Sunday, October 9, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი – კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია – ტომი III

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი სამხედრო ისტორიკოსის, საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლოზ თეოდორეს ძე დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ თარგმანს)

(ნაწილი I) 

შინაარსი 

თავი I. აღა-მაჰმად-ხანის მისწრაფება სპარსეთში ერთმმართველობისკენ. – მისი ბრძოლა სპარსელ ხანებთან და მფლობელებთან. – გილანელი მურთაზა-ყული-ხანის რუსეთში გამოქცევა. – საქართველოს დამოკიდებულება სპარსული სახელმწიფოსადმი. – საქართველოს საშინაო მდგომარეობა. – ერეკლეს შეშფოთება, რომ აღა-მაჰმად-ხანი შემოიჭრება მის სამფლობელოში და თხოვნა დახმარების შესახებ. – აღა-მაჰმად-ხანის მიერ წარმოგზავნილთა გეორგიევსკში მოსვლა. – ამ ელჩობის მიზანი და შედეგები. – აღა-მაჰმად-ხანის მცდელობები თავისი ძალაუფლებისადმი ადერბაიჯანელი ხანების დასამორჩილებლად. – იმპერატრიცის რესკრიპტი გუდოვიჩისადმი.

თავი II. აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრა საქართველოში. – ტფილისისა და მისი შემოგარენის დარბევა. – საქართველოს მდგომარეობა. – საქართველოს, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მფლობელთა სამოკავშირეო ტრაქტატი. – ერეკლეს თხოვნა დახმარების შესახებ. – იმპერატრიცის რესკრიპტები გუდოვიჩისადმი. – უკანასკნელის ვარაუდი სპარსეთში ლაშქრობის შესახებ. – რუსული ჯარების საქართველოში გამოგზავნა. – დაღესტანში გენერალ-მაიორ საველიევის რაზმის მოძრაობა.

თავი III. ერეკლე II-ის თხოვნები რუსული ჯარების საქართველოში გაგზავნაზე. – სპარსეთში ლაშქრობისთვის მზადებანი. – იმპერატრიცის ბრძანება გრაფ ვალერიან ალექსანდრეს ძე ზუბოვისადმი. – მთავრობის ვარაუდები და შეხედულებანი მომავალ მოქმედებებთან მიმართებაში.

თავი IV. გრაფ ზუბოვის ყიზლარში მოსვლა. – მოქმედებათა გეგმის შეცვლა. – თავად პ. ა. ზუბოვის წერილი ერეკლე მეფისადმი. – საქართველოს მდგომარეობა. – ლაშქრობისთვის მზადება. – კასპიის კორპუსის დარუბანდისკენ მოძრაობა. – გენერალ-მაიორ საველიევის მოქმედებანი. – დარუბანდისთვის ალყის შემორტყმა. – მეწინავე კოშკის იერიში. – ქალაქის დაკავება.

თავი V. მთავარსარდლის საქმიანობა დარუბანდის დაკავების შემდეგ. – მისი თხოვნა დახმარების გამოგზავნაზე. – შეიხ-ალი-ხანის მოწოდება დარუბანდის სახანოს მცხოვრებთადმი. – იმპერატრიცის მანიფესტი სპარსელი ხალხისადმი. – კასპიის კორპუსის ბაქოსკენ მოძრაობა. – მდინარე სამურზე გადასვლა. – პროვიანტიანი ტრანსპორტების მოსვლა. – ჩვენი ჯარების მიერ ქალაქების ყუბისა და ბაქოს დაკავება. – შეიხ-ალი-ხანის გაქცევა.

თავი VI. შეიხ-ალი-ხანის გაქცევით მცხოვრებლებზე მომხდარი შთაბეჭდილება. – მთავარსარდლის პროკლამაცია. – შეიხ-ალი-ხანის ხრიკები. – რუსული ჯარების თავდასხმა სოფელ ჩერეკზე. – მეზობელი ხანებისა და მფლობელების ჩვენდამი დამოკიდებულება. – სომეხი მთავარეპისკოპოსი თავადი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი. – მისი საქმიანობა. – სომხებისადმი გზავნილი. – ამ გზავნილის შედეგი. – შეთქმულება გრაფ ზუბოვის წინააღმდეგ. – ნურ-ალი-ხანის დაპატიმრება და მისი ასტრახანში გამოგზავნა. – ჰამბუთაი ყაზიყუმუხელის ხრიკები. – გრაფ ზუბოვის ვარაუდი დაღესტანში ჩვენი გავლენის განმტკიცებასთან მიმართებაში. – პოდპოლკოვნიკ ბაკუნინის საქმე სოფელ ალპანისთან.

თავი VII. აღა-მაჰმად-ხანის საქმიანობა. – ხმები ადერბაიჯანთან მისი მოახლოების შესახებ. – გრაფ ზუბოვის წერილი შემახელი მუსტაფა-ხანისადმი. – ადერბაიჯანელი ხანების მდგომარეობა (положенiе). – საქართველოს მდგომარეობა (состоянiе). – რიმსკი-კორსაკოვის ექსპედიცია განჯაზე. – რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის დაკავება. თავი

VIII. სიძნელეები მთავარი რაზმის სურსათით მომარაგებაში. – გრაფ ზუბოვის თხოვნები გადასაზიდი საშუალებებით მისი გაძლიერების შესახებ. – გუდოვიჩის განთავისუფლება და კავკასიის მხარის მთავარ უფროსად გრაფ ზუბოვის დანიშვნა. – კასპიის კორპუსის მდინარე მტკვრისკენ მოძრაობა. – შემახიის ხანად კასიმის გამოცხადება. – ვარაუდები დაღესტანში ჩვენი მდგომარეობის განმტკიცების შესახებ. – იმპერატრიცა ეკატერინე II-ის გარდაცვალება. – საომარი მოქმედებების შეწყვეტა. – ჯარების იმპერიის ფარგლებში დაბრუნება. – გუდოვიჩის უწინდელ ადგილზე დაბრუნება. – იმპერატორ პავლე I-ის მისდამი რესკრიპტები.

თავი IX. საქართველოს მდგომარეობა იმპერატორ პავლე I-ის ტახტზე ასვლისას. – შიშები საქართველოში სპარსელთა ახალ შემოჭრაზე. – აღა-მაჰმად-ხანი შუშაში. – მისი მოკვდინება. – იმპერატორ პავლე I-ის ურთიერთობა და მოლაპარაკებები საქართველოს მეფესთან.

თავი X. ერეკლე II-ის გარდაცვალება და მისი დაკრძალვა. – საქართველოს ტახტზე გიორგი XII-ის ასვლა.

თავი XI. საქართველოს მდგომარეობა ტახტზე გიორგი XII-ის ასვლის სულ დასაწყისში. – ს.-პეტერბურგში ელჩობის გამოგზავნა გიორგის თხოვნით ტახტზე მისი დამტკიცების შესახებ. – იმპერატორ პავლეს რესკრიპტი გიორგისადმი. – საქართველოს მეფის კარზე ჩვენს რწმუნებულ მინისტრად კოვალენსკის დანიშვნა.

თავი XII. კოვალენსკისა და ლაზარევის პოლკთან ერთად ტფილისში მოსვლა. – პოლკის დახვედრა და ხალხის მისდამი დამოკიდებულება. – ჩვენი მინისტრის საზეიმო მიღება. – გიორგისთვის სამეფო ინვესტიტურის ნიშნების მირთმევა. – მეფის ფიცი. – ტფილისის ილუმინაცია. – ლაზარევსა და კოვალენსკის შორის წარმოქმნილი უკმაყოფილებანი. – ს.-პეტერბუტგში ელჩობის გამოგზავნა. – ქვეყნის სისუსტე და უთანხმოებანი (несогласiя) სამეფო ოჯახში. – ალექსანდრე ბატონიშვილის სპარსეთში წასვლა. – ტფილისის დატოვებაზე დარეჯან დედოფლის განზრახვა. – დედოფლის წერილი პავლე იმპერატორისადმი.

თავი XIII. მოვლენები სპარსეთში აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილის შემდეგ. – ბაბა-ხანი. – იმპერატორ პავლე I-ის შეხედულება სპარსეთთან ჩვენს საქმეებზე. – კოვალენსკის მიერ თეირანში დესპანის /посланникъ/ გაგზავნა. – ხმები სპასელთა განზრახვაზე საქართველოში შემოსაჭრელად. – ტფილისში სპარსეთის დესპანის მოსვლა. – ბაბა-ხანის ფირმანი გიორგი მეფისადმი. – ჩვენი დესპანის თეირანიდან დაბრუნება. – იბრაჰიმ-ხანის წერილი კოვალენსკისადმი. – საქართველოში ახალი ჯარების მივლინება. – გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკის ტფილისში მოსვლა და მისთვის მოწყობილი დახვედრა. – უთანხმოებანი /раздоры/ სამეფო ოჯახში. – კოვალენსკის გამოწვევა და საქართველოს მეფის კარზე მინისტრის თანამდებობის მოსპობა.

თავი XIV. ავარელი ომარ-ხანის საქართველოში შემოჭრა. – ლაზარევის ბრძოლა ლეკებთან მდინარე ივრის ნაპირზე, სოფელ კაკაბეთთან და მოწინააღმდეგის განდევნა. 

თავი XV. გიორგის ავადმყოფობის გაძლიერება. – გაურკვევლობა და ქვეყნის მომავლის გამო საერთო შეშფოთება. – მეფის ძეთა ინტრიგები და ხრიკები. – დავით ბატონიშვილის ქცევები მამის სიცოცხლეში. – მღელვარებანი საქართველოში. – ძარცვები და ძალადობანი. – გიორგის თხოვნა ლაზარევისადმი თვითნებობათა დაწყნარებაზე. – ქართველი ელჩების ს.-პეტერბურგში მოსვლა. – პირობები, რომლებზედაც მეფეს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა სურდა. – გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი პავლე იმპერატორისადმი საქართველოს მდგომარეობისა და მისი შემოერთების სარგებლიანობათა შესახებ. – საფუძვლები, რომლებზედაც იმპერატორი პავლე საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში ღებულობდა. – გიორგი XII-ის გარდაცვალება. – საქართველოს მდგომარეობა მისი სიკვდილის შემდეგ.

თავი XVI. ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული გზა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხში გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ. – იმპერატორი პავლე ამ საქმეში განსაკუთრებულ მონაწილეობას ღებულობს. – ელჩების ჩასვლა ტფილისში, თავადების, ხალხის თათბირი და ელჩების ახალი გამოგზავნა პეტერბურგში. – უწესრიგობანი საქართველოში. – დავით ბატონიშვილი დროებით მართავს სამეფოს. – ბატონიშვილების, ერეკლეს ძეთა წასვლა იმერეთში.

თავი XVII. საქართვლოს რუსეთთან შემოერთების შესახებ მანიფესტის გამოცხადების ზეიმი. – მოვლენები საქართველოში მანიფესტის გამოცხადების შემდეგ. – საქართველოს ახალი ადმინისტრაციული დაყოფა. – იმპერატორ პავლეს გარდაცვალება. – ტუჩკოვ მე-2-ის გრენადერთა, ლეონტიევის მუშკეტერთა და კაზაკთა პოლკების საქართველოში გამოგზავნა. – ლაზარევის მიერ მოხდენილი ჯარების განლაგება.

თავი XVIII. დავით ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის წერილები იმპერატორ ალექსანდრე I-დმი. – საკითხი საქართველოს შემოერთების შესახებ ისევ გადაეცა სახელმწიფოს საბჭოს განსახილველად. – იმპერატორი ალექსანდრე I ეწინააღმდეგება თავისი დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებას. – რესკრიპტი კნორინგისადმი და მისი საქართველოში გაგზავნა. – ს.-პეტერბურგში რწმუნებულების ჩამოსვლა და მათი თხოვნები. – შემთხვევები საქართველოში.

თავი XIX. კნორინგის აზრი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. – სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა. – მისი წევრების აზრი საკითხზე რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ. – მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ. – დებულება ქვეყნის საშინაო მმართველობის შესახებ.

თავი XX. საქმეების მდგომარეობა საქართველოში რუსული მმართველობის მოწყობისას. – ხმები სპარსელთა განზრახვის შესახებ საქართველოში შემოჭრილიყვნენ. – ურთიერთობები ერევნის ხანთან. – ლაზარევის მოძრაობა შამშადილში, განჯის ხანის პრეტენზიებისგან მის დასაცავად. – პოლკოვნიკ კარიაგინის მოქმედებები ნახჭევნის ხანის წინააღმდეგ.

თავი XXI. მანიფესტის გამოცხადება. – საქართველოს უმაღლესი მთავრობის დაარსება. 

თავი XXII. რუსული მმართველობის პირველი დღეები საქართველოში.

თავი XXIII. შემთხვევები იმერეთში სოლომონ II-ის ტახტზე ასვლამდე. – ქვრივი დედოფლის ანას გაქცევა და ჩვენი ჯარების მიერ მისი გადარჩენა. – ს.-პეტერბურგში მისი ჩამოსვლა. – ანას თხოვნა მისი ძის კონსტანტინე ბატონიშვილის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. – სოკოლოვის გაგზავნა იმერეთში. – მისი მოლაპარაკებები ამ საქმის შესახებ იმერეთის მეფესთან და ბატონიშვილის განთავისუფლებაზე უკანასკნელის არდათანხმება. – სოკოლოვის ტფილისში გამგზავრება.

თავი XIV. მღელვარებანი საქართველოში და მათში სამეფო სახლის წევრთა მონაწილეობა.

თავი XV. შფოთიანობის განვითარება და მისი დაწყნარება. – ვახტანგ ბატონიშვილის დაპატიმრება. – საქართველოში მთავარსარდლად თავად ციციანოვის დანიშვნა. 

დანართი 1

თავი I 

(აღა-მაჰმად-ხანის მისწრაფება სპარსეთში ერთმმართველობისკენ. – მისი ბრძოლა სპარსელ ხანებთან და მფლობელებთან. – გილანელი მურთაზა-ყული-ხანის რუსეთში გამოქცევა. – საქართველოს დამოკიდებულება სპარსული სახელმწიფოსადმი. – საქართველოს საშინაო მდგომარეობა. – ერეკლეს შეშფოთება, რომ აღა-მაჰმად-ხანი შემოიჭრება მის სამფლობელოში და თხოვნა დახმარების შესახებ. – აღა-მაჰმად-ხანის მიერ წარმოგზავნილთა გეორგიევსკში მოსვლა. – ამ ელჩობის მიზანი და შედეგები. – აღა-მაჰმად-ხანის მცდელობები თავისი ძალაუფლებისადმი ადერბაიჯანელი ხანების დასამორჩილებლად. – იმპერატრიცის რესკრიპტი გუდოვიჩისადმი.)

ვერაგობამ, ეშმაკობამ და ღალატმა აღა-მაჰმად-ხან ყაჯარს სპარსეთის უდიდესი ნაწილი ჩაუგდო ხელში. შინაომებით გაწეწილი ეს ქვეყანა დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა ყოველგვარი მკვლელობების, მხეცობისა და სისასტიკის სამარცხვინო ასპარეზს. ტახტის ძიება გახლდათ მფლობელებს შორის განუწყვეტელი მტრობისა და ერთმანეთთან ომების საბაბი. თითოეული ხანი, რომელიც საკუთარ თავს სხვებზე უფრო ძლიერად თვლიდა, ძალაუფლების საკუთარ ხელში ჩაგდებასა და ირანის მბრძანებლად გახდომას ცდილობდა.

გასული ასწლეულის ოთხმოციანი წლების ბოლოს ყველაზე უფრო ძლიერი მფლობელი გახლდათ ასტრაბადელი აღა-მაჰმად-ხანი, რომელიც ყაჯართა გვარიდან წარმოდგებოდა, ხოლო ისპაჰანის დაუფლების შემდეგ კი სპარსეთში ერთმმართველობისკენ მიისწრაფვოდა. ბევრი ხანის მკვლელი, რომელთაც წილად მის ხელში ჩავარდნის უბედური ხვედრი ერგოთ, აღა-მაჰმად-ხანი თავისი სისასტიკეებით გახლდათ ცნობილი. 

ტანდაბალი და ხმელი აგებულებისა, აღა-მაჰმად-ხანი შორიდან 14 ან 15 წლის ბიჭად მოგეჩვენებოდათ. დანაოჭებული და უწვერულვაშო სახე აქცევდა მას მოხუცი, სხეულით დაძაბუნებული ქალის მსგავსად, ხოლო სახის ნაკვთები კი, რომლებიც არასდროს არ იყო სასიამოვნო, საშინელ შესახედაობას აძლევდა მას უკმაყოფილების ან მრისხანების ჟამს, რაც მეტად ხშირად ხდებოდა.

სიძულვილი და სისხლისმსმელი გაბოროტება ელავდა მის ღრმად ჩაცვენილ თვალებში, რომლებიც, შინაგანი მღელვარებისას, თითქოსდა მეწამული ციმციმით ივსებოდა. აღა-მაჰმად-ხანის განმჭოლავი მზერა ძრწოლას ჰგვრიდა მათ, ვისაც ის უყურებდა, ხოლო თხელი და მუდივად მოკუმული ტუჩების ზიზღნარევი ღიმილი კი ყოველივე გარემომცველისადმი მის სრულ და ღრმა ზიზღს გამოხატავდა.

შავი კრაველისგან შეკერილი მაღალი წვეტიანი ქუდი, მის გადაპარსულ თავს რომ ფარავდა და ყვითელ, უწვერულვაშო და დანაოჭებულ სახეს მკვდრის შესახედაობას აძლევდა, ბუნებრიობის საწინააღმდეგო იმ დასახიჩრების შესახებ მოწმობდა, რომელიც ოდესღაც მას ბავშვობის დროს დამართეს, და რომელმაც მოწიფულობის ასაკში იგი მთელი კაცობრიობის მოძულედ აქცია. სხეულებრივად დამახინჯებული იგი ზნეობრივ მტარვალად შეიქნა... “აღა-მაჰმადის დასახიჩრებაში დანაშავის, ნადირ შაჰის მიწიერი ნეშტი მან ჰარამხანაში მიმავალი დერეფნის იატაკის ფილების ქვეშ ჩააფლობინა, რათა მისთვის საძულველი ნეშტის ფეხით გათელვის შესაძლებლობა ყოველდღე ჰქონოდა; ზუსტად ასევე ისურვებდა იგი ადამიანთა მთელი მდგმის ერთ აკლდამაში ჩაწვენას, რათა მთელი კაცობრიობა ზიზღით ფეხით ეთელა”... («Зурна» 1885 года, стр. 259. Романовскаго «Кавказъ и кавказская война». стр. 75. “ნეშტი, რომელსაც მე ფეხით ვთელავ – იტყოდა ხოლმე აღა-მაჰმადი – მნიშვნელოვნად მიმსუბუქებს ჩემი გულის ჭრილობებს”. См. «Кавказъ» 1855 года, № 101, стр. 405).

გაბატონებული ვნება მის დამჭკნარ სულში გახლდათ ძალაუფლების სიყვარული, მეორე – სიძუნწე, მესამე – შურისმაძიებლობა. ყოველ მათგანს იგი უკიდურეს ხარისხად ეძლეობა, განსაკუთრებით კი უკანასკნელს. აღა-მაჰმად-ხანი სპარსეთის ყველა ყოფილი მბრძანებლისგან თავისი სისასტიკით გამოირჩეოდა. პატიების, წყალობისა და კაცთმოყვარების სიტყვები არასოდეს ამოდიოდა საჭურისი მბრძანებლის ბაგეთაგან, რომლებიც დიდი ხანია მიეჩვიენ სიძულვილის, გაბოროტებისა და სიკვდილით დასჯების გამოხატვას (Подробности см. «Жизнеописанiе Ага-Магометъ-хана каджарскаго, основателя ныне царствующей въ Персiи династiи, съ краткимъ обозренiемъ последовавшихъ после его смерти главнейшихъ происшествiй». Сынъ Отечества 1835 г., т. 171).

სპარსეთის თითქმის ყველა შაჰი ღვთისმოსავი იყო, ან სულ მცირე, გარეგნულად მაინც. იცავდნენ თავიანთი რჯულის წესებს (обряды), რომლებიც აუცილებელი იყო ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ზნეობის წესები (правила) ცნობილი არ იყო შაჰებისთვის. სულ ადრეული წლებიდანვე თითოეულ მათგანს ნება ეძლეოდა ყველაზე უფრო უხეში გრძნობისმიერი ნეტარებებით ესარგებლა, რომელთათვისაც საკუთარი თავის მიცემას ისინი თვლიდნენ განსაკუთრებულ უპირატესობად, მხოლოდ მათ წოდებას რომ ეკუთვნოდა.

სპარსეთის შაჰი არ აღიარებს არანაირ სხვა ვალდებულებას, რელიგიის ადათ-წესების აღსრულების გარდა. კაცთმოყვარებას, დიდსულოვნებასა და სამართლიანობას იგი სათნოებათა რიცხვში მიიჩნევს, მაგრამ არ უწოდებს მათ მეფეთა ვალდებულებებს. იგი ეძლევა მის გარემომცველ ფუფუნებას, უსმენს პირფერებს და, ზარმაცი და მანკიერი ცხოვრებით ძალგამოცლილი, ჯარის უფროსის წინაშე ძირს განერთხმება.

შაჰი მიჩვეულია იმას, რომ მის ყველანაირ შეხედულებას სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდნენ, და ამიტომ თითოეული მათგანი რამდენადაც მოუთმენელია თავისი სურვილების აღსრულებაში, იმდენადვე გულგრილია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევის მიმართაც.

სპარსეთის ისტორია გვიჩვენებს, რომ შაჰები თავისთან დაახლოებულ ადამიანებს ირჩევდნენ ყველაზე უფრო დაბალი წოდებიდან. “თვითმპყრობელის სიამაყე ვერასოდეს ვერ გრძნობს უფრო მეტ ნუგეშს, თუ არა იმ ადამიანთა ყურებისგან, რომლებიც მის წყალობებზე არიან დამოკიდებულნი, და რომლებიც მას შეუძლია ერთი ამოსუნთქვით გაანადგუროს”. სამაგიეროდ სპარსეთში იშვიათობა არ გახლავთ, რომ დაბალი წოდების ეს პირები სწრაფად ამაღლებულან და, მოუკლავთ რა თავიანთი მბრძანებელი, მისი ძალაუფლება მიუთვისებიათ.

ზუსტად ასევე იყო აღა-მაჰმად-ხანთანაც. ნადირის საჭურისი, იგი მისი სიკვდილის შემდეგ სპარსეთის მბრძანებელი შეიქნა და შემდგომში, როგორც თავად ვნახავთ, თავადაც ორი თავისი საყვარელი ნუქერის მიერ იქნა მოკვდინებული (Всеподд. рапортъ Гудовича 20-го iюня 1797 года. Георгiевскiй военный архивъ).

სიცოცხლის მეექვსე წელზე დასახიჩრებულმა და ნეტარებათა გრძნობის უნარდაკარგულმა, რომლებიც აღმოსავლეთში ყოველთვის ფიტავდა სულსა და სხეულს, აღა-მაჰმად-ხანმა თავისთვის სხვა საკვების ძიება დაიწყო. სულ მცირეწლობიდანვე მას დაეუფლა პატივმოყვარეობა და განდიდების შესახებ ფიქრი, რომელსაც იგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იშვიათი მუდმივობითა და დაუღალავი მისწრაფებით მიჰყვებოდა.

ბედმა, რომელმაც ნადირ-შაჰი და ქერიმ-ხანი ერთი-მეორის მიყოლებით სპარსეთის მბრძანებლის ხარისხამდე აღაზევა, სამეფო სახლისადმი ხალხის ის რელიგიური პატივისცემა დაასუსტა, რომელიც ასე ძლიერად იცავდა სპარსეთის სუსტ მბრძანებლებს სეფიანთა სახლიდან. თითოეული, რომელიც რამდენიმე ადამიანს წინამძღოლობდა, ტახტამდე მიღწევას ფიქრობდა და იმედოვნებდა. ხელმწიფის პატივი ისე ხშირად ყოფილა მიტაცებული, რომ ხალხს თავის მიმართ პატივისცემას ვერ ჩააგონებდა. აღა-მაჰმად-ხანი მაშინ იდგა ტახტისკენ მიმავალ გზაზე, როცა სპარსეთში სრული ანარქია ბატონობდა.

ამბოხებებსა და ძარცვა-რბევას მიჩვეული ჯარისკაცები ჯანყდებოდნენ ყველანაირი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც შეეძლო, რომ უკანონო შემოსავლის წართმევის საფრთხით ისინი დაეშინებინა. ქალაქები და სოფლები ისე ხშირად განიცდიოდნენ ძარცვა-რბევას, რომ მცხოვრებნი ტოვებდნენ სახლ-კარს და გამოკვების სხვა ხერხს ვერ პოულობდნენ, ერთი-მეორის ძარცვის გარდა; სხვები ნებაყოფლობით გარბოდნენ, დასატაცებლად ტოვებდნენ რა თავიანთ ქონებას. გზები ყაჩაღებით იყო ავსებული, რომლებიც საქონლით დატვირთულ ქარავნებს ძარცვავდნენ, და ამიტომ ვაჭრობაც მნიშვნელოვნად დაქვეითდა.

სახელმწიფოს სისუსტე, გაბედული და ენერგიული ადამიანების უკმარისობა ხელს უწყობდნენ აღა-მაჰმად-ხანის აღზევებასა და ტახტზე მის დამკვიდრებას.

ხმელი აღნაგობის აღა-მაჰმად-ხანმა საკუთარი თავი თავშეკავებასა და ქმედით ცხოვრებას მიაჩვია. თვრამეტი წლისა იგი უკვე სპარსეთის ტახტის დაუფლებისთვის ომს აწარმოებდა და თავისი საკუთარი მიზნის მისაღწევად არაფერს თაკილობდა. ძალაუფლების საკუთარ ხელში ჩაგდების სურვილი ახშობდა მასში ყველა ადამიანურ გრძნობას, და იგი თავის ძმებსაც კი არ ზოგავდა, რომელთაგან ერთი მოაკვდინა, მეორეს თვალები ამოთხარა, მესამე, მურთზა-ყული-ხანი კი გილანის პროვინციიდან განდევნა და მის კუთვნილ ქალქებს, რეშთსა და ენზელის დაეუფლა. განეშორა რა თავის სამფლობელოებს, ხოლო საკუთარი დედა, ცოლი და შვილები თავისი სასატიკი ძმის ხელში დატოვა, მურთაზა-ყული-ხანი მისთვის ჩამორთმეული სახანოს დაბრუნებაში შირვანისა და თალიშის ხანების თანადგომას ეძიებდა. მან დესპანი გამოგზავნა ასევე რუსეთშიც თხოვნით დახმარებისა და მფარველობის შესახებ.

ჩვენი მთავრობა გულგრილად ვერ უყურებდა აღა-მაჰმად-ხანის აღზევებას, ცვალებადი და მზაკვარი ადამიანისა, რომელიც თავისი არაკეთილმოსურნეობით იყო ცნობილი. 

ჰპირდებოდა რა მფარველობას მურთაზა-ყული-ხანს, რუსეთის კარს მაინც არ შეეძლო მისთვის არსებითი დახმარების აღმოჩენა, გილანის ჩვენი საზღვრებიდან ძალზედ დიდი დაშორებულობის გამო.

შირვანისა და თალიშის ხანების დახმარებით, მურთაზა-ყული-ხანმა მოახერხა კვლავ გამხდარიყო გილანის მფლობელი, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანმა მაშინვე გაგზავნა მის წინააღმდეგ ხუთი ხანი ჯარებით და უბრძანა მათ ძმის განდევნა მისი სამფლობელოებიდან. მურთაზა-ყული-ხანი დაუხვდა მოწინააღმდეგეთ და ისე დაამარცხა ისინი, რომ ხუთივე ხანი გამარჯვებულს ჩაუვარდა ხელში. ტყვეთა რიცხვში იყო აღა-მაჰმად-ხანთან განსაკუთრებით დაახლოებული ორი დიდებული, რიზა-ხანი და აბას-ხანი, რომლებსაც მურთაზა-ყული-ხანმა ბორკილები დაადო და თავისთან დაიტოვა თავისი ოჯახის (უსაფრთხოების) უზრუნველყოფისთვის, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის ტყვეობაში იმყოფებოდა. 

ეს გამარჯვება მაინც ვერ უზრუნველყოფდა მურთაზა-ყული-ხანის მდგომარეობას, რომელიც რვა წლის განმავლობაში იძულებული იყო ცვალებადი იღბლიანობით ებრძოლა თავის ძლიერ ძმასთან. იგი რამდენჯერმე დაბრუნდა თავის სამფლობელოში და ისევ გაგდებულ იქნა; ბოლოს, 1792 წლის მიწურულს, მურთაზა-ყული-ხანი გილანიდან რუსულ ფრეგატზე გამოიქცა, რომლითაც, 1793 წლის 30 აპრილს ასტრახანში იქნა ჩამოყვანილი მის მიერ დატყვევებულ ორ ხანთან ერთად (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича 5-го iюня 1793 года).

რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ მურთაზა თხოულობდა პეტერბურგში გამომგზავრების ნებართვას, თავისი სათხოვარის იმპერატრიცისთვის წარსადგენად, მაგრამ ეს სურვილი უარყოფილ იქნა.

“თქვენ ჯეროვანი სახით (пристойнымъ образомъ) ააღებინეთ ხელი მას ამ სურვილზე, წერდა ეკატერინე გუდოვიჩს (Въ рескрипте отъ 9-го августа 1793 года), როგორღაც ჩააგონებთ რა მას შემოდგომის ხანაში ამდენად გრძელი გზის სიძნელეს, აქაური ზამთრის სიმკაცრესა და სხვა ამის მსგავს გარემოებებს. მას შეუძლია იმ დრომდე დარჩეს ყიზლარში, სანამ გამოჩნდება დიდი ძალისხმევის გარეშე გილანში მისი აღდგენის ხელსაყრელი შესაძლებლობა. სპარსეთში მიმდინარე შფოთიანობამ და შინაომებმა ახლო დროში შესაძლოა ასეთი შესაძლებლობა წარმგვიდგინონ”.

ვერ მიიღო რა პეტერბურგში გამომგზავრების ნებართვა, მურთაზა-ყული-ხანი საცხოვრებლად გადმოსახლებულ იქნა ყიზლარში, “როგორც არასაგუბერნიო ქალაქში”, წერდა გუდოვიჩი, “სპარსეთის საზღვრებთან ახლოს და ჩემს ზედამხედველობასთან ახლოსაც” (Письмо Гудовича графу П. А. Зубову 6-го iюня 1793 года). აქ ნაბრძანები იყო ეძლიათ მურთაზასთვის ათასი მანეთი თვეში, როგორც მის შესანახად, ისე მისი მრავალრიცხოვანი ამალისაც, რომელიც ოცდაათ ადამიანამდე ადიოდა.

ყიზლარისა და მისი შემოგარენის კლიმატური პირობები კეთილსასურველად ვერ მოქმედებდა მურთაზა-ყული-ხანის ჯანმრთელობაზე. მალევე ამ ქალაქში მოსვლის შემდეგ, იგი ავად შეიქნა და მოითხოვდა მის უკანვე ასტრახანში გაგზავნას. “და თავად მეც, წერდა გუდოვიჩი (Всеподданнейшее донесенiе Гудовича 9-го октября 1793 года), როცა ყიზლარში ჩემი ყოფნის დროს, იგი მართლაც მეტად სნეული ვპოვე, იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი, ჰაერის გამოსაცვლელად, ასტრახანში მის გადაყვანას”.

ურთაზა-ყული-ხანის რუსეთში წამოსვლის შემდეგ, აღა-მაჰმად-ხანის ერთადერთ მოწინააღმდეგედ დარჩა შირაზელი ლუტფ-ალი-ხანი. მოწინააღმდეგეთა რამდენიმე დაჯახების შემდეგ, აღა-მაჰმად-ხანმა დაამარცხა ლუტფ-ალი-ხანი, დაეუფლა შირაზს, ხელში ჩაიგდო მასში დიდი საგანძური და თეირანში დაბრუნდა.

შეიქნა რა სპარსეთის უმეტესი ნაწილის მბრძანებელი, აღა-მაჰმად-ხანმა ახლა ოცნება დაიწყო შაჰის ღირსებისა და სპარსელთა ძველთაძველი სამფლობელოს მთელ სივრცეზე თავისი ძალაუფლების დამკვიდრების შესახებ, მაგრამ საამისოდ მისთვის კიდევ მეტად ბევრი რამის გაკეთება იყო აუცილებელი. სპარსეთში სეფიანთა სამეფიო დნასტიის მოსპობამდე საქართველო იყო შაჰის ძალაუფლების ქვეშ. სპარსეთის მბრძანებელს ჰქონდა უფლება, რომ თავისი ნება-სურვილით, საქართველოს მეფედ დაეყენებინა ის, ვისაც მოისურვებდა, ოღონდ კი იგი ბაგრატიონთა სახლიდან ყოფილიყო. საქართველოს მეფე და თავადები შაჰისგან ყოველწლიურად ღებულობდნენ კარგ ჯამაგირს, სპარსეთში ნაწყალობევი ჰქონდათ მამულები, რომელთაგან შემოსავლებს ყოველწლიურად აწვდიდნენ საქართველოში, და ამაზე ზევით, საქართველოს მეფე და ყველაზე უფრო დიდგვაროვანი თავადები შაჰისგან ყოველწლიურად ღებულობდნენ საჩუქრებს. ამის სანაცვლოდ, საქართველოს მეფე ვალდებული იყო შვიდ წელიწადში ერთხელ ეძლია შაჰისთვის შვიდი ბიჭი და ქალწული. მეზობელი ხალხების შემოჭრებისგან საქართველოს დასაცავად კი ტფილისის ციხესიმაგრეში სპარსული ჯარები იმყოფებოდნენ.

თურქებმა სპარსელები განდევნეს საქართველოდან და მასში ახალი წესები შემოიღეს, რომლებიც იქითკენ იხრებოდა, რომ აეძულებინათ მოსახლეობა მაჰმადიანური რჯულის მისაღებად, მაგრამ ნადირ-შაჰმა აღადგინა საქართველოს უწინდელი დამოკიდებულება სპარსეთზე და იქ მეფედ დააყენა თავიდან ალექსანდრე ბაგრატიონი, ხოლო მის შემდეგ კი ქართლის სამეფო მისცა მის ბიძას თეიმურაზს, კახეთისა კი თეიმურაზის ძეს ერეკლეს. პირველმა, შაჰის ნებართვით, თავზე გვირგვინი დაიდგა მცხეთაში. შემდგომში ერეკლემ თავისი დერჟავის ქვეშ შეაერთა ორივე სამეფო და, სარგებლობდა რა თავად სპარსეთში მიმდინარე არეულობებით, შაჰთა ძალაუფლებისგან განთავისუფლდა. საქართველოს გამოყოფას ირანული სახელმწიფოს სამეფო დინასტიისთვის მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

სპარსეთს, სახანოების გარდა, რომლებიც სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ და უშუალოდ იყვნენ შაჰის ხელისუფლებაზე დამოკიდებულნი, ჰქონდა კიდევ სამეფისნაცვლოებიც (наместничества), რომელთა მმართვლებსაც ვალი ეწოდებოდათ. ასეთი მეფისნაცვალი ანუ ვალი იყო ოთხი: არაბისტანის, გურჯისტანის (საქართველოს მეფე), ლორისტანისა და ქურთისტანის* (*საქართველოს მეფის მოვალეობებისა და სპარსეთის შაჰებთან მისი ურთიერთობების შესახებ იხ. «Вестникъ Европы» 1807 г. ч. 32, № 6, стр. 150: «Сокращённое извлеченiе изъ любопытныхъ записокъ о происшествiяхъ въ Персiи и Грузiи, случившихся въ исходе минувшаго столетiя»).

ყოველ მათგანს შაჰის კარზე ჰქონდა წოდება და თანამდებობა და ვალად ეკისრებოდა აუცილებლად ყოფილიყო სპარსეთის შაჰების დაგვირგვინებაზე, რომელიც ჩვეულებრივ ხდებოდა ქალაქ არდევილში, ადერბაიჯანში. ამ ცერემონიის დროს არაბისტანის ვალის ყოველთვის ეჭირა ჯიღა (ქუდის ფრთა, რომელიც გვირგვინს ცვლიდა), გურჯისტანისას – ხმალი, ლორისტანისას – ბალაბუტი (პორფირა) და ქურთისტანისას – სამკაული, რომელიც შედგებოდა ალმასებით მორთული ორი სამხარიღლიესგან. ამ ოთხი ვალიდან თუნდაც ერთის მიერ სპარსეთის მბრძანებლის შაჰის ღირსებაში არაღიარების გარეშე შაჰს დაგვირგვინება არ შეეძლო.

გასაგებია, თუ რატომ უნდა დაუფლებოდა აღა-მაჰმად-ხანი, რომელიც ტახტს ეძიებდა, უწინარეს ყოვლისა ადერბაიჯანს და თავისი ძალაუფლებისთვის დაექვემდებარებინა საქართველოს მეფეც. მან იცოდა, რომ თუკი თავზე გვირგვინს დაიდგამს არა არდევილში, არამედ რომელიმე სხვა ქალაქში, და თუკი ამ ცერემონიაზე არ დაესწრება გურჯისტანის ვალი, მაშინ ხალხი მას შაჰად არ აღიარებს. ამიტომ, მალევე თეირანში თავისი დაბრუნების შემდეგ, აღა-ამად-ხანმა, სარგებლობდა რა განჯელი ჯავად-ხანის მოწვევით, რომელიც დაპირდა მას საქართველოს მეფის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებას, ერთერთი თავისთან დაახლოებული, სულეიმან-ხანი, 20.000-იანი ჯარით გამოგზავნა თავრიზში, ბრძანებით, რომ ყველა გარემომცველი ხანი: არდევილის, ხოის, ნახჭევნის, ერევნის, განჯისა და სხვები, თავისთან შეეკრიბა და ისინი აღა-მაჰმად-ხანის ძალაუფლების აღიარებაზე თავისთან შეეკრიბა; ამაზევე დაეყოლიებინა შუშელი (ყარაბაღელი) იბრაჰიმ-ხანიც, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი სამფლობელოები დაერბია და შუშაც აეღო. ირანის მბრძანებლისადმი დაქვემდებარებაზე იბრაჰიმ-ხანის თანხმობის შემთხვევაში, სულეიმან-ხანს საქართველოს მეფის წინააღმდეგ, მის მიერ მოპატიჟებულ ხანებთან შეერთებულად უნდა ემოქმედა.

სულეიმან-ხანის ადერბაიჯანში გამოგზავნას წარმატება არ ჰქონია. ხანები არ გამოცხადებულან მის მოწოდებაზე, მხოლოდ ერთი განჯის ხანის გამოკლებით. იყო რა საქართველოს მეფის მოხარკე, ჯავად-ხანი უკმაყოფილო გახლდათ ერეკლეთი მისი ძმისწულის, რაჰიმ-ხანის მფრველობის გამო, რომელიც მამულის დაბრუნების შემთხვევას ეძიებდა, კანონიერად მას რომ ეკუთვნოდა, მაგრამ ბიძას მისთვის წართმეული ჰქონდა. ერეკლე მოითხოვდა, რათა ჯავად-ხანს მამული ძმისწულისთვის მიეცა და, დაუთანხმებლობის შემთხვევაში, ამაზე ძალით მის იძულებას ემუქრებოდა. არ თანხმდებოდა რა მოთხოვნაზე, და იცოდა რა, რომ ტფილისში უკვე აგროვებენ ჯარებს, ჯავად-ხნმა აღა-მაჰმად-ხანს მიმართა და, ჰპირდებოდა რა მას თანადგომას, ურჩევდა, რომ საქართველოში შემოჭრილიყო და ამ ქვეყანას დაუფლებოდა.

ჯავად-ხანის მოლაპარაკებები აღა-მაჰმად-ხანთან უკიდურესად აშფოთებდა ერეკლეს. სარგებლობდა რა იმით, რომ მისი ერთერთი ვაჟი, მირიანი იმ ხანად პეტერბურგში იმყოფებოდა, ერეკლე მისი მეშვეობით რუსეთის მიერ დაცვას ითხოვდა.

“გარემოებებმა მაიძულეს მე”, წერდა იგი თავის ძეს (Въ письме отъ 1-го марта 1793 года), “ამ წერილით გაცნობო ჩვენი ახლანდელი სახიფათო მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან სარწმუნო ხმები დადის, რომ აღა-მაჰმად-ხანი ამზადებს ჯარებს და ისწრაფვის ჩვენს წინააღმდეგ წამოსვლისკენ მისი მომწოდებელი ზოგიერთი ხანის მეშვეობით, და თუკი ეს განზრახვა მას გამოუვა, მაშინ გვაიძულებს რომ ვაღიაროთ მთელი სპარსეთის შაჰად. რადგანაც ჩვენ სხვა დაცვა არ გაგვაჩნია, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტის გარდა, ამიტომ გიბრძანებ, როგორც მშობელი, გამოიჩინო ძეობრივი გულმოდგინება, და ეს ჩემი თხოვნა, მიემთხვევი რა წმინდა ტერფებს, ყოვლად უმდაბლესად მიართვა მის უდიდებულესობას, მისი ბრწყინვალების გრაფ პლატონ ალექსანდრეს ძე ზუბოვის მეშვეობით, რათა, ყოვლადბრძენი და მაღალმონარქიული თვალით მოიხილავს რა ჩვენს ახლანდელ სახიფათო მდგომარეობას, დედობრივი წყალობა აღმოგვიჩინოს, რათა რაიმენაირი ნიშნით აგრძნობინოს მოწინააღმდეგს, რომ საქართველო იმყოფება ამდენად დიდი მონარქის მფარველობისა და დაცვის ქვეშ, რისი მეშვეობითაც, მტერი, შეეშინდება რა საშინელი მრისხანებისა, ადვილად აიღებს ხელს თავის თავდასხმაზე”.

მირიან ბატონიშვილმა აღასრულა მამის სურვილი, და გრაფ პლატონ ალექსანდრეს ძე ზუბოვის მშვეობით, თავად იმპერატრიცას მიმართა თხოვნით.

მირიანის თხოვნა განხილულ იქნა (სახელმწიფო) საბჭოში, რომელმაც აუცილებლად მიიჩნია ერეკლეს დაიმედება დახმარებით იმ შემთხვევაში, თუკი აღა-მაჰმად-ხანს ნამდვილად ექნებოდა საქართველოში შემოჭრის განზრახვა.

კავკასიაში ჯარების სარდალს გენერალ გუდოვიჩს დაევალა აღა-მაჰმად-ხანისთვის ჩაეგონებინა, რომ რუსეთს არ შეუძლია გულგრილად უყურებდეს მის მტრულ მოქმედებებს იმ სამფლობელოთა წინააღმდეგ, რომლებიც მის ქვეშევრდომობაში ან მფარველობაში იმყოფებიან, და ეცადა, რომ სხვა მთიელი მფლობელებიც წაეხალისებინა ერთობლივი წინააღმდეგობის გასაწევად, “მისცემდა რა თავის მხრივ მათ ან თავად (საქართველოს) მეფეს ქმედით დახმარებას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, დიდი ხარჯების გაწევისა და საზრუნავის გარეშე”.

მალევე მას შემდეგ, სახელდობრ კი 1794 წლის თებერვალში, გეორგივსკში ერეკლე მეფის წარმოგზავნილი მოვიდა, მისი გენერალ-ადიუტანტი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე. მან სთხოვა გუდოვიჩს მისი პეტერბურგში გამოგზავნა, ამბობდა რა, რომ აქვს იმერეთის მეფის, სოლომონის, სამეგრელოს მთავრის დადიანისა და მთავრის ვახტანგ გურიელის რწმუნებანი და თხოვნა საერთო ხელმოწერით რუსეთის მფარველობაში მათი მიღების შესახებ იმავე საფუუძველზე, რომელზედაც მიღებულია საქართველო, და რომ ელჩობის უმთავრესი მიზანი გახლდათ მეფის თხოვნა აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმათა წინააღმდეგ მისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

– თუმცა კი ახალა, ეუბნებოდა თავადი ჭავჭავაძე გუდოვიჩს, აღა-მაჰმად-ხანი არ უცხადებს არანაირ პრეტენზიებს ერეკლეს, მაგრამ რადგანაც იგი უძლიერესი ხანია სპარსეთში და ავლენს სურვილებს, რომ მასში საერთო მფლობელი შეიქნას, ამიტომ, საქართველოზე მისი თავდასხმის შემთხვევაში, ერეკლე მეფეს, როგორც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის დერჟავის ქვეშ მყოფს, რუსეთის ჯარებისგან დაცვის იმედი აქვს.

საქართველოს წინაშე საფრთხე ძალზედ მალე შესაძლოა აღმართულიყო.

ლუტფ-ალი-ხანის დამხობის შემდეგ, რომელიც ღალატით ჩაუვარდა ხელში მის მოწინააღმდეგეს, სპარსეთში აღარ რჩებოდა არავინ ხანებიდან, რომელიც იქნებოდა გერგილიანი და იმდენად ძლიერი, რომ შეძლებოდა აღა-მაჰმად-ხანის ძალაუფლებისმოყვარული განზრახვებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. შეიძლებოდა სრული დარწმუნებით ევარაუდათ, რომ აღა-მაჰმად-ხანი, რომელმაც თავის ძალაუფლებას მთელი სპარსეთი დაუქვემდებარა და შაჰის ღირსებასაც ეძიებდა, ზემოთ გადმოცემული მიზეზების გამო არ მიატოვებდა თავის პრეტენზიებს საქართველოზე და თავისი ხელისუფლებისადმი მის დაქვემდებარებას მთელი ძალებით შეეცდებოდა. თუმცა კი ამ მიზნის მიღწევისთვის მას კიდევ იმ ზოგიერთი ხანის დამორჩილება მოუწევდა, რომელთა სამფლობელოებიც მას საქართველოსგან აშორებდა, მაგრამ ამ დაბრკოლებებზე დაყრდნოდა არ შეიძლებოდა. გამოირჩეოდნენ რა თავიანთი ქცევის არამუდმივობით, სპარსეთის ხანებიდან თითოეული იმის მხარეზე გადაიხრებოდა ხოლმე, ვისაც უძლიერესად თვლიდა, და ვისდამი დამორჩილებასაც ყველაზე უფრო მომგებიანად მიიჩნევდა. დღევანდელი მტერი და მეტოქე ხვალ მოკავშირედ და მომხრედ ძალიან ადვილად გადაიქცეოდა. იცოდა რა სპარსელთა მთელი ეს თვისებები და ხასიათი, ერეკლეს არცთუ უსაფუძვლოდ აშფოთებდა თავისი მდგომარეობა, თუმცა კი ისე ჩანდა, რომ აღა-მაჰმად-ხანი არ შეიძლებოდა საქართველოსთვის განსაკუთრებით საშიში ყოფილიყო. თუკი მას სამი წლის გამავლობაში უნდა ებრძოლა და პირველობაში შედავებოდა შედარებით სუსტ ლუტფ-ალი-ხანს, საქართველოს, თავისი მოსახლეობის მიხედვით, რა თქმა უნდა, შეეძლო მოეგერიებინა აღა-მაჰმად-ხანის ჯარები და მისი პრეტენზიებისგანაც თავი ეხსნა. მაგრამ, სამწუხაროდ, უწესრიგობები ქვეყანაში და უთანხმოებანი, რომლებიც სამეფო ოჯახში არსებობდა, მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში ერეკლეს საქართველოს გადარჩენის არანაირ იმედს არ აძლევდა.

ერეკლე მეფეს ბევრი შვილი ჰყავდა ორი ცოლისგან. მან მთელი თავისი სამეფო წვრილ ნაწილებად დაჰყო და ისინი მმართველობაში თავის შვილებს გადასცა, რომლებმაც მალევე ურთიერთ შორის დავა და ქიშპი დაიწყეს (вскоре между собою перессорившимся). წლებითა და ჭრილობებით დამწუხრებულს, თავად ერეკლეს შეგნებული ჰქონდა თავისი სისუსტე და ადვილად დაჰყვებოდა თავისი მეუღლის, დარეჯან დედოფლის გავლენას, რომელიც ნელ-ნელა ძალაუფლებას თავის ხელში იგდებდა. დედოფლის ინტერესები და შეხედულებები (გეგმები, виды) ერეკლეს შეხედულებებსა და სურვილებს არ ეთანხმებოდა; დედოფალი კეთილმოსურნედ არ უყურებდა გიორგი ბატონიშვილს, დაბადებულს პირველი ქორწინებიდან, და მიუხედავად იმისა, რომ იგი სამეფოს მემკვიდრედ გახლდათ გამოცხადებული, დარეჯანი ტახტის მემკვიდრეობისგან მის ჩამოცილებას ცდილობდა. სურდა რა, რომ ერეკლეს მენაცვალედ მისი უფროსი ვაჟიშვილი, იულონ ბატონიშვილი ექცია, დედოფალი ის უმთავრესი ცენტრი გახლდათ, რომლისგანაც სამეფო ოჯახში მთელი ინტრიგები და გაუგებრობანი გამოდიოდა, რომლებიც შემდგომში ღია და აშკარა მტრობად გადაიქცა.

ბატონიშვილები არ უსმენდნენ ერთმანეთს და არც მამას ემორჩილებოდნენ; ქვეყანაში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი უწესრიგობანი, არ იყო ერთიანობა, ამიტომ არც ძალა იყო. საქართველოს ასეთი მდგომარეობის დროს აღა-მაჰმად-ხანს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ, დაიმორჩილებდა რა საქართველოს მეზობელ ხანებს, მის ფარგლებში შემოჭრილიყო და ერეკლეს სამფლობელოები დაერბია. მას მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შიში აკავებდა, რომლის წინააღმდეგაც დრომდე მტრული ქცევების გამოვლენა არ უნდოდა. ვერ გრძნობდა რა საკუთარ თავში ღია ბრძოლისთვის საკმარის ძალებს, აღა-მაჰმად-ხანი ცდილობდა, რომ რუსეთის მთავრობისადმი თავისი კეთილგანწყობა გამოეჩინა. ამ მიზნით მან დაიწყო იმ რუსი ვაჭრების მფარველობა, რომლებიც სპარსეთში ვაჭრობდნენ, და გილანის მცხოვრებთა მეშვეობით სთავაზობდა იქ კონსულის სახლისა და საქონლის საწყობების აშენებას. აღა-მაჰმად-ხანი ზრუნავდა იმისთვის, რათა რუსებს თავიანთი მთავარი სავაჭრო ცენტრი გილანში დაეარსებინათ და მის ხელში ყოფილიყვნენ, რაც, რა თქმა უნდა, მისთვის გაცილებით უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე ჩვენს მიერ სავაჭრო პუნქტის კუნძულ საროზე მოწყობა, სადაც ჩვენ სრულებით დამოუკიდებელნი (независимы и самостоятельны) ვიყავით.

კუნძულ საროს დაკავება და იქ საწყობების მოწყობა აუცილებლობით იყო გამოწვეული. მუდმივმა უწესრიგობებმა სპარსეთში, ხანების თვითნებობამ და იმ შევიწროვებებმა, რომლებსაც რუსული სავაჭრო წოდება განიცდიდა, აიძულა ჩვენი მთავრობა, რომ ეძია საშუალებანი ვაჭრობის უზრუნველყოფისა და ყველა დაბრკოლების მოხსნისთვის, რომლებიც უკიდურესად მრავალფეროვანი იყო. ასე, როდესაც მოხდა რუსეთიდან ვერცხლისა და ოქროს მონეტების გატანის აკრძალვა, მაშინ ასტრახანში კონფისკაცია ჩაუტარდა ზოგიერთი ბაქოელი ვაჭრის მიერ დამალულ ფულებს. ამ ვაჭართა საჩივრის მიხედვით, ბაქოელმა ჰუსეინ-ყული-ხანმა დაიწყო ბაქოში ჩვენი ვაჭრების შევიწროვება, მათგან უზარმაზარ საბაჟო გადასახადებს მოითხოვდა, საქონელს ძალით ართმევდა და ფულებს გაროზგვითაც კი გამოსძალავდა. ჩვენი კონსულის წარდგენაზე ხანი თავს იმით იმართლებდა, რომ ყოველივე ამას ჩადიოდა არა ის, არამედ სასულიერო წოდება, რომელიც, მათი ადათ-ჩვეულებებით, ყველა საქმეს წყვეტდა.

– თქვენთანაც, ამბობდა ხანი, ზუსტად ასევე გუდოვიჩი კი არ განკარგავს ვაჭრობას, არამედ ასტრახანის სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (?). მე ვვარაუდობ, რომ ჩემი სასულიერო პირები თქვენს პალატაზე უარესნი არ არიან.

შირვანისა და შაქის ხანები, რომლებიც ბაქოს ხანის ასეთი თვითნებობისგან სხვებზე უფრო მეტს განიცდიდნენ, ჩიოდნენ რუსეთთან ვაჭრობის დაქვეითებაზე, ჰუსეინ-ყული-ხანს ომით ემუქრებოდნენ, მაგრამ იგი მუქარებს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენი კონსული ამბობდა, რომ თუკი საქმეთა მსგავსი მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ აუცილებელი იქნება საქონლის საწყობისთვის სხვა პუნქტის არჩევა (Рапорты Скибиневскаго, 3-го и 28-го сентября 1793 года. Геогр. Арх.). ასეთ პუნქტად იქნა კიდეც არჩეული კუნძული სარო.

ამ კუნძულის დაკავებამ, მასზე აუცილებელი შენობების აგებამ და იქ რუსული ფლოტილიის მუდმივად ყოფნამ სანაპირო ოლქების სპარსელი მფლობელების მხრიდან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ბაქოს ხანმა მაშინვე შეცვალა თავისი ქცევა, ხოლო ამ კუნძულისადმი უახლოესმა მფლობელმა თალიშელმა მუსტაფა-ხანმა კი რუსეთის ქვეშევდრომობის ძიება დაიწყო (Письмо Гудовича графу П. А. Зубову, 9-го декабра 1794 года); სხვა ხანები ზუსტად ასევე თავისი ერთგულების გარეგნულ ნიშნებს გამოხატავდნენ. თალიშის ხანის მაგალითს მიჰყვა შემახიის ხანიც (Тоже, 16-го ноября 1793 года), ხოლო მასზე რამდენადმე უფრო ადრე დარუბანდელმა შეიხ-ალი-ხანმა თავისი დესპანი გამოგზავნა გეორგიევსკში, რომელმაც თუმცა კი ფიცი დადო რუსეთის ერთგულებაზე (Тоже, отъ 6-го iюня 1793 года), მაგრამ როდესაც გუდოვიჩმა დარუბანდში გაგზავნა ოფიცერი თხოვნით, რათა ხანს თავად მოეწერა ხელი პირობებზე, მაშინ კი შეიხ-ალიმ ამაზე უარი განაცხადა.

იყო რა თხუთმეტი წლის ბავშვი, ხანი თავის ქცევებში ხელმძღვანელობდა დედისა და ბიძის რჩევებით. იგი ქვეშევრდომობას მხოლოდ იმისთვის ეძიებდა, რომ, სულეიმან-ხანის მოძრაობით შეშინებულს, მის სამფლობელოებში სპარსელთა შემოჭრისა ეშინოდა; როგორც კი ამ საფრთხემ გვერდი აუარა, როგორც კი მან შეიტყო, რომ აღა-მაჰმად-ხანი სპარსეთში საშინაო საქმეებით არის დაკავებული, მან ქვეშევრდომობაზე მაშინვე უარი თქვა. შეიხ-ალი-ხანი ამბობდა, რომ, მათი ადათ-წესების მიხედვით, პირობებზე ხელის მოწერა არ შეუძლია, ხოლო თავისი ერთგულების ნიშნად კი ემთხვევა ყურანს. მან წერილი გამოგზავნა უზენაეს სახელზე, რომელშიც წერდა, რომ ქვეშევრდომობის პირობების დასადებად წარმოგზავნა თავისი დესპანი, წინაპართა მაგალითის მიხედვით. გუდოვიჩი პასუხობდა, რომ თუკი ხანი ხელს არ მოაწერს ქვეშევრდომობის პირობებს, მაშინ მისი წერილი ვერ წარედგინება იმპერატრიცას (Письмо Гудовича графу П. А. Зубову, отъ 16-го ноября 1793 года. Геогр. Арх.).

– შედიხართ რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში, ეუბნებოდა გუდოვიჩი დარუბანდის ხანის წარმოგზავნილს მისი უკან გასტუმრებისას, თქვენ პოულობთ თქვენს ბედნიერებას, მაშინ როდესაც ხელმწიფა თავისი დერჟავის ქვეშ თქვენ გღებულობთ მხოლოდ თავისი გულმოწყალების გამო და ამით მხოლოდ ზარალსა და ხარჯებს განიცდის.

ამ დარწმუნებათა მიუხედავად, შეიხ-ალი-ხანი მაინც არ თნხმდებოდა პირობების ხელმოწერაზე. იგი საკუთარ თავს უკვე ფეხზე იმდენად მყარად მდგომარედ და დამოუკიდებლად აღიარებდა (Онъ признавалъ себя теперь настолько самостоятельнымъ и независимымъ), რომ შესაძლებლად მიიჩნევდა ბაქოზე თავისი პრეტენზიის განცხადებასაც, რომლის ხანსაც თავის მოხარკედ თვლიდა. შეიხ-ალი-ხანმა ჯარები შეკრიბა და ჰუსეინ-ყული-ხანის წინააღმდეგ დაიძრა, არ აქცევდა რა ყურადღებას იმას, რომ ბაქოს ხანი უკვე დიდი ხანია რუსეთის მფარველობასა და თვით ქვეშევრდომობასაც კი ეძიებდა.

ჰუსეინ-ყული-ხანი ქვეშევრდომობაში მის მიღებას ჯერ კიდევ 1792 წელს ითხოვდა, და თუ მიღებული არ ყოფილა, ისევ იმავე დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანის ხრიკების გამო. ქვეშევრდომობის შესახებ თხოვნით თავისი მოხელის გამოგზავნისას, შეიხ-ალი-ხანმა თავის სამფლობელოთა რიცხვში ბაქოს სახანოც ჩართო, ასე რომ ჩვენი მთავრობა იმ ხანებში მეტად ძნელ მდგომარეობაში იყო, არ იცოდა რა, თუ როგორ მოქცეოდა ბაქოს ხანს: დამოუკიდებლად ჩაეთვალა იგი, თუ დარუბანდის ხანის ქვეშევდრომად. ქალაქ

ბაქოს ყოველთვის თავისი ხანი ჰყავდა, რომელიც ჯერ კიდევ იმპერატორ პეტრე I-ის დროს რუსეთის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა. ბაქოს ხანის სამფლობელოთა უმნიშვნელობა იყო იმის მიზეზი, რომ იგი უკანასკნელ ხანებში დარუბანდის ხანის გარკვეულ დამოკიდებულებასა და ვასალობაში იმყოფებოდა, რომელსაც ხარკსაც კი უხდიდა.

ჰქონდა რა მხედველობაში, რომ ბაქო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ვაჭრობისთვის, გუდოვიჩი შუამდგომლობდა ბაქოს ხანის რუსეთის ქვეშევრდომობაში ცალკე მიღების შესახებ, იმისთვის, რათა მასზე დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანის პრეტენზიებისთვის დასასრული დაედოთ. უკანასკნელს გუდოვიჩი წერდა, რათა მას ბაქო არ დაერბია, რადგანაც, ჩართო რა ეს ქალაქი თავის სამფლობელოთა რიცხვში, შეიხ-ალი-ხანმა სწორედ ამით უკვე გადმოსცა იგი რუსეთის მფარველობის ქვეშ.

1795 წლის სექტემბერში მოხდა იმპერატრიცის თანხმობა ბაქოს ხანის რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღებაზე, და 5 დეკემბერს მისი დესპანი პეტერბურგში იქნა გაგზავნილი. არ შემოფარგლულა რა ამ გაგზავნით, გუდოვიჩი ხანის პირად ფიცს მოითხოვდა, ქვეშევრდომობის შემდეგი პირობების დაცვით: 1) რათა იგი და მისი მენაცვალეები ხანის ღირსებაში დამტკიცებულიყვნენ რუსეთის იმპერატორების მიერ და მათდამი ერთგულნი დარჩენილიყვნენ; 2) რათა ხანებს არ ჰქონოდათ არანაირი ურთიერთობები, მოლაპარაკებები და არ დაედოთ პირობები მეზობლებთან, იმ მხარის მთავარი რუსი უფროსის მასზე თანხმობის გარეშე; 3) რათა ხანებს მფარველობა აღმოეჩინათ და ყველანაირი შესაძლო უპირატესობანი მიეცათ ბაქოსა და სპარსეთში მოვაჭრე რუსი ვაჭრებისთვის; 4) რათა ბაქოელებს არ გაეძარცვათ საქონელი დამსხვრეული გემებიდან, არამედ შეენახათ ისინი მფლობელთათვის მისაცემად; 5) რათა ბაქოში მუდმივად ყოფილიყო რუსი კონსული და იმდენი სამხედრო გემი, რამდენსაც რუსეთის მთავრობა აუცილებლად მიიჩნევდა, და ბოლოს, 6) რათა ბაქოს ხანს დარუბანდის ხანისთვის ეხადა ის ხარკი, რომელსაც იგი ამ დრომდე იხდიდა (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича, 5-го декабря 1795 года).

ბაქოს ხანთან თითქმის ერთდროულად რუსეთის ქვეშევრდომობას ეძიებდა ყარაყაიდაღის უცმიც, რომლის სამფლობელოებიც, ებჯინებოდა რა კასპიის ზღვას, ტარკის შამხალისა და დარუბანდის ხანის სამფლობელოებს შორის იმყოფებოდა (Тоже, 2-го августа 1795 года).

ავარიის ხანიც ასევე ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ვითომდა რუსეთისადმი ერთგულია. უკიდურესობამდე ანგარებისმოყვარულ, ველურ და მტაცებელ ადამიანს, უხეში და მძვინვარე, მაგრამ უკიდურესად ღარიბი ხალხის მფლობელს, ავარიის ხანს სინამდვილეში რუსეთისადმი გულწრფელი კეთილგანწყობა არ ჰქონია, არამედ მას მხოლოდ ინტერესისთვის ეძიებდა: იგი ითხოვდა, რათა მისთვის ყოველწლიურად 10.000 მანეთი ჯამაგირი ეძლიათ. გუდოვიჩმა უკან დააბრუნა ავარიის ხანის მიერ წარმოგზავნილი, რომელსაც სწერდა, რომ არ არის კარგი მისთვის პირობების წაყენება (входить въ договоры) “დედამიწაზე უდიდესი ხელმწიფასადმი”, და რომ, მფარველობის მაძიებელი, იგი უნდა მიენდოს მის ნებას, ყოველგვარი პირობის გარეშე, მთელი ქვეყნისთვის ცნობილ მის დიდსულოვნებასა და გულუხვობაზე სრული დაიმედებით (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича, 5-го декабря 1795 года). გუდოვიჩს მაგალითად მოჰყავდა ტარკის შამხალი, რომელმაც, შემოვიდა რა რუსეთის მფარველობაში, მრავალი სიკეთე მიიღო იმპერატრიცის წყალობათაგან.

ტარკის შამხალი, უეჭველად, ყველაზე უფრო მეტად ერთგული იყო ჩვენდამი დაღესტნის ყველა მფლობლსა და სპარსელ ხანებს შორის. ღებულობდა რა რუსეთის ქვეშევრდომობას, იგი არ თხოულობდა თავისთვის არანაირ პრივილეგიებს, ემყარებდა რა სავსებით იმპერატრიცის დიდსულოვნებას. შამხალი აღყვანილ იქნა საიდუმლო მრჩევლად (былъ произведёнъ въ тайные советники); მას ეწყალობა სიგელი, ინვესტიტურის ნიშნები, ბრილიანტის ფრთა და ექვს-ექვსი ათასი მანეთი ყოველწლიურად ჯარის დაქირავებისთვის. მასთან მუდმივი საპატიო ბადრაგის შენახვის საბაბით, დანიშნულ იქნა სეკუნდ-მაიორი მანეევი და მასთან ერთად დაბალი ჩინის ოცი ადამიანი. მანეევს უმთავრესად ჰქონდა დავალება, რომ თვალყური ედევნებინა ყველაფრისთვის, რაც საშამხლოში ხდებოდა.

თავისთავად მუჰამედი ტარკის შამხალი თავის სამფლობელოში არაფერს არ ნიშნავდა. იყო რა მოხუცებული და არცთუ ფხიზელი ქცევის ადამიანი, მუჰამედი არ შედიოდა მმართველობის საქმეებში, არამედ გადასცა ისინი თავის ვაჟსა და მემკვიდრეს მეგთის, რომლის დაჟინებული თხოვნით შემოვიდა კიდეც რუსეთის ქვეშევრდომობაში. იყო რა დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკისა, მეგთის კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ასეთი ქვეშევრდომობის მთელი სარგებლიანობა და დაჟინებით ითხოვდა ამას. მამის სიცოცხლეში იგი უკვე მართავდა საშამხლოს – ერთერთ უვრცელეს სამფლობელოს დაღესტანში. თუმცა კი ტარკის შამხალს, უმნიშვნელო რიცხვის დაცვის გარდა, მუდმივი ჯარები არ ჰყავდა, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში შეეძლო შეეძლო 15.000 ადამიანამდე შეიარაღებული მცხოვრების შეკრება, როგორც ქვეითისა, ისე ცხენოსნისაც (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича, 16-го ноября 1793 года). ეს ციფრი მეტად მნიშვნელოვანი იყო სხვა მთიელი მფლობელებისთვის, და ამიტომ ტარკის შამხლებს ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდათ არა მხოლოდ მეზობელ ხანებსა და მთიელ მფლობელებზე, არამედ მათდამი უახლესი სპარსეთის შიდა პროვინციების ხანებზედაც. 

ტარკის შამხალის ასეთი უპირობო მორჩილება და ბევრი სპარსელი ხანის მიერ რუსეთის მფარველობის ძიება არ მოსწონდა აღა-მაჰმად-ხანს, რომელსაც მათი თავისი ძალაუფლებისადი დაქვემდებარება სურდა. უყურებდა რა რუსეთს უკიდურესად არაკეთილმოსურნედ, იგი მაინც დრომდე ცდილობდა თავისი არაკეთილგანწყობის დამალვას, მაინც ისევ ჰქონდა რა იმედი, რომ ასტრახანში მურთაზა-ყული-ხანის ტყვეობაში მყოფ თავის ერთგულ აბას-ხანს გამოიხსნიდა.

1795 წლის ივლისის მიწურულს ასტრახანის გამოვლით ყიზლარში მოვიდა აღა-მაჰმად-ხანის მიერ წარმოგზავნილი ორი ჩინოსანი, რომლებიც ითხოვდნენ გეორგიევსკში გუდოვიჩთან მათ მიცილებას, რომელსაც განუცხადეს კიდეც, რომ გამოგზავნილი არიან შაჰისგან “ახლა ღვთის მადლით სპარსეთის მფლობელისა”. გუდოვიჩის კითხვაზე, აქვთ თუ არა მათ წერილები ან კრედიტიული სიგელები, დესპანებმა მას ორი წერილი გადასცეს: ერთი გილანის მმართველისგან, ხოლო მეორე კი ჰაჯი-იბრაჰიმისგან, რომელიც საკუთარ თავს შაჰის ვეზირს უწოდებდა. ისინი ორივენი წერდნენ, რომ შაჰს, არის რა გულწრფელად კეთილი განწყობით რუსეთისადმი, სურს მეგობრობისა და კეთილი თანხმობის გაგრძელება, და რომ მთელ სპარსეთში ნაბრძანებია რუსებისადმი კეთილად და “მთელი ალერსით” მოპყრობა. იმედოვნებდნენ რა, რომ რუსეთის მთავრობა უარს არ იტყვის სპარსეთისა და მისი ახალი მბრძანებლისადმი მეგობრული განწყობის დამტკიცებაზე, წერილების დამწერნი აღა-მაჰმად-ხანის სახელით ითხოვდნენ ასტრახანში მყოფი აბას-ხანის განთავისუფლებასა და ამასთან ერთად უზენაეს კარზე მათ გაგზავნას “შაჰის მიერ მათთვის დავალებული საქმეების მოსახსენებლად”.

– მე ამ დრომდე არ ვიცი სპარსეთში შაჰი, და მით უმეტეს მისი ვეზირი, პასუხობდა გუდოვიჩი წარმოგზავნილებს. რადგან თქვენ არა გაქვთ ისპაჰანელი აღა-მაჰმად-ხანისგან არც წერილი იმპერატრიცისადმი, არც რწმუნებანი, ამიტომ არ შემიძლია თქვენი მიღება დესპანებად, და კიდევ უფრო მეტად უზენაეს კარზე თქვენი გაგზავნა. შემიძლია მხოლოდ თქვენი მიღება, როგორც პარტიკულარული ადამიანებისა, რომლებიც თავიანთი საჭიროების გამო არიან ჩამოსულნი, და თქვენს შეხედულებას მივანდობ დარჩებით აქ, თუკი რაიმე საჭიროება გაგაჩნიათ, თუ უკანვე გაემგზავრებით. ასტრახანში მყოფი აბას-ხანის განთავისუფლება კი, მე, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანების გარეშე, არ შემიძლია.

გუდოვიჩის უარმა აბას-ხანის გაცემაზე აღა-მაჰმად-ხანი საბოლოოდ განაწყო რუსეთის წინააღმდეგ. გატაცებული იყო რა სპარსეთის შიგნით მიღწეული წარმატებით და არ ჰქონდა რა რუსეთისთვის უშუალო ზარალის მოყენების შესაძლებლობა, აღა-მაჰმად-ხანმა იმ ხანების მორჩილების მოთხოვნა დაიწყო, რომლებიც ჩვენს მფარველობას ეძიებდნენ. მან ყველგან დაგზავნა თავისი წარგზავნილები განცხადებით, რომ ის ხანები, რომლებიც თავს მის ქვეშევრდომებად არ აღიარებენ, იქნებიან განდევნილნი, მათი სამფლობელოები დარბეული, მცხოვრებნი კი ამოწყვეტილნი. რათა ურჩნი კიდევ უფრო მეტად დაეშინებინა, აღა-მაჰმად-ხანმა მის მიერ შეკრებილი ჯარების მნიშვნელოვნების შესახებ ხმები დაარხია.

– სპარსელებისა და მთიელებისთვის, ამბობდა გუდოვიჩი, ეს ხმები შესაძლოა საშიშიც იყოს, მაგრამ სინამდვილეში კი ის არაფერს არ ნიშნავს, ვინაიდან აღა-მაჰმად-ხანს სუსტი ჯარი ჰყავს, ყველანაირი შეგროვებული ნაძირლები, უმეტეს წილად ფითილიანი თოფებით, ცოტა აქვს წესიერი ზარბაზანი, უმეტესად კი აქლემებით გადასატანი, ჰყავს ბევრი სპილო და მისი მსგავსი.

განაცხადა რა პრეტენზიები ერევანსა და განჯაზე, რომელთა ხანებსაც მანამდე ორმოცი წლით ადრე თავიანთ თავზე და თავიანთ ხალხებზე აღიარებული ჰქონდათ საქართველოს მეფის ძალაუფლება, აღა-მაჰმად-ხანი მტრულ ურთიერთობებში დგებოდა ჩვენს მთავრობასთანაც, იცოდა რა, რომ საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

“სპარსეთში გარემოებები იცვლება, წერდა გუდოვიჩი (Въ собственноручном письме графу П. А. Зубову, 7-го мая 1795 года). ისპაჰანელი აღა-მაჰმად-ხანი ძლიერდება და, დაამარცხა რა თავისი მოწინააღმდეგე შირაზელი ლუტფ-ალი-ხანი, რომელიც თავის მოხელეთა ღალატით ტყვედ ჩავარდა და მოკლულ იქნა* (*სხვა ცნობებით, ლუტფ-ალი-ხანი არ მოუკლავთ, არამედ გადასახლებაში იქნა გაგზავნილი), იზრდება თავის ქედმაღლურ ჩანაფიქრებში, აგროვებს ჯარებს და აშინებს სხვა ხანებს მისდამი დასამორჩილებლად, საქართველოზე თავდასხმით იმუქრება, რის გამოც მეფე ერეკლე თეიმურაზის ძე ძლიერადაა შეშფოთებული და სამხედრო დახმარებას ითხოვს”.

სპარსული ჯარების შეკრების შესახებ პირველივე ხმების გაგონების შემდეგ, ერეკლემ უკვე თავისი დესპანი გამოგზავნა კავკასიის ხაზზე მისთვის ჯარებით დახმარების აღმოჩენის თხოვნით აღა-მაჰმად-ხანის მოსაგერიებლად. არ ჰქონდა რა პირდაპირი ბრძანება საქართველოში ჯარების გაგზავნის შესახებ, გუდოვიჩი ერეკლეს წერდა, რომ ვერ ხედავს სწრაფ საფრთხეს საქართველოსთვის, რადგანაც მასა და აღა-მაჰმად-ხანის სამფლობელოებს შორის კიდევ ბევრი სპარსელი ხანია, მას რომ არ დაემორჩილნენ. გუდოვიჩი ერეკლე მეფეს ურჩევდა, რომ შეერთებულიყო იმერეთის მეფე სოლომონთან მტრის ერთობლივად მოგერიებისთვის, რომელსაც ასევე წინააღმდეგობა უნდა შეხვედროდა საქართველოს მოსაზღვრე ყარაბაღისა და ერევნის ხანებისგან, რომლებიც, როგორც ცნობილი იყო, არ აღიარებდნენ საკუთარ თავზე აღა-მაჰმად-ხანის ძალაუფლებას.

ერევნის ხანი თავდაცვისთვის ზომებს ღებულობდა და თავის ციხესიმაგრეში ყველაფერ აუცილებელს მეტად ხანგრძლივი ვადისთვის – შვიდ წელიწადზე იმარაგებდა. ქალაქისა და ციხესიმაგრის ძირძველი მოსახლეობის გარდა, მან იქ შეაგროვა 7.000-იანი ჯარი, 4.000 სპარსელი და 3.000 სომეხი. თითოეულ სპარსელს, ციხესიმაგრეში სივიწროვის თავიდან ასაცილებლად, თან მხოლოდ ერთი ცოლის მოყვანის ნება მისცეს, ხოლო დანარჩენი ცოლები და შვილები კი ნათესავებისა და ახლობლების ზრუნვის ქვეშ სოფლებში უნდა დაეტოვებინათ.

თავდაცვისა და დაცვის ასეთი სისტემა არ შეიძლებოდა რომ ხანგრძლივი ყოფილიყო. დატოვეს რა მთელი თავიანთი ქონება და ოჯახები მოწინააღმდეგისგან ვერაფრით ვერ დაცულ სოფლებში, და კარგავდნენ რა ყველაფერს მათ დარბევასთან ერთად, განა შეეძლო გარნიზონს შეუპოვრად და დიდხანს დაეცვა საკუთარი თავი მოწინააღმდეგის შემოტევებისგან? მოწინააღმდეგის შემოჭრის ან იმ სოფლების მახლობლად მისი მოძრაობის შესახებ, სადაც ოჯახები ჰყავდათ დატოვებული, პირველივე ცნობის შეტყობის შემდეგ სპარსულ ციხესიმაგრეთა გარნიზონები სახლებში გარბოდნენ, და ციხესიმაგრის დასაცავად მხოლოდ ნახევარიღა რჩებოდა, ზოგჯერ კი უფრო ნაკლებიც. მიუხედავად ამისა, ერევნის ხანი იმედოვნებდა თავისი დამოუკიდებლობის დაცვას და აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის მას შეერთებოდა, უარით პასუხობდა.

– ჩვენ უწინ სპარსელთა ძალაუფლების ქვეშ ვიყავით, ამბობდა იგი, და მათ ხარკსაც ვუხდიდით. გურჯისტანის მფლობელმა (საქართველოს მეფემ) კი დაამარცხა სპარსელთა ძალმოსილება, ჩვენ თავის ძალაუფლებას დაგვამორჩილა, და ახლა ხარკს მას ვუხდით. შენ მარტომ ეომე ერეკლეს, და თუ გაიმარჯვებ, მაშინ შენ დაგემორჩილებით.

შუშელმა იბრაჰიმ-ხანმა, რომლისგანაც სპარსეთის მბრძანებელი ამანათებს მოითხოვდა, მათ მიცემაზე უარი თქვა და მას შაჰად არ აღიარებდა. თითქმის მთელი დანარჩენი ხანები დიდად იყვნენ შეშფოთებულნი და არ იცოდნენ, თუ რა ეღონათ. თითოეულ მათგანს თავისთავად ძალები არ გააჩნდა აღა-მაჰმად-ხანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ხოლო ერთობლივი მოქმედებისთვის ერთად შეკრებაში კი მათ ურთიერთ უთანხმოებანი უშლიდა ხელს. აღა-მაჰმად-ხანი ხედავდა ამას და ამიტომ მეტად ენერგიულად მოქმედებდა. შექისა და შემახიის ხანებმა, რომლებიც შუშის ხანზე უფრო უძლურები იყვნენ, ეშინოდათ რა სასჯელისა, წარმოგზავნილები მეტად ალერსიანად მიიღეს და დამორჩილებაზე თავიანთ მზადყოფნასაც გამოხატავდნენ, მაგრამ, სპარსული ადათების მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებდნენ. დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანი წარმოგზავნილს “პატივისცემით” შეხვდა, მას საჩუქრები უბოძა და თავისი ნდობით აღჭურვილი პირი აღა-მაჰმად-ხანთან გაგზავნა, მისდამი დამორჩილებაზე თავის მზადყოფნაში დარწმუნებით (Журналъ всеподд. донесенiй Гудовича за 1795 годъ. Георгiевскiй воен. архивъ). თავქარიანი და მზაკვარი ადამიანი, შეიხ-ალი-ხანი ახლა უკვე აღარ ფიქრობდა რუსეთის ქვეშევრდომობაზე, და სრულებით იხრებოდა აღა-მაჰმად-ხანის მხარეს, გაიტაცა რა მისმა დაპირებამ, რომ მთელი შირვანის ნაიბად აქცევდა. ბაქოელი ჰუსეინ-ყული-ხანი, რომლის რწმუნებულიც გეორგიევსკში იმყოფებოდა, ქვეშევრდომობაზე პირობების დასადებად, სთხოვდა გუდოვიჩს რუსული ფლოტილიით მისთვის დახმარების აღმოჩენას და ეკითხებოდა, შეუძლია თუ არა ასეთი დახმარების იმედი ჰქონდეს აღა-მაჰმად-ხანის ბაქოზე თავდასხმის შემთხვევაში. გუდოვიჩმა თავი აარიდა ხანისთვის პირდაპირი პასუხის გაცემას.

თალიშელი მუსტაფა-ხანი, ჩვენს მიერ დაკავებულ კუნძულ საროს უახლოესი მეზობელი, ასევე არ დაეთანხმა საკუთარ თავზე სპარსეთის მმართველის ძალუფლების აღიარებას, და ითხოვდა, რომ იგი რუსეთის ქვეშევრდომობაში მიეღოთ. მან შეგვატყობინა, რომ აღა-მაჰმად-ხანს მტრული განზრახვები აქვს ჩვენს წინააღმდეგ; რომ მან საშინელი ტანჯვა-წამებით იმისთვის მოაკვლევინა გილანის პროვინციის ზოგიერთი ჩინოსანი, რომ მათ ენზელიში მყოფი რუსული გემი ხელში არ ჩაიგდეს.

შემდეგ ამის კვალდაკვალ მიღებულ იქნა ცნობა, რომ სპარსელები თალიშის ხანის სამფლობელოში შეიჭრნენ, ბევრი სოფელი დაარბიეს და მისი ცოლები და ბევრი ქალი ხელში ჩაიგდეს. მუსტაფამ მთებს შეაფარა თავი, ხოლო მისი ძმა და ბევრი თალიშელი კუნძულ საროზე მოვიდა რუსული ესკადრის მფარველობის ქვეშ.

კასპიის ზღვის ნაპირზე თალიშის ხანის წინააღმდეგ სპარსელების მოძრაობასთან ერთდროულად, აღა-მაჰმად-ხანმა სამოცამდე კირჟიმი (ნაპირთან ახლოს მცურავი გადასატანი გემი) აღკაზმა დესანტის გადასაყვანად და ისინი თალიშის ნაპირებისკენ გამოუშვა. როცა ეს დესანტი კუნძულ საროს მახლობლად გაჩერდა და ნაპირზე გადმოსხმა დაიწყო, მაშინ რუსული ესკადრის უფროსმა, ჰქონდა რა ბრძანება არ დაეშვა კასპიის ზღვაში არანაირი უცხო სამხედრო გემები, თავისგან გაგზავნა პაკეტბოტი, რომელმაც ის-ის იყო კირჟიმებს უკანდახევაში მუქარის შექმნა დაუწყო, რომ სპარსელთა მამაცმა ჯარებმა ისევ გემებში ჩასხდომა იჩქარეს და ლენქორანის შესართავისკენ უკან დაიხიეს. ერთერთი კირჟიმი პაკეტბოტს მოუახლოვდა განცხადებით, რომ სპარსელებს არ გააჩნიათ არანაირი მტრული ჩანაფიქრები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ თავიანთი შაჰის ბრძანება მიიღეს, რომ თალიშის ხანი დაესაჯათ. 

ამრიგად, აღა-მაჰმად-ხანის სურვილი, რომ ადერბაიჯანის ხანები თავისი ძალაუფლებისადმი დაექვემდებარებინა, ამჯერად შეუსრულებელი დარჩა. უკან დაბრუნებულებმა თავიანთ მბრძანებელს უმეტეს წილად არადამაკმაყოფილებელი პასუხები მიუტანეს და ცნობებიც იმის შესახებ, რომ ხანები, რომელთა მორჩილებასაც იგი მოითხოვდა, არ აღიარებენ მას შაჰად და გადაწყვეტილი აქვთ უკიდურეს შესაძლებლობამდე გაუწიონ მას წინააღმდეგობა. რჩებოდა ძალით მიეღწია იმისთვის, რისი ნებაყოფლობით მიღებაც არ შეიძლებოდა.

ჩაიგდო რა თავის ხელში სალიანი, ქალაქი, რომელიც დარუბანდის ხანს ეკუთვნოდა, აღა-მაჰმად-ხანმა ქმედითად დაიწყო ჯარების შეკრება მისდამი ურჩი ხანების წინააღმდეგ მოქმედებისთვის. შეკრების მთავარ პუნქტად დანიშნულ იქნა ქალაქი არდევილი, სადაც ეწყობოდა პროვიანტის საწყობი; სხვა სასაწყობე ადგილად არჩეულ იქნა თავრიზი. 

მეზობელი ხანები ციებ-ცხელებიანი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს სპარსული ჯარების შეკრებას, ცდილობდნენ რა ამოეცნოთ, თუ საით იქნება პირველი დარტყმა მიმართული; ყველა ამბობდა, რომ შაჰი მიდის ყარაბაღში. სურდა რა ჭეშმარიტი განზრახვის დაფარვა, აღა-მაჰმად-ხანი, რომელმაც 50.000 ადამიანისგან შემდგარი ლაშქარი შეკრიბა, თავად აცხადებდა, რომ მიდის შუშაზე.

ყარაბაღის მდგომარეობა იმ ხანებში ყველაზე უფრო სამწუხარო და ძნელი იყო. მოუსავლიანობის გამო საყოველთაო შიმშილმა, რომელიც მიყოლებით სამ წელიწადს გრძელდებოდა, ყველა ნაწარმზე და განსაკუთრებით კი პურზე ფასები აამაღლა, ასე რომ ხორბლის საწყაოს მეოთხედი (четверть пшеницы), მაშინდელი ფასებით, 45 მანეთი ღირდა. უბედურებაში ჩავარდნილი ხალხი მწუხარედ იყო, მაგრამ იბრაჰიმ-ხანს მაინც არ სურდა სპარსეთის მბრძანებლის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, მტრის დასახვედრად ემზადებოდა და დახმარებას თავის მოკავშირეს, საქართველოს მეფეს ერეკლეს სთხოვდა. უკანასკნელმა მას გაუგზავნა ჯარები თავისი ვაჟის ალექსანდრე ბატონიშვილის უფროსობით. ქართული ჯარების დახმარებით შუშელებმა მოახერხეს სპარსელთა მეწინავე რაზმის დამარცხება და ყარაბაღიდან მისი განდევნა, მაგრამ ამ უიღბლობამ ვერ გააჩერა აღა-მაჰმად-ხანი. მან ახალი ჯარები შეკრიბა, უფრო მნიშვნელოვანი რიცხვით, ყარაბაღში ხელმეორედ შეჭრის განზრახვით, რათა იგი დაერბია და საქართველოზე დაძრულიყო იმ საბაბით, რომ ერეკლე მეფე შუშელ იბრაჰიმ-ხანთან მისი კავშირის გამო დაესაჯა.

აღა-მაჰმად-ხანის მსგავსი ქცევა და საქციელი (подобное поведенiе и поступки) არ შეიძლებოდა, რომ ჩვენი მთავრობის მიერ უყურადღებოდ ყოფილიყო დატოვებული, და ამიტომ გუდოვიჩმა წერილობით უბრძანა კასპიის ზღვაში მყოფ სამხედრო გემებს, რუსული დროშის მფლობელობა და ერთიანობა დაეცვათ (охранять владычество и единство русского флага) და სპარსელთა ქცევებისა და მოძრაობებისთვის თვალყური ედევნებინათ. ამ მიმართებით უკეთესი უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე სპარსეთში რუსული ვაჭრობის მფარველობისთვის და, ბოლოს, კუნძულ საროს დასაცავად, როგორც რუსული ვაჭრობისთვის უსაფრთხო ნავსაყუდელისა, გუდოვიჩმა ამ კუნძულთან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო გემების დატოვება ბრძანა (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича и письмо его же графу П. А. Зубову, отъ 2-го августа 1795 г.).

იმავე დროს სპარსეთის ნაპირებთან იმყოფებოდა ჩვენი ოთხი სამხედრო გემი, რომელთაგან ორი კუნძულ საროს იფარავდა. თუმცა კი ეს გემები საკმარისიც იყო ზღვის მხრიდან აღა-მაჰმად-ხანის ყველა თავდასხმის მოსაგერიებლად, გუდოვიჩმა მაინც სასარგებლოდ მიიჩნია ზღვაში გასასვლელად კიდევ ერთი ხომალდის მომზადება და მისი შუამდგომლობით გაცემულ იქნა განკარგულება კასპიის ფლოტილიის გაძლიერებაზე ყაზანსა და ასტრახანში რამდენიმე სამხედრო გემის აგებით.

“თქვენს მიერ მიღებულ სიფრთხილის წინასწარ ზომებს, წერდა იმპერატრიცა ეკატერინე გუდოვიჩს (Въ рескрипте отъ 4-го сентября 1795 года), სპარსეთის დიდ ნაწილში გაძლიერებული აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმების წინააღმდეგ, ჩვენ სრულად ვიწონებთ, დარწმუნებული ვართ რა, რომ ვერც ერთი ასეთი თავდასხმა ვერ შეძლებს, სულ მცირე, ჩვენი საზღვრებისთვის უშუალო ზარალის მოყენებას, და რომ თქვენ იზრუნებთ საზღვრისპირა ხალხებში სიწყნარისა და ჩვენდამი მომხრეობის შენარჩუნებისთვის. 

მართალია, რაც უფრო შორს გავრცელდება დასავლეთისკენ მოხსენიებული ხანი, მით უფრო მეტი სიძნელეები შეხვდება მას; ამაზე ზევით, ვერც მისი წლები, ვერც მისი მმართველობის სახე, მრავალი სისასტიკე რომ ახლავს თან, ვერ ჰპირდება მას ხანგრძლივ და სრულყოფილ წარმატებებს. მისი სიკვდილის შემდეგ კი ბედნიერების სახელგანთქმულად გადატრიალებისას (и при знатномъ перевороте счастiя) მთელი მისი ჩანაფიქრები არარად იქცევა, და სპარსეთი ისევე დაიყოფა, როგორიც ის იყო ნადირ-შაჰის აღსრულების შემდეგ და მასში ორი მმართველის: ქერიმისა და ალი-მურად-ხანის გაძლიერების დროს. მეორეს მხრივ კი, აქ არ შეიძლება გვეშინოდეს თურქებთან მჭიდრო დაახლოებისაც, სადაც ურთიერთ სიძულვილს, რაც ორივე სექტის განსხვავებიდან და სხვა ძველი მიზეზებიდან მომდინარეობს, ღრმადა აქვს ფესვები გადგმული; მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ საჭიროდ ვცანით, როგორც სამომავლოდ ჩვენი საზღვრების უკეთ უზრუნველყოფისთვის, ისე მაგ მხარესთან მიმართებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩვენის სისტემის სავარაუდოდ ჩამოყალიბებისთვისაც, თქვენ შემდეგი დარიგებანი დაგიხაზოთ.

პირველი. ქართლისა და კახეთის მეფეს, როგორც ჩვენს ვასალს, ჩვენი საკუთარი ღირსებისა და ინტერესების შესაფერისად, ვალდებულნი ვართ ვიცავდეთ მასზე მოწინააღმდეგეთა თავდასხმებისგან. მისი თანხმობა შუშის ხანთან და მათი საერთო მოქმედება ბევრად შეუწყობს ხელს აღა-მაჰმად-ხანის შემდგომი წარმატებებისთვის სიძნელეების გაჩენას; მაგრამ რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართლის მეფე ამ მოუსვენარი ადამიანის წინააღმდეგ, ვინებეთ, რომ თქვენ მოხსენიებულ მეფეს გაუწიოთ დახმარება მასთან ტრაქტატით დადგენილი ქვეითი ჯარის ორი სრული ბატალიონით, რომლებსაც ჩვეულებრივ ქვემეხებს ზევით გამოუყოფთ (კიდევ) რამდენიმეს უწინ მისთვის შეპირებული არტილერიიდან. მაგრამ რამდენადაც იმ მხარეში დიდი ყალიბის ქვემეხების გადაზიდვა და გამოყენება მოუხერხებელია, ამისთვის შეცვალეთ კიდეც ისინი მსუბუქებით, არაუმეტეს ექვსგირვანქიანი ზარბაზნების და მათი თანაზომადი მარტორქებისა, განამწესებთ რა მათთან ადამიანებს, რომლებიც მათი მოქმედებებისთვის არიან საჭირო. გარემოებების-და მიხედვით და ადგილზე თქვენი უკეთესი განსჯით, შეგიძლიათ კიდევ ორი ბატალიონი მიუმატოთ, მოერიდეთ მხოლოდ იმას, რომ ისინი არ იქცნენ ამაო მსხვერპლად შორეულ მხარეში და ამით ადამიანთა დაკარგვასთან ერთად საკიცხავი არ შეიქნას ჩვენი იარაღის ღირსებაც.

მეორე. განამტკიცებთ რა ჩვენს საიდუმლო მრჩეველს ტარკის შამხალს მის ერთგულებასა და კეთილგანზრახულობის განწყობაში, არ დაანებოთ თავი მის დაყოლიებას იმაზე, რათა მან თავისი ჯარის ნაწილი მიმართოს აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ; იგივე ჩააგონეთ ჩვენდამი მომხრე სხვა მფლობელებსაც, გაამაგრებთ რა მათ თქვენი დახმარებით, რისთვისაც ნებას გრთავთ: ჯერ ერთი, თქვენი შეხედულების-და მიხედვით, მეურნეობისთვის თვალის მიდევნებით, ისეთ ჯარებს, რომლებსაც ნამდვილად აღკაზმავთ მოხსენიებული ხანის მტრული თავდასხმების წინააღმდეგ, აღმოუჩინეთ დახმარება იმ თანხიდან, რომელიც თქვენი უფროსობის გაწევისას საგანგებო ხარჯებისთვისაა განკუთვნილი; ხოლო შემდეგ კი თქვენდამი რწმუნებული კორპუსიდანაც მოახდინეთ ყველანაირი მოძრაობა და მოქმედება, რომლებსაც სასარგებლოდ მიიჩნევთ, საქმეებისა და მაგ მხარის საერთო მდგომარეობის შესაბამისად, წინასწარ სიფრთხილის დაცვით, რათა არ გააშიშვლოთ ჩვენი საზღვრები, ლაგამამოდებულნი გყავდეთ ყაბარდოელები და მათი მსგავსნი და არ გამოხვიდეთ იმ მზადყოფნის მდგომარეობიდან, რომ სხვა ჩვენი მეზობლებისგან რაიმე ახალი შფოთოს ატეხვის შემთხვევაში მიბრუნდეთ მათ წინააღმდეგაც.

მესამე. გულგრილად ვუყურებთ რა სპარსეთის სამხრეთ პროვინციების მდგომარეობას, არ შეგვიძლია განსაკუთრებით ყურადღებით არ ვიყოთ ადერბაიჯანის მხარისა და იმ ოლქებისადმი, კასპიის ზღვას რომ ებჯინებიან. როდესაც ქერიმ-ხანის მენაცვალე შაჰის ღირსებაში, ალი-მურად-ხანი, თავისი მმართველობის ბოლო ხანებში, განწყობილი იყო და ზრუნავდა, რათა საკუთარი თავი შაჰად გამოეცხადებინა, და გრძნობდა რა, რომ ამის სისრულეში მოსაყვანად აუცილებელი იყო ჩვენს მიერ აღიარებაცა და ჩვენი დახმარებაც, ამის შედეგად, აწ განსვენებულ გენერალ-ფელდმარშალ თავად პოტიომკინ-ტავრიდელს თავისი ემისარი გამოუგზავნა ელჩობათა გაცვლაზე, მეგობრობასა და თვით კავშირზეც კი წინასწარ შეთანხმებისთვის. ჩვენ იმ ხანებში, დავყევით რა მის ძიებას, სხვათა შორის, აუცილებელ პირობად ვვარაუდობდით კასპიის ზღვის პირას მდებარე ოლქებისა და მთელი ადერბაიჯანული მხარის ნაწილობრივ ჩვენს უშუალო მფლობელობაში, ნაწილობრივ კი ჩვენი მფარველობის ქვეშ, დატოვებას. ასეთი განზრახვით აწ განსვენებული გენერალ-ფელდმარშლის მიერ გაგზავნილ იქნა პოლკოვნიკი, ახლა გენერალ-მაიორი, ტამარა. მაგრამ ალი-მურად-ხანის სიკვდილმა და უკვე მაშინ აღა-მაჰმად-ხანისგან ატეხილმა შფოთიანობამ ხელი შეუშალეს ამ გეგმის აღსრულებას. მაგრამ რადგანაც კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ზღვისპირა ოლქებთან მიმართებაში ჩვენი ვარაუდები არსებითად უცვლელია, ამიტომ ახლაც ნებას გრთავთ რომ მიიღოთ ყველა ასეთი მფლობელი ჩვენი უმაღლესი ძალაუფლებისა და მფარველობის ქვეშ, დაიწყებთ რა ყარაყაიდაღის უცმისგან, შემდეგ ბაქოს, თალიშისა და სხვა ხანებისგან, მოახდენთ რა მათთან ჩვენი ინტერესებისადმი შესაბამის დადგენილებებს, გამოგზავნით რა მათ წარმოგზავნილებს ჩვენს კარზე და შეეცდებით რა ყველა ამ მფლობელის მათზე თავდამსხმელი აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ შეთანხმებულ მოქმედებებამდე მოყვანას. 

მეოთხე. ასეთნაირად საჭირო ზომების მიღების შემდეგ, ხანის შორსგამიზნული ჩანაფიქრების საწინააღმდეგოდ, უნდა გააბრუნოთ მისგან გამოგზავნილი მოხელეები. მათი გამოგზავნის სახე ისეთია, რომ ჩვენ მეტად ვიწონებთ ყოველივეს, რაც ამ შემთხვევის გამო თქვენ იღონეთ. შეუფერებლად ვთვლით იმას, რომ თქვენ უპასუხოთ მოჩვენებითი შაჰის ეგრეთ წოდებულ ვეზირს, მაგრამ საკმარისი იქნება, თუკი თქვენ უბრძანებთ, რომ მისცენ მათ წერილზე ნოტა, ხელმოწერის გარეშე, მათ მიერ შეტყობინებული ფირმანის თუ ინსტრუქციის სანაცვლოდ, იმის ახსნით, რომ ამ მოხელეთა გამოგზავნა ჩვენს კარზე იმიტომ არ შეიძლება, რომ არავითარი დესპანები მფლობელთაგან არ იგზავნებიან სხვანაირად, თუ მათ არ ექნებათ ჩვენდამი სიგელები, იმ მფლობელის მიერ შედგენილი, ჩვენი ტიტულებითა და ისეთი გამოთქმებით, რომლებიც ჩვენს ღირსებასა და სრულიად რუსეთის იმპერიის სიდიადეს შეეფერება; რომელი სიგელებიც წინასწარ უნდა იქნას შეტყობინებული ასლების სახით მთავარი სასაზღვრო უფროსისთვის, რათა მან იცოდეს, შეუძლია თუ არა რომ ასეთი წარმოგზავნილები ჩვენი ფარგლების შიგნით შემოუშვას და ისინი ჩვენს კარზე გამოგზავნოს; რომ ახლაც ვხედავთ სხვადასხვა სპარსული პროვინციებიდან სავაჭროდ რუსეთში ჩამოსულთა კეთილ მიღებას, და მომავალშიც ასე იქნება ყველა იმ ოლქთან მიმართებაში, რომლებიც კეთილსასურველ განწყობასა და რუსეთის იმპერიისადმი სათანადო პატივისცემას შეინარჩუნებენ; რაც შეეხება აბას-ხანის გაშვებას, იგი, რომელიც ამანათად იქნა ჩამოყვანილი ჩვენი მფარველობის ქვეშ მოსული, აღა-მაჰმად-ხანის ძმის მურთაზა-ყული-ხანის მიერ, ამჯერად არ შეიძლება იქნას გაშვებული, იმ საბაბით, რომ ამ უკანასკნელის ცოლები და სხვა მისი კუთვნილებანი, ხელში ჩაიგდო რა აღა-აჰმად-ხანმა, ამ დრომდე თავისთან აკავებს მათ; რომ დანარჩენში აბას-ხანი, იმყოფება რა რუსეთში, დაცულია ყველანაირი შევიწროვებისგან, და რომ მისი გაშვება დამოკიდებული იქნება აღა-მაჰმადის საკუთარ ქცევაზე. თუმცა კი, ღებულობთ რა ალერსიანად ამ წარმოგზავნილ მოხელეებს, საუბრებში, მესამე ადამიანის მეშვეობით, ეცადეთ ჩააგონებდეთ მათ, რომ თუკი აღა-მაჰმად-ხანს სურს შაჰის ღირსებაში მისი აღიარების მიღწევა, მაშინ საჭიროა, ჯერ ერთი, რათა მან შეწყვიტოს თავისი ღონისძიებები იმ ოლქებზე, რომლებიც კასპიის ზღვის პირას მდებარეობს, და იმ მფლობელებზე, რომლებიც ჩვენი სკიპტრის ძალაუფლების ქვეშ შემოდიან, დაასახელებთ რა აქ ზუსტად, ჯერ ერთი, ქართლის მეფეს, ხოლო შემდეგ კი ტარკის შამხალს, ყარაყაიდაღის უცმის, დარუბანდის, ბაქოსა და თალიშის ხანებს, ასევე შუშისა და ადერბაიჯანში მყოფ სხვა სახებსაც; მეორე, რომ მოგვწეროს ჯეროვანი და პატივისცემით განწყობილი პასუხი, და თუკი ურთიერთ შეთანხმებებით დადებულ იქნება პირობები საზღვრებისა და სხვა საკითხების შესახებ, მაშინ შეეძლება კიდეც ჩვენს კარზე ელჩობის გამოგზავნა, რის სანაცვლოდ ჩვენგანაც ასეთსავე ელჩობას მიიღებს. ერთი სიტყვით, დაიყოლიეთ იგი ისეთსავე მოქცევაზე, როგორც ზემოთ გარდაცვლილი ალი-მურად-ხანის შესახებ იყო ნათქვამი. აქ შესაძლოა გამოვიდეს უსიამოვნო შეხსენება მისი ყოფილი დესპანის თაობაზე, რომელიც საზღვრებს გარეთ იქნა გაძევებული, მაგრამ ამაზე უნდა უპასუხოთ, რომ იმ წარმოგზავნაში ჯეროვანი წესის არასათანადო დაცვა, იმ წარმოგზავნილის უკიდურესი უხეშობა და, ბოლოს, მისი უპატიებელი საქციელი იყო დამაჯერებელი საბაბი ამისთვის. თქვენს შეხედულებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა კი უკიდურესი დელიკატურობით, იმის ჩაგონება, რომ აღა-მაჰმად-ხანისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, თუკი შებრუნდება ბაღდადის მხარისა და სამხრეთით მდებარე სხვა თურქული სამფლობელოებისკენ, და ამით უფრო მალე მიაღწევს თავის სარგებელსა და დიდებას, და რომ შეუძლია რუსეთის კეთილსასურველი განწყობის იმედიც ჰქონდეს; გარემოებების და მიხედვით, მისი ქმედითი დახმარებისაც დივერსიის სახით, რომელიც, მარტო შეაკავებს რა ოტომანური მონარქიის თითქმის მთელ არსებულ ძალებს, შეუმსუბუქებს მას იმ მხარეში თავისი მიზნის მიღწევის ხერხებს, სადაც დაუმორჩილებლობისა და თვითნებობის სულისკვეთება წაართმევს პორტას ძლიერი თავდაცვის ყველანაირ შესაძლებლობას. თუ როგორ მოქმედებას მოახდენს მსგავსი შეგონებანი, (ამის შესახებ) ჩვენ დაველოდებით თავის დროზე თქვენს მიერ გამოგზავნილ მოხსენებებს.

მეხუთე. დაგვრჩა რომ, სიფრთხილის სიჭარბის გამო, აგიხსნათ აქ, რომ თუმცა კი მეტად სასარგებლოა თქვენი მხრიდან უშუალოდ იმერეთის მეფის განმტკიცება ქართლის მეფესთან მის კავშირში და აღა-მაჰმად-ხანის ბოროტი ჩანაფიქრების წინააღმდეგ ამ უკანასკნელის დახმარებაშიც, მაგრამ აქ უნდა დაიცვათ ყოველმხრივ დელიკატურობა, რათა პორტას არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ ჩვენ, ყაინარჯის სამშვიდობო ტრაქტატის საწინააღმდეგოდ, რომელიც ყველა შემდგომში დადებული ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენს, ვეძიებთ ჩვენთვის იმერეთის სამეფოზე ძალაუფლების მითვისებას. ერეკლე მეფის საკუთარ ურთიერთობებს თავის ნათესავთან ყველაზე უფრო მოხერხებულად შეუძლიათ ხელი შეგიწყონ ყველაფერში, რასაც თქვენ საჭიროდ მიიჩნევთ”.

ეს რესკრიპტი გუდოვიჩის მიერ მაშინ იქნა მიღებული, როდესაც სპარსელ დესპანებს დიდი ხნის დატოვებული ჰქონდათ გეორგიევსკი და უკანვე სპარსეთში იყვნენ გამგზავრებულნი, ხოლო თავად აღა-მაჰმად-ხანმა კი აშკარად გამოავლინა მტრული მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ.

თავი II 

(აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრა საქართველოში. – ტფილისისა და მისი შემოგარენის დარბევა. – საქართველოს მდგომარეობა. – საქართველოს, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მფლობელთა სამოკავშირეო ტრაქტატი. – ერეკლეს თხოვნა დახმარების შესახებ. – იმპერატრიცის რესკრიპტები გუდოვიჩისადმი. – უკანასკნელის ვარაუდი სპარსეთში ლაშქრობის შესახებ. – რუსული ჯარების საქართველოში გამოგზავნა. – დაღესტანში გენერალ-მაიორ საველიევის რაზმის მოძრაობა.)

1795 წლის მეორე ნახევარში, ველისა და მთების გზებით საქართველოში, ყარაბაღიდან, ნახჭევნიდან, ერევნიდან და სხვა ადგილებიდან, ამ ოლქების მცხოვრებნი, როგორც ქრისტიანული, ისე მაჰმადიანური აღმსარებლობისა, უზარმაზარ ბრბოებად მოეშურებოდნენ. მათ შეიტყვეს, რომ აღა-მაჰმად-ხანი “ომით მოდის ერევანზე”. 

ცდილობდნენ რა ძალადობისა და ძარცვა-რბევისგან თავი დაეღწიათ, რაც თითოეულ ასეთ შემოჭრასთანაა შეუღლებული, ისინი მთელი ქონებითა და საქონლით საქართველოს ფარგლებში გამორბოდნენ, იმედოვნებდნენ რა აქ მშვიდი თავშესაფრის პოვნას, და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აღა-მაჰმად-ხანი საქართველოს მეფეს ვერ მოერეოდა.

გადმოსახლებულები თავიანთ ვარაუდებში შეცდნენ. გრძელ მწკრივებად რომ იყვნენ გაჭიმულნი, უპირატესად მდინარე მტკვრის ხეობაში, მშობლიური ქალქებიდან და სოფლებიდან გამოქცეულნი, ისინი თვიანთი მოგზაურობის სულ დასაწყისიდანვე საკვების უკმარისობის წინაშე დადგნენ. გამოაცარიელეს რა პურის ყიდვაზე მთელი თავიანთი სახსრები, გადმოსახლებულებს, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი გაჭირვება უნდა გამოეცადათ და ყველაფრისთვის ძვირად გადაეხადათ. სამ გირვანქა პურში ისინი ცხვარს იძლეოდნენ, ლიტრაში (за лидеръ, 10 გირვანქა) – ცხენს; და ბოლოს, თავიანთი უკანასკნელი სამოსის გაყიდვაც მოუხდათ. მათი უბედურებანი ამით არ დასრულებულა. “ქართველებმა რისი წაღებაც (ფულით) ვერ მოახერხეს, მათ ძალით წაართვეს და ძალიან ბევრი მათგანი კი სრულებით გაძარცვეს, ე. ი. პერანგებიც კი გახადეს და შიშვლები დატოვეს. ასეთი უბედურებებით სასოწარკვეთილებამდე მიყვანილნი, შიმშილით გათანგულები და შიშვლები, ისინი აქაურ მდიდარ ქართველებს მონებად უდგებოდნენ, ოღონდ კი შიმშილით სიკვდილისგან თავი დაეღწიათ. ბევრი მათგანი, ასეთი უბედურებისგან მკვდარი, მინდვრებში დაუმარხავი ეყარა, ვინაიდან ამ მოსულებს არ ჰქონდათ ბარები, რათა თავიანთი მკვდარი თანამოძმენი მიწაში დაემარხათ”... (Артемiй Араратскiй, изд. 1813 г., ч. I, стр 282).

გადმოსახლებულთა კვალდაკვალ მოძრაობდა აღა-მაჰმად-ხანიც თავისი ჯარებით. მან ისინი სამ ნაწილად დაჰყო: თავისი ძმების, ჯაფარ-ყული-ხანისა და ალი-ყული-ხანის უფროსობით, ერთი რაზმი ერევნისკენ გაგზავნა, მეორე კი მუღანის ველზე, რომლის მახლობლადაც მდინარე მტკვარი, საქართვლოს ერთერთი საუკეთესო მდინარე, ერწყმის არაქსს, და სადაც ჩვეულებრივ სპარსეთის შაჰები უწინდელ დროში შაჰის ღირსებას ღებულობდნენ. დაიმორჩილებდნენ რა თალიშის, შირვანისა (შამახიისა) და შექის (ნუხის) ხანებს, ისინი საქართველოში უნდა შემოჭრილიყვნენ. თავად აღა-მაჰმად-ხანი კი მესამე რაზმით ყარაბაღში დაიძრა იბრაჰიმ-ხანის წინააღმდეგ, რათა დაესაჯა იგი, როგორც იმის გამო, რომ მან უარი თქვა მის შაჰად აღიარებაზე, ისე ერეკლე მეფესთან მისი კავშირის გამოც.

1795 წლის აგვისტოს უკანასკნელ რიცხვებში აღა-მაჰმად-ხანმა შუშის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა. ცნობა ყარაბაღში სპარსელთა შემოჭრის შესახებ მთელს ამიერკავკასიაში სწრაფად გავრცელდა. ერეკლე ითხოვდა მისთვის 3.000-იანი რუსული ჯარის გამოგზავნას. ამაზე უფრო ადრე, როგორც კი შეიტყო საქართველოში შემოჭრაზე აღა-მაჰმად-ხანის განზრახვის შესახებ, მეფემ თხოვნით მოგვმართა, რომ ჯარით ან ხაზინით მისთვის დახმარება აღმოგვეჩინა (Московск. Арх. Мин. Иностр. Делъ. дело № 455), ხოლო მისი მეუღლე, დარეჯან დედოფალი კი ევედრებოდა იმპერატრიცას “მიეცა მათთვის დახმარება უძლეველი მხედრობით” (Отъ 6-го iюня 1795 г. Тамъ же).

არ იფარგლებოდა რა ამით, ერეკლე ითხოვდა ნებართვას, რათა პირადად შეხვედროდა გუდოვიჩს და სიტყვიერად აეხსნა მისთვის მეტად სასარგებლო საქმეების შესახებ, “საჭიროსი და რომლებიც შეეხება როგორც უმაღლესი კარის ინტერესებს, ისე აქაური ქვეყნებისაც”.

“ამ ხერხით – წერდა ერეკლე თავად გარსევან ჭავჭავაძეს* (*იმ ხანად პეტერბურგში მყოფს, 1795 წ. 20 ივლისს. Тамъ же) – მინდა მე საქმით დავამტკიცო სამსახურისადმი ჩემი გულმოდგინება და ერთგულება. თუკი ჩემს თხოვნაზე იქნება ასეთი უზენაესი ნებართვა, რის იმედსაც მე არ ვკარგავ, მაშინ ის მე გამომიგზავნე, რათა მე, მოხერხებული შემთხვევის მოძებნისას, შემეძლოს მოხსენიებულ მთავარსარდალს შევხვდე და ვთხოვო მას, რათა მან ჩემს მისაღებად საზღვარზე სამხედრო რაზმი გამოგზავნოს, 300 ან 200 ადამიანისგან შემდგარი, სოფელ ჩიმში ან მოზდოკში, სადაც, ჩვენი პირობის მიხედვით, შეხვედრა უფრო მოსახერხებელი იქნება”.

პასუხის მოლოდინში მეფეს იმედი ჰქონდა, რომ თუ ყარაბაღელები ვერ მოიგერიებდნენ სპარსელებს, იმდენ ხანს მაინც დააკავებდნენ, რომ იგი თავდაცვისთვის მომზადებას მოასწრებდა. მეფემ ტფილისის მცხოვრებთ დაავალა, რომ მათ ქალაქის თავდაცვით მდგომარეობაში მოყვანის შესახებ თავიანთი მოსაზრება შეედგინათ, მაგრამ ქართველებმა, იმედს ამყარებდნენ რა უმთავრესად “რუსეთის ხელზე”, სთხოვეს ერეკლეს, რომ რუსული ჯარების გამოგზავნა ეთხოვა, რომელთაც მხოლოდ, თავად მცხოვრებთა სიტყვებით, შეეძლოთ მათი ხსნა “სირცხვილისგან” და რომელთა დახმარებითაც იმედოვნებდნენ 4.000 ან 5.000 ადამიანისგან გარნიზონის შედგენას. 

საქართველო მაშინ ყველაზე უფრო სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფებოდა: არავის არ შეეძლო არც თავისი სიცოცხლის თავდებად გამოსულიყო, არც თავისი უსაფრთხოებისა. დედაქალაქის გარშემო მტაცებელ ლეკთა ხროვები დაძრწოდნენ, რომლებიც სოფლებს ძარცვავდნენ და არბევდნენ. ექვსი წლის განმავლობაში, დაწყებული 1789 წლიდან, ქართველებმა არ იცოდნენ მოსვენება. 1789 წლის ივლისში ისინი თურქებს ეომებოდნენ, რომლებმაც ქართლში ახალციხის მხრიდან შემოაღწიეს. ამ თვის ცხრა რიცხვი სამახსოვროა ქართველებისთვის; სამჯერ შეებნენ ისინი მტერს და მეფის შვილიშვილის, მამაცი ბატონიშვილის დავით გიორგის ძის წინამძღოლობით, ყვარლის მახლობლად მათზე გამარჯვებას მიაღწიეს (?, одержали надъ ними победу близъ Кварели). იმავე წლის ოქტომბერში ქურთები შემოიჭრნენ საქართველოში და მას აჩანაგებდნენ (производили въ ней опустошенiя). დავით ბატონიშვილმა იჩქარა ყაჩაღების გაფანტვა, მაგრამ მათ თურქები გამოექომაგნენ, ყარსის მცხოვრებნი აღიმართნენ და ალი-ბეგისა და მეჰმედ-ბეგის წინამძღოლობით, ექვსი ათასი ადამიანის რიცხვით, ქართველთა დასადევნად დაიძრნენ. დავით ბატონიშვილი თავგანწირვით იცავდა სამშობლოს, ერთერთი წინამძღოლი მოკლა, მაგრამ ამისთვის თავადაც ექვსი დარტყმით იქნა დაზიანებული; თავისი ჯაჭვის პერანგისგან იყო იგი დავალებული იმით, რომ მისთვის მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო არა ყოფილა, და იგი მალე გამოჯანმრთელდა კიდეც. 

მომდევნო წელიწადს ლეკები კახეთში შემოიჭრნენ; ისინი აგვისტოში გამოჩნდნენ, სწორედ იმ დროს, როცა ნაყოფისა და ყურძნის აღებით დაკავებული მცხოვრებნი თავიანთ სოფლებს ტოვებენ და სახლიდან რამდენიმე ვერსზე მიდიან. მაშინ სოფლები ცარიელია და მძარცველებს სრული თავისუფლება და ფართო სივრცე ეძლევათ, რათა სხვის ქონებას როგორც უნდათ ისე განკარგავდნენ. მტაცებელთა პირველი თავდასხმა სოფელმა თიანეთმა (Тiонеты) განიცადა; გარემომცველი ბაღები, მინდვრები და ტყეები სავსე იყო წინდაუხედავ მცხოვრებთა გვამებით. სექტემბერში ლეკები ისევ ჩამოვიდნენ 3.000 ადამიანის რიცხვით კახეთში, და თუმცა ქართველებმა ჩასაფრება მოუწყვეს და მრავალი მტრის ადგილზე დახოცვა შეძლეს, მაგრამ ამან ვერ უშველათ – ლეკები ძარცვა-რბევას უწინდებურად ახდენდნენ. მათ არ აკრთობდა ის, რომ დავით ბატონიშვილმა 700 მოწინააღმდეგეს ცხვირები დააჭრა და ისინი ნადავლად ტფილისში გაგზავნა.

ლეკებს კი არ აკრთობდა ეს ნადავლი, არამედ ქართველებს მობეზრდათ მუდმივი თარეშები და მუდმივად განგაშით სავსე ცხოვრება; მცხოვრებნი სევდა-ნაღველს მიეცნენ. განუწყვეტელი ბრძოლითა და ძარცვა-რბევით ქართველები ხედავდნენ, რომ არაფერს და არავის, საკუთარი თოფისა და ხანჯლის გარდა, არ შეუძლია მათი დაცვა, რომ მიწათმოქმედებისა და საკუთრების შეძენის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. თითოეულმა საკუთარ თავზე დაიწყო ფიქრი, და საზოგადოების ინტერესები დავიწყებულ იქნა; მთლიანი ნაწილებად დაქუცმაცდა კავშირის, ძალისა და მნიშვნელობის გარეშე. საყოველთაო სიღარიბემ დანაშაული დაბადა; თავად ქართველებს შორისაც გამოჩნდნენ ყაჩაღები და მძარცველები; ბევრი მონასტერი გაიძარცვა, დაირბია და ნანგრევებად იქნა ქცეული. წესრიგის აღდგენაზე არავინ ფიქრობდა, გონებრივი განვითარების, ღირსებისა და მოვალეობის თაობაზე კი – მით უმეტეს; თითოეულისთვის უწინარეს ყოვლისა აუცილებელი იყო, საკუთარი თავის დასაცავად, ცხენის, ხანჯლის ან ხმლის ფლობის უნარი, ვიდრე მეურნეობის, ხვნა-თესვის, ვაჭრობისა და მეცნიერების მიყოლა. ხალხი დღითი-დღე კნინდებოდა, საზოგადოება იხრწნებოდა, და მასში არც ძალა, არც ერთიანობა აღარ იყო.

“დიდების დრონი გაჰქრა ხალხის მეხსიერებიდან, ხალხს მხოლოდ სპარსელთა უღელი, თურქთა უღელი, მუჰამედის უღელი ახსოვდა; ხაზინა იმდენად იყო გამოლეული, რომ მეფე ფულებს თავის ქვეშევრდომთაგან სესხულობდა” («Закавказскiй Вестникъ» 1850 г., №№ 10 и 11).

მეფის ოჯახში განხეთქილება და უთანხმოებანი არსებობდა. ბატონიშვილები სამშობლოს დასაცავად არ ჩქარობდნენ და არც მეფე-მამის თხოვნას ისმენდნენ. მისი უფროსი ვაჟი გიორგი, როგორც ვნახავთ, სულაც არ წავიდა მოწინააღმდეგის დასახვედრად. შეკრიბა რა 4.000 ადამიანამდე, იგი სიღნაღში დაფუძნდა, სადაც ქეიფობდა და ლოთობდა. ძალზედ კარგად ესმოდა რა თავისი მდგომარეობა და ხედავდა რა საზოგადოების განწყობას, ერეკლემ ყველა მცხოვრებს შესთავაზა, ტფილისი დაეტოვებინათ და მთებში დამალულიყვნენ; მაგრამ მოსახლეობამ არ მიიღო მთავრობის წინადადება, იმიტომ რომ მსგავს შემთხვევებში, როგორც ქართველები ამბობდნენ, “ქვეშევრდომები თავიანთ მემამულეებს ძარცვავდნენ, ხოლო მეზობლები კი თავიანთ მეზობლებს, ისე რომ საეკლესიო სამკაულებიც არ დატოვეს, და ყველაფერი ეს რომ სამართლიანია, ამის შესახებ თქვენი უმაღლესობისთვის, ისევე როგორც ყველასთვის ცნობილია” («Кавказъ» 1854 г., № 23).

ხმებმა იმის შესახებ, რომ ერევანში გაგზავნილმა ჯაფარ-ყული-ხანმა და ალი-ყული-ხანმა სომეხთა პატრიარქი ხელში ჩაიგდეს და მისგან გამოსასყიდს 80.000 მანეთსა და რვა გირვანქა ოქროს (Письмо Ираклiя II князю Чавчавадзе 29-го августа 1795 г. Арх. Главнаго Штаба въ С.-Петербурге) მოითხოვდნენ, და რომ თავად აღა-მაჰმადმა კი შუშას ალყა შემოარტყა, აიძულეს ერეკლე რომ სამეფოს თავდაცვისთვის აჩქარებულიყო. ემზადებოდა რა დასახვედრად, მეფემ სახელდახელოდ შეკრიბა ჯარი, და არ ჰქონდა რა თავისი ძალების იმედი, (მანამდე) დადებული სამოკავშირეო პირობების საფუძველზე, ქართველებთან ერთობლივი მოქმედებისთვის, იმერეთის მეფეც მოიწვია.

1790 წელს ტფილისში დადებულ იქნა სამოკავშირეო ტრაქტატი საქართველოსა და იმერეთის მეფეებს, აგრეთვე სამეგრელოსა და გურიის მთავრებს შორის.

“ჩვენ – ნათქვამია ტრაქტატში – ვართ რა ერთმორწმუნე ხალხი, რომლებიც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, და ერთი კათოლიკე ეკლესიის შვილები ვართ, კეთილგანვიზრახეთ რომ ჩვენს სამშობლოში ნანატრი სიმშვიდე დავამყაროთ, მასში აღიარებული რელიგია განვავრცოთ და სიყვარული აღვადგინოთ, რომლისკენაც ქრისტიანული რჯული და ნათესაობის მჭიდრო კავშირი მოგვიწოდებს” (Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ: «Переписка грузинскихъ царей съ императорским дворомъ», № 45).

ამ ტრაქტატის მიხედვით საქართველოს მეფე ჰპირდებოდა.

1) ხელშეკრულების დამდებთა ყველა მტერი საკუთარ მტრად ეღიარებინა.

2) იმერეთის მეფეზე და სამეგრელოსა და გურიის მთავრებზე უმაღლესი მზრუნველობა ეკისრა.

3) მათზე ისე ეზრუნა, როგორც მზრუნველ მამას შეჰფერის თავის შვილებთან დამოკიდებულებაში.

4) მოკავშირეთა ფარგლებში მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში, ერეკლეს უნდა ისინი თავისი ძალებით, ან შუამდგომლობით, ან კიდევ, ბოლოს, მეზობლებში დახმარების მოძიებით მოეგიერებინა.

5) თავისი შუამდგომლობით ხელმომწერთათვის რუსეთის მფარველობა მოეტანა. 

თავიანთ მხრივ მეურვეობის ქვეშ მყოფნი კი ჰპირდებოდნენ:

1) თავიანთ თავზე ერეკლეს “მამობრივი” უმაღლესი ძალაუფლება ეღიარებინათ.

2) თავიანთ მტრად ეღიარებინათ ის, ვინც ერეკლეს მტერი იქნებოდა.

3) საქართველოს სამეფოს სიმშვიდისთვის ეზრუნათ და, თავიანთი ძალების და მიხედვით, მისი დამცველნი ყოფილიყვნენ; ასევე საქართველოს მეფისა და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვისაც ეზრუნათ.

4) მოწინააღმდეგეთა შემოჭრისას ყოფილიყვნენ დამჯერნი შემოთავაზებულ რჩევებში და მადლიერნი შუამდგომლობისთვის.

მალევე ამ ტრაქტატის დადების შემდეგ, მოკავშირეებმა რუსეთის მფარველობის ქვეშ მათი მიღების შესახებ საერთო თხოვნით მოგვმართეს.

“ძველი დროიდან ჩვენ გვსურდა – წერდნენ ისინი (Переводъ прошенiя отъ 10-го февраля 1793 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ) – და უზენაესი კარიდან წარმოგზავნილთა მეშვეობით ჩვენ ყოველთვის გვწერდნენ ჩვენი, სრულიად ივერიის მეფეთა შეერთების შესახებ. რისთვისაც ჩვენ ახლა ურთიერთ შორის მარადიული ტრაქტატით შევერთდით, შევთანხმდით რა დაგვედგინა და დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ, მეფენი და მთავარნი, ერთმორწმუნეობისა და მართლმადიდებლობის მიხედვით, ერთსულოვნად მონებრივ ვემსახუროთ და დავემორჩილოთ თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას, როგორც მართლმადიდებელ მონარქს. საერთოდ ყველა ქრისტიანი უგულმოდგინესად გთხოვთ, რათა დაგვიმტკიცოთ ეს ჩვენი მარადიული შეერთება და მიგვიღოთ თქვენს უავგუსტეს მფარველობაში, იმის მსგავსად, როგორ კეთილდღეობაშიც არის საქართველო (Все вообще христiане усерднейше просимъ, дабы подтвердить сiе наше вечное соединенiе и принять во всеавгустейшее ваше покровительство, сходственно такъ, какъ благоденствуетъ Грузiя).

მაგრამ თუ როგორი საშუალებით ან ძალით ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის აღმოჩენილი, ამას ჩვენ, ყველა ქრისტიანი, თქვენი უდიდებულესობის ყოვლადბრძნულ დედობრივ კეთილმზრუნველობას მივანდობთ და ერთსულოვნად გთხოვთ ჩვენ, თქვენი მონები, შეერთებულნი მეფენი და მთავარნი, სამსახურისთვის, თქვენი სკიპტრის ჩრდილქვეშ მიგვიღოთ და მაჰმადიანთა ძალაუფლების უღლისგან გაგვანთავისუფლოთ”.

სპარსელთა შემოჭრის მოსალოდნელი შესაძლებლობა იძლეოდა საბაბს იმისთვის, რათა სამოკავშირეო ტრაქტატი აღსრულებაში მოეყვანათ და საქმით დაედასტურებინათ. ერეკლემ იმერეთის მეფეს სოლომონს დახმარება სთხოვა და მისი ჯარების შესახვედრად მოემზადა.

ქალაქ ტფილისის კარებს გარეთ მცხოვრებთა სიმრავლე შეიკრიბა თავიანთ მოკავშირეთა – იმერლების შემოსვლის სანახავად. თავადი ზურაბ წერეთელი, იმერელთა ჯარის უფროსი, მოტყუების მეშვეობით, ფიქრობდა ჩაეგონებინა ერეკლე მეფისთვის აზრი თავისი რაზმის მრავალრიცხოვნების შესახებ. მან ის მთელს დაბლობზე წვრილ გუნდებად გაფანტა, ადამიანთა რაც შეიძლება მეტი რიცხვის ჩვენების მიზნით, რომლებიც სინამდვილეში 2.000-ზე მეტი არ ყოფილან.

ერეკლე II მათ სიხარულითა და ზეიმით შეხვდა, “რომელიც ზარბაზნებიდან და თოფებიდან რამდენიმე გასროლაში მდგომარეობდა”.

იმერული ჯარები ყაზახსა (Письмо Ираклiя къ князю Гарсевану Чавчавадзе, 29-го августа 1795 г.) და კრწანისში (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 6) განლაგდნენ.

საქართველოში ჯარების გამოსაკვებად პროვიანტის მომარაგების ჩვეულება არ ყოფილა; ამიტომ იმერელთა სურსათით უზრუნველყოფა მაცხოვრებელთა თითოეული სახლიდან გარკვეული რაოდენობის პურის, ღვინისა და სხვა სასიცოცხლო პროდუქტების შეგროვებით წარმოებდა.

ტფილისის მცხოვრებნი ხალისით უმასპინძლდებოდნენ თავიანთ მოკავშირეებს, მით უმეტეს, რომ ქალაქში გავრცელდა ხმები მოსული იმერული ჯარის რიცხვის შესახებ, რომელიც ვითომდა 8.000 ადამიანამდე ადიოდა, იმის დამატებით, რომ ის ურჩეულესი მეომრებისგანაა შემდგარი. ქართველები გამხნევდნენ; ხალხს თავიანთი ძალების მოწინააღმდეგეზე აღმატებულობისა სჯეროდა.

– დაე გამოჩნდეს ახლა აღა-მაჰმად-ხანი! გაიძახოდნენ ერთნი საკუთარი ღირსების შეგრძნებით, დადიოდნენ რა ქალაქში.

– ვის შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ დადგომა! ჰყვიროდნენ სხვები.

– თუმცა კი სპარსელები ბრძოლაში ლომებივით ესხმიან თავს – ისმოდა ქართველთა საუბრებში – მაგრამ მთელ წარმატებას მხოლოდ პირველ იღბალზე ამყარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაშინვე ზურგს გიჩვენებენ.

– შენ ხედავ – ამბობდნენ ტფილისის ქუჩებში შეხვედრილნი – რომ ქალაქი მაგარია და მცხოვრებნი ყველანი გმირები არიან; ამაზე ზევით, თითოეული საუფლისწულოდან ქართველი ბატონიშვილები 1.000-1.000 მეომარს გამოგზავნიან. ერევნის ხანი შაჰს უკვე, ჩვენი დახმარების იმედით, წინააღმდეგობას უწევს. არავითარი ეჭვი არ არის, რომ ჩვენ მთელ სპარსულ ჯარს გავანადგურებთ და მის ქონებას დავეუფლებით. ქალაქში მაშინ კარგი ცხოვრება და იაფობა იქნება. მე არაერთხელ ვყოფილვარ ბრძოლაში და ასე გამოცდილების მიხედვით ვმსჯელობ...

ქართველები ძალზედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ ერთ მუჭა ჯარს, რომელიც მათ დასახმარებლად იმერეთის მეფის სოლომონის მიერ იყო გამოგზავნილი.

შემოიერთა რა ეს ჯარები და დაავალა რა ტფილისის მცხოვრებთ ქალაქის თავდაცვისთვის ზომების მიღება, ერეკლე სამეფოს საზღვრისკენ წავიდა, სადაც ბატონიშვილებსაც თავ-თავიანთი რაზმებით მოუწოდებდა. მათგან არავინ არ მოსულა დასახმარებლად, და მეფე მეტად მცირე რიცხვის ჯარის ანაბარა აღმოჩნდა, თან ისიც თითქმის არანაირად მოწყობილი არ ყოფილა. დასახმარებლად გამოგზავნილმა იმერულმა ჯარებმა, რამდენიმე დღით საზღვარზე რომ იდგნენ, სახლებში წასვლა დაიწყეს; მათ მაგალითს ბევრმა ქართველმაც მიბაძა. მტრების წარმატებით მოგერიების ალბათობა ყოველ საათს მცირდებოდა, მაშინ როდესაც საფრთხე საქართველოსთვის თანდათანობით იზრდებოდა.

აღა-მაჰმად-ხანის მოქმედებები შუშასთან წარმატებით ვერ დაგვირგვინდა, და ამ უიღბლობამ საქართველოსთან მიმართებით საქმეთა კვანძის გახსნა მხოლოდ დააჩქარა. მცირე პარტიებად მუდმივი თავდასხმებით შუშელები სპარსულ ჯარებს აწუხებდნენ, მათ საქონელს ერეკებოდნენ და ამით მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ. შუშის ციხესიმაგრის მდებარეობაც მისი დაუფლებისთვის არცთუ ცოტა სიძნელეს უქმნიდათ.

მაღლა, ღრუბლებამდეა აღმართული შუშის გრანიტის ციხესიმაგრე, ციცაბო მთებსა და კლდეებს შორის აგებული, რომლებიც მხოლოდ ერთ ვიწრო გასასვლელს წარმოადგენენ. “ციცაბო კლდის მწვერვალიდან ხედი შორს სამხრეთისკენ იშლება, ტყიანი მთებისა და მცხუნვარე ველების გავლით, თვით არაქსის ვერცხლისფერ დინებასა და ყარადაღის მუქ ქედებამდე. ჩრდილოეთისკენ უზარმაზარი თოვლიანი მთები ბრწყინავს, რომლებიც მადლიანი საქართველოს ფარგლებს აღნიშნავენ”.

განკარგულებაში ჰყავდა რა უპირატესად მხოლოდ კავალერიისგან შემდგარი ჯარები, აღა-მაჰმად-ხანს შეგნებული ჰქონდა, რომ მსგავსი სიმაღლის დაუფლება ადვილი არ იყო, და ამასთან, წააწყდა რა ძლიერ წინააღმდეგობას მცხოვრებთა მხრიდან, მას არ შეეძლო შუშის ციხესიმაგრის სწრაფად ჩაბარების იმედი ჰქონოდა. და არ სურდა რა დროის ამაოდ დაკარგვა, სპარსეთის მბრძანებელმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ყარაბაღი და თავისი წარუმატებელი მოქმედებები საქართველოში სწრაფი მოძრაობით აენაზღაურებინა.

“დაე ცნობილი იყოს შენთვის – წერდა არა-მაჰმად-ხანი თავის ზმას ჯაფარ-ყული-ხანს (Переводъ письма Аги-Магометъ-хана. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге) – რომ, თუმცა კი შუშის ოლქის ხალხები, ყარაბაღელები, ახლა კიდეც დასუსტდნენ, მაგრამ მე ძმაო ქალაქ შუშის უეცრად აღება არ მიბრძანებია, იმიტომ რომ აქ გამოზამთრებას ვაპირებ, ხოლო ამასობაში კი, დავტოვე რა იქ ჯარით სულეიმან-ხანი, განზრახული მაქვს 20.000-იანი ჯარით საქართველოზე წამოვიდე, რისთვისაც შენც გიბრძანებ, დატოვებ რა ერევანთან 4.000-იან ჯარს, მზადყოფნაში იყო დანარჩენი ჯარით ჩემთან მოსასვლელად და ამაზე ჩემს ბრძანებას ელოდე. სხვა მხრივ, თუ ერევნის ხანი ამანათად ცოლსა და ვაჟიშვილს მოგცემთ, შეგიძლიათ ერევანს თავი ანებოთ”.

ძმებისთვის გაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანის ბრძანება ხელშე ჩაიგდო ერეკლემ და გუდოვიჩს გამოუგზავნა; იქიდან მან შეიტყო იმ საფრთხის შესახებ, საქართველოს რომ ემუქრებოდა. მალევე მიღებულ იქნა ცნობა, რომ აღა-მაჰმად-ხანმა შუშის ბლოკადა მოხსნა და თავიდან ხათუნ-არხისკენ დაიხია, ხოლო შემდეგ კი განჯაში გადავიდა. ხათუნ-არხიდან მან მოწოდება გაუგზავნა ჭარ-ბელაქნელებს, რომელთაც ურჩევდა მასთან შეთანხმებულად ემოქმედათ, თითოეულს 100 მანეთის მიცემას ჰპირდებოდა და ხმებიც დაყარა, რომ ყველაფერი, რაც კი მის ძლევამოსლ ჯარებს გზაზე დახვდა, თვით განჯამდე, დაემორჩილა, ხოლო ურჩნი კი ცეცხლსა და მახვილს მიეცნენ.

გაჩერდა რა განჯაში, აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე მეფეს მორჩილების მოთხოვნით თავისი ელჩი გამოუგზავნა; მაგრამ მეფემ, რომელიც რუსეთის დახმარებას იმედოვნებდა, ეს მოთხოვნა უარყო (Конс., ч. II, стр. 188. Шагубатовъ, Летопись. ამ მატიანით სარგებლობისას აუცილებელია, რომ ფრთხილად ვიყოთ. შაგუბატოვი, თუმცა კი მოვლენათა თვალითმხილველი იყო, მაგრამ ისინი ძალზედ არასწორად აღწერა).

ერეკლეს მეუღლემ, დარეჯან გიორგის ასულმა, თავის მხრივ გუდოვიჩს დახმარების შესახებ თხოვნით მიმართა. აღწერდა რა, რომ აღა-მაჰმად-ხანი, დაეუფლა რა განჯასა და ერევანს, საქართველოს უახლოვდებოდა, იგი ატყობინებდა, რომ ერეკლე თავისი და იმერული ჯარებით სპარსელთა დასახვედრად, ერევნის მხარეს დაიძრა.

ჭექა-ქუხილი, რომელიც საქართველოს უნდა დასტეხოდა თავზე, დღითი-დღე იზრდებოდა. ავარის ხანი, რომელსაც თავის ქვეშევრდომობაში მნიშვნელოვანი რიცხვის ლეკები ჰყავდა, კახეთზე თავდასხმას ვარაუდობდა (Рап. гр. Гудовича Императрице 13-го сентября 1795 г. Письмо Ираклiя Гудовичу 29-го августа 1795 г. Георгiев. Воен. Арх.).

ერეკლე ამის შესახებ გუდოვიჩს წერდა და ატყობინებდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს გაცილებით უფრო მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე მას თავის მოკავშირე, იმერეთის მეფესთან ერთად. ერეკლე ისევ ითხოვდა მისთვის 3.000-იანი რუსული ჯარის გამოგზავნას (Рап. гр. Гудовича Императрице 13-го сентября 1795 г. Георг. Воен. Арх.).

ყველა თხოვნაზე გუდოვიჩი პასუხობდა ერეკლეს, რომ აღა-მაჰმად-ხანს საქართველოსთან მიმართებაში თავისი ჩანაფიქრების აღსრულებისთვის კიდევ საკმარისად დაბრკოლებებისა და სიძნელეების გავლა მოუწევს; რომ ქართველებისა და იმერელთა შეერთებული ძალები საკმარისად დიდია; მით უმეტეს, რომ მათ ჰყავთ კიდევ მესამე მოკავშირეც – შუშელი იბრაჰიმ-ხანი, რომელიც, მტკიცედ გადაწყვიტა რა აღა-მაჰმად-ხანის მოგერიება, ამაში თვით ერეკლე მეფესაც კი იყოლიებდა და აიმედებდა. გუდოვიჩი მხოლოდ ურჩევდა საქართველოს მეფეს სიფრთხილე დაეცვა და ქვეყნის შიგნით სპარსელთა შემოჭრა არ დაეშვა. იგი დაპირდა ასევე მოეხსენებინა იმპერატრიცისთვის იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საქართველო და იმერეთი იმყოფებოდნენ. ავარიის ხანს კი, რომელმაც რუსეთისადმი თავისი ერთგულება და გულმოდგინება რამდენჯერმე გამოხატა, გუდოვიჩი სწერდა და სთხოვდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არათუ მხოლოდ პირადად არაფერი ეღონა, არამედ ლეკებისთვისაც, რომლებზედაც მას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, იგივეს გაკეთება აეკრძალა.

ავარიის ხანი პასუხობდა, რომ, თუმცა კი იგი უკვე სავსებით მზად იყო საქართველოზე წასასვლელად, მაგრამ წერილის მიღების შემდეგ გაჩერდა. ხანი ამის სანაცვლოდ თავისთვის ანაზღაურებას ითხოვდა. გუდოვიჩმა მას საჩუქრად სიასამურის ქურქი გაუგზავნა და ურჩევდა მალე გამოეგზავნა დესპანი თხოვნით რუსეთის მფარველობის ქვეშ მისი მიღების შესახებ (Рапор. гр. Гудовича Императрице 23-го октября 1795 г. Георг. Воен. Арх. Полусгнившiй журналъ донесенiй).

ასეთი რჩევებისგან საქართველოს მდგომარეობა ვერ უმჯობესდებოდა.

შეგნებული ჰქონდა რა ეს, გუდოვიჩი აუცილებლად თვლიდა, რომ საქართველოს დასაცავად მისთვის ჩვენი ჯარებით დახმარება გაეწია.

“საქართველოში ჯარების შესაყვანად, წერდა იგი, თუმცა კი გადასვლა განსაკუთრებით ძნელია, მაგრამ შემოდგომაზე აგვისტოს შუა რიცხვებიდან და ნოემბრის თვემდე, ხოლო გაზაფხულზე კი აპრილიდან მაისის შუა რიცხვებამდე, გზის მომზადებით შესაძლებელია. მაგრამ ნოემბრის თვეში მთებში სიცივე იწყება, ხშირად დიდი თოვლი მოდის, საცხოვრებელი გზების გაყოლებაზე თითქმის არ არის, და საძოვარი ბალახის მოძებნაც შეუძლებელია (и фуража подгожнаго иметь нельзя), და მაშინ, უკიდურესი ქანცგაწყვეტის გარეშე, ჯარების გადაყვანა ვერ მოხერხდება, სხვა დროს, მაისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, წყალი მდინარე თერგში ძალზედ დიდი და სწრაფია, რომლის გასწვრივაც მთების გავლით მხოლოდ ერთი შესაძლებელი გზა მიემართება და რომელზე გადასასვლელადაც მხოლოდ ერთ მარშზე ექვსი ხიდის აგებაა საჭირო” (Рапор. Гудовича Императрице 23-го октября 1795 г. Георг. Воен. Арх., Полусгнившiй журналъ донесенiй).

მხოლოდ ახლა, როდესაც სპარსელებმა უკვე დაიწყეს სამეფოს საზღვრებთან მოახლოება, მის დამცველებს შორის წამოჭრილ იქნა საკითხი, რომელმაც მხურვალე კამათები გამოიწვია, იმის შესახებ, მკერდით დახვედროდნენ მტერს თუ ქვეყნის სიღრმეში დაეხიათ. ერთნი ამბობდნენ, რომ საჭიროა საზღვარზე თავდაცვა, მაგრამ უმრავლესობამ, და მასთან ერთად მეფე ერეკლემაც დაადგინეს, რომ ტფილისისკენ დაეხიათ. დასახმარებლად გამოგზავნილი იმერული ჯარები სახლებში წავიდნენ, გამოთქვამდნენ რა სპარსელებთან საბრძოლველად სურვილის არქონას. საზღვრებიდან უკანდახევასა და ტფილისთან მოახლოებასთან ერთად იმერლები თავს ესხმოდნენ მათ, ვინც თავის გადასარჩენად მთებში მიდიოდა და ძარცვავდნენ მათ ქონებას. სამეფოს საზღვრები ყოველგვარი თავდაცვის გარეშე დარჩა. აღა-მაჰმად-ხანი, შეიტყო რა ქართველებსა და იმერლებს შორის უთანხმოებისა და თავდაცვისთვის თავად ერეკლეს საშუალებათა უკმარისობის შესახებ, ისე, რომ არ გაჩერებულა, სწრაფად დაიძრა ტფილისისკენ ჯავად-ხან განჯელის მიერ ნაჩვენები გზით, რომელიც სპარსელთა საუკეთესო მეგზური გახლდათ (Рапортъ Гудовича Императрице 23-го сентября 1795 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

ცნობამ იმის შესახებ, რომ სპარსელები, გვერდი აუარეს რა შუშას, უკვე განჯის სახანოში შემოვიდნენ, საყოველთაო მღელვარება მოახდინა. ტფილისის სხვადასხვა-ხასიათიან მოსახლეობას ერთიანობა არ ჰქონდა (Разнохарактерное населенiе Тифлиса не имело единства). ერეკლე მოითხოვდა, რომ დედოფალი მთებში ყოფილიყო გაგზავნილი. მცხოვრებნი დაეთანხმენ, მაგრამ დედოფალს განზრახული ჰქონდა, რომ უზარმაზარი ამალით გამგზავრებულიყო. ამან საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც დამცველთა რიცხვს ამცირებდა. გაბრაზებულმა მეფემ გამოაცხადა, რომ ყველას შეუძლია გაემგზავროს, საითაც მოისურვებს, და ტფილისიც სწრაფად გაედინა (расползся) სხვადასხვა მხარეს: მოსახლეობის უმრავლესობამ ქალაქი დატოვა. სომხები, თათრები და თვით ქართველებიც კი ჩქარობდნენ მთებში ან არაგვის პირას მდებარე სოფლებში თავის შეფარებას. ტოვებდნენ რა სახლებს, მცხოვრებნი თავიანთ ძვირფას ნივთებს ქოთნებში მალავდნენ და მათ მიწაში მარხავდნენ. მცხეთისკენ მიმავალ გზაზე იმდენად უზარმაზარი ბრბო გარბოდა, რომ ქალები იძულებულნი იყვნენ თავიანთი შვილები ერთი-მეორეზე გადაებათ, რათა ისინი გაქცეულთა შორის არ დაკარგულიყვნენ. გადასახლებულთა უმრავლესობამ მთებში შეაფარა თავი ტფილისიდან არცთუ ძალიან შორს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოზდოკამდე მოვიდნენ და გეორგიევსკამდეც კი მოაღწიეს (Письмо Гудовича графу П. А. Зубову, 23-го сентября 1795 года). ერეკლემ დედოფალი მთიულეთში გაგზავნა; თითქმის ყველა ბატონიშვილი სხვადასხვა მხარეს წავიდ-წამოვიდა.

ტფილისში ძალზედ ცოტა მცხოვრები იყო დარჩენილი, როცა 9 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი ქალაქს მოუახლოვდა და მისგან შვიდ ვერსზე განლაგდა. მან თავის ბანაკს, ქართველთა მოსალოდნელი შემოტევისგან უზრუნველსაყოფად, გარშემო თხრილები შემოარტყა და მიწაყრილები ააგებინა («Кавказъ» 1850 г., № 87). სპარსეთის მბრძანებელი ფიქრობდა, რომ ქართველები ტფილისს მას იაფად არ დაუთმობდნენ და მის დასაცავად მთელ თავიან საშუალებებს გამოიყენებდნენ; მაგრამ ქალაქში თავდაცვაზე ცოტას თუ ზრუნავდნენ, ყველა იმედს, როგორც ერეკლე გუდოვიჩს წერდა, “მხოლოდ ერთადერთ რუსეთის ხელზე” ამყარებდა, და საომარ მოქმედებათა თეატრისგან თითოეული რაც შეიძლებოდა შორს წასვლას ცდილობდა.

მომდევნო დღეს, 1795 წლის 10 სექტემბერს, აღა-მაჰმად-ხანი ტფილისს მოუახლოვდა. მისი ჯარების ავანგარდი ერთი მუჭა ქართველების მიერ იქნა დამარცხებულ, რომლებმაც გადაწყვიტეს დაეცვათ თავიანთი სამშობლო და არ მიჰყვნენ თანამემამულეთა უმეტესი ნაწილის მაგალითს, რომლებიც ხსნას გაქცევაში ეძიებდნენ.

ტფილისიდან ყველა მხარეს გაფრინდნენ შიკრიკები ცნობით გამარჯვების შესახებ. ერთერთი მათგანი 11 სექტებერს სიღნაღში მოვიდა, სადაც გიორგი ბატონიშვილი ცხოვრობდა, რომელმაც მაშინვე გამარჯვება საზეიმოდ აღნიშნა. იგი ქალაქგარეთ მინდორზე გავიდა და სახალხო დღესასწაულს მისცა თავი, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ბატონიშვილი და ხალხი “იქ არსებული ოთხი ზარბაზნიდან ისროდნენ, ბევრ ახალ ღვინოს სვამდნენ, სასიხარულო სიტყვებს იძახდნენ და შაჰის დაღუპვას განსაზღვრავდნენ” (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 21).

განლაგდა რა შავ-ნაბადას მწვერვალზე (что означаетъ чёрная бурка), და განიცადა რა წარუმატებლობა, აღამაჰმად-ხანი მზად იყო უკან დაეხია, მაგრამ განჯის ხანი შაჰს ქართველების უძლურებასა და მათი ჯარის მცირერიცხოვნობაში არწმუნებდა. ეშინოდა რა ერეკლე მეფის სამხედრო ხერხიანობისა, აღა-მაჰმად-ხანი შეტევაზე გადმოსვლას მაინც ვერ ბედავდა, და მაშინ განჯის ხანმა ჭოგრიტში უჩვენა დიღმის ველი, რიმლითაც ტფილისის მცხოვრებნი ქალაქიდან დიდი უწესრიგობით მიდიოდნენ, ვინ ფეხით, ვინ ცხენზე ამხედრებული, ვინ კიდევ ურმებით («По пути на Ахталы». Газета «Кавказъ» 1876 г., № 123).

მაშინ შაჰმა გადაწყვიტა ქალაქის იერიშზე დაძრულიყო. ერეკლე მის დასახვედრად თავისი ჯარებით გამოვიდა, რომელთა რიცხვიც 2.700 ადამიანს არ აღემატებოდა (Срав. «Отечественныя Записки» 1827 г., ч. 31, стр. 127: «Историческое известiе о походе россiйских войск въ 1796 г. въ Дагестан и Персiю подъ командою графа В. А. Зубова». ეს წერილი თუმცა კი ნასესხებია ერთერთი მონაწილის ჟურნალიდან, მაგრამ ბევრ რამეში სცოდავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ) აღა-მაჰმად-ხანის მიერ მოყვანილი 70.000 ადამიანის წინააღმდეგ. მეფემ ისინი სეიდაბადის ბაღებთან განალაგა და ოთხ რაზმად გაყო. მარჯვენა მხარეს, ტფილისის ზემო გზაზე, იქ, სადაც იგი სოლოლაკიდან და Табаклили-დან მომავალ გზებს კვეთს, დავით ბატონიშვილის რაზმი იდგა. გაივლის რა სეიდაბადს, ეს გზა ვიწროვდება къ Чорчкале და ქვემო გზას უერთდება. მთელი ეს ადგილმდებარეობა კლდოვანია, ხოლო გზები კი არასწორი და მოუხერხებელი იყო. ცენტრში თავად ერეკლე იდგა ვახტანგ ბატონიშვილთან და თავად ამილახვართან ერთად; მარცხენა ფლანგზე იდგა თავადი იოანე მუხრანბატონი თავისი რაზმით, ხოლო ავანგარდი კი მეფის შვილიშვილს, იოანე ბატონიშვილს ჰქონდა ჩაბარებული.

სპარსელთა ავანგარდი იმ დაბლობზე ჩამოვიდა, რომელიც ქართველთა მიერ დაკავებულ პოზიციას ებჯინებოდა, ხოლო დავით ბატონიშვილმა კი, ერეკლეს ბრძანებით, კრწანისი (Картсаниси) დაიკავა.

ისარგებლეს რა დილის ნისლით, ქართველები თავს დაესხნენ სპარსელებს და წინ გაირეკეს ისინი, მაგრამ როგორც კი ინათა, სპარსელებმა თავიანთ წინაშე მხოლოდ ერთი მუჭა მამაცნი იხილეს და სარგებლობდნენ რა თავიანთი მრავალრიცხოვნებით, შეტევაზე გადმოვიდნენ. დაყო რა თავისი ჯარები თოთხმეტ რაზმად და დაიკავა რა იერიშით სოღანლუღის, კასნაბადას (Каснабада), თელეთისა და კრწანისის სიმაღლეები, აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქზე იერიში გადაწყვიტა.

თავისი ჯარისკაცების მამაცობისკენ წახალისებისა და გამარჯვების მისაღწევად მათში განსაკუთრებული ძალისხმევის აგზნებისთვის სპარსეთის მბრძანებელმა მეტად უცნაურ ხერხს მიმართა. “მას ყოველთვის თავისთან დაჰყავდა 6.000-მდე თურქმენი, რომელთაც სპარსელები სძულდათ და უკანასკნელებშიც ზუსტად იმავე გრძნობას აღვივებდნენ. რელიგიით დაკავშირებული, მაგრამ ადათ-წესებითა და ჩვეულებებით გაყოფილი ეს ორი ხალხი აშკარად მტრობდა ერთმანეთს და სიძულვილით უყურებდა. აღა-მაჰმად-ხანმა ამ გარემოებით ისარგებლა, თურქმენები თავის გარშემო შემოიკრიბა, თავისი ჯარის ზურგში დააყენა და თითოეული სპარსელის მოკვლა უბრძანა, რომელსაც ბრძოლიდან გამოქცევის ხალისი მოუვიდოდა” («Кавказъ» 1850 г., № 89, стр. 355).

გარემოებებითა და თავიანთი წინამძღოლის გამომგონებლობით იძულებული სპარსელები შეუპოვრად უტევდნენ. ქართველთა ავანგარდმა, რომელიც დილის შვიდი საათიდან იბრძოდა და მოკლულებით ბევრი მებრძოლი დაკარგა, უკანდახევა დაიწყო, როდესაც მის გასაძლიერებლად გამოცხადდა ვახტანგ ბატონიშვილი, ერეკლეს მიერ რჩეული ჯარით გამოგზავნილი, რომელიც ქიზიყელების, არაგვის ნაპირებზე მცხოვრებთა, ფშავლებისა და ხევსურებისგან შედგებოდა. გაძლიერებული ავანგარდი გააფთრებით იბრძოდა და შეტევაზე გადავიდა მაშინ, როცა მეფის მიერ გამოგზავნილი ახალი დახმარება მიიღო, მასხარებისა და მუსიკოსების უფროსის, მაჩაბლის უფროსობით. აიღო რა თავისი ჩონგური და მხიარული სიმღერის რამდენიმე სტრიქონიც დაამღერა, მაჩაბელი იოანე და ვახტანგ ბატონიშვილების რაზმებს შეუერთდა და მათთან ერთად “სპარსულ დროშებამდე შეაღწია”, რომელთაგან ბევრი ქართველებს დარჩათ, წაართვეს რა ისინი აღა-მაჰმად-ხანის თვალწინ სპარსელებს.

– მე არ მახსოვს – წარმოთქვა მაშინ სპარსეთის მბრძანებელმა – რომ ოდესმე ჩემს მტრებს ასეთი ვაჟკაცობით ებრძოლათ.

რეზერვსა და არიერგარდში მყოფმა მაზანდერანის ქვეითმა ჯარმა შაჰის ბრძანება მიიღო, რომ შეტევაზე გადმოსულიყო. ერეკლემ თავისი უკანასკნელი და არცთუ მრავალრიცხოვანი რეზერვები დაძრა, და თუ არა ყველანი, მათი უმეტესი ნაწილი მაინც განუზომლად დიდი რიცხვის მოწინააღმდეგესთან ზედახორაში დაიღუპა (погибла въ свалке съ несоразмерным числом непрiятеля).

ბრძოლა დილიდან საღამომდე გრძელდებოდა. სპარსელები სამჯერ იქნენ ქართველთა მიერ უკუგდებულნი ქალაქის კედლებიდან; მაგრამ სპარსული ჯარების აღმატებულობამ ქართველთა უმნიშვნელო რიცხვი ჩაახშო, რომლებმაც ქალაქისკენ უკანდახევა დაიწყეს. ერეკლეს ბრძოლის ადგილის დატოვება მაინც არ სურდა.

– თითოეულმა შენმა ქვეშევრდომმა იცის, – ეუბნებოდნენ მეფეს მის გარშემო მყოფნი, – რომ შენ ზიზღით უცქერი სიკვდილს ხალხისა და სამშობლოს სარგებლობისთვის; მაგრამ თუ უკვე მკაცრმა ბედმა ზურგი გვაქცია, მაშინ არ გაზარდო შენი სიკვდილით მოწინააღმდეგეთა ზეიმი. შენ სამშობლოსთვის საჭირო ხარ.

მეფე არ ისმენდა შეგონებებს მაშინაც კი, როცა სპარსელები ვახტანგისა და იოანეს რაზმების ზურგში შემოვიდნენ, რათა გზებს დაუფლებოდნენ, და იმ პოზიციისკენ დაიძრნენ, რომელიც ერეკლეს ეკავა. მხურვალე შერკინება მოხდა. ერეკლე სპარსელებს ეძგერა და ალბათ დაიღუპებოდა კიდეც, “შვილიშვილს (რომ არ) გადაერჩინა თავისი სახელგანთქმული პაპა”.

იოანე ბატონიშვილი 300 ადამიანით შეიჭრა სპარსელთა ბრბოს სიღრმეში “და თავისი პაპა მათ თითქმის ხელიდან გამოგლიჯა”.

მიუხედავად ამისა ტფილისი აღებულ იქნა და საძარცვად მიეცა. ერეკლე, დატოვა რა ქალაქი, არაგვის ხეობაში მიეფარა. მასთან მხოლოდ 150 ქართველი იყო, უმეტეს წილად დაჭრილი.

“მეფე თვითონ კახეთშია, წერდა გუდოვიჩი (Въ письме графу П. А. Зубову отъ 23-го октября 1795 г. Московс. Арх. Глав. Штаба, дела графа Салтыкова), დედოფალთან და შვილებთან ერთად, მაგრამ ჯარი მას არ ახლავს; დიდ ბატონიშვილს გიორგის სამი ათასი ჰყავს; იგი აქვე კახეთში დგას, მაგრამ განკერძოებით. ქართველები ერთხმად დრტვინავენ, რომ ერთად შეკრებილი ქართული ჯარი საზღვრებზე მეფესთან არ ყოფილა და რომ ვითომ ეს მოხდა დედოფლის რჩევით, რომელიც იმედს თავის შვილიშვილზე – იმერეთის მეფეზე ამყარებდა; მაგრამ იმერლები, დაინახეს რა, რომ მხოლოდ მათ უხდებათ ბრძოლა, წავიდნენ”.

ტფილისიდან ერეკლეს წასვლასთან ერთად, ქალაქში საშინელი არეულობა მოხდა. 

დარჩენილი მცხოვრებნი ხსნას ეძიებდნენ, ხოლო შემოჭრილი სპარსელები კი პატრონების მიერ მიტოვებულ სახლებს ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ. მხოლოდ ერთი დავით ბატონიშვილიღა იდგა მყარად თავის პოზიციაზე და რამდენჯერმე უკუაგდო თავდამსხმელი სპარსელები. “მაგრამ როდესაც მან იხილა, რომ მათი ბრბოები ქალაქს იკავებენ, როდესაც შეიტყო, რომ მეფემ თავისი დედაქალაქი დატოვა, მაშინ კი გადაწყვიტა ჩრდილოეთისკენ მთებში დაეხია. ვიწრო და ციცაბო ბილიკებით შეაღწია მან იქ, და სამი დღის შემდეგ არაგვზე მთიულეთში გამოცხადდა, იმ განზრახვით, რომ თავისი პაპა არ დაეტოვებინა, სანამ სპარსელები თავისთან არ წაეთრეოდნენ” (пока персiяне не уберутся восвояси).

დავით ბატონიშვილის წასვლასთან ერთად, ტფილისი მთლიანად სპარსელთა ხელში გადავიდა. “ეს ისე უცნაურად მოხდა, წერდა გუდოვიჩი (Графу П. А. Зубову, 28-го сентября 1795 года), რომ იმას ჰგავს, თითქოს არა თავად მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ, არამედ მასთან დაახლოებულმა პირებმა წინასწარგანზრახულად მისცეს იგი აღა-მაჰმად-ხანს”.

“აღა-მაჰმად-ხანი არ დაუფლებია ტფილისს, ნათქვამია ერთ კერძო თანამედროვე ჩანაწერში (Архивъ Главнаго Штаба), არამედ მას ტფილისი მისცა იქაურმა უთანხმოებებმა და ინტრიგებმა. ყველა იქიდან წამოსული ასე ამბობს, მეფეზე, და განსაკუთრებით კი დედოფალზე მოაქვთ მწარე საჩივრები. ამბობენ, რომ სულაც არ იცავდნენ, და არც დაცვის განზრახვა ჰქონდათ”.

ქართველებს რომ რამდენადმე მაინც სუროდათ თავიანთი დედაქალაქის დაცვა, მათ ადვილად შეეძლოთ ამის გაკეთება და თვით მოწინააღმდეგის მოგერიებაც. მეფისა და მთელი საქართველოსთვისაც დიდი ხანია ცნობილი იყო აღა-მაჰმად-ხანის მტრული განზრახვები, და ოთხ თვეზე მეტი დრო ჰქონდათ თავდაცვისთვის მოსამზადებლად. იერიშის დღეს ქალაქში ოცდათხუთმეტი ზარბაზანი იყო, მაშინ როდესაც აღა-მაჰმად-ხანის მთელ არმიაში მხოლოდ ორი ცუდი ქვემეხი თუ მოიძებნებოდა. რამდენად ხელუხლებელი იყო დაცვა, ჩანს იქიდან, რომ ტფილისის ციტადელი, “არანაირი მნიშვნელობის არმქონე და დარღვეული”, თავს იცავდა და მოწინააღმდეგის მიერ აღებული არ ყოფილა. ყველაფრიდან ჩანდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს ერეკლე მეფის ქვეშევრდომთა შორის თავისი ერთგულები ჰყავდა, მათთან მიმოწერა ჰქონდა და გაბედულადაც მოდიოდა, იცოდა რა წინასწარ, რომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა.

სპარსელები ექვსი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ ტფილისს; 10.000-ზე მეტი ადამიანი ტყვედ წაიყვანეს, 7.000-ზე მეტი ქართველი ქალი დააქვრივეს; 61.000 მოსახლეობიდან 35.000 ძლივსღა დარჩა. ქალაქი ნანგრევების გროვად იქნა გადაქცეული; ქრისტიანული ტაძრები დანგრეული, ავლაბრის გარეუბანი მთლიანად გადამწვარი, ხიდი მდინარე მტკვრზე დაწვარი და მთელს გარეუბანში ხანძარს მხოლოდ ერთი მელიქ თავად ბებუთოვის სახლი გადაურჩა* (*ჩაწერილია ჩემს მიერ თავად დ. ო. ბებუთოვის სიტყვებიდან).

აღა-მაჰმად-ხანი ტფილისში განჯელი ჯავად-ხანის თანხლებით შემოვიდა, რომელმაც მას ერეკლეს სასახლე უჩვენა. შაჰმა მთელი შიდა მოსასვენებლები დაათვალიერა, მთელი განძეულობა და სამკაულები მიითვისა, რომლებიც მას მოეწონა, ხოლო შემდეგ კი დანარჩენი სიმდიდრე დასატაცებლად თავის ჯარს მისცა, რომელსაც უწინარეს ყოვლისა ქრისტიანული ტაძრების გაძარცვა და დანგრევა უბრძანა.

შეიტყო რა ტფილისში სამეფო აბანოების არსებობის შესახებ, აღა-მაჰმად-ხანი მათ დასათვალიერებლად გაემართა. “მაგარი ქვისა და მარმარილოსგან აშენებული, ისინი მას თავიანთი მოწყობილობითა და სიმდიდრით მოეწონა. იგი მათში ხალისითა და სიამოვნებით ნეტარებდა, მინერალური წყლის თბილ ჭავლებში სნეულებათაგან განკურნებას ეძიებდა, ვერ ჰპოვა და აბანოების დანგრევა ბრძანა”.

აბანოებიდან იგი არსენალში გაემართა, იარაღი წაიღო, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ბრძანა დაენგრიათ და გაენადგურებინათ («Кавказъ» 1850 года, № 90, стр. 355).

ეშინოდა რა ღამით თავად ქალაქში დარჩენისა, აღა-მაჰმად-ხანი ბანაკად სოღანლუღში განლაგდა. ყოველი ახალი დღის გათენებისთანავე სპარსელთა ბრბოები, თავიანთ მბრძანებელთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში მოისწრაფვოდნენ, სადაც სრულ მძვინვარებას ეძლეოდნენ, ქალაქის თვით მუსლიმანურ მოსახლეობასაც კი არ ინდობდნენ. თათრები თავიანთ ერთმორწმუნეთა ხელით იხოცებდნენ. ბევრი მათგანი მეჩეთებში ჩაიკეტა და დანდობას ევედრებოდა; სპარსელები ჩაკეტილ კარებს ამტვრევდნენ.

– თავი დაგვანებეთ!.. ყვიროდნენ მოლები – ჩვენ ისეთივე მართლმორწმუნენი ვართ...

– გააღეთ!.. პასუხობდნენ მათ სპარსელები. ჩვენ მოვედით საქართველოს მეფის ქვეშევრდმთა ამოსაწყვეტად.

სპარსელენი მეჩეთში შეიჭრნენ. ერთმა ქალწულმა შეშინებულმა მამასთან მიირბინა; მოხუცმა გულში ჩაიკრა ქალიშვილი, მაგრამ სპარსელებმა მას ხელები მოკვეთეს; ქალიშვილმა თავის მხრივ ხელები მოჰხვია მამას, რომელსაც სპარსელებმა თავიც წააცალეს. ქალწულის სილამაზემ აიძულა სპარსელები რომ მისი სიცოცხლე დაენდოთ, მაგრამ, დარჩა რა ცოცხალი, იგი მაინც შეგინებას ვერ გადაურჩა (Закавказскiй Вестникъ 1859 г., № 15).

სპარსელები დედებს თოთო ბავშვებს ხელიდან სტაცებდნენ, ფეხებში წაავლებდნენ ხელებს და შუაზე ჩეხდნენ, რათა მოესინჯათ, კარგი იყო თუ არა მათი ხმლები; ისინი აბუჩად იგდებდნენ ქალებს, ისინი თავიანთ ბანაკში მიჰყავდათ, აიძულებდნენ რა, რომ ბავშვები გზაზე დაეგდოთ. გამოიტანეს რა მდინარე მტკვარზე აგებულ ხიდზე ღვთისმშობლის ხატი, სპარსელები ქართველებს აიძულებდნენ, რომ ეს ხატი შეურაცხეყოთ, და ვინც ამაზე არ თანხმდებოდა, იმას ხიდიდან მდინარე მტკვარში ისროდნენ, რომელიც გვამებს დაეგუბებინა. აბანოს კარის იქით გზა სამ წლამდე ასაკის ბავშვებით იყო მოფენილი, რომლებიც სპარსელთა მიერ გზაზე დაყრილნი, ტირილით თავიანთ დედებს უხმობდნენ (Кавказъ 1849 г., № 25). უბედურებას ზედ ერთვოდა ისიც, რომ მთებიდან ჩამოსული ლეკები და თითქოსდა დასახმარებლად მოსული იმერლები ქართველებს ძარცვავდნენ და მრავალნი ტყვედ მიჰყავდათ.

იმერელთა დახმარება იმდენადვე დამღუპველი იყო საქართველოსთვის, რამდენადაც მოწინააღმდეგის თავად შემოჭრაც. ცოტა იყო ის, რომ იმერლები მოწინააღმდეგეს გაექცნენ: ისინი, ამის გარდა, თავიანთი გაქცევის გზაზე ქართლს ძარცვავდნენ, არბევდნენ და ათასობით დაუცველი ოჯახი ტყვედ მიჰყავდათ.

ტფილისის აკვამლებულ ნანგრევებში ღამ-ღამობით, ჩრდილებივით, დაძრწოდნენ კახელები, რომლებიც ან თავიანთი ქონების მოძებნას ეშურებოდნენ, ანდა რაიმე საჭმლისა.

“შევედი რა ტფილისში თაფითაღის კარის გავლით – ამბობს თანამედროვე (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 39) – მე კიდევ უფრო მეტად შევძრწუნდი, ვნახე რა თვით ქალები და ჩვილი ბავშვებიც კი, მტრის მახვილით ორად გაკვეთილნი, რომ არაფერი ვთქვა უკვე უკვე მამაკაცებზე, რომლებიც ერთ კოშკში ვპოვე, თვალზომით, დაახლოებით ათასი გვამი. დავხეტიალობდი რა ქალაქში განჯის კარამდე, მე ვერც ერთ ცოცხალ ადამიანს ვერ შევხვდი, რამდენიმე გაწამებული მოხუცის გარდა, რომელთაც მტრები, დაკითხავდნენ, თუ სადა აქვთ დამალული სიმდიდრე ან ფული, და მათზე სხვადასხვანაირ ტირანობებს ჩადიოდნენ. ქალაქი თითქმის გადამწვარი იყო და კიდევ ბოლავდა, ჰაერი კი მოკლულთა ხრწნადი სხეულებისგან, თან ცხელი დროის გამოც, სრულებით აუტანელი და დამასნეულებელიც კი იყო”.

“საშინელი ჟამი იდგა, ამბობს თავის მატიანეში დეკანოზი ტერ-ოჰან ვოსკერჩიანცი («Кавказс. Старина», стр. 197), და ჩემს გონებას არ ძალუძს იმ საშინელი რისხვის დახატვა, რომელიც უფალმა მოუვლინა თავის პატარა სამწყსოს (ниспосланный Господомъ надъ своей маленькой паствой), ვინაიდან სანამ კეთილმაუწყებელი ხმა ისმოდა ქრისტიანული ეკლესიების ზარებიდან და ქრისტეს სამწყსოს ლოცვის ხმა ადიოდა ცაში კვამლის მსგავსად, იმავე დროს მოტირალი ქალაქის თავზე გავრცელდა ბაბილონის ღუმლის კვამლი, და ამიტომ დადუმდა ზარების ჟღერა და ამაღლდა ყვირილის ხმა; დამუნჯდნენ უფლის მადიდებელნი და გაისმა დედათა და ბავშვების მწუხარე ღაღადი..... ქალაქი თავიდან ბოლომდე წალეკეს ქრისტიანული სისხლის სწრაფი ნაკადით, ხოლო მცხოვრებთა რვადღიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს ქალაქს, დაწვეს და გაანადგურეს წმინდა ეკლესიების მორთულობანი და ქალაქის სამხიარულო სასახლენი და, დატოვეს რა ქალაქი როგორც აკვამლებული მუგუზალი, წავიდნენ.

წაიყვანეს რა ტყვედ საბურველში გახვეული მრავალი ქალი და საცოლე და თვალწარმტაცი ქალწული განაცალკევეს რა ცხოველთა ჯოგის მსგავსად ქალიშვილი დედისგან, ვაჟიშვილი მამისგან, მიჰყავდათ ისინი მტირალნი, ტან- და ფეხშიშველნი; საშუალო ასაკისა და სილამაზის არმქონე ასეთ ტყვეებს უახლოეს ქალაქებში ჰყიდდნენ სპარსელებზე, სომხებსა და თურქებზე, ხოლო ლამაზი ქალები კი სპარსეთში მიჰყავდათ, და იქიდან კი შიდა ხორასანზე უფრო შორსაც. მოკლულთა და ტყვეთა რიცხვი კი მხოლოდ იმან იცის, ვინც მათ სიცოცხლე მისცა”.

აღა-მაჰმად-ხანის ისტორიოგრაფი აღიარებს, რომ, ტფილისის ძარცვა-რბევის დროს მამაცმა სპარსულმა ჯარმა უჩვენა ურჯულო ქართველებს იმის ნიმუში ანუ მაგალითი, თუ რას უნდა მოელოდნენ ისინი სამსაჯავროს დღეს («Сынъ Отечества» 1835 г., т. 171, стр. 333). მრავალი მცხოვრები გაიფანტა ყარსში, ახალციხესა და თურქულ სამფლობელოთა სხვა ადგილებში. ქალაქის ძარცვა-რბევა ისე დიდი იყო, რომ ერეკლეს პირველ ხანებში გაუჩნდა აზრი, რომ ტფილისი გაენადგურებინა, ხოლო მასში დარჩენილი მცხოვრებნი კი სხვა ადგილას გადაეყვანა, მაგრამ ქართველები ამაზე არ თანხმდებოდნენ (Прошенiе Тифлисскихъ жителей царю Ираклiю 16-го февраля 1796 года. См. газету «Кавказъ» 1849 г., № 24). თავად მეფეს მასში თავშესაფარი არ ჰქონდა; წაიღო რა თან წმინდანთა ნაწილები და ზოგიერთი ნივთი, იგი ქალაქიდან გაიქცა და თავი თავიდან მთიულეთის პროვინციაში (Письмо Ираклiя къ сыну его Мирiану, бывшему въ С.-Петербурге, отъ 15-го сентября 1795 г. Москов. Арх. Мин. Иностр. Делъ), ხოლო შემდეგ კი ანანურში შეაფარა. მდიდარი ნადავლი ერგო აღა-მაჰმად-ხანს.

“გარწმუნებთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ, – წერდა ერეკლე გუდოვიჩს (Письмо Ираклiя къ графу Гудовичу 14-го сентября 1795 года), – რომ როგორც ჩვენი წინაპრების მიერ შეძენილი ქონება, ისე თანაბრად ჩვენს მიერაც, ყოვლადმოწყალე ხელმწიფას მიერ ნაწყალობევი: გვირგვინი, სკიპტრა, პორფირა, დროშა, ზარბაზნები, ასევე ჩვენი შვილებისა და ერთგულ ქვეშევრდომთა, წმინდა ეკლესიებიდან ძვირფასი ხატები, ჯვრები, წმინდა შესამოსელთა საცავები და სხვა საეკლესიო სამკაულები, ერთი სიტყვით, ტფილისის მთელი სიმდიდრე მის ხელში ჩავარდა”.

საქართველო ერთსულოვნების არარსებობისგან იღუპებოდა, არა მხოლოდ ხალხს შორის, არამედ სამეფო ოჯახს შორისაც. ერეკლესთვის ხელის შეწყობისა და დახმარების ნაცვლად, ბატონიშვილები, მისი ვაჟები და შვილიშვილები აქეთ და იქით წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო მეფის უფროსი ძე და მისი მემკვიდრე გიორგი თუმცა კი კრებდა ჯარს, მაგრამ “მშობელთან შეერთების გარეშე კახეთში” იდგა (Письмо царя Ираклiя князю Чавчавадзе 9-го апреля 1796 года).

ჯერ კიდევ აღა-მაჰმად-ხანის მოახლოებამდე, ერეკლე დაბეჯითებით სთხოვდა გიორგისა* (*გიორგი მაშინ სიღნაღში ცხოვრობდა, მოურავის (მეფისნაცვლის /наместникъ/) სახლში, რომელიც მაშინ არ ყოფილა) და სხვა ბატონიშვილებს მისთვის ჯარების გამოგზავნით აჩქარებულიყვნენ. გიორგი მეფის თხოვნის შესრულებას ეშურებოდა. იგი სიღნაღში ჯარებს აყალიბებდა და მათ ქალაქიდან გზავნიდა; მაგრამ ქართველები, არ ზრუნავდნენ რა სამშობლოს დასაცავად, შემოვლითი გზებით უკანვე ბრუნდებოდნენ და სახლებში მიდიოდნენ, “რათა მინდვრებიდან პურის აღება, ღვინის დაყენება და ამით თავიანთი ოჯახებისთვის სარჩოს მოპოვება მოესწროთ” (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 13).

ტფილისის შემოგარენში დაიწყო გაჩანაგება. გზებზე დაიწყო ყაჩაღობა და ძარცვა. გაქცეული ქართველები ერთი-მეორის კვლას შეუდგნენ, რათა სხვისი ქონება მიეტაცებინათ.

ცნობამ ტფილისის დაცემის შესახებ მალე მიაღწია სიღნაღამდეც. იგი იქ 14 სექტემბერს მივიდა, დაახლოებით შუადღეზე. ქალაქის მცხოვრებლებმა ასევე დაიწყეს ქალაქის დატოვება და ხსნას გაქცევაში ეძიებდნენ; უნდა გაქცეულიყო გიორგიც, საქართველოს მომავალი მეფე.

მისი სკივრები (сундуки /яхтаны/) უკვე აკიდებული იყო ცხენებზე, როცა ხალხმა სიღნაღის დატოვებაზე ბატონიშვილის სურვილის შესახებ შეიტყო. შეიკრიბნენ რა უზარმაზარ ბრბოდ მისი სახლის გარშემო, ქართველები უყვიროდნენ გიორგის, რომ ისინი მას არ გამოუშვებენ. ისინი მას საყვედურობდნენ, რომ “მათი ხარების, ცხვრებისა და ღვინის კმაყოფად მიღება იცოდა, ხოლო როდესაც საფრთხე მოვიდა, მათი მიტოვება უნდა”.

– არა და არა – ისინი ყველანი ერთხმად იმეორებდნენ – ახლა ჩვენ შენ არ გამოგიშვებთ; მოკვდი ჩვენთან ერთად! როცა ჩვენი თავების ჭრას დაიწყებენ, დაე შენიც მოიჭრას. 

გიორგი სთხოვდა სიღნაღელებს რომ გაეშვათ იგი ქალაქიდან, მაგრამ ხალხი არა თუ არ ისმენდა მის თხოვნებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, მის სახლს ყარაული დაუყენა. ბატონიშვილს ერთი საშუალებაღა რჩებოდა – მოესყიდა დარაჯნი, რაც მან კიდეც მოახერხა, თუმცა კი სამუდამოდ დაემშვიდობა მთელ თავის ქონებას, რომელიც თან ჰქონდა. იგი ერთი ხელი სამოსით თელავში გაიქცა.

მცხეთაც ასევე გადამწვარ იქნა სპარსელთა მიერ, რომელთაც მცხეთის სახელგანთქმული ტაძრის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ რაზმის უფროსის, ნახჭევნის ხანის მიერ იქნენ გაჩერებულნი.

– არა ჯერ არს სიწმინდისა და მეფეთა საძვალის შეურაცხყოფა, უთხრა მან თავის ჯარებს. 

მონასტრის ქონება გაძარცვულ იქნა, და ყველგან მრავალი მოკლული ეყარა. მონაზვნები ყველანი გაიფანტნენ, დაუთმეს რა მონასტრის სიმდიდრენი საძარცვად.

წინამძღვარმა და მონაზვნებმა, თავიანთი გაქცევისას, მონასტრის განძეულობა საიდუმლო ადგილას დამალეს კედლის შიგნით, რომელში შესასვლელი ხვრელიც სულ მაღლა იყო გაკეთებული და ისეთივე ქვით იფარებოდა, როგორიც სხვები იყო. მაგრამ, დამალეს რა ისინი, სიჩქარის ან გულუბრყვილობის გამო, მონაზვნებმა სწორედ იმ ადგილთანვე დატოვეს კიბე, ამან კი საბაბი მისცა სპარსელებს იმის მისახვედრად, რომ აქ არის დამალული საგანძური, რომელიც მათ პირწმინდად დაიტაცეს კიდეც.

სპარსელთა რაზმებმა მუხრანსა და ჭალაში შეაღწიეს ისე, რომ იქ ერთი ადამიანიც კი არ შეხვედრიათ. სოფლები და დასახლებანი ცარიელი იყო. გორის მახლობლად რაზმი ციხესიმაგრის მხედველობის არეში გაჩერდა, და, იდგა რა რამდენიმე ხანს და არაფერი უღონია, უკან დაიხია. სპარსელები მთელ ზემო ქართლში დაძრწოდნენ (бродили), ცხინვალამდე მიაღწიეს და უკანვე დაბრუნდნენ, ვერ ჰპოვეს რა ვერსად ვერც ადამიანები, ვერც ჯოგები, და ვერც რაიმე მდიდარი ნადავლი იშოვნეს.

დარბეულ-გაძარცვული ხალხი, რომელსაც პური არ ჰქონდა, თხილ-კაკლითა და ბალახეულობით იკვებებოდა, როდესაც შეიტყო, რომ აღა-მაჰმად-ხანი საქართველოს ტოვებს და რომ მან უკვე განჯისკენ დაიხია.

დუშეთსა და ანანურს უკან ტყეებში დამალული ტფილისისა და სხვა ადგილების მაცხოვრებლებმა თავიანთ სოფლებში დაიწყეს გამოსვლა. ანანურში უზარმაზარი მომთაბარე დასახლება შეიკრიბა. მოსულნი, არ ჰქონდათ რა სადგომები, მთელ დღეებსა და ღამეებს ღია ცისქვეშ ატარებდნენ, უამინდობაში, ტანსაცმლისა და საზრდელის გარეშე. თითოეულ მათგანს ვიღაც ჰყავდა დაკარგული თავისი ოჯახიდან: მამამ დაკარგა ვაჟიშვილი, ვაჟიშვილმა არ იცოდა, თუ სად არის მისი მამა და რა დაემართა მას, დედებმა დაკარგეს ქალიშვილები, ცოლებმა ქმრები, და ყოველი მხრიდან კვნესა და ღაღადი აყრუებდა ანანურის ქუჩებს.

ანანურის ნახევრად დანგრეულ ძველ ქრთულ მონასტერში, ერთ ძველ სენაკში, რომელიც მონასტრის გალავნის კუთხეში იმყოფებოდა, შესაძლებელი იყო ერთი ადამიანის ნახვა, რომელიც კედლისკენ პირშექცეული იჯდა და ზემოდან ცხვრის უბრალო ტყაპუჭი ემოსა. ეს ადამიანი, ოდესღაც მთელი ამიერკავკასიის რისხვა, გახლდათ საქართველოს მეფე, ერეკლე II. მის მახლობლად კი მოხუცი სომეხი მსახური იდგა.

– ვინ ზის კუთხეში? კითხულობდნენ გამვლელნი.

– ის, ვისაც შენ ხედავ – ამოოხვრით პასუხობდა სომეხი – ოდესღაც დიდი დიდებით იყო მოსილი, და მის სახელს მთელს აზიაში პატივსა სცემდნენ. იგი თავისი ხალხის საუკეთესო მმართველი გახლდათ. როგორც მამა, იგი მისი კეთილდღეობისთვის ცდილობდა და ორმოცი წლის განმავლობაში, ამ დრომდე, თავისი სამეფოს მთლიანობის შენარჩუნება შეეძლო; მაგრამ სიბერემ, რომელმაც მას ძალები წაართვა, ყველაფერს საზღვარი და დასასრული დაუდო. რათა თავის ოჯახში უთანხმოება და ურთიერთმტრობა თავიდან აეცილებინა, რომლებიც მისი სიკვდიის შემდეგ შესაძლოა დაწყებულიყო, იგი თავისი ხალხისთვის უკანასკნელი სიკეთის გაკეთებას ფიქრობდა და უკეთესი მმართველობისთვის სამეფო ნაწილებად დაჰყო. უბედური მეფე ერეკლე თავის იმედებში შეცდა. თაჰმასპ-ყული-ხანის (ნადირ-შაჰის) საჭურისად ნამყოფი, იმ დროს, როცა ერეკლე სპარსეთის მხედართმთავრის წოდებას ატარებდა, ახლა მისი უძლური სიბერის დასამარცხებლად მოვიდა. საკუთარმა შვილებმა დახმარებასა და სამშობლოს გადარჩენაზე მას უარი უთხრეს, იმიტომ რომ ისინი ბევრნი იყვნენ, და თითოეული მათგანი ფიქრობდა, რომ თავისთვის კი არ ეცდება, არამედ სხვისთვის. საქართველოს მეფე იძულებული შეიქნა დასახმარებლად იმერეთის მეფისთვის მიემართა; მაგრამ თუ შენ ტფილისში იყავი, მაშინ, რა თქმა უნდა, ნახე მთელი სირცხვილი, როგორსაც წარმოადგენდა იქ მისი ჯარები. ერეკლე ერთი მუჭა ხალხით ებრძოდა ასი ათასს და იმის გამო დაკარგა ტახტი, რომ თავისი შვილების მიერ შეუბრალებლად იქნა მიტოვებული, და ვის სამსხვერპლოდ? – საჭურისისა, ადამიანისა, რომელიც ადრე მის წინაშე პირფერობდა!.. მისი მრავალწლოვანი დიდება გაფერმკრთალდა; დედაქალაქი ნანგრევებადაა ქცეული, ხოლო მისი ხალხის კეთილდღეობა კი მოისპო. აი ამ კედლის ძირში ხედავ შენ ყველა ადამიანისგან გარიდებულ საქართველოს დიდებულ მეფეს, დახმარების გარეშე და ცხვრის უბრალო ტყაპუჭით მოსილს!.. კარისკაცებმა და მასთან მყოფმა ყველა ახლობელმა და მისმა ბუნებრივმა ქვეშევრდომებმაც, რომელთაც იგი თავის წიაღში მოსვენებასა და საზრდელს მთელი სიუხვით აძლევდა, მიატოვეს იგი: არც ერთი მათგანი არ გამოჰყვა კვალში თავის მეუფეს, ჩემს გარდა, ყველაზე უკანასკნელი სომხისა.....

აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრისას, მთელი მომთაბარე ხალხები, რომლებიც ეგრეთ წოდებული “წითელი ხიდის” ზემოთ იმყოფებოდნენ, ყარსისა და ახალციხისკენ წავიდნენ, სადაც მცხოვრებლებმა ისინი გაძარცვეს. შემდგომში ისინი საქართველოში თითო-თითოდ ბრუნდებოდნენ (Письмо Ираклiя къ князю Чавчавадзе 8-го апреля 1796 г. Москов. Арх. Мин. Иностр. Делъ). ბევრი თავადი მათი ოჯახებით, ცოლები, შვილები და ქალები სპარსელებს დარჩათ ტყვეთა რიცხვში.

ერეკლე გუდოვიჩს დახმარების შესახებ ევედრებოდა; იგი იმედოვნებდა, რომ რუსეთი აღა-მაჰმად-ხანის საქციელს შურისძიების გარეშე არ დატოვებდა. საქართველოს მეფე არწმუნებდა მთავარსარდალს, რომ მას თუ რუსეთის იმედი არ ექნებოდა, “მაშინ, ამბობდა იგი, სხვა მოწვეული ჯარების მეშვეობით შევიარაღდებოდით მის (აღა-მაჰმად-ხანისა) წინააღმდეგ ან კიდევ სხვა ხერხით შევინარჩუნებდით ჩვენს სამეფოს; მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით დახმარებაში უზენაესი კარისგან და თქვენგანაც”. ერეკლე II გვთხოვდა საქართველოს “ამდენი ხალხი და ქალაქი” რუსეთისთვის სამუდამოდ არ დაგვეკარგა და სპრასელთა საქართველოდან განსადევნად მას ჯარებით დავხმარებოდით.

“..... მირიან და გარსევან (ჭავჭავაძე)! წერდა ერეკლე ს.-პეტერბურგში (Письмо Ираклiя къ сыну Мирiану, бывшему въ С.-Петербурге, отъ 15-го сентября 1796 г. Тамъ же). აი დროა, რათა ყველა შესაძლო შრომა იკისროთ თქვენი სამშობლოსთვის, ეკლესიისა და ქრისტიანი ხალხისთვის! ჩვენ უკვე აღარაფერი დაგვრჩა, ყველაფერი დავკარგეთ. თქვენ თავად იცით, ჩვენ ფიცით რომ არ ვყოფილიყავით დაკავშირებულიDუზენაეს კართან, არამედ აღა-მაჰმად-ხათან თანხმობაში ვყოფილიყავით, მაშინ ეს ყველაფერი თავზე არ გადაგვხვდებოდა.

უფლისთვის გამოიყენეთ ყველა შესაძლო მცდელობა, რათა ჯარების გამოთხოვა იჩქაროთ, სანამ დახმარების მოსვლამდე აღა-მაჰმად-ხანი არ გაძლიერდა, ყველაფრის დაუფლება და ჩვენთან მყოფი მომთაბარე ხალხების გაყვანა არ მოასწრო. ჯარი ღვთივბოძებულ სახელოვან გამარჯვებას მიიღებს, ამ ქვეყნებს კი სამუდამოდ თავისი დიდებით გაათავისუფლებს”.

მთიულეთიდან ერეკლემ ყველგან დააგზავნა ბრძანებები, რათა ომისთვის მომზადებულიყვნენ და დანიშნულ ადგილებში შეკრებილიყვნენ, ანანურიდან კი თავადი ქაიხოსრო ავალიშვილი წერილით აღა-მაჰმად-ხანთან გაგზავნა.

“თუ შენ საკუთარ თავს შაჰად მიიჩნევ, წერდა ერეკლე, და მთელი სპარსეთის მბრძანებლად, მაშინ რატომ გაძარცვე ჩემი დედაქალაქი, რატომ დაატყვევე ჩემი ქვეშევრდომები, რომელთაც შენს წინაშე არაფერი დაუშავებიათ? შეგეძლოს, რომ მეფურად მოიქცე. შენ ბრძოლის შემდეგ მშვიდობას უბოძებდი ტფილისის მცხოვრებთ და ამით მათ გულებს შენსკენ მიიზიდავდი. ახლა ჩემი წინადადება მოისმინე: თავისუფლება დაუბრუნე ტყვეებს, ხოლო შემდეგ კი ჩვენ ვიფიქრებთ კავშირის პირობებზე, დავდებთ მას, და მე მას დაურღვევლად აღვასრულებ, როგორც ამას ღირსება და სამართლიანობა მოითხოვს. თუკი შენ არ შეასრულებ ჩემს სურვილს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა სამშობლო გადავირჩინო, იმიტომ რომ ყველა ქართველის გული სავსეა აღშფოთებითა და შურისძიებით. ასევე გიცხადებ შენ, რომ ჩვენდამი ერთმორწმუნე რუსეთის იმპერატრიცა არ მოითმენს იმას, რასაც შენ გვიკეთებ” («Кавказъ» 1850 г., № 90)

ამაზე პასუხად აღა-მაჰმად-ხანი ერეკლესგან მოითხოვდა მის დასახმარებლად მოსულ ყარაბაღის მცხოვრებთა გაცემას (რომელთა მთებში გახიზვნაც, თუმცა კი, ერეკლეს უკვე მოესწრო); დიდ თეთრ ალმასს, რომელიც საქართველოს მეფეებს აზატ-ხანისგან დარჩათ, და საათს, რომელიც დივანში (საბჭოზე) ეკიდა* (*ეს საათი ერეკლესთვის თავად გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინის მიერ იყო საჩუქრად გამოგზავნილი), და ამანათების სახით რამდენიმე ადამიანს თავის ახლობელთაგან და ერეკლეს ერთ რომელიმე ძეს ან შვილიშვილს. აღა-მაჰმადი ამასთან ჰპირდებოდა, რომ თუკი ერეკლე ყველა მოთხოვნაზე დათანხმდებოდა, 30.000 ტყვე ქართველს გაათავისუფლებდა, ტფილისში ყველაფერს დამწვარსა და დარბეულს აღადგენდა და საქართველოს მეფესთან სამეგობრო კავშირსაც კი შეკრავდა (Письмо Ираклiя Гудовичу отъ 16-го сентября. Моск. Арх. Мин. Ин. Делъ)

თვლიდა რა თავის მდგომარეობას გამოუვალად, ერეკლე მზად იყო ამ მოთხოვნაზე დათანხმებოდა და სპარსელთა ბანაკში თავისი შვილიშვილის დავით ბატონიშვილის გაგზავნისთვისაც დაიწყო მზადება, რომელიც თავადვე აღზარდა, გააცნო იგი სპარსულ პოლიტიკას და უყვარდა მისი გონიერების, სიმამაცის, ენამჭევრობისა და ენერგიის გამო. შემთხვევითმა გარემოებებმა შეუშალეს ხელი მეფის გადაწყვეტილებას, რომ აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნებს დათანხმებოდა. როგორც კი განჯელმა ჯავად-ხანმა შეიტყო დასათმობად ერეკლეს მზადყოფნის შესახებ, მაშინვე გადაწყვიტა, სულ დასაწყისშივე ჩაეშალა ეს საქმე, რადაც არ უნდა დაჯდომოდა.....

– თუ კავშირი შედგება, ამბობდა ჯავად-ხანი, მაშინ მე, საქართველოს თავზე დატეხილი მთელი ეს ჭექა-ქუხილი ვინც შევთითხნე, ცუდად წამივა საქმე.....

იცოდა რა, რომ ერეკლე მას ანგარიშს გაუსწორებდა, როგორც კი გაძნელებული მდგომარეობიდან გამოვიდოდა, ჯავად-ხანმა ნამდვილად მოახერხა ერეკლე II-ის განზრახვათა სისუფთვეში სპარსეთის მბრძანებლის ნდობის შერყევა. განჯის ხანი ამბობდა, რომ საქართველოს მეფე არ ფიქრობს კავშირის შეკვრას; რომ იგი კახეთსა და მთიულეთში ჯარებს აგროვებს და რუსებსაც დახმარებისთვის თხოვნა გაუგზავნა. აღა-მაჰმად-ხანთან დაახლოებული პირებისადმი საჩუქრებით, ვითომდა მისდამი ერთგული ზოგიერთი ქართველისგან მიღებული ყალბი წერილებითა და სხვა გაიძვერობებით ჯავად-ხანმა თავის ხრიკებში იმდენი მოახერხა, რომ აღა-მაჰმად-ხანი ერეკლესთან რამდენიმე დესპანის გამოგზავნაზე დაითანხმა, იმ მიზნით, რათა მოლაპარაკებების საბაბით მათ საქართველოს ნამდვილი მდგომარეობა შეესწავლათ.

თავის მხრივ, ჯავად-ხანმა ახალ ეშმაკობას მიმართა. განჯის ხანი წერდა ერეკლეს, რომ იგი მისი უერთგულესი მონაა, რომ სპარსელები მოულოდნელად მოვიდნენ მის ქალაქში, რომელიც არაფრით არ იყო გამაგრებული, და ამიტომ მას თავის დაცვა არ შეეძლო, და აღა-მაჰმად-ხანს იგი ძალით რომ არ წამოეყვანა თავისთან, მაშინ ხანის მთელი ზრუნვა საქართველოს მეფისადმი ერთგულებაში თავის ქვეშევრდომთა გაძლიერებისკენ იქნებოდა მისწრაფებული. წერილის ბოლოში ჯავად-ხანი სთავაზობდა თავის შუამდგომლობას ერეკლესა და აღა-მაჰმად-ხანს შორის და სთხოვდა ზავის დადების მთელი საქმე მისთვის დაეკისრებინათ.

ერეკლემ, კარგად იცოდა რა განჯის ხანის ორპირობა და ის მონაწილეობა, რომელსაც იგი საქართველოში სპარსელთა შემოჭრისას ღებულობდა, არ მიიღო წერილი და მისი წარმოგზავნილებიც გააძევა. ჯავად-ხანსაც სწორედ ეს უნდოდა. გამოცხადდნენ რა სპარსელთა ბანაკში, მისი დესპანები, ხანის დარიგებით, ჰყვებოდნენ, რომ ერეკლემ უკვე შეკრიბა ჯარები და სულ მოკლე ხანში შემოუტევს სპარსელებს; რომ მათ თავად ნახეს ქართული ჯარის 5.000-მდე ადამიანი, და რომ ახალი ძალები მეფისკენ ყოველი მხრიდან იჩქარიან.

ამ ცნობის საბაბით, აღა-მაჰმად-ხანმა შეკრიბა საბჭო, რომელზედაც მასთან დაახლოებულნი, ეშინოდათ რა ნაძარცვის დაკარგვისა, უკეთესად თვლიდნენ რომ უკან დაეხიათ და ქართველთა თავდასხმას არ დალოდებოდნენ.

– ჩვენ ავიღეთ ტფილისი, ამბობდნენ ისინი, დავარბიეთ და გავძარცვეთ ყველაფერი, რაც უფრო ფასეული იყო. ახლა ტფილისი თითქმის აღარც არსებობს: მცხოვრებნი წავიდნენ; ქუჩები და ბაზრები გაუკაცურდა, სახლები ცარიელია და ქონებისგან გაწმენდილი. რაღა გვინდა მეტი? რატომ უნდა დაველოდოთ ქართველებს, ჩვენს დაუძინებელ მტრებს? ამასთან ჩვენ დიდხანს არ გვეყოფა პური და საბრძოლო მარაგები, საჭიროა სახლში წავიდეთ.

დატოვა რა სოღანლუღის ადგილები, აღა-მაჰმად-ხანმა ტფილისიდან უკან დაიხია, თუმცა კი ქალაქის შორიახლოს გაჩერდა და დაღესტნელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელთაც შეაგონებდა, რომ კახეთს დასხმოდნენ თავს და ამისთვის ბევრ ფულსაც ჰპირდებოდა.

ამასობაში, არ იცოდა რა საქართველოს დატოვებაზე სპარსელთა გადაწყვეტილების შესახებ, ერეკლემ, აღა-მაჰმად-ხანისგან მოთხოვნების მიღების შემდეგ, დახმარების შესახებ თხოვნით გუდოვიჩთან დესპანი გამოგზავნა. მეფე წერდა, რომ თუკი ახლო დროში არ აღმოუჩენდნენ მას ამ დახმარებას, მაშინ, არ გააჩნია რა ძალები სპარსელთათვის წინააღმდეგობის გასაწევად, იძულებული იქნება დაეთანხმოს აღა-მაჰმად-ხანის ყველა მოთხოვნას. ერეკლეს ასეთი გადაწყვეტილება არ ეთანხმებოდა ბევრის სურვილებს და, მათ რიცხვში, სომეხთა მთავარეპისკოპოსის იოსებისა. ჯერ კიდევ ოცნებობდა რა სომეხთა ერთ მთლიანობაში შეერთებაზე, იოსები საქართველოსა და ერეკლე მეფისთვის მხურვალე შუამდგომლად მოგვევლინა. მთავარეპისკოპოსი ამბობდა, რომ წინასწარ განჭვრიტა მთელი უბედურებანი, ამის შესახებ ბევრსაც მისწერა, მაგრამ მათ არ სურდათ ერწმუნათ “ქართული (სამეფო) სახლის გულწრფელობისა” (но они не хотели верить «искренности дома грузинскаго»).

“ღვთისმოსავო მეფევ, მწუხარე ხელმწიფევ! – წერდა ერეკლეს მთავარეპისკოპოსი იოსები (Въ письме отъ 27-го ноября 1795 года. «Кавказская Старина», стр. 29): – მე შევიტყვე თქვენს სამეფოზე დატეხილი საუბედურო შემთხვევის შესახებ, ჩემი სამშობლოს დარბევის, დაღუპვისა და დატყვევების შესახებ..... დაე გაიღვიძონ ჩვენმა წინაპრებმა და დაე შეთხზან ახლა სულისშემძვრელი გლოვა ბაგრატიდების სამეფოს დაცემაზე, რომელთა საგვარეულოზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ იგი გაუშვებს დიდ ტოტებსა და განშტოებებს, – მაგრამ ახლა უწინდელზე უარესი მდგომარეობა შეიქმნა. ახლა დაე თქვენთან ერთად სტიროდნენ დედამიწის ზურგზე გაფანტულნი სომეხნიც, ვინაიდან ისინი იმედებს მხოლოდ თქვენს ქვეყანასა და მეფობაზე ამყარებდნენ”.

იოსები დაჰპირდა მეცადინეობა არ დაეკლო საქართველოსთვის, არწმუნებდა მეფეს, რომ რუსეთი მას დახმარების გარეშე არ დატოვებს, და აცხადებდა, რომ მან ამის შესახებ უკვე მისწერა ვისაც ჯერ არს პეტერბურგში და მათ რიცხვში გრაფ პ. ა. ზუბოვსაც.

“დამნაშავეა გუდოვიჩი, უმატებდა იოსები სტეფანე დავიდოვისადმი გაგზავნილ წერილში (Отъ 15-го декабря 1795 года. Тамъ же, стр. 30). უბედურმა და ბედშავმა მეფემ ჯერ კიდევ მარტში (1795 წლისა) გამოუგზავნა მას და წერდა: დახმარებოდნენ ან უარი ეთქვათ (საქართველოს მფარველობაზე). თუმცა კი მე ბევრს ვეუბნებოდი მას, რომ ქვეყანა თქვენი (რუსული) დახმარების გარეშე დაიღუპებაო, მაგრამ მისმა მაგარმა თავმა არ მიიღო”.

არ ჰქონდა რა პირდაპირი ბრძანება, რომ შეტევითად ემოქმედა* (*იმპერატრიცის 4 სექტემბრის რესკრიპტი გუდოვიჩმა მხოლოდ 1 ოქტომბერს მიიღო), გუდოვიჩი ვერ ბედავდა, იმპერატრიცის ნებართვის გარეშე, ერეკლესთვის არსებითი დახმარების აღმოჩენას. ყოველივე ამასთან ერთად, იმ უკიდურესი მდგომარეობის ანგარიშგასაწევად, რომელშიც მაშინ ერეკლე იმყოფებოდა, გუდოვიჩმა ბრძანა რომ საქართველოსკენ მომავალი გზა დაეთვალიერებინათ, შეეკეთებინათ და ჯარების ნაწილი მოზდოკისკენ დაძრა, რათა ზოგიერთი მათგანი მდინარე თერგის მეორე ნაპირზე გადაეყვანა (Всеподд. рапортъ Гудовича Императрице 28-го сентября 1795 года). იგი იმედოვნებდა, რომ მხოლოდ ხმებიც კი საქართველოში შემოსვლაზე რუსების განზრახვის შესახებ აიძულებდა აღა-მაჰმად-ხანს, რომ თავისი სამფლობელოებისკენ უკან დაეხია.

თუმცა კი მთელ ამ ზომებს არ შეეძლოთ ერეკლეს დაკმაყოფილება, რომელიც ითხოვდა, რათა რუსული ჯარები მის დასახმარებლად მოსულიყვნენ არაუგვიანეს რვა დღისა – ვადისა, რომელშიც, თვით ყველაზე უფრო გაძლიერებული მარშებითაც კი, კავკასიის ხაზიდან ტფილისში გადმოსვლა შეუძლებელი იყო. მსგავსი მოძრაობისას, უკაცრიელ ადგილებში, ჯარებისთვის აუცილებელი იქნებოდა თან პროვიანტის ქონაც არა მხოლოდ მთელ გზაზე, არამედ, ადგილზე მოსვლის შემდეგაც მარაგის დატოვება, ვინაიდან საქართველოში მისი მიღების შესაძლებლობა არ იყო. ამასთან, მხოლოდ ქვეითი ჯარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დასახმარებლად გაგზავნილი, ხოლო კავალერიისა და არტილერიის მოძრაობა კი, მაშინდელი ცუდი გზებით, უკიდურესად გაძნელებული გახლდათ, და რაც უფრო მთავარია, მეტად ნელი.

გუდოვიჩი წერდა ერეკლეს, რათა მას მოლაპარაკებებით ეცადა დროის მოგება, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში კი თეთრი ალმასისა და საათის მიცემაზე დათანხმებოდა, თუკი მოახერხებდა მათ სანაცვლოდ ტფილისიდან უკანდახევაზე დაეყოლიებინა, რადგანაც ეს ნივთები დროთა განმავლობაში შესაძლებელია ისევ საქართველოს მეფისთვის დაებრუნებინათ.

ვაჟიშვილის ამანათად მიცემასთან მიმართებაში კი, მთავარსარდალი სთავაზობდა ერეკლეს ეპასუხა, რომ მას ამის აღსრულება არ შეუძლია, რადგანაც რუსეთის მფარველობის ქვეშ შედგება, და ამის თაობაზე რუს მთავარსარდალს დაუკავშირდება. 

“ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, წერდა გუდოვიჩი (Графу П. А. Зубову отъ 8-го октября 1795 года), რომ, შეცვლილ, ასე ვთქვათ, მოულოდნელი გარემოებათა გამო, საქართველოში შინაგანი უთნხმოებისა და მასში არასაკმარის განკარგულებათა გამო, ყველა პუნქტში მისი (4 სექტემბრის რესკრიპტისა) ზუსტად აღსრულება მალე შეუძლებელია. როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ზარბაზნების გარეშე რვა დღეში დაეუფლა ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს და თავდაცვის გარეშე აიღო ტფილისი, განა შეეძლო აქ მოესწო რუსული ჯარებით გაძლიერებას, სიშორისა და უძნელესი გზის გამო თოვლიან მთათა ხეობების გამოვლით, და ვის გააძლიერებდნენ რუსული ჯარები, როცა ქართული ჯარებიც კი არ იყო შეკრებილი, ასე რომ ტფილისთან მეფეს სულ 200 ადამიანამდეღა რჩებოდა..... (?) ბევრი ქართველის მოწმობით მე უცნაური ცნობები მოვისმინე: პირველი ნამდვილად სამართლიანი, რომ, ბატონიშვილებზე უკმაყოფილების გამო თავადაზნაურთა დიდი ნაწილი არ მოვიდა მეფის ლაშქარში; შემდეგ, რომ იულონ ბატონიშვილი, მემკვიდრის შემდეგ უფროსი, დედოფლის საყვარელი ძე, რომელსაც ტფილისი ჰქონდა ჩაბარებული, იქაურობას თავის მშობელზე უფრო ადრე გაეცალა, და ბოლოს, რისიც არ მინდა რომ დავიჯერო, ვითომ დედოფალი, სურდა რა მემკვიდრედ იულონ ბატონიშვილი გაეხადა, გულგრილად უყურებდა იმას, რომ საქართველო აღა-მაჰმად-ხანის ხელში ვარდება, რათა ამის მეშვეობით მეფობისგან ჩამოეცილებინა მემკვიდრედ აღიარებული დიდი ბატონიშვილი გიორგი, (ერეკლეს ძე) პირველი ქორწინებიდან”.

(«Прискорбно мне чрезвычайно, писалъ Гудовичъ /Графу П. А. Зубову отъ 8-го октября 1795 года/, что, по переменившимся неожиданным, такъ сказать, обстоятельствамъ, отъ внутренняго несогласiя въ Грузiи и отъ распоряженiй въ ней недостаточных, во всехъ пунктахъ оный /рескриптъ отъ 4-го сентября/ въ точности теперь исполнить скоро невозможно. Когда Ага-Магометъ-ханъ без пушекъ въ восемь дней завладелъ знатною частью Карталиниiи и взялъ безъ обороны Тифлисъ, то могло ли тутъ поспеть отъ войск россiйскихъ подкрепленiе, по отдалённости и труднейшей дороге чрезъ ущелины снеговыхъ горъ, и кого же бы россiйскიя войска подкрепляли когда грузинскихъ въ собранiи не было, такъ что при царе у Тифлиса оставалось не более 200 человекъ... По свидетельству многихъ грузинъ, слышалъ я известiя странныя: первое действительно справедливое, что, по неудовольствiю на царевичей, большая часть дворянъ не поехпаи на ополченიе къ царю; потомъ, что царевичъ Юлонъ, старшiй по наследнике, любимый сынъ царицы, которому порученъ былъ Тифлисъ, уехалъ прежде своего родителя, и, наконецъ, чему я не даю веры, будто царица, желая сделать царевича Юлона наследникомъ, равнодушно глядела, что Грузiя попадается въ руки Ага-Магометъ-хана, чтобы черезъ то отдалить отъ царства признаннаго наследникомъ большаго царевича Георгiя, отъ перваго брака».)

საქართველოს მდგომარეობა მეტად კრიტიკული იყო. მეფე რუსული ჯარების დახმარებას საჭიროებდა არა მხოლოდ გარეშე მტრებისგან სამეფოს დასაცავად, არამედ ქვეყნის შიგნით სიმშვიდის დამყარებისთვისაც, ქვეშევრდომთა შორის, “რომლებიც მას ცუდად ემორჩილებიან”.

თუმცა კი ოქტომბრის შუახანებში აღა-მაჰმად-ხანმა განჯისკენ დაიხია, რომელიც ტფილისიდან 180 ვერსზე იმყოფება, მაგრამ, მაგრამ ქართველებს დედაქალაქში მისი უკან მობრუნებისა ეშინოდათ, რაც მით უფრო შესაძლებელი იყო, რომ ქვეყნის კლიმატურ თვისებებს არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ აღა-მაჰმად-ხანს მთელი თავისი ძალისხმევის გამოყენებაში საქართველოს საბოლოოდ დასამორჩილებლად.

ჰქონდა რა ბრძანება გამოეგზავნა საქართველოში ქვეითი ჯარის ორი ან ოთხი ბატალიონი, გუდოვიჩი ეკითხებოდა ერეკლე: სად იმყოფება აღა-მაჰმად-ხანი და ხომ არ შესულა იგი მასთან რაიმენაირი მოლაპარაკებებში? როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან სპარსული ჯარები და შეუძლია თუ არა მეფეს შეაკეთოს გზები და მოიტანოს სურსათი საქართველოში დანიშნული ჯარებისთვის? ერეკლე პასუხობდა, რომ აღა-მაჰმად-ხანი განჯაში იმყოფება; რომ მასთან არანაირი პირობები არ დაუდია; რომ თავად იგი დედოფალთან ერთად კახეთში იმყოფება; მაგრამ ჯარები მასთან არ არიან, არამედ რაოდენიმე ჯარია მის უფროს ვაჟთან გიორგისთან, რომელიც ასევე კახეთში იმყოფება, მაგრამ არა მასთან ერთად; რომ გზების შეკეთების სახსრები არ გააჩნია, მაგრამ სურსათის შოვნას 7.000 ან 8.000 ადამიანისთვის იმედოვნებს* (*სხვა წერილში იგი დაპირდა სურსათის მოტანას 10.000 ან 12.000 ადამიანისთვის), რომელთა გამოგზანაც ითხოვა რაც შეიძლებოდა სწრაფად, რადგანაც აღა-მაჰმად-ხანს განზრახული აქვს ზამთარში ისევ შემოიჭრას საქართველოში და მის დედაქალაქს თავზე ახალი ძარცვა-რბევა დაატეხოს. 

ტფილისის დარბევამ აღა-მაჰმად-ხანის რუსეთისადმი აშკარა არაკეთილგანწყობა გამოავლინა, რომლის მფარველობისა და დაცვის ქვეშაც საქართველო იმყოფებოდა. მსგავსი საქციელის დაუსჯელად დატოვება ვერ იქნებოდა თანხმობაში რუსეთის ღირსებასთან და მეტად მავნე გავლენა შეიძლება ჰქონოდა ხანებსა და მათი მეზობელი ოლქების მფლობელებზე. უკანასკნელნი, ზრუნავდნენ რა თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, გულწრფელად არ იყვნენ ერთგულნი არც რუყსეთისადმი, არც სპარსეთისადმი, და ყოველთვის იმის მხარეზე იხრებოდნენ, ვინც უფრო ძლიერი იყო, ვისაც მათთვის უფრო მეტი ძარცვა-რბევის მიყენება შეეძლო. ამიტომ გუდოვიჩი აუცილებლად მიიჩნევდა, რომ იმ მხარის საქმეთა სარგებლისთვის, დაესაჯა აღა-აჰმად-ხანი რუსეთის წინააღმდეგ მისი ვერაგული და მზაკვრული მოქცევის გამო.

“თუკი კეთილინებებთ ბრძანოთ, წერდა იგი (Всеподданнейшее Донесенiе Гудовича, отъ 8-го октября 1795 года), რომ დამარცხებულ იქნას აღა-მაჰმად-ხანი და საიმედოდ და სარგებლით დამორჩილებულ უზენაესად ნავარაუდევი პროვინციები სპარსეთში, და განსაკუთრებით კი შუშის ხანი და ადერბაიჯანისა (სხვა ხანები), რომლებიც უფრო მოშორებულნი არიან, მაშინ აქაური მხარის მდგომარეობის ჩეთვის ნაცნობობის გამო, ჩემი ყოვლადუქვეშევრდომილესი მოსაზრება იმაში (მდგომარეობს), რათა გაზაფხულის სულ დასაწყისიდანვე გაიგზავნოს ჯარების არცთუ დიდი ნაწილი პირდაპირ მთების გავლით საქართველოში, თუკი არ გვექნება მოხერხებული შესაძლებლობა მისი ახლა იქ გაგზავნისთვის (ежели удобности не предстанетъ теперь оныя туда доставить), ხოლო ჯარების სხვა უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, არა უმცირესი, თუ არა თორმეტი სრული ბატალიონით, არტილერიის მნიშვნელოვანი ნაწილით, დრაგუნთა ოცდაათი ესკადრონით, კაზაკების ნაწილით – (კავკასიის) ხაზზე საჭირო ძალების დატოვებითაც – შევიდნენ მარტის თვეში სპარსეთში, კასპიის ზღვის ნაპირით და წავიდე მათთან ერთად ან მე, ან, როგორც კეთილინებებთ მიბრძანოთ, გილანში, ხოლო იქიდან კი უფრო შორსაც”.

ამ უკანასკნელი რაზმის მოძრაობა, მიიზიდავდა რა სპარსელთა მთავარ ძალებს, საშუალებას გვაძლევდა იმედი გვქონოდა, რომ საქართველოში გამოგზავნილი რუსული ჯარების უმნიშვნელო რაზმი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რათა მასში სათანადო წესრიგი და სიმშვიდე აღედგინა. ხოლო ჩვენს შეტევას კი მთავარი ძალებით სპარსეთის შიგნით შეეძლო რუსეთთან მოსაზღვრე ბევრი ხანი ჩვენს მხარეზე გადმოეხარა, ხოლო მივიდოდით რა გილანამდე, ჩვენ შეგვეძლო იქ რუსეთისადმი ერთგული მურთაზა-ყული-ხანი, თავისი ძმის აღა-მაჰმად-ხანის შეურიგებელი მტერი ხანის ღირსებაში აღგვედგინა.

ამასთანავე ექსპედიციის მიმართულება კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე, ჩვენი საზღვრების მაშინდელი მდგომარეობის დროს, ერთადერთი შესაძლებელი მიმართულება გახლდათ. აქ ექსპედიციისთვის შესაძლოა შემდგარი ყოფილიყო საკმარისად მნიშვნელოვანი რაზმი, რომლის წარმატებისთვის შეეძლო ხელი შეეწყო კასპიის ზღვის ფლოტილიასაც; აქ შესაძლებელი იყო, ისარგებლებდნენ რა საზღვაო შეტყობინების მომგებიანიობით, ზოგიერთ სანაპირო პუნქტში სურსათისა და საბრძოლო მასლების მნიშვნელოვანი მარაგებისთვის თავი მოეყარათ. ხოლო პირდაპირი გზით, მთების გავლით ყველანაირი მოძრაობა კი დიდ სიძნელეებთან იყო შეუღლებული. შეტყობინების გზების არარსებობა, აძნელებდა რა ჯარების მოძრაობას, სურსათისა და საბრძოლო მასალების მიტანას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. მხარის სახსრებით ჯარების გამოკვების შესაძლებლობაზე იმედის დამყარება კი უკიდურესი შეცდომა იქნებოდა: საქართველოს, როგორც ვნახავთ, მასში მყოფი ორი ბატალიონის გამოკვებაც კი არ შეეძლო.

კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებით ექსპედიციის გაგზავნის მხარეზე იდგა რუსეთში მცხოვრები ყველა სომხის ეპარქიული ეპისკოპოსი თავადი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვიც.

მთავარეპისკოპოსი იოსები ჩვენი მთავრობის ყურადღებითა და თავად პოტიომკინ-ტავრიდელის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. უკანასკნელი, იოსების შუამავლობით, სპარსეთსა და თურქეთში მცხოვრებ სომხებთან მუდმივ ურთიერთობებს ინარჩუნებდა. იოსებისთვის ცნობილი იყო რუსული მთავრობის შეხედულებანი და განზრახვები ამიერკავკასიის პროვინციებში მცხოვრებ ხალხებთან მიმართებით; მასვე დაევალა შემდგომში ის, რომ იმპერატრიცის მანიფესტი, მიმართული სპარსეთში მოსახლე ხალხებისადმი, სომხურ და სპარსულ ენებზე ეთარგმნა და ასტრახანში, თავის ტიპოგრაფიაში დაებეჭდა* (*იმ ხანებში პეტერბურგში არ იყო ისეთი ტიპოგრაფია, რომელშიც სომხური შრიფტი იქნებოდა, და ამიტომ მანიფესტის რუსული ტექსტი იოსებთან ასტრახანში იქნა გაგზავნილი, სადაც ითარგმნა და დაიბეჭდა კიდეც).

ნდობამ, რომელიც იოსებს გამოეცხადა, იგი იმდენად თავდაჯერებული გახადა, რომ იგი, როგორც ქვემოთ დავინახავთ, საკუთარ თავს უფლებამოსლად თვლიდა, რომ საქმეებში ჩარეულიყო და დაღესტნისა და მთელი ამიერკავკასიის მოსახლეობას შორის ზოგიერთი არეულობის მიზეზიც შეიქნა. როგორც კი შეიტყო იოსებმა სპარსეთში ნავარაუდევი ექსპედიციის შესახებ, მან მაშინვე გამოუგზავნა გრაფ პლატონ ზუბოვს მის მიერ შედგენილი ცნობები სომხეთისა და მისდამი კუთვნილი სპარსული პროვინციების შესახებ (Собранiе актовъ, относящихся къ обозренiю исторiи армянскаго народа. Москва. Изд. 1838 г. Т. III, 336) და საექსპედიციო რაზმის უფროსად სუვოროვის დანიშვნასაც სთხოვდა.

თუკი რუსული ჯარები, წერდა იოსები (Степану Давыдову, отъ 15-го декабря 1795 г. «Кавказская Старина», стр. 30), წამოვლენ “მხოლოდ ტფილისზე, მაშინ ვერაფერს ვერ მიეხმარებიან, მხოლოდ თუ ნანგრევებს ადვილად დაეუფლებიან, ვინიდან მოწინააღმდეგემ ერთადერთი იმათ გამო დაარბია (ტფილისი). ხოლო თუ დარუბანდზე, ბაქოსა და განჯაზე წამოვლენ, მაშინ პირველად ადვილად დაეუფლებიან შაქსა და შირვანს, ხოლო შემდეგ კი განჯასაც აიღებენ; იქიდან კი შეუძლიათ დაეხმარონ ერევნის სომხებსა და სხვებს, აგრეთვე სპარსეთში დატყვევებულთაც. ხოლო თუ შუშის ხანი ჯერ ისევ თავის ციხესიმაგრეში იმყოფება, იგი ჩვენებს შემოუერთდება დასასრულს დაუდებს საჭურისს (აღა-მაჰმად-ხანს). თუმცა კი ჩემს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე ჩემს მიერ შედგენილი პროექტი საქართველოსა და სომხეთის შესახებ პოპოვის მეშვეობით მე მივართვი გრაფს (პ. ა. ზუბოვს) ჩემს საკუთარ მსჯელობასთან და წერილთან ერთად, მაგრამ შესაძლოა ის დაკარგეს, და ამიტომ ხელახლა გიგზავნით; ვინაიდან მითითებებით სავსე ამ გეგმის ზევით არაგერი შეუძლიათ რომ იღონონ. მაგრამ თუ გამოგზავნიან გრაფ სუვოროვს, მაშინ მთელი საქმე ერთბაშად ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. ამ საქმეზე იგი 1780 წლის 1-ლ იანვარსაც იქნა დანიშნული; მაისში ჩამოვიდა და ტურჯინოვის სახლში ყველაფერი ჩაიწერა; მაშინ თავად მასაც სურდა იმ მხარეებში ყოფნა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩემგან სალამი გადაეცი მას კურთხევით და უთხარი: ო წმინდაო გიორგი, რომელიც სწრაფად მოფრინავ ტანჯულთა დასახმარებლად და ტყვეთა მხსნელო, იჩქარე საქართველოს ბედკრული სამეფოს დასახმარებლად და ჩემი სამშობლოსი, შენს მიერ შეყვარებულისა”.

ამდენად სწრაფ დახმარებაში საჭიროება არ ყოფილა. მიღებული ცნობების მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანმა დატოვა საქართველო და განჯისკენ დაიხია. გუდოვიჩი ვარაუდობდა, რომ, სურსათის უკმარისობის გამო, სპარსელები იძულებული იქნებიან კიდევ უფრო შორსაც დაიხიონ და, აქედან გამომდინარე, საქართველოში ხელმეორედ შემოჭრაზე უარი თქვან. ემყარებოდა რა ამ მოსაზრებებს, იგი წერდა ერეკლეს, რომ მეფის მიერ თხოვნილი 7.000 ან 8.000-იანი რუსული ჯარების გამოგზავნაში ახლა საჭიროება არ არის, მით უმეტეს, რომ ასეთი რიცხვის ჯარების სურსათით მომარაგების შესაძლებლობა არც გზაში და არც თავად საქართველოში არ არსებობს, რომელიც საფუძვლამდეა გაძარცვული, და ამიტომ თვლის კიდეც საკმარისად “მის სამეფოში მისი მაღალი პიროვნებისადმი სათანადო პატივისცემის შენარჩუნებისთვის”, ქვეითი ჯარის 2.000 ადამიანის გამოგზავნას ექვსი ქვემეხით. ამ ჯარების საქართველოში გამოგზავნა კიდევ იმიტომაც მიაჩნდათ აუცილებლად, რათა ჩვენდამი მეზობელი სპარსელი ხანებისა და სხვა მთიელი მფლობელებისთვის ეჩვენებინათ, “რომ აღა-მაჰმად-ხანის წარმატებები არაფერს არ ნიშნავს”, და რომ იგი რუსული ჯარების მოძრაობის შესახებ პირველივე ცნობის მიღების შემდეგ წავიდა.

“თქვენი მოხსენება, წერდა იმპერატრიცა გუდოვიჩს (Въ рескрипте отъ 16-го ноабря 1795 г.), აღა-მაჰმად-ხანის ჯარების ტფილისიდან განჯაში გასვლის შესახებ, მეფის ერეკლე თეიმურაზის ძისა და ავარიის ხანის თქვენდამი შემოხმიანების შესახებ, კავკასიის მთების გავლით ჯარების გადასვლისთვის თქვენდამი დაწყებული ღონისძიებების შესახებ, ნოემბრის პირველ რიცხვებში ქვეითი ჯარის ორი ბატალიონისა და ექვსი ქვემეხის კახეთში გაგზავნის შესახებ, ჩვენ ამა თვის 15-ე დღეს მივიღეთ, და ამიტომ სრულად ვიწონებთ რა თქვენს მიერ მოხდენილ განკარგულებებს, ასევე პასუხების გაცემას როგორც საქართველოს მეფისადმი, ისე ავარიის ხანისადმიც, კვლავ გაძლევთ ნებას, რომ ჯარები გარემოებების და მიხედვით თქვენი უკეთესი შეხედულებების შესაბამისად გამოიყენოთ, რამდენადაც მათი ხშირად ცვალებადობისას, აქედან თქვენი დაშორებულობის გამო, არა გვაქვს შესაძლებლობები, რათა თქვენ სათანადო დარიგებებით დროულად გამარაგებდეთ. მაგრამ ყოველივე ამასთან, თუკი ბრძანება თქვენამდე დანიშნული ბატალიონების კავკასიის მთების იქით გაგზავნამდე მოვა, და ამ ლაშქრობაში, განსაკუთრებით წლის გვიანდელი დროის მიზეზით, მათ დიდი სიძნელეები შესაძლოა შეხვდეთ, რომელთაგან ეს ჯარები შეიძლება ძლიერად დაიქანცონ, ასეთ შემთხვევაში, რადგანაც ტფილისის დარბევითა და აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმით საქართველოსთვის მიყენებული მოშლილობით, როგორც თავად თქვენ წინა მოხსენებებში ხედავდით საქმეთა მდგომარეობის სრულებით ცვლილებას მაგ ქვეყანაში, და ასკვნიდით, რომ ამის წინ თქვენთვის მოცემული ნებართვა საქართველოში ჯარების გაგზავნის თაობაზე უფრო მეტი სიფრთხილით უნდა იყოს აღსრულებულიო, ამიტომ ვთვლით რა, რომ ჯარების გაგზავნა საქართველოში უფრო სასარგებლო მომავალ გაზაფხულზე იქნება, და უფრო მეტად კი იმიტომ, რომ მათი გმირობები (გამარჯვებები, подвиги) შემსუბუქდება, როცა გაზაფხულის დადგომისას დარუბანდისკენ და კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებით ნავარაუდევი ლაშქრობითა და კასპიის ზღვის ფლოტილიის მათდამი დასახმარებლად მოქმედებით ძლიერი დივერსია იქნება მოხდენილი, გიბრძანებთ, გადადებთ რა ამ ლაშქრობას მომავალ გაზაფხულამდე, ეს ბატალიონები გამოზამთრებისთვის თქვენი განკარგულების და მიხედვით განალაგოთ, შეატყობინებთ რა მეფეს, რომ წლის გვიანი დრო და გზების გაუვალობა, რომელთა წინასწარ შეკეთებაზე მან უარი თქვა, არის ამის მიზეზი. თუკი მათ უკვე გაიარეს მთები, მაშინ მიმართეთ მთელი მზრუნველობა, რათა გაზაფხულამდე, ზამთრის გავლით, არანაირი უკმარისობა და დაქანცულობა მათ იქ არ განიცადონ. მოამარაგეთ ისინი საჭირო სურსათით, მშვიდი და უსაფრთხო, და აქედან გამომდინარე ერთობლივი ზამთრის ბინებით, რომლებიც, თქვენი მოხსენებით თუ ვიმსჯელებთ, მათ შეიძლება ჰქონდეთ კახეთში, რადგანაც მეფის ერეკლე თეიმურაზის ძის სამფლობელოების ამ ნაწილში აღა-მაჰმად-ხანის ჯარები არ შესულან, და ეს ოლქი, რჩებოდა რა ხელშეუხებლად, გაუძარცველი დარჩა. გრაფ სამოილოვს დავავალეთ ჩვენ, რათა თხუთმეტი ათასი მანეთი ოქროსა და ვერცხლის მონეტებით რაც შეიძლება მალე ჩამოიტანოს თქვენთან.

რაც შეეხება შემდგომ ვარაუდებს გაზაფხულის დადგომიდან ჯარების ლაშქრობასა და სპარსეთში მათ საქმიანობაზე, არ დავაყოვნებთ რათა მალევე მოგამარაგოთ საფუძვლიანი დარიგებებით, ვიმედოვნებთ რა მათ შორის მივიღოთ თქვენგან ყველაზე უფრო სარწმუნო ცნობები სხვადასხვა მფლობელთა პასუხებისა და განკარგულებათა შესახებ, და ამის თანაბრად თავად აღა-მაჰმად-ხანის შემდგომი მიზნების შესახებაც, ხოლო უფრო მეტად კი, თუ როგორი განზრახვებით გაბრუნდება იგი განჯიდან. ჩვენთვის ყველაზე უკეთესი იქნებოდა, თუ იგი ოტომანის პორტას საზღვრებისკენ მიმართავდა თავის მისწრაფებას; ამაში არც ხელის შეშლაა მისთვის საჭირო და არც მისი ყურადღების სხვაგან გადატანა. ხოლო თუ იგი ძარცვა-რბევისთვის ისევ ქართლის ან კახეთისკენ შემობრუნდება, მაშინ იქ მყოფმა ბატალიონებმა, დახმარებამდე და კასპიის ზღვის მხრიდან მოწინააღმდეგის ძლიერად უკუგდებამდე, ჩვენი იარაღის ღირსება და დიდება შეერთებულად უნდა შეინარჩუნონ (Если же обратится он вновь для грабежа въ Карталинiю или въ Кахетiю, то пребывающим тамъ баталiонамъ, до помощи и до сильнаго отворота отъ моря Каспiйскаго, соединённо удерживать честь и славу оружiя нашего); ხოლო თუ იგი შირვანში შემოვა და შამახიასა და ბაქოს დაიჭერს და ამით კასპიის ზღვასა და ჩვენს ფარგლებს მოუახლოვდება, მაშინ უკვე, მთელი საჭირო მომზადებისა და მთელი სათანადო ზომების მიღების შემდეგ, უნდა დაასწროთ როგორც შესაძლებელი იქნება მას დაღესტანში შესვლა და ჩვენი ჯარებისგან დარუბანდის დაკავებით უსაფრთხოებით შემოზღუდოთ და მფარველობის გარეშე არ დატოვოთ ჩვენი ქვეშევრდომი ტარკის შამხალი, ყარაყაიდაღის უცმი და თავად დარუბანდის ხანიც. შემდგომი ლაშქრობისას კი ეცადეთ, დამარცხებითა და დევნით უკუაგდებთ რა აღა-მაჰმად-ხანის ხროვას, ძირ-ფესვიანად ამოაგდოთ ეს მბრძანებელი, თუკი იგი გათავხედდება რომ ბოლომდე გაუწიოს წინააღმდეგობა ჩვენს სარგებელსა და ნებას (При дальнейшемъ же походе стараться, опрокинувъ скопище Аги-Магометъ-хана пораженiемъ и преследованiемъ, искоренить властителя сего, если дерзнетъ онъ до конца противиться пользамъ и воле нашей)”.

ეს რესპრიპტი გუდოვიჩის მიერ ნოემბრის ბოლოს იქნა მიღებული, როცა საქართველოში დანიშნული რაზმი უკვე კახეთისკენ მომავალ გზაზე იყო.

მალევე დაპირების შემდეგ რომ ერეკლეს დასახმარებლად 2.000 ადამიანი გამოეგზავნა, გუდოვიჩმა ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონი გზის შეკეთებისა და ქალაქ მოზდოკიდან 95 ვერსზე, საქართველოს გზაზე, პროვიანტისთვის სასაწყობო დეპოს მოსაწყობად გამოუშვა. გზის შეკეთების გარდა, ამ ბატალიონს მდინარე თერგზე 27 ხიდი უნდა აეგო. შემდეგ, დარიალის ხეობის იქით და თავად ტფილისამდეც, გზის შეკეთება და პროვიანტის დამზადება საქართველოს მეფის მზრუნველობას ეკისრებოდა, რომელსაც საამისოდ აუცილებელი ინსტრუმენტები და 100 ფუთი დენთი კიდეც გაეგზავნა.

2 ნოემბრისთვის გზა იმდენად იქნა შეკეთებული, რომ შესაძლებელი იყო მასზე საზიდრების ნაწილებად დაშლის გარეშე (безъ разборки повозокъ на части) (Рапортъ Гудовича Императрице 5-го декабря 1795 г. Московс. Арх. Минист. Иностр. Делъ) გავლა, ხოლო ნოემბრის ბოლოს კი ორი ბატალიონი, პოლკოვნიკ სიროხნევის უფროსობით, საქართველოსკენ გამოვიდა. სამწყობრო ჩინების 1.480 ადამიანის რიცხოვნების ეს რაზმი ქვეითი ჯარის ორი ბატალიონისგან (*კავკასიის გრენადერთა პოლკის ბატალიონი 750 ადამიანით და კავკასიის ეგერთა კორპუსის ბატალიონი 700 ადამიანით), ოცდაათი კაზაკისა და ექვსი საველე ზარბაზნისგან შედგებოდა.

სიროხნევს ნაბრძანები ჰქონდა არ შესულიყო ტფილისში სხვანაირად, თუ არა მაშინ, როცა მიიღებდა ერეკლესგან შეტყობინებას, რომ მასთან უკვე შეიკრიბნენ მისი შეიარაღებული ქვეშევრდომები, რადგანაც “ამის გარეშე ეს რაზმი გაძლიერება კი არ იქნებოდა, არამედ მხოლოდ რუსული ჯარების მოქმედება”. ტფილისში მოსვლის შემდეგ სიროხნევს ერეკლესგან მისი ქვეშევრდომების მიერ ქალაქის გაძლიერება უნდა მოეთხოვა, “რასაც დრო და გარემოებები ახლა ხელს უწყობს, მით უმეტეს, რომ აღა-მაჰმად-ხანმა განჯა დატოვა და მუღანის ველზე დაიხია, რომელიც მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს”.

(Сырохневу было приказано не входить въ Тифлисъ иначе, какъ тогда, когда получитъ отъ Ираклiя уведомленiе, что къ нему собрались его вооружённые подданные, иакъ какъ «безъ того не былъ бы сей отрядъ подкрепленiемъ, но единымъ действиемъ войскъ россiйскихъ». По приходе въ Тифлисъ, Сырохневъ долженъ былъ требовать отъ Ираклiя укрепленiя города его подданными, «на что время и обстоятельвтва ныне способствуютъ, темъ более, что Ага-Магометъ-ханъ оставилъ Ганжу и отступилъ на Муганскую степъ, на реке Куре лежащую».) 

ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსულმა ჯარებმა უკვე მთები გადმოლახეს, აღა-მაჰმად-ხანამდეც მიაღწია. ჯავად-ხანის თხოვნის მიუხედავად, რომ იგი არ მიეტოვებინა, მან განჯა დატოვა და მუღანის ველზე დაიხია. საქართველოს მოსაზღვრე ხანებმა და კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე მდებარე მიწების მფლობელებმა უფრო თავისუფლად ამოისუნთქეს, მით უმეტეს, რომ მათმა უმეტესმა ნაწილმა გუდოვიჩის წერილები მიიღო, რომელიც მათ მალე დახმარებით აიმედებდა.

ტარკის შამხალმა, ყარაყაიდაღის უცმიმ, რომლის წარმოგზავნილმაც უკვე რუსეთის ქვეშევრდომობაზე დადო ფიცი, ჰამბუტაი ყაზიყუმუხელმა და დაღესტნის სხვა მფლობელებმა გადაწყვიტეს ერთხმად და საერთო ძალებით წინ აღდგომოდნენ აღა-მაჰმად-ხანს, ამასთან პირველი ორი მფლობელი, უკეთესი წარმატებისთვის, მათთვის დასახმარებლად რუსული ჯარების გამოგზავნას ითხოვდა.

დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანი, იცოდა რა, რომ აღა-მაჰმად-ხანმა მუღანის ველზე დაიხია და მის სამფლობელოებს მნიშვნელოვანი მანძილით დაშორდა, ასევე ამ მდგომარეობიდან შესაძლო სარგებლის გამოტანას ფიქრობდა. არ სურდა რა სულაც რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა, შეიხ-ალი-ხანი ყოველი შემთხვევისთვის აღა-მაჰმად-ხანისთვის საჩუქრებს ამზადებდა, და სწორედ იმავე დროს, არ თვლიდა რა მომგებიანად საკუთარ თავზე ჩვენი მთავრობის არაკეთილგანწყობის დატეხვას, გუდოვიჩს თავისი ერთგულების შესახებ უცხადებდა და აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ დახმარებას ფულის გამოგზავნით სთხოვდა, ამბობდა რა, რომ “ჯარები მას არ სჭირდება”.

ამასობაში, მუღანის ველზე გაჩერებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ხმები დაყარა, რომ კასპიის ზღვის პირას მდებარე პროვინციების დასამორჩილებლად მოდის, და რომ შამახიისკენ 20.000-იან ჯარს გზავნის ამ სახანოს დასაუფლებლად.

ამ ცნობებისა და მათ დასახმარებლად რუსული ჯარების გაგზავნაზე დაღესტნელ მფლობელთა თხოვნის მიღების შემდეგ, გუდოვიჩმა, ხელმძღვანელობდა რა იმპერატრიცის უკანასკნელი რესკრიპტით, მაშინვე შეკრიბა ყიზლართან რაზმი, გენერალ-მაიორ საველიევის უფროსობით, რომელიც ქვეითი ჯარის სამი ბატალიონის, ექვსი ქვემეხის, სალეგიონო კაზაკთა რაზმის ერთი რეგულარული ესკადრონის, 400 კაზაკისა და 500 ყალმუხისგან შედგებოდა. მთავარსარდალმა საველიევს უბრძანა რომ დაღესტანზე დაიძრას და ქალაქ ტარკის* (*საშამხლოს მთავარი ქალაქი) გავლით ბუინაკში მივიდეს, სადაც დაღესტნის ყველა მფლობელს თავისთან მოიწვევს და მათ სპარსელთა წინააღმდეგ საერთო თავდაცვისთვის ჯარების შეკრებას დაავალებს; გარდა ამისა უნდა ჩააგონოს ხანებს, რომ მათ სამფლობელოებში ჯარების შემოსვლა რუსეთის იმპერატრიცის მფარველობას ადასტურებს; რომ სპარსელთა ძალები უმნიშვნელოა რუსეთის ძალასა და ძალმოსილებასთან შედარებით, და რომ “აღა-მაჰმად-ხანის ამაყური ჩანაფიქრები და თავად ისიც მალე არარად გადაიქცევიან”.

დაითანხმებდა რა მფლობელებს საერთო თავდაცვაზე, საველიევი საჩქაროდ დარუბანდზე უნდა წასულიყო, ქალაქი დაეკავებინა და, შეიხ-ალი-ხანი, როგორც რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე სურვილის გამომთქმელი, თავისთან მოეთხოვა, აეძულებინა, “რათა იგი, მიატოვებდა რა თავის თავქარიან ქცევებს, რა თქმა უნდა, მოტყუების გარეშე, თავიანთი საკუთარი მიწების თავდაცვისთვის, დაღესტნელ მფლობელებთან საერთო კავშირში შესულიყო, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, რომელიც მათი ძარცვა-რბევისკენ ისწრაფვოდა”.

მდინარე თერგზე საველიევის გადასვლას კავკასიის ხაზზე დამდგარი უნახავი ყინვები აკავებდა, და მან მხოლოდ 19 დეკმბერს შეძლო გამოსვლა, ჰქონდა რა თან ორი თვის სურსათი. ტარკიში საველიევი სრული პატივით იქნა მიღებული, და შამხალის ვაჟმა, მეგთიმ, გამოთქვა სურვილი, რომ რუსულ რაზმს გაჰყოლოდა. ყარაყაიდაღის უცმი ამის თანაბრად გამოთქვამდა სურვილს, რომ რუსეთის ქვეშევრდომობაზე ფიცი მიეღო. ტაბასარანისა და აქუშის ყადიები და ჯანგუთაის სულთანი ასევე აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ საერთო ძალებით მოქმედებაზე დაეთანხმენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ წინაშე რუსულ ჯარებს ხედავდნენ. მიუხედავად ამისა, მათგან ერთ ნაწილში ჩვენდამი ერთგულებისა და მეორეში კი კეთილგნწყობის შენარჩუნებისთვის, გუდოვიჩმა უბრძანა საველევს, რომ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ სამოქმედოდ განკუთვნილი ჯარების შენახვაზე გასაწევი აუცილებელი ხარჯების საბაბით, ყარაყაიდაღის უცმისთვის 2.000 მანეთი, ხოლო ტაბასარანისა და აქუშის ყადიებისთვის კი 500-500 მანეთი მიეცა. 

უკანასკნელმა, რჩებოდა რა ისევ მუღანის ველზე, შამახიის სახანოს დამორჩილებისთვის ოცათასიანი რაზმი გამოგზავნა. გადმოლახეს რა მდინარე მტკვარი, სპარსელებმა დაარბიეს და გაძარცვეს შამახია. ხანი მთებში გაიქცა, სპარსელები კი მის სამფლობელოებში ბატონკაცობდნენ. ისარგებლა რა ამ წარმატებით, აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ფირმანები გამოგზავნა დაღესტანში, დარუბანდისა და ბაქოს ხანებთან, და მათგან უპირობო მორჩილებასა და დამჯერობას მოითხოვდა. ერთი ასეთი ფირმანი ტარკის შამხალს ჩაუვარდა ხელში და ის მან საველიევს გამოუგზავნა.

“სპარსეთის მბრძანებლის უზენაესი ფირმანი იმაში მდგომარეობს, წერდა აღა-მაჰმადი, რათა თქვენთვის ცნობილი და დასანახი იყოს, რომ უკვე მხვდა მე პატივი, რათა სპარსეთში შაჰი ვიყო; ადერბაიჯანის ხანები და მფლობელები ყველანი მე დამემორჩილნენ, და მე ახლა ჯარით მოვედი ამ მხარეში იმისთვის, რათა მოწინააღმდეგენი დავსაჯო. რისთვისაც თქვენც შეგიძლიათ გამომიგზავნოთ თქვენი დესპანი თხოვნით და აგვიხსნათ ყველაფერი, რაც თქვენ გეხებათ, რასაც, რა თქმა უნდა, კეთილად მივიღებ. მხოლოდ თქვენი წარმოგზავნილი მომივლინეთ თქვენი საფუძვლიანი თხოვნით; ხოლო ამის აღსრულებისა და თქვენი სამსახურის და მიხედვით, თქვენც სამაგიერო ჯილდოს გარეშე არ დარჩებით”.

ამ ფირმანის მიღების შემდეგ დარუბანდის ხანმა აღა-მაჰმად-ხანს საჩუქრები გაუგზავნა, მაგრამ უკანასკნელი, არ კმაყოფილდებოდა რა ამით, მისთვის ფურაჟისა და 20.000 მანეთი ფულის გაგზავნას მოითხოვდა; ბაქოს ხანისგან სპარსეთის მბრძანებელი 10.000 მანეთ ხარკს მოითხოვდა, მაგრამ იგი არ პასუხობდა, ზუსტად ისევე, როგორც დაღესტნის მფლობელებმაც უარი თქვეს რომ საკუთარ თავზე მისი ძალაუფლება ეღიარებინათ. 

ამრიგად, რუსეთისადმი აშკარა არაკეთილგანწყობას მხოლოდ ერთი შეიხ-ალი-ხანი გამოხატავდა. შეიტყო რა რუსული ჯარების დაღესტანში მოძრაობის შესახებ, იგი დარუბანდში ჩაიკეტა იმ განზრახვით, რომ საკუთარი თავი და თავისი დამოუკიდებლობა დაეცვა (съ намеренiемъ защищаться и отстоять свою независимость). საველიევის მოთხოვნაზე, რომ მას, როგორც რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის მსურველს, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ დაღესტნელ მფლობელებთან ერთობლივი მოქმედებებისთვის პირობების დასადებად რწმუნებული მოხელენი გამოეგზავნა, დარუბანდის ხანი უარით პასუხობდა. ამის გამო, გუდოვიჩმა აუცილებლად მიიჩნია გენერალ საველიევის რაზმის ორი ბატალიონით გაძლიერება* (*ამ ორი უკანასკნელი ბატალიონის მოსვლის შემდეგ საველიევის რაზმი შედგებოდა კავკასიის ეგერთა კორპუსის მესამე და მეოთხე ბატალიონებისგან, მოსკოვისა და კავკასიის მუშკეტერთა პოლკების ბატალიონებისგან, რომელთაგან თითოეული შედგებოდა მუშკეტერთა 4 და გრენადერთა 2 ასეულისგან. საველიევის კავალოერია შედგებოდა 100 მოზდოკელი, 100 გრებენელი და 200 თერგის კაზაკისგან, სალეგიონო რაზმის 116 კაზაკისა და 250 ყალმუხისგან) და დაავალა მას, მოაწყობდა რა ტარკიში საქმეებს, მაშინვე დარუბანდის მიმართულებით დაძრულიყო, იმ მიზნით, რომ მიუახლოვდებოდა რა შეიხ-ალი-ხანის სამფლობელოებს, იგი ჩვენი მოთხოვნების შესრულებაზე აეძულებინა.

(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment