Monday, September 19, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი იმერეთის სამეფოს ამბების, ტყვექმნილი კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის თხოვნისა და იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მიერ მისი არაღსრულების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)



თავი XXIII 

(შემთხვევები იმერეთში სოლომონ II-ის ტახტზე ასვლამდე. – ქვრივი დედოფლის ანას გაქცევა და ჩვენი ჯარების მიერ მისი გადარჩენა. – ს.-პეტერბურგში მისი ჩამოსვლა. – ანას თხოვნა მისი ძის კონსტანტინე ბატონიშვილის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. – სოკოლოვის გაგზავნა იმერეთში. – მისი მოლაპარაკებები ამ საქმის შესახებ იმერეთის მეფესთან და ბატონიშვილის განთავისუფლებაზე უკანასკნელის არდათანხმება. – სოკოლოვის ტფილისში გამგზავრება.)

იმერეთის სამეფო, საქართველოსგან თავისი გამოყოფის დროიდან, მეტად დიდხანს თურქეთის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა. თურქების მფლობელობა იმერეთის ტახტზე მეფის სოლომონ I-ის ასვლამდე გრძელდებოდა, როცა, 1768 წელს, თურქეთთან რუსეთის ომი დაიწყო. მაშინ ამიერკავკასიაში გაგზავნილი რუსული ჯარების კორპუსი, გრაფ ტოტლებენის უფროსობით, უპირატესად იმერეთსა და სამეგრელოში მოქმედებდა. რუსების დახმარებით ეს მიწები თურქული მფლობელობისგან განთავისუფლდა, და იმირეთი მისი კანონიერი მეფის სოლომონ I-თვის იქნა დაბრუნებული, რომელსაც შემდგომში დიდი უწოდეს, ხოლო იმ დრომდე კი თურქების დევნისგან მთებში იმალებოდა.

თურქებმა, რომლებმაც სოლომონის ხასიათის ძალა იცოდნენ და მისი მზარდი ძლიერებისა ეშინოდათ, მის წინააღმდეგ მისივე საკუთარი ქვეშევრდომები აამხედრეს, რომლებიც მაშინ ძალმოსილი და ძლიერი რაჭის (ანუ ზემო იმერეთის) ერისთავის წინამძღოლობით აჯანყდნენ, და მეფედ მისი ბიძაშვილი თეიმურაზი დააყენეს. განდევნილი სოლომონი იძლებული იყო მისდამი ერთგული არცთუ ბევრი პირით ტყეებში ეხეტიალა «და ისეთ სიმწრის მდგომარეობაში შეხვდა იგი აღდგომას, რომ აღდგომის სასიხარულო ჰიმნების აღსავლენად მას თან მღვდელმსახურიც კი არ ჰყავდა. ღვთისმოსავი მეფე, მაინც, ამ დიად დღეს, როგორც შეეძლო, ისე ზეიმობდა; ასწლოვან მუხაზე მან ჯვარი ამოჭრა და ერთგულთა მცირე რიცხვით მის მიერ ნაკურთხ ხეს სამჯერ ირგვლივ შემოუარა, თან ღამისა და მუხნარის წყვდიადში გალობდა: «ქრისტე აღსდგა მკვდრეთით». მოიგერია რა რუსული ჯარების დახმარებით თურქები, მეფემ სოლომონ I-მა, მოკავშირეებთა საერთო თათბირის მიხედვით, ქუთაისის ზემო ქალაქი და ყველა მთავარი ციხე-სასახლე ააფეთქა, რათა თურქებისთვის მის საზღვრებში გაჩერების შესაძლებლობა არ მიეცა. მოიგერია რა თავისი ძველი მტრები და გამოუსწორებელი მტაცებელი ლეკები სურამის მახლობლად, მაინც ვერ მოახერხა მის მიერ დაწყებული თავისი მიწა-წყლის მოწყობა და კეთილდღეობა განემტკიცებია.

სოლომონ I-ს მხოლოდ ერთი ვაჟიშვილი ალექსანდრე ჰყავდა, რომელიც მამაზე უფრო ადრე გარდაიცვალა.

თანამედროვე იმერელთა სიტყვით, ალექსანდრე ლამაზი ჭაბუკი გახლდათ, ჩინებული მეგობარი ომშიც და ნადირობაზეც, მამაცი ბრძოლებში და მოხერხებული ქალთა საზოგადოებაში, რომლებსაც თავისი სილამაზით ამარცხებდა. ერთხელ ჯირითობის დროს მან «ციურ-ლაჟვარდოვანი გამოხედვა» შენიშნა ერთი მზეთუნახავი ასულისა, რომლის მშვენიერი ფორმებიც სავსე თავისუფალი ცხოვრებით სუნთქავდა (дышали полною вольною жизнiю).

– ვინ არის ეს მზეთუნახავი? – ჰკითხა ბატონიშვილმა ერთერთ მასთან დაახლოებულს, – მე მსგავსი არავინ მინახავს.

– უცნაურიც არ არის, რომ არ გინახავს, – პასუხობდა იგი, – ეს დილის ნამია, რომელიც ერთი წუთით მხოლოდ მზეს დაენახვება და ისიც იმისთვის, რათა ბრილიანტის ათასობით ციალში აირეკლოს.

ბატონიშვილს უნდოდა მზეთუნახავი კიდევ ერთხელ ეხილა, მაგრამ ის უკვე აღარ იყო: მოახტა რა ცხენს იგი მხედრების ბრბოში მიიმალა. ალექსანდრემ ცხენი იმ მხარეს გააჭენა. მისი დევნა ამაო აღმოჩნდა – მზეთუნახავი ასული მისთვის უკან მოუბრუნებლად გაქრა. გავიდა წელიწადი, რომლის განმავლობაშიც ალექსანდრე თავის მზეთუნახავს

განუწყვეტლივ ეძებდა, მაგრამ, ვერ იპოვნა რა იგი, გულჩათხრობილი და მჭმუნვარე შეიქნა. ბატონიშვილის მწუხარება მშობლების თვალს არ გამოჰპარვია; დედ-მამამ მაშინ თავიანთი ძის დაქორწინება გადაწყვიტეს.

– მაგრამ სად მოვუძებნოთ მას უცნობი ასული? – კითხულობდა დედა.

– ყველა თავადის ასული შევკრიბოთ, – პასუხობდა მამა, – შეიძლება მათ შორის იხილოს მან თავისი იდუმალი მზეთუნახავი.

სამეფო სადილზე ყველა თავადის ცოლი და თავადის ასული იქნა დაპატიჟებული, მაგრამ მათ შორის არ იყო ის, რომელზედაც ბატონიშვილი ოცნებობდა. იგი უფრო მეტად ჩაფიქრებული შეიქნა: ვერც მთები, ვერც ჰაერი, ვერც ჯადოქრობა და მასზე მკითხაობა, მას ტანჯვას ვერაფერი უმსუბუქებდა. ასე კიდევ ერთი წელი გავიდა. დახეტიალობდა რა მთებსა და ტყეებში, ალექსანდრე ერთხელ მდინარე სულარის ნაპირზე იჯდა და შენიშნა, თუ მდინარის მოპირდაპირე მხარეს როგორ გაიელვა რაღაც თეთრმა არსებამ და მთაზე დაიწყო სწრაფად ასვლა. ბატონიშვილს გული გაუჩერდა; მან ხიდით მდინარეზე გადაირბინა და მიმავალ ასულს თვალის დახამხამებაში დაეწია; მთის წვერზე ისინი შეხვდნენ ერთმანეთს – ეს მისი ცისფერთვალება მზეთუნახავი გახლდათ.

«ჩვენ ორივენი როგორღაც გარინდებულნი გავჩერდით, – ამბობდა ბატონიშვილი, – არც მე მისთვის, არც მას ჩემთვის, მისალმების არც ერთი სიტყვა არ გვითქვამს. არ შემიძლია ვთქვა, დიდხანს ვიყავით თუ არა ასეთ მდგომარეობაში, რომ უეცრად ჩვენს შორის მესამე არსება გამოჩნდა – ეს მისი ძმა იყო.

– ლუარსაბ, ძმაო – ჩვენ წამოვიძახეთ. ეს იყო ჟღენტი, მზეთუნახავ მარიამის ღვიძლი ძმა. სამივენი ქალწულის მშობლების სახლში გაემართნენ, სადაც სტუმრობაში ალექსანდრემ მთელი დღე გაატარა.

შუაღამისას ბატონიშვილმა ცხენი შეკაზმა, ხელი სტაცა თავის მზეთუნახავს, გადაცურა ყვირილა და, მოვიდა რა გეგუთში, მასზე მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე იქორწინა. 

იმ დროიდან ბატონიშვილი მხიარული, ბედნიერი იყო და, იშვიათად ჩნდებოდა რა სასახლის კარზე, მთელ დროს თავის მომხიბლავ მარიამთან ატარებდა. ასე რამდენიმე თვემ გაიარა. ბატონიშვილი მესამე არსების ქვეყნად მოსვლის ლოდინის საზრუნავით იყო დაკავებული, იგი კვლავ ჩაფიქრებული და მოწყენილი შეიქნა და, ბოლოს, გაბედა დედას გამოტყდომოდა, რომ მამად გახდომისთვის ემზადება. დედამ გადაწყვიტა ეს საიდუმლო დრომდე მამისთვის დაემალა; იგი თავისი ძის მეგობარ ქალს სტუმრობდა და ახალშობილი ემბაზიდან მიიღო, რომელსაც გიორგი დაარქვეს.

სოლომონი ამასობაში დაჟინებით მოითხოვდა, რომ ალექსანდრე დაქორწინებულიყო; ვაჟიშვილი უარზე იყო, და მამამ უარის მიზეზის შესახებაც მალე შეიტყო. მან გამოაცხადა, რომ დაწყევლის ძეს, თუ ის თავის მეგობარ ქალს, საყვარელს, არ მიატოვებს. ბევრი განსაცდელის შემდეგ, ალექსანდრემ ბრძანებას დაუთმო და ცოლის შერთვა გადაწყვიტა. მარიამმა ეს ვერ გადაიტანა; იგი გარდაიცვალა, გადასცა რა დედოფალს ხელში თავისი ვაჟი გიორგი. ალექსანდრემ იქორწინა, მაგრამ შემდგომში, თავისი ცოლის უნაყოფობის გამო და იმავე მამის დაჟინებული მოთხოვნით, მას უნდა დაშორებოდა და თავად წულუკიძის შვიდი წლის ქალიშვილზე ხელმეორედ ექორწინა. უკანასკნელმა ვერ მოასწრო ზნეობრივად და ფიზიკურად გატეხილ და მოშლილ ალექსანდრესთან საქორწინო სარეცელი გაეზიარებინა. ბატონიშვილი მის სრულწლოვანებამდე უფრო ადრე გარდაიცვალა. სოლომონ I-ისა და მისი ცოლის მზრუნველობის ქვეშ მხოლოდ ერთი უკანონოდ შობილი შვილიშვილი გიორგი დარჩა (Селенiе Мухури. В. Цветкова «Кавк.» 1851 г., № 37)...

სოლომონ I-ის ანდერძის მიხედვით იმერეთის ტახტის მემკვიდრედ მცირეწლოვანი ბატონიშვილი დავითი რჩებოდა (შემდგომში იმერეთში სოლომონ II-ის სახელით მეფობდა), სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე. მის სრულწლოვანებამდე იმერელმა თავადებმა ქვეყნის დროებით მართვა დავითს ჩააბარეს, გარდაცვლილი მეფის ბიძაშვილს, მიანიჭეს რა მას მეფის ტიტული.

დავითი ქართველი თავადის ასულზე ანაზე იყო დაქორწინებული, ორბელიანთა სახლიდან (ანა ერეკლე II-ის დის, ანა თეიმურაზის ასულის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც თავად დიმიტრი ორბელიანზე იყო გათხოვილი, და რომლებსაც ჰყავდათ ძე მათე ორბელიანი. მათეს, რომელმაც იქორწინა მარიამზე, ქსნის ერისთავის გიორგის ასულზე, ჰყავდა ძე თამაზ ორბელიანი, რომლიც ეშიკაღაბაში გახლდათ, და ასული ანა, რომელიც შემდგომში იმერეთის დედოფალი შეიქნა).

დარჩა რა მამის სიკვდილის შემდეგ მცირეწლოვანი, ანა მეფის ერეკლე II-ის სახლში იზრდებოდა და, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, დავითს მისთხოვდა (Письмо Анны Кноррингу 28-го декабря 1801 г. Георгiев. Арх. Ком. Прав.).

არჩევიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დავითი, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს მთლიანობისა და მისი კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის ეზრუნა და სოლომონ I-ის მიერ დაწყებული საქმე გაეგრძელებინა, მხოლოდ იმის შესახებ ზრუნავდა, რომ ტახტი თავისთვის განემტკიცებია. მან იმით დაიწყო, რომ ის თავადები და დიდებულები, რომლებიც გარდაცვლილი მეფისა და მისი მემკვიდრისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ, დაფანტა და თანამდებობებს ჩამოაშორა. არ კმაყოფილდებოდა რა ზოგიერთი პირის მხოლოდ ჩამოშორებით, მან მათი დევნა დაიწყო და ამით ბევრი აიძულა, რომ თავისი სამეფოს ფარგლებს გარეთ წასულიყო. ფიქრობდა რა ასეთი მოქმედებებით ტახტი თავისთვის განემტკიცებია, დავითმა არ იცოდა, რომ ამაში სწორედ მისი საკუთარი დაღუპვა იმალებოდა. ტახტის კანონიერი მემკვიდრე, დავით ბატონიშვილი, ასევე საქართველოში ერეკლე მეფესთან წავიდა, რომელიც მას ტფილისში ზრდიდა.

იმერეთიდან გამოდევნილი თავადები სთხოვდნენ ერეკლე მეფეს ისინი დავითის ძალადობათაგან დაეხსნა და ტახტზე კანონიერი მემკვიდრე აეყვანა, რომელიც უკვე თითქმის სრულწლოვანი შეიქნა. მათი მხარე დაიჭირა დარეჯან დედოფალმაც, რომელსაც იმერეთის მეფე არ უყვარდა და ტახტზე თავისი შვილიშვილის, დავით ბატონიშვილის, არჩილის ძის აყვანისთვის მეცადინეობდა (Письмо царицы Анны генералу Кноррингу 28-го декабря 1801 г. Георгiев. Арх. Комендантск. Правленiя). ერეკლე II-ის შვილიშვილი, ქართველი ბატონიშვილი დავით გიორგის ძე, ჯარით იქნა გაგზავნილი იმერეთში. წაიყვანა რა თავისთან იმერეთის ტახტის ემკვიდრეც, დავით გიორგის ძემ, მოვიდა რა ქართლში, ის იქიდან რაჭის მთების გავლით ოდიშში გააგზავნა, – სამფლობელოში, რომელიც სამეგრელოს მთავარს დადიანს ეკუთვნოდა, და ეს უკანასკნელი იმერთის მმართველთან მტრობაში იმყოფებოდა. ოდიშში მემკვიდრე, შემოიერთა რა დადიანი და სხვა თავადები, რომლებმაც დატოვეს იმერეთი, დავითის წინააღმდეგ ოდიშის მხრიდან დაიძრა, სწორედ იმ დროს, როცა ქართული ჯარები იმერეთის საზღვარს ქართლის მხრიდან მიადგნენ. შეიტყო რა ამ მოძრაობის შესახებ, დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და, ვინაიდან თავისი იმერლების იმედი არ ჰქონდა, ახალციხის ფაშას სთხოვა დახმარება, ჰპიდებოდა რა მას, რომ წარმატებისა და ტახტს მის ხელში შენარჩუნების შემთხვევაში, პორტას მფლობელობაში არა მხოლოდ ბევრ ადგილსა და ციხესიმაგრეს დაუთმობდა, არამედ მათ ქრისტიანულ ეკლესიებსაც მისცემდა, რათა ისინი მეჩეთებად გადაეკეთებინათ. თავისი დაპირებების საწინდრად დავითმა ახალციხის ფაშას იმერეთის უპირველესი თავადების თექვსმეტი შვილი გაუგზავნა. შეიტყვეს რა თავიანთი მმართველის საქციელის შესახებ, იმერლებმა ერთხმად დავითისთვის მმართველობის ჩამორთმევისა და ტახტზე კანონიერი მემკვიდრის, არჩილის ძის აყვანის მოთხოვნა დაიწყეს.

დავითი, რომელმაც ხალხის მისდამი ყოველგვარი კეთილგანწყობა დაკარგა, რომელსაც ერეკლე მეფის ძალები ემუქრებოდნენ და სამეგრელოს დადიანის ჯარებთანაც წააგო ბრძოლა, ახალციხეში გაიქცა. გაყიდა რა იქ მძევლებად გაგზავნილი ბავშვები და შეკრიბა რა თურქებისა და ლეკების ლაშქარი, მან მოახერხა ფაშისგანაც მიეღო დახმარება, რომელიც იმერეთში შემოჭრისა და მისი აოხრებისთვის მუდამ მზად იყო. სამჯერ შემოიჭრა ის ქვეყანაში, მაგრამ სამჯერვე უკუგდებულ იქნა, თუმცა კი დიდი ზარალით იმერლებისთვის. თურქები და ლეკები მშვიდობიან მცხოვრებთ ტყვედ იჭერდნენ და შემდეგ მათ აზიურ ბაზრებზე ჰყიდდნენ. ტყვედ წაყვანილთა რიცხვი მეტად მნიშვნელოვან ციფრამდე ადიოდა (თავად იმერლების ჩვენებებით, მათი რიცხვი 17.000 ადამიანამდე ადიოდა. იხ. Донесенiе Соколова къ князю Куракину 30-го августа 1802 года. Арх. Мин. Иностр. Делъ 1-5, 1802-1803 гг., № 1). იმერლებს მტკიცედ და მედგრად გადაჰქონდათ მათ თავზე დატეხილი უბედურება. მოწინააღმდეგეთა მესამე შემოჭრისას, მათ თვითონ დავითის ხელში ტყვედ ჩაგდებაც მოახერხეს.

ეშინოდა რა ტანჯვა-წამებისა იმ უბედურებათა გამო, რაც ქვეყანას დაატეხა, დავითმა ხალხის წინაშე შეინანა და დაიფიცა, რომ ამიერიდან იმერეთის სამეფოს საზიანოდ არაფერს მოიმოქმედებდა. საქართველოს მეფის ერეკლეს თავდებობამ დავითს სიცოცხლე შეუნარჩუნა; ის ტფილისში იქნა მოწოდებული და იმერეთის ბატონიშვილის დავითის უბრალო სახელით იქ დატოვებული (Жизнь царя Ираклiя, рукопись, хранящаяся въ Архиве Главнаго Штаба).

იმერეთის ტახტზე კი აყვანილ იქნა დავითი, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე, რომელმაც სოლომონ II-ის სახელი მიიღო.

ერეკლე მეფე სთხოვდა სოლომონ II-ს დავითისთვის ეპატიებინა და მისთვის იმერეთში რამდენიმე სოფელი მიეცა, ხოლო თავის მხრივ კი მას 1.200 მანეთი ყოველწლიური პენსია მისცა (Тамъ же). სოლომონ II-მ ერეკლეს თხოვნა შეასრულა, და დავითი მალევე იქნა ტფილისიდან გაშვებული მისთვის ახლად ნაწყალობევ სოფლებში საცხოვრებლად. 

ამასობაში, თურქებისთვის მეტად უსიამოვნო იყო საქმის ასეთი დასასრული და ისიც, რომ დავითმა ასე ადვილად და მალე თქვა უარი ტახტზე. დავითის აღდგენის საბაბით, სულეიმან-ფაშამ ახალციხელმა, პორტას ბრძანებით, ქართლზე ჯარები დასძრა. იგივე ბატონიშვილი დავით გიორგის ძე იქნა გაგზავნილი ერეკლეს მიერ ჯარებით თურქების წინააღმდეგ. ფიქრობდა რა იმერეთში შემოჭრისგან მათი ყურადღება გადაეტანა, მან ახალქალაქზე მოახდინა თავდასხმა. თუმცა კი თურქებმა არ მიაქციეს ყურადღება ახალქალაქის წინააღმდეგ ქართული ჯარების მოქმედებას და ქართლის საზღვრებისკენ მოძრაობას აგრძელებდნენ. მაშინ ბატონიშვილი ახალქალაქიდან ყარსისკენ დაიძრა, შეხვდა თურქულ ჯარებს მუჰამედ-ფაშის უფროსობით და იგი სასტიკად დაამარცხა. თურქებმა შემდეგ ყარაღაჩის მიჯნას შემოუტიეს, მაგრამ იქაც მოგერიებულ იქნენ. 

უიღბლო მოქმედებამ აიძულა სულეიმან-ფაშა თავის ღონისძიებებში წარმატება სხვა მხრივ ეძია. მან დავითს დაუწყო დაყოლიება, რომელიც მაშინ იმერეთში ცხოვრობდა, და ჰპირდებოდა იგი ხელმეორედ იმერეთის ტახტზე აეყვანა. დავითსა და სულეიმანს შორის დაწყებული მიმოწერა დაჭერილ იქნა; დავითი ამხილეს და მან ყველაფერი თავად აღიარა. მან ისევ არა მხოლოდ ხელმეორედ დადო ფიცი რომ მშვიდად იცხოვრებდა და არაფერს იღონებდა, არამედ «ჰქონდა რა ერთ ხელში მაცხოვრის ჯვარი, ხოლო მეორეში კი სახარება, სოლომონ II-ს თავისი მცირეწლოვანი ძე კონსტანტინე მძევლად მისცა, იმისთვის, რომ მას იმერელთა დაღვრილი სისხლისათვის აძლევს მსხვერპლად, თუ სამეფოს წინააღმდეგ რაიმე მავნე განზრახვას მიმართავს».

თავი დააღწია რა ამჯერად დამსახურებულ სასჯელს და მსხვერპლად შესწირა რა ვაჟიშვილი და ოჯახი, დავითი ამის კვალდაკვალ ახალციხეში გაიქცა. სულეიმან-ფაშამ იგი ისეთი ზეიმითა და პატივით მიიღო, რომელსაც კანონიერ მეფეს მიაგებენ. მან მაშინვე მისცა დავითს ჯარი, რომლითაც ის იმერეთში კიდეც შემოიჭრა, მის წინააღმდეგ გაგზავნილი იმერული ჯარები დაამარცხა და სოლომონ II აიძულა საქართველოს საზღვარზე საჩხერეში გაქცეულიყო. თურქული ჯარების დახმარებით დავითმა საკუთარი თავი ხელმეორედ იმერეთის მეფედ გამოაცხადა, იმერელთაგან ჯარები შეკრიბა და საქართველოს საზღვრებისკენ დაიძრა, სადაც შეხვდა კიდეც ქართულ ჯარებს, რომლებიც ერეკლეს შვილიშვილის, ბატონიშვილ იოანე გიორგის ძის უფროსობით იმყოფებოდნენ. გააჩნდა რა თავის განკარგულებაში ათასი ადამიანი და ორი ქვემეხი, იოანე გიორგის ძე გაბედულად დახვდა დავითსა და მის 8.000-იან ჯარს, დაამარცხა იგი და აიძულა ხელმეორედ ახალციხეში გაქცეულიყო (Жизнь царя Ираклiя. Арх. Главн. Штаба /рукопись/).

შეკრიბა რა იქ ახალი ჯარი, დავითი ისევ იმერეთში შემოიჭრა, მაგრამ დამარცხებულ იქნა ალექსანდრე ბატონიშვილის, ერეკლეს ძის მიერ, რომელიც სოლომონ მეფის თხოვნით იყო მის დასახმარებლად გაგზავნილი. ქართველებმა დავითის ლაშქრის ნარჩენებს ახალციხის საფაშოს საზღვრებამდე მისდიეს, სადაც ისინი წავიდნენ თავიანთ წინამძღოლთან ერთად, რომელიც მალე ყვავილით დაავადა და მოკვდა.

დაეუფლა რა ასეთნაირად ქართული ჯარის დახმარებით იმერეთის ტახტს და აიძულა რა დავითი თურქეთში გაქცეულიყო, სოლომონ II თავიდან დავითის მეუღლეს, დედოფალ ანას, თავისთვის საშიშად არ თვლიდა, და ნება მისცა მას სამი ქალიშვილითა და მცირეწლოვანი ძით კონსტანტინეთი იმერეთში დარჩენილიყო. დედოფალი საქართველოსა და იმერეთის საზღვარზე ხეფინის-ხევისა და ხეობის სოფლებში დასახლდა (Она поселилась... въ деревняхъ Хепинисъ, Хевисъ и Хеоба), რომლებიც მას ერეკლე II-მ, მისმა პაპამ აჩუქა.

შემდგომში, ეშინოდა რა ხრიკებისა დედოფლისა და მისი ძის მხრიდან, სოლომონ II-მ ბრძანა სამი წლის ბავშვი შეეპყროთ და მუხურის ციხესიმაგრის კოშკში ჩაემწყვდიათ, ხოლო უბედური დედისთვის კი სიცოცხლე მოესპოთ. დაკარგა რა ძე, ანა დედოფალმა მაინც მოასწრო გაქცეულიყო. 1801 წლის ზაფხულში სოლომონ II-მ გაგზავნა ჯარი ბრძანებით მოეძებნათ დედოფალი და მის სოფლებს დაუფლებოდნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу 25-го сентября 1801 года. – Всеподд. просьба царицы 22-го сентября 1801 г.). დიდხანს იმალებოდა რა გაუვალ მთებსა და ტყეებში, დედოფალმა ანამ ბოლოს გადაწყვიტა კავკასიის გრენადერთა პოლკის ასეულის მეთაურის მფარველობისთვის მიემართა, რომელიც იმერეთისა და საქართველოს საზღვარზე, პატარა ადგილ სურამში იდგა. გამოგზავნა რა მასთან წერილი, ანა ითხოვდა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ.

ეს წერილი პოლკის მეთაურის გენერალ-მაიორ ტუჩკოვისთვის იქნა წარდგენილი, ხოლო მან კი ლაზარევს უჩვენა, რომელიც საქართველოში ჯარებს სარდლობდა. ლაზარევმა ვერ გაბედა თავად მიეცა ნება რომ უბედური დედოფალი რუსეთის მთავრობის დაცვის ქვეშ მიეღოთ და ფიქრობდა მაშინდელი მთავარსარდლის გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისთვის წარდგინება გაეკეთებინა. ასეთი ნელი გადაწყვეტა შესაძლოა მეტად დამღუპველიც ყოფილიყო დედოფალ ანასთვის, რომელსაც ყოველ წუთს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ მას მოძებნიდნენ და სოლომონის ხელთ გადასცემდნენ. სურდა რა დედოფალს დახმარებოდა, აუცილებელი იყო გაბედულად და დაუყოვნებლივ ემოქმედა.

მიიღო რა ლაზარევის არადამაკმაყოფილებელი პასუხი, ტუჩკოვმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. თავისი პოლკის დათვალიერების საბაბით იგი გორსა და სურამში გაემგზავრა. სურამში მან დედოფლის გადარჩენის ზომების შესახებ მოილაპარაკა. დედოფლის მიერ ჩვენს ავანპოსტებზე გამოგზავნილმა იცოდა და მოუთითა ის ადგილი, სადაც დედოფალი ანა იმალებოდა. ეს ადგილი არცთუ შორს აღმოჩნდა იმ პუნქტიდან, სადაც კაზაკთა პოსტი იდგა. შეატყობინა რა კაზაკების უფროსს მოჩვენებითი თავდასხმის შესახებ, რომელსაც ვითომ მის პოსტზე ლეკები ვარუდობდნენ, ტუჩკოვმა მას დასახმარებლად ოფიცრით 50 გრენადერი გაუგზავნა და უბრძანა ამ ოფიცერს, როგორც უფროსს, პოსტზე უფროსობა თავის ხელში აეღო. 

შეატყობინა რა ამის შესახებ დედოფალს, ტუჩკოვმა მისგან წარმოგზავნილი მსახური ოფიცერთან დატოვა.

«ერთ ბნელ ღამეს, – წერს ტუჩკოვი თავის ჩანაწერებში, – ჩემს მიერ ნაბრძანებ იქნა ცრუ განგაში მოეხდინათ, და ლეკების დევნის საბაბით, გრენადერები დოლის ცემით ტყეში შევიდნენ. ეს პირობითი ნიშანი იყო დედოფლისთვის, და იგი რაზმში გამოცხადდა, რადგან მის მიერ გაგონილი ხმაურის მხარეს გამოიქცა. ოფიცერმა იგი მიიღო და მეორე დღეს სურამში მოაცილა, ხოლო მე კი ლაზარევსა და მთავარსარდალს გავუგზავნე მოხსენება, რომ, მომხდარი განგაშისა და მოწინააღმდეგე პარტიის დევნის დროს, ჩემი პოლკის გრენადერებმა, შეხვდნენ რა ტყეში დედოფალს, რომელიც ხსნას ეძიებდა, დაიცვეს იგი და თავიანთ პოსტზე მოაცილეს. კნორინგმა, მოიწონა რა ეს საქციელი, იმპერატორს მოახსენა და ითხოვა ბრძანება, რომ დედოფალი პატივით ტფილისში მოეცილებინა და მისი წოდებისთვის შესაფერისი შენახვის სახსრები მიეცა».

დაასრულა რა საქმე კონსტანტინესთან, სოლომონმა, იმავე შიშის გამო, ბრძანა გიორგი ალექსანდრეს ძეც შეეპყროთ.

სასახლის კარზე აღზრდილი, საიდუმლო სიყვარულის ძე, გიორგი მოხერხებულობით, სიმამაცით, გერგილიანობითა და გულუხვობით გამოირჩეოდა; ამ თვისებებმა მალე მას ხალხის მხარდაჭერა (приверженность) შესძინა. ცოლად შეირთო რა გურიის თავად ერისთავის ასული, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავართა სახლებთან დამოყვრებული გახლდათ, გიორგიმ იმერეთის თავადებს შორისა შეიძინა მნიშვნელობა, რომლებიც მას იცნობდნენ არა სხვანაირად, თუ არა როგორც ბატონიშვილს (Батоно-швили), ტიტულით, რომელიც სამეფო სისხლის თავადებს ეძლეოდათ.

მის ღირსებას უნდა მივაწეროთ სასახლის კარისგან განშორება და სურვილის არქონა, რომ რაიმე საქმეებში ჩარეულიყო; იგი ითხოვდა არანაირ ისტორიებსა და სამეფო კარის ინტრიგებში არ ჩაერიათ: ამბობდა, რომ არა აქვს უფლება მეფეს მეტოქეობა გაუწიოს და არაფერს მისგან არ მოითხოვს.

თუმცა კი სოლომონ II ამაში მაინც ეშმაკობასა და ქვენა აზრებს ეჭვობდა. გიორგი ოჯახური ცხოვრებით ნეტარებდა, თავისი პირმშო ძის, ალექსანდრეს, დაბადებას სიხარულით ზეიმობდა, სოლომონს კი ეუბნებოდნენ, რომ გიორგიმ თავის ვაჟიშვილს პაპის სახელი მხოლოდ იმიტომ დაარქვა, რომ ხალხში გავლენა შეიძინოსო.

მეფემ ერთხელ გიორგი აჯამეთის ტყეში სანადიროდ დაპატიჟა, მოღალატურად შეიპყრო იგი და მუხურის ციხე-სასახლეში პატიმრად გაგზავნა.

ამრიგად, მუხურის ციხე-სასახლეში იყო ორი პატიმარი: კონსტანტინე და გიორგი. ტყვეები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ: მათ ნება ეძლეოდათ მხოლოდ ციხე-სასახლის მახლობლობაში ესეირნათ და კონსტანტინეს ჰყოლოდა მტრედები გასართობად, ხოლო გიორგის კი შევარდენი ნადირობისთვის (Селенiе Мухури, В. Цветкова. «Кавк.» 1851 г., № 40).

ამასობაში დედოფალი ანა ტფილისიდან პეტერბურგს გამოემგზავრა, სადაც იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიმართა კიდეც თხოვნით მისი მცირეწლოვანი ვაჟის კონსტანტინეს მუხურის ციხესიმაგრიდან განთავისუფლების შესახებ.

უზენაესი ბრძანებით იმერეთში გაგზავნილ იქნა კოლეგიის მრჩეველი სოკოლოვი, დავალებით, რომ დაერწმუნებია მეფე სოლომონი ბატონიშვილი პატიმრობიდან გაეთავისუფლებია და იგი ს.-პეტერბურგში გამოეშვა.

მიიღო რა დაწვრილებითი ინსტრუქცია თავის მოქმედებებთან მიმართებაში, სოკოლოვმა მიიღო სიგელიც იმერეთის მეფის სახელზე. იმპერატორი ალექსანდრე მასში სოლომონს წერდა (Грамота Соломону 15-го мая 1802 года. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802 г., № 1), რომ, შეიტყობს რა იმ მიზნის შესახებ, რომლითაც სოკოლოვია გამოგზავნილი, ეჭვი არა აქვს იმაში, რომ იმერეთის მეფე აღასრულებს რუსეთის იმპერატორის თხოვნას, რამდენადაც კაცთმოყვარებისა და ერთმორწმუნეობის მიხედვით, იმდენადვე «სამეზობლო კეთილი მეგობრობის მიხედვითაც».

1802 წ. 28 ივნისს სოკოლოვი მოზდოკში ჩამოვიდა, და მიიღო რა იქაური კომენდანტისგან დაცვად (დაფარვად) 90 კაზაკი, 30 რიცხვში მან გზა განაგრძო. გამოიყენა რა რვა დღე შავ და თოვლიან მთებზე გადავლით მგზავრობისთვის, სოკოლოვმა 8 ივლისს იმერეთის პირველ სოფლამდე ღებამდე მიაღწია. აქ უკვე გზაში მისი შემდგომი თანხლებისთვის იმერელი თავადის ჯაფარიძისგან გამოგზავნილი კაცი ელოდებოდა. თავად მეფე სოლომონი სოფელ ღებიდან ცხენით მგზავრობის სამი დღის მანძილზე იდგა. მაგრამ სოკოლოვმა ამ მცირე მანძილის გავლა ვერცთუ მალე მოახერხა. როგორც არ ჩქარობდა იგი, მაინც ცხენების შოვნა ღებში თავისი მოსვლიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოახერხა. 10 ივლისის შებინდებისას მან თავად ჯაფარიძის სოფელს მიაღწია, სადაც მასპინძელმა ღამის გათენება შესთავაზა.

აქედან სოკოლოვს სურდა მასთან მყოფი კოლეგიის ასესორი იაკოვლევი წინ გაეგზავნა, რათა თავისი ჩამოსვლის შესახებ შეეტყობინებია და თავისთვის აუდიენცია ეთხოვა. თავადმა ჯაფარიძემ სოკოლოვს ეს გაგზავნა გადააფიქრებინა, ეუბნებოდა რა, რომ მან მოურავის თანამდებობის გამო თავად გაუგზავნა მეფეს შეტყობინება რუსი მოხელეების ჩამოსვლის შესახებ და ეპატიჟებოდა მათ ქალაქში გადასულიყვნენ, რომელიც მისი სოფლიდან ორი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა. აქ მოურავი სთხოვდა თავისი წარგზავნილის მეფის პასუხით დაბრუნებას დალოდებოდნენ და ბოდიშს იხდიდა, რომ შემდგომი გზისთვის ცხენების მიცემა არ შეეძლო, რომლებიც ვითომდა სოფლიდან მთელი ზაფხულით მთებში იყვნენ საძოვრებზე გარეკილნი.

მოვიდა რა ქალაქში, 11 ივლისს, სოკოლოვმა შეიტყო, რომ სოლომონ მეფეს განზრახული აქვს თავად მოვიდეს ამ ქალაქში და აქ ჰქონდეს პაემანი რუს წარმოგზავნილთან. თავადმა ჯაფარიძემ ამასთან შეატყობინა, რომ თუ რაიმენაირი გარემოებები არ მისცემენ სოლომონს ქალაქში ჩამოსვლის საშუალებას, მაშინ მეფემ ბრძანა სოკოლოვი სოფელ ხონცკარში მიეწვიათ, სადაც თავად იმყოფებოდა.

შემდეგ დღეს მეფის ქალაქში ჩამოსვლას ელოდებოდნენ, მაგრამ ამაოდ, და როცა მომდევნო დილას სოკოლოვი უკვე მზად იყო ხონცკარში გამგზავრებულიყო, ისევ გაჩერებულ იქნა თავად ჯაფარიძის მიერ, რომელიც მას მოცდას ურჩევდა. ასეთ მოლოდინში ხუთმა დღემ გაიარა. რამდენჯერმე წარგზავნილი სთხოვდა მოურავს იგი შემდეგ გზაზე გაეშვა, მაგრამ თავადი ჯაფარიძე მას მუდმივად აკავებდა და სთხოვდა მოეცადა, მოჰყავდა რა გასამართლებლად ის, რომ ზოგიერთი შინაური მოუწყობლობა ხელს უშლის მეფეს, რომ რუსი წარმოგზავნილი მიიღოს. იგი ამასთან ირწმუნებოდა, რომ თავად სოლომონი პატიებას ითხოვს, და ძალზედ შეწუხებულია იმით, რომ იძულებილია პაემანი გადადოს.

დაჰყო რა ქალაქში 16 რიცხვამდე, სოკოლოვი სთხოვდა თავად ჯაფარიძეს გულახდილად ეთქვა მისთვის, თუ იმერეთის მეფე ასე დიდხანს რატომ არ უშვებს მას თავისთან.

– მეფე, – პასუხობდა ამაზე თავადი ჯაფარიძე, – ნამდვილად სოფელ ხონცკარში იმყოფება, ქალაქიდან არაუმეტეს 16 საათის ცხენით მგზავრობის მანძილზე. იგი იქ იმ ომის გამო მოვიდა, რომელსაც (სამეგრელოს) დადიანთან აწარმოებს. ამ დრომდე ომის ცუდი წარმატების გამო, მეფე შეშფოთებასა და შიშში იმყოფება, რომ დადიანმა მას ძლიერი დამარცხება არ მიაყენოს და განსაკუთრებით, რომ თქვენ ამის მოწმე არ შეიქნეთ. რა თქმა უნდა, აგრძელებდა თავადი ჯაფარიძე, მეფე, თავისი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, მეტად არაკეთილგონივრულად იქცევა, როცა თქვენთან პაემანს ასე დიდხანს გადადებს.

ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ სოლომონ მეფე სოკოლოვთან თავის პაემანს ასე დიდხანს რატომ გადადებდა იყო ის, რომ, დაეუფლა რა უკვე ლეჩხუმის ოლქის ბევრ სოფელს, სოლომონი ჩქარობდა იქ თავისი ძალაუფლება დაემკვიდრებინა. ახლა იგი ახლადდამორჩილებული თავადებისა და აზნაურების მისდამი ერთგულებაზე დაფიცებით იყო დაკავებული, ეშინოდა რა ამაში ყოველგვარი დაყოვნებისა, იმიტომ რომ მათ, შეიტყვეს რა რუსი მოხელის ჩამოსვლის შესახებ, მასზე თავიანთ სასარგებლოდ რაიმენაირი იმედი არ დაემყარებიანათ. სოლომონს შეეძლო ევარაუდა, რომ მისი შიში საფუძვლიანია, ჯერ ერთი, იმიტომ, მთელი იმერეთისთვის ცნობილი იყო, რომ სამეგრელოს დადიანი, მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ მთელ ოლქებთან ერთად დიდი ხანია ეძიებს რუსეთის იმპერატორის მფარველობას. სოკოლოვის მიერ ჩამოტანილი სიგელის შინაარსის არცოდნა იმერეთის მეფეს განსაკუთრებით აშფოთებდა. რამდენჯერმე მოსწერა მან თავად ჯაფარიძეს, სთხოვდა რა მას სოკოლოვისგან მისი შინაარსის შესახებ გაეგო, მაგრამ მან, მთელი თავისი მცდელობების მიუხედავად, ვერ შეძლო სოლომონის ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. საჭირო იყო მეფეს ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე გაებედა რუსი წარმოგზავნილის მიღება და პირისპირ დალაპარაკებოდა, არ ეცოდინებოდა რა, თუ მისგან რას მოითხოვდნენ. ერთის მხრივ, თუ კიდევ გადასდებდა პაემანს, სოლომონს რუსეთის იმპერატორის უკმაყოფილების თავზე დატეხვა აშინებდა; მეორეს მხრივ კი, მეფე, თავისი ხასიათის მიხედვით, ვერ ბედავდა მიღების დღე დაენიშნა. მან გადაწყვიტა ყოველივე ეს გარემოებებისა და დროისთვის მიენდო...

ბოლოს და ბოლოს, 16 ივლისს, მოურავის მიპატიჟებით, სოკოლოვი ქალაქიდან გაემგზავრა, რათა უფრო ახლოს მისულიყო მეფის სამყოფელ ადგილთან სოფელ სუხოვოში, სადაც სოლომონს შემდეგ დღეს მოსვლა უნდოდა. სოფელ სუხოვოს ნაცვლად, იგი სოფელ ბარში მოიყვანეს, რომელიც პირველთან ახლოს მდებარეობდა. ხედავდა რა, რომ აქაც მოატყუებენ, სოკოლოვმა გადაჭრით განუცხადა მოურავს, რომ თუ იაკოვლევს გამცილებელსა და ცხენებს არ მისცემენ და არ მიიყვანენ მეფესთან შეტყობინებით რუსეთის მთავრობისგან წარმოგზავნილთა ჩამოსვლის შესახებ, მაშინ, ყველანაირი საფრთხისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მას ფეხით გააგზავნის. თავადი ჯაფარიძე ცდილობდა მისთვის ასეთი განზრახვა გადაეთქმევინებინა, არწმუნებდა რა, რომ სულ მოკლე ხანში ისინი სოლომონთან დაშვებულნი იქნებიან. სოკოლოვი, რომელიც ახლა ასეთი დარწმუნებით ვეღარ კმაყოფილდებოდა, დაჟინებით მოითხოვდა, რომ იაკოვლევი მეორე დღესვე გამგზავრებულიყო. მოურავი დაპირდა ცხენები მიეცა და გამოუცხადა, რომ იაკოვლევს გამცილებლად თავის ღვიძლ ძმას გააყოლებდა.

«ამასთან, – წერს სოკოლოვი (Изъ донесенiя Соколова кн. Куракину 30-го августа 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-3, № 1), – უმდაბლესად მთხოვდა, რომ მე იგი მეფის შურისძიებისგან გადამერჩინა, იმ აზრით, რათა მისთვის, ჰქონდა რა მისი უმაღლესობის (ე. ი. სოლომონ მეფის – ი. ხ.) ზუსტი ბრძანება, რომ მე ამ სოფელში მის მიერ მოკითხვამდე გავეჩერებინე, ჩემთვის ამ დახმარებათა აღმოჩენით ბრძანების შეუსრულებლობაში ბრალი არ დაედოთ, და რომ მე, როცა მეფეს შევხვდებოდი, დამემოწმებინა მისი უმაღლესობისთვის იმის შესახებ, რომ ამ დახმარებაზე იგი მე ვაიძულე. ამის შემდეგ კი მოურავმა ჩემგან იაკოვლევი გამოიძახა და, აცნობა რა მას, რომ განთიადზე მისი მგზავრობისთვის ყველაფერი მზად იქნება, მას დაბეჯითებით სთხოვდა, რომ როცა ის მეფესთან იქნებოდა, არავისთვის თუნდაც უმცირესად არ ეგრძნობინებია, რომ (იმერეთის) შინაური გარემოებები მისთვის ცნობილია; რომ მას ყველაზე უფრო მეტი სიფრთხილე გამოეჩინა მეფის ყველაზე უფრო ახლობელ ორ დიდგვაროვანთან, სახელდობრ კი: სარდალ თავად ქაიხოსრო წერეთელთან და მოურავ თავად ჯაფარიძესთან (მისი ნათესავი იყო თუ მოგვარე – ჩვენთვის უცნობია), რომლებიც მეფესთან ერთად ყველაზე უფრო მეტად მონაწილეობენ დადიანისთვის მიყენებულ შევიწროვებებში, იმის იმედით, რომ, როგორც წინასწარ მათ მეფე დაჰპირდა, ამ ომის იღბლიანად დასრულების შემდეგ, ისინი გულუხვ ჯილდოს მიიღებენ იმ მიწებიდან, რომლებსაც დადიანს ჩამოართმევენ».

17 ივლისს იაკოვლევი იმერეთის მეფესთან გაემართა, ხოლო 19 რიცხვის შებინდებისას კი ბარში დაბრუნდა. მასთან ერთად მოვიდა სოლომონის მიერ სოკოლოვთან წარმოგზავნილი მეფის ბიძა თავადი ბეჟან ავალიშვილი. როგორც კი აიკოვლევი სოფელ ხონცკარში ჩავიდა, სადაც იმერეთის მეფე იმყოფებოდა, მასთან მაშინვე იქნა გამოგზავნილი სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, იმის გასარკვევად, თუ ვინ არის იგი, ვისგან და თან რაიმე წერილი ხომ არ გააჩნია? მეორე დღეს იგი გამოძახებულ იქნა სოლომონთან და მას კნორინგის წერილი გადასცა, რომელშიც იგი სთხოვდა მეფეს იმპერატორ ალექსანდრეს თხოვნა აღესრულებია. უთხრა რა, რომ უკვე 11 დღე გავიდა მას მერე, რაც ისინი იმერეთის საზღვრებში იმყოფებიან, იაკოვლევი ითხოვდა მეფის აუდიენციას სოკოლოვთან, მისთვის უზენაესი სიგელის გადასაცემად. სოლომონი ბოდიშს იხდიდა, რომ, ზოგიერთ გარემოებათა გამო, პაემნის დღის დანიშვნა ასე დიდხანს არ შეეძლო. იგი თავს იმართლებდა, რომ მეტად დატვირთულია საქმეებით დადიანთან საომარი მოქმედებების გამო, რომლებშიც თუმცა კი სასურველი წარმატება გააჩნია, – დაიმორჩილა რა ლეჩხუმის ოლქის ბევრი სოფელი და სამი ციხესიმაგრე, – მაგრამ რომ მეტად გამაგრებულ ჭყვიშის ციხესიმაგრეს, ნებაყოფლობით დანებება ჯერ კიდევ არ სურს, რომელიც მას, მაინც, განზრახული აქვს ამაზე იარაღის ძალით აიძულოს. გამოგზავნა რა იაკოვლევი უკან სოლომონთან, იმერეთის მეფემ მისწერა სახლთუხუცესს (სამეფოს მმართველს) თავად ზურაბ წერეთელს, რომელიც მაშინ თავის სოფელში იმყოფებოდა, რათა იგი სოკოლოვთან ჩამოსულიყო და ის მასთან (მეფესთან) მიეყვანა. 

თავადი ზურაბ წერეთელი მანამდე წარმოგზავნილად იყო რუსეთის (საიმპერატორო) კარზე იმერეთის მეფის დავითისგან. იგი კეთილად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი, და შემდგომში, თავისი გავლენით იმერეთში, ერთერთი იმ პირთაგანი გახლდათ, რომლებმაც აიძულეს სოლომონი რუსეთის ქვეშევრდომობა ეძია თავის სამეფოსთან ერთად.

20 ივლისს თავადმა ბეჟან ავალიშვილმა სოკოლოვს შეატყობინა, რომ სახლთუხუცესი თავადი ზურაბ წერეთელი უკვე სუხოვოში ჩამოვიდა, რომ იგი მასთან პაემანზე გაემგზავრება და მომდევნო დღეს მასთან ერთად დაბრუნდება. 21 ივლისს თავადი წერეთელი ბარში მოვიდა და, მოისმინა რა სკოლოვისგან, რომ იგი უკვე 13 დღეა იმერეთის საზღვრებში იმყოფება, მაშინვე სოლომონ მეფეს შიკრიკი გაუგზავნა, სთხოვდა და ურჩევდა რა მას მიღება მეტად აღარ გადაედო.

თუმცა კი ბარში ყოფნა 24 ივლისამდე გრძელდებოდა, სანამ სოლომონმა არ უპასუხა, რომ გარემოებები არანაირად არ აძლევენ მას ნებას ხონცკარი დატოვოს, და რომ ამიტომ მან თუმცა კი სირცხვილით, მაგრამ მაინც გადაწყვიტა რუსეთის წარმოგზავნილები იქ მიიღოს. 24 ივლისს სოკოლოვი, სახლთუხუცეს თავად წერეთლის, თავად ბეჟან ავალიშვილისა და მოურავ თავად ჯაფარიძის თანხლებით, ხონცკარში გაემგზავრა. ამ სოფელში მოსვლიდან მეორე დღეს მეფემ მას შუადღეს აუდიენცია დაუნიშნა.

სიმინდით გადახურული ქოხი (шалашъ) იმერეთის მეფის მისაღებ დარბაზს შეადგენდა. სოლომონი უბრალო სკამზე იჯდა. როცა მასთან სოკოლოვი შევიდა, მეფე წამოდგა და შემოსულს მიუახლოვდა. რუსმა წარმოგზავნილმა, იმპერატორის სახელით მისალმების შემდეგ, სოლომონს უზენაესი სიგელი და იმპერატორ ალექსანდრესგან საჩუქრად გამოგზავნილი საათი გადასცა. სოლომონმა ერთიცა და მეორეც უკიდურესი შეცბუნებით მიიღო, სახეს განუწყვეტლივ იცვლიდა და ისე ჩანდა, რომ რაღაცის გამო შეშფოთებული იყო.

– დიდი ხანია თქვენ პეტერბურგიდან წამოხვედით? ეკითხებოდა სოლომონი, როცა ეპატიჟებოდა სოკოლოვს მის საპირისპიროდ დამჯდარიყო.

საუბარი ორივე მხრიდან დაუკავშირებელი და წყვეტილი იყო. იმერეთის მეფე ჩვენი ფოსტების დაარსების შესახებ, მათი გამართულობისა და სისწრაფის შესახებ ეკითხებოდა, და სხვა. ასე ნახევარი საათი გავიდა.

– მის იმპერატორობით უდიდებულესობას – ეუბნებოდა სოკოლოვი, როცა ემშვიდობებოდა და სოლომონის კარავს ტოვებდა, – თქვენი უმაღლესობის ერთმორწმუნეობისა და კეთილგანწყობის გამო, იმედი აქვს, რომ მისი სურვილი ზუსტად იქნება აღსრულებული.

– მე შევუდგები სიგელის კითხვას, – სოლომონმა მხოლოდ ასე უპასუხა.

იმავე დღეს, საღამოს, მეფის ბიძა, თავადი ბეჟან ავალიშვილი სოკოლოვთან მოვიდა და გამოუცხადა, რომ იგი დანიშნულია განუყრელად მასთან იყოს, იმისთვის, რათა სოკოლოვს არაფერში უკმარისობა არ ჰქონდეს და რათა იგი მოხეტიალე, უსაქმო ხალხმა თავისი ცნობისმოყვარეობით არ შეაწუხოს. სინამდვილეში იგი იმისთვის იქნა დაყენებული, რათა რუსეთის წარმოგზავნილთან არავინ დაეშვა იმათგან, ვისაც ამ უკანასკნელის ნახვა ესურვებოდათ.

ჩვენ ზემოთ უკვე ვთქვით, რომ სოლომონს ამისა განსაკუთრებით ეშინოდა. მისი შეშფოთება და შიშნეულობა (его опасенiя и боязнь) ამ შემთხვევაში იქამდეც მიდიოდა, რომ იგი სოკოლოვთან თვით მთავრობის უმაღლეს პირს – სახლთუხუცეს თავად ზურაბ წერეთელსაც კი არ უშვებდა. იცოდა რა მისი ერთგულება (привязанность) რუსეთის მიმართ, რომელსაც წერეთელი სოლომონისგან არც მალავდა, მეფე, რაიმენაირ მოლაპარაკებათა აუცილებლობის შემთხვევაში, სოკოლოვთან მას სხვანაირად არ უშვებდა, თუ არა ამხანაგის თანხლებით, რომელსაც მასზე თვალყურის დევნება შეეძლებოდა.

მეფის ქოხის შორიახლოს ჩვენი წარგზავნილებიც ჩალის ქოხში განათავსეს; მათ უკან საგანგებო ქოხში მოთავსდა თავადი ბეჟან ავალიშვილიც. იმავე დღეს თავად ბეჟან ავალიშვილთან და სახლთუხუცესთან საღამოს საუბრის დროს, სოკოლოვმა, მიმართა რა საუბარი თავისი ჩამოსვლის მიზნისკენ, სთხოვა მათ მისი აღსრულების წარმატებისთვის ხელი შეეწყოთ.

– რუსეთის ტახტისადმი ჩემი ერთგულების გამო, ამბობდა თავადი წერეთელი, მე მზად ვარ ყველანაირად ვეცადო, რათა მეფემ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ნება აღასრულოს, მით უმეტეს, რომ ყველა კეთილად მოაზროვნე ადამიანის ერთსულოვანი სურვილი იმაში შედგება, რომ ტყვეობაში მყოფი ბატონიშვილი თავისუფალი შეიქნას, და როგორც იმერეთის ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე (რადგანაც სოლომონი უშვილო გახლდათ) მიეჩვიოს ის ღირსება ატაროს, რომელიც მას ეკუთვნის.

– მე არაერთხელ ვესაუბრებოდი ამის შესახებ მეფეს, – აგრძელებდა თავადი წერეთელი: – მაგრამ მეფე მაინც ყოველთვის მპასუხობდა, რომ უმჯობესია დაეთანხმოს მოკვდეს, ვიდრე ბატონიშვილი გაათავისუფლოს, ეშინია რა, რომ უკანასკნელის სრულწლოვანებაში შესვლის და მიხედვით, მან მეფეს იგივე არ გაუკეთოს, რაც მან ბატონიშვილის გარდაცვლილი მამისგან უკვე გადაიტანა.

იმერეთის მეფე არანაირად არ უშვებდა, რომ ამ ყმაწვილს შეეძლო რუსეთის იმპერატორის მონაწილეობა გამოეწვია. მან არ იცოდა, რა გაეკეთებინა და იქამდეც კი დაიბნა, რომ სიგელი წაიკითხა და დამალა, ისე რომ მის შესახებ არავისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.

პირველი აუდიენციიდან ერთი დღის შემდეგ სოკოლოვი თავად ბეჟან ავალიშვილის მეშვეობით იმერეთის მეფესთან ახალ პაემანს ითხოვდა, რომელიც შედგა კიდეც 27 ივლისს, ნაშუადღევის 5 საათზე.

ჩვეულებრივი საუბრისა და ორივე მხრიდან მისალმებების შემდეგ, რომლებიც მეოთხედ საათს გრძელდებოდა, მეფემ ანიშნა, რომ მისი ზედმეტი კარისკაცები ქოხიდან გასულიყვნენ. ქოხში ოთხი ადამიანი დარჩა ყველაზე უფრო დაახლოებულ დიდებულთაგან: სახლთუხუცესი თავადი ზურაბ წერეთელი, მისი ძმისწული, სარდალი თავადი ქაიხოსრო წერეთელი, თავადი როსტომ ნიჟარაძე და თავადი მაჩაბელი. პირველი მათგანი გახლდათ შუამავალი და თარჯიმანი საუბრისა მეფესა და რუსეთის წარმოგზავნილებს შორის.

– მე მეჩვენება, – დაიწყო გარკვეული დუმილის შემდეგ იმერეთის მეფემ, – რომ უზენაესი სიგელის ქართულ ენაზე თარგმანი რუსულ ორიგინალს არ შეესაბამება.

– შინაარსში, – პასუხობდა სოკოლოვი, – და თარგმანის სიტყვების აზრში ორიგინალთან უმცირესი განსხვავებაც კი არ შეიძლება იყოს. ეს მაინც რომ ყოფილიყო, მე სიტყვიერად შემიძლია გაგიმეოროთ სიგელის შინაარსი, მით უმეტეს, რომ მისი ასლი გამაჩნია. თუ თქვენი უმაღლესობა ინებებს ამაზე კიდევ ეჭვი ჰქონდეს, მაშინ შეიძლება ის ახლავე შევუდაროთ, მივცემთ რა იაკოვლევს ორიგინალს, ხოლო თარგმანს კი სახლთუხუცესს, რომელსაც რუსული კარგად ესმის.

სოკოლოვის წინადადება მიღებულ იქნა, თარგმანი ორიგინალს შეუდარეს და ორივეს ერთმნიშვნელოვნება დაადასტურეს.

– ჩემი აზრით, ორიგინალი უფრო მჭერმეტყველურია, – ჩაილაპარკა სოლომონმა.

– შეიძლება, – პასუხობდა სოკოლოვი. – მაგრამ თარგმანი როგორი უხეიროც არ უნდა იყოს, მაინც, ორიგინალის ნამდვილი აზრი მასში დაკარგული არ არის.

– და როგორი გზით, – უცებ იკითხა იმერეთის მეფემ, – შეაღწიეს ფრანგულმა ჯარებმა 1798 წელს ეგვიპტეში: ხმელეთით თუ ზღვით?

– ფრანგებმა ეგვიპტემდე ზღვით მიაღწიეს, – პასუხობდა სოკოლოვი და უნდა განემარტა ის გზა, რომლითაც ფრანგული ფლოტი მიდიოდა.

– მაშინ თურქებს, – ამბობდა სიცილით სოლომონი, – თავიანთი ძალებით ინგლისელები რომ არ დახმარებოდნენ, ხოლო შემდგომში კი რუსებიც, რად შეეძლოთ ფრანგებს გადაექციათ სულთნის უმოქმედო უდიდებულესობა?

– რა თქმა უნდა.

– არიან თუ არა ახლაც დამხმარე რუსული ჯარები ცარგრადში (კონსტანტინოპოლში)? – კითხულობდა სოლომონი. – ხელმწიფე იმპერატორი ისევ იმავე მეგობრულ ურთიერთობებშია პორტასთან, რომლებშიც მასთან ნეტარხსენებული მისი მშობელი იმყოფებოდა?

– ორი სამხედრო ფრეგატის გარდა სხვა ჩვენი ჯარები ცარგრადში არ არიან. ხოლო რაც შეეხება პორტასთან კავშირს, მას უმცირესი შესუსტებაც კი არ განუცდია.

– ხომ არა აქვს რომელიმე სხვა ევროპულ დერჟავას მტრული გეგმები ან მოქმედებები თურქების წინააღმდეგ? – იკითხა იმერეთის მეფემ.

– მე მიკვირს, – ამბობდა სოლომონი, – როგორ შეიძლება ასე დიდხანს არსებობდეს რუსეთის კავშირი ურჯულოებთან?

– ყველა ევროპული დერჟავა, – პასუხობდა სოკოლოვი, – ოტომანის პორტასთან რუსეთის კავშირის პატივისცემის გამო, ამის თანაბრად მასთან მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფება. ოსმალები თუმცა კი ურჯულოებად არიან ცნობილნი, მაგრამ რამდენადაც ისინი მტკიცედ იცავენ ტრაქტატის ძალას, რომელიც რუსეთთან აქვთ დადებული, და იმპერიის წინააღმდეგ არანაირ დასაგმობ საქციელს არ მიმართავენ, ამიტომ, ამის საპასუხოდ, თანაბრად, რუსეთიც ტრაქტატის ძალის მიხედვით თავის ვალდებულებებს ინარჩუნებს.

– მაგრამ, დროა, ევროპა განთავისუფლდეს ამ ურჯულოებისგან, რომელთა ბარბაროსობის კვალის წაშლაც იმერეთს ამ დრომდე ჯერ კიდევ არ შეუძლია.

დაიწყო შებინდება, და პაემანიც შეწყდა. მას შემდეგ სამი დღე გავიდა, სოლომონი კი არანაირ გადამჭრელ პასუხს არ იძლეოდა და იმპერატორ ალექსანდრეს თხოვნის აღსრულებას არ შესდგომია. სოკოლოვამდე დაიწყო ხმების მოსვლა, რომ იმერეთის მეფის კარისკაცებიდან ზოგიერთი, მისდამი ერთგულები, შეიტყვეს რა, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა წარმოგზავნილი, შუამდგომლობით ტყვექმნილი კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებისთვის, სოლომონს ურჩევდნენ ამაზე არ დათანხმებულიყო. აღშფოთებული იყვნენ რა დედოფალ ანაზე, რომელმაც დატოვა იმერეთი, ლანძღავდნენ რა მას შეუფერებელი სიტყვებით, ისინი ამბობდნენ, რომ უმჯობესია ბატონიშვილი თავისთან ნაკუწებად აქციონ, ვიდრე გაუშვან რუსეთში, იმისთვის, რათა შემდგომში თავის სამშობლოს საქართველოს ხვედრი არგუნოს. ამ ლაპარაკმა და ზოგიერთი დიდებულის მხრიდან სურვილის არქონამ, რომ კონსტანტინე ბატონიშვილი გაეთავისუფლებინათ, იმერეთის მეფემდე მიაღწია და ამით იგი რუსეთის იმპერატორის ნების აღსრულებასთან მიმართებაში უფრო მეტად გაძნელებულ მდგომარეობაში ჩააყენა.

თათბირზე, რომელიც სოლომონს თავად ბეჟან ავალიშვილთან და სახლთუხუცეს თავად ზურაბ წერეთელთან ჰქონდა, მეფემ გამოთქვა გაუბედაობა და არცოდნა იმისა, თუ როგორ მოქცეულიყო: გაეთავისუფლებინა ბატონიშვილი და გაეშვა იგი რუსეთში, თუ არა?

– მეტად არაგონივრული იქნება, – პასუხობდა ამაზე ბეჟან ავალიშვილი, – ასეთი სასურველი შემთხვევის ხელიდან გაშვება, რომ ხელმწიფე იმპერატორის მფარველობა დავიმსახუროთ, რომელიც სიგელში თქვენთვის და მთელი სამეფოსთვისაა დაპირებული. უმჯობესი იქნებოდა თავიდანვე გამოგვეჩინა სიფრთხილე და მიგვეღო ზომები იმისთვის, რათა დედოფალს ბატონიშვილის დედას არ შეძლებოდა რუსეთში გამგზავრებულიყო და თავისი ძის გამო ხელმწიფე იმპერატორი შეეწუხებინა. მაგრამ თუ უკვე მისი უიდებულესობა მონაწილეობს ამ ყმაწვილის (ბედში), მაშინ მეტად შეუფერებელი იქნებოდა რომ ეს არ აგვესრულებინა.

ამასობაში სახლთუხუცესი თავადი ზურაბ წერეთელი, თუმცა კი არა მარტო, იყო სოკოლოვთან და მოახერხა იაკოვლევის მეშვეობით გადაეცა მისთვის და ერჩია დაეპატიჟებინა თავისთან რამდენიმე დიდებული და ეთხოვა მათთვის რომ მეფე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე დაეყოლიებინათ. იცოდა რა სახლთუხუცესის ერთგულება რუსეთისადმი და გულმოდგინება ჩვენი ინტერესების მიმართ, სოკოლოვმა ასეთი რჩევით ისარგებლა და თავისთან დაპატიჟა: იგი, თავადი ბეჟან ავალიშვილი, სარდალი თავადი ქაიხოსრო წერეთელი და თავადი წულუკიძე. 28 ივლისის დილას ყველა ისინი სოკოლოვთან შეიკრიბნენ. შემდგარ თათბირზე სოკოლოვი ცდილობდა დიდებულები იმ აზრისგან ჩამოეცილებინა, რომ იმპერატორი ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ მხოლოდ მისი დედის თხოვნაზე გულმოწყალების გამო ითხოვს. მას სურდა საკითხი გაცილებით უფრო სერიოზულად დაეყენებია, იმისთვის, რათა წარმატების იმედი უფრო მეტი ვარაუდით ჰქონოდა. იგი მათ იმაში არწმუნებდა, რომ რუსეთის იმპერატორს ამ შემთხვევაში სურს იხილოს, სინამდვილეში, იმერეთის მეფის მისდამი კეთილგანწყობა და ერთგულება, რომელზედაც მას საფუძველი და უფლება აქვს რომ იმედი ჰქონდეს, რამდენადაც ერთმორწმუნეობის გამო, იმდენადვე იმიტომაც, რომ იმერეთის სამეფო თავისი კეთილდღეობით რუსეთისგანაა დავალებული, რომელმაც თავისი ძლევამოსილი დახმარებით იგი ბარბაროსთა ხელიდან გამოიხსნა.

თავადები, თითქოსდა, სოკოლოვის სიტყვებით დარწმუნებულნი იყვნენ და ახალი თათბირებისთვის სოლომონ მეფესთან გაემართნენ. შემდეგ დღეს ისინი ისევ მოვიდნენ ჩვენს წარგზავნილთან და გამოუცხადეს, რომ მეფე, აცნობიერებს რა, თუ როგორ დიდია მისთვის ბედნიერება იმპერატორ ალექსანდრეს კეთილი განწყობა დაიმსახუროს, მზად არის დაეთანხმოს არა მხოლოდ მისი ამ თხოვნის აღსრულებას, არამედ საკუთარი თავიცა და მთელი თავისი სამეფოც მის ფეხებთან განართხოს, თუ ეს მისი უდიდებულესობისთვის სასურველი იქნება.

– მაგრამ, – ამბობდნენ გამოგზავნილები, – მთელი თავისი გულმოდგინებისა და ერთგულების მიუხედავად, მეფე ამაში გარკვეულ სიძნელეს აწყდება, რის შესახებ თქვენს აზრსაც მოითხოვს.

– და რაში შედგება სიძნელე? – იკითხა სოკოლოვმა.

– მეფეს სურს, რომ თქვენ მანამდე გარდაცვლილი დავით მეფის, დატყვევებული ბატონიშვილის მამის მეფობისა და იმ მიზეზების მთელი ისტორია გაიგოთ, რომელთა გამოც ბატონიშვილს ციხესიმაგრეში ამყოფებენ.

– მე მზად ვარ მოგისმინოთ, – იყო პასუხი.

მათ მოუთხრეს ის გარემოებები, რომლებიც ტახტზე სოლომონის ასვლას წინ უძღოდა და ჩვენს მიერ თხრობის დასაწყისში იქნა მოყვანილი.

– თუმცა კი უბედური ბატონიშვილის მამამ, – ამბობდნენ თავადები თავიანთი სიტყვის დასასრულს, – იმდენად ბევრი ბოროტება მოაყენა სახელმწიფოს, რომ ჯერ იყო ყოველივე ამ ყმაწვილისთვის გვეზღვევინებია, მაგრამ, მეფემ, რომელსაც თბილი ქრისტიანული რწმენა აქვს, ეს არ გააკეთა. თუმცა კი სიფრთხილისათვის, რათა იგი, იქნებოდა რა თავისუფლებაში, თავისი მამის მაგალითს არ მიჰყოლოდა და თანამოაზრეთა თავისკენ მიზიდვით მეფის წინააღმდეგ რაიმე ცუდი საქმე არ ეღონა, მას მხოლოდ ციხესიმაგრეში მეთვალყურეობის ქვეშ ინახავს, აწვდის რა მას არსებობისთვის ყოველივე აუცილებელს. 

– მისი უმაღლესობა, – აგრძელებდნენ ისინი, – მზად არის მთელი თავისი გულმოდგინებით თქვენი ხელმწიფე იმპერატორის სურვილი აღასრულოს, მაგრამ შიშობს, რომ როცა ბატონიშვილი განთავისუფლებული და რუსეთში გაგზავნილი იქნება, და დედის თხოვნით მას იმას მისცემენ, მაშინ არ დაიწყოს მეფისთვის ზიანის მოყენება თავის დედასთან ერთად.

– რა ახალისებს მეფეს, – კითხულობდა გაკვირვებით სოკოლოვი, – რომ ასეთი დასკვნა გააკეთოს? რატომ განიცდის იგი ასეთ უნდობლობას ხელმწიფე იმპერატორისადმი?

– შესაძლოა, იმიტომ, რომ მეფეს ახსოვს ზოგიერთი შემთხვევა მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით კი სპარსეთთან, რომლის ალერსიან წინადადებებს, ზომაზე მეტი ნდობით, დაჰყვებოდა რა ხოლმე საქართველო, უწინდელ დროში, მეტად ხშირად თავის იარაღს საკუთარი თავის წინააღმდეგვე მიმართავდა.

– რუსეთის იმპერატორი უვრცელეს მიწებს ფლობს მთელს ევროპაში, ამბობდა სოკოლოვი, როგორც ეს არც თავად თქვენთვისაა უცნობი, ურჯულოთა წესებით არასოდეს ხელმძღვანელობდა. მისი უზენაესი სიტყვა მტკიცე და უცვლელია. მისი უმაღლესობისთვის არასაპატიო იქნებოდა დაეჭვებულიყო ამაში თვით მაშინაც კი, როცა ხელმწიფე იმპერატორი ბატონიშვილის განთავისუფლებისა და მისი თავისთან გაგზავნის შესახებ მას უბრალოდ მხოლოდ თხოვნით მიმართავდა. კიდევ უფრო არასაპატიოა ახლა, როცა იმპერატორი თავის სიგელში ამბობს, «რომ ბატონიშვილი, დარჩება რა ყოველთვის ჩვენს იმპერიაში და სწორედ ამის მეშვეობით გაგათავისუფლებთ რა თქვენ ამაო საზრუნავისგან, შეწყვეტს ყოველგვარ ეჭვს თავის შესახებ», და იმავე სიგელის დასკვნაში გამოთქვამს თავის მზადყოფნას აღმოუჩენდეს მეფესა და მის სამეფოს თავის მაღალ მფარველობას. თუ მისი უმაღლესობა ინებებს ჩაწვდეს ამ სიტყვებს, და ისინი პირდაპირი აზრის მიხედვით გაიგოს, მე მყარად დარწმუნებული ვრჩები იმაში, რომ მეფის ყოველგვარი ეჭვი გაქრება, და ჩემი ხელმწიფის უზენაესი სურვილი აღსრულდება.

თავადები, მათთვის დამახასიათებელი აზიური ეშმაკობით, არწმუნებდნენ სოკოლოვს, რომ მათ მეფესთან ერთად რამდენჯერაც არ წაიკითხეს სიგელი, მისი აზრის სიღრმე ვერ გაიგეს. ჰპირდებოდნენ რა ყველაფერი სოლომონისთვის გადაეცათ, ისინი ცდილობდნენ საკუთარი თავი რუსეთის მომხრეებად და ბატონიშვილ კონსტანტინეს განთავისუფლებაში დახმარების სურვილის მქონედ ეჩვენებიათ.

30 ივლისს სოკოლოვი მეფესთან იქნა მიწვეული. სოლომონი მას მხოლოდ იმ პირებით გარშემორტყმული დახვდა, რომლებიც მასთან მოლაპარაკებებისთვის იყვნენ გამოგზავნლნი.

– რა გაქვთ თქვენ ჩემთვის სათქმელად? – ჰკითხა იმერეთის მეფემ ურთიერთ მისალმებათა შემდეგ.

– თუ თავადებმა ყველაფერი ჩემგან მოსმენილი მოახსენეს თქვენს უმაღლესობას, მაშინ ამ წუთას მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, იმის დადასტურების გარდა, რომ ამაოდ ინებებთ შეშფოთებას, და დაეჭვებას იმაში, რაშიც გაქვთ უზენაესი დარწმუნება, რომელიც სიგელშია გადმოცემული.

სოლომონ მეფე მდუმარედ და ჩაფიქრებით იდგა.

– მე მეჩვენება, – ალაპარაკდა იგი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, – რომ თქვენს ხელმწიფე იმპერატორს საეჭვო და მრისხანე აზრები აქვს ჩაგონებული ჩემს შესახებ.

– ამაოდ ფიქრობთ ასე, ვინაიდან ხელმწიფე იმპერატორისათვის, მისი სიკეთის გამო, არანაირი ეჭვები დამახასიათებელი არ არის. ამასთან, საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად შეიძლება გამოდგეს უზენაესი სიგელი, რომელიც მე თქვენ ჩაგაბარეთ. მის გამოთქმებში არანაირი მრისხანება არ არის. მე ვთხოვ თქვენს უმაღლესობას ღირსი გამხადოს ნდობისა და მითხრას, თქვენ ასეთი დასკვნის გაკეთება რატომ ინებეთ?

– მე დანამდვილებით ვიცი, – პასუხობდა სოლომონი,– რომ გენერალ-ლეიტენანტმა კნორინგმა მოახსენა მის უდიდებულესობას, რომ ვითომ მე შენიშნული ვარ საიდუმლო ურთიერთობებში ბაბა-ხანთან და სხვა აზიელ მფლობელებთან, ურთიერთობებში, რომლებიც იმ რუსული ჯარებისთვის მავნებლობის მიყენებისკენ იხრება, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.

– გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი, სასაზღვრო უფროსის თავისი წოდების მიხედვით, რა თქმა უნდა, მოვალე იყო ეცადა შეეტყო ყოველივე იმის შესახებ, რაც საზღვარგარეთ ხდება და ამის თაობაზე მისი უდიდებულესობისთის მთელი სამართლიანობით მოეხსენებია. მაგრამ, მე ვბედავ იმაში დაგარწმუნოთ, რომ კნორინგს არ შეეძლო თქვენი ურთიერთობების შესახებ მოეხსენებინა, თუ ამაზე დადებითი მტკიცებულებები არ ექნებოდა.

– თუ არა ამაში, მაშინ რაიმე სხვაში, მაგრამ მაინც ჩემთვის ბრალი აქვთ დადებული იმპერატორის წინაშე, – თქვა სოლომონმა.

– და რაში შეიძლებლოდა ის ბრალდება ყოფილიყო? კითხულობდა სოკოლოვი.

– შესაძლოა, ქართველ ბატონიშვილებათან მიმართებაში, რომლებიც ჩემთან ცხოვრობენ, – თითქოსდა უხალისოდ ჩაილაპარაკა იმერეთის მეფემ.

მიიღო რა თავისი მფარველობის ქვეშ სამშობლოდან გამოქცეული ქართველი ბატონიშვილები და დაასახლა რა ისინი ქუთაისში, იმერეთის მეფე საქართველოს ტახტხზე ერთერთი მათგანის აღდგენისთვის ქმედითად ზრუნავდა. მან ალექსანდრე ბატონიშვილი ერევნის, განჯისა და შუშის ხანებთან ღია ბარათით გაგზავნა, რომელშიც მათ რუსული ჯარების წინააღმდეგ იარაღის აღმართვისა და იულონ ბატონიშვილის ტახტზე აყვანისთვის ეპატიჟებოდა. ახალციხის ფაშას სოლომონმა თხოვნით მიმართა, რომ იგი მას ლეკებით დახმარებოდა. შერიფ-ფაშამ, რომელიც პირადად იყო სოლომონ II-გან დავალებული, ალექსანდრე ბატონიშვილს სულთნის ყალბი ბეჭდით დაბეჭდილი ფირმანი მისცა, ისეთი შინაარისა, რომ თუ სპარსელი ხანები ბატონიშვილს ჯარებს მისცემენ, მაშინ სულთანიც სპარსელებთან გაერთიანებისთვის თავის ძალებს გამოგზავნის.

სწორედ იმავე დროს, შეიტყვეს რა კნორინგის ტფილისში ჩამოსვლის შესახებ, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებმა, და მათთან ერთად სოლომონ მეფემაც, საქართველოს დედაქალაქში ცნობილი თავადი სოლომონ ლეონიძე გამოგზავნეს, კოვალენსკის მეგობარი და მომხრე, რომლის ღირსებათა შესახებ კოვალენსკიმ კნორინგს «ზეპირსიტყვიერად» მოახსენა.

ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ ლეონიძის საქმიანობისა და გენერალ ლაზარევის მიერ მისი დაპატიმრების შესახებ გველაპარაკა (См. стр. 344-347). კნორინგის ტფილისში ჩამოსვლის შემდეგ, დავით ბატონიშვილმა მას ლეონიძის გამო სთხოვა და იგი განთავისუფლებულ იქნა, მთავარსარდალი დუშეთამდე გააცილა და შემდეგ იმერეთში გაიქცა. იქ ლეონიძემ მეფეს თავისი სამსახური შესთავაზა და ცდილობდა დაეყოლიებინა ბატონიშვილები, რომ საქართველოში მყოფ რუსულ ჯარებს სოლომონ მეფესთან ერთად თავს დასხმოდნენ.

სახლთუხუცესმა თავადმა ზურაბ წერეთელმა მეფე ასეთი საქციელისგან გააჩერა და მოახერხა სოლომონ II-ის დაყოლიება ლეონიძე იმერეთიდან გაეგდო იმ მუქარით, რომ თუ იგი თავად თავისი ნებით არ გაემგზავრება, მაშინ ბორკილდადებული საქართველოში იქნება გაგზავნილი (Рапортъ Лазарева Кноррингу 7-го октября 1801 года. Тифл. Арх. Канц. Наместника).

მეტი რაღა უნდა ექნა. ლეონიძეს როგორც თავად ლაზარევი, ისე ტფილისში თავისი დაპატიმრებაც ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა. იგი იმერეთიდან სამეგრელოს მფლობელ თავად დადიანთან წავიდა. იცოდა რა მისი სურვილი, მთელი თავისი სამფლობელოებით, რუსეთის მფარველობის ქვეშ შემოსულიყო, ლეონიძემ მას თავისი სამსახური შესთავაზა იმით, რომ დადიანს იგი ელჩის სახით პეტერბურგში გამოეგზავნა. თავადმა დადიანმა არა მარტო არ მიიღო მისი სამსახური, არამედ ასევე ბრძანა იგი თავისი სამფლობელოებიდან გაეძევებინათ.

მტრობა, რომელიც იმერეთის მეფესა და სამეგრელოს მთავარს შორის ძველი დროიდან არსებობდა, იყო საბაბი და საშუალება იმისთვის, რომ ლეონიძემ მოახერხა თავი ისევ სოლომონ II-თან შეეფარებინა. მან იმერეთის მეფე სამეგრელოს მფლობელის წინააღმდეგ განაწყო; მოუყვა მას ყველაფერი, რისი გაგებაც დადიანის განზრახვების შესახებ მოახერხა და ამით ორი მფლობელის საბოლოოდ წაჩხუბება მოახდინა, რომელიც ომით დასრულდა. იცოდა რა ბევრი რამ, რაც იმ ომში სოლომონისთვის სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო, ლეონიძე იმერეთის მეფისთვის აუცილებელი ხდებოდა; მეფემ მას აჩუქა სოფელი, რომელშიც 700 სულამდე ცხოვრობდა, და თავისი მდივანი გახადა 500 მარჩილის (400 მანეთამდე) ჯამაგირით წელიწადში.

გამოგზავნილმა ახლა ტფილისში, ლეონიძემ კოვალენსკის ბატონიშვილთა წერილები გადასცა, რომლებთან ერთადაც ისინი ბაბა-ხანის ფირმანს წარმოადგენდნენ, როგორც რუსეთისადმი თავიანთი ერთგულებისა და იმის სურვილის არქონის მტკიცებას, რომ სპარსელებს რუსული ჯარების წინააღმდეგ მათ მოქმედებებში დახმარებოდნენ. ლეონიძემ, საიდუმლოდ (подъ секретомъ), გამოუცხადა კოვალენსკის, რომ, ღებულობდა რა დიდ მონაწილეობას 1783 წელს საქართველოს ქვეშევრდომობის შესახებ ტრაქტატის დადებაში, იგი «ახლაც ასეთივე მოშურნეობითაა აღსავსე რუსეთის იმპერიისადმი». 

იმერეთის ელჩი საკუთარ თავზე იღებდა «მეფე სოლომონი იქამდე მიიყვანოს, რომ მან მთელი თავისი სამფლობელოები, რომლებშიც ახლა პორტასთან ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე დამკვიდრდა, მისი უდიდებულესობის უზენაესი ხელისუფლების ქვეშ განართხოს საქართველოსთან შეერთებით (на присоединенiе къ Грузiи), მხოლოდ ერთი პირობით, რომ მას მეფის პატივი და სახელი სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდეს, ვინაიდან, არის რა უშვილო, თავის პრეტენზიებს ამის იქით აღარ განავრცობს».

ლეონიძე ამბობდა, რომ თუ რუსეთის მთავრობა თანახმა იქნება, იგი საქმეს ისე მოაწყობს, რომ სოლომონი გაგზავნის მას პეტერბურგში ამ საქმეზე მოლაპარაკებებისთვის. «ამ სიტყვების დასკვნა, მოახსენებდა კოვალენსკი (Въ рапорте Кноррингу отъ 4-го iюля 1802 года, № 30. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-1803 гг., № 1), იმ მოგებათა აღწერაში შედგებოდა, რომლებიც ასეთ შემოერთებასთან შეიძლება იქნეს შეუღლებული და რომლებსაც იგი, თავადი ლეონიძე, ყველა მიმართებით მეტად საფუძვიალად და პოლიტიკური თვალით ჭვრეტს».

თუმცა კი, ტფილისში მალევე შეიტყვეს, რომ ამ პოლიტიკურ თვალს საქართველოს დედაქალაქში თავისი ჩამოსვლის სხვა მიზანი გააჩნდა; რომ სოლომონ მეფემ იგი გამოგზავნა ბარათით დარეჯან დედოფალთან და კახეთის ყველა უპირველეს თავადთან, რომელშიც სწერდა თავისი წარმატების შესახებ ბაბა-ხანთან ურთიერთობებში და არწმუნებდა მათ ხელი შეეწყოთ მეფობის აღდგენისთვის. დარეჯან დედოფალი მაშინვე გამოეპასუხა ამ მიპატიჟებას, მაგრამ, არ იცოდა რა, თუ ამის შესახებ ბატონიშვილებისთვის როგორ შეეტყობინებინა, ეშმაკობას მიმართა. მან თავისთან ლაზარევი საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის დაპატიჟა.

– იმპერატორის სამსახურის სარგებლობისადმი გულმოდგინებით, – ეუბნებოდა იგი ლაზარევს, – მაქვს სურვილი ჩემი შვილიშვილი იმერეთის მეფე მისი უდიდებულესობის მფარველობაში მოვიყვანო. ასეთ განზრახვას მე უკვე ოთხი თვის წინ მივმართე და მყარად ვარ დარწმუნებული, რომ შვილიშვილი, რომელიც ყველაფერში შემს რჩევებს მიჰყვება, არ გადადებს ამ ჩემი სურვილის აღსრულებას. მე გთხოვთ მხოლოდ ამაში დახმარება აღმომიჩინოთ. მე არც ერთი ერთგული ადამიანი არ გამაჩნია იმერეთში გასაგზავნად და ამიტომ შემიძლია თუ არა გამოვიყენო, თქვენი თანხმობით, ეგერთა 17-ე პოლკის დეკანოზი წინამძღვაროვი (Цинамзгаровъ).

ლაზარევს უცნაურად მოეჩვენა, რომ დედოფალს, რომელიც თავად რუსეთის მთავრობით უკმაყოფილოა, განზრახული აქვს თავისი შვილიშვილიც მასვე დაუქვემდებაროს, და მან მალევე გაიგო თუ რა სურს დედოფალს.

– მთავარსარდლის ნებართვის გარეშე, – პასუხობდა იგი დედოფალს, – მე ამის გაკეთება არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ იმერეთში ვინმე გაგზავნოთ, მაშინ მე მყავს ერთგული ადამიანი.

დედოფალმა ამჯობინა კნორინგის პასუხს დალოდებოდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 21-го iюня, № 335. Арх. Мин. Внут. Делъ, 1-5, 1802-1803 гг., № 1), და ამ დროის შუალედში მაინც მოახერხა ალექსანდრე ბატონიშვილისთვის წერილი გაეგზავნა, რომელშიც სთხოვდა მის მიერ ჩაფიქრებული საქმის აღსრულება დაეჩქარებინა. დედოფალი ვაჟიშვილს ატყობინებდა, რომ ახლა თავდასხმისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელი დროა რუსული ჯარების მცირერიცხოვნების გამო (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го iюля, № 356). ამის შემდეგ მალევე ტფილისში გამოცხადდა იმერეთის მეფის ახალი წარმოგზავნილი, თავადი როსტომ ნიჟარაძე. მან სიტყვიერად გამოუცახადა ლაზარევს, რომ სოლომონს სურს უზენაეს კარზე თავისი წარგზავნილი გაგზავნოს თხოვნით, რათა იგი რუსეთის მფარველობაში მიიღონ, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ კი ქვეშევრდომობაშიც, საქართველოს მსგავსად, თუმცა კი, იმ პირობით, რომ გარდაცვლილი მეფის ერეკლეს ანდერძის მიხედვით, იულონ ბატონიშვილი საქართველოს მეფედ იქნას დანიშნული, მასთან რუსული ჯარების დატოვებით. ამის სანაცვლოდ, წარმოგზავნილის სიტყვებით, იულონი პირობას დებს რუსეთის სარგებლობაში გადასცეს საბადოები, მიაწოდოს რეკრუტები და «არანაირ საქმეებში არ ერეოდეს, არამედ მხოლოდ მეფის ტიტულით სარგებლობდეს» (Рапортъ Лазарева Кноррингу 30-го августа 1801 г., № 417. Тамъ же). იმერეთის მეფის ასეთი ახალი წინადადების შესახებ ლაზარევმა კნორინგს მოახსენა, რომელმაც სოლომონ II-ის ყველა ძიება უარყო, რადგანაც ჯერ კიდევ 1801 წლის სექტემბერში მიიღო უზენაესი ბრძანება იმერეთის მეფესთან მსგავს ურთიერთობებში არ შესულიყო.

«თქვენდამი მოცემულ 12 სექტემბრის რესკრიპტში, – წერდა იმპერატორი ალექსანდრე კნორინგს (Въ рескрипте отъ 17-го сентября 1801 г. Арх. Кабин. Его Величества), – მე თქვენ უკვე განგიმარტეთ ქცევის სახე (образъ поведенiя), რომელსაც უნდა იცავდეთ იმერეთის მეფესთან, ხოლო რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე მისი სურვილის შესახებ კი დაგპირდით, რომ საგანგებო დარიგებას მოგცემდით. ახლა, ამ საგნის დაწვრილებით პატივისცემით, ვფიქრობ რა, რომ ჩემი მხრიდან ასეთ სურვილზე დაყოლას შეეძლო ის კეთილი თანხმობა შეერყია, რომელიც რუსეთსა და პორტას შორის არსებობს და რომლის შენარჩუნებაც მთელ მის ძალაში მე განზრახული მაქვს, საჭიროდ ვთვლი თქვენ დაგავალოთ, რომ წესიერი (მართებული, пристойный) სახით უარყოთ ეს წინადადება და როგორც ახლა, ისე მომავალ დროშიც, არ მისცემთ რა პორტას ამ მხრიდან უმცირეს საბაბსაც კი დაეჭვებისთვის, ეცადეთ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნოთ, როგორც ამ მფლობელთან, ისევე სხვებთანაც, ხოლო ქვრივ დედოფალს დარეჯანს კი, რომელმაც იმერეთის მეფე საამისოდ წაახალისა, შესაფერისი სახით ჩააგონეთ, რომ მისი გულმოდგინება ჯეროვნად მივიღეთ, თუმცა კი მისი წინადადების სამოქმედოდ გამოყენება შეუფერებლად მიგვაჩნია».

ამრიგად რუსეთის მთავრობაში სურვილის არქონამ, რომ იმერეთის მეფესთან მფარველობის შესახებ მოლაპარაკებებში შესულიყო, თავადი ლეონიძე სხვა გზაზე შემოაბრუნა, და მან იმის მტკიცება დაიწყო, რომ მეფეს არა მხოლოდ კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე დაიყოლიებს, არამედ ქართველი ბატონიშვილების გაძევებაზეც. თავად სოლომონი ასევე არწმუნებდა სოკოლოვს, რომ მოხარული იქნებოდა, თუ ბატონიშვილები მის სამფლობელოს გაეცლებოდნენ, მაგრამ არ შეეძლო აეძულებინა, რომ მათ ეს გაეკეთებინათ.

– განა თქვენ არა ხართ იმის მოწმენი, – ამბობდა სოლომონი, მიმართავდა რა თავად ზურაბ წერეთელსა და თავად ბეჟან ავალიშვილს, – თუ როგორ ხშირად ვურჩევდი მათ, რომ ისინი ხელმწიფე იმპერატორს დამორჩილებოდნენ და საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ისინი მე არასოდეს მიჯერებდნენ.

თავადმა ბეჟან ავალიშვილმა სოლომონ მეფის სიტყვები თავის დაკვრით დაადასტურა; სახლთუხუცესი თავადი წერეთელი კი, მიბრუნდა რა განზე, დუმდა და გეგონებოდათ იმერეთის მეფეს მეტად მცირე რამეში თუ ეთანხმებოდა.

– თუ თქვენ ინებებთ ნება მომცეთ, ეუბნებოდა სოკოლოვი, მე შემიძლია იმ გარემოებებზე მიგითითოთ, რომლებშიც, შესაძლოა, თქვენი უმაღლესობა დამეთანხმოს.

– მე თქვენგან დიდად დავალებული ვიქნები, პასუხობდა ამაზე სოლომონი.

იცოდა რა, რომ იმერეთის მეფე მაინც აქვს იმის იმედი, რომ საქართველო მიიღებს თავის უწინდელ დამოუკიდებლობას (самостоятельность); რომ ხალხი დათანხმდება საქართველოს ტახტზე გარდაცვლილი მეფის ერეკლეს ძე, იულონ ბატონიშვილი აიყვანოს და რომ, ბოლოს, თავად სოლომონმა დაიწყო ამ საქმეზე მიმოწერა დარეჯან დედოფალთან, ერეკლეს მეუღლესთან, იცოდა რა ეს ყველაფერი, სოკოლოვი ცდილობდა სოლომონი ამ საკითხზე საუბარში აეყოლიებინა.

– მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, – ამბობდა სოკოლოვი, – ტახტზე თავისი ასვლისას, საქართველოს სამეფო უკვე რუსეთის იმპერიასთან შემოერთებული ჰპოვა და, მიაქცია რა თავისი ყურადღება ყოველივე იმას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს ხალხის კეთილდღეობას, მიმართა ასევე თავის ყურადღება ქართველ ბატონიშვილებზეც, შეუნარჩუნა მათ არა მხოლოდ მათი ქონება, არამედ გარდა ამისა მათ, თავისი გულუხვობით, განსაკუთრებული საზღაურიც დაუნიშნა. აქვს რა იმ ბატონიშვილების მორჩილებისა და დამჯერობის აშკარა მტკიცება, რომლებიც თავიანთ სამშობლოში დარჩნენ, და სხვებისაც, რომლებმაც ნებაყოფლობით ისურვეს რუსეთში დარჩენილიყვნენ ან გადმოსახლებულიყვნენ, ხელმწიფე იმპერატორს არ შეუძლია, რა თქმა უნდა, არ უკვირდეს სამი ქართველი ბატონიშვილის საქციელი, გარდაცვლილი მეფის ერეკლეს ვაჟების: იულონის, ფარნაოზის და ალექსანდრესი, რომელთაც ამ დრომდე იმერეთში აქვთ თავშესაფარი. ასეთი საქციელი არ შეიძლება არ იყოს გასაოცარი მაშინ, როცა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სახელით ისინი არაერთხელ იყვნენ მოპატიჟებულნი, რათა თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, და როცა მათ ყოველივე წარსულის დავიწყების დაპირებაც მიეცათ, თუ ისინი ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდებიან.

– ჩემი აზრით, – პასუხობდა ამაზე სოლომონი, – იმაში, რომ ბატონიშვილებს თავშესაფარი ჩემს სამეფოში აქვთ, ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი ნებისადმი საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მანიფესტით მათ ყველა მათი უწინდელი საქციელის პატიება ებოძათ და ამასთან ნებაც მიეცათ თავიანთი ადგილსამყოფელი იქ აირჩიონ, სადაც თავად ისინი მოისურვებენ.

– თუ მათ ებოძათ ყველა უწინდელი საქციელის პატიება, ამ პატიებას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა ისინი, დაბრუნდებიან რა თავიანთ სამშობლოში, კანონიერ ხელისუფლებას დაემორჩილებიან და რუსეთის ტახტს ერთგულების ფიცს მისცემენ, – რაც მათ, თუმცა კი, არ გაუკეთებიათ. ხოლო რაც შეეხება მათთვის მიცემულ ნებართვას სურვილის მიხედვით აირჩიონ მათი მუდმივად ყოფნის ადგილი, ეს მხოლოდ იმას შეეხება, რომ მათ შეუძლიათ ან ყოველთვის თავიანთ სამშობლოში ჩებოდნენ ან კიდევ სადაც მოისურვებენ რუსეთში, და არა მის საზღვრებს გარეთ, რაზედაც, უზენაესი ნებართვის გარეშე, არც ერთ ქვეშევრდომს უფლება არ გააჩნია.

– ასეთ შემთხვევაში მე უდანაშაულოდ ვარ ჩართული დანაშაულში ხელმწიფე იმპერატორის წინააღმდეგ, – პასუხობდა სოლომონი გარკვეული დუმილის შემდეგ.

– საღი აზრის მიხედვით მეჩვენება, რომ მას, ვისაც ცუდი საქციელი ეპატია, კარგი საქმეებით უნდა გამოესწორებინა ის შეცდომები, რომლებშიც გარემოებების მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათრეული, და არა იმეორებდეს მათ, როგორც ყველაფრის საწინააღმდეგოდ იქცევა ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც, ვერ გაჩერდა რა იმერეთშიც, ახლა აზიაში დახეტიალობს.

– მე ალექსანდრე ბატონიშვილის ასეთ საქციელში არანაირ მონაწილეობას არ ვღებულობ. ბატონიშვილი, დამეთხოვა რა სანადიროდ წასასვლელად, უკვალოდ დაიკარგა და შემდეგ უეცრად ერევანში აღმოჩნდა.

– მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თქვენი უმაღლესობა არ ღებულობდა მონაწილეობას მის გაქცევაში, – პასუხობდა სოკოლოვი.

– მე უკვე დიდი ხანია მსურდა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის წინაშე თავი გამემართლებინა ან წერილის მეშვეობით, ან კიდევ წარგზავნილისა, რომელსაც ს.-პეტერბურგში გავუშვებდი, მაგრამ, ვიცი რა, თუ როგორი ნდობით სარგებლობს იმპერატორთან კნორინგი, ვშიშობ, რომ ასეთი წერილი გაგზავნილიც რომ ყოფილიყო, ის ვერ ჩააღწევს, არამედ კნორინგის მიერ იქნება გაჩერებული, ხოლო თუ წარგზავნილი იქნება მივლინებული, მაშინ კნორინგი მასაც, არ გაუშვებს რა პეტერბურგამდე, უკანვე დააბრუნებს.

– ტყუილად ფიქრობთ თქვენ ასე, და როგორი საბაბი მოგცათ კნორინგმა იმისთვის, რომ ასეთი დასკვნა გააკეთოთ? ეკითხებოდა სოკოლოვი იმერეთის მეფეს.

– როცა მე გასულ წელს ზამთარში ს.-პეტერბურგში წარგზავნილად თავადი ჯაფარიძე გავუშვი, კნორინგმა ის გარკვეული დროით გეორგიევსკში გააჩერა და შემდეგ უკანვე გამოგზავნა. – ამის შემდეგ მე მეტად აღარა მაქვს იმედი, რომ მომავალში ხელმწიფე იმპერატორთან ახლო ურთიერთობებში ვიქნები (თავადი ჯაფარიძე გაგზავნილი იყო შუამდგომლობით საქართველოს ტახტზე იულონ ბატონიშვილის აყვანის შესახებ. კნორინგმა იგი უკანვე გაგზავნა და მას თან საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტის რამდენიმე ეგზემპლარი და მისი მმართველობის შტატი გაატანა).

– ერთი მაგალითის მიხედვით ყოველთვის არ შეიძლება შემდგომებზეც მსჯელობა. ამასთანავე კნორინგმა ვერ გაბედა თავადი ჯაფარიძე ს.-პეტერბურგში ისეთი დავალებით გაეგზავნა, რომელიც მას მიცემული ჰქონდა. მან წერილობით შეგატყობინათ თქვენ იმ მიზეზების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ეკრძალებოდათ წარგზავნილებს მსგავსი დავალებებით საიმპერატორო კარზე მისვლა, და მასთან ერთად თქვენ თავისი სამართლიანობის მტკიცებულებაც გამოგიგზავნათ.

– რა თქმა უნდა, ასეა, – ამაზე სოლომონი მეტად მშრალად პასუხობდა.

– მე ვისურვებდი მენახა, ამბობდა სოკოლოვი, – კონსტანტინე ბატონიშვილი, რომელიც, მისი იმპერტორობითი უდიდებულესობის სურვილით, ჩემდამი უნდა იქნას ჩაბარებული რუსეთში ჩასაყვანად.

– მე ჯერ კიდევ მის შესახებ გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია, – პასუხობდა იმერეთის მეფე, როცა სოკოლოვს ემშვიდობებოდა.

მალევე ამ აუდიენციის შემდეგ, სოკოლოვმა შეიტყო, რომ სოლომონი სულაც არ არის განწყობილი ამისთვის და არ ფიქრობს, რომ კონსტანტინე ბატონიშვილს თავისუფლება მისცეს, და კიდევ უფრო ნაკლებად, რომ იგი რუსეთში გამოუშვას. 3 აგვისტომდე წარმოებდა მოლაპარაკებები სხვადასხვა პირების მეშვეობით, რომლებიც, მეფის ბრძანებით, ჩვენს წარგზავნილებს სტუმრობდნენ. ამ დღეს, საღამოს, სოკოლოვი ისევ სოლომონთან იქნა მიპატიჟებული.

– ხომ არ ინებებს თქვენი უმაღლესობა, რომ რაიმე მიბრძანოს? ჰკითხა სოკოლოვმა, რომელიც ხედავდა, რომ მასთან სრულიად გარეშე საუბრებს აწარმოებენ, რომლებიც საქმეს სულაც არ შეეხება.

– არაფერი, – პასუხობდა სოლომონი. – მე მსურდა თქვენ მხოლოდ იმისთვის მენახეთ, რათა საღამო სასიამოვნო საუბარში გამეტარებინა.

– მე მაქვს რამდენიმე სიტყვა სათქმელი, – უთხრა სოკოლოვმა მეფეს მისი თავაზიანობისთვის მადლობის გადახდის შემდეგ.

იმერეთის მეფემ ყველა იქ დამსწრეს უბრაძანა გასულიყვნენ, დაიტოვა რა თავისთან მხოლოდ სახლთუხუცესი თავადი ზურაბ წერეთელი და თავისი ბიძა თავადი ბეჟან ავალიშვილი.

– საყოველთაო ხმების მიხედვით, თქვენი უმაღლესობა მალე ინებებს სალაშქროდ გამგზავრებას; ამიტომ მე გთხოვთ ღირსი გამხადოთ ბრძანებებისა ჩემს გამოგზავნასთან მიმართებაში. განა უკეთესი არ იქნება, თუ თქვენი უმაღლესობა, თავისი ლაშქრობის წინ, ინებებს ნება მისცეთ კონსტანინე ბატონიშვილს, რომ ჩემთან ერთად საქართველოში გაემგზავროს, რათა მე არ დავაგვიანო და სექტემბრის თვეში მთებზე გადასვლის საუკეთესო დრო ხელიდან არ გავუშვა.

– მე შევეცდები თქვენი თხოვნა აღვასრულო, მაგრამ კიდევ ერთი კვირით უნდა იქონიოთ მოთმინება, სანამ მდივანი (მწერალი), რომლის მოსაყვანადაც მე უკვე დიდი ხანია კაცი გავგზავნე, აქ ჩამოვა. მისთვისაც ასევე აუცილებელი იქნება გარკვეული დროის მიცემა იმპერატორისადმი საპასუხო სიგელის ჯეროვნად მომზადებისთვის.

– ყოველივე აქედან მე შემიძლია დავასკვნა, რომ თქვენი უმაღლესობა უწინდებურად აგრძელებს შეშფოთებასა და სიგელის უზენაესი სიტყვებისადმი ეჭვის გამოხატვას. ათი დღის განმავლობაში, რომლებიც მე თქვენს უგანათლებულეს პიროვნებასთან გავატარე, ვერ ვხედავ იმას, რომ თუნდაც უმცირესი რამ იყოს გაკეთებული, რომელიც ჩემი ხელმწიფის სურვილს შეესაბამებოდა. ახლა მე გაოცებული ვარ და თავს მოვალედ ვრაცხ გავიმეორო, რომ ღირსი შევიქენი რა თქვენგან მომესმინა იმის შესახებ, რომ თქვენი უმაღლესობისთვის არაფერი ისე სასურველი არ არის, როგორც ხელმწიფე იმპერატორის მფარველობით სარგებლობა; რომ თქვენ ამაში ვარაუდობთ თქვენს ერთადერთ იმედს, ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენთვის სასიამოვნო უნდა იყოს ამ შემთხვევაში ეს საქმით დამტკიცოთ.

– მე ჯერ არაფერი არ გადამიწყვეტია. როცა მდივანი ჩამოვა, მაშინ ყველაფერს დაუყოვნებლივ დავასრულებ.

შემდეგ სოლომონი სკამიდან წამოდგა, და სოკოლოვიც მას უნდა დამშვიდობებოდა. მეორე დღეს, 4 აგვისტოს, ჩვენმა წარგზავნილმა თავისთან მოიპატიჟა სახლთუხუცესი თავადი წერეთელი და მეფის ბიძა თავადი ბეჟან ავალიშვილი. იგი სთხოვდა მათ მისი სახელით გადაეცათ სოლომონისთვის ის, რისი გამოთქმაც მას უნდოდა, როცა მეფემ მასთან საუბარი შეწყვიტა.

– თუ მე უნდა დავუჯერო მეფის სიტყვებს, – ამბობდა სოკოლოვი, – რომლებიც ჩემთვის არაერთხელ იქნა განმეორებული, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი მისი ერთგულებისა და კეთილგანწყობის შესახებ, მაშინ სულ მცირე ეჭვიც კი არა მაქვს იმაში, რომ მეფე არ აღასრულებს იმ სურვილს, რომელიც უზენაეს სიგელშია გადმოცემული; თუმცა კი, მე ვერ ვხედავ იმას, რომ მეფეს რაიმე ეღონა ამის შესაბამისად, ესე იგი, რომ ვინმე გაეგზავნა კონსტანტინე ბატონიშვილის მოსაყვანად ან რაიმე ყოფილიყო გაკეთებული მისი განთავისუფლებისთვის.

იქ მყოფმა იმერელმა თავადებმა ამ დროს თავიანთი გაოცება გამოთქვეს სოლომონის ასეთი საქციელის გამო.

– მოახსენეთ მეფეს, – აგრძელებდა ამასობაში სოკოლოვი, – რომ მისთვის ახლა ყველაზე უფრო მეტად ხელსაყრელი წუთია იმისთვის, რათა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კეთილგანწყობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რომლის შენარჩუნებაც მას მხოლოდ უზენაესი სურვილის აღსრულებით შეუძლია. მეფემ მე მითხრა, რომ მას სჭირდება გარკვეული დრო ხელმწიფე იმპერატორისადმი პასუხის ჯეროვნად მომზადებისათვის, ამიტომ გთხოვთ დაარწმუნოთ მისი უმაღლესობა, რომ მისი საუკეთესო და უწესიერესი პასუხი უზენაეს სიგელზე შეიძლება იყოს მხოლოდ ის, როცა იმპერატორის სურვილი ინება აღსრულებული.

სოკოლოვის მიერ მოპატიჟებული თავადები დაპირდნენ ყოველივე მათ მიერ მოსმენილი მეფისათვის გადაეცათ და ამასთან ერთად სოლომონის მიერ გადაწყვეტილების უსწრაფესად მიღებისთვის თავიანთი თანადგომაც გამოეყენებიათ. მაგრამ იმერეთის მეფე ურყევი რჩებოდა; იგი ყველას ეუბნებდა, რომ ელოდება მდივანს თავად სოლომონ ლეონეძეს, თუმცა კი ცნობილი იყო, რომ მას თან სამი მწერალი ახლდა, რომლებიც მთელ მიმოწერას აწარმოებდნენ ქართველ თავადებთან და სხვა აზიელ მფლობელებთან. 

თავადი სოლომონ ლეონიძე, იმერეთის მეფის მაშინდელი მდივანი, თავისი ორპირობით იყო ცნობილი, და შესაბამისად, მის ჩამოსვლას საქმისთვის კარგი მიმართულების მიცემა არ შეეძლო; მაგრამ ვერაფერს გააწყობდა და სოკოლოვმაც გადაწყვიტა მის ჩამოსვლას დალოდებოდა.

5 აგვისტოს თავადი ლეონიძე იმერეთში დაბრუნდა და სოკოლოვს კოვალენსკის წერილი გადასცა, რომელშიც ის წერდა, რომ «ამ თავადმა, თავისი განსაკუთრებული გულმოდგინებით, სიტყვა მომცა დაიყოლიოს მეფე არა მხოლოდ პატიმრობაში მყოფი ბატონიშვილის მოცემაზე, არამედ ჩვენი ინტერესებისადმი მის შემდგომ კეთილგანწყობაზეც. მე თავს მოვალედ ვრაცხ ამის შესახებ შეგატყობინოთ, რეკომენდაციას გაძლევთ რა, რომ იგი, თავადი ლეონიძე, როგორც ადამიანი, რომელიც თავისი ღირსებების მხრივ ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, თქვენც გაიცნოთ და მის მიმართ კეთილად განეწყოთ».

ვერც ლეონიძის დაპირებებმა, ვერც კოვალენსკის რეკომენდაციამ საქმეს ვერ უშველეს.

7 აგვისტოს თავადი ლეონიძე სოლომონ მეფის მიერ სოკოლოვთან იქნა გამოგზავნილი, სახლთუხუცეს თავად წერეთელთან და მეფის ბიძა თავად ბეჟან ავალიშვილთან ერთად. 

– მისი უმაღლესობა თუმცა კი სრულწლოვანი არ არის, – ამბობდნენ ისინი, – მაგრამ სრულად გრძნობს ხელმწიფე იმპერატორის მისდამი წყალობის ფასს. მთელი მისი მზადყოფნისას, რომ უზენაესი ნება აღასრულოს, მეფე იმდენად შევიწროვებულ გარემოებებში იმყოფება, რომ მისი აღსრულებით თუმცა კი ისე ჩანს, რომ მის სამეფოს და თავად მისი პიროვნებასაც შეუძლიათ კეთილდღეობას მოელოდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ამ თხოვნის აღსრულებით, შესაძლოა თავად იგი და მისი სამეფოც დაქვეითებაში მოვიდნენ.

– რისგან არის ასეთი დასკვნები გაკეთებული? კითხულობდა გაკვირვებით სოკოლოვი.

– ახლანდელი გარემოებები ჯერ კიდევ იმერეთში თქვენს ჩამოსვლამდე გაცილებით უფრო ადრე არსებობდა, ესე იგი, რომ მეფეს ომი ჰქონდა თავად დადიანთან, ლეჩხუმისა და ოდიშის მთავართან. ამ დრომდე მის უმაღლესობას სასურველი წარმატება ჰქონდა, დაიმორჩილა რა ლეჩხუმის ოლქის სამი ციხესიმაგრე და ბევრი სოფელი, რომელთა მფლობელებმაც უკვე დადეს ფიცი ერთგულებაზე. ახლა მხოლოდ ჭყვიშის ციხესიმაგრის აღებითღა გვრჩება ეს ომი დავასრულოთ. ამიტომ, თუ მეფე კონსტანტინე ბატონიშვილს გათავისუფლებს და მას თქვენთან ერთად რუსეთში გამოუშვებს, მაშინ ყველანი საერთოდ იფიქრებენ, რომ მეფემ ეს რუსეთის იმპერატორის მხრიდან რაიმენაირი იძულებით გააკეთა, და არა ნებაყოფლობით გაუშვა. ამის შედეგი შესაძლოა იყოს ის, რომ უკვე დამორჩილებულმა და ფიცის მომცემმა მფლობელებმა, უარი თქვან თავიანთ ფიცზე და ისევ თავად დადიანს მიუბრუნდნენ და ამით მოსპონ მთელი ის წარმატება, რომელიც ამ ომში მეფეს ჰქონდა და რისი იმედიც კიდევ აქვს.

– ასეთ შემთხვევაში მე საწინააღმდეგო აზრისა ვარ, – პასუხობდა სოკოლოვი. – თუ მისი უმაღლესობა ინებებს პირდაპირ გაიგოს იმპერატორის სიტყვა და მისი ძალა, მაშინ, საპირისპიროდ, მე ვფიქრობ, რომ როცა დამორჩილებულ მოწინააღმდეგეთა და მეზობლების ცნობამდე მიაღწევს, რომ მეფემ რუსეთის იმპერატორის სურვილი აღასრულა და მისი ასეთი საქციელის სანაცვლოდ მისი უდიდებულესობა ინებებს მეფესა და მის სამეფოს თავის მფარველობას დაჰპირდეს, მაშინ პირველები ვერ გაბედავენ რაიმე იღონონ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ და უფრო მეტად მისკენ მორჩილებით შემობრუნდებიან, უკანასკნელნი კი იძულებულნი შეიქნებიან მისი უმაღლესობის მეგობრობა ეძიონ.

– თუმცა კი თქვენი მსჯელობა სამართლიანია, მაგრამ მეფე, იმყოფება რა საწინააღმდეგოს შიშის ქვეშ, იმაზე უწინ არ დათანხმდება უზენაესი ნება აღასრულოს და კონსტანტინე ბატონიშვილი გაათავისუფლოს, თუ არა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ დაწყებულ მოქმედებათა დასრულების შემდეგ და ამისთვის თქვენს დახმარებას მოითხოვს.

– მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მეფის დახმარებას რომ შევუდგე, არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მთავარსარდალსაც კი არ შეუძლია, ამაზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საგანგებო ბრძანების გარეშე. ამასთანავე, ვიცი რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილი, რომ ყველა მეზობელ ოლქთან მეგობრულ ურთიერთობებში იყოს, ვეჭვობ, რომ ხელმწიფე იმპერატორმა, არ იცის რა მის უმაღლესობასა და თავად დადიანს შორის მტრულ მოქმედებათა ჭეშმარიტი მიზეზები, მასში მონაწილეობის მიღება ისურვოს.

– მეფე, აქვს რა მტკიცე განზრახვა მოკლე დროში დაასრულოს ომი დადიანთან, ინებებს თავად გაემართოს სალაშქროდ, და იმაზე უწინ არ შეუძლია გადაწყვიტოს კონსტანტინე ბატონიშვილის რუსეთში გამოშვება, თუ არა თავისი ომის კეთილსასურველად დასრულების შემდეგ. მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის შუამდგომლობის პატივისცემისთვის კი, მეფე, დაბრუნდება რა ლაშქრობიდან ქუთაისში, მისცემს ბატონიშვილს თავისუფლებას და, გარემოებების და მიხედვით, ან შესაფერი სახით თავისთან დაიტოვებს, და აღზრდის, როგორც თავის შემდეგ კანონიერ მემკვიდრეს, ან კიდევ მას რუსეთში გამოგზავნის.

– არა ვარ რა ხელმწიფე იმპერატორისგან რწმუნებული არანაირ წინადადებებზე, ჩემი მისიის საგანთან დაკავშირებით, და ვიფარგლები რა მხოლოდ უზენაესი სიგელის აზრით, მე მოველი მხოლოდ იმას, რომ კონსტანტინე ბატონიშვილი, მიიღებს რა თავისუფლებას, ჩემდამი იქნას ჩაბარებული რუსეთში წასაყვანად.

ამ პასუხით გამოგზავნილები იმერეთის მეფესთან გაემართნენ და ორი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს დილას, ისევ სოკოლოვთან იქნენ გამოგზავნილნი. მათ გამოუცხადეს, რომ სოლომონი თავის უწინდელ აზრზე რჩება, და სთავაზობდნენ სოკოლოვს გამგზავრებულიყო ტფილისში და იქიდან მოეხსენებია, სადაც საჭირო იყო, სოლომონის პასუხის შესახებ. გამოგზავნილნი ჰპირდებოდნენ, რომ თუ შემდეგ იმპერატორი ალექსანდრე I ისურვებს კონსტანტინე ბატონიშვილი განთავისუფლებული იხილოს, მაშინ მეფე დაუყოვნებლივ გამოგზავნის მას ტფილისში.

– მე ვერ ვბედავ ჩემს მიერ მეფისთვის გადაცემული უზენაესი სიგელის აზრის ფარგლებს გარეთ გასვლას, პასუხობდა ამაზე სოკოლოვი. – ამასთან კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ მეფის არაერთჯერადი დარწმუნებების შემდეგ მისი სურვილის შესახებ სარგებლობდეს იმპერატორის წყალობითა და მფარველობით, ვრჩები სრული იმედით იმაზე, რომ მეფე დათანხმდება აღასრულოს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილი არა სანახევროდ, არამედ ზუსტად ისე, როგორც სიგელშია გადმოცემული, ე. ი., რომ იგი გაათავისუფლებს ბატონიშვილ კონსტანტინეს და ჩამაბარებს მას მე, რუსეთში წასაყვანად.

გამოგზავნილები სოლომონთან გაემართნენ და ორი საათის შემდეგ უკანვე დაბრუნდნენ განცხადებით, რომ მეორე დღეს მეფე სალაშქროდ მიემართება და სთავაზობს სოკოლოვს გაემგზავროს ტფილისში საპასუხო სიგელით, რომელშიც სოლომონი იმპერატორ ალექსანდრეს წერდა, რომ ვერ პოულობს ვერანაირ საფუძველს, «ვერც ნების მიმცემსა, და ვერც მაიძულებელს» კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე. იმერეთის მეფე ირწმუნებოდა, რომ თავისი უშვილობის გამო, ბატონიშვილს იშვილებს და თავის მემკვიდრედ გამოაცხადებს, მაგრამ თუ კი, ამბობდა იგი, «ყოვლისშემძლე თავისი წყალობით ჩვენ მემკვიდრედ ძეს გვიბოძებს, მაშინ მე ბატონიშვილ კონსტანტინეს უზენაეს კარზე გამოვგზავნი და ამით როგორც უმდაბლესი მონა თქვენი უდიდებულესობისა თქვენს იმპერატორობით ბრძანებას აღვასრულებ» (Переводъ грамоты царя Соломона 9-го августа 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-1803 гг., № 1)

იმავე საღამოს სოკოლოვი მეფესთან იქნა მიპატიჟებული. სოლომონი ბოდიშს იხდიდა იმისთვის, რომ არ შეუძლია იმპერატორ ალექსანდრეს სურვილის აღსრულება; მას თავის გასამართლებლად ის გარემოებები მოჰყავდა, რომლებშიც თავად დადიანის წინააღმდეგ თავისი მტრული მოქმედებებითაა ჩაყენებული. სოკოლოვი, სთხოვდა რა კონსტანტინე ბატონიშვილის ჯანმრთელობის მოფრთხილებაზე, გამოუთქვა მეფეს თავისი იმედი, რომ იგი აღასრულებს იმპერატორის სურვილს, თუ ეს მას ხელმეორედ გამოეცხადება. «მეფე არა მხოლოდ დამპირდა მე ეს აღესრულებინა, – წერს სოკოლოვი, – არამედ ღმერთიც კი დაიფიცა (но и побожился)».

მომდევნო დღეს, 10 აგვისტოს, დაახლოებით შუადღეზე, სოლომონი ნამდვილად სალაშქროდ წავიდა მთელი თავისი კარის, სარდლისა (მთავარსარდლის) და უზარმაზარი ზარბაზნის თანხლებით, რომელიც 20 წყვილ ხარს გაჭირვებით მიჰქონდა. სოკოლოვთან კი სახლთუხუცესი თავადი ზურაბ წერეთელი მოვიდა, რომელიც სოლომონის მიერ სოკოლოვის გამცილებლად იყო დანიშნული, და ისინიც ასევე გზას დაადგნენ. სახლთუხუცესი ბადრაგთან ერთად, რომელიც ასი ცხენოსანი და ქვეითი იმერლისგან შედგებოდა, ჩვენს წარგზავნილს არა მხოლოდ საქართველოს საზღვრამდე აცილებდა, არამედ თვით გორის ციხესიმაგრემდეც, სადაც ისინი 15 აგვისტოს მოვიდნენ. 

ამრიგად დავალება, რომელიც სოკოლოვს იმერეთის მეფისადმი ჰქონდა მიცემული, წარმატებით ვერ დაგვირგვინდა, და იგი ტფილისში გაემგზავრა. იქ მან ჰპოვა მოსახლეობა, რომელიც უკმაყოფილო იყო რუსული მმართველობით და რომელმაც გადაწყვიტა თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ იმპერატორ ალექსანდრესთვის განეცხადებია.


დანართი 

ასლი ინსტრუქციისა, რომელიც მიეცა კოლეგიის მრჩეველ სოკოლოვს 

ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი ნებით, თქვენ ინიშნებით იმერეთში გამგზავრებისთვის მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი სიგელით სოლომონ მეფისადმი, მისი უმაღლესობის წინაშე კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე შუამდგომლობისთვის, რომელსაც მუხურის ციხესიმაგრეში მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებენ, თქვენს დასახმარებლად კი, აზიური ენების, იქაური ადგილებისა და წეს-ჩვეულებათა ცოდნის გამო, მოემგზავრება საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის უწყების კოლეგიის ასესორი იაკოვლევი; რისთვისაც თქვენს სახელმძღვანელოდ ამ უზენაესი დავალების ზუსტად აღსრულებისთვის გიბრძანებთ შემდეგს:

1-ლი. ამ დარიგების მიღებისა და აგრეთვე საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიიდან აქეთ და იქით გზაზე მგზავრობისთვის თავად თქვენთვის ხუთასი ჩერვონეცის, იმერელი ბატონიშვილის აქ ჩამოყვანისთვის ხუთასი ჩერვონეცისა და იქითვე და უკან თქვენთან გამწესებული კოლეგიის ასესორის იაკოვლევის მგზავრობისთვის ორას ორმოცდაათი ჩერვონეცის, და მგზავრობისთვის ყოველივე აუცილებლით მოსამარაგებლად თქვენ ორივესთვის, ერთდროულად წლიური ხელფასებიდან გამოქვითვის გარეშე, მიღების შემდეგ, ინებეთ თქვენ ორივემ, დაუყოვნებლად თქვენთვის განკუთვნილ გზას დაადგეთ. მოზდოკში ჩასვლის შემდეგ კი, უფლება გაქვთ, იმ ბრძანებულების ძალით, რომელიც საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიიდან თქვენ მოგეცათ, მოითხოვოთ იქაური უფროსობისგან ტფილისამდე თქვენი უსაფრთხო მოგზაურობისთვის გამცილებლები და გარემოებათა მიხედვით თქვენთვის საჭირო დახმარებაც. ხოლო ტფილისში ჩასვლის შემდეგ კი გამოცხდდით იქაურ მთავარსარდალთან ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგთან, ვისაც, ჩააბარებთ რა ჩემს წერილს (და თქვენთვის ჩაბარებულ საგანგებო პაკეტს, რომელიც შეიცავს უზენაეს სიგელს ერევნის ხანისადმი და სხვა ქაღალდებს სომეხთა პატრიარქის დანიელის არჩევის შესახებ), ამის თანაბრად, გამოითხოვთ მისგან, რაზმს იმერეთში თქვენი გზის უსაფრთხოდ გაგრძელებისთვის.

მე-2. იმერეთში ჩასვლის შემდეგ, თქვენ წინასწარ უნდა გაგზავნოთ მის უმაღლესობა სოლომონ მეფესთან თქვენთან გამწესებული კოლეგიის ასესორი იაკოვლევი, როგორც თქვენი ჩასვლის შესახებ შეტყობინებისთვის, ისე იმ დროის გამოთხოვნისთვისაც, როცა მეფე დაგინიშნავთ თქვენ რომ მას ეახლოთ თქვენგან უზენაესი სიგელის მისაღებად. 

თქვენთვის საამისოდ დანიშნულ დროს კი, მიხვალთ რა სასახლეში და შეხვალთ მოსასვენებელში, რომელშიც მეფე იქნება, მის უმაღლესობას მიმართეთ მისალმებით: «რომ ყოვლადმოწყალე ხელმწიფე იმპერატორმა გამოგგზავნათ თქვენ მის უმაღლესობასთან მეგობრული და მოწყალე მისი იმპერატორობითი სიგელით», რომელსაც მეფეს მოწიწებით იქვე გადასცემთ კიდეც. უეჭველად, მეფე, მიიღებს რა სიგელს, თქვენ დაჯდომას შემოგთავაზებთ, მაშინ თქვენ ხელმწიფე იმპერატორის სახელით იკითხავთ მისი უმაღლესობის, დედოფლის მისი მეუღლისა და მთელი სამეფო სახლის ჯანმრთელობის შესახებ, ხოლო შემდეგ კი გადასცემთ მას მისლმებას ჩემგანაც. რამდენიმე წუთის შემდეგ, ადგებით რა ისევ, აუხსნით მას თავაზიანად: «რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, დარწმუნებულია რა მისი სამეფო უმაღლესობის მეგობრობასა და მისდამი მუდმივ ერთგულებაში, რომლებიც ერთმორწმუნეობის გამო უძველესი დოიდან არსებობს, იმედოვნებს თავისი უზენაესი სურვილის, რომელიც სიგელშია შეთავაზებული, მის მიერ ზუსტად აღსრულებას». ხოლო როცა თქვენ შემდეგ მეფეს დაემშვიდობებით, ითხოვეთ მისი უმაღლესობისგან, რომ ნება მოგეცეთ პატივისცემის დამოწმებისთვის მიდიოდეთ სასახლეში იმ სათებში, რომელთა დანიშვნასაც მისი უმაღლესობა ინებებს.

სასახლიდან თქვენი ბინაში დაბრუნების შემდეგ კი, კოლეგიის ასესორის იაკოვლევის ხელით მეფეს გაუგზავნეთ, თქვენთან ერთად გამოგზავნილი საათი, ბრილიანტებით შემკული, ხელმწიფე იმპერატორისგან საჩუქრად მისი უმაღლესობისთვის დანიშნული. 

მეფესთან თქვენი მეორე პაემნის დროს სთხოვეთ მის უმაღლესობას ნებართვა ეახლოთ დედოფალს მის მეუღლესა და მათ შვილებს, და ამის თანაბრად მისი კარის დიდებულთაგან გამორჩეულებსაც. ხოლო როცა ამის ნება მოგეცემათ, მაშინ თქვენს მიერ დედოფალთან და მეფის შვილებთან სტუმრობისას თითოეულ მათგანს წესიერად მიესალმეთ ხელმწიფე იმპერატორისა და მათ უდიდებულესობათა ხელმწიფა იმპერატრიცების სახელით.

მეფესთან და დედოფალთან თქვენი პირველი სტუმრობისას აზიური ეთიკეტი დაიცავით, ესე იგი პირველად თავი ქამრამდე დაუხარეთ (первый поклонъ сделайте въ поясъ), ხოლო შემდგომში კი ჩვეულებრივი პატივისცემითა და თავაზიანობით გამოცხდდით.

მე-3. შესაძლოა, რომ მეფე, შეიტყობს რა თქვენი ჩასვლის შესახებ, სასახლის კარზე თქვენი მიპატიჟებისთვის რომელიმე მოხელეს ან თავისთან დაახლოებულ პირს გამოგზავნის, მაშინ თქვენ ამ გამოგზავნილს, მიიღებთ რა მეგობრულად, შეეცადეთ ყველანაირად მიეალერსოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში შეგეძლოთ მისი შუამდგომლობის ან დახმარების მეშვეობით, თუ იგი მეფის ნდობითაა აღჭურვილი, გქონდეთ წარმატება თქვენზე უზენაესად დაკისრებული დავალების აღსრულებაში.

თუმცა უმცირესი ეჭვიც კი არ არის იმაში, რომ მეფე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილს, რომელიც უზენაეს სიგელშია გადმოცემული, ხალისით აღასრულებს, მაგრამ ზედმეტი არ იქნებოდა თქვენთვის გაგერკვიათ, თუ ვინ არიან მისი ყველზე უფრო მეტი ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთაც მასზე და ხალხზე ყველაზე უფრო მეტი გავლენა გააჩნიათ, რათა შეგვეძლოს ჩვენ ასეთის გამოყენება, გარემოებების და მიხედვით, მეფის დარწმუნებისთვის კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებაზე მის დასაყოლიებლად.

მე-4. როცა კონსტანტინე ბატონიშვილი თქვენ გადმოგეცემათ, მაშინ, მეფის დარწმუნების შემდეგ «მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მადლიერების შესახებ მისი ასეთი საქციელისთვის, რომელიც მან ხელმწიფე იმპერატორისთვის სასურველად გააკეთა», დაუყოვნებლივ იჩქარეთ ბატონიშვილთან ერთად ტფილისში დაბრუნება.

ამ ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ კი, შეგიძლით თქვენ მასში რამდენიმე ხანს აიღოთ დასვენება, განსაკუთრებით ყმაწვილი ბატონიშვილისთვის, რათა არ დაქანცოთ იგი გაუჩერებელი მოგზაურობით იქაურ ადგილებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, მეტად არამშვიდია.

საქართველოში თქვენი მოგზაურობის გაგრძელებისას კი ესტუმრეთ ორივე ქვრივ დედოფალს, მეფეთა ძეებსა და ასულებს, ისევე როგორც საქართველოს უპირველეს პირებს თავადების, აზნაურებისა და სასულიერო წოდებისგან, რომლებიც იქ ცხოვრობენ, და ჩემი სახელით მოახსენეთ მათ პტივისცემით სალამი და უსურვეთ მათ ნანატრი ჯანმრთელობით დატკბობა.

თუ თქვენ იქ ბატონიშვილის შენარჩუნებისთვის რაიმეში შეგხვდებათ საჭიროება, მაშინ ყველაფრის შესახებ ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგს მიმართეთ; ასევე ტფილისიდან თქვენი უკან გამოგზავრებისას, სთხოვეთ მას საჭირო რაოდენობის გამცილებლები ბატონიშვილთან და კოლეგიის ასესორ იაკოვლევთან ერთად მოზდოკში უსაფრთხოდ და მშვიდად ჩამოსვლისთვის, სადაც, მოძებნით რა ბატონიშვილისთვის კარეტას ან ეტლს, და მოამარაგებთ რა მას ტანსაცმლითა და ყველაფრით, რაშიც საჭიროებას შენიშნავთ, თქვენთვის ამაზე მოცემული 500 ჩერვონეციდან, გააგრძელებთ თქვენს მგზავრობას აქეთკენ და ჩემთან გამოცხადდებით.

მე-5. კონსტანტინე ბატონიშვილთან ერთად აქეთკენ მთელი გზის განმავლობაში, როგორც თქვენ, ისე თქვენთან მყოფი კოლეგიის ასესორი აიკოვლევიც, მას უნდა ექცეოდეთ ალერსიანად და არანაირ გულისტკენას არ აყენებდეთ, არამედ მისი ყმაწვილობისადმი პატივისცემით ეცადეთ შესაძლებელ სურვილებში მას ასიამოვნოთ და ასევე ამშვიდებდეთ.

ბინებზე კი, სადაც მასთან ერთად გაჩერდებით, თავი აარიდეთ ყველა საფრთხეს, თუ სადმე შეგხვდებათ სნეული, მით უმეტეს ყვავილით დაავადებული, მაშინ ასეთისგან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ; ვინაიდან ეს ავადმყოფობა აღმოსავლელი ხალხებისთვის თავისი შედეგებით მეტად საშიში არის ხოლმე.

მე-6. უზენაესი სახელით იმერეთის მეფისთვის დანიშნული საჩუქრების გარდა, თქვენთან ერთად გამოგზავნილი ორი ოქროს და ორი ვერცხლის საათი, გამოიყენეთ საჩუქრებად, სადაც თქვენი შეხედულებით საჭირო იქნება, ხოლო აქ თქვენი ჩამოსვლისას, მოვალე იქნებით ჩაგვაბაროთ საფუძვლიანი ანგარიში მათ გამოყენებაში, იმის ჩვენებით, თუ ვის რა მიეცა და როგორი დამსახურებისათვის.

მე-7. ყოველივეს დასკვნაში კი, საჭიროდ მივიჩნევ აღგინიშნოთ ისიც, რომ თქვენ რამდენადაც შესაძლებელია ეცადოთ თქვენდამი დავალებული საქმე სწრაფად შეასრულოთ და აქ დაბრუდეთ. მიეცა ს.-პეტერბურგში, 1802 წლის 27 მაისს.

საგანგებო საიდუმლო ინსტრუქცია კოლეგიის მრჩეველს სოკოლოვს 

(ეს ინსტრუქცია სრულადაა მოყვანილი წინა წერილში «რუსული მმართველობის პირველი დღეები საქართველოში»; აქ ქვემოთ მოვიყვანთ ამ ინსტრუქციის ბოლო მე-9 პუნქტს, რომელიც სამეგრელოს მთავარ დადიანთან რუსეთის მთავრობის ურთიერთობებს, აგრეთვე სოლომონ მეფისა და დადიანის დაპირისპირებას შეეხება, და ამ თავში გადმოცემულ პრობლემებთანაა შეხებაში, აგრთვე, შემდეგ, «წერილს /დანართს/ საიდუმლო ინსტრუქციის მე-9 მუხლზე», სადაც დადიანთან ურთიერთობის საკითხები უფრო დაწვრილებითაა გადმოცემული)

9) აქვე დართული წერილიდან თქვენ იხილავთ, თუ როგორ ეწყალობა ყოვლადმოწყალედ წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ოდიშისა და ლეჩხუმის მთავარს დადიანს, და როგორი ცვლილებები შეემთხვა ამის შემდეგ ამ მფლობელს, რომელთა გამოც ჩემგან ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგს განმეორებით ეცნობა უზენაესი ბრძანება, რათა მან ოდიშისა და ლეჩხუმის მფლობელთან მომხდარი არასასურველი შემთხვევის ნამდვილი მიზეზების გარკვევამდე, აღნიშნული ორდენი მომავალში მიღებულ ბრძანებამდე თავისთან შეინახოს. ზედმეტი არ იქნება თუ თქვენ გამოიჩენთ მცდელობას თავად იმერეთში, დაზვეროთ, ზუსტად როგორი ჩანაფიქრით იქნა თავადი დადიანი, რომელმაც საკუთარ თავზე იმერეთის მეფის რისხვა დაიტეხა, განდევნილი თავისი ოლქიდან, და ეს მისი განდევნა სამართლიანობის მოქმედებაა თუ მხოლოდ ძალადობისა სოლომონ მეფის მხრიდან. მიეცა ს.-პეტერბურგში 1802 წ. 27 მაისს.

წერილი (დანართი) საიდუმლო ინსტრუქციის მე-9 მუხლზე 

ბატონ გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისგან მიღებული მომართვა მასზე წერილის დართვით თავად დადიანისგან ოდიშისა და ლეჩხუმის მთავრისგან ამ უკანასკნელის განზრახვის შესახებ შეაწუხოს ხელმწიფე იმპერატორი თხოვნით მისთვის წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის წყალობის თაობაზე 1801 წლის 22 დეკემბერს გადაეგზავნა ბატონ ნამდვილ საიდუმლო მრჩეველს ტროშჩინსკის, რათა მიერთვა უზენაესი განხილვისთვის.

1802 წ. 21 იანვარს ბატონმა ტროშჩინსკიმ თავისი მიმართვა თან დაურთო წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენს ამ თავად დადიანისთვის გასაგზავნად, განმარტა რა, რომ ეს ნიშნები ეწყალობა საბჭოში ამის შესახებ დადგენილების მიღების შედეგად.

მალევე ბატონ კნორინგისთვის ამ ორდენის გაგზავნის შემდეგ უზენაეს სიგელთან ერთად თავად დადიანისთვის მისატანად, ბ-ნ კნორინგისგან მიღებულია 8 თებერვლის წერილი, # 422, რომლითაც იგი გვატყობინებდა, რომ იმერეთის მეფის მიერ წარმოგზავნილის მეშვეობით მისთვის შეტყობინებული ცნობებით, თავადი დადიანი, იმერეთის მეფის წინააღმდეგ გარკვეული ჩანაფიქრის გამო, განდევნილია თავისი სამფლობელოდან, და რომ ასეთი ცნობა დასტურდებოდა ბატონ გენერალ-მაიორ ლაზარევის მოხსენებითაც.

უზენაეს განხილვაზე წარსადგენად ამ ბატონ კნორინგის მომართვის შესახებ, უზენაესი ბრძანებითვე 10 მარტს მას დაევალა: 1) რომ მის წარმოდგენამდე თავად დადიანის განზრახვის შესახებ ეთხოვა თავისთვის განსხვავების ასეთი ნიშანი, მას უნდა გამოეკვლია, კანონიერად სარგებლობდა თუ არა თავადი დადიანი დამოუკიდებლობით. 2) რომ ახალი შემთხვევისა და თავად დადიანის განდევნის აღწერაში ბ-ნ კნორინგს უფრო დაწვრილებით უნდა აეხსნა გარემოებანი და მიზეზები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს (მოახდინეს), და რაში შედგებოდა ბოროტი ჩანაფიქრები, და მისი განდევნა სამართლიანობის მოქმედებაა თუ ძალადობისა.

ბატონ კნორინგის 14 აპრილის პასუხი, # 1106, იმაში მდგომარეობდა, რომ მან უბრძანა საფუძვლიანად დაეზვერათ იმერეთსა და ოდიშში იმ მიზეზების შესახებ, რომლებმაც დადიანის განდევნა მოახდინეს; რომ იგი განსაკუთრებით შუამდგომლობდა ამ თავადისთვის ორდენის წყალობის შესახებ და არ ღწერდა ამ მფლობელის მდგომარეობას იმ გარემოებათა არცოდნის გამო, რომლებმაც მის გარდაცვლილ მამას თავად კაცია დადიანს წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი მოუტანეს, და იმ მიზეზებისა, რომელთა მიხედვითაც მისი ამ ვაჟისთვის, თავად გრიგოლისთვის, იყო დაპირებული ამ უკანასკნელის სიმამრის, საქართველოს ყოფილი მეფის გიორგის მეშვეობით, მისი უდიდებულესობის ხელმწიფას ეკატერინე II-ის სიცოცხლეში, და რომ ბ-ნი კნორინგი, ვარაუდობდა რა რომ ეს ყოველივე სამინისტროსთვის ცნობილია, ფიქრობდა, რომ თავად დადიანის თხოვნასთან დამოკიდებულებით ოდიშის უწინდელ მფლობელებთან ურთიერთობების მიმართებაში მას დაუსვამდნენ კითხვას იმის შესახებ, რაც დამატებით საჭიროა ახლა ამის თაობაზე დაიზვეროს (გაირკვეს). რომ ორდენი მასთან ინახება, და რომ მას ამის შესახებ დადიანისთვის არ შეუტყობინებია. 

5 მაისს ბ-ნ კნორინგს ვიცე-კანცლერისგან ეცნობა დადასტურება უზენაესი ბრძანებისა, რომელიც მას 10 მარტს გაეგზავნა, და რომ თავად დადიანისთვის ყოვლადმოწყალედ ბოძებული ორდენი, მომავალში ბრძანებამდე თავისთან შეენახა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment