Wednesday, February 3, 2016

ასეთი რამ აშშ-ის შესახებ ჯერ არავის დაუწერია. ხმა მღაღადებლისა რიგიდან

თანამედროვე ტირანია ხელისუფლებაში მოდის ფარულად, პოზიტიური განწყობის სულით, წინ იფარებს რა ყველაზე უფრო კეთილ მიზნებს. და უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მის რეალიზაციას აშშ-ისა და იმ ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურები ახდენენ, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

ამის შესახებ შეიძლება შემდეგი ნიშნებით ვიმსჯელოთ:

– ისინი კანონებს ღებულობენ საკუთარი თავისა და გავლენიანი გადახდისუნარიანი პირებისთვის, და არა საყოველთაო სიკეთისთვის. შეგნებულად ხლართავენ ამ კანონებს, რათა ადამიანთა უმრავლესობამ ისინი ვერ გაიგოს და კორუმპირებული იურისტების გარეშე თავის დაცვა არ შეეძლოს.

– ისინი კანონმდებლობაში პრაქტიკულად ნერგავენ და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს: ერთი მიდგომაა უბრალო ხალხისთვის, ხოლო მეორე კი – რჩეული მაგნატებისთვის. აშშ – უპრინციპო, ამორალური და ხარბი იურისტების ტირანიის ქვეყანაა, რომლებიც თავიანთი ძალაუფლების მთელ მსოფლიოში გავრცელებისკენ ისწრაფვიან.

– ისინი ყველაფერს კომერციად და გამორჩენად (საშოვრად) გადააქცევენ. ადამიანი მათთვის იმდენი ღირს, რამდენი ფული და ქონებაც მას გააჩნია; ფული მათ თვალში – ეს სამოთხისკენ მიმავალი კიბეა. აშშ – გაყიდული (продажные) სულების ქვეყანაა, სადაც ყველა იტყუება, შავს თეთრს უწოდებენ თეთრს კი – შავს. თუ უკვე სხვანაირად არ შეიძლება, ისინი ყველაფერს რუხს უწოდებენ და ცდილობენ ამ ფონზე თავიანთი გამოგონილი თეთრი შემოგაძლიონ. ისინი თაღლითობენ, არც დანაპირებს და არც თავიანთ სიტყვას არ ასრულებენ.

ცხოველური საწყისი – მათი აჩემებული რამაა (их конёк):

– ისინი ძალადობას, თავაშვებულობას, ნარკომანიას, სხვადასხვანაირ ანომალიებს, ეგოიზმს, სიხარბესა და ქედმაღლობას ფართო რეკლამას უწევენ. ასეთი რეკლამა არა მარტო ბავშვებისთვისაა დამღუპველი, არამედ დეზორიენტირებული ზრდასრული ადამიანებისთვისაც.

– ისინი ადამიანებს ცხოველებად მიიჩნევენ, ამიტომ სძულთ ისინი და ხელმძღვანელობენ პრინციპით: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. ისინი ნორმალურად და მისაღებად თვლიან სიტუაციას, რომელშიც ადამიანები ხარობენ შუშის მძივების გამო, ცდილობენ საზოგადოებრივი იერარქიის კიბეზე ახლობელთა თავებზე დაბიჯებით ავიდნენ.

– მათ სურთ, რომ ადამიანები მზად იყვნენ ახლობელთა გვამებზე იარონ. მათთვის ეს ნორმა და მოტივაციის ეფექტური საშუალებაა, ამიტომ ისინი ქმნიან მმართველობის შესაბამის მექანიზმებს, ისწრაფვიან რა (добываясь), რომ ადამიანები რაც შეიძლება უფრო სასტიკ და სულელ ცხოველებად იქცნენ.

– მათ თვალში დემოკრატია – ეს სულელთა მასების მართვის ტექნოლოგიაა. თუ ეს ტექნოლოგია სადმე უვარგისი ხდება ან მათ მდგომარეობას უქმნის მუქარას, ისინი ცდილობენ ის სწრაფად შეცვალონ.

– ისინი ყველაფრით მანიპულირებენ – სტატისტიკური მონაცემების, სოციოლოგიური გამოკითხვებისა და არჩევნების შედეგების კორექტირებასა და გაყალბებას ახდენენ. დიახ, შესაძლებლობების და მიხედვით ისინი ცდილობენ ეს არ გააკეთონ, მაგრამ მექანიზმები მსგავსი მოქმედებებისთვის შემუშავებულია, და თუ ძალიან საჭიროა, ეს ხდება. ჩვეულებრივ კი – საჭიროა (Обычно – нужно).

– ჯანდაცვის სისტემის ნაცვლად, რომლის მთავარი მიზანიც – ადამიანთა ჯანმრთელობაა, მათ შექმნეს სამედიცინო ინდუსტრია, რომლის მიზანიცაა – მაქსიმალური მოგება მკურნალობისგან. სამედინო ინდუსტრიისთვის აუცილებელი არიან ავადმყოფები, ამიტომ ის მათ ქმნის კიდეც.

საკონტროლო გასროლა:

– მათ კონტროლისა და შპიონაჟის მასობრივი სისტემა შექმნეს და მის სრულყოფას აგრძელებენ. ყველაფერს ყველგან კამერით იღებენ, მობილური ტელეფონი ტოტალური მოსმენის საშუალებას წარმოადგენს. ამის საბოლოო მიზანია – ადამიანების დაჩიპვა. კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის – საიდენტიფიკაციო ბარათების მასობრივი შემოღება და მათი ფუნქციების გაფართოება. შემდეგ მოჰყვება ნაღდი ფულის ლიკვიდაცია და ელექტრონული ფულებით მისი შეცვლა. გულუბრყვილო პიროვნებებს, რომლებიც თვლიან, რომ ისინი ცუდს არაფერს არ აკეთებენ და მათი უღიმღამო სადაგი დღეები არავის აინტერესებს, უღირთ დაფიქრდნენ იმის თაობაზე, რომ აბსოლუტური კონტროლი – ეს აბსოლუტური ძალაუფლებაა. უბრძანებენ ყველას მორიგ სასაკლაოზე წავიდნენ – და ყველანი წავლენ.

– როცა თქვენ ისმენთ მორიგ საჩივრებს კორუმპირებულობაზე, იცოდეთ, რომ კორუფცია – ეს ერთ-ერთი ძირითადია მმართველობის იმ მექანიზმებიდან, რომლებსაც ამერიკელები ფართოდ იყენებენ და ახალისებენ. ყველა კორუფციონერი თავის ფულებს იმ ფონდებსა და «ოფშორებში» ინახავს, რომლებსაც შტატები ქმნის და აკონტროლებს. მათ რომ კორუფციის დამარცხება ნამდვილად უნდოდეთ, ამ ამოცანას ისინი თავს რამდენიმე დღეში გაართმევდნენ.

– მსგავსი სახით აკონტროლებენ ისინი ნარკოტიკების გავრცელებას, ადამიანებით ვაჭრობასა და «ჩრდილოვანი ბიზნესის» სხვა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ელემენტებს.

– ისინი ამარტივებენ რელიგიებსა და რელიგიურ მიმდინარეობებს, ისწრაფვიან მათი ტოტალიტარულ სექტებად გადაქცევისა და საზოგადოების მართვის ტექნოლოგიების სახით გამოყენებისკენ. აშშ – სექტების ქვეყანაა!

– ისინი ანადგურებენ ხალხურ კულტურებს, ტრადიციებს, ფასეულობებსა და ნორმებს, ცვლიან რა მათ სუროგატებით – გარეგნულად კაშკაშა სიყალბეებითა (подделки) და იმიტაციებით.

– ისინი ავრცელებენ სიკვდილის კულტურას და კვარცხლბეკზე სიკვდილის ხატებანი, სიმბოლოები და მოვლენები აჰყავთ. სიკვდილი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული მათ კინოში როგორც ყველაზე უფრო საინტერესო და მოდური, ისე აისახება. ისინი ყოველგვარი სიმახინჯის კულტს წინ სწევენ (Они продвигают культ всякого уродства). 

მათი ყველზე უფრო საშინელი ბოროტმოქმედებანი – ბავშვობის წინააღმდეგაა:

– ისინი სპობენ ტაბუებს, ათავისუფლებენ ადამიანთა ცხოველურ საწყისს და ბიუროკრატიული მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც ოჯახიდან ბავშვების ლეგალურად გამოთრევის (вытащить) საშუალებას იძლევა, მშობელთა ბუნებრივ უფლებებს ზღუდავენ. თვით მაშინაც კი, როცა არასაკმარისად უზრუნველყოფილი მშობლები თავიანთ შვილებს პატიოსნად ზრდიან, მსუქანი ადვოკატები მშობელთა უფლებებს მათ სულ ადვილად ჩამოართმევენ. ეს პრაქტიკა ახლა მთელ «თავისუფალ სამყაროში» ვრცელდება.

– სიმახინჯეებს ისინი ნორმად აცხადებენ, ცდილობენ ამ სიმახინჯეების სწავლება სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში დანერგონ, ხოლო იმ მშობლებს კი, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, ციხითა და შვილების ჩამორთმევით ემუქრებიან. «ბავშვის ინტერესების» სახელით მათ ბავშვები ოჯახიდან გამოჰყავთ და აგრსიის ქვეშ აქცევენ (подвергают их агрессии). იყენებენ რა ჰომოსექსუალისტ-პედოფილის ალფრედ კინსის ფსევდომეცნიერულ გამოკვლევებს, ისინი ცდილობენ ადრეული ასაკიდანვე ბავშვების აუცილებელი გახრწნა მთელ მსოფლიოს თავზე მოახვიონ, ქმნიან წინაპირობებს პედოფილიის ლეგალიზებისა და პოპულარიზებისთვის. ამდენადვე ფართო რეკლამას უწევენ ისინი სადიზმსაც.

– ისინი ბავშვებს გამორჩენისა და შემოსავლის (მოგების) ობიექტებად გადააქცევენ. ბავშვებს სინდისის უმცირესი ქენჯნის გარეშე ყიდულობენ, მათი ლეგალურად ყიდვისა და გაყიდვისთვის მთელ მსოფლიოში ქმნიან პირობებს. მათ ობლებზე ზრუნვის ფუნქციის პრივატიზაცია მოახდინეს, ამიტომ მოცემული ინდუსტრია დაინტერესებულია მისი შემოსავლებით, რათა ობლები რაც შეიძლება მეტნი იყვნენ, თუნდაც ამ ობლებს ცოცხალი მშობლები ჰყავდეთ.

– ისინი მხარს უჭერენ და საზოგადოებრივ თანამდებობებზე წინ სწევენ (აწინაურებენ) ყველაზე უფრო საზიზღარ გარყვნილებს (самых гнусных извращенцев), ცდილობენ რა ჩაახშონ ის ნატურალები და მოახდინონ მათი დისკრედიტაცია, რომელთა მოქმედებების კონტროლიც არ შეუძლიათ.

აშშ ლატვიის წინააღმდეგ:

– მათ წაგვართვეს ჩვენ იდეალები, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მათი რეცეფტებითა და მათი ზედამხედველობით ჩვენთან ცხოვრების აუტანელი პირობებია შექმნილი – ბევრს იმედი გაუცრუვდა საკუთარ ქვეყანაზე და იძულებულია ეკონომიკური მიზეზების გამო ემიგრაციაში წავიდეს. იზრდება თვითმკვლელობების რაოდენობა, ადამიანები საკმარის სტაბილურობას ვერ გრძნობენ, რათა შვილები გააჩინონ.

– მათ გაანადგურეს ჩვენი მინდვრები, ჩეხავენ ჩვენს ტყეებს. მათი მითითებების თანახმად განიავენული და ლიკვიდირებულია ჩვენი საზოგადოებრივი ქონების დიდი ნაწილი, მათვე მოტყუებით მიიტაცეს ყველაზე უფრო ფასეული ამ ქონებიდან.

– ისინი გვაქეზებენ ჩვენ მეზობლების წინააღმდეგ და გვიყენებენ პლაცდარმის სახით თავიანთი აგრესიული გეგმებისთვის. მათი გავლენით ჩვენი ტერიტორია აგრესიულ, არაადექვატურ და სულელურ ფსევდოქვეყნად გადაიქცა, რომელიც ამერიკული ფინიის ფუნქციებს ასრულებს, ყველა გონიერ ძალას რომ ეზიზღება.

– მათ პატრიოტიზმის არსი მთლიანად დაამახინჯეს – პატრიოტებად ჩლუნგი და ამორალური პიროვნებები იქცნენ, რომლებიც თავიანთ ანგლოსაქსონელ და სხვა უცხოელ პატრონებს მლიქვნელურად ემსახურებიან.

სამხედრო დამნაშავე # 1 პლანეტაზე:

– აშშ – ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა სამხედრო აუცილებლობის გარეშე მშვიდობიან მცხოვრებთა წინააღმდეგ. როცა შტატებს მონოპოლია ჰქონდა ბირთვულ ბომბზე, ისინი ემზადებოდნენ 100 ასეთი ბომბის დახმარებით სსრკ-ის უმსხვილეს ქალაქებზე (მათ შორის რიგაზეც) პრევენციული დარტყმა მოეყენებიათ, შეიწირავდნენ რა მილიონობით მშვიდობიან მცხოვრებს. ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირმა დროულად შექმნა საკუთარი ბირთვული ინდუსტრია.

– აშშ-მ წარმოუდგენელი სისასტიკე გამოავლინა კორეასა და ვიეტნამში ომების დროს. მას ასეულობით სამხედრო ბაზები გააჩნია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. აშშ-ის საოკუპაციო ჯარები ჯერ კიდევ იმყოფებიან გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში, საბერძნეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

ამერიკული «ხალხთა საპყრობილე»:

– მსოფლიოში პატიმრების ყველაზე მეტი რაოდენობა – აშშ-შია. ის გადავსებულია ჯურღმულებით (трущобы), რომლებშიც ადამიანები არაადამიანურ, ანტისანიტარულ და კრიმინოგენულ პირობებში ცხოვრობენ.

– მათში მილიონობით უსახლკაროა. იმ პირობებში, როცა მსოფლიოში მრავალი ადამიანი შიმშილობს (მათ შორის აშშ-იც), ამერიკული სუპერმარკეტები პროდუქტების ვერგაყიდულ მარაგებს ანადგურებენ, რათა მათით სარგებლობა ვერავინ შეძლოს. 

– აშშ-ის ძალოვანი სტრუქტურები თავიანთი მოსახლეობის აჯანყებებს მდიდართა ტირანიის წინააღმდეგ შეუბრალებლად ახშობენ. პოლიციელთა შორის ნორმად იქცა – თავიდან ისროდნენ, ხოლო შემდეგ უკვე არკვევდნენ გარემოებებს, ამიტომ ხშირად შეუიარაღებელი ადამიანები იღუპებიან, მათ შორის მოზარდებიც.

– «ოცნების ქვეყანაში» – აშშ-ში – დეკრეტული შვებულებაც კი არ არის, რაც ჭეშმარიტად ცივილიზებულ საზოგადოებაში ნამდვილ ბარბაროსობას წარმოაგენს.

და ეს ველურები მთელ დანარჩენ მსოფლიოს ცხოვრებას ასწავლიან!

– როცა ჩვენ ვამბობთ «ისინი», ამის ქვეშ მხოლოდ ამერიკელები არ იგულისხმებიან. აშშ – ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც რაღაც მსოფლიო ფინანსური ძალები თავიანთი გლობალური გეგმების რეალიზაციას ახდენენ. ეს ძალები სხვა ქვეყნებშიც არსებობენ და თავსაც ავლენენ. შეიძლება დადგეს დღე, როცა ისინი აშშ-ს, როგორც უკვე გამოყენებულ მასალას, ისტორიის სანაგვეზე გადაისვრიან – და კიდევ სადმე დაეფუძნებიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ ვლაპარაკობდეთ იმ ბოროტმოქმედებათა შესახაბ ადამიანურობის წინააღმდეგ, რომლებსაც აშშ-ის ხელითა და მისი ეგიდით სჩადიან.

აშშ უკვე დიდი ხანია კაცობრიობის მტერი და ბოროტების იმპერია შეიქნა, რომელმაც თავისივე «დამოუკიდებლობის დეკლარაცია» ტალახში ფეხით გათელა, მოახდინა რა დისკრედიტაცია თავისუფლებისაც, დემოკრატიისაც და ადამიანის უფლებებისაც. დროა უკვე ამ გაჭიანურებულ საერთაშორისო თვითნებობას მთელმა მსოფლიომ ბოლო მოუღოს.

ივარ პრუსისი (ლატვია) 

ლატვიურიდან თარგმნა სერგეი ვალილიევმა

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment