Wednesday, November 26, 2014

ნიკოლოზ დუბროვინი ქართველ ხალხის წოდებრივი დაყოფის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ შესაბამისი თავის თარგმანს) 

თავი IV

(ქართველი ხალხის წოდებრივი დაყოფა.)

XVIII ასწლეულის ბოლოს, ქართველები, წოდებების მიხედვით, იყოფოდნენ: თავადებად, აზნაურებად, ვაჭრებად, მოქალაქეებად (макалаковъ), სახლის მსახურებად ანუ შინაყმებად (домовыхъ служителей или дворовыхъ), და გლეხებად.

უეჭველია, რომ ქართველი ხალხის უმაღლესი წოდება ჯერ კიდევ იმ დროს გამოჩნდა, როცა საქართველოში მეფეები არ იყვნენ და ქვეყანა მამასახლისების*, ანუ სახლის უფროსების მიერ იმართებოდა. მამასახლისების უმცროსი ძმების სახლეულებმა, ღებულობდნენ რა სამკვიდრო მამულს, თავადების საგვარეულოები შეადგინეს (составили фамилiи товадовъ или князей)**. მეფის ტიტული საქართველოში ქრისტეს შობამდე დაახლოებით 300 წელს გამოჩნდა. საქართველოს მეფემ ფარნავაზ I-მა, წარმოშობით სპარსელმა, შემოიღო რა საქართველოში სპარსული წესრიგი (персидскiя постановленiя), მთელი ქვეყანა რამდენიმე ოლქად დაჰყო***. საქართველოს შემადგენლობაში მაშინ შედიოდა: ზემო იმერეთი (ე. ი. რაჭისა და გურიის ოლქები), ახლანდელი ახალციხის საფაშო, ქართლი და კახეთი. თითოეულ ოლქში ფარნავაზმა დაადგინა ერისთავის**** თანამდებობა, რაღაც ჩვენი ვოევოდას (воевода) მაგვარი. ამ წოდებებში უპირატესად განსაზღვრულ იქნენ ქართველი თავადები. საერისთაოები იყოფოდა სამოურავოებად, ანუ ადგილობრივ საუფროსოებად, რომლებსაც უმცროს თავადებს აბარებდნენ, რომლებიც ერისთავებს ექვემდებარებდნენ. ამ წოდებებს საერთოდ დამსახურების და მიხედვით აღწევდნენ. საქართველოს ასეთი ადმინისტრაციული მმართველობა ქრისტეს შობიდან VI საუკუნის მიწურულამდე გრძელდებოდა. (*მამასახლისი ზედმიწევნით თარგმანში ნიშნავს სახლის მამას, ე. ი. ოჯახის თავს, საგვარეულოს, ტომის უფროსს. **Князь-ის სახელწოდება, რომელიც ქართულ ენაზე გამოიხატება სიტყვით თავადი, წარმოდგება სიტყვიდან თავი – голова. ***აკადემიკოს ბუტკოვის ჩანაწერებში ნათქვამია, რომ მაშინდელი საქართველო 8 ოლქად იქნა დაყოფილი. Арх. Главн. Шт. въ С.-Петерб. ****ერი /Эристи/ ქართულად ნიშნავს ხალხს, თავი კი – голова-ს.) 

მეფემ ბაქარ III-მ კიდევ უფრო აამაღლა თავადთა ღირსება იმით, რომ საერისთაოები და სამოურავოები მმართველობაში თავადთა საგვარეულოებს მისცა, რამაც ისინი ერთგვარად მეფეთა ვასალებად და საერისთავოების სრულ მფლობელებად აქცია. ასეთნაირად გამოჩნდნენ საქართველოში მეფისნაცვლები ფეოდალური მმართველობით. ამასობაში თავადთა საგვარეულოები იზრდებოდა ან სამეფო დინასტიის უმცროსი წევრებით, ან კიდევ დიდებული გვარებით (знатными родами) უცხო სამფლობელოების საქართველოსთან შემოერთებისას, მათ მფლობელებთან ერთად. ასე, სომხეთის შემოერთებით შემოუერთდნენ მისი მელიქები ორბელიანები და სხვები. მელიქებს, ანუ სომეხ მფლობელებს შემდეგ თავადები უწოდეს.

მფლობელი მთავრები (თავადები) (владетельные князья), რომლებმაც თავიანთი საგვარეულოების მმართველობაში საერისთაოები მიიღეს, მთელ შემდგომ ხანებში ცდილობდნენ თავიანთი მნიშვნელობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ნაკლებად ემორჩილებოდნენ რა მეფეებს, თავიანთ სამეკვიდრეო მამულებს ისინი თითქმის თვითმპყრობელურად მართავდნენ. კონსტანტინოპოლის იმპერატორები, სპარსეთის მეფეები და შაჰები, და შემდგომში კი თურქეთის სულთნებიც, მხარს უჭერდნენ ამ ვასალების ძალმოსილებას, იმ მიზნით, რომ მეფის ხელისუფლების დასუსტებით, საქართველოზე თავიანთი უმაღლესი მფლობელობა შეენარჩუნებინათ. მფლობელი ერისთავები ზოგჯერ უარს ეუბნებოდნენ მეფეებს მათი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეფეს არ შეეძლო სრული ძალა მიეცა კანონისთვის, თუ ის თავადთა თანხმობით არ იყო დადასტურებული. თუმცა კი, ეს ხელს არ უშლიდა იმავე თავადებს, რომ წეს-ჩვეულებას დამორჩილებოდნენ, რომლის მიხედვითაც მეფეს უფლება ჰქონდა სიცოცხლე მოესპო თითოეული თავადისთვის, კიდურები მოეკვეთა, ან თვალები ამოეთხარა, დატოვებდა რა იმავე დროს დასახიჩრებულს თავადის წოდებაში ანდა მისი მამულის მფლობელობაში.

მთავარი თავადები* (*თავადთა უმაღლესი წოდება მაშინ ბატონიშვილების /батонисъ-швили/ სახელს ატარებდა; см. Ст. Кипiани: «О томъ, о сёмъ и, между прочимъ о сословiяхъ закавказскихъ». Газ. «Кавк.» 1853 г. № 80, 347. მისი აზრით, ეს სახელწოდება ეკუთვნის მთავრების შვილებს /детямъ мтаваровъ/ – ქართველთა უმაღლესი და მეფესთან უახლოესი წოდებისა) შაჰებისგან, ორდენის ნაცვლად, ფრთებით გაწყობილ ქუდს ღებულობდნენ, რომელიც თაჯის (тачжи) სახელითაა ცნობილი, მეფის ქუდისგან განსხვავებით, რომელსაც თომარი (томарь) ეწოდებოდა.

მეფემ ერეკლე II-მ, სარგებლობდა რა სპარსეთში მიმდინარე არეულობებით, ჰპოვა შესაძლებლობა, რომ თავადთა ძალაუფლება შეევიწროვებინა, განსაკუთრებით კი ქართლის თავადებისა, იმ ხერხით, რომელიც შემდგომში მეტად არასაიმედო აღმოჩნდა. მან ზოგიერთ უძლიერეს თავადს, რომლებიც სხვებზე უფრო სახიფათონი იყვნენ მათი სამემკვიდრეო მამულების ადგილმდებარეობის გამო, მათი უძველესი ღირსება ჩამოართვა და ის საუფლისწულოებად თავის ვაჟიშვილებსა და შვილიშვილებს დაურიგა, რომლებიც შემდგომში მეფეს თავადებზე კიდევ უფრო ნაკლებად ემორჩილებოდნენ. ეს ზომა რამდენადაც სახელმწიფოს ერთიანობისა და ძალისთვის სავარაუდო სარგებლით იყო გამოწვეული, იმდენადვე იმიტომ, რომ სამეფო სახლის წევრთა გამრავლებასთან ერთად, მეფის შემოსავლები მათი ჯეროვანი ცხოვრებისთვის არ კმაროდა.

ქართველი თავადები წარმოდგებოდნენ: 1) ქართველი მეფეებისგან, 2) მფლობელი თავადური წოდებებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოესახლნენ, უპირატესად კი სომხეთის მფლობელი თავადური საგვარეულოებისგან, და 3) ამ ღირსებაში აღიყვანებოდნენ სპარსეთის შაჰებისა და საქართველოს მეფეთა მიერ, ქართველი აზნაურებისა და სხვა წოდებებისგან* (*1783 წ. ტრაქტატის დადებისას ჩვენი მთავრობა მოითხოვდა ცნობებს თავადებისა და აზნაურების შესახებ. ერეკლე II-ს გაუძნელდა მათი უფროსობისა და ღირსების გათანაბრება. მან შეადგინა 8 სია, თითოეულში მოათავსა 8-8, სხვებში კი 7-7 გვარი, ასეთი ახსნით, რომ თითოეულ სიაში პარალელურად მოთავსებული თავადები ურთიერთ შორის თანატოლნი არიან).

კანონის მიერ ნაკურთხი პირობით, სათავადო ღირსებისთვის აუცილებლად იყო აღიარებული: 1) ჰქონოდა ორი ან სამი ციხესიმაგრე* (*აქედან საქართველოში ამ დრომდე მოჩანს მრავალი ციხე-სასახლე, კოშკი და ციხე-სიმაგრე. მათი წარმოშობა გამოწვეულია მოწინააღმდეგის ხშირი შემოჭრებით, რომლებსაც საქართველო განიცდიდა. ამ დროში თავადებიდან ის ითვლებოდა სუსტად და არასაიმედოდ, ვისაც არ ჰქონდა აღმართული სიმაგრე /твердыня/ საუკეთესო სტრატეგიულ პუნქტში, ვისაც არ ჰქონდა ძლიერი და კარგად შეიარაღებული ციხე-სიმაგრე. Кавк. 1853 г. № 83) და ამდენივე სოფელი; 2) ისეთი ქონება, რომელიც მისცემდა თავადს საშუალებას საკუთარი თავი წოდების შესაფერისად შეენეხა; 3) ჰქონოდა ეკლესია ან მონასტერი ოჯახის წევრთა დასაკრძალად; 4) თავის დამოკიდებულებაში ჰყოლოდა რამდენიმე აზნაური. ამ პირობების გარეშე, და უპირატესად კი პირველისა, არავის არ შეეძლო თავადის ღირსების მიღება თვით უგვიანეს ხანებშიც კი.

საქართველოს მეფეები ჩვეულებრივ თავიანთ ქალიშვილებს თავადებზე ათხოვებდნენ, ამასთან ყველაზე უფრო მდიდრებს ირჩევდნენ, რათა მზითევი მეფეს რაც შეიძლებოდა ნაკლები დაჯდომოდა. საქართველოს დედოფლებიცა და მეფის რძლებიც ასევე ქართველ თავადთა ქალიშვილები იყვნენ.

სამხედრო და სამოქალაქო პირველი ჩინები, როგორებიცაა: სარდლობა (უმაღლესი სამხედრო წოდება) და მდივან-ბეგთა თანამდებობები (მოსამართლენი) თავადთა საგვარეულოებში მემკვიდრეობითი გახლდათ* (*სამხედრო სარდლობა მემკვიდრეობითი იყო თავად ამილახვართა, ბაგრატიონ-მუხრანელთა, ციციშვილების, ანდრონიკაშვილებისა და სხვა საგვარეულოებში). თუ მამა სარდალი იყო, მაშინ მისი ძეც სარდალი უნდა ყოფილიყო; თუ მამა მდივან-ბეგი იყო, მაშინ მის უფროს ძესაც იგივე თანამდებობა უნდა დაეკავებინა.

თავადები თითქმის არასოდეს არ ჰყოფდნენ თავიანთ მამულებს, და მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა, საგვარეულოში უფროსის მიმართ დამოკიდებულებაში, რომელიც, უმცროსთა მხრიდან სიტყვის ყოველგვარი შებრუნების გარეშე, მთელ მამულს მართავდა. იგი ღებულობდა შემოსავლებს და მათ ნაწილს თავისი სახლეულის უმცროს წევრთა შენახვისთვის გამოჰყოფდა. ხოლო თუ ძმები იყოფოდნენ, ამ შემთხვევაში, გვარში უფროსი, ინარჩუნებდა რა პირველობასა და ძალაუფლებას, განსაკუთრებული პატისვისცემით სარგებლობდა.

1783 წლის ტრაქტატის დადებისას, საქართველოში თავადთა საგვარეულოები ითვლებოდა: კახეთში 24 და ქართლში 38; 1801 წელს გამოჩნდა ახალი გვარები, რომლებიც ტრაქტატში არ იყვნენ მოთავსებულნი, არამედ თავადთა წოდება საქართველოს უკანასკნელი მეფის სუსტი მმართველობის დროს მიიღეს. უგვიანეს ხანებში, საქართველოს მეფეები, შემოსავლების უკმარისობის გამო, მათი შეძენისთვის, სათავადო ღირსების სხვადასხვა წოდების ადამიანთათვის მიყიდვით იყვნენ დაკავებულნი. ბატონიშვილებიც არცთუ იშვიათად ასეთივე გაყიდვას მიმართავდნენ. იმერეთის მეფე, როცა უკვე რუსეთის ქვეშევრდომი გახლდათ, ძალაუფლების ასეთ ბოროტად გამოყენებაზე უარს არ ამბობდა (Записки Тучкова /рукоп./ въ Арх. Главн. Штаба). უფლებების ჩამორთმევით სასჯელი, რამდენადაც ცნობილია, საქართველოში არ გამოიყენებოდა, მაგრამ მამულების კონფისკაციას კი მეფეები მეტად ხშირად მიმართავდნენ.

ქართველი აზნაურები ორ თანრიგად იყოფოდნენ*: (*გ. ფურცელაძე აზნაურებს სამ კლასად ჰყოფს) მეფის აზნაურებად და თავადთა აზნაურებად. ამ წოდების წარმოშობაც ასევე უძველეს ხანას მიეკუთვნება. არგონავტების კოლხიდაში მოსვლის დროიდან ბერძენთაგან ბევრი მის ნაპირებზე სახლდებოდა. ქართველები მათ თავიანთ ენაზე აზონაურებს** უწოდებდნენ (**აკადემიკოს ბუტკოვის აზრით /см. записк. Буткова, Арх. Главн. Штаба въ С.-Петербурге/, ეს სახელწოდება არგონავტების წინამძღოლის, იაზონისგან წარმოდგება. ბუტკოვი ამ საფუძველზე ვარაუდობს, რომ ამ წოდების თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ იაზნაურები. ბ-ნი დ. ყიფიანი ამ სიტყვის წარმოშობას მიაწერს აზონს, ალექსანდრე მაკედონელის არმიაში ერთერთ უფროსს, და ამიტომ ამბობს, რომ თავდაპირველი სახელწოდება იყო აზონაურები. Смот. Кавк. 1853 г. № 81, 350). საქართველოს პირველმა მეფემ, ფარნაოზმა ან ფარნავაზმა, კოლხიდის მფლობელისგან ფულის სანაცვლოდ მიიღო ჯარი, რომელსაც აზნაურთაგანაც ბევრი შეუერთდა. მათი დახმარებით, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 300 წელს, ფარნაოზმა საქართველოდან მაკედონელები განდევნა.

აზნაურთა სამსახურისადმი მადლიერების ნიშნად, მეფემ ისინი თავისთან დაიტოვა, მათ მიწები და მამულები მისცა. სწორედ აზნაურებმა შეადგინეს კიდეც შემდგომში კლასი, რომელიც ღირსებით ქართველი თავადების შემდეგ მოდიოდა.

ფარნაოზის ძეს, რომელსაც მამასახლისთა უწინდელი მფლობელობის აღდგენა სურდა, ქართველ ხალხზე ბატონობა ჩამოერთვა. მაგრამ აზნაურებმა ფარნაოზის ვაჟიშვილი ტახტზე აღადგინეს, და მანაც, ამის გამო მადლობის ნიშნად, მათგან თავის მცველთა რაზმი დააარსა. იმ დროიდან აზნაურები საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდნენ. სიტყვა აზნაურთან ქართველი აერთიანებს ცნებას კეთილშობილებისა და განათლებულობის შესახებ. თავისუფალ მეცნიერებებს, კეთილშობილ ხელოვნებას სააზნაურო ეწოდებოდა. ეს წოდება ყველაზე უფრო განათლებული გახლდათ საქართველოში.

როდესაც თავადები თავიანთ სამემკვიდრეო მამულებში თვითმპყრობელები შეიქნენ, თავისთან დაახლოებულ პირებს ასევე აზნაურის სახელწოდებას აძლევდნენ. აქედან საქართველოში, სულ უძველესი დროიდანვე, გამოჩნდნენ მეფის აზნაურები და თავადთა აზნაურები.

ეს დაყოფა მხოლოდ ქართლში იქნა შენარჩუნებული; კახეთში კი მხოლოდ სამეფო აზნაურები იყვნენ. კახეთის მეფემ ლეონმა, XVI ასწლეულის დასაწყისში, კახელი აზნაურები თავადებზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა, სურდა რა ეს უკანასკნელნი დაეუძლურებინა, რადგანაც თავადთა აზნაურები მხოლოდ სამხედრო ხელობით იყვნენ დაკავებულნი და შეადგენდნენ რა საქართველოს ყველაზე უფრო მამაც და ჩინებულ მეომრებს, ყოველთვის ქმედით მონაწილეობას ღებულობდნენ ყველა იმ შემთხვევაში, როცა ძალაუფლების მყვარული თავადები სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

მეფის აზნაურები სამეფო კარის ზოგიერთ თანამდებობაზე დაიშვებოდნენ, ხოლო სამხედრო სამსახურში კი ზოგჯერ მინ-ბაშის (პოლკოვნიკი) წოდებასაც აღწევდნენ, მაგრამ, უმეტეს წლად, მათი აღზევების ზღვარი იუზ-ბაშის (კაპიტანი) წოდება გახლდათ (Акты Кавк. Арх. ком. т. 1, 329). ამათზე უფრო მაღალ წოდებებს აზნაურები ვერ აღწევდნენ, მეტად მნიშვნელოვანი რიცხვის თავადთა საგარეულოების გამო, რომლებსაც ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ და ამით მათ აღზევებას ეწინააღმდეგებოდნენ. აზნაურები მემკვიდრეობისა და გვარში უფროსობის მთელი იმ უფლებებით სარგებლობდნენ, რითაც თავადები.

აზნაურები, რომლებიც თავადებს, კათოლიკოსსა (სასულიერო წოდების მეთაურს) და სათავადო მამულების საუფლისწულოდ მფლობელ ბატონიშვილებს ეკუთვნოდნენ, სამეფო აზნაურების უფრო დაბლა მდგომებად ითვლებოდნენ და თავიანთი მფლობელების ქვეშევრდომები გახლდნენ, სარგებლობდნენ რა მათთვის მიცემული მიწით, რომელიც გლეხებით იყო დასახლებული. ამ აზნაურებს არანაირი ვალდებულებები არ ეკისრებოდათ და არც თავიანთი მამულები გააჩნდათ, ხოლო თუ გაყიდდნენ მათ, ვერა სხვანაირად, თუ არა მფლობელის ნებართვით, და ამასთან მხოლოდ იმავე თავადის აზნაურებზე.

თავადს კი უფლება ჰქონდა გაეყიდა სოფელი, რომელიც მისი აზნაურის გამგებლობაში შედგებოდა, მაგრამ მაშინ ეს აზნაური და მისი ოჯახი თავისუფლები ხდებოდნენ. თავადების აზნაურებს ჰქონდათ უფლება მფლობელები გამოეცვალათ, მაგრამ ამისთვის წინასწარ უნდა მოეძებნათ თავადი, რომელიც ისურვებდა მიეღო ისინი და მიეცა ის კეთილმოწყობილობანი (удобства), რაც აზნაურული ღირსების აუცილებელ პირობას შეადგენდა.

მოძებნიდა რა თავისთვის ახალ მფლობელს, აზნაური უწინდელ მფლობელს უტოვებდა მიწას, სახლს და ახალთან მიდოდა.

ომიანობის დროს აზნაურები ვალდებულნი იყვნენ ყველანი შეიარაღებულიყვნენ და თავიანთ თავადებს გაჰყოლოდნენ; მშვიდობიანობის დროს ისინი თან ახლდნენ თავადებს ნადირობის, მოგზაურობის დროს, და მის შინაურ ყოფა-ცხოვრებაშიც სხვადასხვა თანამდებობებს ასრულებდნენ.

აზნაურობის წყალობისას, მეფე წინასწარ უბოძებდა ამ წოდებაში აღსაზევებელს, თუ მას საკუთარი სახსრები არ გააჩნდა, მთელ იმ ქონებას, რომელიც აზნაურის წოდებისთვის აუცილებელ პირობას შეადგენდა. მეფის ყველა აზნაურს ჰქონდა თავისი სოფელი, ციხესიმაგრე ან ციხესასახლე, თავის სამფლობელოთა შუაგულში, ეკლესია – ოჯახის დაკრძალვისთვის, ლაშქრობის შემთხვევაში კი – კარავი და გამართული შეიარაღება; რადგანაც აზნაურთა სამსახური უპირატესად ცხენოსანი იყო, ამიტომ თითოეული აზნაურისგან მოითხოვებოდა, რომ მას, გამოსაყენებლის გარდა, კიდევ ჰყოლოდა ერთი სათადარიგო ცხენი და მისი მომსახურენი.

თავადებს უფლება ჰქონდათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა აზნაურად აღზევებისთვის ეშუამდგომლათ, თუ ისინი მათ ამ წოდებისთვის ყოველივე აუცილებლით თავიანთი მამულებიდან თვითონვე ამარაგებდნენ.

აზნაურობაში აყვანილს მეფის სიგელი განსაკუთრებული ცერემონიალით ეძლეოდა. უკანასკნელი მეფის დროს ეს წოდებები გასაყიდი შეიქნა, ისევე როგორც თავადთა წოდებანიც. 1783 წლის ტრაქტატის მოიხედვით საქართველოში აზნაურთა გვარები შედგებოდა: სამეფო აზნაურებისა კახეთში 36, ქართლში 82; ქართლში კი თავადთა აზნაურებისა 186 და კათოლიკოსის აზნაურებისა იქვე 13.

ვაჭრები სამ ხარისხად იყოფოდნენ: 1-ლი ხარისხის ვაჭარი ერთგვარად (какъ бы) სახელოვანი მოქალაქე იყო; ეს წოდება მემკვიდრეობით შეიძინებოდა და, მასთან ერთად, კაპიტალი, გლეხები და მიწა გადაეცემოდა.

მე-2 ხარისხის ვაჭრები გახლდნენ ისინი, რომლებიც თავად, სავაჭრო ბრუნვით, იძენდნენ კაპიტალს, გლეხებსა და მიწას; და, ბოლოს, მე-3 ხარისხისა, ისინი, რომლებსაც მხოლოდ სავაჭრო დუქნები გააჩნდათ გააჩნდათ, რომლებშიც ვაჭრობას ეწეოდნენ* (*გ. ფურცელაძე ამბობს, რომ ვაჭართა ოთხი კლასი იყოო).

ვაჭრებს არცთუ იშვიათად სამეფო სახლში თანამდებობები ეკავათ და, სარგებლობდნენ რა სამეფო აზნაურებთან თანაბარი უფლებებით, სათავადო აზნაურებთან შედარებით უპირატესობანიც გააჩნდათ.

მოქალაქეებს (Мокалаки), ანუ მეშჩანებს, იგივე უფლებები ჰქონდათ, რაც ვაჭრებს. “ვაჭრები და მოქალაქენი თითქმის ყველანი სომხები არიან, ვინაიდან ქართველები ვაჭრობას სასირცხვოდ მიიჩნევენ” (Письмо Лазарева Кнорингу 8 марта 1801 г. Акты Кавк. Арх. ком. т. 1, стр. 329).

მოქალაქენი მხოლოდ ორ ქალაქში არსებობდნენ, ტფილისსა და გორში; სხვა ქალაქებში მათი დაარსების მცდელობაც კი არ ყოფილა. ტფილისელი მოქალაქენი მოვაჭრე სომხებისგან წარმოდგებოდნენ, რომლებიც ვახტანგ გორგასალმა, მნიშვნელოვანი პრივილეგიების დახმარებით, მის მიერ ახლად დაარსებულ ტფილისში გამოიძახა. თავად ქართველთა არაკეთილგანწყობა სავაჭრო საქმიანობისადმი ისეთი ძლიერი იყო, რომ, მოქალაქეებისთვის მიცემული ყველა პრივილეგიის მიუხედავად, ეს წოდება, თვით ამ დროისთვისაც კი, უპირატესად სომხებისგან შედგება. უკანასკნელნი, შეგნებული ჰქონდათ რა ქალაქის ცხოვრებაში თავიანთი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა მხარს უჭერდნენ და ცდილობდნენ მოცემული პრივილეგიების შენარჩუნებას, და იმდენიც მოახერხეს, რომ მეფეები მათ ყველანაირ ყურადღებასა და პატივისცემას აღმოუჩენდნენ. 

მოქალაქეს შეეძლო მფლობელობაში ჰყოლოდა გლეხები, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სიკვდილით ვერ დაისჯებოდა, არამედ ფულადი ჯარიმით შეეძლო თავი გამოესყიდა; შეჰქონდა ფულები იმისთვის, რომ მისი ძე ან ასული, ან კიდევ ნათესავი “არბაბში” არ წაეყვანათ, ე. ი. გოგონებისა და ბიჭების სპარსეთის შაჰისთვის ხარკად სამარცხვინო გაგზავნისთვის, მაშინ როდესაც დანარჩენ მოსახლეობას ამისგან ფულით თავის დახსნის უფლება არ ჰქონდა.

მოქალაქეები მეფეს უხდიდნენ მახტას, განსაზღვრულ ხარკს (подать), რომლის მიხედვითაც რამდენიმე ხარისხად იყოფოდნენ, რომლიდანაც სხვაზე გადასვლა თავიანთი ნება-სურვილით შეიძლებოდა, მაგრამ რომელთა არც გაყიდვა შეეძლოთ, არც მემკვიდრეობით მიღება. მათ შეეძლოთ ემსახურათ და ზოგიერთ ადგილზე განსაკუთრებული უფლებაც ჰქონდათ. (დაღვრილი) სისხლისთვის დაკმაყოფილებისას პირველი კლასის მოქალაქე მეორე კლასის აზნაურს უთანაბრდებოდა (Нечто о городахъ грузинскихъ. Закавк. Вестн. 1850 г. № 12).

ამქარი, ანუ ხელოსნები, საამქროებად იყოფოდნენ: ქვისმთლელებისა, დურგლებისა, მქსოველთა, მკერავთა, ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის საქმეთა ოსტატების, ხატმწერთა და სხვების.

ამ დრომდე თითოეულ საამქროს თავისი საგანგებო დროშა ან ნიშანი გააჩნია, რომლის ქვეშაც ისინი საზეიმო შემთხვევებში იკრიბებიან: დღესასწაულებზე ან საცერემონიალო შეხვედრის დროს. ეს ნიშნები სხვადასხვა ქსოვილების ნაჭრებისგან შედგება, რომელიმე წმინდანის გამოსახულებით, ცნობილი საამქროს მფარველისა. ასე, მეიარაღენი თავიანთ დროშაზე გამოსახავენ აბრაამს დანით ხელში; მღებავები – მოციქულ თადეოზს, ხელთუქმნელი ხატით; ბაყლები (ხილის გამყიდველები) – მთავარანგელოზ მიქაელს, მახვილითა და სასწორით; დროშების უმეტეს ნაწილზე კი ელია წინასწარმეტყველს გამოხატავენ.

ხელოსანთა და მრეწველთა კასტებს შორის კამათებმა და უთანხმოებებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ გარეშეთა შევიწრივებისგან დაცვისა და ურთიერთ შორის სასამართლოს დაარსებისთვის, ხელოსნებმა თავიანთი გარემოდან უფროსების არჩევა დაიწყეს, რომელთაც უწოდებდნენ კიდეც უსტა-ბაშებს (ხელოსანთა მეთაურებს). წესები არჩევისთვის მეფეთა მიერ იყო დამტკიცებული. უსტა-ბაშებს ებარათ არა მხოლოდ ერთი მთლიანი ხელობა, არამედ მისი სახეობანიც, ასე, მაგალითად, წყლის მზიდავები იყოფოდნენ: დოქებით წყლის დამტარებლებად და ტიკებით წყლის დამტარებლებად. ამ ხელობის თითოეულ განაყოფს, ექვემდებარებოდა რა ყველა წყლის მზიდავთა საერთო უსტა-ბაშს, თავისი საკუთარი უსტა-ბაშიც ანუ თავკაციც (старшина) ჰყავდა. თითოეული სახეობის მკერავებს, რუსული სამოსისა, ჩერქეზულებისა, ჩოხებისა და ა. შ., საერთო უსტა-ბაშის გარდა, თავიანთი საგანგებო უსტა-ბაშიც ჰყავს, მაგრამ ამასთან ხელოსანთა ერი არ განსხვავდება (но при этомъ нацiя ремесленниковъ не различается).

უსტა-ბაშის არჩევა ყოველთვის რომელიმე ეკლესიის მახლობლად ხდება, თავიანთი ხელობის ოსტატებისგან, ხმათა უმრავლესობით. ეკლესიის სიახლოვეს იმიტომ ირჩევენ, რომ არჩევა და საერთოდ ეს შეკრებები ფიცის დადებით მთავრდება.

ისეთი ადამიანის არჩევას ცდილობენ, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, გამოცდილისა და ჭკვიანის. მის დამხმარედ ირჩევენ ორ მუშას: იგით-ბაშისა (მაგარი თავი) და ახ-სახკალს (რაც თეთრ წვერს ნიშნავს). ამრჩევები ადგენენ ხელწერილს ამისა და ამის უსტა-ბაშად არჩევის შესახებ; შემდეგ მას ხელზე ემთხვევიან და თანამდებობას ულოცავენ. მოხუცები ხელზე მთხვევისგან თავისუფლდებიან; ზოგიერთ საამქროში ხელოსნები უბრალოდ ერთმენეთს გადაჰკოცნიან.

მილოცვისას თითოეული ჩუქნის უსტა-ბაშს ვაშლს, რომელშიც ფულებია ჩალაგებული, მჩუქნელის შეძლების და მიხედვით. უსტა-ბაში არტელის მოსამართლეა, მშვიდობისა და კეთილი თანხმობის შემნახველი, აგრეთვე მისი ინტერესების დამცველი (оберегатель). მეფეების დროს უსტა-ბაშები შეუზღუდავნი იყვნენ, მაგრამ შემდგომში მათ სხეულებრივად დასჯის უფლება ჩამოერთვათ. არავის არ შეუძლია მის ბრძანებას ყური არ ათხოვოს. თავისი ვაჟიშვილის რომელმე ხელობის სასწავლებლად მიცემის მსურველი ამის შესახებ უწინარეს ყოვლისა უსტა-ბაშს უნდა დაელაპარაკოს, თუ რა პირობებით აძლევს ბიჭს და რამდენი წლით. სწავლის ვადის დასრულების შემდეგ (5-6 წელი), უსტა-ბაში ორ თანაშემწესთან ერთად, აწყობს მოწაფის გამოცდას, და თუ მან იცის ხელობა და, პატრონის დამოწმებით, კარგი საქციელი ჰქონდა, მაშინ მას ოსტატად აკურთხებს. 

შეკრებენ რა ყველა ახლად ნაკურთხი ოსტატისგან თითოეულისგან 10-25 მანეთს, შეძლების და მიხედვით, ამ საამქროს მუშათა მთელი საზოგადოება ქალაქ გარეთ ბაღებში მიემართება და იქ მამა-პაპურ ქეიფს აწყობს (задаётъ тамъ пиръ на славу). სადილის წინ მოწაფე მუხლებზე დგება; იმ მრევლიდან მოპატიჟებული მღვდელმსახური, რომელსაც მოწაფე მიეკუთვნება, მის თავზე სახარებას კითხულობს, შემდეგ მისით კეთილი საქმეებისთვის აკურთხებს და არიგებს, რომ აღასრულებს რა თავის ხელობას პატიოსნად, ყველასთან მშვიდობით ცხოვრობდეს.

მღვდელმსახურისგან მოწაფე უსტა-ბაშთან მიდის, რომელიც ურჩევს მას ოსტატის მაღალი წოდების ღირსი იყოს, და შემდეგ კი ყველა ხელოსანი დარიგებას დაამთავრებს სიტყვით: ამინ. მაშინ უსტა-ბაში, მოუწოდებს რა შემწედ წმ. სამებას, თითოეულ ახლად ნაკურთხს სამჯერ ურტყამს ხელს ლოყაზე და მათ წელზე აბრეშუმის ქამარს ან ხელსახოცს შემოარტყამს, რომელსაც სამ დღეს ატარებენ კიდეც ისინი, როგორც ოსტატად მათი კურთხევის ნიშანს. წესის დასრულების შემდეგ ისინი უსტა-ბაშსა და ყველა იქ დამსწრე ოსტატს ხელზე ემთხვევიან, ხოლო შემდეგ კი ქეიფიც იწყება.

უსტა-ბაშის გარტყმა იმის სიმბოლოს წარმოადგენს, რომ ამ ხელს ახალი წევრის დასჯისა და შეწყალების უფლება აქვს.

უსტა-ბაში ხუთ წელიწადზე მეტ ხანს იშვიათად რჩება თავისი საამქროს წინამძღოლად, იმის შიშით, რომ ამ საპატიო წიდებას ის სამუდამოდ არ დაეუფლოს.

უსტა-ბაში კრეფს ხარკს (собираетъ подати), ამცნობს თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ, რათა ისინი, მაღალსადღესასწაულო დღეებში ეკლესიებში მივიდნენ, და აწარმოებს სამართალს.

ახალი წლის დღეს თითოეული ოსტატი, ულოცავს რა თავის უსტა-ბაშს, მას ფულებით დატენილ ვაშლს ჩუქნის, რისთვისაც ის ხილითა და არყით უმასპინძლდება.

მუშებს შორის დავის შემთხვევაში უსტა-ბაში მათ იგით-ბაშის მეშვეობით თავისთან მოიხმობს, არჩევს საქმეს და დამნაშავეს ან ფულს გადაახდევინებს, რასაც ული ეწოდება, ან კიდევ მის სახელოსნო დუქანს (лавка) ორი ან სამი დღით კეტავს.

“თუ განსასჯელი იფიქრებს უსტა-ბაშს არ დაემორჩილოს, მაშინ, როგორც, მაგალითად მეწაღეებს, მებაშმაკეებსა და მეტყავეებს შორისაა, უსტა-ბაში თავისი იგით-ბაშის მეშვეობით უგზავნის ვაშლს იმ ხელოსნების უსტა-ბაშს, რომლებთანაც ურჩი თავისი სამუშაოსთვის საქონელს ყიდულობს, ან კიდევ მათთან, რომელთაც მისგან მიაქვთ საქონელი, და ამით ატყობინებს, რომ ესა და ეს ოსტატი მას არ ემორჩილება, და ამიტომ სთხოვს: მკაცრად აუკრძალონ მათი უწყების ქვეშ მყოფ ოსტატებსა და ყასბებს მიჰყოდონ მას, თუ ის მეტყავეა, ნედლი ტყავი, ხოლო თუ ის მეწაღეა, მეტყავეებს მისცენ მას საქონელი. ასეთ ნაირად, ყოველი მხრიდან შევიწროვებული, ის იძულებულია მორჩილებით გამოცხადდეს თავის უსტა-ბაშთან”, პატიება სთხოვოს, ჯარიმა გადაიხადოს, და მაშინ უსტა-ბაში ატყობინებს, რომ ესა და ეს აკრძალვისგან თავისუფალია (Уста-башъ, Кавк. 1846 г. № 41. Письмо къ петербургскому знакомому Н. Дункель-Веллингъ, Кавказъ 1853 г. № 67).

უსტა-ბაში, საზოგადოების საქმეთა გამო, მუდმივად წყდება თავის საქმიანობას, ამიტომ, ჯილდოდ ის საქმის გადაწყვეტისას ორივე მოდავისგან თითო ვერცხლის მანეთს ღებულობს და თითო მანეთსა და აბრეშუმის ხელსახოცს ოსტატად ნაკურთხი ყოველი მოწაფისგან.

გარდაცვლილი ხელოსნის ნათესავები ხელობაში მის ყველა ამხანაგს დაკრძალვაზე ეძახიან, და რადგანაც ამით მათ საქმეს აცდენენ, ამიტომ ოსტატებს ფულს აძლევენ, რითაც ისინი შესანდობარ სუფრას აწყობენ (справляютъ поминки), ხოლო დანარჩენს კი საზოგადოებრივ თანხად აქცევენ, სადაც მიდის ასევე საჯარიმო 60-60 კაპიკი თითოეული მუშისგან, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზების გარეშე დაკრძალვაზე არ ყოფილა. საზოგადოებრივი თანხა ღარიბი და ავადმყოფი მუშების დახმარებისთვის გამოიყენება, და ხშირად ღარიბი მუშების დაკრძალვისთვისაც. წელიწადში ერთხელ საზოგადოება ცხვრებსა და ბრინჯს ყიდულობს, ამზადებს ფლავს, მწვადებს და მათ პურთან ერთად უგზავნის: ნაწილს პატიმრებს, ნაწილს მათხოვრებს, ხოლო ნაწილს კი თავის სადილად მოიხმარს, რაც ჩვეულებრივ მღვდლის თანდასწრებით ხდება. 

თითოეული გვარეობის ოსტატებს შორის, თავიანთი განსაკუთრებული ჩვეულებები არსებობს. მეწაღე, როგორც კი ატმის ნაყოფის გამოჩნდება, იშოვნის რა მას, თავის მოწაფეებთან მოაქვს, და მაშინ ისინი საღამოობით სანთლების შუქზე უნდა მუშაობდნენ (Подробности см. Кавк. 1846 Г. № 42 «Уста-башъ». О тифлис. цехахъ, Кавк. 1850 года № 93); მოწაფე, რომელიც გაზაფხულზე მინდვრის ყვავილს იპოვნის, ოსტატს უჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ ღამეები მოკლეა და ისინი საღამოს სამუშაოებისგან უნდა გაათავისუფლოს. ეს წეს-ჩვეულებები მეტად მკაცრად სრულდება.

ხელოსნები, თავიანთი ქონების გაზრდასთან ერთად, ვაჭართა წოდებაში გადადიოდნენ. 

საერთოდ ყველას, ვაჭრებსა და მოქალაქეებს (ქალაქის მცხოვრებთ, горожане), უფლება ჰქონდათ თავიანთ სახელზე გლეხები და მიწა ეყიდათ, იხდიდნენ ხარკს (подати) კაპიტალებიდან და სულადობრივად, იარაღის მკეთებლებისა და ხატმწერების გარდა, რომლებიც, კანონების მიხედვით, გადასახადებისგან თავისუფალნი იყვნენ. თუმცა კი თითოეულის კაპიტალი ცნობილი არ ხდებოდა, მაგრამ ურთიერთ შორის მათი საკუთარი გარჩევა განსაზღვრავდა, თუ რამდენი უნდა შეეტანა თითოეულს მთელ საზოგადოებაზე დაკისრებული ხარკის შემადგენლობაში, რომელიც, უმეტეს წილად, მუდმივი გახლდათ.

მსახურები (Захури) – ბატონთა შინა მომსახურენი საქართველოში განსაკუთრებულ წოდებას შეადგენდნენ, აზნაურებსა და გლეხებს შორის – რაღაც ჩვენი дворовые люди-ს მსგავსს. მსახურები ჰყავდათ მეფეებს, თავადებს, აზნაურებსა და წარჩინებულ სასულიერო პირებს. სახლში მომსახურების გარდა, ისინი თავიანთ ბატონებს ომშიც, მცველების სახით თან ახლდნენ.

მსახურები ამ წოდებაში გლეხებისგან შედიოდნენ, თავიანთ ბატონთა ნების მიხედვით, მთელი ოჯახებით, და, მიღებული ადათ-წესებით, არ შეიძლებოდა თავდაპირველ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ დაბრუნებულნი, იმათ გარდა, რომლებიც ამ წოდებაში თავიანთ მფლობელებს ჰყავდათ აყვანილი. მსახურებს შეეძლოთ ეყიდათ გლეხები, მაგრამ, ამასთან ერთად, არცთუ იშვიათად თავადაც სხვა მფლობელებზე გაყიდულნი ყოფილიყვნენ, თუმცა კი ამასთან თავიანთ წოდებასა და პრივილეგიებს ყოველთვის ინარჩუნებდნენ. მფლობელს შეეძლო მსახური აზნაურად აღეზევებინა, რაც აიძულებდა კიდეც მათ თავიანთი მოვალეობები გულმოდგინედ შეესრულებინათ. ადამიანთა ამ წოდების მოვალეობები განსხვავებული იყო. ზოგიერთი არაფერს არ უხდიდა მემამულეს, და მაშინ ერთი ან ორი ადამიანი ოჯახიდან თავიანთი ბატონის სამსახურში იმყოფებოდა* (*ამ შემთხვევაში ისინი ვალდებული იყვნენ ჰქონოდათ თავაიანთი ტანსაცმელი, შეიარაღება და სურსათი, ასევე ჰყლოდათ ცხენი), სხვები გლეხთა მოვალეობებს ასრულებდნენ და სხვა.

მემამულეთა გლეხები სამ კატეგორიად იყოფოდნენ: ყმა (ნაშიერი, ბავშვი) – რომლებიც დაახლოებული მსახურები იყვნენ და მემამულე მათ როგორც მამა ვაჟიშვილს, ისე ექცეოდა; მონა – рабъ ამ სიტყვის სრული აზრით, და გლეხი – შავი მუშა, რომელიც ბეგარას იხდიდა.

მონებს იძენდნენ ყიდვით, მეფის ნებართვით. ყიდვის თაობაზე აქტის აღსრულების წინ, მონებს, ექვსი თვის მანძილზე გამოცდიდნენ, მათი ქცევისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისთვის. მათ არანაირი ადამიანური უფლებები არ გააჩნდათ: პიროვნების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის (самостоятельности). მათ კანონების მფარველობაც კი წართმეული ჰქონდათ და მთლიანად მფლობელის ნება-სურვილს იყვნენ მიცემულნი.

გლეხები – ესენი იყვნენ крестьяне, რომლებიც მემამულეთა მიწებზე დროებით ვალდებული გლეხების უფლებით ცხოვრობდნენ (на правахъ временно-обязанныхъ крестьян). არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ისინი თავისთან დაემაგრებინა და ისინიც მოვალენი იყვნენ მხოლოდ ბეგარა მოეხადათ (Никто не имелъ права укрепить ихъ за собою, и они обязаны были только отбивать барщину) (О крепостномъ состоянiи въ Грузiи. Кавк. 1864 г. № 85).

მიწათმოქმედთა წოდება შედგებოდა: ქართველების, სომხების, თათრების, ოსების, თუსების, ფშავლებისა და ხევსურებისგან*. მათგან ერთნი ეკუთვნოდნენ საკუთრივ მეფეს, სხვები მეფის ცოლს, დაბოლოს ეკლესიებს**, მემამულეებს, თავადებს, აზნაურებსა და ქართველი ხალხის სხვა წოდებებს. (*გლეხების წოდებას მიეკუთვნებიდნენ: მსახური, მეჯალაბე და ყმა. См. Кипiани, «О томъ, о сёмъ и, между прочимъ, о сословiяхъ закавказскихъ». Кавказъ 1853 г. № 80. **ასე, მანგლისის ძველ ტაძარში შემონახული სიგელის მიხედვით, რომელიც 1404 წელს გაიცა ალექსანდრე I-ის მიერ, ჩანს ტაძრისთვის გლეხებისა და სავარგულების წყალობის შესახებ. 1696 წელს ნაზარ-ალი-ხანმა, ანუ ერეკლე I-მა, სიგელითვე გაათავისუფლა ისინი ყოველგვარი სახაზინო ხარკისგან, ომში ან სამეფო ნადირობაზე წასვლის ვალდებულების გარდა. См. кавк. кален. 1852 г. 468.)

იმაზე უწინ, სანამ ადამიანთა ამ კლასის უფლებებზე ვილაპარაკებთ, აუცილებელია იმ ხერხის შესახებ ვთქვათ, რომელიც მიღებული იყო საქართველოში მიწების გაყოფისას. 

გლეხებისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა მფლობელზე იყო დამოკიდებული, მაგრამ რომელიმე ოჯახისთვის ერთხელ მფლობელობაში დანიშნული მიწიდან ნაწილის ჩამორთმება ჩვეულებად არ ჰქონიათ. 16 ხარშებმულ გუთანს ერთ დღეში რამდენის მოხვნაც შეეძლო – მიწის ამ სივრცეს დღიური (дгыцри) ეწოდებოდა და 60 კვადრ. საჟენს ანუ ერთნახევარ იქაურ დესეტინას შეადგენდა. ვარაუდობდნენ, რომ თითოეულ ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონოდა სამოცი ასეთი ნაწილი, ანუ 90 დესეტინა (რასაც მინდორისმიწა ეწოდებოდა, миндорислища, т. е. полевая земля ) სოფლისგან მოშორებით; აუცილებლად ითვლებოდა რვა ასეთივე ნაწილის ქონა, ე. ი. 12 დესეტინისა, სოფლის მახლობლად, და, გარდა ამისა, შორეული ბაღისთვის კიდევ 2-3 დესეტინა გამოეყოფოდა, ხოლო ახლო ბაღისთვის კი – 1-1 ½ დესეტინა.

ეს ნაკვეთები (участки), ერთად აღებული, რომელთაც საკომლო ეწოდებოდა (რომელიც 106 ½ რუსულ დესეტინას ანუ ერთ კვადრატულ ვერსზე ცოტათი მეტს უტოლდებოდა), შეადგენდნენ სრულ ნაკვეთს (полный наделъ) მეოჯახეობისთვის ანუ მიწათმოქმედებისთვის; ასეთი საკომლო ძლივს თუ ითვლებოდა საკმარისად ოჯახისთვის, მისი წევრების იმ მრავალრიცხოვნებისას, რომელიც იმ ეპოქაში იყო, იმიტომ რომ პაპა, მამა და ოჯახის ყველა წევრი განუყოფლად ცხოვრობდნენ. თუ, ამასთან, ასეთ ნაკვეთში წყლის წისქვილის აშენებისთვის მოსახერხებელი ადგილიც შედიოდა, საკომლო მომგებიანად ითვლებოდა. საქართველოში მიწის ანგარიშს ამ საკომლოების მიხედვით აწარმოებდნენ, და ამბობდნენ: ამა და ამ სოფელს, ოჯახების რიცხვის მიხედვით, სრული საკომლო გააჩნია, ამა და ამ სოფელში – სანახევროდ, ხოლო ზოგიერთ სოფელს კი ორმაგი საკომლოც ჰქონდა.

მიწების მსგავსი დაყოფა მხოლოდ ქართველებს, სომხებსა და ოსებს ჰქონდათ. თათრები კი მთელ ზაფხულს (всё лето) მომთაბარეობდნენ და ეს დაყოფა არ ჰქონიათ.

მიწის მოხვნისთვის რვა წყვილი ხარი და შესაბამისი რიცხვის გამრეკავები მოითხოვებოდა. ძალზედ ხშირად მიწათმოქმედს მათი გამოყვანა არ შეეძლო, ამიტომ ჩვეულებაში შემოვიდა დაკლებული ხარების მეზობლებში სესხება, და ურთიერთ დახმარებით, მიწის მორიგეობით დამუშავება. თათრები ამას სხვანაირად აკეთებდნენ: ისინი თავიდან განსაზღვრავდნენ, რა რაოდენობაა აუცილებელი სახნავად მთელი სოფლის ანუ აულისთვის, საერთო ძალებით მუშაობდნენ, და ამის შემდეგ, წილისყრით, ჰყოფდნენ მიწას იმ მუშებისა და ხარების რიცხვის მიხედვით, რომლებიც თითოეულ ოჯახს გამოეყვანა.

ომის შემთხვევაში, მიწათმოქმედები ვალდებულნი იყვნენ სამშობლოს დასაცავად გამოსულიყვნენ, ექნებოდათ რა თავიანთი იარაღი და ტანსაცმელი, ეყოლებოდათ რა ცხენი.

მიწათმოქმედთა ვალდებულებები განისაზღვრებოდა ადათებით, რომლებიც კანონებში იყო შესული, და არა მხოლოდ მემამულეებს, არამედ მეფეებსაც კი არ შეეძლოთ იმის მოთხოვნა, რაც ადათით არ იყო შემოღებული, და რაც ძველი დროიდან არ აღესრულებოდა. რომლებიც ხარკს ღვინით ან მოსავლის მეათედით იხდიდნენ, სხვას არაფერს არ იძლეოდნენ, და ამ უფლების დარღვევა მთელი სოფლებით მათ გაქცევას, და არცთუ იშვიათად ამბოხებებსაც (возмущенiя) იწვევდა* (*დ. ყიფიანს მოაქვს რამდენიმე დაწვრილებითი ამბავი ვალდებულებათა გვარეობების შესახებ და რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ასეთი წესრიგის შეუსაბამობას გვიჩვენებს. Кавказъ, 1853 г. № 84)

მიწათმოქმედთა ვალდებულებები შემდეგი იყო: ხვნა-თესვით დაკავებულნი ყველანაირი პურეულიდან მოსავლის მეექვსედ ნაწილს იხდიდნენ* (*პურის ხარკს /ღალას/ საერთოდ მეათედი ეწოდებოდა), ღვინის დამყენებლებს კი – შემოსავლების მეხუთედი ნაწილი მიჰქონდათ თავიანთი მფლობელებისთვის და სხვა.

გლეხები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობდნენ და რაიმე ხელობით იყვნენ დაკავებულნი, იხდიდნენ მახტას – სახელფასო ფულად შესაკრებს ანუ ღალას (окладной денежный сборъ или оброкъ), რომელსაც მფლობელები, მუშათა მრეწველობის და მიხედვით, თვითნებურად აკისრებდნენ; ხოლო თუ გლეხები ქალაქებში მხოლოდ დღიური მუშაობის ან ვაჭრობისთვის ცხოვრობდნენ და მიწით არ სარგებლობდნენ, მაშინ სულადობრივ გადასახადს – მალის იხდიდნენ: დაქორწინებულები 1 მან. 20 კაპ.-ს, დაუქორწინებლები კი, რომელთაც ასაკი დაოჯახების ნებას აძლევდა, 60 კაპ.-ს.

გარდა ამისა, საერთოდ ყველა გლეხი – ქართველი იქნებოდა ის, სომეხი თუ თათარი – მოვალე იყო წელიწადში ორჯერ, ქრისტეს აღდგომისა და შობის დღეს თავისი მფლობელისთვის, თითოეულს თავისი შეძლების და მიხედვით, საჩუქრად შესაჭმელი რამ მიეტანა (принести... въ подарокъ съестнаго). მემამულის დაქორწინება გლეხებს საგანგებო გადასახადს (сборъ) აკისრებდა, ფულით ან პურით, თითოეულის ქონების და მიხედვით.

მემამულეებს სრული უფლება ჰქონდათ თავიანთი მიწა განეკარგათ და იმის სრული მფლობელებიც იყვნენ, რაც მის წიაღში იყო. მათ უფლება ჰქონდათ, გარკვეული ზომით, აეღოთ საბაჟო გადასახადები იმ საქონლიდან, რომელიც მათი სამფლობელოების გავლით უნდა გადაეტანათ, ან გადატანა აეკრძალათ. შეეძლოთ, სადაც მოისურვებდნენ, თავიანთ მიწებზე ციხე-სიმაგრეები, ციხე-სასახლეები და კოშკები აეშენებინათ (строить... крепости, замки и башни).

საქართველოში არსებობდა წეს-ჩვეულება, რომელიც მეტად მომგებიანი იყო მფლობელებისთვის, მაგრამ გამაღარიბებელი გლეხებისთვის. როცა მეფე ან თავადი სოფელში მოვიდოდა, მაშინ გლეხებს ისინი უფულოდ უნდა გამოეკვებათ. მიემგზავრებოდა რა რომელიმეს მამულში, სტუმრის სახით, მეფე ან თავადი წინასწარ ატყობინებდა მას ამის შესახებ, და მფლობელთაგან ან გლეხებისგან უფულოდ პურს, ღვინოს, დასაკლავ საქონელსა და სხვა საკვებს მოითხოვდა. მეფის სტუმრობისას მოტანილის მეთერთმეტედი ნაწილი სახლთუხუცესსა და მდივნებს ეკუთვნოდათ. მამასახლისი, ანუ სოფლის თავკაცი, ვალდებული იყო სტუმრისთვის სადგომი მოემზადებინა და მცხოვრებთათვის ეცნობებინა, თუ ვის და სახელდობრ რა უნდა მოეტანა.

მეფის მოსვლის შემდეგ, მისთვის თითოეულს ხის ხონჩით საჭმელი და თიხის რამდენიმე დოქით ღვინო მოჰქონდა; ყველაფერ ამას მეფის წინაშე დგამდა, რომელიც თავის მსახურებთან ერთად იჯდა, და იქვე თავადაც ჯდებოდა.

სოფლის მოსახლეობის და მიხედვით, მისართმევის მომტანთა რიცხვი ზოგჯერ ძალზედ დიდი იყო, მაგრამ ისინი რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველანი ერთად სხდებოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. აქედან გლეხებს ჰქონდათ კიდეც ყველაფერზე თითქმის ისეთივე ცნობები, როგორიც მათ თავადებსა და აზნაურებს გააჩნდათ. შედიოდა რა საუბარში, თითოეული მთელი თავისი მჭერმეტყველების გამოყენებას საკუთარ მოვალეობად თვლიდა – ისეთისა, რომლისგანაც, თავად ქართველების გამოთქმა რომ ვიხმაროთ, “ქვაც კი გასკდებოდა”. აზიელ ხალხებში არსებული ნატიფი გამოთქმები, შედარებები და მიმსგავსებანი აქ თავის ადგილს პოულობდა და აუცილებლადაც ითვლებოდა.

ქართველი შეეჩვია ასეთ გამაღარიბებელ ჩვეულებას. მოვა თუ არა ვინმესთან სტუმრების ან მგზავრთა ბრბო – მასპინძელი მაშინვე ცლის მათთვის სახლს, რომელშიც თავად საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს; თუ ეს ცოტა აღმოჩნდება, მაშინ მისი მარტივი კარმიდამოს ყველა დარნარჩენ შენობასა და მინაშენსაც. ერთ ვახშამზე ის ხშირად მთელი წლის მარაგს მოიხმარს, ყოველგვარი გადანახვის გარეშე, და მაინც იმეორებს ქართულ ანდაზას: “სტუმარი ჩემთვის მეგობარზე უფრო ძვირფასიაო” – ასეთია წეს-ჩვეულება. 

თუმცა კი მფლობელებს კანონით ეკრძალებოდათ ვინმესთვის მათი გლეხების ჩამორთმევა, სინამდვილეში მათ შეეძლოთ წაეღოთ ყველაფერი, რაც კი სურდათ: ფული, იარაღი, ცხენი და სხვა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს საჩუქრების სახით მიჰქონდათ, მაგრამ იმდენად სავალდებულო იყო, რომ გლეხს არ შეეძლო მოთხოვნაზე უარი ეთქვა და მხოლოდ იმით იცავდა თავს, რომ როცა თავადის მოსვლის შესახებ შეიტყობდა, ყველაფერ საუკეთესოს დამალვას იჩქაროდა. საჩუქრის მირთმევისგან თავის დაღწევა, დევნისა და ცუდი შედეგების შიშის გამო, შეუძლებელი იყო.

მემამულეთა შემოსავლები გლეხებისგან უმნიშვნელო გახლდათ და მათ შორის კამათებისა და სადაო საქმეების გარჩევისთვის გადასახადით საჩუქრდებოდა. მემამულენი სოფლებში სასამართლოს თავად უძღვებოდნენ, ან უმნიშვნელო შემთხვევებში, თავიანთი რწმუნებულების მეშვეობით, სახელმწიფოს ზოგადი კანონებისა და ადგილობრივი ადათების მიხედვით. მხოლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევების თაობაზე, როგორებიც იყო მკვლელობა, ყაჩაღობა და მათი მსგავსი, ისინი მეფეს ან მის მდივან-ბეგებს მოახსენებდნენ. თავადებს უფლება ჰქონდათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთათვის მხედველობა წაერთმიათ, მაგრამ დამნაშავეთა გამოკეტვისთვის მემამულეებს საპყრობილეთა ქონა ეკრძალებოდათ. თავადს არ შეეძლო თავისი გლეხისთვის სიცოცხლე მოესპო, მაგრამ მისთვის ქონების წართმევა კი შეეძლო. 

გლეხის მოკვლისთვის თავადს ფულადი ჯარიმა ეკისრებოდა, ხოლო დასახიჩრებული გლეხი კი შემდგომში თავის ოჯახთან ერთად თავისუფალი ხდებოდა, თუ დასახიჩრებისთვის თავისი მფლობელისგან ფულადი ანაზღაურების მიღება არ სურდა (О крепостномъ состоянiи въ Грузiи. Кавк. 1864 г. № 84).

თუ ვინმე მოკლავს ან დაასახიჩრებს გლეხს დანაშაულისთვის, ნათქვამია კანონებში, ის მეფისა და კათოლიკოსის რისხვას იმსახურებს. თუმცა კი, ბატონს რომ სიკვდილით დაესაჯა ან დაესახიჩრებინა თავისი გლეხი, მაშინ ამ უკანასკნელსა და მის მემკვიდრეებს უფლება არ ჰქონდათ დაკმაყოფილება მოეთხოვათ; ხოლო მისი ოჯახი, ძმები და ნათესავები კი ბატონისგან თავისუფლდებოდნენ.

გლეხების ერთი ბატონისგან მეორესთან გადასვლა ან გაქცევა კანონებით აკრძალული იყო; ტყვედ ჩავარდნილები კი მათი მფლობელისთვის დაკარგულად ითვლებოდნენ. ვინც გამოისყიდდა მათ ტყვებიდან, ისინი შემდეგ იმას ეკუთვნოდნენ, მაგრამ თუ გლეხი ახალ მფლობელს მის გამოსყიდვაზე დახარჯულ მთელ ფულს გადაუხდიდა, მაშინ ის თავისუფლდებოდა.

გლეხებს ჰქონდათ მიწებისა და გლეხების ყიდვის უფლება, მაგრამ მფლობელის წერილობითი ნებართვის გარეშე, მათი გაყიდვა კი არ შეეძლოთ. იგივე წესი გლეხების სხვა, მნიშვნელოვანი ფასის მქონე ნივთებზეც ვრცელდებოდა.

საქართველოში მონათა არსებობის შესახებ, XVII ასწლეულის ბოლოს, ცნობები არ არის, მაგრამ ისინი რომ იყვნენ, ქვეყნის კანონებით მტკიცდება, რომელთაგან ჩანს, რომ მონები წარმოდგებოდა: ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგებისგან, სხვა სარწმუნოების მქონე ნაყიდი ადამიანებისგან ან, ბოლოს, იმათგან, რომლებიც, დაქორწინდებიდნენ რა მონაზე, მის ბატონს საკუთარ თავს უპირობოდ ან ხელშეკრულებით მონობაში აძლევდნენ. 

თავისუფალ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი თავი, ან თავიანთი შვილები და ძმები მონებად გაეყიდათ.

საქართველოში არსებობდა მშობლების მიერ თავიანთი შვილების, ხოლო უფროსი ძმების მიერ კი უმცროსი ძმების გაყიდვის ჩვეულება. გაყიდული მამის ვალის გადახდისგან თავისუფლდებოდა, თუკი ასეთი არსებობდა. ხშირად, არ გააჩნდა რა შეძლება ვალის გადასახდელად, ქართველი საკუთარ მოვალეს მონად უდგებოდა. კანონი ასევე უშვებდა, რომ მამებს, მათი სიბეჩავის (სიღატაკის, убожество) გამო, შვილები მონებად გაეყიდათ. ყველა თავისუფალ ადამიანს შეეძლო მონად წასვლა. მიწათმფლობელი, რომელიც ბატონს ეკუთვნოდა, მონად მასვე ეძლეოდა, მაგრამ ერთი ბატონის გლეხს არ შეეძლო საკუთარი თავი მონად სხვისთვის მიეყიდა.

მონებს უფლება არ ჰქონდათ თავიანთ ბატონებზე საჩივრები შეეტანათ ან მათზე ცუდი ელაპარაკათ. მონები ყველანაირ სასჯელს შეიძლებოდა დაქვემდებარებოდნენ, მაგრამ სიცოცხლის წართმევა კი მეფეზე იყო დამოკიდებული, მათ როგორი დანაშაულიც არ უნდა ჩაედინათ. უმნიშვნელო ბრალეულობის გამო კანონი მონისთვის პატიებას განსაზღვრავდა, რათა მისი მფლობელის სარგებელი არ დაერღვია. მიიღებდა რა თავისი ბატონისგან მიწას ან სხვა რაიმე უძრავ ქონებას, მონას არ ჰქონდა უფლება ის გაეყიდა ან დაეგირავებინა, ხოლო თუ მისცემდა ვინმეს თავის მამულს და, ამის კვალდაკვალ შემდეგ თავისუფლებას მიიღებდა, მფლობელს უფლება ჰქონდა ეს მამული ჩამოერთმია. მონას არ ჰქონდა იურიდიული უფლება არც ვინმესგან ესესხა ფული და არც ვინმესთვის ის სესხად მიეცა. მფლობელს უფლება ჰქონდა თავისი მონები გაეყიდა, ეჩუქებინა, გაეცვალა, იმათ გარდა, რომლებიც მშობლებისგან მათი ბეჩავობის მიზეზით იყვნენ ნაყიდი. ასეთების გაყიდვის უფლება მემამულეს არ ჰქონდა, მაგრამ მათი შთამომავლები კი კარგავდნენ ამ უპირატესობას.

მონები თავისუფალნი ხდებოდნენ ან გამოსყიდვით, ანდა თავიანთი მფლობელის ნებით, მაგრამ თუ შემდგომში ეს მფლობელები გაღარიბდებოდნენ, გაშვებული ვალდებული იყო თავის ყოფილ მფლობელს მომსახურებოდა, ისე რომ მისთვის საყვედურები არ ეთქვა. ქართული კანონი და ადათი ასეთ გაშვებულს ავალებდა “ყოველთვის ეგრძნო, პირადად გამოეხატა და მოქმედებებით დაემტკიცებინა მადლობა თავისი უწინდელი ბატონის მიმართ, მასზე უჯერო არაფერი ელაპარაკა”. მონის მოწმეობა, თვით გაშვებულისაც კი, არც თავისი მფლობელის წინააღმდეგ, არც მისი ოჯახისა, სასამართლოში არ მიიღებოდა.

ქართული სასულიერო წოდების მეთაური გახლდათ კათოლიკოსი, რომელსაც ამ წოდებაში მეფე ირჩევდა და მღვდელმთავართა კრება კი ამ ღირსებაში აკურთხევდა. 

კათოლიკოსებად უპირატესად მეფეთა უმცროს ვაჟიშვილებს ან მათ ძმებს ირჩევდნენ, მაგრამ შესაძლო იყო აერჩიათ ქართველი თავადებიც, ან თვით დაბალი წოდების პირებიც კი, მათი ღირსების-და მიხედვით.

მეფის თანხმობის გარეშე, თვით მაჰმადიანისაც კი, კათოლიკოსს არ შეეძლო ეპისკოპოსებისა და არქიმანდრიტების დაყენება, ან მათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება. ის საეკლესიო მამულების მთავარი განმკარგულებელი გახლდათ და, თავისი საკუთარი თავის შენახვისთვის, საკუთარი წილ-ხვედრი მამულებიც ჰქონდა, რომლებშიც მის ძალაუფლებას აზნაურთა ცამეტი ოჯახი ექვემდებარებოდა, და ისინი უფლებებით თავადთა აზნაურებთან იყვნენ გათანაბრებულნი. მამულებიდან შემოსავლების გარდა, კათოლიკოსისთვის შემოსავლების რამდენიმე მუხლი იყო მიცემული съ разныхъ откуповъ по государству. სასულიერო მამულების მართვა კათოლიკოსის აზნაურებს ეკისრებოდათ, და, მეფის თანხმობის გარეშე, ამ მამულების გაყიდვა ან ახალი ყიდვით მათი გადიდება არ შიძლებოდა.

მონაზვნობაში ყველა წოდებიდან შეიძლებოდა შესულიყვნენ, მაგრამ მღვდელმთავრებად კი უპირატესად თავადებსა და აზნაურებს ირჩევდნენ, რომლებსაც მონაზვნობის დაბალი საფეხურები გავლილი ჰქონდათ. მემამულეებს, მამულის გაყოფისას, მისი ნაწილის სასულიერო წოდების პირთა სასარგებლოდ მიცემა, კანონით ეკრძალებოდათ.

თეთრ სასულერო წოდებაში შედიოდნენ არა მემკვიდრეობით, არამედ ღირსებისა და არჩევის მიხედვით აზნაურებიდან და ხალხის სხვა დაბალი წოდებებიდან, არ კარგავდნენ რა თავიანთი წარმოშობის მიხედვით არანაირ უპირატესობას. “ხოლო თუ, წერდა ლაზარევი (Письмо Лазарева Кнорингу, 8-го мая 1801 г. Акт. Кавак. ком. т. I, 329), დაბალი წოდებიდან ვინმე სასულიერო ღირსების მაღალ კლასში ავა და იმ ადგილზე, რომელიც მანამდე თავადს ან აზნაურს ეკავა, მაშინ იმავე უფლებებით სარგებლობს”. საქართველოში მღვდელმსახურთა წოდებაში იყვნენ გლეხები, რომლებიც ამ შემთხვევაშიც თავიანთ მფლობელებზე დამოკიდებულებისგან არ თავისუფლდებიდნენ, რაც მათ შვილებზეც ვრცელდებოდა. მღვდელმსახურად კურთხევა და საეკლესიო კრებულის (причтъ) განსაზღვრა საეპარქიო მღვდელმთავარზე იყო დამოკიდებული, ამასთან იკრძალებოდა როგორც მრევლის დაქუცმაცება, ისე მღვდელმსახურთათვის მისი მემკვიდრეობით მიკუთვნება.

სამრევლო მღვდელმსახური და საეკლესიო კრებული საეკლესიო მამულებიდან არაფრით არ სარგებლობდნენ, არამედ საკუთარი შრომითა და მრევლისგან მიღებული შემოსავლებით ცხოვრობდნენ. ხოლო თუ სახელდობრ რა უნდა მიეღო მღვდელმსახურს მრევლისგან, კანონით განისაზღვრებოდა. საეკლესიო კრებული ხარკისგან თავისუფლდებოდა (освобождался отъ податей).

კანონების მიხედვით, მღვდელმსახურის მიერ გაყიდული სახლი მღვდელმსახურსვე უნდა ეყიდა.

საერთოდ ყველა სასულიერო პირს სამოქალაქო საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდა, მაგრამ არც საერო სასამართლოს შეეძლო სასულიერო ადამიანის გასამართლება, მნიშვნელოვანი დანაშაულის გარდა, როგორებიცაა, მაგალითად, მკვლელობა, ყაჩაღობა, ყალბი ფულის მოჭრა და სხვა.

“საერთოდ კი, მოახსენებდა ლაზარევი (Акты Кавк. Арх. ком. т. I, 330) ქართველი ხალხის ყველა წოდების შესახებ, არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები არ გააჩნიათ; როგორც თავადი, ისევე გლეხიც თანაბრად მსახურობენ; როგორც თავადი, ისევე გლეხიც თანაბრად ისჯებიან”.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Sunday, November 16, 2014

რუსეთი იცავდა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შედეგებს

(ცნობილი ისტორიკოსი ნატალია ნაროჩნიაცკაია ფიქრობს პირველი მსოფლიო ომის გარშემო ჩამოყალიბებული მითებისა და რუსული თვითშეგნებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ)

უცნობი ომი... ასე უწოდებენ ზოგჯერ ერთერთ ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ კონფლიქტს კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც რუსეთისთვის უსერიოზულესი განსაცდელების პერიოდად იქცა. სწორედ პირველ მსოფლიო ომში გამოვლინდა რუსეთის ისტორიის ყველა საკვანძო წინააღმდეგობა, მოხდა ოდესღაც ძალმოსილი რუსეთის იმპერიის მსხვრევა, ავანსცენაზე გამოვიდნენ დამანგრეველი საზოგადოებრივი ძალები და საბოლოოდ მომწიფდა წინაპირობები თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებისთვის. ამიტომ 1914-1918 წლების დრამატული მოვლენებისადმი მიმართვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა არ ვიმეორებდეთ წარსულის შეცდომებს და ვინარჩუნებდეთ ეროვნულ ერთიანობას ნებისმიერი სოციალური კატაკლიზმების პირისპირ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების დღიდან მოახლოებული 100 წლისთავის შუქზე, რომელსაც ჩვენ 2014 წლის 1 აგვისტოს აღვნიშნავთ, «НВ» იწყებს ახალ სპეცპროექტს – “დიდი ომი. 1914-1918”. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენი გაზეთი გამოაქვეყნებს ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, სამხედრო ექსპერტების სტატიებსა და სხვადასხვა საარქივო მასალებს, რომლებიც XX საუკუნის ერთერთ ყველაზე უფრო მასტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტთანაა დაკავშირებული. პუბლიკაციების ციკლს იწყებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, “ისტორიული პერსპექტივის ფონდის” პრეზიდენტის, ნატალია ალექსის ასულ ნაროჩნიცკაიას ფიქრები.

– პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის წინკარში სინანულით გვიწევს იმის კონსტატირება, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ ხსოვნა დაუმსახურებლად მოკრძალებულ ადგილს იკავებს რუსულ ისტორიულ შეგნებაში. მაინც რაშია ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა იმანაც, რომ პირველი მსოფლიო ომი დაჩრდილეს ორმა რევოლუციამ რუსეთში და დიდმა სამამულო ომმა, 1945 წლის მაისის დიადმა გამარჯვებამ, რომელიც მოპოვებულ იქნა ისტორიაში უნახავი ეროვნული ზეძალისხმევით. მაგრამ რუსეთისა და მსოფლიო ისტორიის შემდგომ მსვლელობაზე გავლენის ხარისხის მიხედვით, 1914-1918 წლების მოვლენებს, რომლებმაც მომავალი მეორე მსოფლიო ომი წინასწარ განსაზღვრეს, კოლოსალური მნიშვნელობა გააჩნიათ. 

მაგრამ სამამულო შეგნებაში პირველი მსოფლიო ომის დაუმსახურებელი დავიწყების მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საბჭოთა ხანაში მან დამახინჯებული იდეოლოგიზებული განმარტებანი განიცადა. თუკი ვნახავთ ისტორიის სასკოლო და საინსტიტუტო სახელმძღვანელოებს დაწყებული 1920-იანი წლებიდან, მათში ეს ომი დახასიათებულია როგორც “იმპერიალისტური”, “უსამართლო” და “ხალხისთვის არასაჭირო”.

მიზეზი აშკარაა. რევოლუციური “პოკროვსკისეული ისტორიული სკოლისა” და წითელი პროფესურის ინსტიტუტის კალაპოტში, რომელმაც ისტორიას კლასობრივი მიდგომა დაუდო საფუძვლად, ყველაფერი, რაც რევოლუციამდე იყო, ცრუ და “მშრომელთათვის” მტრული ინტერესებისთვის წარმოებულ არქაულ ბრძოლად ცხადდებოდა. და რაც მთავარი იყო, უნდა გაემართლებინათ ლენინის ლოზუნგი: “ომში საკუთარი მთავრობის დამარცხება” – რომელიც მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის კატალიზატორია. მორალური თვალსაზრისით ეს საეჭვო თეზისი შესაძლებელი იყო მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის “დანაშაულებრივ იმპერიალისტურ სასაკლაოდ” გამოცხადებით გაემართლებინათ.

არ არის გასაკვირი, რომ იდეოლოგიური დამუშავების ათწლეულების შემდეგ პირველი მსოფლიო ომის შესახებ ხსოვნა რუსულ ისტორიულ შეგნებაში მნიშვნელოვანი ზომით წაიშალა. ჩვენში თითქმის აღარ ახსოვთ და აღარ სცემენ პატივს გმირებს, რომლებიც დაეცნენ ბრძოლებში სამშობლოს პატივისა და ღირსებისთვის. იშვიათად თუ მოიხსენიება ალექსი ბრუსილოვი, და ისიც შემდეგ ბოლშევიკების მხარეზე მისი გადასვლის წყალობით. ჩვენში თითქმის სრულებით არ არის ძეგლები, დაკავშირებული 1914-1918 წლების მოვლენებთან. იშვიათი გამონაკლისებია – 2008 წელს პეტერბურგთან ცარსკოე სელოში აგებული სტელა და მემორიალური ქვა კალინინგრადის ოლქში თავისი ისტორიისთვის გააფთრებული ბრძოლების მონაწილეთა სასწაულებრივად შემორჩენილ ძმათა სასაფლაოებზე.

დღეს, პირველი მსოფლიო ომის მოახლოებულ ასწლიან იუბილესთან დაკავშირებით, გამოჩნდა საბაბი რათა ვისწავლოთ ამ “მეორე სამამულოს” პანორამულად განხილვა, ამასთან შევინარჩუნებთ რა თანაზიარობას და არ დავიწყებთ არაფრის ლაქირებას. აუცილებელია მოფრთხილებით აღვიდგინოთ ხსოვნა იმ მოვლენების შესახებ, მოვახდენთ რა იდეოლოგიურად მოტივირებულ შეფასებათა გადასინჯვას. ამისთვის კი პირველ რიგში ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველაზე უფრო მეტად მდგრადი და დესტრუქციული მითები, რომლებიც ხელს გვიშლიან იმაში, რომ ღირსეულად შევაფასოით ჩვენი წინაპრების გმირობანი და გავიცნობიეროთ 1914-1918 წლების მოვლენათა ჭეშმარიტი მნიშვნელობა რუსეთის ისტორიისთვის.

მაგრამ რომელ მითებზეა ლაპარაკი? 

მითი # 1. რუსეთი არ უნდა ჩაბმულიყო ამ ომში

ზოგიერთ ყოჩაღ “სპეციალისტს” ისტორიაში უყვარს ტირაჟირება თეზისისა: “რუსეთის მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში – სისულელე და ტრაგიკული შეცდომაა, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა”. ან: “ჩვენ არ გვიღირდა ამ სასაკლაოში ჩაბმა სერბეთის გადარჩენის გულისთვის”. რას იტყვი აქ? ვერ მოიშორებ თავიდან შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი შეფასებები – გულუბრყვილობისა და დომინირებული თვალსაზრისისადმი ანტითეზის წამოყენების თავდაჯერებული სურვილის ნარევია.

გახლდათ რა “დერჟავების ევროპული კონცერტის” ერთერთი ყველაზე უფრო აქტიური მონაწილე, რუსეთს არ შეეძლო განზე დარჩენილიყო ისეთი მასშტაბის მოვლენებისგან, რომლებიც პირდაპირ მის საზღვრებთან და მისი პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების რეგიონში – ბალკანეთსა და სრუტეებში (ბოსფორისა და დარდანელის. – რედაქტორის შენიშვნა) იშლებოდა. და საქმე არც (საქონლის) გასაღების ახალი ბაზრების მიღებისკენ “იმპერიალისტურ” მისწრაფებაშია, არც კონსტანტინოპოლის დაუფლების იდეაში, რომელსაც რუსეთს სიცრუით მიაწერენ. რუსეთი ფლობდა საკუთარ, ჯერ კიდევ აუთვისებელ შიდა ბაზარს, რომელიც ჰპიდებოდა მასშტაბებით ევროპულ ბაზრად გადაქცეულიყო, და ამიტომ სხვა სახელმწიფოებთან მწვავე ეკონომიკური მეტოქეობის მდგომარეობაში არ ყოფილა.

და ტერიტორიული პრეტენზიებიც ჩვენს ქვეყანას სრულებით არ ჰქონია. კონსტანტინოპოლის დაუფლების კონკრეტული მიზანიც არასოდეს დასმულა. დიახ, იყო ოცნება – აღემართათ მართლმადიდებლური ჯვარი წმინდა სოფიაზე! (როდესაც უყურებ იმას, თუ დღეს თურქებს როგორ არ რცხვენიათ სალუტით ზეიმობდნენ კონსტანტინოპოლის დამონებას, უნებურად დაიწყებ ამაზე ოცნებას...) მაგრამ გეოპოლიტიკურად ეს მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რათა ჩვენთვის სრუტეების გადაკეტვა შეიძლებელი გამხდარიყო. ამასთან რუსეთი ყოველთვის აცნობიერებდა, რომ ცარგრადის დაუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია და წამყვანი დასავლეევროპული დერჟავების ისეთ ერთსულოვან მიუღებლობას გამოიწვევდა, განსაკუთრებით კი ინგლისისა, რომლის გადალახვაშიც ვერანაირი ზღაპრული სამხედრო ძლიერება ვერ დაგვეხმარებოდა.

არსებობს მხოლოდ დიპლომატ ალექსანდრე ნელიდოვის 1896 წლის წერილი ხელმწიფისადმი, სადაც ის კონსტანტინოპოლის აღების შანსზე და შესაძლებლობაზე ფიქრობს. ამ წერილს “გამოწუწნიდნენ” “ცარიზმის აგრესიული პოლიტიკის” მამხილებლები წითელი პროფესურის ინსტიტუტიდან. მაგრამ ფაქტია, რომ მინისტრების თათბირზე ამან ღრმად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია! თავად ხელმწიფემ დატოვა რემარკა: “ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო!” («ЕСЛИ бы это было возможно!») თათბირზე განიხილავდნენ ოტომანის იმპერიაში კრიზისისგან რუსეთისთვის (შესაძლო) საფრთხეს, რომელიც დაუყოვნებლივ ბოსფორის სრუტეში დასავლეთევროპულ დერჟავათა ფლოტების შემოსვლას გამოიწვევდა. ისმებოდა ამოცანა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარებისას თუნდაც ყველასთან ერთად მოქმედება მოეხერხებინათ, რათა სრულებით გამოდევნილნი არ ყოფილიყვნენ.

დოკუმენტების, და არა მოსაზრებების თანახმად, კონსტანტინოპოლის შესახებ საკითხის განხილვა ხელახლა უკვე ომის მსვლელობისას დაიწყო. 1915 წელს, როცა დაისვა საკითხი ინგლისსა და საფრანგეთს შორის თურქეთის არაბულ სამფლობელოთა გაყოფისა და ყოფილ თურქულ ტერიტორიებზე მართლმადიდებელთა დაცვის თაობაზე, სიტყვამ მოიტანა და, ინგლისმა უკვე მაშინ დაისაკუთრა (выторговала себе) კონტროლი ნავთობით მდიდარ მოსულსა და ქუვეითზე. ასე რომ “ერაყში დემოკრატიის” შესახებ ზრუნვას ძალზედ ძველი და მეტად მერკანტილური სარჩულები გააჩნია! რუსეთმა მაშინ დაიწყო კიდეც კონსტანტინოპოლში მტკიცე და პასუხისმგებლობითი ყოფნის შესაძლებლობების მოსინჯვა. თუმცა კი მიღწევად კონფიგურაციად ხედავდნენ არა, ისევ და ისევ ერთპიროვნულ, არამედ საერთაშორისო კონტროლს, “მაგრამ რუსული ზარბაზნებით ბოსფორზე”. სიტყამ მოიტანა და, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ასეთ ვარიანტზე დათანხმების შემდეგ ინგლისი იწყებს რევოლუციის დაფინანსებას რუსეთში, რათა თავისი დაპირება არ შეასრულოს...

სტრატეგიულმა მისწრაფებებმა XX საუკუნის დასაწყისისთვის თავი მოიყარა რუსეთის ევროპულ საზღვაო მიჯნებზე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და XXI საუკუნის დასაწყისამდე შენარჩუნდა. ბრიტანეთის, რუსეთისა და გერმანიის ჩამოყალიბებული სამკუთხედის ინტერესები ერთმანეთს ბალკანეთში, სრუტეების რეგიონში, აგრეთვე ბალტიკაზე შეეჯახა, საითკენაც გერმანიას აღმოსავლეთში მისი ამბიციები იზდავდა და სადაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთისა და აშშ-ის ინტერესებიც მაშინვე გამოვლინდა.

პირველ მსოფლიო ომში რუსეთის ჩართვის (вовлечение) გარდაუვალობა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შედეგების დაცვის კრიტიკული აუცილებლობით იყო განსაზღვრული! მას ემუქრებოდა ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ მიჯნებზე სამსაუკუნოვანი მუშაობის შედეგების დაკარგვა, ბალტიისა და შავ ზღვებში სტრატეგიული გასასვლელების დაკარგვა, აგრეთვე სრუტეებში გასვლის უფლების დაკარგვა. არცთუ ამაოდ, ჯერ კიდევ გამოჩენილი რუსი დიპლომატი ალექსანდრე გორჩაკოვი თავის დროს ამბობდა, რომ შავი ზღვის სრუტეები – ეს დერჟავის ფილტვებია, რომლებსაც თუ გადაკეტავ, რუსეთსაც ადვილად მოგუდავ.

ცენტრალური დერჟავები კაიზერული გერმანიის მეთაურობით ერთდროულად “დრანგ ნახ ოსტენისა” და “დრანგ ნახ ზიუდენისკენ” (გერმ. “შეტევა აღმოსავლეთით” და “შეტევა სამხრეთით” – ი. ხ.) – ბალკანეთის გავლით თბილ ხმელთაშუა ზღვასთან გასვლისა და ბალტიკიდან და სრუტეების რეგიონიდან რუსეთის განდევნისკენ ისწრაფვოდნენ. ასეთი გეგმის წარმატება საშუალებას მისცემდა გერმანიას ზღვიდან ზღვამდე სტრატეგიულ მედიანაზე გადაეჭრა ევროპა, განდევნიდა რა რუსებს ტუნდრაში და ფრანგებს კი ატლანტიკაში. კაიზერი ვილჰელმი გაძლიერებით აგებდა ფლოტსა და ბერლინ-ბაღდადის რკინიგზას, რაც ახლო აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარი რაიონებისკენ ინგლისის საზღვაო გზების გაუფასურებით იმუქრებოდა.

რა თქმა უნდა, მონაწილეობის გარეშე ამ მოვლენებისთვის თვალყურის დევნება რუსეთს არ შეეძლო, ვინაიდან ასეთი პერსპექტივა დიდი დერჟავის სტატუსის დასასრულისა და დამოუკიდებლობის (самостоятельность) შემდგომი დაკარგვის აღმნიშვნელი იქნებოდა. ხოლო რაც ერთმორწმუნე სერბეთის მხარდაჭერას შეეხება, მისი ბედის ანაბარა მიტოვება ჩვენ არ შეგვეძლო არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სტრატეგიული მოსაზრებებითაც. მისი დაპყრობის შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევდა არა ჩვენს მიერ დაწყებულ ომს უფრო არახელსაყრელ პირობებში დავხვედროდით – ბალკანეთის დაპყრობა სტრატეგიულ პლაცდარმს შექმნიდა, და კაიზერი “ბერლინის ჰალიფატს” ჩამოაყალიბებდა, თურქეთის სულთნის ნაცვლად სრუტეების კარის გამღებ-ჩამკეტი შეიქნებოდა. და არ დაივიწყოთ, რომ გერმანიამ გამოუცხადა ომი რუსეთს, და არა პირიქით!

მითი # 2. რუსეთის მოქმედებები მხოლოდ გეოპოლიტიკით იყო განპირობებული 

მაგრამ, პირველი მსოფლიო ომისკენ მოძრაობას ღრმად გეოპოლიტიკური მიზნების გარდა იდეოლოგიური სარჩულებიც გააჩნდა. უზარმაზარი რაოდენობით კომუნისტური, სოციალ-დემოკრატიული, მასონური, ლიბერალური ორგანიზაციები ეროვნულ ინტერესებზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ პოლიტიკური სისტემებისა და ტრადიციების კრახზე ოცნებობდნენ, რათა ძველი სამყარის ნანგრევებზე მსოფლიო ერთიან ნიმუშამდე მიეყვანათ. ამ “პროგრესული” წრეების წარმომადგენლებს ეკლესიისადმი, ქრისტიანობისადმი, ტრადიციული ფასეულობებისადმი, მონარქიისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისადმი მძვინვარე მტრობა გამოარჩევდათ – ყველაფერ იმისადმი, რასაც ისინი “ბნელი წარსულის” ატრიბუტებად მიიჩნევდნენ.

ამასთან ასეთი იდეები თანაბარი ხარისხით იყო დამახასიათებელი არა მხოლოდ ბოლშევიკებისთვის პროლეტარული ინტერნაციონალიზმის მათეული პროექტით. უთვალავი საიდუმლო საზოგადოება პირდაპირ იმედოვნებდა, რომ სისხლიანი დაჯახებები ევროპას “სუფთა დაფად” გადააქცევდა, რომელზედაც ქრისტიანული მონარქიების ჩამონგრევის შემდეგ მომავალი მსოფლიოს ახალი იდეური ფოსტულატების დახაზვა იქნებოდა შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, ამ პროცესებისგან განზე დარჩენა რუსეთს ასევე არ შეეძლო. გახლდათ რა მართლმადიდებლური მონარქია, იგი პირველი მსოფლიო ომის წლებში ტრადიციული ევროპის იდეალებს – კლასიკურ საერთაშორისო სამართალს, ეროვნულ სუვერენიტეტს, რელიგიურ და ოჯახურ ფასეულობებს – იცავდა. თვით ფრანგულ-რუსული კავშირის ჩამოყალიბებაც კი რუსეთისთვის – ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის ბურჯისთვის – “უღმერთო” საფრანგეთის რესპუბლიკური სტატუსის გამო გაძნელეგული შეიქნა, რომელიც რუსეთის თვალში “მოკავშირეობის უნარის მქონედ” უნდა ექციათ! (которую надо было сделать в глазах России «союзоспособной»!) პარიზისა და პეტერბურგის დაახლოებისთვის დიდი სამუშაოს გაწევა მოუხდა ვატიკანს, რომლისთვისაც რუსეთ-საფრანგეთის კავშირის გამოჩენა სასურველი სცენარი გახლდათ. მისი ჩაწოდებით კარდინალებმა საფრანგეთის რესპუბლიკისადმი საჯანმრთელო გალობების აღვლენა დაიწყეს, რითაც, სიტყვამ მოიტანა და, ბევრი მართლმორწმუნე კათოლიკი შოკში ჩააგდეს. 

რუსეთი არ ეძიებდა ომს, ეს ფაქტია. განიარაღების, საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი ძალისხმევისა და არბიტრაჟის იდეის სათავეებთან სწორედ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II იდგა, რომელსაც მომავალი ეპოქის ღრმა გაცნობიერება ამოძრავებდა, როცა ომი გადაიქცეოდა (становилась) არა პოლიტიკის გაგრძელებად სხვა საშუალებებით, არამედ უდიდეს მსოფლიო უბედურებად, მილიონობით ადამიანის დაღუპვად, რაც თვით გამარჯვებასაც კი უაზროს ხდიდა. და აშშ პრეზიდენტის ვუდრო ვილსონისგან განსხვავებით, რომელიც XIV პუნქტისგან შემდგარ მისეულ პროგრამაში თავისი კოლოსალურად გაზრდილი ძალის პოზიციიდან საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით საკუთარი პირობების კარნახის ამოცანას ნიღბავდა – კეთილშობილი ხელმწიფის შეგნებაში არაფერი მსგავსი რამ არ ყოფილა.

ამრიგად, რუსეთი პირველ მსფლიო ომში თავისი საზღვრებისთვის, მათი უსაფრთხოებისთვის, ზღვასთან მის მიერ უკვე შეძენილი გამოსასვლელებისთვის, სუვერენიტეტისთვის, რწმენისა და ქრისტიანთა ბედისთვის იბრძოდა.

მითი # 3. რუსეთს ანტანტის მხარე კი არ უნდა დაეჭირა, არამედ გერმანიისა

კიდევ ერთი პოპულარული მითი იმაში შედგება, რომ პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-მ ვითომდა არასწორად აირჩია მოკავშირე, რამაც საბოლოო ჯამში 1917 წლის ტრაგედიამდე მიგვიყვანა. რუსეთს ვითომდა გერმანიის მხარეზე უნდა ებრძოლა, და არა ანტანტისა! ზოგიერთს თავის ფანტაზიებში სჯერა, რომ რუსეთი ომის მსვლელობისას მზად იყო სეპარატული ზავისთვის გერმანიასთან... რა თქმა უნდა, დღეს მხოლოდ წუხილიღა დაგვრჩენია იმის გამო, რომ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები XX საუკუნეში აფეთქებულ იქნა გერმანელთა ორი საშინელი ლაშქრობით აღმოსავლეთისკენ. გერმანიასა და რუსეთს შორის ხომ ასწლეულების მანძილზე უნაყოფიერეს თანამშრომლობას ჰქონდა ადგილი. ამაო არ არის, რომ გერმანულ კულტურაში დღესაც შენარჩუნებულია მდგრადი, თუმცა კი მცირე სლავოფილური მიმდინარეობა.

მაგრამ მოსაზრებები (домыслы) ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ხომ არ შეიძლება იმ ფაქტის იგნორირება, რომ გერმანიის ძირითადი გეოპოლიტიკური ამბიციები სწორედ აღმოსავლეთში იდო. დიახ, ლეგენდარულმა ოტო ფონ ბისმარკმა უანდერძა არავითარ შემთხვევაში რუსეთთან არ ეომათ. ცნობილია მისი სიტყვები: “აღმოსავლეთში ჩვენ მტრები არა გვყავს”. მაგრამ რატომღაც გერმანული მილიტარისტული წრეები, ბისმარკისეული ბუდის ეს ბარტყები, სწორედ მხოლოდ აღმოსავკლეთისკნ იყურებოდნენ, დაივიწყეს რა “რკინის კანცლერის” ბრძნულ გაფრთხილებათა შესახებ.

პირველ მსოფლიო ომამდე უკვე ოცი წლით ადრე გამოჩენილი დიპლომატის, მომავალი კანცლერის, ბერნჰარდ ფონ ბიულოვის საიდუმლო ჩანაწერში წერია: “მომავალ ომში ჩვენ რუსეთი ევქსინის პონტოდან და ბალტიის ზღვიდან უნდა განვდევნოთ. ორი ზღვიდან, რომლებმაც მას დიდი დერჟავის მდგომარეობა მისცეს”. ჩვენ როგორც მინიმუმ 30 წლით უნდა მოვსპოთ მისი ეკონომიკური პოზიციები, დავბომბოთ მისი სანაპიროები”. ეს რის შესახებ მეტყველებს? რუსეთთან ომი ბერლინში ჯერ კიდევ XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში გარდაუვალად ითვლებოდა!

ცნობილია კაიზერ ვილჰელმის შეხედულებები, რომელსაც სძულდა სლავები, ბუნდესტაგში წარმოთქმული სიტყვები, ფრიდრიხ ნაუმანის გეოპოლიტიკური დოქტრინა, რომლებიც კაიზერული გერმანიის ტერიტორიული ამბიციების შესახებ მოწმობს სწორედ ავროპის აღმოსავლეთში და რუსეთში იმპერიასთან მიმართებით. არსებობს პანგერმანისტების 1911 წლის რუკა (სიტყვამ მოიტანა და, ის ძალიან გვაგონებს ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების რუკას), რომელზედაც სუპერგერმანულ წარმონაქმნში შედიან რუსეთის ბალტიისპირა სამფლობელოები, უკრაინა, მთელი აღმოსავლეთ ევროპა, ბალკანეთი შავ ზღვამდე. და ბოლოს, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბოლშევიკების მიერ დადებული ბრესტის ზავი: სწორედ ის გვიჩვენებს კიდეც, თუ ბერლინი ომს რა მიზნების გულისთვის აწარმოებდა.

XX საუკუნის დასაწყისში ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის უზომო ამბიციებმა კაიზერული გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის კრახი გამოიწვია. გაკვეთილი შეთვისებული არ ყოფილა, და ჰიტლერმა თვითმკვლელობრივი შემოტევა გაიმეორა. გერმანიაში ზოგიერთი მოაზროვნე ამ დრომდე სვამს კითხვას, როგორ შეძლეს გოლიათური კულტურული პოტენციალის მქონე ნიჭიერი და სწრაფად განვითარებადი ერის დაბრმავება საშინელმა ამბიციებმა და მცდარმა გეოპოლიტიკურმა ანგარიშებმა? მეფის ბოლოს წინა საგარეო საქმეთა მინისტრი ს. დ. საზონოვი თავის მემუარებში ვარაუდობდა, რომ, გერმანელებს XX საუკუნის დასაწყისში საკუთრი თავი მსოფლიოს ბატონად რომ არ წარმოედგინათ, მათი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მრეწველებისა და ინჟინრების ტალანტი ეფექტურად მუშაობის უნართნ ერთად უკვე ათეული წლის შემდეგ გერმანიას ევროპაში პირველ როლებზე გამოიყვანდა.

მაგრამ რუსეთისა და გერმანიის დაახლოება – კონტინენტური ევროპის სტაბილურობის ფაქტორი – ნამდვილ კოშმარს იწვევს ანგლოსაქსებში XX საუკუნის დასაწყისიდან და თვით უკანასკნელ დრომდეც კი. იგივე ნატო-ს ბლოკი ამერიკამ შექმნა არა მხოლოდ სსრკ-ის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთ ევროპაში წინსვლისკენ სულაც არ ისწრაფვოდა, ძლივს-ძლივობით ართმევდა რა თავს აღმოსავლეთ ევროპაში შეძენილ კონტროლის სფეროს. ევროპული ინტეგრაციის ერთერთი მიზანი გერმანიის ისტორიული პოტენციალისა და ნების გათქვეფასა და შებოჭვაშიც შედგებოდა.

მითი # 4. რუსეთი უიღბლოდ (წარუმატებლად) ომობდა 

ფართოდ არის ცნობილი კიდევ ერთი “კლასობრივი” შეფასება საბჭოთა სახელმძღვანელოებიდან: “რუსეთი 1914 წელს სტაგნაციაში მყოფი დესპოტია გახლდათ, სხვა დიდ დერჟავებთან შედარებით ჩამორჩენილი და დამარცხებისთვის განწირული”. მაგრამ სპეციალისტებმა დოკუმენტებით დაამტკიცეს, რომ მწვავე სიძნელეები ეკონომიკასა და ფინანსებში ომის მსვლელობისას მხოლოდ და განსაკუთრებით რუსული მოვლენა არ ყოფილა. ვალუტის დევალვაცია, სახელმწიფო ვალის ზრდა, სასურსათო კრიზისი და საბარათო სისტემა – ყველა ეს მოვლენა ომის მონაწილე სხვა ქვეყნებშიც დაიმზირებოდა, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. რუსეთის მდგომარეობა სხვებზე უფრი უარესი სულაც არ ყოფილა.

ცალკე სასაუბრო – ეს გახლავთ წინასწარ შეგონებანი (предубеждения) რუსეთის არმიის შესახებ, რომელსაც ვითომდა ბრძოლა არ შეეძლო და იშვიათი გამონაკლისებით უიღბლოდ (წარუმატებლად) მოქმედებდა. შეცდომებისა და დამარცხებებისგან ყველაზე უფრო ძლევამოსილი შეიარაღებული ძალებიც კი არ არიან დაზვეულნი. ხოლო რაც ომის სულ დასაწყისში აღმოსავლეთ პრუსიაში წარუმატებელ შეტევას შეეხება, მას რუსეთმა საფრანგეთის მთავრობის ვედრებებზე საპასუხოდ მიმართა. კარგადაა ცნობილი მარშალ ფერდინანდ ფოშის სიტყვები: “აღმოსავლეთის ფრონტზე რუსების მსხვერპლიანი გამოსვლა რომ არ ყოფილიყო, მაშინ პარიზი ომის პირველსავე თვეებში აღებული იქნებოდა”.

დიახ, რუსეთს არ სურდა ომი და პირველ მსოფლიო ომს საუკეთესო ფორმაში სულაც ვერ დახვდა, რადგანაც 1905-1907 წლების რევოლუციითა და რუსეთ-იაპონიის ომით იყო დასუსტებული. მან მხოლოდ დაიწყო კრიზისებიდან გამოსვლა და მდგომარეობის გამოსწორება, და მისი შეიარაღებული ძალებიც განახლების სტადიაში გახლდათ.

და მიუხედავად ამისა სწორედ აღმოსავლეთის ფრონტზე იქნა უზრუნველყოფილი საბოლოო გამარჯვება! რუსეთმა თავისი ეროვნული ხასიათის ძალა და ვალდებულებებისადმი ერთგულება გამოავლინა, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები მამაცობისა და ფიცისადმი თავგანწირული მსახურების სასწაულებს ახდენდნენ, თვით რუსეთის იმპერიის კრახის შემდეგაც კი (რუსული საექსპედიციო კორპუსი საფრანგეთში). ხოლო ბევრი ოპერაცია, მაგალითად ცნობილი ბრუსილოვის გარღვევა, როგორც სამხედრო-სტრატეგიული ხელოვნების ნიმუშები, სახელმძღვანელოებში შევიდა. მაგრამ აღმოსავლეთ პრუსიაში თვით მთლიანობაში წარუმატებელმა შეტევამ სექტემბერში მარნაზე ფრანგების გამარჯვება გახადა შესაძლებელი და ომის შემდგომ წლებშიც სტრატეგიული კონფიგურაცია წინასწარ განსაზღვრა. საერთოდ ანტანტის გამარჯვების საზღაური რუსული რუსული სისხლით იქნა გადახდილი.

მითი # 5. რუსეთმა დამარცხება განიცადა 

ეს დასკვნა – აშკარა გამარტივებაა. დიახ, სწორედ პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას მომწიფდა წინაპირობები თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნულ ტრაგედიად იქცა. მაგრამ არ შეიძლება რუსეთს ვთვლიდეთ დამარცხებულად. სხვა საქმეა, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო თავისი გამარჯვების ნაყოფებით ესარგებლა ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, რომლებმაც ის გამარჯვებულთა კოჰორტიდან გამოიყვანეს და ახალი მსოფლიოს ნახატის შექმნა კი ანტანტას შეასყიდეს.

არც თუ ამაოდ უინსტონ ჩერჩილი იმ წლებში წერდა: “რუსეთის იმპერიის ძალა ჩვენ იმ დარტყმების მიხედვით შეგვიძლია გავზომოთ, რომლებიც მან დაითმინა, იმ უბედურებათა მიხედვით, რომლებიც მან გადაიტანა... უკვე ხელში ეპყრა რა გამარჯვება, ის ცოცხლად დაეცა დედამიწაზე და მატლებისგან იღრღნებოდა”.

ამასთან დაკავშირებით წამოიჭრება კითხვა: მძლავრმა პატრიოტულმა აღმაფრენამ ომის დასაწყისში რატომ დაუთმო ადგილი რამოდენიმე ხნის შემდეგ სკეფსისს, დაღლილობას, დამარცხებისკენ განწყობებსა და რევოლუციურ ციებ-ცხელებას?

რა თქმა უნდა, რუსული საზოგადოების მიერ პირველი მსოფლიო ომის აღქმის მკვეთრი ცვლილება მნიშვნელოვან ხარისხადაა დაკავშირებული მის გაჭიანურებულ ხასიათთან. გრძელდება რა თვეების განმავლობაში სამშობლოსგან შორს, ომი გარდაუვალად აჩლუნგებს თავდაპირველ აღმაფრენას. მრავალრიცხოვანმა მსხვერპლმა უცხოეთში, სიმძიმეებმა არ შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს. ომის დასაბუთება გახლდათ ტრადიციულ ფასეულობათა შენარჩუნება, დერჟავის პატივი და ღირსება. ასეთ მარადიულ უძველეს იდეალებს შთაგონება ომის დასაწყისში შეუძლიათ, მაგრამ შემდეგ ისინი მარცხის განცდას იწყებენ გააფთრებული, კონკრეტული ლოზუნგების წინაშე. ლაპარაკია ანტიმონარქიულ, პაციფისტურ და რევოლუციურ იდეებზე. მათი პროპაგანდისტები “ომის არსაჭიროების” გაჰყვიროდნენ შესახებ და რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ.

გააფთრებული საშინაო მხილებები ყოველთვის ძალზედ ხელსაყრელია მოწინააღმდეგისთვის, რომელიც განზე არ დარჩენილა და რევოლუციურ საქმიანობას აქტიურად აფინანსებდა. გერმანიის ხელმძღვანელობა რუსეთში ყველაზე უფრო რადიკალური ძალების მხარდაჭერით იყო დაინტერესებული. ჩემი თვალით ვნახე დეპეშის ფოტოასლი გერმანული და ავსტრიული არქივებიდან, რომელიც კაიზერმა ვილჰელმმა საუზმის დროს წაიკითხა: “ლენინის გადასროლა რუსეთში წარმატებით განხორციელდა. დასახულ საქმიანობას შეუდგა”. ხოლო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში კი არის საბუთი – ბოლშევიკების საქმიანობაზე 5 მილიონი ოქროს მარკის მიღების ხელწერილი. გერმანულ არქივში დევს განკარგულებებიც “საგანგებო ბიუჯეტის მე-6 მუხლით გამოიყოს 10”, შემდეგ კი “15”, “20” მილიონი ოქროს მარკა რუსეთში რევოლუციური საქმიანობისთვის.

გულუხვი ფინანსური შემონადენების წყალობით ბოლშევიკებმა, ესერებმა და სეპარატისტებმა დიდი შესაძლებლობები მიიღეს. მათი აგენტურები განმსჭვალავდნენ არმიას, რომლის “დემოკრატიზაციაც” თებერვლის რევოლუციის შემდეგ ისეთ ხარისხამდე მოახდინეს, რომ ოფიცრებმა ჯარისკაცებზე კონტროლი ფაქტიურად დაკარგეს. ამის შედეგად ერთ პოლკზე საკმარისი იყო ერთი აგიტატორი, რათა სულისკვეთება და დისციპლინა დაუმორჩილებლობამდე გაეხრწნათ.

თუმცა კი, მე მათ არ მივეკუთვნები, ვინც ვარაუდობს, რომ რევოლუციის მოხდენა გარედან შეიძლება. მაგრამ როცა ქვეყანა შეირყა, გარე ზემოქმედებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ სახელდობრ როგორი ძალები გაიმარჯვებენ...

1917 წლის ორი რუსული რევოლუცია იმ სიღრმისეული პროცესების შედეგი შეიქნა, რომლებმაც XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის გლეჯვა დაიწყეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნის რევოლუციური ინტელიგენცია დასავლეთევროპული ინსტიტუტების კალკს მოითხოვდა, რომლებიც პროგრესის ფილოსოფიის მიერ იყო ნაშობი, და რუსული სახელმწიფო იდეისა და რუსული თვითმპყრობელობის რელიგიურ საფუძველს ცუდად ეხამებოდა, რომელიც (რუსული თვითმპყრობელობა, которое) ელიტის მხარდაჭერის გარეშე და ხალხისგან გამოყოფილი, შემოქმედებით პოტენციალს კარგავდა. რუსული ინტელიგენციის უკიდურესი ნიჰილიზმი და ახალისებდა მას დაუნდობლად გაეთელა ფეხით ყველაფერი, რასაც რუსეთი პირველ მსოფლიო ომში იცავდა, – მართლმადიდებელი სარწმუნოება, მონარქია, კანონმორჩილობის ტრადიცია, მამულისთვის მსახურების იდეალები.

პირველი კრიზისი, რომელიც ეკონომიკური რეალიებითა და რუსეთ-იაპონიის ომით იყო გამწვავებული, პირველი რუსული რევოლუციით, 17 ოქტომბრის მანიფესტითა და კონსტიტუციური რეფორმებით დასრულდა. და რატომ ვერ შეძლო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს ათწლიანმა საქმიანობამ თებერვლის რევოლუციისა და ოქტომბრის გადატრიალების თავიდან აცილება? და სურდათ კი ამის თავიდან აცილება სათათბიროს იმ მოწვევების დეპუტატებსა და პარტიებს? სწორედ მათ, არა მხოლოდ მემარცხენე რადიკალებს – ბოლშევიკებს, მენშევიკებსა და ესერებს, არამედ კადეტებსაც, ყველა ჯურის ლიბერალებსაც – სურდათ დანგრევა, და არა აშენება (შექმნა, созидать). პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში რუსეთი შვიდმილიანი ნაბიჯებით ვითარდებოდა. ერთ სულ მოსახლეზე გამოდნობილი ფოლადის, სარკინიგზო მშენებლობის, წიგნების ბეჭდვისა და სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით რუსეთი უკვე გერმანიას ეწეოდა. მაგრამ სწრაფი (ქარიშხლიანი) მოდერნიზაცია სოციალურ ქსოვილს გლეჯდა, რომელიც გადაძაბვისგან სკდებოდა, და თავისი სამყაროდან ამოვარდნილი კონსერვატიული გლეხობა ახალ სოციალურ კავშირებს ვერ პოულობდა. ხდებოდა მოსახლეობის მასობრივი ლუმპენიზაცია, ხოლო ლუმპენი კი – რევოლუციური პროპაგანდისთვის იოლი ნადავლია. რევოლიციური აფეთქება, არც თუ მცირე ხარისხად, ძალზედ სწრაფი ცვლილებებით იყო მომზადებული. ახალი ღვინის ძველ ტიკში ჩასხმა შეუძლებელია. 

ხოლო ტრიბუნა კი სათათბიროს უწინდელ წევრებს (მხოლოდ მათ?) საზოგადოებრივი ანტაგონიზმების გამწვავებისთვის სჭირდებოდათ, და არა სახელმწიფოს დაცვისთვის – მისი დაფასება მათ მხოლოდ ემიგრაციაში ისწავლეს. ეს მათ ესროლა დიდმა რეფორმატორმა სტოლიპინმა: “თქვენ გჭირდებათ დიდი რყევები, ჩვენ კი გვჭირდება დიდი რუსეთი”-ო.

იმ დროს, როცა რუსული არმია სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სისხლს ღვრიდა, ტრიბუნიდან ისტერიულად გაჰკიოდნენ “გაუგებარი ომისა” და “გახრწნილი” არმიის წინააღმდეგ ყველა ჯურის სეპარატისტების სასარგებლოდ (ნაცნობია?) ადამიანები, რომლებსაც არცთუ იშვიათად საზღვარგარეთიდან კაიზერული გერმანიის გენერელური შტაბის სახსრებით, ოლიგარქისა და პირველი პოლიტტექნოლოგის პარვუსის მხრიდან ჰქონდათ ანაზღაურება მიღებული.

სახეზეა კრიზისული ეპოქის ყველა ნიშანი, როცა ადამიანები ცვლილებების ექსტაზში იმ ღერძის გადახეტვას იწყებენ, რომელზედაც ყველაფერია დაფუძნებული. და თვითნგრევის ამ ვნებამ რუსეთის იმპერიას პირველი მსოფლიო ომის გახურებულ წლებში მოუსწრო, როცა რუსეთს გამარჯვება უკვე ფაქტიურად ხელში ეჭირა.

რეზიუმე 

ხსოვნა პირველი მსოფლიო ომის შესახებ რუსული საზოგადოებისთვის იმიტიომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ძალზედ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საგნები: “რისთვის მოგვიხდა ჩვენ ომები XX საუკუნეში? ეროვნული ყოფიერების რომელი მიზნებისა და ფასეულობათა დაცვა გვჭირდება საკუთარი თავის ისტორიაში გაგრძელებისთვის?” XX საუკუნის დასაწყისში ხომ რუსეთი ისეთ შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს დაეჯახა, რომლებიც გასაოცარი სახით XXI ასწლეულის მიჯნაზე განმეორდა. 1914-1918 წლების ომის შესახებ ისტორიული მეხსიერების აღდგენას შეუძლია ჩვენი ისტორიის მემკვიდრეობითობის დაკარგული გრძნობა გაგვიღვიძოს, შეცდომების განმეორებისგან დაგვიცვას.

მართლაც, პირველი მსოფლიო ომის ერთერთი მთავარი გაკვეთილი შედგება ერთ აშკარა, მაგრამ მწარე ჭეშმარიტებაში: არ შეიძლება გარშე მტერთან სამამულო ომის ზურგში სახელმწიფოს მოწყობის შესახებ დავა-კამათების გაჩაღება. ერი, რომელსაც შეუძლია სამშობლოს შენარჩუნების გულისთვის ასეთი კამათების დროებით გვერდზე გადადება, იმარჯვებს და ისტორიაში საკუთარ თავს აგრძელებს, შემდგომი მშენებლობის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ხოლო თუ ერი გარდატეხვის მომენტში იხლიჩება, ეს გარდაუვალად იწვევს სახელმწიფოებრიობის ჩამონგრევას, უზარმაზარ დანაკარგებსა და ძმათამკვლელ სამოქალაქო დაჯახებებს.

პირველ მსოფლიო ომში ჩვენი მსხვერპლის შედეგი გვასწავლის, რომ საგარეო გამოწვევები ერს უნდა აერთიანებდეს. ცოდვიანი და ნაძირლურია სიძნელეების შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ამასთანავე დღევანდელი დღის ბევრი ჩვენთვის მტკივნეული პროცესის (ნატო-ს გაფართოება) გაგება უფრო ადვილია, როცა იცი პირველი მსოფლიო ომის გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური სარჩულები, მით უმეტეს, რომ იმ ომში რუსეთზე ზეწოლის ძალოვანი ისრები 1990-იან წლებშიც გასაოცარი სახით განმეორდა.

ჩვენ ამ დრომდე არ შეგვიძლია ერთიანობის გამოძებნა წარსულის, აწმყოსა და მომავლს ბევრ საკითხში, რაც ერისთვის ძალზედ სახიფათოა. მაგრამ თუ, ხელს ჩავავლებთ რა ისტორიის ძაფს და 1914 წელში დავბრუნდებით, მაშინ ჩვენ კვლავ ერთიანი ხალხი გავხდებით, ტრაგიკული გახლეჩვის გარეშე. ამიტომ ჩვენ ახლებურად უნდა შევისწავლოთ პირველი მსოფლიო ომი, რომელიც ჩვენ XX საუკუნის გეოპოლიტიკის ხედვასაც მოგვცემს, და რუსი ადამიანების უსაზღვრო მამაცობის, გმირობისა და თავგანწირვის მაგალითებსაც. მხოლოდ მას, ვინც იცის ისტორია, შეუძლია ადექვატურად დახვდეს მომავლის გამოწვევებსაც.

მოამზადეს მიხეილ ტიურკინმა და ეკატერინე პორტნოვამ 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


Sunday, November 9, 2014

დასავლეთის სახელმწიფოთა ფინანსური მაჩვენებლების შესახებ 1980-იანი წლების მიწურულიდან

ჩვენ განათლებით ეკონომისტი არ გახლავართ, ამიტომ ქვემოთ მოყვანილი სარწმუნო რიცხობრივი მონაცემების საფუძველზე ჩვენი მსჯელობა საკმარისად ღრმა და საფუძვლიანი ვერ იქნება, მაგრამ მაინც შევეცდებით ზოგიერთი საკითხის დასმასა და შეძლების და გვარად განხილვას, ვინაიდან ამის თაობაზე, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომისტებისგან არაფერი ისმის, არადა პრობლემები თავისთავად არსებობს და საზოგადოებამ კი მათ შესახებ უნდა იცოდეს. რაც შეეხება წერილში მოყვანილი მონაცემების სარწმუნოობას, ისინი ამოღებულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემებიდან Military Balance, და ამდენად ამ მხრივ მათ სანდოობაში ეჭვი ალბათ არ წამოიჭრება.

ჩვენს ხელთ არის ამ ინსტიტუტის გამოცემები The Military Balance 1991-1992, The Military Balance 2000-2001 და The Military Balance 2013, რომლებშიც გადმოცემულია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს ძირითადი ფინანსური, მოსახლეობის რიცხოვნების, შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების მონაცემები. სახელდობრ, ზემოხსენებულ კრებულებში მოყვანილია ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები შესაბამისად ა) 1989, 1990, ბ) 1998, 1999 და გ) 2011, 2012 წლებში, და სწორედ მათზე დაყრდნობით შევეცდებით ქვემოთ საუბარს.

თავიდან შევეხოთ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული ქვეყნების ზემოხსენებულ მაჩვენებლებს და ჩვენი მსჯელობისთვის შესაბამისი ცხრილიც მოვიშველიოთ. 1-ლ ცხრილში პირდაპირ კრებულებიდან ამოღებული რიცხვები სწორად იქნება დაყენებული, ხოლო ჩვენს მიერ მათზე დაყრდნობით გამოანგარიშებული კი დახრილად.

ცხრილი 1

აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ცვლილება უკანასკნელ ათწლეულებში

ფინანსური მაჩვენებლები, . . . აშშ . . . გერმანია . საფრან- . დიდი ბრი- . იტალია 
მლრდ. დოლარებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გეთი . . . . ტანეთი . . . . . . . . . . 

მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . 5163,2 . . .1189,15 . . . 955,86 . . . . 831,68 . . . . . 839,27

მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . 5423,2 . . 1499,54 . . .1187,15 . . . . 986,72 . . . . 1090,75

სხვაობა იმ ორი წლის მშპ- 
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . .260,2 . . . 310,39 . . . .231,29 . . . . 155,04 . . . . . 221,48 

როგორი იქნებოდა ამ სახე- 
ლმწიფოთა მშპ1999 წელს, 
ეს სხვაობა რომ უცვლე- 
ლად შენარჩუნებულიყო? . . .7765,2 . . .4293,5 . . . .3268,76 . . . 2381,72 . . . .3084,07 

რეალური მშპ 1999 წელს . . . 9200,0 . . . 1900,0 . . . .1400,0 . . . . 1400,0 . . . . .1100,0

მშპ-ის რეალური საშუა- 
ლო წლიური ნაზრდი 
1990-1999 წლებში . . . . . . . . . .419,6 . . . . . 44,5 . . . . . .23,65 . . . . . 45,92 . . . . . . . 1,03 

მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . .15650,0 . . . 3370,0 . . . .2580,0 . . . . 2430,0 . . . . . 1980,0

მშპ-ის საშუალო წლიური 
ნაზრდი 1999-2012 წლებში . . 496,15 . . . 113,08 . . . . .90,77 . . . . . 79,23 . . . . . . 67,69 

ეს ცხრილი და მასზე მსჯელობა ჩვენ ერთხელ უკვე გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგში 2010 წლის დეკემბერში წერილში „ზოგიერთი მოსაზრება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით“, სადაც ვამბობდით და იგივეს გავიმეორებთ, რომ რეალური ურთიერდამოკიდებულებანი დასავლურ სახელმწიფოებს შორის, რეალური მწვავე და სერიოზული პრობლემები დასავლურ სამყაროში ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჩვენში, სამწუხაროდ, ამაზე თვალის დახუჭვას ამჯობინებენ და საერთოდ არაფერს ლაპარაკობენ. ვნახოთ, რაშია ეს პრობლემები?

როგორც ცხრილიდან ჩანს, 1990 წელს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ნაზრდი 155 მლრდ. ამერიკული დოლარიდან (დიდი ბრიტანეთი) თითქმის 310,5 მლრდ. დოლარამდე (გერმანია) იცვლებოდა. გერმანიის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმ წელს, აშშ-სა (260,2 მლრდ.) და საფრანგეთთან (231,3 მლრდ.) შედარებით ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ მაშინ გერმანია გაერთიანდა და აღმოსავლეთ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დასავლეთ გერმანიის მაჩვენებელს უბრალოდ მიემატა. მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, თავად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ხომ დაახლოებით საფრანგეთის ტოლი მთლიანი შიდა პროდუქტი ექნებოდა, ანუ დაახლოებით 230-240 მლრდ. დოლარის ზომისა? და ამისგან დამოუკიდებლად აღმოსავლეთ გერმანიაც ხომ მანამდე ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენდა, მასაც ხომ ჰქონდა თავისი სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, ფუნდამეტური და გამოყენებითი მეცნიერებანი, რომლებიც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში მონაწილეობდნენ, ალბათ დაახლოებით 100-110 მლრდ. დოლარის ზომისა? გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ხომ ჰქონდა თავისი ეკონომიკური კავშირები დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, და განა ნორმალური და ჯანსაღი განვითრების პროცესში მათი გათვალისწინება და გამოყენება ერთიან გერმანულ სახელმწიფოში გონივრული და სასარგებლო არ იქნებოდა? მაგრამ ასე, როგორც ჩანს, არ მომხდარა.

1-ლი ცხრილის შემდგომი სამი განყოფილება სწორედ იმაზე მიგვითითებს, რომ 1990-1999 წლებში თავად ატლანტიკურ დასავლეთში პროცესები ურთიერთ პატივისცემის, ურთიერთ გაგებისა და ჯანსაღი თანამშრომლობის კალაპოტში სულაც არ წარიმართა. სახელდობრ, იქ მოყვანილია მაჩვენებლები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ ამ სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს, ის ზემოხსენებული ნაზრდი რომ უცვლელად შენარჩულებულიყო. მაშინ აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს იქნებოდა დაახლოებით 7765 მლრდ. დოლარი, გერმანიისა 4290 მლრდ., 3270 მლრდ.-მდე, დიდი ბრიტანეთისა 2380 მლრდ.-ზე მეტი და იტალიისა კი 3100 მლრდ. დოლარამდე. მაგრამ რეალურად პრცესები სულ სხვანაირად წარიმართა და აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ სავარაუდოსთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი აღმოჩნდა (9200 მლრდ. დოლარი), ხოლო ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა კი მკვეთრად და კატასტროფულად ნაკლებიც კი (1100-დან 1900 მლრდ. დოლარამდე).

თუ აშშ-ში 1989 და 1990 წლებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტი 260,2 მლრდ. დოლარით გაიზარდა, 1990-დან 1999 წლის ჩათვლით, საშუალოდ, ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა და 419,6 მლრდ.-მდე ავიდა. იგივე რომ მომხდარიყო ნატო-ს ბლოკის წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მანამდე საბჭოთა კავშირის არსებობა აბრკოლებდა დასავლური სამყაროს ეკონომიკურ განვითარებას და მისი გაქრობა მსოფლიო რუკიდან ობიექტურად სამართლიანი მოვლენა იყოო. მაგრამ ასე სულაც არ მომხდარა. სახელდობრ, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი 310,4 მლრდ. დოლარიდან უეცრად 44,5 მლრდ.-მდე ჩამოვარდა, საფრანგეთისა – 231,3 მლრდ.-დან 23,7 მლრდ.-მდე, დიდი ბრიტანეთისა – 155,0 მლრდ.-დან 45,9 მლრდ.-მდე, იტალიისა კი – 221,5 მლრდ.-დან 1 მლრდ. დოლარამდე. ამრიგად, ნათლად ჩანს, რომ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აშშ-ის მმართველმა წრეებმა გაისქელეს ჯიბეები და, ამასთან, თავიანთი ევროპელი მოკავშირეების ხარჯზეც. ეს პერიოდი პრეზიდენტ კლიტნონის მმართველობის წლებს წარმოადგენდა და ჩვენში ხშირად ისმოდა აღტაცებული შეფასებები ამერიკელ ამომრჩეველთა კმაყოფილების თაობაზე, მაგრამ თუ რის ფასად მიიღწეოდა ეს კმაყოფილება და რას ამბობდნენ ამის შესახებ დასავლეთ ევროპაში, ეს უკვე ნურას უკაცრავად, ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩვენი ეკონომისტებისა და პოლიტიკაში „მოჯირითე“ ადამიანთა მიერ პრაქტიკულად არ ჟღერდებოდა.

და განა ევროპელი ეკონომისტები არაფერს წერდნენ ამის თაობაზე, არ ტეხდნენ განგაშს და თავიანთ უკმაყოფილებას არ გამოთქვამდნენ? მაშინ დაღუპულა სიტყვის თავისუფლება ევროატლანტიკურ დასავლეთში, თუ ამის შესახებ იქ არაფერი ითქმოდა და არაფერი იწერებოდა. ხოლო თუ ითქმოდა და იწერებოდა, მაგრამ ჩვენი ეკონომისტები ქართულ საზოგადოებას ამაზე არაფერს ეუბნებოდნენ, თუ ეს ჩვენში ტაბუდადებული თემა გახლავთ, მაშინ არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენ არ ვყოფილვართ, და არც „დასავლური ფასეულობებია“ ჩვენთვის ღირებული, არამედ მავანთა და მავანთა ამერიკისადმი მონურ-მლიქვნელური დამოკიდებულება, რაც მათი პირადი კეთილდღების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობის, სამეცნიერო რესპექტაბელურობისა და სხვა თანამდევ „სიკეთეთა“ წყაროა.

ახლა ისევ აშშ-სა და მის წამყვან ნატო-ელ მოკავშირეებს დავურბუნდეთ. როგორც ჩანს, იქ თავისი გავლენა იქონია დასავლეთევროპული ქვეყნების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვამ და 2000-იან წლებში მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც გამოსწორებულ იქნა. ამის შესახებ მეტყველებს ცხრილის დასკვნითი ნაწილი, საიდანაც ჩანს, რომ, თუმცა კი აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ყოველწლიური ნაზრდი 1999-დან 2012 წლის ჩათვლით კიდევ უფრო მეტი გახდა და 496 მლრდ. დოლარს გადააჭარბა, მაგრამ რამდენადმე გაიზარდა ნატო-ს წამყვან ევროპულ სახელმწიფოთა ანალოგიური მაჩვენებელიც, თუმცა კი 1980-იანი წლების მიწურულის მდგომარეობამდე მათ კიდევ ბევრი უკლიათ. სახელდობრ, გერმანიისთვის ის 44,5-დან 113,1 მლრდ. დოლარამდა გაიზარდა, თუმცა კი „ცივი ომის“ მიწურულის 310,4 მლრდ. დოლართან ხომ ვერანაირ შედარებაში ვერ მოვა; საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 23,7 მლრდ. დოლარიდან 90,8 მლრდ.-მდე ავიდა, მაგრამ 1980-იანი წლების მიწურულის 231,3 მლრდ.-გან ხომ ძალიან შორსაა, და დიდ ბრიტანეთსა და იტალიაშიც ისეთივე მდგომარეობაა.

ახლა ვნახოთ ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოთა მდგომარეობაც ამ მიმართებით, რაშიც მე-2 ცხრილი დაგვეხმარება. 

ცხრილი 2

კანადისა და ნატო-ს დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ცვლილება უკანასკნელ ათწლეულებში 

ქვეცხრილი A

ფინანსური მაჩვენებლები, . . ბელგია . . კანადა . . დანია . . საბერძ- . . ისლან- 
მლრდ. დოლარებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნეთი . . . . . დია . .

მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . . 156,84 . . . 550,35 . . . 106,16 . . . 54,17 . . . . 5,19

მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . . 194,64 . . . 591,98 . . . 130,89 . . . 67,16 . . . . 5,76

სხვაობა იმ ორი წლის მშპ- 
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . . .37,8 . . . . . 41,63 . . . . 24,73 . . . 12,99 . . . . .0,57 

როგორი იქნებოდა ამ სახე- 
ლმწიფოთა მშპ1999 წელს, 
ეს სხვაობა რომ უცვლე- 
ლად შენარჩუნებულიყო? . . . . 534,84 . . .966,65 . . . .353,46 . .184,07 . . . .10,89 

რეალური მშპ 1999 წელს . . . . . 237,0 . . . .644,0 . . . . .166,0 . . .107,4 . . . . . 8,5

მშპ-ის რეალური საშუა- 
ლო წლიური ნაზრდი 
 1990-1999 წლებში . . . . . . . . . . . . .4,7 . . . . . .5,78 . . . . . .3,9 . . . . .4,5 . . . . . .0,3 

მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . . . . .476,8 . . .1170,0 . . . . .309,0 . . .254,9 . . . . . 13,6

მშპ-ის საშუალო წლიური 
ნაზრდი 1999-2012 წლებში . . . . .18,45 . . . 86,62 . . . . .11,0 . . . . 11,35 . . . . . 0,39 

ქვეცხრილი B

ფინანსური მაჩვენებლები, . . . ნიდერ- . . ნორვე- . . პორტუ- . . ესპანე- . . თურქე- 
მლრდ. დოლარებში . . . . . . .ლანდები. . . გია . . . . . გალია . . . . .თი. . . . . . .თი . . 

მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . . .223,69 . . . . 90,89 . . . . 45,58 . . . . 390,01 . . . . . 80,93

მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . . .278,76 . . . 106,82 . . . . 59,85 . . . . 484,54 . . . . 114,29

სხვაობა იმ ორი წლის მშპ- 
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . . . 50,07 . . . . 15,93 . . . . 14,27 . . . . . 94,53 . . . . .33,26 

როგორი იქნებოდა ამ სახე- 
ლმწიფოთა მშპ1999 წელს, 
ეს სხვაობა რომ უცვლე- 
ლად შენარჩუნებულიყო? . . . . 774,39 . . . 250,29 . . . .188,28 . . . 1335,31 . . . .415,14 

რეალური მშპ 1999 წელს . . . . . 375,0 . . . . 150,0 . . . . .104,0 . . . . .569,0 . . . . . 186,0

მშპ-ის რეალური საშუა- 
ლო წლიური ნაზრდი 
1990-1999 წლებში . . . . . . . . . . . .10,7 . . . . . . 4,8 . . . . . . .4,9 . . . . . . .9,4 . . . . . . . 8,0 

მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . . . . .770,2 . . . . 499,8 . . . . .210,6 . . . . 1340,0 . . . . . 783,1

მშპ-ის საშუალო წლიური 
ნაზრდი 1999-2012 წლებში . . . . 30,4 . . . . . 29,15 . . . . . . 8,2 . . . . . .59,31 . . . . . 45,93 

როგორც ვხედავთ, აქაც ძირითადად ანალოგიური სიტუაციაა – მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ყოველწლიური მატება 1999-2012 წლებში თუმცა კი აღემატება 1990-1999 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჩამოუვარდება 1980-იანი წლების მიწურულის მდგომარეობას. გამონაკლისს შეადგენენ კანადა, ნორვეგია და თურქეთი, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწიური საშუალო მატების მაჩვენებელმა გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის მნიშვნელობასაც კი გადააჭარბა (შესაბამისად 41,6-დან 86,6 მლრდ. დოლარამდე, 15,9-დან 29,2 მლრდ. და 33,3-დან 45,9 მლრდ. დოლარამდე), აგრეთვე საბერძნეთი, სადაც დაახლოებით ისეთივე სიდიდეა შენარჩუნებული (11,4 მლრდ. დოლარი უწინდელი 13,0 მლრდ. ის ნაცვლად).

მე-3 ცხრილში მოყვანილია ანალოგიური მონაცემები ევროპის ნეიტრალური ქვეყნებისა და ისრაელისთვის. აქ ისინი ერთად იმიტომ დავაჯგუფეთ, რომ ხშირად შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა ჩვენებისას მათი მაჩვენებლები ასევე ერთად მოგვყავს ხოლმე. ამის გარდა ისინიც, საქართველოს მსგავსად, ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე სახელმწიფოებია და ამ მხრივაც საინტერესო იქნებოდა მათი ფინანსური მდგომარეობის აქ ერთად წარმოჩენა (თუმცა კი უნდა შევნიშნოთ, რომ შვედეთი 2012 წელს უკვე ნატო-ს წევრი გახლდათ, მაგრამ პროცესების განვითარების დინამიკაში ჩვენებისთვის მაინც ამ სახელმწიფოთა შორის მოვიყვანეთ).

ცხრილი 3

ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებისა და ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) უკანასკნელ ათწლეულებში 

ფინანსური მაჩვენებლები, . ავსტრია . ფინეთი . შვედეთი . შვეიცარია . ისრაელი 
მლრდ. დოლარებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . .126,49 . . . 115,47 . . . .189,91 . . . . 177,15 . . . . . 44,36

მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . .157,48 . . . 137,78 . . . .219,36 . . . . 227,97 . . . . . 51,22

სხვაობა იმ ორი წლის მშპ- 
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . . 30,99 . . . . 22,31 . . . . 29,45 . . . . . 50,82 . . . . . . .6,86 

როგორი იქნებოდა ამ სახე- 
ლმწიფოთა მშპ1999 წელს, 
ეს სხვაობა რომ უცვლე- 
ლად შენარჩუნებულიყო? . . . 436,39 . . . 338,57 . . . .484,41 . . . . 685,35 . . . . .112,96 

რეალური მშპ 1999 წელს . . . . 198,0 . . . . 123,0 . . . . .230,0 . . . . .246,0 . . . . . . .99,0

მშპ-ის რეალური საშუა-
ლო წლიური ნაზრდი
1990-1999 წლებში . . . . . . . . . . . .4,5 . . . . . .-1,64 . . . . . .1,18 . . . . . .2,0 . . . . . . . 5,31

მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . . . . 391,0 . . . . 247,2 . . . . .520,3 . . . . 622,9 . . . . . . 246,78

მშპ-ის საშუალო წლიური 
ნაზრდი 1999-2012 წლებში . . . .14,85 . . . . . 9,55 . . . . . 22,33 . . . . 28,99 . . . . . . 11,37 

აქაც ევროპულ სახელმწიფოებში მთლიანი შიდა პროდუქტის მატების მკვეთრი ვარდნა იყო 1990-1999 წლებში, ხოლო ფინეთში კი საერთოდ მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა კიდეც 137,78 მლრდ. დოლარიდან 123,0 მლრდ.-მდე. ისრაელში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო მატება ამ წლების განმავლობაში თითქმის ისევე შენარჩუნდა, რაც 80-იანი წლების მიწურულში იყო (5,31 მლრდ. დოლარი უწინდელი 6,86-ის ნაცვლად). 1999-2012 წლების განმავლობაში მდგომარეობა ევროპაში გამოსწორდა, თუმცა კი 1980-იანი წლების მდგომარეობამდე მისვლა ვერ შეძლო. რაც შეეხება ისრაელს, აქ მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ყოველწლიურმა მატებამ ამ წლებში 80-იანი წლების მიწურულის დონეს თითქმის ორჯერ გადააჭარბა და 6,86 მლრდ. დოლარიდან 11,37 მლრდ.-მდე გაიზარდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროატლანტიკურ დასავლეთში სახელმწიფოებს შორის სულაც არ არის ის თანხმობა და „სიამტკბილობა“, რასაც გამუდმებით ჩასჩიჩინებენ ქართულ საზოგადოებას ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით კი სატელევიზიო არხები და კომპანიები; რომ ამერიკელთა საქციელში, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, ნათლად დაიმზირება არა მხოლოდ „შოვნის სურვილი“, არამედ მისწრაფებაც, რომ „ჭკუა ესწავლებინათ“ ე. წ. ძველი ევროპისთვის, დაენახვებინათ, თუ ვინ არის მდგომარეობის ბატონ-პატრონი, და ვისზეა დამოკიდებული მათი კეთილდღეობა. ყოველივე ამის წარმოჩენა ქართულ საზოგადოებაში, ანუ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს შორის რეალური ურთიერთდამოკიდებულების და თითოეული მხარის არგუმენტაციისა, იქნებოდა კიდეც, ჩვენი აზრით, დასავლური ფასეულობების პატივისცემა და დაფასება. ხოლო ყოველივე ამის გარეშე კი ქართველობა რჩება იმ მონურ და მლიქვნელურ დამოკიდებულებაში ძლიერის, ანუ აშშ-ის მიმართ, რასაც ასე ძლიერად მიეჩვია იგი საუკუნეების მანძილზე მონღოლობის, ყიზილბაშობისა და ოსმალობის ხანაში, რაც გადმოჰყვა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიც, და რითაც სულდგმულობს დღესაც, თუმცა კი ამას თვალთმაქცურად „თავისუფლებასა“ და „დამოუკიდებლობას“ ეძახის, თუმცა კი თავად მუხლები უკანკალებს თუნდაც იმის გაჟღერების გამო, რაც ხმამაღლა, პრინციპულად და დაბეჯითებით იწერება იმავე დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში, რაც იქ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ (ანუ ამერიკული ადმინისტრაციის) ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ითქმება და ტელევიზიებში გაიშვება. ხოლო რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ასეთ მონურ-მლიქვნელურ მდგომარეობას აშშ-ის მმართველი წრეების მიმართ, ამას შეიძლება ვუწოდოთ, არც მეტი, არც ნაკლები – ა მ ე რ ი კ უ ლ ი   ს ა ო კ უ პ ა ც ი ო  ზ ო ნ ა და ოკუპანტების წინაშე ქართული ელიტის ტრადიციული დამოკიდებულება, ვინაიდან, როგორც სახარება გვასწავლის, ნაყოფთაგან შეიცვნება თავად ხე იგი.

ღმერთმა ინებოს უკეთესობისკენ წაგვეყვანოს ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ცხოვრება.

ირაკლი ხართიშვილი

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოს გაძნელებული მდგომარეობისა და რუსული ჯარების მიერ განჯის დაკავების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი VII. 

(აღა-მაჰმად-ხანის საქმიანობა. – ხმები ადერბაიჯანთან მისი მოახლოების შესახებ. – გრაფ ზუბოვის წერილი შემახელი მუსტაფა-ხანისადმი. – ადერბაიჯანელი ხანების მდგომარეობა /положенiе/. – საქართველოს მდგომარეობა /состоянiе/. – რიმსკი-კორსაკოვის ექსპედიცია განჯაზე. – რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის დაკავება.)

მოვიდა რა ძველ შემახამდე, კასპიის კორპუსს აღა-მაჰმად-ხანის ჯარები არსად არ შეხვედრია. მოიხსნა რა მუღანის ველიდან დაღესტანში რუსული ჯარების პირველივე მოძრაობისას, იგი სპარსეთის სიღრმეში წავიდა და, მოგვცა რა ჩვენ მოქმედებათა თავისუფლება, თავად თავისი 60.000-იანი ჯარებით ხორასანს შეესია, როგორც ამბობდნენ, იქ წარმოქმნილი მღელვარებების დაწყნარებისთვის. მაისის დასაწყისში, გრაფ ზუბოვამდე მოსული ცნობების მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანი თეირანში დაბრუნდა, ხოლო იმავე თვის ბოლოს კი მაზანდერანში გამოემგზავრა, რათა ეს პროვინცია გაემაგრებინა, იცოდა რა, რომ რუსებს ენზელისა ან ასტრაბადში გადმოსხმა ჰქონდათ განზრახული იმასთან ერთდროულად, რაც მათი სახმელეთო ჯარები, განჯის გზით, არდევილის გავლით თავრიზისკენ დაიძვრებოდნენ.

“რუსები, წერდა აღა-მაჰმად-ხანი მცხოვრებთა მიმართ თავის მოწოდებაში, საქართველოს მხოლოდ იმიტომ გამოექომაგნენ, რომ ისინი მათი ერთმორწმუნენი არიან, ვინაიდან იმპერატრიცას საგართველოსგან არანაირი სარგებელი არ გააჩნია. ამიტომ სპარსელებიც, სწორედ იმავე ერთმორწმუნეობის მიზეზით, მოვალენი არიან ურჯულოთა წინააღმდეგ ერთსულოვნად ამხედრდნენ, თითოეული ქალაქისა და სოფლის გამაგრებასა და საკმარისი რიცხვის უნარიან მეომართა შეკრებას ცდილობდნენ”.

დაიმორჩილა რა მეშჰედი და დაეუფლა რა იქ უზარმაზარ განძეულს, რომელიც ნადირ-შაჰის ერთერთ შთამომავალს ეკუთვნოდა, აღა-მაჰმად-ხანი შეძლებისდაგვარად უფრო მეტი რიცხვის ჯარების დაქირავებისთვის ფულებს არ იშურებდა, რომელთაც თავს თავისი სამფლობელოების სხვადასხვა პუნქტში: ასტრაბადისა და მაზანდერანის პროვინციებში, თავრიზსა და არდევილში უყრიდა. მან მცირე რაზმიც კი გაგზავნა ერევანში, ამ ქალაქის დასაკავებლად, ერევნის ხანის მისდამი საეჭვო ერთგულებისა და სისუსტის გამო. არ შემოიფარგლა რა ამ განკარგულებებით, აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ნათესავი ასკერ-ხანი გამოგზანა ადერბაიჯანში დავალებით, რომ დაერწმუნებინა შემახის, შექის, განჯისა და სხვა ხანები, რათა მათ ეცადათ რუსული ჯარების შეტყუება სპარსეთის შიგნით, მდინარე არაქსის გადაღმა, არდევილის პროვინციაში. მაშინ, ასკერ-ხანის რწმუნებით, ვერც ერთი რუსი ცოცხალი ვეღარ გამოვა, ვინაიდან მათი რაზმი ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმული აღმოჩნდება: აღა-მაჰმად-ხანი ფრონტიდან შეუტევს, ერევანში მყოფი სპარსელები ზურგიდან, ხოლო მარჯვენა ფლანგიდან კი შემახის, შექისა და განჯის ხანების ჯარები. 

სპარსეთის მბრძანებლისადმი ერთგული პირები ავრცელებდნენ ხმებს, რომ სულეიმან-ხანი 30.000 ადამიანით უკვე მდ. მტკვარზე მოვიდა და რომ მთავარი ძალებისთვის არდევილში მნიშვნელოვანი რაოდენობის სურსათს ამზადებენ (Рапортъ Савельева графу Зубову 30-го iюня 1796 года, № 514).

აღა-მაჰმად-ხანი ამბობდა, რომ სულ მოკლე ხანში დაიძრება თალიშზე და სალიანის დაიკავებს. თალიშის ხანი დახმარებას ითხოვდა, სალანის ნაიბი კი გრაფ ზუბოვს წერდა, რომ შიშით მოცული მცხოვრებნი თავიანთი სახლ-კარის მიტოვებას ფიქრობენ. მთავარსარდალმა კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს დაავალა, რომ გემების ნაწილითა და მათში ჩამსხდარი დესანტით ზღვაში გასულიყო და თალიშის ნაპირებისკენ წასულიყო, იმ მიზნით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ლენქორანში ან სალიანიში გადასხმა მოეხდინა. თუმცა კი გრაფ ზუბოვს არ ჰქონდა იმედი, რომ ეს ექსპედიცია შესაძლოა აღსრულებაში ყოფილიყო მოყვანილი, დესანტისთვის გემების უკმარისობის გამო. კონტრ-ადმირალმა ფიოდოროვმა, რომელიც ჯერ კიდევ გრაფ ზუბოვის ასტრახანში ყოფნის დროს მას ოცამდე სატრანსპორტო სავაჭრო გემის შეკრებას ჰპირდებოდა, სინამდვილეში მხოლოდ ცამეტი გემის მოძიება შეძლო, რომელთა გამოყენებაც პროვიანტის გადმოსაზიდად მოუხდათ (Письмо графа Зубова князю П. А. Зубову 7-го августа, № 53)

ჩვენი ფლოტილიის ბაქოში მოსვლის შემდეგ, მთავარსარდალმა, თუმცა კი დაავალა ფიოდოროვს ზღვაში მცურავი მოწინააღმდეგის ყველა კირჟიმი დაეკავებინა და ისინი მომავალი დესანტისთვის მიესადაგებინა, მაგრამ ასეთი კირჟიმები სპარსელებს ბევრი არ ჰქონდათ, და ისინიც, ჩვენი ფლოტის შიშით, ზღვაში გამოსვლას ვერ ბედავდნენ. 

მიუხედავად ამისა, კონტრ-ადმირალმა ფიოდოროვმა მოახერხა ექსპედიციის აღკაზმვა ბრიგადირ გოლოვატის მეთაურობით ვლადიმირის პოლკის ერთი ასეულისგან ორი ქვემეხითა და 200 შავზღველი კაზაკით. ამ ჯარების გემებში ჩასასხმელად თალიშის ხანი თავისი კირჟიმების გამოგზავნას დაპირდა, მაგრამ შემდგომში განაცხადა, რომ ასეთი კირჟიმები მხოლოდ შვიდი აქვს და მეტის გამოგზავნა არ შეუძლია. თუმცა კი თალიშელი მუსტაფა-ხანი ჩვენდამი ერთგული ხანების რიცხვში იყო, მაგრამ ამდენად უმნიშვნელო რაზმის გადასხმა უცხო სამფლობელოებში, იმ მოსახლეობას შორის, რომლის ერთგულებაც ჯერ არ გამოგვეცადა, მეტად წინდაუხედავი საქმე იქნებოდა, და ამიტომ კონტრ-ადმირალი ფიოდოროვი ხანისგან ამანათს მოითხოვდა, რომლის გამოგზავნასაც ის თავიდან დაპირდა, მაგრამ შემდეგ კი უარი თქვა, ამბობდა რა, რომ რუსული ჯარები ახლა მას არ სჭირდება, რომ მოწინააღმდეგე საშიში არ არის, და რომ ერთი კვირის შემდეგ ის შეატყობინებს, დასჭირდება თუ არა მას დახმარება. თუმცა კი მალევე მუსტაფამ ისევ მიმართა თხოვნით დახმარების შესახებ, იმიტომ რომ მის სამფლობელოებში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის შესაძლებლობის თაობაზე ხმები დღითი-დღე სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა. შემახის (შირვანის) ხანი წერდა მთავარსარდალს, რომ სპარსელთა მთავარი რაზმი არდევილთან იყრის თავს, და რომ აღა-მაჰმად-ხანს რუსებზე შემოტევა აქვს განზრახული.

“თქვენი მაღალღირსების (высокостепенство) სასიამოვნო წერილი, წერდა გრაფი ზუბოვი ამაზე საპასუხოდ შირვანელ მუსტაფა-ხანს (Въ письме отъ 30-го сентября 1796 года), განმარტებით, რომ აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები უკვე არდევილში მოვიდნენ, მე მივიღე და მადლობას გიხდით ამ შეტყობინებისთვის, რომელიც უტყუარი ნიშანია მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტისადმი თქვენი ჭეშმარიტი გულმოდგინებისა. ამავე დროს, სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ აღა-მაჰმად-ხანს განზრახული აქვს გამანთავისუფლოს მე მისი შემდგომი ძიებისგან, როდესაც თავად უახლოვდება ამ ფარგლებს, და არ შემიძლია თქვენს წინაშე დავფარო ჩემი სიხარული, ვხედავ რა ჩემი საქმის დასასრულს და ვიმედოვნებ, თქვენი და მთელი აქაური ხალხის თვალთა წინაშე გამოცდილებით გაჩვენოთ ყველა კეთილგანმზრახველისა და ყოვლადმოწყალე ხელმწიფასადმი ერთგულის მიმართ ჩემი მეგობრული დამოკიდებულება, მათი ოლქების ქმედითი დაცვით ნებისმიერი მტაცებლისგან, რომელიც მას ამდენ უბედურებას აყენებდა.

და რადგანაც დგება უკვე დრო, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარები მტკვრის იქით გადავიყვანო, ამიტომ ჩემთვის სასურველი იქნებოდა, რომ ყველა აქაური პატივცემული მფლობელი, რომელთა მფარველობისთვისაც შემოვედით ჩვენ სპარსეთის საზღვრებში, შემომიერთდეს მე თავიანთი საერთო დამაქცეველის წინააღმდეგ.

თქვენო მაღალღირსებავ, გაქვთ რა თვალწინ თქვენი ქალაქი შემახა, უდაბნოდ ქცეული აღა-მაჰმად-ხანის ხელით, და ჯერ კიდევ არ დაგვიწყებიათ რა თქვენი საყვარელი ქვეშევრდომების სისხლით მორწყული ადგილები, რომლებიც უკანონო მტანჯველი ნაძირალას ხელით თქვენს სამსახურში თქვენდამი და თავიანთი სამშობლოსადმი სიყვარულით დაიღუპნენ; ასევე არცთუ დამშვიდებული სულით გაივლით რა ფიქრებში საკუთრივ თქვენს მიერ და თქვენი მეზობლების მიერ მისგან გადატანილ სასტიკ დევნას, ვიმედოვნებ, სიმხნევით აღიჭურვებით ამის გამო სამართლიანი შურისძიებისთვის და თქვენს საშუალებებს შემოუერთებთ ჩემსას, მომმართავთ რა მე, ამ საერთო საქმეში, იმ სულიერი კეთილგანწყობით, რომელსაც უფლება მაქვს მოველოდე ჩემი თქვენდამი მეგობრობის საპასუხოდ, რამეთუ, წყენისა და ძარცვა-რბევის საპასუხოდ შურისძიების გარდა, მთელი ირანის სიკეთე ავალდებულებს მის ყველა მაცხოვრებელს აღიმართოს ვერაგი და მძვინვარე მძარცველის გასანადგურებლად. შესაბამისად, არ შემიძლია მე ვეჭვობდე, რომ ამ შემთხვევაში თქვენო მაღალღირსებავ არ აირჩევთ იმ გზას, რომელიც თქვენ და თქვენს ქვეშევრდომებს იმ ურყევი ნეტარებისკენ წაგიყვანთ, რომელიც დედამიწაზე უდიდესი მონარქის ჩრდილქვეშ არსებობს, რომელიც თავისი წყალობის ნაკადებს სამყაროს ყველა კიდეში უშვებს და ახლა მე გამომგზავნა ამ მხარის ტყვეობისგან განთავისუფლებისა და დამხობილთა და უდანაშაულოდ ტანჯულთა აღდგენისთვის. მით უფრო მეტად ვრწმუნდები მე ყველა აქაურზე დაიმედებით, რომ მაღალღირსების მურთაზა-ყული-ხანის სახით წარმოგვიდგება ნათელი მაგალითი, ერთის მხრივ, რომ ღვიძლმა ძმობამ ვერ შეძლო მისი გადარჩენა აღა-მაჰმად-ხანის ბოროტმოქმედებისგან, რომელსაც სძულს ღვთისა და ადამიანთა კანონები, და რომელზედაც, შესაბამისად, არავის დაყრდნობა არ შეუძლია; მეორეს მხრივ, რომ ყოვლადმოწყალე ხელმწიფამ, რომელიც მხოლოდ კაცთმოყვარებით იქმოდა სინანულით უცხოელისადმი, თავის საკუთარ მხარეში გულნატკენისა, მიიღო მისი წილ-ხვედრი თავის ძლიერ მარჯვენაში და მიბრძანა მე, შეიყვანა რა იგი უწინდელ ღირსებაში, ამის მსგავსად მოვქცეულიყავი ყველა შეურაცხყოფილთა მიმართ.

მე, მივყვები რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უწმინდეს ნებას, მისი ძლევამოსილი ჯარებით მოვაღწიე თქვენს სამფლობელოს, და აქაურ მცხოვრებთაგან არავის არ შეუძლია გვისაყვედუროს, რომ ჩვენ ვინმეს ვავიწროვებდით ან რომელიმეს თუნდაც სულ უმცირესი წყენა მივაყენეთ; და განა ეს არ ამტკიცებს ნათლად ყოვლადმოწყალე ხელმწიფას კეთილ განზრახვებს, რომლებიც ყოველთვის მიმართულია მხოლოდ ერთი კეთილგანმზრახველთა და მშვიდთა ჭეშმარიტი სარგებლისა და მთელი აქაური მხარის დამშვიდებულ მდგომარეობაში მოყვანისკენ.

ამ წერილის დასასრულს, არ ვაზვიადებ რა რუსეთის იმპერიის დიდებას, რომლის გამარჯვებანი მთელი ქვეყნიერებისთვისაა ცნობილი, და არ ჩამოვთვლი რა საშუალებებსა და ძალებს, რაც გამაჩნია და რასაც კიდევ ველოდები, მხოლოდ გეტყვით თქვენ ჩემო მაღალხარისხოვანო ახლობელო, რომ შემოვედი მე სპარსეთში, არ ვიყავი რა დარწმუნებული, რომ არავინ არ გამოვა ჩემს წინააღმდეგ იარაღით, არამედ უფრო მეტად ვვარაუდობდი შევხვედროდი ძლიერსა და მამაც მოწინააღმდეგეს, და შესაბამისად ამ შემთხვევისთვის საკმარისი ძალები გამაჩნია და მზადყოფნაშიც გახლავართ, მაგრამ ყოველთვის მსურს, რათა თქვენმა მაღალღირსებამ და თქვენმა მეზობლებმა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტისადმი თქვენი გულმოდგინების დასამტკიცებლად, შემოუერთოთ ჩემს საშუალებებს თქვენიც, რამდენიც შეგიძლიათ, და რომ აქაური მეომრები ჩვენი მოქმედებების მონაწილენი შეიქნენ, მისცემენ რა განსაზღვრულ ქვეყნებს ჩვენს მიმართ მეგობრული მოპყრობის საბაბს”.

მუსტაფა ამ წერილზე პასუხობდა, რომ ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენი გადაიტანა მან აღა-მაჰმად-ხანისგან; რომ როცა სპარსეთის მბრძანებლის წინააღმდეგ მისი მხრიდან ლაშქარი შეიქნება საჭირო, მაშინ ის, მუსტაფა, მზად არის შეკრიბოს თავისი ძალები და ისინი რუსებს შემოუერთოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკანასკნელნი მდინარე მტკვარს გადალახავენ.

ასე ამბობდა ხანი, ეშინოდა რა სპარსელთა მოახლოებისა და იმავე დროს გულწრფელად სურდა რა თავისი სამფლობელოებიდან რუსების გასტუმრება.

ხმები აღა-მაჰმად-ხანის მოახლოების შესახებ სხვა მფლობელებსაც აშფოთებდა. შუშელი იბრაჰიმ-ხანი მთავარსარდალს წერდა, რომ მასთან მოვიდნენ ადერბაიჯანის ხანების წარმომადგენელნი თხოვნით აეხსნა მათთვის რუსების განზრახვები. იბრაჰიმი ამბობდა, რომ თავად ის იმდენად არის რუსეთისადმი ერთგული, რომ ითხოვს შუშა რუსულ ქალაქად ჩათვალონ და არ დატოვონ ის თავისი დაცვის გარეშე. იგი გულუბრყვილოდ არწმუნებდა, რომ თუ რუსები შუშას თავიანთ ხელში შეინარჩუნებენ, მათ მთელი სამყაროს დაუფლება შეეძლებათ. ყარაბაღის ხანი სთხოვდა ეჩქარათ ასტრაბადსა ან მაზანდერანზე მოძრაობა, სადაც აღა-მაჰმად-ხანის ძალების დიდი ნაწილი იკრიბება, და მისთვის, იბრაჰიმისთვის, 12.000 რუსული ჯარის გამოგზავნა, რომლითაც მას შეეძლებოდა ნახჭევნის გზაზე დაძრულიყო რუსეთის იმპერატრიცის ნების წინააღმდეგ ყველა გამოსულის დასასჯელად. 

“იმ ადგილიდან, რომელზედაც ახლა იმყოფებით, წერდა იბრაჰიმ-ხანი გრაფ ზუბოვს, საჭიროა გადახვიდეთ დისტანციებით და თავრიზამდე წახვიდეთ. აქაური ხალხები ვერაგობითა და ცბიერებით არიან აღსავსენი, ამიტომაც არ დაეყრდნოთ მათ სიტყვებს, და თუ ისინი რაიმენაირ წარდგენებს გაგიკეთებენ, გთხოვთ მე შეტყობინების გარეშე არ დამტოვოთ”.

გრაფი ზუბოვი მადლობას უხდიდა იბრაჰიმს მისთვის მიცემული რჩევების გამო, მაგრამ როგორც მისი, ისე სხვა დანარჩენი ხანების გულწრფელობისაც არა სჯეროდა. მათ სამფლობელოებთან სპარსელთა მოახლოების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, ყველა ხანი ორ ცეცხლს შუა დგებოდა: მათ ეშინოდათ აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის და მსგავსი შემოჭრისგან განუშორებელ უბედურებათა და ძარცვა-რბევისა; მეორეს მხრივ კი, რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლით თავიანთი დამოუკიდებლობის დაკარგვა აშინებდათ. აღა-მაჰმად-ხანის ცნობილი სისასტიკე და რუსული მთავრობის დიდსულოვნება არ აიძულებდა ხანებს დიდხანს ეფიქრათ იმის შესახებ, თუ დროებით რომლის მხარეზე უფრო მომგებიანი იყო გადახრა, და ყველა მათგანმა ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყო განცხადებები რუსეთისადმი თავიანთი ერთგულების შესახებ. ნახჭევნელი ქელბ-ალი-ხანი იფიცებდა და ღმერთს იმოწმებდა, რომ ის იმპერატრიცის მიმართ გულწრფელადაა ერთგული. განჯელი ჯავად-ხანი, იცოდა რა განჯაზე ერეკლე მეფისა და შუშელი იბრაჰიმის პრეტენზიების შესახებ, ასევე პირფერობდა მთავარსარდლის წინაშე, საქართველოში წარგზავნილთ გამცილებლებს აძლევდა და სთხოვდა კიდეც, რომ მის სამფლობელოებში რაც შეიძლებოდა სწრაფად რუსული ჯარები გაეგზავნათ, რათა მათ ციხესიმაგრის დაკავება სპარსელების გამოჩენამდე უფრო ადრე შეძლებოდათ. ჯავად-ხანი უფრო მომგებიანად თვლიდა რუსეთისადმი დაქვემდებარებას, ვიდრე ყარაბაღის ხანის ან საქართველოს მეფის ძალაუფლების ქვეშ ჩავარდნას.

უკანასკნელი არ ტოვებდა იმედს განჯას დაუფლებოდა, ჯერ კიდევ ივნისის თვეში, შუშელ იბრაჰიმ-ხანთან ერთად რუსულ ბანაკში თავისი წარმომადგენლებიც გამოგზავნა. ულოცავდნენ რა გრაფ ზუბოვს შეძენილ წარმატებებს, მოსულები გამოთქვამდნენ სურვილს რუსულ ჯარებთან რაც შეიძლებოდა სწრაფად შემოერთების შესახებ, თვლიდნენ რა თავიანთ ძალებს არასაკმარისად განჯის დაუფლებისთვის, რომელიც ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

ერეკლე წერდა მთავარსარდალს, რომ რუსების ალერსიანმა მოქცევამ ყველა სპარსელის გულები მათკენ მიიზიდა; რომ განჯის დაუფლება შემოდგომამდე არ უნდა იქნას გადადებული, და რომ რუსული ჯარების მოსვლა მალევე გადაწყვეტდა არა მხოლოდ ამ ქალაქის ხვედრს, არამედ ერევნისაც. მეფე ატყობინებდა, რომ განჯაზე რუსების მოძრაობის შემთხვევაში, ყველაზე უფრო უკეთესი გადასასვლელი მტკვარზე პატარა ადგილ მინგეჩაურთან იმყოფება.

გრაფი ზუბოვი ერეკლეს პასუხობდა, რომ განჯის დაკავება რუსული ჯარების მიერ სავარაუდო მოქმედებათა პროექტში შედის, ხოლო ერევანთან მიმართებაში კი ურჩევდა ერეკლეს ის თავად დაეკავებინა, რადგანაც ჩვენი ჯარების მიახლოება თურქეთის საზღვრებთან რუსეთის მთავრობის შეხედულებებს არ ეთანხმებოდა. მთავარსარდლის ამ პასუხით საქართველოში გაგზავნილ იქნა მაიორი ვერდერევსკი, და იმავე დროს დივიზიის კვარტერმაისტერი ტიხანოვი გაიგზავნა მდინარე მტკვარზე გადასასვლელისა და განჯის გზის დათვალიერებისთვის.

მაიორი ვერდერევსკი 4 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოდან და მისი შინაგანი მდგომარეობის შესახებ ყველაზე უფრო არადამაკმაყოფილებელი ცნობები მოიტანა. მეფეს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა ბატონიშვილებზე, და თავადაზნაურებზეც, და ამას პოლკოვნიკ სიროხნევთან გულახდილად აღიარებდა.

ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ მთელი საქართველო საუფლისწულოებად იყო დაყოფილი, და ამასთან ისე, რომ მისი ხუთი ნაწილი ბატონიშვილთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, და მხოლოდ მეექვსე ნაწილი ეკუთვნოდა თავადაზნაურობას. ამ უკანასკნელ ნაწილში არსებული სოფლები ყველაზე უფრო სატირალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, ვინაიდან თავიანთი მფლობელებისთვის გადასახადი ხარკის (подати) გარდა, ქართველებს არცთუ იშვიათად ისინი სამეფო გვარის პირთათვისაც უნდა გადაეხადათ. მეფეს, დედოფალსა და ბატონიშვილებს შეეძლოთ თავადაზნაურებისთვის კუთვნილ ნებისმიერ სოფელში გაეგზავნათ ბრძანება და მისგან მოეთხოვათ ყველაფერი, რასაც მოიფიქრებდნენ. ძლიერის უფლებასა და სხვისი საკუთრების მიტაცებას იმ დროს საქართველოში ფართო გამოყენება ჰქონდათ. აზნაურები და განსაკუთრებით კი უბრალო ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, “ნაწილობრივ სიზარმაცის გამო, მოახსენებდა სიროხნევი (Въ рапорте графу Зубову 15-го iюля 1796 года, № 393), და ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მეფისა და ბატონიშვილთაგან გაგზავნილი აზნაურები, რომლებსაც ესაულები ეწოდებათ, მათ ყველაფერს ართმევენ, რისი პოვნაც შეუძლიათ, ზოგჯერ კი განგებ ეძებენ (აბრალებენ) დანაშაულსაც, რასაც მეფეც არცთუ იშვიათად უკეთებს აზნაურებს”. («частiю по лености, доносилъ Сырохневъ, а частiю потому, что посылаемые отъ царя и царевичей дворяне, есаулами называемые, обираютъ у нихъ всё, что найти могут, иногда нарочно изыскивая вины, что и царь нередко делаетъ съ дворянами».) 

ყველა გარჩევას საჩივრებისა და სათხოვარების მიხედვით თავად მეფე აწარმოებდა, უფრო ხშირად კი დარეჯან დედოფალი, და რადგანაც მთხოვნელი მრავალი იყო, გარჩევაც მეტად ნელა მიდიოდა, და ხდებოდა, რომ მომჩივარები ტფილისში დიდი ხნით ცხოვრობდნენ და სახლში ისე ბრუნდებოდნენ, რომ არანაირი პასუხი არ ჰქონდათ მიღებული. ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის იქნებოდა საუფლისწულოების მოსპობა და ერთი ხელისუფლების დამყარება, მაგრამ ერეკლე წერდა გრაფ ზუბოვს, რომ საუფლისწილოთა მოსპობისთვის მას, სამწუხაროდ, ძალები არ გააჩნია, რომ ამას იმპერატრიცის სრულ ნებას უმორჩილებს, და რომ, თავისი სიკვდილის შემთხვევაში, ყველაზე უფრო მეტ იმედებს თავის შვილიშვილზე, დავით ბატონიშვილზე ამყარებს. (Единственнымъ спасенiемъ для страны было бы уничтоженiе уделовъ и утвержденiе единовластiя, но Ираклiй писалъ графу Зубову, что уничтожить уделы он, къ сожаленiю, не въ силахъ, что предоставляетъ это въ полную волю Императрицы, и что, въ случае своей смерти, полагаетъ более всего надежды на внука своего, царевича Давида.) საქართველოს მეფე ამბობდა, რომ სპარსელების ერევნიდან განდევნა და ამ ქალაქის დაუფლება არ შეუძლია, რუსული ჯარების სიშორის გამო და საკმარისი რიცხვის თავისი საკუთარი ჯარების არყოლის გამოც.

მართლაც, პოლკოვნიკ სიროხნევის მოხსენების მიხედვით, იულონ ბატონიშვილის მიერ ქართლში შეკრებილი ჯარები, მოვიდნენ რა ტფილისამდე, თავიანთ სოფლებში იქნენ გაშვებულნი, ახალციხის მხრიდან ლეკთაგან მათ დასაცავად, რომლებიც მუდმივ ძარცვა-რბევებს აწყობდნენ და მცხოვრებნიც ტყვედ მიჰყავდათ. მსგავსი ძარცვა-რბევა წარმოებდა არა მხოლოდ ქართლში, არამედ კახეთშიც, რომლის მეზობლებიც, ჭარ-ბელაქნელი ლეკები, იცნობდნენ რა საქართველოში არსებულ შინაგან უწესრიგობას, თავისუფლად მოდიოდნენ საძარცვავად და ტყვეები თავად ტფილისის სიახლოვიდანაც მიჰყავდათ. “მეფისა და მთავრობისგან კი, მოახსენებდა სიროხნევი, სიფრთხილის არანაირი ზომები ამის შეწყვეტისთვის მიღებული არ ყოფილა”.

ვერც ხარკი, რომელსაც საქართველოს მეფე ავარიის ხანს უხდიდა, ვერც ახალციხის ფაშისთვის გაგზავნილი თხოვნები, რათა მას ლეკები საქართველოში არ შემოეშვა, ვერაფერი ვერ შველოდა და საქართველო მტაცებელთა სრული ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა. ერეკლე ხსნას მხოლოდ რუსული ჯარების მიერ დაცვაში ხედავდა. იგი სთხოვდა გრაფ ზუბოვს მოეზღუდათ მისი ქვეყანა “ასეთი მავნე მოწინააღმდეგეებისგან” და უფრო მალე გამოეგზავნათ რუსული ჯარები, ირწმუნებოდა რა, რომ მათ სურსათით მომარაგებაში სიძნელეები არ შეხვდებათ, რადგანაც, მისი სიტყვებით, საქართველოს თავისუფლად შეეძლო 30.000 ადამიანის გამოკვება.

დახმარების მიღების სურვილი აიძულებდა ერეკლეს მნიშვნელოვნად გაეზარდა სიტყვით ქვეყნის საშუალებები და იმაში დაეწყო დარწმუნება, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. პოლკოვნიკი სიროხნევი მოახსენებდა, რომ მთელი მისი ძალისხმევისას, სურსათის დამზადება მეტად ნელა მიმდინარეობს, ასე რომ აპრილის დასაწყისიდან 15 ივლისის ჩათვლით, მან დიდი ძალისხმევით შეძლო 30 ურემი, 98 ხარი და 400 ტომარა ეყიდა; რომ მის მიერ შესყიდულია 12.541 ფუთი ფქვილი და 600 ფუთი ბურღულეული* (*მას დავალებული ჰქონდა შეესყიდა 27.187 ფუთი ფქვილი და 2.812 ფუთი ბურღულეული), და რომ ტომრების არქონის გამო, ნაყიდ პურს იგი ერთ სახლში ჰყრის, მაგრამ შიშობს, რომ ის დაიტკეპნება (Рапортъ Сырохнева графу Зубову 15-го iюля 1796 года, № 392). ტფილისის გარეთ შესყიდული პურისთვის სიროხნევი გადმოზიდვის საშუალებებს ვერ პოულობდა. “სანდო მოიჯარადრეების პოვნა, მოახსენებდა სიროხნევი, ვერანაირად ვერ არის შესაძლებელი, ხოლო კასრები და დიდი ტომრები კი მცხოვრებთ მთელ საქართველოში ასეთი შემთხვევისთვის არ გააჩნიათ”. გრაფი ზუბოვი იძულებილი იყო დიდი ტომრები საქართველოში თავისი რაზმიდან გაეგზავნა, და სიროხნევისთვის პროვიანტის შეძენისას აუცილებელი ხარჯებისთვის კიდევ 5.000 თუმანი მიეწოდებინა.

მთავარსარდალი სთხოვდა ერეკლეს სურსათის დამზადებაში სიროხნევისთვის დახმარება (содействiе) აღმოეჩინა, და ეუბნებოდა, რომ პროვიანტის საკმარისი მარაგის გარეშე მას საქართველოში ჯარის გამოგზავნა არ შეუძლია. მეფე ხელმეორედ წერდა, რომ პური საქართველოში ბევრია, და სთხოვდა შეეტყობინებინათ მისთვის, თუ როდის შეიძლებოდა მას რუსული ჯარების გამოგზავნის იმედი ჰქონოდა, რათა შესაბამისი განკარგულებები თავად გაეცა.

მიიღო რა ერეკლეს ახალი თხოვნა, და იცოდა რა, რომ საქართველოში მაინც პური არ არის, გრაფმა ზუბოვმა მეფეს მისი წარმოგზავნილი თავადი გარსევან ჭავჭავაძე გაუგზავნა იმისთვის, რათა მას მეფისთვის საქმეთა მდგომარეობა განემარტა. თავადი ჭავჭავაძე დაკავებულ იქნა ნუხაში შექელი სელიმ-ხანის მიერ, რომელიც ვარაუდობდა, რომ საქართველოს ელჩს მეფისთვის მთავარსარდლისგან ფულის მნიშვნელოვანი თანხა მიჰქონდა. ხოლო როცა კი სელიმი დარწმუნდა, რომ თავად ჭავჭავაძეს ასეთი ფულები სრულებით არ გააჩნდა, ის გაანთავისუფლა და სთხოვა რომ ამაზე გრაფ ზუბოვისთვის მიეწერა. თუმცა კი ჭავჭავაძემ მთავარსარდალს შეატყობინა როგორც მისთვის შექის ხანის მხრიდან შემთხვეული საქციელის შესახებ ისე იმის თაობაზეც, რომ ხანი და მისი მოხელენი, არ მალავდნენ რა თავიანთ არაკეთილგანწყობას, იკვეხნიდნენ, რომ მალე საქმე რუსულ ჯარებთან ექნებოდათ. ამასთან თავადი ჭავჭავაძე უმატებდა, რომ მასთან მოვიდა ხმები, ვითომ ერეკლესთვის შემოთავაზებულ იქნა “მოწინააღმდეგის მხრიდან ფულის მნიშვნელოვანი თანხა მის საჭიროებათა გაძღოლისთვის”. ამიტომ საქართველოს ელჩს ეშინოდა, რომ საქართველოს მეფეს მისთვის შეთავაზებული ფულები არ აეღო და რუსეთის ქვეშევრდომობისთვის თავი არ აერიდებინა.

მართლაც, ერეკლე ამ დროს ოტომანის პორტასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მზად იყო მის მხარეს გადახრილიყო. 1796 წლის მარტში ერეკლე, თავისი წარმოგზავნილის მეშვეობით, სთხოვდა იმპერატრიცას მისთვის სესხად ვერცხლით მილიონი მანეთის მიცემის შესახებ ვადით, “რომლის დანიშვნასაც კეთილ ინებებდნენ”, იმ პირობით, რომ გადახდის უზრუნველყოფისთვის მეფე იძლეოდა თავის და თავის მემკვიდრეთა სამფლობელოებს (Мовковск. Арх. Министерства Иностранныхъ Делъ). ვერ მიიღო რა თხოვნილი თანხა, ერეკლემ მისი ძიება თურქეთის მთავრობასთან დაიწყო და პორტას მფარველობის ქვეშ შესვლაზე თანხმდებოდა. სერასკირი იუსუფ-ფაშა ამის თაობაზე მეფესთან მიმოწერას აწარმოებდა, რომლის შესახებაც თავადმა ჭავჭავაძემ შეიტყო.

საქართველოს ელჩს აუცილებლად მიაჩნდა რაც შეიძლებოდა მალე დაემშვიდებინათ მეფე დახმარების გამოგზავნაში და გრაფ ზუბოვს ერევნელი სომხების წერილი გადმოუგზავნა, რომელშიც ისინი ერეკლეს ეკითხებოდნენ, არის თუ არა იმედი, რომ რუსეთი მათ მუსლიმანთა უღლისა და იმ უკიდურესი შევიწროვებისგან გაათავისუფლებს, რომელსაც ისინი განიცდიან. ყველაფერ ამაზე პასუხად მთავარსარდალი წერდა, რომ ხდება რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კორპუსის მომზადება საქართველოში გამოგზავნისა და სალაშქროდ გამოსვლისთვის, როცა კი ყოველივე აუცილებლით მომარაგებულ იქნება. გრაფი ზუბოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვდა და სთხოვდა საქართველოს მეფეს სურსათის დამზადების თაობაზე ეზრუნა, რომლის მარაგის გარეშეც სამხედრო ღონისძიებანი (предприятiя) შეუძლებელია, და თავის მხრივ მიეღო ზომები ერევნის თავისი მფლობელობის ქვეშ დაბრუნებისთვის, განდევნიდა რა იქიდან სპარსელებს, რომლებიც თავაკ-ალი-ხანის უფროსობით იმყოფებოდნენ. მთავარსარდლის აზრით, ასეთი მოქმედება ქართველებისთვის არ შეიძლებოდა ძნელი ყოფილიყო, რადგანაც, თავად მეფის შეტყობინებებით, ერევნის ხანს არა თუ არ სურდა მისი სამფლობელოებიდან სპარსელთა განდევნისთვის წინააღმდეგობა გაეწია, არამედ მზად იყო ამას მთელი თავისი საშუალებებით მხარში ამოდგომოდა. ამასთან, ადერბაიჯანში რუსული ძალების გამოჩენის შემდეგ, საქართველო აღა-მაჰმად-ხანის მხრიდან ყოველგვარი თავდასხმებისგან დაფარული და სრულებით უზრუნველყოფილი გახლდათ. 

ცნობამ სამეფოს საზღვრებთან რუსული ჯარების სწრაფი მოახლოების შესახებ ერეკლე გაახარა, და იგი ჩქარობდა შეეტყობინებინა გრაფ ზუბოვისთვის, რათა ის სურსათის თაობაზე არ შეშფოთებულიყო, არწმუნებდა რა, უწინდებურად, რომ საქართველოს ადვილად შეუძლია თუ 30.000 არა, სულ მცირე 12.000 ადამიანის გამოკვება მაინც, და რომ მან უკვე გასცა განკარგულება ტფილისში, გორსა და სიღნაღში პურის ყიდვის შესახებ. 

ამასობაში, დაახლოებით ამავე დროს, სახელდობრ კი 7 ოქტომბერს, მთავარ რაზმს შემოუერთდნენ კავკასიის ხაზიდან გამოგზავნილი ჯარები, როგორც გრაფ ზუბოვის გაძლიერებისთვის, ისე კავკასიის კორპუსის შემადგენლობაში დანიშნულებიც, რომლებიც საქართველოს მხრიდან მოქმედებებისთვის იყვნენ გაკნუთვნილნი* (*კავკასიის ხაზიდან სხვადასხვა დროს გამოგზავნილი ეს პოლკები გენერალ ბულგაკოვის ყუბის რაზმში იკრიბებოდნენ).

უკანასკნელი რაზმის შემადგენლობაში, რომელიც გენერალ-მაიორ რიმსკი-კორსაკოვის უფროსობის ქვეშ შევიდა, დანიშნულ იქნენ: ყუბანის ეგერთა კორპუსის მეორე ბატალიონი, მოსკოვისა და ყაზანის პოლკების ასეულებისგან შემდგარი გრენადერთა ბატალიონი, ტაგანროგის დრაგუნთა პოლკის შვიდი ესკადრონი, პავლოგრადის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკი, დონის კაზაკთა კირეევისა და ორლოვის პოლკები და ექვსი საველე ქვემეხი. ამ რაზმში, რომლის რიცხოვნებაც სამწყობრო ჩინების 3.000 ადამიანს არ აღემატებოდა, 20 პონტონი და მოძრავი მაღაზია იმყოფებოდა, სამი თვის სურსათით, რომელიც 800 ფურგონში და 250 აქლემზე იყო განთავსებული.

წავიდოდა რა განჯისკენ, რიმსკი-კორსაკოვს ტფილისიდან თავისთან შემოერთებისთვის პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმი უნდა გამოეძახა, ციხესიმაგრე დაეკავებინა, მის ციტადელში შესაფერისი გარნიზონი შეეყვანა, ხოლო დანარჩენი ჯარებით კი ქალაქის მახლობლად ბანაკად განლაგებულიყო და იქ მთავარსარდლის შემდეგ ბრძანებებს დალოდებოდა. 

სიძნელეები ამ ვარაუდების აღსრულებაში მოსალოდნელი არ იყო (не предвиделось), ვინაიდან განჯელი ჯავად-ხანი ამ დროს, ისე ჩანდა, რომ რუსეთის გეგმების შესრულებისკენ იხრებოდა. იგი გრაფ ზუბოვს წერდა, რომ 5.000 თუმნით საქართველოში გაგზავნილ პორუჩიკ ვილკსენს თუმცა კი გააყოლა ხანმა, მთავარსარდლის სურვილის მიხედვით, შესაფერისი ბადრაგი და ტფილისში გაგზავნა, მაგრამ გზაზე ის გაძარცვულ იქნა.

“მე მოვძებნე მძარცველები, რომლებიც ჩემი ქვეშევრდომები აღმოჩნდნენ, ამბობდა ჯავადი. მე დავუბრუნე ვილკსენს მთელი ხუთი ათასი და უძლიერესი ბადრაგით გავგზავნე, რომლებითაც ის ტფილისში მშვიდობით ჩავიდა”.

განჯის ხანის ცნობილი ორპირობისას შეიძლებოდა ევარაუდათ, რომ მან თავად მოაწყო ეს ჩასაფრება იმ მიზნით, რათა რუსეთისადმი თავისი ერთგულება უფრო უკეთ ეჩვენებინა. გრაფი ზუბოვი თუმცა კი მადლობას უხდიდა ჯავად-ხანს რუსეთის მთავრობისადმი მისი სამსახურისთვის, მაგრამ, არ ეყრდნობოდა რა მის ფიცსა და დაპირებებს, არც მისი კეთილგანწყობის გულწრფელობას, რიმსკი-კორსაკოვს დაავალა, მცხოვრებთა წინააღმდეგობის შემთხვევაში, განჯის ციხესიმაგრისთვის ალყა შემოერტყა და ის ძალით დაეკავებინა. მთავარსარდალს მიაჩნდა, რომ პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმის შემოერთებით რიმსკი-კორსაკოვის განკარგულებაში იქნებოდა საკმარისი ძალები იმისთვის, რათა ამ ციხესიმარეს დაუფლებოდა. დამკვიდრდებოდა რა განჯაში, რიმსკი-კორსაკოვს უნდა დაეყოლიებინა ადერბაიჯანის ხანები, რათა აერთობლივად ემოქმედათ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, და დაერწმუნებინა ერეკლე შეეკრიბა თავისი ჯარები და ერევნის დასაუფლებლად ამ ქალაქზე დაძრულიყო. საქართველოს მეფეს გამოეცხადა, რომ რუსული ჯარები არ შეიძლება იყოს შეყვანილი თურქეთის იმპერიის მოსაზღვრე პროვინციაში, რათა პორტასთვის, რომელთანაც რუსეთი მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა, შეშფოთება არ მიეყენებინათ, მაგრამ რომ თავად ერეკლეს, უზრუნველყოფილი იქნება რა რუსული ჯარებით განჯის მხრიდან, შეუძლია სრულებით მოხერხებულად მიმართოს მთელი თავისი ძალები ერევნის წინააღმდეგ. საქართველოს მეფის მხრიდან ამ საქმეში დახმარებაზე თხოვნის შემთხვევაში, რიმსკი-კორსაკოვს დაევალა ეპასუხა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ტრაქტატი არ აძლევს ნებას ერთ იმპერიას, რომ მეორესთან “მიიყვანოს ლაშქარი”, და ერჩია ერეკლესთვის იმერეთის მეფესთან მისი კავშირითა და ამიერკავკასიის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის ჩვენდამი ერთგულებით ესარგებლა.

“სპარსეთში ჩემი შემოსვლის დროიდან, წერდა გრაფი ზუბოვი ინსტრუქციაში რიმსკი-კორსაკოვს (Предписанiе Римскому-Корсакову отъ 10-го октября 1796 года, № 531), თუმცა კი ჩვენი მართლმადიდებელი აღმსარებლობის ღირსება მოითხოვს მაჰმადიამური უღლისგან ქრისტიანთა უსწრაფეს განთავისუფლებას, მაგრამ მათთან მიმართებაში მე საჭიროდ ვთვლიდი გარეგნული გულგრილობის გამოჩენას, რათა მიმეძინებინა მაჰმადიანთა შეშფოთება ქრისტიანთა ბედის თაობაზე ზრუნვის გამო, რომელიც გარეშეთა უკრძალველობის მიზეზით უკვე ბევრჯერ ყოფილა აგზნებული, რათა დავამშვიდებდი რა ამ მხრიდან ურჯულოებს, ამერიდებინა თავიდან ის დაბრკოლებანი, რომლებსაც აუცილებლად დაუყენებდნენ ისინი ჩემს მიმართვებს (მოქმედებებს), ხოლო მივაღწევდი რა უკვე ჩემთვის ნავარაუდევ მიზანს, აღმედგინა ქრისტიანები უეცრად და მტკიცე ურყევობით. (... хотя достоинство православнаго нашего исповеданiя требуетъ скорейшаго освобожденiя христiанъ изъ-подъ ига магометанскаго, но долженствовалъ я оказывать наружное относительно ихъ равнодушiе, ради усыпленiя безпокойной магометанъ о судьбе христiанъ заботливости, многократно уже, по постороннимъ нескромностямъ, возбуждаемой, дабы, успокоя съ сей стороны неверныхъ, отвратить те препоны, которыя непременно поставили бы они моимъ обращенiямъ, а чтобы, достигнувъ уже цели, мне предположенной, возстановить христiанъ вдругъ и съ прочностიю непоколебимою.) თქვენი აღმატებულებაც ამის შესაბამისად უნდა მოიქცეს. მაგრამ რადგანაც ქრისტიანების მიმართ სრულებით გულცივ დამოკიდებულებასაც შესაძლოა ისინიც გაეციებინა ჩვენს მიმართ და მათ მიერ უღლისგან განთავისუფლებაში ჩვენზე დამყარებული იმედები მათთვის წაერთმია, აქედან ამომდინარე თქვენი აღმატებულობის კეთილგონიერებას მივანდობ თქვენი საქმეების (поведенიе) ისეთნაირად მოწყობას, რათა მაჰმადიანებს უდროოდ დაეჭვებისა და ჩვენს წინააღმდეგ სიფრთხილის ზომების მიღების მიზეზი არ ჰქონდეთ, ხოლო ქრისტიანებმა კი ჩვენზე დამყარებული გამამხნევებელი იმედი არ დაჰკარგონ და ჩვენდამი არსებული გულმოდგინება არ მოისპონ. ამ ორ დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებას, იმედი მაქვს, არცთუ მცირე სამსახური შეუძლია გაუწიოს სომეხთა მთავარეპისკოპოს იოსების საიდუმლო შუამავლობამ, რომელიც ყოველთვის თქვენი აღმატებულობისადმი რწმუნებულ კორპუსში იქნება, და რომელსაც ქრისტიანების მიმართ თქვენი უმოქმედობის ნამდვილი მიზეზები ჩემგან ჩაგონებული აქვს, და ის თავისი გამხნევებებით თავს არ დაანებებს ყარაბაღელი მელიქებისა და სხვა ქრისტიანთა დამშვიდებას. თქვენ კი, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მხოლოდ მიუთითებდეთ, რომ მან იცის ქრისტიანთა მიმართ ჩვენი სანუკვარი განზრახვები და მიზეზები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაკავებს მათი აღსრულებისგან, და რომ მათივე საკუთარი სიკეთისა და წარმატების უფრო სრულად უზრუნველყოფისთვის, მათი განთავისუფლება მოსახერხებელ დრომდე გადაიდება, მაგრამ მათ ამაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ და მთელი შესაძლებლობებით გვემსახურებოდნენ. ამავე დროს, ქრისტიანების უფრო სრულად დარწმუნებისთვის, მთავარეპისკოპოს იოსების მეშვეობით ეცადეთ არარატელი პატრიარქის ჩვენდამი იმ ერთგულებაში განმტკიცებას, რომელსაც ის (ამჟამად) გამოავლენს”.

საქართველოს შინაგან მდგომარეობასთან მიმართებაში რიმსკი-კორსაკოვს დაევალა დაერწმუნებინა ერეკლე, რომ მას სამეფოსთვის მავნე საუფლისწულოები მოესპო, და აეხსნა მეფისთვის, “რომ თუ უხვი და ვრცელი საქართველო ერთი ხელისუფლის მიერ იქნება მართული”, მაშინ, დროთა განმავლობაში გაძლიერდება რა მასთან ერევნისა და განჯის პროვინციების შემოერთებით და სომეხი მელიქების თავის დამოკიდებულებაში ჩართვით, მაშინ ეს ქვეყანა მრისხანე შეიძლება შეიქნეს მეზობლებისთვის. (Относительно внутренняго положенiя Грузiи, Римскому-Корсакову поручено было убедить Ираклiя, чтобы онъ уничтожилъ уделы, вредные для царства, и объяснить царю, «что если обильная и просторная Грузiя управляема будетъ единовластно», то, будучи со временемъ усилена присоединенiемъ къ ней Эриванской и Ганжинской провинцiй и привлеченiемъ къ зависимомти меликовъ армянскихъ, страна эта можетъ быть грозною для соседей.)

“მაგრამ ამასთან, წერდა გრაფი ზუბოვი, თქვენთვის შენიშვნის სახით საჭიროდ ვთვლი აღვნიშნო, რომ ქრისტიანობის ნავარაუდევ აღდგენასა და განჯისა და ერევნის შემოერთებით საქართველოს გაძლიერებას ღრმად საიდუმლოდ უნდა ინახავდეთ და მეფისა და თავად ჭავჭავაძის გარდა არავის არ უმხელდეთ, და თავად მათაც წერილობით არათუ არ უნდა უმტკიცებდეთ (ამას), არამედ არც უნდა უხსნიდეთ, ვინაიდან ჩვენი შორეული გეგმების მხოლოდ განცხადებას, და არა მხოლოდ მათ შესახებ უეჭველ ცნობებს, რომლებიც მაჰმადიანებამდე დროზე ადრე მივა, შეუძლია მათი შეშფოთება გამოიწვიოს”.

თავისი მოქმედებების უფრო უკეთ უზრუნველყოფისთვის, კორსაკოვს უნდა ეცადა მიეღო მძევლები გარემომცველი ადერბაიჯანელი ხანებისგან და თვით საქართველოს მეფისგანაც კი, სთხოვდა რა მას საერთო სარგებლის სახით ჩვენი რაზმისთვის რამოდენიმე ქართული ჯარები შემოეერთებინა დიდგვაროვანი თავადების მონაწილებით და მათ უფროსად იულონ ბატონიშვილი, ან დარეჯან დედოფლის საყვარელი რომელიმე უფლისწული გამოეძახა.

ამასთან ერთად გრაფმა ვ. ა. ზუბოვმა სასარგებლოდ მიიჩნია, რომ რიმსკი-კორსაკოვის რაზმში მთავარეპისკოპოსი იოსებიც ყოფილიყო, “სარწმუნოებით ჩვენს ქრისტესმიერ თანამოძმეთა სიკეთისთვის”. მთავარსარდალი სთხოვდა იოსებს “გზას გაშურებოდა კეთილი არქიმწყემსის სახით, რომელიც ქრისტიანობაში ერთიან ფარას მწყემსავდა და ქრისტიანობის ყველა სარგებლისას ჩვენი მომავალი მოქმედებებისთვის არარატის უწმინესი პატრიარქის კურთხევა მოეძიებინა, რომელსაც ჩემგან განსაკუთრებული წერილი გაეგზავნა” (Отношенiе гр. В. А. Зубова архiепископу Iосифу 26-го октября 1796 года № 458. Собранiе актовъ армянскаго народа, т. III, 339).

21 ოქტომბერს გენერალ-მაიორი რიმსკი-კორსაკოვი მისდამი რწმუნებული რაზმით განჯისკენ გამოვიდა. იგი იქაურ მაცხოვრებელთა მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიდიოდა, მაგრამ ადგილმდებარეობამ კი გზა მეტად გაუძნელა. დაწყებული უამინდობა აძნელებდა ჯარების მოძრაობას და განსაკუთრებით კი პროვიანტიანი ტრანსპორტისა. დაქანცული ხარები დიდი რაოდენობით ეცემოდნენ. რიმსკი-კორსაკოვი იძულებული შეიქნა მასთან მყოფ მთავარეპისკოპოს იოსებისთვის იმის შესახებ ეთხოვა, რომ მას 400 ხარის შეძენისთვის ემეცადინა და შექელ სელიმ-ხანთან ურთიერთობაში შესულიყო, რომლის სამფლობელოებზეც ჯარები გადიოდნენ, გამოითხოვდა რა ხანისგან ნებერთვას მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი სომხებისთვის, რომ მათ პროვიანტი მდინარე მტკვრამდე გადაეზიდათ. იოსებმა სომხური სოფლები ჩამოიარა და რაზმის უფროსის სურვილის დაკმაყოფილებაც მოახერხა (Письма Корсакова Iосифу, 2-го и 15-го ноября, газета «Кавказъ» 1849 года №№ 24 и 25).

 გადალახა რა მდინარე მტკვარი 30 პონტონით*, კორსაკოვმა განჯას მხოლოდ 13 დეკემბერს მიაღწია და იმავე დღეს ციხესიმარეც დაიკავა (Рапортъ Римскаго-Корсакова 18-го декабря, № 254; *საკუთრივ კავკასიის კორპუსის ჯარებთან გაგზავნისთვის დანიშნულ იქნა 20 პონტონი, ხოლო 10 კი რიმსკი-კორსაკოვს გრაფ ზუბოვის რაზმიდან მიეცა მხოლოდ მდინარე მტკვრის გადასალახად და მთავარი რაზმისთვის მათი დაბრუნების ვალდებულებით. მაგრამ კორსაკოვი იძულებული იყო ისინი თან წაეღო. “მდინარე მტკვრის დათვალიერების შედეგად, მოახსენებდა იგი, შეუძლებელი შეიქნა თქვენი ბრწყინვალებისთვის პონტონების წყლით გამოგზავნა; очень много карчей და მასში დიდი ხეებია – ტილოები შეიძლებოდა დაფლეთილიყო. ცხენებისა და ხარების არყოლის გამო მე იძულებული ვარ ისინი განჯაში დავტოვო”). განჯელმა ჯავად-ხანმა პირადად მიართვა ქალაქის გასაღები და ცდილობდა თავი ყველაზე უფრო ერთგულ ადამიანად წარმოეჩინა: მან ერთგულება შეჰფიცა რუსეთის იმპერატრიცას და ფიცის ფურცელს ხელი მოაწერა. კორსაკოვის განცხადებაზე, რომ ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ იქიდან ყველა მცხოვრები გამოყვანილი უნდა ყოფილიყო, ხანმა სრული მზადყოფნა გამოხატა, რომ ამ აზრით განკარგულება გაეცა, მაგრამ ითხოვა მხოლოდ ის დაეტოვებინათ მასში მცირერიცხოვან ადამიანებთან ერთად, და ისიც არაუმეტეს ექვსი დღისა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იგი დაპირდა გამოსულიყო, რაზედაც მიიღო კიდეც ნებართვა.

დანიშნა რა პოდპოლკოვნიკი ვოეიკოვი განჯის ციხესიმაგრის კომენდანტად, რიმსკი-კორსაკოვმა ის ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონით, ჩამოქვეითებულ დრაგუნთა ასეულითა და საველე არტილერიის ექვსი ქვემეხით დაიკავა. პოლკოვნიკი სიროხნევი არათუ ამ დროისთვის ვერ მოვიდა განჯასთან, არამედ მოახსენებდა, რომ მხოლოდ 12 დეკემბერს, და ისიც ვერა დანამდვილებით, შეიძლება გამოვიდეს ტფილისიდან; რომ მისი გამოსვლა ერეკლე მეფეზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი ხარებს სთხოვს მოძრავი ტრანსპორტისთვის, რადგანაც ტფილისიდან განჯამდე მთელ გზაზე არც პროვიანტი და არც ფურაჟი დამზადებული არ ყოფილა (Рапортъ Римскаго-Корсакова графу Зубову 18-го декабря, № 254)

საქართველოდან პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმის მოსვლის მოლოდინში, რიმსკი-კორსაკოვი ქალაქის სიახლოვეში ბანაკად განლაგდა და მთავარსარდალს შემდგომ დარიგებებს სთხოვდა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა