Monday, October 3, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი შფოთიანობის განვითარებისა და მისი დაწყნარების, ვახტანგ ბატონიშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მთავარსარდლად თავად ციციანოვის დანიშვნის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XXV 

(შფოთიანობის განვითარება და მისი დაწყნარება. – ვახტანგ ბატონიშვილის დაპატიმრება. – საქართველოში მთავარსარდლად თავად ციციანოვის დანიშვნა.)

დატოვა რა საქართველო მმართველობის გახსნისა და ხალხის დაფიცების შემდეგ, კნორინგი გეორგიევსკში გაემგზავრა და იმ დროიდან არც ერთხელ ტფილისში აღარ ჩამოსულა. მთავარსარდალმა ვერ გაიგო მასზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელოვნება, ვერ გაიგო ის ადმინიასტრაციული და საბრძოლო მნიშვნელობა, რომელიც კავკასიის დამორჩილების საქმეში საქართველოსთვის იყო განკუთვნილი. მისცა რა მმართველს უფლება საქართველოში ყველაფერი თავისი თვითნებობის მიხედვით განეკარგა, კნორინგმა მხარის ნამდვილ დაწყნარებას (დამშვიდებას) მთიელებთან წვრილ-წვრილი და არაფრის მომტანი მოლაპარაკებები ამჯობინა. მთიელები მიცემულ პირობებსა და დადებულ ხელშეკრულებებს პირველსავე ხანებში არ ასრულებდნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მთავარსარდალს, რომ მათთან ახალი ხელშეკრულებები დაედო, და ამ შემთხვევაში იქნება და-ს იმედი ჰქონდა (надеясь въ этомъ случае на авось), რომელსაც რუსი ადამიანი გაძნელებული მდგომარეობიდან ყოველთვის გამოჰყავდა. საქართველოს კნორინგი გეორგიევსკიდან იმავე ცრუ სათვალით უყურებდა, რომელიც მისი მმართველის მიერ ჰქონდა შეთავაზებული, და ამის გამო შემდგომში ბევრი საყვედურიც დაიმსახურა, რომლებიც თუმცა კი მის მიერ სულაც არ იყო დამსახურებული, არამედ ხასიათის სისუსტის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო დაშვებული. თუმცა ის ბოროტად გამოყენებანი, რომლებიც საქართველოს უმაღლეს მმართველობაში შემოიპარა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კნორინგის პიროვნებას მივაწეროთ, მაგრამ ხალხი მას უყურებდა როგორც მთავარსარდალს, რომლის ძალაუფლებაშიც გახლდათ მათი განადგურება. ქართველები უწინარეს ყოვლისა კნორინგს უმოქმედობას საყვედურობდნენ, და სამართლიანადაც. სისუსტე და უტაქტობა ზოგჯერ უფრო მავნეა, ვიდრე სიმტკიცე და ნებისყოფის ძალა, თუმცა კი ცუდ მხარეს მიმართული. უკანასკნელს შეიძლება თავი აარიდო, მაშინ როდესაც პირველს შეიძლება ასეულობით არაკეთილგანმზრახველი პირი დაეუფლოს, რომელთაგან ტყორცნილ ბადესაც ძნელია თავი დააღწიო. ასე იყო კნორინგთან დაკავშირებულ ამ შემთხვევაშიც. ქართველებისთვის მძიმე იყო მისი ადმინისტრაციული საქმიანობა, და ისინი ეძიებდნენ სახსრებს იმისთვის, რათა ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან გამოსულიყვნენ. – «მთავარსარდალს, – წერდა თანამედროვე, – როგორც მეჩვენება, განუზრახველად, მხოლოდ სისუსტისა და მმართველისადმი შეუზღუდველი ნდობის გამო, მხედველობიდან გამორჩა ძალზედ ბევრი საგანი ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობის მოსატანად, რომლის მიღების იმედიც მას მონარქისგან ჰქონდა, რომელმაც მის (ქართველი ხალხის) ბედს თანაგრძნობითა და თანაგანცდით შეხედა». 

ივლისის ბოლოს კახეთში ხალხის გარკვეული მღელვარება გამოვლინდა. თავადებმა, რომლებიც საქართველოს რუსეთისადმი შემოერთებით უკმაყოფილონი იყვნენ, დაიწყეს ხმების გავრცელება იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული აქვს ყველა თავადი რუსეთში გაიყვანოს; რომ ყველა ქართველი გადასახლებული იქნება, და მათ ადგილას კაზაკებს დაასახლებენ; რომ მოკლე ხანში რეკრუტების გაწვევა იქნება; რომ ეკლესიას უძრავ მამულებს ჩამოართმევენ, ხოლო ხალხისგან კი ერთბაშად ორი წლის ხარკს (გადასახადს, подать) მოითხოვენ (Изъ письма князю Герсевану Чавчавадзе. Т. А. К. Н.).

«თუ აქაური ცნობები გაინტერესებს, – წერდა უცნობი თავად იოანე ორბელიანს, – მანიფესტი, რა თქმა უნდა, შენ უკვე ნახე, ახლა დიმიტრი ორბელიანს მისცეს სარდლობა, შენ კი ის უკვე აღარა გაქვს. ბატონიშვილებს უკან აღარ უშვებენ, და მე მოვისმინე, რომ მათაც, რომლებიც თქვენთან იმყოფებიან, აქეთკენ მოითხოვენ; ხოლო როცა ისინი გადმოყვანილი იქნებიან, საქმე ისეა მოწყობილი, რომ ბაგრატიონთა ყველა ნათესავი და ახლობელი აქვე გადმოიყვანონ, ხოლო შემდეგ კი ყველა წარჩინებული (დიდგვაროვანი) ადამიანიც, თავადები, აზნაურები და მანდაური გლეხების აქეთკენ გადმოყვანა და დასახლება უნდათ, აქაური კაზაკები კი 14 ათასი კომლი საქართველოში გადმოჰყავთ. თუ გსურს იცოდე, ყველაფერი ეს თქვენი გარსევანის მიერაა გაკეთებული. მას გენერლის ჩინი მისცეს, თქვენ კი დაიღუპენით. მე შენი მამის პური მიჭამია და შენ სამართლიანად (სიმართლეს) გწერ» (3-го января 1802 г. Акты Кавк. Археог. Комм., т. I, 442, № 557).

დავით ბატონიშვილი ჰყვებოდა, რომ მთელი თათრები კაზაკებად იქნებიან გადაქცეულნი და მათ უფროსად ყოფილი სარდალი თავადი ორბელიანი იქნება დანიშნული, რომელსაც აქედან 40 ათასი მანეთი შემოსავალი ექნება. თათრებმა ამის შესახებ ბატონიშვილის წერილიც კი მიიღეს.

– რატომ თქვენ არ ეძიებდით ამ ადგილს? ეკითხებოდნენ თავადები დავით ბატონიშვილს.

– მე ქვეყნად არაფრის გულისთვის კაზაკის სამოსელს არ ჩავიცმევ, – პასუხობდა იგი.

– უმჯობესია კაზაკის მუნდირი ატარო, რომელიც იმპერატორისაა, ვიდრე ქართული ხიფთანი.

– მე გენერალ-ლეიტენენტის მუნდირი მაქვს.

– და რატომ ატარებთ თქვენ ქართულ ქუდს, შარვალსა და ფეხსაცმელს ასეთ საპატიო მუნდირთან ერთად, და არ გსურთ იგივე საპატიო მუნდირი და მასთან 40 ათასი მანეთის შემოსავალი გქონდეთ?

– ჰო, – ამბობდა ბატონიშვილი, – ხუმრობთ, თათრები კი კაზაკები იქნებიან. აი როგორია რომ რუსებს სთხოვდე.

– უმჯობესია უღარიბეს მდგომარეობაში იყო ქრისტიანებთან, ვიდრე უმდიდრესი მაჰმადიანებთან, ან ისეთი მმართველობისას, როგორიც მეფეების დროს იყო, – პასუხობდნენ თავადები.

მეორე დღეს ოცზე მეტი თავადი შეიკრიბა ლაზარევთან ჭეშმარიტების გასაგებად (Письмо Лазарева Кноррингу. 11-го марта. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 352). მსგავსი ხმები ისეთებს პუოლობდნენ, რომლებსაც მათი სავსებით სჯეროდათ, და მით უმეტეს, რომ აქაური მთავრობა საქართველოში მოარულ ყველა უაზრო (ახირებულ) ხმას თითქოსდა ადასტურებდა. ასე, თელავის კაპიტან-ისპრავნიკი ჰყვებოდა, რომ თავადებს მოურავობას ჩამოართმევენ და მათ ყველა თანამდებობას ჩამოაშორებენ. ქართველები, «როგორც მეტად თავქარიანი (ветренный) და მალემრწმენი ხალხი, რომელსაც ხშირი ცვლილებები მეტად უყვარს, და განსაკუთრებით სადაც ისინი იმ ჯერზე თავიანთ სარგებელს ხედავენ, იჯერებენ ყველაფერს, რასაც მათ ეუბნებიან და აქედან ზოგჯერ უსიამოვნო ხმები წარმოიშვება ხოლმე» (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 245).

ისპრავნიკი, დადიოდა რა სოფლებში, მცხოვრებლებს უცხადებდა, რომ მოურავი ის არის, რომ ისინი მთელი საჩივრებით მას უნდა მიმართავდნენ, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თავადებს, რომელთა ცხოვრება და შემოსავალი მხოლოდ თანამდებობებზე იყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ისეთი განცხადებებისადმი, რომლებიც მათთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხად იქცეოდა, არ შეეძლოთ გულგრილნი დარჩენილიყვნენ. თავადები არცნობიერებდნენ, რომ მათი სარჩო-საბადებელი თანამდებობისგან მიღებულ შემოსავალში შედგება, რომელსაც თუ დავკარგავთ, ამბობდნენ ისინი, ჩვენთვის სულ ერთია, ვიცოცხლებთ თუ მოვკვდებით, «იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი თავის შენახვა არ შეგვიძლია» (Изъ прошенiя кахетинск. кн. и дворянъ Коваленскому. Акты Комм., 1866 г. т. I, 388). ისინი იმპერატორ ალექსანდრეს სთხოვდნენ დაკავებულ თანამდებობებზე დაეტოვებინა (Прошенiе Императору, тамъ же), და როცა შეიტყვეს, რომ მათი თხოვნა დანიშნულების მიხედვით არ არის გაგზავნილი, საქართველოს მმართველს სთხოვდნენ იგივეს შესახებ, მაგრამ აქაც მიიღეს პასუხი, რომელიც მათ თხოვნას არ შეესაბამებოდა (კოვალენსკი ამაზე მეტად შეუფერებლად პასუხობდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ცრუ ხმები უარეყო, იგი წერდა, რომ აგროვებს ცნობებს /сведенiя и справки/ თითოეული თავადის უფლებების შესახებ, იმისთვის, რათა ხელმწიფის წინაშე თითოეულის შესაბამისი დაჯილდოვების თაობაზე იშუამდგომლოს. ამ შეტყობინებით იგი თითქოსდა თელავის ისპრავნიკის სიტყვებს ადასტურებდა). მაშინ თავადებმა და აზნაურებმა თხოვნით გენერალ-მაიორ გულიაკოვს მიმართეს. ისინი მას შესჩიოდნენ, რომ არ სრულდება დაპირებანი, რომლებიც საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტში იყო მიცემული. – «ჩვენ დაგვპირდნენ უსაფრთხოებას, მაგრამ რაში ჩანს ის? სოფლებსა და დაბებს ლეკები სძიძგნიან, თქვენ კი არაფერზე არ ზრუნავთ; ნაბრძანებია ეკლესიებისა და ეპისკოპოსთა პატივი და ღირსება აამაღლოთ, თქვენ კი მათ მთელი მამულები და გლეხები ჩამოართვით; ნაბრძანებია თავადებს პატივისცემა მოუმატოთ, ხოლო ამასობაში ჩვენ, რომლებიც ჩვენი მფლობელი მთავრებისგან ვიყავით პატივცემულნი და ამის მეშვეობით კიდეც ვიკვებებოდით, ეს პატივიც წართმეული გვაქვს. ჩვენ შორის იმათი უფლებები, რომლებიც თავიანთი დიდი გმირობებისა და დაღვრილი სისხლის სანაცვლოდ სოფლებს მართავდნენ, დარღვეულია; გლეხებს ხელმწიფე წყალობას დაჰპირდა – მათგან 12 წლის განმავლობაში ხარკი (გადასახადები) არ მოეთხოვა (ასეთი დაპირება მიცემული არასოდეს ყოფილა); ასევე ბრძანა მმართველების ჯამაგირის შემდეგ დარჩენილი (სახსრები) ჩვენი დანგრეული ქალაქის აღდგენაზე მიემართათ, მაგრამ ესეც არ აღსრულებულა...»

კელმენჭურის მიჯნასთან კახეთის თავადები, თუშეთისა და ქიზიყის თავკაცები შეიკრიბნენ. ისინი აქ მათი მომავალი ხვედრის შესახებ სალაპარაკოდ მოვიდნენ, რომელიც (ეს ხვედრი) ახალი უბედურებით ემუქრებოდათ. აქ გადაწყვეტილ იქნა თავიანთი უფლებები და პრივილეგიები დაეცვათ. თავადები ხედავდნენ, რომ მათი დაცვა ხალხის დახმარებისა და თანხმობის გარეშე ვერ შეიძლებოდა ძლიერი და შეუპოვარი ყოფილიყო; აუცილებელი იყო ხალხის სურვილს დამყარებოდნენ. მაშინ გარემომცველ სოფლებში ღამღამობით დაძახება (მიპატიჟება) წარმოებდა, რათა ყველა მცხოვრები საერთო თათბირზე მისულიყო. ამასთან, როგორც ყველა მსგავს შემთხვევაშიც, ეს არც თუ ძალადობის გარეშე ხდებოდა. ვისაც თათბირზე წასვლა არ უნდოდა, მას სახლიდან ძალით აგდებდნენ (Рапортъ Соленiуса Лазареву 26-го iюля). კელმენჭურის შეკრებაზე თავადებმა, სასულიერო წოდებამ და ხალხმა ხელმოწერა შეადგინეს (составили подписку), წერილობითი აქტი და წმ. სამების წინაშე დაიფიცეს, რათა ეთხოვათ რუსეთის იმპერატორისთვის გარდაცვლილი მეფის ერეკლე II-ის ანდერძი დაემტკიცებინა, და მათზე ბაგრატიონთა სახლიდან მეფე დაეყენებია, რომელიც რუსეთის იმპერატორისადმი მუდმივ დამოკიდებულებასა და მის მფარველობაში იქნებოდა.

«ხოლო ვინც ამ ვალდებულებისგან განზე გადგება, – ნათქვამია ხელმოწერაში (Приложенной къ письму къ князю Чавчавадзе. Арх. Мин. Внутр. Делъ), – ის დაე წმ. სამების მიერ დაწყევლილ იქნას, ბაგრატიონთა სახლის მოღალატე, რომელიც ჩვენ გვევალება კიდეც ერთობით დავსაჯოთ».

კელმენჭურის ხელმოწერა თავადების მიერ მაშინვე კახეთის ყველა მცხოვრებისთვის იქნა დაგზავნილი. იულონ ბატონიშვილს გაეგზავნა წერილი, რომელშიც მას ეპატიჟებოდნენ მეფობის მისაღებად რაც შეიძლებოდა მალე საქართველოში ჩამოსულიყო. იმ მცხოვრებთა უფრო მეტი დარწმუნებისთვის, რომლებიც კრებაში არ მონაწილეობდნენ, გაავრცელეს ხმა, რომ თავადი სოლომონ ავალიშვილი პეტერბურგიდან იწერებოდა, ვითომ იმპერატორმა ალექსანდრემ საქართველოში საიდუმლო მრჩეველი ლოშქარიოვი გამოგზავნა, რათა ჰკითხოს ხალხს, ხომ არ სურს მას უწინდებურად თავისი მეფე ჰყავდეს (Изъ показанiя князя Симона Кабулова. А. К. К. т. I, 370). ემყარებოდა რა ამ ცნობას, ბევრი პირი თავის საქციელს სწორად და კანონიერად მიიჩნევდა.

კახეთის სხვადასხვა ადგილას თავადებმა და ხალხმა შეკრებები დაიწყეს მომავალ მოქმედებებზე მოლაპარაკებისთვის. ზოგიერთი კრება თანხმდებოდა ყველაფერ იმას, რაც კელმენჭურის თათბირზე იქნა დადგენილი, უპირობოდ მიჰყოლოდა, სხვები, პირიქით, წაიკითხავდნენ რა ხელმოწერას, მას გამომგზავნელებს უბრუნებდნენ, ამბობდნენ რა, რომ «ისინი მეტად არასაქებარ საქმეს სჩადიან, რომელიც ღვთისა და ხელმწიფის საწინააღმდეგოა» (Показанiе Андрея Швили 29-го iюля. Тамъ же).

ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მეტი ტაქტითა და აზრით უბრალო ხალხი იქცეოდა; იგი «გულწრფელად ერთგული და უღალატო» რჩებოდა (оставался «искренно преданнымъ и вернымъ») (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 392). მცხოვრებნი მთელი სოფლებით მოდიოდნენ გენერალ-მაიორ გულიაკოვთან დარიგებათა საკითხავად, თუ ასეთი არეულობის გარემოებებში როგორ მოქცეულიყვნენ. სოფელ კალაურის მცხოვრებლებმა გამოაცხადეს, რომ არა მხოლოდ «არ აჰყვებიან ასეთ ამბოხსა და აღშფოთებას რუსეთის იმპერატორისადმი ფიცისა და ერთგულების წინააღმდეგ, არამედ ამის შესახებ მათ ფიქრის კი არ უნდათ».

ამრიგად, ეს მღელვარება მხოლოდ თავადების საქმე იყო და მათი უბრალო პროტესტის გამოხატულება მათი საუკუნოვანი პრივილეგიების შეზღუდვაზე გავრცელებული ცრუ ხმების წინააღმდეგ.

25 ივლისს კახეთის თავადებმა, მათ მიერ მოწვეული მიტროპოლიტის იოანე ბოდბელის თანდასწრებით, თავიდან იმპერატორ ალექსანდრეს შეჰფიცეს, ხოლო შემდეგ კი იულონ ბატონიშვილს (Рапортъ Гулякова Лазареву 26-го iюля, № 181. Показанiе митрополита и письмо кахетинскихъ князей Лазареву 27-го iюля. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, №№ 476, 364), როგორც საქართველოს კანონიერ მეფეს. აღსანიშნავია ის, რომ ფიცის დამდებნი ნეკრესის მიტროპოლიტს სთხოვდნენ ხალხი გაემხნევებია და მისთვის იმპერატორისა და მეფე იულონისადმი გულმოდგინეობა დაევალებია.

კახეთში მომხდარი შემთხვევები მალე ტფილისშიც გახდა ცნობილი. კოვალენსკი წერდა ლაზარევს (Письмо Коваленскаго, Лазареву, 22-го iюля 1801 г., № 49), რომ მიიღო სარწმუნო ცნობა «კახეთში შედგენილი შეთანხმებისა და თვით ხელმოწერების (подписка) შესახებაც კი, საერთო სიმშვიდის დარღვევისა და არსებული მთავრობის დამხობისთვის». 

ლაზარევი მაშინვე მღელვარებათა ჩახშობისთვის საშუალებების შესახებ სათათბიროდ კოვალენსკისთან მივიდა, მაგრამ უკანასკნელმა იგი დაამშვიდა (Записка Соколова отъ 20-го сентября 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-1803 гг., № 1).

– საშიში არაფერია, – ამბობდა მმართველი, – იმიტომ რომ, თუ ამბოხება სინამდვილეში წარმოიქმნებოდა, მაშინ, ჩემი აზრით, არ შეიძლება ამაზე უფრო ხელსაყრელი შემთხვევა გვქონდეს ჯილდოების მისაღებად მისი დაწყნარებისთვის. ამიტომ სასურველია, რომ რაიმე მსგავსი მოხდეს კიდეც.

ამასობაში ტფილისში მიღებულ იქნა თხოვნა იმპერატორ ალექსანდრეს სახელზე, რომელსაც ხელს 69 პირი აწერდა.

«როდესაც ჩვენ ვდებდით ფიცს თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ერთგულებაზე, – წერდნენ ხელმომწერები (Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 387), – მაშინ ჩვენ გამოგვეცხადა უზენაესი მანიფესტი, რომელშიც სხვათა შორის ისეა ასახული, თითქოსდა ჩვენ მოვახსენეთ უზენაეს კარს, რომ მეფე არ გვინდა გვყავდეს, და ვითომ ჩვენ მეფის გარეშე შემოვედით თქვენი უდიდებულესობის მფარველობისა და უზენაესი მმართველობის ქვეშ.

ეს ფრანგულ რესპუბლიკას დაემსგავსებოდა! ჩვენს მეფეებს ჩვენ წინაშე არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, და ჩვენ მათზე უარის სათქმელად საქმე არა გვაქვს. ათას წელზე მეტია, რაც ბაგრატიონთა გვარი მეფობს; ბევრმა მათგანმა ქრისტესა და ჩვენთვის წამება მიიღო და თავისი სისხლი დაღვარა, და ჩვენც მათ წინაშე ვიხოცებოდით.

ამრიგად, მათზე უარის თქმა ჩვენი საქმე არ არის, არამედ მატყუარების მონაგონია; ჩვენი სურვილი და თხოვნა იმაში შედგება, რომ სამშობლოს სასარგებლოდ დიდ გმირობათა გამომჩენი გარდაცვლილი მეფის ერეკლეს ანდერძი დამტკიცებულ იქნას, და მისი ძალით მოგვეცეს მეფე, რომელთან ერთადაც ჩვენ თქვენი უზენაესი მფარველობის ქვეშ დავრჩებოდით და ჩვენი ძალების და მიხედვით თქვენი უდიდებულესობის სამსახურში ვიქნებოდით. ამას ვითხოვთ მუხლმოდრეკითა და სასოებით».

ამ წერილით ფიქრობდნენ პეტერბურგში დარეჯან დედოფალი გამოეგზავნათ (Донесенiе кн. Челокаева Коваленскому, 15-го iюля 1802. Акты Кавк. Арх. Комм., стр. 385), რომელმაც, ეჭვების თავიდან ასაცილებლად, ამ შემთხვევებზე უფრო ადრე განუცხადა კოვალენსკის სურვილი ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრებულიყო თავის ორ ქალიშვილთან ერთად. 

თავადების ჩვენებებიდან ჩანს, რომ, გადაწყვიტეს რა იულონის მეფედ აყვანა ეთხოვათ, ისინი ფიქრობდნენ ამას იმაზე ადრე არ შესდგომოდნენ, თუ არა იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ამ თხოვნის განხილვის შემდეგ.

ამასობაში თათბირები და შეკრებები გრძელდებოდა; მანაველი თავადები შეკრების ადგილას მთის უკან ყოველ დღე მიმემგზავრებოდნენ, სადაც ალექსანდრე ბატონიშვილს ელოდებოდნენ, და მცხოვრებლებს მათი სოფლების აოხრებით აშინებდნენ, თუ ისინი მათ არ შეუერთდებოდნენ. რჩებოდა რა ურყევი, ხალხი დაცვას ითხოვდა. მაშინ გადაწყვეტილ იქნა თავადები დაეპატიმრებინათ (Рапортъ генерал-маiора Леонтьева 28-го iюля, № 138. მანავი საგარეჯოს მახლობლად მდებარეობს, სადაც ლეონტიევი იდგა). მანავში გაგზავნილმა რაზმმა ორი თავადის დაპატიმრება მოახერხა; დანარჩენი ოთხი, სროლით, დაბურულ ტყეში მიიმალა, თან ბრძანეს მცხოვრებთათვის ეთქვათ, რომ «ისინი მათ ხელს ვერ წაუვლენ და აოხრებულ იქნებიან».

გაქცეული თავადები, რომლებსაც დევნისა ეშინოდათ, თათბირებისათის ღამღამობით იკრიბებოდნენ და, ერთი ან ორი დღეღამის გავლის შემდეგ, შეკრებისთვის სხვა ადგილს ნიშნავდნენ (Рапортъ его же 29-го iюля, № 139).

აუცილებელი იყო ზომების მიღება იმისთვის, რათა არაკეთილგანმზრახველ პირებს ხალხის აღელვება და ახალი აოხრებით მისთვის მუქარები არ შეძლებოდათ. მრჩევლები კორნეევი და ლოფიცკი გამოსაკვლევად ტფილისიდან თელავში იქნენ გაგზავნილნი. საქართველოს მმართველმა ლაზარევს სთხოვა მათთვის ბადრაგი დაენიშნა და იქ განლაგებული ჯარების უფროსებისთვის ებრძანებინა, ის პირები დაეპატიმრებინათ, რომლებიც მათ მიერ ბრალეულად იქნებოდნენ მიჩნეულნი.

მიღებულ იქნა ცნობა, რომ სიღნაღის მაზრის რამდენიმე თავადი და სოფლების მცხოვრებნი ალექსანდრე ბატონიშვილთან წავიდნენ. კოვალენსკიმ მათი მამულის კონფისკაცია მოახდინა და ბრძანა მათი თანამზრახველნი დაეპატიმრებინათ (Предписанiе Коваленскаго 22-го iюля, № 51), რაც იქნა კიდეც აღსრულებული კორნეევის მიერ გენერალ-მაიორ გულიაკოვის დახმარებით. თავადები ამგვარი მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტს აცხადებდნენ. «რაც ჩვენ ყოვლადმოწყალე ხელმწიფისგან გვებრძანა, წერდნენ ისინი, – ფიცი თუ სხვა რამე, – ყველაფერი აღვასრულეთ, რასაც ჩვენი ხელმოწერებიც ადასტურებს, ხოლო თქვენ კი ასეთ მწუხარებაში ჩაგვაგდეთ». თავადები ითხოვდნენ იმპერატორის ბრძანება ეჩვენებიათ, ხოლო «ხელმწიფის ბრძანების გარეშე, – წერდნენ ისინი, – თავადებს ხელს ნუ სტაცებთ – ეს ყველანაირ წრეს გადადის (это не въ порядке вещей)» (Письмо кн. кахетинскихъ Гулякову 21-го iюля. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 389)

დაპატიმრებები უწინდებურად გრძელდებოდა. თავადებმა თხოვნით კვლავ გულიაკოვს მიმართეს. – «ამის წინ ჩვენ გწერდით და ყველაფერი დაწვრილებით მოგახსენეთ, თქვენ კი ჩვენი წერილის მომტანი დააპატიმრეთ (Письмо кахетинскихъ князей ему же 25-го iюля. Тамъ же, стр. 369). ამის გაკეთებას თავად ხელმწიფე კი არ ინებებდა. გარდა ამისა, თქვენ დააკავეთ თავადები, რომლებიც დამნაშავენი არაფერში არიან. ჩვენ აქამდე მეტად კმაყოფილნი ვიყავით თქვენით, რადგანაც თქვენ ჩვენი მიწისთვის ბევრი იშრომეთ და სხვა მიმართებითაც კარგად გვექცეოდით; არ ვფიქრობდით, რომ თქვენ ჩვენს ძმებს უდანაშაულოდ გაანაწყენებდით (დაჩაგრავდით). თუ ჩვენს სიტყვებს თქვენ სხვანაირად განგიმარტავენ, მაშინ ეს სიცრუეა. როგორც ჩვენი სიტყვა, ისე მათიც (დაპატიმრებულებისაც) აი რაში მდგომარეობს: განსვენებულმა მეფე ერეკლემ, რომელმაც ჩვენთვის ბევრი იღვაწა, დაგვიტოვა ანდერძი, რომელზედაც ჩვენ ფიცი დავდეთ, რათა გიორგი მეფის შემდეგ ჩვენ მეფედ იულონი იყოს. ჩვენ სწორედ ამ ანდერძზე და ჩვენს ფიცზე ვდგავართ; ჩვენ – საერთოდ ანდრონიკაშვილებმა, ვაჩნაძეებმა, ჯანდიერაშვილებმა, მთელმა ქიზიყმა და სხვა თავადებმა და უბრალო ხალხმა, პირველად ხელმწიფის ერთგულებაზე დავიფიცეთ, ხოლო შემდეგ კი იულონისა, ამან კი, თავის მხრივ, ჩვენ შემოგვფიცა, და ჩვენ, შესაძლებლობების და მიხედვით, გავწევთ სამსახურს... პირველად ჩვენ ხელმწიფის ერთგულებაზე დავიფიცეთ, ხოლო შემდეგ კი ჩვენი მემკვიდრეობითი მთავრისა... ახლა ჩვენ მოგახსენებთ, ქრისტეს გულისათვის, არ მიგვცეთ ჩვენ უბედურებას და არ შეგვიყვანოთ ღალატში ხელმწიფის წინააღმდეგ... კიდევ გევედრებით ჩვენი დაკავებული ძმები გაათავისუფლოთ, რათა ჩვენი გულებიც დამშვიდდეს, და ხალხისაც».

ზოგიერთ თავადს სურდა დაპატიმრებულები ძალით გაეთავისუფლებინათ, ამაზე ხალხსაც აქეზებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს რა ეს, უმნიშვნელო პარტიებად დაიყვნენ და დღისით ტყეებში, ხოლო ღამით კი სოფლებში იმალებოდნენ. შემდეგ ყველა ისინი ქიზიყში (სიღნაღში) შეიკრიბნენ. ვერ მიიღეს რა დამაკმაყოფილებელი პასუხი გენერალ-მაიორ გულიაკოვისგან, ისინი პროტესტით პოდპოლკოვნიკ სოლენიუსს მიმართავდნენ, სთხოვდნენ რა მას დაპატიმრებები შეეწყვიტა. ლაზარევი წერდა გულიაკოვს, რომ მას დაპატიმრებები სიფრთხილით ეწარმოებინა, რათა უდანაშაულოები არ დაეპატიმრებინა და ამით ხალხის სამართლიანი აღშფოთება არ აღეგზნო (გამოეწვია). იგი ფიქრობდა ეგერთა ბატალიონით, ერთი ქვემეხითა და რამდენიმე კაზაკით კახეთში თავად დაძრულიყო.

29 ივლისს თავადმა ლუარსაბ ორბელიანმა ლაზარევს განუცხადა, რომ რუსეთის მოწინააღმდეგე პარტიამ, ისარგებლა რა მხარეში მღელვარებით, მისწერა ვახტანგ ბატონიშვილს, სთხოვდა რა მას ჩვენი ჯარები საქართველოში არ შემოეშვა, გზებზე ყველა ხიდი აეყარა და საერთოდ რუსეთთან ყოველგვარი შეტყობინება შეეწყვიტა. სამეფო გვარის პირები ცდილობდნენ თავი ისე მოეჩვენებიათ, რომ თითქოს ამ უწესრიგობებში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდნენ. თეიმურზი ტფილისში ჩამოვიდა და საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდა. კათოლიკოსი ბატონიშვილი ანტონი ცდილობდა გარეგნულად ჩვენდამი ერთგული გამოჩენილიყო, თუმცა კი ცნობილი იყო, რომ იგი სამეფო სახლის ინტერესებში მეტად ქმედით მონაწილეობას ღებულობდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 29-го iюля 1802 г.). დარეჯან დედოფალმა გენერალ-მაიორ ტუჩკოვს თავისი სურვილი გამოუცხადა, რომ თავის სახლში რუსული ყარაული ჰყოლოდა. ლაზარევმა დედოფლის ამ განცხადებით ისარგებლა და მაშინვე მასთან 12 ჯარისკაცი გაგზავნა, ბრძანებით, რომ მისი მოქმედებებისთვის თვალ-ყური ედევნებიათ. დედოფალი ასეთი სიფრთხილით თავს კმაყოფილად აჩვენებდა, თუმცა კი თავისი ინტრიგები არ მიუტოვებია, რომელთა თავმოყრის ადგილიც ამჯერად ვახტანგ ბატონიშვილი გახლდათ.

იმყოფებოდა რა დუშეთში, იგი აწარმოებდა მიმოწერას დარეჯან დედოფალთან, აგრეთვე იულონ და ალექსანდრე ბატონიშვილებთან. პირველი მათგანი იმერეთში იყო, მეორე კი – სპარსეთში. ვახტანგი მათ ატყობინებდა ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა, მათგან სხვადასხვანაირ ცნობებს ღებულობდა, აწარმოებდა მიმოწერას ბევრ თავადთან, მათ დახმარებას უწევდა, რჩევებს აძლევდა და «ამაზე ზევით რუსეთიდან აქეთკენ კომუნიკაციას მეტად საძნელოს ხდიდა» (Тамъ же).

პეტერბურგში მყოფი ბატონიშვილები იოანე და ბაგრატიც ასევე უსაქმოდ არ დარჩენილან.

«თქვენ მე ასე რატომ დამივიწყეთ და თანამოსისხლეობას არ იხსენებთ! წერდა იოანე თავად მაყაშვილს (Переводъ письма отъ 8-го августа. Тифл. Арх. Канц. Наместника). რა მდგომარეობაში იმყოფებით? ყველას, ვინც უფრო მეტს ეძიებს, განზრახული აქვს დაეცეს, და თქვენც ამას უნდა მიჰყვეთ. არ არის უკვე იმდენი გონება, – ვისთვის რა უკეთესია. თუ რაიმენაირი ძალადობა გაქვთ, ან ვინმე თქვენ რაიმეთი გაწუხებთ, მაშინ ყველამ საერთოდ მოიწერეთ და ხელმწიფისადმი თხოვნის ქვეშ საიდუმლოდ ოთხი ან ხუთი თავადის ბეჭედი მიადეთ და მე გამომიგზავნეთ. მე მათ აქ წერილთან ერთად, მთელი დაწვრილებითი ამბებით, ლოშქარიოვს მივართმევ; მაშინ მე ვიცი რა გავაკეთო. ეს საიდუმლოდ და აღსარებად გქონდეთ, რათა ვერავინ ვერ გაიგოს. თუ გსურთ თქვენი მეფე გყავდეთ – ამის შესახებაც მომწერეთ; გაკეთებული იქნება. მე ყველაფერს თქვენ გაძლევთ (გითმობთ), თუ არა და პირველზე უფრო მწარედ იქნება – ნება თქვენია...» 

სრული სიმშვიდის აღდგენისთვის, ლაზარევი აუცილებელ და თითქმის ერთადერთ საშუალებად დარეჯან დედოფლისა და ვახტანგ ბატონიშვილის დაპატიმრებას თვლიდა, როგორც ყველა ინტრიგისა და მღელვარების თავმოყრის წერტილისა.

თათბირზე ლაზარევს დაევალა კახეთში დაძრულიყო, ხოლო გენერალ-მაიორ ტუჩკოვს კი თავად თარხნიშვილთან ერთად – დუშეთში, ვახტანგი მოეპატიჟებინათ ტფილისში ჩამოსულიყო, ხოლო თუ იგი არ დათანხმდებოდა, მაშინ ბატონიშვილი დაეპატიმრებინათ (Акты Кавк. Археогр. Комм., изд. 1866 г., т. I, 270).

მოვიდა რა 2 აგვისტოს მდინარე ლაგბეზე და შეიტყო რა, რომ მისი განლაგების ადგილის მახლობლად თავადების კრება მიდიოდა, ლაზარევმა 3 აგვისტოს ყველა კახელ თავადთან წერილი გაგზავნა, რომლითაც მოითხოვდა, რომ ისინი, აღიარებდნენ რა თავიანთ შეცდომებს, მასთან 5 აგვისტოს სიღნაღში მოსულიყვნენ.

3 აგვისტოს ლაზარევი სიღნაღს მიუახლოვდა და სოფელ ნუკრიანში განლაგდა, სადაც თავისი წერილის შედეგს ელოდებოდა. ორი დღის შემდეგ მასთან გამოცხადდნენ მიტროპოლიტი, თავადი მაყაშვილი და მასთან ერთად რამდენიმე თავადიც ყველაზე უფრო განთქმული გვარებიდან.

თავადებმა ლაზარევს გამოუცხადეს, რომ მასთან სრული სინანულით მოვიდნენ, როგორც ფიცის დამრღვევნი, შეგნებული აქვთ თავიანთი დანაშაული, როგორც მოვალეობის საწინააღმდეგო, და «მთელი ძალებით ეცდებიან თავიანთი ბრალი გამოისყიდონ» (Рапортъ Лазарева Кноррингу 11-го августа). მეორე დღეს, 6 და 7 აგვისტოს, კახეთის დანარჩენი თავადებიც ზუსტად ასეთივე ახსნა-განმარტებით გამოცხადდნენ. 

ხელმეორედ დააფიცა რა ისინი და შეიტყო რა, რომ მათ მისწერეს წერილი იულონ ბატონიშვილს, რომელიც მას მეფობისთვის მოუწოდებდა, ლაზარევი ურჩევდა ბატონიშვილისთვის მათი ახლანდელი გადაწყვეტილების შესახებ მიეწერათ. თავადები მაშინვე დაეთანხმენ და იულონს ახალი წერილიც მისწრეს, რომელშიც მისდამი მიცემულ ფიცზე, როგორც რუსეთის იმპერატორისადმი საწინააღმდეგოზე, უარს ამბობდნენ. 

ლაზარევი ტფილისში დაბრუნდა (10 აგვისტოს), სადაც მალევე გენერალ-მაიორი ტუჩკოვიც მოვიდა, ვახტანგ ბატონიშვილთან ერთად.

ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, წინა დღეს, თავად ორბელიანის სახლში, რომელიც ტფილისის გარეუბანში იმყოფებოდა, დანიშნულ იქნა საღამო, რომელზედაც ტუჩკოვი და თავადი თარხნიშვილი იყვნენ მიპატიჟებულნი. ღამის დადგომასთან ერთად, ტუჩკოვმა ორბელიანის სახლი დატოვა და ქალაქიდან გაემგზავრა. მის ბადრაგში დანიშნული კაზაკები ქალაქიდან უფრო ადრე იქნენ გაგზავნილნი, სხვადასხვა კარების გავლით და სხვადასხვა დროს მცირე პარტიებად. რაზმი ახლომდებარე ტყეში შეიკრიბა და ტუჩკოვს შეუერთდა. 1-ლ აგვისტოს დილით ადრე ტუჩკოვი დუშეთში მოვიდა. მისი პოლკის ასეულის დათვალიერება, რომელსაც ბინები დუშეთში ჰქონდა, ამ ქალაქში ტუჩკოვის ჩამოსვლის ხილული მიზანი გახლდათ. მან გაგზავნა კაცი ბატონიშვილისთვის სათქმელად, რომ მასთან სტუმრობა სურს. გაგზავნილს უპასუხეს, რომ ბატონიშვილს ჯერ კიდევ სძინავს. ამის შემდეგ ტუჩკოვმა სამჯერ გაგზავნა შიკრიკი ბატონიშვილთან, მაგრამ ის სხვადასხვა საბაბით პაემანს გადასდებდა. 

ამასობაში, ციხე-სასახლიდან მოშორებით მდგომმა კაზაკებმა შენიშნეს, რომ ჭიშკრიდან ერთი შეიარაღებული ცხენოსანი ქართველი გამოვიდა, რომლის დაკავებაც უნდოდათ, მაგრამ იგი გაიქცა, თუმცა კი მაინც შეიპყრეს და ტუჩკოვთან მიიყვანეს. ბრძანა რა ტყვე დაეკითხათ, თავად ტუჩკოვი ვახტანგ ბატონიშვილისკენ გაემართა. გზაზე მას მოახსენეს, რომ ციხე-სასახლის უკანა კარიდან ორი ადამიანი გამოვიდა, ხოლო შემდეგ კი, რომ ბატონიშვილი გაიქცა. მოახტა რა ცხენს, ტუჩკოვი კაზაკებთან ერთად მას დაედევნა, ხოლო დუშეთში მყოფ გრენადერებს კი უბრძანა ვახტანგ ბატონიშვილის ციხე-სასახლე დაეკავებინათ.

შორს, კაზაკების თვალსაწიერში, ვახტანგი, ერთი მხედრის თანხლებით, დუშეთიდან სამ ვერსზე მდებარე ციხე-სასახლისკენ იჩქაროდა, რომელიც აზნაურ გლახა ჭელაძეს ეკუთვნოდა.

ბატონიშვილი გალავნის იქით მიიმალა, რომელიც მაშინვე კაზაკებით იქნა გარშემორტყმული. უბრძანა რა კარები შეემტვრიათ, ტუჩკოვმა ყველა კარი ჩაკეტილი ჰპოვა, ხოლო ოთახები კი ცარიელი. როგორც ჩანდა, ციხე-სასახლეში ადამიანების ყოფნას არაფერი არ მიანიშნებდა. მაგრამ ოთახებში ნაპოვნი იქნა საკვები მარაგები, მნიშვნელოვანი რაოდენობით თოფები, დენთი და ტყვიები. – «ბოლოს ჩვენ დამალული დედაბერი მოვძებნეთ, – წერს ტუჩკოვი (Записки Тучкова, стрю 132. Арх. Глав. Шт. въ С.-Петербурге), – რომელიც დავკითხეთ და ვაიძულეთ ეჩვენებია სარდაფი და იქიდან მიწისქვეშა გასასვლელი, რომელიც მეზობელ ტყეში გადიოდა. ბატონიშვილმა ასეთნაირად ჩვენს დევნას თავი დააღწია. მეტი არაფერი გვრჩებოდა, თუ არა მთებში შეიარაღებული ხელით დაგვეწყო ძებნა».

ვახტანგის გაქცევის მიზანი გახლდათ თავისი სამფლობელოს მიუდგომელ ადგილებში მიმალულიყო, რომლებიც მდინარეებზე არაგვსა და თერგზე იმ ხეობებში მდებარეობდა, რომლებიც კავკასიის ხაზზე მომავალ გზას უერთდებიან. გარს შემოიკრებდა რა შეიარაღებულ ადამიანთა ბრბოს, იგი ფიქრობდა აღშფოთება აეზვირთებინა (აღეგზნო). ამიტომ იგი უწინარეს ყოვლისა მთიულებისკენ გაემართა, როგორც ხალხისკენ, რომელიც მისი ქვეშევრდომებიდან ყველაზე უფრო მეომარი გახლდათ.

დატოვა რა ციხესასახლესთან ყარაული, ტუჩკოვი სასწრაფოდ უახლოეს ტყეში შევიდა, თუმცა კი ბატონიშვილი იქაც ვერ იპოვნა. დაბრუნდა რა უკან დუშეთში, იგი მეფის ასულებთან შევიდა: გარდაცვლილი ვახტანგ I-ის მეუღლესთან და მისი, გაქცეული ვახტანგ ბატონიშვილის ბიძაშვილისა, თუმცა კი ბატონიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ მათგან ვერაფერი გაიგო (პლატონ იოსელიანი წერს, რომ ერეკლე მეფის პირველი ძის, ვახტნგის /რომელიც 16 წლისა ყვავილით დასნეულების შედეგად გარდაიცვალა/ ქვრივმა, ქეთევანმა, ერეკლესა და დარეჯანს სთხოვა ერთი ვაჟი მისთვის გაეზრდევინებიათ; და ეს გახლდათ სწორედ ვახტანგ /ალმასხან/ ბატონიშვილი. ხოლო ზემოთ ნახსენები «ვახტნგ I-ის მეუღლე» მისი გამზრდელი ქეთევანი /ერეკლეს უფროსი რძალი/ უნდა იყოს – ი. ხ.)

მიუახლოვდა რა სახლს, რომელშიც გაჩერდა, ტუჩკოვმა 10-მდე შეიარაღებული ცხენოსანი ქართველი შენიშნა, რომლებიც ცხენებს გარეშემო მთებზე დააჭენებდნენ და მცხოვრებლებს სახალხო შეკრებაზე და საყოველთაო შეიარაღებისკენ მოუწოდებდნენ. ესენი ბატონიშვილის მახლობელი ადამიანები იყვნენ.

დუშეთში 60 გრენადერი და 50 კაზაკი იყო. უკანასკნელებს, ხანგრძლივი ძიებით მათი დაღლილობის მიუხედავად, ებრძანათ, თუ ვერ დაედევნებოდნენ მხედრებს, სულ მცირე, ისინი სოფლამდე მაინც არ მოეშვათ, სადაც მათ შეეძლოთ ხალხი აეღელვებინათ. ეგერთა ასეულმა, რომელიც ღართისკარში იდგა, და გრენადერთა ორმა ასეულმა, რომლებიც ტფილისში იმყოფებოდნენ, ბრძანება მიიღეს დაუყოვნებლივ დუშეთში მოსულიყვნენ. ხალხის დამძახებლები გაფანტეს; ერთი მათგანი, თიანეთის მოურავი, ტუჩკოვთან იქნა მოყვანილი.

დუშეთისა და გორის მაზრებში დაგზავნილ იქნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ ვინმე გაბედავს ვახტანგ ბატონიშვილის მხარე დაიჭიროს, მაშინ მის ოჯახს «მოულოდნელი სისასტიკით» მოექცევიან (то съ семействомъ того поступлено будетъ «съ неожидаемою жестокостiю») (Рапортъ ген.-м. Тучкова Лазареву 12-го августа 1802 г., № 117). ამასთან ერთად ბატონიშვილის მთელი მამულები კონფისკებულ იქნა. ხევსურებთან, ფშავლებთან და თუშებთან ასევე გაიგზავნა შეტყობინება და შეგონება, რომ ბატონიშვილის ჩანაფიქრებისთვის ხელი არ შეეწყოთ.

ტუჩკოვმა თავისთან აზნაური მურვაძე მოითხოვა, რომელიც ვახტანგ ბატონიშვილისადმი თავისი ერთგულებით იყო ცნობილი. მისცა რა მას წერილი, ტუჩკოვმა უბრძანა ის აუცილებლად ბატონიშვილისთვის მიეტანა, იმის შიშით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დასჯილ იქნებოდა როგორც მოღალატე, რომლის ოჯახიც ყველა უბედურებას დაექვემდებარებოდა. ეშმაკობა გამოვიდა. მუქარებით შეშინებული აზაური გზას გაუდგა და ოცდაოთხი საათის შემდეგ ტუჩკოვს ბატონიშვილის პასუხი მოუტანა.

– მაინც სად იმყოფება ბატონიშვილი? იყო ტუჩკოვის პირველი შეკითხვა.

– მე ის ტყეში ვიპოვე, – პასუხობდა მურვაძე, – ოცდაათ ვერსზე დუშეთიდან. ბატონიშვილი ერთ ადგილას ორ საათზე მეტს არ ჩერდება.

აღნიშნულ ადგილას გაგზავნილმა კაზაკების რაზმმა იქ ბატონიშვილი ვერ იპოვნა. ტუჩკოვი იმით შემოიფარგლა, რომ დრომდე ვახტანგთან მიმოწერა გააბა, არწმუნებდა რა მას დაბრუნებულიყო, მაგრამ ბატონიშვილი უარით პასუხობდა.

გააძლიერა რა თავისი რაზმი მოსული დამხმარე ძალებით, ტუჩკოვმა კაზაკებისა და ქართველებისგან შემდგარი 80-კაციანი რაზმი სოფელ ყაზბეგში გაგზავნა, იმ მიზნით, რომ თაგაურელები აღშფოთებისა და ვახტანგის წაქეზებისგან წინასწარ გაეფრთხილებინა და დაეცვა.

თითო-თითოდ და სხვადასხვა მიმართულებით დაგზავნილმა ადამიანებმა იმის გაგება მოახერხეს, რომ ბატონიშვილი გუდამაყრის ხეობაში იმყოფება. მას ხევსურების, ფშავლებისა და თუშების საცხოვრებლები ესაზღვრებოდა, რომლებთანაც ბატონიშვილი თუმცა კი თავის კაცებს აგზავნიდა, მაგრამ წარუმატებლად.

8 აგვისტოს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ვახტანგს განზრახული აქვს მთიულებთან შეაღწიოს. კაპიტან-ისპრავნიკი პერეიასლავცევი კაზაკებთან ერთად იქნა გაგზავნილი კობში მისთვის გზის მოსაჭრელად (Рапортъ Тучкова Лазареву 9-го августа. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 274). მთიულები – დაბადებიდან მამაცი ხალხი, განსაკუთრებულ რელიგიას აღიარებდნენ, თუმცა კი მათთან ბევრ ადგილას ქრისტიანული ტაძრებიც ჩანდა.

«მე დეკანოზები ჩემთან გამოვიძახე, – წერს ტუჩკოვი (Записки Тучкова, 134. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге), – ვცდილობდი ეს დიდწვერიანი მღვდელმსახურები ალერსითა და საჩუქრებით ჩემთვის ბატონიშვილის მოცემაზე დამეყოლიებინა, მაგრამ ისინი მპასუხობდნენ: «იგი ბაგრატიონია და წმინდა მუხასთან იყო». თუმცა კი, ამან ხელი არ შეუშალა დეკანოზებს იმაში, რომ ყველა იმ ადგილზე მიეთითებინათ, რომელთა დაკავებითაც შესაძლებელი იყო ვახტანგისთვის გზა მოგვეჭრა, თუ იგი მათგან წასვლას ჩაიფიქრებდა».

დაიკავა რა რაზმებით ყველა გასასვლელი, ტუჩკოვი თავად ყველაზე უფრო მთავარი – გუდამაყრის ხეობის შესასვლელში დადგა. «ზარბაზნის გასროლები და საღამოს ცისკარზე დოლების ცემა ბატონიშვილის მოსვლის ყველა მხრიდან ისმოდა». არ შეუწყვეტია რა დაწყებული მიმოწერა, ტუჩკოვი ვახტანგს წერდა და გაგზავნილს სთხოვდა ბატონიშვილისთვის გადაეცა, რომ თუ იგი პატიოსან სიტყვაზე არ გამოვა მასთან მოლაპარაკებებისთვის, მაშინ მასთან ჯარებით მივა, სადაც იგი არ უნდა იმყოფებოდეს. ვახტანგი კნორინგს მისთვის მიყენებულ წყენაზე შესჩიოდა და თავის უდანაშაულობას აუწერდა. მთავარსარდალი მას ურჩევდა ყველა შემთხვევაში ტფილისში გამგზავრებულიყო და თავისი საქციელი უკვე იქ გაემართლებინა. მაშინ ბატონიშვილმა საქართველოს მმართველს მისწერა და ტფილისში ჩამოსვლაზე მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა, როცა სამი პირობა იქნება აღსრულებული: 1) მას დაუბრუნდება და მმართველობაში გადაეცემა კონფისკებული მამული; 2) იგი არ იქნება საქართველოდან წაყვანილი, და 3) ტფილისში მისი ყოფნისას არც მას და არც მის ამალას არანაირ შეურაცხყოფას არ მიაყენებენ (Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 273 и 274, изд. 1866 г.). ამაზე პასუხად ბატონიშვილმა მიიღო უბრალო მოპატიჟება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ტფილისში ჩამოსულიყო.

ჰყავდა რა თავისთან მხოლოდ 20 ერთგული ადამიანი, და იცოდა რა, რომ ყველა გზა მოჭრილი აქვს, ვახტანგმა ხეობაში ექვსი ვერსით წინ თავისი კაცი გამოგზავნა, რომელსაც უბრძანა ტუჩკოვისთვის ეთქვა, რომ მალე თავადაც პირადად გამოცხადდება.

10 აგვისტოს იგი მთელი თავისი ამალით მოვიდა. მოიხსნა რა წელიდან ხმალი და, აზიური ადათის მიხედვით, კისერზე ჩამოიკიდა, ვახტანგი ასეთი სახით ტუჩკოვს მიუახლოვდა.

– აი ჩემი თავი, აი ხმალიც, – წარმოთქვა მან.

მას უპასუხეს, რომ მხოლოდ მორჩილებასა და ტფილისში ჩამოსვლას მოითხოვენ და რომ მას შეუძლია იმპერატორის დიდსულოვნებას სავსებით მიენდოს.

ბატონიშვილი, რომელიც მისი წოდებისადმი შესაფერი ყველა პატივით იქნა მიღებული, თავიდან დუშეთში მიაცილეს, ხოლო შემდეგ კი ტფილისში.

ვახტანგს, როგორც ჩანდა, შეგნებული ჰქონდა თავისი დანაშაული და თავის საქციელსაც ნანობდა.

– ჩემი მრავალი სამსახურის სანაცვლოდ (კავკასიის ხაზიდან საქართველოში ჯარების შემოსვლისას დახმარებისთვის. ვახტანგი შემდგომში, თავისი ერთგულებისა და უდანასაულობის დასამტკიცებლად, წინ სწევდა იმას, რომ იგი პირველი იყო ბატონიშვილთაგან, რომლებმაც რუსეთს ერთგულება შეჰფიცეს), – ამბობდა იგი, – შეიძლება ერთი დანაშაული მეპატიოს. თუ ჩემმა დედამ და მთელმა ნათესავებმა რაიმე ჩაიდინეს კიდეც, მე ბრალი არ მიმიძღვის და ამაში არ ვმონაწილეობდი.

– ჩემს გაქცევაში, – ამბობდა იგი შემდგომში, – მე არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონია, მაგრამ ეს გავაკეთე, მეშინოდა რა იმ უპატიობისა, რომ დუშეთიდან ტფილისში პატიმრის სახით არ ვყოფილიყავი გადაყვანილი.

ტფილისში ვახტანგი თავისი დედის, დარეჯან დედოფლის სახლში დასახლდა. მასზე უფრო უკეთ თვალყურის დევნებისთვის, დედოფალთან მყოფ ყარაულზე დამატებით, ავლაბარში, სადაც მისი სახლი იყო, ეგერთა ბატალიონი იქნა დაყენებული. ბატონიშვილს ნება მიეცა მამულებიდან შემოსავლებით ესარგებლა, მაგრამ ტფილისიდან გამგზავრება კი აეკრძალა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 25-го августа 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ). ეს აკრძალვა იმის თანაბარი იყო, რომ ერთგვარად მამული კონფისკებული დარჩენილიყო. ვახტანგი აცნობიერებდა, რომ არ შეეძლო მამულის მართვაში პირადი მონაწილეობა მიეღო. მან მიმართა ახლა ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიან პირს, რომლებიც ტფილისში ცხოვრობდნენ; მოახერხა თავისი მამულის თავკაცებისთვის მიეწერა, სთხოვდა რა მათ მიეცათ მისთვის მოწმობა იმის შესახებ, რომ კახეთში მომხდარ მღელვარებებში არ მონაწილეობდა. თავკაცები ლაზარევს რჩევას ეკითხებოდნენ, მიეცათ თუ არა ბატონიშვილისთვის ასეთი მოწმობა? მათ ეთქვათ, რომ ეს მათზეა დამოკიდებული; რომ მათთვის უკეთაა ცნობილი, იყო იგი მონაწილე მღელვარებებში თუ არა. არ უპასუხეს რა პირდაპირ კითხვაზე, თავკაცებმა, მაინც, ასეთი მოწმობის მიცემაზე უარი განაცხადეს (Рапортъ Соколова князю Куракину 20-го сентября 1802 г. арх. Мин. Ин. Делъ).

ვახტანგი მამულის დაბრუნებაზე იმედს მაინც არ კარგავდა; იგი უწინდებურად ცდილობდა თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა.

– განა არ იმსახურებთ თქვენ უგუნურთა სახელს, – ეუბნებოდა მას გრაფი მუსინ-პუშკინი, – თუ იმის იმედი გაქვთ – რომ თქვენი სახლის ყველა მცდელობით (всеми покушенiями дома вашего) და მოხეტიალე მტაცებელთა და დასუსტებული აზიური ჯარების შეიარაღებით შეგიძლიათ წინ აღუდგეთ რუსეთის იმპერიის ძალმოსილებასა და ჯარებს, რომელთაგან ევროპა არაერთხელ თრთოდა? როგორი შედეგები შეიძლება იყოს თქვენთვის და თქვენი თანამოაზრეებისთვის ასეთი მცდელობებისგან, რომლებზედაც, რამდენიმე მეამბოხე თავადის გარდა, ქართველი ხალხი არასოდეს დათანხმდება? ხომ არ მიაყენებთ, საბოლოოდ, თქვენი მოკავშირეების დაღუპვასთან ერთად, აოხრებასაც თქვენს სამშობლოს, რომელიც, როგორც ვფიქრობ, გიყვართ?

– თქვენ ამტკიცებთ, – აგრძელებდა გრაფი, – ისევე როგორც დედოფალიც, რომ თქვენი განზრახვების არანაირი მტკიცებულება არ არის. თავად მეც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ საკმარისად გონებამახვილი ბრძანდებით, რათა ასეთი მტკიცებულებები, განსაკუთრებით კი წერილობითი, გარეშეთა ხელს მიანდოთ; მაგრამ, გულწრფელად მიპასუხეთ, განა კი შეუძლია კეთილგონიერ ადამიანს თქვენს დარწმუნებებს დაეყრდნოს?

– არ შეუძლია, – პასუხობდა სიცილით ბატონიშვილი.

– მაშინ რას უჩივით? და როგორი ზომები უნდა მიეღო მთავრობას ასეთი მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც სრულებით ხელმწიფე იმპერატორის საწინააღმდეგოა? როგორი შედეგები ექნება ყველა ამ შემთხვევას თქვენთვის და თქვენი სახლისათვის?

– მეტად დამღუპველი, – პასუხობდა ვახტანგი. – მე ძალზედ მაშფოთებს ჩემი მდგომარეობა.

– ტყუილად ეჭვობთ თქვენ იმპერატორის გულმოწყალებას, მაგრამ თუ გსურთ, რომ მე თქვენ მეგობრული რჩევა მოგცეთ, მაშინ დაიმსახურეთ ეს (გულმოწყალება), მიმართავთ რა პირდაპირ მის იმპერატორობით უდიდებულესობას გულახდილი აღიარებით (съ чистымъ признанiемъ) როგორც თქვენი, ისე მისი უმაღლესობის დედოფლის მხრიდანაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო სასიამოვნო იქნება ხელმწიფისთვის, თუ, მიატოვებთ რა ყველა ირიბ გზას, იმპერატორისადმი თქვენი მინდობით შეეცდებით შეიძინოთ მისგან პატიება, და ამასთან გამოუცხადებთ, თუ რა გსურთ გვირგვინის სანაცვლოდ, რომელიც თქვენი სახლიდან წავიდა (ვახტანგმა ისარგებლა ამ რჩევით, მაგრამ საწინააღმდეგოდ. წინ წამოუწევდა რა თავის დამსახურებებს რუსეთის მთავრობას, იგი ჩიოდა, რომ მას მამული ჩამოართვეს და რომ ტუჩკოვმა, გამოცხადდა რა მოულოდნელად დუშეთში მრავალი კაზაკით, «შეარყია თითოეული ხალხი, რომელიც აქ იმყოფებოდა, და მათ გულებზე ეჭვი გამოსახა». Просьба царевича Императору 10-го сентября 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, ч. V, 51-57). შეეცადეთ დააწყნაროთ ამბოხებანი, რომლებიც საქართველოს ქანცს აცლიან, და მორჩილებაზე დაიყოლიოთ თქვენი ძმები, რომლებიც ამ სამეფოს გაეცალნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათზე თქვენი გავლენის მიხედვით ეს მცდელობა წარუმატებელი არ იქნება. აი ერთადერთი გზა, რომელიც, თქვენდამი ჭეშმარიტი მეგობრობით, შემიძლია შემოგთავაზოთ, იმ დაღუპვის თავიდან ასაცილელად, რომელიც ამის გარეშე თქვენ და თქვენს თანამზრახველებს გემუქრებათ.

– ხომ არ დავიტეხავთ ჩვენ ჩვენი აღიარებით, – კითხულობდა ბატონიშვილი, – ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად საშიშ რისხვას მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა?

– ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ქცევები ხელმწიფისგან დაფარულია? ისინი მისთვის ბევრი გზითაა ცნობილი. და რა უფრო სასიამოვნო იქნება მისთვის: შეიტყოს მათ შესახებ გარეშეთაგან, თუ ხედავდეს თქვენს საკუთარ სინანულს სუფთა და გულწრფელ აღიარებაში?

– ყველანაირად შევეცები, – ამბობდა ბატონიშვილი ხატის წინაშე, რომელიც მას მკერდზე ეკიდა და ხელი ჰქონდა მასზე მოკიდებული, – დაველაპარაკები რა დედაჩემს, იგი აღიარებაში დავარწმუნო. ასევე ძმებსაც მივწერ.

ამრიგად, სამეფო გვარის პირთა მონაწილეობა კახეთში მომხდარ მღელვარებებში ფაქტობრივად გამოიხატა. ძნელი იყო, რომ მათ მომავალში ამგვარი მოქმედებებისთვის ყველანარი ხერხები შეეწყვიტათ. რუსეთის ყველა წარმომადგენლის აზრით (См. рапорты Лазарева, Кнорринга, Коваленскаго, графа Мусина-Пушкина, Соколова и другихъ), იყო მხოლოდ ერთი საშუალება – ისინი საქართველოდან სამუდამოდ გაეყვანათ. კნორინგმა რამდენჯერმე სთხოვა ამის შესახებ იმპერატორ ალექსანდრეს, რომელიც, თუმცა კი, ამდენად მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაზე აზრს არ იზიარებდა. უბოძა რა საქართველოს მთელი ის უფლებები და უპირატესობანი, «რომლებითაც დიდი იმპერიის ყველა სხვა ქვეშევრდომები სარგებლობენ», ალექსანდრემ ნება მისცა რუსეთში მყოფ ბატონიშვილებს, სრული თავისუფლება ჰქონოდათ, და თუ მოისურვებდნენ, საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამის კვალდაკვალ შემდეგ მან უბრძანა კნორინგს გამოეყენებინა სამეფო სახლის პირებთან ნებაყოფლობითი შეთანხმება რუსეთში მათი გამომგზავრებისთვის, «რის გარეშეც მათ წაქეზებებს ბოლო აღარ უჩანს» (Рескриптъ Кноррингу 20-го августа. Арх. Мин. Внутр. Делъ). ხოლო საქართველოდან მათი იძულებით გამოყვანა კი იმპერატორს «მეტად უკიდურეს» და ისეთ საშუალებად ეჩვენებოდა, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ყველაზე უფრო უკანასკნელ და აუცილებელ შემთხვევაში მივმართოთ.

მონდომება, რომ ვახტანგ ბატონიშვილი რუსეთში გამოეგზავნათ, ამაო რჩებოდა. ბატონიშვილი უარით პასუხობდა.

«მართალია, – წერდა იგი ქართველ მღვდელმსახურს ალექსი გავრილოვს (Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 268, № 277), – რუსეთში ცხოვრება ჩვენ პირველ ბედნიერებად უნდა მივიღოთ, მაგრამ ჩვენ რომ ახალგარდა ასაკში ვყოფილიყავით, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა. მე უკვე 40 წელიწადი შემისრულდა; განა კი დროა, რომ ახლა ჩემი სამშობლოდან სამოგზაუროდ წავიდე? თუ ჩვენ ამ დრომდე ჩვენს მიწაზე ვცხოვრობდით და არსად არ გადავსახლებულვართ, როცა გარემომცველი მტრების მიერ ამდენად დაჩაგრულები და დამონებულები ვიყავით, მაშინ ჩვენ ამას ახლა რატომღა გვიკეთებენ, როცა ჩვენი ყოვლადმოწყალე ხელმწიფის ძლიერი მარჯვენის სამარადისოდ დამამშვიდებელმა მფარველობამ მოგვისწრო? შემდეგ, თუ თვით ჩემი აქ ყოფნის დროსაც, ჩემს სამფლობელოში, რომელიც მე ჩემმა განსვენებულმა მშობელმა მიწყალობა და უზენაესი მანიფესტითაც დამიმტკიცდა, უკვე ვეღარ მექნება ის ხმა, რომელიც ახლა მაქვს, არამედ მხოლოდ მისი შემოსავლებიდან საცხოვრებელი სახსრები მექნება, მაშინ შეიძლება კი იყოს ამაზე უფრო მეტი რაიმენაირი უბედურება, თუნდაც ჩვენს მიწაზე უხვი და მდიდარი შემოსავლები იყოს? – მე ჩემი ხელმწიფის ალექსანდრე I-ის მონურ ქვეშევრდომებრივ ერთგულებაში ვიყავი, ვარ და სამარეში ჩემს ჩასვლამდე ვიქნები. მე, როგორც ღმერთს ვაღიარებ ღმერთად, ისე იმპერატორ ალექსანდრე I-ს – ჩემს ხელმწიფედ, ვინაიდან როგორც ჩემი შემქნელისაგან ჩემი კეთილი საქმეებისთვის მომავალ საუკუნეში მარადიულ დიდებას მოველი, ისე მისი უდიდებულესობისგანაც ამ ცხოვრებაში მოველი კეთილდღეობას».

ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსეთში მყოფ ბატონიშვილებს, ნება მიეცათ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ხალხი დაანაღვლიანა, ხოლო რუსეთის მოწინააღმდეგე პარტია კი მეტად გაამხნევა. ტფილისში ამზადებდნენ სახლს ბატონიშვილების მოსათავსებლად. ხალხი, რომელიც გახარებული იყო იმით, რომ საქართველოში სამეფო გვარის სამი პირით უფრო ნაკლები იყო, დაჟინებით კითხულობდა: სიმართლეა თუ არა ის, რომ ბატონიშვილები უკვე საქართველოს გზაზე არიან? მმართველობის სათავეში მყოფ პირებს მათგან თავი უცოდინრობით უნდა დაეხსნათ. სხვადასხვაგვარი ხმების გავრცელება დაიწყო ქალაქში. პარტია, რომელსაც მეფის აღდგენა სურდა, მათ თავისებურად ხსნიდა. «ოცდაათი წლის განმავლობაში, – ამბობდნენ ისინი, – რუსები საქართველოში მეფეების დროს იყვნენ და ყოველთვის, ჩვენი მეფეებისთვის დაცვის აღმოჩენის შემდეგ, ქვეყანას ტოვებდნენ. ჯარების ახლანდელი ყოფნა – ასევე დროებითია და მხოლოდ იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ იმპერატორი ალექსანდრე სამეფო საგვარეულოდან რომელიმეს მეფედ არ დანიშნავს. იმპერატორის განზრახვა, – აგრძელებდნენ ისინი ხალხის დარწმუნებას, იმით მტკიცდება, რომ იგი არა მხოლოდ არ იძახებს საქართველოდან სამეფო სახლის წევრებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, უკვე რუსეთში მყოფთაც თავიანთ სამშობლოში უშვებს». რუსეთისადმი ერთგული პარტია, ასეთი ხმების გავრცელებისას, თავისი მომავლის გამო შიშობდა და ფიქრობდა, მათი სიმართლის შემთვევაში, გადარჩენა რუსეთში ეძია.

ასეთი საუბრების დროს, ოქტომბრის თვეში, საქართველოში ს.-პეტერბურგიდან ყოფილი ელჩი თავადი გარსევან ჭავჭავაძე ჩამოვიდა. თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულო ხალხის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. თავადებს ამ საგვარეულოდან ქვეყნის ადმინისტრაციულ მმართველობაში მისი მეფეების დროს ყოველთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გამოჩენილი ადგილები ეკავათ. ყაზახის ხალხის თითქმის ყველა აღალარი, რომელიც თავად გარსევან ჭავჭავაძის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, ორი ასეული თათრების თანხლებით, მის დასახვედრად სოფელ ყაზბეგში ამოვიდა. ასეთი დახვედრა აზიელი ხალხების წეს-ჩვეულებებშია; ეს ყაზახების ხასიათშიც იყო. მღელვარების შესახებ არანაირ ახსნა-განმარტებებს აქ ადგილი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს უბრალო ჩვეულება გახლდათ, ხალხის მიერ ყვარებული ადამიანისადმი თავიანთი პატივისცემის გამოხატვა.

თავადის ვაჟიშვილი მაშინვე გამოცხადდა გენერალ-მაიორ ლაზარევთან შეკითხვით, თუ რა გაეკეთებინა, რათა ხალხის სურვილიც დაეკმაყოფილებინა და ამასთან ერთად მმართველის მხრიდან უსიამოვნებებიც თავიდან აეცილებინა. მას ურჩევდნენ თავად გამგზავრებულიყო კოვალენსკისთან და თავადის დახვედრაზე თათრების განზრახვის შესახებ განეცხადებია. კოვალენსკიმ ნება მისცა თათრებს თავადის დასახვედრად წასულიყვნენ, მაგრამ იმავე დღეს დაავალა მოურავის თანაშემწეს მერაბიშვილს გამოეცხადებინა მათთვის, რომ ყაზახები, უსიამოვნებათა თავიდან ასაცილებლად, დასახვედრად არ გამგზავრებულიყვნენ. – შეიტყო რა ამის შესახებ, ახალგზრდა თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე ისევ გაემართა კოვალენსკისთან და სთხოვა მისთვის მიცემული ნებართვა დაემკიცებინა და, მიიღო რა ის, თათრებთან ერთად დუშეთში მამის დასახვედრად გაემგზავრა.

თავად გარსევან ჭავჭავაძის ჩამოსვლის შემდეგ, კოვალენსკიმ მისგან წერილობითი მიმართვა (письменный видъ) მოითხოვა და უბრძანა აღმასრულებელ ექსპედიციას რომ იგი (რუსეთის ერთგულებაზე) დაეფიცებინა. თავადი ჭავჭავაძე, რომელსაც ფიცი უკვე პეტერბურგში ჰქნდა დადებული, ექსპედიაციაში მოვიდა და ხელმეორედ დაიფიცა.

– მე მეტად მადლიერი ვარ, – უთხრა თავადმა კოვალენსკის წესის დასრულების შემდეგ, – იმ შემთხვევისთვის, რომელიც მომეცით ერთგული ქვეშევრდომის პირდაპირ მოვალეობათა შეცნობისთის, რომლებიც მე ამ დრომდე დაწვრილებით არ ვიცოდი. 

თავადი გადაკვრით მიანიშნებდა ფიცის ტექტსტზე, რომელიც ავალებდა თითოეულ ერთგულ ქვეშევრდომს გამოავლენდეს ყველაფერი, რასაც დაინახავს ან მოისმენს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი საზიანოს (გასაკიცხს).

– მე თქვენ წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩემს თანამემამულეებს, შესაძლოა, ჰქონდეთ საჭიროება ბევრი რამის შესახებ იმპერატორს მოახსენონ.

– მათ შეუძლიათ ამას, – პასუხობდა კოვალენსკი, – ცნობილი ფორმისა და წესების მიხედვით შეუდგნენ.

– ქართველები ჯერ კიდევ მეტად მიამიტები (გამოუცდელნი) არიან იმისთვის, რათა თხოვნის ფორმები ესმოდეთ.

მალევე ამის შემდეგ ტფილისში კახეთიდან ოთხი თავადი ჩამოვიდა: ლუარსაბ ვაჩნაძე, იოსებ ჯანდიერაშვილი, დიმიტრი და ადამ ანდრონიკაშვილები – ყველანი თავად ჭავჭავაძის ნათესავები. მათ არანაირი სხვა მიზანი არ ჰქონდათ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ მასთან პაემნის გარდა. ტფილისში ჩამოსვლის შემდეგ, თავადები პირდაპირ მმართველთან მივიდნენ, მაგრამ ეზოში ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, რადგანაც კოვალენსკის ხილვა არ ეღირსათ, სადილად თავად ჭავჭავაძესთან გაემართნენ. საღამოს კოვალენსკიმ ჩამოსულები თავისთან მოითხოვა, უბრძანა ხმლები კომენდანტისთვის მიეცათ და ისინი მთავარ ჰაუპტვახტში პატიმრად ჩაესვათ. ამ განკარგულებამ ტფილისში დრტვინვა მოახდინა; ყველანი აღშფოთებით გაიძახოდნენ, რომ მმართველი არღვევს ქართველი თავადზნაურობის უფლებებს, რომლებიც მას იმპერატორის გულმოწყალებით აქვს მიცემული. ორი დღის შემდეგ დაპატიმრებულები განთავისუფლებულ იქნენ.

ასეთი საქციელით შეურაცხყოფილი, თავადი ჭავჭავაძე თავის სტუმრებთნ ერთად კოვალენსკისთან გაემართა მოთხოვნით, რათა აეხსნა მისთვის მიზეზი, რამაც მმართველი ასეთ საქციელზე წაახალისა.

– თუ მათ რაიმენაირი დანაშაული აქვთ ჩადენილი, – ამბობდა თავადი ჭავჭავაძე, – მაშინ ისინი სასამართლოს უნდა გადასცეთ.

– მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, – პასუხობდა კოვლენსკი, – გარდა იმისა, რომ გაბედეს თქვენთან მოსულიყვნენ იმაზე უწინ, სანამ ჩემთან გამოცხადდებოდნენ. მხოლოდ ამისთვის მე ისინი დაპატიმრებით დავაჯარიმე.

განაწყენებულმა (დაჩაგრულმა) თავადებმა გადაწყვიტეს კოვალენსკის უსამართლო საქციელზე ჩივილით უზენაეს სახელხე თხოვნა გაეგზავნათ და პეტერბურგში მისი გამოგზავნისთვის სოკოლოვს გადასცეს.

შეიტყო რა ამის შესახებ, კოვალენსკიმ გამოსცა პროკლამაცია, მიმართული პატიოსანი სასულიერო წოდების, პატივცემული თავადების, აზნაურების, მოქალაქეთა და მთელი ქართველი ხალხისადმი. «ვამჩნევ, – წერდა კოვალენსკი (Отъ 10-го ноября 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-5, 1802-3, № 1), რომ ამ ქალაქში ამ დრომდე არსებული სიწყნარე, წესრიგი და კეთილმოწესეობა, რომელიც ყველას და თითოეულს სიმშვიდითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფს, რაღაც დროიდან ირღვევა გონებათა ახალი მოძრაობით, რომლებიც კეთილმოწყობილი მთავრობის წესებისადმი საწინააღმდეგოა, და რომ თავად შეკრებებსაც, თავყრილობებსა და თათბირებსაც თავიანთი დასაწყისი გააჩნიათ.

ასეთი უწესრიგობის აღკვეთისა და ყველა იმათი გაფრთხილებისთვის, რომლებიც მაცდუნებელთა ბადეებში ადვილად ებმებიან ქართველი ხალხის ყველა წოდების მოვალეობათა არცოდნის ან არასწორად გაგების გამო, რომლებიც რუსული კანონმდებლობით ისჯება... მე ჩემი მოვალეობის მიხედვით ამით გატყობინებთ, რომ ყველა ნებადაურთველი დაძახება, შეკრება, თავყრილობა, თათბირი, საერთო ხელმოწერებით წერილებისა და თხოვნების შედგენა და წესრიგის საწინააღმდეგო ან მთავრობის ნებართვის გარეშე ჩადენილი სხვა ქმედებები უმკაცრესად იკრძალება კანონების ძალით, რომლებიც აქვე ამონაწერშია გადმოცემული. ხოლო თუ წარმოქმნილი საქმეებისა და საჭიროებათა მიხედვით სად და როგორ უნდა ითხოვდეთ, ამის შესახებ კანონმდებლობაშია აღნიშნული, რომელთა საფუძველზეც გასულ ივლისის თვეში ჩემგან არის გამოცემული ახსნა-განმარტება, რომელსაც ახლაც ცნობისთვის დავურთავ». 

დაავალა რა კომენდანტს ეს შეტყობინება ტფილისის მცხოვრებთათვის გამოეცხადებინა, კოვალენსკიმ უბრძანა მას გამოცხადებულის წაკითხვაზე თავადებისთვის ხელმოწერები ჩამოერთმევინებინა. კომენდანტი თავად გარსევან ჭავჭავაძესთან, სარდალ თავად ორბელიანთან, თარხნიშვილთან და სხვებთან მივიდა, მაგრამ მათ ყველამ ხელმოწერაზე უარი განაცხადეს და ამბობდნენ, რომ დაწერილი არ ესმით. შეტყობინებამ მთელი ტფილისი მოიარა და იმავე სახით სრულებით სუფთა მმართველის კაბინეტში გამოცხადდა. კოვალენსკიმ დაიწყო ცალკეულ პირთა თავისთან დაძახება და მათგან ხელმოწერის მოთხოვნა. ქართველები უარზე იყვნენ, ამბობდნენ რა, რომ მასზე ხელს მხოლოდ თავადების ხელმოწერათა შემდეგ მოაწერდნენ. მაშინ მმართველმა ახალი საშუალება მოიგონა. მან მიახერხა სარდალი თავადი ორბელიანი, თარხნიშვილი და მაყაშვილი თავად გარსევან ჭავჭავაძისგან ჩამოეშორებინა და ისინი მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. განსაკუთრებით ფიცხი და პირდაპირი ხასიათის ადამიანს, თავად გარსევან ჭავჭავაძეს უყვარდა პირდაპირ და გულახდილად ეთქვა ის, რასაც გრძნობდა, და ამით, რა თქმა უნდა, ყველა საშუალებას აძლევდა კოვალენსკის, რათა იგი შემდგომში დაედანაშაულებინა.

ჩვენი დედაქალაქიდან ისეთი პირის ჩამოსვლა, როგორიც თავადი გარსევან ჭავჭავაძე გახლდათ, ძალიან ბუნებრივად, აღაგზნებდა ქართველების ყურადღებას, რომელთაც სურდათ თავიანთი მდგომარეობისთვის ნათელი მოეფინათ. თავადებს შორის დაიწყო შეკრებები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ხოლო ხალხს შორის კი – საუბრები. კოვალენსკი წერდა, რომ თავადი ჭავჭავაძე არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს. არაკეთიკლმოსურნე პირებმა მღელვარების მოსაწყობად ხალხში ხმა გაუშვეს, რომ თავადი ჭავჭავაძე უფლებამოსილია შეადგინოს ახალი ვარაუდი საქართველოს ხვედრის შესახებ. ამან კიდევ უფრო მეტად მოიზიდა მისკენ ხალხი. კნორინგმა, საქართველოს მმართველის სიტყვებიდან, თავად ჭავჭავაძის წინააღმდეგ საბრალდებო აქტი შეადგინა. – «ქართველმა თავადებმა, – წერდა იგი (Рапортъ Кнорринга Государю Императору 30-го ноября, Арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи, ч. II, стр. 225), – დაჰყვნენ რა მის შეგონებებს და მოედინებიან რა ყოველი მხრიდან, მისი დაძახებებით დაიწყეს შეკრებების, თავყრილობებისა და თათბირების მოწყობა, წარმოადგენენ რა გონებათა ახალ მოძრაობას საზოგადოებრივი სიმშვიდის დასარღვევად... თავადი ჭავჭავაძე და მისი მეუღლე თავიანთი ძმებითა და სხვა მათი თანამზრახველებით არსებითად ხალხის რყევის წყარო გახლდნენ... თავადმა ჭავჭავაძემ, ქართველი თავადების გართობის ზევით, მიმოწერა დაიწყო საზღვარგარეთ, თავის თავად შეუდგა ყაზახისა და შამშადილის თათრების მართვას, რაც მას განსვენებული მეფის გიორგის დროს ჰქონდა, რომლებიც არცოდნის გამო, იყვნენ რა ამოძრავებულნი მისი შეგონებებით, თვით საქართველოს მმართველის ბრძანებებისადმი ურჩნიც კი აღმოჩნდნენ და მათთან დაყენებულ მოხელეს აშკარად არ ემორჩილებიან, რისი მეშვეობითაც ხდება სიძნელე თათრებისგან ხაზინაში განსაზღვრული ხარკის (გადასახადების, подати) მოკრებაში, ხოლო მათი მაგალითით კი ამ ვალდებულებაში სხვებიც მერყეობენ...»

თავადი ჭავჭავაძე არ მალავდა თავის აზრს და ღიად გამოთქვამდა, რომ ქართველები ბედნიერები უნდა იყვნენ იმით, რომ რუსეთისადმი არიან შეერთებულნი, მაგრამ რომ მათ კეთილდღეობას არ ექნება ადგილი და მყარი საფუძველი, სანამ ისინი მმართველობის ახლანდელ წესრიგს უნდა ემორჩილებოდნენ (Донесенiе Соколова гр. Воронцову 1-го ноября 1802 г. арх. Мин. Иностр. Делъ). კოვალენსკის მისი ასეთი სიტყვები არ მოსწონდა. საქართველოს მმართველმა იცოდა, რომ თავადი ჭავჭავაძე ერთერთი პირველი პირი გახლდათ, რომელმაც გიორგი XII მისი გავლენისგან გამოარიდა, იმ დროს, როცა იგი საქართველოს მეფის კარზე სრულუფლებიან მინისტრად იყო დანიშნული. იგი თავად ჭავჭავაძის მიმართ კეთილად არ იყო განწყობილი. თავადმა იცოდა ამ არაკეთილგანწყობის შესახებ, მაგრამ იმ რეპუტაციის იმედი ჰქონდა, რომელიც მის მიერ პეტერბურგში იყო შედგენილი, როგორც რუსეთისადმი გულწრფელად ერთგული პირისა.

ჭავჭავაძე იქაურ მმართველობაზე ხალხის საყოველთაო უკმაყოფილებასა და დრტვინვას არ მალავდა; ამბობდა, რომ არ იცის, თუ როგორ დააღწიოს თავი მომსვლელებს, რომლებიც მასთან ყოველი მხრიდან მოემგზავრებიან, მოაქვთ მასთან საჩივრები და მოითხოვენ ზომებს საყოველთაო სურვილის განსაცხადებლად მთავრობის შეცვლაზე, რომელიც ხალხისთვის ზომაზე მეტად სამძიმოა.

– აზრების ასეთი წესი (სახე, образъ мыслей), – ეუბნებოდა სოკოლოვი თავად ჭავჭავაძეს, სხვანაირად ვერ იქნება მიჩნეული, თუ არა საქციელი – შეუსაბამო უზენაეს ნებასთან, რომელმაც საქართველოში მმართველობა დაადგინა. ეს აშკარა დარღვევა იქნება ფიცისა, რომელიც რუსეთის იმპერატორისადმი გაქვთ მიცემული.

– ჩვენ ხალისით მივიღებთ საკუთარ თავზე ნებისმიერ სასჯელს, – პასუხობდა ჭავჭავაძე, თუ კი მხოლოდ უზენაესი ნების წინააღმდეგ მოვიქცევით, მაგრამ ჩვენი სურვილები და განზრახვები აქეთკენ სრულიად არ იხრება. ჩვენ მხოლოდ გვინდა ჩვენი ყოვლადუმდაბლესი თხოვნა მივიტანოთ გულმოწყალე მონარქის ფეხებთან, მასში მთელი ჩვენი საუბედურო (მწარე) მდგომარეობის ახსნა-განმარტებით. ეს თხოვნა გვსურს საზოგადოების მიერ არჩეულ თავადს გავატანოთ.

«გაცილებით უფრო უკეთესი იქნებოდა, – წერდა იგი ლოშქარიოვს (Отъ 30-го ноября 1802 г. арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи, ч. II, стр. 232), თუ აქაური მთავრობის გეგმა შეიცვლებოდა და სხვაგვარი წესრიგი დამყარდებოდა. ჩემის მხრივ კი, როგორც ერთგული მონა და ქვეშევრდომი, შევეცდები ყველაფერი ის აღვასრულო, რაც ჩემდამი ნაბრძანები იქნება. თუ მმართველობა ასეთივე საფუძველზე გაგრძელდება, მაშინ მე ვერანაირ სარგებელს ვერ ვხედავ, ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ იზრუნოთ ჩემთვის, რათა შემეძლოს ჩემი ოჯახით იქ მქონდეს საცხოვრებელი ჩემი ყოვლადმოწყალე ხელმწიფის პროტექციის ქვეშ, ვინაიდან აქ ჩემთვის ცხოვრების შესაძლებლობა არანაირი სახით არ არის».

ხმებმა უწესრიგობებისა და ბოროტად გამოყენებათა შესახებ, რომლებიც საქართველოს მმართველობაში არსებობდა, პეტერბურგული კაბინეტის ყურდღება მიიქცია. 

საქართველოში გაგზავნილ სხავადსხვა პირთა მოხსენებები, ამ ქვეყანაში სტუმრდ ნამყოფ მოგზაურთა მონათხრობები, და, ბოლოს, თავად ქართველების წერილები ზოგიერთი პირისადმი, რომლებიც ჩვენი მთავრობის სათავეში იდგნენ, ერთნაირად ირწმუნებოდნენ საქართველოს უმაღლესი მთავრობის უწესობის (безпорядочность) შესახებ, და მოწმობდნენ ქართველი ხალხის უკიდურესი დამონების თაობაზე. მმართველობის უწესობა წარმოდგებოდა რამდენადაც ზოგიერთი პირის თვითნებობისგან, იმდენადვე საქმეთა წარმოების იზოლირებული, ხალხის ხასიათისადმი უცხო წესრიგისგანაც. მმართველობა ვერ შეერწყა ხალხს, არ შევიდა ხალხის ჩვევების, ხასიათისა და ადათების შესწავლაში. იგი იმ გულწრფელი დაჯერებულობით მოქმედებდა, რომ მმართველობა კი არ არსებობს ხალხის სიკეთისთვის, არამედ ქართველები არიან შექმნილნი მმართველობის თვითნებობისთვის; რომ არა მმართველია მოწოდებული საქართველოში, ქვეყნის მოწყობისა და თითოეულის კეთილდღეობისთვის, არამედ საქართველოა შექმნილი მხოლოდ იმისთვის, რათა კოვალენსკი მისი მმართველი იყოს. აშკარაა, რომ ასეთი შეხედულებისას არ შეიძლებოდა ქვეყნის მართვაში წესრიგი ყოფილიყო, ხალხს არ შეეძლო მმართველობით კმაყოფილი ყოფილიყო და, ბუნებრივია, რომ მისი შეცვლა სურდა.

წესრიგისა და სიმშვიდის უკეთესად დამყარებისთვის აუცილებელი იყო მმართველობის სათავეში ისეთი ადამიანი დაეყენებიათ, რომელიც, იცოდა რა ხალხის ხასიათი, შევიდოდა რა მის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებში, შეძლებდა ქვეყანა მასში დაგროვილი ნაგვისგან გაეწმინდა, შესაბამისად მტკიცე ხასიათი და საკმარისი ხარისხით ენერგიაც ექნებოდა. ასეთი გენერალ-ლეიტენანტი თავადი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი – ი. ხ.) გახლდათ.

1802 წ. სექტემბერში იმპერატორმა ალექსანდრემ აუცილებლად აღიარა გენერალი კნორინგი მხარის მმართველობისგან გამოეწვია, კოვალენსკი შეეცვალა, და თავადი ციციანოვი კავკასიაში მთავარსარდლად დანიშნა.

(გაზეთ «კავკაზის» 1847 წლის 16-ე ნომერში მოთავსებულია: «მასალები გენერალ-ლეიტენანტ კარლ თეოდორეს ძე კნორინგის ბიოგრაფიისათვის». ცნობები, რომლებსაც ავტორი გვატყობინებს, მეტად მოკლეა – არა უმეტეს, როგორც იმ თანამდებობების დასახელებათა ჩამონათვალი, რომლებსაც კნორინგი 1799 წლიდან 1802 წლის ჩათვლით ასრულებდა. ძველი მაცხოვრებლის სიტყვებზე დაფუძნებული, ისინი ზოგიერთ ადგილას არასწორია. ერეკლე II-მ კი არ მისცა საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, არამედ მისმა ძემ გიორგი XII-მ. საქართველოს რუსეთისადმი შემოერთება სულაც ისე წყნარად და მშვიდად არ აღსრულებულა, როგორც ეს პატარა წერილი ლაპარაკობს, და კნორინგმაც, მთელი მისი ჩინებული თვისებების, გონებისა და კეთილშობილებისას, მაინც, ვერ შეძლო მცხოვრებთა სიყვარული და მადლიერება დაემსახურებინა. ქართველები არასოდეს უწოდებდნენ მას მშვიდობისმყოფელს, როგორც წერილის ავტორი ლაპარაკობს; პირიქით, არსებული წერილობითი აქტებიდან ჩანს, რომ ისინი მისი მმართველობით უკმაყოფილონი იყვნენ.)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment