობის ხაზგასმით ნატო-ს წინაშე შესაბამისი ხელშეკრულებების მოქმედების გეოგრაფიული ფარგლების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, როგორც იტყობინებოდნენ, დეკ-ის ასამბლეამ შეიმუშავა კიდეც რეკომენდაციები დეკ-ის “სწრაფი გაშლის ძალების” შექმნის თაობაზე 150 ათას ადამიანამდე რიცხოვნებით.

სულ უკანასკნელ დღემდე, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მიმართავდნენ მცდელობებს კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისთვის. 1991 წლის იანვრის დასაწყისში ევროპის ეკონომიკური საზოგადოებრიობის ქვეყნებმა წამოაყენეს კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა პირველი ნაბიჯის სახით ერაყის მიერ მხოლოდ განცხადების გაკეთებას თავისი ჯარების ქუვეითიდან გამოყვანის შესახებ, ხოლო შემდგომში კი ორი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას: ოკუპირებული არაბული ტერიტორიების პრობლემებისა და რეგიონში შეიარაღებათა შეზღუდვის თაობაზე. საბრძოლო მოქმედებათა დაწყების სულ წინა დღეებში კი კონფლიქტის დარეგულირების ახალი გეგმით გამოვიდა საფრანგეთი. მაგრამ ეს მცდელობები ვერ იქნა წარმატებით დაგვირგვინებული.

17 იანვრის გათენების ღამეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების, მათ რიცხვში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ავიაციამ ძლიერი დარტყმები მიაყენა ერაყის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს. 19 იანვარს თურქეთმა თანხმობა მისცა თავისი ტერიტორიის გამოყენებაზე ამერიკული სჰძ-ის თვითმფრინავების მიერ ერაყზე დარტყმების მიყენებისთვის. ომის პირველი დღების განმავლობაში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან მოქმედებდა მხოლოდ ავიაცია, სახმელეთო ჯარები და სზძ საბრძოლო მოქედებებში აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობდნენ. ომის დაწყებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ბრიტანულმა სზძ-მა მიიღო საბრძოლო ნათლობა, ჩაძირა რა სამი ერაყული ხომალდი, მათ შორის ორი სანაღმო ტრალერი.

რაც უფრო მეტ გაქანებას (размах) იძენდა საომარი მოქმედებები, მით უფრო მეტად ხდებოდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნებისა და მისი სტრუქტურების მათში ჩათრევა. აქტიურად ფუნქციონირებდა ნატო-ში შექმნილი სპეციალური კრიზისული ცენტრი, რომელიც ახორციელებდა თვალყურის დევნებას ვითარების განვითარებაზე სპარსეთის ყურეში. რეგულარულად ტარდებოდა ბლოკის ხელმძღვანელი ორგანოების სხდომები, უწინარეს ყოვლისა კი მუდმივი საბჭოსი და სამხედრო დაგეგმვის მუდმივი კომიტეტისა. მათი გადაწყვეტილებების მიხედვით, იანვრის ბოლოს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში გაგზავნილ იქნა ნატო-ს ნაღმ-სატრალო ძალების შენაერთი ლა-მანშის სრუტის ზონიდან, რომელსაც ნატო-ს გაერთიანებული სზძ-ის “გამოძახებით” მოქმედი შენაერთის ხომალდები უნდა შეეცვალა, რომელთა გაგზავნაც სპარსეთის ყურის ზონაში იყო გათვალისწინებული.

თებერვლის დასაწყისისთვის ნათელი გახდა, რომ სპარსეთის ყურეში ომი შეიძლებოდა მეტად ძვირადღირებულ ღონისძიებად გადაქცეულიყო. მხოლოდ შეერთებულ შტატებს ომის ერთი დღე ნახევარი მლრდ. დოლარი უჯდებოდა, დიდ ბრიტანეთს – 30 მლნ. გირვანქა სტერლინგი. საფრანგეთმა კი ომის პირველი კვირის მანძილზე 275 მლნ. ფრანკი დახარჯა. ამასთან დაკავშირებით დასავლეთ ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას არ ღებულობდნენ, თავიანთ თავზე აიღეს დამატებითი ვალდებულებები მეომარი მოკავშირეებისთვის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად. სახელდობრ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის სზძ-ის განკარგულებაში გფრ-მა გადასცა სათადარიგო ნაწილები თვითმფრინავებისა და ვერტმფრემნებისთვის, აგრეთვე საავიაციო ბომბები, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები და სხვა შეიარაღება.

ბლოკის ქვეყნები ასევე სამხედრო მრეწველობის სიმძლავრეების გაფართოებისა და სამხედრო ბიუჯეტების კორეტირების აუცილებლობასაც შეეჯახნენ. კერძოდ, ბრიტანული მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამხედრო მრეწველობის რიგი საწარმოებისა სადღეღამისო მუშაობაზე იქნა გადაყვანილი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და მტუ-ის საშუალებათა სხვადასხვანაირი სახეობების წარმოების გაზრდის მიზნით.

ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელებულმა ინტენსიურმა საჰაერო ომმა მთელი სიაშკარავით გვიჩვენა, რომ აშშ-ისა და ნატო-ს მთავარ მიზანს წარმოადგენდა არა ერაყული ჯარების განდევნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არა ქუვეითის განთავისუფლება, არამედ ერაყის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალს განადგურება. ძლიერი დაბომბვები განიცადეს სახალხო მეურნეობის სრულიად განსხვავებულმა ობიექტებმა, რომლებიც სამხედრო მიზნების თანრიგს არ მიეკუთვნებოდნენ. იზრდებოდა მსხვერპლთა რიცხვი სამოქალაქო მოსახლეობას შორის. იქმნებოდა მრავალეროვნული ძალების მიერ გაერო-ს მანდატის გადაჭარბების აშკარა მუქარა. ასეთ პირობებში ზოგიერთმა ქვეყანამ დაჟინებულ ძალისხმევას მიმართა შემდგომი სისხლისღვრის თავიდან აცილებისა და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის. ასეთი შედეგის რეალურ შანსს იძლეოდა საბჭოთა კავშირის ინიციატივაც, რომლის შესაბამისადაც ერაყმა გამოთქვა მზადყოფნა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაეყვანა თავისი ჯარები ქუვეითიდან იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ 1990 წლის 1 აგვისტოს ეკავათ.

მაგრამ 24 თებერვლის გამთენიისას მეძ-მა დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის გამოყენებით. ამერიკულ ჯარებთან ერთად მასში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებიც მონაწილეობდნენ. ომი სპარსეთის ყურეში კიდევ უფრო მწვავე, სისხლიან ფაზაში შევიდა.

ამრიგად, “ცივი ომის” შემდეგ პირველი კრიზისი, რომელიც ნატო-ს “პასუხისმგებლობის ზონის” ფარგლებს გარეთ წარმოიქმნა, ღია შეიარაღებულ დაჯახებად გადაიქცა. საბჭოთა ავტორები ხაზს უსვმდნენ იმას, რომ კრიზისს სპარსეთის ყურეში განსაზღვრული ძალები ნატო-ში იყენებდნენ ბლოკის სამხედრო ძლიერების ზრდის ინტერესებში. ევროპაში გამოჩნდა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები B-52. ღებულობდნენ ზომებს ალიანსის მონაწილე ზოგიერთი ქვეყნისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად. შემაშფოთებელი იყო ის ფაქტიც, რომ ნატო-ს კომიტეტში, როგორც იტყობინებოდნენ, შეჩერებული ჰქონდათ მუშაობა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირების პროგრამებზე. დიდ ბრიტანეთში აცხადებდნენ, რომ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის შემცირების გეგმები გადაისინჯებოდა. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, ნატო-ს ასეთ რეაქციას კრიზისზე სპარსეთის ყურეში სავსებით შეეძლო ეჭვის ქვეშ დაეყენებინა მთელი ის პოზიტიური, რაც ევროპაში განიარაღების სფეროში იყო მიღწეული.

მთლიანობაში აშშ-ისა და ბლოკის დასავლეთევროპული ქვეყნების ომისთვის მომზადება და მათი შეიარაღებული ძალების მასში მონაწილეობა, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, მოწმობს მათი მოქმედებების კოორდინაციის მაღალი ხარისხის შესახებ, მათ შორის ჯარების მართვის დროსაც. ალიანსის ფართომასშტაბიანი სამხედრო გამოსვლა მისი “პასუხისმგებლობის ზონის” ფარგლებს გარეთ აჩვენებდა, რომ ბლოკის მონაწილე ქვეყნები მზად იყვნენ მიემართათ ძალისთვის, თუკი მუქარის ქვეშ მათი “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები” აღმოჩნდებოდა. გეოგრაფიული შეზღუდვები ამ შემთხვევაში მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა.


III. სამხედრო ოპერაცია “ქარიშხალი უდაბნოში” 

მსოფლიო საზოგადოებრიობის აქტიური, დაჟინებული მცდელობები დაერწმუნებინა ს. ჰუსეინის ერაყული რეჟიმი გაეყვანა თავისი ჯარები ოკუპირებული ქუვეითიდან უშედეგოდ დამთავრდა. ამის საპასუხოდ სპარსეთის ყურის ზონაში თავმოყრილმა ანტიერაყული კოალიციის მრავალეროვნულმა ძალებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატის შესაბამისად გაშალეს საბრძოლო მოქმედებები (ოპერაციის ამერიკული პირობითი დასახელება გახლდათ – “დეზერთ სთორმი” – “ქარიშხალი უდაბნოში”). 

როგორც მასობრივი ინფორმაციის საზღვარგარეთულ საშუალებებში აღინიშნებოდა, საომარი მოქმედებების დასაწყისისთვის ამ რეგიონში დაპირისპირებულმა მხარეებმა გეგმაზომიერად გაშალეს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობათა მძლავრი დაჯგუფებები (იხ. სქემა). მრავალეროვნულ ძალებს (მეძ), რომელიც პირდაპირ ან ირიბად 34 ქვეყნით იყო წარმოდგენილი (შედარებისთვის – პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 38 სახელმწიფო, მეორეში – 61), აშშ-ის მეთაურობით, ჰყავდა თითქმის სამჯერ მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ჰქონდა აბსულუტური უპირატესობა სამხედრო-საზღვაო ძალებში. ეს ძალები მოიცავდა: პირადი შემადგენლობის 600 ათასამდე ადამიანს, 4 ათასზე მეტ ტანკს, საველე არტილერიის 3700-ზე მეტ ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს, დაახლოებით 2 ათას თვითმფრინავსა და 100-ზე მეტ ხომალდს, მათ რიცხვში ექვს მრვავალმიზნობრივ ავიამზიდსა და ორ სახაზო ხომალდს თანამედრივე ფრთოსანი რაკეტებით “თომაჰოქი”. ამ ძალებისა და საშუალებათა დაახლოებით 80 % ამერიკული იყო, მათ აღჭურვილობაში კი იმყოფებოდა მაღალი სიზუსტის იარაღისა სამხედრო ტექნიკის უახლესი დარტყმითი სისტემები. ერაყი რამდენადმე აღემატებოდა ანტიერაყულ კოალიციას პირად შემადგენლობაში, ტანკებსა და საარტილერიო სისტემებში (700 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 5 ათასი ტანკი, საველე არტილერიის 8 ათასზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 700-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და დაახლოებით 10 ხომალდი). ნაწილობრივ ერაყული შეიარაღება თანამედროვე იყო, ხოლო დანარჩენი კი – თუმცა არა ახალი, მაგრამ ტექნიკურად გამართული და საბრძოლო გამოყენებისთვის მზადმყოფი გახლდათ. მთლიანობაში საბრძოლო შესაძლებლობების მიხედვით, და უწინარეს ყოვლისა კი უკანასკნელი სამხედრო ტექნოლოგიით შექმნილი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხის მიხედვით, უპირატესობა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხარეზე იყო.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” ზოგადი ჩანაფიქრით გაითვალისწინებოდა მეძ-ის მიერ საომარი მოქმედებების რამდენიმე ეტაპად წარმოება.

პირველ ეტაპზე ვარაუდობდნენ ღამის საფარველქვეშ სამხედრო საჰაერო ძაკლების (სჰძ), სამხედრო-საზღვაო ძალებისა (სზძ) და საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციით, აგრეთვე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით “თომაჰოქი” სარაკეტო-საბომბე დარტყმების მიყენებას ობიექტებსა და ჯარებზე როგორც ერაყის ტერიტორიაზე, ისე ქუვეითშიც. დაზიანების პირველი რიგის ობიექტების სახით დასახელებული იყო საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სისტემის საშუალებები, საბრძოლო ავიაცია ავიაბაზბში (აეროდრომებზე), “მიწა-მიწა” კლასის რაკეტების სასტარტო პოზიციები, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის უმნიშვნელოვანესი პუნქტები, ჯარების თავმოყრის რაიონები.

მეორე ეტაპის მსვლელობისას გეგმავდნენ სისტემატიური საავიაციო დარტყმებისა და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების “თომაჰოქი” დარტყმების სერიით მწყობრიდან გამოეყვანათ ერაყის ინფრასტრუქტურისა და სახედრო-სამრეწველო კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ელემენტები, აგრეთვე გაენადგურებინათ მისის სატანკო და მექანიზებული ქვეითი შენაერთები.

მესამე ეტაპზე ითვალისწინებდნენ სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) გაერთიანებების (შენაერთების) საერთო ძალისხმევით, სტრატეგიული, ტაქტიკური და საგემბანო ავიაციის მხარდაჭერით მიწისზედა შეტევითი მოქმედებების (наземные наступательные действия) ჩატარებას საჰაერო და აერომობილურ დესანტებთან, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებთან ერთობლივად.

მეოთხე ეტაპის შინაარსი მდგომარეობდა სახმელეთო ჯარებისა და ზქჯ-ის შენაერთებითა და ნაწილებით შეტევის განვითარებაში ქუვეითში ერაყული ჯარების განადგურების დასრულების, მისი სახელმწიფო და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებში. დასახული ოპერაციის სწრაფი ჩატრების შედეგად (სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში) ერაყის შეიარაღებულ ძალებს უნდა განეცადა აუნაზღაურებელი დანაკარგები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში და მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვისაც არსებითად ძირი უნდა გამოეთხარათ, რაც საბოლოო ჯამში ს. ჰუსეინის რეჟიმის სრულ კაპიტულაციას გამოიწვევდა.

მაგრამ ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” მსვლელობისას მეძ-ის მიერ საბრძოლო ამოცანების პრაქტიკულმა შესრულებამ უჩვენა, რომ მოვლენების განვითარება წინასწარ შემუშავებული ჩანაფიქრის მიხედვით ყოველთვის ვერ მიდიოდა.

საომარი მოქმედებები მოულოდნელად იქნა გაჩაღებული 1991 წლის 17 იანვრის გათენების ღამეს (2 სთ 40 წთ-ზე ბაღდადის დროით) სჰძ-ის, სზძ-ისა და საზღვაო ქვეითი ჯარის საავიაციო შენაერთებისა და ნაწილების საჰაერო შეტევითი ოპერაციის ფორმით.

ამ ოპერაციის საწყის პერიოდში რადიოელექტრონული ჩახშობისა და სტრატეგიული, ტაქტიკური და საგებანო ავიაციით, აგრეთვე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით “თომაჰოქი” კოორდინირებული დარტყმების ობიექტები შეიქნა საჰაერო თავდაცვის სისტემის ერაყული საშუალებები, აეროდრომები და ავიაბაზები, “მიწა-მიწა” კლასის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრ) სასტარტო პოზიციები, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის უმნიშვნელოვანესი პუნქტები, კავშირგაბმულობის მსხვილი კვანძები, ბირთვული და ქიმიური ცენტრები ერაყის ტერიტორიაზე და ქუვეითში. შემდგომში ჰაერიდან დარტყმებს ასევე დაექვემდებარა ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტები, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნები, ერაყის შეიარაღებული ძალების ძირითადი დაჯგუფებები, უწინარეს ყოვლისა კი საუდის არაბეთისა და ქუვეითის საზღვრის გაყოლებაზე და ქ. ბასრას რაიონში განლაგებული სატანკო და მექანიზებული შენაერთები (ნაწილები). განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა “მიწა-მიწა” კლასის ოტრ-ების მობილური გასაშვები დანადგარების, აგრეთვე რესპუბლიკური გვარდიის რჩეული ფორმირებების ძიებასა და განადგურებას.

ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, მასირებული დარტყმები ჰაერიდან მიყენებოდა თვითმფრინავების ტალღებით სხვადასხვა მიმართულებიდან და, როგორც წესი, დიდი სიმაღლეებიდან ერაყული ჰთ-ის მიწისზედა საშუალებების მიღწევადობის ზონაში შეუსვლელად. საჰაერო თავდასხმების მხოლოდ პირველ ორ დღეღამეში მოახდინეს 4 ათასზე მეტი თვითმფრინავ-გაფრება და გამოიყენეს 100-ზე მეტი საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა “თომაჰოქი”. ავიაციის დამრტყმელ ეშელონებში მოქმედებდნენ სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, უახლესი ტაქტიკური გამანადგურებლები F-117A (მცირე რადიოსალოკაციო შემჩნევადობისა), F-15, F-16, F-111, მოიერიშეები A-6, გამანადგურებელ-მოიერიშეები F/A-18A, თვითმფრინავები “იაგუარი” და “ტორნადო”. ჰთ-ის სისტემის გარღვევის, აგრეთვე მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემის დეზორგანიზებისთვის გამოიყენებოდა რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) თვითმფრინავები EF-111, EA-6B, F-4G. ავიაციის მოქმედებათა ხელმძღვანელობასა და დასაზიანებელ მიზნებზე მის დამიზნებას (наведение) კი უზრუნველყოფდნენ შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის თვთმფრინავები E-3 AWACS. 

იყენებდა რა მოულოდნელობის ფაქტორს, განსაკუთრებით საჰაერო შეტევითი ოპრაციის პირველ საათებში, და დამრტყმელ ავიაციაში უპირატესობას, მეძ-მა შეძლო ნაწილობრივ ჩაეხშო ერაყის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მოეხდინა მისი შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის დეზორგანიზაცია, მწყობრიდან გამოეყვანა ბირთვული და ქიმიური ცენტრები, მოეპოვებინა ჰაერში ბატონობა და ხელში ჩაეგდო ინიციატივა.

მაგრამ უკვე მიმდინარე ოპარაციის მეორე დღიდან მეძ-ის ავიაცია წააწყდა მოწინააღმდეგის სჰძ-ისა და ჰთ-ის მიწისზედა საშუალებების მზარდ წინააღმდეგობას, რაც ამერიკული სარდლობისთვის მოულოდნელობად იქცა. ერაყის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ირანთან რვაწლიანი საომარი კამპანიის გამოცდილების გამოყენებით, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოემზადა მოსალოდნელი თავდასხმის მოგერიებისთვის: წინასწარ გაითვალისწინა წინააღმდეგობის გაწევის ღონისძიებათა აუცილებელი კომპლექსი, ხოლო განუწყვეტელი საჰაერო თავდასხმების მსვლელობისას, რომლებიც თავიანთი მასშტაბებით მეორე მსოფლიო ომის უმსხვილეს ოპერაციებსაც კი აღემატებოდა, მოახდინა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ავიაციის სარაკეტო-საბომბე დარტყმების შედეგების სწრაფი და ეფექტური ლიკვიდირების ორგანიზება. ერაყის მხარემ მოახერხა საჰაერო თავდაცვის სისტემის განსაზღვრული სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, უმთავრესად საჯარისო ჰთ-ისა, ავიაციაში დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა, მიწისქვეშა შესაფარებლების (укрытия) გამოყენების ხარჯზე, და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების მართვის სისტემების, აგრეთვე სახმელეთო ჯარების დაჯგუფებათა გადამწყვეტი მიწისზედა ბრძოლისთვის შენარჩუნება.

ფართო მასშტაბებით იქნა განხორციელებული ოპერატიული შენიღბვა წინასწარ მომზადებული ცრუ ობიექტებისა და რადიოქსელების, სათადარიგო აეროდრომების, სასტარტო და საცეცხლე პოზიციების გამოყენებით. ერაყელებმა თავის დროზე და ფარულად განწერტეს და დაიცვეს სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა სრულად გამოვლენაც ამერიკულმა დაზვერვამ, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერ შეძლო. მიზანმიმართულად და უნარიანად იქნა ჩატარებული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) საინჟინრო აღჭურვა ნაღმ-ასაფეთქებელი და მავთულხლართიანი ღობურების, ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნავთობიანი თხრილების, სხვადასხვანაირი ხელოვნური დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების განტოტვილი ქსელის მომზადების გზით მოწინააღმდეგის ჯარების წინსვლის შესაძლო მიმართულებებზე. ერაყული ჯარების სამხრეთ დაჯგუფების შემადგენლობაში გაშლილი შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო რიგებში არსებული ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკისთვის ძირითადად მომზადებული ჰქონდათ სანგრები და სხვა შესაფარებლები. უფრო მეტიც, ერაყულმა სამხედრო სარდლობამ არა მხოლოდ შეინარჩუნა “მიწა-მიწა” კლასის ოტრ-ების ქვედანაყოფების გარკვეული ნაწილი, არამედ მოახდინა კიდეც საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, აგრეთვე ისრაელის ტერიტორიებზე სარაკეტო დარტყმების პერიოდულად მიყენების ორგანიზება. უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ 18 იანვრიდან და სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე პერიოდში განხორციელებულ იქნა ასეთი რაკეტების დაახლოებით 130 გაშვება. ერაყულმა საჯარისო ფორმირებებმა “ასეული – გაძლიერებული ბატალიონი” რგოლში მიმართეს რამდენიმე საბრძოლო რეიდს მეძ-ის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

ამის შედეგად აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების თავდაპირველი დარწმუნებულობა სწრაფი და უსისხლო გამარჯვების მიღწევაში, პირისპირმდგომი მოწინააღმდეგის შესაძლებლობათა სათანადოდ ვერდაფასებით, შეიცვალა. დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პროპაგანდირებული უპირატესობა თანამედროვე იარაღში და ამერიკული არმიის მაღალი პროფესიონალიზმი განიდევნა პროგნოზებით გაჭიანურებული ომის შესახებ, რომელსაც ანტიერაყული კოალიციისთვის საგრძნობი დანაკარგების მიყენება შეეძლებოდა. შექმნილ ვითარებაში შეერთებული შტატები აღმოჩნდა შემდგომი მოქმედებების ორი შესაძლო ვარიანტიდან ერთერთის არჩევის აუცილებლობის წინაშე: გაეგრძელებინათ სარაკეტო-საბომბე დარტყმების მიყენება ან კიდევ ბრძოლაში შეეყვანათ სახმელეთო ჯარები და საზღვაო ქვეითი ჯარი ავიაციიისა და ფლოტის ძალების ძლიერი მხარდაჭერით. სავსებით აშკარაა, რომ მიწისზედა ძალების ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციაზე გადასვლა დაკავშირებული იყო მათ მნიშვნელოვან დანაკარგებთან. ამერიკული სახმელეთო ჯარები და ზქჯ კარგად იყვნენ აღჭურვილნი ტექნიკური მიმართებით, მაგრამ საკმარისი საბრძოლო გამოცდილება არ გააჩნდათ და არ იყვნენ მომზადებულნი ახლოაღმოსავლური ომთ-ის პირობები მოქმედებებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მათ ამზადებდნენ ძირითადად ვარშავის ხელშეკრულების ჯარების წინააღმდეგ ევროპულ ომის თეატრზე საბრძოლო გამოყენებისთვის. ერაყული არმია აღემატებოდა მეძ-ს უდაბნო ადგილას საბრძოლო მოქმედებების წარმოების უნარ-ჩვევებში. ერაყულ ჯარებს ქუვეითის ტერიტორიაზე ეკავათ საინჟინრო მიმართებით გულდასმით აღჭურვილი მიჯნები (პოზიციები), რომელთა დაუფლებაც თვით ჰაერში მოკავშირეთა ავიაციის ბატონობის პირობებშიც კი მეტად რთულია. ითვალისწინებდნენ, როგორც ჩანს, ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების პოლიტიკურ-რელიგიურ პროპაგანდაზე დაფუძნებულ მაღალ საბრძოლო სულისკვეთებასაც, რომლებსაც ირანთან რვაწლიანი ომის პერიოდი ჰქონდათ გავლილი. აქედან ამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტა იმ პეროდში აშკარად მიუღებელი იყო აშშ-თვის, სადაც ჯერ კიდევ ვერ დაევიწყებინათ განცდილი დანაკარგები ვიეტნამში ამერიკული აგრესიის მსვლელობისას. გარდა ამისა, ანტიერაყული კოალიციის არაბული ქვეყნების შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები არ დაიწყებდნენ აქტიურ შეტევას განსაკუთრებით ერაყის ტერიტორიაზე.

ამ მიზეზების გამო აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა აირჩიეს საჰაერო კამპანიის გაგრძელების ვარიანტი ავიაციითა და ფლოტის ძალებით სისტემატიური სარაკეტო-საბომბე დარტყმების მიყენების გზით. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, სამოკავშირეო ავიაციის თვითმფრინავებმა ყოველდღეღამურად დაიწყეს დაახლოებით 2500 საბრძოლო გაფრენის შესრულება. დაზიანების ობიექტების სახით განისაზღვრებოდა არა მხოლოდ “მიწა-მიწა” კლასის ერაყული ოტრ-ების ახლად გამოვლენილი გასაშვები დანადგარები, საინჟინრო-თავდაცვითი ნაგებობები და საჯარისო ფორმირებები, არამედ აგრეთვე საწარმოები, ხიდები, ავრომაგისტრალები და მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის ობიექტებიც კი. ჰაერიდან დარტყმების მიყენებით მეძ-ის ხელმძღვანელობა ისწრაფვოდა ერაყული შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის რაც შეიძლებოდა უფრო მეტი დაზიანებისკენ, მისი მოქანცვისა და ფსიქოლოგიური გატეხვისკენ, შემდგომი წინააღმდეგობისთვის ნებისყოფის დათრგუნვისკენ, თავდაცვითი ნაგებობების მაქსიმალურად მწყობრიდან გამოყვანისკენ, და საბოლოო ჯამში კი – მიწისზედა ბრძოლაზე გადასვლისას თავიანთი ჯარების გარდაუვალი დანაკარგების შემცირებისკენ. ამერიკული სახმელეთო ჯარების ბრიგადული მასშტაბის თითქმის 200 ტაქტიკური სწავლების გამოცდილებით, რომლებსაც მიზანმიმართულად ატარებდნენ 1990 წლის აგვისტოდან 1991-ის იანვრის პირველი ნახევრის ჩათვლით აშშ-ისა და საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, მეძ-ის დანაკარგებს მიწისზედა ძალების შეტევის მსვლელობის დროს ერაყული საფორტიფიკაციო ნაგებობების გადალახვისას შესაძლო იყო შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო შემადგენლობის 50 %-თვის მიეღწია.

ამასთან ერთად ანტიერაყული კოალიციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ ჰაერიდან დარტყმების გაგრძელების შესახებ, მათ შორის, რომლებიც ერაყული ეკონომიკის განადგურებაზე იყო მიმართული, შეცვალა ომის მიზნები და ხასიათი. საბრძოლო მოქმედებები გაცდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მოწონებული რეზოლუციის ფარგლებს, რომელიც მოითხოვდა “ქუვეითის განთავისუფლებას”, ხოლო მათი წარმოება კი დაიწყეს ერაყის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის გამოუსწორებელი ზარალის მიყენებისა და მმართველი რეჟიმის დამხობის ინტერესებში. აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ასეთმა მიზნობრივმა პერეორიენტაციამ, თავის მხრივ, განაპირობა გაგრძელებული ომისადმი მოსახლეობის ცალკეული ფენების, ხალხების, მთავრობებისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის დამოკიდებულების გადასინჯვაც.

სულ საომარი მოქმედებების მსვლელობისას (მიწისზედა ოპერაციის დაწყებამდე) მეძ-მა შეასრულა 91 ათასზე მეტი თვითმფრინავ-გაფრენა, მათ შორის 30 %-ზე მეტი საბრძოლო და მიაყენა დარტყმები საზღვაო ბაზირების დაახლოებით 300 უახლესი ფრთოსანი რაკეტით “თომაჰოქი” (აშშ სზძ). მონაცემები ანტიერაყული კოალიციის ძალების დანაკარგების შესახებ ექვემდებარებოდა მკაცრ ამერიკულ ცენზურას, რაც, შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო შიშებთან, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო შთაბეჭდილება საჰაერო კამპანიის არასაკმარისი ეფექტურობის თაობაზე. მასობრივი ინფორმაციის საზღვარგარეთულ საშუალებებში მოიყვანებოდა დაპირისპირებულ მხარეთა ავიაციაში საბრძოლო დანაკარგების განსხვავებული მაჩვენებლები, მაგალითად: მეძ-მა დაკარგა 60 თვითმფრინავზე მეტი, ერაყმა – დაახლოებით 100.

ანტიერაყული კოალიციის ავიაციის მიერ საჰაერო კამპანიის გაგრძელებას თან ახლდა სახმელეთო ჯარებისა და ზქჯ-ის შენაერთების (ნაწილების) მომზადება ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაციისთვის. ამ სფეროში განხორციელებადი ღონისძიებების შინაარსი მდგომარეობდა ძირითადად შემდეგში: არჩეულ მიმართულებებზე დამრტყმელი დაჯგუფებების გაშლის დასრულება, ურთიერთმოქმედების შეთანხმება და მოქმედებათა სავარაუდო წესის დაზუსტება, მატერიალური საშუალებების, და უწინარეს ყოვლისა კი საბრძოლო მასალების, საწვავ-საცხები მასალებისა და სათადარიგო ნაწილების აუცილებელი მარაგების შექმნა. პერიოდულად მიმართავდნენ სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფების სარეიდო მოქმედებებს ერაყული ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ახორციელებდნენ დაზვერვას ბრძოლით და საარტილერიო დუელებს. აქტიურად ატარებდნენ აგრეთვე ერაყელ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ დამუშავებას ტყვედ დანებებისთვის მათი იძულების მიზნით. ამასთან დაკავშირებით ფართოდ გამოიყენებოდა პრაქტიკაში შესაბამისი რადიოგადაცემები, ასევე ერაყული ჯარების დაჯგუფებათა განლაგების რაიონების თავზე იყრებოდა მრავალრიცხოვანი ნაბეჭდი სააგიტაციო ფურცლები. 

ანტიერაყული კოალიციის, უწინარეს ყოვლისა აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიწისზედა ძალების დამრტყმელი დაჯგუფებების შეტევით მოქმედებებზე გადასვლას ითვალისწინებდნენ მხოლოდ ერაყული ჯარების ძირითად საცეცხლე საშუალებათა საიმედო ჩახშობის პირობებში, განსაკუთრებით საუდის არაბეთთან ქუვეითის საზღვრის გასწვრივ, და დასახული ოპერაციის გარანტირებული წარმატების მისაღწევად პირობების შექმნისას. ასეთი ოპერაციის გეგმა წინასწარ იქნა შემუშავებული და უმცირეს დეტალებში დაზუსტებული. იგეგმებოდა, კერძოდ, კლასიკური მანევრის – ე. წ. მოწინააღმდეგის “ორმაგი შემოვლის” განხორციელება მისი შემდგომი ალყაში მოქცევითა და ნაწილ-ნაწილ განადგურებით, ან ტყვედ დანებებისთვის იძულებით; ერაყულ პოზიციებზე შეტევა საუდის არაბეთისა და ქუვეითის საზღვრის ფართო ფრონტზე, რათა შეებოჭათ ერაყული ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობა, საუდის არაბეთისა და ერაყის საზღვრის სწრაფი გარღვევა და ქუვეითში განლაგებული მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფების ზურგში გასვლა, შეტევითი მოქმედებების მხარდაჭერა საზღვაო დესანტების გადასხმით ქუვეითის სანაპიროზე სპარსეთის ყურეში მყოფი აშშ სზძ-ის ხომალდებიდან, აგრეთვე საჰაერო და აერომობილური დესანტების გადასროლა ერაყული ჯარების ზურგში ქუვეითის ტერიტორიაზე.

ამრიგად, ნათელი ხდებოდა, რომ ომის გაგრძელება – ეს არის არა პრობლემების შემცირება, არამედ ზრდა და ასევე თავიანთი ხასიათით გაუთვალისწინებელი შედეგებისაც.


IV. ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” დასკვნითი ეტაპი 

აშშ-ისა და ანტიერაყულ კოალიციაში მის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” დასკვნითი ეტაპი წარმოადგენდა სპარსეთის ყურის ზონაში სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის გაერთიანებების (შენაერთების, ნაწილების) შეტევით მოქმედებებს, რომლებიც ხორციელედებოდა მათთან ურთიერთმოქმედ სხვადასხვანაირ ავიაციასთან და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) ხომალდებთან ერთობლივად. ასეთი მოქმედებების ჩატარება, რომლებიც, არსებითად, ახალი ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური კონცეფციის “საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაცია/ბრძოლა” პირველ პრაქტიკულ შემოწმებას წარმოადგენდა ახლოაღმოსავლური საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) ვითარებაში, ისახავდა ძირითად მიზანს – ქუვეითის ტერიტორიაზე და ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში ერაყული ჯარების, და უწინარეს ყოვლისა რესპუბლიკური გვარდიის რჩეული დივიზიების განადგურების (разгром) დასრულებას, ქუვეითის განთავისუფლებასა და ამ რეგიონში სამხედრო კონფლიქტის შემდგომი დარეგულირების ინტერესებში შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის მომგებიანი პირობების შექმნას.

საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციის (ბრძოლის) ჩანაფიქრით გაითვალისწინებოდა მრავალეროვნული ძალების ზოგადსაჯარისო ფორმირებებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) მიერ მათ პისრისპირ მდგომი ერაყული მე-3 და -7 კორპუსების შენაერთებზე ფრონტიდან სწრაფი შეტევით, და ამავდროულად ტაქტიკური, სტრატეგიული და საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავებით მათი მეორე ეშელონების (რეზერვების) ღრმა საცეცხლე დაზიანებით, საჰაერო, აერომობილური და საზღვაო დესანტების მოქმედებებით, სავერტმფრენო რაზმებისა და სპეციალური დანიშნულების ფორმირებების რეიდებით მოწინააღმდეგის ზურგში ქუვეითში ერაყული ჯარების დანაწევრება, ალყაში მოქცევა და განადგურება, აგრეთვე მისი სტრატეგიული რეზერვის შენაერთების მოკვეთა და მათთვის მაქსიმალური შესაძლო დანაკარგების მიყენება, რაც მათ პირველი ეშელონის ჯარებისთვის დროული და ჯეროვანი დახმარების აღმოჩენის, აგრეთვე სხვა ამოცანების შესრულების შესაძლებლობას არ მისცემდა.

შემუშავებული ჩანაფიქრის შესაბამისად განსაზღვრულ იქნა შეტევის ძირითადი მიმართულებები და შეიქმნა კოალიციური ჯარების დამრტყმელი დაჯგუფებანი: ზღვისპირა (ქუვეითის სანაპიროს გაყოლებაზე) – აშშ ზქჯ-ის 1-ლი და მე-2 საექსპედიციო დივიზიები, საუდის არაბეთის, ქუვეითის, ეგვიპტისა და სირიის ზოგადსაჯარისო შენაერთები და ნაწილები; ცენტრალური – აშშ-ის მე-7 საარმიო კორპუსი, ინგლისის 1-ლი ჯავშანსატანკო დივიზია; დასავლეთის – საფრანგეთის მე-4 აერომობილური და მე-6 ჯავშანსატანკო დივიზიები. ანტიერაყული კოალიციის ჯარების დამრტყმელი დაჯგუფებების ოპერატიული მოწყობა იყო ერთეშელონიანი, არსებული ძალებისა და საშუალებების ნაწილის ზოგადსაჯარისო რეზერვში გამოყოფით. მრავალეროვნული ძალების ომთ-ზე სარდლობის რეზერვში იმყოფებოდა აშშ-ის გაძლიერებული 18-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსი, რომლის საფუძველსაც მაღალმობილური 82-ე საჰაერო-სადესანტო და 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიები შეადგენდნენ.

მოკავშირეთა ჯარების დამრტყმელი დაჯგუფებების საბრძოლო ამოცანათა მაქსიმალური სიღრმე აღწევდა 250 კმ-ს. მათი უახლოესი ამოცანების შინაარსი მდგომარეობდა მოწინააღმდეგის ტაქტიკური თავდაცვის გარღვევაში, მე-3 და -7 საარმიო კორპუსების პირველი ეშელონის დივიზიების განადგურებაში, მათი მეორე ეშელონების (რეზერვების) მოსვლის აღკვეთაში. საბოლოო ამოცანები კი იყო ქუვეითში ერაყული ფორმირებების განადგურების დასრულება, ერაყის ჯარების სამხრეთ დაჯგუფების დივიზიების დანაწევრება და განადგურება, ქალაქების ბასრასა და ნასირიას რაიონებში და მდინარე ევფრატის მიჯნაზე გასვლა. ამერიკული საარმიო კორპუსის შეტევის ზოლის სიგანე აღწევდა 70-150 კმ-ს, ხოლო მის შემადგენლობაში მყოფი დივიზიისა კი – 20-დან 30 კმ-მდე. საჰაერო-სახმელეთო ოპერაციის (ბრძოლის) საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა მრავალეროვნული ძალების მთავარსარდალი ამერიკელი გენერალი ნ. შვარცკოპფი (იგი ასევე აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის მთავარსარდალიც გახლდათ). 

საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაცია (ბრძოლა) დაიწყო 1991 წლის 24 თებერვლის 4 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) მძლავრი საცეცხლე მომზადებით, მოწინააღმდეგის რადიოელექტრონულ საშუალებათა ინტენსიური ჩახშობითა და ანტიერაყული კოალიციის მიწისზედა ძალების დამრტყმელი დაჯგუფებების საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ერაყის სახელმწიფო საზღვრის მიჯნიდან ქალაქების ელ-ქუვეითის, ბასრასა და ნასირიას მიმართულებაზე შეტევაში გადასვლით. საბრძოლო მოქმედებები გაიშალა თეატრზე (ფრონტში – 400 კმ-ზე მეტი, სიღრმეში – 250 კმ-ზე მეტი), რომელიც ქუვეითის ტერიტორიასა და ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა. 

მრავალეროვნული ძალების შეტევის საცეცხლე მომზადების დაწყებასთან ერთად ერაყული მე-3 და -7 საარმიო კორპუსების ნაწილებმა და ქვედანაყოფებმა, რომელთაც თავდაცვის ტაქტიკური ზონა ეკავათ, ფარულად დატოვეს მეწინავე პოზიციები. თავდაცვის სიღრმეში მოკავშირეთა შენაერთების სოლებად შემოჭრის და მიხედვით, ისინი, როგორც წესი, არ უწევდნენ შეუპოვარ წინააღმდეგობას, არამედ შემდგომ პოზიციებზე (მიჯნებზე) იხევდნენ (отходили на последующие позиции /рубежи/). ერაყული სარდლობის მცდელობებს შემომტევი ჯარების წინსვლა კონტრშეტევების ჩატარების გზით შეეკავებინა, წარმატება არ ჰქონია, რადგანაც სიღრმიდან წინმომავალი მეორე ეშელონები (რეზერვები), რომელთაც ეს კონტრშეტევები უნდა განეხოერციელებინათ, ავიაციის დარტყმებისგან სერიოზულ დანაკარგებს განიცდიდნენ.

მრავალეროვნული ძალების შეტევითი მოქმედებები ხასიათდებოდა მაღალი აქტიურობით, მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე დაზიანებითა და მისთვის “ვერტიკალური” (ჰაერით, по воздуху) შემოვლით. მათი უწყვეტი მხარდაჭერა ხდებოდა საველე არტილერიისა და ავიაციის ცეცხლით, რომელიც საბრძოლო მოქმედებათა ზონის თავზე განუყოფლად ბატონობდა. მხოლოდ 1991 წლის 24 თებერვლის გათენების ღამეს ანტიერაყული კოალიციის ავიაციამ მოახდინა დაახლოებით 3000 თვითმფრინავ-გაფრენა ამოცანების გადასაწყვეტად, მათ შორის 1200 ქუვეითის ტერიტორიაზე. მასირებული საცეცხლე დარტყმები მიეყენებოდა როგორც მხარეთა საბრძოლო შეხების რაიონში, ისე ერაყული ჯარების თავდაცვის სიღრმეშიც. დაზიანების ობიექტების სახით განისაზღვრებოდა საასეულო და საბატალიონო საყრდენი პუნქტები, ჯავშანსატანკო და სხვა სამხედრო ტექნიკის თავმოყრის უბნები, მართვის პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები, რადიოსალოკაციო სადგურები, სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობანი.

როგორც უცხურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ერაყული ჯარების საფორტიფიკაციო თავდაცვითი ნაგებობები ვერ ქმნიდა მნიშვნელოვან სიძნელეებს მოკავშირეთა შემტევი შენაერთებისა და ნაწილებისთვის. დანაღმულ ველებსა და მავთულხლართიან ღობურებში გასასვლელები კეთდებოდა განნაღმვის დაგრძელებული მუხტების, სანაღმო ტრალებით აღჭურვილი ტანკებისა და მოცულობითი აფეთქების საავიაციო საბრძოლო მასალების დახმარებით. ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გადალახვა, მათ ნავთობით სავსეებისაც, რომლებსაც ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული, ხდებოდა ბულდოზერული აღჭურვილობის მქონე მოჯავშნული საინჟინრო მანქანებისა და ფაშინების პაკეტების გამოყენების გზით. 

მრავალეროვნული ძალების გაერთიანებებისა და შენაერთების შეტევის ზოლებში (ფრონტის წინ და ფლანგებზე) მოქმედებდნენ სავერტმრენო სარეიდო რაზმები, რომლებიც საჰაერო-მიწისზედა ტაქტიკურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ “ასეული – ბატალიონი” რგოლში. ისინი ასრულებდნენ მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების (რეზერვების) შემადგენლობიდან წინმომავალი ქვედანაყოფებისა და ნაწილების შებოჭვის ამოცანებს, ასევე სატანკო და მექანიზებულ კოლონებზე მოულოდნელი დარტყმების მიყენების, ერაყული ფორმირებების უკანდახევის გზების ბლოკირების, მართვის სისტემებისა და ზურგის საქმიანობის დეზორგანიზაციის, მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებათა ყურადღების მთავარი ამოცანების გადაწყვეტიდან სხვაგან გადატანისა და მის პირად შემადგენლობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის ამოცანებს. ერაყული ჯარების ზურგში ასევე მოქმედებდნენ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებსაც მწყობრიდან გამოყავდათ კომუნიკაციათა მნიშვნელოვანი კვანძები, მართვის პუნქტები, რადიოსალოკაციო სადგურები და ახორცილებედნენ მიზანჩვენებას (осуществляли целеуказание) თავიანთი საბრძოლო ავიაციის, ფრთოსანი რაკეტებისა და საველე არტილერიისთვის.

ფრონტიდან შემტევი დამრტყმელი დაჯგუფებების მთავარი ძალების დახმარების (содействие) მიზნით, მათ შორის სხვადასხვა მიმართულებებიდან მოწინააღმდეგისთვის მუქარის შექმნის გზითაც, ფართოდ გამოიყენებოდა ტაქტიკური საჰაერო, აერომობილური და საზღვაო დესანტები. ყველაზე უფრო მსხვილი საჰაერო დესანტი 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორი საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის შემადგენლობით, საპარაშუტო ხერხით იქნა გადასროლილი 1991 წლის 24 თებერვლის დილას ელ-ქუვეითის სამხრეთ შემოგარენში. დესანტი ასრულებდა დედაქალაქის აეროპორტის დაპყრობისა და შენარჩუნების ამოცანას სამხრეთ მიმართულებიდან საზღვაო ქვეითი ჯარის 1-ლი და მე-2 საექსპედიციო დივიზიების მეწინავე ნაწილების მოსვლამდე. ამავდროულად ნაპირთან ახლოს მდებარე კუნძულებზე ფაილაკი და ბუბიანი, აგრეთვე ქუვეითის აღმოსავლეთ სანაპიროს ოპერატიული მიმართებით მნიშვნელოვან უბნებზე წარმოებულ იქნა საზღვაო დესანტების გადასხმა. ამას წინ უძღოდა ნაღმ-სატრალო ოპერაციები და მძლავრი საცეცხლე მომზადება. საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფების დესანტირება ხორციელდებოდა რამდენიმე თანამიმდევრული ტალღის სახით სადესანტო-გადასასხმელი საშუალებებიდან და ვერტმფრენებიდან. დესანტების მოქმედებებს როგორც გადასხმის პროცესში, ისე დანიშნული პლაცდარმების დაუფლების დროსაც მხარს უჭერდნენ საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავების დარტყმებითა და სახომალდო არტილერიის ცეცხლით (უკანასკნელი აზიანებდა მიზნებს 20 კმ-მდე სიღრმეში სანაპირო ხაზიდან).

იყენებდნენ რა ავიაციის სარაკეტო-სამომბე დარტყმების, მხარდამჭერი არტილერიის ცეცხლის, სავერტმფრენო სარეიდო რაზმებისა და დესანტების მოქმედებათა შედეგებს, მოკავშირეთა მთავარი ძალების შენაერთები და ნაწილები თითქმის დაუბრკოლებლად მიიწევდნენ წინ შეტევის არჩეულ მიმართულებებზე. ამის შედეგად 1991 წლის 24 თებერვლის მიწურულისთვის ისინი სოლად შეიჭრნენ (вклинились) ერაყული ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე 50 კმ-მდე სიღრმეში (ზღვისპირა მიმართულებაზე 30-50 კმ, ცენტრალურზე – 20-30, დასავლეთისაზე – 15-25). მათ მოახერხეს ნაწილობრივ დაენაწევრებინათ და ალყაში მოექციათ მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფება ქუვეითში. განთავისუფლებულ იქნა მსხვილი ქალაქი ვაფრა და სხვა დასახლებული პუნქტები. ტყვედ იქნა აყვანილი დაახლოებით 10 ათასი ერაყელი სამხედრო მოსამსახურე, მათ რიცხვში საბრძოლო მოქმედებების მხოლოდ პირველ 10 სთ-ში – 5,5 ათასამდე.

25 თებერვალს მრავალეროვნული ძალების კორპუსები, დივიზიები, ბრიგადები (პოლკები) ავიაციის, საველე და სახომალდო არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებდნენ შეტევის განვითარებას ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებებზე. მათი მოქმედებები დემორალიზებულ ერაყულ ჯარებზე გამკვეთი და საფლანგო დარტყმების მიყენებით ხასიათდებოდა. შემტევი გაერთიანებებისა და შენაერთების ოპერატიულ მოწყობაში (საბრძოლო რიგებში) არსებულ შუალედებსა და წყვეტებს ტაქტიკური და საარმიო ავიაციით, ასევე საველე არტილერიის ცეცხლით იფარავდნენ. მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა ხდებოდა ფართო ფრონტზე მის ფლანგებზე და ზურგში შემდგომი გასვლით. ზღვისპირა მიმართულებაზე 1-ლმა და მე-2 საექსპედიციო დივიზიებმა საუდის არაბეთის ნაწილებთან ურთიერთმოქმედებით დაანაწევრეს პირისპირ მდგომი ჯარები და მეწინავე რაზმებით ელ-ქუვეითის მისადგომებზე გავიდნენ, სადაც საჰაერო და საზღვაო დესანტებს შეუერთდნენ. 

ქუვეითის დედაქალაქის რაიონში, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ და დასავლეთ შემოგარენებში, მოკავშირეთა წინმიმავალ ჯარებს გაეწიათ შეუპოვარი წინააღმდეგობა. ცენტრალურ მიმართულებაზე აშშ მე-7 საარმიო კორპუსის დივიზიები მოკავშირეთა ზოგადსაჯარისო ფორმირებებთან ურთიერთმოქმედებით ანვითარებდნენ შეტევას ქუვეით-ერაყის სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე ქუვეითში ერაყული ჯარების დაჯგუფების დასავლეთიდან შემოვლისა და ერაყის სამხრეთ რაიონებიდან რესპუბლიკური გვარდიის რეზერვების მოსვლის აღკვეთის მიზნით. მე-7 საარმიო კორპუსის შეტევის ტემპების ზრდის ინტერესებში მისი მოქმედებების ზოლში ვერტმფრენებით იქნა გადასხმული საბრიგადო ტაქტიკური ჯგუფი 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიის შემადგენლობიდან. აერომობილურ დესანტს დაესვა ამოცანა დაუფლებოდა ოპერატიული მიმართებით მნიშვნელოვან ადგილმდებარეობის უბნებს და არ დაეშვა ერაყული ჯარების ქ. ბასრას მიმართულებით უკანდახევა. დასავლეთის მიმართულებაზე მოკავშირეთა შენაერთები, გადალახავდნენ რა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობას, ქ. ნასირიას მიმართულებით წინ მიდიოდნენ.

25 თებერვლის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკავშირეთა ჯარებმა გაარღვიეს ერაყული მე-3 და -7 საარმიო კორპუსების თავდაცვა, შექნეს ქუვეითში მათ შემადგენლობაში მყოფი შენაერთების ალყაში მოქცევისა და განადგურების უშუალო მუქარა. ტყვედ იქნა აყვანილი დაახლოებით 18 ათასი ერაყელი სამხედრო მოსამსახურე. მრავალეროვნული ძალების დანაკარგები ოპერაციის ორი დღის მანძილზე შეადგენდა 130 ადამანზე მეტს, მათგან 50 მეტი – უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული.

26 თებერვლის დილას ანტიერაყული კოალიციის ჯარებმა განაახლეს შეტევითი მოქმედებები მთელ ფრონტზე. შემტევი დამრტყმელი დაჯგუფებების მთავარი ძალისხმევის თავმოყრა ხდებოდა ქუვეითში მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევის დასრულებაზე, მისი უკანდახევის აღკვეთასა და ძირითადი ძალების განადგურებაზე, აგრეთვე ერაყის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში მისი რეზერვებისთვის მაქსიმალურად შესაძლო დანაკარგების მიყენებაზე. ერაყული ფორმირებებისთვის ზურგიდან მუქარის შექმნისა და მრავალეროვნული ძალების შემტევი შენაერთებისთვის დახმარების აღმოჩენის (содействие) მიზნით ქ. ნასირიას რაიონში გადასხმულ იქნა აერომობოლირი დესანტი (ორ ბატალიონამდე) 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიის შემადგენლობიდან. ამასთან ერთად ტაქტიკური და სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა მიაყენეს სარაკეტო-საბომბე დარტყმების სერია სატრანსპორტო მაგისტრალებს, რომლებიც ელ-ქუვეითსა და ბაღდადს ერთმანეთთან აკავშირებდნენ.

ერაყული ნაწილები და ქვედანაყოფები ახორციელებდნენ უკანდახევას და მხოლოდ ცალკეულ უბნებზე აწარმოებდნენ შემკავებელ მოქმედებებს. მათი თავდაცვა სრულებით დემორალიზებული იყო და კეროვან ხასიათს ატარებდა.

დღის მიწურულისთვის მოკავშირეთა ჯარები, რომლებიც ზღვისპირა მიმართულებაზე უტევდნენ, თავდამცავთა შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ელ-ქუვეითს დაეუფლნენ. ცენტრალურ მიმართულებაზე მათ 45-50 კმ სიღრმეში წაიწიეს წინ და ქუვეით-ერაყის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთით რაიონში გავიდნენ. დასავლეთის მიმართულებაზე მრავალეროვნული ძალების შენაერთების მეწინავე რაზმები ბასრა-ბაღდადის ავტომაგისტრალს დაეუფლნენ. საბრძოლო მოქმედებების სამი დღის შედეგად არსებითი დანაკარგები იქნა მიყენებული 21 ერაყული დივიზიისთვის, განადგურებულ იქნა 400-ზე მეტი ტანკი, ტყვედ აიყვანეს 30 ათასზე მეტი ადამიანი.

27 თებერვალს მრავალეროვნული ძალები შეტევას აგრძელებდნენ და ქუვეითის ტერიტორია მთლიანად გაათავისუფლეს. შეტევითი მოქმედებები წარმოებდა ორი დაჯგუფებით დაშორებად მიმართულებებზე (по расходящим направлениям). ანტიერაყული კოალიციის ჯარების მთავარი ძალები (ცენტრალურ მიმართულებაზე) ზღვისპირა დაჯგუფების შენაერთებთან ერთობლივად ასრულებდნენ მოწინააღმდეგის ფორმირებათა განადგურების (уничтожение) ამოცანას ქ. ბასრას რაიონში. დასავლეთის მიმართულებაზე მოკავშირეთა ჯარები ქ. ნასირიასთან გავიდნენ და საჰაერო დესანტთან ურთიერთმოქმედებით პირისპირმდგომი მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევა და განადგურება დაასრულეს. შენარჩუნებულ წინააღმდეგობის კერებს ახშობდნენ საველე არტილერიის ცეცხლით (დროებითი საცეცხლე პოზიციებიდან), აგრეთვე ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ცეცხლით, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების დარტყმებით. განიცადა რა მნიშვნელოვანი დანაკარგები ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკაში, ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობამ წინააღმდეგობა შეწყვიტა. 28 თებერვლის 8 სთ-ზე საბრძოლო მოქმედებები დასრულდა.

აანალიზებდნენ რა მიწისზედა შეტევითი მოქმედებების მსვლოლობას მოკავშირეთა ოპერაციის დროს “ქარიშხალი უდაბნოში”, უცხოელი სამხედრო სპეციალისტები შემდეგ დასკვნებს აკეთებდნენ.

ანტიერაყული კოალიციის ჯარების (ძალების) გაერთიანებული დამრტყმელი დაჯგუფებების საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) შეტევითი ოპერაციის წარმატებას ხელს უწყობდა რიგი ფაქტორებისა. ასე, მრავალეროვნული ძალების მიწისზედა შეტევით მოქმედებებზე გადასვლას წინ უსწრებდა მსხვილმასშტაბიანი, ხანგრძლივი და მიზანმიმართული მომზადება – ეკონომიკური ბლოკადიდან, მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ აგრესიის დაგმობიდან და ძალისმიერი ზეწოლიდან საომარი მოქმედებების გაჩაღებამდე. ამ მომზადების საფუძველს შეადგენდა ხანგრძლივობისა (ერთ თვეზე მეტი) და ინტენსივობის (90 ათასზე მეტი თვითმფრინავ-გაფრენა) მიხედვით უპრეცედენტო საჰაერო შეტევითი კაპანია, რომლის მიზანიც მდგომარეობდა ერაყის სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის სისტემის დარღვევაში, მისი სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის ძირის გამოთხრაში, საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩახშობაში, ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტების განადგურებასა და შეიარაღებული ძალების ძირითადი დაჯგუფებებისთვის მაქსიმალური შესაძლო დანაკარგების მიყენებაში. მასირებული სარაკეტო-ბირთვული დარტყმების შედეგად მოკავშირეებმა მოახერხეს ჰაერში განუყოფელი ბატონობის მოპოვება, ქვეყნისა და ჯარების (ძალების) ხელმძღვანელობის სისტემის დეზორგანიზება, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებისა და მისი ტერიტორიის ოპერატიული აღჭურვილობის ძირიადი ელემენტების 70 %-ზე მეტის მწყობრიდან გამოყვანა, ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკაში საგრძნობი დანაკარგების მიყენება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის დარღვევა და პირადი შემადგენლობის დემორალიზება. მოკავშირეთა წარმატებას ხელს უწყობდა ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებათა ეფექტური გამოყენება, ოპერატიული შენიღბვის ღონისძიებების გატარება, მართვისა და ურთიერთმოქმედების სისტემების სათანადო ორგანიზაცია, რომლებიც საომარი ოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მდგრადად ფუნქციონირებდნენ.

ერაყული მხარის ქცევამ, რომელმაც პასიური პოზიციური თავდაცვის ტაქტიკა აირჩია, კონფლიქტის სულ დასაწყისიდანვე განსაზღვრა მისი დამარცხება. არცთუ მცირე როლი ამაში ითამაშეს ასევე გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ძორძოხა (ვეებერთელა, громоздкая) საორგანიზაციო სტრუქტურამ, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის არამდგრადმა სისტემამ. გარდა ამისა, ერაყულმა სარდლობამ სათანადოდ ვერ დააფასა თავისი ავიაციის მნიშვნელობა, რომელიც პრაქტიკულად უმოქმედოდ იყო.

ამრიგად, მრავალეროვნულმა ძალებმა აშშ-ის ეგიდით ოპერაციების “უდაბნოს ფარი” და “ქარიშხალი უდაბნოში” ჩატარებით მიაღწიეს თავიანთ მთავარ მიზანს – ქუვეითის ტერიტორის განთავისუფლებასა და ხელისუფლებაში ქვეყნის განდევნილი მთავრობის აღდგენას. ამასთან ერთად აშშ შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები აგრძელებდნენ არა მხოლოდ არაბეთის ნახევარკუნძულზე ყოფნას, არამედ ერაყის სამხრეთ რაიონებშიც. ამერიკულმა ადმინისტრაციამ განაცხადა თავისი ჯარების (ძალების) ამ რეგიონიდან ეტაპობრივად გაყვანის შესახებ, რაც განუსაზღვრელ პერიოდზე შეიძლებოდა გაწელილიყო. განიხილებოდა საკითხი აქ შეერთებული შტატების ერთ “მძიმე” (მექანიზებულ ქვეით ან ჯავშანსატანკო) დივიზიამდე მუდმივად ყოფნისა და სასაწყობე კომპლექსების შექმნის შესახებ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მარაგებით. ერთი რამ იყო ნათელი – ამერიკული სამხედრო ყოფნა სპარსეთის ყურის ზონაში ხანგრძლივ საფუძველზე იქნებოდა გაფართოებული და გამაგრებული.


V. თურქეთი და კრიზისი სპარსეთის ყურეში 

თურქეთის განსაკუთრებული როლი კრიზისში სპარსეთის ყურეში სამი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული. ჯერ ერთი, მას 240 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვს ერაყთან, რომლის გავლითაც საექსპორტო ნვთობსადენია გაყვანილი და ყოველთვის ინსტენსიური ტვირთბრუნვა ხორციელდებოდა. მეორე, თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული იყო აშშ-ისა და ნატო-ს დაახლოებით 100 ბაზა და სხვა სამხედრო ობიექტი, რომლებიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ ერაყის წინააღმდეგ ჩრდილოეთის მიმართულებიდან სამხედრო აქციების განხორციელებისთვის. და მესამეც, გახლავთ რა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი (რასაც თავის თავად არსებითი მნიშვნელობა აქვს), თურქეთს გააჩნდა მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული არმია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც კრიზისის დაწყების შემდეგ სამხრეთელ მეზობელთან საზღვარზე იქნა თავმოყრილი. ხაზს უსვამდა რა თურქეთის გეოპოლიტიკურ როლს კრიზისს დროს, იტალიური ჟურნალი “პანორამა” წერდა: “2 აგვისტოს გათენების ღამეს როგორც კი ჯ. ბუშმა შეიტყო ერაყული ჯარების ქუვეითში შეჭრის შესახებ, მან მოსკოვში, ერ-რიადსა და ანკარაში დარეკა. უკანასკნელი საუბარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ”.

ანკარა აქტიურად შეუერთდა ანტიერაყულ კოალიციას, მოახდინა მიწისზედა კომუნიკაციების ბლოკირება, რისთვისაც ჩაკეტა სასაზღვრო პორტი მდინარე ჰარბურზე, გადაკეტა ნავთობის ნაკადი ნავთობსადენში, რომელიც კირკუკს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში თურქულ ტერმინალ იუმურტალიკთან აკავშირებდა, და ამერიკულ თვითმფრინავებს F-111 და F-16 ერაყის ტერიტორიის დაბომბვების განხორციელებაზე დართო ნება ინჯირლიყის ავიაბაზიდან.

ერაყის ეკონომიკურ ბლოკადაში ანკარის მონაწილეობამ პირველ მათგანს საგრძნობი დარტყმა მიაყენა. თურქეთზე გამავალი საექსპორტო ნავთობსადენების ორმაგი ძაფის გავლით ერაყი თავისი ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაქაჩვას ახდენდა. გარდა ამისა, თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან იგი დიდი რაოდენობით სურსათს, სამომხმარებლო საქონელსა და ნედლეულს ღებულობდა.

ეკონომიკური ემბარგო ანკარასაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა: ფინანსურ ზარალს თითქმის 5 მლრდ. დოლარად აფასებდნენ, ვინაიდან ერაყს მეორე ადგილი ეკავა თურქეთის ექსპორტიორებს შორის და მესამე მისი საქონლის იმპორტის მიხედვით. უსიტყვოდ უჭერდა რა მხარს დასავლეთს ერაყ-ქუვეითის კონფლიქტში, თურქული მთავრობა გარკვეული ზომით შიდაპოლიტიკური სტაბილურობითაც რისკავდა. არაბულ პრობლემებში ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმის გამო მთავრობის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიები. მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ ისლამური დაჯგუფებებიც, რომლებმაც საერო სახელმწიფო და “ყოვლისნებადართულობა” ანათემას გადასცეს.

თურქეთი საომარ აქციებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, თუმცა კი ერაყთან თავისი დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერა (თურქი ექსპერტების შეფასებით, მან ამ რაიონში რვა ერაყულ დივიზიას “ხელ-ფეხი შეუკრა”). მაგრამ თვით საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც კი, ერაყის დანაწილების მცდელობებით შეშფოთებული, ბევრი მიმომხოლველის აზრით, იგი მზად იყო ჯარების გამოყენებისთვის, რათა ქურთული სახელმწიფოს შექმნის მცდელობათა ბლოკირება მოეხდინა ქვეყნის ჩრდილოეთში და შიიტური სახელმწიფოს შექმნისა – მის სამხრეთში. თურქეთს, მაგალითად, როგორც მუსლიმანურ ქვეყანას, რომელიც სეკულარიზმის პრინციპებზე დგას, მოსახლეობაში ფუნდამენტალისტური განწყობილებების ზრდა ყოველთვის აშფოთებდა, და იგი შიშობდა, რომ ერაყელი შიიტების წარმატებას, რომლებიც მხარდაჭერას ირანიდან ღებულობდნენ, შეეძლო ამ სახიფათო ტენდენციის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ისლამი არ თამაშობდა აქ იმდენად არსებით როლს, როგორც არაბულ სახელმწიფოებში. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროიდან თურქებს ყოფით დონეზე არ შეუძლიათ იმის დავიწყება, რომ არაბებმა (რომელთა რელიგიადაც ისლამი ითვლება) დიდი ბრიტანეთის მხარე დაიჭირეს მის ბრძოლაში ოსმალური იმპერიის წინააღმდეგ. მუსლიმანი ძმების მიერ ასეთი “ზურგში დანის ჩარყმა” დაეხმარა შემდეგ ათათურქს იმის განცხადებაში, რომ საერო (светская) თურქეთის რესპუბლიკა ორიენტირებული იქნებოდა დასავლეთზე და არა აღმოსავლეთზე.

1991 წლის შუახანებისთვის ანკარაში კიდევ უფრო მეტ განგაშს იწვევდა შეტყობინებები ქურთი აჯანყებულების მისწრაფებათა შესახებ დაემყარებინათ კონტროლი ჩრდილოეთ ერაყის მოსულისა და კირკუკის პროვინციებზე, რასაც შეეძლო აღეფრთოვანებია ის ქურთები თურქეთში, რომლებიც აგერ უკვე წლების განმავლობაში აწარმოებდნენ ბრძოლას ცალკე ქურთული სახელმწიფოს შესაქმნელად. ისინი ჯგუფდებოდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიის გარშემო, რომელიც, უცხოური პრესის შეტყობინებებით, სირიის მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს დაძაბულობის ისეთსავე წყაროს წარმოადგენდა თურქულ-სირიულ ურთიერთობებში, როგორსაც ისლამური ფუნდამენტალიზმის პრობლემა ანკარასა და თეირანს შორის ურთიერთობებში. როგორც ცნობილია, თურქეთში მცხოვრები 10 მლნ.-ზე მეტი ქურთი, რომლებიც ტრანსნაციონალური ეთნიკური ჯგუფის ნაწილს წარმოადგენენ, მრავალი ათეული წლის განმავლობაში განიცდიდა დისკრიმინაციას. უარზე იყვნენ რომ ისინი ეროვნული უმცირესობის სახით ეღიარებინათ, მათ “მთიელ თურქებს” უწოდებდნენ და მათ სრულ ასიმილაციას დაჟინებით მოითხოვდნენ (დასავლელ სპეციალისტებს შორის გავრცელებულია ასევე მოსაზრება, რომ თურქეთს ცნობილ გარემოებებში არაფერი ექნებოდა ერაყის ჩრდილოეთში ქურთული სატელიტური სახელმწიფოს შექმნის საწინააღმდეგო, რაც მას ნავთობის უმდიდრეს წყაროებზე ხელის მიწვდენას გაუადვილებდა. აპრილის დასაწყისში, როდესაც ასეულობით ათასი ერაყელი ქურთი სამთავრობო არმიის დევნისგან თავის დასაღწევად თურქეთის საზღვართან მოგროვდა, მან კოალიციაში მოკავშირეებს მოუწოდა განეახლებინათ საბრძოლო მოქმედებები “გენოციდის თავიდან ასაცილებლად”. კომენტარს უკეთებდა რა ანკარის პოზიციას ქურთული პრობლემის გამწვავებასთან დაკავშირებით, თურქული გაზეთი “მილიეთი” სასაზღვრო ზონაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა “მოვლენათა არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში”. ირანი და სირია, თავიანთ მხრივ, როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, უყოყმანოდ დაუჭერდნენ მხარს ერაყს, თუკი თურქები მოინდომებდნენ ესარგებლათ გარემოებებით და მოსულისა და კირკუკის ერაყული პრივინციების დაპყრობას შეეცდებოდნენ). 

მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისა და განსაზღვრული შიდაპოლიტიკური ხარჯების მიუხედავად თურქეთმა ამ კრიზისში უყოყმანოდ ხისტი ანტიერაყული პოზიცია დაიკავა. როგორც ფრანგული ყოველკვირეული “ექსპასიონი” წერდა, თუქრული ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი გახლდათ ამ კონფლიქტიდან რეგიონული ზედერჟავის სახით გამოსვლა აშშ-გან დამატებითი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღების, დასავლეთ ევროპაში პოზიციების გაძლიერებისა და არაბულ სამყაროში ავტორიტეტის განმტკიცების ხარჯზე. კრიზისი სპარსეთის ყურეში ანკარაში შეფასებულ იქნა როგორც “დიდი ხნის ნანატრი ბედნიერი შემთხვევა” გლობალურ პლანში მისი როლის ამაღლების, მისთვის, გერმანული ჟურნალის “შტერნის” სიტყვებით, “ახალი სიდიადის” მიცემის თვალსაზრისით.

თურქეთმა, რომელიც “ცივი ომის” დროს სსრკ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ნატო-ს მნიშვნელოვან ბასტიონად ითვლებოდა, 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაძაბულობის შესუსტების პირობებში, ბლოკის სამხრეთ ფლანგზე თავისი მნიშვნელობა შესამჩნევად დაკარგა. დაიწყო შეტყობინებების გამოჩენა აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მხრიდან მისთვის დახმარებათა შესაძლო შემცირების შესახებ, რაც მიუღებლად მიაჩნდათ ქვეყანაში, რომელიც იცავდა როგორც თავის საკვანძო როლს დასავლეთის თავდაცვაში, ისე ფორპოსტის (მეწინავე პოსტის) როლსაც ახლო აღმოსავლეთში.

როგორც ჩანდა, ახლა თურქეთის ბევრი იმედის ახდენა დაიწყო. ყველაფრიდან ჩანდა, რომ მან არა იმდენად ზემოთ მითითებული ზარალი განიცადა, რამდენადაც თავისებური მომგებიანი დაბანდება გააკეთა. საუდის არაბეთი ერაყის ნაცვლად აწვდიდა მას ნავთობს, ხოლო ქუვეითმა კი ასეულობით მილიონი დოლარი გადაუხადა. აშშ-მა თავის პარტნიორს ვალების ნაწილი ჩამოაწერა და საგანგებო სამხედრო დახმარებაც გამოუყო 82 მლნ. დოლარის ზომით იმ 553 მლნ.-ზე დამატებით, რომელიც 1991 წელზე იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, მომდევნო წელიწადში ამ დახმარების 703 მლნ. დოლარამდე გაზრდა იგეგმებოდა.

თურქეთის მთავრობამ თავის მხრივ მარტის ბოლოს პრეზიდენტ თ. ოზალის ვაშინგტონში ვიზიტის მსვლელობისას სასწრაფო წესით მოითხოვა (запрсило) კიდევ 2,7 მლრდ. დოლარი “ჯილდოს” («вознагражление») სახით, რომლის მიმართვასაც სპარსეთის ყურეში კრიზისის გამო განცდილი დანაკარგების დასაფარად გეგმავდნენ. როგორც თურქული პრესა წერდა, მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა თანხმობა (согласие) “სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ, რაც ნიშნავდა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან განმტკიცებას. კერძოდ, აღინიშნებოდა, რომ აშშ ვარაუდობდა თურქეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერებას, რათა უზრუნველეყო აქედან “შეჭრა რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და უსაფრთხოებისადმი მუქარის შემთხვევაში”. იგეგმებოდა ახალი შეთანხმებების დადება და იმხანად მოქმედი შეთანხმების ფარგლების გაფართოება, რომლის ვადაც 1991 წლის დეკემბერში იწურებოდა. მიღწეული იყო შეთანხმება (договорённость) თურქეთში ამერიკული სამხედრო ბაზების გამოყენების პირობების გამარტივებისა და იქ შეიარაღებათა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ. უკვე დაგეგმილი ჰქონდათ სამუშაოები მის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების ახალი საწყობების განთავსებისთვის.

თ. ოზალის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვაშინგტონიდან თურქეთში დაიწყეს F-4E თვითმფრინავების მიწოდება იმ დახმარების ფარგლებში, რომლის შესახებაც მოლაპარაკებათა დროს იყო ლაპარაკი. სულ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) 40 ასეთი მანქანა უნდა მიეღო. ამ თვითმფრინავების, ასევე სხვა შეიარაღების მიწოდებათა დაფინანსებას დაახლოებით 5 მლრდ. დოლარის მოცულობით, უზრუნველყოფდნენ უმთავრესად საუდის არაბეთი და ქუვეითი, ხოლო ნაწილობრივ კი შეერთებული შტატებიც. ამრიგად, როგორც თურქული გაზეთი “გიუნეში” წერდა, ქვეყანა იქცევა პენტაგონის თავისებურ ბაზად და გარდაიქმნება ამერიკულ შეიარაღებათა არსენალად, მას მნიშვნელოვანი სამხედრო პასუხისმგებლობა დაეკისრება.

თურქეთი აგრძელებდა დამატებით მოგების მიღებას ე. წ. “სამხრეთ რეგიონზე შესწორებიდან”, რომელიც მისთვის იმ სამხედრო ტექნიკის გადაცემის უფლებას იძლეოდა, რომელიც დასავლეთ ევროპიდან ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იგზავნებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი იწყებდა კითხვის დასმას: ხომ არ აპირებს დასავლეთი, რომელმაც ისეთი შეცდომები დაუშვა, როგორიცაა ირანის, ხოლო შემდეგ კი ერაყის გადაიარაღება, იგივე გაეკეთებინა თურქეთთან მიმართებაშიც?

მთლიანობაში ანკარის მიერ ანტიერაყული კოალიციის გადაჭრით მხარდაჭერამ სპარსეთის ყურეში ომის პერიოდში, და უწინარეს ყოვლისა კი ამერიკული თვითმფრინავებისთვის მისი ტერიტორიიდან ერაყის დაბომბვების უფლების მიცემამ, თურქეთს საშუალება მისცა აშშ-თან თავისი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აეყვანა. მნიშვნელოვნად გააძლიერა რა თავის პოლიტიკაში პროამერიკული ორიენტაცია, თურქეთი სპარსეთის ყურის ზონაში ომის შემდეგ მიისწრაფოდა ვაშინგტონის მიერ მისი პოზიციის მაღალი შეფასების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის არსებით გაზრდაში ტრანსფორმირებისკენ, მათ შორის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საკითხებშიც. მისი სრულყოფის პრობლემა კვლავ იქნა წამოწეული საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებიდან ამომდინარე, რომელმაც თურქული სარდლობა უფრო მეტ ხარისხად პროფესიული არმიის შექმნის აუცილებლობაში დაარწმუნა, ნაკლები რიცხოვნებისა, მაგრამ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილის. ამასთან ძირითად იმედებს აშშ-ის მხრიდან დახმარებაზე ამყარებდნენ.

იყენებდა რა მის მიერ კრიზისში დაკავებული პოზიციის არაბული სახელმწიფოების მხრიდან პოზიტიურ შეფასებას, თურქეთი აქტიურად ისწრაფოდა თავისი როლის ამაღლებისკენ რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნაში. მან, მაგალითად, შესთავაზა თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში. აგვისტოს დასაწყისში აქ ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი უნდა შემდგარიყო.

რეგიონის ეკონომიკური წინ წამოწევის მიზნით თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპის ეკონომიკური საზოგადოებრიობისა (ეეს) და იაპონიის თანადგომით დაეფუძნებინათ სპეციალური ფონდი, რომლის სახსრებიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. კერძოდ, მისი მთავრობა ფართო პროპაგანდას უწევდა “მშვიდობის წყალსადენის” მშენებლობის პროექტს, რომლის მეშვეობითაც თურქეთის მდინარეებიდან აღებულ წყალს მიმართავენ სირიის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისკენ (თურქეთი რეგიონის ერთადერთ ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც წყლის ჭარბი რესურსები გააჩნია). სთავაზობდნენ აგრეთვე თურქული ტექნოლოგიების საფუძველზე ერაყის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების შემუშავებას, კაშხლებისა და გზების მშენებლობას. თურქეთმა აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი კონტინგენტის განკარგულებაში თავისი ჯარების გაგზავნის მზადყოფნაც გამოხატა.

მთლიანობაში, როგორც ანკარაში 1991 წლის შუახანებში თვლიდნენ, კონსტრუქციული, გაბედული პოლიტიკა სპარსეთის ყურეში კრიზისის მსვლელობისას, ომისშემდგომი დიპლომატიური აქტიურობა და ქვეყნის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ნატო-ში პარტნიორებს შორისაც და “მესამე სამყაროშიც” მისი პოზიციების განმტკიცებაზე იმედის დამყარების საფუძველს იძლეოდა. 

(დასასრული იხ. ნაწილი II)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment